შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 13 თავი


16-06-2021, 15:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 7 310

ალექსანდრეს მალევე შეეყინა სახეზე ირონიული ღიმილი და მოღუშული სახით მიაჩერდა მეგობარს
-შენი აზრით, ხვალ თათია, სამხატვრო აკადემიის მეორეულ გამოცდაზე არ გავა?
-არა-დაუფიქრებლად უპასუხა ბექამ
-რატომ ხარ ასეთი კატეგორიული?-გაბრაზდა ალექსი
-თათია შენ დაარეგისტრირე... ასე რომ
-გგონია რომ მხოლოდ ამ მიზეზით იტყვის საკუთარ ოცნებაზე უარს და გამოცდაზე არ გავა?
-შენი აზრით ეს ცოტაა?-შეიცხადა ბექამ
-ამის დედაც ამის დედაც-აღმოხდა გაავებულ ბიჭმს და მოულოდმელად ფეხზე წამოვარდა
-ვერ ვხვდები ასე რატომ გიჟდები-მისმა უემოციობამ ალექსი უარესად გააღიზიანა
-არ მინდა რომ ჩემს გამო საკუთარ ოცნებაზე... ხატვაზე თქვას უარი... არ მინდა რომ ჩემს გამო ცხოვრება დაინგრიოს...
-ჰო მაგრამ... შენ ხომ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო?-ცეცხლზე ნავთი დაუსხა ბექამ
-ნუ მაგიჟებ! ნუ მაგიჟებ-გამაფრთხილებლად უთხრა ალექმა და თაროდან ვისკის ბოთლი ჩამოიღო, აკანკალებული ხელებით გახსნა და მოიყუდა, იქამდე სვამდა სანამ მჟავე სითხემ, გაუსაზლისად არ დაუწვა ყელი
-ალექს თათიასგან რა გინდა?-ბექას კითხვამ ძალიან დააბნია და გააღიზიანა ბიჭი
-არ ვიცი, არ ვიცი... მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ მისი დაკარგვა არ მინდა... ვერ დავკარგავ... არ შემიძლია-გულწრფელად უთხრა და ფანჯარას მიუახლოვდა, ისევ მოიყუდა ბოთლი და ამჯერად ცოტა დალია -იმ ღამეს... ვერ ვივიწყებ-არაფრის მთქმელი, ცივი, ცარიელი თვალები სივრცეს გაუშტერა-მის შეხებას და სურნელს ახლაც ვგრძნობ-გატაცებით უთხრა და ისევ მოიყუდა ბოთლი
-მე გაფრთხილებდი-ბუზღუნით უთხრა ბექამ-სურვილი გრძნობებად არ გექცეს-მეთქი
-თათიას უნდა დაველაპარაკო... უნდა ვნახო... მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, მასზე ფიქრს ჭკუიდან გადავყავარ
-არა!-მკაცრად უთხრა ბექამ -ახლა არ შეიძლება
-უნდა ავუხსნა... უნდა ავუხსნა რატომ მოვიქეცი ასე საშინლად
-აზრი?-გაბრაზდა ბექა-გგონია მოგისმენს? გგონია დაგიჯერებს და მეტიც... გაგიგებს? ამის მართლა გჯერა? ალექს?
-ბექა ნუ მაგიჟებ
-მოითმინე...დრო... დრო მიეცი მასაც და საკუთარ თავსაც
-დრო? დრო რას შეცვლის? დრო უფრო დაგვაშორებს ერთმანეთს-ხელახლა მოიყუდა ბოთლი და ლამის ჩაცალა -რა დროც არ უნდა გავიდეს ვიცი რომ არაფერი შეიცვლება იმიტომ რომ მე მას ძალიან ვატკინე
-და ლაპარაკი? ლაპარაკი რას შეცვლის? ცარიელი სიტყვები გგონია რაიმე შედეგს მოგიტანს?
-უნდა ავუხსნა...-ალექსმა ამღვრეული ჭაობისფერი სფეროები გაუშტერა ბექას შავ თვალებს
-რა უნდა აუხსნა? -მწარედ გაეცინა ბექას-გგონია შენ ამ გულისამრევ საქციელს რაიმე ახსნა ააქვს?
-სიმართლე უნდა იცოდეს
-ჰო უნდა იცოდეს... მაგრამ ეს არფერს შეცვლის ალექს, თქვენს ურთიერთობაში
-მისი დაკარგვა არ მინდა-ჩურჩულით თქვა ბიჭმა
-მაგრამ შენ ყველაფერი გააკეთე ამისთვის!
-ყველაფერს გამოვასწორებ-დარწმუნებით თქვა ალექსმა და მოულოდნელად ბოთლი კედელს შეახეთქა -როგორმე ყველაფერს გამოვასწორებ-ჩაილაპარალა თავისთვის
-ალექს ცოტა ხანს შეეშვი, აცადე აზრზე მოვიდეს, ახლა რომ დაელაპარაკო შენი ყოველი სიტყვა წვეთ-წევთად შხამივით მოედება მის გონებას
-არ შემიძლია ასე უმოქმედოდ ყოფნა არ შემიძლია...
-და რის გაკეთებას აპირებ?
-ჯერ არ ვიცი... მაგრამ რადაც არ უნდა დამიჯდეს მოვახეხებ რომ მომისმინოს... მერე კი მაპატიოს
-რამე სისულელე არ ჩაიდინო ისევ
-არ ჩავიდენ... ვეღარ ჩავიდენ... უკვე ყველანაირად გავანადგურე-გაბრაზებით თქვა, მოულოდნელად მაგიდას მიუახლოვდა და ყველაფერი ძირს გადმოყარა რაც ზედ ელაგა -მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ, ყველაფერს დავალაგებ... მის გამო... ყველაფერს გავაკეთებ!
თათი ცრემლიანი თვალებით უყურებოდა ფანჯრიდან, წვიმის ნაზი, გრილი წვეთებით როგორ სველდებოდა თბილისი
-გთხოვ-მოესმა ირინას ხმა ზურგს უკნიდან-ხვალ გამოცდაზე გადი
-არა-მისკენ არ მიუხედია ისე უთხრა ხმა აკანკალებულმა ბებიას
-იმის გამო რომ მეორეულ გამოცდაზე იმ არაკაცმა ლექსანდრემ დაგარეგისტრირა შენს ოცნებაზე უარს ნუ იტყვი, ძალიან გთხოვ
-არ შემიძლია-ატირდა თათია
-ასე ნუ იქცევი... ასე არ შეიძლება... ვიცი...ვიცი რომ გული საშინლად გტკივა, თავს დამცირებულად გრძნობ... განადგურებული ხარ... მაგრამ ერთი ღამის შეცდომას უფლებას ნუ მისცემ რომ მთელი შენი ცხოვრება დაანგრიოს...
-ზოგჯერ, ერთი ღამე, ერთი შეხება, ერთი კოცნა, ერთი სიტყვა ცვლის მთელს შენს ცხოვრებას... ან შენ გცვლის და შესაბამისად ისეთი ვეღარასოდეს ვეღარ იქნები როგორიც იყავი აქამდე
-თათია გთხოვ ასე მუ იქცევი, ცხოვრებას ძალით ნუ ინადგურებ... გამოცდაზე გადი... შენს ოცნებებს გაეკიდე... უარს ნუ იტყვი ხატვაზე მხოლოდ, იმიტომ რომ ვიღაც არაადამაინებმა შეძლეს და შენს სულში ხელები აფათურეს
-ბებია-თათია ირინასკენ შეტრიალდა უემოციო სახით -იცი რა განცდაა როცა ყველაფერთან ერთად ოცნებესაც გართმევენ?-მისმა კითხვამ ქალი საშინლად დააბნია -იცი რამდენად ცარიელი შეიძლება იყო მაშინ, როცა ხვდები რომ სრულიად ზედმეტი ხარ ამ სამყაროსთვის?
-სამყარო ისეთია როგორსაც დაიმახავ... როგორსაც შენ თვითონ შექმნი-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე მოღუშული სახით ირინამ -პირველ როგში საკუთრი თავი უნდა შეცვლაო და საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს
-რა ნაცნობი სიტყვებია-გაეღიმა გოგონას
-ჰო ნაცნობია, იმიტომ რომ მე ეს ათასჯერ მითქვამს შენთვის და კიდევ გეუბნები თათია
-ხვალ გამოცდაზე არ გავალ!-მკაცრად თქვა გოგონამ და ოთახში შეიკეტა რადგან შეეშინდა ირინას არ გადაერწმუნებინა.
დილის 7 საათიდან ალექსის მანქანა აკადემიის ეზოს შესასვლელის შორი-ახლოს იყო გაჩერებული, საჭესთან მჯდომი ბიჭი სულ დალეული ელოდა 8 საათის მოსვლას, რატომღაც იმედი ჰქონდა რომ თათია მოვიდოდა გამიცდაზე, რომ მის გამო საკუთარ ოცნებაზე უარს არ იტყოდა... მაგრამ არა... არ მივიდა, ბოლო წამამდე კარის დაკეტვამდე მაინც იმედის ნაპერწკალი ენთო მის გულში და ყველა გოგონაში თათიას ლანდავდა, საშინელი იმდეგაცრუების ტალღამ გადაუარა ... ალექსანდრეს როცა კარი დაიკეტა და შეწყდა გამომცდელთა მიღება, გაცეცხლებული ბიჭი შეშალა იმაზე ფიქრმა რომ თათიას მარტო ცხოვრება კი არა ოცნებებიც გაუნადგურა, გაუაზრებლად საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი და ამანაც რომ ვერ დაამშვიდა, ვერ დააშოშმინა, აკანკალებული ცივი თითები ძლიერად მოუჭირა საჭეს და თავი ხელებზე ჩამოდო, გაირინდა,კარგა ხანს იყო ასე ჩუმად, უმოძრაოდ, გაყინული, დიდხანს ებრძოდა გულში ,ფარულად მოწოლილ სინანულის სინდისის ქენჯნის და ზიზღის გრძნობას, როცა როგორღაც დამშვიდდა და აზრზე მოსვლა შეძლო, მანქანა დაქოქა და გიჟივით გააქანა ცარიელი, წვიმის წვეთებით მოთარეშე სველ გზაზე.
მთელი ღამე თეთრად, ტირილში და ნერვიულობაში გაათენა თათიამ, იმის მიუხედავად რომ გული საშინლად ტკიოდა და სული ეწვოდა გადაწყვეტილებას არ ცვლიდა და შესაბამისად არც წავიდა გამოცდაზე.
ირინას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ლიკა ესტუმრა, რომელმაც კარის გაეღებისთანავე სახლში დაუპატიჟებლად შეაბიჯა
-თათია მოემზადე, საღამოს გამოგივლით მე და ზაზა... სახლში ბრუნდები!-მბრძანებლური ტონით უთხრა
-წახვალ?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა, სავარძელში მჯდომ, ერთ წერტილზე თვალებგაშტერებულ გოგონას ირინამ, თათიამ თანხმობის ნიშნად სულ ოდნავ დაუქნია თავი ბებიას და ცრემლიანი, ტირილისგან და უძილობისგან ამოღამებული თვალებით ახედა დედას, თუმცა მის მრისხანე მზერას ვერ გაუძლო და მაშინვე აარიდა
თვალი- არ მესმის, არ მესმის როგორ შეგეძლო მთელი ეს დრო, ასე მშვიდად გეყურებინა შორიდან შენი შვილის ტანჯვისთვის-ვერ მოითმინა ირინამ და ბრაზნარევი ტონით უთხრა გვერდით მდგომ რძალს -იცი როგორ უჭირდა? იცი რა ცუდად იყო?
-მან ეს შეცდომა გააზრებულად დაუშვა!-აყვირდა ლიკა და დედამთილს მზერა გაუსწორა
-შეუყვარდა... ენდო.... ნუთუ ფიქრობ რომ, რაც მოხდა იმას იმსახურებდა შენი შვილი?
-მე ვაფრთხილებდი თავი შორს დაეჭირა იმ არაკაცისგან! ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, მაგრამ თათიამ როგორც ყოველთვის არ მომისმინა
-და ამის გამო მთელი ერთი კვირა არ მოხვედი მასთან... მთელი ერთი კვირა არ ნახე შვილი... როგორ შეგეძლო? როგორ შეგეძლო ასე გულგრილად შეხვედროდი შვილის განადგირების ამბავს? იცი თათია რა ცუდად იყო? ღამეებს ტირილში ჩემს მუხლებზე თენებდა, არ ჭამდა, არ სვამდა...იცი როგორ სჭირდებოდი? იცი როგორ სჭირდებოდა შენი გვერდში დგომა? შენი დახმარება? ერთი ჩახუტება,შენი ერთი ჩახუტება ყველაფერად უღირდა! მაგრამ შენ არ მომხვედი ლიკა, შენს ერთადერთ განადგურებულ და დატანჯულ გოგონასთან არ მოხვედი დღემდე! რატომ?
-მე ცუდი დედა ვარ ! ...უკვე დიდი ხანია ჩემთვის ამის თქმას ცდილობთ ხომ?-ლიკას სიმწრის ცრემლები ჩამოოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-ასე არაა-უარყო მისი ნათქვამი ირინამ -უბრალოდ შეგეძლო მოსულიყავი, გადაგებიჯებინა უაზრო თავმოყვარეობისთვის და შვილს გვერდით დასდგომოდი
-ვისწავლი... ოდესმე ალბათ ვისწავლი დედობას
-ლიკა შვილო-ცხოვრებაში პირველად დაშაქრდა ირინა რძალთან -დედნობას სწავლა არ შჭირდება, დედობა ესაა გრძნობა და შეგრძნება
-საღამოს მოვალთ-ლიკამ ცრემლიანი თვალებით დახედა შვილს და წასასვლეად მიტრიალდა თუმცა გულმა არ გაუძლო, უკან მოტრიალდა თათიას თავზე აკოცა და ატირებული, გიჟივით გავარდა სახლიდან.
ზაზამ მეორე ღვინის ბოთლი გახსნა და მოიყუდა
-დღეს თათია სახლში უნდა დაბრუნდეს და შენ კი ისევ სვამ...
-მკ.დია მისი დაბრუნება არ დაბრუნება-ამღვრეული შავი თვალებით გახედა ზაზამ შვილს
-ძალიან სასტკი ხარ
-დაიმსახურა ასე მოქცევა!
-შეცდომა შენ არ დაგიშვია?-გაუბრაზდა ბაჩო სახე მონგრეულ კაცს-თითქოს შენს გამო არ ვართ სწორედ ამ წუმპეში!
-როდიდან გაღელვებს ოჯახი, ბიზნესი და ჩვენი მდგომარეობა?-ცინიკურად ჰკითხა კაცმა და ბოთლი მოიყუდა
-შენი ბინძური ბიზნეს საქმიანობა არც ახლა მაღელვებს და არც აქამდე მაღელვებდა, აი ოჯახს რაც შეეხება, ჩემთვის ეს ყველაზე განსაკუთრებული და ძვირფასი ცნებაა
-კარგია -დამცინავად უთხრა კაცმა -რაღაცაში მაინც ვარგებულხარ
-თათია სახლში რომ დაბრუნდება არაფერი უთხრა ზედმეტი, გული უარესად არ ატკინო
-ლიკას გამო ვაძლევ სახლში დაბრუნების უფლებას მაგ...-წინადადება ლიკას ხმამ გააწყვეტინა, სასმლიგან გონება ამღვრეულ კაცს
-არ გაბედო, არ გაბედო მასზე რამის თქმა, ის რისი გადატანაც ახლა ჩვენ ყველას გვიწევს ეს მხოლოდ შენი ბრალია!-უყვირა ბოლო ხმაზე
-მართლა?-ახედა ცინიკური მზერით კაცმა ცოლს -ის ხომ მოგწონდა ბოლო მოდელის მანქანებით რომ დადიოდი წვეულებებზე და მილანში შოპინგობდი?
-ღმერთო-თვალები დახუჭა ქალმა რამდენიმე წამის განმავლობაში -შენ რა... ამ ყველაფერს იმ ოჯახის გაუბედურებით მიაღწიე?
-მე არ გამინადგირებია!- აყვირდა ზაზა-თავად დაუშვა შეცდომა და ციხეში ჩასვეს
-და შენც ისარგებლე პარტნიორის ჩასმით და ყველაფერი გააკეთე რომ მათ რაც ეკუთვნოდათ ყველაფერი მიგესაკუთრებინა!-უყვირა ლიკამ
-ასე გამოვიდა-ჩაიდუდუნა კაცმა და ბოთლი მოიყუდა ისევ, გაცეცხლებულმა ლიკამ ხელიდან წაგლიჯა და მოისროლა
-საკმარისია! მომბეზრდა უკვე ეს ყველაფერი! დავიღალე, ყოველდღე სვამ, სასმელში იხრჩობ თავს, სისულელებს აკეთებ... გგონია ეს დაგეხმარება? გგონია ასე სინდისის ქენჯნისგან გათავისუფლდები?
-გადი-ზიზღით უთხრ ზაზამ ცოლს და კარისკენ მიუთითა
-საღამოს თათიასთან წავალთ და სახლში ერთად მოვიყვანთ! შენ კი ზედმეტად არაფერს ეტყვი! იმიტომ რომ ამ ყველაფერში დამანშავე რეალურად მხოლოდ შენ ხარ!-უთხრა მკაცრი ტონით ქალმა, სახლში შევიდა და კარი მიიჯახუნა
-შეშლილო-მიაყვირა ზაზამ და გაეცინა
-დღემდე გიყვარს არა?-ბაჩოს ხმა მიწვდა ზაზას დაძაბულ სმენას
-სიყვარული ყველაზე კარგი და ლამაზი გრძნობაა, მაგრამ დროსთან ერთად ხუნდება და ფერმკრთალდება... თუმცა თუ ვინმე მართლა მთელი გულით და გულწრფელი გრძნობებით გიყვარს შეუძლებელია რომ ოდესმე მასზე წინ ვინმე დააყენო, შეუძლება ძალიანაც გინდოდეს ეს... ძალიან ეცადო მაგრამ ვერ შეძლებ იმიტომ რომ სიყვარულს განუსაზღვრელი ძალა აქვს...
-ესე იგი გინდოდა მისი მიტოვება?-დაინტერესდა ბაჩო
-ჰო მინდოდა-ამღვრეული თვალებით გახედა კაცმა შვილს -არა ერთხელ... დამღლელია, ცივი და უხასიათო... მაგრამ მიყვარს ძალიან მიყვარს-ჩაიდუდუნა კაცმა და ფეხზე წამოდგა, ბაჩოს რაღაცნაირად ესიამოვნა მამას ეს სიტყვები რადგან მშობლებშორის სიყვარულს და პატივისცემას დიდი ხანია ვეღარ გრძნობდა, რაც მასზე და თათიაზე საშინლად მოქმედებდა .
ირონა მოღიშული სახით მიაჩერდა რძალს და შვილს, რომლებიც თვალს არ აშორებდნენ, დივანზე მჯდომ, სახე წაშლილ გოგონას რომელიც ზედმეტ მოძრაობას კიარა სუნთქვასაც ვეღარ ბედავდა
-სახლში მხოლოდ ერთი პირობით დაბრუნდები-დაიწყო ზაზამ მკაცრი ტონით, ინსტიქტურად ყველამ მისკენ მიიხედა, მათ შორის თათიამაც, რომელმაც ვერ გაუძლო მამის მკვლელ მზერას და მაშინვე დახარა თავი -თუ ეროვნულებზე გახვალ!
-გავალ-დაუფიქრებლად უთხრა გოგონამ
-ამას ისედაც აპირებდა თათია-გაუბრაზდა ირინა შვილს
-და კიდევ იმ ნაბ.ჭვარს ახლოს არ გაეკარები არავითარ შემთხვევაში თორემ იმავე დღეს შენ მამა მოგიკვდება მე კი შვილი!
-რას ბოდავ ზაზა-ავარდა ირინა
-შენ ნუ ერევი-დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა დედას
-სახლში დავბრუნდები მაგრამ ერთი პირობით- ხმა ამოიღო თათიამ და ფეხზე წამოდგა
-პირობებსაც რომ გვიყენებს ეს კახ...
-არ გაბედო!- უყვირა ლიკამ ქმარს და ზიზღით ჩააცქერდა თვალებში
-თუ თავისუფლებას მომცემთ... თუ არა და სახლში არ დავბრუნდები-გააგერძელა გაწყვეტილი წინადადება გოგონამ
-თათია-გაბრაზდა ლიკა -ეს როგორ გავიგო?
-დედა დავიღალე ძალიან დავიღალე თქვენი წესებით აკრძალვებით და შეზღუდვებით... თავისუფლება მინდა...
-ხელი რომ არავინ შეგიშალოს იმ ნაბიჭვართან ჟიმ..ბაში?-იმხელა ხმაზე უღრიალა ზაზამ დამფრთხალ გოგონას რომ სამივე ქალი ადგილზე შეხტა შიშისგან
-რას ბოდავ!-ავარდა ირინა-რა სისულელეს ბოდავ თუ ხვდები ავადმყოფო-ირინა საყელოში წვდა შვილს და უკმაყოფილო სახით დაბრიცა
ტუჩები -ისევ დალიე? ისევ მთვრალი ხარ! ალკოჰოლის სუნათ ყარხარ-ხელები გაუშვა და ატირებულ თათიას მიუახლოვდა -თუ ამ ბავშვს ისევ დასტრესავთ, ოთახში გამოკეტავთ და იმის გაკეთებას აიძულებთ რაც თქვენ გინდათ აქ გადმოვიყვან საცხოვრებლად და პირობას გაძლევთ რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდება! ყველაფერს გავაკეთე პირადად მე მისი მომავლისთვის!
-მსგავსი არაფერი დე-ლიკა მაშვიდად მიუახლოვდა თათიას და გულში ჩაიკრა -მამაშენი გიჟია და არანორმალური... ნუ გეშინია, უფლებას არ მივცემ გული ისევ გატკინოს...პირობას გაძლევ რომ მეც შევიცვლები
-მაგასაც ეგ უნდა თავისუფლება, გულაობა და გართობა!-არ ცხრებოდა ზაზა
-მოკეტე!-უყვირა ირინამ-თუ არ გინდა შვილი მაშინ აქ დარჩება თათია და ჩემთან იცხოვრებს, მაინც არასდროს გაგიწევია ამ ბავშვებისთვის მამობა, ახლაც უშენოდ როგორღაც გააგრძელებს ცხოვრებას
-არა აქ არ დარჩება-გაბრაზდა ლიკა -სახლში დაბრუნედება, საკუთარ სახლში და
ოჯახში! -მკაცრად გამოაცხადა, თათიას ჩანთებს ხელი წამოავლო, შვილს ხელი ჩაკიდა და ზაზას ამაყად ჩაუარა.
თათიას სახლში დაბრუნება იმაზე მეტად გაუჭირდა ვიდრე წაემოედგინა, რაღაც უსიამო განცდა არ ტოვებდა მის სხეულს და გულს. მაქსიმალირად არიდებდა თავს ოთახიდან გასვლას, განსაკუთრებით მაშინ როცა ზაზა სახლში იყო თან მთვრალი.
ალექსანდრე საშინლად გაბრაზდა როცა ბექამ ბელგიიდან დაურეკა და უთხრა სასწრაფო საქმეზე მომიწია შუაღამისას გამიფრენა და რადგან გვიანი იყო აღარ გაგაღვიძეო
-ეს როგორ გავიგო?-ვერ მშვიდდებოდა ბიჭი
-ნუ მიჭედავ ახლა, ყოფილი ცოლივით - გაეცინა ბექას
-რა საქმეებს ხლართავ უჩემოდ?-ეჭვები ღრღნიდა ალექს
-კაი ახლა ნუ მანანებინებ ძვლის ტვინი რომ გადმოგინერგე -სერიოზულად უთხრა ბექამ, გაბრაზებულ მეგობარს და უხერხული სიჩუმე რომ ჩამოწვა ორივეს გიჟებივით გაეცინათ
-ვიცოდი ოდესმე რომ დამამადლებდი
-კაი მიდი წავედი, ხვალ უეჭველი ჩამოვალ არ ხარ შენ მარტო დასატოვი... იცოდე ჭკვიანად-უთხრა სწრაფად და გაუთიშა.
ლილე ცრემლებად დაიღვარა, ვერაფრით იჯერებდა რიმ მისი ბოლო ზარი ყველას დაავიწყდა, დედამ მხოლოდ მესიჯის მიწერით მიულოცა სკოლის დამთავრება, ძმას კი არაც გახენებია მისი ბოლო ზარი და ამბები, ბექას კი გუშინდელს აქეთ გათიშული ჰქონდა ტელეფონი, სკოლაში ძალიან მოწყენილი წავიდა, უჟმურ ხასიათზე მყოფმა საშინელებები მიაწერა მეგობრებს თეთრ პერანგებზე და მაშენივე მოახერხა რამდენიმე მათგანის მოქცევა თავის ტალღაზე, თუმცა ეს ყველაფერი წამში გაქრა როცა სკოლის ეზოს გარეთ ბექას სახე დალანდა, წამიერად ადგილზე გაიყინა, ჯერ ეგონა ნამდვილად დაინახა, მერე ეგონა მოეჩვენა, ასე სულელივით იდგა და ვერ წყვეტდა ნამდვილი იყო თუ არა
,,მომენეტრე უჟმურო" შეტყობინება რომ მიუვიდა ბექას ნომრიდან გიჟივით გაქანდა სკოლის ეზოდან, ქუჩაში გავიდა და თვალებით დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ იმდენი ადამიანი ირეოდა გარშემო რომ ვერაფრით შეძლო მისი დანახვა
,,აქ ვარ შენთან ძალიან ახლოს" ისევ მისწერა ბექამ, ლილე ძალიან გაბრაზდა მის ქცევაზე და ვერაფრით რომ ვერ შეძლო მისი დანახვა ეზოსკენ მიბრუნდა განაწყენებული
-სად მიხიდარ-ჩაესმა ზურგს უკნიდან ბექას ხმა, ლილე ადგილზე გააშეშა ამ ზედმეტად ძვირფასმა და მონატრებულმა ხმამ, ბექამ მომენტალურად მაჯაზე მოკიდა ხელი და თავისკენ შეატრიალა დაბნეული გოგონა, მაშინვე გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა -რა საშინლად მომნატრებიხარ-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ბიჭს და მის გაწეწილ თმას ნაზად ჩამოაყოლა ხელი
-აუტანელო-ლილემ მკერდზე მიაბჯინა ხელები და უკან დახევა აიძულა -იცი რამდენი ვინერვიულე ტელეფონზე რომ არ მპასუხობდი?
-ნუ მიბრაზდები-გაეცინა ბიჭს და ხელი გადახვია გაკაპასებულ გოგონას
-შემეშვი-ლილემ გაიბრძოლა მაგრამ ბექამ მეორე ხელიც რომ მოხვია და გულზე მიიკრო მაშინვე დაშოშმინდა, თავადაც შემოხვია წელზე ხელები და ცხვირი მის ყელში ჩარგო, ღრმად შეისუნთქა საყვარელი ბიჭის მონატრებული, ნაცნობი, თავბრუდამხვევი, გრილი, სასიამოვნო სურნელი, შემდეგ თავი ასწია და ნიკაპზე აკოცა -ყველაზე საშინელი და აუტანელი ხარ-კომპლიმენტები არ დაიშურა მისთვის
-რატო?-შეიცხადა ბექამ, ზემოდან დააცქერდა მომღიმარი სახით და ცხვირზე აკოცა
-იმიტომ რომ ბავშვობიდან ასე მაწვალებ დღემდე!
-შენი აზრით უკვე დიდი გოგო ხარ?-ცინიკურად ჰკითხა ბექამ და მის ტონზე გაცეცხლებულ გოგონას სახეს რომ ჰკიდა თვალი უცნაურად გაეცინა
-ვერ გიტან-ლილე მის სხეულს მოშორდა და გაბუტული მიტრიალდა
-საღამოს რესტორანში მოგაკითხავ და სახლში მე წამოგიყვან
-არ მჭირდება-მიისკენ არ მიუხედია ლილეს ისე უთხრა
-იცოდე არ გამაბრაზო-გამაფრთხილებლად უთხრა ბექამ და მაინც რომ დააიგნორა ლილემ, მაშინვე მისწერა
,,მაინც მარტო ჩემი უჟმური ხარ" გოგონას გაეცინა და უპასუხოდ დატოვა მისი მონაწერი.
გვიან ღამე მიაკითხა ბექამ რესტორანში, ლილეს არ გაუპროტესტებია, პირიქით სიახრულით წამოვიდა მასთან ერთად სახლში, გზაში მიღებულ ალკოჰოლის ჭარბმა დოზამ თავისი საქმე გააკეთა, ლილეს ნელ-ნელა უფრო მძაფრად მოედო სასმელი მთელს სხეულში, რამაც უფრო მეტად გააბრუა, გაათამამა, გაასულელა და დააბნია, იმდენად დიდი დრო დასჭირდათ სახლამდე მისასვლელად რომ როცა მანქანიდან გადავიდნენ, ლილეს ფეხზე დგომა გაუჭირა, ამიტომ ბექამ ხელში აიყვანა ნახევრად მძინარე სიფრიფანა გოგონა და ისე შეიყვანა სახლში, კარები ლილეს გასაღებით გააღო, ჩაძინებულ დიასახლის არც გაუგია მათი შინ დაბრუნება, კიბეები ნელა აიარა და ლილე ოთახში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა და რომ უნდა გასწორებულიყო სწლრედ ამ დროს გოგონამ თვალები გაახილა და კისერზე შემოაჭდო ხელები
-გთხოვ არ წახვიდე დარჩი-უთხრა ჩურჩულით და მზერა მის ტუჩებს გაუშტერა
-არ შეიძლება-გაეღიმა ბიჭს, დაიხარა შუბლზე აკოცა და წამოწევა სცადა მაგრამ გოგონამ ნება არ მისცა
-არ მოგწონვარ?-ჰკითხა გამომწვევად ლილემ და ოდნავ წამოიწია საწოლიდან
-მეგონა უგონოდ მთვრალი იყავი-სიტყვა ბანზე აუგდო ბიჭმა და წარბის აწევით ჰკითხა
-გამუდმებით რატომ გამირბიხარ-სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა შეწყვეტილ ბიჭს და განზარახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-იმიტომ რომ შენ პატარა სულელი გოგო ხარ... ძალიან პატარა და არ მინდა გული გატკინო-პირველად დაელაპარაკა გულწრფელად ბექა
-არ მატკენ-ჩურჩულით უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ და გაუაზრებლად შეაწება წითელი ვნებიანი ტუჩები მის გაცრეცილ ბაგეებს, პირველი კოცნა, პირველი აღტაცება, ცაში ავარდნა, სუნთქვის შეწყვეტა, გულის მტკივნეული შეკუმშვა და მომენტალური გაჩერება, აი ეს განიცადა ლილემ პირველ წამებში, როცა თავგზააბნეული ბექა გაუაზრებლად საწოლს მუხლით დაებჯინა, უკვე წამომჯდარი გოგონას სახე ხელებში მოიქცია და კოცნი უფრო ღრმა და ვნებიან ფაზაში გადაიყვანა, ლილეს შეგრძლებები ახალ განსხვავებულ და უფრო მძაფ ემოციათა მრავალფეროვნებაში აფეთქდა, როცა მოწოლილი ვნებები ოდნავ დააცხრა და ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ სუნთქვა აჩქარებულები ბექა ცივად მოშორდა გოგონას და უკან დაიხია
-არ შეიძლება-უთხრა მკაცრი ტონით და ოთახიდან გასვლა დააპირა მაგრამ ფეხზე წამომდგარმა ლილემ შეაჩერა
-ისე რატომ მექცევი როგორც ფაიფუროს თოჯინას,? რატომ გგონია რომ თუ შემეხები ხელში შემოგეფშვნები?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით და მის მაჯას უფრო ძლიერად მოუჭირა ცივი თითები
-სუუ-ბექა მისკენ მიტრიალდა და თავისუფალი ხელის თითები მიადო ტუჩებზე -ამ თემას მე და შენ აღარ შევეხებით
-რატომ? -გაბრაზდა ლილე და ცრემლები მოეძალა
-იმიტომ რომ შენ ძალიან პატარა ხარ და ბევრი რამ არ გესმის... მე შენ... -დაიწყო ბექამ და გაჩუმდა, მისი სახე ისევ ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -შენ ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელობანი ხარ...მაგრამ მე მხოლოდ მაშინ მოვისურვებ შენთან ურთიერთიბას როცა დავრწმუნდები რომ შენი გული და გომება მხოლოდ მე მეკუთვნის...ჩემთვის შენთან ღამის გატარება ყველაზე უმნიშვნელო დეტალია...იმიტომ რომ მე შენ... ამის დედაც-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს და ლილეს სახეზე ცრემლები რომ შენიშნა უარესი დაემართა -მიყვარხარ.... ძალიან მიყვარხარ... სიგიჟემდე მიყვარხარ... უზომოთ ისაზღვროდ, უკიდეგანოდ მიყვარხარ ლილე... მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ... სწორედ ამიტომ არ მინდა შენთვის იმედგაცრუებად ვიქცე მომავალში და მერე უბრალოდ გამექცე...
-ჩემგან რას ითხოვ? სულს? გულს? გონებას?-ჰკითხა ჩამწდარი ხმით გოგონამ -ვერ ხვდები რომ უკვე დიდი ხანია ეს ყველაფერი ჩემს სხეულთან ერთად რომ მხოლოდ შენი საკუთრებაა?
-ეს ღამე დაივიწყე-მოულოდნელად უთხრა ბექამ, უეცრად მოშორდა დაბნეულ გოგონას და ოთახიდან სწრაფად გავიდა, ატირებული ლილე იქვე ჩაიკეცა და მოთქმით ატირდა, რადგან ვერაფრით მოუძებნა ახსნა ბექას ამგვარ ქცევას.
თათია ეროვნულ გამოცდებზე რომ გავიდა მხოლოდ მაშინ დაშოშმინდა საბოლოოდ ზაზა და მისდამი გაჩენილი აგრესია გონებაში ნელ-ნელა ჩააცხრო, სამაგიეროდ ალექსანდრე ჯიშკარიანისადმი ზიზღი დღითიდღე მატულობდა, მითიმეტეს მას მერე რაც იმ ღამიდან მოყოლებული დაცვა გააორმაგა ოფისში, სახლში და ვერაფრით მოახერხა ზაზამ მასთან მიახლოება რომ ფიზიკურად მაინც გასწორებოდა და ასე მაინც ეძია შური შვილის ცხოვრების დანგრევისთვის, რადგან სხვა მხრივ ხელფეხი ჰქონდა შეკრული და ყველანაირად მის ხელში იყო.
ალექსანდრე მოთმინებით იცდიდა საათნახევარი და თვალმოუშორებლივ უყურებდა მაღლივი კორპუსის შესასვლელს... როცა შენობიდან გამოსული გოგონას სახე დალანდა, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მოემართებოდა გამოსასვლელისკენ, გული მტკივნეულად შეეკუმშა და იმდენად დაიბნა რომ რამდენიმე წამის განმავლობაში მოძრაობის უნარიც კი დაკარგა, სანამ მოწოლილ მძიმე ემოციებს ებრძოდა საკუთარ გონებაში და სხეულში, ამასობაში თათია ეზოდან გამოვიდა, ქუჩა გადაკვეთა და იქვე შორი- ახლოს გაჩერებული ტაქსისკენ წავიდა, რომელსაც სანამ მიუახლოვდებოდა სხვამ დაიკავა, უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები გოგონამ და გზა განაგრძო, ამასობაში ნელ-ნელა წვიმის ცივმა და ნაზმა წვეთებმა იწყეს მის გაფითრებულ სახეზე თავხედირი შეხება
-თათია-სადღაც შორიდან მოესმა საკუთარი სახელი დაძაბულ გოგონას, რომელმაც იმავე წამს გაიაზრა თუ რამდენად მონატრებული და საზიზღარი ხმა ეძახდა, ამიტომ რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილზე გაიყინა,გაქვავდა, ერთდროულად დაკარგა, მოძრაობის, მეტყველების და მხედველობის უნარი, ასე იდგა კარგა ხანს და ცდოლობდა როგორმე აზრზე მოსულიყო, ძალა მოეკრიბა და წინ წასულიყო, მაგრამ ამაოდ, სხეული გონებას არ ემორჩილენოდა, იცოდა , რა თქმა უნდა იცოდა ოდესმე სადმე ისევ რომ გადაიკვეთებოდა მათი გზები, ისევ რომ შეხვდებოდა, ისევ რომ ნახავდა ისევ რომ ჩახედავდა იმ ცივ, ცარიელ ,უძირო თვალებში, მაგრამ არ ეგონა ეს ასე მალე თუ მოხდებოდა და ასე საშინლად თუ გაუჭირდებოდა ჯერ მარტო მის ხმასთან გამკლავება, არა თუ სურნელთან, შეხებასთან და თვალებთან, ფეხის ნაბიჯების ხმამ ფიქრი გაუკრთო, მალევე გონს მოვიდა და სუნთქვა აჩქარებულმა, აღელვებულმა და არეულმა გზა განაგრძო -თათია -ამჯერად უფრო ახლოდან მოესმა საკუთარი სახელი, მაგრამ მაინც არ გაჩერებულა და როცა მაჯაზე მისი ცხელი ხელის შეხება იგრძნო დენდარტყმულივით მიტრიალდა მისკენ და ხელი უკან გასწია
-არ მომეკარო-უყვირა ხმა აკანკალებულმა გოგონამ და რამდენიმე ნაბიჯი უკან წადგა დაფეთებულმა
-მაპატიე შენი შეშინება არ მინდოდა-დაიძაბა ალექსი და იმის მიუხედავად რომ ძალიან უნდოდა მიახლოებოდა ადგილზე დარჩა -მე...-დაიწყო და თათიას ხმა გააწყვეტინა
-აღარასოდეს, გესმის? აღრასოდეს გაბედო ჩემთან მოკარება და შეხება-პირველად ასწია თავი და ზიზღით სავსე მზერა განზრახ ჯიუტად გაუშტერა ბიჭის ამღვრეულ ჩამუქებულ, ცარიელ სფეროებს, იმის მიუხედავად რომ უჭირდა, ძალიან უჭირდა ამ თვალებთან გამკლავება მაინც არ იხედებოდა გვერდზე და ამაყად თაავწეული იდგა მის წინაშე
-უნდა ვილაპარაკოთ-დაიწყო ბიჭმა ჩამწყდარი ხმით
-ჩვენზე?-ცინიკური ღიმილით ჰკითხა გოგონამ და აკანკალებული ხელები ფრიალა კაბის უკან დამალა
-საშინელი შეცდომა დავუშვი... მე შენ უსამართლოდ მოგექეცი და ამას ძალიან ვნანობ-დაიწყო მიკიბულ-მოკიბული საუბრის გარეშე ალექსმა და ჩაწითლებული ჭაობისფერი სფეროები გაუშტერა საყვარელი გოგონას ფერმკრთალ, ათრთოლობულ ტუჩებს
-შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა-მშვიდი ურეაქციო ტონით უთხრა გოგონამ და თავი ოდნავ დახარა, რადგან ბიჭის დაჟინებული მზერა კანს საშინლად უწვავდა
-ვიცი-ალექსი უფრო მეტი უემოციობით შეხვდა გოგონას რეაქციას რადგან უარეს დამოკიდებულებას და ისტერიკას ელოდა მისგან-ამიტომ მინდა შენთან ლაპარაკი, მინდა უფრო სიღრმისეულად გააგრკვიო ყველაფერში
-ჩემთვის მნიშვბელობა არაფერს აქვს-ზიზღით უთხრა გოგონამ, თავი ასწია და მზარა გაუსწორა ერთ ადგილზე მიყინულ ბიჭს, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა რამდენიმე წამის განმავლობაში და ორივე საშინლად დაიძაბა -
ჩემთვის მთავარი იმის გააზრება რომ შენ ჩემს გრძნობებზე ითამაშე, გამომიყენე მერე კი სახლიდან გამომაგდე, ბოლო დონემდე დამამცირე და ყველანაირი შეურაცხწყოფა მომაყენე, რასაც რასდროს, გესმის? არასდროს არც დავივიწყებ და არც გაპატიებ! რაც არ უნდა იყოს ამ შურისძიები მიზეზი და მიზანი-უთხრა სრულიად უემოციო, მშვიდი, აუღელევბელი ტონით და ნაბიჯი გვერდზე წადგა რომ გვერიდი აევლო ბიჭისთვის, მაგრამ ალექსი წინ გადაეღობა და მოხდა ისე რომ მათ შორის მისშორე სულ რამდენიმე მილიმეტრიღა იყო, რომელიც მათი აჩქარებული სუნთავსი და გულისცემის ხმას ვერ მალავდა
-გთხოვ არ წახვიდე-დაუჩურჩულა მისი სიახლოვით თავგზააბნეულმა ბიჭმა ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას რომელმაც რატომღაც ისევ დაკარგა კონტროლი საკუთარ სხეულზე და ვერაფრით შეძლო ნაბიჯის წადგმა ვერც გვერდზე და ვერც
წინ -თათია-გასმა ბიჭის ჩამწყდარი ხმა ცარელ ქუჩაში ზედმეტი ხმაუროთ რადგა კაცისშვილს ჭაჭანება არ იყო აჩქარებული წვიმის გამო-იცოდე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მაპატიო-და სრულიად გაუაზრებლად ხელი მისი სახისკენ წაიღო
-არ გაბედო და ისევ არ შემეხო-თავი ასწია მისი სიახლოვით და სურნელით გავრუებულმა გოგონამ და ზიზღით ჩააცქერდა თვალებში, ჰაერში გაშეშებული, აკანკალებული ხელი დაბლა დაუშვა ალექსმა და ცხვირის წვერით მაინც შეეხო წვიმის წვეთებისგან დაცვარულ თმაზე, თათიამ კი მისი ყელიდან მომავალი ცივი სითბო იგრძო სახის კანზე
-მაპატიებ... აუცილებლად მაპატიებ...იმიტომ რომ მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის
-არაფერი გააკეთო საერთოდ არაფერი-უკან წადგა ნაბიჯი თათიამ რომ როგორმე აზრზე მოსულიყო და დაფანტული სიტყვები , აზრებად დაელაგებინა - იმიტომ რომ რაც არ უნდა გააკეთო მე შენ იმას რაც დამიკეთე არასოდეს გაპატიებ!
-ამას ნუ მეუბნები, აზრი არ აქვს... თავს მაინც არ დაგანებებ-თავი დახარა და ქვეშიდან გახედა უკვე მთელი სხეულით ათრთოლებულ გოგონას
-რა გინდა?-მაინც გამოიყვანა წყობრიდან უემოციობის პიკში მყოფი გოგონა -კიდევ რა გინდა ჩემგან? რა? შენი გავხდი... შენი... შენი საკუთრება... შენ კი სახლიდან გამომაგდე ასი ლარით ხელში!!! ასი ლარით ხელში...
-მაპატიე...
-არასოდეს არასოდეს ამას არასოდეს გაპატიებ
-ვნანობ, ძალიან ვნანობ თათია გეფიცები ძალიან ვნანობ-მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა აკანკალებულ გოგონას
-შენი არ მჯერა! არ მჯერა !-გაუაზრებლად გადმოუცურდა სიმწრის ცრემლები გოგონას გაფითრებულ ღაწვებზე, რომელბიც მაშინვე ცივი წვიმის წვეთებს შეერია და თავხედურად დაცურდა ყელისკენ, გაუცნობიერებლად გააყოლა მზერა ალექსმა ამ მშვენიერ სანახაობას და უბრალოდ გაირინდა რამდენიმე წამის განმავლობაში
-უნდა დამიჯერო, უნდა მენდო, კიდევ ერთხელ... მხოლოდ ერთი შანსი მომეცი
-ყველაფერი დამთავრადა, იმ ღამეს დამთავრდა
-არა არ დამთავრადა!-აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი-სწორედ იმ ღამეს დაიწყო ყველაფერი, გესმის?დაიწყო
-საკმარისია შენი მოსმენა აღარ მინდა -ისე სცადა გვერდის ავლა გოგონამ მისთვის მაგრამ წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა უფლება არ მისცა და გაიუაზრებლად მაჯებში ჩავლო ხელი, საკუთარ აჩქარებულ გულზე მიადებინა და აწყლიანებულ თაფლისფერ სფეროებში ჩაცქერდა ამღვრეული ჭაობისფერი, ცარიელი თვალებით
-ეს გული შენს გამო ფეთქავს იმ ღამის მერე ასე აჩქარებით...ის ღამე მეც ისევ მტკივა როგორც შენ...საკუთარი თავი ისევე მეზიზღება ახლა, როგორც შენ გეზიზღები მე...ისევე ვნანობ წარსულს როგორც შენ, ისევე მირევს გულს ის ღამე როგორც შენ... მაგრამ...იმ ღამემ ბევრი რამ შეცვალა ჩემში
-გთხოვ გამიშვი-ატირდა თათია რადგან ვეღარ უძლებდა ამდენ ემოციას
-მივხვდი რომ უშენოდ, უბრალოდ არ შემიძლია
-გაჩუმდი
-მჭირდები
-მე შენ ჩემი გული, სული, გონება და სხეული ყველაფერი შენ მოგიძღვენი... ყველაფერი მოგეცი-თავს მოერია გოგონა, დამშვიდდა და უემოციო ტონით უთხრა-კიდევ რა გინდა ჩემგან? არ გეყო რა დონემდეც დამამცირე და გამანადგურე? კიდევ რა გინდა ჩემგა? რა?-ჰკითხა ხმა აკანკალებულმა
-სიყვარული-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას



№1 სტუმარი ნანო

როგორ ველოდებოდი ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ინგა

კარგი იყო გჶთხოვ უფრო ადრე დადე გაგრძელება

 


№3 სტუმარი Nitamari

კარგიააა????????????
ველით მომდევნოს ????????

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ნანო
როგორ ველოდებოდი ????

მიხარია ამის მოსმენა ❤❤❤

სტუმარი ინგა
კარგი იყო გჶთხოვ უფრო ადრე დადე გაგრძელება

ამ საღამოს და ხვალ დილით აუცილებლად დავდებ მომდევნო თავებს ❤❤❤❤❤

Nitamari
კარგიააა????????????
ველით მომდევნოს ????????

მიხარია ძალიან ❤❤❤❤ საღამოს დავდებ ახალ თავს

 


№5 სტუმარი ელა1

ნრაკო უფრო და უფრო მომცონს ეს ოსტორია ოღონდ მართლა.რაღაცას ვსწავლობ ამ ისტორიიდან ლირვერ რიგში იმას რო მე ქალიშვილის გოგო ვარ და არასოდწს არ მოვიქწევი ისე როგორც ლიკა ექცევა თავის შვილს.იცი ბავშვები სათუთი არსებები არიან ამ ქყვეყნად მათ უნდა გაუფრთხილდნენ მშობლები რაც არ უნდა გააკეთონ ან რაც არუნდა არჩევანი გააკეთონ არ აქვს ვნიშვნელობა ეს განათლება იქნება თუ სხვა მათ მხარი უნდა დაუჯირონ და არ ა პირიკით თორე რაც უგრო გაიზრდებიან უფრო გაუძნელდებათ და მერე ფიქრობენ სად დაუშვეს შვილებთან შეცდომა .მშობლებო ყველას არ ეღება ეს მაგრამ არსებობენ ლიკას და ზაზას ნაირი მშობლები რომლებცას არ ესმით შვილების და არ არაინტერესებთ მათი აზრი და სურვილები რაზე ოცნებობენ და რა უნდათ მომოვალში.მშობელის ვალი მარტო ის კი არა რო გააჩინო და ვსო მან უნდა იცოდეს როს გრძნობს მისი შვილი რა აინტერესებს რამე ხო არ ტკივა და ა.ს.შ ანუ ყოველთვის მის გვერდით უნდა იყოს.კარგი ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო მაგრამ არ მინდა რო ვინმეს ვაწყენონო მაინს ვინს კითხულობს 100%თუ არა 50მაინც მშობლები არიან.❤რაც შეეხება ეხლა ამ თავს ვიწყებ შეფასებას.მომეწონა ლიკას სიტყბები თათიას რო უთხრა რო შევიცლებიო და რო ზაზას წინამდეგ წავიდა და მხარი დაუჭირა თათიას .მე მგონი თავიდანვე ასე რო მოქცეულიყო ეს არაფერი არ დაემართებოდა თათიას.ანუ უფრო რო მოესმინა ლიკას თათიასთვის და მისი აზრი გაეთვალისწინებინა.რაც შეეღება ზაზას ეტყობა რო სიგიჯემდწ უყვარს ლიკა მაგრამ იცი რა ზაზამ რო ალექსის დედასთან უღალატა ლიკას ეს თვითონ ლოკას ბრალი იყო ჩემი აზრით იმიყომ რო მაგ დროს არ აჩვენა სითფო და აკერსი თავის ქმარს როგორიც საჭირო იყო.მე ვთლი რო ძალიან უხეში ქალია ლიკა და ეს უხეშობამ დაღუპა თავის დროზე.(ანუ ზაზას და მართას ამბავს ვგულისხმობ).ბექასი თან მესმის და თან არ მესმის თუ უყვარს ეს გოგო რატო არ უნდა გაუტყდეს ალექსანდრეს და რა შუაშია აქ გულის ტკენა მაგრამ სწორედ მოიქცა რო გოგოს სისუსტიტ არ ისარგებლა.და ბოლოს ალექსი იმედია მართლა ნანობს თავის საქციელს და არა თამაშობს ისევ.❤❤ველოდები შემდეგს და კიდევ ერთხელ მადლობა ნეაკო შენ ამ საიცარი ემოციებისთვის რომელიც დარწმუნებულივარ გულიდან ამოგდის და ისე წერ❤❤❤ზოგი ამბობდა რო შენებური სტილი არ არის და შეიძლება არ მოსწონთ მაგრამ მე მაინც მოგყვები ბოლომდე იმიტომ რო მართალი არიან ეს შენი სტილი არ არის მაგრამ მაინც კარგი გამოგდის და მე ვთლი რო ეს ისტორია შედგა და ჩემთვის მნიშვნელოვანია,იმუტომ ამ ისტორიი შენ დამანახე როგორი უნდა ვიყო დედა არ აქვს ვნიშვნელობა ბიჯი ყავს თუ გოგო და მადლობა ამისთვის შენ❤❤❤

 


№6 სტუმარი ელა1

შეცდომებისთვის ბოდიში უვრალლოდ ძალიან ვღელავდი❤

 


№7  offline წევრი khatia khatia

Oოოოო ამ განა შოკედ joy სიყვარულიიი უნდა თურმე ბიჭს მეტი არაფერიი უნდა სხვა smile ვაიმე თათიამ ეგრევე რომ აპატიოს ჭკუიდან გადავალ . აუ ცოტა აწვალე რა ალექსიკო laughing ცოტა არა კარგად smiling_imp აუ ბექაზე ნევრებიი მეშლება მაგრად ჯერ კოცნის მერე ეუბნება დაივიწყეოო rage მაგას შვილო ჩემო joy თავშიი რაგაც ხომ არ ურტყეს joy რა სიდებილეა თუ გიყვარს რა პონტში ექცევიი ეგრე sleepy კაი რა ბექაც მაგარიი იდიოტკა აღმოჩდა frowning საღოლ ლიკას პირველად მომეწონა ამ ქალის საქციელიი როგორც დედის და ცოლის heart_eyes თათიას ბებიაზე ვაბოდებ პირდაპირ joy Qალიც ამას ქვია ვერ მოსვა ერთ ადგილას joy შემდეგს როდის დადებ?
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

კიდე პატიებას თხოვს?? რა ნამუსით, რა პირით.. საერთოდ სრულ ჭკუაზეა? ერთი შანსიო იმას გაკივის კიდე? მეღადავებიით?
ეს გოგოც დგას და ისევ მისი "სურნელება" აბრუებს და ტირის თანაც ამ საზიზღარის წინაშე....
ერთს კარგს გამოვლანძღავდი უშვერი სიტყვებით და კარგადაც შემოვცხებდი საერთოდ მოახლოება რო გაბედა იმისთვის..
გოგო (რბილად რომ ვთქვათ)გამოიყენა, მიაგდო რასაც ქვია, ბ*** გამოიყვანა, ფული მიაყარა სახეში დაააა მააააართლააა ხალხოოო მართლა რამის იმედი აქვს?! სიღრმისეულად უნდა გაგაცნოო ამ საქციელის მიზეზიო, აი ამაზე რამდენი ვიცინე ვერ წარმოიდგენ :დ ძაან კარგად ვნახეთ როგორ "სიღრმისეულადაც" გააცნო მიზეზები ... ფჰჰ... კიდევ იმდენი რამე მაქ სათქმელი მარა ვჩერდები :/

ბექა ნომერ პირველია.... ბექა არის ადამიანი რომელსაც მააართლა შეგიძლია უწოდო კაცი ^-^


ლიკა მგონი სწორ გზაზ ადგას და ძალიან გამიხარდა მისი ამ მხრით შემობრუნება...

სამხატვრო აკადემიაზე კი დამწყდა გული მაგრამ იმ სიტუაციაში გამოცდაზე გასვლა მართლა არ იქნებოდა ნორმალური.

ველი ახალ თავს...

 


№9 სტუმარი ucnobi

ეს გოგო დებილი რომ იყო თავიდანვე ეტყობოდა, რაც მიიღო დამსახურებულად მიიღო!!!! ასეთი კაცი როგორ უნდა მიყვარდეს ვერ ვხვდები, უთავმოყვარეო და უპრინციპო გოგოა ძალიან!!! ????????????

 


№10 სტუმარი ატბ

ucnobi
ეს გოგო დებილი რომ იყო თავიდანვე ეტყობოდა, რაც მიიღო დამსახურებულად მიიღო!!!! ასეთი კაცი როგორ უნდა მიყვარდეს ვერ ვხვდები, უთავმოყვარეო და უპრინციპო გოგოა ძალიან!!! ????????????

სრულიად გეთანხმები

 


№11 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ეს რა ჯანდაბააა დდდდდდ ????????????????????

 


№12 სტუმარი სტუმარი nazi

როგორ ველოდი ნეტა იცოდე ემოციებში ვარ კარგია ველი შემდეგს ❤❤❤

 


№13 სტუმარი ეკა

საიდან შვილო ამდენი თურქული სერიალების სიუჟეტები... არ არის წერა შენი საქმე ნუ წვალობ დაანებე თავი. იკითხე ბევრი.. ოღონდ არა საპნის ოპერები. რამე ღირებული..

 


№14  offline მოდერი ნეაკო

ეკა
საიდან შვილო ამდენი თურქული სერიალების სიუჟეტები... არ არის წერა შენი საქმე ნუ წვალობ დაანებე თავი. იკითხე ბევრი.. ოღონდ არა საპნის ოპერები. რამე ღირებული..

რას წავიკითხავ და რას არა მოდი ამას მე გადავწყევეტ ❤❤❤❤❤მადლობა ასეთი სასიამოვნო გამოხმაურებისთვის ❤❤❤❤ჩემგან კიდევ ბევრი გული თქვენ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი nazi
როგორ ველოდი ნეტა იცოდე ემოციებში ვარ კარგია ველი შემდეგს ❤❤❤

მიხარია რომ მოგწონს ❤❤❤❤❤❤

სტუმარი ნეაკო
ეს რა ჯანდაბააა დდდდდდ ????????????????????

ისტორია არაფერზე :დ ❤❤❤❤❤

ატბ
ucnobi
ეს გოგო დებილი რომ იყო თავიდანვე ეტყობოდა, რაც მიიღო დამსახურებულად მიიღო!!!! ასეთი კაცი როგორ უნდა მიყვარდეს ვერ ვხვდები, უთავმოყვარეო და უპრინციპო გოგოა ძალიან!!! ????????????

სრულიად გეთანხმები

მოვლენებს თუ გავუსწრებ გეტყვით რომ ასე სულაც არააა ❤❤❤❤❤

nene gelovani
არაადეკვატურობის პიკშია ორივე. კაი ვთქვათ ის ისეთი ნაგლია რო გაბედა და მივიდა, აი თათიას მეტი რაღა უნდა დაემართოს, რომ ცოტა ხნით მაინც შეწყვიტოს სიყვარულის აფიშირება. თავის თავთან მაიმც ხო უნდა უტყდებოდეს, კიდე რო ალექსანდრეზე ბრუვდება. :დ

მოვლენებს ცოტა გავუსწრებ და გეტყვი რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ახლა ჩანს ❤❤❤❤❤თათიას კუთხეში მომწყვდევა საპირისპირო შედეგს გამოიღებს

სტუმარი მარი
კიდე პატიებას თხოვს?? რა ნამუსით, რა პირით.. საერთოდ სრულ ჭკუაზეა? ერთი შანსიო იმას გაკივის კიდე? მეღადავებიით?
ეს გოგოც დგას და ისევ მისი "სურნელება" აბრუებს და ტირის თანაც ამ საზიზღარის წინაშე....
ერთს კარგს გამოვლანძღავდი უშვერი სიტყვებით და კარგადაც შემოვცხებდი საერთოდ მოახლოება რო გაბედა იმისთვის..
გოგო (რბილად რომ ვთქვათ)გამოიყენა, მიაგდო რასაც ქვია, ბ*** გამოიყვანა, ფული მიაყარა სახეში დაააა მააააართლააა ხალხოოო მართლა რამის იმედი აქვს?! სიღრმისეულად უნდა გაგაცნოო ამ საქციელის მიზეზიო, აი ამაზე რამდენი ვიცინე ვერ წარმოიდგენ :დ ძაან კარგად ვნახეთ როგორ "სიღრმისეულადაც" გააცნო მიზეზები ... ფჰჰ... კიდევ იმდენი რამე მაქ სათქმელი მარა ვჩერდები :/

ბექა ნომერ პირველია.... ბექა არის ადამიანი რომელსაც მააართლა შეგიძლია უწოდო კაცი ^-^


ლიკა მგონი სწორ გზაზ ადგას და ძალიან გამიხარდა მისი ამ მხრით შემობრუნება...

სამხატვრო აკადემიაზე კი დამწყდა გული მაგრამ იმ სიტუაციაში გამოცდაზე გასვლა მართლა არ იქნებოდა ნორმალური.

ველი ახალ თავს...

თათიაზე გარკვეული სახის ზეწოლას მოახდენს ალექსანდრე და მიიღებს კიდეც იმ შედეგს რაც უნდა, მაგრამ ყველაფერს ახლა ამ გადმოსახედიადან ნუ განსჯით, განსაკუთრებით თათიას საქციელს, ცოტქ დაგვინდეთ ❤❤❤❤❤ბექას ქცევის მიზეზს მერე ავხსნი. ნელ-ნელა ყველაფერო დალაგდება-მექტი რომ გითხართ შეცდომა იქნება რადგან აწი აირევა ყველაფერი

khatia khatia
Oოოოო ამ განა შოკედ joy სიყვარულიიი უნდა თურმე ბიჭს მეტი არაფერიი უნდა სხვა smile ვაიმე თათიამ ეგრევე რომ აპატიოს ჭკუიდან გადავალ . აუ ცოტა აწვალე რა ალექსიკო laughing ცოტა არა კარგად smiling_imp აუ ბექაზე ნევრებიი მეშლება მაგრად ჯერ კოცნის მერე ეუბნება დაივიწყეოო rage მაგას შვილო ჩემო joy თავშიი რაგაც ხომ არ ურტყეს joy რა სიდებილეა თუ გიყვარს რა პონტში ექცევიი ეგრე sleepy კაი რა ბექაც მაგარიი იდიოტკა აღმოჩდა frowning საღოლ ლიკას პირველად მომეწონა ამ ქალის საქციელიი როგორც დედის და ცოლის heart_eyes თათიას ბებიაზე ვაბოდებ პირდაპირ joy Qალიც ამას ქვია ვერ მოსვა ერთ ადგილას joy შემდეგს როდის დადებ?

აქ ამბების ზედმეტად ჩაიხლართება, პატიებას რაც შეეხება ბოლო თავში გამოჩნდება აპატიებს თუ არა, დაიმსახურებს თუ არა.
ბექას თავისი მიზეზები აქვს და ამას მერე ავხსნი რა და რატომ.❤❤❤❤❤❤❤❤

ელა1
ნრაკო უფრო და უფრო მომცონს ეს ოსტორია ოღონდ მართლა.რაღაცას ვსწავლობ ამ ისტორიიდან ლირვერ რიგში იმას რო მე ქალიშვილის გოგო ვარ და არასოდწს არ მოვიქწევი ისე როგორც ლიკა ექცევა თავის შვილს.იცი ბავშვები სათუთი არსებები არიან ამ ქყვეყნად მათ უნდა გაუფრთხილდნენ მშობლები რაც არ უნდა გააკეთონ ან რაც არუნდა არჩევანი გააკეთონ არ აქვს ვნიშვნელობა ეს განათლება იქნება თუ სხვა მათ მხარი უნდა დაუჯირონ და არ ა პირიკით თორე რაც უგრო გაიზრდებიან უფრო გაუძნელდებათ და მერე ფიქრობენ სად დაუშვეს შვილებთან შეცდომა .მშობლებო ყველას არ ეღება ეს მაგრამ არსებობენ ლიკას და ზაზას ნაირი მშობლები რომლებცას არ ესმით შვილების და არ არაინტერესებთ მათი აზრი და სურვილები რაზე ოცნებობენ და რა უნდათ მომოვალში.მშობელის ვალი მარტო ის კი არა რო გააჩინო და ვსო მან უნდა იცოდეს როს გრძნობს მისი შვილი რა აინტერესებს რამე ხო არ ტკივა და ა.ს.შ ანუ ყოველთვის მის გვერდით უნდა იყოს.კარგი ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო მაგრამ არ მინდა რო ვინმეს ვაწყენონო მაინს ვინს კითხულობს 100%თუ არა 50მაინც მშობლები არიან.❤რაც შეეხება ეხლა ამ თავს ვიწყებ შეფასებას.მომეწონა ლიკას სიტყბები თათიას რო უთხრა რო შევიცლებიო და რო ზაზას წინამდეგ წავიდა და მხარი დაუჭირა თათიას .მე მგონი თავიდანვე ასე რო მოქცეულიყო ეს არაფერი არ დაემართებოდა თათიას.ანუ უფრო რო მოესმინა ლიკას თათიასთვის და მისი აზრი გაეთვალისწინებინა.რაც შეეღება ზაზას ეტყობა რო სიგიჯემდწ უყვარს ლიკა მაგრამ იცი რა ზაზამ რო ალექსის დედასთან უღალატა ლიკას ეს თვითონ ლოკას ბრალი იყო ჩემი აზრით იმიყომ რო მაგ დროს არ აჩვენა სითფო და აკერსი თავის ქმარს როგორიც საჭირო იყო.მე ვთლი რო ძალიან უხეში ქალია ლიკა და ეს უხეშობამ დაღუპა თავის დროზე.(ანუ ზაზას და მართას ამბავს ვგულისხმობ).ბექასი თან მესმის და თან არ მესმის თუ უყვარს ეს გოგო რატო არ უნდა გაუტყდეს ალექსანდრეს და რა შუაშია აქ გულის ტკენა მაგრამ სწორედ მოიქცა რო გოგოს სისუსტიტ არ ისარგებლა.და ბოლოს ალექსი იმედია მართლა ნანობს თავის საქციელს და არა თამაშობს ისევ.❤❤ველოდები შემდეგს და კიდევ ერთხელ მადლობა ნეაკო შენ ამ საიცარი ემოციებისთვის რომელიც დარწმუნებულივარ გულიდან ამოგდის და ისე წერ❤❤❤ზოგი ამბობდა რო შენებური სტილი არ არის და შეიძლება არ მოსწონთ მაგრამ მე მაინც მოგყვები ბოლომდე იმიტომ რო მართალი არიან ეს შენი სტილი არ არის მაგრამ მაინც კარგი გამოგდის და მე ვთლი რო ეს ისტორია შედგა და ჩემთვის მნიშვნელოვანია,იმუტომ ამ ისტორიი შენ დამანახე როგორი უნდა ვიყო დედა არ აქვს ვნიშვნელობა ბიჯი ყავს თუ გოგო და მადლობა ამისთვის შენ❤❤❤

ელა მიხარია რომ რაღაც დადებითი შენ მაინც იპოვე ამ ისტორიაში ❤❤❤❤❤გულწრფელად გეუბნები უკვე მაშინებს წერა... მაინც დავიძაბე, არ მეგონა ეს ისტორია ისევ ხმაურს თუ გამოიწვევდა, აი საერთოდ ხომ შევცვალე ყველაფერი, სტილი და პერსონაჟთა წარმომავლობა და ისევ ისგივე მეორდება, თუმცა მე მაინც დავწერ, დავწერ კრიტიკის ქარცეცხლშიც რომ მოვექცე მაინც და ვნახოთ საბოლოოდ რა გამოვა, ფაქტია დადებითი ემოციები არ იქნება ამ ისტორიის მომდევნო თავების თანმდევი :დ მაგრამ არაუშავს, ცხოვრებისეულად ხომ მქაგრად ვისტრესები და ხან აქ უარესები რომ მემართება ხოლმე ხანდახან მაგაზე უკვე აღარ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს :დ
მიხარია რომ რაღაც საკიყხებს სწორად ვწერ და შენ აქ ხედავ რაღაც დადებითს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

და ბოლოს მეგობრებო, ეს ისტორიაა არაა რეალობასთან ახლოს და ასე ძალიან ნუ გამიბრაზდებით, მადლობა ყველას, მიყვარხართ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

Manan Lomidze -ამ თავმა ისეთი კრიტიკა დაიმსახურა მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№15 სტუმარი სტუმარი კირა

ოქროს გოგო ხარ ნეაკო❤

 


№16  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
ოქროს გოგო ხარ ნეაკო❤

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤❤❤❤❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი თაკო

თათია დამიხატე რკინის ლედად რა ცოტა ალექსიმაც იტანჯოს.
საუკეთესოდ წერ♥️

 


№18  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თაკო
თათია დამიხატე რკინის ლედად რა ცოტა ალექსიმაც იტანჯოს.
საუკეთესოდ წერ♥️

ვაიმე როგორ გამახარე შენ მე ამ კომენტარით ნეტა იცოდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
მოულოდნელობებით სავსე იქნება ეს ისტორია გპირდები ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent