შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 12 თავი


13-06-2021, 17:11
ავტორი ნეაკო
ნანახია 7 999

უსასრულო, უკიდეგანო, უსაზღვრო, დაუოკებელი ზიზღის თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს დამნაშავე და მსხვერპლი
-აუცილებლად გადაგიხდი სამაგიოროს ამ დამცირებისთვის, მხოლოდ იმიტომ ვიცოცხლებ რომ შენი ფასი აი აქ ამ მუჭაში მოქცეულ ფულის ნაგლეჯებამდე დავიყვანო!-უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ და თავისდა უნებურად გადმოდენილი სიმწრის ცრემლები მაჯით მოიწმინდა, ნელა მიტრიალდა და გასასველელისკენ წავიდა
-თათია-გამაყრუებელი სიჩუმე ალექისი ხმამ გაკვეთა რომელიც ისეთი შეუვალი, უხეში და ცინიკური აღარ იყო როგორც წამების წინ -ეს სამართლიანი შურისძიება იყო-გოგონას დაძაბულ სმენას მიწვდა ბიჭის ჩამწყდარი ხმა
-შენ მე უსანამრთლოდ მომექეცი და შენ ეს კარგად იცი-არ მიტრიალებულა მისკენ, თათია ისე უთხრა და რკინის მძიმე კარი გააღო აკანკალებული ხელებით
-ასე არაა! თქვენ ყველამ ეს დაიმსახურეთ
-მეცოდები-ალექსისკენ მიიხედა ზიზღით გოგონამ და დანისლული თაფლისფერი სფეროები გაუშტერა მის ჩაწითლებულ არეულ ჭაობისფერ თვალებს-საცოდავი ხარ, იმდენად საცოდავი რომ შენს მიმართ უკვე სიბრალურის გარდა სხვა გრძნობას უბრალოდ ვეღარ განვიცდი -თათია სახლიდან გავიდა, კარი გამეტებით გაიჯახუნა, მომლოდინე ტაქსიში ჩაჯდა და მოწოლ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ გაფითრებულ ღაწვებზე
-სად მიგიყვანოთ?-ჰკითხა შეწუხებული ხმით კაცმა
-საად?-კითხვა შეუბრუნა გოგონამ და უარესი დაემართა როცა გააცნობიერა რომ წასასვლელი არსად ჰქონდა... მისი ცხოვრების გზა უბრალოდ არსაით მიდიოდა... რეალურად ხომ მას არც ოჯახი ჰქონდა, არც სახლი და არც მშობლები ჰყავდა
-თბილისში წაგიყვანოთ?-ჰკითხა ხმადაბალი ტონით კაცმა და სარკიდან გახედა სახე წაშლილ გოგონას
-თბილისში?-შეიცხადა თათიამ და თითქოს ახლახანს მოვიდა გონს -კი მაგრამ ხლა სად ვართ?- იკითხა ინტერესით და თვალი მოავლო უცხო გარემოს
-ყაზბეგში-გაისმა კაცის უცნაურად ჟღერადი ხმა
-ყაზბეგში?-შეიცხადა გოგონამ და ხელახლა გადაუარა სევდის და ტკივილის ძლიერმა ტალღამ
-გამოძახებაში მითითებული იყო თბილისი... და იქ წაგიყვანოთ თუ არა?-ისევ სარკიდან გახედა დაბნეულმა კაცმა, ხელახლა ატირებულ გოგონას
-რა მზრუნველია-ჩაილაპარაკა თავისთვის და სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე თათიას-დიახ თბილისში-უთხრა პასუხის მომლოდინე კაცს და თვალები დახუჭა -შეიძლება გკითხოთ რომელი საათია?
-შვიდი არაა ჯერ
-დილაა თუ საღამო?-ისეთი დაბნეული იყო გადატანილი ამბების გამო თათია რომ გრძნობების და ემოციების გარდა დროშიც დაიკარგა
-დილაა, იმიტომაა ასეთი სუსხი
-გასაგებია მადლობა-მშვიდად უთხრა გოგონამ და თვალები დახუჭა, მთელი გზა მხოლოდ იმას ფიქრობდა სად წასულიყო, ვისთან მისულიყო, რა გაეკეთებინა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება მარტოს, რადგან ზუსტად იცოდა რომ ლიკა და ზაზა ამ თავხედობას არასოდეს აპატიებდნენ და მეტიც სრულიად გულგრილად მიუხურავდნენ სახლის კარს ცხვირწინ... ირინასთან თავად არ წავიდოდა რადგან იცოდა ისიც კი ვერ გაუგებდა... და რომც გაეგო თავად არ ეყოფოდა ძალა თვალებში ჩაეხედა მისთვის მაშინ როცა ათასჯერ გააფრთხილა მამაშენის მოსისხლე მტერს არ ენდოვო! ბაჩო? ის თავად მამის შესანახი იყო ორსული ცოლით, მას რა შეეძლო? არც არაფერი... თან მას შემდეგ რაც გააკეთა საეჭვო იყო მშვიდად და გულგრილად შეხვედროდა ის მისი დის ასეთ თავხედობას! ისევ ცრემლები მოეძალა თათიას, ისევ ატირდა, ისევ სასოწარკვეთილებამ მოიცვა მისი დახშული გონება, რადგან ზუსტად იცოდა რომ ვერავინ შეძლებდა მის გაგებას... ან უბრალოდ არ გაუგებდა! მან ხომ გააზრებულად დაუშვა ეს ცხოვრებისეული ყველაზე მწარე და ტკბილი შეცდომა.
ალექსანდრე დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და თვალს არ აშორებდა საძინებლის ღია კარიდან გამოჩენილი, არეულ საწოლს კიდეს, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ თათიას სხეულს დაეუფლა, რის შემგეცა მიისაკუთრა მისი ღირსებაც და ღირებულებებიც რომლებიც მერე დაუნდობლად ფეხქვეშ გათელა... შეეზიზღა საკუთარი თავი ალექს, საშინლად შეეზიზღა , რადაგან ყველაზე კარგად სწორედ მან იცოდა რამდენად მართალი და უდანაშაულო იყო თათია წარსულის ცოდვებში, ვეღარ გაუძლო საკუთარი თავის სიძულვილს, ამიტომ გიჟივით გავარდა სამზარეულოში კარადა გამოაღო წითელი ღვინის ბოთლი გამოიღო, წვალებით გახსნა აკანაკალებული ხელებით და მაშინვე მოიყიდა, იქამდე სვამდა სანამ გონება არ დაებინდა, მაგრამ დალევამაც ვერ უშველა, ვერ გაუნელა დანაშაულის მძაფრი შეგრძნება, მითუმეტეს ვერ დაავიწყა, ამიტომ დანაშაულის ადგილას დაბრუნდა, ღვინს ახალი გაუხსნელი ბოთლით ხელში იქვე კედელთან ჩაიკეცა და უცნაური მზერით მიაჩერდა ზეწარზე შერჩენილ წითელ ლაქას, უნდოდა, ძალიან უნდოდა რომ ფეხზე ამდგარიყო და გაქცეულიყო აქედან, ამ სახლიდან, ამ ქალაქიდან, ქვეყნიდან, დაევიწყებინა ყველა და ყველაფერი განსაკუთრებით კი თათია მაგრამ იცოდა, იცოდა რომ საკუთარ თავს, დანაშაულის მძიმე შეგრძნებას და სინანულს ვერსადროს ვერსად ვერ გაექცეოდა და ვერ დაემალებოდა! ამიტომ ბოთლი გახსნა და მოიყიდა ნახევრამდე ჩაცალა და ასე სცადა იმ ტვირთისგან დროებით გათავისუფლება რომელიც საკუთარ თავს აჰკიდა შურისძიების უაზრო დაუოკებელი სურვილისთვის. კარგა ხანს დაჰყურებდა იატაკს არეული თვალებით და ბოლოს მზერა ისევ საწოლისაკენ გაეცქა... თათია გაახსენდა, მოცახცახე, შეშინებული დაბნეული და სურვილით თვალებ ათებული პატარა სულელი გოგონა რომელიც მის ყოველ შეხებაზე, კოცნაზე და ბიძგზე შეშინებული კრთებოდა, სუნთქვა შეეკრა ალექსანდრეს იმ წუთების გახსენებისას და მწველმა ტკივილმა სასიამოვნოდ დაურბინა მთელს სხეულში, იმის მიუხედავად რომ თათია გაანდაგურა, მასთან ერთად თავიც გაინადგურა, ყველაფერი დაანგრია გარს შემო მაინც უცნაური ბედნიერები განცდა ჰქონდა, სადღაც გულის სიღრმეში სულ უნდოდა რომ ეს მომხდარიყო, სულ უნდოდა რომ ზედმეტად შეხებოდა, დაუფლებოდა მის სხეულის ყველ ნაწილს, შეეგრძნო მის ნაზი კანის სურნელი და სიტკბოება, სულ უნდოდა თავი დაეკარგა მის სხეულზე მოთარეშე ტუჩებით, თითები დაეტარებინა მის გლუვ და სრიალა კანზე, თათიაზე ფიქრმა ლამის შეშალა, იმდენად აირია, იმდენად დაიბნა და გაბრუვდა მასზე ფიქრით რომ თავადაც ვერ მიხვდა რატომ გამოვიდა წყობრიდან, რატომ დაკარგა თავზე და გრძნობებზე ერთდროული კონტროლი, რატომ გრძნობდა ახლაც ამ წამს მის გრილ, ცივ და ნაზ სურნელს ცხვირში
-ვიცოდი რომ აქ იქნებოდი-ჩაესმა ბექას ხმა სადღაც შორიდან, მისკენ არ მიუხედია ისე მოიყიდა სასმლის ბოთლი და ლამის ბოლომდე ჩაცალა
-ცუდად ვარ-ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს სასმლისგან ჩაწითლებული თვალებით და კიდევ მოიყუდა ბოთლი
-მე შენ გააგფრთხილე სურვილი გრძნობებად არ გექცეს-მეთქი გახსოვს?-მასთან ახლოს ჩაიმუხლა სევდიანი სახით ბექა და მზერა გაუსწორა სახე მონგრეულ მეგობარს
-გგონია რომ შემიყვარდა?-ცინიკურად ჰკითხა ალექსმა და საბოლოოდ გამოსცალა ბოთლი
-თუ ასეა რაა მაშინ რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში შეგიძლია ამიხსნა?-გაბრაზდა ბექა მის ცინიზმზე
-არ ვიცი-მხერები აიჩეჩა ბიჭმა და საწოლს გახედა
-იცი მაგრამ გეშინია საკუთარ თავს რომ გამოუტყდე გრძნობებში-გაუბრაზდა ბექა
-ის ზაზას შვილია, ზაზა ასათიანის! იმ კაცის შვილია რომელმაც ცხოვრება გაგვინადგურა მეც და ჩემს ოჯახსაც, მე მის შვილს არასდროს შევიყვარებ
-მაგრამ მაინც გტკივა თათია-შეეწინააღმდეგა ბექა
-ჰო მტკივა, ძალიან მტკივა, მაგრამ არ მიყვარს, ვერ მეყვარება, არ უნდა მიყვარდეს-უცნაური ტონით წარმოსთქვა ბიჭმა, თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა გრძნობების არარსებობაში
-წამო დავლიოთ-ბექა ფეხზე წამოდგა და ალექსიც ააყენა, ისე გავიდა ოთხიდან რომ საწოლისთვის არცერთხელ შეუხედავს, რაღაცნაირად მასაც ეტკინა თათია, რადგან მასზე პატარა და ჰყავდა ბელგიაში და ლილე... მისთვის ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელი, სასურველი და საოცნებო გოგონა ხომ ზუსტად თათიას ტოლი იყო, მასავით იმედებით და ოცნენებით სავსე, ჰოდა ვერ წარმოედგინა რომ რომ შეიძლებოდა ოდესმე მას, ან ვინმე სხვას ასე ეტკინა მისთვის, ასე გაემეტებინა ასე დაემცირებინა, ასე გაენადგურებინა... ცდილობდა გაეგო ალექსისთვის მაგრამ უჭირდა ძალიან უჭირდა ახლა ამ კონკრეტულ მომენტში მხარში დასდგომოდა მეგობარს, თუმცა გვერდზე გაწია თავისი შეხედულებები და მეგობრობის ხათრით მასთან ერთად გონების დაკარგვამდე დალია.
თბილისში დაბრუნებამ იმაზე მეტად ატკინა თათიას ვიდრე წარმოედგინა, ახლა უფრო მძაფრად განიცდიდა დანაშაულის სიმძინეს და დაშვებული შეცდომის აღმატებულ ხარისხებს.
-სად მიგიყვანოთ?-გაისმა მისი ტანჯვის ყურებით შეწუხებული კაცის ხმა
-არ ვიცი-ატირდა გოგონა
-თუ გინდათ ტელეფონს გათხოვებთ და ვინმეს დაურეკეთ
-დიახ თუ შეიძლება-ბევრი ფიქრის მერე თათიამ გაბედა და ბაჩოს დაურეკა
-დიახ? -გაისმა ბიჭის დაძაბული ხმა
-მე ვარ-ამოილუღლუღა გოგონამ და მოწოლილ ვრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-სად ჯანდაბაში ხარ-ჩაყვირა ბაჩომ
-ირინას კორპუსთან ვარ ტაქსით
-დამელოდე მალე მოვალ-დაუღრინა ბიჭმა და ისე რომ არაფერი უთქვამს გააფთრებული მშობლებისთვის სახლიდან წამოვიდა, გზიდან დაურეკა მამას და უთხრა თათია დაბრუნდა
-თვალით არ დამენახოს თორემ მოვკლავ, ჩემი ხელით დავახრჩობ-იმხელა ხმაზე დაიღრიალა კაცმა რომ ბაჩომ უმალ გაუთიშა და საერთოდ გამორთო ტელეფონი, როცა როგორც იქნა მიაღწია ირინას კორპუსამდე, აღელვებული გადავიდა მანქანიდან ტაქსის ფული გადაუხადა სახე წაშლილ გოგონას და გაბრაზებული სახით მიაჩერდა -კარგათ გაერთეთ შენ და ალექსი?
-გთხოვ-თავი დახარა თათიამ და გადმოდენილი ცრემლები მაჯით მოიწმინდა
-ის მიიღე რაც გინდოდა, დღეიდან ირინასთან იცხოვრებ, ზაზას შენი დანახვაც კი არ უნდა
-ალბათ შენც გეზიზღები-უცნაური მზერით ახედა ძმას
-უფრო სწორი სიტყვაა შეცოდება,მეცოდები იმიტომ რომ იმ ნაბ.ჭვარს თავი გამოაყენებინე გაასულელებინე და დაამცირებინე! -თათიას მის სიტყვებზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე რადგან წამოსვლის წინ ალექსაც ზუსტად იგივე უთხრა -წამოდი რად დგეხარ-სადარბაზოსკენ წავიდა გაღიზიანებული ბიჭი
-არასდროს მაპატიებთ ხომ ასეა?
-შენ თუ აპატიებ ამხელა ტკივილს, ამხელა დამცირება და შეურაცხყოფას საკუთარ თავს, მე პირადად უპრობლემოდ გაპატიებ რადგან ჩემთვის არაფერი დაგიშავებია ამ უაზრო სიჯიუტით, მხოლოდ შენს თავს დაუშავე...მხოლოდ შენი ფსიქიკა შეარყიე და მხოლოდ შენი მომავალი გაინადგურე
-ირინა?
-ირინა? ირინა ეცდება გაგიგოს, მისი ნუ გეშინია
-არ მეშინია უბრალოდ... გამიჭირდება მისთვის თვალის გასწორება
-შენ გააზრებულად დაუშვი საბედისწრო შეცდომა ! ასე რომ შესაძლო მძიმე შედეგებისთვის მზას უნდა იყო-მიახალა ბიჭმა და სახლში ავიდა.
ირინასვის ეს ყველაფერი იმაზე მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ვიდრე თავად მას წარმოედგინა, თუმცა შვილიშვილთან არ იმჩნევდა და გულგრილი დამოკიდებულებით ცდილობდა თავი აერიდებინა იმ პრობლემების სიღრმეებისთვის რასაც უეჭველად იცოდა რომ თათიას და ალექსის ეს ერთღამიანი ურთიერთობა თავისთავად მოიტანდა მათ ცხოვრებაში და მართალიც აღმოჩნდა.
ყველაზე უცნაური და თვალში საცემი რაც იყო იმ ღამის მერე გახლდათ ის, რომ ყოველ დილით სახლის კართან ხვდებოდათ ყვავილები ქალებს, მართალია ირინამაც და თათიამაც კარგად იცოდენენ ამას ვინ და რატომ აკეთებდა მაგრამ არცერთი არ იმჩნევდა, თუმცა ამ პროცესმა სისტემატიური ხასითი რომ მიიღო ირინა აღელდა
-უნდა წავიდე და დაველაპარაკო იმ თავხედ ბიჭს
-გთხოვ არ გინდა-შეეხვეწა თათია -ასე განზრახ იქცევა
-რა უფლებით გიგზავნის ყვავილებს მას მერე რაც ჩაიდინა?-აფეთქდა ირინა
-ალბათ უნდა რომ თავი უფრო საშინელ ადამიანად მაგრძნობინოს
-საკმარისია-ირინამ ხელი წამოავლო ახალ თაიგულს ძველ თაიგუბთან ერთად და პარკში ჩაყარა და იყვირა -უნდა წავიღო და თავზე დავაყარო
-გთხოვ არ გინდა-უკან მიჰყვა თათია გაავებულ ქალს რომელმაც არაფრის დიდებით არ მოუსმინა შვილიშვილს და ალექსანდრეს პირდაპირ ოფისში მიაკითხა ტაქსით, დაუკაკუნებლად შევარდა მის კაბინეტში და ფაქტიურად თავზე დააყარა შვიდი თაიგული
-რამდენს ბედავ!-უყვირა ბოლო ხმაზე და მომღიმარი ბექას სახე დააიგნორა -თავი ვინ გგონია ყვავილებს რომ უგზავნი თათიას!
-მე არაფერს...-დაიწყო ბიჭმა უცნაური ხმით
-აღარ გაბედო ყვავილების კიდევ ერთხელ გამოგზავნა! -მკაცრად უთხრა
-ქალბატონო ირინა-დაიწყო ალექსმა მშვიდი ტონით და მაგიდაზე დაყრილი თაიგულები მშვიდად გასწია გვერდზე -მე არ ვიგზავნი თათიას თაიგულებს ასე რომ მისამართი შეგეშალათ, ვიცი რომ ყვევილებზე ალერგია აქვს
-რაა?-აღმოხდა გაოგნებულ ქალს და ძალიან ეუხერხულა მოწყობილი სკანდალი სულელური ყვავილების გამო
-აშკარად თქვენ გიგზავნიან-დაამატა ალექსმა ირინიული ღიმილით -რადგან სულ თეთრი ვარდებია და როგორც მახსოვს თათიასგან თქვენ ძალიან გიყვართ თეთრი ვარდები-მის ამ სიტყვებზე ქალმა გაოცებისგან პირი დააღო და საჩხუბრად გამზადებული ისე დაიბნა რომ სათქმელი სიტყვებიც კი დაეფანტა
-ახლა გავგიჟდები-მარტო ამის თქმა მოახერხა ქალმა და გიჟივით გავარდა კაბინეტიდან, ალექსმა და ბექამ კი ისტერიული სიცილი დაიწყეს
-შეშლილების ოჯახი-ძლივს ამოთქვა ალექსმა
-მადლობა თქვი იმ ღამის მერე , რომ მოგვივარდა გაცოფებული ირინა სახლში და არ აგვკუწა
-ჰო ეს ლიკაზე უარესია-დაეთანხამ ალექსი და ცინიკურად გაეცინა



№1 სტუმარი ელა1

კარგი იყო მაგრამ მე უფრო მეტი მინდოდა❤❤❤❤.ნუთუ ალექს საერთოდ არ ქენჯავს სინდისი ასე რო მოექცა თათიას და იმედია მალე ყველაფერს მიხვთება.

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ელა1
კარგი იყო მაგრამ მე უფრო მეტი მინდოდა❤❤❤❤.ნუთუ ალექს საერთოდ არ ქენჯავს სინდისი ასე რო მოექცა თათიას და იმედია მალე ყველაფერს მიხვთება.

ვერ ვახერხებ სამწუხაროდ მეტის წერას და ატვირთვას მართლა :(
ალექს რაც შეეხება ნელ-ნელა აერევა თავგზა❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

სრული შოკი მივიღე არ ველოდი ალექსი ასე დაეცემოდა და თათიას გასწირა და ყველაზე უდანაშაულო ადამიანს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№4 სტუმარი ელა1

ნეაკო
ელა1
კარგი იყო მაგრამ მე უფრო მეტი მინდოდა❤❤❤❤.ნუთუ ალექს საერთოდ არ ქენჯავს სინდისი ასე რო მოექცა თათიას და იმედია მალე ყველაფერს მიხვთება.

ვერ ვახერხებ სამწუხაროდ მეტის წერას და ატვირთვას მართლა :(
ალექს რაც შეეხება ნელ-ნელა აერევა თავგზა❤❤

როცა მოახერხებ მაშინ დადე❤❤❤❤

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
სრული შოკი მივიღე არ ველოდი ალექსი ასე დაეცემოდა და თათიას გასწირა და ყველაზე უდანაშაულო ადამიანს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

მადლობა თქვენ გამოხმაურებისთვის, ალექსი ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად გააცნობიერებს დანაშაილულის სიმძიმეს და ინანებს ❤

ელა1
ნეაკო
ელა1
კარგი იყო მაგრამ მე უფრო მეტი მინდოდა❤❤❤❤.ნუთუ ალექს საერთოდ არ ქენჯავს სინდისი ასე რო მოექცა თათიას და იმედია მალე ყველაფერს მიხვთება.

ვერ ვახერხებ სამწუხაროდ მეტის წერას და ატვირთვას მართლა :(
ალექს რაც შეეხება ნელ-ნელა აერევა თავგზა❤❤

როცა მოახერხებ მაშინ დადე❤❤❤❤

რომ შემეძლოს აი სულ აქ ვიქნებოდი და ალბათ არც გავიდოდი საიტიდან არასდროს, ისე მიყვარს აქ წერა და მერე შეფასებების მოსმენა შენი და სხვა მკითხველების ❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი nazi

კარგი იყო კიდე მინდა არ მეყო რა მოითმენს

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
კარგი იყო კიდე მინდა არ მეყო რა მოითმენს

მიხარია რომ მოგეწონა და კიდევ უფრო ის რომ სულ მეხმიანები, მადლობა შენ ამისთვის ❤❤❤❤❤❤

 


№8  offline წევრი khatia khatia

Bოლოში ნამდვილიიი შოკიი მივიღე joy გაბრაზებულიი ბებიაჩემიიი წარმოვიდგინე პოლის ჯოხით ხელშიი joy ვაიმე რა კაი იყო joy ხოოო მარა ალექსანდრეზე სასტიკად ვარ გაბრაზებულიიიი rage ნაგავიი დამპალიიი არაადამიანიიი rage მალე დადე რა დიდ ხანს არ მალოდინოო გთხოვ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9 სტუმარი ატბ

ინანებს... სინანული რას უშველის?
ეს გოგო სანამ ფეხზე მყარად არ დადგება და ცოტა მეტად თავმოყვარე არ იქნება მანამდე არაფერი ეშველება... ანუ ეს ბიჭი სინანულს რო დაიწყებს, დაუწყებს ისევ დევნას ამ გოგოს და ეს გოგოც, ისე როგორც პირველ ჯერზე უპრობლემოდ აეკიდება.
ხომ შეილება ერთხელ ძლიერი ქალი პერსონაჟიც დადგეს...

 


№10  offline მოდერი ნეაკო

khatia khatia
Bოლოში ნამდვილიიი შოკიი მივიღე joy გაბრაზებულიი ბებიაჩემიიი წარმოვიდგინე პოლის ჯოხით ხელშიი joy ვაიმე რა კაი იყო joy ხოოო მარა ალექსანდრეზე სასტიკად ვარ გაბრაზებულიიიი rage ნაგავიი დამპალიიი არაადამიანიიი rage მალე დადე რა დიდ ხანს არ მალოდინოო გთხოვ

ბოლო ნაწილმა არ საგაბნიოთ მკითხველი და არ იფიქროთ რომ ყველაფერი დალაგდა და ასე მარტივად შეეგუა ყველა ყველაფერს.
ალექსანდრე ნამდვულად საძაგელი და აუტანელია, მაგრამ დედას გაგიჟებულია ეეგ :გ
შემდეგ თავს არ ვიცი ზუსტად როდის დავდებ, ხვალ საღამოს თუ მომიხერხდა შეიძლება ავტვირთო ❤❤❤❤

ატბ
ინანებს... სინანული რას უშველის?
ეს გოგო სანამ ფეხზე მყარად არ დადგება და ცოტა მეტად თავმოყვარე არ იქნება მანამდე არაფერი ეშველება... ანუ ეს ბიჭი სინანულს რო დაიწყებს, დაუწყებს ისევ დევნას ამ გოგოს და ეს გოგოც, ისე როგორც პირველ ჯერზე უპრობლემოდ აეკიდება.
ხომ შეილება ერთხელ ძლიერი ქალი პერსონაჟიც დადგეს...

ასე მარტივად არაა აქ საქმე, ბევრად უფრო ჩაიხლართება მომდევნო თავებში სიტუაცია, ძლიერ ქალ პერსონაჟ რაც შეეხება, ვნახოთ შეიძლება შეძლოს თათიამ და უფრო მეტი პრობლემის და გამოუვალი სიტუაციის ფონზე მეტად ძლიერი გახდეს ვიდრე სხვა ნებისმიერი

 


№11 სტუმარი სტუმარი კირა

დავიშოკე. შემდეგს როდის დადებთ?

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

შემდეგი როდის დაემატება სულზე ვარ ????

 


№13  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
დავიშოკე. შემდეგს როდის დადებთ?

აუ ზუსტად არ ვიცი, ძალიან ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი ❤

სტუმარი ნათია
შემდეგი როდის დაემატება სულზე ვარ ????

ვეცდები ხვალ დავდო, მაგრამ ზუსტად არვიცი მომიხერხდება თუ არა ❤

 


№14 სტუმარი სტუმარი barbare

eseigi saidan daviwyo ar vici, didixania shen istoriebs vkitxulob, da yvelaze metad es momwons saitzr ro shemovdivar da vxedav axal tavs dzalian mixaria, eseigi aiiii udzalian magresi istoriaaa vgijdebi ise momwons sheni istoriebi, martalia dzalian gavbrazdi aleqsandreze magram mainc dzalian miyvars. mtavari gmirebi ❤️❤️❤️ ai dzalian magari xar da yvela istoria taviseburad kargi gaqvs ???????????? udaod unichieresi xar da dzalian kqrgad wer... mara patara tavebia ar minda ro dasruldes sul minda vkitxulobde shen istoriebs

 


№15 სტუმარი მი

ყველაზე ამაზრზზრნია ალექსანდრეე ვითომდა ამ თავისი შურისძიებით, საზიზღარი, ეგოისტიი და გულისამრევიაა, მისნაირი არსებები არც უნდა არსებობდნენ, თათია კი ერთი სულელი ბავშვია რომელმაც საზიზღარ არსებას თავი გამოაყენებინა საკუთარი ნებით, ბოლოს ყველაფერი ჰეფიენდი გვექნებაა ამ საქციელს დაივიწყებს თათია ალექსანდრეს შერჩება მისი საქციელიი ვითომდა თავისი სინანულით, აი ისე ორივე იმსახურებენ ერთმანეთს, ლილეა ვოდო თორემ ალექსანდრე ღირსიაა საკუთარ თავზე გამოცადოს დის უბედურებაა თუ როგორიი სიმწარეაა, უბრალოდ მაგას სულ ცოტა სინდისი რომ ქონოდაა თათიას შეეშვებოდაა და სხვანაირად იძიებდა შურს მაგრამ ყველაზე სულმდაბალი არსებაა, მე თათიას ადგილზეე ალექსანდრეს ვიჩივლებდი არასწლოვანთან ურთიერთობის გამოო და ციხეში გავისტუმრებდიი თავისი ირონიული ღიმილით.

 


№16 სტუმარი ნატა. თ

აუუ თათიას ადგილას ალექსანდრეს ორმაგად გავამწარებდი.რამდენი ხანია თქვენს ისტორიებს ვკითხულობ და ძალიან სწორად უსადაგებ შენს ისტორიებს დღევანდელ რეალობას. მოკლედ რაა ეს მდედრობითი სქესი მამრობითი სქესისგან ყოველთვის დაჩაგრულები რატომ უნდა ვიყოთ აი რატომ??? რატომ ჰგონია ყველას რომ ქალი სუსტი და საცოდავი არსებაა?როგორც თათიას შემთხვევაში. ალექსანდრემ გამოიყენა და მერე მოისროლა. მაგრამ ეს ხომ საქართველოა აქ ადამიანის დაჩაგვრა და გამოყენება უცხო არ არის მითუმეტეს ქალის. რამდენი ხანია იმისთვის ვბრძოლობ რომ ქალების მიმართ სხვაგვარად იყოს განწყობილი საზოგადოება მაგრამ ამაოდ????‍♀️

 


№17 სტუმარი სტუმარი ნუცა

მომდევნო მომდევნო❤❤

 


№18  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი barbare
eseigi saidan daviwyo ar vici, didixania shen istoriebs vkitxulob, da yvelaze metad es momwons saitzr ro shemovdivar da vxedav axal tavs dzalian mixaria, eseigi aiiii udzalian magresi istoriaaa vgijdebi ise momwons sheni istoriebi, martalia dzalian gavbrazdi aleqsandreze magram mainc dzalian miyvars. mtavari gmirebi ❤️❤️❤️ ai dzalian magari xar da yvela istoria taviseburad kargi gaqvs ???????????? udaod unichieresi xar da dzalian kqrgad wer... mara patara tavebia ar minda ro dasruldes sul minda vkitxulobde shen istoriebs

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤❤❤❤მიხარია რომ მოგწონს ჩემი ისტორიები და აქტიური მკითხველი ხარ.
განსაკუთრებით ის მიხარია რომ ამ ისტორიამაც დაიმსახურა სიყვარული ❤❤❤❤❤

მი
ყველაზე ამაზრზზრნია ალექსანდრეე ვითომდა ამ თავისი შურისძიებით, საზიზღარი, ეგოისტიი და გულისამრევიაა, მისნაირი არსებები არც უნდა არსებობდნენ, თათია კი ერთი სულელი ბავშვია რომელმაც საზიზღარ არსებას თავი გამოაყენებინა საკუთარი ნებით, ბოლოს ყველაფერი ჰეფიენდი გვექნებაა ამ საქციელს დაივიწყებს თათია ალექსანდრეს შერჩება მისი საქციელიი ვითომდა თავისი სინანულით, აი ისე ორივე იმსახურებენ ერთმანეთს, ლილეა ვოდო თორემ ალექსანდრე ღირსიაა საკუთარ თავზე გამოცადოს დის უბედურებაა თუ როგორიი სიმწარეაა, უბრალოდ მაგას სულ ცოტა სინდისი რომ ქონოდაა თათიას შეეშვებოდაა და სხვანაირად იძიებდა შურს მაგრამ ყველაზე სულმდაბალი არსებაა, მე თათიას ადგილზეე ალექსანდრეს ვიჩივლებდი არასწლოვანთან ურთიერთობის გამოო და ციხეში გავისტუმრებდიი თავისი ირონიული ღიმილით.

ალექსანდრეს ეს საშინელი საქციელი თათიას მხრიდან დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება, მაგრამ აქ მოვლენები სათაურიდან გამომდინარე არასტანდარტულად წარიმართება და სულ, სულ ბოლოს გაირკვევა ამ ორს შორის საბოლოოდ ურთიერთობა, მაგრამ არა სინანულის და მარტივი პატიების ხარჯზე

ნატა. თ
აუუ თათიას ადგილას ალექსანდრეს ორმაგად გავამწარებდი.რამდენი ხანია თქვენს ისტორიებს ვკითხულობ და ძალიან სწორად უსადაგებ შენს ისტორიებს დღევანდელ რეალობას. მოკლედ რაა ეს მდედრობითი სქესი მამრობითი სქესისგან ყოველთვის დაჩაგრულები რატომ უნდა ვიყოთ აი რატომ??? რატომ ჰგონია ყველას რომ ქალი სუსტი და საცოდავი არსებაა?როგორც თათიას შემთხვევაში. ალექსანდრემ გამოიყენა და მერე მოისროლა. მაგრამ ეს ხომ საქართველოა აქ ადამიანის დაჩაგვრა და გამოყენება უცხო არ არის მითუმეტეს ქალის. რამდენი ხანია იმისთვის ვბრძოლობ რომ ქალების მიმართ სხვაგვარად იყოს განწყობილი საზოგადოება მაგრამ ამაოდ????‍♀️

ვფიქრობ ეს პრობლემა ოჯახიდან და მშობლებიდან მოდის... ბავშვობიდან რომ ხედავს ბავშვი როგორ ამცირებს მამა დედას, ან ბებიას, ან თავის დას, ის თვლის რომ ეს სწორია და ასე უნდა იყოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიჭი მოძალადე იზრდება ხშირ შემთხვევაში და გოგონა ჩაგრული, რადგან ის ფიქრობს რომ კაცი თუ ეუხეშება ეს პრობლემა არაა, სავსებით მისაღები და ნორმალურია.
აღზრდის პრობლემაა ეს ყველაფრი, მე ასე მგონია, თათიაც ჩაკეტილ წრეში გაზარდეს არასწორად და შესაბამისად ვერ აცნობიერებდა რა იყო სწორი და რა არასწორი

სტუმარი ნუცა
მომდევნო მომდევნო❤❤

დღეს სავარაუდოდო ვერ მოვახერხებ და ხვალაც ზუსტად არ ვიცი დავდებ თუ ვერა :( ❤❤❤

 


№19 სტუმარი მარიამმმო

ყველზე კარგია ის რომ მალე დებ და მკითხველს თვეები არ ალოდინებ
მჯერა ყველაფერს დალგებ და გამოასწორებ ნუ როგორ არ ვიცი მაგრამ ... წარმატებები

 


№20 სტუმარი სტუმარი უცნობი

სიტუაცია ისე განვითარდა ალბათ თათიასა და ალექსისგან წყვილი ვერასდროს შედგება. "ძალდატანებული ქორწინება" რატომ ქვია ამ ისტორიას? თათიას ძალით დააქორწინებენ ალექსზე თუ ალექსი ძალით მოიყვანს ცოლად თათიას. მაგრამ ძალით რატომ უნდა მოიყვანოს თათია მხოლოდ შურისძიების იარაღად უნდოდა ალექსს. ალბათ შემდეგ თავებში გამოჩნდება ეს სათაური რასაც ნიშნავს. თათიას გამო გული მეტკინა 18 წლისაა და უკვე რამდენი გადაატანინე აბ ბიჭმა????.

 


№21  offline წევრი A.N.A

ნეაკო...
აქ რა ამბები დაგიტრიალებია და მე ახლა მოვედი ❣️
რაც არ წამიკითხავს ერთიანად წავიკითხე და გაბერილი ვარ ემოციებით.
ალექსანდრეზე მეშლება ნერვები მაგრამ აქეთ მარტო ეგეც არ არის დამნაშავე. არეული ვარ სათაურთან პარალელის გავლება ალბათ აწი შეგვეძლება.
დაგვალაგე.
მოუთმენლად გელი და წარმატებები. ❣️

 


№22  offline მოდერი ნეაკო

მარიამმმო
ყველზე კარგია ის რომ მალე დებ და მკითხველს თვეები არ ალოდინებ
მჯერა ყველაფერს დალგებ და გამოასწორებ ნუ როგორ არ ვიცი მაგრამ ... წარმატებები

მადლობა, თავისუფალ დროს ვნახულობ თუ არა მაშინვე ვწერ და ვტვირთავ, ამიტომაა ზოგჯერ პატარა თავები.
სიტუაციის გამოსწორებას რაც შეეხება ეგ ჯერ ძალიან ადრეა ❤❤❤❤

სტუმარი უცნობი
სიტუაცია ისე განვითარდა ალბათ თათიასა და ალექსისგან წყვილი ვერასდროს შედგება. "ძალდატანებული ქორწინება" რატომ ქვია ამ ისტორიას? თათიას ძალით დააქორწინებენ ალექსზე თუ ალექსი ძალით მოიყვანს ცოლად თათიას. მაგრამ ძალით რატომ უნდა მოიყვანოს თათია მხოლოდ შურისძიების იარაღად უნდოდა ალექსს. ალბათ შემდეგ თავებში გამოჩნდება ეს სათაური რასაც ნიშნავს. თათიას გამო გული მეტკინა 18 წლისაა და უკვე რამდენი გადაატანინე აბ ბიჭმა????.

წინასწარ რომ არ გავამხილო რა და როგორ იქნება, მხოლოდ იმას გეტყვით რომ ეს ქორწინება, ორსულობის თემას არ ეხება ( ანუ თათია არაა ორსულად) სხვა მიზეზები იქნება ძალიან ბევრი, ოღონდ ალექსანდრეს მხრიდან ❤❤❤

A.N.A
ნეაკო...
აქ რა ამბები დაგიტრიალებია და მე ახლა მოვედი ❣️
რაც არ წამიკითხავს ერთიანად წავიკითხე და გაბერილი ვარ ემოციებით.
ალექსანდრეზე მეშლება ნერვები მაგრამ აქეთ მარტო ეგეც არ არის დამნაშავე. არეული ვარ სათაურთან პარალელის გავლება ალბათ აწი შეგვეძლება.
დაგვალაგე.
მოუთმენლად გელი და წარმატებები. ❣️

ჯერ-ჯერობით სიტუაციის დალაგება ვერ მოხერხდება, პირიქით ალექსიდან გამომდინარე უფრო აირევა ყველაფერი.
მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია და მიზიარებ შენს აზრს ❤❤❤❤

 


№23  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ყველაზე მეტად მიზეზი მაინტერესებს, რატო მოიყვანს ცოლად და თანაც იძულებით რატო.
თათიას ოჯახის მხრიდან რომ არ იქნება ამის იძულება დარწმუნებული ვარ. იმათ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული.
გამიხარდა რომ ორსულობის თემა არაა. ძალიან გააბანალურებდა.
ბოლო ორი თავი მომეწონა. ჩაიხლართა და დაიძაბა ყველაფერი. აი ეგ ყველაზე მეტად მიყვარს. :დ

ნენე ბევრი ბევრი გული შენ ❤❤❤❤❤.
ისტორიას რაც შეეხება მიხარია რომ მომყვები აქაც❤❤❤.
ქორწინების თემას რაც შეეხება, შემდეგ ორ თავში ბევრი მიზეზი გამოჩნდება საამისოდ და შესაბამისად შედგება კიდეც ეს ძალდატანებული ქორწინება ( რომელიც რა თქმა უნდა თათიას ოჯახის მხრიდან არ იქნება გამოწვეული, მითუმეტეს ბანალური ორსულობის თემიდან გამომდინარე).
ჩახლართული მომენტები აწი იქნება ჯერ სადაა :დ :დ :D

 


№24 წევრი Xutu

მალე დადებ?

 


№25  offline მოდერი ნეაკო

Xutu
მალე დადებ?

ხვალ დავდებ ახალ თავს ❤❤❤

 


№26 სტუმარი სტუმარი ლია

როდის დადებ ახალ თავს?

 


№27 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ველი ახალ თავს

 


№28  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლია
როდის დადებ ახალ თავს?

ხვალ შუადღისით დავდებ ახალ თავს ❤❤❤

სტუმარი თამო
როგორ ველი ახალ თავს

ხვალ აუცილებლად დავდებ ❤❤❤❤

 


№29 სტუმარი Tako

Dzaan shoki istoriaa ubralod minda cota tatiaa gaimartos welshi da namdvil rkinis ledad davinaxo rom aleksma dainaxos vinaa tatia asatiani????

Shoki istoriaa ubralod tatias gulubrkviloba mklaavs da minda es gogo axlo momavalshi namdvil rkinis ledad davinaxo romelic alekss erti warbis awevot dasmcirebs da gagijebs???? nu bolos ratkmaunda saocar wkvilad darchnen.❤️
Kargi gogoxar dzaan ase gaagrdzele????????

 


№30 სტუმარი სტუმარი ნინო

როდის დადებთ ახალ თავს???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent