სამი დღე 13
მისაღებში, ლამაზად გაწყობილ სუფრასთან ისხდნენ. უხაროდა ცაროს მამის გვერდით ყოფნა, თან უხერხულად გრძნობდა თავს სანდროს დედასთან. მასთან მას შემდეგ არ ულაპარაკია რაც სახლიდან გააგდო და არ იცოდა რა აზრის იყო სანდროსთან მის კავშირზე. - თქვენ მეგრერლი ხართ არა? - ცივად მიაჩერდა თამრო გიორგის. - დიახ. -უპასუხა კაცმა. - დედის მხრიდანაც? - ჩააცივდა ქალი. - დაიხ. - დაიბნა გიორგი. - გამიგია, მეგრელი მამაკაცები ძლიერი ბუნების და ტრადიციების მოყვარული ხალხი არიანო. - სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემს ოჯახში შეძლებისდაგვარად ტრადიციებს პატივს ვცემთ. - შეძლებისდაგვარად რატომ? - იმიტომ, რომ ზოგიერთ საკითხში მიმაჩნია, რომ რიტუალები და წარმოდგენები გადაჭარბებულია. მაგალითად... - მაგალითად გასათხოვარი, წესიერი გოგო, უცხო მამაკაცთან არ უნდა ცხოვრობდეს, რომელსაც მის მიმართ გარკვეული გრძნობები აქვს და ერთის ნათრევი მეორეს არ უნდა შეტენო ეს ტრადიციები არ მოგწონთ განსაკუთრებით არა? - გააწყვეტინა და თვალი თვალში გაუყარა ქალმა. გიორგი იქვე მოკვდა. მიწა გაუსკდა და თან ჩაიტანა. - ქალბატონო თამარ, ახლავე დატოვეთ ჩემი სახლი! - იყვირა სანდრომ და მაგიდას მძლავრად დაჰკრა მუშტი. - ამ ორი საცოავის გამო საკუთარ დედას ასე როგორ ელაპარაკები? - აიფოფრა ქალი. -ცდებით ქალბატონო თამარა. მე დედა აღარ მყავს. თქვენ კი უცხო ხართ ამ წუთიდან. ახლავე დატოვეთ აქაურობა და აღარასდროს გაბედოთ აქ მოსვლა. დროზე! - იყვირა ჭკუიდან გადასულმა ბიჭმა. - სანდრო! - არ დააკლო ყვირილი ქალმაც. - მე შენ გაგაფერთხილე. მე შენ აგიხსენი. ყველაფერი აგიხსენი ხომ იყო ასე? მიპასუხე. - ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი ახსნა-განმარტება ჩემთვის მისაღებია. - უპასუხა ნირწამხდარმა ქალმა. - მაგრად უკვე შენი აზრი. ახლავე ადექი და გაეთრიე ჩემი სახლიდან. იცოდე მეტჯერ აღად გავიმეორებ პირდაპირ ჩაგავლებ ხელს და გარეთ გაგისვრი. - მე დედა ვარ შენი. ასე როგორ შეგიძლია მომექცე? - ისევე, როგორც შენ შეგეძლო მომქცეოდი. მადლობა, რომ კვერცხუჯრედი გაიღე ჩემთვის და სუროგატს გააჩენინე ჩემი თავი ფიგურა, რომ არ გაგფუჭებოდა. მადლობა, რომ შენი წყალობით გავჩნდი მაგრამ სხვა შენგან არაფერით ვარ დავალდებულებული. შენ რომ გიყვარდე, შენ რომ შვილად მთვლიდე იმ ყველაფრის მერე, რაც მე მოგიყევი ასე არ მოიქცეოდი. აქედან გაეთრიე. გაეთრიე. - საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან ბიჭი. ცარო აკანკალებული ადევნებდა თვალს მომხდარს. როცა სანდროს გაგიჟება პიკს ასცდა სხვა ვერაფერი რომ მოიფიქრა მივიდა და ჩაეხუტა. წამში დაშოშმინდა ბიჭი. ჟანგბადით აევსო ჰაერი და თავადაც მძლავრად მოხვია ხელები. - ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო. ნამდვილად არ მინდა დედა-შვილის კონფლიქტის მიზეზი ჩემი შვილი გახდეს, მაგრამ რომ არ გითხრათ არ შემიძლია. ნუთუ თქვენი შვილი გავს იმ კაცს, რომელსაც შესაძლოა რამე, მითუმეტეს ვინმე შეტენო? თქვენგან განსხვავებით მე ვენდობი მას და სწორედ ესაა ჩემი შვილის აქ ყოფნის მიზეზი. ახლა კი ბოდიშის მოხდით უნდა დაგტოვოთ. - უთხრა გიორგიმ გაგიჟებულ ქალს და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. - ამას არ შეგარჩენ. ნიას ხსოვნას ვფიცავ ამ ყველაფრისთვის მწარედ თუ არ დაგსაჯო. - საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუტრიალა ცაროს და ლიკუნასთან ერთად იქაურობას გაეცალა. ,,იცოდე მანდ თუ დამხვდები მამაჩემთან წავალ და ამას სანდრო არასოდეს გაპატიებს. მძულხარ კუდიანო." - ყურებში უწუოდა რუთის ხმა და თითქმის საათის წინ გათიშულ მობილურს ყურიდან არ იშორებდა. - რუთი სანდროსთვის ძალიან ძვირფასია. გარდაცვლილი დის ხატება, მისი გაზრდილია... ჩემს გამო რომ დაკარგოს?.. ღმერთო, გზა მანახე. ხვალ... ხვალ ყველაფერი კიდევ უფრო ჩაიხლართება, როცა რუთი მოვა და ცარო აქ დახვდება. მიხვდა, რომ ეს პატარა გოგო უფრო აშინებს და ძაბავს ვიდრე თამრო, ან ლიკუნა, ან ორივე ერთად. თავი იმაზე უმწეოდ იგრძნო, ვიდრე ოდესმე. - კმარა ცარო! - შემოუძახა საკუთარ თავს. - საკმარის ხანს იყავი საცოდავი. ერთ დღეს სანდროც მოგიბეზრებს... - გული მოეწურა ამის წარმოთქმისას, მაგრამ შესაშური ოსტატობით შეაკავა თვალის უპეებთან მომლოდინე, გულიდან წამოსული ცრემლის ბურთულა. - დღეიდან საკუთარ თავს თავად მივხედავ. - თქვა ამაყად და მობილურში ნაცნობი ციფრების კომბინაცია აკრიფა. - ლექსო, მჭირდები. - გაგიმარჯოს ცარო... მე კარგად, შენ? - ბოდიში. მაგრამ მართლა ძალიან მჭირდები. - ჰოდა იცი სადაც უნდა მნახო. - სიცილით უთხრა ბიჭმა. - ლექსო... - ჰო, ცარო. - მადლობა. - დროზე მოდი, თორემ ინტერესით ვკვდები. - უთხრა თბილი ხმით და გაუთიშა. ცარომ სწრაფად ჩაილაგა პირადი ნივთები. მხოლოდ ისინი, რაც მამამ მოუტანა. ის იყო სახლიდან გადიოდა დაჩის შეასკდა შუბლით. - ცარო, კარგად ხარ? - კი, კარგად ვარ. ვჩქარობდი და ვერ შეგამჩნიე. ბოდიში. - რას მებოდიშები. ჩათვალე ძმა ვარ შენი. ნუ მიფრთხი, მწყინს. - ძალიან მარტივი იყო მის თვალებში დაგენახა გულწრფელობა. ცარომაც დაინახა და... თითქოს წელში გაიმართა. გაგიჟებამდე გაუხარდა სანდროს მეგობრისგან ეს სიტყვები. - მადლობა დაჩი, ამ წუთიდან შენ ის ძმა ხარ ჩემი ყოველთვის, რომ ვოცნებობდი. - ცრემლნარევი ღიმილით ძლივს შეკოწიწებული სიტყვები უთხრა და მოეხვია. - აბა, ჩემო დაო. სად გეჩქარებოდა? მე წაგიყვან. უარი არ მითხრა. ძმა ხომ მისთვისაა, რომ და გაანებივროს და ცივი ნიავი არ მიაკაროს? - ცარო აიწურა, მაგრამ რას გახდებოდა. რაუნდი, ხომ დაჩიმ მოუგო. ლექსოს სამსახურის მისამართი უკარნახა და მასთან ერთად დატოვა სახლი. - მალე გამოხვალ? დაგელოდები. - ვაჩე იცი მე... მე აღარ ვბრუნდები. - ანუ? სანდრომ იცის? - თვალები წარბებს ზემოთ აუცოცდა ბიჭს. - არა.- თავი დახარა ცარომ. - ჭკვიანი მეგონე ცარო. - თავი დანანებით გააქნია ბიჭმა. - ამდენი რამის შემდეგ ნუთუ ის მაინც არ დაიმსახურა სანდრომ, რომ მისთვის რამე აგეხსნა? - რომ ამეხსნა, წამოსვლას ვეღარ შევძლებდი. - და რა ქენი შენი აზრით? გგონია წამოხვედი და ვსიო, მორჩა? თუმცა, რაღას გიხსნი. რამე რომ გაგეგებოდეს ამდენნაირ შარს კი არ გადაეყრებოდი. - გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოწყვიტა. ეწყინა ცაროს ბიჭის სიტყვები. მუჭით მოიწმნდა თვალს მოწყვეტილი ცრემლები და სადარბაზოს მაშურა. აფორიაქებული შევიდა ლექსოს კაბინეტში. მის წინ სკამზე დაეშვა და გულამოსკვნით აქვითინდა. ბიჭი გაოცებული უყურებდა მგობარს და ისიც ვერ მოიაზრა რამე ეკითხა. ბოლოს როგორღაც გონს მოეგო, მის წინ დაიხარა. ორი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო, რომ თავი აეწევინებინა. - ცარო, რა მოხდა? - ... - ჰე, ამოღერღე. - ბინა მჭირდება და სამსახური, რომ ქირის გადახდა შევძლო... კიდევ არ მინდა ვინმემ გაიგოს სადაც ვიქნები. - რა მოხდა? მეგონა შენ და სანდრო... - მე და სანდრო აღარ არსებობს ლექსო. - ამოიოხრა და მწარედ ატირდა. - ცარო, რამდენი წელია გიცნობ. პატარა, საყვარელი და სამართლიანი იყავი ყოველთვის. ახლა? ახლა თითქოს გამოგცვალეს, თითქოს ხვა ჩაგისახლდა სხეულში და ის ხვა ერთი სულელი და მშიშარა არსებაა, რომელთანაც ვერანაირ საერთოს ვერ ვპოულობ გარდა შენი გარეგნული მხარისა. ვიცი გულს გტკენს ჩემი სიტყვებით მაგრამ კმარა. გონს თუ არ მოხვალ ისე შემოგეფანტება ყევლა ვერც კი გაიგებ და მერე ნამდვილად გექნება სატირლად საქმე. - რუთი დამემუქრა, რომ თუ იქ დავრჩები ლეოსთან გადავა საცხოვრებლად. ამას სანდრო არასოდეს მაპატიებს. - ეს სანდრომ გითხრა? - მან არაფერი იცის. - სწორად მოქცეულხარ იქიდან, რომ წამოხვედი. - ცარომ გაოცებულმა ამოხედა მეგობარს, რომლისგანაც დატუქსვას უფრო ელოდებოდა ვიდრე თავისი საქციელის მოწონებას. - შენ სანდრო არ გცნობია და ადამიანი, ვისაც არ იცნობ შეუძლებელია გიყვარდეს. ნუ მიყურებ თახვივით. არ არსებობს ადამიანი ვინს ჭკუაზეც სანდრო ნაკაშიძე გაივლის. გგონია დაემალები ან სიმართლეს დაუმალავ? მან საათნახევრით არე იცის ხოლმე რა უნდა მოხდეს. ბინას რაც შეეხება დაგეხმარები, ჩემთან შეგიძლია დარჩე სანამ აზრზე მოხვალ. მაგრამ გაფრთხილებ ისედაც არეულ ცხოვრებას თავზე ნუ დაიმხობ. - ამის თქმა და კარი ხმაურით შეგლიჯა ვიღაცამ. ორივემ ერთდროულად გაიხედეს მისი მიმართულებით. - რას გეუბნებოდი? - ნიშნისმოგებით უთხრა ლექსომ ცაროს და კარში გახევებული ნაკაშიძისკენ წავიდა. - მე გავალ, იმედია ორივე ცოცხალი დამხვდებით. მე ლექსო ვარ, ცაროს კურსელი და მეგობარი. - ხელი გაუწოდა ბიჭს და როცა მანაც შეაგება მარჯვენა მძლავრად ჩამოართვა და ოთახიდან გავიდა. - მიზეზი? - ყინულივით ცივი მხმით და ასეთივე მზერით უთხრა ბიჭმა. - ასე ორივესთვის აჯობებს. - არ მიკითხავს ვისთვის რა ჯობია, როგორმე თავად გადავწყვეტ. მიზეზს გეკითხები? - მე ვიფიქრე, რომ... - დაიბნა გოგო. - ცარო რა მიზეზით წამოხვედი? ვინ დაგირეკა? - არავინ!- სასწრაფოდ წამოიძახა გოგომ. - ცარო კამერის ჩანაწერები ვნახე, ვიცი, რომ ვიღაცამ დაგირეკა და მას მერე იქცევი შეშლილივით. იცოდე მეტჯერ აღარ გკითხავ. პირდაპირ კავშირგაბმულობაში დავრეკავ, ხომ იცი დირექტორი ვინც არის. ახლა შანსს გაძლევ უბრალოდ, რომ თვითონ ამიხსნა. - ღუთი იყო. - ამოიკნავლა გოგომ. მითხრა, რომ თუ არ დაგშორდები ლეოსთან გადავა საცხოვრებლად. - თვალებში ჩახედვა ძლივ გაუბედა. - აჰაა. ესე არა? ყოჩაღ თამრო კარგად გიმუშავია. - მწარედ ჩაიცინა ბიჭმა. ესეიგი ლეოსთან არა? მშვენიერი იდეაა. და შენ? - რა მე? - მშორდები არა? - სანდრო. - ცრემლები გადმოსცვივდა გოგოს. - კი თუ არა? - ხმა გაიმკაცრა ბიჭმაც. - ჰო. - ძლივს ამოღეღა. - ცარო ადამია - დაისისინა მისი სახელი და გვარი ირონიულად. - რომ დამშორდე ჯერ ჩემი უნდა გერქვას. მე კი არ მახსენდება, რომ ჩვენს შორის ერთი ორი კოცნის გარდა რამე ურთიერთობა გვქონოდა. შენი და ლეოს კონტრაქტს თუ გავითვალისწინებთ მეტიც მეკუთვნოდა. მაგრამ იმდენად უგებური იყო შენი ტუჩები მეტის სურვილი არ აღმიძრა. შენ მე გადაგარჩინე, ჩემს სახლში გაცხოვრე, გიფრთხილდებოდი. როგორც ჩანს დაუმსახურებლად. უმადური აღმოჩნდი ამიტომაც მოგიწევს გადამიხადი ყველაფრისთვის მერე კი ჯანდაბაშიც წასულხარ. - ზიზღით გამოსცარა ნაკაშიძემ. - მე... როგორ შეიძლება მადლობა გადაგიხაქდო? - ტირილს აპირებდა მაგრამ თავი როგორღაც შეიკავა. გული შუაზე გაუგლიჯა ბიჭის სიტყვებმა, მაგრამ არ უნდოდა უფრო მეტად დაემცირებინა საკუთარი თავი. - ერთ თვეში ცოლს ვირთავ. მინდა საქორწილო სამზადისს შენ მიხედო. ვაღიარებ კარგი გემოვნება გაქვს და სრულად გენდობი. ოღონდ ერთი პირობაა კვირაში ორჯერ ბიჭების წვეულებას მოაწყობ და მინდა შესაფერისი გოგონებიც შენ შემირჩიო. ვაპირებ დაქორწინების შემდეგ სრულად ვუერთგულო ჩემს მეუღლეს ამიტომ, ,,საგულაოს" მანამდე მოვილევ. - უდარდელად მოახსენა ნაკაშიძემ. ცაროს მომენტალურად დდაუმძიმდა კიდურები. საფეთქელებში ძლიერი წვა იგრძნო და მოსწყდა კიდეც რეალობას. სანამ სანდრო გონს მოვიდოდა უკვე იატაკზე ეგდო და თავთან სისხლის გუბე ედგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.