შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღე 11 თავი


25-03-2020, 23:16
ავტორი gabi du
ნანახია 2 650

ლეო ძნელაძეს დილის გამოცემები ელაგა წინ და სახეზე სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა. ,, რა ურთიერთობა აქვთ ბიზნესმენ სანდრო ნაკაშიძესა და ლეო ძნელაძის ყოფილ საცოლეს?!" უზარმაზარი სათაური ამშვენებდა წყვილის მანქანაში გადაღებულ ფოტოს, რომელიც ჟურნალის პირველ გვერდზე წამოუჭიმავთ სეირის მოყვარულ ჟურნალისტებს.
- ასე არა? ქალი ამახიე ხომ ტექნიკურად? შენ ცარო? არც შენ ყოფილხარ უფრთო ანგელოზი. თითს არ მაკარებინებდი, ნაკაშიძეს კი ეხვევი ვით. ჯერ არ ვიცი, როგორ მაგრამ პასუხს გაგებინებთ. ამისთვის დაგსჯით, ორივეს! - ძიძღით გამოსცარა მოტყუებულმა რაინდმა, პირდაპირ ბოთლიდან მოსვა სასმელი და მაგიდაზე შემოწყობილი ფეხის ტერფები აათამაშა.

* * *
- სანდრო! ეს რას ნიშნავს? - დაუკაკუნებლად შეაჭრა თამრომ საძინებელში და ახალგაღვიძებულ შვილს თავზე დაადგა გაცოფებული.
- ახლა რაღა მოხდა? - ზლაზვნით წამოიწია სანდრო.
- მეკითხები კიდეც? მეკითხები კიდეც რა მოხდა? არ გითქვამს, რომ ცარო იმ ნაძირალა ძნელაძის საცოლე იყო.
- სწორად აღნიშნე დედა - იყო! - მშვიდად უპასუხა შვილმა და შარვალს ხელი დაავლო, სწრაფად ამოიცვა და ოთახიდან უნდა გასულიყო თამროს, რომ ნერვებმა უმტყუნა.
- სულ გაგიჟდი ხომ? ქალი დაილია ამქვეყნად ძნელაძის ნათრევი და მერე მიგდებული ქალი რომ არ მოგეყვანა შინ?
- თამრო გაჩუმდი!
- ახლა თამროც გავხდი ხომ? დედა აღარ ვარ?
- დედა შვილის აზრს პატივს სცემს. ცარო მანამ შემიყვარდა სანამ ვინმეს საცოლე იქნებოდა. თუ ეს გაწუხებს იმასაც გაცნობებ, რომ ერთადერთი მამაკაცი ვინც მას შეხებია მე ვარ. ზღვარის ფარგლებში რა თქმა უნდა. ცარო ლიკუნაში არ აგერიოს და სიტყვები აკონტროლე.
- ჯადო გაგიკეთა? რამ დაგაბრმავა. თავმოყვარეობა არ გაგაჩნია?
- თავმოყვარეობის შესალახს რას ვაკეთებ დედა?
- სხვისი ქალი გყავს შინ.
- ცარო ჩემია. ჩემი იყო და ჩემი იქნება. თუ არ დაუკვირდები იმას, რას ამბობ მეორე შვილიც მოგიწევს რომ იგლოვო. ამ წუთიდან შენზეა დამოკიდებული ჩემი და შენი ურთიერთობა. ისევე მოგექცევი, როგორც შენ ცაროს. ერთ ადგილს არ დააყენებ და სანდრო აღარ გეყოლება. თავად გააკეთე შენს სიჯიუტესა და შვილს შორის არჩევანი. კარგი იქნება თუ დღესვე დაბრუნდები სახლში და მაშინ მოხვალ, როცა ჩემი ბედნიერების გაზიარებას შეძლებ.
- მაგდებ? - სულ შეიშალა ქალი.
- არა. საშუალებას გაძლევ დაფიქრდე, რომ საბოლოოდ არ ჩაკლა შენში დედა და ჩემში შვილი. - იცოდა დედას ტკენდა, მაგრამ მისი ხასიათის გათვალისწინებით ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. თამრო გაბრაზებული გატრიალდა და უსიტყვოდ გაიხურა კარი.

* * *

ცარო დილიდან უხასიათოდ იყო. ანერვიულებული, თითების მტვრევით მიდი-მოდიოდა ოთახში. ყველა ახლობელზე ერთდროულად ეფიქრებოდა. ვინ, როგორ მიიღებდა ახალ ჭორს.
- რა უნდათ, რას გადამეკიდნენ, რატომ არ დამანებებენ თავს. - სასოწარკვეთილმა ამოიტირა და თავი ხელებში ჩარგო.
- ცარო, მამაშენი მოვიდა. - ოთახში თავი შემოყო სანდრომ. ცარომ თავი ძნელად ასწია.
- რა... რა გითხრა?.
- არ მინახავს ჯერ. დაცვამ შემატყობინა და პირდაპირ შენს გასაფრთხილებლად ამოვედი.
- მეშინია.
- საშიში არაფერია. - უნდოდა მოხვეოდა, მაგრამ გაახსენდა რასაც შეჰპირდა და თავი შეიკავა. - სიმართლეს ვეტყვით და ვიცი, რომ გაგვიგებს.
- სიმართლეს? მას რა უნდა ავუხსნა, როცა თვითონ ვერ გავრკვეულვარ ჩემს გრძნობებში. - თვალებში შეხედა ადამიამ და ინატრა მიწა გასკდომოდა. იმედგაცრუებულ, წყენაშეპარულ მზერას თვალი ვერ გაუსწორა. - სანდრო, გთხოვ მითხარი, რომ შენ მაინც გესმის ჩემი. - მიუახლოვდა და საკუთარი ინიციატივით ჩაეხუტა. ბიჭმა ცივად მოიშორა.
- ცარო, მე არასოდეს არაფერს დაგაძალებ. წამოდი, მამაშენი გველოდება. - გოგოს გული დასწყდა მაგრამ რას იტყოდა. თავდახრილი მიჰყვა უკან ნაკაშიძეს.
- ცარო! - დაინახა თუ არა, მისკენ წამოვიდა და გულში ჩაიკრა შვილი გიორგიმ. - როგორ მომენატრე ჩემო გოგო. - ცარომ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლებს გზა მისცა. - როგორ ხარ მამა?
- კარგად ვარ მამიკო. მეც ძალიან მომენატრეთ. დედა? დედა როგორ არის?
- კარგად არის ჩემო გოგო. არ იმჩნევს, მაგრამ მასაც ძალიან ენატრები.
- ალბათ უფრო ბრაზობს ახლა არა? - გაუბედავად იკითხა.
- დროა საკუთარ თავზე იფიქრო შვილო. ხომ გაგიგია, ნათქვამია ანგელოზიც, რომ იყო ვიღაცას შენი ფრთების შრიალი არ მოეწონებაო. აქ არც შენს გასაკიცხად მოვსულვარ შვილო, არც ჭკუის დასარიგებლად. მონატრებას ვეღარ გავუძელი. სანდრო ყოველდღე მიგზავნიდა შენს ფოტოებს მაგრამ... კარგი ბიჭია შვილო, ძალიან უყვარხარ. მასთან არ მედარდები. - კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში შვილი.
- ბატონო გიორგი, გთხოვთ სადილზე დაგვეწვიოთ. ცაროს გაახარებთ, მოენატრებოდა ოჯახური გარემო. - სანდრო შემოუერთდა მამა-შვილს.
- არ შეგაწუხებთ შვილო. მენატრებოდა ჩემი გოგო, უკვე მოვეფერე და ახლა დაგტოვებთ.
- ნუ გვაწყენინებთ რაა, რა შეწუხება გაქვთ მხედველობაში. განა შეიძლება მშობელმა შვილი შეაწუხოს? თან დავილაპარაკებთ, საქმე მაქვს თქვენთან.



№1  offline წევრი sofo_sofia13

აუპატარა თავიი იყოო

 


№2  offline წევრი gabi du

დიდი ნაწილი წამეშალა საყვარელო და მეტის დაწერა ვეღარ მოვახერხე. დღეს ისევ დავდებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დადებ

 


№4 სტუმარი სტუმარი Xxxx

momewona!! velodebi shemdeg tavs

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდიის დადებ

 


№6  offline წევრი თათუ♡

აღარ აგრძელებ?!

 


№7  offline წევრი თათუ♡

მე ისევ ველოდები

იმედია გააგრძელებ ♡

 


№8  offline წევრი თათუ♡

გააგრძელე რა ❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ნელი

აღარ ამთავრებ? დაწერე რას აპირებ.ისე რა წესი გაქვთ საერთოდ,დაუმთავრებია მიტოვება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent