შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის სიღრმეში (თავი I)


20-06-2021, 16:21
ავტორი donald duck
ნანახია 2 956

ყოველდღიურობის რუტინაში ისე ვართ გახვეულები და დაბრმავებულები ბოლო სერიის რობოტივით უშეცდომოდ ვაკეთბთ ყველაფერს. მსოფლიო ვითარდება, ტექნოლოგიები მედიცინა ყველაფერი წინ მიიწევს გრძნობების და ურთიერთობების გარდა. ყველაფრის განვითარების უკუპროპორციულად მიდის გრძნობები, ემოციები და ურთიერთობები. თითქოს ზემოთ ხსენებული რობოტებივით გვიცივდება გული და მეტალის ხდება. დაპროგრამებუებივით ვმართავთ ჩვენს ცხოვრებას. ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები თუ აღმოვაჩენთ რომ ჩვენმა ცხოვრებამ ისე სწრაფად ჩაგვიქროლა გვერდით ვერც კი შევამჩნიეთ. ყოველდღიურმა რუტიმან ისე გამოგვამწყვდია ჩარჩოებში რომ გარშემო სხვა ვეღარაფერს ვამჩნევთ.
ჩვეულებრივი დღე იყო, როგორც ყოველთვის, ივნისის 12. დილით ისეთი სისწრაფით გავემზადე და სამსახურში გავიქეცი ისიც არ მახსოვს ტანზე რა ჩავიცვი. თმაც როგორც ტრადიციულად ცხენის კუდივით გამოვიკვანძე უკან. მანქანაში ჩავჯექი და თითქოს ვიღაც მომდევდა ისე გავაქროლე ჩემი „გოგონა“. სულ მეჩქარებოდა, სულ მაგვიანდებოდა. ასე მეგონა. სინამდვილეში ყოველთვის ადრე მივდიოდი, მერე ვიდექი ოფისის კართან და ველოდი როდის გამიღებდნენ კარს რომ დამეწყო მუშაობა.
-ისევ გამოგაგდეს? - მომღიმარი შემომეგება დაბალი, თხელი ტანის ქალბატონი, ჩვენი ოფისის დამლაგებელი,(მრცხვენია მაგრამ სახელი არ ვიცი) რომელიც ყოველთვის აგვიანებდა ჩემგან განსხვავებით. კარში გასაღები გადაატრიალა ოფისში შევიდა სიგნალიზაცია გამორთო და მეც შემიპატიჟა უხმო ჟესტიკულაციით.
პასუხად გავუღიმე და უსიტყვოდ შევედი ჩემს ოთახში. ფანჯარა გამოვაღე და დილის ჰაერი ღრმად შევისუნთქე. კედელზე დაკიდებულ საათს შევხედე ჯერ 08:32 საათს აჩვენებდა ციფერბლატი. მაგიდასთან მივედი, წინა საღამოს დატოვებული საბუთები უწესრიგოდ ეყარა მაგიდაზე.თვალი გადავავლე საბუთებს. სასწრაფო არაფერი იყო. კომპიტერი სამუშაო მდგიმარეობაში მოვიყვანე. მივუჯექი და ღრმად ამოვისუნთქე. წლების წინ ნანახი ვიდეო რგოლი გამახსენდა, რომელიღაცა საფონდო ბირჟის პლათფორმის იყო. ზუსტად არ მახსოვს რომლის. იმ ვიდეო რგოლში არსებულ მთავარ გმირად წარმომესახა საკუთარი თავი, გამეღიმა და საკუთარ თავს მივეცი პირობა რომ რამეს შევცვლიდი აუცილებლად და მეც რობოტად არ ვიქცეოდი. ზუსტად ერთ საათს გასტანა ამ პირობამ და ისევ თავით გადავეშვი სამუშაო პროცესში. პირველად თავი რომ ავწიე კომპიუტერიდან საათი უკვე 11:58-ს აჩვენებდა.
-უი რა დრო გასულა- ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის და ხელები სახეზე მოვისვი
ნელა წამოვდექი და იურისტებთან გავედი ოთახში. იურისტებს საერთო კაბინეტი ქონდათ ოთხი იურისტი იჯდა ერთ კაბინეტში. ნელა დავაკაკუნე ოთახის კარზე და შევაღე. ყველამ ერთდროულად შემომხედეს და ღიმილით დამაჯილდოვეს, საპასუხოდ მეც გავუღიმე.
-მოდი- გამიღიმა ანიტამ და სათვალე მოიხსნა - წყალსადენთან დადებულ ხელშეკრულებას გავდივაარ რაღაც უზუსტობებია და მინდა მერე ერთად გავიაროთ მანამდე მე დავალაგებ.
-კი, ეგ მეც მინდოდა შემეხსენებინა, სანამ ორივე მხრიდან ხელი მოეწერება ბოლომდე ჩავყვეთ ყველა დეტალს -გავუღიმე და ზურას მივუბრუნდი რომელიც ანიტას მოპირდაპირედ იჯდა - თურქებს დაუკავშირდი და ახალი პროდუქციის მიღებაზე ინვოისი გაიარეთ, ავანსსი იქნება გადასარიცხი და მინდა ამ თვი ჭრილში მოვასწროთ.
ნელა გამოვტრიალდი და კარისკენ წავედი, ცოტახნით შევჩერდი კართან და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ოთას. ზურას უკე ტელეფონი მოემარჯვებინდა და დავალების შესრულებას შესდგომოდა ანიტა ისევ ხელშეკრულებას დაუბრუნდა და პუნქტებს ინიშნავდა. სოფო და მარი თავის საქმეს აგრძელებდნენ უხმოდ. მეც უხმოდ დავტოვე ოთახი.
ბუღალტერიის ოთახის კარი ოდნავ შეღებული იყო და იქიდან მხიარულების ხმა გამოდიოდა, ნელა შევაღე და თავი შევყავი.
- აქ რა ხდება? -გავუღიმე იქ მყოფებს
- ოჰო - ტაში შემოკრა გიორგიმ -გვიკადრა ფინანმა? -და თვითონაც გაეცინა თავის ნათქვამზე
- ჩემ მაგიდასთან ზიხარ ხომ არ გავიწყდება? - წარბი ავუწიე და გამეღიმა მეც
- ეგ მაგიდა იღბლიანი მაგიდააა -გაეცინა ეკოს
- დეკლარაციებზე რა ქენით გადაგზავნეთ? - პასუხი ისედაც ვიცოდი, გუშინ შევამოწმე და ყველაფერი იდეალურად ქონდათ შესრულებილი და გადაგზავნილი, იქვე ეკოს მაგიდის წინ სკამზე ჩამოვჯექი
- მოვა ჩვენი გენერალი და იმას კითხე- გიომ თავით მანიშნა ნანას მაგიდაზე
- პარასკევია ხომ დღეს? -სასხვათშორისოდ ვიკითხე - ვერ ვიტან გადარიცხვის დღეებს - ხელები უსიცოცხლოდ ჩამოვუშვი, სინამდვილეში მომდევნო ორი დღის უსამურად და მარტოობაში გატარების პერსპექტივას ვერ ვიტანდი.
- ჩარიცხვის დღეები ხომ მოგწონს? -გაეცინა გიო
- კი ეგ ძალიან მეც მიზიდავს - სიცილში აყვა ეკო
- ვიცით ნანას ამბავი?- გიოს ჟესტიკულაციით მივანიშნე მეც ნანას მაგიდაზე - რატომ არ ვართო დღეს?
- არააა - სიტყვა გაწელა ეკომ - სიმართლე გითხრა არ დამირეკავს, არ გამახსენდა
საათს გავხედე 12:18 საათს აჩვენებდა, ნელა წამოვდექი და ოთახი დავტოვე.
საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. ჩემ ოთახში დავბრუნდაი და გასაკეთებელი საქმეების სიას ჩავხედე
12 ივნისი
1. შესყიდვების აქტების გავლა +
2. გადარიცხვების გამზადება +
3. დეკლარაციის გადამოწმება +
4. ეკო ლაინთან დარეკვა +
5. ხელფასების დათვლა +
6. პრემიები +
7. საგადასახადოში დარეკვა +
8. აუდიტთან დარეკვა+
9. მოგება ზარალი+
10. გადარიცხვების დადასტურება -
საათს გავხედე ჯერ პირველიც არ არის. გადარიცხვების დადასტურება ადრეა ჯერ. ისევ კომპიუტერს მივუბრუნდი. უნამუსოდ გამახსენდა რომ 3 დღეა დედაჩემთან არ დამირეკავს. გუშინ მამას ველაპარაკე. მას არასდროს ვავიწყდები. უბრალოდ ჩემი ხმის გაგონებითაც კმაყოფილია ხოლმე. „მთავარი ცოცხალი ხარ და სუნთქავ“- ო რომ ვუპასუხებ პირველი მაგას მეუბნევა ხოლმე. თუ ვეტყვი რომ არ მცალია და მერე დავურეკავ უხმოდ მითიშავს, თუ მოვიკითხე „როგორ ხარ?“ -თქო მაშინ მხიარულ ნოტაზე მომიკითხავს და გაარკვევს რამე ხომ არ მჭირდება. ან თაგვმა ხომ არ ჩამოიხრჩო თავი ჩემს მაცივარში. „უი, პროდუქტები მაქვს საყიდელი.“ მოვინიშნე გონებაში. მერე ტელეფონს დავწვდი და დედას დავურეკე.
-ამ ქალს ტელეფონი არ ჭირდება - ჩემთვის ჩავიბურდღუნე და ის ის იყო გათიშვას ვაპირებდი რომ მიპასუხა
- როგორ ხარ საყვარელო?- გაისმა მონატრებული ხამ ყურმილს იქიდან
- კარგად მომენატრე - დაველოდე მის რეაქციას და გავაგრძელე - რატომ მიმატოვე?
- ხომ იცი სახლიდან გასვლა ჩემთვის სასჯელია - გაეცინა დედაჩემ
- ეგრე ხოოო? -მუხარასავით გამომივიდა - სულ აიღე ხელი შენ საყვარელ შვილზე, იქნებ რამჭირდება? -გავბუსხე ტუჩები
- ვიცი არ მოგერიდება დარეკვა და თხოვნა.
- კარგი რა დეეე - ამოვიოხრე და ფანჯარასთან მივედი - გამოდი დღეს ლაზანიაზე დაგპატიჟებთ შენ და მამას
- შენ გააკეთებ თუ გამოიძახებ? -შემპარავად მკითხა დედაჩემმა
- მაშინ ხვალ - გამეცინა - დღეს საღამოსთვის ვერ მოვასწრებ და ხვალისთვის გაგიკეთებთ დღეს პიცით შემოვიფარგლოთ მაშინ
- შენ გამოდი და დარჩი დღეს - სევდიანი გაუხდა ხმა დედაჩემს -მე მოვასწრებ ლაზანიის გაკეთებას
- მოვიფიქრებ - ზუსტად ვიცოდით ორივემ რომ არ გავიდოდი
- კარგი მიყვარხარ დედუცი - თითქოს იმედს ებღაუჭებოდა რომ გავიდოდი
- მეც მიყვარხარ - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე
უკვე ორი წელია რაც მარტო გადავედი საცხოვრებლად და დედაჩემს ისევ ისე უჭირს შეგუება ამ ფაქტთან როგორც პირველ დღეს. ბოლოს ორი კვირის წინ ვიყავი მათთან და რომ მოვდიოდი ისე აღვარღვარებდა ნიანგის ცრემლებს გეგონება ომში მიშვებდა. მეც უნამუსოდ სპეციალურად მათგან შორს ვიყიდე ბინა. „სოლოლაკში გაზრდილი ქალი დიდ დიღომს როგორ შეეგუე“ -ო სულ მაგას მეუბნეოდა მეკიდე თავს ვიმართლებდი „ვაკე- საბურთალოს ეკუთვნის, მთლად სოფელშიც არ წავსულვა“-თქო.
ხანდახან ისე მენატრებოდა ბავშვობა, რომ მახსენდებოდა ღიმილ ნარევი ცრემლები მახრჩობდა. ნამდვილად ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მრავალფეროვანი, ხალისიანი, ბენიერი, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ დროის ფერები ახლანდელის ფერებისგან. გულში რაღაც ჩამწყდა.
უკვე 28 წლიას ვარ, გასათხოვარი (თუ გაუთხოვარი), იდეალური კარიერით. ვერც იმას იტყვით რომ მახინჯი ვარ. არც ლამაზი მეთქმის. ჩვეულებრივი გოგონა ვარ. წაბლისფერი თმით, მომწვანო (ბალოტნი ასე ეძახის ხოლმე დედა) თვალებით. მაღალი კისერით (ბაბუის დამსახურებით), საშუალო სიმაღლით (172 სმ) და დისტროფიკი (როგორც ბებიაჩემი იტყოდა). არადა რატო? ბებიებს ეგ პრობლემა აქვთ ყველას მგონი. თუ 120 კილოგრამს არ იწონი დისტროფიკი ხარ. „უბრალოდ გამხდარი ვარ ბებია, არაფერი არ მჭირს.“ სულ თავს ვიმართლებდი ხოლმე. ის კი ცრემლად იღვრებოდა „ჭია გყავს და გამოსაკვლევი ხარ“ -ო
49,6კგ გუშინ საღამოს ავიწონე. იდეალური წონაა ვფიქობ. „იმიტომაც არავის უყვარხარ რომ გხედავენ ეშინიათ“-ო მხარს უბავდა ბებიაჩემს თავისი და.
-ნელიკო და შენ რატომ არავინ შეგიყვარა? შენ ხომ ფუმფულა ხარ? -ერთხელ გაბრაზებულმა მივაძახე და ენაზე ვიკბინე.
გამახსენდა როგორ ყვებოდა ხოლმე მის ერთადერთ სიყვარულზე რომელიც სამამულო ომში გაუშვა და სამწუხაროდ იქიდან ვეღარ დაბრუნდა. მას შემდეგ არავისკენ გაუხედავს ნელიკოს. „საკუთარ თავს უფრო მივეცი პირობა რომ ჩვენსს სიყვარულს არასოდეს ვუღალატებდი“-ო. იმდენად ხეპრე ვარ რომ ბოდიშიც კი არ მოვუხადე. ფხუკიანი ბავშვივით გამოვიხურე კარები და წამოვედი.
დღეს მოგონებები თავისიდ მეძალებოდნენ, რაღაც უცნაური იყო ჩემთვის ეს მოვლენები. არასდროს ვყოფილვარ სენტიმენტალური დღეს კიდე, მეღიმება წარსულზე და ცრემლი მერეოდა. შინაგანად ვგრძნობდი რომ სულში რაღაც სისუსტე მეპარებოდა, არ ვიცი ეს ჩემი რეჟიმის და გადაღლილობის ბრალი იყო თუ რამე სხვა, უფრო სერიოზული რამის.
მაგიდაზე ტელეფონი განათდა. ერთ ერთ მესენჯერში დედაჩემისგან სურათი მივიღე. გამეღიმა და ტელეფონს მივწვდი. ლაზანიის კეთების აღმბეჭდავი სურათი წარწერით „იცოდე ცივი ისეთი გემრიელი არ იქნება როგორც ცხელ ცხელი“
-ოხ დედა -გამეღიმა კიდევ ერთხელ
საათს გავხედე ხუთი ხდებოდა. ისევ კომპიუტერს მივუბრუნდი. გადარიცხვები დავადასტურე. საჭიროებისამებრ საგადახდო დავალებები გადავაგზავნე. ამ ყველაფერს რობოტივით ვაკეთებდი. იმდენად გამჯდარი მქონდა უკვე სისხლში.
წლებია ამ კომპანიაში ვმუშაობ. 19 წლის ვიყავი სტაჟირებისთვის რომ შემოვაღე მთავარი კარი და ბუღალტრის დამხმარედ დამსვევს სამი თვით (ზუსტად იმ მაგიდასთან სადაც გიო ზის ეხლა) და მას შემდეგ უკვე 9 წელი გავიდა. რამოდენიმე პოზიცია გამოვიარე და უკვე 15 თვეა ფინანსიტად დამაწინაურეს. ალბათ უამბიციო მოგეჩვენებით, როგორ შეიძლება ადამინი ერთ კომპანიაში 9 წელი მუშაობდესო. ძალიანაც ამბიციური ვარ, მაგიტომაც ვარ ეხლა ამ პოზიციაზე. მე და ჩემმა კომპანიამ ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ რომ აქამდე მოვსულიყავით მეც და კომპანიაც. ბევრმა ბუღალტერმა და მთავარმა ბუღალტერმა გაიარა ჩემს ხელში. ყოველი კრიზისი და ყოველი გამარჯვება მახსოვს. კომპანიისაც და ჩემიც ამ კომპანიაში. იყო პერიოდები როცა ბატონი გოგა (დამფუძნებელი) ყველაფერჩიკს მეძახდა. როცა მოითხოვდა სიტუაცია კურიერიც ვიყავი, ოფის მენეჯერიც, ბუღალტერიც და იურისტიც. ბევრი ვიშრომეთ, ვიბრძოლეთ და დღეს ჩვენს ბაზარზე წამყვანნი პოზიცია გვიკავია. მეამაყება რომ ამ კომპანიის ოჯახის წევრი მქვია.
კიდევ ერთხელ გავხედე საათს და თითქოს დაბარებულივით ეკომ შმოყო თავი ჩემს ოთახში რომელიც უკვე წასასვლელას იყო გამზადებული. ოდნავ შემოაღო კარი და თავი შემოყო. ინსტიქტურად მისკენ გავიხედე გავუღიმე და ისევ საათს გავხედე 18:21 საათს აჩვენებდა.
-კიდე აქ ხარ? -სასხვათაშორისოდ ვიკითხე და გავუღიმე
- გავდივარ უკვე -საპასუხოდ გამიღიმა - მეილზე ინვოისები და ხელმოწერილი მიღება ჩაბარებები გადმოგიგზავნე. დასადასტურებელია.
- კარგი მივხედავ გაიქეცი შენ და ნატალიკო ჩამიკოცნე
- შეგიძლია გამოგვიარო და შენთვითონ ჩაკოცნო -კეკლუცად შეათამაშა წარბები და გასასვლელისკენ გავიდა
- მოვიფიქრებ - უკვე კალიდორის ბოლოში მყოფს დავაწიე გზაში
- გელოდები - საპასუხოდ გამომძახა და მთავარი კარების მძიმედ დახურვის ხმა გავიგონე
მეამაყებოდა ჩემი გუნდიც. ვიცოდი რომ მოტივირებული გუნდი მყვადა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული. არავის არ ეჭირა გაქცევაზე თვალი. ერთგულად და ბოლომდე მიყავდათ დაწყებული საქმე. ამ ყველაფერს ვხედავდით და ვაფასებდით.
ჩემს სიაში ბოლო პუნქტიც დავაპლიუსე, ორშაბათის აუცილებელი გასაკეთებელი საქმეების სია ჩამოვწერე. ამაყად დავხურე ბლოკნოტი. მეილზე ყველა თანამშრომელს მადლობის წერილი გავუგზავნე და უქმეების სასიამოვნოდ გატარება ვუსურვე. კომპიუტერი გამოვრთე და სახლში წასასვლელად გავემზადე. თითქოს დაბარებულივით რომ ახმაურდა ჩანთაში ჩემი ტელეფონი.
-ხო დედა - სწრაფად ვუპასუხე როგორც კი ტელეფონს მივაგენი ჩანთაში - გამოვდივარ
- ლიანა დაიღუპა - ჩამწყდარი ხმით მაუწყა დედაჩემმა
ფიქრობთ თავზარი უნდა დამცემოდა, სახე დამეხოკა და თვალები ტირილით უნდა დამესიებინა? არა, ლიანა ჩვენი მეზობელი, შინაბერა ქალბატონი, რომელსაც ჩემი დანახვა ისე ახარებდა იფიქრებდით რომ ჩემს მეტი არავინ ყავდა საფიცარი ამ ქვეყანაზე, მაგრამ რა ვქნა ჩემში იოტის ოდენა სიმპათიასაც კი ვერ იწვევდა ეს ქალი.სულ მაგაზე მებუზღუნებოდა დედაჩემი „ესეთი უჟმური რა გაგაჩინა ღმერთმა? რა დაგიშავა მაგ ქალმა?“-ო არც არაფერი, აი არ ვიცი რატო, მაგრამ მასში ვერანაირი დადებითი ვერ ვიპოვე.
-მერე?- ძალიან სასხვათაშორისოდ ვიკითხე
- რას ქვია მერე? -შეშფოთდა დედაჩემი - ქლას მზე და მთვარე ამოსდიოდა შენზე და აუცილებდა გამოდი პანაშვიდზეც და სამძიმარზეც. სამშაბათს დაკრძალვაა- არც კი მაცადა ისე გათიშა ტელეფონი
- ბარემ ჭირისუფლადაც დავჯდები - ჩავიბუზღუნე ჩემთვის და ტელეფონი ჩანთაში ჩავაბრუნე
კაბინეტიდან გამოვედი და საკომფერენციოსკენ ავიღე გეზი სადაც ახალი პროექტების განხილვა მიმდინარეობს ხოლმე ყოველ საღამოს. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ კომფერენციებს არასოდეს ვესწრები. 10 კაციანი გუნდია რომლებიც მთელი დღის განმავლობაში განიხილავენ ამა თუ იმ პროექტს და დღის ბოლოს გეგას (პროექტების მართვის მენეჯერი) წარუდგენენ ხოლმე. მოწონებულ პროექტს გეგა ბატონ გოგას წარუდგენს. თუ ბატონი გოგა დადებითად შეაფასებს მერე იურისტებთან მიდის სამართლებრივი ნორმების დასადგენად. შემდეგ შემოდის ჩვენთან ფინანსისტებთან და ბუღალტრებთან რომ მისი კალკულაცია მოვახდინოთ. გაფასების შემდეგ გამოვყოფთ ბიუჯეტს და დავამტკიცებთ. გარკვეულ პერიოდს მივცემთ აღნიშნული პროექტის წარმატებით ჩასაბარებლად. (ჩვენი ყველა პროექტი წარმატებით ბარდება)
ნელა შევაღე კარები და თავი შევყავი. ნუცა რაღაცაზე ეკამათებოდა აკოს, არც აკო თბობდა და ხელს პროექტორის ეკრანისკენ იშვერდა.ოდნავ ჩავახველე რომ შევემჩნიე იქ მყოფებს.
-გეგა გავდივარ -გავუღიმე შესამჩნევად - ამბასადორის პროექტი დამტკიცებულია. კალკულაცია შენ მაგიდაზე დევს.
- კარგი -მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიპასუხა და თავი დამიკრა
- ორშაბათამდე და წარმატებები - გავუღიმე და გამოვტრიალდი
ნელა ჩავიარე კიბეები და შენობის უკანა ეზოში მანქანების სადგომზე გავედი. როგორც ყოველთვის გასაღებს ვეძებ, „ჯანდაბა“ ჩავიბუზღუნე „სად არის“ ვბრაზდებოდი გასაღებზე და ჩანთას ვქექავდი.
-ჯანდაბა, ჯანდაბა სად წავიღე - უკვე ხმამაღლა ვამბობდი
- უკან ჯიბეში -გამომძახა უცნობმა და გზა გააგრძელა
-მადლობა - დავაწიე გზაში და უკანა ჯიბეში ჩავიყავი ხელი. შემრცხვა მართლაც იქ დამხვდა გასაღები
მანქანაში ჩაჯდომა და ისევ ტელეფონის ამღერება ერთი იყო. ჩანთა მგზავრის სიდენიაზე გადმოვაპირქვავე, მანქანა დავძარი და ტელეფონს დავწვდი. ამჯერად ჩემი ძმა იყო. „ალბათ დედა არეკინებს“ გავიფიქრე და ვუპასუხე
-ცოცხალი ვარ - გამეცინა მეთვითონ
- მეც შენ წარმოიდგინე - ჩემი ძმაც ამყვა სიცილში - დედამ დაგირეკა?
- ეგრეც ვიცოდი - თვალები გადავატრიალე - ლაზანიით ვერ მიმიტყუა და ლიანას პანაშვიდით უნდა რომ მიმიტყუოს?
- ლაზანია გაკეთა? - აუქოთქოთდა მუცელი ჩემ ძმას - ხვალ არ მცალია და წამოდი რა დღეს ავიდეთ ერთად მარტო არ მინდა წასვლა - შემეხვეწა ჩემი ძმა
- და თან ლაზანიასაც დააგემოვნებ ხო? -გამეცინა უფრო ჩემთვის
- კი ეგ პერსპექტივა უფრო მხიბლავს ვიდრე ლიანას პანაშვიდი - გაეცინა მასაც
- სანდრო მე მახსოვს რომ დიეტაზე იყავი - გამიმკაცრდა ხმა მაგრამ მაინც გამეცინა
- გამომივლი?
- გვიანი არ არის ეხლა? - ტელეფონს დავხედე და ისევ გზას გავხედე
- ჯერ შვიდია, მიდი მიდი ნუ გეზარება გამომიარე - შემაგულიანა სანდრომ - კომაროვთან ვარ და გელოდები
- კარგი - გამეცინა და ტელეფონი ისევ გვერდით სიდენიაზე მოვისროლე
მუსიკას ავუწიე, ჩემ მხარეს ფანჯარა ოდნავ ჩამოვწიე და ელექტრო სიგარეტს დავწვდი. ( ეს ცუდი ჩვევა ვერ მოვიშალე) თუჩემს შორის მოვიქციე და ღრმად შევისუნთქე. „ფელტრი უნდა შევცვალო“ მოვინიშნე ჩემთვის
-პროდუქტები და ფილტრი - ხმამაღლა გავიმეორე და დანიშნულების ადგილისკენ ავუხვიე, მარცხნივ და ეგაა.
სანდრო მომღიმარი მიყურება. ჩემი ნათელი წერტილი არის ცხოვრებაში. რაღაც განსაკუთრებულად მიყვარს. ძმაც არის და ძზმაც. ჩემი მესაიდუმლე და მეგობარი, ძმაც და მამაც. ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია. ყოველთვის მამხნევებს და გვერდში მიდგას. რაც არ უნდა მიჭირდეს ზუსტად ვიცი რომ მისი იმედი ყოველთვის შემიძლია მქონდეს. ეს ის ადამინი არის ვისაც თვალდახუჭული ვენდობი და დაუფიქრებლად გავწირავდი საკუთარ თავს მის გამო. მისი ღიმილი სითბოდ და სიყვარულს მიღვრიდა გულსი. ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას აფერადებდა და ავსებდა. ჩემი შებრუნებული ვერსია არის სანდრო. მე თუ უჟმური უხასიათო და რობოტივით დაპროგრამებული ვიყავი ის არა. სოპნტანურად იღებდა ყოველთვის გადაწყვეტილებას. ამ წუთას რომ აქ იყო მეორე წამს შესაძლოა ცხრა მთას იქით აღმოჩენილიყო. არქიტექტორი და წარმატებული პიროვნება. ხელოვანი ადამიანი. მხატვარი და მუსიკოსი. ყველაფერი რაც კარგი ქონდათ დედაჩემის საგვარეულოს და მამაჩემის საგარეულოს, ყველაფერს ერთად მოეყარა სანდროში. მაღალი, განიერი მხარბეჭით. ცისფერი თვალებით, ქერა თმით და მოპუსკული კნოპკა ცხვირით. ერთიანად ლამაზი „ჩაწიკწიკებული“ კბილეით. ჰოლივუდური ღიმილით. ძალიან სიმპატიური. (რასაც ხშირად იყენებდა გოგოებთან)
კარები სწრაფად გააღო და მანქანაში ნახევრად ჩაჯდა, ჩემი ნივთები უკანა სიდენიაზე გადაყარა ერთი ხელის მოსმით და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.
- წაწკა -ცხვირზე წამკრა თითი და გამიღიმა
- ბავშვი - გამეღიმა (სანდრო ჩემზე 2 წლით პატარა არის)
- ლაზანიას სუნი ცხვირში მიღიტინებს - გაეცინა სანდროს და სავარძელზე უფრო კარგად მოკალათდა.
- სად გყავს მანქანა?
- გუკას ვათხოვე ტასო ყასვ ბაღიდან გამოსაყვანი.
- ყვავილები სად ვიყიდოთ?
- კოლმეურნეობაზე რა კითხვებს სვავ წაწკ?
- ძაან მეზარება - თვალები გადავატრიალე და სანდროს გავხედე
- საკუთარ დიშვილებზე მეტად შენ უყვარდი მაგ ქალს არ რცხვენია? -ჩაიცინა სანდრომ- შესაძლოა ანდერძის ერთადერთ მემკვიდრედაც შენ მოგვევლინო
გამეცინა სანდროს ხუმრობაზე და მხარზე მსუბუქად მივკარი ხელი.
სანაპიროდან ჯერ კოლმეურნეობაზე (ეხლა ორბელიანის მოედანი) გავიარეთ, საკმაოდ დიდი კალათი ვიყიდეთ. საბარგულში ძლივს ჩავტენეთ. ჩემ ძმას გაეღიმა. ისევ მანქანაში მოვკალათდით და თავისუფლების მოედნის გავლით კაკაბაძის ქუჩისკენ ავიღეთ გეზი.
ამ ქუჩას გადატვირთულობა არასდროს აკლდა ისედაც ბევრი მანქანები მოძრაობდნენ ყოველთვის. როგოც აღმოვაჩინე ჩვენი ლიანა საკმაოდ პატივსაცემი ქალბატონი ყოფილა. ყოფილი პედაგოგი და საყვარელი მასწავლებელი. უამრავი ხალხი შეკრებილიყო. საკუთარი ეზოს წინ მანქანა ძლივს გავაჩერე. ეხლაღა დავიხედე მაისურზე საიდანაც „donald duck“ - მიბღვერდა. „ესე ვერ შევალ“ გავიფიქრე და მანქაანიდან ნელა გადმოვედი. არც სანდროს ეცვა შესაფერისად. მე და ჩემი ძმა ჩუმად შევიპარეთ ეზოში.
დედაჩემმა ორივე უნდობლად შეგვათვალიერა და უსიტყვოდ მზერით დაგვტუქსა. სანდრო თავის ოთახში აიძურწა გამოსაცვლელად მე სამზარეულოში შევიპარე და იქ დატრიალებული სურნელი ღრმად შევისუნთქე.
-მმმ -ნეტრებისგან აღმომხდა - კარგი სუნი აქვს - ფანჯრიდან გავძახე დედაჩემს რომელიც ეზოში ყვავილებს რწყავდა
- ჯერ ხელები დაიბანე - პატარა ბავშვივით დამტუქსა - და ეგ მაიკაც გამოიცვალე სირცხვილია
- კარგი დეეე - სააბაზანოსკენ გავემართე დავალების შესასრულებლად.
პანაშვიდზე გადავედით მე და სანდრო. არავის ვიცნობდი ვისთვის უნდა მიმესამძიმრებინა არ ვიცოდი. უბრალოდ კრუგი დავარტყით და გამოვედით. რამოდენიმე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი. თავის დაკვრით მივესალმე და ოთახი დავტოვე. თავდახრილი გამოვდიოდი ეზოდან ვიღაცას მხარი რომ გავკარი.
-უკაცრავად - ჩუმად მოვუბოდიშე და ავხედე
გავშეშდი, გავშრი, რაღაც სითბო ჩამეღვარა გულში, აი ამ წამს ვიგრძენი რომ რობოტი არ ვიყავი. უბრალოდ გამიღიმა „არაუშავს“-ს ნიშნად, მხარზე ხელი შემახო და გზა განაგრძო. თვალი გავაყოლე და მეც გამეღიმა. აშკაარდ ძალიან სიმპატიური იყო. უფრო ჩემთვის გამეღიმა „სისულელეა“ საკუთარი თავი დავტუქსე.



№1  offline წევრი Life is beautiful

რა კარგად, აღწერ ყველა მოქმედებას...
აი ვკითულობ და მეც ვხედავ ყველაფერს. არც რამე არალოგიკურს წერ.
ისე რეალისტური, მშვიდი რუტინული ცხოვრებით, აი მომინდა. არადა ვერ ვიტან რუტინას. მაგრამ ისე ჰაეროვნად გაქვს რომ უარს ვერ იტყვი უ რალოდ.

ოღინდ ის ვერ გავიგე, ბანკია თუ რამე სხვა კომპანია. ისე ყველაფერი იყო რომ ეგეც მინდა ვიცოდე ბარემ..))
მართლა ვისიამოვნე, ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო და გავიგო ვინ დაანგრევს მის რუტინას, ან უფრო კარგი ვინ გახდება მისი რუტინა.. ))
წარმატებები. 8

 


№2  offline წევრი donald duck

Life is beautiful
რა კარგად, აღწერ ყველა მოქმედებას...
აი ვკითულობ და მეც ვხედავ ყველაფერს. არც რამე არალოგიკურს წერ.
ისე რეალისტური, მშვიდი რუტინული ცხოვრებით, აი მომინდა. არადა ვერ ვიტან რუტინას. მაგრამ ისე ჰაეროვნად გაქვს რომ უარს ვერ იტყვი უ რალოდ.

ოღინდ ის ვერ გავიგე, ბანკია თუ რამე სხვა კომპანია. ისე ყველაფერი იყო რომ ეგეც მინდა ვიცოდე ბარემ..))
მართლა ვისიამოვნე, ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო და გავიგო ვინ დაანგრევს მის რუტინას, ან უფრო კარგი ვინ გახდება მისი რუტინა.. ))
წარმატებები. 8

მადლობა შეფასებისთვის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს თქვენი აზრი :))) აუცილებლად გამოვაჩენ კომპანიის საქმიანობას....

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საინტერესოა დასაწყისი აქვს მომეწონა ძალიან,მაინტერესებს ბოლოს ისეთი ვინ იყო რომ დათბო ეს გოგო ვინ არღვევს მის სიმშვიდეს მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent