შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორ მხარეს #2


20-06-2021, 17:56
ავტორი რენე
ნანახია 7 768

მოკლე შორტში და ბრეტელებიან მაისურში გამოწყობილიყო ნათია, სახლის ფორმაში ყოფნა ძალიან უყვარდა და კომფორტულად, მსუბუქად გრძნობდა თავს. როგორც თავად ფიქრობდა, რაიმე ხაზგასმა არ ჰქონია ამ ჩაცმულობას სპეციალურად ბაჩოს დასახვედრად, მაგრამ რომ ახსენდებოდა, თუ როგორ უყურებდა ძველად ქალის მაღალ, სავსე ფეხებს ბიჭი, სიამოვნების ტალღა უვლიდა სხეულში.
მაგიდაზე შავი ღვინო და მსუქანი, დაბალტანიანი ჭიქები უკვე დაელაგებინა. შავ შოკოლადს კი ელოდა.
ბაჩო განგებ აგვიანებდა. უნდოდა მეტი დრო მიეცა ქალისთვის წინასწარ მოსამზადებლად და დასაფიქრებლად. ბევრი ჰქონდათ სალაპარაკო, მით უმეტეს, როცა ორივემ იცოდა რომ გასართობად არ იყვნენ ერთად და ერთი წელი, პლუს კიდევ თვეები არც ცოტა დრო იყო. ერთიც და მეორეც კომპრომისებზე მიდიოდნენ და რაკი ამას იაზრებდნენ, ასე უცებ გერმანიაში წასვლა, ბიჭის აზრით, არ იყო სწორი.
ნათია რომ წავიდა, ბაჩომ სახლში ყველაფერი დალეწა, თუ რამე ნივთს ხელი დაავლო. მერე სასმელში იწვა რამდენიმე დღე, თუმცა საბოლოოდ როგორღაც მოვიდა გონს. იქამდე თავს არ იკლავდა ვინმესთან საუბრით, მერე, მით უმეტეს, უზომოდ ცივი და ურეაქციო გახდა. ის, რასაც ვერ ამბობდა და ვერ გამოხატავდა, ახრჩობდა და სულს უხუთავდა. თუმცა, ლაპარაკი არ შეეძლო. გამორიცხული იყო, ვინმესთვის ეთქვა რომ ქალმა, რომელიც უყვარდა, ადგა, ფეხი დაკრა, წავიდა და მიატოვა. ქვა გახდა ყველასთვის. ყველაფერი მოიძულა და არ გაუვლია იქ, სადაც ერთად დადიოდნენ. ყველანაირი გართობა დაივიწყა და მუშაობა დაიწყო.
ბაჩო არასდროს ყოფილა პატარა. ასაკის მიუხედავად, ჩამოყალიბებული და დამდგარი ტიპი იყო. იცოდა რა უნდოდა და როდის-სად-რა ეთქვა. ამის გამო მოაწონა თავი ნათიასაც. მისი ტიპაჟი იმდენად საინტერესო იყო და მით უფრო ის, რასაც მალავდა და არ აჩენდა ბიჭი. ყოველთვის აგიჟებდა ნათიას, როგორ ახერხებდა ამდენი რამის დამალვას და ართქმას. უღრიალებდა ხოლმე - ამოხეთქე, ბაჩანაო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
ახლა კი, მოთმინებით ელოდა ქალი მას, მაგრამ თან გულში კარგადაც აყრიდა.
- საზიზღარი ბიჭი! მაინც უნდა გადააშოროს დროს, ოღონდ „ჩემ ჭკუაზე“ გავლა არ გამოუვიდეს, ამ ელემენტარულშიც კი თავისას ისწორებს. - სკამზე ფეხებაკეცილი იჯდა და გულში ლანძღვის მერე ხმამაღლა საუბარზე გადავიდა. წინ დადებულ ალუჩას გემრიელად ახრაშუნებდა.
კარი პირდაპირ შემოაღო ბაჩომ. გადაამოწმა, თუ ისევ ძველებურად დახვდებოდა ნათია.
- ვერ დააკაკუნე?
- კაი ახლა, რა. განგებ არ დატოვე? - მივიდა და შუბლზე აკოცა ქალს.
- ამხელა ბიჭი მაინც იდიოტი ხარ! - ფეხზე წამოდგა ნათია. მკლავები შემოჰხვია და ჩაეხუტა ბაჩოს, მაგრამ თავად ბიჭს რეაქცია არ ჰქონია. უძრავად იდგა. ბაჩოსთვის ის შუბლზე კოცნაც მეტისმეტი იყო. თვლიდა, რომ ეს მის თავმოყვარეობას ეხებოდა. ერთი კი გაჰკრა გულში ამაზე ქალს, მაგრამ არაფერი უთქვამს. გაჩუმდა.
- ნუ წიკვინებ, მოგიტანე შოკოლადი და ჭამე. - ურეაქციოდ უთხრა, ჯიბიდან შავი „ალპენ-გოლდი“ ამოაძვრინა და მაგიდაზე დადო.
- არ მინდა, ღვინო დაასხი, ეგ უფრო დაგვჭირდება სალაპარაკოდ.
- რა იყო, გერმანელებმა გადაგაჩვიეს ლაპარაკს? აქამდე არ გაკლდა სითამამე. პრინციპში ეს აქამდე სამი წლის წინ იყო.
- ვერ გავიგე შენი, რატომ ჩააცივდი? ხომ შეიძლება ნორმალურად ვილაპარაკოთ? - წინ ჩამომჯდარ ბიჭს ფეხები მუხლებზე გადაალაგა ნათიამ და უფრო გემრიელად მოკალათდა. იცოდა, ბაჩოსთვის სისუსტე იყო მუხლები. ნუ, თუ რამე არ შეიცვალა.
- როგორ მოგეწონა გერმანია?
- იმდენად არა, რომ იქ დავრჩენილიყავი სიკვდილამდე.
- აა, სადღაც ეგეც დაუშვი და გიფიქრია, არა? - ცალყბად ჩაეცინა ბაჩოს.
- ბაჩანა, ნუ მაღიზიანებ! ისედაც ნერვიულობით ვარ მკვდარი.
- რომ მიდიოდი, მაშინ არ გახსოვდა ეგ?
- კი, მახსოვდა.
- მერე ეგ დედანატირები, რომ გენახე და ორი სიტყვა გეთქვა და ნორმალური ადამიანებივით დავშორებოდით ერთმანეთს, მოკვდებოდი?
- არ მოვკვდებოდი.
- აბა, ამიხსენი მაშინ.
- უბრალოდ, ასე გამოვიდა. მიმიწვიეს და წავედი.
- და არ უნდა გენახე და აგეხსნა ეგ ჩემთვის?
- ვეღარ მოვახერხე. არა, არც მინდოდა. ფრენა მეორე დღეს ჩამინიშნეს, როცა მოწვევაზე დავთანხმდი. ფრენის საკითხები თვითონვე მოაგვარეს და ასე უცებ მოხდა.
- არ გინდოდა? ურთიერთობის დროს ასე არ ხდება, ნათია. მხოლოდ შენი არ მინდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რამე გადაწყვეტილება მიიღო. ტელეფონი არ გქონდა, გოგო? დაგერეკა და გეთქვა შემხვდიო. მოწვევაზე ასე დაუფიქრებლად დათანხმდი? რომელიმე წამზე მაინც არ გაგახსენდა, რომ მეც ვარსებობდი შენს ცხოვრებაში?
- გოგოს ნუ მეძახი, იდიოტო! - გაბრაზდა ქალი. - ჰო, მეც ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი.
- ჩვენი ურთიერთობა მარტო იმიტომ ღირდა, რომ ლაპარაკი ყოველთვის შეგვეძლო, ნათია. შენ ადექი და დამიკიდე. ერთი სიტყვა მომწერე მივდივარო და სულ ეგ იყო. ეგეც მაშინ, როცა გაგახსენდა და დრო გამონახე.
- მოწვევას იმის გამო დავთანხმდი, რომ აღარ შემეძლო. ჩვენი ბოლო კამათის მერე უბრალოდ ავდექი და წავედი. ვიფიქრე, რომ ახალი შანსი მომეცა შენთვის. ჩემთვისაც. ჩვენი ურთიერთობის დამალვა მანადგურებდა. ვინმეს რომ გაეგო, ბევრად უფრო ცუდი რამ მოხდებოდა. ოჯახის წევრებს დავემშვიდობე, ანაბელთან ვიყავი მთელი ღამე, მერე ბარგი ჩავალაგე. ეკას წამოსვლის განცხადება მაილზე გადავუგზავნე, უნივერსიტეტშიც არ მივსულვარ. ყველაფერს გავექეცი. უფრო სწორად, პრობლემიან ცხოვრებას გავექეცი და მეგონა, სწორი მხარე ავირჩიე...
- რა მარტივი სალაპარაკოა ახლა, - სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა, ცინიკურად ჩაიცინა. - ჩემზე ვაფშე არ გიფიქრია. აზრადაც არ გაგივლია, რომ ეგ პრობლემა საერთო იყო. იმენა არ იცი, რომ ურთიერთობა კამათის გარეშე არ არსებობს. მე პატარა ბიჭი არ ვარ, ნათია, როცა გინდა, მოვიდე ლეკვივით და როცა გინდა - წავიდე. სამი წელი უშენოდ ცხოვრებას მივეჩვიე. ამ სამ წელში ჩემთვის ერთხელაც არ მოგიწერია, არ მოგიკითხივარ. რატომ არ მკითხე, იქნებ, მე არ მინდოდა უშენოდ ცხოვრება? იქნებ, მინდოდა შენ გვერდით ყოფნა? იქნებ, ერთად დაგვეძლია პრობლემა? ბევრჯერ ვიკამათეთ იქამდეც, მაგრამ შენ ჩათვალე რომ მეტი აღარ შეგეძლო. ეგოისტი თინეიჯერი გოგოსავით მოიქეცი. ჩემს გრძნობებზე და სურვილებზე არ გიფიქრია. მერე მეც დავუშვი, რომ უშენოდ ცხოვრება შემეძლო და...
- ბაჩანა, - ჩუმი ხმით თქვა ქალმა.
- ჰო, ნათია, გისმენ.
- შეძელი?
- შევძელი. ვისწავლე. სხვა გზა არ დამიტოვე. შეიძლებოდა ყველაფერი გვქონოდა, მაგრამ შენ სადღაც ტრა.კში წასვლა არჩიე. ჰოდა, უკვე მე ჩემი ცხოვრება მაქვს და შენ - შენი.
- შენ თავს გეფიცები, მეგონა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.
- მეცინება, რა. შენთვის არც იმდენად მნიშვნელოვანი ვიყავი, რომ ჯერ წასვლაზე შემთანხმებოდი და მერე გაფრენამდე გენახე, პროსტა დამლაპარაკებოდი, აგვეხსნა რა ჯობდა და როგორ, - კრიალოსანს ხელში ათამაშებდა ბაჩო. მის თვალებში წყენა იკითხებოდა და ქალს გულს სტკენდა ამის ყურება. - მე და შენ შორის არაფერი აღარ იქნება ისე, როგორც სამი წლის წინ იყო.
- ბაჩანა, ანუ შეძელი ჩემი დავიწყება?
- ვერაფერს გამოვრიცხავ.
- აუტანელი ხარ! - წითელი ღვინო ერთიანად გადაკრა ქალმა.
- მოვრჩით?
- შენზე გავიგე, სხვა ფაკულტეტზე გადავიდაო. - ოღონდ არ გაეშვა, კიდევ ეყურებინა მისთვის და ნებისმიერ საუბარზე თანახმა იყო, ამიტომაც თემა გადაიტანა ერგემლიძემ.
- გადავედი.
- და უნივერსიტეტიდან გაშვებას უპირებენო.
- მკი.დია მაინც. შენ გამო დავდიოდი აქ. ვაფშე შენ გამო ჩავაბარე სასწავლებელშიც, თორემ რა ფეხებად მინდოდა მე?
- გახსოვს, ტვინს რომ გიჭამდი? სკოლის მოსწავლე იყავი, რომ გაგიცანი და ახლა უნივერსიტეტს ამთავრებ.
- გაკლია შენ მგონი, რანაირად ლაპარაკობ? როგორ გაზრდილა ეს თამრიკოს ბიჭიო - ეგრე გამოგივიდა ახლა ორმოცდაათი წლის ქალივით. - ახარხარდა ბაჩო.
- დამპალო! ჯერ ოცდაჩვიდმეტი წლის ვარ!
- გეტყობა.
- რა მეტყობა? - უცებ ავარდა ნათია.
- ეს სამი წელი, დაბერებულხარ. ნაოჭები გაქვს, სარკეში არ იხედები? - თავს იკავებდა სიცილისგან ბაჩო.
- ბაჩანა დავითულიანო, არ გამაგიჟო ახლა! რაებს მეუბნები?!
- კაი, გოგო, გეხუმრე, რას გაგიჟდი?
- იმბეცილი! - დაიღრინა ქალმა.
- მომენატრა... - ფეხზე წამოდგა და ახლოს მიიწია ბიჭი ნათიასთან, თმის სურნელი შეისუნთქა და თავზე აკოცა. მიჩქმალულ გრძნობებს მაინც ვერ გაექცა. ძნელია, წინ რომ გიზის შენი ოცნების ქალი და გრძნობები უნდა მოთოკო, თავი რომ არ გაყიდო. ყოველდღე რომ მის ნახვას ელი, მისი სიახლოვის შეგრძნებას, როგორც არ უნდა გინდოდეს, თავს მაინც გაყიდი სულ ოდნავ და მონატრებას ვერაფერს უზამ.
- მე შენ მომენატრე. - მძიმედ ამოისუნთქა ქალმა. ვნებაც მოასკდა. იმდენი ხანია, ბაჩოს მკლავების სიძლიერე და მისი სუნი ასე ახლოს არ უგრძნია, გრძნობებისგან ლამის შეიშალა.
- არ უნდა გაგეკეთებინა. არ მომიცია შენთვის ამის ფიქრის საშუალება, - ჩაიმუხლა დავითულიანი, ქალის ხელები თავისაში მოიქცია, ფრთხილად აკოცა. - იმდენი რამ გადავლახეთ, იმდენი შევძელით, არავის გაუგია და ბოლოს არასწორი ნაბიჯი დაუფიქრებლად გადადგი.
- მეგონა, სწორ მხარეს ვირჩევდი, მართლა... არ მინდოდა, შენი ცხოვრება დამენგრია და ვიფიქრე, უნდა გამეთავისუფლებინე. - ცრემლები ჩაუდგა თვალებში ნათიას.
- ისევ ძალიან ლამაზი ხარ! - სახეზე მიეფერა ბიჭი.
- ბაჩანა...
- ჩუ, არაფერი თქვა. გავარკვიეთ. დაშლის დროა.
- არ წახვიდე, იყავი ცოტა ხანს. მომიყევი, რას აკეთებდი მთელი ეს დრო?
- მეგობრობას მთავაზობ?
- რატომაც არა?
- იმ ყველაფრის მერე?
- შესაძლებელია?
- ვმუშაობდი და ყურადღება გადამქონდა. - მოკლედ უპასუხა ბაჩომ.
- სულ ეს იყო?
- რისი მოსმენა გინდა?
- იცი რისიც. - ეჭვები ჭამდა ნათიას, ვინმე ხომ არ გაუცნია ბაჩოს.
- კი, გავიცანი ერთი გოგო.
- მერე?
- შეყვარებულები არ ვართ, მაგრამ წავა, რა. - ჩვეულებრივად თქვა დავითულიანმა და ქალის რეაქციას დააკვირდა. წამში სახე მოეშალა, იმხელა ტკივილი დაეხატა სახეზე, ბაჩო მიხვდა რომ ყველა დაკარგული წუთი იგლოვა ნათიამ. ბაჩომ მასში ამოიკითხა ფიქრი, რომ უმისობას ვერ პატიობდა საკუთარ თავს.
- მართლა? - გულუბრყვილოდ, ხმაჩაწყვეტით იკითხა ერგემლიძემ. - მართლა დაივიწყე ყველაფერი, რაც გვქონდა?
- და რას ფიქრობ, რომ მთელი ეს დრო ისე ვიქნებოდი და არავის გავიცნობდი? შენ მართლა გააფრინე, გოგო?
- სადღაც დავუშვი.
- ჰოდა, არასწორად. გითხარი, ჩემი ცხოვრება მაქვს - მეთქი, რომელიც შენ აღარ გეხება და არც შენი საქმეა ვის გავიცნობ და ვისთან რა ურთიერთობა მექნება. - აფეთქდა ბაჩანა. ნერვები ვეღარ შეიკავა და მაგიდას მუშტი დასცხო.
- დაგიბრუნებ. ყველამიზეზგარეშე, აუცილებლად დაგიბრუნებ, გპირდები.
- არაფერში მჭირდება შენი დაპირება. რაც გინდა, ის ქენი. წავედი მე. ვაფშე აღარ დამირეკო და შეეგუე, რომ ყველაფერი მორჩა. - ხელი აიქნია ბიჭმა და კარისკენ წავიდა.
- თავს მიხედე, ბაჩანა. - გიჟივით სახლიდან გავარდნილს სიტყვები დააწია ნათიამ. მობრუნდა და სავარძელში ჩაჯდა. ცრემლები ვეღარ შეიკავა. ყველანაირ გამართლებას ეძებდა თავისი საქციელის ასახსნელად, მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
ფაქტი ასეთი იყო, თავისი ბაჩანა მიატოვა და წავიდა.



№1 სტუმარი ანუ

ფჰ, სულელი ყოფილა ეს გოგი :/

გოგო***********

 


№2  offline წევრი რენე

ანუ
ფჰ, სულელი ყოფილა ეს გოგი :/

გოგო***********

ჰო? არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მიხარია რომ აზრს მიზიარებ. ამ ეტაპზე , მთავარია, ბაჩანა მოგეწონოთ. :დ მადლობა დიდი...♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი რენე

Nuki-rocks
წინაზე მითხარი ნელ-ნელა გაიგებ ყველაფერსო და მართლაც ეცემა კითხვებს პასუხი.
ნათიას საქციელი რაღაც კუთხით ძალიან მომეწონა.ძირითადად ხომ მოწონებულია ის,რაც აკრძალულია ხოლმე. მიხარია რომ ნათიაში სხვა მხარეც იბრძოდა და დასაფასებელია.უთქმელად წასვლაზე არ ვამბობ,მე ვამბობ პროფესიიდან გამომდინარე მოვალეობებსა და ვალდებულებებზე.ის რომ არ შეიძლებოდა, ის რომ იაზრებს, არაა სწორი,ეს მართლა მომეწონა.ყველგან ვეძებდი ყურადღების გამახვილებას ასე ჯანსაღად და ვერსად ვპოულობდი. რენე, მიხარია ნამდვილად და ბევრს ამბობს ეს მომენტი.
გაუფრთხილებელი წასვლის მიზეზიც მესმის მე.კი,საწყენია რომ არ უთხრა... მე კი მგონია,ვერ გაბედა,ერთულა და მასე დარჩენაც მოუწევდა ან უარესობა, არ ვიცი.
ბაჩანას რეაქცია ძალიან ზუსტი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა,რომ თავმოყვარეა და ამაყი. ძირითადად ვნებებს ჰყვებიან ხოლმე,სხეული სხეულს იზიდავს და მერე მოუგვარებელი თემაა.
ქალი რომ ესეთი მიმზიდველია და შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია ( ნუ ერთი ტრა.კუცუნები დააყენეო უთხრა), არ გაუთელია და მამაკაცური თვისებები გამოკვეთე.
მე რომ პატივს ვცემ რაღაცებს,ზუსტად ისეთი რამები დავიჭირე და ვისიამოვნე.
მიხარია რომ ასე განსხვავებულად მიდიხარ წინ,მიხარია რომ ესე ავითარებ მოვლენებს და სხვა რა დამრჩენია, გელოდები...
წარმატებები და აბა,შენ იცი! ისეთი რამები დავინახე,უკვე ვიცი რომ იმედებს გაამართლებ❤.

ნუკი-როქს, ისეთი სიამოვნებით წავიკითხე შენი კომენტარი, რომ მთელი პერიოდი სახიდან ღიმილი არ მომშორებია და ნათლად ვიგრძენი რას ნიშნავს კარგი მკითხველი! მართლა ვისიამოვნე, ათასჯერ რომ გადავიკითხავ, ისეთი კომენტარია და ძალიან, ძალიან გამახარე! პირველი კომენტარი რომ ვნახე, ვიფიქრე რაღაც ცუდად დავწერე - მეთქი და მერე ეს შენი რომ წავიკითხე, ზუსტად მომიხვედრებია ყველა წერტილი, რაც მინდოდა და შენ უფრო ზუსტად წაგიკითხავს. ყველაზე მაგარია, როცა კარგი მკითხველი გყავს და იგებს იმას რისი თქმაც მინდოდა. მადლობა, მადლობა და მადლობა! გაგიჟებული ვარ პირდაპირ, ვინატრებ რომ შენნაირი მკითხველები მყავდნენ... ♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი ანუ

რენე
ანუ
ფჰ, სულელი ყოფილა ეს გოგი :/

გოგო***********

ჰო? არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მიხარია რომ აზრს მიზიარებ. ამ ეტაპზე , მთავარია, ბაჩანა მოგეწონოთ. :დ მადლობა დიდი...♥️♥️♥️

უჰ კი ბაჩანა უბრალოდ კიარ "მომწონს" უკვე შეყვარებულიც კი ვარ მასზე ^-^ ასაკისდა მიუხედავად იდეალური აზროვნება, მიდგომა, სიამაყე და ადამიანობა აქვს. ძალიან კარგად გააზრებული ყველაფერი. ძალიან კარგი ხასიათი. მოკლედ ძალიან მომწონს ბაჩანა ^-^
უბრალოდ ნათიას ეს საქციელი "გაუფრთხილებლად, ფეხის დაკვრა და სამი წლით წასვლა" რთული გადასახარშია მითუმეტეს არც ისე პატარა ურთიერთობა არ ქონიათ.
და აქაც, ბაჩანას გადაწყვეტილება ძალიან მისაღებია ჩემთვის...

 


№5  offline წევრი რენე

ანუ
რენე
ანუ
ფჰ, სულელი ყოფილა ეს გოგი :/

გოგო***********

ჰო? არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მიხარია რომ აზრს მიზიარებ. ამ ეტაპზე , მთავარია, ბაჩანა მოგეწონოთ. :დ მადლობა დიდი...♥️♥️♥️

უჰ კი ბაჩანა უბრალოდ კიარ "მომწონს" უკვე შეყვარებულიც კი ვარ მასზე ^-^ ასაკისდა მიუხედავად იდეალური აზროვნება, მიდგომა, სიამაყე და ადამიანობა აქვს. ძალიან კარგად გააზრებული ყველაფერი. ძალიან კარგი ხასიათი. მოკლედ ძალიან მომწონს ბაჩანა ^-^
უბრალოდ ნათიას ეს საქციელი "გაუფრთხილებლად, ფეხის დაკვრა და სამი წლით წასვლა" რთული გადასახარშია მითუმეტეს არც ისე პატარა ურთიერთობა არ ქონიათ.
და აქაც, ბაჩანას გადაწყვეტილება ძალიან მისაღებია ჩემთვის...

საერთოდ ყოველთვის ვცდილობ რომ ადამიანი როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, მაინც კარგი მხრიდან ვწერო. მთლად პირწმინდად შეიძლება არც ბაჩანაა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით ნამდვილად ჩამოყალიბებული ადამიანია, რომელსაც თავისი სიამაყე და პრინციპები გააჩნია. მიხარია, რომ მოგწონს. ჰო, ნათია მართლა ცუდად მოიქცა, მაგრამ არც არასაკმარისი მიზეზი ჰქონია, არა? ზოგჯერ ყველას გვინდა რაღაცას გავექცეთ, ზოგი გარბის და ზოგი-ვერა. ვთვლით რომ მაშინ ისე სწორი იყო, მაგრამ მერე ცხოვრება გვაჩვენებს იქნებ სხვა გზა იყო უფრო სწორი, რომ საყვარელი ადამიანისთვის არ გეტკინა. ამის თქმა მინდოდა. თუმცა, ვეცდები რომ ყველაფერი დავალაგო და თითოეულის ქცევის მიზეზი ავხსნა. შენ კი, ძალიან დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის... ლაპარაკი და გარჩევა ძალიან მიყვარს, შემეტყო კიდეც ალბათ... ♥️♥️♥️

 


№6  offline წევრი Life is beautiful

"არასწორ მხარეს" საერთოდ, სათაურს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და იქიდან გამომდინარე ვხსნი, პატარ-პატარა ნასკვებს. ახლაც მთავარი აზრი გასაგებია, მაგრამ მემგონი არ იქნება მხოლოდ მისი წასვლა. არასწორი მხარე.
მე მემწონს მისი პერსონაჟი, რადგან სუფთაა და არა ყალბი. ანუ აქვს ისეთი ღირსებები რომელსაც კი არ თამაშობს(როგორც უმრავლესობა) არამედ აქვს.
წასვლა არ წასვლა, ცოტა სხვა თემაა. უნდა წასულიყო ჩემი აზრით. თუ რამეს გინდა მიაღწიო, ერთი ადგილი არ უნდა ტკეპნო, წინ უნდა იარო.
მაგრამ ის უყურადღებობა, ვერ ვამართლებ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა დასაშვებია.

ბაჩო...
იმიტომ კი არ მომწონს რომ განსხვავებული აურა აქვს და მიზიდავს, უფრო იმიტომ რომ ქალის პატივისცემა სცოდნია.
უყვარს... და რა ამით მორჩა?!- არა ამით იწყება.
შეეძლო გამოელანძღა, მაგრამ აიტანა და "გაღიმებულმა" განუმარტა ყველაფერი.
გამოავლინა დიდი სინაზე, მასთან დამოკიდებულემაში.

და ამით იმას ვამბობ, რომ მომწონს თითოეული დეტალი შენი თვალით დანახული, მეც გეთანხმები. ♥️

 


№7  offline წევრი რენე

Mirabell
იდეა მომწონს ამ ისტორიის..
რამდენიმე ისტორია უკვე წამიკითხავს ლექტორის და სტუდენტის სიყვარულზე..
იმედია ესეც დამამახსოვრებს თავს..
მანამდე გეტყვი, რომ კარგად წერ, გამართულად და საინტერესოდ. სასიამივნოა კითხვის პროცესი. ველოდები შემდეგ თავს..
წარმატებები.

ლამაზია ნიკია, რაღა დაგიმალო... მირაბელ, ყველანაირად ვეცდები თავი დაგამახსოვრო ამ ნაწერით. მეც ძალიან მინდა, რომ კარგი გამომივიდეს. მადლობა დადებითი გამოხმაურებისთვის და წარმატებებისთვის, მიხარია ყველა ახალი მკითხველი... ♥️♥️♥️

Life is beautiful
"არასწორ მხარეს" საერთოდ, სათაურს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და იქიდან გამომდინარე ვხსნი, პატარ-პატარა ნასკვებს. ახლაც მთავარი აზრი გასაგებია, მაგრამ მემგონი არ იქნება მხოლოდ მისი წასვლა. არასწორი მხარე.
მე მემწონს მისი პერსონაჟი, რადგან სუფთაა და არა ყალბი. ანუ აქვს ისეთი ღირსებები რომელსაც კი არ თამაშობს(როგორც უმრავლესობა) არამედ აქვს.
წასვლა არ წასვლა, ცოტა სხვა თემაა. უნდა წასულიყო ჩემი აზრით. თუ რამეს გინდა მიაღწიო, ერთი ადგილი არ უნდა ტკეპნო, წინ უნდა იარო.
მაგრამ ის უყურადღებობა, ვერ ვამართლებ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა დასაშვებია.

ბაჩო...
იმიტომ კი არ მომწონს რომ განსხვავებული აურა აქვს და მიზიდავს, უფრო იმიტომ რომ ქალის პატივისცემა სცოდნია.
უყვარს... და რა ამით მორჩა?!- არა ამით იწყება.
შეეძლო გამოელანძღა, მაგრამ აიტანა და "გაღიმებულმა" განუმარტა ყველაფერი.
გამოავლინა დიდი სინაზე, მასთან დამოკიდებულემაში.

და ამით იმას ვამბობ, რომ მომწონს თითოეული დეტალი შენი თვალით დანახული, მეც გეთანხმები. ♥️

ოჰ, სათაურზე იმდენ ხანს ვფიქრობდი, არ მკითხო... ჯერ ვიფიქრე სასწორი ხომ არ დავარქვა - მეთქი, მაგრამ რამე უფრო სხვა მინდოდა, პირდაპირ შინაარსის მთქმელი და ყურადღებამისაქცევი. ჰოდა, ბოლოს ეგ მომაფიქრდა და ახლა მეც ძალიან მომწონს. მიხარია, რომ ამაზე ყურადღება გაამახვილე. მეც ვფიქრობ, რომ უნდა წასულიყო. თუმცა უნდა მიეწერა და ერთხელ მაინც მოეკითხა ბაჩანა, განა ურთიერთობის აღსადგენად? არა, როცა ადამიანთან რაღაც ურთიერთობა გაქვს, გინდა მეგობარი იყოს და გინდა შეყვარებული, პატივს სცემ მასაც და იმ ურთიერთობასაც. ამიტომ უნდა მოეკითხა. უყვარს და მით უმეტეს. მომავლისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ბაჩანასთვის - არა. მგონი სწორად ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. თუმცა ზოგჯერ ის გვგონია სწორი, რაც ნაწილობრივ მაინცაა არასწორი... რას ვიზამთ, შეცდომების დაშვება აუცილებელიც კია. ბაჩანა კარგი ადამიანია, გულწრფელად. პატივს სცემს ნათიასაც და ზოგადად - ქალს. იცის როგორ უნდა მოიქცეს და ურჩევნია, თავისი ნერვები მოთოკოს, ვიდრე აწყენინოს სხვას. მიხარია, რომ მეთანხმები და მელაპარაკები. მიყვარს აზრების გაცვლა და კომუნიკაცია, დიდი მადლობა ამისთვის... ♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკო

შემდეგი თავი როდის იქნებააააა

 


№9  offline წევრი რენე

სტუმარი მარიკო
შემდეგი თავი როდის იქნებააააა

გამთენიის ხანია და ახლა ვწერ... ვეცდები, რომ მოცულობით უფრო დიდი თავი იყოს დაგვიანების გამო. რა ვქნა, მანამდე ვერაფრით მოვიცალე... ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent