შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 19 თავი

20-06-2021, 21:20
ავტორი ნეაკო
ნანახია 7 501

ლილემ კარგად დასვენების და გამოძინების შემდეგ ქალაქში გასეირნება გადაწყვიტა, ამიტომ საზაფხულო სარაფანი და კედები ჩაიცვა, თმა როგორც ყოველთვის გაიშალა, ტელეფონს და ჩანთას წამოაბლო ხელი და კიბე მხიარულად ჩაირბინა, უკვე კართან მისულს წამში გაუფუჭდა ხასიათი რადგან ბექას გამყინავი ხმა მისწვდა მის სმენას
-ლილე შეიძლება ვილაპარაკოთ?
-მაინც რაზე? ამინდის პროგნოზზე?-გაბრაზებული სახით წამიერად მიიხედა გოგონამ მისკენ
-ჩვენზე-დაუკონკრეტა ბიჭმა და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი
-შენ იმ ღამეს შენ გასაგებად ამიხსენი რომ ჩემთან ურთიერთობის გაღმავება არ გსურს, კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი რითიც გინდა რომ გული უარესად მატკინო?-გვერდზე მდგომი ბიჭისკენ არ იყურებოდა ისე ელაპარაკებოდა, არადა გრძნობდა, გრძნობდა მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას სახეზე, გრძნობდა ასევე მისი ალკოჰოლის და სუნამოს მძაფრ ნაზავს, ყველაზე მონატრებულ და საოცარ სურნელს, რომელიც ცხვირს უწვავდა
-შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა
-მაგრამ მატკინე ,ძალიან მატკინე-ისევ წამიერად მიიხედა გოგონამ მისკენ
-ლილე მე შენ მიყვარხარ-უთხრა ხმა დაბალი ტონით ბიჭმა, ხელი ნაზად მიადო ლოყაზე და თავი თავისკენ შეატრიალებინა -მართლა ძალიან მიყვარხარ, გესმის?-სახე იმდენად მიაუხლოვა რომ ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ, ლილეს უმალ სუნთქვა შეეკრა და წამიერად თვალები დახუჭა
-მე... მე შენი სიყვარულის არ მესმის-გაბედა და მზერა გაუსწორა
-ვიცი-სევდიანად გაეღიმა ბექას და ცივი თითები ნელ-ნელა თმაში შუცურა -არცაა საჭირო გესმოდეს
-მაშინ გამიშვი-უთხრა ბრაზნარევი ტონით გოგონამ და უკან დახევა სცადა მაგრამ ბექამ უფლება არ მისცა, მაშინვე წელზე შეუცურა მეორე ხელი და ტანზე მჭიდროდ მიიკრო საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული
-სწორედ ამის მეშინია-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და ცხვირზე ნაზად აკოცა
-გგონია რომ მე შენგან წასვლა მომინდება?-დაბნეული გოგონა გაოცებული მიაჩერდა თავგზააბნეულ ბიჭს
-ჰო -დაეთანხმა ბექა და თვალებში ჩააცქერდა
-ასე რატომ ფიქრობ? რატომ?-ლამის ატირდა ლილე- რატომ არ აძლევ თავს უფლებას რომ ბედნიერი იყო და მეც რატომ მაწვალებ?
-იმიტომ რომ შენი დაკარგვის მეშინია, ძალიან მეშინია-პირველად გამოუტყდა ბექა თავის რეალურ გრძნობებში
-არ დამკარგავ-მისი ალეწილი სახე ხელებში მოიქცია გოგონამ და სევდიანად გაუღიმა -არ ვიცი წარსულში რა შეგემთხვა... ვინ გატკინა ასე ძალიან... მაგრამ მე ის არ ვარ... მე შენზე უარს არასოდეს ვიტყვი... არავის და არაფრის გამო გესმის?
-ისიც ასე ამბობდა... მაგრამ...-ხმა აუკანკალდა ბიჭს და მეორე ხელიც წელზე შეუცურა დაბნეულ გოგონას- ლილე ვერ დაგკარგავ...შენც ვერ დაგკარგავ... უშენოდ მოვკვდები...გესმის?
-ბექა გთხოვ ასე ნუ იქცევი-ატირდა ლილე -უფლება მომეცი მიყვარდე
-ძალიან ცუდად ვარ-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა და ძლიერად ჩაიკრა გულში ატირებული გოგონა რომელიც ვერაფრით ხსნიდა მის ამ უცნაურ საქციელს
-მომიყევი... მომიყევი გთხოვ რა მოხდა წარსულში
-არ შემიძლია... ეს დღე... ეს დღე და შენ... -ბექამ თავზე აკოცა საყვარელ გოგონას და მოულოდნელად უკან დაიხია
-შენთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ მე შენ მიყვარხარ და შენი მხრიდან გამოწვეული ეს სიშორე მტანჯავს და მანადგურებს? -გაბრაზებული სახით მიაჩერდა ლილე თვალებაწითლებულ ბიჭს
-ვიცი შენც წასვლა მოგონდება ჩემი ცხოვრებიდან... ვიცი რომ ასე იქნება, შენც 18 ხარ ოცნებებით და იმედებით სავსე... და მე მინდა რომ გაგიშვა!... თუ ზედმეტად მოგიახლობდები როგორც მას...ვეღარ შეგელევი... ვეღარ დაგთმობ...მე კი მინდა რომ როცა წასვლა მოგინდება, გაგიშვა!!!! ის ვერ გავუშვი... ვერ გავუშვი... და სამუდამოდ დავკარგე... შენც ვერ დაგკარაგვ, არ შემიძლია , გესმის? შენს დაკარგვას ვეღარ გადავიტან-ბექას სიტყვებმა საშინლად იმოქმედა გოგონაზე, მართალია თავიდან ბოლომდე ვერ გაიაზრა რას ეუბნებოდა ის, რას განიცდიდა ასე საშინლად მაგრამ ხვდებოდა რომ იმ ვიღაცამ თავისი წასვლით თუ არ წასვლით ძალიან ატკინა.
-მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, რატომ არ გესმის ეეს?-ლილე ზედმეტად მიუახლოვდა ბიჭს თვალებში ჩააცქერდა და ოდნავ სულ ოდნავ შეეხო მის გაპობილ ბაგეს ვნებიანი ცხელი ტუჩებით-მას რომ ყვარებოდი... გულწრფელად, ნამდვილი გრძნობებით... შენგან წასვლას არადროს მოისურვებდა გესმის?არასდროს! -თმებში ხელი შეუცურა და თვალებში ჩააცქერდა - იმიტომ რომ სიყვარული პირად ამბიციებზე ბებრად ძვირფასი და ღირებულია პირადად ჩემთვის... გთხოვ მენდე, ენდე ჩვენს სიყვარულს... იმიტომ რომ უშენობა უბრალოდ არც შემიძლია და არც მინდა
-ძალიან მიყვარხარ-აღმოხდა მისი შეხებით და სურნელით თვაგზააბნეულ ბიჭს და იმავე წამს შეაწება ცივი, ფერმკრთალი, გაცრეცილი ტუჩები, საყვარელი გოგონას წითელ ვნებიან ტუჩებს, როცა მოწოლილი, აბობოქრებული გიჟური ვნებები ამ კოცნით ოდნავ დააცხრეს და როგორღაც მოშორდნენ ერთმანეთის სხეულს ლილემ თლილი, თბილი ნაზი თითები ბექას ცივ, გამყინავ, უგრძნობ თითებში ახლართა
-მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე -ეშმაკურად გაუღიმა და მის მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი, რომწლიც იქცე ყუმბოზე იდო
-საჭესთან არ დაჯდები!-გაუბრაზდა ბექა და თავისკენ მიატრიალა კარიაკენ მიბრუმებული გოგონა
-გთხოოვ-შეეხვეწა ლილე
-არა-ბექამ გასაღები წაართვა, ჯიბეში შეინახა და გაბუტულ გოგონას ხელი გადახვია -დღეს ტაქსით ვიბოდიალოთ ღამის თბილისის ქუჩებში, გპირდები როცა ფხიზელი ვიქნები დაგსვამ საჭესთან კარგი?
-ახლა რომ დამსვა რა მოხდება? ტყუილად ავიღე მართვის მოწმობა?-აციმციმებული თვალები მიანათა გოგონამ მომღიმარ ბიჭს
-ტყუილად მეჩალიჩები-ტუჩის კუთხე ჩატეხა
ბიჭმა, გოგონა სგაბუტული სახის შემხედვარემ-შენს მიმიკებზე არ დავიკერები
-აუტანელო-ლილემ ბექას მძიმე ხელიგან თავის დახსნა სცადა, მაგრამ ბიჭმა მეორე მოხვია საფეთქელზე აკოცა და ზემოდან დააცქერდა ჯერ კიდევ გაბუტულ გოგონას
-წავიდეთ თუ სახლში დავრჩეთ?
-ტაქსის მძღოლთან ერთად ენდა გავერთოთ?-შეიცხადა ლილემ
-თუნდაც-გიჟივით გაეცინა ბექას
-29 წლის ხდები მალე და მე უფრო სერიოზული ვარ ვიდრე შეენ-თვალები აატრიალა გოგონამ და წელზე შემოხვია ხელები, ბიჭმა უკმაყოფილო სახით რომ ჩამოხედა გაეცინა -წავიდეთ თორემ ყინულის დედოფალი საცაა მოვა და მერე ვერსადაც ვერ წავალთ
-ჩემს ასაკს ხაზი რატომ გაისვი?-არ მოეშვა ნაწყენი ბიჭი და მასთან ერთად გავიდა ქუჩაში-გგონია რომ მე და შენ ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან?
-იცი რაა 13 წლის რომ ვიყავი... და შენ 23 ანუ 24 ის ხდებოდი... ხომ მაშინ გავიცანით ერთმანეთი პირველად?... საავადმყოფოში...ალექსის გამო რომ მოხვედი და ანალიზები ჩააბარე...სრულიად უცხო ადამინის გამო მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი იყო... მისი დონორი გახდი... და იქიდან მოგეწებეთ მთელი ოჯახი... აი სულ სულ იმას ვნატრობდი ნეტა დიდი გოგო ვიყო-მეთქი
-ანუ თავიდანვე მიხვდი რომ ხელიდან გასაშვები ბიჭი არ ვიყავი ხო?-ისევ ზემოდან დააცქერდა საყვარელ მომღიმარ გოგონას ირონია ნარევი მზერით
-ღმერთო ჩემო რა თავდაჯერებული ხარ-თვალები აატრიალა ლილემ
-ფაქტი ჯიუტია! შენ ჩემი ხარ! -თავზე აკოცა და კიდევ უფრო მეტად მიიკრო გულზე
-წამო სადმე ბარში-ახედა აციმცინებული თვალებით გოგონამ -კიდევ ერთი ორი ჭიქა და შეიძლება ხელიც მთხოვო-აკისკისდა ბექას სახე რომ აელეწა
-გგონია სასმელი მალაპარაკებს?-გაბრაზდა ბიჭი
-რა არა?-კისკისებდა ისევ ლილე -ასეთ რამეებს პირველად მეუბნები... ძლივს აგალაპარაკე გრძნობებზე
-იმიტომ რომ არ მინდა მერე გული გატკინო...არ მინდა ეს ყველაფერი მტკივნეულ მოგონებედა იქცეს
-არ იქცევა-გაუღიმა გოგონამ, თითისწვერებზე დადგა და ტუჩის კუთხეში აკოცა, აღელვებულ ბიჭს, მათი სიმშვიდე მანქნის ხმამ დაარღვია...რადგან სწორედ ამ დროს მოსხვევიდან მაღალი სიჩქარით გამოვარდა ვერცხლისფერი ჯიპი, რომელმაც სრულიად მოულოდნელად, სიჩქარე მაქსიმალურად დააგდო როცა ზედმეტად ახლოს ჩაუარა მათ , ბექას უსიამოდ გაკენწლა გულში როცა საჭსთან მჯომის და მისი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა
-ამის დედასაც შევ.ცი-იყვირა მოულოდნელად გაცოფებულმა ბიჭმა და მკველი მზერა ესროლა მაქანას რომელიც როგორც კი მათ გასცდა მომენტალურად ძველ სიჩქარეს დაუბრუნდა
-რა მოხდა?-დაიბნა თათია
-სახლში ვბრუნდებით ახლავე -ბექამ ლილე მოატრიალა
-აუ არ მინდა სახლში-აბუზღუნდა ლილე
-ახლავე!-თვალები დაუბრიალა ბიჭმა და სახლისკენ ფაქტიურად ძალით წაიყვანა.
ალექსანდრე მოღუშული სახით იჯდა სავარძელში და აივანზე მდგომ გოგონას არ აშორებდა თვალს, ბექას სატელეფონმო ზარმა საშინლად ააღელვა, ამიტომ თათიასთან გავიდა გარეთ
-აქ ვეღარ დავრჩებით... -უთხრა აღელვებული ხმით
-მოხდა რამე?-დაიძაბა გოგონა
-ნუ ღელავ ეს შენებს არ ეხებათ... ეს... ჩემი პირადი პრობლემაა...
-სახლში წასვლა ასეთი აუცილებელია?-დაიძაბა გოგონა და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა ქმარს
-ჰო ძალიან-ალექსი საკუთარ თავს არ ჰგავდა
-კარგი მაშინ წავიდეთ-თათიას ძალიან აშინებდა ალექსიის სახლში მისვლა და იქ ახალი საშინელი ცხოვრების დაწყება, ყოველ დღე ცდილობდა ძალა ეპოვა საკუთარ თავში რომ როგორმე წაჰყოლოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც უსიამო შეგრძნებათა ერთობლიობა აკავებდა და ასე შემორჩნენ სასტუმროში მთელი კვირა, რადგან ახლა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა ალექსანდრე და მიხვდა, რომ მის გამოც კი უკან ვეღარ დაიხევდა ბიჭი, მშვიდად და უემოციოდ მიიღო ახალი უსიამოვნო ამბვი. ალექს გაუკვირდა როცა თათია მაქნაში მხოლოდ ხელჩანთით და მობილურის ინაბარა დაჯდა
-ტანსაცმელი? არაფერი დაგჭირდება იქიდან? ყველაფერი რატომ დატოვე სასტუმროში? ახლა უბრალოდ ყიდვას ვერ მოვახერხებ, დრო არ მწყოფა და ამიტომ გეუბნები
-ირინას დავურეკავ და მომიტანს...თუ რა თქმა უნდა უფლებას მომცემ დავპატიჟო ბებია და ჩავიცვა ის რაც მე მინდა...
-გთხოვ არ გინდა -გაბრაზდა ალექსი, მანქანა დაქოქა და გიჟივით გააქანა, თათიას მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია, მოხვდა რომ მასზე დიდი თავის ტკივილი გამოჩნდა ალექსამდრეს ცხოვრებაში და რაღაცნაკრად ბედნიერი იყო, უხაროდა რომ ცოტა ხამს მაინც გადაიტანდნენ ყირადღებას მისიდან ვიღაც სხვა ბევრად საშიშ პიროვნებაზე რომლის გამოც მის ქმარს უკვე საათზე მეტია სახე წაშლილი ჰქონდა, ხმას არ იღებდა და გიჟივით მიაქროლებდა თავის შავ პრადოს ავტო ბანზე.
იმის უხედავად რომ თათიას გონება რაღაც მომენტში ალექსანდრეს ახალ და უფრო საშიშ მტერზე ფიქრმა წაიღო, მაინც არ ასვენებდა იმაზე ფიქრი თუ რა რეაქცია ექნებოდათ მართას და ბექას მის დანახვაზე... რაღაცნაირად უჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ მათთან ერთ ჭერქვეშ უნდა ეცხოვრა ალექსანდრეს პირად ოთახში და მის საწოლში უნდა დაეძინა, რადგან ამ თემის წამოჭრისას ბიჭმა კატეგორიულად გამოუცხადა რომ მის პირად ოთახში არ დაიდგმებოდა არვითარი დივანი ან სავარძელი. ამაზე ფიქრმა კიდევ მეტად მოუშალა ნერვები თათიას და ძალიან უხაროდა რომ ალექსანდრეს ცხოვრებაშინახალი თავის ტკივილი გამოჩნდა.
-მოვედით-ფიქრებიდან ბიჭის ჩავარდნილმა ხმამ გამოიყვანა გოგონა
-ესაა შენი სახლი?-გაოცდა თათია და უცნაური ზიზღით შეხედა სამსართულიან ზედმეტად დიდ დეტალებით და დეკორებით დატვირთულ სახლს და აუზიან ეზოს
-გადმოდი... -პირველი ალექსი გადავიდა მანქანიდან, თათიას გაუჭირდა ძალიან გაუჭირდა კარის გაღება და ფეხის დადგმა ახალი , საშინელი, საძულველი, ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე, თუმცა როგორღაც თავს მოერია, დამშვიდდა, ურეაქციო სახე მიიღო და გადავიდა მანქანიდან. ჩქარი ნაბიჯით უკან მიჰყვა სახლისაკენ მიმავალ ანევიულებულ ბიჭს რომელიც კარის ზღურბლთან მოულოდნელად გაჩერდა და მისკენ მიტრიალდა ანერვიულებული- ხელი ჩამკიდე -უთხრა მბრძანებლური ტონით
-ეს აუცილებელია?-ირონია გაერია ხმაში გოგონას-აქ ხომ ყველამ იცის ჩვენი ფიქტიური ქორწინების შესახებ?
-მსახურებმა არ იციან და არც ჩემმა დამ რომელიც დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა საქართველოში...
-ლილე ჩამოფრიმდა?-შეიცხადა გოგონამ
-ჰო მოულოდნელად ჩამოვიდა, მისთვის ამ დღებში ვაპირებდი ჩვენზე დალაპარაკებას რადგან დედამ ვერ გაბედა ვერაფერის თქმა მისთვის, იფიქრა რომ ვერ შეძლებდა მის მოტყუებას და დარწმუნებას იმაში რომ ნამდვილი ცოლ-ქმარი ვართ...მითუმეტეს რომ ჩვენს ერთღამიან ურთიერთობაზეც არაფერი იცის
-აშკარად შენ უკეთ გამოგდის ადამიანების მოტყუება-ცინიკურად უთხრა გოგონამ და უხალისოდ ჩაკიდა ხელი როგორც კი კარის ხმა გაიგო, ისევ იგივე უსიამოვნო, საშინელმა და მძიმე ემოციების ტალღამ გადაუარა თათიას რომელიც ისე ღელავდა და ნერვიულობდა რომ მთელი სხულით თრთოდა უკვე
-ალექს-როცა მისაღებში შევიდნენ -ლილე დივნიდან წამოვარდა გახარებული და მათკენ გაქანდა, თუმცა იმავე წამს ადგილზე მიიყინა-ეს როგორ გავიგო?-ძმას გოგონასთან ჩაკიდულ ხელზე მიანიშნა
-მე და თათია დავქორწინდით-გაუღიმა ალექსმა და მისკენ წადგა ნაბიჯი
-თათია?-კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა რძალს დაბნეული გოგონა -არ მჯერა რომ შენი ნებით გახდი ამ ოჯახის რძალი და ამ ადამიანის ცოლი-ძმაზე მიუთითა -ის ხომ ბელგიიდან მამაშენზე შურის საძიებლად დაბრუნდა
-ლილე ბევრს ლაპარაკობ- თვალები დაუბრიალა ალექსმა
-მიგელოცა მაინც, რა ქაჯობაა-თავზე წამოადგა მართა შვილს და ახლად მოსულები ყალბი ღიმილით გადაკოცნა -ლილეს ნუ მოუსმენ საყვარელო, ზედმეტად ემოციურია და ყველაფერს ბოდავს რაც თავში აზრად მოუვა
-მადლობა დედიკო-ლილემ ქალს ორივე ლოყაზე ნაზად და საყვარლად უჩქმიტა და ყალბად გაუღიმა- საუკეთესო მყავხარ-შემდეგ მიტრიალდა და თათია გადაკოცნა -არ ვიცი რა მიზეზით ხარ აქ ამ სახლში და გქვია ჩემი აუტანელი ძმის ცოლი... არც მინდა ვიცოდე რადგან დარწმუნებული ვარ ეს მიზეზი სიყვარული არაა, რადგან შენს თვალებში ამას ვერ ვხედავ და სხვა ყველა შესაძლო მიზეზი მაშინებს-სევდიანად გაუღიმა და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით შეეწინააღმდეგა
-სისულელეებზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი პატარა ქალბატონო-თვალები დაუბრიალა გაბრაზებულმა ბიჭმა დას -კარგი ჩვენ მაღლა ავალთ-ალექსმა თათია მესამე სართულზე აიყვანა, თან ისე რომ ხელი არ გაუშვია მისთვის, გოგონა კი ცდილობდა შეუმჩნევლად რომ გაენთავისუფლა მის თიყებში ახლართული თიყები მაგრამ ამაოდ -ეს -კარზე მოუთითა -ჩვენი ოთახია-გააღო და დაბნეული გოგონას უკან დადგა -არ შეხვალ?-ყურთან ახლოს დაუჩურჩულა მომღიმარი სახით, რომ მიხვდა თათიას უბრალოდ ძალა არ ჰყოფნიდა ნაბიჯის წინ გადასადგმელად, პირველი თავად შევიდა თან შეიყოლა უკვე ფეხებაკანკალებული გოგონა, რომელმაც უცნაური მზერა მოავლო ავეჯით და ათასი წვრილმანით ზედმეტად დატვირთულ
ოთახს-მოგწონს ჩვენი ოთხი? თუ რამე არ მოგწონს შევცვალოთ-ისეთი უდარდელი ტონით უთხრა რომ თათია საშინლად განრაზდა, უხეშად გაითავისუფლა თითები მისი მარწუხივით შემოჭდობილი ხელისგან ზიზღით მიაჩერდა საწოლს
-აქ შენთან ერთად დაწოლას არ ვაპირებ
-მე კი მთელი ერთი წელი სავარძელში ძილს!-წარბის აწევით უპასუხა ბიჭმა
-მე დავიძინებ, შენგან არც ველოდები მთელი წელი ასეთ თავგამოდებულ ზრუნვას როგორც სასტუმროში-ცინიკურად უთხრა თათიამ და მზერა გაუსწორა
-იცი რა საშინლად ლამაზი ხარ როცა ასე მიყურებ?-ალექსანდრეს ირონიამ საშინლად გააღიზიანა გოგონა
-გეყოფა
-მე ბექას უნდა შევხვდე და გვიან მოვალ... შეგიძლია აქ დაიძინო-თავის დიდ, ლამაზ, ზედმეტად გრაციოზულ და საწოლზე მიუთითა, დაძაბულ გოგონას -მართა დედიკომ უკვე იზრუნა ჩენს პრობლემაზე, კარადას მიუახლოვდა რომელიც საწოლად გადმოშალა-მე აქ დავიძინებ ხოლმე
-არა-შეეწინააღმდეგა გოგონა-შენს საწოლში ძილს არ ვაპირებ ასე რომ...
-იმას გააკეთებ რასაც გეუბნები -გაბრაზდა ალექსი-თუ არა და ერთად გავიღვიძებთ ხოლმე ყოველ დილით... მე რა თქმა უნდა წინააღმდეგ არ ვარ მაგრამ ვფიქრობ ეს შენს ინტერესში არ შედის ასე რომ...
-ბექასთან არ გაგვიანდება? ერთ ჰაერს რომ ვსუნთქავთ უკვე ამდენი ხანია აქ შენს ოთახში...ეგეც კი გულს მირევს უკვე, არა თუ იმის გააზრება რომ შენს საწოლში უნდა დავიძინო-მოუჭრა გოგონამ და როგორც კი გაცეცხლებული ბიჭი ოთახიდან გავიდა და კარი გამეტებით გაიჯახუნა საწოლზე პირქვე დაემხო თვალები მაგრად დახუჭა და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა მოწოლილ ცრემლებს.
ლილე ვერაფრით დაამშვიდა მართამ, ვერაფრით დააჯერა რომ ეს ქორწინება თათიას სურვილით და ნებით მოხდა
-გეყოფა, ძალიან გთხოვ გეყოფა!
-ჩემი რატომ არ გჯერა? სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
-არ ვიცი მაგრამ იმას ვერავინ დამაჯერებს რომ თათია ალექს თავისი ნებით და სურვილით გამოჰყვა, მითუმეტეს ასე მოულოდნელად
-მოდიბამაზე ფოქრით თავს ნუ დაიღლი-წყობრიდან გამოვიდა მართა
-არ გამიკვირდება ამ ყველაფერში შენი ხელი ერიოს!-აფეთქდა გოგონა
-სისულელებს ნუ ბოდავ-დაუღრინა მართამ შვილს, კაბინეტიდან გიჟივით გავარდა და კარი ისე გაიჯახუნა კარგა ხანს ზრიალებდა.
ბექა მოღუშული სახით მიაჩერდა მეგობარს
-ხომ გეუბნებოდი?
-ახლა არ დაიწყო ისედაც ცუდად ვარ
-ალექს აზრზე მოდი რა... რადგან საქართველოში დაბრუნდა ეგ ნაბ.ჭვარი გუხელდაკრეფილი არ იჯდება ხომ იცი არა?... ადრე თუ გვიან პასუხს მოგვთხოვს იმისთვის რაც გავუკეთეთ
-საერთოდ არ ვნანობ იმ ღამეს რომ ვესროლე
-მაგაში ეჭვიც არ მეპარება!-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა მეგობარს
-გეყოფა რა... რა უნდა დაგვიშაოს მაგ ს.რმა? რა ძალაუფლება და გავლენა აქვს?
-მასეთი ადამიანები უფრო საშიშები არიან რომ იცოდე... მათ დასაკარგი არ აქვთ არაფერი...
-ვერაფერს გააკეთებას...
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები საკუთარ ძლევამოსილებაში... ყველას აქვს სუსტი წერტილი, შენი სუსტი წერტილი კი შენი ცხოვრების 3 მთავარი ქალია დედაშენი, შენი და და თათია... სამივეს ერთნირას ვერ დაიცავ მისი მრისხანებისგან
-რა შეუძლია დაგვიშაოს მაგ ნაბ.ჭვარს? რა შეუძლია რომ გააკეთოს ჩვენს წინააღმდეგ როგორ ფიქრობ?
-ვანოსნაირი ადამიანები ყველანაირ სულმდაბლურ საქციელზე მიდიან შურისძიების დაუოკებელი სურვილის დასაკმაყოფილებლად...
-ისევე როგორც მე არა?-უმალ სახე აელეწა გაცეცხლებულ ბიჭს
-თუნდაც-არ უარყო მეგობრის სიტყვები ბექამ
-კარგი დაცვას ავიყვან კიდევ და არცერთ არ მივცემ უფლებას რომ სახლიდან მარტო გავიდეს
-კარგია, ამ ეტაპზე ვფიქრობ ეს საკმარისი იქნება, მერე ვნახოთ, მისი გადადგმული ნაბიჯების მიხედვით ვიმოქმედოთ... ალექს ყურადღება არ მოადუნო, ზეოგჯერ ყველაზე უმნიშვნელო და მარტივ ადამიანებს შეუძლიათ განსაკუთრებულად მძიმე ტრამვა მოგვაყენონ
-ვიცი
-ახლა შენზე და თათიაზე ვილაპარაკოთ ცოტა
-არ მინდა... არაფერი თქვა საერთოდ...ისედაც ცუდად ვარ... შენ უარეს დამმართებ ვიცი
-ხომ ხვდები რომ შეცდომა დაუშვი?
-ვხვდები-თავი დახარა ბიჭმა და ვისკისთ სავსე ჭიქას დააშტერდა
-ასე აპირებ მთელი წელი მასთან ურთიერთობის გაგრძელებას? გგონია რომ ეს რაიმე შედეგს მოგიტანს?
-გგონია რომ არა?
-ჩემგან დასტური გჭირდება იმისთვის რაც ისედაც იცი?-გაბრაზდა ბექა -შენ მასზე ძალით დაქორწინდი, აიძულებ ერთ ჭერქვეშ იცხოვროთ... გგონია ეს იძულება რაიმე დადებით შედეგს მოგიტანთ თქვენ ისედაც კრიზისულ ურთიერთობაში?
-სხვაგვარად მასთან მაიხლოებასაც ვერ ვახერხებდი, ახლა კი სულ ჩემს გვწრდითაა
-არ გეშინია იმის, რომ ამ სიახლოვემ შეიძლება სამუდამოდ დაგაშოროთ?
-მეშინია, ძალიან მეშინია, მაგრამ ვერ გავუშვებ... არ შემიძლია... ვერ დავკარგავ...
-ზოგჯერ უ და გაუშვა რომ ხელახლა დაიბრუნო...
-არა! არ შემიძლია... ვიცი რომ გავუშვა უკან აღარასოდეს დამიბრუნდება
-და ერთი წლის გასვლის შემდეგ რა შეიცვლება? გგონია შენთან ქორწინებაში დარჩება?
-არ ვიცი... არაფერი არ ვიცი... ერთადერთი რაცა ზუსტად ვიცი ისაა რომ ახლა ჩემა სახლში ჩემა საწოლში სძინავს ჩემი ცოლის სტატუსით...
-და რა? გგონია ეს ყველაფერი შენთვის მეორე შანსია?-წინადადება გააწყვეტინა გაბრაზებულმა ბიჭმა მეგობარს
-მინდა რომ იყოს... ძალიან მინდა რომ იყოს...
-ალექს გთხოვ არ გინდა... ეს უბრალოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი და ეს შენ ჩემზე უკეთ იცი...
-მასაც ვუყვარვარ... ისევ ვუყვარვარ ვგრძნობ...
-ალექს გგონია რომ ყველა ადამიანისთვის თავმოყვარეობა და ღირება, ას ლარად შეფასებულ გრძნობებამდე და სიყვარულამდე დადის?
-ამის დედაც, ამის დედასაც შევ.ციიიი-იღრიალა მოულოდნელად გაცოფებულმა ბიჭმა ფეხზე წამოვარდა და დივნის წინ მდგარი პატარა მინის მაგიდა ააყირავა
-დარწმუნებული იყავი რომ თათია დღემე ინახვას იმ ფულის ხელსი შემორჩენილ ნაგლეჯებს და შესაფერის დროს ელოდება
-ჰო ასეა-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე გაცეცხლებულ ბიჭს -ელოდება...იმ დღეს ელოდება როცა მნახავს ზუსტად მასავით განადგურებულს, რომ დანარჩენი ნაგლეჯებიც შემომაყაროს...
-თუ არ გინდა რომ მსგავსი რამ მოხდეს რაც საბოლოოდ დააკამარებს თქვენს სიყვარულს მაშინ გაუავი...
-არა! არ შემიძლია... ვერ დავკარგავ... მიყვარს ძალიან მიყვარს მაგრამ ჩემი არავის გჯერათ არავის გესმით... გგონიათ რომ გრძნობები არ გამაჩნია
-ალექს იცოდე ინანებ... ძალიან ინანებ ამ გადაწყვეტილებას...
-შანსი ხომ არსებობს? პატარა მაგრამ მაინც ხომ არსებობს?
-არ გინდა! გთხოვ დამიჯერე არ გინდა მერე უარესად გეტკინება... ხომ იცი რის გადატანა მომიაწია მხოლოდ იმის გამო რომ ანას გაშვება არ მინდოდა? ხომ იცი რაც მოხდა? ხომ იცი როგორ დავიტანჯე? მხოლოდ იმის გამო რომ შენსავით ეგოისტირად მოვიქეცი ცხოვრება სამუდამოდ დავიმახინჯე... ანა კი... ანა...
-ახლა არაფერზე ფიქრი არ მინდა დალევის და გონების დაკარგვის გარდა-ალექმა ვისკის ბოთლი მოიყიდა და ბოლომდე ჩაცალა.
თათია მთელი ღამე თეთრად გაათენა, უცნაურად მოეჩვენა ალექსანდრემ სახლში დაბრუნება რომ არ ინება... უფრო სწორად რღაცნაირად გაბრაზდა...ან ეწყინა... გამთენიისას დაუკაკუნებლად და ხმაურით რომ შეაღო ალექსმა საძინებლის კარი, დაძაბული წამოჯდა საწოლზე გაბრუებული თათია და თავზე წამომდგარ ბიჭს ახედა გაბრაზებული თვალებით
-გეზიზღები?-მოულოდნელად ჰკითხა ალექსმა ჩამწყდარი ხმით და სასმლისგან ჩაწითლებული, ჭაობისფერი სფეროები საყვარელი გოგონას ამღვრეულ თვალებს გაუშტერა
-ამ კითხვაზე პასუხს შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? -წამით თვალი არ მოუშორებია ბიჭისთვის ისე ჰკითხა
-ააქვს
-ჩემი პასუხი რამეს შეცვლის?
-არა! ...მაგრამ მინდა ვიცოდე -გაღიზიანებული ტონით უთხრა ალექსმა
-მძულხარ, მთელი არსებით...პასუხმა დაგაკმაყოფილა?
-შენი არ მჯერა-ავარდა ალექსი
-ჩემგან რისი მოსმენა გინდა?-ფეხზე წამოვარდა გაავებული გოგონა -გინდა გითხრა რომ მიყვარახარ? -სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელასც მხოლოდ მათი გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა
-ჰო მინდა ძალიან მინდა -თავგზააბნეულმა ბიჭმა სახე ზედმეტად მიუახლოვა აღელვებულ გოგონას და დანისლულ ჩამუქებულ თაფლისფერ სფეროებში ჩააშტერდა
-მიყვარხარ-დაიჩურჩულა გოგონამ და კიდევ უფრო მეტად მიაუხლოვადა, სახე მონგრეულ ბიჭს -ამ სიტყვას ჩემთვის დიდი ხანია უკვე აზრი და მნიშვნელობა შენვე დააკარგვინე!
-გიყვარვარ! უარყოფ მაგრამ მე ამას ვგრძნობ- გაბრაზებულმა ბიჭმა წელზე ძლიერად შემოაჭდო ხელები და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული -მე შენ გრგძნობ თათია
-ცდები... საკუთარ გრძნობებში იკარგები-ცინიკურად უთხრა გოგონამ და სრულწიად ურეაქციოდ იდგა ბიჭის მკლავებში მომწყვდეული
-შენი გული... გამალებით ცემს... ჩემს გამო-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და წამში გაქრა ოთახიდან, თათია ოდნავ დაიბნა კიდეც იფიქრა ეს ყველაფერი ხომ არ მომეჩვენაო.
ლილეს პოზიტიურმა ხასიათმა დადბითმა მუხტი შეიტანა ჯიშკარიანების ოჯახში... თათიას ყველა ის დაძაბულობა და შიში მოუხსნა რაც ალექსზე დაქორწინებიდან თან სდევდა, ალექს ძალიან უხაროდა რომ გოგონები ძალიან დამეგობრდნენ რადგან თავად მას და თათიას ჩვეული დაძაბი ურთიერთობა ჰქონდათ. ბექაც მაქსიმალურად გაუბოდა თათიასთან ურთიერთობას რადგან თავის წილ დანაშაულს ყოველთვის გრძნობდა მისადმი და სინანულის მწარე გრძნობა დასევდა მუდამ მის სხეულს და გონებას.
მართა მოწოდების სიმაღლეზე იყო როგორც ყოველთვოს და სახლსი თუ ფირმაში შვილთან ერთად ინაწილებდა ძალაუფლებას. უცნაური ის იაყო რომ ზაზა, ლიკა და ბაჩო უჩვეულოდ მშვიდად იყვანან და ჩუმად... არცერთხელ არ მივარდნიან ალექს არც სახლში, არც ოფისში, არაფერი დაურბევიათ, არაფერი აურევიათ, დუმილი და სრული იგნორი. სამაგიეროდ ჯიშკარიანების სასახლში ხშირად აკითხავდა თათიას ირინა, რამდენჯერმე თავად თათია და ალექსიც ესტუმრნენ შინ სადაც ლიკაც დაუხვდათ და სრულიად ცივილურად, მშვიდად და წყნარად ისაუბრეს ზოგად თემებზე.
ალექსანდრეს აშინებდა ძალიან აშინებდა ეს უჩეულო სიწყნარე... ეს სიჩუმე... სიმშვიდე... დუმილი იგნორი ვერ ხვდებოდა რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს ზაზას მხრიდან და ქვეყანაში ახლახანს დაბრუნებული ვანოს მხრიდან რომელიც ხშირად ეჩხირებოდა თვალში მაგრამ არაფერს აკეთებდა.
ყველაფერი იმ დღეს აიაროა და აღარ დალაგდა როცა მართამ ზაზას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა საქმესთან დაკავშირებით...შემდეგ კი უცხო ნომრიდან შეტყობინება გაუგზავნა ლიკას ასეთი ტექსტით ,,დღეს 8 საათზე გაიგებ რალურ მიზეზს თუ რატომ აგებს დღემდე შენი გოგონა წარსულის ცოდვენზე პასუხს" თან დართული მისამართით.
ზაზამ ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტა წასულიყო და ენახა მართა, ზუსტად მასავით ცნობისმოყვარეობამ დაღუპა ლიკაც რომელიც ტაქსით წავიდა მითიყებულ მისამართზე.
-მეგონა არ მოხვიდოდი-მართა მომღიმარი სახით მიაჩერდა სახე წაშლილ კაცს, რომელსაც უცნაურად მოეჩვენა მისი მხრიდან ასე საჯაროდ რესტორანში შეხვედრა, მართალია განცალკევებულ კუპეში მაგრამ მაინც
-რა გინდა დროზე მითხარი-რაღაცნაირად უკვე ნანობდა ამ გადადგმულ ნაბიჯს ზაზა, რადგან უსიამო განცდა არ ტოვებდა მის სხეულს მართას ზარიდან მოყოლებული
-მინდა რომ ჩვენზე ვილაპარაკოთ...
-ჩვენ?-ცინიკურად გაეცინა კაცს-ჩვენ არ არსებიბს არც არასოდეს არსებობდა, ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია და დღემედ იმისთვის მსჯი რომ არ შეგიყვარე
-სიყვარული...-გატაცებით გაიმეორა მართამ-ვფიქრონ ჩვენს ასაკში სიყვარულის დრო აღარაა
-სიყვარულის დროს სულ არის-უცნაური ტონით უთხრა კაცმა და კიდევ უფრო მეტად დაიძაბა
-ის ღამე...-დაიწყო მართამ როცა ლიკას სილუეტს ჰკიდა თვალი, ზაზა ცოლს ვერ ხედავდა რადგან გასასვლთან ზურგით იდგა
-ის ღამე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა იყო-აყვირდა კაცი
-ჰო ალბათ, მაგრამ ჩვენს ეს ორივეს გვინდოდა-თქვა მართამ და ზაზას უკან მდგომ ლიკას გახედა უცნაური ირონიული ღიმილით -ის ერთი ღამე ჩემთვის დაუვიყარ სასიამონო მოგონებად დარჩა
-რას ბოდავ-გაცეცხლდა ზაზა-იმ ღამის გამო არ აგებინეთ პასუხი შენ და შენმა ფსიქოპატმა შვილმა პასუხი ჩემს გოგონას?
-ვიცოდი!-იყვირა მოულოდნელად ლიკამ -ვიცოდი რომ დედა-შვის ამ სატიკი შუროსშიებისნმითვა სზვა უფრო დიდი და საშინელი ამბავი იმალებოდა-ცრემლები გადმოიუცირდა გაფიგრებულ ღაწვებზე და დაფეთებული ზაზა ცოლისკენ რომ შეტრიალდა და მიაკენ წადგა ნაბიჯი ზიზღით უთხრა-ესე იგი შენს ერთ ღამიან გართობას შეეწირა ჩემი ორივე შვილის ღირსება, თავმოყვარეობა, სიამაყე, ღირებულებები...
-ლიკა მომისმინე-წამში დაფარამათ შორის არსებული მანძილი გაგიჟებულმა კაცმა
-არ მომეკარო-ლიკამ უკან დაიხია-არ გაბედო და არ შემეხო
-ის ღამე ერთადერთი შეცდომა იყო... გეფიცები არც კი ვიცი რა და როგორ მოხდა... წესიერად არაფერი მახსოვს...
-გული მერევა თქვენზე ორივეზე-ზიზღით უთხრა ქალმა და მიტრილადა
-მხოლოდ ერთი ღამე...-ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა მართამ -ეს მხოლოდ ერთი ღამე იყო... გესმის? მხოლოდ ერთი ლამაზი და საოცარი ღამე
-მოკეტე-გააფთრებული ზაზა ყელში წვდა უკან მდგომ ქალს -იცოდე მოგკლავ, ჩემი ხელით მოგკლავ
-გახსოვს რა მითხარი იმ ღამეს? -ცინიკური ღიმილით შეხედა მართამ კაცს- ,,მე შენგან ის მივიღე რაც მინდოდა! მხოლოდ ერთი ღამე" გახსოვს მე რა გითხარი მაშინ? გითხარი შენი სიტყვები... ოდესმე დადგება დროა და შენ ჩემზე ათასმაგად გატკენს-მეთქი გულს... შენვე გაგანადგურებს-მეთქი

№1 სტუმარი სტუმარი ნენე

სიყვარულის სახელით ყველაფრის გამართლებას თუ დავიწყებთ მაშინ ცოლის მოკვლა სიყვარულის გამო შეგვიძლია გამავამართლოთ.
მე არ მგონია არც ვისურვებდი რომ თათამ აპატიოს რადგან ალექსმა ახლა გაანალიზა რომ უყვარს, ეს უბრალოდ მარაზმია და მეტი არაფერი აქ ერთადერთი სწორედ მოაზროვნე მხოლოდ ბექაა ის თუ რა უთხრა მართას, რას ეუბნება ალექს.
თათაა პატარა ბავშვია რომელსაც ყველაფერი თავზე დაემხო და ამისმ მიზეზი მამამისის ერთი ღამე გახდა, მისი მშობლები რომლებიც როგორც დედა და მამა ვერ გამოდგნენ , უვარგისი ძმა და რძალი რომლებიც ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ და მერე სხვა დანარჩენზე. თათას არავინ ყავს გვერძე ვინც დაიცავს და გვერჩი დაუდგება რჩევას მიცემს, მარტოა და ეს ყველაფერი მას უსუსურს ხდის. ეს ქორწინება ერთი დიდი ტყუილია და არც მომავალში ექნებათ შანსი. ვინც ალექს და თათას წყვილი უნდათ არ მესმის მათი , შეუძლებელია მატი ერთად ყოფნა.
ალექსმა ყველაფერი გამიზნულად გააკეთა, მართამაც ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ ლიკას ბედნიერება ვერ მიითვისა ეგონა ის ერთი ღამის გამო ცოლს მიატოვებდა როგორი საცოდაობაა. კაცის ღალატი ხომ გულის ამრეობაა მაგრამ ქალის უარესია. ამ ისტორიას ჰეფი ენდი არ შეეფერება ლოგიკაში არ ჩაჯდება.(ჩემი აზრია)
როგორც მწერალმა შენ უნდა გადაწყვიტო როგორ დაასრულებ ისტორიას. ყველაზე ჩქარ ჩქარა შენ დებს ისტორიებს ამ გვეძე. წარმატებები blush

№2 სტუმარი ელა1

ნეაკო ყოჩაღ ❤❤❤.რაც შეეღება ამ თავს ძალიან ემოციური იყო განსაკუთრებით ბექა და ლილეს ამბავი.იცი ბექასი მესმის დაბნეულია არ იცის რა ქნა ეშინია იმისი რო ისევ ის განმეორდება რაც ანას შემთხვევაში ანუ ისევ ისეთივე გახდება.ამ შემთხვევაში ლილე უნდა იაკტიუროს და დაანახოს რო არაფრის არ უნდა შეეშინდეს და ისევ იწამოს სიყვარულის.და იცი რა ასე მგონია რო ლილე თუ სწორედ ვამბობ სახელს ყველაფერს გააკეთებს რო თავისი სიყვარული დაიცვას და ყველას დაუმტკიცოს რო შეუძლია ბედნიერი იყოს იმასთან ვინც უყვარს ხომ ასე ნეაკო❤❤.ბუ ალექსუს და თათიაზე ჩემი აზრი უხი უკვე.რაც შეეღება ზაზა მართას და ლიკას აქ ძალიან რთული იქნება საქმე.იცი რა ბეაკო არ ვიცი შენ როგორ გაქვს ჩაფიქრებული ამ სამისს შესახებ დასასრული მაგრამ ძალიან რთული იქნება რო ზაზა ლიკა შემოერიგოს და ჩემი აზრით არ ვიცი რატომ ლიკას დაბრუნებაში ალექსი უნდა დაეღმაროს იმიტომ რომ ყველაზე კარგად ის იცნობს დედამის და ამას თუ გააკეთევს თათიას გულს უფრო მოინადურებს მე ასე ვთლი და სხვები არ ვიცი.რას იტყვი ნეაკო❤❤

№3 სტუმარი სტუმარი Tekla

გამახსენდა თათიას სიტყვები ამ ფულის ნაგლეჯებს მაშინ მოგაყრი სახეში როცა შენი ფასი ჩემსას გაუტოლდება. და ეს იდიოტი მართა ვეღარ ხვდება რომ უნდა დაატორმუზოს და სიტუაცია არ გაამწვაოს და გაართულოს მითუმეტეს როცა ამბიცია აქვს რომ თათიამ ალექსს აპატიოს იმდენს ვეღარ აზეოვნებს რომ მათ ურთიერთობას კიდევ უფრო არევს და დრო მოვა და მის შვილსაც ისე ატკენს თათია და მიაყრის ფულის ნაგლეჯებს როგორც დღეს საღამოს ეტკინა ზაზას და ლიკას. იმედი მაქვს თათია ამ ერთი წლის შემდეგ წავა მაგრამ აპატიებს და ერთად იქნებიან. ნუ იმედიმაქვს ეს იდიოტი მართა და ზაზა კიდევ რამე სისულელეებს არჩაიდენენ და ამ ბავშვებს საბოლოოდ არ დაუნგრევენ და გაუნადგურებენ ცხოვრებას. მოკლედ ველოდები მომდევნო თავს მადლობა ნეაკოო❤❤❤❤❤❤❤????

№4 სტუმარი სტუმარი სოფო

სიმართლე გითხრა არ მინდა ცუდი დასასრული. სწორად მივიდეს ალექსი ბოლომდე, მინდა გაუშვას ყველაზ რთულ მომენტში და მერე დაიბრუნოს. უბრალოდ ბოლო მინდა ერთი ჰქონდეთ....

№5 სტუმარი სტუმარი თიკო

საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში რომ მართას გული, გონება, საერთოდ მთელი მისი არსება ზიზღს, სიძულვილს, ბოღმასა და უამრავ საშინელ გრძნობას აქვს მოცული და ამაში ზაზა საერთოდ არ არის დამნაშავე რომ მართა ასეთია. ზაზამ შეცდომა დაუშვა, ცოლს უღალატა. შემდეგ ცოლად რომ არ მოიყვანა ვიღაც ქალი ერთღამიანი ურთიერთობის გამო, ამ ქალმა გადაწყვიტა შური ეძია? მაშინ მისი თქმით ქმარი რომ ჰღალატობდა, მასაც მოეყვანა ერთღამიანი ურთიერთობების გამო ცოლები და დაესვა სახლში. თუ იმათაც შური უმდა ეძიათ მის ქმარზე ასე რომ არ გააკეთა? მესმის რომ ზაზამ იმ მომენტით ისარგებლა და ყველაფერი წაართვა. შურიც იძიეს მაგრამ ზაზაზე უკეთესები რით არიან? მართა, ალექსანდრე, ზაზა... ერთმანეთზე უარესები არიან. არც ღალატს ვამართლებ, არანაირი გარჩევა არ არსებობს! კაცის და ქალის ღალატი ერთია! ერთნაირია, მგონი ამას არ უნდა სჭიედებოდეს საუბარი და არც ის წარმომიდგენია როგორ შეიძლება ასეთი იყო, მადთასნაირი. ალბათ იმიტომ რომ არავინ მძულს და ასეთ რამეზე წამსვლელი არ ვარ. ან უბრალოდ არ გამომიცდია და არ ვიცი. მაგრამ... მე ვერ ვეთანხმები იმ აზრს რომ მართა შეიძლება რაიმეთი გამართლდეს, რა ვქნა. მარტო სამსართულიან სახლში ცხოვრება და ,,კარგი ჩაცმა" რამეს რომ შველოდეს... ჩვეულებრივი ღირსებაშელახული (რომელიც მისი ბრალია), მდაბიო, საცოდავი, შურიანი, ბოროტი ქალია და სუსტი! იმდენად სუსტი რომ ვერც კი შეეწინააღმდეგა მის სხეულში გამეფებულ ზიზღს, რამაც მართლა მთლიანად მოწამლა და ვის აბრალებს? შვილიც თავისნაირი გაზარდა. ახლა იმას ვფიქრობ ლილე ნაშვილები ხომ არ ჰყავთ. ორი უკიდურესობა ერთ ოჯახში. მეცინება რომ მახსენდება ალექსის სიტყვები: ,,ეს სამართლიანი შურისძიება იყო". ლილე მეცოდება თორემ გამეხარდებოდა იგივე რომ გამოეცადა მის მთელ ოჯახს, რაც თათიას დამართეს. ბექაზე არც ვსაუბრობ. როგორ შეიძლება ასეთი კარგი იყოს?.. სამაგიეროდ ძალიან მაინტერესებს ზაზას სიჩუმე და ვინმე, ვანოს გამოჩენაც. რატომ მგონია რომ ერთმანეთთან კავშირშია? მოკლედ საინტერესოა და წარმატებები!❤❤❤

№6 სტუმარი niako

imedia ar dagvagalateb amden xalxs da tatia da aleqsi bolos ertad iqnebian❤️momwons sheni weris stili❤️

№7 სტუმარი ანუ

სტუმარი ნენე

იდეალურად აღწერე, ზუსტად ყველაფერი ისეა როგორად თქმასაც ვისურვებდი მეც

№8  offline წევრი A.N.A

ძაან ველი ბექას ამბის სრულად გაგებას და ძალიან მომწონს როგორც აზროვნებს ამ ქორწინების თემაზე მაგრამ იმედია ესეც არ გააფრენს :))

ეს ვანოს ამბავი და თათიას ოჯახის სიჩუმეც მაწუხებს ნეტა რა ხდება.

წარმატებები ჩემო კარგო გამეხარდა მალე რომ დადე❣️

№9 სტუმარი სტუმარი კირა

როგორც ყოველთვის ეს თავიც ძალიან კარგი იყო ნეაკო????კარგია რომ ბექას და ლილეს მეტი დრო დაუთმე. ეს ორი ნამდვილად კარგი წყვილია. რაც შეეხება ალექსსა და თათიას, ვთვლი რომ ალექსი გამოსწორების პირასაა, უკვე კარგად გაანალიზა როგორ ავნო თათიას და თავის გრძნობებშიც საბოლოოდ დარწმუნდა. ალბათ კიდევ ბევრ ხანს აპირებს ალექსის გაწვალებას ან კიდევ რაიმე გეგმა აქვს სამაგიეროს გადასახდელად, აი ეს ძაან მაინტერესებს თათია რას აპირებს. ძალიან მინდა რომ ეს ისტორია კარგად დასრულდეს და საბოლოოდ ერთად იყოს ეს ორი.

პ.ს. ახალ თავს როდის დადებ?

№10 სტუმარი სტუმარი nazi

აუუუ კარგი იყო გთხოვ ეს წყვილი ერთად დატვე რა ძალიან მინდა ❤❤❤

№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
აუუუ კარგი იყო გთხოვ ეს წყვილი ერთად დატვე რა ძალიან მინდა ❤❤❤

სტუმარი ნენე
სიყვარულის სახელით ყველაფრის გამართლებას თუ დავიწყებთ მაშინ ცოლის მოკვლა სიყვარულის გამო შეგვიძლია გამავამართლოთ.
მე არ მგონია არც ვისურვებდი რომ თათამ აპატიოს რადგან ალექსმა ახლა გაანალიზა რომ უყვარს, ეს უბრალოდ მარაზმია და მეტი არაფერი აქ ერთადერთი სწორედ მოაზროვნე მხოლოდ ბექაა ის თუ რა უთხრა მართას, რას ეუბნება ალექს.
თათაა პატარა ბავშვია რომელსაც ყველაფერი თავზე დაემხო და ამისმ მიზეზი მამამისის ერთი ღამე გახდა, მისი მშობლები რომლებიც როგორც დედა და მამა ვერ გამოდგნენ , უვარგისი ძმა და რძალი რომლებიც ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ და მერე სხვა დანარჩენზე. თათას არავინ ყავს გვერძე ვინც დაიცავს და გვერჩი დაუდგება რჩევას მიცემს, მარტოა და ეს ყველაფერი მას უსუსურს ხდის. ეს ქორწინება ერთი დიდი ტყუილია და არც მომავალში ექნებათ შანსი. ვინც ალექს და თათას წყვილი უნდათ არ მესმის მათი , შეუძლებელია მატი ერთად ყოფნა.
ალექსმა ყველაფერი გამიზნულად გააკეთა, მართამაც ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ ლიკას ბედნიერება ვერ მიითვისა ეგონა ის ერთი ღამის გამო ცოლს მიატოვებდა როგორი საცოდაობაა. კაცის ღალატი ხომ გულის ამრეობაა მაგრამ ქალის უარესია. ამ ისტორიას ჰეფი ენდი არ შეეფერება ლოგიკაში არ ჩაჯდება.(ჩემი აზრია)
როგორც მწერალმა შენ უნდა გადაწყვიტო როგორ დაასრულებ ისტორიას. ყველაზე ჩქარ ჩქარა შენ დებს ისტორიებს ამ გვეძე. წარმატებები blush

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤
არა , სიყვარულის სახელით არანაირად არ ვამართლებ მე პირადად არავითარ ადამიანურ გააზრებულ ან გაუაზრებელ შეცდომას.
ალექსმა ეს შურისძიების გამო გააკეთა და გვიან მიხვდა რომ თათია უყვარდა ( ამიტომ ამას სიყვარულით ჩადენილ დანაშაულად ვერ ჩავთვლი) . მე მაქვს ამ თაზე ისტორია სადაც სიყვარულის სახელით ამართლებენ აგრესიას-მაგრამ აქ ამ ისტორიაში ეგ თემა აარაა.
მართა ცუდად იქცევა გეთანხმები და ბექა ერთადერთი სწორად მოაზროვნე ადამიანია აქ

№12  offline წევრი khatia khatia

ჩემი აზრით ჯერ მართლა არ უნდა აპატიოს თათიამ ალექს disappointed მაგრამ მგონია რომ აუცილებლად აპატიებს იმის მიუხედავად რაც გააკეთა რადგან უყვარს და სიყვარულზე უფროო დიიდი გძნობა არ არსებობს ❤ასევე ბექა მართალია უნდა გაუშვას და თათია უფრო მიხვდება რასც კარგავს და რა მიზეზითაც , თან თუ დავუკვირდებით თათიას ისეთი ადამიანი არ ყაავს ვინც გვერდში ამოუდგება და დაეხმარება ყველაფერშიი ❤ყველაფერიი მართას და ზაზას ერთი იდიოტობის გამო მოხდა და ჩემიი აზრით მათივე ქცევებზე აგეს პასუხიი ალექსანდრემ და თათიამ . იმედია ლილე და ბექა მაინც დარჩებიან ერთად თუ ალექსიი და თათია არ დარჩნენ ვინმე ხომ მაინც უნდა იყოს ბედნიერიიი... შემდეგს როდის დებ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

№13  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო ყოჩაღ ❤❤❤.რაც შეეღება ამ თავს ძალიან ემოციური იყო განსაკუთრებით ბექა და ლილეს ამბავი.იცი ბექასი მესმის დაბნეულია არ იცის რა ქნა ეშინია იმისი რო ისევ ის განმეორდება რაც ანას შემთხვევაში ანუ ისევ ისეთივე გახდება.ამ შემთხვევაში ლილე უნდა იაკტიუროს და დაანახოს რო არაფრის არ უნდა შეეშინდეს და ისევ იწამოს სიყვარულის.და იცი რა ასე მგონია რო ლილე თუ სწორედ ვამბობ სახელს ყველაფერს გააკეთებს რო თავისი სიყვარული დაიცვას და ყველას დაუმტკიცოს რო შეუძლია ბედნიერი იყოს იმასთან ვინც უყვარს ხომ ასე ნეაკო❤❤.ბუ ალექსუს და თათიაზე ჩემი აზრი უხი უკვე.რაც შეეღება ზაზა მართას და ლიკას აქ ძალიან რთული იქნება საქმე.იცი რა ბეაკო არ ვიცი შენ როგორ გაქვს ჩაფიქრებული ამ სამისს შესახებ დასასრული მაგრამ ძალიან რთული იქნება რო ზაზა ლიკა შემოერიგოს და ჩემი აზრით არ ვიცი რატომ ლიკას დაბრუნებაში ალექსი უნდა დაეღმაროს იმიტომ რომ ყველაზე კარგად ის იცნობს დედამის და ამას თუ გააკეთევს თათიას გულს უფრო მოინადურებს მე ასე ვთლი და სხვები არ ვიცი.რას იტყვი ნეაკო❤❤

მართალი ხარ ელა ❤❤❤❤ზაზა ლიკას და მართას ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩაიხლართება და მარტივად ვერ გამოსწორდება.
რაც შეეხება ბექას ლილესთან ურთიერთობა ისევ აერევა ეს მოიტანს კატასტროფილ შედეგებს მათთვის.
ალექსანდრეს ძალა არ ეყოფა ამრთა გააჩეროს ჯერ-ჯერობით, უკვე ბოლო თავებში გამოჩნდება რა და როგორ

№14  offline წევრი khatia khatia

ჩემი აზრით ბექა, ლილე, ალექსი და თათია ერთად უნდა წავიდნენ სადმე და გაერთონ რადგან გართობა ყველაფერს ავიწყებთ ხალხს ❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

№15  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Tekla
გამახსენდა თათიას სიტყვები ამ ფულის ნაგლეჯებს მაშინ მოგაყრი სახეში როცა შენი ფასი ჩემსას გაუტოლდება. და ეს იდიოტი მართა ვეღარ ხვდება რომ უნდა დაატორმუზოს და სიტუაცია არ გაამწვაოს და გაართულოს მითუმეტეს როცა ამბიცია აქვს რომ თათიამ ალექსს აპატიოს იმდენს ვეღარ აზეოვნებს რომ მათ ურთიერთობას კიდევ უფრო არევს და დრო მოვა და მის შვილსაც ისე ატკენს თათია და მიაყრის ფულის ნაგლეჯებს როგორც დღეს საღამოს ეტკინა ზაზას და ლიკას. იმედი მაქვს თათია ამ ერთი წლის შემდეგ წავა მაგრამ აპატიებს და ერთად იქნებიან. ნუ იმედიმაქვს ეს იდიოტი მართა და ზაზა კიდევ რამე სისულელეებს არჩაიდენენ და ამ ბავშვებს საბოლოოდ არ დაუნგრევენ და გაუნადგურებენ ცხოვრებას. მოკლედ ველოდები მომდევნო თავს მადლობა ნეაკოო❤❤❤❤❤❤❤????

მადლობა გამოხმაურებისთვის ❤❤❤❤❤❤❤ზაზა და მართა ურთიერთობას ძალიან დაძაბავენ რაც თათია ალექსისი ურთიერთობაზე ზედმეტად მტკივნეულად აისახება... ეს ქორწინება წინასწარ რომ არ გავამხილო რა და როგორ იქნება და კითხვის ინტერესი არ დაგიკარგოთ მკითხველს გეტყვით რომ პრობლემებით იქნება უხვად დატვირთილი ეს ფიქტიური ქორწინებ და ჰეფი ენდით არ იქნება წლის ბოლს დასრულებული... სხვა მიმართულებით წავიყვან და ვეცდები ლოგიკური ფინალი ჰქონდეს

სტუმარი სოფო
სიმართლე გითხრა არ მინდა ცუდი დასასრული. სწორად მივიდეს ალექსი ბოლომდე, მინდა გაუშვას ყველაზ რთულ მომენტში და მერე დაიბრუნოს. უბრალოდ ბოლო მინდა ერთი ჰქონდეთ....

მადლობა რომ გამომეხმაურე❤❤❤❤❤❤მოდი ამას საიდუმლოდ დავტოვებ ❤❤❤❤კითხვის ინტერესი რომ არ დაგიკარგო

სტუმარი თიკო
საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში რომ მართას გული, გონება, საერთოდ მთელი მისი არსება ზიზღს, სიძულვილს, ბოღმასა და უამრავ საშინელ გრძნობას აქვს მოცული და ამაში ზაზა საერთოდ არ არის დამნაშავე რომ მართა ასეთია. ზაზამ შეცდომა დაუშვა, ცოლს უღალატა. შემდეგ ცოლად რომ არ მოიყვანა ვიღაც ქალი ერთღამიანი ურთიერთობის გამო, ამ ქალმა გადაწყვიტა შური ეძია? მაშინ მისი თქმით ქმარი რომ ჰღალატობდა, მასაც მოეყვანა ერთღამიანი ურთიერთობების გამო ცოლები და დაესვა სახლში. თუ იმათაც შური უმდა ეძიათ მის ქმარზე ასე რომ არ გააკეთა? მესმის რომ ზაზამ იმ მომენტით ისარგებლა და ყველაფერი წაართვა. შურიც იძიეს მაგრამ ზაზაზე უკეთესები რით არიან? მართა, ალექსანდრე, ზაზა... ერთმანეთზე უარესები არიან. არც ღალატს ვამართლებ, არანაირი გარჩევა არ არსებობს! კაცის და ქალის ღალატი ერთია! ერთნაირია, მგონი ამას არ უნდა სჭიედებოდეს საუბარი და არც ის წარმომიდგენია როგორ შეიძლება ასეთი იყო, მადთასნაირი. ალბათ იმიტომ რომ არავინ მძულს და ასეთ რამეზე წამსვლელი არ ვარ. ან უბრალოდ არ გამომიცდია და არ ვიცი. მაგრამ... მე ვერ ვეთანხმები იმ აზრს რომ მართა შეიძლება რაიმეთი გამართლდეს, რა ვქნა. მარტო სამსართულიან სახლში ცხოვრება და ,,კარგი ჩაცმა" რამეს რომ შველოდეს... ჩვეულებრივი ღირსებაშელახული (რომელიც მისი ბრალია), მდაბიო, საცოდავი, შურიანი, ბოროტი ქალია და სუსტი! იმდენად სუსტი რომ ვერც კი შეეწინააღმდეგა მის სხეულში გამეფებულ ზიზღს, რამაც მართლა მთლიანად მოწამლა და ვის აბრალებს? შვილიც თავისნაირი გაზარდა. ახლა იმას ვფიქრობ ლილე ნაშვილები ხომ არ ჰყავთ. ორი უკიდურესობა ერთ ოჯახში. მეცინება რომ მახსენდება ალექსის სიტყვები: ,,ეს სამართლიანი შურისძიება იყო". ლილე მეცოდება თორემ გამეხარდებოდა იგივე რომ გამოეცადა მის მთელ ოჯახს, რაც თათიას დამართეს. ბექაზე არც ვსაუბრობ. როგორ შეიძლება ასეთი კარგი იყოს?.. სამაგიეროდ ძალიან მაინტერესებს ზაზას სიჩუმე და ვინმე, ვანოს გამოჩენაც. რატომ მგონია რომ ერთმანეთთან კავშირშია? მოკლედ საინტერესოა და წარმატებები!❤❤❤

მადლობა რომ გამომეხმაირე და გამიზიარე შენი ემოციები ❤❤❤❤❤ მართა თავისებურად გულნატკენი და გაბრაზებულია, ვერცერთ სასურველ საცს ვერ შეაყვარა თავი და მოდი ვაღიაროთ რომ თავისი სუსურების, უმწეობის სასუსტის გამო სჯის სწორედ ზაზას.
შენ მართალი ხარ მართა ზიზღმა მოიცვა და უკვე ვეღარ საზღვრავს იმას რო ამ თავის ალექს ისევ წამლავს.
ლილეს რაც შეეხება მასაც რთული დღეები ელოდება წინ... ვანოს თემა პირველი თავის მერე ამ მოზეზით გავაახლე .
ბექა ყველა დროსი ყველა პერსონაჟზე მაღლა დგას ჩემი იდეალურია ❤❤❤❤❤

niako
imedia ar dagvagalateb amden xalxs da tatia da aleqsi bolos ertad iqnebian❤️momwons sheni weris stili❤️

საიდუმლოდ დავტოვებ ამას ❤❤❤❤❤თუმცა მინდა გითხრა რომ სავარაუდოდ ფინალი ლოგიკური იქნება, ასე მგონია რატომღაც...და იმედია დაიმსახურებს მოწონებას

A.N.A
ძაან ველი ბექას ამბის სრულად გაგებას და ძალიან მომწონს როგორც აზროვნებს ამ ქორწინების თემაზე მაგრამ იმედია ესეც არ გააფრენს :))

ეს ვანოს ამბავი და თათიას ოჯახის სიჩუმეც მაწუხებს ნეტა რა ხდება.

წარმატებები ჩემო კარგო გამეხარდა მალე რომ დადე❣️

მადლობა შენ გამოხმაირებისთვის. სიჩუმის და ვანოს თემას შემდეგ თავებში გავშლი.
ცოტა კიდევ ჩავხლართავ სიტუაციას ❤❤❤❤❤❤

სტუმარი კირა
როგორც ყოველთვის ეს თავიც ძალიან კარგი იყო ნეაკო????კარგია რომ ბექას და ლილეს მეტი დრო დაუთმე. ეს ორი ნამდვილად კარგი წყვილია. რაც შეეხება ალექსსა და თათიას, ვთვლი რომ ალექსი გამოსწორების პირასაა, უკვე კარგად გაანალიზა როგორ ავნო თათიას და თავის გრძნობებშიც საბოლოოდ დარწმუნდა. ალბათ კიდევ ბევრ ხანს აპირებს ალექსის გაწვალებას ან კიდევ რაიმე გეგმა აქვს სამაგიეროს გადასახდელად, აი ეს ძაან მაინტერესებს თათია რას აპირებს. ძალიან მინდა რომ ეს ისტორია კარგად დასრულდეს და საბოლოოდ ერთად იყოს ეს ორი.

პ.ს. ახალ თავს როდის დადებ?

მადლობა გამოხმაურებისთვის ❤❤❤❤❤❤❤რაც შეეხება ლილე ბექას მათი ურთიერთობა ისევე გართულდება როგორც ალექსი თათიასი.
სადასრულს რაც შეეხება ამას არ გაგიმხელთ❤❤❤❤❤❤ და საიდუმლოდ დავტოვებ ალექსი თათიას წყვილს ვგულისხმობ

სტუმარი nazi
აუუუ კარგი იყო გთხოვ ეს წყვილი ერთად დატვე რა ძალიან მინდა ❤❤❤

❤❤❤❤ვნახოთ შეიძლება ერთად დარჩნენ შეიძლება არა ❤❤❤❤❤

khatia khatia
ჩემი აზრით ბექა, ლილე, ალექსი და თათია ერთად უნდა წავიდნენ სადმე და გაერთონ რადგან გართობა ყველაფერს ავიწყებთ ხალხს ❤❤

ამ ისტორიაში ნაკლებად ეცლებათ ამისთვოს ამ პერსონაჟებს რადგან დაუსრულებელი პრობლემები ექნებათ მუდამ

khatia khatia
ჩემი აზრით ჯერ მართლა არ უნდა აპატიოს თათიამ ალექს disappointed მაგრამ მგონია რომ აუცილებლად აპატიებს იმის მიუხედავად რაც გააკეთა რადგან უყვარს და სიყვარულზე უფროო დიიდი გძნობა არ არსებობს ❤ასევე ბექა მართალია უნდა გაუშვას და თათია უფრო მიხვდება რასც კარგავს და რა მიზეზითაც , თან თუ დავუკვირდებით თათიას ისეთი ადამიანი არ ყაავს ვინც გვერდში ამოუდგება და დაეხმარება ყველაფერშიი ❤ყველაფერიი მართას და ზაზას ერთი იდიოტობის გამო მოხდა და ჩემიი აზრით მათივე ქცევებზე აგეს პასუხიი ალექსანდრემ და თათიამ . იმედია ლილე და ბექა მაინც დარჩებიან ერთად თუ ალექსიი და თათია არ დარჩნენ ვინმე ხომ მაინც უნდა იყოს ბედნიერიიი... შემდეგს როდის დებ

დავდე უკვე, ამ ორ წყვილს რაც შეეხება თათია ალექსი ლილე ბექა ჯერ კიდევ ჩაიხლართება ყველაფერი და გართულდება, დარჩებიან თუ არა ერთად ამას მოდი სადუმომლოდ დავტოვებ ❤❤❤❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent