შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 17 თავი


18-06-2021, 17:21
ავტორი ნეაკო
ნანახია 7 296

ალექსანდრეს ძალიან გაუჭირდა გოგონას ცივ უგრძნობ და ცარიელ თვალებთან გამკლავება, ამიტომ დაძაბული მზერა თათიას ჩამუქებული სფეროებიდან მის აკანკალებულ ხელებზე გადაიტანა, გოგონამ იგრძნო ალექსის დაჟინებული მზერა მთრთოლარე თითებზე ამიტომ გაუაზრებლად კაბის უკან წაიღო ხელები ძალიან არუნდოდა რომ მართას და განსაკუთრებით ალექსანდრე ჯიშკარიანს მის სახეზე, თვალებზე ხელებზე და ზოგადად სხეულზე შემჩნიათ ის შიში, სასოწარკვეთა და დაბნეულობა რასაც ახლა ამ წუთებში განიცდიდა...
იმის მიუხედავად რომ მთელი ღამე შინაგანად ემზადებოდა ამ საშინელი წამებისთვის, მაინც ძალიან გაუჭირდა ამ დაუნდობელ რეალობასთან შეგუება როგორც მორალურად ისე ფიზიკურად, საშინელი სიცარიელი განცდა დაეუფლა ისევ მის გაყინულ სხეულს რომელმაც ნელ-ნელა საბოლოოდ დააკარგვინა როგორც აზროვნების მხედველობის და ფეხზე დგომის უნარი, სწორედ იმ დროს როცა მისი სილამაზით, მშვენიერებით და სინაზით გაეხევებული ალექსანდრე როგორც იქნა გონს მოვიდა, თავს მოერია, დაფანტულ აზრებს თავი მოუყარა და არსაიდან მოსული გამბედაობის ფონზე მისკენ ნაბიჯი წადგა თათიას თავისდაუნებურად მზერა ისევ მისი დანისლული არეული ჭაობისფერი სფეროებისკენ გაექცა, რამდენიმე წამის განმავლობაში მათი ამღვრეული თვალები თერთმანეთს შეხვდა, ამ მზერამ უცნაურ ტკივილად დაურბინა თათიას მთელს სხეულში და კიდევ უფრო მეტად დაკარგა კონტროლი საკუთარ სხეულზე, იმის მისუხედავად რომ გოგონას მზერა და სხეული ალექსანდრეს მძაფრად გადასცემდა ტკივილის სევდის და სასოწარკვეთილების იმპულსებს ბიჭმა მაინც არ და ვერ დაიხია უკან, სწრაფად მიუახლოვდა საყვარელ, ყველაზე სასურველ და საოცნებო გოგონას, უმდენად რომ ცხელი სუნთავა მიაფრქვია სახეზე, თათიამ თავიდაუნებურად ახედა თავზე წამომდგარ ყველაზე საძულველ არსებას, მერე ღრმად ჩაისუნთქვა ბიჭის სურნელით გაჟღენთილი ოთახის გრილი ჰაერი რის გამოც მომენტალურად გაეთიშა სუნთქვის ორგანოები, გულისცემაც შეუწყდა და როცა მისი სიახლოვით და სილამაზით გაბრუებულმა ბიჭმა ყურს დაბლა აკოცა საბოლოოდ გაედღაბნა კადრები, თვალთ დაუბნელდა და უღონო მდგომარეობაში ჩაუვარდა მკლავებში დაბნეულ ბიჭს რომელმაც მაშინვე ხელში აიყვანა მისავათებული გოგონა და გარეთ გაიყვანა, ცალკე, მყუდრო, სეირის მაყურებელ ხალხის თვალთაგან მოშორებით დააწვინა დივანზე და სახეზე დაყრილი თმები ნაზად გადაუცურა ყელისკენ
-თათია კარგად ხარ?-დაძაბული ტონით ჰკითხა თვალებ გახელილ თათიას, რომელიც შეშინებული უყურებდა მას
-მომშორდი-მარტო ეს უთხრა და მაშინვე დივანზე წამოჯდა გაბრუებული გოგონამ
-წყალას მოგიტან-ალექსი მიტრიალდა და მალევე დაბრუნდა ჭიქით ხელში, გული მტკივნეულად შეეკუმშა თათია იქ რომ არ დახვდა სადაც დატოვა, დაფეთებულმა ჭიქა მაგიდაზე დადო და კიბე გიჟივით ჩაირბინა
-გეგონა წავედი?-იქვე კედლის გვერდით მდგომი გოგონა ცინიკური ღიმილით მიაჩერდა სახე მონგრეული ბიჭის პროფილს
-ჰო ასე მეგონა-მისკენ შეტრიალდ ალექსი და სევდიანი მზერა მიაპყრო, ზედმეტად ლამაზი მოეჩვენა ახლა ამ წამს ყველაზე უსუსური სუსტი და ქარისგან თმა აწეწილი თათია, რომელიც ყველაფერისდა მიუხედავად თეთრ, ნაზ საქორწილო კაბაში მაინც ახერხებდა თავისი მთრთოლარე სხეულით, ჩაშავებული უპეებით და ტირილისგან ოდნავ შესიებული თვალებით რომ ებრწყინა -საშინლად ლამაზი ხარ-უთხრა ჩამწყდა რი ხმით და მისკენ წადგა რამდენიმე ნაბიჯი
-ასე რატომ იქცევი? რატომ მაიძულებ ამ ნაბიჯის გადადგმას? -ხმა აუკანკალდა გოგონას
-იმიტომ რომ მიყვარხარ-დაუფიქრებლად უთხრა ბიჭმა და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა
-ეს სიყვარული არაა! ეს უბრალოდ ამბიციაა! უბრალოდ გინდა რომ შენი გაისწორო, გინდა რომ ჩემი სიტყვებისთვის დამსაჯო! გინდა რომ შენი განუსაზღვრელი ძალაუფლების მსხვერპლად მაქციო მხოლოდ იმიტომ რომ შენს სურვილებს აღარ ვემორჩილები!-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა
-ცდები! ასე არაა... თათია მე შენ მართლა შემიყვარ...
-გაჩუმდი!-ხელი ასწია გოგონამ და რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები დახუჭა რომ როგორღაც ძალა მოეკრიბა, დაფანტული სიტყვებისთვის თავი მოეყარა და აზრებად ექცია -შენ მე გამიზნულად დამინგრიე ცხოვრება! ახლაც იგივე მეორდება ! არ გეყო რაც დაგვმართე მე და ჩემს ოჯახს და ახლა გინდა უარესი ტკივილი მომაყენო
-ასეა არაა, ასე არაა-გაიმეორა ალექსმა გაბრაზებული ტონით -მე შენ მიყვახარ... მართლა ძალიან მიყვარხარ თათია... -სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა -ჩემი რატომ არ გჯერა? რატომ?
-იმიტომ რომ მიზეზი არ მაქვს! შენ შენი ქცევით გამუდმებით ტკივილს მაყენებ... დავიღალე გესმის დავიღალე... აღარ შემიძლია ამ ყველაფერის ატანა
-დაგიმტკიცებ რომ არც ისეთი უგულო და არაადამიანი ვარ როგორც შენ გგონია, დაგიმტკიცებ რომ სიყვარული შემიძლია, დაგიმტკიცებ რომ ჩემშიც არის ადამიანური რძნობები, დაგიმტკიცებ რომ ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ, რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ...
-არ მინდა! არ მინდა! გესმის? არაფრის დამტკიცება არ მჭიდება! -აყვირდა გოგონა და თმებში ახლართა აკანკალებული თითები, სცადა რომ ქარისგან სახეზე ჩამოყრილი ბზინვარე თმები უკან გადაეწია, მაგრამ თავხედი და ჯიუტი ქარის გამო არ მორჩილდებოდა მუქო წაბლისფერი ტალღები მის თლილ თითებს, გაღიზიანებული გოგონა მიტრიალდ არამდენიმე წამის განმავლობაში და ზურგი აქცია აღელვებულ ბიჭს -გთხოვ-მისკენ მიტრიალდა მოულოდნელად -ამის გაკეთებას ნუ მაიძულებ, არ შემიძლია, არ შემიძლია-თვალებში ჩააცქერდა აწყლიანებული, ჩაწითლებული სფეროებით
-გულს არ გატკენ... გეფიცები არასდროს გატკენ-ხმა ჩაუწყდა გაღიზიანებულ ბიჭს
-გთხოვ... ამ ნაბიჯის გადადმა არ შემიძლია-აკანკალდა გოგონა
-ამ საშინლე ქორწინებას ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად დავთანხმდი თათია, გეფიცები მხოლოდ ეს მიზანი მაქვს... მხოლოდ ის მინდა რომ უკეთ გამიცნო... მიხვდე რომ ვნანობ ჩადენილს, მინდა რომ მერე პატიებაც დავიმსახურო და სშენი სიყვარულიც
-ეს ძალდატანებული ქორწინება ჩემს პატიებას და სიყვარულს ვერ მოგაპოვებინებს! გესმის?-აფეთქდა თათია -ამ იმდეით თუ მაიძულებ ამ საშინელების გაკეთებას მინდა აქედანვე იცოდე რომ დრო არაფერს შეცვლის... არც ჩვენს შორის მანძილის შემცირება!
-აზრი არ აქვს მაინც ვერ გადამარწმუნებ!-მტრული მზერა ესროლა ბიჭმა გაცეცხლებულ გოგონას
-როგორ შეგიძლია იყო ასეთი სასტიკი ასეთი დაუნდობელი-აყვირდა გოგონა და მისმა სიმწრის ცრემლებმა სწრაფად გაიკვალეს გზა ამღვრეული თვალებიდან, ყელისკენ, გაფითრებულ ღაწვებზე ჩაცურებით
-ამის გაკეთებას შენ მაიძულებ! სხვა გზას არ მიტოვებ-ავარდა ალექსი და უარესად რომ აცახცახდა თათია მოულოდნელად ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა
-გთხოვ, ძალიან გთხოვ ამის გაკეთებას ნუ მაიძულებ, არ შემიძლია რატომ არ გესმის?-წინააღმდეგობა გაუწია გოგონამ მის მკლავებს და თავის დახსნა სცადა, ამიტომ ალექსმა მაჯები დაუჭირა და თვალებში ჩააცქერდა
-მხოლოდ ერთი წელი, ერთი წელი, ჩვენი სიყვარულის გამო
-არა-ზიზღით შეხედა გოგონამ
-მე მხოლოდ შენი დაბრუნება მინდა
-შენ მხოლოდ მამაჩემის და ჩემი განადგირება გინდა ბოლომდე... ის არ გეყო რაც დაგვიშავე
-ასე არააა! შენს გამო მე ამ ურისძიებაზე უარს ვიტყვი!
-შენი არ მჯერა-თათიამ მისი ხელებიდან ყავის დახსნა სცადა მაგრამ ალექსმა უფრო მეყად მოუჭორა თითები, შეეშინდა ძალიან შეეშინდა არ გაჰქცეოდა თათია -შენ მხოლოდ ის გინდა რომ ისევბშემეხო, ისევ მატკინო, ისევ გამანადგურო
-არ გატკენ... გულს არასოდეს გატკენ... არასდროს შეგეხები... შენი სურვილის საწინააღმდეგოდ თმაზეც კი არ შეგეხები,
-შენი არ მჯერა, შენი ერთი სიტყვისაკ კი არ მჯერა- უყვირა გოგონამ და მისი გაფითრებული ღაწვები ისევ ცრემლების წვიმამ დაასველა
-გეშინია... ჩემი გეშინია?!-ჩამწყდარი ხმით, უმისამართოდ თქვა ბიჭმა და გული მტკივნეულად შეეკუმშა -თათია ნუ ფიქრობ რომ მე შემიძლია ამ ქორწინების მიზეზით შენი ნების და სურვილის საწინააღმდეგოდ ოდესმე შეგეხო! გული გატკინო და გაუაზრებელი ქმედება ჩავიდინო! ამას ნუ ფიქრობ გთხოვ... მე ასეთი არაკაცი არ ვარ... არ ვარ გესმის?
-რატომ უნდა დაგიჯერო მაშინ როცა ასეთი გულისამრევი მეთოდებით ცდილობ შენი ცოლობა მაიძულო! რატომ უნდა გენდოთ შენ და დედაშენს
-იმიტომ რომ მიყვარხარ!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -გაგიჯებით მიყვარხარ და ჩემი თვითმიზანი შენი დაბრუნებაა და არა განადგურება
-მაშინ გამიშვი-მოულოდნელად უთხრა ჩამწყდარინხმით გოგონამ და მზერა გაუსწორა, მათი არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა
-არ შემიძლია... ვერ დაგკარგავ...
-შენ მე იმ ღამეს დამკარგე!
-დაგიბრუნებ
-გამიშვი... დედაშენი აიძულე რომ იმ მუშამ საჩივარი გამოტანოს და მხოლოდ მაშინ დაგიჯერებ
-არა შენ ახლა არაფერს დამიჯერებ, ამაიტომ იმას არ გავაკეთებ რაც შენ გინდა-დაიძაბა ბიჭი და ხელები გაუშვა რადგან მიხვდა რომ უკვე ტკივილს აყენებდა თავისი გაუაზრებელი ქმედებით
-ახლა... რომ მივტრიალდე და წავიდე... ძალა გეყოფა იმისთვის რომ ბაჩო რვა წლით ციხეში გაუშვა?-შემაწუხებელი და გამაყრუებელი სიჩუმე გოგონას აკანკალებულმა ხმამ გაკვეთა
-მას შეიძლება არა!- მართას გამყინავი ხმა ეზოს ბოლოდან მიწვდა გოგონას და ბიჭოს დაძაბულ მზერას -მაგრამ მე ძალაც მეყოფა, ზიზღიც, სიძულვილიც ამის გასაკეთებლად -ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სარძლოს, თათიას გააჟრჟოლა როცა მისი თვალები ქალის კატასავით აბრიალებულ მწვანე სფეროებს რომ
შეეფეთა -ახლა კი ცივი გონებით მიიღე გადაწყვეტილება გიღირს თუ არა შენი შეწირული ერთი წელი, ბაჩოს გისოსებს მიღმა გატარებულ რვა წელს და როცა საბოლოოდ მიიღებ ამ რთულ და მძიმე გადაწყვეტილებას ამაყად გადადგი ნაბიჯები წინ , შენივე არჩეული გზის დასაწყისისკენ, რომელი მიმართულებითაც არ უნდა იყოს ეს! რადგან სუსტების ადგილი ამ სამყაროში დიდი ხანია აღარაა!-ნელა მიტრიალდა დანისევე გრაციოზულად წავიდა როგორც მოვიდა, სივრეცეს გახედაბთათიამ და გაირინდა, მერე მოულოდნელად დაიხარა კაბის კიდე ხელში მოიქცია და წინ წადგა ნაბიჯი ზუსტად ისე როგორცვმართამ უთხრა ამაყად და თავდაჯერებულად, ალექსი ერთადგილზე მიყინულივით იდგა და შეშინებული თვალწბით ყურებდა თათიას, რადგან ჯერ კიდევ ვერ ხვდებიდა რა გადაწყვეტილებას მიითებდა გოგონა წავიდოდა და სამუდამოდ მიატოვებდა თუ დედა-შვულის გამოწვევას მიიღებდა და მის ფიქტიურ ცოლობას დასთანსმდებოდა.
მართას სახეზე ირონიული ღიმილი გაკრთა როცა თათია თავაწეული შევიდა დარბაზში, მშვიდად მიუახლობდა და თავისი ხელოვნური ყვავილების თაიგული დაუბრუნა მისი ცივი ხელებიდან რომელიც გულის წასვლამდე დაუვარდა, ალექსი თავდახრილი დადგა მის გვერდით მაგიდასთან და თვალმოუშორებლივ დაჰყურებდა საბუთებს რომელზე ხელმოწერასაც ის და თათია ახალი რთული და უჩვეულო ცხოვრებისაკენ უნდა წაეყვანა, პირველად თავად მოაწერა ხელი და კალამი თათიას ხელში გადასცა, ამ დროს მათი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს... ისევ ზიზღი და სიძულვილი მიაფრქვია გოგონამ, ბიჭმა კი ბრაზი და სიყვარული, თათია ოდნავ დაიხარა, ურეაქციოდ დააცქრდა საბუთებს და გაკრული ხელით გაჯღაბნა საკუთარი სახელის და გვარის პირველი ასოები.
ტაშის ხმამ ოდნავ შეაკრთო დაძაბული წყვილი რომელთაც ბეჭდების გაცლის მომენტში ისევ გაუსწორეს მზერა ერთმანეთს, თათიას უცნაური განცდა დაეუფლა როცა ალექსმა სწორედ ის ბეჭედი გაუკეთა თითზე, რომელიც რამდენიმე დღის უკან ამაყად დაუბრუნა უკან ბიჭს ირონიით, მზერა ალექსისი მონგრეულინსახიდან ბეჭედზე გადაიტანა ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოერკვია როცა ბიჭის ცხელი ტუჩებინსაფეთქელზე მიეწება, რაღაც ნაცნობი, მონატრებული, სევდიანი და მტკივნეული გრძნობათა ერთობლიობამ დაურბინა მთელს სხეულში მწველი შეგრძნებით გახურებული საფეთქელიდან
-ოთხაში ადით და დაისვენეთ-მართა ჩვეული სიმშვიდით მიუახლოვდა მათ და ბოლომდე დააიგნორა მათი შერყეული სხეულების, გონების და მზერის ერთობლიობა
-თათია-ალექსანდრემ სახე წაშლილი გოგონასკენ მიიხედა და კიბისკენ ანიშნა, თათიამ თავი დახარა და უხმოდ წავიდა მითითებულ მხარეს, კიბეს ნელა აუყვა და გაჩერდა -იქით-ალექსი მის უკან დადგა და სხვა ნომრის კარისკენ მიუთითა ხელით, გოგონა ისევ უხმოდ წავიდა მითითებული მიმართულებით და გაჩერდა, მის უკან, ზედმეტად ახლოს მდგომი ბიჭი ძლივს ახერხებდა რომ აზროვნების უნარი არ დაეკარგა და არ შეხებოდა, როცა ოდნავ წინ გადაიხარა აღელვებული რომ კარი გაეღო, ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო მისი ცივი ტუჩები გოგონას მხარს რომელსაც მაშინვე უსიამოდ გააჟრჟოლა, იმის მიუხედავად რომ ამ შეძებამ გააღიზიანა, მაინც უპასუხოდ დატოვა ალექსის გააზრებული თუ შემთხვევითი ქცევა და კარის გაღებისთანავე ნომერში შევიდა, ზიზღით მოავლო თვალი ახლად დაქორწინებული წყვილისთვის სანთლებით და ხელოვნური ვარდებით გალამაზებულ ოთახს და იქვე სავარძელში ჩაევენა უღონოდ
-შენებს საღამოს გავაგებინებ ამ ამბავს...ვეცდები ისე ავუხსნა რომ როგორღაც გაგიგონ და ზურგი არ გაქციონ ამ ყველაფერის გამო-დაიწყო ყოყმანით ალექსმა
-როგორც გინდა ისე აუხსენი... ამ წუთიდან მე შენს გამო უკვე ოჯახიც დავკარგე... რადგან მამაჩემმა მკაცრად გამაფრთხილა ოდესმე შენს გვერდით თუ მნახავდა იმ დღეს...მას შვილი მოუკვდებოდა მე კი მამა-მოწილილ ცრემლებთან ბრძოლაში მყოფი გოგონა კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენებოდა ალექს, რომელიც ,ძლივს ახერდებდა თავის მოთოკვას რომ არ ჩახუტებოდა
-ერთი წლის მერე როცა სიმართლეს გაიგებს... აუცილებლად გაპატიებს... მე კი უარესად შემიზიზღებს...
-მთავარია ჩემი ძმა გამოვიდეს რომ თეო დამშვიდდეს, პატარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს... და სხვა არაფერი მაინტერესებს ამ ეტაპზე... ჩემთვის მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი ახლა დ იცი
რატომ?-თათია მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ნელა მიუახლოვდა ერთ ადგილზე მიყუნულ ბიჭს რომელიც ძალიან დაძაბა მისმა ქცევამ, ზედმეტმა სიახლოვემ და სურნელმა, გამაბრუებელმა სურნელმა -იმიტომ რომ... ერთ დღეს... ერთ დღეს ყველაფერისთვის მწარედ გადაგიხდი სამაგიეროს! ერთ დღეს ყველა იმ დანაშაულისთვის რაც ჩემი და ჩემი ოჯახის წინაშე ჩაიდინე პასუხს გაგებინებ! ერთ დღეს შენი ფასი ჩემსას გაუთანაბრდება და სწორედ იმ დღეს სახეში შემოგაყრი იმ ფულს რომლის დონემდეც დაიყვანე ჩემი ღირსება, თავმოყვარეობა, ადამიანობა, ღირებულებები და ახლა უკვე თავისუფლება
-ვერადროს დაივიწყებ არა?-სხეულთან ერთად ხმაც აუკანკალდა გაცეცხლებულ ბიჭს
-უფრო სწორი სიტყვა იქნება არასდროს! გესმის ?არადსროს დავუვიწყებ იმ ღამეს! -თავი ამაყად ასწია და უსაზღვრო ზიზღით ჩააცქერდა ამღვრეულ ჭაობისფერ ცარიელ თვალებში
-დაგავიწყებ!-რაღნაირი მუდარით, მუქარით და ტკივილიანი ხმით უთხრაბ-ყველა ტკივილს დაგავიწყებ, ყველა შენს ჭრილობას მოვაშუშებ-თავი ოდნავ დახარა და იმდენად მიუახლოვა სახე სუნთქავ შეწყვეტილ გოგონას, რომ ამჯერად მისი ცხელი, ვნებიანი ტუჩები მის გაპობილ ბაგეს შეეხო
-ვერ შეძლებ! უფლებას არ მოგცემ-გოგონამ წამში უკან დაიხია და თავს უფლება არ მისცა ალექსის სურნელს, სიახლოვეს და შეხებას გაებრუებინა, ისევ აერია და დაებნია
-ჩემთან ახლოს ყოფნის გეშინია-თვითკმაყოფილების და ირონიის ღიმილმა გადაურბინა ბიჭს სახეზე -იმიტომ რომ ჯერ კიდევ გიყვარვარ, ჯერ კიდევ განიცდი
-რაც გინდა ის იფიქრე-მკლავებზე აკანკალებული თითები მიიწება გოგონამ და ზურგი აქცია გაბრაზებულ ბიჭს, ნელა მიუახლოვდა ფანჯარას და ცრემლიანი თვალებით გახედა სივრცეს
-ჩემს გულწრფელ და ნამდვილ გრძნობენში დაგარწმუნებ თათია
-გთხოვ გადი-უკვე ვეღარ უმკლავდებოდა ამდენ თავს დამტყდარ ემოციას



№1 სტუმარი ელა1

მაგარი იყო და ემოციებით სავსე❤❤❤.იცი ან თავში დავიბახე თათიას სიძლიერე და ისიც რო მიუხედაცად იმისა რო ალექსი უყვარს და ამის აღიარება არ უნდა ცდილობს ამაყ იყოს მის წინაში და დაჯეროს რო ის ძულს და ერთ მხრივ ეს კარგია იმიტომ რო უფრო გაწდვილდება ამ ქორწინებასთან შეგუება და დარწმუნევული ვარ ალექსის დიდი ხვეწნის და მუდარის და იმის მერეე რაც დაინახავს რო მართლა შეიცვალა აპატუებს მაგრამ ეს ძალიან გაუჯირდება ალექს და მე ვფიქრობ პირველი რასაც გააკეთებს ალექსი ეს უქბება ბაჩოს დახმარება ყველანაირად,და მერე უკვე დანარჩენსაც მე ასე ვფუქრობ ❤❤

 


№2 სტუმარი ელა1

არ ვიცი სწორედ ვფიქრობ თუ არა მაგრამ ასე ვღედავ მე ალექსის და თათიას ურთიორთობას.

 


№3  offline წევრი khatia khatia

შემდეგს როდის დებ?
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№4 სტუმარი სტუმარი nazi

რაღაცნაირათ გიჟური თავი იყო ერთ ერთი გამორჩეული ბევრი გძნობებით და ემოციებით არ მინდა ასე მარტივად დამთავრდეს ეს ისტორია მინდა ყველაფერი გაირკვეს და როგორც ყოველთვის კარგად დასრულდეს ვგულშემატკივრობ ამ ორ გადარეულ წყვილს და გულშემატკივრობ თავად შენ ნეაკო რათა სწორად გადმოსცე შენი სათქმელი ჩვენამდე წარმატებები შენ და იმედია ამ ორ გადარეულს ერთად დატოვებ გელი სულლ ❤❤❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორ მინდა კარგა ხანს არ შერიგდნენ და თათიამ რაც უთხრა ის აუსრულოს. შემდეგ შეიძლება ფიქრი ამათ ,,ჰეფი ენდზე". ამ გოგოს საცოდაობით ლამის მის რძალზე და ძმაზე დამეწყო აგრესია. ყველას გამო, ძალით თუ უნებურად მაინც თათია იტანჯება. ახლაც ზურგს შეაქცევს ალბათ მისი ოჯახი, რადგან ზაზა დარწმუნებული ვარ არც კი მოუსმენს. წარმატებები!❤❤❤
P.S ყველაფრისდა მიუხედავად მართა ისევ მძულს, არა, უფრო მეცოდება. საერთოდ არ მესმის რატომ უწევდა შვილს წინააღმდეგობას თათიას განადგურებაში, ახლა ხომ იმავეს აკეთებს თვითონ? მგონია რომ რაღაც სხვა მიზანი აქვს. იმედია მაგ ქალის სასჯელს მალე ვიხილავ(თ) :)

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიამ მაგარი და ემოციური თავი იყო ძალიან მინდა რომ თათას მისი სიტყვები ბოლომდის გაატანინო და ისე დასაჯოს ალექსანდრე და დედამისი როფორც ემუქრება და ბოლოს მაინც მინდა რომ ერთად იყვნენ არ მიყვარს ცუდი დასასრული აი შენ კი ძალიან კარგად და გამართულად წერ მომწონს შენი წერის სტილი მადლობა დამოუთმენლად ველი ახალ თავს❤️❤️

 


№7  offline წევრი სესილია

ასეთ ტკივილს, ღალატს, დამცირებას არ ვაპატიებდი არასდროს!!! მე პირადად სამუდამოდ გავანადგურებდი და წყვილს ერთად არც დავტოვებდი. თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია და წარმატებები blush

 


№8 სტუმარი სტუმარი მაკა

ვაიმე ამოსუნთქვით წავიკითხე შემეცოდა თათა რა არ გადაიტანა ამ ერთი ციცქნა გოგომ სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს უმაგრესი ხარ მადლობა რომ ქმნი ესეთ საოცრებები ჩვენთვის????❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი კირა

კარგია ნეაკო. წერის მანერა კარგი გაქვს, კარგად შეგიძლია ემოციების გადმოცემა, წერტილ-მძიმეს იცავ, ისე წერ შენს ისტორიებს რომ ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ხდება. მხოლოდ ერთი რამ არმომწონს ასე პატარა თავები არ დადო ხოლმე.

 


№10 სტუმარი სტუმარი Tekla

იმდენად მაღიზიანებს ალექსი უკვე ტვინში სისხლი მექცევა და უზომოდ მეცოდება თათია სადღაც ორივე მშობლების მსხვერპლია მაგრამ ალექსის ეს დაბადების დღე ეს საჩუქრები ეს რაღაცნაირი მაგრამ მაინც თბილი მოქცევა სიტყვა მიყვარხარ რო.ელიც ბოლოს ასეთი არაკაცული საქციელით დასრულდა გულს მირევს. ბევრი მამაკაცი ყოფილა შენს ისტორიაში უხეში და დესპოტური საქციელის მატარებელი მაგრამ ყველას მიმართ მქონდა რაღაც დადებითი გრძნობა. მაგრამ ალექსს ალექსს მის საქციელს და იმ ღამეს ვერვპატიობ და არც არასოდეს ვაპატიებდი თათიას ადგილად ვხვდები ბოლოს ერთად დატოვებ ნიაკო მაგრამ ალბათ ალექსმა საკუთასი ბოლო სისხლის წვეთამდე და სულის ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა დაიხარჯოს და გააბედნიეროს თათია თუ რათქმაუნდა არსებობს მსგავსი საქციელი რომელიც მის არაკაცულ საქციელს გადაფარავს. არადა ვგიჟდებოდი მათ ურთიერთობაზე როგორ გამიცრუა იმედი ალექსმა იმღამის საქციელით. ზაზა ყველაფრის ღირსია და არც შემეცოდება მაგრამ თათია თათია ხომ ანგელოზია. ასერომ ალექსს გაუშრე სისხლი ნიაკო .და მინდა ავღბიშნო რომ ყველა სხვა ისტორიისგან განსხვავებული ბევრად დახვეწილი და სასწაული ისტორიაა გამოვარჩევდი ნამდვილად ყველა შენი ისტორიიდან. წარმატრბებს გისურვებ ❤❤❤❤ ❤

 


№11 სტუმარი სტუმარი დაკო

nene gelovani
ერთი დეტალის დამატება დამავიწყდა. ვიცი, რომ რატომღაც არ გინდა რეალობასთან ახლო ისტორია, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ ძალიან არალოგიკურია თათიას გადაწყვეტილება, როცა ალექსანდრეს უთხრა, რაც გინდა ის უთხარი ჩემს ოჯახსო. არასდროს არავინ ამას არ გააკეთებდა. ნებისმიერ ადამიანი თავის ოჯახს გაუმხელდა, რატომ დგავს ამ ნაბიჯს და არა თუ თავს მოაძულებდა, პირიქით აჩვენებდა რომ ამას მათსავე დასაცავად და გადასარჩენად აკეთებს.
თუ იმ არგუმენტს მომიყვან რომ მართამ ასე დაავალაო, მართას არ უთქვამს ოჯახს არაფერი უთხრაო და ისედაც, რომც ეთქვა ნებისმიერი ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი თუნდაც მალულად ჩააყენებდა საქმის კურსში ოჯახს, რომ გულები არ დასკდომოდათ.

მართალი ხარ. მეც სწორედ ეს ქცევა არ მომეწონა თათიაში. ხომ შეეძლო ოჯახისთვის გაემხილა ამას რისთვის აკეთებდა. ეთქვა რომ თავისი ძმის დასახსნელად იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა. ეხლა კი დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი სკანდალი დატრიალდება.

 


№12  offline მოდერი ნეაკო

ელა1
მაგარი იყო და ემოციებით სავსე❤❤❤.იცი ან თავში დავიბახე თათიას სიძლიერე და ისიც რო მიუხედაცად იმისა რო ალექსი უყვარს და ამის აღიარება არ უნდა ცდილობს ამაყ იყოს მის წინაში და დაჯეროს რო ის ძულს და ერთ მხრივ ეს კარგია იმიტომ რო უფრო გაწდვილდება ამ ქორწინებასთან შეგუება და დარწმუნევული ვარ ალექსის დიდი ხვეწნის და მუდარის და იმის მერეე რაც დაინახავს რო მართლა შეიცვალა აპატუებს მაგრამ ეს ძალიან გაუჯირდება ალექს და მე ვფიქრობ პირველი რასაც გააკეთებს ალექსი ეს უქბება ბაჩოს დახმარება ყველანაირად,და მერე უკვე დანარჩენსაც მე ასე ვფუქრობ ❤❤

ვაიმე როგორც იქნა მოვახერხე რომ მეპასუხა კომენტარებისთვის ❤❤❤❤ გეთანხმები ელა რომ სწორად და ადეკვატურად იქცევა თათია ამ შემთხვევაში და აელქსმა ძალიან ბვერი უნდა იწვალოს იმისთვის რომ მისი პატიება დაიმსახუროს ❤❤❤❤

 


№13 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ელა1
არ ვიცი სწორედ ვფიქრობ თუ არა მაგრამ ასე ვღედავ მე ალექსის და თათიას ურთიორთობას.

სწორედ ასე იქნება ელა და სწორად ფიქრობ ამ შემთხვევაშიც ❤❤❤❤❤❤❤

 


№14  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ამ თავს რომ ვკითხულობდი მივხვდი, რომ შუალედური დასასრულით ვერ "გამოძვრები". ძალიან მკაფიო და კონკრეტული პოზიციის დასასრული უნდა ჰქონდეს. ან ისე უნდა შემოტრიალდეს ყველაფერი რო ამათზე უკეთესი წყვილი არ არსებობდეს დედამიწაზე (:დ), ან რასაც ემუქრება თათია მართლა უნდა შეასრულებინო. არც იქით და არც აქეთ პათოსი არ გამოვა, ჩემი აზრით.

სწორედ ასეც იქნება❤❤❤❤ დასასრული უკვე მოფკქრებული მაქვს და ვფიქრობ საკმაოდ ადეკვატურიც და ლოგიკურიც იქნება ამ ისტორიის შინაარსიდან გამომდინარე და მოგეწონებათ

 


№15 სტუმარი სტუმარი ნეაკო

khatia khatia
შემდეგს როდის დებ?

თუ მოვახერხე ხვალ დავდებ ახალ თავს❤❤❤❤დროსი ფაქტორიდან გამომდინარე სავარეუდოდ პატარა იქნება ისიც

 


№16  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ერთი დეტალის დამატება დამავიწყდა. ვიცი, რომ რატომღაც არ გინდა რეალობასთან ახლო ისტორია, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ ძალიან არალოგიკურია თათიას გადაწყვეტილება, როცა ალექსანდრეს უთხრა, რაც გინდა ის უთხარი ჩემს ოჯახსო. არასდროს არავინ ამას არ გააკეთებდა. ნებისმიერ ადამიანი თავის ოჯახს გაუმხელდა, რატომ დგავს ამ ნაბიჯს და არა თუ თავს მოაძულებდა, პირიქით აჩვენებდა რომ ამას მათსავე დასაცავად და გადასარჩენად აკეთებს.
თუ იმ არგუმენტს მომიყვან რომ მართამ ასე დაავალაო, მართას არ უთქვამს ოჯახს არაფერი უთხრაო და ისედაც, რომც ეთქვა ნებისმიერი ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი თუნდაც მალულად ჩააყენებდა საქმის კურსში ოჯახს, რომ გულები არ დასკდომოდათ.

ნენე ჩქარობ შენ :დ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ნელ-ნელა ავხსნი რა და რატომ, თათიას ააქვს განსაკუთრებული მიზეზი რომ ამ შემთხვევაში ჩუმად იყოს ❤❤❤❤❤❤

სტუმარი დაკო
nene gelovani
ერთი დეტალის დამატება დამავიწყდა. ვიცი, რომ რატომღაც არ გინდა რეალობასთან ახლო ისტორია, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ ძალიან არალოგიკურია თათიას გადაწყვეტილება, როცა ალექსანდრეს უთხრა, რაც გინდა ის უთხარი ჩემს ოჯახსო. არასდროს არავინ ამას არ გააკეთებდა. ნებისმიერ ადამიანი თავის ოჯახს გაუმხელდა, რატომ დგავს ამ ნაბიჯს და არა თუ თავს მოაძულებდა, პირიქით აჩვენებდა რომ ამას მათსავე დასაცავად და გადასარჩენად აკეთებს.
თუ იმ არგუმენტს მომიყვან რომ მართამ ასე დაავალაო, მართას არ უთქვამს ოჯახს არაფერი უთხრაო და ისედაც, რომც ეთქვა ნებისმიერი ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი თუნდაც მალულად ჩააყენებდა საქმის კურსში ოჯახს, რომ გულები არ დასკდომოდათ.

მართალი ხარ. მეც სწორედ ეს ქცევა არ მომეწონა თათიაში. ხომ შეეძლო ოჯახისთვის გაემხილა ამას რისთვის აკეთებდა. ეთქვა რომ თავისი ძმის დასახსნელად იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა. ეხლა კი დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი სკანდალი დატრიალდება.

შემდეგ თავებში ავხსნი მისი სიჩუმის მიზეზებს, ამ შემთხვევაში მართებულია მისი ეს ქცევა და გავშლი ამ თემას სათანადოდ ❤❤❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სესილია
ასეთ ტკივილს, ღალატს, დამცირებას არ ვაპატიებდი არასდროს!!! მე პირადად სამუდამოდ გავანადგურებდი და წყვილს ერთად არც დავტოვებდი. თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია და წარმატებები blush

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის.❤❤❤
ისტორიას რაც შეეხებ ნამდვილად არ ექნება მოსალოდნელი ჰეფი ენდი, განსხვავაებულად მსურს დავასრულო და ვანახოთ რა გამოვა

 


№18  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
მოკლედ რომ ვთქვა, ჭიქაში ქარიშხალი თუ არ დატრიალდება კარგი იქნება. რეალური მიზეზი ამ ყველაფრის დამალვის ის არ იყოს, რომ ისტორიას უბრალოდ მეტი დაძაბულობა შეემატოს.
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

მიზიზი მარტივი იქნება და შემდეგ თავში გავშლი ამ თემას და იმედია შენთვის და მკითხველისთვია ლოგიკური იქნება ამშემთხვევაში ❤❤❤❤

სტუმარი მაკა
ვაიმე ამოსუნთქვით წავიკითხე შემეცოდა თათა რა არ გადაიტანა ამ ერთი ციცქნა გოგომ სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს უმაგრესი ხარ მადლობა რომ ქმნი ესეთ საოცრებები ჩვენთვის????❤❤❤

პირიქით მადლობა შენ რომ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი დადებითი ემოციები ❤❤❤❤❤ძალიან მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია ❤❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი კირა
კარგია ნეაკო. წერის მანერა კარგი გაქვს, კარგად შეგიძლია ემოციების გადმოცემა, წერტილ-მძიმეს იცავ, ისე წერ შენს ისტორიებს რომ ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ხდება. მხოლოდ ერთი რამ არმომწონს ასე პატარა თავები არ დადო ხოლმე.

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤❤მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია და მოგწონს ჩემეული წერის სტილი❤❤❤❤❤
პატარა თავებს რაც შეეხება... ონლაინში საიტის გვერდზე ვწერ ნებისმიერ თავისუფალ დროს ( სხვაგარად ფიზიკურად არ მიხერხდება ( და შესაბამისად პატარა თავების წერა და ატვირთვა მიხდება ხოლმე სამწუხაროდ ❤❤❤❤❤

 


№20  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Tekla
იმდენად მაღიზიანებს ალექსი უკვე ტვინში სისხლი მექცევა და უზომოდ მეცოდება თათია სადღაც ორივე მშობლების მსხვერპლია მაგრამ ალექსის ეს დაბადების დღე ეს საჩუქრები ეს რაღაცნაირი მაგრამ მაინც თბილი მოქცევა სიტყვა მიყვარხარ რო.ელიც ბოლოს ასეთი არაკაცული საქციელით დასრულდა გულს მირევს. ბევრი მამაკაცი ყოფილა შენს ისტორიაში უხეში და დესპოტური საქციელის მატარებელი მაგრამ ყველას მიმართ მქონდა რაღაც დადებითი გრძნობა. მაგრამ ალექსს ალექსს მის საქციელს და იმ ღამეს ვერვპატიობ და არც არასოდეს ვაპატიებდი თათიას ადგილად ვხვდები ბოლოს ერთად დატოვებ ნიაკო მაგრამ ალბათ ალექსმა საკუთასი ბოლო სისხლის წვეთამდე და სულის ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა დაიხარჯოს და გააბედნიეროს თათია თუ რათქმაუნდა არსებობს მსგავსი საქციელი რომელიც მის არაკაცულ საქციელს გადაფარავს. არადა ვგიჟდებოდი მათ ურთიერთობაზე როგორ გამიცრუა იმედი ალექსმა იმღამის საქციელით. ზაზა ყველაფრის ღირსია და არც შემეცოდება მაგრამ თათია თათია ხომ ანგელოზია. ასერომ ალექსს გაუშრე სისხლი ნიაკო .და მინდა ავღბიშნო რომ ყველა სხვა ისტორიისგან განსხვავებული ბევრად დახვეწილი და სასწაული ისტორიაა გამოვარჩევდი ნამდვილად ყველა შენი ისტორიიდან. წარმატრბებს გისურვებ ❤❤❤❤ ❤

მადლობა თეკლა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤❤ძალიან მიხარია რომ გამორჩეულად მოგწონს ეს ისტორია.
თათიას ალექსის ურთიერთობა ამ ქორწინებით ნამსვილად არ გამოსწორდება და შეააბამისად დასარული ქორწინებაში ბედნიერად დარჩენა არ იქნება.
თათია ყველას მსხვერპლია ამ შემთხვევაში, მათ შორის საკუთარი გულობრყვილობის და დამიანურობის.
ალექსანდრესადმი ასეთი მწვავე დამიკიდებულება არ მიკვირს და ვფიქრობ იმსახურებს კიდეც... მსხვერპლი კია მართას სისასტიკის მაგრამ მაინც თვითონაა პასუხისმგებელი საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე და არავინ სხვა

სტუმარი მარინა
ძალიამ მაგარი და ემოციური თავი იყო ძალიან მინდა რომ თათას მისი სიტყვები ბოლომდის გაატანინო და ისე დასაჯოს ალექსანდრე და დედამისი როფორც ემუქრება და ბოლოს მაინც მინდა რომ ერთად იყვნენ არ მიყვარს ცუდი დასასრული აი შენ კი ძალიან კარგად და გამართულად წერ მომწონს შენი წერის სტილი მადლობა დამოუთმენლად ველი ახალ თავს❤️❤️

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია და ჩემეული წერის სტილი ❤❤❤ ისტორიას რაც შეეხება, ალექსი და თათაის ურთიერთობა არ იქნება დალაგებული არანაირად ამ ქორწინებით და შესაბამისად ეს ლოგიკურ ფინალამდე არ მიიყვანს ისტორიას

 


№21 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო მომეწონა მართალია ალექსი თათუშა ცუდად მოექცა მაგრამ ისიც ხომ დაიტანჯა და იტანჯება კიდევ ალექსი. დედამისის მსხვერპლია მეცოდება მე ის ძალიან ცუდი საქციელია შენი შვილი შურისძიების თვის გამოიყენ ო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№22 სტუმარი ნნნ

სასწაული ხარ❤️იმედია თათია და ალექსანდრეს კარგი და ლამაზი დასასრული ექნებათ????????❤️

 


№23  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
როგორ მინდა კარგა ხანს არ შერიგდნენ და თათიამ რაც უთხრა ის აუსრულოს. შემდეგ შეიძლება ფიქრი ამათ ,,ჰეფი ენდზე". ამ გოგოს საცოდაობით ლამის მის რძალზე და ძმაზე დამეწყო აგრესია. ყველას გამო, ძალით თუ უნებურად მაინც თათია იტანჯება. ახლაც ზურგს შეაქცევს ალბათ მისი ოჯახი, რადგან ზაზა დარწმუნებული ვარ არც კი მოუსმენს. წარმატებები!❤❤❤
P.S ყველაფრისდა მიუხედავად მართა ისევ მძულს, არა, უფრო მეცოდება. საერთოდ არ მესმის რატომ უწევდა შვილს წინააღმდეგობას თათიას განადგურებაში, ახლა ხომ იმავეს აკეთებს თვითონ? მგონია რომ რაღაც სხვა მიზანი აქვს. იმედია მაგ ქალის სასჯელს მალე ვიხილავ(თ) :)

თათია ყველას და ყველაფრის მსხვერპლი ამ შემთხვევაში.
მართას რაც შეეხება მას თავისი მიზნები აქვს, თუმცა ეს ქორწინება მართალ აექსისი გამო მოაწყო და ამ თემას ნელ-ნელა გავშლი ისტრიაში ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№24 სტუმარი ელა1

ნეაკო არ გეწყინოს რას გეტყვი შეიძლება შენ სხვანაირად ფიქრობ დასასრულს მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვი როგორ ვხედავ ამ ისტორიის დასასრულს.ყველა ამბობს რო თათია და ალექსი შენსი უნდა მისცეს და ერთად დარჩნენ მეც ასე ვფიქრობ ,მაგრამ არსებობს ერთი რამ ჩემო აზრით როგორც ეხლა არიან ალექსი და თათიამ (ანუ ამ ქორწინებაში)არაფერი არ გამოუვათ და ეხლა აგიხსნით რატო ფიქრობ ასე,ალექსმა ისეთი რამე გაუკეთა თათიას რო ვერც ერთი ქალი ვერ აპატიებს კაცს ამას მითუმეტეს თათიას შემთხვევადი რაც არ უნდა უყვარდეს ალქსი ეს ქორწინება არის არა სასურველი არანეთ ნაწილიბრივ დაძალებული რაღან აქ ქონდა ძეწოლა ადამიანზე ან იქორწინებ ან შენ ძმას ციღეში გაუშვებენ.ამიტომაც ასე ვგიქრობ მე რაც არ უნდა ეღვეწოს და დაუმტკოცოს ალექსმა რო შეიცვალა და მართლა უყვარს თათიასთვის ეს ქორწინება და მაში დარჩენა ყოველთვის გაახსენებს რატომ გადაგვა ეს ნაბიჯი და უარესად შეძულდება ალექსი.ამიტომ ისევ ჩემი აზრია რო ალექსმა უნდა გაუქმოს ეს ქორწინება და ამით დაუმტკიცოს თათიას რო მართლა შეიცვალა და მერე იკვე როცა ამ ქორწინებაში ახარ იქნებიან დაიწყონ თი სურვილი ექნებათ ყველაფერი თავიდან.ნეაკო დეიძლება ეს არ არის შენი ჩანაფიქრი უბრალიდ მე ჩემი ვარაუდი გამოვთქვი.❤❤შენი ყველანაურ გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები იქნება და დავეთანხმები

 


№25 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
კარგი თავი იყო მომეწონა მართალია ალექსი თათუშა ცუდად მოექცა მაგრამ ისიც ხომ დაიტანჯა და იტანჯება კიდევ ალექსი. დედამისის მსხვერპლია მეცოდება მე ის ძალიან ცუდი საქციელია შენი შვილი შურისძიების თვის გამოიყენ ო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

მადლობა გამოხმაურებისთვის, რა თქმა უნდა ალექსანდრე მარტივად ვერ მოახერხებს თათიას ნდობის მოპოვებას მითუმეტეს პატიებას და ბევრის გაკეთება მოუწევს იმისთვის რომნააბოლოოდ ურთიერთობა დაალაგონ ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№26  offline მოდერი ნეაკო

ნნნ
სასწაული ხარ❤️იმედია თათია და ალექსანდრეს კარგი და ლამაზი დასასრული ექნებათ????????❤️

ვნახოთ შესაძლოა კი შესაძლოა არა ❤❤❤❤❤

სტუმარი ნესტანი
კარგი თავი იყო მომეწონა მართალია ალექსი თათუშა ცუდად მოექცა მაგრამ ისიც ხომ დაიტანჯა და იტანჯება კიდევ ალექსი. დედამისის მსხვერპლია მეცოდება მე ის ძალიან ცუდი საქციელია შენი შვილი შურისძიების თვის გამოიყენ ო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

ალექსი და თათიას რაღაც დინეზე ნამდვილად არიან მშობლების გულგრილობის და სიცივის მსხვერპლნი ❤❤❤❤

 


№27 სტუმარი სტუმარი ელენე

auu dzalian linda tatia da aleqsi ertad iyvnen da bednierebi , imedia mat ar dashli????

 


№28 სტუმარი სტუმარი შოკა

ვახ კაცოო, რატომ არ უნდა აპატიოს?! მამის ხსოვნა არაფერს ნიშნავს?! ბიჭი რომელიც ბავშვობიდან გაზარდეს შურისძიების აზრით, შემდეგ იგებს დედამისზე ასეთ საზიზღრობას იმ კაცისგან რომელსაც დამმაშავეა მამის მკვლელიბაში და მისი ოჯახის განადგურებაში, მაგრამ შეუყვარდა, და თანახმაა ყველაფერზე მაღლა დააყენოს ეს გრძნობა, თავის ოჯახზე მაღლაც კი, არაა დასაფასებელი?! და ასევე თათიამ არ უნდა აპატიოსო რომ წერთ, ნუთუ არააოდეს გყვარებიათ?! სიყვარულის სახელით ჩადენილ ყველა სისულელეს გამართლებულად მივიჩნევ, თუ გრძნობ რომ მეორე მხრისგანაც მოდის სიყვარული,ასე ეომ თათიას პატიებაც ლოგიკურია. და კიდევ ოჯახს ამ ქორწილზე ვწრ ეტყოდა რადგან აუცილებლად გადააფიქრებინებდნენასზე დაქორწინებას და არ დართავდნენ ნებას, და თვლიდა რომ მაშინ მართა ბაჩოს არ გამოაშვებინებდა, ხომ ამბობს კიდეც მართა, სასწრაფოდ იმიტომ დავუნიშნეო რომ აზრზე არ მოვიდეს და არ მიხვდეს რომ უარის შემთხვევაშიც არ დავტოვებ ბაჩოს ციხეშიო. წარმატებები და სიყვარულს აუცილებლად "ჰეფი ენდი" სჭირდება, თუ ბედნიერად არ დასრულდა ე.ი. ეს დასასრული არ არის და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს ;)

 


№29  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
რაღაცნაირათ გიჟური თავი იყო ერთ ერთი გამორჩეული ბევრი გძნობებით და ემოციებით არ მინდა ასე მარტივად დამთავრდეს ეს ისტორია მინდა ყველაფერი გაირკვეს და როგორც ყოველთვის კარგად დასრულდეს ვგულშემატკივრობ ამ ორ გადარეულ წყვილს და გულშემატკივრობ თავად შენ ნეაკო რათა სწორად გადმოსცე შენი სათქმელი ჩვენამდე წარმატებები შენ და იმედია ამ ორ გადარეულს ერთად დატოვებ გელი სულლ ❤❤❤❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა და ამდენი ემოცია გამოიწვია შენში, მადლობა ასეთი შეფასებისთვის ,ძალას მმტებს თითოეული შენი სიტყვა ❤❤❤❤❤❤❤

ელა1
ნეაკო არ გეწყინოს რას გეტყვი შეიძლება შენ სხვანაირად ფიქრობ დასასრულს მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვი როგორ ვხედავ ამ ისტორიის დასასრულს.ყველა ამბობს რო თათია და ალექსი შენსი უნდა მისცეს და ერთად დარჩნენ მეც ასე ვფიქრობ ,მაგრამ არსებობს ერთი რამ ჩემო აზრით როგორც ეხლა არიან ალექსი და თათიამ (ანუ ამ ქორწინებაში)არაფერი არ გამოუვათ და ეხლა აგიხსნით რატო ფიქრობ ასე,ალექსმა ისეთი რამე გაუკეთა თათიას რო ვერც ერთი ქალი ვერ აპატიებს კაცს ამას მითუმეტეს თათიას შემთხვევადი რაც არ უნდა უყვარდეს ალქსი ეს ქორწინება არის არა სასურველი არანეთ ნაწილიბრივ დაძალებული რაღან აქ ქონდა ძეწოლა ადამიანზე ან იქორწინებ ან შენ ძმას ციღეში გაუშვებენ.ამიტომაც ასე ვგიქრობ მე რაც არ უნდა ეღვეწოს და დაუმტკოცოს ალექსმა რო შეიცვალა და მართლა უყვარს თათიასთვის ეს ქორწინება და მაში დარჩენა ყოველთვის გაახსენებს რატომ გადაგვა ეს ნაბიჯი და უარესად შეძულდება ალექსი.ამიტომ ისევ ჩემი აზრია რო ალექსმა უნდა გაუქმოს ეს ქორწინება და ამით დაუმტკიცოს თათიას რო მართლა შეიცვალა და მერე იკვე როცა ამ ქორწინებაში ახარ იქნებიან დაიწყონ თი სურვილი ექნებათ ყველაფერი თავიდან.ნეაკო დეიძლება ეს არ არის შენი ჩანაფიქრი უბრალიდ მე ჩემი ვარაუდი გამოვთქვი.❤❤შენი ყველანაურ გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები იქნება და დავეთანხმები

ელა როგოეც ყოველთვის მართალი ხარ, ეს ქორწინება საერთოდ არაა ის შანსი რომელსაც სახავს ალექსი გონებაში და შესაბამისად კარგი არაფერი მოჰყვება ამ ამბავს, დასასრული უკვე თითქმის გადაწყვეტილი მაქვს და ამ ეტაპზე საიდუმლოდ შევინახავ, მაგრამ შენ რასაც დადმიმცემ ამ კომენტარიდა სწორი და აზრიანი ❤❤❤❤❤❤სრულიად ლოგიკური და დაახლოებით ასეც იქნება

სტუმარი შოკა
ვახ კაცოო, რატომ არ უნდა აპატიოს?! მამის ხსოვნა არაფერს ნიშნავს?! ბიჭი რომელიც ბავშვობიდან გაზარდეს შურისძიების აზრით, შემდეგ იგებს დედამისზე ასეთ საზიზღრობას იმ კაცისგან რომელსაც დამმაშავეა მამის მკვლელიბაში და მისი ოჯახის განადგურებაში, მაგრამ შეუყვარდა, და თანახმაა ყველაფერზე მაღლა დააყენოს ეს გრძნობა, თავის ოჯახზე მაღლაც კი, არაა დასაფასებელი?! და ასევე თათიამ არ უნდა აპატიოსო რომ წერთ, ნუთუ არააოდეს გყვარებიათ?! სიყვარულის სახელით ჩადენილ ყველა სისულელეს გამართლებულად მივიჩნევ, თუ გრძნობ რომ მეორე მხრისგანაც მოდის სიყვარული,ასე ეომ თათიას პატიებაც ლოგიკურია. და კიდევ ოჯახს ამ ქორწილზე ვწრ ეტყოდა რადგან აუცილებლად გადააფიქრებინებდნენასზე დაქორწინებას და არ დართავდნენ ნებას, და თვლიდა რომ მაშინ მართა ბაჩოს არ გამოაშვებინებდა, ხომ ამბობს კიდეც მართა, სასწრაფოდ იმიტომ დავუნიშნეო რომ აზრზე არ მოვიდეს და არ მიხვდეს რომ უარის შემთხვევაშიც არ დავტოვებ ბაჩოს ციხეშიო. წარმატებები და სიყვარულს აუცილებლად "ჰეფი ენდი" სჭირდება, თუ ბედნიერად არ დასრულდა ე.ი. ეს დასასრული არ არის და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს ;)

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრია გაზიარებისთვის, მიხარია ასე ეომ ფიქრობთ ,თუმცა საპირისპირო აზრსაც ვიზიარებ ხოლმე თავისთავად რადგან ალექსანდრე ნაწილობრივ იმსახურებს პატიებას და ნაწილობრივ არა, შესაბამისად ჩემთვის ყველას აზრი მართებულია ამ დაულაგებელ სიტუაციაში.
თუმცა მიხარია ასე რომ გულშემატკივრობთ მათ სიყვარულს ❤❤❤❤❤❤
პატიების თემაც ალექსის დიდი ძალისხმევით უნდა წამოიწიოს წინ.
ქორწინების გამხელას რაც შეეხება თათიამ ზუსტად იცოდა როგორ გაგიჟდებოდა ზაზა ამას რომ გაიგებდა, ისიც იცოდა მართას შეიძლება სისასტიკე ჰყოფნოდა და მართლა გაემეტებინა ბაჩო.
მადლობა კიდევ ერთხელ აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤❤❤

სტუმარი ელენე
auu dzalian linda tatia da aleqsi ertad iyvnen da bednierebi , imedia mat ar dashli????

ვნახოთ შეიძლება კი შეიძლება არა ❤❤❤მოდი საიდუმლოდ შევინახავ ამ წყვილის დასასრულს

 


№30 სტუმარი მა რიიი

ახალ თავს როდის დადებთ ? კითხვის სურვილი მეკარგება ამდენიხანი, რომ არ დებთ და თანაც ძალიან პატრა თავებს დებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent