შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 11)


21-06-2021, 14:17
ავტორი სესილია
ნანახია 1 584

***
- ეი, ჩემი ძმა, რატომ მოძრაობ ეს ცხვირ ჩამოშვებული და შეწუხებული სახით?
- არ იცი? - აივანს ხელებით ჩამოეყრდნო თედო.
- აჰ, ისევ გაბუტულია?
- დიახ!
- არა, რაა ძაან ჭკვიანი ვარ! - სკამზე გაბღენიძით გადაწვა.
- რატომ?
- მყავს ხუთი ფისო, ერთი გაბრაზდება, მეორესთან მივდივარ, მეორე თუ გაბრაზდა მესამესთან და ასე ვუფრთხილდები ნერვებს.
- ეცადე ეგ მაგალითი თომას არ აჩვენო. არ მინდა, ნამდვილი სიყვარულის ფასი არ იცოდეს!
- შე ამას, - გადაიხარხარა. - უკვე მამობ და რამე?
- ცოტა სიტყვებს დაუკვირდი. - უფრო ჩამოუშვა ცხვირი.
- არ იდარდო მაგაზე, თომა ყველაზე ჭკვიანია ბიძაშვილებში! მის პირადს თვითონ მოაგვარებს, მე არ დავჭირდები! - თვალი ჩაუკრა, - მოიცა, ახლა ბაია თუ გაბრაზებულია, შენ არაფერს მოქმედებ?
- რავიცი დავურეკე, მივწერე და არ მპასუხობს, სახლში ხომ არ მივადგები?
- აუ აუ, ვითომ ჯერ არ ყოფილხარ მის სახლში, აი, დამბურძგლა! - მარცხენა ხელზე მარჯვენა ხელი დაისვა.
- სერიოზულად, გელაპარაკები და შენ მეღლაბუცები? - თედომ წარბები შეჭმუხნა.
- ხო, კაი, კაი. დაგირეკავს ან მე დამირეკავს, ან რამეს მოვიფიქრებთ. - აწკრიალებულ მობილურს დახედა იომ, - აი, მე მირეკავს. ხო ბიცო... რავი აგერ ვირივით გვამუშავებენ, შენ ხომ ხარ მაგრად? ნელა, ნელა, ვაიმე თედოო... - მთელი ემოციით დაიყვირა, დიდიძე კი შეხტა, ვერ მიხვდა რა სპექტაკლს დგამდა შუათანა კალანდაძე, - კაი, ბიცო უნდა გავიქცე, თედოს რაღაც მოუვიდა... - გათიშა ტელეფონი და წელში გაიჯგიმა.
- რა სპექტაკლი დადგი? მე რა დამემართა? - თედო გაკვირვებულ თვალებს აფახულებდა.
- მოიცადე და დაგირეკავს. ნუ თუ უყვარხარ, რა თქმა უნდა!
- აი, რეკავს! და რა ვქნა? რა ვუთხრა? - აღელდა თედო.
- უთხარი, რომ სიმძიმეები გადაგქონდა და წაიქეცი. ცოტა აკრუსუნდი.
- ავკრუსუნდე? - თედოს თვალები გაუფართოვდა. - გათიშა...
- დარეკავს...
- რეკავს...
- მიდი, აბა იმსახიობე და თუ რამე ოსკარს გადმოგცემ მერე.
- ხო, ბაი... შენი ხმა, რომ გავიგონე უკეთ ვარ, ყველა ტკივილი გადამავიწყდა... შენ ასე უცებ როგორ გაიგე? აა, ხო ჩაფიქრებული მივდიოდი და უცებ ორმო ვერ შევნიშნე, ფეხი გადამიტრიალდა და წავიქეცი... არა, გადავრჩი... როდის? ახლა? კი, კი გვცალია... კარგი, მოვალთ. დროებით. - თედომ სიმწრის ოფლისგან დანამული შუბლი მოიწმინდა.
- ბრავო, ბრავო. - ტაში შემოსხო იონამ. - ოსკარი ჩემზე იყოს, 2022 წელს წითელ ხალიჩაზე გაგატარებ.
- ჩემთან მოდითო. სახლში გველოდება. - ძლივს ამოთქვა.
- მოიცა მეც? მე რა მინდა?
- წამოდი! - მკაცრად ჟღერდა თედოს ხმა.
- შეყვარებული სახლში მომდიოდეს, ვინმეს ხლება რად მინდა? - ბუზღუნ-ბუზღუნით წამოდგა. - იქნება ჩახუტება მინდა? ან კოცნა? ან რამე სხვა...
- რაებს ბუტბუტებ მანდ შენთვის?
- გამანებეთ თავი. არც შენ და არც ჩემმა ძმამ სიყვარულის გემო არ იცით.
- სანამ სახლში მივალთ, ასე უნდა იზუზუნო?
- ერთმანეთს თუ აკოცეთ უკვე?
- იო, რა კითხვები გაქვს?
- მოიცა, ჯერ ერთადაც არ ყოფილხართ?
- იო?! - სიჩქარეს მოუმატა თედომ.
- მოიცა ერთად ხართ და თან არ ხართ?
- არ ვაპირებ ჩემი პირადი დეტალურად ჩაგაბარო!
- მაშინ როდის უნდა თხოვო ხელი?
- იო, ერთი კვირაც არაა რაც წყვილი ვართ და ცოლობას ასე უცებ ვინ თხოვს?
- კარგი, კარგი. - ხელები გულთან ჩაიმწყვდია კალანდაძემ და ჩაფიქრდა.
- მოვედით, არ გადმოხვალ?
- კი, კი. რამე გემრიელს მაინც შევჭამ.
კიბეები სწრაფად აირბინეს.
- მოხვედით? - კარები თომამ გააღო.
- შენ მაინც რა გინდა აქ? - თვალები გადაუბრიალა იომ ბიძაშვილს.
- მოიცა, აბა სად უნდა ვიყო? - ვერ მიხვდა თომა.
- წადი შენს ოთახში, საქმე მაქვს. - ჯიკავ-ჯიკავით შეაგდო საძინებელში.
თედო ღია კარებში იდგა და ვერ გაეგო რა ექნა.
- არ შემოხვალ? - სამზარეულოდან გამოიჭყიტა ბაიამ.
- კი, ახლავე. - შეჰყვა საყვარელ ქალს.
- აბა როგორ ხარ? რა იტკინე? - სალათის ჭრას განაგრძობდა.
- შესანიშნავად ვარ, რადგან ჩემზე ღელავდი და როცა შენ გხედავ, ყველაფერი მავიწყდება. ჩემს ყველა ჭრილობას შენი სურნელი, შენი ღიმილი მალამოდ ედება... - ზურგიდან ხელები მჭიდროდ შემოაჭდო, თავი კი მხარზე ჩამოადო, - ეს საოცრი ჟრუანტელი, ეს უცნაური უწონადობა, როცა შენ გხედავ თუ გეხები, ყველაფერს მავიწყებს, დუ... - ნაზად აკოცა ყელში.
- რას აკეთებ? - ვარდისფერი ბურუსიდან გამოსვლა არ სურდა ბაიკოს. - დაგვინახავენ. - ნაბავდა თვალებს.
- მერე რა?
- სუ. - ტუჩზე თითი მიადო, - მგონი კარზე ზარია. წავალ, გავაღებ.
- ვერ გაგიშვებ, წამო ასე გავაღოთ.
- სულ გაგიჟდი? - ღაწვები აუწითლდა ბაიას, ძლივს დაეხსნა ხელებიდან და კარების გასაღებად გაიქცა. - გეგა?
- ცუდ დროს ხომ არ მოვედი? - მოღუშული სახით იდგა.
- არა, არა . შემოდი. ხომ მშვიდობაა?
- არ ვიცი... - პირდაპირ მისაღებში შევიდა და სავარძელში თვალებდახუჭული გადაწვა.
- ძმაო რა ხდება? - იო და თომა მივარდნენ.
- ნუ მარყევთ! - თვალები გაახილა. - რა კარგია აქ, რომ ხართ ყველა. სალაპარაკო მაქვს, იქნებ დამეხმაროთ.
- გისმენთ, შეუძლებელს შევძლებთ. - გაიბღინძა იო.
- მოკლედ, ადას ეხება. ძალიან მთხოვა, რომ ეს საკითხი დამეხურა და არავისთვის მეთქვა, მაგრამ ვერ ვისვენებ, რომ ვხედავ როგორ არეული, დასევდიანებული და ჩაფიქრებულია. მისი ციმციმა თვალები და ღიმილი კი ჩამქრალი.
- რა ხდება? იმ ღამეს ეხება ხომ? - მიხვდა იონა.
- კი. - თავი დაუქნია ძმას.
- ანუ შენ გითხრა და რა მოხდა?
- გაირკვა, რომ ნაშვილებია.
- ნაშვილები? მერე? იცის ვინ არიან მისი ბიოლოგიური მშობლები?
- არა, არაფერი იცის და არც გარკვევა სურს, როგორც ამბობს, მაგრამ მჯერა შინაგანად ძალიან ებრძვის საკუთარ თავს. ჩემს ნაცნობ იურისტს ვესაუბრე და თუ არაფერი იცი, რამე ხელჩასაჭიდი გვჭირდებაო, რომ რამე დავიწყოთო. ადამ, კი მხოლოდ ის იცის, რომ ბებიამ გააშვილა, შეიძლება ესეც არ არის მართალი. მე კი ძალიან მინდა დავეხმარო.
- გეგა, მისმინე. - საუბარში ჩაერთო ბაია. - გასაგებია, რომ გინდა დაეხმარო, მაგრამ პირველრიგში მისი გრძნობები და მდგომარეობა უნდა გაითვალისწინო. ეტყობა ჯერ მზად არ არის, არ სურს ამ საკითხის ღია განხილვა, ამიტომ ჯობია ამ თემას საერთოდ არ შეეხო, სანამ თვითონ არ მოისურვებს.
- ხო რა ეგეც მართალია, დაბნეულია, არეულია და რო დალაგდება, თვითონ გთხოვს დახმარებას, მანამდე კი მისი გული უნდა გახსნა.
- გული გავხსნა?
- ანუ შენი სიყვარულით უნდა ააფორიაქო, მოიცა ხომ გიყვარს თუ აღარ? - იომ გვერდულად გახედა ძმას.
- აღარ რა თქმაა? შენ მე ვინ გგონივარ? - მუშტები შეკრა გეგამ.
- ხო, კაი. მე მარტო ვარ ეს მექალთანე, ყველა აქ წმინდანია. - გაბუსხა ტუჩები შუათანა კალანდაძემ.
- მოიცა, ადა გიყვარს? - ბაიამ გაოცებით იკითხა.
- არ იცოდი?
- არაა. მერე შენები რას ამბობენ?
- რა უნდა თქვან? ბაბუაჩემს ისე მოსწონს, მგონი ჩემზე მეტადაც. - ჩაეღიმა გეგას.
- ჯიგარი ბაბუ მყავს. - უხაროდა თომას.
- რას აპირებ? არ გინდა, რომ თერჯოლაში გადაიკარგო რამოდენიმე დღით? - მრავალაზროვნად ჩაუკრა თედომ თვალი.
- რატომ?
- ანუ ერთმანეთს, რომ არ ნახავთ, იქნებ რამეს მიხვდეს. ისე როგორც ჩემი დუ მიხვდა, რომ ვუყვარდი. - გულთან მიიკრა ბაია თედომ.
- სირცხვილია, რას აკეთებ. - აწითლდა ებრალიძე.
- აუ, ხო რაა და მეც წამოვალ, თან ახლა ვისვენებ სპორტიდან.
- ანუ ფიქრობთ თუ ვერ მნახავს და ა.შ. შეიძლება მის გრძნობებში გაერკვეს?
- ხო და შენც მიხვდები, უბრალოდ შეეჩვიე თუ მართლა გიყვარს.
- Okey! გენდობით. მაშინ მოემზადე თომა და დღესვე წავიდეთ.

***
- ადა, სანამ წახვალ, ყავა დავლიოთ. აივანზე ვიქნები.
- კარგით. ახლავე გამოვალ. - ლანგრით ხელში გავიდა ცხადაძე.
- როგორ გრილა ამ საღამოს.
- აქ, სიცხეს ვერ იგრძნობთ, რიონიდან და ბოტანიკური ბაღიდან მონაბერი სიო, ანეიტრალებს აგვისტოს ცხელ საღამოებს.
- ნამდვილად.
ორივე სივრცეს უცქერდა და თავიანთ ფიქრებში იყვნენ ჩაძირულები.
- როგორი აბსურდია თითქოს ეს ყველაფერი. ხანდხან მგონია, რომ იქნებ მეც „აბსურდი“ ვარ? იქნებ საერთოდ არ ვარსებობ? და ეს ყველაფერი ჩემი ილუზიაა.
- ანუ გინდა მითხრა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ილუზიაა? - გვერდულად გახედა ქეთიმ ჩაფიქრებულ ადას.
- შეიძლება...
- ანუ ქვეყანაში კი არა საგიჟეთში ვცხოვრობთ და ჩვენ ყველა პაციენტები ვართ?
- არ ვიცი... უბრალოდ, ჩემნაირ უგზოუკვლოდ არეულს, გაყიდულს თუ უბრალოდ მოშორებულ ადამიანს... - ლურჯი თვალები ცრემლებით აევსო, - აი, ძალიან მიჭირს, ხანდახან აი აქ... - ყელთან ხელი მიიდო, - რაღაც დიდი ბურთი მეჩხირება და ვეღარ ვსუნთქავ. ვგრძნობ, როგორ ვკვდები, თუმცა უცებ რაღაც ძალა ხელს მკრავს და ვფხიზლდები... რა არის ჩემი სიცოცხლე? ვეკითხები ჩემს თავს. რატომ? რისთვის მოვევლინე ამ ქვეყანას? იმისთვის, რომ ჩემი უმწეო სხეულით ევაჭრათ? შემდეგ კი ობლობაში, სიღატაკეში და სიმარტოვეში გავზრდილიყავი? ამბობენ, ყველა ადამიანს თავისი მისია აქვსო, მაგრამ ჩემი მისია რა არის? ტანჯვა? მაგრამ სხვებს ამით რა? რა სარგებელი?
- ადა, - ცრემლები მოიწმინდა ქეთიმ, - შენ ჩემი გეგა დამიბრუნე იმ ემოციებით და კიდევ უკეთესი განცდებით. ეს მიიღე შენს მისიად და თავს ნუ დაიტანჯავ.
- რას ამბობთ, ქეთი დეიდა? ისევ იგივეს იმეორებთ. მე ბატონ გეგასთან არაფერ შუაში ვარ.
- რაც არ უნდა ამტკიცო, რომ არ ხარ! ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს შენი დამსახურებაა. იცი, არ მინდა, რომ სტერეოტიპული აზრების მსხვერპლი გახდე! საზოგადოება მუდმივად მოგვიწოდებს, რომ უნდა ვიყოთ ბედნიერები, არ გვაქვს მოწყენის უფლება, ასევე მიგვითითებენ პირდაპირ თუ ირიბად ვინ შევიყვაროთ და ვინ არა... და ჩვენც ვცდილობ, რადგან საზოგადოების ნაწილები ვართ, ვიცხოვროთ მათი შედგენილი „ჩარჩოებით“. თუმცა „ჩარჩო თუ საზღვარი“ რომელიც გვზღუდავს, გვახრჩობს, უნდა დავარღვიოთ და შევქმნათ ჩვენთვის მოსახერხებელი და მყუდრო „ჩარჩო თუ საზღვარი“. სამწუხაროდ, ამისთვის უმეტესად გარემო და საზოგადოება არ არის მზად და ხშირად მიუღებლობა გვაქვს, სხვადასხვა იარლიყებს ვაკერებთ ან პირიქით, ვცდილობთ ზედმეტად ჩავერიოთ სხვის სივრცეში. რეალურად, რომ დავუფიქრდეთ შეიძლება ეს ყველაფერი რაღაც „აბსურდი“ იყოს, რაღაც ილუზია, რომელიც ჩვენს წარმოდგენაშია ფერადი და ლაღი. ამ დროს სხვას გულს, სულს უხუთავს და ცდილობს ამ საზღვრებს გაექცეს, იპოვოს გზა ხსნისა! ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად და ეს არ უნდა გვაძლევდეს საბაბს, ვინმე ავითვალისწუნოთ ან ჩვენი წრიდან რაიმე ნიშნით გამოვყოთ! ამიტომ, თუ ერთხელ მაინც გეგაზე გიფიქრია, მიეცი თავს უფლება, რომ გიყვარდეს...
- ქეთი დეიდა... - ცრემლი ღაწვზე ჩამოუგროდა ადას.
- იცი, დედა როდის არის ბედნიერი? როდესაც მისი შვილი ბედნიერია! ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ გეგა აქედან გაქცევით ცდილობს მისი გრძნობებისგან დამალვას.
- ბატონი გეგა, სახლიდან ჩემს გამო წავიდა? - საკამიდან დანაშაულის შეგრძნებით წამოხტა ადა.
- არ იცოდი? - გაუკვირდა ქეთის.
- ღმერთო ჩემო, როგორი სირცხვილია, - მუხლებზე დავარდა, - მაპატიეთ, იმდენად არეული და ახლართული ვარ, ვეღარ ვხვდები, საიდან დავიწყო, რომელი პრობლემა მოვაგვარო... მე კი ჩემი არეულობით თქვენც გაზარალებთ. თქვენი შვილი ჩემს გამო წავიდა და თქვენ ასე თბილად რატომ მექცევით?
- აჰ, როგორი საყვარელი ხარ. - ფეხზე წამოაყენა გოგო. - იცი რატომ მომწონხარ? მომწონს შენი გულწრფელი გამომეტყველაბა, რადგან თვალთმაქცობა არ შეგიძლია. მართლაც, სადღაც ლაბირინთში ხარ დაკარგული. ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გაიგე?
- აბა კიდევ სხვა რამეც უნდა გამეგო?
- არა, მამა, რასაც ამბობს შენზე, მართალია! ამიტომ შეგიყვარა მთელმა ოჯახმა და მზად ვართ დიდი სიყვარულით მიგიღოთ. შენ კიდევ ჯერ ვერ მიხვდი, რასაც გეუბნები. - ეღიმებოდა ქეთის ადას გულუბრყვილო გამომეტყველოებაზე. - ანუ, თუ შენ გეგას გიყვარს და ვერ ამხელ, არ შეგეშინდეს. ჩვენ დიდი სიხარულით მიგიღებთ და დავლოცავთ თქვენს სიყვარულს.
- მე, მე... ბატონი გეგა, მე და ბატონი გეგა? არ ვიცი რა გიპასუხოთ... მადლობა ასეთი დამოკიდებულებისათვის... თუმცა მჯერა ის ადამიანი, ვინც თქვენი რძალი გახდება, მე ვერ ვიქნები, მაგრამ აქედანვე ვიცი როგორ მზრუნველ და თბილ ოჯახში მოხვდება.
- მე გული სხვას მიგრძნობს, მაგრამ კარგი...


***
- რას შვრებით?
- ვემზადებით და თქვენ?
- მე ახლა ადას გავუვლი და წამოვალთ. ხო ჩემს ძმას გადაეცი იგნორს მიაწვეს, ვითომ იქ ადა საერთოდ არ არსებობს ისე მოიქცეს.
- ასეთი სიმკაცრე რა საჭიროა?
- თომა, ძმაო, მაცადე. ყველა ქალი ძალიან თავმოყვარე და კეკლუცია. ყველა ქალს სიამოვნებს ყურადღება და ის ფაქტი, რომ ვინმე მასზე ყურებამდეა შეყვარებული. ადაც ქალია და მჯერა, ეს ხრიკი მასზე იმოქმედებს.
- ნუ ახლა მასე მარტო ქალები არა, კაცებიც ვართ.
- ოჰ, თომჩიი, ყოჩაღ შენ! კაი მივედი უკვე ადასთან და გაგითიშავ.
- დილა მშვიდობისა, იო. - უკანა კარები გამოაღო.
- ქალბატონო, მძღოლად როდის მერე დამიქირავეთ?
- მძღოლად?
- აბა უკან რომ მიჯდები შენი ტაქსის მძღოლი ვარ თუ პირადი? გადმოსკუპდი წინ.
- ღვედი არ მიყვარს.
- ოჰ, მეც არ მიყვარს, მაგრამ კი ვარ დაბმული ძაღლივით. ჩქარა, წინ.
- ე.ი როგორი ტვინის მასაჟი ხარ! - ბუზღუნით მოკალათდა ადა.
- მართლა? კარგია მერე ტვინის მასაჟობა, მოდუნებული როცაა გონება, ის ვერ აზროვნებს.
- სად მივდივართ?
- ისე ცოტა გვიან ხომ არ არის კითხვისთვის?
- გვაინ? წუხელ ისეთ დროს დამირეკე და თან გამითიშე, აბა როდისღა უნდა მეკითხა?
- ხო, ეგეც მართალია. მამაჩემის მეგობარს სასტუმრო აქვს, ხოდა ახლა ტურისტები მიყავს ღვინის ტურზე ჩემს ძმასთან თერჯოლაში.
- თერჯოლაში მივდივართ? - აფორიაქდა ცხადაძე.
- ხო, მარანში პატარა სუფრა უნდა გაშალო და ა.შ. ნუ ღელავ, ხელფასს მე ვიხდი.
- აჰა, კარგი. - ჩაფიქრებული გზას არ აცილებდა თვალს.
- რაზე ფიქრობ?
- არ ვიცი... საფიქარლი კი არ მაკლდება, უფრო და უფრო მემატება. ხანდახან მინდა, რომ უგონოდ გავითიშო და რეალობას გავექცე, სადღაც შორეთში.
- შენს ბიოლოგიურ მშობლებზე ფიქრობ? - შეპარვით გახედა იომ გოგოს.
- ბიოლოგიურ მშობლებზე, გამზრდელ მშობლებზე, ბებიაზე... იმ ბებიაზე, რომელმაც გამყიდა... სანამ არაფერი ვიცოდი, ის მყოფნიდა რაც მქონდა, მაგრამ რაც დრო გადის და ვფიქრობ, ვფიქრობ და ვიცი, რომ ამქვეყნად არის ჩემთვის ახლობელი ადამიანი, მისი ნახვა მინდა, თუნდაც ერთხელ... მინდა ვიცოდე ვინ ვარ...
- ამიტომ უნდა მოძებნო, იქნებ ისიც გეძებს? ცხოვრებამ ახალი შანსი მოგცა და ხელი არ უნდა კრა...
- შანსი? მჭირდებოდა კი ეს შანსი? სწორ გზას მივუყვებოდი და უცებ ისეთ აბურდულ ლაბირინთში მომახვედრა ამ ისტორიამ, რომ თავს თუ დავაღწევ ამ ყველაფერს და ისევ ვიპოვი ჩემს გზას, აღარ ვიცი... ხანდახან ვფიქრობ, რატომ მომიძულეს? იმიტომ რომ უკანონოდ გავჩნდი? ან იქნებ მოატყუეს და დედაც მეძებს? იქნებ საერთოდ დავავიწყდი, წამშალა მისი მეხსიერებიდან და ბედნიერად ცხოვრობს მის ახალ ოჯახში? ან იქნებ ... აჰ, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვები მაქვს, ეს მრევს, მაგიჟებს, გულს მიხუთავს...
- როგორი რთულია გაუგებრობაში ცხოვრება. ნეტა სიმართლე თავიდან გცოდნოდა, იქნებ შენი ცხოვრება ასეთი მარტოსული არ ყოფილიყო.
- სიმართლე ალბათ ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა იცოდნენ, ისინი კი ისეთ ასაკში დავკარგე, ვინ რას მეტყოდა? ბებიამ კი რაც იცოდა, მის წერილში დამიწერა.
- მჯერა მოვა დრო და იპოვი დედას...
- ვითომ? - გაეღიმა, - არ ვიცი... თუ არ მოვძებნე და თუ არ მეძებს, როგორ ვიპოვით ერთმანეთს? შეიძლება ჩვენი გზები ერთმანეთთან გადაკვეთილა კიდეც, მაგრამ ვერც მე და ვერც მან ვერ ვიცანით ერთმანეთი...
- მერე დავიწყოთ მოძებნა...
- ჯერ არა, - ხელები უარის ნიშნად გაშალა, - როცა ვიქნები ფსიქოლოგიურად მზად, მერე... ახლა სხვა ფიქრებიც მრევს...
- სხვა?
- კი... - ამოიხვნეშა.
- არ მეტყვი?
- ვერა...
- თუ რამე არ მოგერიდოს.
- კარგი.
დარჩენილი გზა სახლამდე სიჩუმეში გაილია.
- მოვედით.
- გამარჯობა. - მიესალმა ეზოში მყოფ თომას და გეგას ადა, თუმცა გეგას არ გამოუხედავს.
- იო, - გასძახა ძმას, - მარანს მიხედე. მე ვენახში უნდა გავიდე.
- არის უფროსო. - ადას ხელკავი გამოსდო და მარნისკენ გააქანა. - დიახ, ზურიკო ბიძია. - უპასუხა მობილურს, - გადმოუხვიეთ უკვე? არ არის პრობლემა, ჩვენ მზად ვართ და გელოდებით.
- რა მზად ვართ, რას ატყუებ?
- რა უნდა სუფრას ვერ გავშლით მალე? ჯერ ისედაც ვენახი უნდა ნახონ, ისეირნონ, გაეცნონ ყურძნის ჯიშებს, მეღვინეობის ისტორიას და მერე მარანში დააგემოვნებენ ღვინოს. შენ არ იდარდო, მშვიდად და წყნარად შეუდექი შენს საქმეს, მე კი წავალ სტუმრებს შევხვდები.
ჰოლანდიელი ტურისტები აღფრთოვანებული ათვალიერებდნენ მწკრივებად ჩაყოლებულ ვენახებს, მტევნებს ნაზად ეხებოდნენ, სურათებს იღებდნენ და ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ.
- მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს პატარა ვენახში.
- გაუმარჯოს... - სასაცილო ქართულით უპასუხეს სახეგაბრწყინებულებმა.
- რადგან თქვენ იმყოფებით საქართველოში და თან ღვინის ტურში, ამიტომ საჭიროდ ვთვლი ცოტაოდენი ინფორმაცია გაგიზიაროთ 8000 წლიან ტრადიციაზე. დღესდღეობით ყველასთვის თუ არა უმეტესი ნაწილისთვის ცნობილია, რომ სწორედ საქართველოშია კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი შემორჩენილი. რასაც ადასტურებს საქართველოში აღმოჩენილი ნივთიერი და ისტორიული მტკიცებულებები და ფაქტები. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქართველოში გვხვდება. ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. ათასწლეულების ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს. ნივთიერი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ საქართველო მართლაც ღვინის ქვეყანაა საკმაოდ ბევრია: ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი, კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა და კულტურული ვაზის მტვერი, ველურ და აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება არა მარტო წარსულში, ღვინის უნიკალური ჭურჭელი – ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების დღემდე შემორჩენილი უძველესი ტექნოლოგიები, მევენახ-მეღვინეობასთან დაკავშირებული მრავალი სიტყვა ქართულ ენაში, მათ შორის – „ღვინო”, რომელიც ევროპის ხალხთა ენაში ქართული ენიდან გავრცელდა. ქართველი მეცნიერების დასკვნებს იზიარებენ უცხოელი მეცნიერებიც. პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი, პატრიკ მაკგოვერნი თავის წიგნში – „ძველი ღვინოები – მევენახეობის წარმოშობის ძიება” წერს: „არქეოლოგიური ნიმუშები და აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ვაზის მოშინაურებას ადგილი ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში – შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. გაკულტურებული ვაზი შემდეგ გავრცელდა ნაყოფიერი ნახევარმთვარის ჩრდილოეთით, იორდანიის ველზე, ეგვიპტეში 5000 წლის წინ”. საქართველოში მეღვინეობის კიდევ ბევრი არქაული კვალია შემორჩენილი და ამ ნაკვალევთან ერთად, კიდევ ის ამყარებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობაში წყვეტა არ მომხდარა, განსხვავებით მცირე აზიისა თუ კავკასიის სხვა რეგიონებისანაგ, სადაც საუკუნეების მანძილზე არ აწარმოებდნენ ღვინოს. საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს სხვა ქვეყნიდან ვაზის შემოტანა არ გვჭირდება, რადგან საქართველო, ვაზის მოშინაურების უძველეს კერად არის მიჩნეული. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში. აქედან 430–მდე დღეისათვის დაცულია სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.
- ბარვო, ბრავო. - ტაში შემოკრეს სტუმრებმა.
- ახლა კი გადავინაცვლოთ ჩემს მარანში, სადაც დააგემოვნებთ ქართულ ღვინოს და სხვადასხვა კერძებს.
- Wow, it’s fantastic. - სათუთად ეხებოდნენ დოქებს, თიხის ჯამებს, სასმისებს.
- უნდა გაგასინჯოთ ქვევრის ღვინო, რომლის დამზადება ჩვენმა წინაპრებმა 8000 წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ვინარჩუნებთ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ამ აღიარებამ დიდი წარმატება მოუტანა ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებას და ნელნელა საკმაოდ პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში.
- რას ნიშნავს ქვევრის ღვინო? - იკითხა ერთ ერთმა სტუმარმა, რომელიც ღვინოს აგემოვნებდა.
- ქვევრის ღვინო ზოგადად გულისხმობს ყურძნის ტკბილის გარკვეული რაოდენობის ჭაჭასთან დადუღებას, დაღვინებასა და შემდგომ დავარგებას. პირველი და მნიშვნელოვანი წესი ქვევრში ღვინის დაყენებისა არის ქვევრში ღვინის დაყოვნება თავისივე ჭაჭაზე როგორც ალკოჰოლური დუღილის, ისე მის შემდგომ პერიოდშიც. ღვინის დაყენების ტექნოლოგია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია. მაგალითად, კახეთში ალკოჰოლურ დუღილში მონაწილეობს ჭაჭის მთლიანი რაოდენობა, ღვინის დაყენების იმერული წესი კი გულისხმობს საწნახელიდან ქვევრებში ჩასხმულ ტკბილზე არა ჭაჭის მთლიანი რაოდენობის, არამედ მაქსიმუმ ერთი მესამედის დამატებას.
- და რა პერიოდი სჭირდება დაღვინებას?
- ღვინის თავისივე ჭაჭაზე დასაყოვნებელი პერიოდის განსასაზღვრად დიდი მნიშვნელობა აქვს ყურძნის ჯიშს, ალკოჰოლური დუღილის ხანგრძლივობას, გარემო პირობებს და სხვ. საშუალოდ წითელი ღვინო ქვევრებში მხოლოდ ალკოჰოლური დუღილის პერიოდში ჩერდება, ეს შეიძლება იყოს 7-10 დღე, მაქსიმუმ 2 კვირა. თეთრი ყურძნის შემთხვევაში ღვინოს ჭაჭაზე გაზაფხულამდე ტოვებენ. ჭაჭაზე დიდი ხნით დაყოვნებული ღვინო იძენს მუქ ჩალისფერ, ოქროსფერ ან ჩაისფერ შეფერილობას, გამჭვირვალეა და კრიალა, ხასიათდება ხილის ტონებით და ტანინების ზომიერი შემცველობით, არის ბუნებრივად სტაბილური.
- Wow, ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა.
სტუმრებს წასვლა აღარ უნდოდათ, იმერული მასპინძლობით კმაყოფილები ღიღინ-ღიღინით დაემშვიდობნენ მასპინძლებს.
- აჰ, როგორ გადავიღალე. - ჰამაკში ჩაწვა იო.
- ეს რამ დაღალა? - გეგას გადახედა თომამ.
- უსაქმობამ. - მძიმედ ჩაილაპარაკა უფროსმა კალანდაძემ. - ადა სად არის?
- მარანს ალაგებს, თან ისეთი გაბრაზებულია, მეთქი დაგეხმარებითქო და ისე გამომხედა, ფაქტიურად მზერით გამლახა. - აიბუზა იო.
- რატომ არის გაბრაზებული?
- ვერ ხვდები? - ძმას გახედა.
- ვერა.
- მე ის მიკვირს იმას როგორ მიხვდი, რომ მოგწონს.
- მიყვარს. - შეუსწორა წარბებშეკრულმა.
- ხო კაი, კაი გიყვარს. - დანებების ნიშნად ხელების ასწია იომ.
- ახლა განმიმარტე რატომ არის გაბრაზებული.
- იმიტომ რომ იგნორი გაუკეთე, ეს კი კარგის ნიშანია, ე.ი რაღაც გრძნობები გააჩნია შენს მიმართ.
- მართლა? - სახე გაებადრა გეგის.
- დედაა, როგორ გაუხარდა. ვაიმეე, ლა ვუკო ლააა.
- ახლა რა უნდა ვქნა, მივიდე?
- ნწ. - ხელი მაღლა ასწია იონამ, - იტანჯოს, იქნებ როგორც თვითონ ამბობს იმ დახლართულ ლაბირინთში, სადაც დაკარგულია, გზა იპოვოს და შენამდე მოვიდეს.
- დამბურძგლა... - ხელი გაშალა თომამ, აქაოდა შემხედეთ ბუსუსები ყალყზე დგასო.
- მიგიხვდი ირონიას. - მკაცრი მზერა ესროლა ბიძაშვილს, - მოგხედავ მერე.
- შემეშინდა. - ენა გადმოუტიტა.
- უკაცრავად, საუბარს რომ გაწყვეტინებთ. - თავდახრილი იდგა ადა. - მე დავასრულე ჩემი საქმე და შეგვიძლია წავიდეთ.
- სად მივდივართ?
- ქუთაისში.
- დღეს აქ ვრჩებით, ხვალ დილით წავიდეთ.
- ხვალ? ხვალ ხომ ვმუშაობ?
- კი, ჩვენთან ხარ ხვალაც, ამიტომ არ შეგეშინდეს, დილით დანიშნულების ადგილას პირადად მე მიგაცილებ, madam. - თავი დაუკრა.
- მაშინ... - უხერხულად აიწურა ცხადაძე.
- მაშინ მეორე სართულზე ხელმარცხნივ, რომ საძინებელია იქ დაისვენე. დილით გაგაღვიძებ.
- კარგით, მაშინ ღამე ნებისა. - გაბუსული სახით წავიდა ოთახში ადა, - არა, რაა. როგორ შეუძლია არ შემომხედოს? ან არ დამელაპარაკოს? სწორად, მივხვდი, უბრალოდ გატაცება ვიყავი, მართლა კი არ ვუყვარდი, აქ კი გადავავიწყდი. შეიძლება არც ახსოვს, რაც მელაპარაკა... მაგრამ, - ბალიში გულთან ჩაიხუტა, - აბა ქეთი დეიდა იმ საღამოს რატომ მესაურა ასე დარწმუნებით? ხო, არ იცოდა, რომ მის შვილს გადავუყვარდი, ე.ი სახლიდან გამოიქცა აქ და უცებ გადავავიწყდი. თუმცა რატომ ვჯავრობ? მე ხომ არ მიყვარს? აჰჰჰ... - მოიწყინა, - აბა, რატომ ვბრაზობ? დიახაც, კარგია, რომ დავავწყდი. - წამოხტა და ბოლთის ცემა დაიწყო. - უბრალო გატაცება, მალე ავიწყდებათ და მეც დამავიწყდება, რომ მოვწონდი... რომელი საათია? - მობილურს დახედა, - აჰ, გვიანია უკვე. უნდა დავიძინო, კარგია, რომ ეს ერთი პრობლემა მომცილდა. სხვებსაც ეშველება რამე.
დიდხნიანი ბორგვის, შფოთვის, ცხვრების თუ ციფრების თვლის შემდეგ გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

როგორი ტკბილი თავი იყო,გაჯერებული ფაქტებით და საინტერესო დიალოგებით,ველოდები შემდეგ თავს გულისფანცქალით.

 


№2  offline წევრი სესილია

სტუმარი nancho
როგორი ტკბილი თავი იყო,გაჯერებული ფაქტებით და საინტერესო დიალოგებით,ველოდები შემდეგ თავს გულისფანცქალით.


მიხარია რომ მოგეწონათ :)) ახალ თავსაც მალე დავდებ :))

 


№3 სტუმარი სტუმარი Masho

პირველ რიგში, ამ საიტზე ყველაზე მეტად ამ ისტორიას ველოდები, ისე მიყვარს თითოეული პერსონაჟი. ამისთვის დიდი მადლობა:) ამ თავში მომეჩვენა რომ ადა უკვე ძალიან არის რეალობას დაცილებული… მესმის, რომ თავისი სამყარო აქვს, ძალიან მდიდარი ფანტაზია და სულიერ ტკივილს ცდილობს ასე გაუმკლავდეს, თუმცა უკვე პატარა ბავშვს ემსგავსება, რომელიც ელემენტარულს ვერ ხვდება. ბოდიში წინასწარ ამ კომენტარისთვის, უბრალოდ გამორჩეულად მომწონს ეს ისტორია და ამიტომ გავბედე ასე ვრცლად ჩემი აზრის დაწერა. წარმატებები, ველი ახალ თავს♥️

 


№4  offline წევრი სესილია

სტუმარი Masho
პირველ რიგში, ამ საიტზე ყველაზე მეტად ამ ისტორიას ველოდები, ისე მიყვარს თითოეული პერსონაჟი. ამისთვის დიდი მადლობა:) ამ თავში მომეჩვენა რომ ადა უკვე ძალიან არის რეალობას დაცილებული… მესმის, რომ თავისი სამყარო აქვს, ძალიან მდიდარი ფანტაზია და სულიერ ტკივილს ცდილობს ასე გაუმკლავდეს, თუმცა უკვე პატარა ბავშვს ემსგავსება, რომელიც ელემენტარულს ვერ ხვდება. ბოდიში წინასწარ ამ კომენტარისთვის, უბრალოდ გამორჩეულად მომწონს ეს ისტორია და ამიტომ გავბედე ასე ვრცლად ჩემი აზრის დაწერა. წარმატებები, ველი ახალ თავს♥️



პირიქით დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის :) ხო არეულია, პატარა ბავშვითაა, სხვადასხვა პრობლემამ იჩინა თავი და აირია, გზას ეძებს და მალე იპოვის კიდეც :)

 


№5 სტუმარი ნი

ზოგი ადამიანი რომ პრობლემებს ძალით იქმნის ფაქტიაა, ასეთი გულუბრყვილობაც სისულელედ მიმაჩნიაა, თავს იშტერებს ძალით, ამ თავშიი საერთოდ არც გამჩენია ადას მიმართ არანაირი თანაგრძნობაა პირიქით ერთი შტერი გოგოს შთაბეჭდილება დამრჩაა რომელსაც ერთიდაიგივე ჩახვეული აქვს და მარტო მაგას იმეორებს ზოგჯერ ვფიქრობ გეგას როგორ მოეწონამეთქიი, ამდენი უაზრო თავდაბლობაც მოსაბეზრებელია მე პირადად უკვეე ნერვებს მიშლის ადას უაზრობები.

 


№6  offline წევრი სესილია

ნი
ზოგი ადამიანი რომ პრობლემებს ძალით იქმნის ფაქტიაა, ასეთი გულუბრყვილობაც სისულელედ მიმაჩნიაა, თავს იშტერებს ძალით, ამ თავშიი საერთოდ არც გამჩენია ადას მიმართ არანაირი თანაგრძნობაა პირიქით ერთი შტერი გოგოს შთაბეჭდილება დამრჩაა რომელსაც ერთიდაიგივე ჩახვეული აქვს და მარტო მაგას იმეორებს ზოგჯერ ვფიქრობ გეგას როგორ მოეწონამეთქიი, ამდენი უაზრო თავდაბლობაც მოსაბეზრებელია მე პირადად უკვეე ნერვებს მიშლის ადას უაზრობები.


ანა მესმის თქვენი, უბრალოდ ვცდილობ დაგანახოთ ადას სახით ის ადამიანი, რომელიც მარტო გაიზარდა, თვითდაჯერებულობა აკლია, მისთვის სითბო, ადამიანების სიყვარული უცხოა და ასეთი ადამიანები "ადას" მსგასვები არიან! ისეთ ადამიანებსაც კი რომლებსაც ირგვლივ უამრავი ადამიანი ახვევია მეგობარი თუ ოჯახის წევრი, ბევრჯერ მათაც დაბალი თვითშეფასება აქვს. რა გასაოცარია, თუ ადას პერსონაჟი ძალიან დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევა საკუთარი თავის მიმართ? თუმცა გაუმართლა,რომ ისეთ გარემოში მოხვდა, ისინი თვითშეფასები ამაღლებაში ეხმარებიან და ვნახოთ რა გამოვა :) პ.ს უმეტესი პერსონაჟი რეალურია ;))

 


№7 სტუმარი M

მშვენიერია:)) ნელ-ნელა სწავლობს ადა და ვფიქრობ, გეგას იგნორი მიახვედრებს, რამდენად ძვირფასია მისთვის. გეგას დაკარგვის შიშმა შეიძლება გადაადგმევინოს გაბედული ნაბიჯები ^^

 


№8  offline წევრი სესილია

M
მშვენიერია:)) ნელ-ნელა სწავლობს ადა და ვფიქრობ, გეგას იგნორი მიახვედრებს, რამდენად ძვირფასია მისთვის. გეგას დაკარგვის შიშმა შეიძლება გადაადგმევინოს გაბედული ნაბიჯები ^^



რა თქმა უნდა სწავლობს, პირველად არის ისეთ გარემოში რასაც ოჯახი ჰქვია. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები კიდევ მისთვის ძალიან უცხოა და ამიტომ სულაც არ უნდა გაგვიკივურდეს მისი ასეთი მიუხვედრელობა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent