შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის სიღრმეში (თავი III)


22-06-2021, 18:25
ავტორი donald duck
ნანახია 1 832

ზუსტად ეგ ბედნიერი დღე იყო, დედაჩემი საჭმელებით დამშვენებული რომ მომადგა კარს.
შაბათი დღე იყო. ძილბურანში ზარის ხმა ჩამესმა კარზე. თვალი ოდნავ გავახილე, არ მესიზმრებოდა, ვიღაც ჯიუტად რეკავდა ზარს. საათს გავხედე 11:23 საათს აჩვენებდა, საწოლზე წამოვჯექი, თვალები „მოვიფშვნიტე“ ოდნავ შესაამჩნევად გავიზმორე და საწოლიდან ნელა გადმოვედ. იქვე „შლოპანცებში“ გავყავი ფეხები, სკამზე დაფენილ ატლასისს ხალათს დავწვდი, ჩავიცვი და კარის გასაღებად წავედი. გავიხედე , დედაჩემის შეწუხებული სახე დავინახე, ვცადე ხალისიანად გამეღო კარები მაგრამ არ გამომივიდა. ორივე ხელში ნაჭრის ჩანთები ეკავა და სულს ძლივს ითქვავდა. მისაღებისკენ გავუძეხი, კარებმა ყრუდ გაიჩხაკუნა და დაიკეტა. მისაღებში დივანზე ფეხებ მოკეცილი დავჯექი და დედაჩემს მივაშტერდი. ჩანტები იქვე ჟურნალების მაგიდაზე დაალაგა და გვერდით მომიჯდა.
-დავიღალე - ამოიოხრა დედაჩემმა - როგორ ცხელა გარეთ
- მაგიტომ გამაღვიძე? - მოვიბუზე და კალთაში ჩავუდე თავი - იმედია ღირდა გაღვიძებად - თვალი გავაპარე ჩანთებისკენ
- ისპანახი და ჭრიანტალი (ალუბლის ცივი წვნიანი აკროშკის მსგავსი) მოგიტანე - თმაზე გადამისვა მზრუნველად ხელი - ტურამისუ და ფისტას შოკმანჟე
- მაინც არ ვსუქდები - გამეცინა, წამოვჯექი და მაგრად ვაკოცე ლოყაზე - ისპანახს სულგუნი მოუხდებონა - ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი და ფეხზე წამოვდექი, ერთ-ერთ ჩანთას ჩავხედე და თვალები გამინათდა -ოჰო - გამეცინა ისევ - არც ეგ დაგვიწყებია, შეჭამ ხო?- თეფშის და ჩანგლის მოსატანად წავედი
- არა თავის დროზე ვისაუზმე საყვარელო- ალერსით გამომხედა და კვალდაკვა მომყვა
„ოღონდ ეგ არა“ გავიფიქრე და მაინც...
დედაჩემი მაცივარს მიუახლოვდა და გამოაღო. თვალები დავხუჭე რომ მის გაოგნებულ და იმედგაცრუებულ მზერას არ შევჯახებოდი. მიხვდა ალბათ, ხმა არ გაუცია. ჩუმად ამოალაგა ჩანთები და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ეტყობოდა გაბუტული იყო. არ ვიცი რა აბრაზებდა. იოგურტი და ორი ცალი ნახევრად გაშავებული ბანანი იდო მაცივარში, ლიმნიანი წყლით სავსე გრაფინი, ენერგეტიკული სასმელი და ერთი ფირფიტა მდნარი ყველი. მე სრულებით მაკმაყოფილებდა ეს საკვები. თუ რამე განსაკუთრებული მომინდებოდა გამოვიძახებდი ან გავიდოდი საჭმელად. ჩემი კვება და ცხოვრების წესი დედაჩემის გულის ტკივილი იყო და სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ვუმსუბუქებდი ამ ტკივილს.
ცოტა ისპანახი და ერთი ნაჭერი სულგუნი დავიდე თეფშზე, ლიმნიანი წყალი ჩამოვისხი და დედას ცივი ყავა გავუკეთე, ეს ყველაფერი ჟურნალების მაგიდაზე მოვათავზე, ჩემ ფუმფულა ხალიჩაზე მოვიკეცე ფეხი და მაგიდას მივუჯექი. პირველი ლუკმა დავაგემოვნე და ნეტარებით ამოვიოხრე.
-მმმმ- ლიმნიანი წყალი მოვსვი -უგემრიელესია - ცერა თითის აწევით ვაჩვენე დედაჩემს
- მადლობა საყვარელო - მზრუნველად გამიღიმა და ყავის ჭიქას დაწვდა - გიორგიმ მოგიკითხა გუშინ -ისე სასხვათაშორისოდ მითხრა და ტელევიზორი ჩართო
- ვინ გიორგიმ? -ტავიდან ვერ მივხვდი, როცა გავაანალიზე ცოტა დავიჭიმე, დავიბენი, მაგრამ არ შევიმჩნიე
- ლიანას დის შვილიშვილი - ტელევიზორის პულტს აწვალებდა და ზედ არ მიყურებდა
- მერე? - ვითომ სასხვათაშორისოდ ვიკითხე, თან ისპანახს დავუწყე წვალება
- რა მერე? არაფერი -მხრები აიჩეჩა
- ეხლა არ თქვა რომ ეგეც კარგი ბიჭია - თვალები გადავატრიალე, ჩანგლიანი ხელი ოსტატურად ავიქნიე ჰაერში, ცოტა მოვდუნდი და გამეცინა - შენ ხომ ყველა პოტენციური სასიძო მოგწონს - სულგუნის მოზრდილი ნაჭერი გავამგზავრე კუჭისკენ.
- ხო რა ვიცი, არ ჩანს ცუდი ბიჭი - გაეღიმა ქეთოსაც
- დედაააა- გამეცინა, ჩანგალი თეფშზე დავდე,ხალიჩიდან დედასთან გადავინაცვლე და ჩავეხუტე - კარგირააა, ხომ იცი ყველაფერს თავისი დრო აქვს - ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე, წამოვდექი და საძინებელში გავედი ჩასაცმელად.
გამეღიმა. გამახსენდა რამოდენიმე დღის წინ შემხვდა „შემთხვევით“ საღამოს დედასგან რომ გამოვდიოდი. თბილად მომიკითხა. ახლო მომავალში ჩვენი გაცნობის აღნიშვნა შემომთავაზა და ყავაზე დამპატიჟა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს არც ამჯერად უკითხავს ნომერი. ან მქონდა თუ არა სურვილი. ჩემგან პასუხს არ ელოდა ისე მიდიოდა. მომწონდა, რაღაც აუხსნელ გრძნობას მიტოვებდა. მოლოდინის და და გაურკვევლობის გრძნობა და შეგრძნება ერთმანეთში იეროდა. საკმაოდ დიდხანს იკავებდა ჩემ გონებაში ადგილს მისი საქციელი. მის ასეთ ალოგიკურ საქციელზე მეცინებოდა. თან მიზიდავდა. ვერ ვხდებოდი ეგეთი იყო თუ უბრალოდ თავს ისულელებდა და სპეციალურად იქცეოდა ასე. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ამას. ხშირად მახსენებდა თავს და ჩემ გონებასაც ეპატრონებოდა ნელ ნელა.
წინა საღამოს გეგა დარჩა ჩემთან. დილას ნებიერად გავახილე თვალი, ჯერ ისევ მძინარე გეგას გავხედე, მერე საათისკენ გავაპარე მზერა ჯერ შვიდი არ იყო. ნელა წამოვდექი, არ მინდოდა გამეღვიძებინა და აბაზანაში შევიპარე შხაპის მისაღებად. ოთახში დაბრუნებულს გეგა საწოლში აღარ დამხვდა. ვიღაც ჩემს სამზარეულოში ხმაურობდა. ხალათი მჭიდროდ შევიკარი და ოთახიდან გავედი. გეგა ჩემს ყავის აპარატთან იდგა და აწვალებდა. ფეხშიშველი, შარვალი ეცხვა მხოლოდ. მის დანახვაზე გამეღიმა. იქვე კარების ჩარჩოს მივეყრდენი და ვაკვირდებოდი. განიერი მხარბეჭით, ნავარჯშები ფიგურით და მისი სწორი კვებით მიღებული ფიგურით როგორ იწონებდა თავს ჩემს სამზარეულოში. ყავის საპარატს რამდენჯერმე უნდობლად შეხედა, ერთხელ აწია კიდევაც ქვევიდან შეათვალიერა, მერე ისევ უკან დააბრუნა. მზერით ეჩხუბებოდა. ცოტაც და ალბათ მოისვრიდა ფანჯრიდან. გამეცინა. გეგა მოტრიალდა და დამარცხებულმა ხელები გაშალა „ვერაფერს გავხდი“-ს ნიშნად.
-მიმიშვი ერთი - გამეცინა და მისკენ წავედი
- მინდოდა შენთვის ყავა დამეხვედრებინდა მაგრამ არ მომცა საშვალება -კიდევ შეუღრინა აპარატს
-არაუშავს - გავუღიმე, ფეხის წვერებზე ავიწიე, ლოყაზე ვაკოცე და აპარატი ჩავრთე- შაქარი?
-უშაქრო - დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორი ჩართო
-მისაყოლებელი არაფერი მაქვს -თავი ვიმართლე -გუშინ საღამოს თუ დარჩა რამე არ ვიცი
-იყოს -გამიღიმა -არ გინდა შვებულება აიღო?
-უკაცრავად? - ძალიან მოულოდნელი იყო ეს კითხვა ჩემთვის - ვერ მივხვდი?
- თვის ბოლოს მივლინებაში მივდივარ თურქეთში, ვიფიქრე წამოხვიდოდი - მხრები აიჩეჩა
-შენ საქმიან შეხვედრებზე იარო და მე სასტუმროს ნომერში გელოდო? - წარბები ავწიე
-ეგ არ მითქვამს, არც ეგ შემომითავაზებია, უბრალოდ შენთან ერთად მინდოდა დასვენება
-სხვა დროს - ვცადე ცოტა დამეთმო
-იმედია ამ ცხოვრებაში - გამიღიმა და ყავა მოსვა
არ ვიცი, ვერ ავხსნი. რატომ ხდებოდა ასე. ალბათ მეშინოდა? რისი ეგეც არ ვიცი. მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, დაცულად, მშვიდად, იმედიანად, მაგრამ რაღაც მაბრკოლებდა. სამსახურამდე მანქანით ისე ვიმგზავრეთ რომ არცერთ არ ამოგვიღია ხმა. მერე მე ჩემ კაბინეტში შევიკეტე, გეგა თავის კაბინეტში. დატვირთული დღე გვქონდა ორივეს. ალბათ გეგას უფრო.
საღამოს ოფისიდან გამოვედი, ერთი პირობა ვიფიქრე მანქანით წავალთქო, მაგრამ გადავიფიქრე. ტაქსი გავაჩერე და დედაჩემთან წავედი. გზად საკონდიტროში გავიარე და მისი საყვარელი „red velvet cake”-I ვუყიდე. მანქანიდან გადმოვედი, მძღოლს ფული გადავუხადე, კარი დავკეტე, მოვტრიალდი და...
ეზოს კარებთან იდგა და მიღიმოდა, ჩემი ეზოს კარებთნ იდგა და ურცხვად მიღიმოდა. ღმერთო. არ ვიცი რა დავარქვა მის საქციელს, მგონი გიჟია და ჯერ არ ვიცი, ან მანიაკი. ერთ ადგილას გავშეშდი, ის ისევ მიღიმოდა. მერე ნელა დაიძრა და ჩემსკენ წამოდიდა. ყუთი გამომართვა და შიგნით „ჩაიჭყიტა“.
-მმმ, ეს მე? -შემომხედა და გამიღიმა - საიდან იცოდი რომ მიყვარს?
- დედაჩემს - ვცადე ყუთი დამებრუნებინა
-ნწ, ნწ - თავი გააქნია - ეს თუ დედას, მაშინ შენ მე
- ეგ რას ნიშნავს? - გაბრაზება შემეპარა
- უია არა, -ხმამაღლა გაიცინა - ცუდად არ გამიგო - მითხრა და ყუთი დამიბრუნა - უბრალოდ შეპირებულ ყავაზე მინდოდა დამეპატიჟე
- აჰა, გასაგებია - ყუთი გამოვართვი და მივხვდი რომ ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული ჯერ ისევ
- ხო, ეხლა ვაპირებდი ქეთევანისთვის მეთხოვა შენი ნომერი რომ დამერეკა - კარისკენ მიმანიშნა
- დღეს? - ცოტა შევიცხადე
-და რა პრობლემააა?
- ხვალ სამსახურში მივდივარ
-და ყავა არ დაგაძინებს ღამე? - გაეცინა. ამ მომენტში ძალიან საყვარელი იყო
- ეგ არ მითქვამს - ვცადე ეზოსკენ წავსულიყავი
- მაშინ გელოდები - ბავშვივით მომითატუნა ხელი ლოყაზე და თავისი ეზოს კარებისკენ წავიდა
მისმა ასეთმა საქციელმა ერთ ადგილს მიმაჯაჭვა. მისმა შეხებამ ტანში სითბო ჩამიღვარა და მთელი სხეული მოიცვა. წამიერად თვალები დავხუჭე და მისი ჩახუტება წარმოვიდგინე რა სასიამოვნო იქნებოდა. კარებთან მისული მოტრიალდა მე ისევ იქ ვიდექი და ვუყურებდი დებილი ბავშვივით.
-მიდი, მიდი გელოდები - შემაგულიანა და მანიშნა რომ სახლში შევსულიყავი.
დედაჩემს ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა. მაშინვე სუფრის გაშლა დაიწყო, მაგრამ რომ ვუთხარი ვერ დავრჩებოდი მაშინვე ეჭვის თვალით დამიწყო ბურღვა.
-ან მოსვლა რა იყო? ან წასვლა? -გაბრაზებული აბუზღუნდა დედაჩემი
- მეც არ ვიცოდი ამ წუთას დამირეკეს - ვცადე თავი მემართლებინა
-ვინ?
-გიორგიმ - ვერ მოვატყუე - ხო კარგი აქ შემხვდა და ყავაზე დამპატიჟა უარი ვერ ვუთხარი
- არ არის ცუდი ბიჭი - უცბად დატკბა დედაჩემი
- დედააა -თვალები გადავატრიალე - იცოდე აღარ წავალ თუ რამეს ხლართავ
-არა საყვარელო - ხელები გაასავსავა -შენ თავს ვფიცავარ
- კარგი მაშინ წავედი - ვაკოცე და გამოვბრუნდი
-თმა მაინც ჩამოგევარცხნა - გზაში დამაწია დედაჩემმა
მოლოდინს გადააჭარბა. ეზოდან გამოსულს მანქანასთან ატუზული დამხვდა. რევერანსით შემეგება და კარები გამიღო, ჩაჯდომაში დამეხმარა, მანქანას მოუარა და საჭეს მიუჯდა. გამომხედა და გამიღიმა. ცოტა დავიბენი, გავიღიმე მეც. ალბათ უფრო დავიმანჭე.
-თათა აბა საით?- საჭეს დაკრა ხელი თეატრალურად და ძრავი აამუშავა
- არ ვიცი -მხრები ავიჩეჩე - შენ მეპატიჟები
-კარგი, მაშინ წუწუნი არ გავიგო -პირობა ჩამომართვა და მანქანა დაძრა
აგვისტოს სასიამოვნო საღამო იყო, გიორგიმ მანქანა ქალაქიდან გაიყვანა და ავტობანზე გავიდა. ცოტა დავიძაბე, გამომხედა და გამიღიმა, მიხვდა ალბათ. მერე აქამდე ბოლო ხმაზე ჩართულ მუსიკას დაუწია, ხელი ოდნავ შემახო მუხლზე და ისევ საჭეს დაუბრუნდა. ოდნავ შევხტი მის შეხებაზე ალბათ იგრძნო. „სად მიყვები თათა? ნორმალური ხარ?“ დავტუქსე საკუთარი თავი მაგრამ არ შევიმჩნიე.
-მოგიტაცე -გამომხედა და გაეცინა
-ალბათ შენ არ იცი რომ მთელი ჩემი სანათესაო და სამეგობრო ჩემ გათხოვებაზე ოცნებობს და შენი ამ საქციელით მათ ძალიან გააბედნიერებ. -უფრო კომფორტულად მოვკალათდი სავარძელზე და გზას გავხედე
-ანუ გამოსასყიდს არ გადამიხდიან?
-არა - გამეცინა
-ვერ გავთვალე -დანანებით დააქნია თავი და მერე გაეცინა
საუბრის დაწყება ორივეს გვიჭირდა, არ ვიცოდით რაზე უნდა გვესაუბრა. ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ იყო რაღაც ამაში მიმზიდველი. მცხეთას გავცდით და მანქანამ გუდაურისკენ გადაუხვია. „მგონი მართლა მომიტაცა“ გავიფიქრე და გიორგის გავხედე.
-სად მივდივართ?- დავინტერესდი და მუსიკას კიდევ დავუწიე
-სურპრიზია - ღიმილით გამომხედა - დღესვე დაგაბრუნებ ნუ ნერვიულობ
-სულაც არ ვნერვიულობ -თავი ვიმართლე და ფანჯარას გავხედე
-გეტყობა - ისევ გაეცინა - თვალებში, ლამაზ თვალებში
-გატყუებენ - გამეცინა მეც
-შენ რომ მატყუარა არ ხარ?
-შენ რა იცი?
-ლიანასგან ვიცი - გაეცინა - ღმერთო მაპატიე - თქვა და პირჯვარი გადაიწერა
ძალიან სასიამოვნო და კარგი საღამო გავატარეთ. ანანურის ციხე-სიმაგრის გალავანზე მივირთვით ყავა. გიორგი სრულიად მომზადებული იყო ამ გასერინებისათვის თხელი პლედითა და ორი თერმო ჭიქით. რომელშიც ორი ცივი ყავა გაემზადებინა დარიჩინითა და შოკოლადით. ბევრი ვისაუბრეთ, ვიმხიარულეთ. ვცადეთ უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. გიორგი არ თუ ვერ შემდგარი მსახიობი და ბიზნესმენი იყო. რამოდენიმე კაფე ქონდა თავისი ქალაქში. ერთ ერთი კაფის ინტერიერი ჩვენს კომპანიას გაუკეთებია. რაღაც დეტალებზე მეწუწუნა, მაგრამ არ დავუთმე. ვეკამათე რომ ჩემმა თანამშრომლებმა მასზე უკეთ იციან როგორ უნდა ყოფილიყო.
კომპანია რომელშიც მე ვმუშაობდი სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა. ავეჯი ჩამოქონდა ან ადგილზე უმზადებდა. ყველანაირი სახის ავეჯს ამზადებდნენ და აწოდებდნენ სურვილისამებრ. კომპანიები გვიკვეთავდნენ დიზაინს ჩვენი პროექტის მენეჯერები და დიზაინერები ერთად მუშაობდენ. აკეთებდნენ პროექტს უთანხმებდნენ დამკვეთს, მიახლოებით ბიუჯეტს გვეუბნეოდნენ. შემდეგ პროექტის მენეჯერები წარუდგენდნენ გეგას პროექტს, მასში თუ რენტაბელურობას დაინახავდა და რამე ინოვაციას, რაც ჩვენ კომპანიას წინ სვლაში დაეხმარებოდა, მაგ შემთხვევაში წარუდგენდა ბატონ გოგას და ამის შემდეგ გადიოდა სხვა დანარჩენ ინსტანციებს.
გიორგის პირველი კაფის ინტერიერიც ჩვენი დამუშავებული და მოწყობილი ყოფილა. სკამებს უჩიოდა, რომელიც იტალიიდან უნდა ჩამოგვეტანა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში დამზადდა (დამკვეთთან შეთანხმებით), „აბა რა გეგონა რომ მოჟმოტე?“ -გამეცინა და მხარზე ხელი მივკარი მეგობრულად. საკმაოდ კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. ერთი საღამოს შეფასებით 10 ქულიდან 8 ქულას ვუწერ. უკანა გზაზე ენა არ გავიჩერებია. ათას სისულელეზე ვიცინოდით და ვხუმრობდით. ჩემ კორპუსთან ჩამომსვა, დამემშვიდობა და პირობა ჩამომართვა რომ მსგავს გასეირნებას კიდევ მოვაწყობდით. ამჯერად ნომერი გამომართვა.



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს თქვენი ისტორია. იუმორით დაწყებული სიყვარულით დამთავრებული ყველა ემოციას იტევს.
ვატყობ თათა და გიორგი წყვილად ჩამოყალიბდებიან, მაგრამ გეგა შემეცოდა სადღაც. კარგად წერთ,საინტერესოდ. ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent