შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესიზმრებოდა


8-04-2020, 17:24
ავტორი PEPE )
ნანახია 1 064

მესიზმრებოდა კავკასიონი
ცას მიბჯენილი, ფარული თოვლით,
მესიზმრებოდა ჩემი რიონი
ტალღებს ურხევდა ნიავი ქროლვით.

მესიზმრებოდა წითელი ვარდი
მზისკენ იწევდა კოკორგაშლილი,
მესიზმრებოდა თვით სიზმარს ვგავდი
აღელვებული,გრძნობა აშლილი.

მესიზმრებოდა შავი მერანი
შევარდნის ფრთებით გაჭენებული
მესიზმრებოდა მე ამირანი
და ყვავ-ყორნების ნაფლეთი გული.

მესიზმრებოდა ბრძოლა თარეში,
მე კელაპტრები მესიზმრებოდა,
თითქოს ვკვდებოდი უცხო მხარეში
და საქართველო მენატრებოდა.

მე ქართველობის სუნთქვას ვნატრობდი,
სევდა და დარდი მემატებოდა
მქონდა სათქმელი,ვერას ვამბობდი
მუხლებშიც ძალა მეკარგებოდა.

და როგორც ქარი გული ბორგავდა
და როგორც წვიმას მეტირებოდა,
ზმანება ჩემი არაფელს გავდა
და ყველაფერი მესიზმრებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent