შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 13 დასასრული)


23-06-2021, 12:58
ავტორი სესილია
ნანახია 2 664

***
როცა ვიბადებით, ჩვენი ცხოვრების ფურცელი სუფთა და თეთრია. პირველ ფუნჯს მშობლები დაუსვამენ ფურცელს და თითქოს ასე იწყება ჩვენი ცხოვრების ფერთა გამა... მერე როდესაც ჩვენ ვიღებთ ფუნჯს, ბევრი რამ იცვლება ან ცუდისკენ ან უკეთესობისკენ... ხანდახან კი თითქოს ვიღაც უცნობი ხატავს შენს ცხოვრებას, თითქოს ისეა რომ შენ შენს თავს არ ეკუთვნი, ეს ან გულს გიხუთავს ან ისე მოგწონს, რომ არც კი აქცევ ყურადღებას... ცხოვრება ასეთია მას ჩვენ ვხატავთ და განვსაზღვრავთ ჩვენი ცხოვრების ფერებს!!!
- ვა, ვა... არა, რაა რა შეყვარებული მყავს, სანამ სტუმრები გავაცილე, შენ მარანი მიგილაგებია და უკვე ჭურჭელსაც რეცხავ? - ადას უკნიდან ზურგზე მიეკრა გეგა.
- ახლა მიხვდი მაგას? - ჭურჭლის ქაფვა განაგრძო ცხადაძემ.
- არა, მაგას თავიდანვე მივხვდი და ამიტომაც ხარ ჩემს გვერდით, მაგრამ იცი რა ვიფიქრე?
- რა?
- ჭურჭლის სარცეხი მანქანა ვიყიდოთ, არ მინდა შენი ლამაზი თითები მუდამ წყალში იყოს.
- ჩემი მზრუნველი ბიჭი, - ქაფიანი ხელი ცხვირზე აკრა. - მიდი, დივანზე დაჯექი და ამასობაში მეც მოვრჩები.
- რატომ? ასე ჩახუტებული არ გინდა?
- ნუ კი, მაგრამ უხერხულია.
- ვისი? აქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ.
- იცი, - სახით გეგასკენ შებრუნდა. - რა მომწონს შენში?
- აბა გისმენ. - ცხვირით ცხვირზე გაეხახუნა.
- როცა მარტოები ვართ ასეთი რომანტიკული და თბილი ხარ, ხოლო სხვების თანდასწრებით ისე მექცევი, ხანდახან მგონია, მგონი „ამ ბიჭს გადავუყვარდი“!
- აჰ, „გადავუყვარდი“ არა, პირიქით დღითდღე ჭკუიდან გადაგყავარ. - კოცნა მოპარა. - ეს მე და შენი პირადი სივრცეა, რა საჭიროა ყველამ დაინახოს ან იცოდეს, ჩემს საყვარელ ქალს, როგორ ვკოცნი, ვეხუტები და ვეფერები?
- აი, მეც მასე მგონია.
- ამიტომაც, როცა დამთახმდები და ჩემი მეუღლე გახდები, აქ გადმოვიდეთ და ჩვენი სიყვარულის ბუდე მოვიწყოთ.
- მიხარია, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელთანაც ბევრ საერთო მოგონებებს დავაგროვებ, რადგან სიყვარულს ბევრი ტკბილი მოგონება აძლიერებს.
- დიახაც, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. რა მაგის პასუხია და ცოლად, როდის გამომყვები?
- გეგაა, - თვალები დაუბრიალა, - სულ რაღაც ორი კვირაა რაც წყვილი ვართ და რა დროს დაქორწინებაა?
- აჰ, ა ხელი დამადე გულზე, შენმა სიტყვებმა როგორ განგმირა და აატირა.
- ნუ ბავშვობ... - კისერზე ხელები მოხვია, - მოვა დრო, როდესაც ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებ „მე მზად ვარ“!
- მართლა? იცოდე, დიდხანს არ მალოდინო... რადგან მოთმინებით ველოდები დღეებს, როცა შენთან ერთად ჩახუტებული დავიძინებ და დილით შენი სუნთქვა გამაღვიძებს.
- ეს დღეები არ გკმარა როცა ერთად ვართ? - თვალი ჩაუკრა.
- მე ყოველდღე მინდა და ყველგან და არა ესე ათასში ერთხელ... - ტუჩები გაბუსა.
- რაც კუსავით იცხოვრე და იზლაზნე, ახლა გინდა აჩქარდე?
- აჰ, კუ ვარ ამხელა კაცი? - ხელები გულთან ჩაიმწყვდია.
- იცი რა მომწონს? შენთან ერთად როგორ მოდის გაზაფხული ზამთრის შემდეგ...
- ჩვენი ცხოვრების „ზამთარში“ ორივემ ერთად მოვიყვანეთ „გაზაფხული“ და გაზაფხულს ჩიტების ჭიკჭიკი უხდება. - თვალები აუფახულა.
- ჩიტების? ვაიმეე ... - გაწითელბულ სახეზე ხელები აიფარა ადამ, როცა მიხვდა გეგამ რაც იგულისხმა „ჩიტებში“.
- ადუ, დღეს ხომ იცი უკან ვბრუნდებით. - არ შეიმჩნია საყვარელი ქალის აჭარხალებული სახე.
- დღეს? აჰ, კაი ... - სახეზე ცივი წყალი შეისხა ადამ.
- ხო, რადგან ტური ადრე მორჩა, ხვალ დილით რაღაც საქმეები მაქვს სუპერმარკეტში და ღვინის ბოთლების ეტიკეტებიც უნდა შევუკვეთო.
- კარგი, სადღაც ათ წუთში გავიდეთ მაშინ.

კაიროსი - ძველ დაბერძნეთში შანსის, მომენტის, საჭირო წუთის ღვთაებად ითველობოდა. რამდენჯერ გვითქვამს -„იმ მომენტში, რომ დამაბრუნა, ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი“. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ის მომენტი, ის შანსი, რომელიც მრავლჯერ დამდგარა, თუმცა ან ხელიდან გაგვიშვია ან გამოგვყენებია. ამიტომ რა გვექნება ანდა როგორ ვიქნებით ხვალ, ეს დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული, მყარად უნდა ჩავეჭიდოთ თითოეულ კაიროსს და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მართალია, რთულია სწორად განვსაზღვროთ და მივხდეთ, რომ ეს ის მომენტია, ეს ის შანსი თუ საჭირო წუთია, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს, თუმცა უნდა ვეცადოთ, უნდა ვიბრძოლოთ და როცა მიზანს დავისახავთ, ვეცადოთ გამოვიყენოთ ყველა კაიროსი. თუმცა ხანდახან ბედი თუ იღბალი მოულოდნელად გაგვიღიმებს და ზურგი არ უნდა ვაქციოთ.
- ანა, ყავას ხომ მიირთმევ? თუ სხვა რამ გირჩევნია?
- წყალი მხოლოდ, ისე ვარ ეს დღეებია, როგორც იტყვიან „დანა კბილს არ მიხსნის“.
- რთულია დედის დაკარგვა...
- არა, ჩემი პრობლემა სულ სხვაა... - თვალები აუწყლიანდა. - მართლა, ძალიან მიჭირს. შეიძლება გული, რომ გადაგიშალოთ?
- რა თქმა უნდა, - ჭიქა წყალი მიაწოდა ქეთიმ და ბაიკოს გადახედა.
- აქ არავინ მყავს დათოს გარდა, მაგრამ ისიც ჩემსავით არეულია და განცდებშია. სიყვარულით დავქორწინდით 1996 წელს, მიუხედავად იმის, რომ ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, ჩვენ გავიპარეთ. მალევე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, რთული ორსულობა მქონდა. 3 თვიდან ნაადრევი მშობიარობის რისკები, საჭმელს, როგორც კი შევჭამდი გული მერეოდა, თან ამ ყველაფერს ის ემატებოდა, რომ მშობლების, განსაკუთრებით დედის გული ვერ მოვიგეთ. ფაქტიურად, მე და დათო მარტო ვუმკლავდებოდით ამ ყველაფერს. ბოლოს 8 თვის არ ვიყავი, ნაადრევად ვიმშობიარე. მახსოვს, ბავშვის ტირილი და შემდეგ ყველაფერი აირია, სისხლის დენა ვერ შემიჩერეს, ჩემს გადარჩენაზე იყო საუბარი. როგორც იქნა სიკვდილის კლანჭებიდან მიხსნეს და ვგებულობ, რომ ჩემი ნანატრი, წვალებით შენარჩნებული გოგონა დაიღუპა... ეს იმხელა სტრესი იყო, იმხელა ტკივილი, რომ ცოტახანი მენტალური აშლილობაც კი მქონდა. ყველაფერმა გაირა, თითქოს შევეგუეთ იმ ბედს, რომ შვილი აღარ გვეყოლებოდა და რამოდენიმე დღის წინ, სიკვდილამდე რამოდენიმე წუთით ადრე, საკუთარმა დედამ, მითხრა, რომ ჩემი შვილი, რომელსაც სულ მალე 13 ოქტომბერს, 24 წელი შეუსრულდება, გაუშვილებია...
- რას ამბობ? - ერთდროულად შეიცხადეს გოგოებმა.
- ვაიმე დამბურძგლა, - ცრემლები მოიწმინდა ქეთიმ.
- არ არსებობს, დედაშენმა შენი ჯანმრთელი შვილი გააშვილა?
- ხო, ასე გამოდის... ახლა რაღაცეებს ვეძებთ. არადა ბევრი არაფერი ვიცით, მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ სახელი არ შეუცვლია და არც დაბადების დრო.
- რა ერქვა?
- რა ერქვა? ძალიან საყვარელი სახელი შევურჩიეთ. ჩემი და დათოს სახელების ინიციალებით, ანუ მე ხომ ანა მქვია, „ნ“- ს ნაცვლად „დ“ ასო ჩავსვით, თან გვართან ლამაზად მიდიოდა „ადა ადამაშვილი“.
- ადა? - სახეზე ხელები აიფარა ქეთიმ.
ღია კარებში გეგა და ადა იდგნენ. გოგონას სახეზე ფერი არ ედო, მთელს სხეულში გრძნობდა, ძალა როგორ ეცლებოდა, ყურებში კი მხოლოდ „ადა ადამაშვილი“ ჩაესმოდა. იგრძნო, გონებას როგორ კარგავდა და გეგას მიეყრდნო.
- ადა, - ბიჭმა ხელში აიტაცა და დივანზე დასვა. - ადა, როგორ ხარ? - წყალი მოასმევინა. - კარგად ხარ? ადა, ხმა გამეცი...
- კარგად ვარ... - წამოჯდომა სცადა.
ანა გაოგნებული იდგა. სახე შეშლილს უგავდა, გული ამოვარდნას ჰქონდა. უყურებდა გოგონას და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა.
- ანა, ხომ კარგად ხარ? - მიუბრუნდა ბაია.
- კი, - თვალებით ანიშნა.
- ადა, შენ როგორ ხარ? მგონი რაღაც სასწაულის მომსწრეები გავხდებით მალე, ჰა? - ხელებზე ეფერებოდა გეგა. - ქალბატონო ანა, ბოდიშს გიხდით, მოულოდნელად შევესწარით თქვენს საუბარს. იცით, ჩემი ადაც განაშვილებია და მხოლოდ ის იცის, რომ დაბადების თარიღი და სახელი არ შეუცვლიათ.
- და რა თარიღია? - ანას ხმა ვედრებით იყო სავსე.
- 1997 წლის 13 ოქტომბერი, ის ბებიამ გააშვილა.
- არა, - მოულოდნელად ჩაიკეცა ანა.
- რა მოხდა? - მისაღებში დათო და ლევანი შემოვიდა.
- დათო, დათო მგონი ვიპოვეთ...
- ვინ ვიპოვეთ? - მივარდა მეუღლეს.
- ჩვენი პრინცესა, ჩვენი გოგონა...
- სად? როგორ?
- ნახე, ნახე შენსავით დიდრონი ლურჯი თვალები აქვს. - გაახედა მდივნისკენ, სადაც გაოგნებული ადა გეგას მიხუტებოდა.
სიჩუმე ჩამოვარდა, დაძაბულ და ამასთანავე იმედიან მზერას ერთმანეთს არ აშორებდნენ ერთმანეთს.
- ადა, თქვენი ვინ არის? - დათომ ძლივს ამოილუღლუღა.
- ადა, ჩემი გეგას შეყვარებულია. - უპასუხა არანაკლებ აღელვებულმა ლევანმა.
- მშობლები ... - სიტყვა გაუწყდა დათოს.
- არ მყავს...
- არ გყავს? - თითქოს ბედნიერმა წამოიძახა.
- 8 წლიდან ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი... - ადა ჩუმად ბუტბუტებდა.
- ბავშვთა სახლში? ... - ხმა გაუწყდა, ბრაზი მოერია, გულთან მჯიღი ირტყა, ანა კი გახევებული იჯდა და აკვირდებოდა გოგონას, რომელიც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მის წარმოდგენაში ხატავდა აწ გარდაცვლილ, მაგრამ თურმე ცოცხალ შვილს.
- მოდით, - წამოდგა გეგა, - ვიცით ახლა ყველა შოკურ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მხოლოდ სახელის და დაბადების თარიღის დამთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ერთი და იმავე ბავშვზე იყოს საუბარი. ამისთვის დეენემის ანალიზი უნდა ჩატარდეს.
- ხო, კი აუცილებლად. - გამოფხიზლდა დათო, - და სად კეთდება? მითხარით და თუ ადაც, - მოწიწებით წარმოთქვა სახელი, - იქნება თანახმა, ჩავიტარებთ რა თქმა უნდა.
- როგორც ვიცი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრში კეთდება.
- მაშინ ხვალ წავიდეთ, თუ ...
- არა, არ ვარ წინააღმდეგი. - ოდნავ გაუპო ღიმილმა ბაგე, - ხვალ დილით გეგა მომიყვანს.


***
დრო პასუხამდე თითქოს საუკუნედ იქცა. თითქოს უმოძრაოდ იდგა საათის ისრები და წამის გასვლას მთელი დღე სჭირდებოდა, დღის გასვლას კი ერთი თვე და ა.შ.
- რძალო. - გვერდით მიუსკუპდა იო.
- რძალოს რატომ მეძახი? ხომ გითხარი ნუ მეძახითქო?
- ნუ ბუსხავ მაგ ცხვირ-პირს, მადლობა მითხარი თუ დაგიძახო.
- ოჰ, ვითომ რატომ?
- მოიცა, ახლა არ მითხრა, იმიტომ არ მოგწონს რძალოს, რომ გეძახი, ჩემს ძმას შორდები?
- აი, საიდან მოგდის ასეთი აზრები მაგ თავში? გინდა ისე, რომ დავშორდე?
- არაა, - ხელები გააქნია უარის ნიშნად. - შენს გარდა ვინ მოტყუვდება კიდევ?
- აჰა, ანუ მე მოვტყუვდი გინდა მითხრა?
- არაა?
- ვინ ვის შორდება და ვინ მოტყუვდა? - ზმორებით შემოვიდა გეგა.
- ჩვენზე საუბრობს.
- იო, შენ შენს ფისოებს, რომ მიხედო არ გიფიქრია?
- ეჰ, თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ორ მეტრიანი დისტანციით მოძრაობთ და თან ამტკიცებთ, რომ ერთმანეთი გიყვართ, ყურადღებას მე აღარ მაქცევთ. - თავი ჩახარა შუათანა კალანდაძემ.
- ეს ორმეტრიანი დისტანცია საიდან მოიტანე? - ახარხარდა ადა.
- რავიცი, გვერდი გვერდ დამჯდარი და ხელჩაკიდებული თქვენ მე არ მინახავხართ და ...
- ააა, გასაგებია და შენ რა გჭირს? რატომ ჩამოყარა ეგ ყურები?
- აღარ მყავს ხუთი ფისო...
- რას ამბობ და სად წავიდნენ?
- ნომერ პირველი თხოვდება და ნომერ მეხუთემ სხვა შემიყავრდაო...
- აბა რას ელოდი? რომელიმე გიყვარდა ან სერიოზულად ფიქრობდი? გული რაზე გწყდება? - წყალი მიაწოდა ადამ.
- იქნებ ახლა გამოჩნდეს ისე ვისაც შეიყვარებ თუ შეყვარებული გინდა და ჭეშმარიტი სიყვარული და არა გართობა და ლაზღანდარობა.
- აუფ, იპოვა შეყვარებული და მარიგებს უკვე ჭკუას. - დაეჭყანა ძმას. - არ მინდა, ასეც კარგად ვარ, ჯერ კიდევ მყავს N2, N3 და N4 ფისოები.
- გეგა, აი, ვფიქრობ, ხოლმე და ასე ცა და დედამიწასავით განსხვავებულიები როგორ ხართ?
- „ბატონ გეგას“ აღარ ეძახი?
- ვცემო? - მუშტი მოიღერა და თან ადას დაეკითხა უფროსი კალანდაძე.
- კარგით, ახლა მორჩით ღლაბუცს. მალე მოვლენ ოჯახის წევრები და უნდა ვივახშმოთ.
- თამარა ბებო დღეს ისვენებს ხომ?
- კი, მაგრამ მე მოვამზადე რაღაცეები.
- იო, კარზე ზარია. გახედე, ვინ მოვიდა.
ჭიშკართან ანა და დათო იდგა.
- მობრძანდით, დაჯექით და ახლავე დავუძახებ. - შეიპატიჟა სტუმრები იონამ და სამზარეულოში გავიდა. - გეგა, ანა და დათო მოვიდა. გელოდებიან.
ადამ იგრძნო როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ იატაკი, მაგიდას ჩამოეყრდნო.
- ცუდად ხო არ ხარ?
- ვღელავ. - წყალი მოსვა და ძალები მოიკრიბა.
- საღამო მშვიდობის. - მიესალმა გეგა ოთახში მყოფთ, - როგორ ხართ?
- საღამო მშვიდობის. - თავი დაუკრა დათომ, ანა კი თვალს არ აშორებდა ადას. - შეიძლება ცოტა ხნით, მარტო, რომ დაგვტოვოთ?
- ადა შეძლებ? - გეგა გაფითრებულ ადას მიუბრუნდა.
- კი. - თავის დაქნევით ანიშნა. ბიჭები მისაღები ოთახიდან გავიდნენ.
პირისპირ იდგნენ... სიტყვები ვერ პოულობდნენ სათქმელს... იდგნენ, ცრემლები კიაფობდნენ ბედნიერ და ამასთანავე ნატანჯ თვალებში... ურთიერთგამომრიცხავი ემოციები ერთმანეთს ყოველწამიერად ენაცვლებოდნენ... ერთმანეთის პოვნით გამოწვეული და ერთმანეთის გარეშე გატარებული დრო ერთმანეთში ირეოდა... ათასი კითხვა ტრიალოებდა ირგვლივ, რთული იყო დაწყება, დაწყება ამდენი ხნის შემდეგ. რთული იყო პირველი სიტყვის წარმოთქმა ორ უდანაშაულო ადამიანს შორის, რომლებიც საკუთარმა სისხლმა და ხორცმა გასწირა, თუმცა დროა ის თეთრი ფურცელი, რომლებსაც მშობლების ნაცვლად ფუნჯი სხვამ დაუსვა და მიმართულება შეცვალა, თავიდან უნდა აეწყოს, აიკინძოს, წარსულში დარჩეს ბევრი რამ, აწყომ უნდა იხაროს, მომავალმა კი გახლეჩილი დედა-შვილობის ცხოვრების გზები სამუდამოდ ერთად შეკრას და გაამთელოს... ზღვარს მიღმა თუ ზღვარს შორის სიყვარული დედა-შვილობის არ დარჩება და ერთ მთლიან გულად იქცევა და იპოვის ბედნიერების გზას...
- შვილო... - ძლივს აღმოხდა ანას და ადას წინაშე მუხლებზე დაეცა. - უნდა მაპატიო, რომ ვერ მივხვდი, რომ ვერ ვიგრძენი, რომ ცოცხალი ხარ... გვაპატიე მე და მამას, რომ ვერ დაგიცავით ბოროტი კლანჭებისგან და ცხოვრების დაუნდობელმა რითმება ერთმანეთს დაგვაშორეს... მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე, რომ ჩემს წინ ხარ და არც კი ვიცი როგორ მოვიქცე... რადგან შენ ჩემი პირველი და ერთადერთი შვილი ხარ... ბავშვი, რომელსაც ჩემთვის დედობა, მამაშენისთვის მამობა უნდა ესწავლებინა... ერთად უნდა გვეღიღინა, მოგვესმინა შენი პირველი სიტყვები, გვენახა შენი პირველი ნაბიჯები, აღგვენიშნა შენი პირველი დაბადების დღე, გაგვხარებოდა შენი პირველი კიჭის ამოსვლა და მრავალი სხვა ... ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეარა, რომ დედა-შვილობა გვესწავლა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს... მჯერა, მჯერა ახლაც ბევრ რამეს შევძლებთ და იქნებ, იქნებ ოდესმე... - ტირილი წასკდა ანას.
- დე... - თბილად გასიმა ადას ხმა. - გთხოვ, აღარ იტირო... უბრალოდ, მელაპარაკე, მომეფერე და ჩამიხუტე... მომიყევი შენზე, მე კი ჩემზე გიამბობ... მერე კი ყველას ვეტყვი, რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი დედა მყავს... მომიყევი როგორ გიხაროდა ჩემი თავი შენში... როგორ ფიქრობდით შენ და მამა ჩემს სახელზე... მინდა ხშირად მითხრა, რომ მამას თვალები მაქვს და შენი ღიმილი... მინდა ჩამიხუტო და ამ ჩახუტებისას სულ ის სიახლოვე გავიხსენოთ, როცა შენში ვიზრდებოდი. - ცრემლებად იღვრებოდა ცხადაძე.
- ადა, შვილო! ატირებულები ერთმანეთს ეკვროდნენ, - დათუნა, ჩვენი პრინცსა, როგორი გოგოა... რამდენჯერ შენს ტოლს შევხედავდით, ვიტყოდით ჩვენი ადა ახლა ამხელა იქნებოდა, ნეტა როგორი იქნებოდა? რომელს დაგვემგვანებოდა? ვისი თვალის ფერი ან თმის ფერი ექნებოდა? დღე არ გასულა შენზე ფიქრის გარეშე. ალბათ ეს იყო ნიშანი იმის, რომ შენ ცოცხალი იყავი, ჩვენო პრინცესა. შენი თვალები, შენი ღიმილი ისეთი თბილი და ჩვენია, არ ვიცი რა ვქნა? რა ვთქვა? მჯერა იმ დროს, რომელიც ერთმანეთისგან შორს გავატარეთ ნელნელა ავინაზღაურებთ და ვისწავლით როგორ გავხდეთ დედა-შვილი და სრულყოფილი ოჯახი.
- ყველაფერი გამოგვივა... ყველაფერს შევძლებთ, ჩემო დედოფალო და პრინცესავ.... - გულში იკრავდა დათო ცოლ-შვილს.


***
რთულია გაწყვეტილი გზის, გაწყვეტილი საზღვარის, გაწყვეტილი კავშირების აღდგენა... რთულია, იოლად მიიღო და შეაკავშირო... რთულია იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც მაშინ გაწყდა, როცა ფეხს იდგამდა... რთულია დაკარგული წლების ანაზღაურება და იმ განცდების პოვნა, რომელიც დედაშვილობას დასაწყისშივე ახლავს და ერთ მთლიან ნაწილად ქმნის... თუმცა, როცა სურვილი ძლიერია, მაშინ ყველაფერი გამოდის და ისეთი ჰარმონიული ხდება, ვერ კი ხვდები ასეთი შერწყმა როდის მოხდა, როდის გაერთიანდნენ გახლეჩილი გზები თუ საზღვრები...
- ის სად არის?
- მობილურზე საუბრობს...
- ვის ელაპარაკება?
- მგონი ახალი „ფისო“ იპოვა.
- ეგ და მისი „ფისოები“. - ჩაეცინა გეგას და ხორცის დამუშავება განაგრძო.
- რომელი საათია? წესით უკვე მოსულები უნდა იყვნენ.
- სასიძო რას შვრება?
- ვალერიანები დავალევინე და ოთახშია. იმედია ბაია უარს არ ეტყვის.
- ეჰ, უარს არ ეტყვის, მაგრამ მე როდის მეტყვის „კი“-ს ნეტა ერთი გოგო? - ვითომ სხვათაშორის ჩაილაპარაკა გეგამ და სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო ადას, რომელიც სალათებს ამზადებდა.
- მგონი მოვიდნენ, გავხედავ. - წინსაფარი მაგიდაზე გადაფინა, - დეე, მაა, მოხვედით? - შეეგება მშობლებს. - ქეთი დეიდა და ლევანი ბიძია სად არის?
- ბაიასთან უნდა გაევლოთ და ერთად მოვლენ.
- აჰა, ძალიან კარგი და გზაში ხომ არ დაიღალეთ?
- არა, დე რა დაგვღლიდა.
- კარგით, მოკალათდით ბუხართან და მე სუფრის გაშლას შევუდგები.
- არ მოგეხმარო?
- აუ, კიი.
- მიდი, შენ საჭმელებს მიხედე და მე ჭურჭელს დავალაგებ.
- კარგი, დე.
უფროსი კალანდაძის სახლში დიდი ჟრიამული იყო.
- თედო, ხომ არ ღელავ? - თომა და იო, მოსვენებას არ აძლევდნენ ფერ დაკარგულ ბიჭს.
- მაცადეთ, თორემ მიხვდება ყველაფერს და მოულოდნელი აღარ იქნება.
- იცოდე, ვიდეოს მე ვიღებ და ფოტოებს იო მიხედავს. - გაანაწილა მოვალეობები თომამ.
- პირველად ვხედავ, შვილს დედის გათხოვება ასე უნდოდეს... - სახე მოპრუწა იომ. - მტერია? ასე გინდა გააგდო სახლიდან?
- იო, გცემ! - მუჭი მოუღირა.
- რავა, ყველა მემუქრებით. დედააა...
- რა იყო იო? - გახედა ქეთიმ.
- არა, არაფერი... ისე ...
- არა, რაა. როდის დაღვინდები? სულ მაჭარივით უნდა იდუღო?
- ახლა შემოდგომაა და მაჭარი დუღს ყველგან, ზამთრისკენ დავღვინდები.
- აბა, მშვიდად ვიქნები მაშინ.
- თომა, ეს პიცა არ გინდა? კარგია ძალიან.
- მართლა?
- არა, უბრალოდ მე არ მომეწონა და შენ გთავაზობ.
- მართალია, ბიცოლა. შენ არაფერი გეშველება.
- შენც, გუდუნაა? - დაეჭყანა იო ბიძაშვილს.
- უკაცრავად, - ფეხზე წამოდგა თედო.
- რა ბიჭია, რა ბიჭი. - აღლაბუცდნენ ბიძაშვილები, თუმცა გეგამ თვალები დაუბრიალათ და მაშინვე გაჩუმდნენ.
- პატარა სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ. - ჭიქა ასწია, - ზოგადად, სადღეგრძელოს თქმა არ შემიძლია, არ გამომდის, მაგრამ ვიტყვი იმას რაც ჩემს გულშია და რა მიზანიც მაქვს. როდესაც საქართველოში ვბრუნდებოდი, წარმოდგენა არ მქონდა აქ თუ რა ბედნიერება მელოდა... არც კი მიფიქრია, რომ ვიპოვიდი იმ ქალს, რომელიც მუდამ იყო ჩემი გულის გადამალულ საგანძურში... ურთიერთობაა, როდესაც ვინმეს გულში ფესვებს რგავ და სამუდამოდ მასში რჩები. სიყვარული ყველა ემოციას მოიცავს და ეს გასაოცარია. ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გამოწვდილ ხელს შენი ხელი მაგრად ჩასჭიდე და არ გამიშვი. - გაუღიმა ბაიას, რომელიც დამორცხვილი იჯდა. - მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მხარი დაუჭირეთ ჩვენს სიყვარულს და მიიღეთ. მოკლედ, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ერთი თხოვნა მაქვს, - გულის ჯიბედან პატარა ყუთი ამოიღო, - ბაი.
- ხო, - ერთმანეთს შეეჩეხნენ თვალებით.
- თანახმა ხარ იყო ჩემი მეუღლე და დარჩენილი ცხოვრება ერთად გავატაროთ?
- მე მეკითხები? - დაბნეულმა იკითხა.
- რავი, აქ ვინმე სხვა ბაია არის? - გაეცინა თედოს.
- არ ვიცი რა ვთქვა... - სახეზე ხელები აიფარა.
- რას ნიშნავს „არ იცი“? - წამოიძახა თომამ.
- კი ან არა, რომელ პასუხს ირჩევ? - მიეშველა იონა.
- რა თქმა უნდა, ჩემი პასუხია... - სიჩუმე ჩამოვარდა, - კი, კიი...
- ურააა, - ატყდა ტაშის კვრა და მილოცვების კორიანტელი.
- ეე, რა მაგარიაა. მალე ქორიწლია, ქორწილიიი... - ცრემლს იწმენდდა იო.
- მე რატომ მიყურებ? - გეგას გახედა ადამ.
- შენ ისე, შემთხვევით მოხვდი მზერაში.
- აა, შემთხვევით?
- დიახ-თ!
- ოჰ, კალანდაძეე. მოგხედავ მალე...
- კარგს იზამ, თორემ ბოლო პერიოდია აღარ გახსოვარ...
- დაიწყე ხომ ისევ? ჩემი ბუზღუნა.
- არაფერსაც არ ვიწყებ.
- აჰ, უმეტეს დროს შენთან ვატარებ და რატომ ბრაზობ.
- გარეთ უნდა გავიდე. - აივანზე გავიდა გეგა და ადაც გაჰყვა.
- როგორი უცნაური და ბედნიერი წელი მაქვს წელს... - ფანჯარას უყურებდა ადა, სადაც ოჯახის წევრები საუბრობდნენ და იცინოდნენ. - ჩემს არცერთ ოცნებაში არ დამიშვია, ის რაც ახლა ხდება, რომ ვთქვა ოცნებები ამიხდათქო.
- კი შენი ოცნება სხვების სახლების დალაგება და შემდეგ ასაკში მზარეულად მუშაობა იყო.
- ეე, გახსოვს ეგ რომ გითხარი?
- კიი, ბოტანიკურ ბაღში გადამიშალე შენი გული. - მხრებზე ხელი მოხვია და თავი ჩამოადო გეგამ.
- ახლა, ახლა კი სულ სხვა ზღაპარში ვარ.
- კი, „ადას ზღაპარში“.
- აუ, ხო. შენ როგორ ყველაფერი გახსოვს.
- იმიტომ, რომ ჩემი ქალი ხარ და შენზე ყველაფერი უნდა ვიცოდე და მახსოვდეს. ნუ ამ ბოლო დროს მართალია დიდ დროს ჩემთან აღარ ატარებ, მაგრამ გპატიობ პატარა ხანს.
- აჰ, რა საყვარელი ხარ. მესაკუთრეზე მესაკუთრე.
- დიახაც, პირველად მე გიპოვე და ჩემი ხარ. - ლოყაზე აკოცა, - გახსოვს, ზღვარი არ უნდა გადაკვეთოო, რომ მეუბნებოდი?
- შენ კი მითხარი, „ზღვარი იმისთვისაა, რომ გადაკვეთო, დაარღვიო და მიზანს მიაღწიოო.“
- დიახაც, და ხომ ხედავ რომ მივაღწიე?
- ჩემი მიზანდასახული. - ცხვირზე ხელი აკრა. - ხომ იცი რატომაც არ მინდოდა შენს საზღვარში ყოფნა? მეგონა, რომ ჩემი ადგილი არ იყო იქ.
- ვიცი, ამიტომაც, საუკეთესო გამოსავალი გითხარი რაც იყო, ჩვენი საკუთარი საზღვრის შექმნა, სადაც ჩვენი სიყავრული იქნებოდა და არა საზოგადოების დამყაყებული სტერეოტიპები! რომ წარსული არ არის მნიშნელოვანი, რომ აწყმოა მთავარი.
- ზოგადად რაღაცნაირი ხდები, როცა გიყვარდება... თითქოს სული ჰაერში ნარნარებს და ისე გინდა ჩაეხუტო და აკოცო, საყვარელ ადამიანს, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ იყოს.
- ასე? - გულთან მთელი ძალით მიიკრა და წითელ ტუჩებს დაეწაფა გეგა.
- სირცხვილია. - ვნებამორეული ხმით ამოიჩურჩულა ადამ.
- სხვას, ხომ არ ვეხვევი? ჩემს ქალს ვკოცნი. იცი, - თმები გადაუწია გეგამ, - ძალიან მინდა შენი თვალები მუდამ ბედნიერებით იყოს სავსე და სიყვარულის ათინათებით ბრწყინავდეს.
- მე კი იცი რა მინდა, რომ გითხრა?
- რა?
- მოიცადე, - სკამზე შედგა, რომ გეგას სიმაღლეზე ყოფილიყო, ყურთან მიიწია და ჩუმად ჩასჩურჩულა. – „მე მზად ვარ“!
- რისთვის? - უცებ ვერ მიხვდა გეგა.
- არ გახსოვს? - გაიბუსხა ადა.
- მოიცა, - უცებ გონებაში წამოუტივტივდა, - არა, არა. ნუთუ? - ხელი წელზე მოხვია და დააბზრიალა.
- კარგი, ხო. ყველას ნუ გააგებინებ.
- არა? რატომ არ უნდა გავაგებინოთ?
- დღეს თედოს და ბაიკოს დღეა, ჩვენ სხვა დროს გავახაროთ.
- კარგი, იყოს ისე შენ როგორც გინდა, მაგრამ იცოდე დიდხანს ვერ მოვითმენ...
- აჰ, რა საყვარელი ხარ... წამო, შევიდეთ სახლში, თორემ შემცივდა.
- ხო, გრილა უკვე. - ხელ ჩაკიდებულები კარებს მიღმა გაუჩინარდნენ.

ცხოვრება ასეთია, ადრე თუ გვიან ყველაფერი ლაგდება, ცუდსაც აქვს დასასრული და კარგსაც! მთავარია, როგორ მივიღებთ, როგორ გავუმკლავდებით ცხოვრების ახალ გამოწვევებს. ზღვარს მიღმა დავრჩებით, ზღვარს შორის გავეჭედებით თუ ახალ საზღვარს ავაშენებთ და არ შევუშინდებით ცხოვრების ახალ გამოწვევებს.
და მართლაც, ცხოვრება ისეთია თითქოს ყველაფერი ან ჩვენს ზღვარს მიღმა ხდება ან ჩვენს საზღვრებში. მთავარია, სამუდამოდ არ გავიჭედოთ ზღვარს შორის და ვიპოვოთ ძალა ფეხზე დგომის და წინსვლის...


_______________________________________________________________

მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ ადამიანის ვინც წაიკითხეთ, შეიყვარეთ და ელოდით ყოველ მომდევნო თავს. მიზიარებდით თქვენს შთაბეჭდილებებს კომენტარების სახით, იწონებდით და ძალას მმატებდით თქვენი სასიამოვნო გამოხმაურებით.

ვეცდები დიდხანს არ დავიკარგო და ახალი ისტორიაც შემოგთავაზოთ, ჯერ მასალებს ვიძიებ, ვაგროვებ და როგორც კი დავიწყებ, გაგიზიარებთ და მჯერა როგორც ახლა, შემდეგ ისტორიასაც შეიყვარებთ.

პატივისცემით ხ.მ.



№1 სტუმარი Елка

Дзалиан ламази истогиа ико .диди мадлоба. Царматебеби

 


№2 სტუმარი M

თან გული დამწყდა რომ დამთავრდა, თან ძალიან კარგი დასასრული გამოგივიდათ♥️ დიდი მადლობა და არ დაიკარგოთ, დაველოდები თქვენს მომდევნო ისტორიას

აუუ რა კარგი იყო!! დიდი მადლობა რომ ასეთი სითბოთი და სიკეთით გვავსებდით მთელი ეს დრო))) სიამოვნებით წავიკითხავდი მასხარა იოს ამბებსაც, თუ იპოვის იმ ერთადერთს :)

 


№3  offline წევრი სესილია

Елка
Дзалиан ламази истогиа ико .диди мадлоба. Царматебеби



მადლობა ელკა, თქვენც წარმატებები kissing_heart

M
თან გული დამწყდა რომ დამთავრდა, თან ძალიან კარგი დასასრული გამოგივიდათ♥️ დიდი მადლობა და არ დაიკარგოთ, დაველოდები თქვენს მომდევნო ისტორიას

აუუ რა კარგი იყო!! დიდი მადლობა რომ ასეთი სითბოთი და სიკეთით გვავსებდით მთელი ეს დრო))) სიამოვნებით წავიკითხავდი მასხარა იოს ამბებსაც, თუ იპოვის იმ ერთადერთს :)



მიხარია, თუ სითბოთი და სიკეთით გავსებდათ. ჩემი მიზანიც ეს იყო, რომ ისტორიას მკითხველის გულამდე სითბო მიეტანა და მიხარია თუ გამომივიდა relaxed

ვეცდები დიდხანს არ დავიკარგო და ახალი ისტორია მალე შემოგთავაზოთ heart_eyes

წარმატებები თქვენ

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

მართალია გული დამწყდა რომ დამთავრდა. მაგრამ ძალიან მომეწონა. უღრმესი მადლობა ავტორო. გელოდებითახალი ისტორიით

 


№5  offline წევრი სესილია

Qeti qimucadze
მართალია გული დამწყდა რომ დამთავრდა. მაგრამ ძალიან მომეწონა. უღრმესი მადლობა ავტორო. გელოდებითახალი ისტორიით



დიდი მადლობა ქეთი :)) ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი დასასრული აქვს,.კარგი იყო.განსაკუთრებული ხარ,კარგად წერ ძალიან.

 


№7  offline წევრი სესილია

სტუმარი nancho
ძალიან კარგი დასასრული აქვს,.კარგი იყო.განსაკუთრებული ხარ,კარგად წერ ძალიან.



უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის heart_eyes

მეგობრებო სანამ ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით შეგიძლიათ ჩემს ძველ ისტორიებს გაეცნოთ და გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები blush blush

 


№8 სტუმარი Ana-maria

ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხე ეს ისტორია და ძალიან ძალიან მომეწონა. თბილი ისტორია იყო იუმორით გაჯერებული. ბევრი ვიცინე და ცრემლიც ბევრი ვღვარე. კარგია როცა ყველაფერი კარგად მთავრდება. წარმატებები ავტორს და ბევრი ახალი ისტორია.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო სასიოვნო საოცარი წასაკითხი გული დამწყდა რომ დასრულდა მაგრამ კარგი დასასრული ქონდა ძალიან მომეწონა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი სესილია

Ana-maria
ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხე ეს ისტორია და ძალიან ძალიან მომეწონა. თბილი ისტორია იყო იუმორით გაჯერებული. ბევრი ვიცინე და ცრემლიც ბევრი ვღვარე. კარგია როცა ყველაფერი კარგად მთავრდება. წარმატებები ავტორს და ბევრი ახალი ისტორია.



ანა მარია როგორ გამახარეთ მადლობა დიდი. მიხარია თუ შევძელი ჩემი ისტორიით თქვენი გაცინება ან სხვა ემოციების გამოწვევა.

წარმატება თქვენ.
ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ :))

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი იყო საინტერესო სასიოვნო საოცარი წასაკითხი გული დამწყდა რომ დასრულდა მაგრამ კარგი დასასრული ქონდა ძალიან მომეწონა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????♥️♥️♥️


დიდი მადლობა ნესტანი. ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ :))

 


№11  offline წევრი ნათიიია

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო????❤️❤️❤️ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 13 ვე თავი❣️

 


№12  offline წევრი სესილია

ნათიიია
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო????❤️❤️❤️ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 13 ვე თავი❣️


როგორ მახარებს ყველა თქვენგანის ეს სიტყვები heart_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი იყო. მომეწონა. გააგრძელეთ წერა. კარგად წერთ . აზრიანად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent