შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევას დღიურებიდან... (ნაწ-3)


25-06-2021, 03:36
ავტორი LiTe
ნანახია 1 086

აეროპორტის მთავარ კარებთან ალექსი დამხვდა, ბილეთები მომაწოდა და მითხრა რომ ყურადღებით ვყოფილიყავი, ჩემი თვითმფრინავი პირველის წუთებზე აფრინდებოდა... მოსაცდელ დერეფანში სკამების ერთ-ერთ რიგში ჩამოვჯექი და ნერვიულად ფრჩხილების კვნეტა დავიწყე, არ ვიცი რას ვაკეთებდი, უფრო სწორად ვიცოდი მაგრამ არ მინდოდა რომ ამაზე მეფიქრა... ბორტის გამცილებელმა ჩვენი რეისიც გამოაცხადა და მიგვითითა რომ ბორტზე ჩასხდომა დაიწყო, რიგი დავიკავე, ჩემოდანს შემოწმება რომ გაევლო, ხალხის უკან აღმოვჩნდი, წვრილ შუშის დერეფანში მივაბიჯებდი და ჩემს ცხოვრებას ავტომატურად ვუსვამდი ხაზს, ან ბედს ვწერდი, ვინ იცის...
ჩემი ადგილი დავიკავე, ნელ-ნელა ჰაერში ავიჭერი, პირველად ვიყავი თვითმფრინავში, ადგილის მოძებნა გამიჭირდა, როდესაც სტიუარდესამ მომმართა, დაგეხმარებითო, ადგილი მალევე დავიკავე, ფანჯრის გვერდი მინდოდა, ვფიქრობდი ნეტავ ეს ადგილი იყოსთქო მაგრამ შევცდი, ფანჯარამდე ერთი ადგილი მაშორებდა, მგზავრი კი არ ჩანდა, ვიფიქრე იქნებ არ მოვიდეს და მე მერგოს ეს წვრილმანი ბედნიერებათქო, სანამ ბორტი შეივსო თვალები ამტკივდა, თითქოს მხოლოდ ლანდებს ვხედავდი, უცებ ყველაფერი ერთმანეთში აირია და ჩამეძინა... დაშვების მომენტში გამომეღვიძა, თავი ცუდად მქონდა, დამეჭიმა, კისერს ძლივს ვატრიალებდი, წამოვდექი და ხალხის რიგს მივყევი, ჩემოდანი ავიღე და აეროპორტის გასასვლელში ავიტუზე, ველოდებოდი როდის მომაკითხავდნენ, რამდენიმე წუთში ჩემს წინ მანქანა გაჩერდა, ხანში შესული მამაკაცი გადმოვიდა და ჩემკენ გამოემართა, ღმერთო გთხოვ ეს არ იყოს, გთხოვ, გთხოვ, არა ჩემსკენ მოდის...
- გამარჯობა, ევა თქვენ უნდა იყოთ, მითხრა ხრიწიანი ხმით
- დიახ, ძლივს ამოვიღე ხმა, გული ისე მიცემდა მეგონა მთელს მსოფლიოს ესმოდა,
-მანქანაში დაბრძანდით, სასტუმროში მივდივართ
ხმა არ ამომიღია ისე დავეთანხმე, უკანა სავარძელზე მოვთავსდი და ფიქრი დავიწყე, გონება ამერია, უკვე სასტუმროში მივყავარ, ამასთან უნდა გავათენო? ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა რომ სათამაშოდ ვიქეცი...
სასტუმროს წინ მანქანა გაჩერდა, კარები კვლავ ხანში შესულმა მამაკაცმა გამიღო და იდაყვზე ხელი მომკიდა, აქეთ წამოდიო, გული საგულედან ამოვარდა... ლიფტში შევედით, მეექვსე სართულზე ავდიოდით, ნელ-ნელა რეალობას უფრო ვიაზრდებდი და ეს მანადგურებდა, 4,5,6...კარები გაიღო, ფეხი ძლივს გადავდგი, ვიწრო განათებულ დერეფანს გავუყევით, 600 ნომერ კარებან გავჩერდით, გასაღები ამოიღო და კარებს მოარგო, შევედით, უფრო სწორად არ ვიცი როგორ დავდიოდი, თავბრუ დამეხვა, საწოლისკენ წამიყვანა, ფეხები მომეკვეთა, ჩამომსვა და მითხრა რომ თუ რამე დამჭირდებოდა ყველაფერი ნომერში იყო,
- ბატონი საღამოს მოვა, გადმოგცა მანამდე დაისვენოსო
-მოიც... ნეერწყვი გადავყლაპე, თქვენ, თქვენ ვინ ხართ?
-მე ბატონის მძღოლი ვარ,
- გასაგებია
გამიღიმა და კარები ფრთხილად მიიხურა, აზრზე როცა მოვედი უკვე ბნელდებოდა, აივნის კარი ღია იყო, ნიავმა გამომაღვიძა, ავდექი, მაგიდაზე წყალი იდო, დავლიე და სააბაზანოში შევედი, სარკეში ანარეკლი დავინახე მაგრამ ვერ ვიცანი, ის მომღიმარი, მუდამ ბედნირი გოგონა არ ჩანდა, თვალები ჩაწილებული მქონდა, კანი ფერმკრთალი, უძილობიდა და უჭმელობისგან ცუდად ვიყავი, ნერვიულობაც ემატებოდა, ტუჩები გამომიშრა, კანის აძრობა დავიწყე, სისხლი წამომივიდა, თითქოს გემო მესიამოვნა, წვალება გავაგრძელე, კარის ბრახუნის ხმა გავიგე, შემდეგ უკვე ნაბიჯების... სააბაზანოს ონკანთან ჩავიკეცე, ახლა მარლთლა ვგრძნობდი რომ კარგი არაფერი მოხდებოდა, ბოხი ხმა მომესმა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, უცნობი კითხულობდა იყო თუ არა ვინმე ნომერში, რამდენჯერმე გაიმეორა და ნაბიჯების ხმაც უფრო ახლოდან მოისმა, თავი მუხლებს შორის მოვაქციე და ტირილი დავიწყე, კანკალი დამეწყო, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, სუნთქვა გამიძნელდა, კარის სახელურის ხმა გავიგონე, კარი გაიღო, თვალები მაგრად მოვხუჭე, თითქოს რეალობას წინააღმდეგობას ვუწევდი, მაჯაზე უცნობის შეხება ვიგრძეენი, უხეშად წამომაყენა,
- ბავშვი ხარ? თავიდანვე არ აგიხსნეს სიტუაცია? გამოეთრიე გარეთ...
ტირილი უფრო გამიმძაფრდა, გამიყვანა და საწოლზე დამაგდო, თავს არ ვწევდი, სახეს თმა მიფარავდა, ახლოს მოიწია, თავი ავწიე, თმა გადავიწიე და შევხედე, ჩემს წინ მაღალი, შავგვრემანი, ხშირ წამწამებიანი, ნახშირივით შავ თვალება მამაკაცი იდგა, ალბათ 26-27 წლის იქნებოდა, თეთრი პერანგი ეცვა, მაჯებზე აკეცილი, კისერზე შეხსნილი, ის ისეთივე ლამაზად გამოიყურებოდა როგორც საშიშად, შავი თვალები ჩაწითლებოდა,
ხელი მომკიდა და უხეშად წამომაყენა, კედელთან მიმაგდო და უხეშად მითხრა
-იცი შენი ვალდებულება, როგორც კი საქმე მოგვარდება მე წავალ, ცხრა თვე არაფერი მოგაკლდება, ჩემს შვილს გააჩენ და წახვალ...
- მე მხოლოდ ერთი პირობა მაქვს...
- რა პირობა?
- თანხა წინასწარ უნდა გადაიხადო
- რა თქმა უნდა, თანხა, სხვა რას უნდა ველოდე შენგან, ზიზღით შემომხედა და პერანგის გახდა დაიწყო, მარმარილოსავით თეთრი კანი ჰქონდა, გული საოცრად მიფეთქავდა, შარვლის ქამარიც გახსნა... შემდეგ ჩემზე გადმოერთო, წამომაყენა, კაბა მეცვა, ელვა შესაკრავი გახსნა და კაბა ძირს დააგდო, საწოლზე დამაგდო, ჩემს ზემოთ აღმოჩნდა, ხშირი სუნთქვა საშინლად მხვდებოდა სხეულზე და გულს უფრო მიჩქარებდა, ყურთან მაკოცა, შემდეგ კისერზე, მკერდზე, ჩემს სხეულს სტულად დაეუფლა, ტკივილი მახრჩობდა, არასდროს მყოლია არავინ, ეს უფრო ლამაზად წარმომედგინა, უფრო ლამაზად მინდოდა, სიყვარულით მინდოდა...
დილით ტკივილმა გამაღვიძა, მაჯა დამლურჯებოდა, თავი წამოვწიე და მამაკაცს გავხედე, ეძინა... წამოვდექი და ჩუმი ნაბიჯებით ჩავიცვი, აივანზე გავედი და ძირს ჩამოვჯექი, ცრემლები თავისით მოდიოდნენ, ვერ ვიკავებდი თავს, ნეტავ დედაჩემს რომ ეს გაეგო, ასეთ შენარჩუნებულ სიცოცხლეს მიიღებდა? მეორედ არ მოკვდებოდა? ამას არ მაპატიებდა...
სულიერადაც და ფიზიკურადაც მკვდარი ვიყავი, თითქოს ვცოცხლობ მაგრამ არ ვცხოვრობ... კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე...

***
როდესაც უცნობი ადგა, გოგონას ძებნა არ დაუწყია, ალბათ ეგონა რომ სააბაზანოში იქნებოდა , ზეწარი იატაკზე ეგდო, საწოლს დახედა და წითელი ლაქა დაინახა, ადგილზე გაშეშდა, ჯერ უცნაურად დაუწყო ყურება შემდეგ კი ჩაიმუხლა... თავზე ხელს ისვამდა და არ ვიცი რას ფიქრობდა, გოგონას ძებნა დაიწყო, სააბაზანოში ვერ იპოვა , აივანზე გავიდა და ნახა რომ მუთხეში გოგონას ეძინა, გოგონას რომელსაც წუხელ საშინელი სიტყვები უთხრა, მაჯა დაულურჯა, ცხოვრება დაუნგრია...

-გესმის? წამოდექი
ხელში ამიყვანა და საწოლზე ჩამომსვა
- აქ რატომ ჩამოხვედი?
- ფულის გამო
-რაში გჭირდებოდა? საფერფლე აიღო და კედელს მიალეწა, მითხარი რა ხდება, მეთამაშები? შენ აქამდე არავინ გყოლია, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი?
- არ გეხება, ჩემს მოვალეობას შევასრულებ, შენ შენი შეასრულე.



№1 სტუმარი სტუმარი ანასტასია

საინტერესოა, თავები გაზარდე რა...
პ.ს. იმედია მალე დადებ <3

 


№2 სტუმარი სტუმარი კატო

საინტერესოაა იმედია მალე დადებ ახალ თავს❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეს შოკისმომგვრელი ესე საშინელი მომენტი მცევა შეიძლება საინტერესო კი ჩანს მაგრამ ასეთი უგულო როგორ უნდა იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent