შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკოდამოკიდებული


26-06-2021, 16:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 6 086

-კატო, იმდენად მორცხვი ხარ, ჩემს ლამაზ თვალებში ვერ მიყურებ -ამბობს და ეღიმება.
-საშინელი მზეა - ვპასუხობ და მზის სათვალეს ვისწორებ.
ჩემზე ოდნავ მაღალი სუსტი აღნაგობის ბიჭია ვახო და ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური( იქნებ ორი ან მეტი შეხედვითაც ?!). ცისფერი თვალები აქვს და ღია ფერის კანი. ლაპარაკის დრო ცალი ქუთუთო ეჭუტება და წარბი დაბლა ეწევა.
-შენი სიმაღლე მაკომპლექსებს -ეცინება.
-სჯობს, გაიმართო - მაშინვე ვამჩმნევ, როგორი მოხრილი დადის, თითქოს სახეც უცნაური აქვს.
გზას მივუყვებით, ის ჩრდილს ეძებს.
-მგონი, აქეთაა - ვანიშნებ სკამისკენ, მომყვება , შემდეგ ღია კაფესკენ იხედება..
-რამე ხომ არ დაგველია ? წამო, შიგნით დავსხდეთ-მივყვები, ყურადღება სასიამოვნოა, თან უკვე თვის ბოლო კვირაა და საცოდავი ასი ლარის მეტი არ მაქვს ანგარიშზე.
კომფორტულ ადგილს ვარჩევთ და ვსხდებით.
-მგონი, არავინ მოვა, რას დალევ ? - მეკითხება და დაჟინებული მზერით მიყურებს.
-ცივ ყავას - ვპასუხობ და ჩანთას სკამზე ვდებ, ტელეფონს ვიღებ და სოციალური ქსელის უაზროდ სქროლვას ვიწყებ.
ვახო მოუთმენლად ზის და ერთი სული აქვს ყავას როდის მოიტანენ. როგორც იქნა, ყავაც მოაქვთ და მოყოლას იწყებს ამბის, რომლის მოსმენის შემდეგაც, მისივე თქმით, შესაძლოა, მასთან ურთიერთობა აღარ მომინდეს ;

„საკმაოდ წარმატებული ვიყავი, სკოლაში რომ შემიყვანეს, 5 წლისაც კი არ ვიყავი, მასწავლებელმა თქვა, მეორე წელს ისევ პირველ კლასში დავსვავთო; მაგრამ მასალა დავძლიე და ჩვეულებრივ გავაგრძელე სწავლა. 16 წლის უკვე სტუდენტი გავხდი, მეორე კურსამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ გარშემო მოდებულმა ცდუნებამ მძლია და დამანგრეველი აფეთქების მსხვერპლი გავხდი.. აფეთქების, რომელმაც ჩემი ფსიქიკური, ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობა შეიწირა..“

ჩემს ცხოვრებაში drug-ები შემოვიდა და მე დამოკიდებული გავხდი...რეალობა შეიცვალა და არც მქონდა სურვილი, ძველი „მე“ დამებრუნებინა..“
-ახლა გასაგებია - ვაწყვეტინებ თხრობას და ვგრძნობ, რომ შოკი მეწყება.
-გავაგრძელებ -უემოციოდ ამბობს.

„რამდენიმე წლის მერე კი რაღაც მოხდა, ჩემს ცხოვრებაში თითქოს ანგელოზი შემოიჭრა და სინათლე შემოიტანა. თამარა ვიზუალურად საერთოდ არ იყო გამორჩეული თანატოლებს შორის, მაგრამ განსაკუთრებულ ძალას ფლობდა, რომლის წყალობითაც მესამე ნახვის მერე ვიგრძენი, რომ შემიყვარდა.
თითქოს ცხოვრებამ ახალი გეზი აიღო... ერთმანეთს ვეხმარებოდით, მისი წყალობით უარი ვთქვი drug-ებზე...
ვგრძნობდი, რომ შეყვარებული ვიყავი და ეს გრძნობა ახალ ნარკოტიკად ქცეულიყო ჩემთვის. თამარას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს სრულიად მოულოდნელად დამირეკა თამარამ და მითხრა, რომ თავი უნდა დამენებებინა, სოფელში მიდიოდა და მასთან დაკავშირებაა არც კი მეცადა... მიზეზად ეჭვიანობას ასახელებდა.. სრულიად შოკირებული დავრჩი. ეს იყო უეცარი დარტყმა, მეხი, ჩემი ამქვეყნიური ანგელოზი მეცლებოდა, ამის გაფიქრებაც კი მზარავდა..
პირველ ივლისს დაბადების დღეზე სოფელში მაინც ჩავაკითხე, თუმცა ვგრძნობდი, რომ ძველებურად ვეღარ ვიყავით. ამ დღის მერე ყველა სოციალური ქსელიდან დამბლოკა, მე კი ცხოვრების ინტერესს ნელ-ნელა ვკარგავდი..
ისევ შემოვიდა drug-ები ჩემს ცხოვრებაში.

***
რამდენიმე თვის მერე თამარა ისევ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში და ისევ ბედნიერი ვიყავი. ბრაზი, წყენა თითქოს ეს ყველაფერი უნდა მოვიტოვეთ. ისევ დამეხმარა, ნარკოტიკებისთვის თავის დანებებაში.
თითქოს ძველებური ცხოვრება დაბრუნდა. სექსიც კი შემომთავაზა და ყოველ მეორე ღამეს, როცა მარტო იყო, მასთან ვრჩებოდი, დილას კი მისი ძმის მოსვლამდე სახლში გავრბოდი. სოფლიდან ჩამოსული გოგონა იყო და მისი ოჯახისთვის რაც ჩვენ შორის ხდებოდა, მიუღებელი იქნებოდა.
მე და თამარას შორის ყველაფერი იდეალურად იყო, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ზოგჯერ უაზროდ ბრააზდებოდა.
„რატომ აღარ ეჭვიანობ ?“ „აღარ გიყვარვარ?“ -დაიწყებდა ხოლმე გაუთავებელ კითხვებს.
ერთ დღეს იმის გამო აუვარდა აბობოქრებული ზღვასავით ტირილი, რომ ჩემი მეგობრის კითხვას „როგორ ხარ თამარასთან ?“ შემდეგნაირად ვუპასუხე -„ჯერ-ჯერობით კარგად.“
როგორი უცნაური არიან გოგოები ერთი თითქოსდა უმნიშვნელო სიტყვის გამო, შესაძლოა, ტრაგედია დაატრიალონ.
ეს პერიოდი თამარასთვის იმ მხრივადაც რთული იყო, რომ მის ძველ მეგობარ ანიას მკერდის სიმსივნე დაუდასტურდა, ამიტომ მისი მდგომარეობაც მოქმედებდა ჩემს შეყვარებულზე. ერთ დღეს შთაბეჭდილებებით მიყვებოდა რაღაცას ანიას ყოფილზე, მე კი ლეპტოპთან ვიყავი და არც ვუსმენდი, ერთადერთი სიტყვა „პოლიცია“ მომხვდა ყურში.


***
აგვისტოს დასაწყისში ტურში წასვლა გადავწყვიტეთ, წინა საღამოს კი დავლიე და თამარასთან დავრჩი. მთელი ღამე ვსაუბრობდით და 5 საათზე ჩაგვეძინა. რა საკვირველია, მაღვიძარის დაყენება დაგვავიწყდა და ვერ ავდექით. დილას დედაჩემი მოვატყუე, რომ რომელიღაც მგზავრს კოვიდი დაუდასტურდა, რის გამოც ტური ჩაიშალა. მე კი სწრაფად მოვემზადე, თამარას ძმას რომ ვერ მოესწრო, ის კოცნით დამემშვიდოდა, მეორედ ისე მაკოცა, თითქოს მას მერე ვეღარ მნახავსო, თუმცა დიდად ყურადღება არ მიმიქცევია.
-საღამოს მოვალლ და გნახავ - დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი.
დავწექი, თუმცა თითქოს რაღაც არ მასვენებდა, ვერაფრით ვიძინებდი და „ფეისბუქს“ ვათვალიერებდი.
საღამოს 6 იყო, როცა უცხო ნომრიდან დამირეკეს, უცნაური მოთხოვნების მერე, სასწრაფოდ გავაჩერე ტაქსი და მითითებულ მისამართზე წავედი.
დამხვდა ფურცელი, რომელშიც ეწერა, რომ თამარას შორიახლოს არ უნდა მივსულიყავი, მისთვის მიწერაც კი მეკრძალებოდა. დიახ, ჩემ წინ იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა არც ერთი მიზეზი არ იყო შემოხაზული; არც ძალადობა, არც შეურაცყოფა...
-ხელი მოაწერეთ -ბრძანების კილოთი მითხრა მამაკაცის მკაცრმა ხმამ, თუმცა არ მოვაწერე, მათ კი ფურცელი შემაჩეჩეს.
სრულიად შოკირებული ვიყავი. ეს საღამო სუფთა ცაზე მეხის გასროლისავით შემოჭრილიყო ჩემს ცხოვრებაში. იმ წამსვე წავედი თამარასთან.
-ეს რა არის ? - ვკითხე უცნაური გამომეტყველების მქონე თამარას.
პასუხი არ აცადეს, ისე დამადეს ხელბორკილი და განყოფილებაში გადამიყვანეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო.
ციხის კედლები არაფერი იყო იმჟამინდელ ჩემს სულიერ მდგომარეობასთან შედარებით.
ოთხ დღეში ციხიდან გამომიშვეს, მაგრამ სხვაობას ვერ ვგრძნობდი. მოგვიანებით თამარასგან გავიგე, რომ მისი საქციელის მიზეზი ის იყო, რომ ჩემთან დაშორება უნდოდა და იცოდა, რომ სხვანაირად ჩემი სიჯიუტის გამო თავს არ დავანებებდი.
ორი თვე ფაქტობრივად მწოლიარეს რეჟიმი მქონდა, ისევ დავიწყე ნარკოტიკების მოხმარება... სიცოცხლე აღარ მინდოდა..
რამდენჯერმე ჩემი და ესაუბრა თამარას, მაგრამ ამაოდ... გოგონა სრულიად გამომრიცხავ რამეებს ამბობდა... შემდეგ, როგორც გავიგე, შეხვედრა დაიწყო ბიჭთან, რომელსაც ორივენი ერთად „ვეღადავებოდით“ ხოლმე სოციალური ქსელის მიმოწერით.
მე კი ნასამართლეობის გამო ახლადდაწყებული სამსახურიც დავკარგე... სანამ არ გამიუქმებენ, ვერც ვმუშაობ..
ეს იტორია ჯერ არავისთვის მომიყოლია... პირველად შენ გადაგიშალე გული კატო“

ვახო ჩერდება და სიგარეტს უკიდებს
-ახლა ცხადია... შენი ვიზუალი, თავიდანვე თითქოს რაღაცას ვატყობდი..
-ახლა აღარ ვარ დამოკიდებული და დეტოქსის მეორე თვე მაქვს, ნარკოტიკების შემცვლელ მედიკამენტებს ვიღებ, მხოლოდ 15 დოზას .. -საუბრობს დამაჯერებელი ტონით.
-უბრალოდ შოკში ვარ.... გუშინ მსგავს არაფერს არ ველოდი .. აქამდე რატომ არ მითხარი ? -ვცდილობ, ემოციები მოვთოკო.
-არ შემეძლო.. თუ გინდა, აღარ მნახო, უბრალოდ ჯერ არ წახვიდე - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნებ..
-არ გინდა შენზე რამე მომიყვე, რაც არ ვიცი ? მე ხომ ძალაინ მომწონხარ...- მეკითხება მოულოდნელად.
-არ შემიძლია -ვპასუხობ გადაჭრით.
ცოტა ხანში, როცა ცივ ყავას ორივენი ვასრულებთ, ფეხზე ვდგები, ვახო კი მეუბნება :
-შენ იხდი, ჰო იცი.
-დაპატიჟებაც ასეთი უნდა - ირონიულად ვპასუხობ.
-ნასესხებ ფულს ნუ დამახარჯინებ- თითქოს თავს იმაართლებს
სწრაფად ვიხდი და ვტოვებ იქაურობას.
-გოგოები მეპატიჟებიან ხოლმე.. ბოდიში იმისათვის, რომ ფული არ მაქვს, თეატრამდე მექნება, მაგრამ ვიცი, რომ აღარ გამომყვები..
-უკან არ გამომყვე -სწრაფი ნაბიჯით ვშორდები, არც ერთი სიტყვის გაგონება აღარ მინდა.



№1 სტუმარი Stumari

Dzalian realuri????

 


№2 სტუმარი სტუმარი თიკო

ამ ისტორიას რატომ აღარ აგრძელებთ?

 


№3 სტუმარი Monika

Auu gagrzeleet raaa, ????????????

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ეს დასასრულია, მოკლე მოთხრობა იყო
მადლობა დაინტ

ეს დასასრულია, მოკლე მოთხრობა იყო
მადლობა დაინტერესებისათვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent