შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევას დღიურებიდან... (ნაწ-5)


27-06-2021, 19:42
ავტორი LiTe
ნანახია 1 221

თვალებს ვერ ვახელდი, მხოლოდ აპარატის ხმა მესმოდა, ექთანი ხშირად მამოწმებდა, გაუნძრევლად ვიწექი, გული საშინლად მტკიოდა, ჯონდა ამლეგლიჯათ ვიდრე ეს გამეგო, დედა, ადამიანი ვის გამოც ბრძოლას არ შევუშინდი აღარ არის, ადამიანი ვის გამოც საკუთარ ცხოვრებაზე უარი ვთქვი აღარ არის, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რომ მის ღიმილს ვერასდროს ვნახავ, ვერ ჩავხედავ თვალებში, ფილმის სანახავად ორივე ერთად ჩვენს სახლში, დივანზე ვერ მოვკალათდებით, ფილმის მსვლელობისას კი ის ჩემს ფეხებს ვერ მოეფერება, ყოველ დილით ვერ მეჩხუბება მალე ადექიო, ვერც გვიან მოსვლაზე მეტყვის პრეტენზიას და ვერც მაშინ როცა ლაპარაკისას ალკოჰოლის სუნი ამივა, რატომ უნდა გავაგრძელო ცხოვრება? ან რომელი ცხოვრება, სასაცილოა, დედა აღარ მყავს, ოჯახი არ მყავს, მეგობრები დედაჩემის გამო არც მყავდა, მომავალი? შეყვარებული? ვინ უნდა შევიყვარო იმ ტალახით რაც მე მჭირს? ვიღაც ნაბიჭვართან ვწევარ, არც კი ვიცი გვარი, წარკომავლობა, ცხოვრება, კარიერა, რის გამო ან რატომ არ მოჰყავს ცოლი და საიდან მოიტანა ამდენი ფული, როდესაც სულ მოგზაურობს... არ ვიცი, მართლა დავფიქრდი სიკვდილზე, ეს ერთადერთი გზაა დედაჩემის სანახავად. არც ვაჩესთან ვიქნებოდი არასწორი, ფული ჯერ არ ამიღია, არც ორსულად ვარ, არც ვაინტერესებ და თანაც რამდენიმე ღამე გამომიყენა, სხვა საერთო არაფერი გვქონდა, მისი ერთადერთი საზრუნავი ახალი სათამაშოს პოვნა იყო... ეს კი არ გაუჭირდებოდა, იპოვიდა ვინმე ჩემნაირ დებილს ან კიდევ გოგონას ვისაც გართობა უნდა, მას ხომ საუცხოო გარეგნობა აქვს... ხმა მომესმა, როგორ გაიღო კარი და ვაჩე შემოვიდა, საწოლთან ჩამოჯდა, ჩემი ხელი თავის ხელებში მოაქცია და მაკოცა, მუცელში რაღაც უცნაური ვიგრძენი, ამას რატომ აკეთებდა არ მესმოდა...
- ევა, მალე მოდი გონს, უნდა გავიგო ყველაფრის მიზეზი, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი ან რაზე ნერვიულობ, ასე რატომ გახდი, რა დაგემართა...
ლაპარაკისას ხმაში სევდა შეპარვიდა, თითქოს ყოველი სიტყვის წარმოთქმისას ღელავდა და ძალას ატანდა საკუთარ თავს... რამდენიმე წუთი ჩემი ხელი უხმოდ ეკავა, შემდეგ წამოდგა და გავიდა, თვალები გავახილე, ვიფიქრე რა უნდა მეთქვა მისთვის, ან საერთოდ მინდოდა ეს? როდესაც დედაჩემი მელოდებოდა, უნდა ჩავსულიყავი და მენახა, თუნდაც მკვდარი, რა რთულია ამაზე ფიქრი... სანამ ექთანი შემოვიდოდა ფეხზე უნდა წამოვმდგარიყავი, უნდა წავსულიყავი, ჩემი ჩანთა, საბუთები, ყველაფერი სასტუმროს ნომერში იყო, ისე როგორ ამეღო რომ ვაჩესთვის თავი ამერიდებინა... საწილიდან ძალდატანებით წამოვდექი, თავი საშინლად მტკიოდა, კარებისკენ წავედი, ფოიეში არავინ იყო, ფრთხილად გავედი და კიბესთან ავიტუზე, შემდეგ კიბეს შევავლე თვალი და ისიც ცარიელი იყო, გარეთ გავედი, შესაძლოა ვაჩე ისევ აქვე ყოფილიყო, იქვე კუთხეში ტაქსი შევნიშნე, სასწრაფოდ ჩავჯექი და მისამართი მივუთითე, სასტუმროსთან რომ ჩამოვედი, აქაც არ მასვენებდა ფიქრი რომ ვაჩეს არ ვენახე, სასტუმროს ადმინისტრაციას ვკითხე და სასტუმროს ნომერი თავისუფალი იყო, ვაჩე გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულაო, სასწრაფოდ ნომერში ავედი, მხოლოდ ჩანთა და საბუთები ავიღე, ქაღალდის ნაგლეჯზე წერილი დავტოვე... " ვაჩე, არ ვიცი რას იფიქრებ ჩემზე, მაგრამ არც გთხოვ რომ კარგი დაგამახსოვრდეს, ამის საბაბი არ მომიცია, მივდივარ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ ფული არ ამიღია, ასე მალე კი ორსულად ვერ ვიქნები, სხვა იპოვე, ბედნიერებას გისურვებ, სამშობლოში ვბრუნდები, მშვიდობით..." კარი გამოვხურე და ქვემოთ ჩამოსულმა სასტუმროს წინ ვაჩე დავლანდე, დავფფრთხი, არ დავენახე, გზის მოპირდაპირე მხარეს იდგა, ვიღაცის მანქანას ამოვეფარე, როგორც კი გზა გადმოკვეთა ტაქსში ჩავხტი და აეროპორტისკენ გავეშურე.
ჩემი რეისი წუთი წუთზე მიფრინავდა, მაგრამ ბილეთი წინასწარ არ დამიჯავშნია, ოპერატორთან მივედი
-მარაჯობა, თბილისის მიმართულებით ყველაზე მალე რაც აფრინდება, იმ რეისის ბილეთწბი მინდა
-გამარჯობა, სამწუხაროდ თავისუფალი ადგილები არ არის...
- არა, მე აუცილებლად უნდა წავიდე, იცით ოჯახის წევრი გარდამეცვალა, უნდა წავიდე
-დამშვიდდით ქალბატონო, ვწუხვარ, ერთაფერთი რითიც შემიძლია დახმარება სხვისი ბილეთის მოყიდვაა, თუ ვინმე არ მოვა მის ადგილას ჩაგსვამთ
- კარგით, დავიცდი..
დრო გადიოდა, რამდენიმე წუთი რჩებოდა, 11 წუთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ხალხი განუწყვეტლივ რეგისტრირდებოდა ბორტზე, მგონი არ მიმართლებს, ნერვიულობა დავიწყე,
რამდენიმე წუთი რჩებოდა აფრენამდე როცა ოპერატორმა დამიძახა, ერთ-ერთი მგზავრი არ მოვიდა, ბილეთი ვიყიდე და ჩასხდომაც მალევე დასრულდა... ისევ ავფრინდი, ეს მეორეჯერ მოხდა და ორივე მიზეზი საშინელი იყო, ფიქრები გონებას მიფანტავდა, თვალები დავხუჭე და ძილი ვამბჯობინე, საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, მგზავრები ყვიროდნენ, კიოდნენ, სტიუარდესა მოუწელოდებდა რომ ღვედები შეეკრათ და სკამს მყარად მოჭიდებოდნენ, თვითმფრინავს პრობლემა ჰქონდა, ჩვენ კი საკმაოდ მაღლა ვიყავით,
-ძვირფასო მგზავრებო, გთხოვთ პანიკას არ აყვეთ!!! სტუუარდესა ბოლო ხმაზე გვიმეორებდა...
უცებ გვერდით გადავიხარეთ, ჩანთები გადმოცვივდა, თვიმფრინავი სწრაფად ეშვებოდა, საშინელი ქაოსი იყო, დიდების პანიკა, პატარა ბავშვების ტირილი, საშინელი მდგომარეობა იყო, აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, თვითმფრინავი ამოტრიალდა, სტიუარდესა ჭერის მხარეს დაეცა, ყველანი მას ვუყურებდით როცა ფანჯარაშ ცეცხლის კვამლი დავინახეთ, ფრთა დაზიანდა, ჩვენ კი ისევ სწრაფად ვეშვებოდით...
შემდეგ იყო განწირული კივილი და ბოლოს სიჩუმე გაბატონდა...

***
ვაჩე სასტუმროს ნომერში შევიდა, საწოლზე წერილი დაინახა, კითხვა დაიწყო, აკანკალებულს მაშინვე საავადმყოფო გაახსენდა, ფსიქოპათივით გავარდა
-სად ჯანდაბაშია პაციენტი, 207 პალატაში იწვა, სად არის, კიოდა და თან ირგვლივ ყველაფერს ლეწავდა
- ბატონო არ შეგვინიშნავს, როდესაც დავბრუნდით არ დაგვხვდა
- ამისთვის პასუხს მოგთხოვთ
უკან გატრიალდა და კარებში გამოვარდა, მანქანაში ჩაჯდა და ვერ დაძრა,
-ჯანდაბა საწვავიც ახლა გათავდა, ნერვიულად ურტყამდა ხელს საჭეს.
ტაქსი გააჩერა და ადგილი დაიკავა.
რადიო გადკოსცემდა რომ თვითმფრინავი რომელიც ჩეხეთი-თბილისის კიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა, არავინ იცის არიან თუ არა გადარჩენილები
-აეროპორტი, აეროპორტი, მალე იარე, მალეე
მძღოლმა სიჩქარეს უმატა, აეროპორტის შესასვლელში ვაჩე მანქანიდან გადმოვიდა და ურიგოდ შეაჭრა ოპერატორის რიგში
-ბატონო რიგი დაიკავეთ, დაცვას დავუძახებ
- რა რიგზე მელაპარაკებით, სასწრაფოდ შეამოწმეთ ჩამოვარდნილი თვიმფრინავის მგზავრებს შორის თუ არის ვინმე ევა
- ბატონო ინფორმაციას ვერ გავცემთ
- ახლავე ნახე, ბოლო ხმაზე ღრიალებდა
- ოპერატორმა მონიტორზე რაღაც გადაამოწმა და პასუხად თავი დაუქნია
ვაჩე იქვე გაქვავდა...
-რამე არის ახალი? იპოვეს? სად ჩამოვარდა?
- ბატონო ჯერ არაფერი არ არის ცნობილი, ახალ ამბებს დაელოდეთ...



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან პატარა თავებია, წაკითხვის ინტერესი მეკარგება.
პ.ს. კარგად წერ, საინტერესო სიუჟეტია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent