შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევას დღიურებიდან... (ნაწ-4)


26-06-2021, 00:50
ავტორი LiTe
ნანახია 9 797

საძინებელში სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ვერ ვხვდებოდით ვერცერთი რა უნდა გვეთქვა, ალბათ არც არაფერი იყო საჭირო... დუმილი ყველაფერს ამბობდა, მე ჩემი პრობლემებით ვიყავი სავსე, ეს კი განებივრებული ბიჭია რომელსაც გართობის წყურვილის ვერ ჩაკვლის გამო ცოლი არ მოჰყავს და შვილს ასე აჩენინებს უცხო ადამიანს. უხმოდ ავდექი, ჩემი მომავალი შვილის მამა საწოლზე წამოწოლილიყო, ჭერს უყურებდა და ფიქრობდა, მაგიდაზე მისი სიგარეტი იდო, არ ვეწეოდი მაგრამ მაინც ავიღე, კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და გავუკიდე, მოვქაჩე, თითქოს კვამლმა დამახრჩო, შემდეგ მეორე...როცა საძინებელში სიგარეტის სუნი გაბატონდა, საწოლიდან გაშმაგებული მამაკაცი წამოდგა და სწრაფი ნავიჯებით მომიახლოვდა,
-დღეიდან აღარ მოწევ!
-არც ვეწევი.
-სიგარეტი გამომართვა და საფერფლის ნამსხვრევებთან დააგდო. ფეხი დააბიჯა, შემომხედა და მითხრა:
- არსად გახვიდე...
შარვალი სწრაფად მოირგო, იქვე დაგდებული თეთრი პერანგი ჩაიცვა და კარი მიიხურა.
ტელეფონზე დამხმარე პერსონალის ნომერზე დავრეკე, დალაგება ესაჭიროებოდა საძინებელს...
სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე, მესიამოვნა ტანიდან იმ ნაბიჭვრის ჩამორეცხვა, მისი სურნელი თითქოს ორთქლს შეერწყა, ვიხსენებდი მის შეხებას, კოცნას, ტანში დამიარა, სიბრაზეს და გულის რევას ვგრძნობდი, მეზიზღებოდა მთელი არსებით! სააბაზანოდან გამოვედი, სასტუმრო ოთახი დალაგებული დამხვდა, საწოლის გვერდით დიდი თეთრი გარდერობი გამოვაღე, ველოდებოდი რომ ცარიელი იქნებოდა, თვალებს არ ვუჯერებდი, გარდერობის საკიდი სავსე იყო უამრავი ტანსაცმლით, მართალია უმეტესად შავი ფერი ჭარბობდა, მაგრამ ფერადებს ისედაც იშვიათად ვატარებდი, ტანზე ტილო შემოვიხვიე და საწოლზე ჩამოვჯექი, ტელეფონი ჩავრთე და სოციალურ ქსელში დედაჩემის ექიმს მივწერე, როგორ იყო დედა, ისიც დავურთე რომ თანხას დილით ჩავურიცხავდი, ტელეფონი გვერდით მოვისროლე და საწოლზე თავით დავენარცხე, ჭერს ვუყურებდი, რას ქვია არსად გახვიდე? შვილს ვუჩენ, ცდოვრებას კი არ ვუძღვნი. ნომერზე კვლავ მშრალი ღვინო და მარწყვი შევუკვეთე, გარდერობი ისევ გამოვაღე და მოკლე, შავი კაბა ჩავიცვი, ღრმა დეკოლტე ჰქონდა, თუმცა მაინც სახლში უნდა ვყოფილიყავი, თმა გავიშალე და კარზე ზარის ხმის გაგების შემდეგ მის გასაღებად წავედი, ღვინო და მარწყვი მაგიდაზე დავდე, იქვე ტელევიზორში შოპენის მელოდიები ჩავრთე და პირველი ყლუპი მოვსვი, გემრიელი იყო, პირდაპირ ბოთლიდან დავიწყე დალევა, მეორე, მესამე, მეოთხე, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, მთელი ბოთლი ჩავცალე და ნერვებისგან ტირილი დავიწყე, რად ვიქეცი? ახლა ხომ სახლში უნდა ვიყო, დივანზე ვიწვე, დედა ფეხზე მეფერებოდეს და რამე ფილმს ერთად ვუყურებდეთ, შემდეგ ახალ ამბებზე ვლაპარაკობდეთ და ასე უსასრულოდ.... მაგრამ ამ დროს ვიღაც მამაკაცთან ერთად საზღვარგარეთ ვარ, ალკოჰოლს ვსვამ და პლიუს წუხელ ვიღაც ნაბიჭვართან ვიწექი, მძულდა ახლანდელი მომავალი, მაგრამ მიყვარდა ის რის გამოც ეს ხდებოდა. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ დაღამდა გარეთ, აივნის კარი დავხურე და ბალიშში ჩავრგე თავი, ამაღამ მარტო ვიყავი, ეს ძალიან მომწონდა, თითქმის ძილში წავედი როდესაც კარზე ბრახუნი გავიგე, სწრაფად წამოვდექი და გავაღე, კარის გაღება და მის წინ ატუზული სხეულის წაქცევა ერთი იყო, წინ ჩემი "შვილის მამა" მედგა, საშინლად ყარდა, თვალები მთლიანად სისხლიანი ჰქონდა, გამიღიმა და ჩემსკენ წამოიწია, დაბარბაცდა, ძლივს ვიჭერდი, საწოლზე დიდი ძალისხმევის შედეგად ჩამოვსვი და ფეხზე გავხადე, საწოლზე დავაწვინე და აივნის კარი კვლავ გავაღე, თავბრუ მეხვეოდა, მეც დავლიე მაგრამ ამდენად არ გავთიშულვარ,
- იცი მე რა მქვია?
- უნდა ვიცოდე?
- ჰმ, ვიცი რომ ცუდი ტიპი გგონივარ მაგრამ არ ვარ, ვაჩე მქვია, შენ ევა, არა?
- არ აქვს მნიშვნელობა სახელებს, იმას მითუმეტეს როგორი ხარ
-შეგიყვარდები! ხმამაღლა გაიცინა და გვერდით გადაბრუნდა
- შენ არ ამბობდი? შვილს გააჩენ და აქედან მოშორდებიო?
- დილითაც მაგას ვიტყვი...
- დაიძინე, უკვე სისულელეებს ბოდავ...
კაბა გავიხადე და გვერდით მხარეს დავწექი, ზეწარი ფრთხილად გადმოვწიე ვაჩეს რომ არ გაღვიძებოდა, ვერაფრით დავიძინე, გვერდი ვიცვალე, ვაჩეს სახის წინ აღმოვჩნდი, ღმერთო ის ისეთი ლამაზი იყო, ნახშირივით შავი წამწამებით, მუქი თმებით და ლოყაზე ნაიარევით, მძინარე ბევრად ადვილი ასატანი იყო, კვლავ გადავტრიალდი და თვალები დავხუჭე... უცებ წელზე ცივი ხელები ვიგრძენი, ვაჩემ თავისკენ მიმიზიდა, ცხვირი ჩემს ნარინჯისფერ ხუჭუჭებში მოაქცია და ხშირი სუნთქვა დაიწყო, არ ვიცი რატომ მაგრამ მისი მოშორება ვერ შევძელი, ან არ შევძელი, რაც არ მინდოდა რომ მეღიარებინა... მოშიშვლებულ წელზე მოხვეული გაყინული თითები მაინც თბილად მეჩვემებოდა და გილს მიჩწარებდა, ზურგი მის მკერდს მივაბჯინე და თვალები დავხუჭე, ვაჩეს სუნთქვა ისე თვილად მელამუნებოდა კისერზე... მალე ჩამეძინა...

-გაიწიე, რას ჩამხუტებიხარ?
თვალები ძლივს გავახილე, თავი მისკდებოდა
- რა გაღრიალებს? ადამინური არაფერი გაგაჩნია?
- შენი ადგილი იცოდე, ნუ მეხუტევლბი ისე თითქოს ჩემთვის რამეს წარმოადგენდე
- ფეხებზე , თანხა იმ ანგარიშზე გადრიცხე სადაც გეტყვი, შემდეგ კი იშვიათად მოდი ჩემთან, სხვა ვალდებულება გვაქვს და არა ჩახუტება, ლოთი კაცის დაწვენა და ასე შემდეგ...
- რამხელა ენა გაქვს, ისევ ფულიო...
ადგა, ჩაივა და უხმოდ გავიდა, წამოვდექი, აბაზანა უნდა მიმეღო, კარები გავაღე და ტელეფონმაც დარეკა, საწოლის გვერდით დაგდებული ტელეფონი ავიღე და ვუპასუხე...
- ევა, მე ვარ... დედაშენის გამო ვრეკავ
- დიახ, როგორ არის? მეც ვაპირებდი დარეკვას, თანხას დღესვე დაგირიცხავენ და დედაჩემის გადაყვანაზე იზრუნეთ
-ევა, დედაშენი გარდაიცვალა...
შემდეგ არაფერი გამიგია, ტელეფონი დამივარდა, ირგვლივ ყველაფერი შავი გახდა, ბინდი გადამეკრა, ადგილს მოვწყვი და ძირს დავეცი...


***
ევა იატაკზე ეგდო, უგონოდ, როდესაც ვაჩე სასტუმრო კარების გაღების შემდეგ საძინებელში შევიდა, საყვედურის თქმა დაიწყო, ევა ვერსად დალანდა,
- დომ ვთქვი არსად გახვიდე-მეთქი, მოგკლავ
საწოლთან მივიდა და საწოლის კიდესთან უგონოდ მყოფი ევა დაინახა, საწოლზე დააწვინა, ლოყაზე ურტყამდა, მაგრამ ევა თვალებს არ ახელდა...
ვაჩემ სასტუმროს ექიმს დაურეკა


- ასე ვნახე, გონს არ მოდის, დაეხმარეთ...
- არ ინერვიულოთ, პულსი არის... საავადმყოფოში გადავიყვანთ,
ევა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გაიყვანა, ვაჩემ კარებში სიმწრისგან მუშტი დაარტყა კედელს, თითქოს დანაშაულის გრძნობა ჰქონდა...



№1 სტუმარი სტუმარი კატო

კარგია ძალიან.ველოდები შემდეგ თავს????

 


№2 სტუმარი ეკა

რატომ არ დებთ სხვა თავებს? გვაინტერესებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent