გზაჯვარედინი {თავი 5}
ჩაბნელებულ ქუჩას, რომელსაც მბჟუტავი ლამპიონი ანათებდა, ფეხით ჩავუყევი. ზამთრის სუსხი იგრძნობოდა. ბოლო დღეს ვატარებდი ბაკურიანში და გარემოთი ტკბობას ვაპირებდი. მაგრამ, არ ვიცი, ღამის პირველზე რატომ მომინდა ტკბობა. ძაღლების შორეულ ყეფაზე რეაქცია არ მქონია, ვიცოდი, რომ ახლოს არ იყვნენ. ახლად დადებულ თოვლზე მძიმე ნაბიჯით მივაბოტებდი და ხმაზე ტანში სასიამუვნოდ მივლიდა. ეს არის საუკეთესო ხმა, საუკეთესოთა შორის. მოსახვევში გავუხვიე და მანქანის ფარებიდან გამოსროლილმა სინათლემ თვალი მომჭრა. უნებურად წავიღე ხელი და თავი დავხარე. ავტომობილი გაჩერდა. რაღაცნაირად უსიამუვნოდ დამიარა და როდესაც რამდენიმე მამაკაცის ხმა მისწვდა ყურთასმენას, კიდევ უფრო... -ჭრელო პეპელა..-თავი ავწიე და ჩემთან ძალიან ახლოს მდგომ მამაკაცს თვალი გავუსწორე. -ღამე საშიშია, იმდენი მანიაკია.-ტუჩები გაილოკა ერთ-ერთმა. ღებინების შეგრძნება ყელში მომაწვა. -თენგო, ავიყვანოთ?-ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი, რა ხდებოდა. ჩემკენ, რომ გადმოდგა ნაბიჯები და ზურგზე ძლიერი მკლავი ვიგრძენი, წამი გაიყინა. -რამდენჯერ უნდა გითხრა ასე გვიან ღამე არ იაროთქო.-გელოვანის ხმაზე სიხარულმა ამოხეთქა. გვერდით გავაბრუნე თავი და მის ცივ მზერას შევეფეთე. მკლავი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული. -პრობლემაა რამე?-მანქანასთან მდგომებს გახედა. უარყოფის ნიშნად თავი გადააქნიეს. ისე შემატრიალა, ვერ მივხვდი. გაწონასწორებული მიდიოდა და მეც თან მივყავდი. ასეთი სიმშვიდე არსად მიგვრძნია. სასტუმრო რომ გამოჩნდა, მერე მიშვა ხელი... წინ წავიდა. -მადლობა.-ჩემმა ხმამ შეაყოვნა. გადმომხედა. -უფრო ჭკვიანი უნდა იყო.-კიდევ ერთხელ ამათვალიერა და სწრაფი ნაბიჯით დამტოვა. რა იგულისხმა სიჭკვიანეში? რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ყველაფერი წყნარად დასრულდა. შეციებულმა შევაღე სასტუმროს კარი. არავინ იყო. ამ დროს რატომ ეღვიძა ნეტავ გელოვანს. ოთახში შევედი. ემოციებით დატვირთულს სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა. უნებურად წელზე გადავიტარე თითები..რაღაც განსხვავებული ვიგრძენი იმ წამს. თოვამ იმატა. აივანზე მდგარი თბილი პლედით გავყურებდი ფიფქებს. მიუხედავად სიცივისა, მე მაინც სითბოს ვგრძნობდი მთელს სხეულში... --- ბაკურიანს ვტოვებდით. დამთხვევა იყო თუ განძრახვა, არ ვიცი, მაგრამ გელოვანის ჯგუფიც დღეს ტოვებდა აქაურობას. ბიჭების მანქანაში ვნაწილდებოდით, ვიკო რომ წამოგვადგა. -აქ ისედაც ბევრნი ხართ, გოგონებს ჩვენ წავიყვანთ.-თავით მანქანისკენ გვანიშნა. გვანცა უემოციო სახით იდგა. მეც ასევე. არ მინდოდა ბიჭების უხერხულში ჩაყენება. -მადლობა ვიკო, როგორც მოვიყვანეთ, ისე წავიყვანთ.-საშამ ცერი აუწია და თავით მანიშნა წავედითო. უთქმელად დავსხედით ავტომობილში. ვიბლიანმა თავი გადააქნია და საშას მკვლელი მზერა ესროლა. მეც ასე ვიზამდი საშიკოს ადგილას. ვინც მოგვიყვანა, ის წაგვიყვანდა. ერთხელ გავხედე დეას და აკას და სრულიად უემოციოდ გადავიტანე მზერა. გაორება მქონდა. ეს სიტყვა პირველად ვახსენე... ნამდვილად ასე იყო. ორი გზის გადაკვეთაზე ვიდექი. ერთ მხარეს იყო ჩემი მთელი წარსული, მეორე მხარეს-მომავალი. მე ვიდექი გაშეშებული და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. მიუხედავად ბევრი ტკივილისა, ვერ ვთმობდი ასე მარტივად წარსულს. აკას? ლოგიკური კითხვა იქნება ყველას მხრიდან. აკა მაშინ დავთმე, მასზე მეტად გელოვნის თვალებმა რომ ამაღელვა. მაგრამ ხანდახან გაორება მჭირდა. მინდოდა აკა... მაგრამ ეს ჩემს ეგოისტ მეს უნდოდა. ალბათ კომპენსაცია იქნებოდა აკა ჩემთვის. ალბათ უბრალოდ ჩავიხვიე ეს სახელი... რეალურად მის მიმართ სიყვარული არ იყო. რომ ყოფილიყო ასე მარტივად ვერ გადავიტანდი დეასთან მის დანახვას. არ მესმოდა ჩემი თავის. დაკარგული ვიყავი. ფიქრებში გართული, ჩემს თავს ვეკამათებოდი, მანქანამ საშინელი ხმით რომ დაიგრგვინა და ვირივით გაიჯგიმა შუა გზაზე. ამ ხმას ძლიერი მუხრუჭიც მოჰყვა. ამ ყველაფერს ჯაჭვურად გადაება ვახვახას გინება და ასე. რასაც ჰქვია გამოგლიჯა კარი და თავით გვანიშნა, გადმოდითო. მორჩილად გადავბარგდით... -გაფუჭდა.-ამოიოხრა ზურამ. -ესე უცბად რა დაემართა?-კოტემ შეშფოთებული სახე მიიღო. იქიდან ჩვენი გმირი, ვიბლიანი მოდიოდა. -მშვიდობაა?-ახლოს დადგა გვანცასთან და გეფიცებით, არ მომეჩვენა. ცუცას სურნელზე თვალები მოეხუჭა. -წაიყვან ამათ?-თავით ანიშნა ჩვენზე. აი სამართალი. მგონი ღმერთის ხელი ერია ამ ამბავში და მალე გავიგებდით, ცუციკოს რძლობას ვიბლიანთა საგვარეულოში. -აბა რას ვიზამ.-ახლად მოკიდებული ღერი თოვლში მოისროლა და პირველი გვანცას ჩანთას დასწვდა. მერე მე გამომართვა და ასე გაიკვალა გზა ჩვენიდან, მანქანამდე. -ესღა გვინდოდა.-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა გვანცამ. -ნუ ხარ დაუნახავი.-თვალები დავუბრიალე და სპეციალურად დავჯექი უკან. -გვანც წინ აქვს მგონი ადგილი, მე ხომ იცი, მეძინება.-სახეზე დაეწერა, შემომაკვდებიო... უკმაყოფილო სახით დაჯდა ვიკოს გვერდით. სულ არ მოსწონდა ნეტავ? რა ვიცი...ამის სიუჟმურე ზღვარს სცდებოდა. ვიბლიანმა კმაყოფილი სახით გადახედა ბერიძეს და სწრაფი მანევრირებით მოსწვიტა ადგილს ავტომობილი. მე? თავი ზედმეტად ვიგრძენი. ვიკო არაფერს ამბობდა. ტელეფონის ზარმა კიდევ უფრო მოუქუფრა სახე. ცოტა არ იყოს მენერვიულებოდა. არა, მე რა მანერვიულებდა? უბრალოდ მშვიდობით მივსულიყავით... სიჩქარეს სულ უფრო უმატა. მერე სულ ერთხელ დარეკა. -კაკი ავალიშვილთან დამხვდი, დიმაც იქ არის.-ესღა ამოილაპარაკა და საერთოდ გამორთო მობილური. კაკი ავალიშვილი? იცოდა ყველამ. ის სამი მუშკეტერი და გიჟური ამბები მეც კი ზეპირად ვიცოდი. ამ სამეულიდან დათა მაჩაბელი იყო ჩემი კუმირი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი ბნელი საქმეებიც ცნობილი იყო. გვანცამ გადმომხედა. მზერით მანიშნა: ,,ეს არის კარგი ბიჭიო?" და მეც ვერაფერი ვუპასუხე. ცუცას სძულდა შავი სამყაროს წარმომადგენლები. -ცუცა, ისევ იქ ცხოვრობ?-ვითომ არ იცოდა რაა. -კი.-თავი დაუქნია. ხმა აღარ ამოუღია.ჯერ ცუცა დატოვა და მერე მე. ბოლოს მომაძახა. -ვაა გელოვანის კორპუსიი.-კმაყოფილმა ჩაიღიმა. ვერ მივხვდი და გავატარე... არ ვიცი, იმ საბედისწერო დღეს რა მოხდა. მხოლოდ ფრაგმენტებად მახსოვს ცუცას კივილი განყოფილებაში და ვიკოს შეშლილი სახე. -ესენი არაფერ შუაში არიან.-მილიონჯერ იმეორებდა უკვე ამ ფრაზას. აქ რა მინდოდა, არ ვიცი. ბნელ ოთახში მხოლოდ ერთი სანათი იდგა, რომელსაც საშინელი ნათება ჰქონდა. ჩემს წინ ორმოც წლამდე კაცი იჯდა და გაყინული მზერით მბურღავდა. -აბა, სესილია.-ტაში შემოჰკრა და ზემოდან დამაჩერდა. -საიდან იცნობ ვიკო ვიბლიანს?-ტვინში სისხლი ჩამექცეოდა თუ ასე გააგრძელებდა ჩემზე ზემოქმედებას. -ბავშვობიდან. ერთ სკოლაში დავდიოდით. ვიკო ორი წლით უფროსია ჩვენზე, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. -ასე მჭიდროდ გრძელდებოდა ეს მეგობრობა?-მახვილი ბოლო სიტყვაზე ისე საშინლდ დასვა... უსიამუვნოდ გამცრა. -არა, მერე სკოლა დაანთავდა და ჩვენი გზები არ გადაკვეთილა. მხოლოდ სამი დღის წინ ვნახე, ახალი წლის საღამოს.-ხელის გულები მიოფლიანდებოდა. -ესეიგი არ იცი, ვისთან გაქვს საქმე?-მეშინოდა ამ კაცის. -უკაცრავად?-ვერ მივუხვდი. -მაგ ვიბლიანმა კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა. ილოცეთ, რომ გადარჩეს.-კიდევ ერთხელ გამისწორა მკვლელი მზერა და გავიდა. ვიკოზე ვერ ვიჯერებდი. წინასწარი დაკავების იზოლატორშო იჯდა. გაავებული სახე ჰქონდა. ერთადერთს, ვისაც უყურებდა, გვანცა იყო. ცუცა შემიშინეს... ჰორიზონტზე გელოვანი გამოჩნდა. ვიკომ ანიშნა რაღაც და ცუცას გადახედა. -გვანცა.-გვერდით დაჯდა სანდრო. -პატივცემულო.-ძლივს მოუყარა ბგერებს თავი. -მომისმინე, შენ და შენი მეგობარი..-ჩემზე გადმოიტანა მზერა, სულ ორი წამით...-არაფერ შუაში ხართ. სახლში წადით, დაისვენეთ. -არ გვიშვებენ. -გაგიშვებენ. არანაირი კავშირი არ გაქვთ თქვენ ამ საქმესთან. -რა მოხდა?-გული მიკანკალებდა. -არაფერი. უბრალოდ სახლში წადით. ყველფერი ისეთი არეული იყო. არ ვიცი, გვანცას რა უთხრეს, მაგრამ ძალიან შეშინებული ჩანდა. მამა გარეთ მელოდა. ჩემს დანახვაზე ჩემკენ წამოვიდა და მომეხვია. მერე ცუცასაც... -მშვიდობაა?-კარი გაგვიღო. -არ ვიცი.-თავი გავაქნიე. -მამაჩემს არ გააგებინოთ რა.-მუდარით სავსე მზერა ჰქონდა გვანცას -კარგი.-თავი დაუქნია და მე გადმომხედა. -ჩემთან წამოხვალ თუ... -ჩემთან წავალ, მოაგვარე დათო ძიასთან. ჩემთან დარჩეს დღეს.-მაგრად მოვეხვიე გვანცას. -როგორც იტყვი.-შუბლზე მაკოცა და მანქანა დაძრა... სახლის კარი გავაღე და ჯერ გვანცა შევატარე. -მწვანე ჩაი?-ვცდილობდი მშვიდი ვყოფილიყავი. -კი რა.-ამოისლუკუნა და დივანს მიაბჯინა თავი. სამზარეულოში გავედი. იქნებ ცოტა დამშვიდებულიყო. უშაქრო ჩაი მოვამზადე და მალევე მისაღებში ვიყავი. ცუცას პირისპირ ვიჯექი და ვაცდიდი, როდის დაიწყებდა. -იმ კაცმა...-ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.-ისეთი სისაძაგლეები მითხრა სეს. ჯანდაბა.-თავი ხელებში ჩარგო. -დამშვიდდი გთხოვ.-მისკენ მივიწიე და მოვეხვიე. -ქალის გამო დაჭრა. იცოდა, ვიკოს რომ მოვწონვარ. ნაგლად მათვალიერებდა. გული ამერეოდა, გესმის? ბოლოს მომაძახა, კარგი გემოვნება აქვს ვიბლიანსო.-არეულად ლაპარაკობდა. -სისულელეა, პროვოკაციას ცდილობდა ცუც. დაელოდე ვიკოს, აგიხსნის... -ამიხსნის? რისთვის? არავინ ვარ. ნეტავ არც ახლა მენახა.- თავი დამადო. ასე ცუდად არასდროს ყოფილა. მთელი სხეული უხტოდა. -ხომ იცი ვიკოს გრძნობის შესახებ...-სიტყვა არ დამასრულებინა. -ვიკოს შესახებ არაფერი ვიცი.-ხელის გულით შეიმშრალა ცრემლი. ცუდად იყო. ვერ ვუყურებდი ასეთს... რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა თითქოს. ეს კიდევ უფრო მზაფრავდა. როდის ჩაგვეძინა არ ვიცი, მაგრამ კარზე ბრახუნმა მომიყვანა გონს. დავიძაბე. ცუცას ბალიშზე დავადებინე თავი და ფრთხილად მივედი კართან. -სესო, მე ვარ.-ვიკოს ხმაზე დავმშვიდდი და ფართოდ გამოვაღე კარი. მარტო ვიბლიანი არ იყო. სანდროც მასთან ერთად იყო. -გვანცა აქაა?-ისეთი დაძაბული იყო. -კი.-თავით ვანიშნე. -უნდა ვნახო.-ესღა თქვა და მისკენ წავიდა. ამ ბიჭში სიყვარული ისეთი დოზით იყო და თანაც იმდენით, რომ ვერ აღწერდით. ზემოდან დააჩერდა მძინარე ქალს. შუბლი ისევ შეჭმუხნილი ჰქონდა. თლილი თითები მის თმებში ახლართა და თავთან ჩაიმუხლა. -ცუცა.-ხმა ჩახლეჩვოდა. პირველივე დაძახებაზე დენდარტყმულივით გაახილა თვალი ბერიძემ. -ბოდიში გაღვიძებისთვის.-თმისთვის ხელი არ გაუშვია. -წადი.-თავი გაატრიალა ქალმა. -გთხოვ. დავიღალე. უბრალოდ ერთი მითხარი... -არა.-მტკიცე უარზე იდგა. -რა გითხრა ოთახში? -ვიკო.. -მითხარი გვანც.-თმებიდან სახეზე გადაატარა თითები. -გთხოვ წადი. -გავიგებ, შენ თავს გეფიცები, გავიგებ და რას გავაკეთებ, არ ვიცი.-შუბლზე მიაწება ტუჩებიი. -არაფერი გააკეთო.-ხელზე წაეტანა ვიბლიანს. -შენს ცრემლებად არაფერი ღირს. ვერ ვისუნთქებ თუ მეცოდინება, რომ ტირი.-ღაწვზე აკოცა და მე გადმომხედა. -მიმიხედე სეს.-გამიღიმა და წავიდა. კარში მდგომი გელოვანიც თან წაიყოლა. დატოვა სიყვარული, სიმშვიდე და ნერვიულობაც... -- ბედნიერი დღე... შემდეგ თავში მეტად განვავრცობ ყველაფერს. პს: ფოტოზე შუბლშეკრული ვიკო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.