შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობი (თავი 12)


29-06-2021, 09:23
ავტორი EllaTriss
ნანახია 10 007

***
'გადასაღებ მოედანზე', ერთად ვბრუნდებით. ამჯერად, ღია ცის ქვეშ, ერთი შეხედვით შესანიშნავი ადგილი შეურჩევია ზურას. იმის მიუხედავად, რომ არ ვიცოდი, მაინც არაფერი მიკითხავს გიორგისთვის. ასე, უბრალოდ მოვყვებოდი.
ისედაც რა მონდომება და ინტერესი მქონდა და იმ დღის შემდეგ, ის მცირედიც გამიქრა. თითქოს, ყველასა და ყველაფრის დანახვა მაღიზიანებს, მაგრამ იმას კი ვერაფრით ვხვდები, ვინ მძულს ახლა უფრო მეტად - სანდრო თუ ზურა.
უცნაურია ცხოვრება, ადამიანზე არასოდეს უნდა თქვა, ბოლომდე ვიცნობო..
- კარგია, რომ დროულად მოხვედით.
ჰაჰ, არა რა თქმა უნდა. რა დროულად, მთელი 15 წუთი გადავაცილეთ, თუ მეტი არა, მაგრამ ზურამ ოღონდ მშვიდი ელენე შეინარჩუნოს, მზადაა თავისი პრინციპების წინააღმდეგაც წავიდეს.
მხოლოდ წამიერად მისწორებს თვალს გიორგი და ოდნავ ეღიმება. ნებით თუ უნებლით, ისიც კი ვიხსენი საყვედურებისგან.
- კარგი, ვიწყებთ! - ტაშს ორჯერ კრავს და პროდიუსერებს ანიშნებს თვალით.
გამოსაცვლელად წასვლას ვაპირებ, მოულოდნელად რომ მაჩერებს ზურა.
- დაიცა, ელენე. შესაფერისად გამოიყურები, დაე დარჩეს.
თავს ვუქნევ. არც მე არ მეხალისებოდა გამოცვლა, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურად იქცევა. ჩემმა გაგიჟებამ, ასე თუ შეაშინა, რატომ უფრო ადრე არ გავგიჟდი.
ირონიული ღიმილით იკავებს საკუთარ ადგილს სანდრო. მისი ყურებაც კი მაღიზიანებს, მოსალოდნელ შეხებაზე რომ ვფიქრობ, საერთოდ მინდა გავიქცე, მაგრამ ამის არც დროა და არც ადგილი. განა ვერ ვიზამ, უბრალოდ მინდა თავად გაიქცეს. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა.
ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები და ზუსტად კამერის პირისპირ, რამდენიმე მეტრის დაშორებით ვჩერდები. კადრში, ჯერ მხოლოდ მე ვარ, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ ისიც უკვე აქაა.
- ყურადღება! კადრი 1, დუბლი 10. წავიდა!
არ ვინძრევი. არც იმაზე ვფიქრობ, რომ გადაღება დაიწყო. არც ცისია არ ვარ, მაგრამ.. ამას მაინც ვერავინ ამჩნევს.
- ცისია. - მიახლოვდება. მიახლოვდება და ახლა, წარსულის ყველა კადრი ერთად მეშლება თვალწინ. როგორ ვთამაშობით, როგორ ვსწავლოვდით სცენარს, გადაღებისას როგორ განუწყვეტლივ ვაფახულებდით თვალებს და ასე, ჩვენივე გამოგონილ ენაზე ვსაუბრობდით. მხოლოდ ახლა.. ამდენი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ამ წამს, ჩვენი სიცილი, ჩვენი ბედნიერი მომენტები მიდგება თვალწინ და ვერაფრით ვხვდები რატომ.
ვუყურებ და ვხვდები, რომ ის, ის აღარაა და ამავდროულად, ზუსტად ისაა. მძულს და თან საშინლად მძულს ის ელენეც, რომელიც მასთან ერთად არსებობდა. მისი სჯეროდა, უყვარდა, აფასებდა, ყველაფერზე წინ აყენებდა.
მძულს საკუთარი თავი, რომელიც მსახიობია და მსახიობი ვერ ამოიცნო.
მძულს ყველა მოგონება, რაც მას უკავშირდება..
- ნიკა..
- იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლა არსებობს მეცხრე ცა, მასზე ვარ და დავფრინავ - ეღიმება - ახლა ჩემს წინ ხარ და შემიძლია წარმოსახვით აღარ, რეალურად ჩაგეხუტო.
მთლიანად ფარავს ჩვენს შორის არსებულ მანძილს და ყველაზე 'ხელოვნურად' მეხუტება.
- არვარგააა! - მაშინვე მაგიდას ურტყამს ხელს დათო და სავარძლიდან დგება.
აჰა, გავიწაფე. უკვე ზუსტად ვიცი, ვინ, სად, რას აფუჭებს.
მალევე ზურას ოხვრაც აღწევს ჩემამდე და გადაღება წყდება.
- რას აკეთებ სანდრო? - პირდაპირ მისკენ იშვერს ხელს დათო - ცოტა კარგად ჩაეხუტე. ხელებს, მოვალეობის მოხდის მიზნით ნუ ხვევ. არ უნდა გეტყობოდეს, რომ თამაშობ. რა იყო, რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი რომ ახალბედა ხარ.
ელენე, შენ კიდე სახე გაასწორე. გაიღიმე, გიხარია, რომ დაინახე.
ისევ სავარძლისკენ მიდის და ზურას, რაღაცას ანიშნებს თვალებით.
- აბა, მოემზადეთ. კადრი 1, დუბლი 10. წავიდაა!
- ნიკა.. - ყველანაირად ვცდილობ, გულწრფელად გავუღიმო.
- იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლა არსებობს მეცხრე ცა, მასზე ვარ და დავფრინავ - ისევ ყალბ ღიმილს ირგებს - ახლა ჩემს წინ ხარ და შემიძლია წარმოსახვით აღარ, რეალურად ჩაგეხუტო.
ხელებს შლის და ახლა, ოდნავ სხვანაირად მეხუტება.
ვაღიარებ, ეცადა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამას ისევ წინა სჯობდა.
- შეწყვიტეთ! - ახლა, ზურა აჩერებს გადამღებ გუნდს, დათო კი ოხრავს.
ინსტიქტურად გამირბის მზერა გიორგისკენ და წამსვე ხვდება ჩვენი თვალები ერთმანეთს. სულ ოდნავ მიღიმის, თუმცა ესეც კი საკმარისია..
არარსებული ძალა მომდის და სხვანაირად ვმშვიდდები.
- არ მომწონს, მასე არა.
ჰო, ზურას ყოველთვის 'შესანიშნავად' გამოსდიოდა შეცდომების მითითება. არ მომწონს და მიდი ახლა ისე გააკეთე, რომ მომეწონოს.
- ბიჭო, მისმინე - ისევ დგება დათო და ამჯერად, სწრაფი ნაბიჯებით მოდის ჩვენსკენ. - შენ ნიკა ხარ და ეს გოგო გიყვარს. შეგიყვარდა, გესმის? - ხელით ანიშნებს ჩემზე - რომ იძახი, მეცხრე ცაზე ვარო, რომ ეხუტები, მეათეზე უნდა ახვიდე. ბედნიერება უნდა გეტყობოდეს, სიხარულით უნდა მოხვიო ხელები. უყურე.. - გვერდით სწევს და ახლა, თვითონ მიდგება წინ.
- " ახლა, შემიძლია მართლა ჩაგეხუტო"
მართალია არასწორად, მაგრამ სანდროზე გრძნობით კი ამბობს.
ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ამ ბიჭისგან იდეალური მსახიობი დადგება.
- "თუ რეალურად ჩაგეხუტო, ხო, როგორც არის" - ნატოს შესწორებულზე, ხელს იქნევს და ისევ როლში შედის. მიახლოვდება და მეხუტება. ჰო.. ისე, როგორც ნიკა უნდა ჩაეხუტოს ცისიას. არაფრით მეტი და არაფრით ნაკლები.
- ხედაავ? - მალევე მშორდება და ახლა, სანდროს უყურებს, რომელსაც ემოცია კი არა, სიცოცხლეც არ აქვს სახეზე.
რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა ეცადო, ადამიანი ბოლომდე ვერ შეიცვლები. ზუსტად ვიცი, ახლა, შინაგანად, ბრაზი ჰგლეჯს. ყოველთვის იდეალურ მსახიობობაზე ჰქონდა პრეტენზია, ახლა კი, ჯერ არც არაფერი დაწყებულა და უკვე ორჯერ გააჩერეს, მარტო იმიტომ, რომ ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო.
- მიდი ეხლა. მოიცათ.. - ხელით აჩერებს გადამღებებს - ჯერ ისე გააკეთე, აბა.
- "იცი, ისეთი შეგრძნება..
- დაიცა კაცო, გავიგე რა შეგრძნებაც გაქ. - ამაზე, ყველას ეცინება, ყველა იკავებს და საბოლოოდ, ჩუმ ჩაფხუკუნებად იქცევა. თუმცა წამსვე ბრაზით სავსე მზერით ტრიალდება დათო მათკენ, სათითაოდ ავლებს თვალს ყველას და ჩერდებიან.
- ხმაა. მოდი აბა, თუ იოლია, გააკეთეთ.- მაინც უტევს, მერე კისერზე ისვამს ხელს და ისევ სანდროს უბრუნდება.
- მიდი, ჩახუტება მარტო.
ღრმად სუნთქავს, წინ მიდგება და რამდენიმე წამი, გაშტერებული მიყურებს.
- ნუ იძაბები, კამერები არაა ჩართული.
- ხო, გავიგე. - ნორმალურად არც უყურებს, ისე პასუხობს.
მერე, სწრაფად მეხუტება და ხელებს მხვევს, თან იმდენად ძლიერ, რომ სუნთქვა მეკვრება.
- რა შვები, შე*ემა, გაიგუდა ტოო! მეღადავები?!
- აუ, ტვინი მომეტ*ნა რაა! - გაბრაზებული მშორდება და ადგილზე ტრიალებს.
- ბიჭო, რა გჭირს ეე?
- რა არი ეს ჩახუტება, ვაფშე არ უნდა რაა. ისე, ვერ გაუხარდება? გამოვტოვოთ.
- დაიცათ. - საქმეში ზურაც ერთვება და ნელი ნაბიჯებით მოდის ჩვენსკენ. -
მისმინე სანდრო, მიდი, გაიარ გამოიარე, ჰაერი ჩაყლაპე, ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. წუთ შესვენება გავაკეთოთ, არაფერია, არ დაიძაბო. ყველას ემართება.
ოჰო, ზურა და მამა-შვილური დამოკიდებულება.
რა თქმა უნდა, მისი მხარე რომ არ დაეჭირა, ის უფრო გამიკვირდებოდა.
ოდნავ უქნევს თავს და წამში წყდება ადგილს. წარმოდგენა არ მაქვს, სად მიდის, მაგრამ არამგონია, რამე და მითუმეტეს ეს წუთ შესვენება დაეხმაროს.
- გეფიცები, ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს - პირდაპირ ზურას მიმართავს დათო - ელენეს და გიორგის სცენები როგორ ადვილად გადავიღეთ, ასე საერთოდ არ გვიწვალია.
მხოლოდ წამით მისწორებს თვალს ზურა და მერე, გიორგის მიმართულებით აბრუნებს თავს.
- კარგი, დაისვენეთ.
***
თითქოს, რამე შეიცვალა.
შესვენების შემდეგ, კიდევ ნახევარი საათი მაინც ვიწვალეთ ამ უბრალო ჩახუტებაზე და ბოლოს, მაინც არ გამოვიდა დათოს მოსაწონი. ესო, ისო, საშინლად დავიღალე, მიუხედავად იმისა, რომ მე არაფერს ვაკეთებდი, მაინც. ალბათ, კიდევ ვერ გავაგრძელებდით, მოულოდნელად რომ არ წამოეძახა ზურას, 'ვსო, აი ეს არის, მომწონსო'.
რა თქმა უნდა, არაფერიც არ მოსწონდა, მაგრამ იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ ამ სცენაზე ვერ დავაღამებდით და დანებდა.
ჰო, თვით ზურა დანებდა.
ვიცი, ბოროტულად გამომდის, მაგრამ ზურასა და სანდროს წაშლილ, ბრაზისაგან ანთილ, თითქოს ბრძოლა გამოვლილ, ნატყვიარ სახეებს რომ ვუყურებ, რაღაცნაირად მსიამოვნებს შიგნიდან. მართალია, იმ გრძნობასთან ვერ მივა, რაც ორივემ ერთად მე გამომაცდევინეს, მაგრამ ამასაც არაუშავს. დაე მიხვდნენ, რამხელა შეცდომა დაუშვეს. არც ზურა მეცოდება. რაც დათესა, იმას იმკის.
მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გაკეთება არ დამჭირდა, სანდრო გავანადგურე. ვინ იცის, თავად მე მადანაშაულებს იმაში, რომ ჩემთან ვერ თამაშობს. არადა, რა შუაში ვარ, მერავიცი რა ჯანდაბა დაემართა. მთავარია, რომ დაემართა. ასეც უნდა ყოფილიყო. მიხვდეს, რომ იოლი არაა იმ ადამიანის წინ დგომა, ვისაც ასეთი რამ გაუკეთა. იოლი არაა გაღიმება, ჩახუტება, კოცნა, თუნდაც ყალბი - შეხება იმ კანთან, რომელსაც ჯერ კიდევ დაჰკრავს სილურჯე.
ჰო, კოცნაზე გამახსენდა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნატოსთან მცირე დიალოგის შემდეგ, ზურამ გამოგვიცხადა, ეგ ადგილი ამოვაგდეთო.
ვიცი, რომ ჩემთვის არა - სანდროსთვის გააკეთა, მაგრამ ჯანდაბას, მთავარია, რომ გააკეთა.
ასე და ამგვარად დასრულდა სცენა, გადაღება, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, სადაც მე ვიყავი.
წამოსვლამდე, წამიერად შევავლე თვალი ქანცგამოცლილ რეჟისორს და სანამ ჩემს მზერას დაიჭერდა, იქამდე დავტოვე ტერიტორია.
***
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიბოდიალე ქუჩაში, თუმცა მართლა არ ვიცოდი, სად ჯობდა რომ წავსულიყავი.
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მე და გიორგის ცალ-ცალკე სცენები გვქონდა, მასზე ადრე წამოვედი. ჩვეულებრივ სიტუაციაში, ალბათ დავრჩებოდი, მაგრამ სანდროს ყურებას ვერ ვუძლებ, ვიცი, რომ გამიგებს და არ ეწყინება.
მოსაღამოვდა. ნელ-ნელა ეპარება ქუჩას ბინდი და ლამპიონებიც, ერთმანეთის გასწვრივ ინთებიან.
თიკომ მომწერა, ახლა შევდივართ სასტუმროშიო და დავმშვიდდი. მეც უკვე ახლოს ვარ, თუმცა არ მიმიწერია, დამელოდეთ - მეთქი;
რატომღაც მინდა, მარტო მივიდე. იქნებ, ბოლომდე ფიქრიც მოვასწრო. აზრების დასრულება, რომელიც ყველასა და ყველაფერს ეხება გარშემო.
ჰო, თუმცა ამ ჩანაფიქრს ისევე უწერია ახდენა, როგორც ღამეში მზის განათებას.
არსაიდან ჩნდება ჩემს გვერდით გიორგი და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაღლილიც არ ჩანს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საერთოდ არ ურბენია იმისთვის, რომ დამწეოდა. უბრალოდ ასე მოხდა.
- როგორ ჩაიარა? - შედარებით ვანელებ სიარულის ტემპს.
- რავიცი, ნორმალურად. დიდი ხანია დავიშალეთ, ზურამ თქვენ უეჭველი დაისიცხეთ და ვეღარ თამაშობთო.
- რაო? - ოდნავ მეღიმება.
- ღმერთი უნდა იყო, მაგას რომ თავი მოაწონო. დაიკიდ,ე.
- და.. - ღრმად ვსუნთქავ და უკვე სასტუმროში მისული, წამიერად ვავლებ კართან მყოფ პირებს თვალს.- შეიძლება გკითხო სად იყავი.. - შედარებითი ხმადაბლა ვეუბნები.
- როგორც გინდა - მხრებს იჩეჩავს და ადმინისტრატორებს თავით ესალმება.
ვაღიარებ, მისი ეს ჟესტი მაღიზიანებს. განა რამდენი დღეა აქ ვართ, რანაირად დაუახლოვდა ასე უცებ. ისინიც რომ ღიმილიან მზერას არ აშორებენ. ამ დროს, მინდება, რომ მივიდე და იქიდან გავყარო. ესეც თქვენი ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს ადმინისტრატორები.
საინტერესოა, გიორგის რომელი უფრო მეტად მოსწონს. ქერა, შავგვრემანი, თუ კიდევ მის გვერდით მყოფი შავგვრემანი ჩოლკით.
მინდა, რომ ვკითხო. აი რაში მაინტერესებს, მაგრამ მაინც მაინტერესებს.
- თავს ვერ აბამ კითხვას, ხო? - ფიქრებიდან, მის ხმას გამოვყავარ და ვცდილობ გავიხსენო, როდის მოვედით ლიფტამდე.
- გავიარე, უბრალოდ. შენც ხომ მასე გაიარე, რა იყო, რანაირი სახე გაქ - გამოძახების ღილაკს აჭერს ხელს.
მართლა ვერ ვხვდები, რაზე მეუბნება. რა გაიარა, სად გაიარა..
ო, ღმერთო. მხოლოდ ახლა მკრავს თავში, ჩემი წინა შეკითხვა და საშინლად მეშლება ნერვები, რომ ვიღაც ადმინისტრატორებზე ისე გადავერთე, ეს სულ დამავიწყდა. ლიფტის მოსვლისთანავე, ღრმად ვოხრავ და პირველი შევდივარ შიგნით.
რამდენად კარგადაც არ უნდა მიცნობდეს, ზუსტად ვიცი, ახლა მაინც ვერ მიხვდება, ამ ოხვრის ნამდვილ მიზეზს და ასეცაა.
ისეთი დაბნეული სახით მიყურებს, მეტი რომ არ შეიძლება. სწრაფად ვაჭერ მესამე სართულის ღილაკს და ვცდილობ გავატარო, მარტო ეს კი არა, ყველა ფიქრი 'გავატარო' მაგრამ...
- რა მოხდა? - ჰო, რა თქმა უნდა. ცნობისმოყვარეობა თუ არ დაიკმაყოფილა, ისე არ შეუძლია.
- რატომ მიესალმე იმ გოგოებს შემოსასვლელში? - მაინც ვერ ვითმენ.
რამდენიმე წამი გაშტერებული მიყურებს, თითქოს აზრზე მოსვლას ცდილობსო. მერე, ოდნავ ეღიმება.
- სერიოზულად?
- არა, ხუმრობით, გიორგი.
- მეც მგონია, რომ ხუმრობით, სერიოზულად მაგას არ მკითხავდი. - უარის ნიშნად, თავსაც აქნევს.
- რატომ ვითომ, ჩემი საქმე არაა? - უფრი მეშლება ნერვები და ხელებს ვიკრეფ.
- ეგ რაშუაშია.
ლიფტის კარი იღება და ისევ პირველი გავდივარ.
- კარგი რა, ელენე. - წუწუნით მომყვება უკან - უბრალოდ მივესალმე, რა არის აქ ისეთი.
- რომელს ეფლირტავდები? - თითქმის ნომერთან მისული, შესახვევთან ვჩერდები და მზერას ვუსწორებ.
- საიდან დაასკვენი, რომ რომელიმეს ვეფლირტავები?
- აბა რატომ მიესალმე? - წარბებს ვკრავ.
- უკვე ნერვები მეშლება, რა. შენი უაზრო ეჭვიანობებიღა მაკლდა.
- რა ეჭვიანობა, სად დაინახე აქ ეჭვიანობა?
უბრალოდ ოხრავს.
- იცი რაა, წადი აქედან.
- წავიდოდი, მაგრამ ნუცას დავპირდი.
- ნიცას - ვუსწორებ.
- ნუცას - ისიც მისწორებს - რა გინდა, ბავშვს არ აქვს პრეტენზია.
ხელს ვიქნევ და ზუსტად იმ წამს, როცა შეხვევას ვაპირებ, სრულ სიჩუმეში, თითქოს ნაცნობი ხმები მესმის. ველოდები, როდის გამოჩნდება ვინმე, თუმცა ვინ მაცდის დანახვას. გაურკვეველი მიზეზით, მკლავში მავლებს ხელს გიორგი და შესახვევიდან, ისევ კედელთან გამოვყავარ.
- რას აკეთ..
- დაიცა. -ტუჩებზე მაფარებს თითებს და იქით უყურება, საიდანაც ხმა ისმის.
- რა ხდება?
- ეს თიკოა? - ახლა ჩემზე გადმოაქვს მზერა. თიკოს ხსენება, უცნაურად მაკვირვებს და მეც იქით ვაბრუნებ თავს, ისე, რომ არ დამინახოს - თუმცა ისედაც არამგონია, მოსაუბრის გარდა, ვინმეს ამჩნევდეს.
მოსაუბრე კი..
- დათო? - ისევ გიორგი ახმოვანებს.
- ერთი წუთი, მომასმენინე. -მკლავში, მსუბუქად ვურტყამ ხელს და ჩუმდება.
მთელი ინტერესით ვაკვირდები, მაგრამ მაინც ვერაფრით ვხვდები, ასე, კარგი ნაცნობებივით საუბარი როგორ გამოსდით.
- შენ თავს ვფიცავარ, დღეს ჭკუიდან გადამიყვანეს. - სიცილნარევი ტონით აგრძელებს დათო იმ საუბარს, რომლის დასაწყისი, ვერ გავიგე.
- მართლა?
- წესიერი ვერაფერი გადავიღეთ, მარაა.. მაძლებინებდა ის, რომ ვიცოდი, უნდა მენახეე. - რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება და მეც ნელ-ნელა მიფართოვდება თვალები.
- დათოო.. ახლა, ვინმე დაგვინახავს.
არა, ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა თიკო უღიმის ბიჭს ასე. აი, თურმე როგორ იცნობ საკუთარ მეგობარს, ელენე.
- დაგვინახონ, გაიგოს სამყარომ, რომ შენზე შეყვარებული ვარ.
ზუსტად იმ წამს, როცა უნდა აკოცოს, გიორგი მაფარებს თვალებზე ხელს და მხოლოდ ახლა მახსენდება მისი აქ ყოფნა.
- რა შვებიი. - მის ხელს ვიშორებ და ისევ გახედვას ვაპირებ, მაგრამ ვინ მაცდის.
- არ შეიძლება, ელენე. მოეწონება, რომ გაიგებს თვალთვალობდი?
- თვალთვალი რა შუაშია, მომენტს შევესწარი. თ.
- ხოდა გამოდი, არ გააფუჭო ეგ მომენტი - როცა ხვდება, რომ ისევ გახედვას ვაპირებ, გვერდიდან მიდგება.
- ამდენ ხანს რას აკეთებენ? - მოუთმენლობა მიპყრობს.
- შენი აზრით?
- გამატარე, უკვე ნერვები მეშლება. -ხელს ვკრავ და უკვე, საერთოდ აღარ ვფრთხილობ, თუმცა ისე აღარაფერი მხვდება, როგორც დავტოვე.
პირიქით, ახლა ჩვენსკენ მომავალ ხელჩაკიდებულ წყვილს ვეჩეხები და მათგან განსხვავებით, საერთოდ არაფერი მიკვირს.
ჩემს დანახვაზე, მაშინვე ხელს უშვებს თიკო დათოს. ჰაჰ, თითქოს ვერ დავინახე.
- ელენე?
საპასუხოდ, ოდნავ ვუღიმი და დათოზე გადამქვს მზერა.
- შენი ნომერი დაბლა არ არის, პატივცემულო პროდიუსერო?
- ელენე. - უბრალოდ სახელით მომმართავს გიორგი, რომელიც ამ შემთხვევაში 'გაჩერდი'-ს ნიშნავს.
- კი, მაგრამ იცი... მე და თიკო დავმეგობრდით, გასეირნება შევთავზე. რამე პრობლემაა?
- ნიცას სძინავს, ენე. - სანამ ვკითხავ, იქამდე მპასუხობს. - შენს დაბრუნებამდე, წასვლას მაინც არ ვაპირებდი, გამეხარდა, რომ შეგხვდი.
- ანუ ახლა მიდიხარ?
- ჰო.. რადგან მოხვედი - მხრებს იჩეჩავს - ცოტას გავივლით და მალე ამოვალ.
- ცოტას გაივლით.. - ჩემთვის ვჩურჩულებ.
სინამდვილეში, არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ნერვები იმაზე მეშლება, რომ არაფერი მითხრა. მათი ასეთი თბილი ურთიერთობა, ერთი დღის დამსახურება რომ არ არის, მაგას თქმა არც უნდა. რა, რამეს დავუშლიდი რომ მოეყოლა?
გული მწყდება. ვიცი, ამჩნევს და თითქოს, თვალებით მეუბნება აგიხსნიო.
- კარგი, აღარ შეგაყოვნებთ. - მათ შორის ვძვრები და პირდაპირ ნომრისკენ მივდივარ.
- მერე ისაუბრებთ, არაფერია. - რა თქმა უნდა, გიორგი აწყნარებს და მხოლოდ მას შემდეგ მომყვება.
არ ვიცი, რამდენად გამოიღებს შედეგს, თუმცა მარტივი საუბარი რომ არ გველის, ფაქტია..

***
არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ნიცასა და გიორგის ე.წ 'თამაში', თუმცა ასე იდეალურად და ჰარმონიულად რომ ჯერ არასდროს, არავისთან უთამაშია, ცხადია.
ოთახში შესვლისთანავე გაახილა თვალები. ყოველთვის ფრთხილი ძილი ჰქონდა და ყოველი გაღვიძებისთანავე, დიდი ხვეწნა-მუდარით თუ იბრუნებდა - ხოლმე, მაგრამ ახლა, გიორგი დაინახა და რა დააძინებდა.
მართლა ძალიან მიკვირს, მისი ასეთი დამოკიდებულება ნიცასთან. ზოგადად ბავშვებთან. რაღაცნაირად, არ წარმომედგინა. განა იმიტომ, რომ ვერ შეძლებს - მეთქი, უბრალოდ გარეგნულად საერთოდ არაა ის ტიპაჟი, ბავშვებზე რომ აფრენდეს.
შინაგანი სამყაროს გახსნა კი..არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყო ადამიანისთვის, ეს რომ გააკეთოს.
უცნაურია, მათმა ყურებამ, მე მომქანცა და ისინი როგორ არ დაიღალნენ მიკვირს.
დერეფანში გავდივარ. თითქოს, რაღაც მჭირდება. თუნდაც თიკოს ნახვა, დალაპარაკება, ის, რომ ჩვენს შორის გაუგებრობა და ამხელა სიცარიელე არ იყოს, რაღაც ვუშველოთ. ალბათ, ეს როგორღაც დამიწყნარებს არეულ ფიქრებს და მასთან შერწყმულ გულისცემას, მაგრამ არა.. საათზე მეტი გავიდა, ის კი, ჯერაც არ ჩანს.
ესეც მისი 'ცოტას გავივლით'
ნეტავ, მე რომ მოვქცეულიყავი მისნაირად, თვითონ რას იგრძნობდა ახლა?
ორმაგად დაფიქრებული ვბრუნდები ნომერში, თუმცა ჩამი ჩუმიც აღარ ისმის. შიში მიპყრობს, თუმცა როგორც კი ორივეს საწოლზე ვხედავ, ოდნავ ვმშვიდდები. სძინავთ. არ ვიცი, ნუთუ ამდენ ხანს ვიდექი გარეთ..
ინსტიქტურად, საათისკენ გამირბის მზერა, რომელიც ჩემს მოსაზრებას ამყარებს და შინაგანად ვოხრავ. ფრთხილად ვუახლოვდები კედელზე მყოფ ჩამრთველს და სინათლეს ვაქრობ.
ერთად იმდენად საყვარლები არიან, შემიძლია, მთელი ღამე, დაუსრულებლად ვუყურო. როგორ მშვიდად სძინავს გიორგის მკლავებში ნიცას, ის კი, როგორ არის მასზე მთელი არსებით ჩახუტებული..
ნელა ვუახლოვდები და ისე, რომ არ გავაღვიძო, ჯერ ნიცას ვკოცნი შუბლზე.
მერე, გიორგისკენ ვიხრები, მაგრამ ვჩერდები.. არ ვიცი, თითქოს რაღაც მიჭერს. რაღაც მეწინააღმდეგება, მაგრამ ამავდროულად მიბიძგებს კიდეც. უცნაური შეგრძნება მაქვს, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და მასაც ნაზად ვეხები საფეთქელზე.
იშმუშნება. მგონია, რომ გავაღვიძე და დამფრთხალი, სასწრაფოდ ვიხევ უკან.
რამდენიმე წამს ვუყურებ, მაგრამ აღარ ინძრევა და მეც, ოდნავ დამშვიდებული გავდივარ აივანზე.
მთვარიანი ღამეა.
ისეთი ნათელი, დღე გეგონებათ.
მოაჯირს, ხელებით ვეყრდნობი და ლამპიონებს ვუყურებ, რომლებიც ყველასა და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ანათებენ...
გრილი სიო, კანს უცნაურად მიწვავს. თითქოს, მცივა და არც. გონებაში, ყველა მივიწყებული ფიქრი, ერთად იწყებს ტრიალს და ზუსტად მაშინ, როცა ვცდილობ, როგორმე გავაჩერო, შეხებას ვგრძნობ წელზე და ყველაფერი, ისე სწრაფად ქრება, თითქოს არც არასდროს არსებობდა..
შემობრუნება მინდა, თუმცა მეორე ხელსაც მხვევს და ზურგიდან მეხუტება.
- გიორგი..
- გისმენ. -ისე სწრაფად მპასუხობს, მიკვირს.
- მე გაგაღვიძე? - ამის კითხვას არ ვაპირებდი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფქრე.
- არც მეძინა.
- მართლა? - უცნაურია. ერთი წამით არ შემპარვია იმაში ეჭვი, რომ არ ეძინა.
მშორდება. აივანს, ჩემს გვერდით ზურგით ეყრდნობა და სიგარეტს იღებს ჯიბიდან.
მინდა, ვუთხრა არ მოწიო - მეთქი, მაგრამ თან ვერ ვეწინააღმდეგები.
ეღიმება. ვიცი, ხვდება რასაც ვფიქრობ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მაინც უკიდებს.
- მასე ნუ მიყურებ.
- როგორ გიყურებ..- ვიბნევი.
- თვალებით მეჩხუბები, რეალურად სხვა რამეს, ან საერთოდ არაფერს ამბობ.
- ანუ, ვთამაშობ?
- რა გითხრა.. - მხრებს იჩეჩავს და მზერას მარიდებს.
- კარგია, თუ ცუდი. მე არასდროს მომწონდა, ჩემთანაც რომ თამაშობდი ხოლმე.
- მსახიობობის სურვილი არ იბადება, ცხოვრება თავად გაიძულებს ითამაშო.
- გარემოებებიც,
მაგრამ არა ყველგან..
წამიერად მისწორებს თვალს, მერე, ისევ სიგარეტს უბრუნდება. თავს მაღლა სწევს და მის კვამლში ეხვევა.
- მაინც, ელენე.. რეალურ ცხოვრებაში თამაშს, სულ სხვაგავრი ხიბლი აქვს. არ იცი, როდის გიბრძანებს ცხოვრება გაღიმებას და ამისთვის არ ემზადები.
უბრალოდ იცი, ერთ დღეს.. მოგიწევს, შენი სურვილის გარეშე გააკეთო ეს.
როგორი იოლი და ამავდროულად, როგორი ძნელია, არა?
- ისედაც მთელი ცხოვრება თამაში არაა? ჩვენ ყველა კი, მისი, უფანტაზიო მსახიობები ვართ.
ისევ ეღიმება. მზერას, ერთ წერტილს არაფრით აშორებს, თითქოს, სათქმელს ალაგებსო.
- უფანტაზიო, მომეწონა. - მოულოდნელად მისწორებს თვალს და ახლა, კიდევ სულ სხვა მზერა აქვს. ისეთი, როგორიც არასდროს, არსად..
- მომწონს, რომ მიგებ.
- უბრალოდ ერთი გზა გვაქვს არჩეული-დაუფიქრებლად ვპასუხობ.
- და არცერთს აღარ გვინდა ის, რასაც ვაკეთებთ..
თავს ვუქნევ.
- მაგრამ.. ცხოვრებაში ისედაც ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რაც არ გვინდა. ამის გამო, არ ვნებდებით.. არასდროს, არაფერს..
ვიცი, რომ ხვდება, რასაც ვგულისხმობ.
- იძულებული ვართ, რომ არ დავნებდეთ.
- იძულებულიც რომ არ იყო, დამპირდი, რომ არ დანებდები. - იმდენად კატეგორიულად გამომდის, მეც მიკვირს. ისევ ეღიმება.. მაგრამ ეს უკვე ყალბია.
- იქნებ, უკვე დავნებდი კიდეც..
- სანამ ცოცხალი ვარ, ამის უფლებას არ მოგცემ. - არ ვიცი რატომ, მაგრამ ცრემლები მაწვება - შენი დანებება, ჩემი სიკვდილია, ხომ არ გინდა, რომ მოვკვდე?
ერთი ნაბიჯით მიახლოვდება, ხელს, ყელში მიცურებს, იხრება და იქვე მკოცნის..
- არ იტირო.
- გიორგი.. - თავს ვიკავებდი, მაგრამ მისმა სიტყვებმა, უარესი დამმართა.
- რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს, არაფრის ფასად, არავისთვის, არავისზე არ იტირო. ნიცა გყავს, რომელსაც ძლიერი დედა სჭირდება გვერდით და ჩემი სიყვარული გაქვს, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე.. - გულზე მადებს ხელს და ისევ ოდნავ მიღიმის.
თავს ვერ ვიკავებ.. მართლა ვერ ვიკავებ.
- გთხოვ..
- ნუ მთხოვ, ელენე. თვალებს რომ ვხუჭავ, ისიც არ ვიცი, თუ გათენდება. ჩემთვის, ყველა დღე ბნელია. იმის მიუხედავად, რომ შენ და ნიცა სინათლე ხართ, ყოველ წამს, მგონია რომ ისე დაბნელდება, ვეღარ დაგინახავთ..
- ან ისე გათენდება, რომ აღარასდროს დაბნელდება - ძლივს ვაბამ ერთმანეთს სიტყვებს.
თავს მიქნევს.
ხო, შეიძლება. დამიჯერე, მეც მინდა, რომ ასე მოხდეს.
- მაშინ ირწმუნე. ჩვენთან ერთად იყავი. იქამდე გაგინათებთ, სანამ არ გათენდება..
მეხუტება. ხელებს მხვევს და თავს, ჩემს თმაში რგავს.
- რაც არ უნდა მოხდეს...
- არაფერი არ მოხდება. - ვაწყვეტინებ.
- იცოდე, რომ იმ წამიდან მიყვარხარ, როცა დაგინახე.
- მეც..
- და ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები..- მშორდება და ისევ, მზერას მისწორებს. თვალები ამღვრეული აქვს. ისევე, როგორც მე.. შეიძლება, ჩემი ანარეკლია, ვინ იცის..
- თუ გათენდება.. ხელს მოგკიდებთ და აღარასდროს გაგიშვებთ.
- ჩვენ კი იქამდე არ გაგიშვებთ, სანამ არ გათენდება.
ისევ მიღიმის. მერე, იხრება და წამიერად, თითქმის არც კი მეხება ტუჩებზე.
- ძილინებისა..
გვერდს მივლის.
- გიორგი.. - მაინც ვაჩერებ.
ტრიალდება.
- ხვალ..
- ხვალ მითხარი.
თითქოს, შემდეგი დღის ძალას მაძლევს და არც..
თავს ვუქნევ და თვალებს ვხუჭავ.
ვერ ვხედავ როგორ მიდის, მაგრამ ვგრძნობ.
იმასაც ვგრძნობ, რომ დაბრუნდება.
დაბრუნდება და თან სამუდამოდ..
***
თიკოს უშედეგო ლოდინის შემდეგ, ნიცასთან მივდივარ. ისევ უშფოთველად სძინავს. საბანს ვუსწორებ და ზუსტად მაშინ, როცა ვაპირებ რომ გვერდით მივუწვე, კარის ჭრიალის ხმა მესმის და ვჩერდები.
სპეციალურად დავტოვე ღია. ვიცი, რა დროსაც არ უნდა მოსულიყო, მაინც შემოიხედავდა.
- თიკო. - არ ვიცი, სინათლე რომ ვერ დაინახა ამიტომ დააპირა უკან გაბრუნება თუ რა იყო, მაგრამ კიდევ კარგი, დროულად დავიჭირე.
- ენე, მეგონა გეძინათ. - თავის მართლების ინსტიქტი აუმუშავდა.
- წამოდი, აივანზე გავიდეთ. - თვალითაც ვანიშნებ და პირველი შევდივარ ოთახში.
მომყვება.
ნიცას, მხოლოდ წამიერად ავლებს თვალს და ისიც აივანზე გამოდის.
- მაპატიე, ვიცი, რომ მელოდებოდი, მაგრამ.. უფრო ადრე მოსვლა ვერ მოვახერხე.
უბრალოდ ვოხრავ.
- თიკო, როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს რაღაცეებს?
- თქმას ვაპირებდი.. - თვალს ვერ მისწორებს.
- როდის? ქორწილის დღეს?
- რა ქორწილი, ენე. კარგი რაა.. ჯერ შეყვარებულებიც არ ვართ - სახეზეც ეხატება უკმაყოფილება და გვერდს მივლის.
- მაგიტომაც კოცნიდი, არა?
- შენ რა, მითვალთვალებდი? - თვალები უფართოვდება.
- რა შუაშია, უბრალოდ დავინახე.
ღრმად სუნთქავს, მოაჯირს აყოლებს ხელს და მერე, ცაზე, მთვარეს აკვირდება.
- თიკო.
- 2 დღეა, რაც ვიცნობ, ენე. მეუბნება, რომ ჩემზეა შეყვარებული, მაგრამ ასე მალე როგორ დავთანხმდე ურთიერთობაზე..
- და?
- და არაფერი. მომწონს, კარგი ბიჭია, მაგრამ.. მინდა, რომ უკეთ გავიცნო. ასე უცებ, ვერ ჩამოვეკიდები კისერზე. ჯერ არაფერი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ მეგობრები ვართ. წეღან.. პირველად მაკოცა და რომ დაგეცდია, ამას მოგიყვებოდი. - წარბებს კრავს და ისევ მარიდებს მზერას.
არადა, რა ჩემი ბრალია, მართლა შემთხვევით არ დავინახე?
- თან.. შენც შენი პრობლემები გაქვს. სანდროც დაემატა ყველაფერს. ვიფიქრე, რომ ამის დრო არ იყო.
განდგურებული იყავი. როგორ მეთქვა, იცი, თქვენი სერიალის მთავარი პროდიუსერი მეფლირტავება მეთქი..
ვჩუმდები. მართალია, რა ვუთხრა. მისი ჩამოსვლის დღიდან, ნორმალურად არც გვისაუბრია, აზრადაც არ მომსვლია, ერთხელ მაინც, მისთვისაც მეკითხა როგორ ხარ, რა ხდება შენს თავს - მეთქი. ისე ვარ საკუთარ პრობლემებს გადაყოლილი, გარშემო ვერაფერს ვეღარ ვამჩნევ.
- მაპატიე.. - სხვა ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებ - რა უფლება მაქვს, რომ გიბრაზდები..
- არ მიბრზადები, ნორმალური რეაქცია გაქვს, თავი არ დაიდანაშაულო.
- უბრალოდ.. გული დამწყდა. მეგონა, რომ არ მიყვებოდი, არ მომიყვებოდი თუ რაღაც ასეთი.. - ვხვდები, რომ უკვე წინადადებასაც ვეღარ ვალაგებ და საერთოდ ვჩუმდები.
- კარგი რა, არ მოიწყინოო. -მიახლოვდება და თავად მიღიმის - დაივიწყე და მომიყევი, როგორი ბიჭია დათო.. ანუ, როგორი უფროსია, ხშირად ბრაზდება ხოლმე?
თვალები უციმციმებს. ამაზე, მეც მეღიმება. პირველად ვხედავ, ასეთ ბედნიერს და მინდა, სულ ასეთი იყოს.
- სიტუაციას გააჩნია. მთავარია, მდგომარეობიდან არავინ გამოიყვანოს, ისე არაუშავს. როგორღაც ვიტანთ, მის წუწუწნს.
- ანუ წუწუნებს ხოლმე? - ეღიმება - არადა, მიმტკიცებდა წუწუნი არ მიყვარსო.
- რეალურად, არ ვიცი. მაგრამ გადაღებისას.. არ გაიმტყუნება, უნდა რომ კარგი გამოვიდეს.
- ჰო, არა?
- ჰო - თავსაც ვუქნევ.
- თუ გინდა, დღეს მეც თქვენთან დავიძინებ..
- შეიძლება.
- მაგარია. ნიცა რომ გაიღვიძებს და ორივეს ერთად დაგვინახავს.
ნუ.. შენ კი გირჩევნია, გიორგი იყოს ჩემს ნაცვლად, მაგრამ..
- თიკო! - მაშინვე თვალებს ვუქაჩავ.
ეცინება.
- არ გეგონოს, არ ვიცოდე, რომ ხვდებით, ქალბატონო ელენე. შენ რომ გადამეკიდე, რატომ დამიმალეო, მე ეგრე გადაგეკიდე? პატიოსნად გელოდები, როდის გადაწყვეტ მოყოლას, როდის იქნები მზად.
- ჩვენი სიტუაცია, სხვანაირი თიკო. ხომ იცი, რომ..
- ვიცი, კარგი. ისიც ვიცი, რომ ადვილი არაა ამაზე ლაპარაკი. მე არაფერს გაძალებ..
- ვიცი, არც მე მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო.
- მე ისედაც ვაპირებდი, მოყოლას. ასე რომ, დამნაშავე არ ხარ, არაფერში.
წამოდი დავიძინოთ, ძალიან დავიღალე..
თავს ვუქნევ და უკვე კარისკენ მიმავალს, უკან მივყვები.
***
მზიანი დილა გათენდა. მაგრამ იმდენ ხანს მეძინა, მგონი დილა აღარც არის.
ძლივს ვწევ საწოლიდან თავს და პირველი, კედელზე მყოფ საათს ვუყურებ, რომელიც არა.. არ მეშლება, მართლა თორმეტს აჩვენებს.
ვერ გავიგე, ასე როგორ დამეძინა, რომ ვერც თიკოს ადგომა გავიგე და ვერც ნიცასი.
სწრაფად ვდგები და მაშინვე კარადასთან მივდივარ.
კვლავ რაც ხელში მხვდება იმას ვიღებ და ამჯერად, აბაზანისკენ ვიღებ გეზს.
ვიცი, რომ ნიცა თუ ჩემთან არაა, თიკოსთანაა და მშვიდად ვარ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ვჩაქრობ ან.. ვერ ვჩქარობ, მიუხედავად იმისა, რომ გონება ათას რამეზე მაფიქრებს და მაჩქარებს, მაინც.
ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს. რაღაცნაირი წინათგრძნობა მაქვს და ვერ ვხვდები ვის ეხება ან რას ეხება.
როგორც კი გამოვდივარ, მაშინვე ტელეფონს ვიღებ და თიკოს ვურეკავ. მეორე ხელით, ვცდილობ თმა გავიშრო, მაგრამ თიკო არ მპასუხობს და ნერვიულობა მეწყება. სასწრაფოდ ვთიშავ ფენს და ჯერ კიდევ ნახევრად სველი თმით გამოვდივარ გარეთ.
დერეფანში სიმშვიდეა.
წესით, პირველზე გადაღებები უნდა დაგვეწყო და ცოტა ხნით ადრე, ყველა დაბლა უნდა იყოს შეკრებილი, მაგრამ იქ ჩასულს, რამდენიმე ადამიანის გარდა არავინ მხვდება და ისინიც ისე ნერვიულად გადი გამოდიან, უკვე აშკარაა, რომ რაღაც მოხდა.
მათკენ მივდივარ და ოდნავ მოშორებით მდგარ თიკოს და ნიცასაც ვხედავ. ვმშვიდდები, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ.
- დედაა.. - როგორც კი ვუახლოვდები, მაშინვე ჩემსკენ მორბის ნიცა.
ვეხვევი და როგორც შემიძლია ვუღიმი.
- რა ხდება? - ახლა დათოზე გადამაქვს მზერა, რომელიც ნერვიულად ათამაშებს ტელეფონს ხელში.
- მეორედ მოსვლაა, ელენე.
- წესიერად მითხარი. - სათითაოდ ვავლებ ეიფორიაში მყოფ მსახიობებს თვალს.
- სანდრო წავიდა. გიორგი გაქრა. ზურა აი ასე წეწავს - თავისი ხუჭუჭა თმისკენ მიაქვს ხელი და იმიტაციას აკეთებს.
ვშეშდები. წავიდა.. გაქრა..
გონებაში გაორებულად ჩამესმის და ყველანაირად ვცდილობ დავიჯერო, რომ მათი ერთდროულად წასვლა, ერთად წასვლას არ ნიშნავს.
- სად.. - ძლივს ვიღებ ხმას- სად წავიდნენ..
- სანდრო ამერიკაში დამტყდარა. მესიჯი მომწერა, უყურე.. - ცხვირწინ მიფრიალებს ტელეფონს, თუმცა არაფრის წაკითხვის თავი არ მაქვს.
- დილის 6 საათზე გაფრენილა და მხოლოდ ახლა მომწერა. ან ჩამოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არის..
ოდნავ ვმშვიდდები, მარტო წავიდა. ანუ გიორგი მასთან ერთად არაა.
მთავარია, რომ მას არ მივუტოვებივარ.. ასე ვერ მომექცეოდა..
- გიორგი? - გაუბედავად ვეკითხები.
- არ ვიცი. აზრზე არ ვარ. - მხრებს იჩეჩავს. - დილიდან ვერავინ პოულობს, ტელეფონი გამორთული აქვს.
- დაბრუნდება.. - უფრო ჩემთვის ვამბობ.
- ყველამ ვიცით, რომ ასეთი რაღაცეები ახასიათებს, მაგრამ დარეკავდა, მომწერდა. ყოველ შემთხვევაში ვიღაცას გააგებინებდა მაინც.. დანიშნულ დროს, ამდენს არ გადააცელდა - საათზე იყურება - არ ვიცი, ღმერთმა გისმინოს, იქნებ მართლა დაბრუნდეს.
- გიორგი მე დავინახე დილას, .. - მოულოდნელად სწევს თავს ნიცა.
- რა? სად დედიკო?
- სად დაინახე? - ახლა, დათოც ერთვება საუბარში.
- აივანზე რომ გავედი, იქ იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.. დაძახებას ვაპირებდი, მაგრამ ქეთიო, რაღაც.. ასე თქვა და გაიქცა. ვერ გავიგე, რატომ გაიქცა, მაგრამ..
აღარაფერი მესმის.
გონებაში, მხოლოდ ქეთია..
ქეთი და მისი გაქცევა..
ვიცი, რომ ან 'დაბნელდა ან გათენდა..'
მარამ ისიც ვიცი, რომ 'დაბნელებას' ვერცერთი ვერ გადავიტანთ..
_________________________
სიყვარულებოო... თქვენი აზრით, დაბნელდა თუ გათენდა?
ბოლოს წინა თავია.
ვინც 'სპორტის მასწავლებლებს' კითხულობდით, ახლა დავფიქრდი და.. მგონი შეიძლება პარალელის გავლება. (მის ბოლოს წინა თავთან)
უნებურად მოხდა, გეგმაში არ ყოფილა.
თავისით დაემსგავსნენ.
ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
გელით, როგორც ყოველთვის..
სიყვარულით
ელა'ტრისი



№1 სტუმარი ანუ

ამ პერსონაჟების არ ვიცი მაგრაააააამ აი მაგ "დაბნელებას" მე რო ნაღდად ვერ გადავიტან აი ეგ ზუუუსტად ვიცი....

მე მჯერა რომ გათენდება ^-^ სხვა ვარიანტის განხილვას არ ვაპირებ, იმიტორო უბრალო ფიქრიც გულს მიხეთქავს..

ველი მომდევნო თავს, მალე დადე რა, მეშინია ფიქრებით გული არ გამისკდეს :დ

 


№2  offline წევრი EllaTriss

ანუ
ამ პერსონაჟების არ ვიცი მაგრაააააამ აი მაგ "დაბნელებას" მე რო ნაღდად ვერ გადავიტან აი ეგ ზუუუსტად ვიცი....

მე მჯერა რომ გათენდება ^-^ სხვა ვარიანტის განხილვას არ ვაპირებ, იმიტორო უბრალო ფიქრიც გულს მიხეთქავს..

ველი მომდევნო თავს, მალე დადე რა, მეშინია ფიქრებით გული არ გამისკდეს :დ

დაწერილი რომ მქონდეს, ან მინიმუმ მოფიქრებული, ამ წამს დავდებდი ^_^
მესმის, რასაც და როგორც გრძნობ, არც მე მიყვარს სიბნელე, ვნახოთ რა და როგორ იქნება.
პ.ს ❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი one

ell ai mesmis dagvdzabe da dagvtove)))
gamixarda axali tavi da tan ar meyo, tumca dasasruls vuakhovdebito romaghnishne ar metmoba))
kargi iyo rogorc yoveltvis
kargi khar❤️

 


№4 სტუმარი Ana-maria

ოღონდ "დაბნელება"არა რაა.გიორგის დაბნელება ელენეს დაბნელებაცაა და ნიცაც ძალიან ცოდვაა. ქეთის არ მემეტება. ეს ისტორია რომ შედგა ფაქტია,ისე ვნერვიულობ თითქოს ჩემი ახლობლები იყვნენ.

 


№5  offline წევრი EllaTriss

one
ell ai mesmis dagvdzabe da dagvtove)))
gamixarda axali tavi da tan ar meyo, tumca dasasruls vuakhovdebito romaghnishne ar metmoba))
kargi iyo rogorc yoveltvis
kargi khar❤️

არც მე მეთმობა.., იმდენად შევეჩვიე და იმდენად შეგეჩვიეთ, მაგრამ ახლა ასეა საჭირო.
მიხარია, რომ მოგეწონა..❤
ბევრს ნიშნავს ჩემთვის ❤

Ana-maria
ოღონდ "დაბნელება"არა რაა.გიორგის დაბნელება ელენეს დაბნელებაცაა და ნიცაც ძალიან ცოდვაა. ქეთის არ მემეტება. ეს ისტორია რომ შედგა ფაქტია,ისე ვნერვიულობ თითქოს ჩემი ახლობლები იყვნენ.

ანამარია, თქვენი არ იყოს მეც ვნერვიულობ.
არც მე მემეტება არცერთი, ამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ, ერთად მოვდივართ..
თითოეული პერსონაჟი ახლობელია, თუ თქვენთვისაც ასეა, მიხარია.
❤პ. ს იმედი მაქვს, სანერვიულოდ არ გვექნება საქმე..

 


№6  offline წევრი OKI ME

აუუ ელაააა heart_eyes heart_eyes ეს რა თავი დადე გოგო? yum yum

კარგი, სანდროს ამ ეტაპზე აღარ გავლანძღავ. laughing laughing laughing ისიც ეყოფა წინა თავების ბოლოს კომენტარებში რაც ვლანძღე. laughing laughing რადგან წავიდა .... თუმცა უკეთეს არც მოველოდი მისგან. laughing laughing ისე, დავიჯერო ვერ მიხვდა ნიცაზე? ან ეჭვი მაინც არ გაუჩნდა? კარგი, შევეშვათ სანდროს. laughing laughing ნამეტანი გამიგრძელდა მაგ კაცზე საუბარი. smile smile ისე რა შეუსრულა ნიცამ ზურას და სანდროს? laughing laughing ზურა ხმას ვერ იღებს, სანდრო ჯერ ვერ შევიდა როლში და მერე საერთოდ აორთქლდა საქართველოდან. laughing laughing

ოო, ნუთუ ქეთისკენ კარგი ამბებია? ვნახოთ, ვნახოთ, რას დაატრიალებ ერთი შემდეგ თავში. heart_eyes heart_eyes

ნიცა, არის ბავშვი პოზიტივი heart_eyes heart_eyes heart_eyes

თიკოს ამბავმა გამახარა ძალიან heart_eyes heart_eyes იმსახურებს ეს გოგო ყველაფერ კარგს heart_eyes heart_eyes


ახლა, ველოდები ელენეს და გიორგისკენ კარგ ამბებს laughing laughing კი, მეეჭვება ასე მარტივად გამოუვიდეს გიორგის, იმ მავნე ჩვევების მოშორება, მაგრამ ვნახოთ აბა. stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

წარმატებები ელა და როგორც არასდროს ისე ველი ახალ თავს laughing laughing laughing

 


№7  offline წევრი EllaTriss

Megioki
აუუ ელაააა heart_eyes heart_eyes ეს რა თავი დადე გოგო? yum yum

კარგი, სანდროს ამ ეტაპზე აღარ გავლანძღავ. laughing laughing laughing ისიც ეყოფა წინა თავების ბოლოს კომენტარებში რაც ვლანძღე. laughing laughing რადგან წავიდა .... თუმცა უკეთეს არც მოველოდი მისგან. laughing laughing ისე, დავიჯერო ვერ მიხვდა ნიცაზე? ან ეჭვი მაინც არ გაუჩნდა? კარგი, შევეშვათ სანდროს. laughing laughing ნამეტანი გამიგრძელდა მაგ კაცზე საუბარი. smile smile ისე რა შეუსრულა ნიცამ ზურას და სანდროს? laughing laughing ზურა ხმას ვერ იღებს, სანდრო ჯერ ვერ შევიდა როლში და მერე საერთოდ აორთქლდა საქართველოდან. laughing laughing

ოო, ნუთუ ქეთისკენ კარგი ამბებია? ვნახოთ, ვნახოთ, რას დაატრიალებ ერთი შემდეგ თავში. heart_eyes heart_eyes

ნიცა, არის ბავშვი პოზიტივი heart_eyes heart_eyes heart_eyes

თიკოს ამბავმა გამახარა ძალიან heart_eyes heart_eyes იმსახურებს ეს გოგო ყველაფერ კარგს heart_eyes heart_eyes


ახლა, ველოდები ელენეს და გიორგისკენ კარგ ამბებს laughing laughing კი, მეეჭვება ასე მარტივად გამოუვიდეს გიორგის, იმ მავნე ჩვევების მოშორება, მაგრამ ვნახოთ აბა. stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

წარმატებები ელა და როგორც არასდროს ისე ველი ახალ თავს laughing laughing laughing

ნუ რა გითხრა, სანდრომ რა იეჭვა , არ იეჭვა, რატომ წავიდა, ეგ მეც არ ვიცი..
არც მე ველოდი მისგან სხვა საქციელს.
უფრო იმას მიხვდა, რომ თავიდანვე შეცდომა იყო ჩამოსვლა და დარჩენის შემთხვევაში თუ ისევ ვერ 'ითამაშებდა' ისე, როგორც სცენარს სჭირდებოდა, მისთვისვე იქნებოდა ცუდი.
მიხარია, თიკო რომ გაგეხარდა^_^
ელენეს და გიორგისკენ ცვლილებებს, ყველა ველით, ვნახოთ.. რა კუთხით და როგორ იქნება.
მადლობა!
შევცდები, მალე იყოს.
❤❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ შემდეგს ^-^

 


№9  offline წევრი EllaTriss

სტუმარი მარი
როდის დადებ შემდეგს ^-^

ან ხვალ, ან ზეგ ❤

 


№10  offline წევრი likuu_s

პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ შესანიშნავად წერ! საოცარი გოგო ხარ, მართლა!

საოცარი გრძნობით წერ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

მთელი ისტორია დაძაბულმა წავიკითხე, სულ იმის მოლოდინში, რამე ისეთი არ მომხდარიყო მომდევნო თავში.
ამ გადაღებებზე ელენეს ემოციები და ცისია ისე საოცრად დახატე... ვგიჟდები შენზე!

რატომღაც, ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ გათენდა. აუცილებლად ასე იქნება, რადგან ყველაფრის მერე ცუდ დასასრულს არც ერთი იმსახურებს.

ვფიქრობ, საკმარისი გადაიტანეს აქამდე.


ველი შემდეგს!
წარმატებები!<3

 


№11  offline წევრი EllaTriss

likuu_s
პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ შესანიშნავად წერ! საოცარი გოგო ხარ, მართლა!

საოცარი გრძნობით წერ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

მთელი ისტორია დაძაბულმა წავიკითხე, სულ იმის მოლოდინში, რამე ისეთი არ მომხდარიყო მომდევნო თავში.
ამ გადაღებებზე ელენეს ემოციები და ცისია ისე საოცრად დახატე... ვგიჟდები შენზე!

რატომღაც, ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ გათენდა. აუცილებლად ასე იქნება, რადგან ყველაფრის მერე ცუდ დასასრულს არც ერთი იმსახურებს.

ვფიქრობ, საკმარისი გადაიტანეს აქამდე.


ველი შემდეგს!
წარმატებები!<3

ლიკუნა, არ მახსოვს თუ მომყვებოდი, მაგრამ ძალიან გამეხარდა შენი ხილვა. ❤
ჩემი დილის პოზიტივი ხარ!
მიხარია, თუ ეს გრძნობები და ემოციები ბოლომდე მოდის.
ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
ვნახოთ, მეც თქვენსავით ველი დასასრულს.
პ.ს ბევრი, ბევრი გულები შენ ❤❤❤❤❤❤

 


№12  offline წევრი გ უ გ უ

გათენდა, რა თქმა უნდა❤❤ ძალიან კარგად წერ. ეს ისტორიაც ძალიან მომეწონა❤ კარგად აღწერ ყველაფერს.
წარმატებებიი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent