შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

#21 [ თავი XIII ]


29-06-2021, 20:02
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 913

XIII

იქ, სადაც პლიუსი და მინუსი ხვდებიან ერთმანეთს; სადაც აბსცისა კვეთს ორდინატს; წარსული ხვდება მომავალს - ყველაფერი აზრს კარგავს. "აქ და ახლა" იმარჯვებს ყოველ წამს და ყოველი წინა და მომდევნო წამის არსი უსასრულობაში იკარგება ისე, რომ დროის ცნების შემქმნელი არსებები რჩებიან ბრმანი და ყრუნი. ის ორი კი ვერასდროს შეხვდება ერთურთს ბრძოლის ველზე. წარსული მომავალს ვერ დაეწევა და ყოველი მოპარული დროის ნამცეცი წარსულად იქცევა მაინც. ხოლო ერთი ომში მეომარი ვერ იქნება.

ორ კვირაზე ოდნავ მეტი გავიდა, რაც ქრისტინი სახლიდან არ გასულა. პროდუქტების საყიდლად მეზობლის ბიჭს აგზავნიდა და ორჯერ მეტს უხდიდა, ვიდრე პროდუქტების ღირებულება იყო. სიმართლე ითქვას, დღეში ერთხელ თუ შეჭამდა, მადლობა ეთქმოდა.
მობილური არა, ინტერნეტი არა, გარესამყაროსთან კონტაქტი არა.
ფანჯარასთანაც კი არ მიდიოდა, ბრწყინვალე აისსა და მოქუფრულ დაისს არ ეგებებოდა, მწველი მზე და ვერცხლისფერნათება მთვარე თვალით არ უნახავს. ელიზაბეტი, რომელიც მის კარზე თითქმის ყოველდღე აბრახუნებდა, მისთვის ცარიელი ადგილი იყო.
ცხოვრების ძვირფასი ნამცეცები, თითქოს, თითებშუა გაპარული ქვიშასავით ეცლებოდა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა ამას.
უნდოდა ეს თუ არ უნდოდა, მისი წარსულიდან აღმოცენებული მეგანი გახდა მასზე თვალთვალის მიზეზი და საერთოდაც, არ სიამოვნებდა მეორეხარისხოვან პერსონაჟად ყოფნა. რა ადამიანურია, არა? ეგოისტი იყო ქრისტინი, სიამოვნებდა თავისკენ მიმართული ყურადღება, თუმცა ის, რაც ხდებოდა - მეტისმეტი იყო.
ფიქრობდა, განუწყვეტლივ ფიქრობდა რა შეიძლებოდა, რომ მოემოქმედებინა, მაგრამ მაინც არაფერი მოსდიოდა აზრად.
ლეონთან და ოლივიასთან მისულიყო? მერე ? ზუსტად იცოდა, რომ მათთანაც ჩამწერი მოწყობილობები იყო ენ რაოდენობით, მან ეს საკუთარი თვალით ნახა იმ ფაილში. ელიზაბეტთან მისულიყო და კორნელზე ინფორმაცია მოეთხოვა მისგან? სრული სისულელეა სთხოვო შეყვარებულ ადამიანს მისი სიყვარულის ობიექტზე კომპრომატი შემაგროვებინეო, არ იყო ქრისტინი ამდენად სულელი.
რა უნდა ექნა? ვერაფერსაც ვერ იზამდა. ამ ადამიანის მიმართ, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ვისთვისაც არ უნდა მიემართა, არაფერს ჰქონდა აზრი. უბრალოდ, არ ჰქონდა და მორჩა. ეს ფაქტი იყო.
მეგან ჰემფრი. რა ქნა მეგანმა, რომ კორნელმა იგი ცხრაკლიტულში გამოკეტა? მართალი იყო ის, რომ მეგანი ერთადერთი მონაწილე იყო მთელი ამ ფარსის, რომელიც პირველი წელი არ იყო, რაც გრძელდებოდა? რაში ჭირდებოდა კორნელს ამ ფსევდო-ექსპერიმენტის ამდენად გაჭიანურება თუ მეგანი ერთადერთია ? იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა ქრისტინს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ლამის, თავის ქალა აეხადა ფიქრით. ეს ყველაფერი შიგნიდან ღრღნიდა ქალს. ის და მეგანი მეგობრები იყვნენ? ამდენი წლის შემდეგაც? ნეტა, მეგანი რას ფიქრობდა? ან ქრისტინი? სპენსერი ვერ ჩამოყალიბდა. რაღაც მხრივ, სინდისი აწუხებდა, ბავშვურად, რომ სხვა სოფელში გადავიდა, მეგანის დედის გამო და მეგანზე ფაქტობრივად, უარი თქვა, მაგრამ… მეორე მხრივ, არასდროს დავიწყებია იგი. მაგრამ თუ არ დაავიწყდა, როცა გაიზარდა, რატომ არ დაუკავშირდა მას? იმიტომ, რომ სინდისი კვლავ ქენჯნიდა და თვალებში ვერ შეხედავდა თავის დიდი ხნის მეგობარს.
ფიქრთა განუწყვეტელი ნაკადი არა და არ ჩერდებოდა. ქრისტინი წინ და უკან დადიოდა და ცდილობდა აეწყო ის პაზლი, რომლის აწყობა მხოლოდ ფლინს შეეძლო. რატომ? რატომ? რატომ? ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ ფლობდა ამხელა გავლენას და ინფორმაციას? რას რატომ აკეთებდა? ამაზე არამხოლოდ ქრისტინი, არამედ მთელი სამყარო ლაპარაკობდა, ოღონდ ჩურჩულით.
და გადაწყდა.
გაძვალტყავებულ სხეულზე ტანსაცმელი ისე მოერგო, როგორც საკიდს, თუმცა დიდად არ აღელვებდა ეს. ფეხსაცმელში ფეხი რომ ჩაუვარდა, არც ეგ. თასმები ძლიერად შეკრა და როცა დარწმუნდა, რომ არ გასძვრებოდა დაკმაყოფილდა. ტელეფონი აიღო და გაახსენდა, რომ ოლივიას ტელეფონი ჩაწერილი არ ჰქონდა. მთელი ბინა გადაატრიალა და ძლივს იპოვა მისი სავიზიტო ბარათი. ცდა ბედის მონახევრეაო თქვა და მობილური ჩართო. გამოტოვებულ ზარებს ზედაც არ შეხედა, მათი უსასრულო რაოდენობის მიუხედავად და ნომერზე დარეკა.
- გისმენთ. - ამოიზმუილა ხმამ მეორე ბოლოში. ახლაღა შეამჩნია სპენსერმა, რომ ღამის ორი საათი იყო, მაგრამ რადგან გაბედა, უკან დასახევი დროც არ იყო.
- ოლივია, ქრისტინი ვარ, ქრისტინ სპენსერი. - ხმა უკანკალებდა, მაგრამ მაინც ცდილობდა, რომ ოლივიას არ შეემჩნია ეს. თუმცა აჟიტირებულმა ოლივიამ, რომელსაც სურვილი აუხდა, ეს მაინც ვერ შეამჩნია.
- გისმენ, ქრისტინ, გისმენ. - გული იმდენად სწრაფად უცემდა, რომ თავი ხელში ძლივს აიყვანა.
- სად ხარ? მისამართი, მისამართი მომწერე და მოვალ. - ჩქარობდა, ძალიან ჩქარობდა. შიში ნაბადივით შემოეხვია და ყინავდა მას.
- რა მოხდა? - დაფრთხა ოლივიაც.
- უბრალოდ, მომწერე, მოვალ. - თქვა და გათიშა. ხელები უკანკალებდა და სურდა, რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია ოლივიამდე. ოცდაათიოდე წამი არ იყო გასული, რომ მისამართი უკვე იცოდა. კიბეები ჩაირბინა და სანამ სადარბაზოდან გამოვიდოდა, გარემო დაზვერა. აქაოდა ვინმე არ მითვალთვალებდესო, როდესაც ვერაფერი შეამჩნია მანქანაში ჩახტა და დაქოქა.
თორმეტ წუთში უკვე ოლივიასთან იყო. ხვდებოდა, რომ მისი ბინა არ იქნებოდა იმდენად დაცული, როგორც თავისი შიდა თვალთვალის თვალსაზრისით, თუმცა არ შეიძლებოდა იმის გამორიცხვა, რომ ფლინმა ცოცხალი ძალა გამოიყენა გარე თვალთვალისთვის. რადგან ქრისტინმა ვერ შეამჩნია, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იქ არავინ იყო. ამას ხვდებოდა ქალი. მას არ ჰქონდა ამგვარი ცხოვრების გამოცდილება და მხოლოდ ლოგიკაზე დაყრდნობით შეეძლო ემსჯელა. თუმცა ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ადამიანი ალოგიკური და ირაციონალურია მთელი თავისი არსით.
მუდმივად იმზირებოდა სარკეებში, რათა არაფერი გამოჰპარვოდა, მაგრამ ვერაფერი შეამჩნია. არავინ აედევნა. ან მას ეგონა ასე.
მანქანა გააჩერა თუ არა, შურდულივით შევარდა სადარბაზოში და ოლივიასკენ დაიძრა.
- რა მოხდა? - კარშივე შეაგება სიტყვები ოლივიამ, თუმცა ქრისტინმა მუნჯურად დაიწყო მთელი ბინის გაფილტვრა. ყველაფერი გაჩხრიკა, რაც, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა ბინის მეპატრონეს, თუმცა როდესაც ხმის ჩამწერი, სათვალთვალო და ა.შ. დაინახა შოკირებული მდგომარეობიდან გამოსვლა გაუჭირდა. მეგანის ბინაში შემჩნეული სათვალთვალო კამერა გაახსენდა და ტუჩზე იკბინა, ჩემთან ეს როგორ გამომრჩაო.
- დამეხმარე. - მოკლედ მოუჭრა სპენსერმა.
ფლინმა მეორე თვალი და ყური დაკარგა.
ერთ საათზე ცოტა მეტ ხანს მოუნდნენ ყველაფრის შემოწმებას. ქრისტინი გზადაგზა შეიკურთხებდა ხოლმე რა ჯანდაბად გინდა ამხელა ბინაო, მაგრამ მაინც აგრძელებდა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი მოიშორეს, ქრისტინი სამზარეულოში გავიდა და მაგიდას მიუჯდა.
- საიდან იცოდი, რომ ჩემს ბინაში სათვალთვალო კამერებია? - მის წინ დაჯდა ოლივია და თვალი თვალში გაუყარა.
- მისმინე, გრძელი ამბავია, ამიტომ…
- არა, მომიყევი. რა გარანტია მაქვს, რომ ფლინთან არ მუშაობ? - ტონს აუწია ოლივიამ და წამოდგა.
- დამშვიდდი და დაფიქრდი! - ნერვებმა უმტყუნეს ქალს. ამდენი ხნის ნაგროვები ემოციები, რომელთაც სულის სიღრმეში არსებულ ბნელ კარადაში კეტავდა, მდინარესავით ადიდდნენ და მათი შეკავება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. - რატომ მოვიდოდი შუაღამისას, რომ ყველაფერი მომეშორებინა შენს ბინაში? ფლინმა ისე დაამონტაჟა, რომ აზრზე ვერ მოხვედი, რომ დასჭირვებოდა, ზუსტად ასე უჩუმრად წაიღებდა ყველაფერს. ჩემს ბინაში ანალოგიური სიტუაცია იყო და მეტსაც გეტყვი, ლეონის, მეგანის, ვიღაც კევინის და ჩემი მეგობრის ბინაშიც კი ყველაფერი ასეა. რა ჯანდაბად მჭირდება ასე ნათლად მოსვლა შენთან და შენი ეჭვქვეშ დაყენება, თუ იმ ნაბიჭვრის სამსახურში ვარ?! - მიაყარა სიტყვები და სწრაფად სუნთქვა დაიწყო. ეს მეტისმეტი იყო ქრისტინისთვის, რომელსაც ჩონჩხისგან ძლივს გაარჩევდით.
- კარგი, კარგი. - ხელები გაასავსავა ოლივიამ. - მაშინ საიდან იცი მათი არსებობის შესახებ? შენ თვითონ შეამჩნიე?
- წარმოდგენაც არ მაქვს ვინ ჯანდაბაა კევინი, შენი აზრით, მასთან ამას შევამჩნევდი?!
- თუ პრეტენზიების გამოსახატად მოხვედი და შორი გზიდან მოუაროს სტილს ემხრობი, შეგიძლია აქედან დაახვიო, გაიგე?! - აქ უკვე ოლივიამაც ვერ მოითმინა. ქრისტინი ოდნავ გაოცდა, თუმცა მიხვდა, რომ მხოლოდ ის არ გრძნობდა თავს უსუსურად, ამიტომ სცადა დამშვიდებულიყო. ოლივიაც ისე იყო განერვიულებული, როგორც თვითონ და ვიღაც მაინც უნდა დარჩენილიყო ოდნავ ადეკვატური მსგავს სიტუაციაში. თუმცა ქარიშხალივით დაუარა ყველა გრძნობამ ერთად. ქრისტინი არ იყო ადეკვატური ამ სიტუაციაში.
- მაპატიე. უბრალოდ… უბრალოდ, ორი კვირაა, რაც ამის შესახებ ვიცი და სირაქლემას პოზიცია დავიკავე. სახლიდან არ გავდიოდი, ტელეფონი გამოვრთე, ინტერნეტი რა ხილია არ ვიცოდი და… დავიღალე. - თქვა და თავი ხელებში ჩარგო. პირველად ამ ხნის განმავლობაში მან მისცა საშუალება თავს, რომ ემოციები ამოენთხია. გულამოსკვნილი ტიროდა და თან სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს. - მეგობარი მყავს, ელიზაბეტ სმიტი. კორნელთან მუშაობს უკვე ხუთი წელია და ამ ხუთი წლიდან, ორი წელიწადია თავგამოდებით უყვარს ეგ არსება. - ოლივიამ ჭიქით წყალი მიაწოდა, ქრისტინმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. - მოკლედ, მაშინ იმიტომ არ დაგიჯერეთ, რომ ელიზაბეტისგან ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო, ეს მონაწილეები, თანხა და ა.შ. მერე, ვიზიტზე არ მოვიდა, ყოველთვის მოდის ხოლმე, როცა იტყვის. მოკლედ, ინფორმატორის ფაილი უნდა გაეხსნა ელიზაბეტს, უფრო სწორად, შეეძლო გაეხსნა ან არ გაეხსნა, მაგრამ, რადგან თქვენ სამიოდე დღით ადრე მოხვედით ჩემთან, ცნობისმოყვარეობას ვერ გავუძელი და ვუთხარი - ერთად გავხსნათ-მეთქი. ჰოდა… - ქალი თანდათან მშვიდდებოდა. ღრმად სუნთქავდა და ყლუპ-ყლუპობით სვამდა წყალს. - მაშინ გავიგე, რომ ყველგან ეს რაღაცები იყო. - თითით წრიული მოძრაობა გააკეთა და ოლივია მიხვდა, რაზე მიუთითა ქრისტინმა.
- გასაგებია. დამშვიდდი. მე და ლეონმა მეგის ბინაში შევამჩნიეთ სათვალთვალო კამერა, რომელიც მეგის სერვერს არ უკავშირდებოდა.
- მერე ?
- მერე ის, რომ აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენთანაც შეიძლება ყოფილიყო. ალბათ, კორნელმა უკვე იცის, რა ინფორმაციასაც ვფლობთ. ისიც იცის, რომ ვცდილობთ რაღაც მაინც მოვიმოქმედოთ.
- ახლა უკვე აღარ ეცოდინება, რას გავაკეთებთ!
- შესაძლოა. რა ჰგავხარ, ჭამა არ გინდა ? - ოლივიამ თემა გადაიტანა, რაც სპენსერს ძალიან გაუკვირდა.
- ა-არა.
- რა არა, საკუთარ თავს სარკეში უყურებ? კაცებს ხორციანი ქალები მოსწონთ, ძვლების ღრღნა არავის ევასება. - წამოხტა ოლივია და მაცივარში შეიხედა. - ეეჰ, კვერცხის გარდა არაფერი მაქვს. - ტირილის იმიტაცია გააკეთა და ქრისტინს გახედა.
- საკმარისია. - ჯერ კიდევ სახტად დარჩენილი იყო ქრისტინი. ოლივიას განწყობის ამდენად სწრაფმა ცვლილებამ დააბნია ქალი.
- არაა. რა გამოვიძახოთ? - თქვა და ტელეფონს დასწვდა.
- ხელი არ ახლო ტელეფონს, გაიგებენ. - აწრიალდა სპენსერი.
- ჰეი, მშვიდად. იმედია, კურიერს არ მოგვიკლავს კორნელი გზაში. - თქვა და აკისკისდა. - ან, იქნებ, კორნელის კაცი იყოს გადაცმული კურიერის ფორმაში და… - ხელის ზურგი შუბლზე დაიდო და გულის წასვლის იმიტაცია გააკეთა. გიჟია ეს ქალიო, ალბათ, იფიქრა ქრისტინმა. - ქრისტინა, მოდუნდი. შეშლილი არ ვარ. ამდენი ხანი თუ მითვალთვალებდა, ერთი საჭმლის გამოძახებაზე არ ატეხს მთელ ამბავს, მერწმუნე. თან, ტელეფონი პირველ რიგში შევამოწმე, გავწმინდე ასე ვთქვათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი მოვსპე იმიტომ, რომ ცხვირწინ კამერები მქონდა და ვერ შევამჩნიე, თუმცა მაინც. თან ლეონსაც უნდა დავურეკო.
- არა, არ შეიძლება დარეკვა. - წამოხტა ქალი.
- შენ ჰომ გაბედე და დამირეკე. გგონია, შენზე ნაკლები გამბედაობა მაქვს ? - წარბი შეჭმუხნა ოლივიამ და სწრაფად აკრიფა ლეონის ნომერი. - ლეო, ქრისტინაა ჩემთან, ჩემი მეგობარი ქრისტინა, ჰომ ხვდები რატომაც გეძახით, არა? იდიოტო! მეორედ კიდევ მოტყუვდები ეგრე და თვალით აღარ დამენახო! მეგანის ქრისტინაა ჩემთან, მოდი და სუში მომიტანე.
- ოლივია… - თვალებგაფართოებული უმზერდა სპენსერი.
- ჰო?
- ასე მშვიდად როგორ შეგიძლია ყოფნა ? - ამოისრუტუნა ქალმა.
- ნერვიულობა სახის კანს ვნებს, მე კი კიდევ დიდხანს მინდა ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. - წაიკეკლუცა ქალმა, თუმცა შინაგანად ისეთ შიშს აეტანა, რომელიც ცხოვრებაში არ უგრძვნია. თავს იმდენად უსუსურად გრძნობდა, რომ დანებებას ცოტაღა აკლდა. მაგრამ არ სურდა, რომ მეგანისთვის ზურგში დანა ჩაეცა, ასე ჰომ მოღალატე გახდებოდა… მეგანის გამო კი არ შიშობდა, მე გავხდები მოღალატეო ამაზე დარდობდა. ადამიანი იყო ბოლოსდაბოლოს, იმიჯი ადარდებდა და არ სურდა, რომ სინდისის ქენჯნა გაჰყოლოდა მისი ცხოვრების ხაზს.
- ლეონის ბინაში კამერებია. ფლინმა ალბათ იცის, რომ მას დაურეკე და ხვდება, ყველა ერთად რომ ვიკრიბებით. - შუბლი ნერვიულად მოისრისა ქრისტინმა. ერთი გაფიქრება გაიფიქრა, რომ ტყუილად მოვიდა, მაგრამ ამ ფაქტს უკვე ვეღარ შეცვლიდა.
- ეს არაფერს შეცვლის. ყავას დალევ?
- რატომ არ შეცვლის?
- იმიტომ. ყავა გინდა? სასწაულ ცივ ყავას ვაკეთებ! - აკუნტრუშდა ოლივია.
- მინდა. კითხვაზე პასუხს გამცემ? - სულ ცოტაც და ყურებს ჩამოყრიდა ქრისტინ სპენსერი.
- ქრისტინა, თავად კორნელ ფლინთან გვაქვს საქმე. გგონია ამ ადამიანს რამე აშინებს ? - ყავის გამზადებას შეუდგა.
- თუ არ აშინებს რა ჯანდაბად სჭირდებოდა ისეთ ხალხთან, როგორიც ჩვენ ვართ, ამ რაღაცების დამონტაჟება?
- ლოგიკურად რომ მივყვეთ, ექსპერიმენტში მონაწილეობს მხოლოდ მეგანი. რატომ კონკრეტულად ის, არ დაფიქრებულხარ? - ხმაში სევდის ნოტები გაუკრთა ოლის.
- ნილი? - სახელი ყელში გაეჩხირა ქალს. ბოლომდე არაფერი იცოდა, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ ეს მზის სხივი მიწაზე აღარ დააბიჯებდა და ჟანგბადს ხარბად არ ისუნთქავდა, ტკივილისგან სახეს უმანჭავდა.
- ჰო, ნილი. კევინი ახსენე. - თქვა და ყავა მაგიდაზე დადგა. - კევინი ის ადამიანია, ვინც ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა.
- ის, რომ ყველაფერი ნილის გამოა?
- არა. - ამჯერად, სევდის კაეშანმა მთლიანად მოიცვა უილიამსი. ნელა და მოზომილად გააგრძელა საუბარი. - დავეჭვდით კორნელში, ძალიან მცირე მიზეზის გამო. იგი არასდროს დადის შეხვედრებზე თვითონ, ყოველთვის ვიღაც სხვა აგვარებს ამ ფორმალობებს. - ამოიოხრა ოლივიამ. - მაგრამ, ამასთანავე, მეგანმა მოასწრო ლეონისთვის იმის თქმა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს ცუდი ბედი ეწიათ და თვითონ კორნელი თავისი დედის მკვლელია.
- რა? - სკამიდან წამოიწია სპენსერი. - ცუდი ბედი? მკვლელი? მეგანმა თქვა ეს ? საიდან იცოდა? - შეშფოთება დაეტყო ხმაზე ქრისტინს. სული აუწრიალდა და შფოთვა გიგანტური ტალღასავით დაატყდა თავს მის რაობას.
- ჰეი, ყავას რატომ არ სვამ? - წარბი შეჭმუხნა და ტუჩები გაბუშტა პატარა ბავშვივით. მართლაც ძალიან სწრაფად ეცვლებოდა განწყობა ამ ადამიანს.
- არა, გთხოვ. ნუ გადაიტან თემას, ყველაფერი უნდა ვიცოდე! - ვედრება მბგერ იოგებზე დახტოდა სწრაფად მოუსვენრობასთან ერთად.
- ჰომ გითხარი… - კარზე კაკუნის ხმა გაისმა. - ლარუსო მოვიდა! - ასკინკილით მივიდა კართან და სწრაფი, თუმცა ვნებიანი კოცნა აჩუქა კაცს.
- ოლივია! რა ჯანდაბა ხდება?! - ღიმილი ვერ შეიკავა და ქალისკენ ნაბიჯი გადადგა.
- რა და ქრისტინა გვეწვია! - იკივლა და შეკვეთილი სუში აწაპნა კაცს. - სასწაულად გემრიელი სუში აქვს ამ დამპალ კაცს! - სპენსერთან მივიდა და შეკვეთა მაგიდაზე დადო. სწრაფად
გახსნა, არც აცია არც აცხელა, ძლივს გახსნილი შეფუთვიდანვე დააგემოვნა. კატასავით აკრუტუნდა სიამოვნების გამოსახატად და უკვე ზაზუნასავით გამოიტენა ორივე ლოყა.
ქრისტინს აოცებდა ოლივია, აღიზიანებდა მისი ხასიათის ამდენად სწრაფი ცვლილება, მაგრამ ქარაფშუტას იარლიყის მიკვრა მაინც ვერ გაბედა. იყო უილიამსში რაღაც ისეთი, რისი ამოცნობაც მან ვერ შეძლო და ეს აფერხებდა. მაინც თვლიდა, რომ ოლი იმაზე მეტად ღრმა იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
თითებით შუბლი მოისრისა და ვერ შეამჩნია, რომ გვერდით ლეონი მიუჯდა. კაცმა ხელები მაგიდაზე დააყრდნო და გაურკვეველი ემოციით სავსე მზერა მიაპყრო ქალს.
- ანუ, ქრისტინა შენ ხარ. - თავშეკავებულობა იგრძნობოდა მის ხმაში. თავს დავდებ, სასწაულად უკმეხი სიტყვების თქმა სურდა, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა.
- ჰო, მე, ჰო უკვე შემრაცხა. - მკრთალად გაუღიმა კაცს. თავში ათასგვარი ფიქრი ერეოდა, ცდილობდა ყველაფერი დაელაგებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
- აქ რისთვის ხარ, ქრისტინ? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა და სიგარეტს მოუკიდა.
- მინდოდა მეთქვა, რომ ყველგან…
- რომ ყველგან კამერებია, მოსასმენია ა.შ. შემდეგ?
- რას გულისხმობ?
- ჩვენი შეხვედრიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. შენ კამერებზე გაიგე ჩვენი სტუმრობიდან სამი დღის შემდეგ, ასეა? - ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი ნელა ამოუშვა ფილტვებიდან.
- როგორც ოლივია ამბობს, შორი გზიდან მოუარე ნუ იქნები, ლეონ. - თვალი თვალში გაუყარა ქალმა. მეტისმეტად პროვოკაციულ ფრაზებს ისროდა ლარუსო. ქრისტინი კი ის ქალი არ იყო ასეთ უნიჭო პროვოკაციაზე წამოგებოდა.
- როგორც მიხვდი, ოლიმ მოასწრო ჩემთვის სიტუაციის მოყოლა. მე ერთს ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გაჭიანურება, თუ შენვე არ ხარ ჩათრეული ამაში? - სკამის საზურგეს მიეყრდნო და მაგიდაზე თითი ააკაკუნა. ჰო, ზოგჯერ, არა, უფრო სწორად, ხშირად ძალიან გამოუცდელი და გულუბრყვილო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ იყო მასში ის სერიოზულობა, რომელიც საჭიროა ცხოვრების მოულოდნელ, რთულ მომენტებთან გასამკლავებლად.
- ამაზე ოლივიასთან უკვე ვილაპარაკე. - იმედგაცრუება ნისლივით მოედო ირგვლივ ყველაფერს. გზის გაგნება შეუძლებელის ნიშნულს უახლოვდებოდა მტკიცე ნაბიჯებით.
- ოლივიასთან ჰო, მაგრამ ჩემთან არა. - დაიჟინა ლარუსომ.
- რა გინდა, რომ ვთქვა? ის, რომ ფლინის ჯაშუში არ ვარ? ის, რომ მეც თქვენს დღეში ვარ და არ ვიცი რა გავაკეთო? რისი მოსმენა გინდა, ლეონ? მითხარი და სიტყვასიტყვით გავიმეორებ. - აფეთქებას საწვავი არ ეყო, ამიტომაც დაღლილობამ სადავეები ხელში ჩაიგდო და გააჭენა ქრისტინის გონება.
- სიმართლის მოსმენა მინდა. - ნახევრადჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ხელები გულმკერდზე გადაიჯვარედინა.
- მეგობარი ფლინთან მუშაობს, ფლინზე გიჟდება და მას ჰქონდა ინფორმაცია. - ღიმილი ღიმილს არ ჰგავდა. - იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ - რა უნდა მოვიმოქმედოთ, გინდა დამნაშავედ გამომიყვანო. ჯანდაბას, რომც ვიყო ფლინის აგენტი, ეს უკვე გაძლევთ საშუალებას, რომ მეტი გაიგოთ და გაერკვეთ სიტუაციაში. როგორც ვიცი, არც ჩემთან ვიზიტის შემდეგ გქონიათ აშკარა წინსვლა ამ საქმეში. - ნიშნისმოგება ვერ გამოხატა, თუმცა კი გრძნობდა მას.
- კარგი, ამჯერად დაგიჯერებ. - უკმაყოფილების შეგრძნება ყელში უჭერდა ლეონს, თუმცა გადაყლაპა და დინებას მიყოლა არჩია.
- მორჩით? - ჯერ კიდევ ზაზუნა საუბრობდა.
- მოვრჩით, პატარავ. - გაიღიმა და მზერა ახლა უკვე საყვარელ ქალს მიაპყრო.
- ვფიქრობდი, ახლა რა ვქნათ? - სუშის ბოლო ნაჭერი გადაუშვა საყლაპავში და საკონტროლო კითხვა დასვა ოლივიამ.
რა უნდა ექნათ? რა შეეძლოთ, რომ გაეკეთებინათ? რა სურდათ? ამ კითხვებზე სხვადასხვა პასუხები არსებობდა. რა უნდა ექნათ? არ ვიცი. რა შეეძლოთ? ის, რაც გააკეთეს. რა სურდათ, რომ გაეკეთებინათ? სრული არაფერი. დროის უკან დაბრუნება სურდათ, რათა ეს საერთოდ არ მომხდარიყო. ცხოვრების გაგრძელება სურდათ ისე, თითქოს, არაფერი მომხდარა, რადგან ეს დილემა გადაუჭრელი ეჩვენებოდათ. ბრძოლა არავის სურდა მაშინ, როცა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ომს აუცილებლად წააგებდნენ.
როცა საქმე მეგობრის სიცოცხლეს ეხება, როცა საქმე საკუთარ სიცოცხლეს ეხება, რომელს აირჩევს ადამიანი? თავგანწირვა? ნუთუ, ეს გამოსავალია? რატომ უნდა აირჩიო ერთ-ერთი, როდესაც შეგიძლია ორივესთვის იბრძოლო? ან საერთოდ შეწყვიტო ბრძოლა და შენი სიზარმაცის გამო ორივენი დაიხოცოთ?
ის, რაც ამ სამ ადამიანს აერთიანებდა სრულიად ბუნებრივი და ადამიანური შიში იყო. ისინი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე, ვერ იაზრებდნენ, რომ მართლაც შესაძლოა საფრთხე შექმნოდა მათ სიცოცხლეებს. ვერ ხვდებოდნენ - სხვის გამო მათი ცხოვრება რატომ უნდა დასრულებულიყო?
ოლივიას და ლეონს გაუცნობიერებელი სიძულვილისა და ზიზღის გრძნობა გაეზარდათ სულში ჩვიდმეტი წლის ბიჭის მიმართ, რომლის სხეული მიწაში უკვე კარგა ხნის გაციებული იყო.
მხოლოდ ქრისტინს უყვარდა იგი ისევ ისე, როგორც მაშინ, როდესაც ბოლოს ნახა - ფაფით ჰქონდა ცხვირ-პირი მოთხუპნული და გოგრა ბლისკენ იწევდა, რომელიც მაგიდის შუაში, ცისფერ ჯამში ეყარა.
ჰო, ქრისტინს იგი უყვარდა, როგორც ადრე. ქრისტინს მეგანიც ისევ ისე უყვარდა.
ქრისტინის გამბედაობა უცაბედად გაიზარდა და დანიშნულ საზღვრებს გადააცილა. ქალი გულში ჩაიხუტა და უჩურჩულა, თუ არ გაბედავ, ვერც გაიგებ რითი დასრულდებაო. აი, მხოლოდ ამ პროვოკაციას წამოეგო ქალი.
ერთადერთი, ვინც ახერხებდა მის პროვოცირებას - თავად ქრისტინი იყო.
და… მან შეძლო.
- ოლივია, რა თქვი, მეგანის ბინაშიც სათვალთვალო კამერა დაინახე? - დუმილი დაარღვია ქრისტინმა. თითქოს, თავს ზემოთ ნათურა აინთო რაღაც გიჟური იდეით.
- ჰო, მეგანის ბინაშიც არის. - თავი დაუქნია ქალმა.
- არ ვიცი, რამდენად სწორად ვმსჯელობ, მაგრამ… - ყოყმანობდა მაინც. სიგიჟე სისულელეშიც იყო შერწყმული. ამას დამატებული ერთი პროცენტიც არ იყო გამართლების შანსი.
- თქვი, რითი უნდა გაგვაოცო. - თვალები აატრიალა ლეონმა, რის გამოც კარგად გვარიანი მუჯლუგუნიც მიიღო.
- მოკლედ… მეგანის ბინა ყველაზე მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, ფლინის მიერ. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. იმდენად ჩვეულებრივები, რომ ფლინისთვის ჭიანჭველებსაც კი არ წარმოვადგენთ. - აღელვებაშეპარული ხმით საუბრობდა.
- სამწუხაროდ, მართალი ხარ. - სიმწრის ჩაცინებას ჰგავდა ლეონის სიცილი.
- ვერაფერს დავუყენებთ წინ, აბსოლუტურად ვერაფერს.
- ბინგო! ამის თქმა გინდოდა?! - გაღიზიანდა კაცი.
- ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია საუბარია, ლეონ. - შეუბღვირა ქალმა.
- ანუ, შენ გვთავაზობ, უბრალოდ, ავდგეთ და კორნელს დაველაპარაკოთ? - ხარხარი აუტყდა ლარუსოს, თუმცა როდესაც ქრისტინის სერიოზული სახე დაინახა - გაჩერდა.
- აზრი არ აქვს. ნებისმიერი, ვინც მას გზაზე გადაეღობება, მოკვდება ან სწრაფად, ან წამებით. - მოუჭრა ოლივიამ. - ინფორმაცია დარქნეტში ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრია. მხრები აიჩეჩა. - ერთი არასწორი კითხვა, მიმართვა ან თხრობითი წინადადება და ისე გაქრები, ვერავინ გიპოვის.
- სხვა იდეები გაქვთ? - ტუჩები გააწკლაპუნა ქალმა.
- არა.
- არაფერი.
- მაშინ უნდა გავრისკოთ. - დაიჟინა ქალმა და წყვილს შეხედა. - თქვენ რა, სირაქლემას პოზიცია გაწყობთ? - თვალები გაუფართოვდა, როცა მათი ჩახდილი თავები დაინახა.
- სიკვდილი არც ერთს გვინდა, ქრისტინ. - უპასუხა ლეონმა.
- არ მინდა ჩემს სხეულს წლობით ეძებდნენ და სადღაც გადაკარგულში იპოვონ მხოლოდ ნახევარი. - ტუჩი მოიკვნიტა ოლიმ.
- ძალიან კარგი! - მაგიდაზე ხელები დააბრახუნა ქრისტინმა. - თუ არც ერთ თქვენგანს არ აქვს ამის გაკეთების ტ'რაკი, მაშინ მე წავალ! მე ჰომ არაფერი მაქვს დასაკარგი, მე ჰომ არ მყავს ძვირფასი ადამიანები, მე ჰომ სუიციდური აზრებით მაქვს გონება გამოჭედილი! - კბილებს შორის ცრიდა. თითქოს, უფრო მეტად რომ გაეღო პირი, ბრაზი ცეცხლის ენებივით გამოვარდებოდა მისი სხეულიდან და ორივეს დაწვავდა. - მეგანის ბინა სად არის? არ მინდა, ნომერზე მომწერე! - უთხრა ოლივიას, როდესაც მან ბაგე შეხსნა საპასუხოდ. - შიგნით როგორ მოვხვდე?!
- გასაღები მაქვს.
- მომიტანე, დროზე! - ოლივიამაც ელვის სისწრაფით გააჩინა მაგიდაზე გასაღები. - ვიღაც კორნელ ფლინი სიმშვიდეს ვერ დამირღვევს! - თქვა და შეიკურთხა. გასვლისას კარი მოიჯახუნა და სირცხვილი მთელი ღამით დატოვა ორ ადამიანთან მოსიყვარულე.
ერთადერთი, ვინც ახერხებდა მის პროვოცირებას - თავად ქრისტინი იყო.
და… მან შეძლო.

პ.ს. ძალიან ვაგვიანებ, ვიცი. ათასი საყვედურის ღირსი ვარ და იმასაც ვხვდები, რომ შესაძლოა ის, რაც წინა თავებში ხდებოდა ნელ-ნელა გავიწყდებათ. მაგრამ ეგოისტურად მინდა, რომ წაიკითხოთ და შემიფასოთ.



№1 სტუმარი Ana-maria

პირველი-მე მოუთმენლად ველოდი,მეორე-არაფერი დამვიწყებია. ისევ ისე მაინტერესებს რა უთხრა ნილმა კორნელს,რატომ არის მეგანი იმედია საზიზღარ ოთახში გამომწყვდეული და ბოლოს:რა ჯანდაბა უნდა კორნელს. ველი მოუთმენლად

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
პირველი-მე მოუთმენლად ველოდი,მეორე-არაფერი დამვიწყებია. ისევ ისე მაინტერესებს რა უთხრა ნილმა კორნელს,რატომ არის მეგანი იმედია საზიზღარ ოთახში გამომწყვდეული და ბოლოს:რა ჯანდაბა უნდა კორნელს. ველი მოუთმენლად

ძალიან, ძალიან გამახარე შენი კომენტარით, უზომოდ! ❤️ ეს ინტერესი რომ არ გიცხრება, ბედნიერი ვარ! ყველა კარტი ნელ-ნელა იჩენს თავს, კითხვებს პასუხი გაეცემა. ❤️

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

აქამდე ვერ წავიკითხე და არც დავიჯერე რომ დავინახე. იმის მაგივრად რამე გამერკვია. კითხვები დაემატა. ძალიან აგვიანებ. მაგრამ ალბათ ვერ დავივიწყებ წლები ამ ისტორიას. იმდენად ღრმადაა ჩაბეჭდილი. გონებაში. მოუთმენლად ველოდებოდი. რა ჯანდაბად უნდა ბოლობოლო ამ ფილმს გამაგებინეთ. იმედია ქრისტიანის იდეა გაამართლებს და არ შეეწირება მეგობრისთვის

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

Qeti qimucadze
აქამდე ვერ წავიკითხე და არც დავიჯერე რომ დავინახე. იმის მაგივრად რამე გამერკვია. კითხვები დაემატა. ძალიან აგვიანებ. მაგრამ ალბათ ვერ დავივიწყებ წლები ამ ისტორიას. იმდენად ღრმადაა ჩაბეჭდილი. გონებაში. მოუთმენლად ველოდებოდი. რა ჯანდაბად უნდა ბოლობოლო ამ ფილმს გამაგებინეთ. იმედია ქრისტიანის იდეა გაამართლებს და არ შეეწირება მეგობრისთვის

მიხარია, რომ დავიწყებას წლების განმავლობაში არ მიეცემა ეს ნაწარმოები შენში, დაგვიანების მიუხედავად. ფლინს რა სურს? გაამართლებს ქრისტინის იდეა? გავიგებთ. ცოტათი გაგაოცებთ, ცოტათი იმედსაც გაგიცრუებთ და ცოტათი გაგაბრაზებთ კიდეც. იფიქრებთ, ღირდა თუ არა ეს მიზეზი მეგანის გამოკეტვად?
დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი. რთულია ამაზე წერა, ძალიან რთული. წინა თავმა გამანადგურა, შემდეგი თავები არ ვიცი რას იზამენ.

 


№5  offline მოდერი guroo

ისევ გაურკვევლობა. ჯანდაბა!

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
ისევ გაურკვევლობა. ჯანდაბა!

ისევ გაურკვევლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent