ძალიან საშიში ისტორია
არასდროს გიგრძვნია ვიღაც როგორ მოგყვება, პულსი რომ ეცემა და ხუთივე გრძნობის ორგანო იძაბება. სამყაროს აკვირდები, მაგრამ ჩუმად, შეუმჩნევლად, თითქოს არ გინდა, რომ მან იცოდეს რომ შენ იცი. თითქოს ეს რამეს ცვლიდეს, თითქოს რაღაც ასტრალური, არაამქვეყნიური გითვალთვალებს, გაკვირდება. მიდიხარ და ხმებს უსმენ, შრიალი, კენჭის გადავარდნა, თითქოს რაც უფრო მეტს უსმენ, ხმაც უფრო გამოკვეთილი ჩანს. გიახლოვდება თუ აქამდეც იყო ხმა ასეთი მკეთრი, შენ ხომ უბრალოდ ეხლა დაიწყე მოსმენა. პულს დაცემული, გაფითრებული მიაბიჯებ. ქარი ცხრება და ერთადერთი რაც ისმის ნაბიჯების ხმაა, შენივე მშვიდი, ნაზი ნაბიჯების, სხვა აღარაფერი გესმის, ერთი-ორი, ბაჯ-ბაჯ. უცებ ამ სინქრონულ ხმას, ერთი უხეში ნაბიჯი არღვევს, ფიქრობ აქამდე რატომ ვერ იგებდი, ერთ დამატებით ნაბიჯის და უეცრად ხვდები სინქრონი დაირღვა, ვიღაც შენს ნაბიჯებს უწყობს თავისას, როგორც კი იაზრებ პულსი იმატებს, უკან მოხედვა გინდა, მაგრამ არ აკეთებ, იმიტომ არა, რომ გეშინია, შენ ხომ უკვე შეეგუე სიბნელეს. არა უბრალოდ შენ კატას მარტო ვერ დატოვებ, დღეს ხომ საჭმელი არ უჭამია, სიმამაციც განსჭვალულმა, გადაწყვიტე რომ გაქცევა დასრულდა, მზად ხარ იბრძოლო. სწრაფად ტრიალდები და მთვარის შუქზე სილუეტს ხედავ, ნაბიჯები ახლოვდება, კვლავ იხედები უკან და აცნობიერებ, რომ რაღაც ფეხზე მოგედო, ენერგია აღარ გაქვს, ერთადერთი რაც გამოძრავებს გადარჩენის ინსტინქტია. უკან იმპულსურად შეშინებული, პანიკით ხტები, შენც და კატაც. სწორედ ის კატა, რომელსაც საჭმელი ჯერ არ უჭამია და დღეიდან ორი დღე არც შეჭამს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.