შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭრილობა (IV სრულად)


30-06-2021, 20:06
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 140

ყველაზე რეალური ფანტაზიის ნაყოფია ეს ისტორია. ყველა თავისი ნაწილით მიყვარს , ყველა სიტყვა , წინადადება, გრძნობა და განცდა რაც მასშია. შელამაზების გარეშე მცირე ლექსიკონით, გამოუნახავი სიტყვებით გიზიარებთ ალბათ უკანასკნელ ნაწილს ნიკუშაზე და მაგდალენაზე . ვიფიქრე გადავხედავდი, ამოვაკლებდი იმ დიალოგებს რომლებიც თითქოს ზედმეტად მეჩვენა როგორც კრიტიკულ მკითხველს,მაგრამ ვერ შევძელი მგონია ,რომ ყველა სიტყვა ისაა რაც ამ ორის ხასიათს გამოხატავს. იმედია მოგეწონებათ ჩემს მიერ შექმნილი არარსებული გმირების ბედის ცვალებადობა . და ხო , ზღაპები ყველაზე ჩემია
.................
პატარა ოთახში, არეულ საწოლზე , ბურანში ჩაკარგული ასრულებდა არსებობის მორიგ დღეს . საგანგებოდ არჩეული სქელი ფარდიდან ძლივს აღწევდა სინათლის სხივები, მაგრამ არა იმდენი,რომ სიბნელეს მორეოდა. არ იცოდა დღის რომელი მონაკვეთი იყო,როგორი ამინდი და ტემპერატურა დახვდებოდა გარეთ გასულს, არც აპირებდა თავშესაფრად ქცეული სახლის დატოვებას . სრულ სიჩუმეში უეცრად გაჟღერებულმა ზარის ხმამ სმენის რეცეპტირებიდან მთელს სხეულში გაიარა , რკინის კარზე რამდენჯერმე დაკაკუნებამ ადგომა აიძულა . არ გააღებდა , რომ არა აუტანელი ხმა , რომელსაც ვეღარ უმკლავდებოდა , თავის ტკივილი გამაყუჩებლებს არ ემორჩილებოდა . შიშველი ტერფებით გაიარა ყინულივით ცივ მეთლახზე , არც არეული თმის გასწორება უცდია , არც უკუღმა გადაცმული სამი ზომით დიდი ზედა ადარდებდა ,მხოლოდ ზღურბლზე მდგომი ქალის დანახვამ იმოქმედა
_თქვენ აქ რა
_არ შემომიშვებ? _ პასუხად გზა დაუთმო. ქალი მისაღებისაკენ დაიძრა და თავად მოთავსდდა სავარძელში. საუბრის დაწყებამდე ღრმად ჩაისუნთქა მძიმე ჰაერი , ფანჯრიდან ჩამავალი მზის სხივები შემოდიოდა და ჰაერში მოფარფატე მტვრის ნაწილაკებს ვებერთელა შესახედაობას აძლევდა . მაგდასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არც არეულობას და არც ქალის აზრს ამ მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მიზეზი აღელვებდა
_აქ რამ მოგიყვანათ-კითხვის დასმა ძლივს გაბედა
_შენ მომიყვანე- წყენას და ბრაზს მისი ტონი აშკარად უჩვენებდა , მაგრამ მაგდას თავდაცვა უბრალოდ აღარ შეეძლო.
_ვერ ვხვდები
_სანამ მოვიდოდი მეგონა ჩვეულებრივ გაბრწყინებული დამხვდებოდი. მშვიდი, ამაყი, გაწონასწორებული და საკუთარი ქმედებით კმაყოფილი. შენ კი ... ახლა რომ გიყურებ არ ვიცი _ მზერა მთელს ტანზე აატარა , დეტალიც არ გამორჩენია . დიდ ნაქსოვ სვიტერში კიდევ უფრო გამხდარი ჩანდა , ფეხშიშველი იჯდა და მის გალეულ ფეხებს არაფერი ფარავდა . სიცივეს გრძნობდა , მაგრამ ვერ რეაგირებდა
_აქ რისთვის ხართ . ჩემი მდგომარეობის გასარკვევად მოხვედით?
_ჩემ შვილს ვეღარ ვცნობ ! შენი უეცარი გადაწყვეტილების შემდეგ თითქოს სხვა კაცი ჩაუსახლდა ...ხელმოცარულ მათხოვარს ჰგავს, ჩემი აქ დაბრუნება რომ უნდოდა და მეც დამარწმუნა ის ნიკო ნამდვილად არ არის . მითხრა დროა მშვიდად იცხოვრო, მე მივხედავ ყველაფერსო ახლა კი რომ ვუყურებ მეშინია. ყოველდღე გათიშულია, მთვარეულივით დადის, აღარავის ელაპარაკება, ტელეფონსაც არ კიდებს ხელს. უბრალოდ წევს გაშეშებული და თუ რამეს ვეტყვით საერთოდ მიდის. ახლაც მთაში, მამაჩემის ხის სახლშია გამოკეტილი . გაგვაფრთხილა არცერთი მოხვიდეთო . სადაცააა გავგიჟდე, შესანიშნავად ვიცი ჩემი წასვლის შემდეგ რომ აირია და ბევრ არასწორ ნაბიჯს დგამდა, მაგრამ ასე არასდროს ყოფილა _ თვალები დახუჭა, რომ არ ეტირა მაგდას კი გაეცინა. ეტირებოდა ,შიგნიდან იწვოდა და მის სახეზე საპირისპირო ღიმილი ისახებოდა
_თქვენ უბრალოდ აქამდე ვერ ხედავდით მის ცხოვრებას ... ახლა ამიტომ გიკვირთ. დარწმუნებული ვარ მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას
-უშენოდ მოკვდება! გემუდარები ძლივს დაბრუნებულ შვილს ნუ წამართმევ. მისი ნახევარი ცხოვრება ვერ ვნახე და ახლა რომ ვხედავ მეც მასთან ერთად ვკვდები. არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, ალბათ რაღაც დააშავა იმიტომ გრძნობს თავს ასე ცუდად. როგორ შეიძლება კაცს ასე უყვარდე თავადაც იტანჯებოდე მისგან შორს ყოფნით და პატიება არ შეგეძლოს. შანსი უნდა მისცე მასაც და საკუთარ თავსაც... მე არ ვიცი ასე როდის დაუკავშირდით ერთმანეთს, მაგრამ უერთმანეთოდ რომ ვერ ცოცხლობთ ფაქტია
_მე და ნიკა აღარ შევხვდებით. ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა და დამიჯერეთ მისთვისაც ასე აჯობებს- მზერა დაებინდა, მაკას გამოსახულება გაიდღაბნა . თვალები დახუჭა და სახეზე აიფარა ხელები , ყურებში ზუზუნის ხმა ესმოდა თითქოს ახლოს ნაღმი აფეთქდა და ტალღამ მასთანაც მიაღწია .უნდოდა სინტკიცე გაეჟღერებინა საკუთარ ხმაში, მაგრამ ყველა ძახილის ნიშანი ერთბაშად დაკარგა და მათი ხელოვნურად შექმნაც აღარ შეეძლო
-მე ძალიან მეეჭვება თქვენთვის, ორივესთვის ერთმანეთთან ყოფნის გარდა რაიმე უკეთესი გამოსავალი არსებობდეს. დეტალების ცოდნა არ მჭირდება იმის მისახვედრად რამდენად ხართ ერთმანეთზე დამოკიდებულები, მაშინაც კი როცა კამათობთ მუხტს აფრქვევთ ახლოს როცა არ ხართ ,როცა დასრულებულად მიიჩნევთ ყველაფერს ორივე სასიკვდილოდ განწირულ მძიმე დაავადებით მომაკვდავ ადამიანებს ემსგავსებით
-და თქვენ გინდათ საკუთარი შვილის გვერდით ქალი რომელსაც სიკვდილი უახლოვდება? -გაეღიმა , სიტყვები ვეღარ გააკონტროლა და შემდგომ თავდაცვაზე გადავიდა- მასთან სწორედ ასე ვიგრძნობ თავს- და სიმართლის დასაფარად თქვა ყველაზე დიდი ტყუილი
-სიკვდილი ასეთი მარტივი არ არის... დაბადებისას აზრს ჩვენ არავინ გვეკითხება , მაგრამ სიცოცხლისთვის ბრძოლა სულ შეიძლება . ნიკუშა კი შენს გარეშე , დანაშაულის შეგრძნებით და მონატრებით ნამდვილად მტკივნეული სიკვდილით იკლავს თავს. მე მინდა ის იყოს კარგად და მის გვერდით ვინ იქნება ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. შენ და ის როგორ იყავით ერთად ვერ ვხვდებოდი,მაგრამ მიხაროდა ყოველთვის მომწონდი , ეს არასდროს დამიმალავს ახლა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენე...
-ნუ ღელავთ, გადაუვლის ...დრო გავა და ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. არც ახალი ქალის პოვნა გაუჭირდება , დამიჯერეთ სულ ცოტა დრო მიეცით
_თვითონ ნახე როგორაა და მერე მიხვდები რამდენად წაიღებს დრო მის მდგომარეობას. მხოლოდ ერთხელ მიდი მასთან, თვალებში ჩახედე და თუ არაფერს იგრძნობ ...შეუძლებელია გიყვარდეს და მისი პატიება ვერ შეძლო, მისი გრძნობის დანახვა ვერ შეძლო
_და თუ არ მიყვარს? არ მაინტერესებს, მის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ და არც მადარდებს?_ვინ დაიჯერებდა , ქალმა ისე შეხედა თითქოს მის სულს კითხულობდა . გაეღიმა , უეცრად დაფარა მანძილი და მოეხვია. ცრემლებმა დაახრჩო, გულისცემა გაუჩერა ქალის შეხებამ და სიტყვებმა
_არ ვიცი რა ხდება შენს გონებაში, ასე რატომ ექცევი საკუთარ თავს და ჩემს შვილს , მაგრამ დანებების უფლება არ გაქვს
_ჩემგან შორს უნდა წაიყვანო ... თუ გინდა ,რომ უშველო სხვა გამოსავალი არ გაქვს - გაყინული ჰქონდა სახე, მაგრამ ცრემლების შეკავებას ვერ ახერხებდა- წაიყვანე სადმე შორს ... რამდენიმე თვით მაინც და მერე
-და მერე რა იქნება , გგონია დაგივიწყებს ? შენ ? შენ რას უპირებ საკუთარ თავს
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს
-ნიკუშა თუ დამნაშავეა მასზე რატომ ფიქრობ, რატომ არ მეუბნები მომაშორეო რატომ ამბობ წაიყვანე და უშველეო ...
-დამნაშავე ... დამნაშავე ალბათ არცერთი ვართ იმდენად დიდია გაღებული მსხვერპლი და იმდენად ბევრი ჭრილობაა სულში
-ასე ვერ გააგრძელებთ. ან სამუდამოდ უნდა დაასრულო ან ერთად უნდა გააგრძელოთ და ასე უშველოთ მაგ ჭრილობებს
-მე უკვე დავასრულე
-ეს დასასრული არ არის ...დასრულებისას აღარ ენატრებათ, აღარ ტკივათ . ახლიდან იწყებენ და შენ საერთოდ არ ჰგავხარ იმ ქალს ცხოვრება ახალი ფურცლიდან რომ დაიწყო. სხვანაირი რომ დამხვედროდი, გეფიცები არაფერს გეტყოდი. დიდხანს ვფიქრობდი რისი ჩადენა შეეძლო ნიკას , მქონდა თუ არა შენთან მოსვლის უფლება ... ახლა მიხარია,რომ მოვედი და დავრწმუნდი , თქვენი ამბავი ჯერ არ დასრულებულა , არცერთთან დასრულებულა
-მე მალე წავალ
-წახვალ?
-დიახ ... არ მკითხოთ სად. შორს იმისთვის,რომ მე და მან გაგრძელება შევძლოთ . არ იღელვოთ , ისე გავივლი , დრო ისე მშთანთქავს თითქოს არც ვყოფილვარ მის ცხოვრებაში
-კი მაგრამ როდის აპირებ გამგზავრებას ან რა მიზნით ...
-მნიშვნელობა არ აქვს, ჩათვალეთ,რომ უკვე წავედი
-მაგდა
-ნახვამდის ,მაკა ...სიმშვიდეს გისურვებთ და თქვენი ბრძოლის შედეგებით ტკბობას -ამჯერად თავად მოეხვია . გონება ნიკუშას სუნის პოვნას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა,მხოლოდ ქალის მკლავებიდან წამოსული სითბო მიიღო და წამიერი საყრდენი.
-როგორც სჩანს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვს ... რა გაეწყობა . იმედია ეგ გზა ბედნიერებამდე მიგიყვანს
უნდოდა ეთქვა იმ სამყარომდე მიმიყვანსო , ბედნიერებისგან შორს ვარ და ახლოს მხოლოდ ნიკუშასთან ყოფნის დროს ვიყავიო. ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი , სიტყვებს ძლივს იჭერდა, თავს ებრძოდა სანამ ქალმა სახლი დატოვა . მიხურულ კარს შუბლით მიეყრდნო, ხელისგულები მიაბჯინა და სიყალბისგან დაღლილმა რამდენიმე წუთი უძრავად გაატარა. ბოლოს ოთახში დაბრუნდა თეთრი აბი ხელის გულზე დაიდო, რამდენიმე საათიანი ძილის წინ ბოლოჯერ მოავლო მზერა არეულ ოთახს , შიგნიდან აღარ ესმოდა ხმა , საერთოდ აღარ მოქმედებდა ეს ქაოსი . აბს წყლის რამდენიმე ყლუპი დააყოლა და საჭმლის მოლოდინში ახმაურებული კუჭისაკენ გაუშვა. თვალების დახუჭვიდან რამდენიმე წამში არაფრისმომცემი, დროის გამყვანი ძილით ეძინა, სრულიად ცარიელს , ცხოვრებაშეწყვეტილი არსებობის მორიგი დღეც დაასრულა.
....................
ტყუილს ტყუილს ამატებდა და ისეთ კოშკს აგებდა თავადაც გაოცებული დარჩებოდა ამის აღქმის უნარი რომ ჰქონოდა. უბრალოდ დინებას მიჰყვებოდა და მისი ტვინიც როგორღაც იფიქრებდა პასუხებს თანამშრომლებისთვის, კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის და ოჯახისწევრებისთვის. იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ მშობლებსაც კი აურია გონება. ქალიშვილის უგუნებობის მიზეზად ნიკშასთან დაშორებას ხედავდნენ და ცდილობდნენ ზედმეტად არ შეეწუხებინათ. კარგად იცნობდა ორივეს , არ გაჰკვირვებია მათი რეაქცია ,მაგრამ მაინც სიცილი ვერ შეიკავა დედის სიტყვების მოსმენისას“ შეურიგდი დე. რას დააშავებდა უპატიებელს. ნუ ხარ ასეთი ჯიუტი, ცოტა დაუთმე , ცოდოა უშენოდ „ რა არ ხდება არა? მოგებული ბრძოლის შედეგებს უკვე წაგებულ ომში რომ გადააწყდები აზრიც ეკარგება ყველაფერს. მამა ჯერ დუმდა, არაფერს ამბობდა დრო მისცა წყვილს ,მაგრამ აშკარა იყო დიდად ბედნიერი არ ჩანდა და საერთოდ არ მოსწონდა შვილის არეული პირადი ცხოვრების ყურება.
მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა, ძალები უნდა მოეკრიბა და ყოფილიყო დამაჯერებელი იმდენად, კარგად უნდა ეთამაშა ,რომ საკუთარი მშობლები მოეტყუებინა. იმ მსახიობს ჰგავდა პირველი დიდი სპექტაკლის წინ ნერვიულობისგან გულაჩქარებული რომ ემზადება. ყველა დეტალს ყურადღება მიაქცია, გრძელი სარკის წინ იდგა მაკიაჟით დაფარული სახით, ტანსაცმელში დაფარული გალეული სხეულითა და გაყინული სახით. ერთი შეხედვით ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ლამაზიაო ვინმე უცნობი იტყოდა . თითებით თმა გაისწორა , საკუთარ სახეს დააკვირდა და რეპეტიცია დაიწყო , ბუნებრივი ღიმილის მისაღებად . დაკარგულ თავს უნდა დამსგავსებოდა, საკუთარ ტყავში დაბრუნება იყო მთავარი მისია. სარკეში გამოსახულ თავდაჯერებულ, მშვიდ, თავისუფალ, მიმზიდველ ქალს მზერა ბოლოჯერ შეავლო და ცარიელი ღიმილით აქცია ზურგი ბუნაგად ქცეულ ბინას - ასე შეიძლება დაფარო რეალური მდგომარეობა , მოირგო ნიღაბი , დაიწყო თამაში და მოატყუა ყველა , ყველა საკუთარი თავის გარდა .

მშობლიურ სახლთან მისვლისას ყველა ნიღაბი ერთროულად დაკარგა, ნაწილებად დაიშალა ,თითქოს შიგნიდან ყველა ორგანოს აცლიდნენ. უყურებდა საყვარელ ადგილს, თითოეულ კუთხეს რომელთან გამომშვიდობებაც ერთ-ერთ სასჯელს წარმოადგენდა. იქაური ქვაც კი სხვა მნიშვნელობას ატარებდა მაგდალენასთვის, ყველა ადგილზე მეტად უყვარდა ერთი შეხედვით უბრალო სოფლის სახლი. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, იმდენი ვინმე უნდოდა ენახა, იმდენი რამ უნდოდა ბოლოჯერ გაეკეთებინა არჩევანი უჭირდა, მაგრამ მაინც მშობლებთან ყველაზე მეტი დროის გატარება სურდა . ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ჭიშკარი გააღო და ეზოში გამოსულ ქალს ძლიერად მოეხვია. ისე უნდოდა ტირილი, ყელში გაჩხერილ ბურთს ებრძოდა და ძლივს ამარცხებდა. მამაც იპოვნა, ღიმილიანი სახით შეუერთდდა საქმეში ჩართულს ვერ გეტყვით ძალა საიდან ჰქონდა, მაგრამ იმდენად უნდოდა ეჩვენებინა,თუ როგორ კარგად გრძნობდა თავს შედეგსაც იღებდა. ბევრი ილაპარაკა, იცინა, არ გაჩერებულა ,გვერდიდან არ შორდებოდა მიუხედავად იმისა,რომ მარტო დარჩენა და საკუთარ საძინებელში გამოკეტვა ყველაზე მეტად სურდა მის დაღლილ სხეულს. ვახშმად საყვარელი კერძები მოამზადებინა დედას ,თავადაც ეხმარებოდა და შემდეგ ისე მიირთმევდა თითქოს ღებინების შეგრძნება საერთოდ არ ჰქონდა. საკუთარ თავთან ომში მოიგო, ნიღაბი ბოლომდე შეინარჩუნა და მთავარ ამბავზეც გადავიდა
-მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
-ამჯერად რა ახალი გადაწყვეტილება მიიღე?
-გადავწყვიტე კარიერას მივხედო, ყველაფერი გავარკვიე და ქვეყნიდან მივდივარ . აღარ მინდა უბრალოდ მასწავლებელი და ფარმაცევტი ვიყო როდესაც ჩემი ოცნება ექიმობაა. მეყოფა მუშაობა , საკმაოდ დავაგროვე თანხა იმისთვის,რომ უკრაინაში ცხოვრება შევძლო. სხვა ქვეყანა უფრო მაწყობდა , მაგრამ პრაქტიკისტვის უფრო მაწყობს თანაც რუსული ვიცი და გერმანულის სწავლა ახლა რომ დავიწყო დიდ დროს წაიღებს- ისე ლაპარაკობდა თითქოს დიდი ენთუზიაზმით აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას - აბა ? არაფერს მეტყვით? დეე არ გიხარია? ხომ მეუბნებოდი მეტის გაკეთება შეგეძლოო ზუსტად მაგ მეტს ვცდილობ
-შენ თავიდანვე ამაზე ფიქრობდი და ნიკუშას იმიტომ დაშორდი? - კაცი ერთხანს ჩუმად უყურებდა მერე კი გაბრაზება გამოხატა- ამდენი წელი გაჩერებული იყავი, თქვი ესეც მყოფნის მშვიდი ცხოვრებისთვისო და ახლა როცა შეგიყვარდა, ბედნიერი იყავი და როგორც იქნა პირადი აიწყვე კარიერული ზრდის გამო დაშორდი იმ ბიჭს ? -ამაზე არ უფიქრია . ვერ მიხვდა სჯობდა დასთანხმებოდა თუ არა
-კარგით რა ... ნიკუშა ახლა გახდა ორივეს სასურველი სასიძო? გავთხოვდები ნუ ღელავ ... ისეთ კაცს ვიპოვნი მასთან კარიერულ ზრდასაც რომ შევძლებ და სულიერსაც- უნდოდა იქვე მომკვდარიყო, იმ წამსვე გასჩერებოდა გული ამ სიტყვების ასე მშვიდად, ღიმილიანი სახით თქმის გამო ,მაგრამ არა ასეთი მარტივი არ იყო დასრულება
-საერთოდ რას მეუბნები თუ ხვდები
-რას ვამბობ ასეთს მამა?
-იმ კაცს კლანჭებით იცავდი დედაშენთან ლამის უთხარი ისე მიყვარს შენც დაგკარგავ მის გამოო. გამაცანი, სახლში მოიყვანე , ქორწილისთვის ვემზადებოდი . შენს გათხოვებას ფსიქოლოგიურად შევეგუე . ყველამ იცის რომ ერთად ხართ და ახლა უცებ თურმე უკეთესს იპოვნის თითქოს მანქანას არჩევს და რომელიც უფრო ეკომფორტულება და ელამაზება იმას იყიდის. რა ჯანდაბაა აქამდე არ გიცნობდი თუ ახლა გაგიჟდი და დაემსგავსე სხვა ჩერჩეტ ქალებს რომელთაც ასე მარტივად ერთი თითის გატკაცუნებით შეუძლიათ კაცის შეყვარება და მერე მიგდება
-კაცური სოლიდარობა გაწუხებს მამა თუ ჩემი ცხოვრება...რა ხდება სახელი გავიტეხე და ძმაკაცებთან თავს შერცხვეილად გრძნობ იმის გამო რომ შეყვარებულს დავშორდი?
-27 წელი ისე იცხოვრე ჭორაობის მიზეზი არავისთვის მიგიცია და თუნდაც ეგ იყოს ახლა რა შეიცვალა , ასე დაუფიქრებლად იღებ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასე უცებ და ჰაერზე როდის იყო რამეს აკეთებდი. კაბას არ ყიდულობ გოგო ერთი შეხედვით და გინდა მითხრა რომ ნიკუშასთან უბრალოდ ეიფორია გქონდა და ახლა ვსო,მორჩა დაასრულე?
-გეყოფათ ...რა გჭირთ ნუ ჩხუბობთ- ქალი ერთხანს უსმენდა მერე ხმას რომ აუწია ორივემ ისე დაიძაბა აღარ იცოდა რა ეთქვა . პირველად ხდებოდა მსგავსი რამ
-არ ვჩხუბობთ დედა ,მამას უბრალოდ ისე უნდოდა დროულად ენახა კაცი ჩემს გვერდით მარტივად მიიღო ნიკოლოზი და ახლა ეძნელება ისევ ქალიშვილის იმედად დარჩენა - ისე საუბრობდა როგორც არასდროს. საკუთარი თავი შიგნიდან ჭამდა , ებრძოდა ,მაგრამ მაინც ამარცხებდა - მთავარი ხომ ჩემი თავისუფლება კი არა ჩემი როგორც ქალის რეალიზებაა ოჯახში, დედა დიასახლისად გადაქცევაა მთავარი მისია და რა მნიშვნელობა აქვს ჩემს კარიერას. ქალისთვის შესაფერისი ორი პროფესია მოვირგე , მშვიდი წყნარი ოჯახის ქალის შესაფერისი ახლა კიდევ სადღაც წასვლა გადავწყვიტე სადაც მამას გარემოცვა თვალს ვერ მადევნებს და მარტოს ხო არ გამიშვებს . ქალი ვარ ბოლოს და ბოლოს, სუსტი და უგუნური
-რას ლაპარაკობ საერთოდ შენ ასე ფიქრობ? ან ასე ხედავ საერთოდ გათხოვებას და ოჯახს?
-სულ გეუბნებოდით არ გავთხოვდები-თქო ...ვეცადე ბატონო, ხომ ვეცადე არა? მაგრამ არ გამოვიდა. არ შემიძლია კაცის ატანა ჩემს ცხოვრებაში , ვერ ვიტან ვერავის შენს გარდა და შენც მხოლოდ იმიტომ რომ მამა ხარ თორემ შენ რომ ქმარი იყო ვერც შენ აგიტანდი . ისიც მიკვირს დედაჩემმა როგორ გაგიძლო ამდენი წელი და ხოო არ მინდა საერთოდ ვიყო ვიღაცის ქალი, მერქვეს სამუდამოდ ერთი კაცის ცოლი , ცხოვრება მის ხუშტურებზე ავაწყო და საკუთარი თავის გარდა ყველაფერზე ვიფიქრო ... მე თავისუფლება მჭირდება . გადავწყვიტე , მივდივარ !
-ეგოისტი ყოფილხარ და არ მცოდნია ... ეგოისტი და სულელი თუ მართლა ფიქრობ რომ ბედნიერი იქნები სადღაც შორს მხოლოდ იმით ,რომ კარგი ექიმი გახდები და ვიღაც უცნობ ხალხს გადაარჩენ. ეგ კმაყოფილების შეგრძნება გგონია გეყოფა სიცოცხლისთვის თუ საყვარელი ადამიანი არ გეყოლება გვერდით? თუ შვილები არ გეყოლება და თუ ხოო თუნდაც ვიღაცის ქალი არ იქნები? წაბრძანდი ბატონო, 27 წლის ქალი ხარ მე როგორ დაგაკავებ . სადაც გინდა იქ წაბრძანდი და რაც გინდა ის გააკეთე ,მაგრამ არ გეგონოს,რომ ასე ბედნიერი იქნები და არც ის გეგონოს დავიჯერე ნიკუშა აღარ გიყვარს
-არ გვეტყვი სინამდვილეში რა მოხდა დედა? არამგონია სწავლის გაგრძელების გამო დაგშორებოდა ნიკუშა... იქნებ გაქცევა არცაა საჭირო, იქნებ გზა გამოინახოს და ორივე ერთდროულად მოახერხო. ისწავლი კიდეც და ერთადაც იქნებით. ნიკუშას შენ ისე უყვარხარ ორ და სამ წელს იქაც გაატარებს თუ თხოვ
-ახლა ვუყვარვარ? მაოცებ დედაა იცი? ახლა გჯერა მისი სიყვარულის? არადა მართალი იყავი ... საერთო არაფერი გვაქვს და მასთან გატარებული დრო სულს მიხუთავს . ვერ ავიტან მისი ცხოვრების სტილს შენგან განსხვავებით სხვისი საწოლიდან წამოსულ კაცს არასდროს გავიკარებ ახლოს , ვერც ღალატს ვაპატიებ და ვერც უნებისყოფობას , ვერც იმას ვიტყვი მოსაწევი ნარკოტიკი არაა და რა უჭირს ძმაკაცებთან ერთად ხანდახან თუ დაბოლდება-თქო , არც ყოველ დღე სმას და ღრეობას ავიტან შენსავით და საერთოდ დავიღალე, ამ სიყვარულითაც დავიღალე. არ მჭირდება მოღალატე კაცი , რატომ ვებრძოლო საკუთარ თავს მის გამო
-რა ღალატზე ლაპარაკობ გოგო საერთოდ ... რას ამბობს ეს მე მოვდივარ ვინმეს ლოგინიდან შენთან ?
-ა ხო უკაცრავად , შენ საყვარელი არ გყავს ეგ შენს ხასიათში არ ჯდება. მხოლოდ რამდენჯერმე თუ გაძვრებოდი სადმე ბ.ზებში ძმაკაცებთან ერთად . დედაჩემი ამ დროს თითქოს ვერაფერს ხვდებოდა ... თუმცა შენი მესმის თვეების განმავლობაში სხვა ქალაქში მუშაობდი ხოლმე და კაცი ხარ აბა ისე როგორ
-მაგდალენა !
-არ მაინტერესებს თქვენ ასე ხართ ცხოვრებას შეჩვეული, შენი თავისუფლების ხარჯზე დედამ შეიკვეცა ფრთები და ყველა დათმობაზე ის წავიდა . ასე მოხვედით მშვიდი 28 წლიანი თანაცხოვრებით,მაგრამ მე არ შემიძლია ამ ყველაფრის მიღება . ვერ გიყურებთ სიძე-სიმამრი როგორ გააბოლებთ პლანს თუნდაც წელიწადში ერთხელ... ვერ გავამზადებ აულაგებელ სუფრებს ქმრის ძმაკაცებისთვის მიუხედავად იმისა ჩემი ქმარი საქმიანი იქნება შენსავით თუ უსაქმური
-მაშინ რატომ არ მიჰყვები იმ „გალსტუკიან პეპელას“ ცოლად... სიგარეტსაც არ ეწევა ალბათ, წიგნებით ხელში დაიარება 24 საათი , არც სვამს, არც კაიფობს, არც ძმაკაცები ჰყავს, არც ნათესავების ამბები ადარდებს , ქალიც არ მოუნდება ხშირად ისეთი ს.რია ... რატომ ის არ მომიყვანე სახლში და არ მითხარი ცოლად მივყვებიო
-ღმერთო ჩემოო ნიკუშაში საკუთარი თავი დაინახე...ბიჭი რომ გყოლოდა ალბათ ზუსტად ეგეთი იქნებოდა და ახლა იმხელა დანაკლისს განიცდიი აღარ იცი რა გააკეთო ხო? იმასაც ძალიან შეუყვარდი, მე წავალ და თქვენ იკონტაქტეთ მამა რა პრობლემაა?
-მაგდა გეყოფა უკვე - ქალი მათ დამშვიდებას ვერ ახერხებდა ცოტაც და ტირილს დაიწყებდა - ნუ გაუხეთქავ კაცს გულს
-მეგონა გაგიხარდებოდათ ... შევცდი. მაინც წავალ და თუ შერცხვენაა გაუთხოვარი ქალი სწავლას რომ აგრძელებს დაე შეგარცხვინო - ასე არ უნდოდა. ასე არ წარმოედგინა, სულ სხვა დიალოგი გამოუვიდა , მაგრამ ახლა თუ არ წავიდოდა იქვე დაეცემოდა. თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო, მანქანამდე ძლივს მიაღწია, სწრაფად დაძრა და ქუჩიდან როგორც კი გავიდა მაშინვე გააჩერა. სუნთქვა უჭირდა, ამაოდ ცდილობდა ჰაერის ჩასუნთქვას ,მაგრამ შეტევა ჰქონდა და მხოლოდ ხრიალის მაგვარი ხმები ამოსდიოდა ყელიდან. უნდოდა ყველაფერი შემოეგლიჯა, იწვოდა , ეგონა თავი მალე აუფეთქდებოდა. პირზე ხელი აიფარა და ისე დაიწყო კივილი .მანამ კიოდა სანამ ძალის გამოცლის წერტილს არ მიაღწია მერე კი გათიშული მიეყრდნო სავარძელს. ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა თვალებიდან და ელოდა დროს ,როდესაც შესძლებდა უკან ,თავშესაფრად ქცეულ ბინაში დაბრუნებას.
.................
ისტერიული სიცილი დაიწყო მას შემდეგ რაც დაურეკეს და უთხრეს ნათლისღებას ვნათლავთ ბავშვს და ორიდან ერთ-ერთი ნათლია შენ ხარო. უარი როგორ უნდა ეთქვა წყვილისთვის რომელიც ათ წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ და ერთადერთი შვილის სულიერ დედობას სთავაზობდნენ. ხომ ვერ ეტყოდა უღმერთოდ დარჩენილი ნათლიობას ვეღარ მივიღებ სტატუსადო? ეკლესიაში შესვლისაც მეშინია,რომ ვიცი ღმერთი მიყურებს და ჩემს გადაწყვეტილებებს ცოდვათა ურიცხვ სიაში ამატებსო? ამდენი ძალა სად უნდა ეპოვნა, როგორ უნდა გაეძლო მთელი დღე , ეთამაშა ამდენად ოსტატურად და თან იქ სადაც ყველა იცნობდა და ვინც არ იცნობდა მასაც სმენოდა მაგდალენაზე,როგორც ნიკუშას საცოლეზე . ისეთი პატარა გახდა სამყარო როგორც არასდროს , წლების განმავლობაში ვერ ხვდებოდა და ახლა, როცა ყველაზე მეტად მისგან გაქცევა სურდა გზები განუწყვეტლივ იკვეთებოდა.

კოსტუმირებული წვეულების ნაწილად მიაჩნდა თავი არადა კლასიკურ კაბაში გამოწყობილი იდეალურად გამოიყურებოდა. კვლავ დანაშაულის თანამონაწილედ ქცეული სარკის წინ იდგა, მორიგი სპექტაკლის წინ გამოსასვლელად უნდა მომზადებულიყო, წინ დიდი აუდიტორია ელოდა. ყველას თვალით უნდა შეეფასებინა საკუთარი გარეგნობა, მთავარი ხომ ესაა როგორ ხედავენ შენს სხეულსა და მის მიერ შესრულებულ მოძრაობებს. ყალბი ღიმილიც წაეშალა სახიდან მზერა კაბის სამკუთხედ ჭრილთან რომ გააჩერა , უყურებდა სხვების თვალით და სულ ვერაფერს ამჩნევდა . მაინც რამდენი რამ შეიძლება დაუმალო თვალს , უყურებ ,მოგწონს და ვერ ხვდები სილამაზის მიღმა რა იმალება . თითქოს განგებ ჩაიცვა კაბა, რომელიც ყველაზე ლამაზად გამოკვეთდდა სხეულის ამ კონკრეტულ ნაწილს , საკუთარ თავს მაზოხისტური დამოკიდებულებით დაუნდობლად ებრძოდა . ასე ართმევდა ძალას საკუთარ თავში არსებულ ერთ ნაწილს და გადასცემდა მეორეს.

ტაძრის ეზოში იდგა , ნაცნობები სახეებით გარემოცული და ღვთის სახლის წინ ტყუილს ამატებდა ცოდვებს . შეკითხვას „როგორ ხარ ?“ უდარდელად პასუხობდა „შესანიშნავად“ „არაჩვეულებრივად“ და ნარნარი მოძრაობით აგრძელებდა გზას რომლის გავლისას უამრავ კომპლიმენტს იღებდა . სიყალბე იმ წამს განდევნა პატარა გოგონა რომ დაინახა , წრფელმა ღიმილმა გაუხსნა ბაგე , სხეულში სასიამოვნო მუხტი უვლიდა მასთან სიახლოვის მოლოდინში. ბავშვი ხელში აიყვანა თუ არა მაშინვე იგრძნო სულის სიმშვიდე, ირგვლივ შექმნილი დამცავი გარსი და მასში მოქცეული პატარა სამყარო სადაც მხოლოდ ორნი იყვნენ, ნათლია და ნათლული. ბავშვის სურნელს გრძნობდა, მისი პატარა თითების შეხებას და სითბოს , რომელიც სულს ეხებოდა. ტაძარში შეაბიჯა , ხატებს არ უყურებდა,მხოლოდ გოგონაზე იყო კონცენტრირებული და ლოცულობდა,რომ როგორმე გაეძლო. გამოსდიოდა, მყარად იდგა მანამ სანამ ეკლესიის დიდი სივრცე ნიკუშას სიახლოვემ არ შეამცირა. იგრძნო მისი სიახლოვე და გაიგო კიდეც გვერდიდან ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები „როგორც იქნა მოხვედი ნიკუშ“. მკერდში დავლილმა მჩხვლეტავმა ტალღამ სუნთქვა შეუკრა, მისი პასუხის მოლოდინში გაირინდა, მაგრამ ამაოდ . კაცი უსიტყვოდ იდგა ხატების გარემოცვაში, გულში ნათქვამი ლოცვის გარეშე ყველა აზრითა და ფიქრით ხატადქცეული ქალის მდგომარეობას შეისწავლიდა.
ტკივილამდე მონატრებული კაცისკენ ინსტიქტურად გაქცეული მზერა , მისი ამღვრეული თვალები და ერთ რგოლად შეკრული მთელი სურათი ტაძარში გაფანტული მოძღვრის ხმა,მკერდზე მიკრული ბავშვი, მაგდა და ნიკუშა .
თავი დახარა იმ იმედით,რომ თუ ცრემლებს ვეღარ მოერეოდა მათ მანამ მოიშორებდა სანამ ის დაინახავდა. ყველა გაქრა ირგვლივ, სხვას ვერავის ამჩნევდა და არავინ ადარდებდა ,მხოლოდ მისი მზერა წვავდა, მზერა რომელიც წამითაც არ შორდებოდა. ახლოს იყო და თან დისტანციას იცავდა, მანძილს არ ამცირებდა ,ერთი სიტყვაც არ უთქვამს და მაინც მის გარდა არავისი ესმოდა. მოზრდილი თმითა და წვერით ომიდან ახლად დაბრუნებულს უფრო ჰგავდა ვიდრე ნორმალურ ახალგაზრდას. თვალები თეთრად გათენებულ ღამეებზე უყვებოდა, ტკივილზე, მონატრებაზე , დანაშაულის შეგრძნებაზე , ბრაზზე რომელიც საკუთარი თავის მიმართ ჰქონდა, სირცხვილზე და მაინც იქ მხოლოდ მაგდალენას გამო მივიდა. სიტყვები არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ვეღარ გაუძლო და შანსი გამოიყენა . თავის მართლებას არ აპირებდა, საუბრის გამბედაობას ვერ პოულობდა, ერთადერთი ნუგეში თვალის მიდევნებით ტკბობა იყო და ესეც მაგდას კეთილ ნებაზე გახლდათ დამოკიდებული.

ძლიერი დარტყმებით სავსე წუთებს გადიოდა. იერიშები არ წყდებოდა , ერთს რომ მოიგერიებდა , თავს დააღწევდა და გადაიტანდა მეორე ჩნდებოდა . მანამ აგრძელებდა თამაშს და ნიკოს დაიგნორებას სანამ ლევანი არ მივიდა მასთან. ისე მოეხვია სიტყვების გაგებაც არ იყო საჭირო, აშკარად თავად იყო მათი საუბრისა და დარდის მთავარი მიზეზი. ერთ დროს ნატრობდა მამისა და საყვარელი კაცის ერთად ხილვას ახლა კი გაუსაძლისად სტკიოდა და თან იმედი ჰქონდა, ერთმანეთს გადაატანინებდნენ უმისობას.
-უთხრა,რომ მივდივარ?
-არ გაუბრაზდე , გთხოვ
-როდის უთხრა
-დაურეკავს , მგონი უნახავს კიდეც . ხომ იცი ზუსტად არაფერს ამბობს
-ის არაფერს გააკეთებს ჩემს შესაჩერებლად. საამისოდ არც ძალა ეყოფა და არც გამბედაობა
-და რომ გააკეთოს?
-აზრი აღარაფერს აქვს ,დედა

ყველა ერთობოდა, სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვებოდა გვერდი გვერდ ისხდნენ და მაგდალენას ადევნებდნენ თვალს. ორივე გაურკვევლობაში იყო, ვერცერთი ხვდებოდა მის ნამდვილ ზრახვებს . ნიკუშას სისხლისფერი გაუხდა მზერა გოგომ ცეკვა,რომ დაიწყო . უყურებდა მის წელზე შემოხვეულ კაცის მკლავს და სუნთქვა ეკვროდა. თავად მონატრებისგან იწვოდა ვიღაც კი ასე ახლოს იყო . დიდხანს ითმენდა, უმკლავდებოდა მაგდას ყველა გამოწვევას და ბოლოს მაინც აჯობა სასმელმა. მარტოდ დარჩენილ ქალს უკან აედევნა , ეზოს ცარიელ ნაწილში მარტონი აღმოჩნდნენ
-შენ რა არასდროს შეწყვეტ ჩემთვის იმის დამტკიცებას,რომ შენი ჩემი ცხოვრებიდან მოშორება სწორი გადაწყვეტილება იყო?- არ უყურებდა, მზერას ვერ გაუსწორებდა და ისე ვერ მიაყენებდა დარტყმებს. საამისოდ საკმარისი ძალა არ ჰქონდა
-თვეები დაგჭირდა უჩემობით გამოწვეული ტკივილის დასაფარად... ახლა ისე კარგად გამოგდის,რომ შენც დაიჯერე არა?
-სასაცილო ხარ - წამით იფიქრა,რომ მას ყველაფრის დანახვა შეეძლო და დაუძლეველმა შიშმა შეიპყრო -ასე იმშვიდებ თავს? გგონია,ყველაფრის მიუხედავად ისევ მინდიხარ ჩემს გვერდით? შენ, პატარა , უნებისყოფო ბიჭუნა - მის წინ იდგა , სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა და პარალელურად მისი ერთი ნაწილი კვდებოდა
-დარწმუნებული ხარ ,რომ წასვლა დროებით სიმშვიდეს მოგიტანს ?
-ლევანს არ უთქვამს ჩემი კონრეტული გეგმები?
-მამაშენი ცუდადაა. შენ გამო ძალიან ღელავს ... არ ღირს მაგდა , ნუ ატკენ იმათ ვისი ტკივილიც თავად განგრევს
-პირადი გამოცდილებიდან საუბრობ ალბათ ,არა? ზოგჯერ როგორი სათნო ,მზრუნველი და დახვეწილად მოსაუბრე ხარ პირდაპირ გაოგნებაში მოგყავარ
-მე კი რა მაოგნებს იცი?- უყურებდა უცნაური სიმშვიდით . რაღაც შეიცვალა ამ რამდენიმე წამიან დიალოგში ისეთი ,რომ ნიკუშამ მანძილის შემცირება დაიწყო რაც მაგდას მთლიან არეულობას იწვევდა- ადრე როგორ ვერ ვხვდებოდი შენი ეს უხეში ,თავხედური, დამცინავი ტონი თავდაცვა,რომ იყო და არა თავდასხმა. ადრე ვერ გიტანდი ამის გამო,მეგონა ამპარტავნობა გახასიათებდა და ნებისმიერის დამცირება შეგეძლო . სინამდვილეში თავს იცავდი მათგან ვინც პოტენციურ მოძალადედ შეიძლებოდა გადაქცეულიყო . შესანიშნავად გამოგდიოდა ,ვერავინ გაბულინგებდა
-შენს გარდა - წარსულის გახსენება და მისი ამოხსნა ხომ საერთოდ არ აწყობდა. აფორიაქებულ სულს და გახსნილ იარებს ცრემლების ზღვა სჭირდებოდათ დასაამებლად მაგდალენას კი სულ უფრო მეტად უჭირდა ნიღბის შენარჩუნება -შენზე არაფერი მოქმედებდა და გამტეხე კიდეც,მაგრამ დავრწმუნდი , ჩემი შიშები გაამართლე და ამით შენდაუნებურად თავისუფლება მომანიჭე
-ესაა შენი თავისუფლება, მაგდა?- განგებ ეძახდა ასე , თვალებში უყურებდა და მის სახელს იმ ფორმით გამოთქვამდა როგორც ყველა არადა მაგდას სიგიჟემდე უნდოდა კიდევ ერთხელ მოესმინა მისი წარმოთქმული „მაგდალენა“
-შენთან კავშირი არ აქვს ... არც გაგეგება რაიმე ჭეშმარიტ თავისუფლებაზე . შენ მხოლოდ პირველყოფილი, ცხოველური გრძნობები და განვითარებას მოყოლილი სიბინძურის ნაზავი -როგორ ცდილობდა საშინელებები ეთქვა . ყოველი წარმოთქმული სიტყვა ახალ იარას უტოვებდა
-ისევ ძველ დროს ვუბრუნდებით ,მაგდალენა ? მთელი ძალებით ცდილობ უსუსურ ქმნილებად დამხატო , ყველა თვისება მომაწერო რაც გეზიზღება და საკუთარ თავს დააჯერო,რომ ჩემგან შორს ყოფნა სიმშვიდის მომტანია... მართლა გგონია,რომ შენში ასე დავსრულდები და ჩამანაცვლებ ? -ისე ახლოს იყო , იმდენად ახლოს რომ მაგდას გონების დაკარგვის ეშინოდა , ყოველი შემცირებული მილიმეტრი სურვილს უჩენდა, მანძილის გაქრობის მძაფრ ,შეშლილ სურვილს. - ვერ მოგცემ შენში ჩემი გაუფერულების უფლებას ! შენ ხარ ერთადერთი რის ლომკასაც ვერ ვერევი ... ვერ ვსუნთქავ შენგან შორს - ხმა აღარ ესმოდა , მხოლოდ მის დანისლულ თვალებს ხედავდა, მზერას რომელიც სულში იჭრებოდა . წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მანძილის გაზრდას ითხოვდა ერთი ნაწილი ,მაგრამ მეორე უფლებას არ აძლევდა, გატოკების საშუალებაც არ მისცა სანამ ყველა უჯრედმა არ იგრძნო მონატრებული შეხება . კაცის მკლავებს მოყვებოდა ფრთები, წარსულის გაქრობის უნარი, სრული სიცარიელე და მასში მხოლოდ თავისი არსებობა. ყველა და ყველაფერი გააქრო ირგვლივ მისმა გრძნობებით სავსე კოცნამ. ერთიანად გამოფიტული , მის მკლავებში მომწყვდეული, მხურვალე კოცნით ივსებდა მონატრებით გამოწვეულ უფსკრულს სულში,მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. სულ ერთი იყო, ერთი ჭრილობა უთვალავს შორის . მთელი არსებით უნდოდა დრო გაჩერებულიყო და მის ნაწილად ქცეულიყო ბოლო ამოსუნთქვამდე . სულ ბოლო, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ,რომელიც ასე ახლოს იყო ...

მოშორდა. აჯობა თავს და მანძილი გაზარდა, ცრემლებს ამღვრეული თვალებიდან გადმოღვრის საშუალება არ მისცა. უკან იხევდა , უყურებდა და შემდეგ მზერაც მოაშორა . უსიტყვოდ წავიდა , ბევრი რამ შეეძლო ეთქვა , ბევრი მტკივნეული სიტყვა, მაგრამ ტყუილის თქმა აღარ შეეძლო მოკვდებოდა თუ ეტყოდა შენი შეხება გულს მირევს და ახლოს აღარასდროს მოხვიდეო , მაშინ როცა სწორედ მასთან სიახლოვის სურვილი წვავდა.
შენობისკენ მიაბიჯებდა სწრაფი , ხმაურიანი ნაბიჯებით და გულისცემა სულ უფრო მეტად უჩქარდებოდა , გულ_მკერდი ისე ეწვოდა თითქოს გულის მუშაობა მოქმედებდა გავარვარებული შანთივით და ის თუ გაჩერდებოდა, თუ სამუდამოდ დადუმდებოდა ტკივილიც უმალვე გაქრებოდა.
უკან მოუხედავად მიდიოდა, მაგრამ იცოდა ნიკუშა მის ნაკვალევს მიჰყვებოდა ისევ მდუმარედ, ისევ უსიტყვოდ შენარჩუნებული დისტანციით.

იფიქრა მორჩა, ამ ღამით ეს იყო უკანასკნელი ბრძოლა ახლა უბრალოდ მიღებულ ჭრილობებზე უნდა ვიზრუნოო და მოდუნდა კიდეც. ნახევრად მძინარე ბავშვი ხელში აიყვანა , სახეს უკოცნიდა განაბულ ფერიას მოულოდნელად კიდევ ერთი ნაცნობი სახე რომ დაინახა და წამსვე გაჩნდა დამანგრეველი შიშის ტალღა .
_ზაზა ნიკოს საიდან იცნობს _საკუთარ თავს ეკითხებოდა, მაგრამ სიტყვები გაუაზრებლად წარმოთქვა და პასუხიც მიიღო
_ზაზას ბებია ცხოვრობს ჩვენს მეზობლად. დედის ოჯახში აქვს ნახევარი ცხოვრება გატარებული, მეგონა იცოდი მაგდუ _აღარაფერი აღარ ესმოდა, ბავშვი დედას ჩაუწვინა მკლავებში, ჩანთას თითები მოუჭირა და დარბაზის მეორე მხარეს მდგომ კაცს გახედა. ორივე უყურებდა, ექიმი საუბრობდა ნიკუშას კი სამყარო თავზე ჩამოექცა . ხედავდა , ყველაფერს ხედავდა და გრძნობდა მის თვალებში . გაუსაძლისად ტკიოდა მისი ტკივილი რომელიც ვერ აარიდა.
ვერაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ გზას აგრძელებდა . მიდიოდა მანამ სანამ ბინის კარი არ მიხურა . სახლში გაბატონებულ სიბნელეს მხოლოდ ერთი პატარა სანათი ებრძოდა . შუა დერეფანში გაჩერდა და იატაკისკენ ჩაცურდა , სხეულს ვეღარ იჭერდა , კედელს მიყრდნობილი უსმენდა კიბეზე სირბილით მიმავალი კაცის მძიმე ნაბიჯების ხმას. იციდა ის იყო, იცოდა გაჰყვებოდა, იცოდა რომ ეს თამაშის დასასრული იყო , გეგმა ფერფლად იქცა, ის უკვე რკინის კართან იდგა , მისი ღრმა სუნთქვა ესმოდა , ხედავდა მის უღონოდ ჩამოშვებულ მკლავებს და წუთების შემდეგ უსმენდა მუდარით ნათქვამ სიტყვებს
_შემომიშვი , მაგდალენა _ არც დაუკაკუნებია, არც ზარის ღილაკს შეხებია , არც კარის გაღება უთხოვია , არც ბრძანება გაუცია იდგა გათიშული, თავგზაარეული , შუბლითა და ხელისგულებით კარს მიყრდნობილი და ზუსტად იცოდა მაგდა იქვე ახლოს იდგა და უსმენდა _გთხოვ მაგდალენა , მაგდალენა ... ჩემო _ყელში გაჩხერილმა ბურთმა ხმა წაართვა, ბარიერად ქცეული კარის ორივე მხარეს ცრემლებთან ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა _გემუდარები შემომიშვი

როგორ უნდა შეეშვა, როგორ დაიტევდა , როგორ მიიღებდა , ჰქონდა ამის ძალა, იყო ამისთვის მზად? არა , არა და არა , მაგრამ მაინც სახელური ჩამოსწია , ბარიერი გააქრო და დარჩა ზღურბლს იქეთ მდგომი კაცის წინ , უნიღბოდ , ცრემლებით დაფარული სახით, სრულიად შიშველი ტყუილებით სავსე ციხესიმაგრისგან შორს .

წამით უყურებდა, კითხვა არ გაუჟღერებია მხოლოდ გონებაში ტრიალებდა გაუჩერებლად „მართალია?“ პასუხი მიიღო და თვალის დახამხამებაში დაფარა მანძილი. ისე მოეხვია თითქოს საუკუნის წინ შეეხო ბოლოს , თითქოს ეს ერთი შანსი ჰქონდა და მეტი აღარ , თითქოს ხელის გაშვებისას სამუდამოდ გაუჩინარდებოდა. სახე ქალის ყელში ჰქონდა ჩამალული, თმიდან წამოსული სურნელი ერეოდა კანის არომატს , ღრმად სუნთქავდა და გულისცემა კიდევ უფრო მეტად უჩქარდებოდა. ცრემლები კანზე ეცემოდა გაქვავებულ ქალს , მაგრამ გატოკების ძალაც არ ჰქონდა . თვალები დახუჭა და გაირინდა , სუნთქვაშეკრული იღებდა მისგან წამოსულ მუხტს. სულ მალე სახეზე გრძნობდა გაყინული თითების და ტუჩების შეხებას , შემდეგ მლაშე სითხით დანამულმა ტუჩებმაც იპოვნეს საერთო წერტილი . არასდროს ყოფილა ამდენი ნათელი და ბნელი გრძნობა თავმოყრილი ერთ შეხებაში . ახლა კი ყველა’ფერს ერთად ეუბნებოდა ყველა ემოციას უზიარებდა ფერებს უბრუნებდა, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი მხოლოდ ურთიერთობის უკანასკნელ შანსს იყენებდა და წინააღმდეგობას არ უწევდა.
მაინც რა ცოტა დრო იყო საჭირო ადამიანის განადგურებისთვის. უყურებდა როგორ პატარავდებოდა, სუსტდდებოდა, უძლურდებოდა ნიკუშა ყოველ წამს და მთელი არსებით ებრალებოდა ამ ტკივილისთვის. ისე მოიკეცა ,თითქმის მუხლებზე იდგა ,კაბის წვრილი ღილების გახსნა გაყინული აკანკალებული თითებით დაიწყო , ჩქარობდა შემდეგ კი მოშიშვლებულ მკერდს სისხლისფერი მზერით უყურებდა ,მისი ცხელ სუნთქვა კანზე ეფრქვეოდა ადგილზე გაქვავებულ ქალს . გაცლა სცადა, უკან დაიხია ,მაგრამ არ დაანება თითები ნაზად შეახო მკერდს,რომლის სიღრმეშიც იყო მტერი, რომელიც მთელს სხეულს უწამლავდა . კიდევ ერთხელ გატყდა , ნაწილებად დაიშალა ხელები წელზე რომ გადაიტანა და სხეულზე მიეკრო. ტუჩები ზუსტად იმ ადგილას შეახო სადაც დიდი , უძრავი კვანძი იყო დაბინავებული . გული ძვლებს ამტვრევდა ისეთი ძალით ფეთქავდა მას კი უნდოდა გაჩერებულიყო .
-გემუდარები არ დამტოვო... არ დანებდე , დარჩი ...დარჩი გთხოვ. ყველაფერ წმინდას გაფიცებ,მაგდალენა -შუბლით იყო მიყრდნობილი , თვალებში არ უყურებდა, ისე იყო მოკეცილი და დაპატარავებული მაგდა ვერც უყურებდა, ვეღარ გაუძლო თითები მის არეულ თმაში შეაცურა და თავადაც მოიკეცა
-მეზიზღებოდა საკუთარი თავი და მებრალები ჩემი სიყვარულისთვის... მაპატიე ... გამიშვი _არ ვიცი ხელის გაშვებას სთხოვდა თუ იმქვეყნად წასვლის უფლებას ის კი აშკარად არცერთს აპირებდა
-არასდროს !
-შენზე და ჩემზე არ არის დამოკიდებული . ეს დიაგნოზია, განაჩენია უკვე ნიკოლოზ - ისეთი მშვიდი ჩანდა, დანებებული სრულიად განსხვავდებდოდა ნიკუშასგან
- შევ.ცი ეგეთ განაჩენს ! შენს თავს ღმერთსაც არ დავუთმობ !- ისევ აკოცა, ამჯერად ცეცხლი გიზგიზებდა მის შეხებაში, ძარღვებში სისხლი უდუღდა და სასოწარკვეთა რაღაც სხვა უფრო მძაფრი გრძნობით ეცვლებოდა. სხეულზე მიკრულ ნახევრად შიშველ ქალს ხელს წამითაც არ უშვებდა , კავშირს არ წყვეტდდა თავის ბადეში ახვევდა და თავის დაღწევის ნებას არ აძლევდა
-შენ ახლა ვერ ხვდები ...უძლური ვარ - შუბლი შუბლზე მიაბჯინა , თითები მის თმაში ჰქონდა ახლართული ჯერ ისევ მილიმეტრები აშორებდა მის ტუჩებს -აღარ შემიძლია
-სუნთქავ, ცოცხალი ხარ, გეხები ,აქ ხარ . შეგიძლია ! შეგვიძლია! ყველა’ფერს შევძლებთ მხოლოდ ჩემთან იყავი ! ჩემთან დარჩი, არ მომიშორო- გაყინული ტუჩები ისევ ძველებურად უხურდნენ, კანზე შეხებისას ქალს წვავდნენ - გეფიცები, გამოგვივა ! - ისევ გულზე მიეკრა სუნთქვა არეულს ,კაბა ისე გაუსწორა მანძილი არ გაუზრდია , თითებს ფრთხილად ამოძრავებდა და ტუჩებს ახებდა შიშველ ადგილებს - ყველა’ფერს ,მაგდალენა
-მე , რომ აღარ ვიქნები . დროს აღარ მიჰყვება ჩემი გულისცემა მოვიპოვებ სიმშვიდეს, რომელიც ასე ძალიან მინდოდა . სული გათავისუფლდება , გონება შეწყვეტს ძალდატანებით მუშაობას და მოვა ნანატრი დასასრული . დასასრული ტვინში არსებული ქაოსის - არ უსმინა კაცის სიტყვებს. მაინც მოშორდა და სახლის სიღრმისაკენ დაიძრა - ფიქრების გორგალი დაიშლება , მოგონებებთან ომი შეწყდება აღარც სინანული იქნება, აღარც მოლოდინი . ყველა ბრძოლას ბოლო მოეღება განსაკუთრებით კი საკუთარ თავთან ომს რომ დავასრულებ ესაა ყველაზე დიდი შვება. შევწყვეტ იმ საქმეების კეთებას რაც ასე მძულდა, იძულებით არსებობას მოეღება ბოლო. არ გაბედოთ დარდი და გვემა. მეზიზღება ჭირისუფლების შავებით შემოსვა , ადამიანების ცოცხლად დამარხვა ჩემთვის არაფერს შეცვლის. მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც მუდამ მარტო ვიყავი ჩემს ტკივილთან და ეს სრულიად ბუნებრივია , რამდენიც არ უნდა თქვა მას ვერავინ გრძნობს ისე როგორც შენ , არავის აწუხებს იმდენად რამდენადაც შენ და ესეც დასრულდება . მშვიდად უნდა გამაცილოთ, რაც შეიძლება მშვიდად- დივანზე დაჯდა , ნიკუშაც მას მიჰყვებოდა , წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა და ისევ მიუახლოვდა - ვწუხვარ , მთელი არსებით ვწუხვარ რომ არ გამოგვივიდა , მეტი დრო არ გვქონდა . ვწუხვარ ,რომ უფრო ადრე არ ვაღიარე შენი სიყვარული , ვწუხვარ,რომ ვერ ვიქენები შენი ქალი და ჩვენი ბავშვებიც ვერ იქნებიან ... ეგოისტი ვარ , უმადური და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ ამიტომ დამივიწყეთ . ხო , ყველაფერს სჯობს დამივიწყოთ საფლავის ქვაზე ჩემს ფოტოს ნუ დაახატავთ, გთხოვთ . არ მინდა რაღაც ყალბი სილამაზით, ბედნიერებით გამოვისახო ქვაზე და ვიღაც უცნობ გამვლელს შევებრალო . უბრალოდ გავქრე მინდა, უკვალოდ , უდარდოდ, უცრემლოდ. არ მინდა ვინმეს ვატკინო მე ხომ ვიცი რას ნიშნავს როცა გლოვას არ წყვეტენ , ეს ბორკილებია რომელიც ხელ_ფეხს გიკრავს და გართმევს იმ სიცოცხლის დღეებს რომლებიც შენია, შენ დაგრჩა შენ უნდა გამოიყენო და სრულიად ფუჭად ხარჯავ , ამიტომ არ გინდა . ნება მომეცი დავასრულო , გამიშვი ! მე უკვე წავაგე ყველა ომი სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც , ცხოვრებასთან დავმარცხდი რაც გარდაუვალ დასასრულს ნიშნავს. უბრალოდ გამიშვით , გამიშვით , გამიშვით გთხოვთ _ცრემლები სერავდენ ქალის სახეს . მთელი სხეულით თრთოდა და დაბინდულ მზერას არ აშორებდა სახეწაშლილ კაცს. ვედრებას აგრძელებდა ჩუმი , სასოწარკვეთილი ხმით კაცმა მისი სახე ხელებში რომ მოიქცია და ცრემლებთან მდუმარე ბრძოლა დაიწყო. თითის წვერები სულ მთლად დაენამა მლაშე სითხით , შემდეგ თმაზე გადავიდა , სახე გაუთავისუფლა და ჩავარნილ,ფერმკრთალ ღაწვებზე მიაკრო ტუჩები
_შენთვის თუ სიკვდილია გამოსავალი , თუ ესაა ბრძოლის უკანასკნელი სვლა ჯერ ჩემს დასასრულს ნახავ იცოდე ! შენ თუ არ იქნები, სადღაც ახლოს თუ შორს შენთან შეხვედრის იმედით თუ არ დავიწყებ დღეს , შენ თუ გაქრები მე ხომ არავინ და არაფერი შემაჩერებს . აზრი არ ექნება უშენოდ არაფერს , შენ თუ ბრძოლას არ აპირებ მაშინ ორივე დავსრულდებით-ისეთი მზერა ჰქონდა, ისე უყურედა წამით ვერ შეიტანდით ეჭვს მის სიტყვებში
_ასე არ ხდება ! არავინ არავის მიჰყვება იმ ქვეყნად . იმ სასახლის ვიწრო კედლებში ორი სხეული არასდროს მოუთავსებიათ. მეეჭვება , მაგრამ იმ ქვეყნად თუ კიდევ მელის სატანჯველი იქაც ვერ შევხვდებით მე და შენ . ასე რომ შენთვის სჯობს ეს ღამე სიზმრად ჩათვალო, სიმთვრალის თანმხლებ მოჩვენებად და დამივიწყე! საერთოდ გამაქრე მეხსიერებიდან და იცხოვრე . შენთვის ღმერთს არ გამოუგზავნია სასიკვდილო პრობლემა , შენ წინ გრძელი გზა გაქვს , უამრავი შანსი ბედნიერებისთვის -კვლავ აგრძელებდა მცდელობდებს, მშვიდი, ჩუმი ხმითა და საოცარი მზერით _ჩემს ცხოვრებაში იყო წამიანი ბედნიერი მომენტები და საუკუნოვანი ტანჯვა . დავიღალე , არ მინდა გამარჯვება რომელიც ზუსტად იმ დროს შეიცვლება მორიგი დარტყმით , როცა ყველაზე მეტად მენდომება სიცოცხლე. არ მინდა გესმის? არ მინდა ! დავიღალე, სუნთქვა მამძიმებს, მტკენს
_შენში იმედის ფესვები ვერ გავაჩინე , ძალა არ მეყო შენი აზრების მიმართულების შესაცვლელად _სევდისფერი ღიმილით გაუღიმა, ისევ შემოწერა თითებით ქალის სახის კონტური ბოლოს მიუახლოვდა მის გაცრეცილ გაყინულ ტუჩებს და გამოსამშვიდობებელი კოცნით მივიდა ზღვრამდე_ შენს სულში ჩემს მიერ გაჩენილი ჭრილობები მეტია ვიდრე განკურნებული და უკანასკნელსაც მიიღებ , განიცდი იმას რისთვისაც მიმეტებ . შავი არ ჩაიცვა, ფერადით სულშეხუთულმა მიგლოვე , საფლავზე მოსულმა ცარიელ ქვას გაუსწორე მზერა და ისე წარმოიდგინე ჩემი სახე მერე წადი , ზურგი აქციე მიწაში ჩაფლულ ჩემს სხეულს და დამივიწყე თუ შეძლებ !
_შეიშალე ? _ გაქვავებული უყურებდა როგორ აქცია ზურგი და დაიძრა სწრაფი არეული ნაბიჯებით. გონს მოსვლას ვერ ახერხებდა, ზუსტად იცოდა ყველაფერს ისე გააკეთებდა როგორც ამბობდა და ნაწილებად დაიშალა , შიშმა დაამსხვრია და თავიდან აღადგინა _ნაბიჯი არ გადადგა! ადგილიდან არ გაინძრე თორემ კორპუსიდან სანამ გახვალ მანამ ვიფრენ ფანჯრიდან და წინ დაგხვდება ჩემი დაფლეთილი გვამი! გეფიცები ... გეფიცები შენ თავს გეფიცები
_გეტკინა, წარმოდგენამაც შეგშალა ხომ ? როგორი იყო უჩემობის წამიერი წარმოდგენა
_ჩემი და შენი მდგომარეობა ერთი არ არის მე ისედაც ვკვდები გაიგე ეს თვითმკვლელობა არ არის. ვკვდებიი ,ჯანდაბა მე წამებით სიკვდილი მელის
_ვის ატყუებ .გგონია თუ გულზე ხელებს დაიჭდობ და თვეები, წლები დაელოდები ნელ მტკივნეულ სიკვდილს ეგ თვითმკვლელობა არ იქნება? მეც გამოვიკეტები, არ შევჭამ , შევსვამ, არ გავტოკდები და რამდენი დღე გაუძლებს ჩემი წყეული , ჯანმრთელი სხეული -ხმას საგრძნობლად აუწია, ნაპერწკლები სცვიოდა თვალებიდან, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა და მზად იყო ყველაფერი გაენადგურებინა
_გეყოფაა
_შენ გეყოფა სიკვდილზე ფიქრი, დასასრული მანამ არ მოვა სანამ ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას. მე კი მანამ არ გაგიშვებ სანამ ერთად არ დავბერდებით და შენი ვერცხლისფერი თმის სურნელს არ ვიგრძნობ . ერთად დავიწყებთ ბრძოლას ,ბრძოლას გამარჯვებამდე და მერეც , მანამ სანამ ღრმა სიბერე არ მოვა
_ვერ გაუძლებ !
-შენ ხარ ერთადერთი ამ სამყაროში ვის გამოც ყველაფერს გავაკეთებ
-მაშინ იცოცხლე ჩემს მაგივრადაც , იცხოვრე ჩემს ნაცვლად უჩემოდ
-რანაირი ქალი ხარ არაფერს და არავის ნებდები და მაინცადამაინც სიკვდილს დაემორჩილე?
-უშედეგო ბრძოლა არ მჭირდება , დამახინჯებული სიკვდილი ქიმიისგან განადგურებული სხეულით, დაინტუბირებულს, გათიშულს საავადმყოფოს კედლებში არ მინდა ! სიბრალულით სავსე გამარჯვებაც არ მინდა , ბრძოლას აზრი არ აქვს თუ შედეგს ვერ მიიღებ
-ორი არჩევანი გაქვს ან იბრძოლებ ან შენამდე მე დავასრულებ
-რომეო და ჯულიეტა როდის გავხდით
-მაგათ დედას არ შევ.ცი მე და შენ როცა ვართ?
-ღმერთო ჩემო- გაეცინა, სახეზე ხელები აიფარა და გიჟივით ხარხარი დაიწყო. ბიძგი სჭირდებოდა ყველა ემოცია რაღაც ერთ ქმედებაში რომ გადაეტანა და ამჯერად არანორმალურ სიცილში ჩაატია ყველაფერი . ნიკუშა დივანზე იჯდა, თავი გვერდით ჰქონდა გადახრილი ისე უყურებდა და გულისცემა უორმაგდებოდა. უცებ მიიზიდა თავისკენ, მუხლებზე დაისვა და ფერდაბრუნებულ ტუჩებზე კიდევ ერთხელ წაეტანა.
-მითხარი რომ ჩემთან ერთად იბრძოლებ და მოვიგებთ ყველაზე დიდ ომს საკუთარ თავთან, განგებასთან, ცხოვრებასთან , ღმერთთანაც კი ვიბრძოლებ ... შენ ხარ ჩემთვის წმინდანიც, ქალღმერთიც და ყველა ღვთაება ერთად - თვალებში უყურებდა, ისევ ისე ახლოს იყო და ქალზე ზემოქმედებას ცდლობდა
-ჩვენებმა არ უნდა გაიგონ, რომ მივხვდებით აზრი არ აქვს ჩემს გეგმას შევასრულებ ქვეყნიდან წავალ და ვერავინ მნახავს სიკვდილის პირას მყოფს !
-გპირდები , ვერავინ გნახავს სიკვდილის პირას მყოფს !
-და გგონია მე და შენ ფენიქსივით ფერფლისგან აღვსდგებით?- დანებდა. თავი მხარზე დაადო , მოეხვია და სიმშვიდეში ჩაკარგულმა რამდენიმე საათიანი განტვირთვის საათები აჩუქა თავს. არავისზე და არაფერზე უნდოდა ფიქრი , მხოლოდ ის სჭირდებოდა თავის დაჯერება და მისი საყრდენად, იმედად , სასწაულმოქმედად წარმოდგენა.
-ჩვენ იმდენჯერ დავეცით და ავდექით , იმდენჯერ მოვიგეთ , იმდენი ჭრილობით მოვედით აქამდე ყველაფერს შევძლებთ!

სანატრელი, დავიწყების პირას მყოფი სულის სიმშვიდე მოვიდა და გამეფდა ორ სულ’არეულ ჭრილობებით სავსე არსებაში.
..........................
ონკოლოგის კაბინეტთან ბოლოს მარტო იდგა , იცოდა რაც სჭირდა და უბრალოდ მტკიცებულების ნახვა სურდა , ახლა კი ნიკუშასთან ერთად მიაბიჯებდა, მისი ხელი არ შორდებოდა სხეულიდან. ერთი შეხედვით მშვიდად იყო , მაგრამ მისი ყოველი შეხება , მზერა ყველა ელფერი სიტყვებზე მეტს ეუბნებოდა. უცნაური იყო, ღიმილის მომგვრელიც კი მკერდში უძრავი , კაკლისოდენა კვანძი ჰქონდა და მის გამხნევებაზე ფიქრობდა, მის ტკივილზე წუხდა. ექიმს ნორმალურად არც უსმენდა, კაცს უყურებდა მის რეაქციებს სწავლობდა და სადღაც შიგნით, ტვინის რომელიღაც წერტილს უხაროდა კიდეც . ამაზრზენი იყო ეს სიხარული, მთელი გონებით ეწინააღმდეგებოდა,მაგრამ მაინც როცა გრძნობ როგორ უყვარხარ, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ რამდენი ფერი გაქვს შენი ნაცრისფერი ცხოვრებითაც კი , შეუძლებელია არ გაღვივდეს ნაპერწკალი, ბრძოლის წინ დიდი ცეცხლის შესაქმნელად.
კაბინეტიდან გამოსვლის წამსვე მიხვდა გვერდით სხვა კაცი რომ მიჰყვებოდა , ყოველ ნაბიჯზე იზრდებოდა ის ბიჭი მანამდე რომ იცნობდა. ნიკუშა არასდროს მიჰყვებოდა გეგმას, არ არსებობდა მისთვის განრიგი ახლა კი ქიმიის დაწყებამდე დარჩენილ სულ ცოტა დროს მაქსიმალურად ტვირთავდა
-შენებთან უნდა წავიდეთ ... თუ გინდა სტრესს აარიდო, არაფერი უთხრა და მშვიდად აცხოვრო უნდა უთხრა,რომ მათი საყვარელი, სასურველი, არაბიოლოგიურ შვილად მიღებული ბატონი ნიკუშა კვლავ გვერდით გყავს და რომ აღარასდროს დაშორდები
-სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ასეთი მართალი ალბათ არასდროს ყოფილა
-ასე რომ სისინებდი სულ და მერე აღარ შეიძლება ეგ შხამი დაგიგდროვდა და გწამლავს ახლა-სერიოზული სახით უთხრა სრული აფსურდი და მაგდალენას კისკისმაც არ დააყოვნა
-რა იდიოტი ხარ ღმერთო
-შენ კიდე უცნაური ქალღმერთო , თან ღმერთოო მეუბნები და თან იდიოტოო რა დამოკიდებულებაა, რა უღმერთო ვინმე ხარ - მანქანის კარი გაუღო და დაჯდომამდე ისევ მოხვია ხელები - სოფელში მივდივართ ხო?
-შენ ჩემს ნებას არ დაემორჩილე და რადგან გადაწყვიტე ყველაფერთან გამკლავება გემორჩილები , საითაც მიბრძანებ იქეთ წავალ
-ეს რამდენ საათს გაგრძელდება ნეტავ, რომ ვიცოდე და მნიშვნელოვანი თემები მოვაყომაროთ - ჩაიცინა და ყელში აკოცა- დაჯექი , მამიკო ლევანი გავახარო უნდა
-შენ და მამიკო ლევანი გულს გამიჩერებთ ერთხელაც
-როგორ მიყოფს შენს თავს ისე მიკვირს...ჩემ გოგოს ვერავის დავუთმობ . შანსი არაა ! - მანქანა უკვე გზაზე ჰყავდა წინადადება გაუაზრებლად რომ თქვა და არც უფიქრია შედეგზე, მაგდალენა კი დედამიწაზე დააბრუნა
-შენ თუ დაგემსგავსება და არა დედამისს დაგარწმუნებს , გაიძულებს დათმო
-მე რა პონტში უნდა დამემსგავსოს,უეჭველად შენ უნდა გგავდეს წარბს რომ ასწევს მაღლა და დააბრიალებს თვალებს ვინ გაეკარება ახლოს - მზერა შეეცვალა, წამით გახედა ქალს და ისე უპასუხა თითქოს ვერაფერს მიხვდა
-ოცნებები რომ გტკენს ისე არაფერი... ოცნებები,რომელთაც ასრულება არ უწერიათ
-ეგ შენი იღბალია გასული მომსახურეობის ზონიდან და ბედიც დაცენტრილი გაქვს თორემ მე ვისზეც ვოცნებობდი ამისრულდი - ქალის გაყინული მტევანი ხელისგულში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა, რამდენჯერმე აკოცა , ხელს არ უშვებდა
-ზოგჯერ ისე იქცევი მგონია,რომ სიზმარში ვარ და ისეთი ნიკუშა მელაპარაკება მე როგორიც მინდა
-როდის მოვა დრო და ხმამაღლა აღიარებ,რომ ყველანაირი გინდივარ
-თავიდან ვერ გიშორებ და მე მინდიხარ?
-ტუტუცო!
-სასჯელად გიქციე ჩემი სიყვარული ... -დიდხანს არ აშორებდა თვალს მის უჩვეულო ღიმილს, ესეც არ იყო ძველებური. დუმილი დიდხანს შეინარჩუნა,მაგრამ ბოლოს მაინც ხმამაღლა თქვა ის რაც გონებაში ჰქონდა- სჯობდა ასე არ გყვარებოდი
-იცი რა სჯობს? შეწყვიტო ჩემი ისე ყურება თითქოს გეცოდები ... მაღიზიანებ და გამაფრენინებ
-შენ რომ შეწყვიტო სიფრთხილით მოქცევა?
-რა სიფრთხილით გეჩხუბები ორი დღეა ... გეუბნები მე შენ ჭედავ რო ვჩხუბობთ-თქო , ს.ქსამდე უნდა გეჩხუბო თორემ ეჭვი მაქ ორგ.ზმამდე ისე ვერ მიგიყვან
-რაც არ უნდა თქვა , ყალბი ხარ ... შენი ხმის ტემბრი, გულისცემა, თვალები გაშიფრული ხარ ნიკუშ - მშვიდად უთხრა და მისკენ გადაიხარა- გეყოფა , ისუნთქე , იცოცხლე მე ჯერ არ მოვკვდები -ყელში აკოცა და შემდეგ გასწორდა- ისუნთქე და ნუ ებრძვი ყელში გაჩხერილ ბურთს
-20 წელი მიყვარდი და ვერ დამინახე ახლა მკითხულობ გადაშლილი წიგნივით?- ამღვრეული თალებით გახედა , ეცინებოდა და თან ვერ
-ამდენი წელი გავიდა ჩვენი პირველი შეხვედრიდან? - სავარძელს ლოყით მიეყრდნო , ბიჭს ვერ აშორებდა თვალს, მონატრება არა და არ ქრებოდა
-როგორები ვიყავით გახსოვს?
-ვერ დავიჯერებ რომ მაშინ შეგიყვარდი ... რა უშნო ვიყავი ღმერთოო...ჩონჩხი ვმოძრაობდი
-კარგი რაა 8 წლის ბავშვი შენს ტანს დავაკვირდებოდი?
-აბა რა გახსოვს ...რა დარჩა შენს მეხსიერებაში
-შენი სიცილის ხმა -არც დაფიქრებულა ისე უთხრა- გაბრაზებული ვიყავი, არ მინდოდა სკოლის შეცვლა . ვფიქრობდი რა მომეფიქრებინა უკან ,ძველ სკოლაში რომ დავებრუნებინე და მერე შენი სიცილის ხმა გავიგე , ახლა ისე აღარ იცინი მერე სადღაც დამალე ის გოგო ვაფშე სხვა ტიპშა გახდი
-მერე მაინც რატომ გიყვარდი
-მერე შენი პასუხები მიყვარდა...ყველას ადუმებდი და მაგრად ვკაიფობდი. ვჭედავდი შენს ირონიაზე და მზერაზე. ეგ ბოლოლომდე დაგრჩა, ვიღაც რო არ გევასება ეგრევე ვწვავ. ვგიჟდებოდი როგორ არავის გავდი, ვაფშე სხვა იყავი ყოველთვის ...
-მერე
-მერე ... ჩემზე მაღალი იყავი ,მაგრად მიტყდებოდა თან ამით კაიფობდი ზემოდან დამყურებდი ყველა გაგებით . დაიწყე ყელმოღერებული სიარული, მკერდი წინ,თავი მაღლა და საბოლოოდ გავჭედე , მანდ დამენძრა ... პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით
-არადა რა რომანტიულად დაიწყე - თვალები აატრიალა და სიმღერას აუწია
-სიმართლე არ გითხრა? არ უნდა ვიცოდეთ ბოლოს და ბოლოს რას ვგრძნობდით ერთმანეთის მიმართ?
-მე ასე შენსავით გააზრებული ეტაპები არ მქონია...
-ეგრე მეც არ ვიცოდი მაშინ რომ მიყვარდი ,მაგრამ მახსოვს ყველაფერი. შენ რა საერთოდ არ გახსოვარ ?
-მახსოვხარ კი, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ მომწონდი . ველური ბავშვი იყავი, დარბოდი გიჟივით , დერეფანში ფეხი დამიდე დავეცი და საყვარელი ბლითების ფული დამაკარგვინე. როგორ უნდა მომწონებოდი საერთოდ
-მახსოვს როგორ მთხლიშე ... ეგ კარგი გამახსენე, მოძალადე იყავი , მეშინოდა შენი. ეზოში რომ გაკოცე და გავიქეცი , რანაირად დამეწიე . კაცს თავმოყვარეობა შემირყიე, ფეხბურთს ვთამაშობდი ვერავინ მეწეოდა ბურთს რო დავითრევდი და შენ შეჯიბრის დროს ვერ დარბოდი , რამ გაგამწარა ერთი გაკოცე
-ეგ არც უნდა გაგეხსენებინა...როგორ გამაბრაზე. ვიდექი , ვლაპარაკობდი მომვარდი და მაკოცე
-ლოყაზე გაკოცე რა ვქენი ასეთი ... ისე მომინდა ისე რო თამაშიც დამავიწყდა ინსტიქტურად წამოვედი შენკენ .ჩემი ნაკოცნი ლოყა როგორ დაიბანე - კიდევ ერთხელ შეიცხადა და წარბები შეკრა- როგორ მეწყინა , თვითშეფასებას მიქვეითებდი
-არ გეტყობოდა საერთოდ სხვებს რომ უჟუჟუნებდი თვალებს ... იმ კოცნის მერე ერთ დღეს სამ გოგოს უთხარი მიყვარხარო
-იმიტომ რომ შერყეული თვითშეფასება ამემაღლებინა...სამიდან ერთი დაიკერა ცუდი შედეგი არ იყო 9 წლის ბავშვისთვის
-რანაირად შემიყვარდი...ან როდის შემიყვარდი საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს
-დაჩაგრულად ვგრძნობ თავს
-მომაკვდავი ქალი შეგრჩა ბოლოს და თავს დაჩაგრულად იმიტომ გრძნობ,რომ არ ვიცი როდის შემიყვარდი?
-შენი გამოსწორება არ იქნება... გიურზამ რომ გიკბინოს მოკლავს შენი შხამი. შენს მაზოხიზმზე აღარაფერს ვამბობ , თავსაც იწამებ ოდითგანვე და მეც მაწამებ მერე , მაგით კაიფობდი სულ და მერე ჩემს მოსაწევზე აქვს პრობლემა . გიჟი ჩვეულებრივი!
-შენ გიყვარვარ და გიჟი მე ვარ?
-ასე დადგა საკითხი? ადრე შენ იყავი გიჟი ჩემი შეყვარებისთვის ახლა სხვანაირად აჩვენებს შენი სასწორი? აქამდე მე არ გიმსახურებდი და ახლა შენ არ მიმსახურებ?- მანქანა ისე სწრაფად მაგდას მთელი სხეული დაეჭიმა - მაგ არანორმალურ თავში რა აზრები გიტრიალებს საერთოდ
-ნუ მეჩხუბები... სახლში ვართ თითქმის და აქ ნუ ამაფეთქებ ახლა
-როგორ ატრიალებს ამ თვალებს, მაგიჟებს - ღრმად ჩაისუნტქა ჰაერი,მაგრამ არ უშველა წამში გადაიხარა, თავისკენ მიიზიდა ქალი და ტუჩებზე დააცხრა- შენ შემშალე, მარტო შენ
-რა უნდა გიყო წარმოდგენა არ მაქვს- ჩუმად თქვა და გაირინდა. წინ დიდი ამბავი ელოდა, მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი,რომელსაც მარტო არ დგამდა თამაშში უკვე ორნი იყვნენ .
................
-შერიგდით?! - კაცის აბრჭყვიალებული თვალები რომ დაინახა თავადაც გაიხარა.
-ჩავთვალოთ,რომ არც გვიჩხუბია- კაცს პირველი მოეხვია და მხარზე ხელი დაარტყა- როგორ ხარ ლევან?
-უკვე შესანიშნავად...
ეს იყო მთავარი სიტყვები ყველა დანარჩენი მოქმედების ახსნა და აღწერა. რა მარტივი იყო სიმართლის დამალვით ადამიანის გაბედნიერება . გვიან ღამემდე დარჩა ნიკუშა,ისეთი სახლური ,თავისუფალი ურთიერთობა ჰქნდათ თითქოს წლები აკავშირებდათ. დაღლილი იყო, ყველაფერი სტკიოდა ,მაგრამ მაინც მომღმარი სახით ეკვროდა დედას . თუ ბედნიერი ხარ ტკივილის ატანაც შეგიძლია ალბათ, თუ აღარ ფიქრობ მასზე ისიც არ გიტევს , იგნორი იარაღად გექცევა და ძალასაც იკრებ .
-მივდივარ ... დაისვენე და ზეგ მოვალ. კარგი?- მარტო იყვნენ, სახეზე ეფერებოდა და შემდეგ ლოყაზე აკოცა
-ნეტავ შენებს რა რეაქცია ექნებათ
-დედაჩემი სიხარულით ცას ეწევა
-სიმართლე რომ გაიგონ მერე რა იქნება ... ვერ ავიტან სიბრალულს - თავი მხარზე დაადო და ხელები შემოხვია , ფეხზე დგომა აღარ შეეძლო - არ მინდა ,რომ წახვიდე
-მხოლოდ ხვალ მერე კი სულ შენთან ვიქნები - თითებს უკოცნიდა და ჩუმად ელაპარაკებოდა
-სულ ვერ იქნები, არ უნდა იყო ... შენი ცხოვრება
-ჩემი ცხოვრება შენ ხარ !
-მიყვარხარ
..............
ძილი არ მოდიოდა, წამლის გარეშე ვეღარ. ერთი შეხედვით მშვიდად ეძინა, ჩაბნელებული ოთახის ცენტრში დიდი საწოლის შუაში იწვა და მისი რითმული სუნთქვა ისმოდა სიჩუმეში . ერთხანს უყურებდა, ხელში მოქცეული ყუთები მაგიდაზე დაალაგა და მაგდალენასკენ დაიძრა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა , ფრთხილად შეეხო თმაზე, სახე გაუთავისუფლა და მისი კონტურის შემოწერა დაიწყო შემდეგ დაიხარა , ცხვირის წვერი კანზე შეახო , აკოცა კიდეც ,მაგრამ ქალს ამაზეც არ ქონდა რეაქცია. დაიძაბა, წამსვე შეეკრა სუნთქვა და მთელი სხეული გაუყინა შიშმა თითები ინსტიქტურად გადაიტანა ყელზე , მფეთქავი არტერიის შეგრძნებისას ღრმად ჩაისუნთქა და შუბლით მიეყრდნო ქალის მკერდს
-აქ რას აკეთებ - შეცვლილი ჰქონდა ხმა, ჯერ კიდევ ახალი გამოფხიზლებული გონს ვერ მოდიოდა. თითები მის თმაში შეაცურა და გაეღიმა- ტყის კაცივით აღარ გამოიყურები? - შესწორებულ თმასა და წვერს დაწვრილებული თვალებით უყურებდა- როგორი სიმპათიური ხარ , რა ხდება? - წელში გასწორებულს მზერა მთელს ტანზე მოავლო და თავად საწოლის თავს მიეყრდნო
-მე ყოველთვის სიმპათიური ვარ შენ არ აღიარებ თორემ
-ასეთი იდეალურად დაუთოებული პერანგებით არ დადიხარ ... ეს მანტოც საოცრად გიხდება. იქ რა ყუთებია?- თვალში მოხვდა ქაღალდის რამდენიმე შეკვრა- რა ხდება ნიკოლოზ? -კაცის წინ დადგა და მზერა გაუსწორა
-გილოცავ , ვქორწინდებით!
-გეშინია იმქვეყნად არ დამკარგო და ჯვრისწერა გადაწყვიტე?
-რომანტიზმის პიკზე მყოფ კაცს მოჩვენებითი აღფრთივანება მაინც უნდა მიჩვენო ,მაგდალინა
-კაბა მიყიდე? - იღიმოდა და თან თვალები ემღვრეოდა. გახსნილ ყუთს არც დახედა , ნიკუშას უყურებდა და სულ უფრო მეტად ამცირებდა მანძილზე- შენთვის გავიმარჯვებ,გეფიცები - მკლავები ყელზე შემოხვია, ტუჩები ნაზად შეახოო ტუჩებზე და დახუჭული თვალებიდან ცრემლებმაც იწყეს სვლა
-მაშინებ ასეთი მორჩილი ...
-ერთი მაგდა უკვე დასრულებულია, ეს თვეები მოლოდინია...გამარჯვება მეორედ დაბადება იქნება და შენი მაგდალენა აღარასდროს არაფერს გააკეთებს საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ
-საინტერესოდ ჟღერს...იცოდე აუცილებლად გაგახსენებ ამ სიტყვებს - არეულ თმებზე ეფერებოდა და უღიმოდა - კაბას არ ნახავ ? არ გაჩქარებ,მაგრამ მაინც შენებიც და ჩემებიც გველოდებიან-ცრემლები ისე გაუქრო სახიდან თითქოს არც ყოფილან
-მაინც ვინები გველოდებიან- ყუთებისკენ შებრუნდა და ყველა გახსნა
-კორონაგადატანილები და ახალდატესტილები - მოუთმენლად ელოდა მაგდას რეაქციას , მაგრამ ვერაფერი გაიგო -არ მოგეწონა? -კაბით ხელში მდგომს წარბებშეკრული უყურებდა - ყველაფერი რომ ჩაივლის და დიდი ქორწილების გამართვის უფლებასაც დავიბრუნებთ ხელისმოწერის დროს ჩაიცვი მერე რამე გრანდიოზული . ახლა მგონი ეს გაასწორებს, არა? - კეფაზე მიიბჯინა ხელისგული და ისე განაგრძო საუბარი-თუ არ მოგწონს ახალი ვიყიდოთ
-ჩემი გოგოები ნახე და იმათ აგარჩევინეს?
- რო დავურეკე და დავპატიჟე გადაირივნენ . მორიგეობები გადაცვალეს , პირდაპირ ეკლესიაში მოვალთო ქოთქოთებდნენ... ყველანი შენნაირები არიან
-არ მჯერა
-რა არ გჯერა, შენნაირები რომ არიან აქამდე არ იცოდი?
-ასეთ იდეალურ კაბას მეც ვერ ავარჩევდი - სავარძელზე მიაფინა, პიჟამას ბოლოებს დაწვდა და იქვე დაიწყო გაშიშვლება თან ნიკუშას უყურებდა და იღიმოდა- მანცვიფრებ !
-და ეგრევე აბაროტს მიღებ? ჯანდაბა - ჯერ უყურებდა ,მერე შებრუნდა და ზურგით დადგა - ქვემოთ დაგელოდები მე ... თუ გინდა ნატალიას ვეტყვი და ამოვა
-შენ რა გარბიხარ? გინდა სხვამ მნახოს პირველმა ?
-მაგდალენაა- ზურგიდან გრძნობდა ქალის სიახლოვეს და თავგზაარეული ხმასაც ვერ აკონტროლებდა
-ჩვენ ხომ ორიგინალურები ვართ...სხვები თეთრ კაბას მხოლოდ აშორებენ ქალის სხეულს შენ კი შეგიძლია შემმოსო კიდეც - პერანგის საყელო გაუსწორა და ყელში აკოცა- შანსი რომ მქონოდა სიამოვნებით შეგიკრავდი ამ პერანგის ღილებს დიდი რუდუნებითა და მოწიწებით
-გინდა სულ მთლად დ.მაყ.ევო და დაიბრუნო ტახტი ხო? სულ ეს იყო ჩემი მმართველობის ხანა?
-მე არაფერზე ვფიქრობ ახლა მოცემულობის სასიამოვნოდ შესრულებისა და ტაძრამდე შენთან ერთად მისვლის გარდა ... რამდენიმე წუთში მოვალ ან დამხვდები ან თავად ჩავიცვამ -ხალათი მოიცვა და ოთახი დატოვა.
სად წამსვლელი იყო, როგორი სტრესიც არ უნდა ჰქონოდა და რა სერიოზულიც არ უნდა ყოფილიყო სიგიჟის ჩადენის სურვილს ვერასდროს მოიშორებდა. სუნთქვაარეული იჯდა და იმ დროს მაგდალენას ჰგავდა ყველაზე მეტად, მღელვარე, ფიქრებით სავსე გონებითა და გეგმებით, იდეალურობისკენ სწრაფვის ყველა თანმხლები წვრილმანი უბედურებით.
სავარძელში იჯდა, თავი უკან ჰქონდა გადაწეული,თვალები დახუჭული და მაგდალენას ტყავში შესული მერამდენედ იხსენებდა იმ დღის ყველა მომდევნო ნაბიჯს აღარ იცოდა , ეშინოდა რამე ხომ არ გამომრჩაო და თავის ტკივილი უმწვავდებოდა სანამ კარი არ გაიღო . ოთახში შემოვიდა და თან შხაპის გრილი სურნელი შემოიტანა , უკვე გამოფხიზლებულს თვალები უციმციმებდა ბედნიერებას სიცოცხლის ფერი დაებრუნებინა მისი სახისთვის.
-ვჭედავ ამ თვითკმაყოფილ ღიმილზე - მომღიმარ ქალს მიუახლოვდა , თმიდან პირსახოცი მოაშირა და სველი ღერები მხრებამდე ჩამოუშვა, სურნელი კიდვე უფრო მძაფრად იგრძნო , ინსტიქტურად დაიხარა და ყბასთან ახლოს ,ყელში აკოცა -ისე ნუ გააკეთებ აქედან რომ ვერ გავიდეთ
-მე არაფერს გავაკეთებ,მხოლოდ მაკიაჟზე ვიზრუნებ და ნახავ რას ანდომებენ ქალები ყველაზე დიდ დროს .
თმის გაშრობა ნიკუშსას მიანდო, ხმამაღლა კისკისებდა მისი მოუხერხებლობის გამო და სარკიდან რომ ხედავდა კაცის მიმიკებს იმ ბავშვს ემსგავსებოდა პირველი დანახვისთანავე რომ შეაღწია პატარა ბიჭის გონებაში. მოკლე ,თხელი, სწორი თმა ჰქონდა ამიტომ ბევრ დროსა და ენერგიას არ საჭიროებდა რასაც სახეზე ვერ ვიტყვით. სარკის წინ მშვიდად იჯდა, აუღელვებლად ინიღბავდა სახეს ისე თითქოს არავინ ელოდა , მსგავსი არასდროს არაფერი გაუკეთებია მუდამ ჩქარობდა ,ღელავდა,ნერვიულობდა ახლა კი მხოლოდ დადებით მუხტს იღებდა. ნიკუშასთან ერთად არჩევდა ტონალობებს , ისიც ახლოს იჯდა და თვალს არ აშორებდა ,იმ წამებში არაფერზე ეფიქრებოდა ქალის თვალის ჩრდილისა და ტუჩსაცხის ფერის გარდა . ქალი მის წინ რომ დადგა და მიხვდა სხეულის შემოსვის დრო იყო სუნთქვაშეკრულმა აატარა მზერა კუჭებამდე დაშვებულ ხალათში ვერ ხვდებოდა სულ მთლად შიშველი იყო თუ არა,მაგრამ ქამარი რომ გახსნა და ნაჭერი მხარზე გადასწია მიხვდა წინ დიდი გამოცდა ელოდა
-მოვკვდები
-ჩვენს ბრძოლაში დამიჯერე ბევრჯერ მოგიხდება ამის გაკეთება და ჩემი სხეული ასეთი შესაძლოა აღარასდროს გახდეს
-მაგდალენა
-დამიმახსოვრე - თვალებში უყურებდა ნაჭერი კი იატაკზე ეცემოდა . გაშიშვლება ვერც მოასწრო იმდენად სწრაფად მოხვია ხელი წელზე კაცმა და თავისკენ მიიზიდა. სხეულზე ეკვროდა და საკუთარი მკლავებით ფარავდა. - დღეს დაივიწყე ჩემი დიაგნოზი , გონებიდან წაშალე და გააკეთე ყველაფერი რასაც სხვა შემთხვევაში გააკეთებდი, იყავი ის ნიკუშა მე რომ მიყვარს -არაფერი უთქვამს, ისე აატარა თითები ხერხემალზე ,კონტურებს ხაზავდა და ნელ-ნელა ფარავდა სამოსით. სამყაროდან გავიდა თითქოს, მხოლოდ საერთო რიტმით მფეთქავი ორი გულისცემა ესმოდა .
მხოლოდ მას შემდეგ მოშორდა ფეხსაცმელი რომ მოარგო ,თითები წვრილ წვივებს ააყოლა და შემდეგ გასწორდა. ნაბიჯი უკან გადადგა , მზერა მთელს სხეულზე მოატარა , თეთრი კაბის კონტური ქალისას იმეორებდა ,ულამაზესი იყო . უყურებდა და ხვდებოდა რას ნიშნავდა ,როდესაც ყველა აზრს უფანტავდა ქალს. არეულ გონებაში სიმშვიდე შეჰქონდა საკუთარი არსებობით აფერადებდა და რეალობას სწყვეტდდა
-ზუსტად ვიცი რატომ შემიყვარე !- სხვა რამ უნდა ეთქვა,მაგრამ ისინი ხომ არ იყვნენ ჩვეულებრივები . მაგდას რომ გაეცინა მიხვდა, მის მიზანს რომ მიაღწია -რა თქმა უნდა პასუხი გქონდა
-ჩვენ ერთმანეთის დაკარგულ ფერებსა და გრძნობებს ვავსებთ
-ყოველთვის ვიქნებით ერთნი -ყველა’ფერით,გრძნობითა და სულის საერთო ჭრილობებით
გარეთ ყინავდა, წვიმას თოვლის წვრილი ფიფქები ვერ ერეოდნენ ,მაგრამ მათი ხელისგულით შეგრძნება მაინც შეიძლებოდა. საკუთარი სახლიდან მიდიოდა , ქორწინდებოდა წინასწარი ღელვის,სტრესისა და სამზადისისგან გამოწვეული არეულობის გარეშე ყველა მნიშვნელოვანი ადამიანების გარემოცვაში ,კაცზე რომელიც მთელი გააზრებული და გაუაზრებელი ცხოვრება უყვარდა . ამდენი ფერი მათში ალბათ არასდროს ყოფილა, ერთად იმდენი ადამიანი ჰყავდათ სულში დამწყვდეული,იმდენის გაცოცხლება შესძლეს ცხოვრებასთან ომის დროს და კიდევ რამდენს გაიცნობდნენ გასავლელ გრძელ გზაზე .
სუნთქვაშეკრულები მიჰყვებოდნენ მოძღვარს, ცერემონია თითქოს საუკუნოდ გაგრძელდა უღმერთოდ დარჩენილები ღვთის სახლში ღმერთისკენ მიმავალ გზაზე ერთად მიაბიჯებდნენ, ფიცს დებდბენ და მის წინაშე ხდებოდნენ ცოლ-ქმარნი , მაგიური იყო ყოველი წამი . ყველა გრძნობდა მათგან წამოსულ ემოციებს, მიზეზი არავინ იცოდა, მაგრამ გარინდულები შესცქეროდნენ სანახაობას. თითზე მორგებული რგოლი იმ ჯაჭვის წინააღმდეგ რომელიც დასასრულისკენ მიაქანებდნენ , ვინ იცის იქნებ მორიგი საკვირველი გამარჯვება ელოდათ წინ.
ქმრად გარდასახულ ნიკუშას გარემოცვაში უნდოდა დიდხანს დარჩენა, მაგრამ ირგვლივ მყოფები რომ დაინახა ერთბაშად იგრძნო სიყვარულის მრავალი ფერი. თვალებამღვრეული მშობლები, მომღიმარი მეგობრები ,ახალი ოჯახის წევრები და სრულიად განსხვავებული ცოლის სტატუსი. ყველაფერი სხვაგვარად წარმოედგინა ახლა კი ისე ვითარდებოდა მოვლენები ვერასდროს ,რომ ვერ იფიქრებდა და სწორედ ესაა გეგმებთან ბრძოლის მთავარი არგუმენტი.
-გიყურებთ და ვერ ვიჯერებ ,რომ ეს საოცრება დღე იმ არანორმალურმა ბიჭმა მოაწყო ... რა ლამაზი ხარ დეე - ქალი ცრემლებს ვეღარ იკავებდა, თან იცინოდა და თან ცრემლებს იმშრალებდა - ორი დღის წინ რომ გვითხრა მეგონა ხუმრობდა. მთელი ღამე ვერ დავიძინე ,ისე მეშინოდა რომ უარს ეტყოდი, ან არ მოგეწონებოდა , მაგრამ ისეთი ლამაზი ხარ დეე ამ პანდემიის დროს სხვა უკეთეს გამოსავალს ვერც ვნახავდი. დეიდაშენი გადარეული იყო ტესტის გაკეთება მოგვთხოვა ეგ მაგდაზე არანორმალური ყოფილაო - სიცილი დაიწყო და კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია მიაწოდა შვილს
-ნატალიაა დამშვიდდი, სანერვიულო აღარაფერია ... ახლა ბევრი უნდა იცეკვო მამასთან ერთად. მომენატრა ძალიან თქვენი ცეკვის ცქერა
-რა დროს ეგაა... ჯერ თქვენ უნდა იცეკვოთ . ნიკუშა იცეკვებს ვითომ საერთოდ? - მეგობრებთან მდგომ ბიჭს გახედა და სასაცილო გამომეტყველება მიიღო-რანაირი ძმაკაცები ჰყავს ნუ
-დეე ... როგორ მიყვარხაარ - ქალს მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა- უზომოდ დეე
-ჩემო სიყვარულოო - ვერ მშვიდდებოდა ქალი, მაგდალენას კი სულ სხვა ტკივილი ჰქონდა.
-მშვენიერო სიდედრო ცოლს მოგტაცებთ ხო? - მაშველი რგოლივით გამოჩნდა და ბნელი ფიქრები გაფანტა
-სულ შენი იყოს მე დედაშენთან უნდა წავიდე იმდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი ამ სიჩქარის გამო- გაუღიმა , ლოყაზე ხმაურით აკოცა და სწრაფად წავიდა
-არადა რა სწერვა იყო ადრე ... ახლა რა ჯიგარია ტო
-რა ამბები ჩაგიტარებია ... დღენახევარში ამდენი როგორ მოასწარი
-ნიჭიერი გყავარ და არ იცი კიდე
-შენ იცოდი?- თითებზე ეფერებოდა, ქვემოდან უყურებდა და მთელი სხეულით ასხივებდა სიყვარულს
-არა,მაგრამ შენთან ყველაფერს ვსწავლობ ,მათ შორის ყველაზე მეტად საკუთარ თავს და შესაძლებლობებს
-და მე?
-შენ? შენი შესწავლისთვის ათეულობით წელი დამჭირდება ... შენ იმდენი ხარ - ახლოს იყო, ტუჩები ყბაზე მიაწება და გაჟღერებულ მელოდიას ღიმილით შეხვდა- მარტო დღეს ვიცეკვებ ,მხოლოდ შენთვის ... ჩვენი ქალიშვილის ქორწილამდე იცოდე მეტის შანსი არაა

ქართულის იდეალურ მელოდიაში ჩაკარგული უწონადოდ აღიქვამდა სხეულს,რომლის ტარების ენერგია არ ჰქონდა ,იგი თავად მიჰყვებოდა კაცის სხეულს და მისკენ მიილტვოდა, გაურბოდა, წინ მიდიოდა ,მაგრამ ბოლოს ერთად ყოფნის იმედი ჰქონდა . ვერავის და ვერაფერს გრძნობდა ნიკუშას გარდა, მისი მზერა ფარად მიჰყვებოდა, იჭერდა ,დაცემისგან შეხების გარეშე იცავდა და ბოლოს ,მელოდიის დასასრულს მსუბუქად ჩაეშვა კაცის მკლავებში. გონება არ დაუკარგავს, უყურებდა, გრძნობდა, ტაშის ხმა ესმოდა და შორიახლოს მდგომი მამის ამღვრეულ მზერასაც გრძნობდა ,მაგრამ ძალა? დამოუკიდებლად არსებობის ძალა არ ჰქონდა ის კი უთქმელად ხვდებოდა, იჭერდა ,ხელს არ უშვებდა და სულ მალე გრძნობებს კოცნით ფანტავდა.

იმ რამდენიმე საათიდან მეხსიერებაში უამრავი მომენტი ჩაიწერა,თითოეულ ადამიანს საკუთარი ფერი ჰქონდა მაგდალენას ცხოვრებაში და ის დღე ამ ფერების შეკრებისთვის იდეალურ მომენტს წარმოადგენდა. ეს იყო გამომშვიდობება, ყველას გონებაში დარჩებოდა ისეთი როგორიც იყო, ყველაზე ბედნიერი სახით , მხიარული, მნათობი მაგდალენა . სიმშვიდე მოუტანა მშობლებს, სიხარული აჩუქა და ყალბი მომავლის იმედი ჩაუსახა , სიმართლის დამალვით წარმართული თამაშის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სვლა განახორციელა ნიკუშასთან ერთად.
-რა გითხრა ქორწილზე რომ უთხარი - წელზე მოხვეული ნიკუშას მკლავი იჭერდა, ნახევარი სხეულით მასზე იყო მიყრდნობილი და თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული. თვალებამღვრეული უყურებდა მოცეკვავე მშობლებს , წამითაც არ აშორებდა მზერას
-ყველაფერი გააკეთე,რომ არასდროს დაკარგოთ ერთმანეთიო
-ჩემთან ღამით შემოვიდა, ეგონა რომ მეძინა მთელი საათი მიყურებდა , ვგრძნობდი ტიროდა. ვიფიქრე ,რომ დიაგნოზი გაიგო თურმე შენთან რომ მიშვებდა ამიტომ იყო ყველაფერი
-შენ ხომ იცი სამყაროში ვერავინ და ვერაფერი იარსებებდა შენზე მეტად რომ შეჰყვარებოდა ...რამდენი ბიჭიც არ უნდა ჰყოლოდა მაინც .შენ გაღმერთებს - უყურებდა ნატალიასთან მოცეკვავე ლევანს და ხედავდა ცეკვაზე ბევრად მეტს - ჩემი არსებობის მთავარ მიზეზს, მთავარ ქმნილებას ,მთავარ ქალს შენ უყვარხარო , გადაულახავი ბარიერი შენთვის არ იარსებებსო ჯერ კიდევ მაშინ მითხრა პირველად რომ ვისაუბრეთ
-ჩემი მშობლები ვაქციეთ პრიორიტეტად ,როცა დედაშენს თვალს ვერ ვუსწორებ. ქალი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა, ჰგონია,რომ ძლივს სიმშვიდე იპოვნე და წარმოდგენა არ აქვს სწორ გზაზე კი არა პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ რომ მიმყავხარ ... -მზერა ოჯახისწევრების გარემოცვაში მჯდომ ქალზე გადაიტანა და კიდევ ერთხელ მოუჭირა ყელში დანაშაულის მძაფრმა შეგრძნებამ - შვილს ვართმევ მას კი ჰგონია რომ იმ ბიჭს ვუბრუნებ წასვლის დროს რომ დატოვა
-შენს გვერდით ახლა მე ყოვლისშემძლე კაცი ვარ,რომელსაც ნებისმიერი ბრძოლის მოგება შეუძლია ,რომელსაც მსგავსი ძალა არასდროს უგრძვნია და არც უცდია,რომ ჰქონოდა . შენს გვერით ვარ ის ვინც უძლეველობის შეგრძნებას მიჩენს, თვითშეფასებას ცამდე მიწევს,ვინც ყველაზე მეტად მომწონს და სულ რომ არაფერი შემეძლოს შენი სიყვარული ყველაზე ღირსეულია,ყველაზე ძლიერია ,ყველაზე მაგარია რაც კი რამეა ჩემში ... შენ რომ არ იყო ჩემს ცხოვრებაში არაფერი იქნება - თითები თმაში შეუცურა, ქალმა თავი გვერდით გადახარა და ხელისგულზე ლოყით მიეყრდნო , მზერას ვერ სწყვეტდნენ ერთმანეთს - ჩემ არსებობაში ცხოვრება შენ ხარ !
-სულ მეგონა შენი სიყვარულისგან გული გამისკდებოდა...ვერ დავიტევდი,ვერ გაგიძლებდი, ვერ გავფანტავდი და ასე დავსრულდებოდი . ჩემი საოცნებო დასასრულია ეგ და მაგ ოცნებასაც აუცილებლად ავისრულებ ... ჭაღარა რომ ვიქნები, ნაოჭებით დაფარულ ხელს ჩაგკიდებ , შენს მზერაში ჩავიკარგები
-შენი არცერთი ოცნება იქნება უჩემოდ ... მათ შორის არც უკანასკნელი !
...................
-დღე შენ მართე, მომცემ ნებას ღამე რომ ვმართო? - მანქანა წვიმიან გზაზე საშუალო სიჩქარით მიდიოდა , დაბალ ხმაზე გაჟღერებულ მელოდიას მინაზე წვეთების დაცემის ხმა სასიამოვნოდ ერთვოდა. გარეთ ყინავდა, ქარი ხეებზე შერჩენილ უკანასკნელ ფოთლებს დაუნდობლად აცილებდა ტოტებს და უმისამართოდ მიჰყავდა. ისეთი ამინდი იყო მაგდალენას რომ არ უყვარდა,მაგრამ ამჯერად საკუთარი გაზაფხული გვერდით ჰყავდა და შიგნიდან გრძნობდა ტემპერატურის მუდმივ მატებას
-სადმე განსაკუთრებულ ადგილას გინდა წავიდეთ? - მაჯაზე მორგებულ საათს შეხედა და შემდეგ მაგდალენასკენ გაიხედა- შორს თუ არის ცოტა ჩქარა ვივლი , ვიცი არ გიყვარს,მაგრამ
-რა უცნაური ყოფილა ასეთ მღელვარეს რომ უყურებ სულ მინდა გიმეორო,რომ დამშვიდდე და თან ვიცი ეს სიტყვა არაფრისმაქნისია
-მითხარი სად გინდა რომ წავიდეთ
-შენს მთის სახლში მინდა ... იქ სადაც გრძნობები მაღიარებინე, იქ სადაც დაიწყო ჩვენი ამბის მთავარი ნაწილი
-მაგდალინა , მთლად ჩემს ტყავში ნუ შეძვრები გთხოვ ... იქ როგორ წაგიყვანო შეიძლება მდინარე ადიდებული იყოს და ვერც ავიდეთ , რომც ავაღწიოთ ნორმალური გათბობაც არ არის, გამიცივდები. ყველაფერი არაკომფორტულია, ვერ დავასრულე იაზრებ ამას?
-არ მინდა ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი ვარდის ფურცლებით , უზარმაზარი საწოლით ან კიდევ ჩვენი რომელიმე ბინის კომფორტული საძინებელი იქ მინდა გათენდეს ჩვენი ცოლ-ქმრობის პირველი დილა . იმ ყველაზე იაფფასიან ,მაგრამ ძვირადღირებულ სახლში , ოდაში რომელსაც შენი სიყვარული ეკუთვნის, რომლის კედლებში დაწერილი ისტორია გეამაყება, რომელთანაც ბრძოლა, იმედი, სწორი ცხოვრების ,ბედნიერების კვალია. ზუსტად ვიცი ახლა იქ ყოფნა ყველაზე მეტად გინდა და ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რაც ცუდად გაგხდის, მე შენს კარგად ყოფნაზე ვარ დამოკიდებული , შენი სულის სიმშვიდე და სიმტკიცე მჭირდება სიცოცხლისთვის . არ გაბედო თავის ყულფში გაყოფა და იმ საქმეების კეთება რაც სუნთქვას შეგიჩერებს . კლინიკაში შესვლამდე დაივიწყე ჩემი დიაგნოზი , მომექეცი ისე რომ არ გამახსენდეს ჩემი მდგომარეობა
-სასტუმროს ნომერში შენს წაყვანას ისედაც არ ვაპირებდი ... შესანიშნავად ვიცი მსგავს ბანალურობებს რომ ვერ იტან -სიჩქარეს უმატა, უცნაური კმაყოფილი ღიმილი გამოესახა სახეზე
-თითქმის ერთი წელი გავიდა ... ამ ახალ წელს სულ სხვაგვარად წარმოვიდგენდი. ამჯერად ჩემი სანტა იქნები და სურვილებს ამიხდენ
-გიფიქრა როგორ განვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა მაშინ აქ რომ არ გაჭედილიყო შენი მანქანა? - ზუსტად იმ ადგილას იყვნენ როდესაც კითხვა დაუსვა, ამჯერად წვიმდა და წყლისგან დაღარულ გზაში მანქანას სვლა უჭირდა. სალონში გაჟღერებული ელექტრონული მუსიკის ხმა გარეთ არსებულ ხმაურთან უცნაურ სინტეზს ახდენდა
-არ ვიცი რა იქნებოდა , ამას ვერასდროს გავიგებთ და წარსულსაც თავიდან ვეღარ დავწერთ
-მე დარწმუნებული ვარ რომ მაინც გაღიარებინებდი გრძნობებს ... შენი ბინიდან წამოსვლის შემდეგ საკუთარ თავს აღარ ვგავდი. გებრძოდი ,მაგრამ გონებიდან ვერ გიშორებდი . შენ რომ არ აღმოჩენილიყავი ჩემს სახლში მე ვიპოვნიდი შენამდე მოსასვლელ გზას
-დარწმუნებული ხარ ,რომ არ დანებდებოდი და ჩვეულებისამებრ სხვა ქალებთან არ ჩაიცხრობდი სურვილებს?
-სიყვარულის სხვისთვის ჩვენება არასდროს მიფიქრია და შენ ეს შესანიშნავად იცი . ნუ ცდილობ ჩემს გაღიზიანებას , მაინც არ გეჩხუბები
-არადა მომენატრა და სანამ შანსი მაქვს მინდა ცოდვებზე პასუხი მოგთხოვო ...თუმცა სხვა სასჯელი რაღა საჭიროა- ჩაიცინა და მზერა ნაცნობ სახლს გაუსწორა .
-სახლში რომ შევალთ მერე ვიჩხუბოთ , ისე შენ შენ არ იქნები და ჩვენ ვერ ვიარსებებთ - გაუცინა, კარი გააღო და სირბილით დაიძრა ჭიშკრისაკენ. სულ მთლად სველი დაბრუნდა მანქანაში, ეზოში შევიდა ,სახლთან ახლოს გააჩერა და ისევ თავად გადავიდა პირველი. ამჯერად ქოლგით ხელში დახვდა ცოლს, მანტო კიდევ უფრო მჭიდროდ მოახვია და კიბეს მასთან ერთად აუყვა.

ყველაფერი განათებული იყო, სახლი მოწესრიგებული,თბილი და სიძველეში შერეული სიახლეებით გაუცხოებული.
-შენ ისედაც აქ აპირებდი ჩემს მოყვანას - წამსვე დაასკვნა და ნიკუშას გახედა
-სხვაგან სად უნდა დავიწყოთ თუ არა აქ
-ცოლებს ფუფუნებას აჩვენებენ
-ჩემი სიმდიდრე შენი სიყვარულია- სველი ქურთუკი საკიდზე დატოვა, არეულ თმაზე ხელი გადაისვა და მაგდას მიუახლოვდა- ვიცოდი აქ გენდომებოდა, შენც ჩემსავით გიყვარს ეს ადგილი - გაყინული თითები ფრთხილად შეახო სახეზე და ტუჩთან ახლოს კოცნის კვალი დაუტოვა - ჩვენ ისტორიას ამ კედლებში დავწერთ ...
-რა გამოდის... ისევ ყველაფერი შენი გეგმის მიხედვით მიდის? - მკლავები ყელზე შემოხვია და ამჯერად თავად აკოცა- როგორ მოახერხე ასე უცებ ამ ხარისხის დადება , მშურს , ვიბოღმები... მაქსიმალურად ვეცდები შენი წარმოდგენები შევცვალო - ჩუმად ლაპარაკობდა, მშვიდი იყო , მომნუსხველი ტემბრი ჰქონდა და გრილ კანზე თბილი ტუჩებით რომ ეხებოდა გონებას საერთოდ ურევდა
-მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ დასვენება გჭირდება ... ენერგიის აღდგენა და
-საძინებელი უნდა მაჩვენო ამისთვის , არა? - უეცრად მოშორდა, მოსაცმელი იქვე დატოვა და ოთახისკენ დაიძრა - იქ თუ ძველებურად ცივა შენ მოგიხდება ქმრის მოვალეობის შესრულება და ჩემი გათბობა
-არ ცივა, მაგრამ სითბოს გაზიარების წინააღმდეგი არ ვარ - პირი ისე უშრებოდა ნერწყვი ძლივს გადააგორა და უკან არეული ნაბიჯებით მიჰყვა. მიღებული ალკოჰოლი სისხლს ერეოდა და ახლა მოჰქონდა თავისი ეფექტი . კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო , ნაბიჯის გადადგმა უნდოდა და თან მიახლოებას ვერ ბედავდა . უყურებდა თავის ახდენილ ოცნებას და ესეც იმხელა სიამოვნებას ანიჭებდა უარყოფით მუხტს ახლოსაც არ უშვებდა
-თურმე რა მარტივად შეიძლებოდა ყველაფრის გადაწყვეტა ... ზოგი ჭირი მარგებელიაო და აჰაა - გაიცინა და თმიდან თვლებიანი სამაგრი მოიშორა -დიდხანს უნდა მიყურო და მაფიქრებინო, რომ უსულო ქანდაკება ვარ, მუზეუმის შესასვლელში მდგომი ,რომლის შორიდან თვალიერებაა შესაძლებელი და ხელის შეხება არა
-ღამე ჩემი იყოსო ხომ მითხარი - თვალები უბრჭყვიალებდა , ისე უყურებდა ნამდვილ ნიკუშას რომ შეეფერება
-რა რთულია შენი გამოწვევა , გაოგნება, შენთან თამაში და გამარჯვება
-მე ხომ გითხარი წაგებული და მოგებული არ ჰყავს ამ თამაშს . ორივე ვიმარჯვებთ, ჯილდოდ სიამოვნებას ვიღებთ
-სველი ხარ
-რა უცნაურია, არა? წესით პირიქით უნდა იყოს- მანძილი აღარ არსებობდა , მაგდალენა პერანგის ღილებს ხსნიდა და თან ნიკოს მზერას არ აშორებდა - მაგდალენა , შენ ნამდვილად ჩემი ხარ ?! - თითები თმაშიი შეუცურა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო- თუ სიზმარია ტკბილ-მწარე შენ რომ შეგეფერება ისეთი
-რეალურზე რეალური რეალობაა ... და მე იმაზე მეტად გეკუთვნი შენ ვიდრე საკუთარ თავს
-დარწმუნებული ხარ ? - კაბა დაბლა ჩაცურდა, ტუჩები მხარზე შეახო და ყელისკენ გადაინაცვლა
-იმაში,რომ შენ უფრო გიყვარვარ ვიდრე მე საკუთარი თავი?
-მაგდალენაა
-ხვალიდან , რაც არ უნდა ვქნა როგორც არ უნდა გავჯიუტდდე გასავლელ გზაზე ნებას გაძლევ ნებისმიერი გზით მაიძულო ფინიშამდე მისვლა ...ამას მეტჯერ აღარ გავიმეორებ. მალე ისედაც ყველაფერი შეიცვლება ამ ღამით კი ისე იქნება როგორც სურვილები გვიკარნახებენ ... შენ ის ხარ რაც მთელი არსებით , შეუცვლელად მინდა - კოცნებს შორის დაბალი,თბილი ტემბრით საუბრობდა და თავგზას ურევდა კაცს .

მთელი ამ ომის განმავლობაში ეს 24 საათი იყო დასვენებისა და სულის ფერებით შევსების დრო. დღე და ღამე , ნიკუშა და მაგდალენა ერთი მუდამ სინათლისკენ ისწრაფვოდა, მეორე კი ბნელ ფერებს აგროვებდა , ერთი უფკრულში მდგომიც კი ანათებდა მეორე კი მწვერვალზე ასვლის დროსაც დაბლა არსებულ სიბნელეზე ფიქრობდა. ჯერ კიდევ გაუგებარი იყო მათი მომავალი, როგორ შეძლებდნენ ერთ სივრცეში არსებობას მაშინ როდესაც ცხოვრება უდიდეს გამოცდას უწყობდათ. წინასწარმეტველება სულ უფრო რთული ხდებოდა ,ერთადერთ გზად კი ლოდინი რჩებოდა. დრო, მას მუდამ მოაქვს პასუხები...
.................
მთელი გზა ფიქრობდა ,როგორ უნდა გადაცხოვრებულიყო ნიკუშას ბინაში. ახალ გარემოში გადასვლა კი არა ახალ საწოლში ძილიც არ შეეძლო . თავს არწმუნებდა,რომ უნდა გადაელახა ყველაფერი, უკან დაეხია და როგორმე შეჩვეოდა ამ ახალ ეტაპს. კორპუსთან რომ გააჩერა ჯერ კიდევ ეგონა, რომ ბარგის ასაღებად მიიყვანა საბარგულის კარი რომ გააღო და ორი ჩემოდანი გადმოიტანა გაკრვივებულმა შეხედა
-ეს რა ჩემოდნებია?
-არ მეგონა ამდენი რამე თუ დამჭირდებოდა, კი გაივსო ორი ჩემოდანი... კიდევ კარგი ლიფტი მუშაობს თორემ ხომ მომწყდებოდა წელი - ჩანთები მიჰქონდა და მშვიდად საუბრობდა
-რა გინდა მითხრა ,რომ შენ ჩემთან გადმოდიხარ?
-ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობს...მეტსაც გეტყვი საძინებელიც უნდა გამინაწილო , უფრო უარესი შენს საწოლში დავწვები დღეიდან
-შენ, ნიკუშა ...ჩემი ნიკუშა ახლა თავისი ბარგით მოდის ჩემს, ცოლის სახლში?
-მეგონა ცოლ-ქმრის ქონება საერთოში გადიოდა და ახლა თუ უნდა შემახსენო ჩემს სახლში ხარო გავბრუნდეთ სოფელში
-ტირილი მინდაა - სწრაფად დაფარა მანძილი და მკლავები შემოხვიაა
-რა ტირილი ტო... რო არ გეტირა მაგიტო მოვედი ზედსიძედ
-- რა კარგიი ხაარ შენ ხო არ იცი
-მაგას არ გეუბნები მთელი ცხოვრებაა? -იცინოდა და ლოყაზე კოცნიდა- გეყოს ახლა რას დამაყუდე აქ , სიცივეა , გამეყინები
-რა ბუზრუნა გახდი
-ნეტა ვისგან გადმომედო

გასაკვირად მოსწონდა დაუგეგმავი გზა რომელსაც აწ უკვე ქმართან ერთად გადიოდა. ყოველ წამს იყენებდნენ, დროს რომელიც სულ უფრო ცოტა რჩებოდა .
...............
-ნამდვილად არ გინდა ,რომ შემოვიდე?
-ბიჭებთან წადი, რომ დასრულდება მოგწერ და მომაკითხე- მკლავები ყელზე შემოხვია და ლოყაზე აკოცა- შენი გულისცემის ხმა ყველგან ისმის ...
-დღეს შემოვალ და მერე აღარ
-დღეს მარტო მინდა ვიყო ჩემნაირებთან ერთად ...
-მაგდალენა
-ასე ნუ მიყურებ , საშინლად არ მომწონხარ
-კარგი მივდივარ. თუ ძალიან მოიწყენ მომწერე- დანებდა, თავზე აკოცა და დატოვა კართან რომლის მიღმაც მაგდას ახალი ეტაპი ელოდა . არ იყო მარტივი იმ სავარძელში მოთავსება ,უცხო ადამიანების გარემოცვაში ,რომელთანაც საერთო დიაგნოზი აერთიანებდა. ყველანი სხვადასხვა ასაკის იყვნენ ყველა სხვადასხვა დიაგნოზით, სტადიითა და ეტაპით. რამდენიმე უკვე იცნობდა ერთმანეთს , საუბრობდნენ , იცინოდნენ და დრო ასე გაჰყავდათ. ერთი ქალი წიგნით ხელში იჯდა და ასე ივიწყდებდა ვენაში წვეთ-წვეთად შესულ მკურნალ საწამლავს. მაგდალენა კი მათი დაკვირვებით შორდებოდა საკუთარ მდგომარეობას , გრძნობდა მზერას ,რომელიც როგორც ახალმა ისე დაიმსახურა ერთი ჩაისუნთქა დაიბრუნა საკუთარი კომუნიკაბელურობა და დარჩენილი დრო მათთ გაცნობას დაუთმო. არ ფიქრობდა იმაზე თუ რა იქნებოდა წვეთოვანის გადაკეტვის შემდეგ , სხეულში შესული უცხო ნივთიერებით როგორ განაგრძობდა დღეებს უბრალოდ საუბრობდა, სვამდა კითხვებს, პასუხობდა შეკითხვებს და მხოლოდ ექთნის მოახლოებისას დაუბრუნდა საკუთარ მდგომარეობას. გონებამ ერთად დაიწყო ცვლილებების აღქმა , რამდენიმე წუთში დერეფანს მიუყვებოდა. ნიკუშასთან არ დაურეკავს, უნდოდა ბიჭებთან ყოფნის დრო მიეცა და ფიქრობდა სახლში მარტო დავბრუნდებიო , მაგრამ ნაცნობი სხეული ფანჯარასთან მდგომ სავარძელში შენიშნა , პლანშეტი ეჭირა და დიდი გატაცებით დაჰყურებდა ეკრანს. იფიქრა თამაშობს და ასე ერთობაო , შეეშინდა ვაი თუ სტრესისგან თავის დაღწევა მავნე ჩვევების გახსენებით სცადოსო . სწრაფად განაგრძო სვლა,უნდოდა დაენახა რას აკეთებდა ,მაგრამ ნიკუშამ დაასწრო, პირველმა შენიშნა , ეკრანი გათიშა და მისკენ დაიძრა
-რატომ არ მომწერე ... უჩემოდ აპირებდი წასვლას?- ისე აკვირდებოდა,თითქოს ცვლილებებს ეძებდა
-კარგად ვარ, ჯერ არაფერი მოხდება ... შენ ხომ წახვედი
-გავედი მოვწიე და დავბრუნდი ... მართლა კარგად ხარ? - სახეზე მოეფერა და ფრთხილად აკოცა
-რა მშიშარა ყოფილხარ ნიკოლოზ- თავი მკერდზე მიადო, რამდენიმე წამს ეხუტებოდა შემდეგ კი გასასვლელისკენ დაიძრნენ.
დღე ისე გავიდა,რომ არაფერი უკითხავს . არ უნდოდა პასუხის გაგება და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა თუ მართალი აღმოჩნდებოდა. მთელი დარჩენილი დრო თავს დასტრიალებდა, აკვირდებოდა ქალის ყველა მოძრაობას სააბაზანოში შესულსაც კი ეხმიანებოდა და მართალია „როგორ ხარ“ აღარ უკითხავს, მაგრამ მაგდასთვის ცხადი იყო ყველაფერი.
-მადა არ გაქვს თუ სხვა რამე გინდა
-მე სულ ასე ვჭამ და შენ რა გჭირს , ეკონომიური კრიზისი გვაქვს და გადაწყვიტე იშიმშილო?
-საიდან მოიტანე , ვჭამე -არადა თეფშზე გადაღებული კერძისთვის არც შეუხედავს
-სერიოზულად?
-გვიანია, კუჭი მტკიოდა და არ მინდა ბევრი ვჭამო რა ბებიაჩემივით მიყურებ ... ერთ ქვაბს თუ არ შევჭამდი წნევა უწევდა სულ
-იცი რომ მატყუებ მაშინ სულ ხუმრობას ცდილობ ,სხვანაირად იცინი და მარცხენა ფეხს ათამაშებ
-მეღადავები?- მართლაც ამოძრავებდა ფეხს ,იმ წამს დახედა და წარბები მაღლა აზიდა- ნამდვილი კუდიანი ხარ... ანუ რას მეუბნები,რო ვერასდროს მოგატყუე ?
-ნწ, ბევრჯერ რომ მომატყუე იმის შედეგად შეგისწავლე ... ბავშვობაში ყველაფერი უბედურება მეჯერა რასაც გასაბრაზებლად მეუბნებოდი
-მე კიდე მეგონა დავბერდი და ვეღარ ვაბრაზებ-თქო, შენ კიდე თურმე შემისწავლე ...არადა როგორ მიყვარდა რომ გაგიჟდები , ახლა ვაფშე სხვა’ფერი ხარ რომ ბრაზდები - მისკენ გადაიხარა და ყელში აკოცა
-ჩემი გაგიჟების ლომკა თუ გექნება ,გთხოვ ისე გამაბრაზე ,რომ საკუთარ თავს არაფერი ავნო - არეულ თმაზე თითები გადაუსვა , ქვემოდან უყურებდა და ცდილობდა არ ეტირა - თუ არ შეჭამ ისე როგორც გჩვევია სამზარეულოში შევალ და თვითონ მოგიმზადებ რამეს
-რას მომიმზადებ ... ძილის დროა უკვე. შუაღამეა- მოულოდნელად მოხვია ხელი, ჰაერში ასწია ქალის გამხდარი სხეული და საძინებლისკენ დაიძრა- დავწვეთ რამე გადაცემას ვუყუროთ და მერე დავიძინოთ
-ნიკუშაა
-ეს საწოლი რომ გამოვცვალოთ რა აზრის ხარ? შეეჩვევი ახალს თუ ღამეები უნდა ათენო
-არ მინდა სხვა ... ხომ იცი არჩევის პროცესს ვერ ვიტან და მარტივადაც ვერ ვეჩვევი
-პატარაა ტო
-ხო რა თქმა უნდა შენი დიდი საწოლი სჯობს... ორნი კი არა სამნიც ეტეოდით შესანიშნავად- ტუჩები დაბრიცა და ბალიში მიარტყა საწოლზე მიწოლილს
-შენ რა იცი ...სულ მგონია რო იქ კამერა გაქვს
-სერიოზულად ?
-ისე ნუ მიყურებ თითქოს დიდ ცოდვაში ვიყო ... ერთი ორჯერ ჰა ჰა სამჯერ ვცადე და კი გაასწორა რაღაც პონტში ,მაგრამ ფხიზელზე ვაფშე არ წავიდა
-რა სამწუხაროაა , თორემ ხომ მომიყვანდი ვინმე მეორე ქალს ახალ , დიდი საწოლში
-მე შენს თავს ვერავის გავუყოფ და საწოლს რაც შეეხება ახალი გვინდა ... შენ არ იყავი რომ იძახდი გვერდით ვინმე როა ვერ ვისვენებო და მაშინებდი შენს გვერდით შეიძლება ვერც დავიძინო და გაგხიზნავ მეზობელ საძინებელში ს.ქსის მერეო?
-ეგ მე შენზე არ მითქვამს, ზოგადად ქმარზე ვამბობდი და კი შეიცავდა სიმართლის მარცვლებს , მაგრამ შენზე ჩემი წიკები არ ვრცელდება , ყველა კედელს არღვევ ...შენთან რაც შეიძლება ახლოს მინდა ვიყო , რომ მეხუტები სიზმრებიც კი ფერადი მოგაქვს- მოეხვია, ყელში აკოცა და თავი მკერდზე დაადო
-კარგი,მაშინ უფრო პატარა საწოლს ვიყიდი,რომ ჩემგან შორს ყოფნის მცირე შანსიც არ დაგიტოვო
ტელევიზორი ჩართული იყო, მაგრამ დრო საუბარში გადიოდა. მოდუნდა და ისე ჩაეძინა საერთოდ აღარაფერი ესმოდა. შუაღამეს გაეღვიძა, ნიკუშა მის მაგიდასთან იჯდა , პატარა სანათი ჰქონდა ჩართული, ლეპტოპის ეკრანს მიშტერებული საერთოდ ვერ ხვდებოდა, რომ გვიანი იყო.
-ჩინურია ამის დედას შ.ვეცი - უცებ დახურა ,მკლავები ზემოდან დააწყო და შუბლით მიეყრდო. ღრმად სუნთქავდა, აშკარად აღელვებული იყო მაგდა კი მშვიდად ვეღარ უყურებდა
-იცი რა დროა?
-მე გაგაღვიძე? -უცებ შეეცვალა გამომეტყველება სწრაფად წამოდგა და სახეზე დააკვირდა- ცუდად ხარ? რამე გტკივა ?
-შენ რა გტკივა და გაწუხებს... რამ გაგაბრაზა . წააგე?- ლეპტოპი სწრაფად გაშალა , რამდენიმე წამი დასჭირდა აღდგენას შემდეგ კი ძალაგამოცლილი დაშვა სკამზე -ნიკუშაა
-ოდესმე მენდობი და მშვიდად ცხოვრებას შეძლებ ჩემს გვერდით? - ზურგს უკან ესმოდა კაცის წყენით სავსე ხმა ,უყურებდა ეკრანზე გაშლილი წიგნის გვერდებს და ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა
-სად გქონდა ეს წიგნი ... ასე შეიშლები , იცი? რაც უფრო მეტს წაიკითხავ მით უფრო მეტად შეგეშინდება და ისე დამემსგავსები ვერც გაიაზრებ. ამ ყველაფრის კითხვა ჯანმრთელსაც კი პარანოიკს ხდის
-ნუთუ არ გესმის ასე მართლა შევიშლები...შენ ყველაფერი იცი, იგებ რას გელაპარაკება ექიმი რომც არ გითხრას იცი . ისიც იცი მკურნალობის მანძილზე რა გელის მე კი წარმოდგენა არ მაქ და ასე მგონია ვიხრჩობი . უნდა გავიგო რა გველის წინ რომ მზად დავხვდე, რომ შევძლო დახმარება ან უბრალოდ საჭირო დროს ხელის ჩაკიდება
-რა ტრაგი-კომიკურია ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში... წიგნი ბოლოს როდის წაიკითხე საერთოდ გახსოვს? ფაქტობრივად არაფერი წაგიკითხავს, არაფერი შენი ცნობიერების ასამაღლებლად, გონების გასანათებლად , სიამოვნებისთვის ,გართობისთვის და ახლა პირდაპირ წყეულ ონკოლოგიას ჩაუჯექი- სახეზე ხელები აიფარა და ცრემლების დამალვა სცადა , ცახცახებდა საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი უმწვავდებოდა - ასე არ შეიძლება, არ შეიძლება ...მე შენ გკლავ . ჭაობში მიგათრევ
-შენი თვითგვემა უკვე მაცოფებს !
-მე კიდე შენი სიბრმავე ... რა გინდა ჩემთან მითხარი რა უნდა მოგცე არაფერი მაქვს. ეს სხეულიც კი გახმება მალე, დაჭკნება, ჩამოდნება ფიტულს დამტოვებს ქიმია და ამ სიმახინჯის თრევაც არ შემეძლება შენი სატარებელი გავხდები. შეიძლება საჭმელიც ვერ ვჭამო და შენ უნდა მაჭამო, შეიძლება ფეხზე ვერ ავდგე და სააბაზანოშიც ვერ შევიდე შენ უნდა შემათრიო ... ძიძად იქცევი სულ ცოტა ხანში . ქმარი კი არა მომვლელი გახდი . ღმერთო რა უსამართლო ვყოფილვარ , იმის გამო არ გიშვებდი ახლოს რომ კაიფობდი , ერთობოდი და ძმაკაცებთან ერთად ტკბებოდი ცხოვრებით . სიგიჟემდე მინდოდი, ზოგჯერ რომ გიყურებდი მინდებოდა ტანზე ყველაფერი შემომეგლიჯა და მაინც დისტანციას ვიცავდი . იმდენად მაზოხისტურად ეგოისტი ვიყავი ბოლომდე შენი არ ვხდებოდი, თითქოს შენგან წასასვლელ გზას ვიტოვებდი ... შენ კი რას აკეთებ საერთოდ . მოხვედი , ტვინი ამირიე , დამითანხმე და ახლა ყველაფერს რასაც ვაკეთებ შენ გაგანადგურებს
-მალე დაასრულებ თუ დიდხანს გააგრძელებ კიდევ- უყურებდა ისტერიკაში მყოფს და საერთოდ არ ღელავდა , უბრალოდ იდგა და ელოდა როდის გაჩერდებოდა. მაგდალენა ასე საკუთარ თავს ჰგავდა და არაფერი იყო ამაში გასაკვირი
-რატომ გიყვარვარ...რა ჯანდაბად შეგიყვარდი მე იმ ათასი ქალიდან ვინც გყავდა. მაინცადამაინც მე რატომ ამირჩიე . მაინცადამაინც მე უნდა ვყოფილიყავი შენი ამქვეყნიური სასჯელი? ღმერთო მე ზედმეტი არ ვარ? არასწორი ხარ , გეფიცები მისი ცოდვებისთვის ზედმეტი ვარ
-ღმერთო თუ ძმა ხარ შენ ის მითხარი როგორმე ბავშვები მე როგორ დავიმსგავსო ამის ხასიათი რო არ ჰქონდეთ და დალშე არაფერი გვინდა ... - სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან,მაგრამ არ მოუკიდა
-სიგარეტსაც აღარ ეწევი ხომ ხედავ...არადა გჭირდება დამშვიდებისთვის
-შენ თუ გიჟი არახარ... ლექციებს მიკითხავდი ჯანსაღ ცხოვრებაზე და ახლა გადაგდებაზე რო ვჩალიჩობ გინდა მოვწიო? არა მე კი ვიცი როგორი მიმზიდველიც ვარ სიგარეტის ღერით ტუჩებსშორის, მაგრამ ცოლი მყავს უკვე და მაგით ვისღა დავაბოლებ - გაიცინა, ხელი მოხვია და ატირებულს სახე დაუკოცნა- ვჭედავ რომ ტირიხარ , არ გინდა რო მორჩე სისულელეებს დამიბრუნო ჩემი ქალი , იაზროვნო და მიხვდე ვინ ხარ , რა გველის დაიწყე შენებური გეგმების დასახვა
-ცუდად ვარ - ჰაერის ჩასუნთქვას ცდილობდა, თითქოს იხრჩობოდა და ჟანგბადი ფილტვებამდე კი არ აღწევდა სადღაც იკარგებოდა
-არ ხარ !- ქალის სახე ხელებში მოიქცია ,თვალებში უყურებდა და ისე ელაპარაკებოდა- ყველაფერი შესანიშნავად მიდის და ასე გავაგრძელებთ. უკან არ დაიხევ ! - ათრთოლებულ ტუჩებზე წაეტანა და მალე ქალიც აიყოლია. ხელს არ უშვებდა და კოცნას არ წყვეტდდა მანამ სანამ სრული სიმშვიდი არ იგრძნო-აი ასეე ... კარგი გოგო ხარ - შუბლზე შუბლით მიეყრდნო ,მისი რიტმით სუნთქავდა და თმაზე უსვამდა ხელს - დილით წახვალ სამსახურში, განცხადებას დაწერ უხელფასო შვებულებაში გახვალ
-რა?
-მე ხომ შენი მსხვერპლი ვარ, ხოდა დროა შენც დაიხიო უკან და დამიჯერო. შენი დატვირთვა არ შეიძლება, ისედაც სუსტად ხარ იმის გამო,რომ სიკვდილთან დანებება გადაწყვიტე და გულხელდაკრეფილი გლოვობდი ცოცხალ შენს თავს... ახლა ამ პანდემიის პირობებში იქ არ დარჩები!
-ჩემი სისუსტის საშენოდ გამოყენების სპეციალისტი ხარ
-დაფიქრდი და მიხვდები, რომ მართალი ვარ
-ორშაბათს დაველაპარაკები -თვალები დახუჭა და მთელი სხეულით მიეყრდნო - დიდხანს ვერ დავმალავ... გაიგებენ
-შეცოდების უფლებას ნუ მისცემ ნურავის ... ხომ ეგ გაშინებს და გეზიზღება . ამიტომ დედა უტირე ,ბოლო მოუღე და მორჩი სისულელეების ფიქრსა და ლაპარაკს- ხელში აიყვანა და საწოლში თავად დააბრუნა.
-შეეშვი იმ წიგნის კითხვას... შეგშლის
-შენზე მეტად ვერაფერი შემშლის - თავზე ეფერებოდა და რამდენიმე წუთის შემდეგ მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა.

ჩვევად გადაექცა მისი თითოეული ამოსუნთქვის დათვლა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტად ეშინოდა და ამ შიშს ვერაფერს უხერხებდა. ღამეში რამდენჯერმე იღვიძებდა, აკვირდებოდა როგორ ეძინა და შემდეგ ისევ იძინებდა. ხელს არ უშვებდა, გაციების უფლებას არ აძლევდა მიუხედავად იმისა,რომ გარეთ სულ უფრო მეტად იკიდებდა ზამთარი ფეხს ,მაგდალენას ხელები არასდროს ეყინებოდა. იმ დღეს მორიგი ქიმიოთერაპიის შემდეგ დაბრუნებულს სისუსტეს ამჩნევდა, უჩვეულოდ მდუმარედ დაასრულა დღე და ისე დაიძინა თითქმის არაფერი უთქვამს. ნიკუშამ კი მოსვენება ვერ შეძლო, ჯერ უყურებდა ფიქრობდა როგორ ყოფილიყო ახლოს ისე,რომ მისი ძილი არ დაეფრთხო . დაბლა ჩაცურდა, ქალის მტევანი თითებსშორის მოიქცია თავი კი მის მკერდთან იმდენად ახლოს დადო,რომ ცხვირის წვერით კანზე ეხებოდა . თვალები დახუჭა და გულისცემის მოსმენა დაიწყო, სიცოცხლის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება სიმშვიდეს ანიჭებდა . არც უფიქრია იმაზე ,რომ მაგდალენას ეღვიძა. მტევანი რომ დაიხსნა მისი მარწუხებიდან და თითები თმაში შეუცურა დანაშაულზე წასწრებულივით შეეკრა სუნთქვა
-ნუ გეშინია ... მოულოდნელი, სწრაფი სიკდვილი არ მექნება . დაიჯერე , უმკურნალოდაც წლები ვიცხოვრებ და თუ აღარ ვიქნები, შენში დავრჩები - დაბლა დაიწია, ისე დაწვა ,რომ მისი სახის წინ აღმოჩნდა. ლოყაზე ჩამოოცურებულ ცრემლს ტუჩები შეახო და ტუჩებისკენ კოცნის ბილიკს გაუყვა- შენში იმდენი ვარ შეუძლებელია გავქრე და დამკარგო ...
სწორედ ეს იყო დანებების მთავარი მიზეზი , დრო რომელიც საკმაოდ ბევრი ჰქონდა. დრო რომელიც ნელი-მტანჯველი დღეებით გაგრძელდებოდა. ცხოვრება რომლის ხარისხი ბრძოლის დროს ნულს გაუტოლდებოდა. საკუთარი თავი უნდა დაეკარგა , იცოდა წინ რაც ელოდა, იცოდა მკურნალობისთვის რა დიდი მსხვერპლის გაღება იყო საჭირო.
....................
სამსახურიდან დაბრუნებულმა სახლის კარი რომ გააღო და ნიკუშამ დაინახა წამსვე იგრძნო მასში გაბატონებული ტკივილი. მიდიოდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას იშლებოდა , ინგრეოდა...სააბაზანოსკენ დაძრულს უკან მიჰყვა , კარის მიხურვის უფლებაც არ მისცა . ფერდაკარგული, დაპატარავებული, გალეული ნიჟარაზე დაყრდნობილი სარკეში უყურებდა ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ უკან მდგომ კაცს
-წამოვედი,მაგრამ დავაგვიანე. ვერ გავუძელი, მეგონა ამ დღეს ჩავატარებდი, სპექტაკლს ვითამაშებდი და ისე წამოვიდოდი,მაგრა არ გამომივიდა. მიღალატა სხეულმა - თავი დახარა და წამოსული ცრემლების დამალვას ეცადა - წონასწორობის შენარჩუნება ვერ შევძელი, გონების დაკარგვამდე მისულს თავს მეხვივნენ ... ჩემი გოგოები მომღიმარი სახით მაფხიზლებდნენ. სხვები ნიშნისმოგებით იღიმოდნენ, ამოცანა ამოხსნეს მიხვდნენ რატომ დავქორწინდით ახლა და ასე სწრაფად . ჰგონიათ,რომ ფეხმძიმედ ვარ ... ჩემი გოგონებიც ფიქრობენ, შენი ოცნების ბავშვი უკვე ჩემშია და ნათლიობისთვის ემზადებიან. არ ვარ-თქო,რომ ვუთხარი იფიქრეს ვატყუებდი ... ნეტავ შემიძულებენ სიმართლეს რომ გაიგებენ? ალბათ იფიქრებენ არცერთი ვუყვარვართ, მეგობრებად არ გვთვლის და იმიტომ დაგვიმალა სიმართლეო. ისინი ჩვენს ბავშვს ელოდებიან,მე კი სიკვდილთან ბრძოლაში ვქრები - გალეულ მტევნებს დახედა , ისევ ისე აერია მზერა ამჯერად ღებინების შეგრძნება იმდენად მძაფრად იგრძნო,რომ მუხლებზე დამხობილი მიცოცდა უნიტაზთან. ვერაფერს გრძNობდა, ძლიერი სპაზმის გარდა ,თითქოს მანამ არ შეწყდებოდა სანამ მთელს შიგნეულს არ ამოიღებდა. დიდხანს ვერ აღიქვამდა ნიკუშას ხელებს, ვერც იმას ცივი მეთლახის ნაცვლად მის ფეხზე რომ იჯდა, ვერც იმას ზურგიდან რომ ეკვროდა, იჭერდა და გაივლისო ეჩურჩულებოდა. გაყინული თითები მოისვა პირზე ,ხელი დაბლა დაუშვა , თავი კი ნიკუშას მხრისკენ გადაუვარდა. მაშინვე იგრძNო ტუჩების შეხება ყელზე, მხარზე დაცემული ცრემლი რომელიც თავისი არ იყო და სისხლისფერი, ცრემლებით სავსე თვალები ღონემიხდილმა დახუჭა -შენ რომ ბავშვებზე ოცნებობდი მეც ვფიქრობდი ტოქსიკოზი თუ მექნებოდა შენც გაგაწვალებდი, ასე დაგაჯენდი, ჩემს ხელს დაგაჭერინებდი და მერე ათას სისულელეს მოვიგონებდი,ბავშვს დავაბრალებდი ზამთარში მარწყვი მოუნდა-თქო ...ვფიქრობდი ასე გადაგიხდიდი სამაგიეროს წარსული ცოდვებისთვის,ყველა ბრაზისთვის - ხმა თითქმის აღარ ჰქონდა, პირში დარჩენილ მჟავე გემოს აიგნორებდა, გულისამრევი სუნი იდგა და ამაზეც ვერ რეაგირებდა. ყელი ეწვოდა, თვალებს ვეღარა ახელდა და სხეულსაც ვერ გრძნობდა,თითქოს მართლა ნიკუშას ნაწილად იქცა - ასე არ წარმომედგინა... ასე არ მინდოდა. ჩვენი შექმნილი ახალი სიცოცხლე უნდა მქონოდა მიზეზად , მის გამო უნდა ამეტანა თავბრუსხვევა, სისუსტე, ტოქსიკოზი, არეული ხასიათი და უძილო ღამეები - დაბინდული მზერა მოავლო სახეზე, უნდოდა ცრემლები მოეშორებინა,მაგრამ დასვრილი ხელის შეხება ვერ შეძლო და ისევ უღონოდ დაუშვა დაბლა. ნიკუშამ მისი თითები მტევანში მოიქცია , ხელის ზურგზე აკოცა და თავად მიიტანა სახესთან . არაფერი უთქვამს, მხოლოდ ძლიერად მოეხვია,ორივე მკლავი შემოჰხვია ,მთლიანად დაფარა , შთანთქა ,მაგრამ მისი ტკივილი მაინც ვერ გააქრო.
....................
ამჯერად არც საუბარს აპირებდა, არც წიგნი ჰქონდა თან . არც პლანშეტი და არც ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის. არაფერი უნდოდა, ვერაფერს გააკეთებდა , წინასწარ გრძნობდა ის დღე სირთულის მწვერვალისკენ პირველი ნაბიჯი იქნებოდა ამიტომ ნიკუშას უარი არ უთხრა და პირველად შეიყვანა სივრცეში სადაც კიბოსთან ომის ველი იყო გამართული.
ვენა ჩაუწყდა, ექთანი ცდილობდა,მაგრამ არ გამოდიოდა. იმდენჯერ უჩხვლიტა ნემსი, იმდენ ადგილას სცადა,რომ უკვე გაძლება აღარ შეეძლო. ინანა გამოჩენილი სისუსტე და ნიკუშას იქ ყოფნა
-არაფერია... დრო მიდის მხოლოდ მე არ მტკივა - მისკენ მიიწია და თავი მხარზე დაადო . ტკიოდა, როგორ არ ტკიოდა ტირილი უნდოდა, უნდოდა იქედან გაქცეულიყო . თითებს უჭერდა და ასე ცდილობდა მოთმენას . წამალი კი ისევ არ მიდიოდა
-ჯანდაბა...მე რომ ვცადო შეიძლება?- ისე მოულოდნელად გააჟღერა წინადადება,რომ მაგდაც გაკვირვებული უყურებდა. ყველას მზერა მათკენ იყო მიმართული
-გარეშე პირებს არ აქვთ უფლება მანიპულაციების ჩატარების ....როგორი გამოცდილებად არ უნდა გქონდეთ მაინც- ექთნის პასუხმა ისედაც ეკლებზე მჯდომი კიდევ უფრო გააღიზიანა
- ექთნის კომპეტენტურობა თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მაინც? აქ რა ჩემი ცოლი საცდელი ვირთხაა ? ვის აქვს აქ შენი გამოცდილების ამაღლებისთვის მულაჟის როლის შესრულების ძალა და ენერგია , გოგონა - ხელთათმანები ყუთიდან ამოაძვრინა და ნემსი ხელიდან გამოგლიჯა - შეგიძლია წახვიდე და ექიმს დაუძახო
-მისი ბრალი არ არის ნიკუშა და ადროვე ... ნიკოლოზ
-მე მიყურე და მშვიდად ისუნთქე - უკვე გაწითლებულ ადგილას აკოცა და მერე ცერა თითთან იპოვნა ვენა
-შანსი არ არის
-მე მიყურე-თქო არ გითხარი?
-შენ საიდან იცოდი ეგ ვენა
-მოიცა ჯერ წავიდეს ... რატო მიყურებ ასე...აუცილებლად უნდა ვიჩხერდე ვენის ჩადგმა რო ვიცოდე? ბებიაჩემს ჭირდებოდა ადრე, ექთანი მოსვლას ვერარ ახერხებდა სხვას ვერ ვპოულობდით და მე ვისწავლე . მაშინ მითხრა იმ ქალმა, თუ ვერსად ჩასვამ აქ სცადეო -ხელს არ უშვებდა , მთელი დრო ეფერებოდა და თან წამლის მსვლელობას აკვირდებოდა . როგორც ყოველთვის ამჯერადაც საკუთარი კაფსულა შექმნა, მაგდალენაც თავის სივრცეში მოიქცია და ირგვლივ ყველაფერი გააქრო.
.............
იმ დღეს გაუსაძლისად ტკიოდა. გამაყუჩებლები აღარ მოქმედებდნენ იმენად ლაბილური გახდა მისი ემოციები. ისტერიკა ჰქონდა, საწოლზე მოკეცილი თითების დატეხვამდე კრავდა მუჭებს, ხან ბალიშებს უჭერდა ხანაც ზეწარს მერე ხელებზე და ფეხებზე დაიწყო ჩქმეტა თითქოს კანის აცლა უნდოდა
-დავურეკე ... მითხრა მეტ ნემსს ჯერ ვერ გაუკეთებო. ერთი საათი მაინც უნდა ადროვო და მოქმედებასაც დაიწყებსო- ხელები დაუჭირა და რამდენჯერმე აკოცა- შემომხედე და ისუნთქე... გაივლის. მთავარია სხვა რამეზე გადაერთო ... წამალს დრო სჭირდება ხომ იცი არა?
-არ იმოქმედებს... აღარ მოქმედებს რამე უფრო ძლიერი მჭირდება
-მაგდალენა მ.რფინს არავინ მოგცემს ... ტერმინალურ სტადიაში კი არ ხარ . გაიაზრე რა მდგომარეობაც გაქვს , იფიქრე გთხოვ , გემუდარები ნუ იქცევი უცოდინარი პაციენტივით დაფიქრდი და თავად იპოვნი გამოსავალს... ასე მითხრა ჩემზე უკეთ სწავლობდა ფარმაკოლოგიასო , ფარმაცევტია სულ ზეპირად იცის რა რამდენ ხანში და როგორ მოქმედებსო - კოცნიდა და ცდილობდა ყურადღება მიექცია
-მოსაწევი გააქვს?- რამდენიმე წუთი ჩუმად იყო, თითქოს დამშვიდდა და იძინებდა, შემდეგ თვალები გაახილა, დაჯდა და ზემოდან დახედა
-სად ვართ გავიწყდება? გგონია შენს ბინაში მოსაწევი მექნება
-ისე გააქვს?
-რა მოიგონე ახლა ...ახალ დანაშაულს მაწერ ? ბარიგა ვარ ?
-ვერ იშოვი? რეზის ექნება ... მოგცემს
-რად მინდა ნუ გამაგიჟე
-შენ კი არა მე მინდა ... სტუდენტობის დროს კონფერენციაზე გავიტანე ეგ თემა . უამრავი მაგალითი იყო მის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტზე , მათ შორის არაერთი ონკოპაციენტში,რომლებზეც არცერთი გამაყუჩებელი აღარ მოქმედებს - არც ჩაუსუნთქავს ისე უთხრა ყველაფერი
-გამორიცხე !
-არ გინდა ,რომ მშვიდად დაძინება შევძლო და გადავიტანო ეს წყეული ფაზა?
-მანიპულირებას ნუ ცდილობ
-გეფიცები ლევანს დავურეკავ და ვეტყვი შენს სიძეს ლომკა აქ პლ.ნს ვერ შოულობს და გამოუგზავნე ერთი მოწევა-თქო
-შეიშალე გოგო?
-კიი შევიშალე ...მტკივაა და ვეღარ ვუძლებ
-ჩემს დაბრუნებამდე რას გააკეთებ...
-რა უნდა გავაკეთო
-არაფერი სისულელე
-არაფერს გავაკეთებ , გპირდები
თითქმის ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა . გარეთ ისე წვიმდა,თითქოს ცაც ცრემლებით გამოხატავდა გაუსაძლის ტკივილს.
ფეხზე წამოდგა , კედელს მიჰყვა მისაღებამდე შემდეგ კი ნიკუშამ გაუწოდა ხელი. ჩუმად მიჰყვებოდა მანამ სანამ მაგიდაზე დალაგებული სხვადასხვა ფერისა და ფორმის კალმები და ბლოკნოტები არ დაინახა. კითხვის დასმამდე გაიგო ნიკუშას პასუხი
-ადრე გკითხე შენ როგორ ერევი თავს, როგორ უმკლავდები იმ ყველაფერს რაც გაღიზიანებს, რისი განადგურებაც გინდა ... უძლურებას როგორ ებრძვი , როგორ გადიხარ ამ ჯოჯოხეთური სამყაროდან-თქო და მითხარი ჩემი წამალი ,უკუჩვენებების გარეშე , წერაააო ... ამით ვიღებ სიამოვნებას, გავდივარ ცხოვრებიდან, ვხდები ის ვინც მინდა და შემიძლია ის რაც მინდაო. ღმერთი ვხდები , ვქმნი იმას ვინც მინდა და ისეთს როგორიც მინდაო...ყველაფერი ჩემს მინდაზეო ...ხოდა შეეშვი ჩემს კაიფს და იკაიფე იმით რაც შენია , მაგდალენასია.
-როგორი ოპტიმისტი ხარ...მეოცნებე - სახეზე ხელები აიფარა და დივანს მიეყრდნო-გგონია ახლა მე ფიქრი შემიძლია?
-არ იფიქრო , უბრალოდ აიღე პასტა რომელიც მოგწონს, გადაშალე ნებისმიერი პლოკნოტი და დაიწყე წერა სხვებზე ან ჩვენზე. იმაზე რაც იყო ან გინდა რომ იყოს ... იმაზე რასაც ახლა გრძნობ
-შენ დაწერ?
-მე რა ვიცი ტო ...საკონტროლოს ძლივს ვიწერდი ფაღავასგან
-დაწერ . მე თუ შევძლებ შენც გამოგივა დაწერე ის ახლა რასაც გრძნობ
-ასე მარტივია სიტყვები იპოვნო ?
-არ უნდა ეძებო ...არ უნდა მოიგონო ისე უნდა წერო როგორც საუბრობ, როგორც გრძნობ
თავადაც ვერ მიხვდა როგორ შეიტყუა ნიკუშამ მახეში. ტკიოდა, მაგრამ ტვინი სხეულიდან წამოსულ სიგნალებს აიგნორებდა, სხვა განზომილებაში იყო მიუხედავად იმისა რომ, ლოყით მაგიდის ზედაპირს ეყრდნობოდა, თავის მაღლა აწევა და მხრებში გამართული ჯდომაც არ შეეძლო მაინც წერდა, ავსებდა ფურცლებს მანამ სანამ არ გაითიშა. ეს ძილი არ იყო, მხოლოდ წამლების ერთდროული მოქმედების შედეგი დადგა და გონებას გადაწვამდე მიუსწრო.
ისევ ხელში აიყვანა, ისევ თავად დააწვინა საწოლში , კიდევ ერთ ღამეს უსმენდა მის ძილს და ამჯერად თითებს მაჯიდან არ აშორებდა, სუსტ გულისცემას ასე იჭერდა, როცა მისი დარტყმების ხმა ახლოს არ აღწევდა .
....................
გზა სულ უფრო მეტად რთულდებოდა, ყოველი ახალი დღე ახალ გამოწვევას ნიშნავდა ,შემდეგმაც არ დააყოვნა და გაჩნდა კიდევ ერთი ცვლილება.
ვინ იცის მერამდენედ იდგა მასთან ერთად დუშის ქვეშ, ერთი ხელით იჭერდა მეორეთი ქაფს აშორებდა და შიგადაშიგ კოცნიდა. თითები თმაში რომ შეუცურა და წაბლისფერი ღერების უდიდესი ნაწილი ხელისგულზე დარჩა თავადაც დაერღვა წონასწორობა. თითებზე შემოხვეულ ღერებს დაჰყურებდა , მაგდას მზერა რომ იგრძნო
-არაფერია... ალბათ ძალიან დავქაჩე- ხელი სწრაფად გაითავისუფლა, ცდილობდა მოეშორებინა, მაგრამ ღერები უფრო მეტად ეხვეოდნენ ფალანგებზე - მაპატიე, ხომ იცი როგორი მოუხერხებელი ვარ - თეთრ მეთლახზე დავარდნილ გორგლად დახვეულ ღერებს ამაზრზენი შესახედაობა ჰქონდათ
-ამის დროც მოვიდა - თავად გადაისვა ხელი თავზე და შემდეგ თმის ღერებით დაფარულ მტევანს გაუსწორა მზერა
-არ გინდა... ქაფს მოგაშორებ და გავიდეთ- მტევანზე მოუჭირა, ცდილობდა ხელი გაესუფთავებინა . თვალს ვერ უსწორებდა, ღელვას ვეღარ ფარავდა მაგდა კი გაყინული იდგა . წუთების წინ დაკარგული ენერგია ერთად დაუბრუნდა , გონებაარეულ კაცს მზერა გაუსწორა და გაუღიმა
-ეს უნდა მომხდარიყო...არაფერია . უკვე ხომ ვიყიდეთ ჭრელი თავსაფრები
-მაგდალენა - სახეზე ფრთხილად შეეხო, თითქოს ეშინოდა,რომ ატკენდა
-არ შეგეშინდე- ქვემოდან უყურებდა, ცდილობდა ძალა მოეკრიბა, მაგრამ ვეღარ გაუძლო. ძლივს წარმოთქვა ბგერები და უგონოდ ჩაიკეცა კაცის მკლავებში.
არ ახსოვდა როგორ გაიყვანა საძინებელში, როგორ გამოაფხიზლა ან საერთოდ რას აკეთებდა. საწოლზე იჯდა, მკერდზე მიკრულ ქალს ხელს არ უშვებდა და უკვე გამოფხიზლებულს ხელებს უკოცნიდა. არაფერი უთქვამს, ისეთი შეგრძNება ჰქონდა,რომ სიტყვის თქმას ვერ შეძლებდა ან რა უნდა ეთქვა . ისიც დუმდა, მკლავზე მოუჭირა თითები , თავი მკერდზე მიადო და მისგან წამოსულ სითბოში ჩაკარგული გაირინდა.

უთმოდ დარჩენილი საკუთარ ნაკვთებს აკვირდებოდა, თითოეული ძვლის კონტურის მოხაზვა შეიძლებოდა იმდენად გამხდარი იყო.
-მოგიტანო თავსაფარი?
-თხელი თმა მაქვს-თქო ვწუწუნებდი , ლამაზი არ ვარ -თქო ვამბობდი... გარეგნობას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ თუ შეფასების საშუალება მქონდა არაფერი მომწონდა ...ახლა ვხვდები , როგორი მიმზიდველი ვიყავი , ქარიზმატული, ეშხიანი -სახის კონტურს თითებს აყოლებდა მერე კი მაჯებს დახედა -ბეჭედი მძვრება , მეშინია რომ დავკარგავ არ მინდოდა ,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა
-სულ ცოტა დარჩა ... შენ ხომ იცი რეაბილიტაციის პროცესში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება
-ყველაფერი, ამათ გარდა- ჯერ გამოკვეთილ გულმკერდის მალებს შეეხო შემდეგ კი მკერდზე გადაიტანა მზერა- ჩვენს ორგანოებს არ ვაფასებთ გვაქვს და ყურადღებას არ ვაქცევთ, უმნიშვნელოდ ვთვლით ... ამათ გარეშე რა საშინელი ვიქნები. ჰორორის მოჩვენებად ვიქცევი ნელ-ნელა
-ვგიჟდები ჰორორზე ... მეც ხომ არ შემოგიერთდდე- თმის საპარსი მანქანა თავიდან ჩართო
-არ გაბედო... შენ რომ გადაპარსული თავით დაგინახავ სულ გამახსენდება რო ჩემს გამო ხარ ეგრე, მერე უფრო დავისტრესები, შენ გაგეზრდება მე არა . მოფერების საშუალება დამიტოვე და ნუ მიყურებ
-ისეთი ცუდიც არ არის როგორც წარმომედგინა
-წარბებიც რომ აღარ მექნება მერე ვიფიქროთ...სასწრაფოდ უნდა ვისწავლო წარბის მიხატვა - გაიცინა და თავზე გადაისვა ხელები- მცივა... საკუთარი ნებით როგორ ელევით თმას
-ზაფხულში გრილად ვარ და მიხდება
-ხო მერე ნამდვილ ხულიგანს ემსგავსები ... თავზე შრამი საიდან გაქვს ?
-ჩემმა დამ მისახსოვრა ბავშვობაში... ვწუწაობდით და რკინის რაღც ჭურჭელი გამომიქანა . ძაან მტკიოდა მარა მოშუშებამდე ჩემს ჭკუაზე დავატარებდი
-წარმოდგენაც არ მინდა რეებს თხოვდი
-შეგიძლია შენც მომბაძო და გახსნა სურვილების ყუთი
-მინდა ,რომ წახვიდე -თვალებში უყურებდა და კარგად დაინახა მისი რეაქცია
-მაგდალენა
-ბიჭებთან წადი... განიტვირთე .რამე გააკეთე და მერე დაბრუნდი . მე მანამდე წამალს დავლევ და დავიძინებ. როგორც ექიმმა თქვა დასვენება მჭირდება . ასე მგონია გალიაში გამოგკეტე
-არ მინდა... ღმერთმა უწყის სად დადიან . ხსნარის ხელზე დასხმა კი არა ხელს თუ იბანს ლადო არც ვიცი . კოვიდი მინდა ახლა ?
-უთხარი სპირტში ამოევლოს და ისე დაგხვდეს . კოცნას ხო არ უპირებ , ფანჯარა გააღებინე და ისე დაჯექი
- რატო მაგდებ ტო
-მალე ახალი წელი მოვა ... ჩემებიც გველოდებიან და შენებიც
-ვუთხრათ რო მარტო გვინდა ყოფნა და სადმე მივდივართ ერთად... ეწყინებათ,მაგრამ გადაიტანენ.
-დედაჩემი სულ კამერის ჩართვას მთხოვს ... დამენახე მაინც მომენატრეო მეუბნება . ცოტაც და იფიქრებს რომ გამომკეტე და გადაგიყვარებს. კი არ იცის რომ მე გამოგკეტე და ჩემი ტუსაღი ხარ
-მაგდალენაა , ახალ წელს გოზინაყს ხო გამიკეთეებ?- არ ადროვა საუბრის გაგრძელება , პატარა ბავშვის გამომეტყველებით მიუახლოვდა
-უნდა დამეხმარო ისე ვერ
-ბაზარი არაა ... მე მაინც მგონია რომ კონდიტერი უნდა იყო . შეეშვი ამ საავადმყოფოს ვაფშე ,არ გინდა?
-და აკადემიაში წავიდე,რომ მზარეულობას დავეუფლო ?
-ხოოო და სულ ბედნიერი ვიქნები
-აჰ ანუ რასაც ვაკეთებ ის არ გაკმაყოფილებს და პროფესიონალურ დონეზე გინდა ამიყვანო
-გაასწორებდა
-შენ რო ისწავლო არა?
-რა დროს ჩემი სწავლაა... ათასი რამე იქნება დასამახსოვრებელი ,წასაკითხი ,სასწავლი . მარტო საქმე რო იყოს ბაზარი არაა . დამხატავდა შეფობა
-ონკოლოგების დაწერილ სტატიებს კითხულობ ინგლისურად და რომელ კერძს რომელი სანელებელი უხდება მაგას ვერ დაიმახსოვრებ?
-როგორ იცი ხოლმე გველური ჩაჭრები ... მაგათმა დაკოპირებამ და თრანსლეითის გადათარგმნილის კიდე თარგმნამ ისე მაგრად მოტყნ.ა ტვინი . ინგლისური უნდა მესწავლა
-ვინ იფიქრებდა მომაკვდავი ცოლის დიაგნოზის შესაცნობად ამერიკელი ექიმების დაწერილი სამედიცინო სტატიების კითხვა თუ დაგჭირდებოდა
-ასისინდა ახლა -თვალები აატრიალა და საწოლზე პირველი დაეშვა - ძილის ამინდია- ფანჯრიდან გახედა მოღრუბლულ, ჩაბნელებულ სივრცეს -შენით მოხვალ თუ მოსაზიდად რამე უნდა გავაკეთო
-თავსაფარს გავიკეთებ და მოვალ
-საწოლში რად გინდა
-გაღვიძებისას რომ არ შეგეშინდეს და შედარებით ლამაზი დაგხვდე - ზურგით იდგა ,სარკეში იყურებოდა და ჭრელი ნაჭრის თავზე შემოხვევას ცდილობდა- იმდენი ვიდეო ვნახე და მაინც ვერ ვისწავლე. მოუხერხებლობის პიკი
-თუ არ მოხვალ და არ შეეშვები მაგ თავსაფარს გავიხდი , აივანზე გავალ და ისე დავდგები წინა კორპუსში,ჩვენს წინ მცხოვრებმა ქერამ რომ დამინახოს
-აიი ხომ აღიარე,რომ გიყურებდა და აინტერესებ -წამსვე წამოეგო, ნაჭერი მოისროლა და მისკენ დაიძრა- ნაბიჯს რომ ადგამს იცის ვინ უყურებს... ეგ გოგო არ გამოდგება, საშიშია. ვიღაც საყვარელი ჰყავს, ისეთი სახით დადის მოგკლავს
-საყვარელი რო არ ყავდეს მიშვებ თუ რას მეუბნები-ჯერ იცინოდა , მაგრამ ბოლო წინადადებაზე სახე მოექცა . წამსვე წამოიწია და მზერა გაუსწორა
-ჩემს გადარჩენამდე თუ ს.ქსი არ გექნება რომ გამოვჯანმრთელდე მერე უკვე ეჭვი მაქვს პრობლემები გექნება - მზერა მოარიდა , ისევ შებრუნდა და ამჯერად ფარდა გადასწია -ისევ წვიმს და ხასიათს უარესად მიფუჭებს... ნეტავ ჩემი ზაფხული რომ მოვა როგორ ვიქნები ან სად ვიქნები - ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას ცდილობდა, დანიზლულ ქალაქს უყურებდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა . ზურგს უკან ხმა ესმოდა, ნიკუშა საწოლიდან სწრაფად ადგა , კარადა გააღო და იცვამდა - მიდიხარ?
-ხო... ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი , წამყვანი და უმნიშვნელოვანესი საქმე ხო ჟ.მაობაა და წავალ ვინმეს დავკერავ . შენგან ხო დაბრო მაქვს - შორს იდგა უკვე , მაგრამ მის თვალებში ბრაზის ამოკითხვა მარტივად შეიძლებოდა
-ნიკუშა
უკან არ მოუხედავს, თითქმის სირბილით დატოვა ბინა, კარი ხმაურით გაიხურა და წავიდა. წავიდა და მოვიდა სიცარელე, გაუსაძლისი ,აუტანელი სივრცე გაჩნდა რომელიც ეზიზღებოდა მაგდალენას. საათები გავიდა,ნაბიჯების ხმის გაგებამდე ,მოდიოდა არეული და ტანსაცმელს იშორებდა. პირქვე დაემხო საწოლის ნახევარში, თავი კედლისკენ შეაბრუნა , თვალები დახუჭა და სიტყვაც არ უთქვამს . რამდენიმე წუთში მისი ტელეფონი განათდდა,ვიბრაციის ხმა ისმოდა, არ ჩერდებოდა მას კი რეაქცია არ ჰქონდა. შემდეგ მაგდას მობილურზე შევიდა ზარი
-გისმენ რეზიკო - ეცადა ხმა გაეკონტროლებინა
-მაგდუშ ,პრივეტ ... მოაღწია მაგან სახლამდე? რა გჭირთ ტო , ეჩხუბე ? ისეთი გაბრაზებული მოვიდა ჩაისხა ყველა ბოთლი ღვინო რაც სახლში მქონდა . ჯერ ამბობდა არ მივალო , მერე აბობღდა და წამოვიდა . შვიდჯერ მითხრა იცოდე თუ დაგირეკავს არ უთხრა რო შენთან ვარო ან ვიყავიო . მშვიდობა გაქვთ ? რა უქენი გოგო ასეთი რო გემალება
-არაფერია , შეგიძლია მშვიდად იყო
-მართლა ?
-ხო ,მართლა
-კაი მაშინ წავედი...აბა კარგად. მიიხედე ბიჭს
არაფერი უთქვამს, მობილური გადადო და ისე დაწვა რომ ნახევარი სხეულით ზემოდან მოექცა. ტუჩები ბეჭზე შეახო , ლოყა ზურგზე მიადო უნდოდა რაღაც ეთქვა , ეგონა სძინავსო ,მაგრამ სხეული წამებში გამოეცალა
-არ მომეკარო !
-ნიკუშა ,გთხოვ
-რას მთხოვ გოგო რაას ... რო ვკვდებოდე გეტყვი წადი სხვა კაცთან გაერთე და მერე დამიბრუნდი-თქო? სულ რო მკვდარი ვეგდო , ვერ ვტოკდებოდე და მარტო ვსუნთქავდე მაინც არ დაგთმობდი და შენ რა ჯანდაბას ფიქრობ მაგ არანორმალური ტვინით ... ზოგჯერ ისე მინდება რამე დაგმართო და გონს მოგიყვანო ,მაგრამ ისე გამომალენჩე შენი გაბრაზება და ნერვებზე თამაშიც აღარ შემიძლია ... სულ ასე ხო არ იქნება, მოვა ჩემი დროც და ჭკუიდან თუ არ გადაგდგა ამ სულელური აზრებისთვის მე ნიკუშა არ ვიყო
-თანახმა ვარ
- ნუ ხარ თანახმა ...რატომ ხარ თანახმა . ჩემი მაგდალენა დამიბრუნე ჯიუტი, მესაკუთრე , გიჟი და შემტევი. საერთოდ მთვრალი რომ ვარ და ვყარვარ რატომ არ მაგდებ სააბაზანოში?
-ვცდილობ სწერვა ცოლი არ ვიყო
-ხოდა ნუ ცდილობ ... სწერვა, წუწუნა და წარბებაზიდული, ტუჩებდაბრიცული სახით მევასები- მაინც მოხვია ხელი და რამდენჯერმე აკოცა
-მართლა ღვინის სუნი გდის ... უნდა იბანაო - ზუსტად ისეთი გამომეტყველება მიიღო ნიკუშა რომ ამბობდა და კაცის სიცილიც მიიღო შედეგად
-აიი ზუსტად ამ მიმიკებზე ვჭედავ -საწოლიდან გადავიდა და ოთახიც დატოვა. რამდენიმე წუთი სააბაზანოში დაჰყო და შემდეგ დაბრუნდა ,თითქმის გამოფხიზლებული . ამჯერად როგორც კი დაწვა მაშინვე მოეხვია და ისევ აკოცა
-აწი ვინმე რომ გამომხედავს უნდა თქვა თვალებს დავთხრი იმასაც და შენც შუაზე გაგლეჯო
-შენ რატომ
-იმიტომ
-მერე შენი ეჭვიანობები რომ გააპრავო იმიტომ ხომ?
-მე მართლა შუაზე გავგლეჯ ყველას ვინც შენთან მოახლოებას გაბედავს ... ფიქრსაც კი. შენ მარტო ჩემი ხარ , სხვა ვარიანტი არ გაქვს -თავი მკერდზე დაადო და ხელები წელზე შემოხვია - იყავი გრუზინი ცოლი და გამისწორე ხანდახან
-არ ხარ ნორმალური
-ბაზარი არაა -ჩუმად თქვა და ამჯერად მართლა დაიწყო მისმა გონებამ გათიშვა -დავიძინოთ
……………….
-ახალი წლის მეორე კვირაში შეგვიძლია ჩავნიშნოთ ოპერაცია...
-ანუ ყველაფერი ისეა როგორც ელოდით?
-კი ,კი ...უხეშად რომ ვთქვათ მეტასტაზები გაფანტვამდე დავიჭირეთ. ოპერაციის რადიკალური ფორმა გადაწყვიტა მაგდამ , მაგრამ ეს თითქმის სრული დაზღვევა იქნება . მიუხედავად სიმძიმისა ,განმეორების რისკები თითქმის აღარ იარსებებს. გამოკვლევებს რა თქმა უნდა განაგრძბთ, თავის დაზღვევის მიზნით და დიდი ალბათობით თავისუფლები იქნებით
-როგორი ოპტიმისტური ტონი გაქვს ყოველთვის ...
-ხომ არ გადაგიფიქრებია
-არა , გადადებაც კი არ განიხილება- ნიკუშამ უპასუხა მაგდას ნაცვლად
-ოპერაციამდე შევხვდებით... ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ - სავარძლიდან წამოდგა , თავზე შემოხვეული ნაჭერი გაისწორა და კარისკენ დაიძრა. ნიკუშა მოგვიანებით გაჰყვა, აღარ მოუსმენია მათი საუბარი, უკვე ყველაფერი ეზიზღებოდა და მხოლოდ დროის გასვლა უნდოდა. მანქანაშიც ჩუმად იჯდა და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. ნიკუშას კი იმედის ნაპერსკლები უღვივდებოდა, კარგ ხასიათზე იყო და ვერ ჩერდებოდა
-სულ ცოტა დარჩა ... 10 დღე და მორჩება
-10 დღეში არაფერი მორჩება, მხოლოდ მკერდის ნაცვლად ორი უზარმაზარი, უშნო ნაკერი მექნება
-როგორც კი შესაძლებლობა იქნება იმპლანტებს გაიკეთებ ...
-არავინ იცის როგორ დასრულდება... სუსტად ვარ ორი ოპერაციის გაკეთებას გავუძლებ თუ არა არ ვიცი. არ მინდა კიბოს მოვერიო და გულმა ნარკოზს ვერ გაუძლოს. შეიძლება დიდხანს მომიხდეს დამახინჯებული სხეულით ცხოვრება ... ოცნების კოშკებს ნუ ააგებ
-მთავარია მეტასტაზები არსადაა, სარძევე ჯირკვლებს იღლიის ლიმფური კვანძებიანად ამოკვეთენ და დაბრუნების შანსი აღარ დარჩება მაგ დედანა/კრავ კიბოს... შენ ძალებს აღიდგენ , საკუთარ თავს დაუბრუნდები და მეორე ოპერაციას მერე გაიკეთებ . ეგ უკვე მეორეხარისხოვანი იქნება
-შენ ვერც კი წარმოიდგენ რა სიმახინჯე დარჩება იმ მკერდის ადგილას წლებია რომ მოგწონს
-ვერ წარმოვიდგენ, არც მინდა ცუდზე ვიფიქრო ... მხოლოდ კარგზე ვკონცენტრირდები და ისწავლე ბოლოს და ბოლოს ნათელი წერტილების დაჭერა . მომბაძე ტო, ქმარი ვარ უკვე რახანია. დაიწყე ცვლილებები
-გოზინაყი თუ გინდა ნიგოზი უნდა იყიდო - თვალები დახუჭა და რამდენიმე წუთი ჩუმად იყო
-გამიკეთებ?
-პატარა ბავშვი ხარ რაა- გაიცინა და ხმაურით აკოცა ლოყაზე- გავაკეთებთ და იმედია კბილებს არ წაიმტვრევ
-აუუ რა კაიაა ისე არ მევასება ნაყიდები... შენი გაკეთებული მაგრად მიყვარს

მთელი საღამო ცქმუტავდა. მოახლოებულ ახალ წელს განსხვავებულად ხვდებოდნენ , ერთი წლის განმავლობაში სრულიად ამოყირავდა მათი ცხოვრება, მაგრამ მაინც შეჰქონდა ფერები მაგდას ცხოვრებაში.. რამდენიმე საათი მოანდომეს გოზინაყის მომზადებას, ძირითდად ყველაფერი თავად გააკეთა, მაგდა იჯდა და მითითებებს აძლევდა, ბევრი აცინა საკუთარი მოუხერხებლობით.
-ნაძვიც განათდდა, გოზინაყიც გვაქვს ასწორებს ახალი წელი- მორთულ ხეს უყურებდა, ფანჯრიდან მორთული ქალაქის ხედები ჩანდა- ტეხავს რო არ გვიშვებენ ღამე , თორემ გავისეირნებდით
-წელს ყველასთვის უცნაური ახალი წელია... იმედია მომავალი წელი უკეთესი იქნება
-მომავალში დავლაგდებით აი იმის შემდგომ წელს კი ვაფშე ყველაფერი საკაიფოდ იქნება - ჩაეხუტა და ყელში აკოცა - შენთვის საჩუქარი მაქვს. შენებისთვისაც ვიყიდე და ბიჭები წაუღებენ
-სანტა კლაუსობას არ იშლი ხომ?
-მაგის შანსი არაა ... სანტასი რო მჯეროდა იმიტო ვინდობდი ზოგ ზოგიერთებს თორე სულ არ ვეცდებოდი კარგ ბიჭობას
-რომ მიხვდი არ არსებობდა მერე აურიე ხო?
-როგორ არ არსებობს... ყველას ჰყავს თავისი სანტა ,რომელიც კარგ ქცევას დაუფასებს
-როგორი საყვარელი ხარ ხოლმე, გულს მიჩერებ-მანამ კოცნიდა სანამ კარზე ზარის ხმა არ გაიგეს. დამფრთხალმა გახედა გასაღებად წასულ კაცს, შვებით ამოისუნთქა გლოვოს კურიერის დანახვისას. რამდენიმე წუთის შემდეგ მისაღებში იჯდა და სუფრის გაწყობით გართულ ქმარს თვალს ადევნებდა. უბრალოდ არ შეიძლებოდა ცუდად ყოფნა გეგრძნო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ჰქონდა მის ბედნიერების მომტან მუხტს.
-არა რაა თუ მოვინდომე მთებსაც გადავდგამ- კამყოფილი დააცქერდა სუფრას შემდეგ კი მოცინარ ქალს ხელი ჩაკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა- რაღაც ვისწავლე კიდევ და იცოდე გატოკებული არ გნახო,დაჯდები დამჯერი ბავშვივით , არაფერს მეტყვი არ შემეწინააღმდეგები- სარკის წინ დასვა თავსაფარი მაღლა აუწია და უჯრიდან კოსმეტიკის ჩანთა გამოიღო
-რას აპირებ
-გაჩუმდი
-ნიკუშაა ...იცოდე ვინმე თუ უნდა მოვიდეს ვერ გავუძლებ. თამაშის ძალა არ მაქვს-ფიქრობდა მშობლების დარწმუნება ვერ შეძლო და მათ ელოდებაო . ტირილის ზღვარზე მივიდა ნიკუშა მის წინ სერიოზული სახით რომ დაჯდა და წარბების ხატვა დაიწყო. სუნთქვაშეკრული, ქანდაკებად ქცეული იჯდა , უყურებდა და ერთი სული ჰქონდა როდის აკოცებდა. თან სიცილი უნდოდა მისი ნიკუშა გამოცდილი კოსმეტოლოგივით რომ მუშაობდა და თან ცრემლები ახრჩობდა, ბედნიერება ბნელ ფერებს ბრძოლას უგებდნენ.
-მე რა მულტიფუნქციური ქმარი აღმოვჩნდი ტო- აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა და მთელ სახეს უკოცნიდა- ჩემო მაგდალენა ეს ახალი წელი სულ გვემახსოვრება
-მაგრამ არა ასე , მუქად ... თუ ვახშამია იყოს რომანტიული
-მე უნდა გავიდე, ზუსტად ნახევარ საათში დავბრუნდები კარგი?- ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და მაშინვე კარისკენ დაიძრა. მაგდალენამ კი მომზადება განაგრძო. ამჯერად თამაშისთვის არ ინიღბებოდა, მხოლოდ ლამაზად ყოფნას ცდილობდა , დეტალებში ფერების პოვნას .
სავარძელში იჯდა და ანთებულ ნაძვის ხეს უყურებდა კარი რომ გაიღო და სახლში ყეფით შევარდა ფიფქი , მალე კატის ხმაც გაიგო . ორივე მის ირგვლივ ტრიალებდნენ, წითური ხელში აიყვანა , ძაღლი კი ფეხებთან დაუწვა ,კუდის ქნევითა და ყეფით ესალმებოდა მონატრებულ პატრონს
-ვინ ჩამოგიყვანათ ...რა საყვარლები ხართ . ნიკუშაა რა კარგიაა რომ მოიყვანეე
-ესენი არაფერს იტყვიან ,არც შეებრალები და არც კითხვებს დაგისვამენ ამიტოაც გადავწყვიტე,რომ ოჯახი უნდა შეკრებილიყო
-მთავარია ერთმანეთს არ ავნონ
-მე და შენ შევწყვიეთ ომი და კატა ძაღლს როგორმე დაინდობს - ზემოდან დაჰყურებდა და იღიმოდა- რა ლამაზი ხარ პატარავ?
-მხოლოდ შენთვის
-ექსკლუზიურად ?- დაიხარა, ხელი წელზე შეუცურა და ვნებიან კოცნაში აიყოლია - შარშან ამ დროსაც მეგონა ,რომ დაგკარგე ... სანამ მანქანის კარი გავაღე , პულსი გაგისინჯე და მივხვდი ცოცხალი იყავი ერთი სიკვდილი გამოვიარე . ეცადე მომდევნო ახალ წელს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არ დავდგეთ - ამჯერად ხელისგულზე აკოცა
-მომდევნო ახალ წელს ორი გულისცემით ვიქნები ... გეფიცები - მის წინ დადგა, აკოცა და სუნთქვაშეკრული დატოვა
-რას მპირდები კარგად განმიმარტე მერე რომ არ გადამაგდო
-რაც ვთქვი იმას...
-მაგდალენაა
-ვახშმის დროაა ,მეუღლევ - ღვინო ბოკალში ჩაასხა და თან საათს გახედა- თითქმის თორმეტია. აივანზე გავიდეთ- ფოერვერკებით განათებული ცის ნახვა უნდოდა ნიკუშა კი პლედით ხელში მიჰყვა, მხრებზე მოახვია და ჭიქა გამოართვა
-ჩემო ჯიუტო, ჭირვეულო, არანორმალურო ცოლო კიდევ მინიმუმ 50 ახალ წელს შევხვდეთ ერთად ისე რომ ჩვენს გვერდით სულ უფრო მეტი ადამიანი იყოს , ჩვენი გიჟური გრძნობის ნაყოფები და მათი შთამომავლები - ზურგიდან მოეხვია ,პლედი ორივეს ათბობდა ძალა თითქმის არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ღიმილით უყურებდა გაფერადებულ ცას . ნიკუშას სხეულს მიყრდნობილი თავს დაცემის უფლებას არ აძლევდა
-ყველაზე რთული წლის დასასრულს გილოცავ ,ჩემო საჩუქარო - მის არეულ მზერას ღიმილით შეხვდა
-შენ რა გახსოვს? - ხმა თითქმის დაკარგა. ისევ ისმოდა აფეთქებებს ხმა , მაგრამ ნიკუშას ეგონა რომ მისი გულისცემა ფარავდა ყველაფერს
-მე ყველაფერი მახსოვს
-არ მჯერა
-მე ჩვიდმეტის ვიყავი, შენ თითქმის თვრამეტის ... მთელიი კლასი ბაკურიანში წავედით 30 და 31 დეკემბერს გურგენიძის სახლში შევხვდით. მეგონა არ მოდიოდი და იმიტომ დავთანხმდი , მაგრამ შენ იქ იყავი . ახლაც მახსოვს კარში რომ გამოჩნდი მუქი ნაცრისფერი ყელიანი სვიტერი , გრძელი შავი მანტო და შენი გახეთქილი წარბი . სუნთქვა შემეკრა რომ მოხვედი და ჩემს გვერდით მჯდომ მთვრალ თორნიკეს გაუსწორე მზერა . მეგონა იქ ჩხუბის გასაგრძელებლად ამოხვედი და საშინლად შემეშინდა, იმ იდიოტს მამამისის იარაღი ჰქონდა წამოღებული . მთელი საღამო დაჭიმული ვიჯექი , არ გიჩხუბიათ შერიგდნენო გოგონები ამბობდნენ ,მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი არასდროს აპატიებდი . აგინებდი ჩხუბის დროს , რაც იმას ნიშნავდა რომ ეს უბრალო შეკამათება არ იყო, კარგად გიცნობდი - პირველად იხსენებდა ამ ამბავს, თავისუფლად ყვებოდა , უკვე არაფერს ერიდებოდა ყველა განცდილი გრძNობის გამჟღავნება შეეძლო - რაღაცნაირად მიყურებდი, ვერ ვხვდებოდი რატომ იყავი გაბრაზებული ახალი წლის ღამესაც კი. ყელში ამომიყვანე და გეჩხუბე, როგორც ყოველთვის მაგით კაიფობდი, ღვინოს წრუპავდი და ჩემს კაკანს აციმციმებული თვალებით უყურებდი. ღმერთოო როგორ მინდოდა ყელში გვწვდომოდი და იქვე მიმეხრჩე . მაინც რა ჯანდაბა გინდოდა რას მერჩოდი ჰა? ძლივს დაიშალნენ, დაწვნენ და მეც დავწექი გათიშული მთვრალი შენი დის გვერდით. რამდენს სვამდა ისე რა იყო, იმასაც ამბობდა ნიკუშას ვათრობო და მგონი არ ტყუოდა . რა დამაძინებდა, უბრალოდ ვიწექი და გადაღლილ სხეულს ვასვენებდი , კარი რომ გაიღო ვიფიქრე რომელიმე გოგო შემოვიდა-თქო,მაგრამ შენ იყავი. თვალის გახელის გარეშეც მივხვდი ...შენი სუნამოს სუნი დადგა მთელს ოთახში. როგორ ვერ ვიტანდი იმ სუნამოს , ვიცოდი იმ შენმა წითურმა ნაშამ გაჩუქა და ვცოფდებოდი არადა მართლა რა მაგარი სუნი ჰქონდა ,რომ არა ბრაზი უთუოდ გონს დამაკარგვინებდი - ხმამაღლა გაიცინა და გასუსულ ნიკუშას კიდევ უფრო მიეკრო- მერე შოკში ჩამაგდე , დაიხარე ლოყაზე მაკოცე და ჩუმი, მთვრალი ,ხრინწიანი ხმით თქვი „ახალ წელს გილოცავ ჩემო საჩუქარო ... დაე ამ წელსაც დამებედო“. არ ვიცი რატომ დავაჯერე საკუთარ თავს რომ სიბნელეში მე და შენი და აგერიეთ ,რომ ეს სიტყვები ჩემთვის კი არა მისთვის იყო ... - იმ წამს ნამდვილად ანათებდა, ყველა ფერი ერთად შეიკრა მის სულში და თვალებიდან ასხივებდა. ულამაზესი იყო, გამოფიტული სხეულითა და ანთებული სულით .
-მეტი გამბედაობა რომ მქონოდა ამდენ წელს არ დავკარგავდით... რომ მეთქვა მიყვარხარ, შენ თავს არავის დავუთმობ და ჩემს გარდა სხვა გზა არ გაქვს-თქო ვიცი შეიშლებოდი. ისე გაჯიუტდდებოდი გამიჭირდებოდა შენი გატეხვა, მაგრამ მაინც უკან არ უნდა დამეხია არ უნდა მეფიქრა შენს რეაქციაზე , არ უნდა შემშინებოდა უარის . უნდა დამეჯერებინა ჩემი შინაგანი ხმის რომელიც ბოლო ხმაზე მიყვიროდა „უყვარხარ, უყვარხარ შე იდიოტო მიდი უთხარი უთხარი,რომ შენც გიყვარს“ ... მთელი ათი წელი გავიდა
-ერთი ბედნიერებაა ,რომ შემიძლია ნებისმიერ წამს გითხრა , მიყვარხარ , მინდიხარ, მჭირდები...ასეთი თავისუფალი,როგორიც ახლა ვარ, არასდროს ვყოფილვარ
-ჩემო მაგდალენა -ნიკუშასეული სიყვარულის ახსნა მორიგი კოცნით დაგვირგვინდა -მოიცა, კიდევ არის რამე რაც არ უნდა იცოდე და იცი?
-ყველა კარტის გასახსნელად ჯერ ძალიან ადრეა ჩემო ძირფასო ... მთელი ახალგაზრდობა წინ გვაქვს
-მაგდალენააა
-ღმერთო,როგორ მიყვარს ეგ შენი „მაგდალენაა“
.................
რკინის უნდა ყოფილიყო ემოციები რომ არ ჰქონოდა. ოპერაციაზე შესვლამდე მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ გამოფხიზლებულს სხეულიდან მოშორებული ექნებოდა ორგანოებთან ერთად მტერი,რომელიც აღარასდროს დაუბრუნდებოდა. პალატაში იწვა, პრეოპერაციულ მომზადებას გადიოდა და საკუთარ თავთან ფსიქოლოგიურ ომში ჩართული დამარცხების ზღვარზე იდგა ნიკუშას თვალები რომ გამოჩნდა, მთლიანად შეხვეულს მხოლოდ თვალები უჩანდა და მისი მზერაც საკმარისი აღმოჩნდა . ღიმილმა გაფანდა სულში გაჩენილი ღრუბლები
-ექიმს ძალიან ვთხოვე და საოპერაციოში გადაყვანამდე შენთან ვიქნები ... გამოვემშვიდობები ჩემს საყვარელ “glandula mammae”
-შენი სამედიცინო ლათინური ათიანს იმსახურებს, მინუსით - გაეცინა და თითები მოუჭირა მის ხელთათმანიან ხელს
-მინუსით?
-ხო აბა ,როგორც ჩემი ლათინურის ლექტორი ამბობდა პლიუსით თავადაც არ ეკუთვნოდა
-ეჰ, რა რთულია მაქსიმალისტობა - ვერ კოცნიდა, არადა ძალიან უნდოდა. თავი დახარა და ისე დადო ,რომ არც ეხებოდა და თან ახლოსაც იყო -ცოტაც დარჩა , სულ ცოტა გამარჯვებამდე და შემდეგ დავიწყებთ ომის დროს დანგრეულის აღდგენას
-ამ რამდენიმე საათს რის გაკეთებას აპირებ
-რა უნდა გავაკეთო , დაველოდები ექთანს
-ლოდინი დაგანგრევს... არ მინდა მარტო იყო
-რანაირი ქალი ხარ
-ზუსტად ისეთი შენ ქალს ,რომ შეეფერება - თითებს კაცის თმაში დაატარებდა და სხეულზე მიკრულს ,დაპატარავებულს , ემოციებისგან ძალაგამოცლილს გაძლების მიზეზს აძლევდა- გახსოვს მეუბნებოდი , ნეტავ ოპერაციაზე შემოსვლა შეიძლებოდეს უფრო მშვიდად ვიქნებოდიო? -წამიერად გაელვებული აზრი გაახსენდა და მზერა გაუსწორა - სად უფრო მშვიდად იქნები
-შემომიშვებენ? ყველანი შეფუთულები დადიან მე იქ ვინ შემიყვანს
-მეზობელ ოთახში იქნები, მინიდან მიყურებ... ჩემ სახეს თავისუფლად დაინახავ ქირურგიულ გამოცდილებას ვერ დაიგროვებ იქ იმდენი იქნებიან ბევრს ვერაფერს დაინახავ
-შენ ხომ დაგინახავ ... ვფიქრობდი მაგაზე,მაგრამ არ ვიცოდი შენ როგორი რეაქცია გექნებოდა ისიც არ ვიცი მომცემს უფლებას ?
-შენ რომ ვერ იტან ეგ პროფესია რაღაც უპირატესობებს მანიჭებს და შემიძლია გამონაკლის შემთხვევებში გამოვიყენო - უღიმოდა, იცოდა ძველებურად არ უხდებოდა ,მაგრამ მაინც ეს კადრი უნდა დარჩენილიყო ნიკუშას გონებაში - შენ ჩემი მზერით მიყურე და მე აუცილებლად გავიღვიძებ , თვალებს გავახელ , ამ პირბადეს მოგაშორებ და ბევრს გაკოცებ
-მპირდები?
-გპირდები ... გეფიცები ყველა იმ ბავშვს ჩვენ სიყვარულს რომ გააგრძელებენ თავიანთი არსებობით

იმედი ჰქონდა, სჯეროდა და ეს იყო ყველაზე დიდი ძალა ფეხზე მყარად დგომისთვის. სხვა არაფერი დაუნახავს, მხოლოდ მაგდალენას სახეს უყურებდა . ცივ მინაზე შუბლით მიყრდნობილი,წარმოსახვაში ქალის სახის კონტურს ახებდა თითებს . არ იცოდა რამდენი საათი გავიდა,მხოლოდ მონიტორის გაჟღერებულ გულისცემის ხმას უსმენდა და ეკრანზე გამოსახული ციფრებისკენ აპარებდა მზერას. მაგდალენა სიტყვას ასრულებდა, იქ დასრულებას არ აპირებდა, გმირულად იბრძოდა და პალატაში გადასვლის შემდეგაც გრძნობდა ნიკუშას სიახლოვეს. დიდხანს დააგვიანდა, ნარკოზის მოქმედება ნელა გადიოდა ,თითქოს განგებ არ იღვიძებდა , ემზადებოდა იმ რეალობის მისაღებად რაც გამოფხიზლებულს დახვებოდა.
-უკვე ხომ უნდა გაეღვიძა...რამე ხდება და არ მეუბნები?
-ყველაფერი ნორმალურადაა, მალე გაიღვიძებს ... დამშვიდდი
-სანამ არ შემომხედავს და ჩემ სახელს არ იტყვის ვერ დავმშვიდდები
-ნიკუშა - ერთი საათის შემდეგ ზანტად გაახილა თვალები და გამშრალი პირიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოუშვა ბგერები . სუსტად იყო, ძალა არ ჰქონდა, სხეულზე კონტროლს ვერ იბრუნებდა ,მაგრამ ქმარს თითებზე უჭერდა ,ამღვრეული მზერით უყურებდა მის გადაღაბნილ გამოსახულებას. არაფერ უთქვამს , ხელზე კოცნიდა და თავდახრილს მანამდე შეკავებული ცრემლები სცვიოდა.
იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს, ქალის სახეს აკვირდებოდა . წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფსაც კი ატყობდა სახეზე შეცვლილ გამომეტყველებას. ისეთი უძლური ჩანდა, ფერდაკარგული, დამსკდარი ტუჩებით, ჩაშავებული თვალებით , გამხდარი სხეულითა და ბოლომდე დაცვენილი თმით სინამდვილეში კი უდიდეს ბრძოლაში გამარჯვებული იყო. ზუსტად ისე მივიდა ფინიშამდე როგორც ვარაუდობდა, მტერი დაამარცხა ,მაგრამ საკუთარი თავისთვის ბრძოლა წინ ჰქონდა.
-მაგდალენა- თვალის გახელვისთანავე მიუახლოვდა , ხელზე აკოცა და გაუღიმა- დილამშვიდობისა ,პატარავ
-დაპირებული კოცნა მინდა- ჩუმად თქვა და გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა
-ყველა დაპირებას შეასრულებ ხომ? - ფრთხილად შეეხო ტუჩებზე და მერე ლოყაზე გადავიდა- ჩემო ერთადერთო ... არ გინდა- მკერდისკენ წაღებულ ხელზე თითები მოუჭირა და ტუჩებთან მიიტანა - სულ ცოტა ხნით , სულ ცოტა და ეგეც გამოსწორდება - ხელზე კოცნიდა, ცდილობდა ხმა არ გატყდომოდა , სახეზე ღიმილი შეენარჩუნებინა ,მაგრამ წარმოიდგენდა მის შეგრძნებებს და ირგვლივ ყველაფრის განადგურების სურვილი უჩნდებოდა. შიგნიდან დუღდა და მაინც მშვიდ გამომეტყველებას ინარჩუნებდა. გაშეშებული მზერა, გაფითრებული , ცრემლებით დაღარული სახე დუმილი , რომელსაც ნიკუშაც ვერ მოერია .
...............
კლინიკის დატოვების მომენტში ერთადერთ ბარიერად დრო წარმოედგინა, დრო რომელიც პლასტიკურ ოპერაციამდე დასჭირდებოდა. ემოციური მდგრადობა, მოთმინების უნარი და არსებული ნაკლით ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა. იცოდა ძალები რომ უნდა მოეკრიბა, ბოლოჯერ მორეოდა საკუთარ თავს და გვერდით მდგომ ნიკუშას ამ იმედით მიჰყვებოდა
-მოდი ჩემთან პატარავ- მანქანის კარი გაუღო და ხელში აყვანა დაუპირა, მაგრამ არ უნდოდა უძლურებას დამორჩილებოდა
-ჩემით წამოვალ, მხოლოდ დაგეყრდნობი - ხელი ჩაკიდა და მის გვერდით დადგა-მე ხომ ავად აღარ ვარ- თვალი ჩაუკრა და ქურთუკის კაპიუშონი თავზე წამოაფარა- მე რომ მათბობ საკუთარ თავს ნუ ივიწყებ -ხელკავი გამოსდო და ისე დაიძრა შენობისკენ. ლიფტში მასზე მიხუტებული იდგა , კარი რომ გაიღო უკვე თავბრუსხვევას გრძნობდა, მაგრამ ბინასთან მდგომი სამი სხეული რომ დაინახა კიდევ ერთხელ დადგა მოულოდნელი განსაცდელის წინაშე.
პირველმა ლევანმა შეამჩნია, მოვიდნენო ნატალიას უთხრა და მხოლოდ შემდეგ აღიქვა შვილის ფიზიკური მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთი თავს ისე გრძნობდა თითქოს ხელი ჰკრეს და მცათამბრჯენიდან გადმოაგდეს. დაიკარგა, გაითიშა და ნორმალურად ვერც აღიქვამდა მათ რეაქციებს. სიტყვები არ ესმოდა , მხოლოდ ნიკუშას ხელებს გრძნობდა და შემდეგ ხმას მიჰყვებოდა. თავშესაფარში შევიდა,მაგრამ კედლები წამებში დაინგრა , იქ ვეღარ დაიმალებოდა, უკვე სრულიად შიშველი იყო თამაში დასრულდა, არ არსებობდა სიმართლის დამალვისთვის საჭირო ნიღაბი ,მხოლოდ აღიარება რჩებოდა . ამდენი ხნის შემდეგ მაინც ხედავდა იმას რის ასარიდებლადაც ააშენა ტყუილების ციხესიმაგრე , ხედავდა გონდაკარგულ ნატალიას , თვალებამღვრეულ მაკას და სასოწარკვეთილ ლევანს, რომელშიც იმდენი ფერი ირეოდა წამით შეეშინდა, რომ ის ვერ გაუძლებდა
-მოგიკდეს დედაა ... სად ვიყავი , სად ვიყავი ..აქამდე როგორ არ გნახე. ხომ ვამბობდი რაღაც ხდება-თქო , ხომ ვამბობდი ამდენხანს არ დარჩებოდა მოვიდოდა და გვნახავდა-თქო - ისტერიკაში მყოფს მაკა აწვდიდა წყალს და თან დაბუჟებულ მტევნებს უზელდა . წამში წამოდგა და კედელს მიყრდნობილ მაგდას ხელები ჩაჰკიდა-დეე ...დედას ერთადერთოო რა ხდება ჩვენს თავს - გაცრეცილ სახეზე ჩამქრალი თვალებიდან წამოსული ცრემლებიც ვერ შეუმშრალა. შეხების შეეშინდა და უკან მდგომ ქმარს გახედა- ლევაან , გემუდარები
-ამდენი ხანი ამიტომ არ ჩანდით? ორივე როგორ გვატყუებდით ასე უნამუსოდ როგორ მეუბნებოდი ყველაფერი შესანიშნავადააო . ნუ ღელავ შენს თვალის ჩინს მეც თვალისჩინივით ვუფრთხილდებიო ... მეუბნებოდი ხომ იცი ზამთარს ვერ იტანს და როგორც კი დათბება მაშინვე დაგიბრუნდებითო - ლევანი ნიკუშას რომ მივარდა სუნთქვა ისე შეეკრა ეგონა იქვე გაუჩერდებოდა გული,მაგრამ ამის ნაცვლად გაყინული სხეული აამოძრავა და მარტო დარჩენილ ნიკუშას წინ ფარივით დადგა
-ხელი გაუშვი მამა ... გთხოვ , მერე ძალიან ინანებ -გაყინული თითები რომ შეახო კაცის დაჭიმულ მკლავს მანაც მაშინვე მასზე გადაიტანა მზერა და ისევ ინატრა გაქრობა. მოკრებილი ძალა გამოეცალა, უთუოდ წაიქცეოდა ნიკუშას ხელი რომ არა, ისევ საყრდენად იქცა. მდუმარედ ეკვროდა და ხელს არ უშვებდა
-რა დაგემართა მაგდალენა ... ჩემო პატარა- რომ დაინახა როგორ იჭერდა ნიკუშა კიდევ უფრო აირია. მზერა უთავსაფროდ დარჩენილი თავისკენ გაექცა და საერთოდ აირია . უკნიდან ნატალიას ტირილის ხმა ესმოდა, ვეღარ აზროვნებდა-მითხარით სიმართლე , ახლავე !- შებრუნდა და მუშტი დაჰკრა მაგიდას, რამდენჯერმე ძლიერად დასცხო ხელი და დაგროვებული ემოციები ამ ქმედებაში გადაიტანა -ილაპარაკეთ , ნუ გამაგიჟებთ!
-ყველაფერს აგიხსნით ,გთხოვთ მორჩით მოთქმას და ყვირილს... მაგდალენას ნერვიულობა საერთოდ არ დაეხმარება და მგონია,რომ თქვენც არ წაგადგებათ
-ნიკუშას იმიტომ დავშორი,რომ სიმსივნე მქონდა... არ მინდოდა ამ მდგომარეობამდე მივსულიყავი , დამღალა გამუდმებულმა ბრძოლამ და გადავწყვიტე დავნებებულიყავი- ნიკუშას არ ადროვა, ხელს უჭერდა , ზურგით ეკვროდა და ისე საუბრობდა მისი ტონალობა სისუსტისგან შორს იყო-დანებებულმა გეგმა დავსახე... სიკვდილთან მარტო მისასვლელი გზა. პირველი ნაბიჯი მასთან დაშორება იყო, ჩემთან არ იქნებოდა და ვერაფერს მიხვდებოდა, გავათავისუფლე. შემდეგ თქვენთან მოვედი, გითხარით სწავლას ვაგრძელებ-თქო. მინდოდა წავსულიყავი , არ გენახათ როგორ შემჭამდა სხეულში დაბუდებული მტერი. მინდოდა სადმე შორს ისე დამესრულებინა სიცოცხლე, რომ თქვენ წინასწარ არ გამოგეგლოვეთ,მაგრამ არ გამომივიდა... მაინც ვხედავ როგორ დამტირით ცოცხალს და მეშინია რომელიმე ახლა, ამ წამებში არ დაგკარგოთ- ლევანს გაუსწორა მზერა და სულ ეს იყო საჭირო იმისთვის რომ მასაც ცოლის გვერდით დაეკავებინა ადგილი. ქალის მტევანს ხელი ჩაჰკიდა და ისე განაგრძო შვილის მოსმენა- გეგმები არასდროს სრულდება, ყოველთვის ხდება გაუთვალისწინებელი ამბავი,რომელიც ყველაფერს ანგრევს. სულ ერთი დამთხვევა გახდა ჩემი არჩეული გზის ჩახერგვის მიზეზი... ონკოლოგის რეზიდენტს გრძელი ენა აღმოაჩნდა, ისე შეაწუხა ჩემმა უარმა მკურნალობაზე,რომ თავის ნაცნობ ნიკუშასთანაც გამოთქვა წუხილი რა მაგარი გოგოა და როგორ დანებდა სიკვდილსო - ღრმად ჩაისუნთქა და ნიკუშას ქვემოდან ახედა- გაქცევისა და დამალვის საშუალება არ მომცა.განადგურებული მოვარდა და მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილება მიმაღებინა. ორ დღეში ქორწილი დაგეგმა, თქვენ ყველანი გაგაცურათ მხოლოდ იმიტომ ,რომ მე მინდოდა ასე . ყველას აგარიდათ ტკივილი ,რომელიც მარტომ გადაიტანა ჩემთან ერთად ...ქორწინების პირველივე დღეებში გავიარეთ ჭირი... იმედია ლხინსაც გამოვცდით თუ ,რა თქმა უნდა,თქვენ არ დაგემართებათ რამე მიღებული შოკის ფონზე. ვიცი საშინელი სანახავი ვარ , ქიმიის კურსის დამსახურებაა... გამარჯვება მსხვერპლს მოითხოვს. ოპერაცია უკვე გავიკეთე - ინსტიქტურად გადაიჯვარედინა ხელები მკერდთან თითქოს სულ მთლად შიშველს ხედავდნენ და უნდოდა ასე დაემალა ნაწიბურები-მე და ნიკუშამ კიბოს დედა ვუტირეთ , მაგრამ ჩემი ძ.ძუები თან გაიყოლა მაგ ახვარმა - ჩაიცინა და მუცელზე შემოხვეულ ხელზე მოეფერა ქმარს-რეაბილიტაციისთვის დრო დამჭირდება, დაკარგულს სრულად აღვადგენ პლასტიკური ოპერაციის საშუალებით და შემდეგ ვიცხოვრებ სიცოცხლით... როგორც ხედავთ გლოვის ფაზა უკვე გავლილია და ცრემლები შეიმშრალე დედა, გთხოვ... თუ სხვა გზა არ არის, შოკიდან გამოსასვლელად თუ გაბრაზება და ჩხუბი გჭირდებათ ჩემთან გადმოინაცვლეთ , ქმარს ნუ შემიწუხებთ - გარეგნულად საერთოდ არ ჰგავდა ძველ მაგდალენას, მაგრამ მისი საუბარი ნიკუშასთვის დაბრუნებას ნიშნავდა , ეს იყო იმ იმედების გამართლება რომელსაც მთელი ეს დრო ეჭიდებოდა. მთელი დროის განმავლობაში თვალებგაბრწყინებული უყურებდა,აღარც კი ახსოვდა მათთან ერთად ვინმე თუ იყო.
-ნამდვილად მორჩა თუ ისევ გვატყუებ
- თვალს ვერ მისწორებ ისე გამოვიყურები , დედა ...რაც იმას ნიშნავს,რომ ყველაფერი წინაა . გაბრაზება არც კი გაბედოთ , საერთოდ არ მინდა ახლა თვითგვემაში ჩავვარდე იმის გამო ,რომ სიმართლე დაგიმალეთ და ამდენხნიანი ნერვიულობა აგარიდეთ. არ ვნანობ , ისევ დაგიმალავდით იმიტომ რომ თქვენ მთელი ცხოვრება ჩემზე დარდში გაატარეთ და ახლა იმ ეტაპზე გადავალ მხოლოდ ჩემს ბედნიერებას გაჩვენებთ. თუ წყენას და გაბრაზებას ეხება საქმე მაკა უფრო უნდა ბრაზობდეს მისი შვილი დავსაჯე
-რა დასჯაზეა საუბარი... შენ გამო თუ იპოვნიდა ძალას, რომელიც ჰქონდა და არასდროს იყენებდა. ვის გვერდით უნდა ყოფილიყო თუ არა შენთან . კარგი იქნებოდა ერთად რომ ვყოფილიყავით ყველანი , მარტო არ შეეჯახებოდით ამხელა პრობლემას , მაგრამ ახლა გავლილია ყველაფერი და წარსულზე დარდს რა აზრი აქვს. მთავარია ამ ეტაპზე როგორ ხარ და რა გჭირდება ჩვენგან , ყველასგან
-დედაა მხოლოდ ის გვჭირდება,რომ არ ინერვიულოთ. აწეული წნევები, არითმიები და გონების კარგვები ნამდვილად არაფერს გვაძლევს ... დრო გვინდა მხოლოდ , მოთმინება და სხვა არაფერი
-როგორ მარტივად ამბობთ ... გამაგიჟებთ თქვენ მე . როგორ უნდა დავმშვიდდე ჩემი შვილი სიკვდილს აპირებდა , მერე ხელიდან დაუძვრა და ახლა... ღმერთო ჩემოო ,რისთვის გვსჯი ასე
-უმადური თუ არ ხარ ახლა... გადავრჩი ხომ? უარესიც შეიძლებოდა და ამ ყველაფრის შემდეგ რომ შედეგი არ მიმეღო აი ეგ ნამდვილად დასჯა იქნებოდა . ამიტომ დეე უნდა გიხაროდეს, რომ მორიგი უბედურება მოვიშორე ,პირველი ხომ არ არის არა? არც უნდა გიკვირდეს ისე , მე ხომ ყველაფერი მემართებოდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე
-სხვა დანარჩენის დროს შენს გვერდით ვიყავით და არ გვიმალავდი
-ხომ მეხვერწებოდი ნიკუშას შეურიგდიო , აჰაა წაგართვა ჩემზე მზრუნველის პოსტი
-მოწოდების სიმაღლეზეა - ლევანმა ჩაიცინა და წყლის ჭიქა ბოლომდე დაცალა- რა გიკვირს ნატალია , უბრალოდ შეხედე ... მასთანაა ვისთვისაც გადარჩა, ვის გამოც გადაიტანა ყველაფერი. ახლა როგორც სჩანს, მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩათ სრულყოფილ ბედნიერებამდე
-იმედია ამ ვიზუალს მალე მოევლება ... თორემ ურჩხული და მზეთუნახავი ვართ -დრო იხელთა და მორიგი ჩართვა გააკეთა
-გეყოფა უკვე !
-ამბობ გეყოფაო, მეყოფა -ნიკუშას თვალების ბრიალს ღიმილით დახვდა. ციოდა, შიგნიდან გაიყინა მკერდზე გადაჯვარედინებულ ხელებს წამითაც არ შლიდა, თავზე ისევ არაფერი ეფარა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს სულ მთლად გააშიშვლეს და ბრბოს წინაშე დააგდეს
-მაგდალენა- მამის და ქმრის ხმა ერთდროულად რომ გაიგო მთლი გულით გაეცინა. წამსვე მოვიდა დაცულობის შეგრძნება და ხელებიც გაშალა
-ღმერთო როგორ მომენატრეთ ასე ერთაად... როგორც კი შევძლებ ახალგათხოვილი ქალის ტყავს მოვირგებ , ერთ გემრიელ ვახშამს მოვაწყობ უკვე ნიკუშას ბინაში და არა აქ. ზედსიძედ ვერ აგიტან ,დამესტრესები და მართლა დავიწყოთ იმ ბინის რემონტი
-რომელი რემონტი, შარშან გააკეთეს ბოლოს
- საძინებლის აურა უნდა შევცვალო, სხვა ყველაფერი მომწონს- ნიკუშას მიმართულებით ისრებივით გაისროლა სიტყვები,მაგრამ პასუხად სულ სხვა ინფორმაცია მიიღო
-ბინაში არ გადავალთ ... ნაკვეთი მაქვს ნაყიდი და პატარა კომფორტული სახლის აშენებას ვაპირებ იმიტომ რომ ჩვენ კორპუსში ცხოვრებას ვერ ვიტანთ- მშვიდად უთხრა ახალი ამბავი და მაგდალენას გულისცემა კიდევ ერთხელ გააორმაგა. ქვემოდან უყურებდა , თითებს მტევანზე უჭერდა და სიტყვებდაკარგული მზერით გამოხატავდა სათქმელს
-მგონი ჩვენი წასვლის დროა... აჯობებს ჩვენ-ჩვენთვის გადავხარშოთ ეს ამბავი. ვიტიროთ, ვიწუწუნოთ , გადავწყვიტოთ რას ვიზამთ მომავალში და რაც მთავარია ეს ორი მარტო დავტოვოთ...ნატალია- ლევანმა ცოლს ხელი მოხვია, წამოდგომაში დაეხმარა და თავზეც აკოცა- არ გინდა ახლა ეგოიზმი და ეჭვიანობა. თუ გინდა მალე გახდეს კარგად ერთად უნდა იყვნენ დიდხანს, მარტო - ჩუმად ელაპარაკებოდა რომ როგორმე დაეყოლიებინა
-ჩემ შვილს მარტო ვერ დავტოვებ...ვერ ხედავ როგორაა? სახლში რა გამაჩერებს
-ისეთი ბედნიერი და მშიდია როგორც არასდროს ... გათხოვილი ქალია ნუ გავიწყდება . ქორწინების შემდეგ დედაშენთან ერთ ჭერ ქვეშ ჩემთან ერთად რამდენი ღამე გაქვს გატარებული გაიხსენე თუ შეძლებ
-ლევაან
-ნატალიაა , ახლა მივდივართ და მერე ისევ მოვალთ ... ან ისინი წამოვლენ სოფელში . მიდი ახლა მოეხვიე, იმდენი იტირე ჩახუტებაც კი დაგავიწყდა - თავზე აკოცა და მერე ორივე ერთად ჩაიხუტა, ისე როგორც ჩვეოდა . უჭირდა,მაგრამ ძალას იკრებდა სხვანაირად არ გამოვიდოდა მათ წინაშე სისუსტის გამოჩენა უბრალოდ დანაშაული იქნებოდა ,მათ ხომ უკვე გაიმარჯვეს .
-დეე - მაკა შვილს მოეხვია და ცრემლიანი თვალებით ახედა- შენ ხო არ იცი როგორ მიხარია ჩემი რომ ხარ
-მაკაა - სახეზე მოეფერა და თავზე აკოცა- ცოტაც მადროვე ,დანარჩენებს მოეფერე და მერე უფრო ხშირად ვიქნებით ერთად, გპირდები დე
-მაგაზე არ ინერვიულო ...მთავარია კარგად ხართ და დანარჩენს მოევლება. აბა ნახვამდის - რძალს გაუღიმა ,ფიქრობდა მოხვეოდა თუ არა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე გადაკვეთა მანძილი მაგდამ
-მადლობა ... ნიკუშასთვის. ყველა’ფერი მასში თქვენგანაა

კართან იდგნენ , მოულოდნელი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ და ისევ ერთად ავსებდნენ დიდ ცარიელ სივრცეს
-რა უთხარი მაკას ცრემლებს ძლივს აჩერებდა
-რატომ არ ასწავლე ნიკუშას თევზის ისე მომზადება შენ რომ იცი-თქო ... ახლა გაძლიერებულ კვებაზე უნდა გადავიდე და რათ გინდა ჩემმა ქმარმა მხოლოდ კარტოფილის შეწვა იცის
-ძლივს ლაპარაკობს და მაინც მე მკბენს... შეფ მზარეული თუ გინდოდა გაყოლოდი იმ იდეალურს დარწმუნებული ვარ კურსები ექნებოდა გავლილი და ფოე- ფოე საჭმელების მომზადებას ისწავლიდა- ხელში აიყვანა, უთქმელად იცოდა ძალა როდის ეცლებოდა. თან თვალებს აბრიალებდა და თან სხეულზე იკრავდა
-იდეალურს გამოგყევი . ერთადერთსა და განუმეორებელს
-ვითიშები ეგეთებს რო მეუბნები - ყელში რომ აკოცა ქალმა თვალებიც მინაბა
-ვის გაუგია კაიფი გათიშვის გარეშე , ჭეშმარიტად ვასრულებ ჩემს დანიშნულებას...-მის სურნელს სუნთქავდა და სიმშვიდეში იძირებოდა - ძალიან დავიღალე
-გათავისუფლდი ყველა ფიქრისგან ... მე აქ ვარ -საწოლში დააწვინა, ფეხსაცმელი გახადა და მალე დაიკავა მის გვერდით ცარიელი სივრცე .
.......................
სახვევების მოხსნის შემდეგ ყველაფერი უფრო გართულდა. მანამდე თითქოს რაღაც ნაკაწრი ჰქონდა და მისი დამუშავება უხდებოდა შემდეგ კი საფარი გამოეცალა , პირისპირ დარჩა რეალობის წინაშე. ვერაფერს უხერხებდა ორგანოს არქონის შეგრძნებას, ტკივილს გრძნობდა,რომელიც იცოდა არარსებული იყო ,მაგრამ მაინც გამაყუჩებელს დაეძებდა მუდამ
-სად წავიდა-ყველაფერი რომ გადაქექა და ვერ იპოვნა აბები ისე დაიყვირა ხმაც ვერ გააკონტროლა
-გადავყარე
-რა გადაყარე წამლები?
-ორი ნარკომანი ოჯახში ზედმეტია და თუ შეიძლება მაგ სტატუსს ნუ წამართმევ
-ნუ ბოდავ ... სად წაიღე მტკივა. მეძინება და თავიც მისკდება
-ძილისთვის ჯერ ადრეა, თავზე ქუდი დაიფარე გათბები და ტკივილი გაგივლის
-მეღადავები?
-რვა საათია რა დროს ძილია...ღამე იმიტომაა რომ თებერვალია და ადრე ბნელდება-სერიოზული სახით პასუხობდა -იატაკია მოსაწმენდი...რაღაც სხვა უნდა ვიყიდო მაგრად არ მევასება ეს , რა ბანძი საქმეა ტო დრო მიაქ, იღლები და რისთვის ან ეს მტვერი ვაფშე საიდან ჩნდება . კიდე კაი ნერვები გაქვთ ქალებს რაა საღოოლ
-შენ ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე თუ რა ხდება
-აუუჰ ახლა მგონი მართლა დროა ფსიქიატრი ჩავრთოთ საქმეში... გიჟი ზუსტად მაშინ ხარ რომ ვერ წვავ რო გიჟი ხარ
-ნიკოლოოოზ
-გისმენ ყურადღებით- დივანზე იწვა და ტელევიზორს რთავდა არხიდან არხზე- თურქული სერიალების ყურება უნდა დავიწყო , დროს გავიყვან სანამ გახსნიან ჩაკეტილ ქვეყანას
-გასართობი ადგილების გახსნას ვერ ეღირსები თუ არ შეწყვეტ ჩემ ნერვებზე თამაშს -ზემოდან მოექცა და ხელისგულებით მკერდზე დაეყრდნო
-ასე უცებ ნუ მომვარდები, დამძიმდი აღარ ხარ 40 კილო - წამოიწია ,წამოზრდილ თმაზე ხელი გადაუსვა და სიცილი ვერ შეიკავა ქალმა ,რომ აკოცა- მიყვარს რომ ბრაზობ ...და ვერ ვიტან ამ შარვლებს -ხელი ნაქსოვი ზედის ქვეშ შეუცურა და ახლოს მიიზიდა . გონებაარეული ისე შეჰყვა ქალის ალერსს რომ ინსტიქტურად გააცურა თითები მკერდისკენ ,წამსვე მიიღო საპასუხო რეაქცია ისე სწრაფად მოშორდა თითქოს მდუღარე წყალი გადაავლეს-ჯანდაბა ... პატარავ
-არ შემეხო ... მანდ დარჩი. მარტო მინდა ყოფნა- დივნიდან გადაბობღდა , ხელიდან დაუსხლტა და საძინებლისკენ გაიქცა
-მაგდალენა
-მარტო მინდა ყოფნაა - საკეტის ხმა გაიგო ნიკუშამ და დარჩა მიხურული კარის წინ
-ეს კარის ჩაკეტვა რა დაწყე ტო...სანამ არ შემოგინგრევ არ შეწყვეტ ხო? დედას შევ.ციი... ორი კვირა დარჩა ,ორად ორი კვირაა არ შეგიძლია დაივიწყო ვაფშე ? რა გავაკეთო მითხარი დავდგე და დანით ავითალო ძუძ.სთავები? რა ჩემ ყლ.დ მინდა ვაფშე ...გააღე ეს დედან.კრავი კარები ნუ გამახსენებინებ ახლა ბავშვობას თორე მერე მეტყვი ქურდიც ყოფილხარო და შემაწერ ჩაუდენელ დანაშაულს
-შენ რა კარის გაღება იცი? - თვალები ტირილისგან ჰქონდა დასიებული,ნახევრად შემშრალებული ცრემლების კვალი ეტყობოდა ლოყებზე - ვინ გასწავლა... იმ არანორმალურმა რეზიკომ?
-ე.ი თაგვი არ ეგება ისე ყველიან ხაფანგში შენ რომ მივარდები მკლავებში- წამსვე თავისკენ მიიზიდა და კარი ფართოდ გააღო -სულ გატუტუცდი ხო? ხვდები გითმენ და კომფორტულად მოკალათდდი ჩემს თავზე
-ძუძ.სთავების მოჭრაზე არც იფიქრო
-რა გარყვნილი ქალი ხარ ჯერ კიდე არ ვიცი ხო?
-რა თქმა უნდა არ იცი ... - თავი მხარზე დაადო და ისე ჩაეხუტა- დავიღალე .... ეს ჩაკეტილობაც მკლავს. შენ როგორ უძლებ გამაგებინებ?
-მთელი დღე არ მაწყენ ხან რაზე მიშლი ნერვებს ხან რაზე... თან ეს დიასახლისობა დროს მაგრად ჭამს. კარადაა დასალაგებელი ახლა ... ყველა ჩემი ზედა ისეა გეგონება ძროხამ დაღეჭა და გადმოაფურთხა . არა რა ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა ვიყიდოთ, ის საუთოო რაღაც როა და ვაფშე ერთი რობოტი მოვიყვანოთ
-ნახევარ საათიან საქმეს მთელ დღეს რომ ანდომებ ძაან მეცინება
-რაა გოგო ნახევარ საათიანი - გაუბრაზდა და წარბები შეკრა- ხო ხარ ღირსი არაფერი გავაკთო
-დიდი ამბავი ახლა 28 წელი არაფერი გიკეთებია შენი დების ბრაზი ამოვიღე ამ რამდენიმე თვეში
-ვიდეოებს უგზავნი ხო ? პლიუსებს იწერს დედამთილთან და მულებთან გოგო...გამყიდველო
-ვეღარ გიძლებ გეფიცები- რამდენჯერმე აკოცა და მერე ხმამაღლა გაიცინა - ბოლოს ფსიქიატრიულში დამაწვენენ დაუცხრომელი ვნებების გამო განვითარებული ფსიქოემოციური შოკის გამო
-სრული პასუხისმგებლობით გპირდები,რომ ეგ არ გემუქრება
- და რა მემუქრება?
-ჩემთნ ყოფნა უვადოდ
-გასაჩივრებას არ ვაპირებ -თავი მკერდზე მიადო და მისი გულისცემის ხმამ სიმშიდის დამაგვირგვინებელი ნოტებიც მოიტანა.
რა მარტივი იყო ერთი ფერის მეორით ჩანაცვლება ,განწყობის ცვლილება წამებში ხდებოდა და ამისთვის საჭირო მხოლოდ ერთმანეთთან ახლოს ყოფნა იყო .
................
დილაადრიან გაიღვიძა, ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ თარიღს დიდხანს აკვრიდებოდა რწმუნდბეოდა,რომ ნამდვილად დადგა დღე,დრო ბოლო ეტაპის დასასრულებლად. ნიკუშას მტევნიდან ხელი გამოაცურა , სულ ოდნავ შეახო ტუჩები თვალთან ახლოს ყვრიმალზე და სარკის წინ დადგა. ჯერ პიჟამით შემოსილ სხეულს აკვირდებოდა შემდგე მაისური მოიშორა და წელს ზემოთ მთლიანად გაშიშვლდა. ვერაფრით მოერია გულისრევის შეგრძნებას რომელიც კვლავ იგივე დოზით უჩნდებოდა ნაკერების დანახვისას , მაგრამ ამჯერად თვალს არ აშორებდა. მხრებში გამართული იდგა და ისე უყურებდა ანარეკლს თითქოს წინ საოცარი სანახაობა ჰქონდა
-მაგდალენა
-უნდა დავიმახსოვრო რა იყო, რას მოვერიე და საიდან სად მივედით . არ უნდა დამავიწყდეს ეს დღეები არასდროს, რომ შემდეგ ყოველი წამი დავაფასო, ყველა წუთით დავტკბე და არ დავუბრუნდე იმ მეს გეგმებს რომ აწყობდა და ყველაფერზე ფიქრობდა ცხოვრებით ცხოვრების გარდა - ამჯერად არ დამალულა, პირველად იდგა ასე დაუფარავად ნიკუშას წინ და მის სახეს აკვირდებოდა
-იმ კონდიციამდე მიმიყვანე , რომ უკვე ზუსტად ვიცი სხეულის ყველანაირი ფორმით შემიყვარდებოდი და ეს შენი სექსუალური ტანი პროსტა ბონუსია... ჩქარი ტემპით დამაშტერე თინეიჯერობის ხანაში
-კარგი მაშინ სამ ზომა იმპლანტებს არ გავიკეთებ ... ერთი იყოს , პატარა და ცაკალელი
-ბარემ ეგრე დატოვე ხელში თუ არაფერი შემრჩება რატო იწვალებ თავს- თვალები აატრიალა და მაგდას ბალიშს მოხვია ხელები- დაბრუნდი საწოლში ...
-შენ ისე შეგიყვარდა ძილი არ ვიცი ახალ წლამდე ბავშვს როგორ მოვასწრებთ...
- მოსწრებაზე საჭმელს არ ვჭამ და ბავშვი გავაკეთო?
- არანორმალურობის ხარისხში ვერასდროს გადაგაჭარბებ?
- ნიჭიერი ხარ, მაგრამ მაინც შანსი არ გაქვს... დახვეწილობის პიკი გიშლის ხელს სრულ შეუზღუდავ გაფრენაში
-შენთან ერთად ფრენა თავისუფლების უმაღლესი ნიშნულია ...სუნთქვა შემაძლებინე - მოეხვია და კოცნის ბილიკს გაუყვა თვალიდან ტუჩამდე - გათენდა დღე დასრულებისა და დღე დასაწყისის
................
აგვისტოს მწველ მზეს ტყიდან მონაბერი გრილი ჰაერი ებრძოდა და სიმწვანეში ჩაფლულ ხის ოდაში სასამოვნო ტემპერატურას ქმნიდა. სოფლის მთიან ნაწილში ერთ დროს ბევრი სახლი აეშენებინათ, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთში იყვნენ მუდმივი მაცხოვრებლები. იქ მუდამ ერთვოდა ტყიდან მოფრენილი ჩიტების ხმას ფანჯრიდან სწრაფი ნახტომით გამოვარდნილი წითური კატისა და ყეფით დადევნებული ნახშირისფერი ძაღლის ხმები. მთელს ეზოში დარბოდნენ სანამ ჟღალი რომელიმე ხეზე არ აასწრებდა და მერე მშვიდად არ დაიწყებდა ტოტზე ზიარულს მაღლა აშვერილი ფუმფულა კუდითა და დამცინავი კნავილის თანხლებით. ძაღლი კი ქვემოდან უყფდა მანამ სანამ პატრონები არ დაუძახებდნენ
-შენი გარფილდა ნამდვილი კუდიანია... ნერვოზი დამართა ფიფქიას - ხის იატაკის ჭრაჭუნი ისმოდა კაცის გადაადგილებისას,მაგრამ ქალს საერთოდ არ აღიზიანებდა ისევ მშვიდად იჯდა ფანჯარასთან მდგომ ძველისძველ, მოჩუქურთმებულ მაგიდასთან და სამყაროდან გასული აგრძელებდა წერას- მაგდალენა მისმენ თუ ტყუილად ვსაუბრობ
-შენი ფიფქიაა არიფი და ჰყვება გამოწვევებს , რა ჩემი ფუმფულას ბრალია?
-ხო არა? აბა მე რატო მსჯი დღემდე წლების წინ ჩადენილი ცოდვების გამო... რა ჩემი ბრალი იყო ჩემს გადმოგდებულ ანკესს,რომ ეგებოდი და დალაგებულ ნერვებს იშლიდი
-მახეში მოხვედრილი და ტყვეობაში გადაყვანილი ტუსაღი ვინც არის ჩვენს შორის კია ცხადზე უცხადესი ჩემო მეუღლევ -კალამი დადო და გვერდულად გახედა-წარსულის ჭრილობების გახსენების ხასიათზე ხარ თუ მეჩვენება , ნიკოლოზ?- წარბები მაღლა აზიდა და ფანჯრის განიერ რაფაზე მჯდომ ქმარს მიუახლოვდა- ეს სიგარეტი ხომ ვერ გადაგაგდებინე - ტუჩებსშორის მოქცეული ღერი მანამ გამოაცალა სანამ სანთებელას აანთებდა
-ჩანაცვლების თერაპია მჭირდება და საინტერესო არაფერი შემომთავაზე- განიერ თეძოებზე ხელი შეუცურა და თავისკენ მიიზიდა - ამდენს რას წერ , მეც გადავვარდი წარსულში ... ვფიქრობ რეებს აღწერ ამ ლამაზი თითებით - ჯერ ხელისგულზე აკოცა მერე კი ბეჭდიან თითზე- ოუუ ნუთუ ეს ქორწინების ბეჭედია, ნუთუ გათხოვილი ბრძანდებით მშვენიერო ქალბატონო
-წერა უკვე დავასრულე და სწორედ იმ კაცისთვის დავწერე თითოეული სიტყვა ჩემი რომ არის მთელი არსებით - მკლავები ყელზე შეუცურა და ტუჩებზე წაეტანა
-მაგ კაცს ძალიან გაუმართლა შენ რომ ჰყავხარ და შენი ,რომ არის
-მე უნდა წავიდე , მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოვიპოვო შენ კი მანამდე კითხვა დაიწყე... ოღონდ სულ ბოლო წინადადებიდან
-ბოლოდან?
-დიახ, ჯერ ბოლო წინადადებას წაიკითხავ და შემდეგ გადაშლი პირველ გვერდზე . ერთი სიტყვაც არ გამოტოვო
-გასაგებია, ქალბატონო მწერალო ,მაგრამ თქვენ სად მიდიხართ ამ ლამაზი კაბით? - ლავიწის ქვეშ აკოცა და მკერდისკენ გადაინაცვლა- ცხელა, იქნებ დარჩე და შემდეგ წახვიდე- პირველი ღილი გახსნა , სულ უფრო დაბლა მიიწევდა ,მაგრამ ქალი ხელიდან დაუსხლტა
-ხომ იცი შენზე წინ არავინ დგას,მაგრამ ეს ინფორმაცია ვისაც ეხება ის ქმნილება გამონაკლისია- კარისკენ მიდიოდა და უღიმოდა
-მაგდალენაა
-ნიკოლოოზ , კითხვა დაიწყე ...უნდა მოასწრო ჩემს დაბრუნებამდე
-ერთ დღეს არ მასრულებინებ გამოწვევების გარეშე - სიგარეტის ღერი მაინც აიღო, მოუკიდა და მაგიდიდან ბლოკნოტი აიღო . ზემოდან უყურებდა,როგორ მიდიოდა მანქანა დაღმართზე ხედს მზერა მოავლო ბოლო გვერდზე გადაშალა და პირდაპი უკანასკნელი წინადადება ამოიკითხა
-„ჩემთვის ერთადერთი ხარ . ყველა’ფერი გაქვს . მხოლოდ შენთვის ვარ . ჭრილობები გაუფერულდნენ, ჩემში ჩვენს ნაწილს გულისცემა აქვს „



დავბრუნდები❤❤

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
დავბრუნდები❤❤

გელოდები <3

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

თქვენი ყოველი ისტორიის წაკითხვის შემდეგ ისევ მოლოდინის რეჟიმზე გადავდივარ ხოლმე,ახალი ისეთი რა უნდა დაწეროს, ძველის ემოცია რომ გადაფაროს-თქო. ყოველ ჯერზე მაოცებთ.
დღეს ისე დაემთხვა, ''ისინი-'' ს ბოლო თავებს გადავავლე თვალი და საღამოს ასეთი სიურპრიზი დამხვდა. მადლობა, რომ ჩვენამდე მოგაქვთ ყველაფერი ასე გულშიჩამწვდომად, ასე რეალურად, გმირების თითოეული სიტყვა, ქმედება ისეთი ცხოვრებისეულია, მგონია მათთან ერთად გავდივართ ამ ყველაფერს.
კიდევ ერთხელ მადლობა, ზუსტად ეგ მჭირდებოდა და დავიცალე კიდეც❤️❤️

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი გვანცა
თქვენი ყოველი ისტორიის წაკითხვის შემდეგ ისევ მოლოდინის რეჟიმზე გადავდივარ ხოლმე,ახალი ისეთი რა უნდა დაწეროს, ძველის ემოცია რომ გადაფაროს-თქო. ყოველ ჯერზე მაოცებთ.
დღეს ისე დაემთხვა, ''ისინი-'' ს ბოლო თავებს გადავავლე თვალი და საღამოს ასეთი სიურპრიზი დამხვდა. მადლობა, რომ ჩვენამდე მოგაქვთ ყველაფერი ასე გულშიჩამწვდომად, ასე რეალურად, გმირების თითოეული სიტყვა, ქმედება ისეთი ცხოვრებისეულია, მგონია მათთან ერთად გავდივართ ამ ყველაფერს.
კიდევ ერთხელ მადლობა, ზუსტად ეგ მჭირდებოდა და დავიცალე კიდეც❤️❤️

მადლობა თქვენ
დიდ მოტივაციას მაზლევს თქვენი ყველას დამოკიდებულება ჩემი ისტორიების მიმართ
უზომოდ მიხარია როდესაც ისტორიების საშუალებით ახდენთ განტვირთვას
heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი ირო

რომ ვიტყვი რაც წავიკითხე ამაზე მაგარი რაღა უნდა დაწეროსთქო და დაშოკილი ჩავდივარ დასასრულამდე.ხვალ კიდევ თუ არ წავიკითხე ეს იყო საჩქაროდ წაკითხული,სულ ვფიქრობდი ნიკოზს ისეთს გამოიყვანს მაგდალენა ვიღას ემახსოვრებათქო და მართლა შეიფარა ფრთების ქვეშ,მართლა აგრძნობინა ის ყველაფერი რაზეს მაგდალენა ოცნებობდა,ახლა კიდევ მათი სიყვარულის გულისცემა.საოცარი,საოცარი,საოცარი.

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ირო
რომ ვიტყვი რაც წავიკითხე ამაზე მაგარი რაღა უნდა დაწეროსთქო და დაშოკილი ჩავდივარ დასასრულამდე.ხვალ კიდევ თუ არ წავიკითხე ეს იყო საჩქაროდ წაკითხული,სულ ვფიქრობდი ნიკოზს ისეთს გამოიყვანს მაგდალენა ვიღას ემახსოვრებათქო და მართლა შეიფარა ფრთების ქვეშ,მართლა აგრძნობინა ის ყველაფერი რაზეს მაგდალენა ოცნებობდა,ახლა კიდევ მათი სიყვარულის გულისცემა.საოცარი,საოცარი,საოცარი.

♡♡♡♡
იმედია მომდევნო ისტორიებიც გაგაკვირვებთ და ასევე ემოციური იქნება დასასრულამდეე
♡♡♡♡მადლობაა

 


№7 სტუმარი სტუმარი ელი

საოცრება რომ ხარ, ხომ იცი?

ვგიჟდები შენზე, შენს ყველა ისტორიას ისე ვკითხულობ თითქოს პირველად, არადა რამდენჯერ წავიკითხე ერთი და იგივე ვინ იცის, ძალიან მიყვარხარ, წარმატებები ????????????

 


№8 სტუმარი Qeti qimucadze

არვიცი რა ვთქვა. ბევრი ნიკო ჭირდება ამ სამყაროს. და კიდევ უფრო ბევრი მათი სიყვარული. ისედაც ნერვებმოშლილს და ფსიქოლოგიურად გადაქანცულს ვინმე თუ გამომაცოცხლებდა არ მეგონა. ყველა ეტაპი ცრემლების თანხლებით გავიარე. თითქოს მე მქონდა ეს სიმსივნე. ისე განვიცადე ყველაფერი. ჯერაც შოკში ვარ. უდიდესი მადლობა რომ არსებობს ჭრილობის მეოთხე ნაწილი.სადაც მაგდალენა და ნიკო თავისპატარასელოდებიან. შენი გამოჩენა ჩემთვის ყოველთვის ზეიმია

 


№9 სტუმარი Ana-maria

კიდევ ერთი თქვენეული ზღაპარი დასრულდა. კიდევ ერთი ისტორია შედგა.კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიყვარულმა.ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი,როგორ იბრძოდნენ სიცოცხლისთვის მაგდალინა და ნიკოლოზი. ბოლო სიტყვებმა კი სუნთქვა შემიკრა,მათი ნაწილის არსებობა ხომ ღვთის საჩუქარია ყველაფერი იმისთვის რაც გამოიარეს. მოუთმენლად ველი ახალ ისტორიას.

 


№10  offline წევრი დარინა

ვერც კი წარმოიდგენ როგორიი გაბღენძილიი ვარ :დდდდ იმიტომ რომ ნიკუშამ ასე გამიმართლა ტყუილად კი არ ვიცავდიი :დდდდ ემოციების ზღვა მაქვს თავზე დატეხილიი და სიტყვები თავისით გამომირბის, იმხელაზე გამეხა პირი კითხვის მომენტშიიჯერ კიდევ ვერ მოვუყარე ტუჩები ადგილზეე რადგან ისეთი ბედნიერების განცდა დამეუფლაა რომ ემოციბმა ბოლომდე ჩამყლაპააა, საოცრება რომ ხარ ეს ისედაც იციი და ჩემთვის განსაკუთრებული რომ ხარ ამის თქმა არასდროს მომწყინდებაა, მიხარია რომ არაებობ და ასეთი განსაკუთრებული რომ ხარ, ვგიჟდები შენზე მარიამ ❤️❤️❤️❤️ ნიკუშას შექმნისთვის, დიდი ხანია ასე შენი მამაკაცი პერსონაჟი არ მომწონებია მიუხედავად თავისი ნაკლებისაა მაინც განსაკუთრებული გამოგივიდაა, მიხარიაა რომ მაგდას და ნიკუშას ბედნიერი დასასრული აქვთ რომ თავიანთი სულისს ჭრილობები ერთად განკურნეს და ერთად გაიმარჯვეს ცხოვრების ყველაზე დიდ დაბრკოლებაზეე, მიყვარს ეს ისტორიაა დაა მიყვარხარ შენ ასეთი რომ ხარ ❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი მაკა

ვაიმე მიყვარხარ შენ მე ესეთი საოცრება რომ შექმენი ჩვენთვის სიხარულით ვიტირე ❤❤❤მიყვარს შენი თვითეული ნაწარმოები ეს ხომ საოცარი იყო მადლობა დიდი ელი ახალს❤❤❤❤

 


№12  offline წევრი Natiko1996

როგორც ყოველთვის საოცრება იყო მარიამ ❤️ ისტორია რომელიც მსგავსს დასასრულს იმსახურებდა ❤️ საოცრად წერ ყველა სიტყვა გულთან მოდის ❤️ არ ვიცი როგორ ახერხებ ემოციებისა და განცდების ისე დაბალანსებას რომ ცრემლით დაბინდულ თვალებში უცებ ბედნიერების ღიმილი გიჩნდება ❤️❤️ ნიკუშაზე და მაგდელენაზე რა უნდა ვთქვა არ ვიცი სიტყვები ზედმეტიააა ❤️ აუცილებლად დამამახსოვრდება ეს ორიც და კიდე ბევრჯერ მივუბრუნდები ❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ელი
საოცრება რომ ხარ, ხომ იცი?

ვგიჟდები შენზე, შენს ყველა ისტორიას ისე ვკითხულობ თითქოს პირველად, არადა რამდენჯერ წავიკითხე ერთი და იგივე ვინ იცის, ძალიან მიყვარხარ, წარმატებები ????????????

უღრმესი მადლობა
იმედია ზულ ისეთებს დავწწერ ბევრჯერ წაკითხვა რომ მოგინდეთ

Qeti qimucadze
არვიცი რა ვთქვა. ბევრი ნიკო ჭირდება ამ სამყაროს. და კიდევ უფრო ბევრი მათი სიყვარული. ისედაც ნერვებმოშლილს და ფსიქოლოგიურად გადაქანცულს ვინმე თუ გამომაცოცხლებდა არ მეგონა. ყველა ეტაპი ცრემლების თანხლებით გავიარე. თითქოს მე მქონდა ეს სიმსივნე. ისე განვიცადე ყველაფერი. ჯერაც შოკში ვარ. უდიდესი მადლობა რომ არსებობს ჭრილობის მეოთხე ნაწილი.სადაც მაგდალენა და ნიკო თავისპატარასელოდებიან. შენი გამოჩენა ჩემთვის ყოველთვის ზეიმია

ქეთი მადლობა რომ კიდევ ერთხელ მორიგ ახალ ისტორიას კითხულობ და არასდროს გეზარება ჩემთვის ემოციების გაზიარება ... უზომოდ მიხარია რომ მოგეწონა ♡♡♡♡

Ana-maria
კიდევ ერთი თქვენეული ზღაპარი დასრულდა. კიდევ ერთი ისტორია შედგა.კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიყვარულმა.ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი,როგორ იბრძოდნენ სიცოცხლისთვის მაგდალინა და ნიკოლოზი. ბოლო სიტყვებმა კი სუნთქვა შემიკრა,მათი ნაწილის არსებობა ხომ ღვთის საჩუქარია ყველაფერი იმისთვის რაც გამოიარეს. მოუთმენლად ველი ახალ ისტორიას.

დიდი მადლობა ♡♡♡
ძალიან ვეცადე დროული და სწორი დასასრული ჰქონოდა ♡♡♡

დარინა
ვერც კი წარმოიდგენ როგორიი გაბღენძილიი ვარ :დდდდ იმიტომ რომ ნიკუშამ ასე გამიმართლა ტყუილად კი არ ვიცავდიი :დდდდ ემოციების ზღვა მაქვს თავზე დატეხილიი და სიტყვები თავისით გამომირბის, იმხელაზე გამეხა პირი კითხვის მომენტშიიჯერ კიდევ ვერ მოვუყარე ტუჩები ადგილზეე რადგან ისეთი ბედნიერების განცდა დამეუფლაა რომ ემოციბმა ბოლომდე ჩამყლაპააა, საოცრება რომ ხარ ეს ისედაც იციი და ჩემთვის განსაკუთრებული რომ ხარ ამის თქმა არასდროს მომწყინდებაა, მიხარია რომ არაებობ და ასეთი განსაკუთრებული რომ ხარ, ვგიჟდები შენზე მარიამ ❤️❤️❤️❤️ ნიკუშას შექმნისთვის, დიდი ხანია ასე შენი მამაკაცი პერსონაჟი არ მომწონებია მიუხედავად თავისი ნაკლებისაა მაინც განსაკუთრებული გამოგივიდაა, მიხარიაა რომ მაგდას და ნიკუშას ბედნიერი დასასრული აქვთ რომ თავიანთი სულისს ჭრილობები ერთად განკურნეს და ერთად გაიმარჯვეს ცხოვრების ყველაზე დიდ დაბრკოლებაზეე, მიყვარს ეს ისტორიაა დაა მიყვარხარ შენ ასეთი რომ ხარ ❤️❤️❤️❤️

დარინაჩკა ♡♡♡ ნუ თავში ამივარდება უკვე რაღაცა ჯადოსნობაა ყველა ნიკოლოზი ასეთი კარგი გამოდის და აჰაა აგერ უკვე მეორე შეგაყვარე ასე ძალიან
♡♡♡♡♡ მადლობა ჩემო კარგოო მიხარია სულ შენი გამოჩენა და შენი ყოფნა ჩემს მკითხველებს შორის ♡♡♡

სტუმარი მაკა
ვაიმე მიყვარხარ შენ მე ესეთი საოცრება რომ შექმენი ჩვენთვის სიხარულით ვიტირე ❤❤❤მიყვარს შენი თვითეული ნაწარმოები ეს ხომ საოცარი იყო მადლობა დიდი ელი ახალს❤❤❤❤

♡♡♡♡♡
იმდენი იდეა მაქვს იმედია რომელიმეს დავწერ და მალე დავბრუნდები
♡♡♡♡♡♡

Natiko1996
როგორც ყოველთვის საოცრება იყო მარიამ ❤️ ისტორია რომელიც მსგავსს დასასრულს იმსახურებდა ❤️ საოცრად წერ ყველა სიტყვა გულთან მოდის ❤️ არ ვიცი როგორ ახერხებ ემოციებისა და განცდების ისე დაბალანსებას რომ ცრემლით დაბინდულ თვალებში უცებ ბედნიერების ღიმილი გიჩნდება ❤️❤️ ნიკუშაზე და მაგდელენაზე რა უნდა ვთქვა არ ვიცი სიტყვები ზედმეტიააა ❤️ აუცილებლად დამამახსოვრდება ეს ორიც და კიდე ბევრჯერ მივუბრუნდები ❤️❤️❤️

აიი ყველაზე მეტად რაც მაბედნიერებს ისაა რომ მოვახერხე და ეგ ემოციური ცვალებადობა სასიამოვნოდ მოვიყვანე თქვენამდე ისე მეშინოდა რო არ გამოვიდოდა და მე კი ასე ვგრძნობდი, მაგრამ უშნოდ დარჩებოდა .... ძალიან ძალიან დიდი მადლობა

 


№14  offline წევრი gogincha

ზღვა ემოციები იყო, ზოგადად ფობია მჭირს სიმსივნების, ამ თემაზე ვინმესგან თუ ვიგებ ან ვკითხულობ საშინელი შიში მიპყრობს, მაგდალენას თემა რომ გაშალე, ვიფიქრე შევწყვეტ კითხვასთქო, თუმცა იმდენად კარგად იყო ნაჩვენები ნიკუშას ძლიერი მხარეევი წინ წამოღებული რომ ფიზიკურად ვერ შევძელი მიტოვება ამ სიუჟეტის, იმდენად მაინტერესებდა სადამდე შეძლება ნიკუშას პერსონაჟი ყიფილიყო იმდენად მტკიცე რომ მაგდალენას ტკივლიც საკუთარ თავზე აეღო და მან ეს შეძლო.მადლობა ასეთი ემოციების გამოწვევისთვის. წარმატებები♥♥

 


№15  offline წევრი ირო

sameone crazy girl
ირო
რომ ვიტყვი რაც წავიკითხე ამაზე მაგარი რაღა უნდა დაწეროსთქო და დაშოკილი ჩავდივარ დასასრულამდე.ხვალ კიდევ თუ არ წავიკითხე ეს იყო საჩქაროდ წაკითხული,სულ ვფიქრობდი ნიკოზს ისეთს გამოიყვანს მაგდალენა ვიღას ემახსოვრებათქო და მართლა შეიფარა ფრთების ქვეშ,მართლა აგრძნობინა ის ყველაფერი რაზეს მაგდალენა ოცნებობდა,ახლა კიდევ მათი სიყვარულის გულისცემა.საოცარი,საოცარი,საოცარი.

♡♡♡♡
იმედია მომდევნო ისტორიებიც გაგაკვირვებთ და ასევე ემოციური იქნება დასასრულამდეე
♡♡♡♡მადლობაა

ყველაზე მეტად რაც მიყვარს არის შენს მიერ პატივისცემა მკითხველისადმი.არასდროს აგვიანებ თავებათ დადებას ან ტვირთავ სრულად თითოეულ ნაწილს.მკითხველსაც დარწმუნებული ვარ ჩემსავით არ უწყდება აზრი,არ ავიწყდება რას კითხულობდა და ყოველთვის როცა მინდა რამეს თვალი გადაავლო აუცილებლად მახსენდება sameone crazy girl .

 


№16  offline წევრი TamoTi

აუ როგორ მიყვარს ეს ორი♥️♥️შენ♥️♥️ და ყველა სხვა გმირი♥️♥️♥️სიტყვები არ მყოფნის იმდენად კარგი და საოცრებაა♥️♥️ბრავო♥️♥️♥️

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

gogincha
ზღვა ემოციები იყო, ზოგადად ფობია მჭირს სიმსივნების, ამ თემაზე ვინმესგან თუ ვიგებ ან ვკითხულობ საშინელი შიში მიპყრობს, მაგდალენას თემა რომ გაშალე, ვიფიქრე შევწყვეტ კითხვასთქო, თუმცა იმდენად კარგად იყო ნაჩვენები ნიკუშას ძლიერი მხარეევი წინ წამოღებული რომ ფიზიკურად ვერ შევძელი მიტოვება ამ სიუჟეტის, იმდენად მაინტერესებდა სადამდე შეძლება ნიკუშას პერსონაჟი ყიფილიყო იმდენად მტკიცე რომ მაგდალენას ტკივლიც საკუთარ თავზე აეღო და მან ეს შეძლო.მადლობა ასეთი ემოციების გამოწვევისთვის. წარმატებები♥♥

ჩემთვისაც რთული თემაა ძალიან და დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა
მაგრამ მაინც ავიღე ბედის წერის უფლება და ისე გავაკეთე როგორც მინდოდა და რაც გამახარებდა ნეტავ ასე ხდებოდეს რეალობაშიც, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები მალე ვნებდებიყ

ირო
sameone crazy girl
ირო
რომ ვიტყვი რაც წავიკითხე ამაზე მაგარი რაღა უნდა დაწეროსთქო და დაშოკილი ჩავდივარ დასასრულამდე.ხვალ კიდევ თუ არ წავიკითხე ეს იყო საჩქაროდ წაკითხული,სულ ვფიქრობდი ნიკოზს ისეთს გამოიყვანს მაგდალენა ვიღას ემახსოვრებათქო და მართლა შეიფარა ფრთების ქვეშ,მართლა აგრძნობინა ის ყველაფერი რაზეს მაგდალენა ოცნებობდა,ახლა კიდევ მათი სიყვარულის გულისცემა.საოცარი,საოცარი,საოცარი.

♡♡♡♡
იმედია მომდევნო ისტორიებიც გაგაკვირვებთ და ასევე ემოციური იქნება დასასრულამდეე
♡♡♡♡მადლობაა

ყველაზე მეტად რაც მიყვარს არის შენს მიერ პატივისცემა მკითხველისადმი.არასდროს აგვიანებ თავებათ დადებას ან ტვირთავ სრულად თითოეულ ნაწილს.მკითხველსაც დარწმუნებული ვარ ჩემსავით არ უწყდება აზრი,არ ავიწყდება რას კითხულობდა და ყოველთვის როცა მინდა რამეს თვალი გადაავლო აუცილებლად მახსენდება sameone crazy girl .

უღრმესი მადლობა ♡♡♡♡
მკითხველის ადგილიდან ვხედავ ხოლმე და ამიტომ ვცდილობ არ დავაგვიანო

TamoTi
აუ როგორ მიყვარს ეს ორი♥️♥️შენ♥️♥️ და ყველა სხვა გმირი♥️♥️♥️სიტყვები არ მყოფნის იმდენად კარგი და საოცრებაა♥️♥️ბრავო♥️♥️♥️

მიხარია ასე რომ მოგეწონათ და შეგიყვარდაფ ჩემი გმირები

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინა

როგორ ველოდებოდი ბოლო თავს,დაიდო თუ არა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,კარგად რომ.წერ და ემოციების ზღვა მოდის შენი ნაწერებიდან ეს ბევრჯერ დამიწერია კომენტარებში, სიყვარულის,იმედის,საკუთარ თავზე გამარჯვების, თანადგომის საუკეთესო მაგალითია ეს ისტორია, მაგალითი იმისა ,თუ როგორ უნდა დაინახო საყვარელ ადამიანში ყველა'ფერი , თავს აღარ შეგაწყენ ,უბრალოდ წარმატებებს გისურვებ მომავალში,მჯერა რომ.მალე იტყვი შენს უფრო ხმამაღალ სიტყვას მწერლობაში ,სიამოვნებით დაველოდები შემდეგს♥️♥️♥️

 


№19 სტუმარი სტუმარი ნენე

ვიცოდი ნიკოლოზი გაამართლებდა იმედებს, სასწაული შეძლო.
საოცარი სცენა იყო ყველა, განსაკუთრებით ველოდი ნიკოლოზი რომ დიაგნოზს გაიგებდა და სახლში მიადგებოდა.
ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ყველა შენს ისტორიას და მერე მინიმუმ 3-ჯერ ვუბრუნდები მონატრებულებს.
მორიგი შედევრი გამოგივიდა, "ჭრილობა" იმსახურებდა ასეთ დასასრულს.
ველოდები მორიგ სიგიჟეს :*

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინა
როგორ ველოდებოდი ბოლო თავს,დაიდო თუ არა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,კარგად რომ.წერ და ემოციების ზღვა მოდის შენი ნაწერებიდან ეს ბევრჯერ დამიწერია კომენტარებში, სიყვარულის,იმედის,საკუთარ თავზე გამარჯვების, თანადგომის საუკეთესო მაგალითია ეს ისტორია, მაგალითი იმისა ,თუ როგორ უნდა დაინახო საყვარელ ადამიანში ყველა'ფერი , თავს აღარ შეგაწყენ ,უბრალოდ წარმატებებს გისურვებ მომავალში,მჯერა რომ.მალე იტყვი შენს უფრო ხმამაღალ სიტყვას მწერლობაში ,სიამოვნებით დაველოდები შემდეგს♥️♥️♥️

უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის
მიყვარს როცა მკითხველთან ზუსტად ისე მიდის სათქმელი როგორც ჩაფიქრებული მქონდა ♡♡♡♡

სტუმარი ნენე
ვიცოდი ნიკოლოზი გაამართლებდა იმედებს, სასწაული შეძლო.
საოცარი სცენა იყო ყველა, განსაკუთრებით ველოდი ნიკოლოზი რომ დიაგნოზს გაიგებდა და სახლში მიადგებოდა.
ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ყველა შენს ისტორიას და მერე მინიმუმ 3-ჯერ ვუბრუნდები მონატრებულებს.
მორიგი შედევრი გამოგივიდა, "ჭრილობა" იმსახურებდა ასეთ დასასრულს.
ველოდები მორიგ სიგიჟეს :*

ხო ამჯერად მგონი მართლა დასრულდა თუმცა რა ვიცი იქნებ მეხუთეც მომაფიქრდეს ოდესმე
ახალს რაც შეეხება ჰაერივით მჭირდება ახლა რაღაც სხვა და იმედია დავიწყებ და მალე დაგიბრუნდებით

 


№21 სტუმარი სტუმარი ნენე

sameone crazy girl
სტუმარი ნინა
როგორ ველოდებოდი ბოლო თავს,დაიდო თუ არა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,კარგად რომ.წერ და ემოციების ზღვა მოდის შენი ნაწერებიდან ეს ბევრჯერ დამიწერია კომენტარებში, სიყვარულის,იმედის,საკუთარ თავზე გამარჯვების, თანადგომის საუკეთესო მაგალითია ეს ისტორია, მაგალითი იმისა ,თუ როგორ უნდა დაინახო საყვარელ ადამიანში ყველა'ფერი , თავს აღარ შეგაწყენ ,უბრალოდ წარმატებებს გისურვებ მომავალში,მჯერა რომ.მალე იტყვი შენს უფრო ხმამაღალ სიტყვას მწერლობაში ,სიამოვნებით დაველოდები შემდეგს♥️♥️♥️

უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის
მიყვარს როცა მკითხველთან ზუსტად ისე მიდის სათქმელი როგორც ჩაფიქრებული მქონდა ♡♡♡♡

სტუმარი ნენე
ვიცოდი ნიკოლოზი გაამართლებდა იმედებს, სასწაული შეძლო.
საოცარი სცენა იყო ყველა, განსაკუთრებით ველოდი ნიკოლოზი რომ დიაგნოზს გაიგებდა და სახლში მიადგებოდა.
ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ყველა შენს ისტორიას და მერე მინიმუმ 3-ჯერ ვუბრუნდები მონატრებულებს.
მორიგი შედევრი გამოგივიდა, "ჭრილობა" იმსახურებდა ასეთ დასასრულს.
ველოდები მორიგ სიგიჟეს :*

ხო ამჯერად მგონი მართლა დასრულდა თუმცა რა ვიცი იქნებ მეხუთეც მომაფიქრდეს ოდესმე
ახალს რაც შეეხება ჰაერივით მჭირდება ახლა რაღაც სხვა და იმედია დავიწყებ და მალე დაგიბრუნდებით


სულ გელოდები აი სულ მოლოდინი მაქვს შენი...
გაგვანებივრე ამ ზაფხულში ახალი ემოციებით

 


№22 სტუმარი kati

სუნთქვა შემეკრა.რას მერჩი მარიამ?თითქოს იქ ვიყავი,მათთან ერთად გავიარე ყველა მტკივნეული ეტაპი...არც კი ვიცი რა ვთქვა.

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

kati
სუნთქვა შემეკრა.რას მერჩი მარიამ?თითქოს იქ ვიყავი,მათთან ერთად გავიარე ყველა მტკივნეული ეტაპი...არც კი ვიცი რა ვთქვა.

უთქმელი სიტყვები მეტს ამბობენ ხოლმე
♡♡♡♡♡

 


№24  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, მოვკვდიბდა ისევ თავიდან დავიბადე ნიკოლოზთან და მაგდალენასთან ერთად❤
ნიკოლოზმა გაამართლა მოლოდინები❤ აი მაგდალენას მიხრჩობა მომინდა მშობლებთან დიალოგისას, უფრო იმიტომ რომ ასე მარტივად დანებდა. არ შეეფერებოდა მაგდას pensive ნიკოლოზმა რომ სიმართლე გაიგო მაშინ კიდევ ერთხელ მოვკვდი. ცხადად ჩამესმოდა ნიკოლოზის სიტყვებიბმაგდას რომ ემუდარებოდა გამიღე და ჩემთან დარჩიო pensive

მათთან ერთად გავიარე ყველა ნაბიჯი. ყველა ტკივილი მტკიოდა და უბრალო ღიმილიც მიხაროდა❤
"ჭრილობა" იმსახურებდა ასეთ დასასრულს❤ ნიკოლოზმაც დაიმსახურა მაგდალენა ❤ ამ ისტორიაში საუკეთესოდ გვიჩვენე რა შეუძლია სიყვარულს, თანადგომას და რწმენას❤

როგორ იყო? "ჩემს არსებობაში შენ ხარ ცხოვრება" ❤

მარიამო, ამის შემდეგ რა იქნება, რას დაწერ და როგორი გმირები გეყოლება არ ვიცი მაგრამ მე გელოდები და ველოდები შენ ჯადოსნურ თითებს და მუზას ისევ როდის გაგავაოცებ❤

 


№25 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ველოდებოდი.სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი თავიდან ბოლომდე და მხოლოდ ბოლო სიტყვებზე ამოვისუნთქე
"ჩემთვის ერთადერთი ხარ . ყველა’ფერი გაქვს . მხოლოდ შენთვის ვარ . ჭრილობები გაუფერულდნენ, ჩემში ჩვენს ნაწილს გულისცემა აქვს „
საოცრება იყო ეს წყვილი თავისი დასაწყისი დადასასრულით.ვგიჟდები ამათზე.

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მარიამო, მოვკვდიბდა ისევ თავიდან დავიბადე ნიკოლოზთან და მაგდალენასთან ერთად❤
ნიკოლოზმა გაამართლა მოლოდინები❤ აი მაგდალენას მიხრჩობა მომინდა მშობლებთან დიალოგისას, უფრო იმიტომ რომ ასე მარტივად დანებდა. არ შეეფერებოდა მაგდას pensive ნიკოლოზმა რომ სიმართლე გაიგო მაშინ კიდევ ერთხელ მოვკვდი. ცხადად ჩამესმოდა ნიკოლოზის სიტყვებიბმაგდას რომ ემუდარებოდა გამიღე და ჩემთან დარჩიო pensive

მათთან ერთად გავიარე ყველა ნაბიჯი. ყველა ტკივილი მტკიოდა და უბრალო ღიმილიც მიხაროდა❤
"ჭრილობა" იმსახურებდა ასეთ დასასრულს❤ ნიკოლოზმაც დაიმსახურა მაგდალენა ❤ ამ ისტორიაში საუკეთესოდ გვიჩვენე რა შეუძლია სიყვარულს, თანადგომას და რწმენას❤

როგორ იყო? "ჩემს არსებობაში შენ ხარ ცხოვრება" ❤

მარიამო, ამის შემდეგ რა იქნება, რას დაწერ და როგორი გმირები გეყოლება არ ვიცი მაგრამ მე გელოდები და ველოდები შენ ჯადოსნურ თითებს და მუზას ისევ როდის გაგავაოცებ❤

ხომ იცი როგორ მიხარია შენი გამოჩენა ხკ არ გიცნობ მარა რაღაცნაირად ვიცი რო სულ წაიკითხავ და თან უბრალოდ კი არ წაიკითხავ მეც გამიზიარებ ემოციებს და მაჩვენებ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტები თქვენთვისაც ასევე ემოციური გამოდგა. მადლობა კიდევ ერთხელ და მომდევნო ვგრძნობ იმაზე მალე იქნება ვიდრე წარმომედგინა ♡♡♡♡♡

სტუმარი თამო
როგორ ველოდებოდი.სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი თავიდან ბოლომდე და მხოლოდ ბოლო სიტყვებზე ამოვისუნთქე
"ჩემთვის ერთადერთი ხარ . ყველა’ფერი გაქვს . მხოლოდ შენთვის ვარ . ჭრილობები გაუფერულდნენ, ჩემში ჩვენს ნაწილს გულისცემა აქვს „
საოცრება იყო ეს წყვილი თავისი დასაწყისი დადასასრულით.ვგიჟდები ამათზე.

აი მაგ ბოლო წინადადებაში ჩავდე ყველაფერი ალბათ მინდოდა ამ სიტყვებს შეეკრა მთელი წრე და მგონი გამოვიდა კიდეც
მადლობა დიდი♡♡♡♡

 


№27 სტუმარი ანისია

100ჯერ მოვკვდი და100ჯერ გავცოცხლდი. უბრალოდ მიყვარხართ შენ და შენი ისტორიები მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

ანისია
100ჯერ მოვკვდი და100ჯერ გავცოცხლდი. უბრალოდ მიყვარხართ შენ და შენი ისტორიები მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია

არ ვიცი რა ვთქვა და როგორ გამოვხატო ჩემი ემოციები
უბრალოდ და ბრალიანად , ბედნიერებაა როდესაც მკითხველისგან იგივე ემოცია მოდის რასაც წერის დროს გრძნობდი

 


№29 სტუმარი ელიქარი

ალბათ არ გაგიკვირდება თუ ვიტყვი რომ გუშინ შუა გზაში გავწყვიტე, გაგრძელება ვერ შევძელი, ალბათ იმასაც მიხვდები რა ადგილას. ვიტირე, თან ხმით. არმინდოდა მაგრამ თავისით მომდიოდა ცრემლები. მხოლოდ დღეს გავაგრძელე. crazy girl არ გეტყვი საოცრება ხართქო, არ გეტყვი მიყვარს შენი ისტორიებითქო. crazy girl crazy girl სიტყვებით ვერ გადმოვცემ ვერასდროს იმას რასაც "თქვენ" იმსახურებთ. ემოციებისგან დაცლილი ვარ. მეტი რაღა ვთქვა. ან საჭიროა კი. ისედაც იცით როგორ გელოდებით ყოველთვის. ????

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

ელიქარი
ალბათ არ გაგიკვირდება თუ ვიტყვი რომ გუშინ შუა გზაში გავწყვიტე, გაგრძელება ვერ შევძელი, ალბათ იმასაც მიხვდები რა ადგილას. ვიტირე, თან ხმით. არმინდოდა მაგრამ თავისით მომდიოდა ცრემლები. მხოლოდ დღეს გავაგრძელე. crazy girl არ გეტყვი საოცრება ხართქო, არ გეტყვი მიყვარს შენი ისტორიებითქო. crazy girl crazy girl სიტყვებით ვერ გადმოვცემ ვერასდროს იმას რასაც "თქვენ" იმსახურებთ. ემოციებისგან დაცლილი ვარ. მეტი რაღა ვთქვა. ან საჭიროა კი. ისედაც იცით როგორ გელოდებით ყოველთვის. ????

წერის პროცესიც რთული იყო საკმაოდ მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ვხედავდი რა როგორ უნდა მომხდარიყო და მიხარია ასე ზუსტად რომ მოვიდა თქვენამდე
♡♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent