შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის სიღრმეში (დასასრული)


2-07-2021, 19:19
ავტორი donald duck
ნანახია 3 240

გეგასთანაც ურთიერთობა იდეალურად მიდიოდა. ფაქტიურად ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ისევ ისე აგრძელებდა ჩემზე ზრუნვას. მეც მინდოდა მასზე მეზრუნა მაგრამ საშვალებას არ მაძლევდა. ხელის გულზე დავყავდი. ნიკოლოზი ერთხელ ამოიყვანა ჩემთან სტუმრად. ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ბაშვი იყო. კომუნიკაბელურიც. ჭკვიანი და განვითარებული საკუთარ ასაკთან შედარებით. ეტყობოდა რომ გეგას შვილი იყო. ყველაფერში. ქცევაში, სირულში, ხმის ინტონაციაში და გამოხედვაშიც.
ნელ- ნელა დავიწყე სამსახურში გასვლაც. თავიდან 2-3 საათით შევივლიდი ხოლმე ოფისში სასწრაფო საბუთებს მოვაწესრიგებდი, დანარჩენი სახლში მომქონდა გასაკეთებლად. გეგას პოზიციაზე ჯერ არავინ აეყვანათ. ვთხოვე დაბრუნება, მაგრამ ბოდიშის მოხდით უარი მითხრა. მიზეზი არ უთქვამს და არც მე მიკითხავს. საღამოობით სანდროსთან გავდიოდით. იქ ვვახშმობდით. ვხალისობდით.
ორი თვე თვალის დახამხამებაში გავიდა რაც სანდრო გამოწერეს. უფრო აქტიურადაც ჩავერთე ისევ ჩემს სამსახურში. დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს. 17 ივლისი იყო, პარასკევი. ეკოს მუცელი უკვე დასტყობოდა. თანამშრომლებმა საღამოს სადმე გავიდეთო. მეც დავთანხმდი, გეგაც დავპატიჟე. თავიდან ცოტა იყოყმანა, არ უნდოდა წამოსვლა.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება ამ საღამოს ვიგემე. ყველა ყველა და გეგასგან არ ველოდი. შეიძლება არც მქონდა გაბრაზების უფლება, მაგრამ თავი ძალიან მოტყუებულად ვიგრძენი. მოტყუებულად და დამცირებულად. ფაქტი რომლის წინაშეც აღმოვჩნდი ალბათ უფრო სერიალებში ხდება. ან ზღაპრებში არ ვიცი. ჩემი ცხოვრება კი ამ გრძნობამ თავდაყირა დააყენა.
ისევ იმ ბარში წავედით სადაც შარშან გეგამ ბეჭედი მაჩუქა. რატომღაც სურვილი გამიჩნდა რომ ეს ბეჭედი გამეკეთებინა და ამით მეჩვენებინა გეგასთვის, ჩემი მზად ყოფნა მასთან ერთად ქვეყნის დასალიერშიც რომ გავყოლოდი. საღამო ძალიან კარგად მიდიოდა. ვიცინოდით, ვერთობოდით, ვცეკვავდით, ცოტასაც ვსვავდით. ძალიან კარგ დროს ვატარებდით. მე და გეგა ვერანდაზე ვიყავით მე კისერზე მქონდა ხელები შემოხვეული მას წელზე და რაღაცაზე ვიცინოდით, აღარ მახსოვს რაზე. კოქტეილის ჭიქით ხელში ნაკო რომ მოგვიახლოვდა, ძალიან შინაურულად, მე გვერდით გამწია და გეგას მხარზე ნიკაპი ჩამოადო. გეგას სახე შეეცვალა. ერთიანად დაიჭიმა, დაიძაბა და შევატყვე ოფლმაც როგორ დაასხა
-გილოცავთ ქალბატონო თათა - გამიღიმა, აშკარად ძალიან ბევრი დაელია
-მადლობა - გავუღიმე და ვცადე გეგას და მას შორის შეუმჩნევლად ჩავმდგარიყავი,
-არა, არა - თითი ამიტრიალა სახის წინ - ქალბატონო თათა
-უკაცრავად? - მეც ძალიან დავიძაბე
-ნაკო ნასვამი ხარ - გეგამ ცადა დაემშვიდებინა.
-არც ბათუმში ვიყავი ფხიზელი ბატონო გეგა - საკოცნელად გაიწია ნაკომ. გეგამ შეაკავა
ცხელოდა, მაგრამ მე უფრო დამცხა. გონებაში ექოსავით მესმოდა „არც ბათუმში ვიყავი ფხიზელი“ -ო. „ღმერთო ოღონდ ეხლა რამე იდიოტობა არ წამოროშოს ამ მთვრალმა გოგომ“-თქო გავიფიქრე. გეგას მზერა არ დამავიწყდება. ნაცემი ლეკვივით მიყურებდა და თან ნასვამი ნაკოს დამშვიდებას ცდილობდა. ცარიელ მაგიდასთან მიიყვანა და სკამზე დასვა. ჭიქა გამოართვა და მისგან შორს დადგა რომ აღარ მიწვდომოდა.
-გეყო ნაკო - ამშვიდებდა თან.
-არასდროს არ მყოფნი ხომ იცი - ძალიან სევდიანად უთხრა და ცრემლები გადმოყარა
აღარ შემეძლო ამის ყურება მაგრამ გეგას მარტო დატოვებაც არ მინდოდა, თან ბრაზი მახრჩობდა, გეგას გვერდიდან არ ვცილდებოდი. ვცდილობდი დავხმარებოდი. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. თან ინტერესი მკლავდა ბათუმის ისტორიის შესახებ. გეგამ გამომხედა. „ყველაფერს აგიხსნი“-ო მეუბნებოდა.
ჯერ ნაკო დავტოვეთ სახლში. მარტო ვერ გაუშვა ტაქსით ნასვამი. მერე სახლში წავედით. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. მანქანიდან გადმოვედი. არ ველოდებოდი. წინ გავრბოდი, ერთი სული მქონდა სახლში როდის შევიდოდი. ერთიანად გამოვფხიზლებულიყავი. ბრაზისგან ვგრძნობდი სახე როგორ მიხურდა. არც ლიფტში გამიცია ხმა. გეგაც ჩუმად იდგა. სახლის კარები შევაღე, მისაღებ ოთახში შევედი ჩანთა იქვე დივანზე მივაგდე და დონჯ შემორტყმული მივაშტერდი გეგას რომელიც კართან ატუზულიყო. იმდენად დაუცველი ჩანდა რომ სადღაც გულის სიღრმეში შემეცოდა, მაგრამ მერე ჩემი თავიც შემეცოდა.
-გისმენ - მკაცრად დავუდექი გეგას
-გთხოვ დამშვიდდი - კარები მიხურა გეგამ და ჩემსკენ წამოვიდა
-მშვიდად ვარ - ვუთხარი და ვერანდისკენ წავედი -მაინტერესებს ბათუმის ამბები
ვერანდაზე გავედი, გეგაც უკან მომყვა, მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი ავიღე, ერთი ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. მოვტრიალდი და გეგას მივაშტერდი.
-გისმენ - გავუმეორე ისევ და სკამზე ჩამოვჯექი
-არ ვიცი როგორ აგიხსნა - დაიბნა გეგა და ჩემ წინ ჩამოჯდა
-ისე როგორც იყო - ვცადე დახმარება
-ბათუმში იყო, არ ვიცი რაზე. დამირეკა და შევხვდით ერთმანეთს. ერთად ვივახშმეთ.-ცოტა პაუზა გააკეთა - ორივე ნასვამები ვიყავით თათა. თან მაშინ შენ გიორგის ხვდებოდი, არ მესმის რატომ მახსნევინებ, ეს ყველაფერი წარსულია. მაშინ ჩვენ ერთად არ ვიყავით.
-იწექით? - სიგარეტი საფერფლეში ჩავაგდე
-ეს არაფერს ნიშნავადა თათა - ცადა ჩემი ხელები მოექცია თავისაში მაგრამ უფლება არ მივეცი - შენ გიორგის ხვდებოდი, ერთად იყავით.
-იწექი თუ არა? - ვიყვირე და ფეხზე წამოვდექი - კი ან არა მარტივია.
გეგამ თავი ჩაღუნა. პასუხი გასაგები იყო. ცრემლები მომაწვა და ლოყებზე ჩამომგორდა. ვგრძნობდი როგორ მტკიოდა, ძალიან მეტკინა, სიტყვით ვერ გადმოგცემთ ისე მეტკინა. ამის მეშინოდა ზუსტად. ამ ტკივილის განცდის გამო ვკეტავდი გრძნობებს ცხრაკლიტულში. ტკივილს, იმედგაცრუებას, სასოწარკვეთილებას ერთად განვიცდიდი. შიში მეუფლებოდა. განვლილ ორ თვეს რომ გადავავლე თვალი საკუთარი თავი უფრო შემეცოდა. მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი ავიღე, ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. მერე გეგას ზურგი ვაქციე და ისე გავნაგრძე.
-მე და გიორგი ვხვდებოდით ერთმანეთს, მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ არ ვწოლილვართ. წყვილად აღგვიქვამდნენ, მაგრამ მე მასთაან არ ვწოლილვარ. შენ კიდე? მე რომ ვწოლილიყავი გიორგისთან უფრო გასაგები იქნებოდა, აი შენი და ნაკოს კავშირს კი ვერ ვამართლე. გეთქვა მაინც სურპრიზი რომ არ ყოფილიყო ჩემთვის.
-როდის მეთქვა? -როგორც იქნა ხმა ამოიღო და წამოდგა
-ამ ორი თვის განმავლობაში არ გქონდა დრო? -ვუთხარი და შევაჩერე ჩემსკენ წამოსული
-მეგონა წარსული ორივემ დავივიწყეთ და მომავლით ვაპირებდით ცხოვრებას, თან ნაკოსთან ურთიერთობას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
-ნაკოს გამო წახვედი სამსახურიდან - გამინათდა გონება - ღმერთო რა დებილი ვარ, მე კიდე მეგონა ჩემთან ერთად მუშაობა უჭირსთქო. ვნერვიულობდი და განვიცდიდი შენს გამო.
-უსამართლოდ მექცევი თათა - ცადა უფრო ახლოს მოსულიყო მაგრამ ისევ შევაჩერე
-უსამართლოდ შენ მომექეცი ეს ამბავი რომ დამიმალე.
-ჩემთვის არაფერს ნიშნავდა თათა გაიგე. ნასვამი ვიყავი, თან შენზე გაბრაზებული დათრგუნული - ცადა თავი ემართლებინა.
-მარტო დამტოვე გეგა. - ზურგი ვაქციე გეგას
-თათა - ვიგრძენი მისი ხელის სიახლოვე ჩემ მხართან, მაგრამ არ შემხებია
-არ გინდა - ცრემლები უკვე ნიაღვარივით მომდიოდა.
არ მოვტრიალებულვარ ისე წავიდა. კარების დაკეტვის ხმა გავიგე და შევხტი. შემეშინდა. ეხლა მართლა ძალიან შემეშინდა და მეტკინა. ის რომ მასთან იწვა იმდენად კატასტროფა არ იყო ჩემთვის, რამდენადაც ის რომ არ მითხრა და ნაკომ სახეზე ამაფარა სურპრიზად. ეხლა როგორ უნდა მეცხოვრა? როგორ უნდა მემუშავა? ყოველდღიურ რეჟიმში უნდა შემხვედროდა ქალბატონი და თვალწინ უნდა დამდგომოდა თუ როგორ ეალერსებოდა ჩემ საყვარელ მამაკაცს? ძალიან ძნელი იყო. მოაჯირთან უფრო ახლოს მივედი და გადავიხედე. გეგა სადარბაზოს წინ იდგა, მანქანას მიყუდებოდა. რამოდენიმეჯერ ამოიხედა. არა დრო მჭირდებოდა ამ ყველაფრის გადასახარშად.
კიდევ კარგი ორ კვირაში ჩემ დამსახურებულ შვებულებაში გავიდოდი, მანამდე როგორმე ავიტანდი ნაკოსთან ურთიერთობა. ჩავალაგებდი ჩემოდანს და გავფრინდებოდი აია ნაპაში. წავიდოდი და თან წავიღებდი ჩემს დარდს და ფიქრებ.
შაბათ კვირა დედასთან გავატარე. გეგას და ჩემი ამბავი რომ ვუთხარი დამტუქსა. „რას ფხუკიანობ? ცოლიც ყავდა და მაშინ მაგაზეც ისტერიკა მოაწყვე“-ო „სანამ შეიყვარებდი მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა“-ო სადღაც მართალიც იყო, მაგრამ იმას ვერ ვუხსნიდი დედაჩემს რომ მერჩივნა ეგ ამბავი გეგასგან მცოდნოდა და არა ნაკოსგა. „მიზანდასახული გოგო ჩანს ეგ შენი ნაკო და მგონი მიაღწია კიდევაც“-ო დაასკვნა ბოლოს დედაჩემმა.
გეგა მირეკავდა არ ვპასუხობდი, მწერდა არ ვპასუხობდი. მთხოვდა რომ დავმშვიდებულიყავი და ცხელ გულზე არ მიმეღო გადაწყვეტილება. ვერ ვმშვიდდებოდი, სამაგიეროდ ნაკო იყო ძალიან მშვიდად. ისე იქცეოდა თითქოს არც არაფერი მომხდარა. მის სითავხედეს და უტიფრობას საზღვარი არ ქონდა. შეიძლება მართლა არც ახსოვდა რა ჩაიდინა იმ საღამოს, ისეთი ნასვამი იყო არ გამიკვირდება. რომ ვხედავდი გულის რევის შეგრძნება მეუფლებოდა. თავს ძლივს ვიკავებდი. ძალიან მიჭირდა მისი ყურება, მაგრამ არ ვიყავი გაქცევას მიჩვეული და ნაკოს გამო ნამდვილად არ წავიდოდი სამსახურიდან.
31 ივლისს დედაჩემმა სანდროს გამოჯანმრთელების და ჩემი გაცილების საღამოს მოწყობა გადაწყვიტა და დაპატიჯა ყველა ვინც კი შეიძლებოდა დაეპატიჟა, ახლო თუ შორეული ნათესავი. საკმაოდ იდი სუფრა გაშალეს ეზოში. დედას ძალიან უყვარდა სტუმრები და უფრო მეტად როცა თავისი ბაღით თავს იწონებდა მათ წინაშე. უარი ვერ ვუთხარი დედაჩემს. თან სანდროს გადარჩენის საღამო უფრო დაარქვეს. სანდროს ჯერ კიდევ უჭირდა სიარული ცოტას კოჭლობდა მაგრამ უხდებოდა. ბაბაჯანას ვეძახდი. გეგამ იცოდა ამ საღამოს შესახებ, მაგრამ არ მოვიდა, ყვავილები გამომიგზავნდა და კეთილი მგზავრობა მისურვა. მერე გავიგე რომ ახალი სამასხურიდან მივლინებაში იყო კახეთში წასული და მაგიტომ ვერ ჩამოვიდა. ეგეც სანდრომ მითხრა. როგორც ჩანს სანდრო და გეგა აქტიურად კონტაქტობდნენ.
ვერანდაზე დივანზე ნახევრად მიწოლილები ვიჯექით მე და სანდრო და სტუმრებს გადავყურებდით ეზოში. სანდროს ცივი ყავა მივაწოდე მაგიდიდან, ჩემთვის ლიმნიანი წყალი ავიღე და გავუღიმე.
-დარწმუნებული ვარ სულით და გულით აქ არის - დაიწყო სანდრომ
-ვინ? - ვერ მივხვდი რაზე ამბობდა
-გეგა - მოკლდე მომიჭრა
-გეგა რა შუაში იყო ეხლა აქ? - გაბრაზება შემეპარა
-იმიტომ რომ შენ მასთან ხარ ფიქრებით.
-და შენ კიდე ჩემ ტვინში დაძვრები - საცოდავი სახით გავუღიმე.
-როდემდე აპირებ ფხუკიანობას? -გადმომხედა და ყავა მოსვა
-არ ვიცი, გამივლის ალბათ. -მხრები ავიჩეჩე - ტკივილამდე მენატრება - ცრემლები მომაწვა.
-კარგი რა წაწკ - თავი დამადო მხარზე სანდრომ - ეხლა მართლა ტყუილად იტანჯავ თავს. მესმის მტკივნეულია მაგის მოსმენა მაგრამ გეგა მართალია. თან კაცია - დაამატა ბოლოს
-ვაიმე სანდრო -გავბრაზდი - კაცი რა შუაშია? არ გესმით არავის. - ცრემლები გადმომცვივდა -ის რომ მასთან იწვა საერთოდ არ მადარდებს,მე იმაზე გავბრაზდი რომ დამიმალა და არ მითხრა.
-და ეს დედა ატირებული როდის უნდა ეთქვა? - ბამიბრაზად სანდროც - მე რომ აპარატზე ვიყავი შეერთებული თუ შუა სექსის დროს ჩემი გამოჯანმრთელება რომ აღნიშნეთ?
-დეგენერატო - მუშტი მივარტყი მხარზე მივხვდი რომ ჩემი ძმა მართალი იყო.
ჩემი თვითმფრინავი გამთენიისას 5 საათზე მიფრინავდა. ერთი საათით ადრე მაინც უნდა ვყოფილიყავით აეროპორტში რეგისტრაცია რომ გამევლო. ყველაფერი ჩალაგებული და გამზადებული მქონდა.ბევრი არაფერი მიმქონდა, ერთ პატარა ხელჩანთაშიც ჩაეტია. გეგას გამოგზავნილი ვარდებიდან ერთი ამოვაძრე, წიგნში ჩავდე და ხელჩანთაში ჩავდე, გზაში რომ წამეკითხა.დედამ, მამამ, სანდრომ და მამიდამ გამაცილეს.მე და სანდრო ჩემი მანქანით წავედით, მამიდა, დედა და მამა მამიდას მანქანით. რეგისტრაცია გავიარე. ცოტახანი მოსაცდელ დარბაზში ვიყავით ისევ. არც ისე ბევრი ხალხი ირეოდა. ზოგს ჩანთებზე ეძინათ.ზოგი მოციმციმე ტაბლოებს აკვირდებოდა. რეისზე ჩასხდომა რომ გამოაცხადეს ჩემებს დავემშვიდობე და მეორე სართულზე ავედი, საიდანაც მიმდინარეობდა ჩასხდომა. ესკალატორზე ვიდექი და ხელს ვუქნევდი ჩემებს. მივდიოდი მაგრამ გული აქ მრჩებოდა.
პირდაპირი რეისი არ იყო, გადაჯდომა მიწევდა სტამბულში. თვითმფრინავში ავედი. ჩემი ადგილი მოვძებნე, გამიხარდა ილუმინატორითან იყო ჩემი ადგილი. ჩანთიდან წიგნი ამოვიღე. ჩანთა სკამის ზევით სათავსოში მოვათავსე და მოვკალათდი. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე ფრენის რეჟიმზე რომ დამეყენებინდა. იმ წუთის მოსული შეტყობინება დამხვდა. გეგასგან იყო. „მიყვარხარ“ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ეწერა. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. ყელში მომაწვა. ცქმუტვა დავიწყე. ვიფიქრე ჩავალთქო. წამოვდექი მაგრამნ ბორტ გამცილებელმა უკან დამაბრუნა. ღვედი შეიკარით თუ შეიძლება აფრენას იწყებს თვითმფრინავიო. ცრემლები გადმომცვივდა. „ტელეფონი გათიშე“ -ო მანიშნა ტელეფონზეც.
გული უცნაურად მიძგერდა. ამოხტომას მქონდა. ყელში მიჭერდა ცრემლები და სიხარული. ვიაზრებდი რომ დროს ვკარაგვდი და ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე. დროს ვკარგავდი მეც და გეგასაც ვაკვარგვინებდი დროს რომ ბედნიერები ვყოფილიყავით ერთად. ეს ორი კვირა ფუჭად გავფლანგე. ძალიან გავბრაზდი ჩემ თავზე. ხომ შმეძლო თავის დროზე გამეაზრებინა ყველაფერი და ეხლა ერთად ვყოფილიყავით? და კიდევ ეხლა ერთი კვირა მის გარეშე უნდა ვყოფილიყავი. ცოტაც და ალბათ ხმამაღლა ავტირდებოდი. რაც ბევრს ვფიქრობდი გეგაზე და ჩემზე მით უფრო მეშლებოდა საკუთარ თავზე ნევრები. რამდენი დრო დავკარგეთ. ჩემი შეუვალობის და გულგრილობის გამო. თავის დროზე რომ გამეაზრებინა და მიმეღო ეს გრძნობა არც ნაკოს ამბავი არ მოხდებოდა. გეგა სრულიად მართალი იყო ცემს წინაშე. გავაცნობიერე და საკუთარი თავზე ბრაზი უფო მომემატა. რამდენჯერ ვატკინე გული გეგას სულ ტყუილად და რამდენჯერ მაპატია ჩემი ბავშვური საქციელი.
თვალები დავხუჭე და ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი გავიხსენე.
მარტი იყო. სამშაბათი 5 მარტი. საკმაოდ ციოდა ჯერ კიდევ. ეკოსთან ერთად კაფეში წავედი. ცოტა საჭორაო გვქონდა. კაფიდან გამოვდიოდით უკვე გეგა რომ შეგვეჩეხა კარებში. მარტო იყო. მარტო ყავის დასალევად ნუ გამწირავთ გოგოებო თქვენც დამეწვიეთო. ეკომ „მეჩქარება, ბავშვს დიდი ხნით ვერ დავტოვებ“-ო და გაიქცა. კაფიდან ბარში გადავინაცვლეთ. სასიამოვნოდ გავატარეთ საღამო. ორივე ნასვამები ვიყავით. ცოტა ფეხით გავისეირნეთ. მერე სახლამდე მიმაცილა. არ ვიცი ვინ მექაჩებოდა, ყავაზე დავპატიჟე. გვინი იყო მაგრამ უარი არ უთქვამს. სახლში რომ შევედით ცოტა უხხერხულობა იგრძნო. ქცევებზე დაეტყო. ალბათ ჩემზე ნაკლები დალია, ან მე უფრო მომეკიდა. ყავის აპარატი ჩავრთე.
-შაქარი?- ვკითხე გეგას და დივანზე ვანიშნე - გაიხადე და დაჯექი.
-უშაქორ -მითხრა და კურტკა გაიხადა -მადლობა
-დესერტს ვერ დაგპირდები - გამეცინა და ფარდა გადავწიე - ჩემ სახლში საკვები ცოტა ძნელი მოსაძიებელია
-არაუშავს - გამიღიმა გეგამ
-თუ გინდა ვერანდაზე დავჯდეთ - კარები გამოვაღე მერე ისევ ყავის აპარატს მივუბრუნდი
-შენ როგორც გინდა - ფეხზე წამოდგა გეგა
ეშმაკი შემიძვრა აბათ სულში. გამეცინა. ყავის აპარატიდან ჭიქები ავიღე, ნელა შევტრიალდი და გეგასკენ წავედი. ჭიქები მაგიდაზე დავალაგე. გეგასთან ძალიან ახლოს დავდექი, თითის წვერებზე ავიწიე, ხელები კისერზე მოვხიე და ვაკოცე. გეგა გაშეშებული იდგა.მერე კიდევ ვაკოცე. მერე წელზე ვიგრძენი გეგას ხელების შემოხვევა. მისი თიტების სითბო. მისი სურნელი. მაშინ ნასვამები ვიყავით და ამას დავაბრალეთ. რამოდენიმე დღე დაგვჭირდა რომ დარცხვენილებს არ გვეარა ოფისში. ერთმანეთს თვალს ვერ ვუსწორებდით.
8 მარტს პარასკევს ყვავილებით და სუნამოთი ხელდამშვენებული მომადგა კარებზე. წინა სტუმრობისას ჩადენილი დანაშულის გამოსასყიდად და ბოდიშის მოსახდელად. კარები გავუღე და მისაღებში შემოვუშვი. პატარა ბიჭივით იდგა შუა ოთახში ცალ ხელში სუნამოს ყუთი მეჭირა მეორეში ყვავილები. როგორც იქნა მოიფიქრა და მაგიდაზე დაალაგა. სიტყვიერად მომილოცა. გადაკოცნაც კი ეუხერხულებოდა.
-ყავას დალევ? -შევთავაზე და ყავის აპარატის ჩასართავად გავიწიე
-არა, მადლობა - უხერხულად გამიღიმა
-ჩაი მაშინ - კითხვით სავსე მზერა მივაპყარი
-არა თათა - ოდნავ შიხსნა კურტკა
-დაჯექი რა ფეხზე დგახარ, დღეს მაქვს დესერტი თუ ეგ გაფიქრებს
-ბოდიში - ახლოს მოვიდა და ჩემი ხელები მოიქცია თავის ხელებში
-ვერ ვხვდები რაზე მებოდიშები
-ნასვამი ვიყავი, შენც, იმ საღამოს, იცი? არ მეგონა.- ნაწყვეტ ნაწყვეტ მესაუბრებოდა
-რა არ გეგონა?
-არ მეგონა რომ - სიტყვა გაეჭედა ყელში
-რომ ქალიშვილი ვიყავი? - გამეცინა
-რომ მცოდნოდა -დაიწყო თავის მართლება
-ნუ ნერვიულობ გეგა, ეს მეც მინდოდა, შენ არაფერ შუაში ხარ. არც ცოლად მოყვანას გთხოვ. მე უკვე დიდი გოგო ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ. ჩემს საქციელზე პასუხისმგებელი მეთვითონ ვარ.
-მე მაინც - დაიწყო გეგამ
-ჩუ.. - ტუჩებზე მივადე საჩვენებელი თითი - თუ საბოდიშოდ მოხვედი მაშინ შეგიძლია წახვიდე.
-და თუ არა - ცოტა გათამამდა გეგა
-მაშინ მაკოცე - ვუთხარი და მის ტუჩებს მივწვდი.
თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო სტამბულის აეროპორტში. ილუმინატორში გავიხედე. პატარა სინათლეები ნელ ნელა ახლოვდებოდნენ და იზრდებოდნენ. სტამბულის აეროპორტი ერთი დიდი ლაბირინთია. თუ ზუსტად არ იცი რომელი ტერმინალი საით არის შეიძლება დაიკარგო. მე-15-ე გასასვლელიდან გამოვედი. დრო ჯერ კიდევ მქონდა. 3 საათი მომიწევდა ლოდინი აეროპორტში. თურქეთის დროით 06:32საათი იყო. „duty free”-ში გავისეირნე. ღია კაფეში ერთი ყავა ავიღე და სენდვიჩი ლორით. მე-8 გასასვლელთან უნდა მივსულიყავი. სამი საათი დრო მქონდა. თბილისის აეროპორტისგან განსხვავებით ამ აეროპორტში სიცოცხლე ჩქეფდა. ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა. ყველას სადღაც ეჩქარებოდა. ზოგი ჩამოფრინდა, ზოგიც მიფრინავდა. ძოგიც ჩემსავით გამვლელი იყო. მე-8 გასსვლელისკენ წავედი და სიევ გეგაზე ვფიქრობდი. ყავა მოვსვი. მესიამოვნა ცხელი სითხე. სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა ჩემ რეისზე მოსაცდელ დარბაზში ჩამოვჯექი. სენდვიჩი გავხსენი და ჩავკბიჩე. ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და ჩავრთე. კიდევ ერთხელ წავიკითხე გეგას შეტყობინება. ბედნიერებამ და სიხარულმა კიდევ ერთხელ იფეთქა ჩემში და მთელ სხეულში დამიარა. სენდვიჩი იქვე ურნაში ჩავაგდე. ყავის დიდი ყლუპი მოვსვი და ისიც სენდვიჩის გზას გავუყენე. მერე ბილეთების ჯიხურთან მივედი, ვიკითხე ბილეთების გადაცვლა თუ იყო შესაძლებელი. აია ნაპას ბილეთები თბილისის ბილეთებში გადავცვალე 30% -ის დამატება დამჭირდა მხოლოდ. თბილისის რეისზე რეგისტრაცია 15 წუთში დაიწყებოდა და მე-8 გასასვლელიდან 32-ე უნდა მიმეღწია. იქვე კედელზე გამოკრულ აეროპორტის გეგმას დავხედე. ჩემი ადგილსამყოფელი მოვძებნე მერე დანიშნულების პუნქტი. „არც ისე შორი ყოფილა.“ გავიფიქრე ჩანთა ავირე და დანიშნბულების პუნქტისკენ წავედი. დავიღალე, ძლივს ვსუნთქავდი, ფეხის კუნთები მტკიოდა. როგორც იქნა მივაღწიე. რეგისტრაცია გავიარე, მერე მითხრეს რომ თურმე ნებიემიერ ლოკაციაზე შემეძლო რეგისტრაციის გავლა. აქამდე მაინცც უნდა მოვსულიყავი. ცოტახანი ჩამოვჯექი სკამზე და სული მოვითქვი. ინტერნეტი ჩავრთე და მესენჯერით სანდროს მივწერე.
„არ შეიმჩნიო ჩვენებთან, უკან მოვფრინავ 3 საათში ვიქნები თბილისში. აეროპორტში დამხვდი გთხოვ.“
რაღაც ენით აღუწერელი შეგრძნება დამეუფლა. ბედნიერების და სიმსუბუქის. როგორც იქნა გამოაცხადეს ჩასხდომა რეისზე. ამჯერად არ გამიართლა ილუმინატორთან ვერ მოვხვდი. მაგრამ არაუშავს. რას ვჩიოდი. მთავარი იყო დროულად ჩავსულიყავი თბილისში და მერე გეგა მენახა. აუცილებლად უნდა მენახა და პატიება მეთხოვა.
ორი საათი გზაში საშინლად გაიწელა. მეგონა მთელი კვირა მივფრინავდი. მგონი ბორტგამცილებელს არ ვაცადე კარიების გახსნა ისე ავეტუზე. საპასპორტო შემოწმებაც სწრაფად გავიარე და თითქმის სირბილით გამოვედი ტერმინალიდან. სანდრო მოშორებით იჯდა სკამზე, რომ დამინახა წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. საათს გავხედე 12:35 საათს აჩვენებდა. სანდროს ჩავეხუტე და გასასვლელისკენ წავედით. მანქანა ახლოს ყავდა გაჩერებული. ჩემი ჩანთა უკანა სავაძელზე დავდეთ და მანქანაში ჩავჯექით. სანდრომ მანქანა დაძრა და გადმომხედა.
-არ გინდა - გამეღიმა - ხვალ წავალ კახეთში - გადავწყვიტე
-კახეთში რა გინდა - გაეცინა სანდროს
-გეგა უნდა ვნახო, აუცილებლად - მტკიცედ გადავწყვიტე
-ერთი საათის წინ ვესაუბრე - დაიწყო წყნარად - ლილოში იყო უკვე. ალბათ სახლშია- გადმომხედა და გაეცინა
ეჭვის თვალით შევხედე მეც სანდროს.
-ხო, ხო ნუ მიყურებ ეგრე - ისევ გაეცინა სანდროს - მივხვდი რისთვისაც გამოიქეცი უკან და გავარკვიე „წიომნად“ სად მოგიწევდა წასვლა.
-მიყვარხარ - სანდროსკენ გადავიწიე და ვაკოცე
-ნალე გადარეულო - გაეცინა სანდროს და საჭეს მაგრად მოკიდა ეხლი
-ეგ ხო ,მაგრამ -ხმაში სევდა შემეპარა -არ ვიცი სად ცხოვრობს - ვაღიარე და შემრცხვა
-მე ვიცი - გამიღიმა სანდრომ
-საიდან? -თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან
-შარშან ევროპის ჩემპიონატშ ვუყურებდიტ ხოლმე ერთად ბიჭები
-ვინ ბიჭები?
-მე, გეგა და ნიკოლოზი
-აჰა გასაგებია - გამეცინა და უფრო კომფორტულად მოვკალათდი სავარძელზე.
წარმოვიდგინე, ესენი თუ ერთად ჩემპიონატს უყურებდნენ, ლუდს სვავდნენ და ჩიფსებს ჭამდნენ. მარტოხელა კაცის სახლი. ალბათ როგორი არეულობა იქნებათქო გავიფიქრე. არც არასდროს გასჩენია სურვილი რომ დავეპატიჟე თავისთან. ალბათ რცხვენოდა. არ ვიცი. სანდროს კი კარგად ეპატიჟებოდა.
სანდრომ ყაზბეგის გამძირზე გამიჩერა ახალ აშენებულ კორპუსთან. სადარბაზო და სართული მითხრა კარებიც ამიხსნა. კარგად დამარიგა ჭკუა. თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
-ხელცარიელი მაინც ნუ ახვალ - გამომძახა ფანჯრიდან სანდრომ და მანქანა ადგილიდან დაძრა
კორპუსისთან არსებულ მარკეტში შევედი. ტკბილეული და წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ვიყიდე. საკუთარ თავს შევუძახე და ლიფტში შევედი. სანამ მე-5 სართულზე ავიდა ლიფტი ჩამეი დამემართა. „ბინა 56, ბინა 56“ ვიმეორებდი ჩემთვის. ნელა მივედი და ზარი დავრეკე. კარს იქით ფეხის ხმა გავიგე. გული ამოვარდნას მქონდა. გეგამ კარები გააღო და გაშეშდა. მეც გავშეშდი. რამოდენიმე წუთი ვიდექტით და ესე ვუყურებდით ერტმანეთს. მერე ისევ გეგამ იყოჩაღა მოვიდა და ხელში ამიყვანა. გრანიტზე შუში დაცემის ხმა გავიგეთ. ყურადღება არ მიგვიქცევია. ალბათ ჩემი ნაყიდი ღვინო იღვრებოდა. კისერზე ხელები შემომეხვია და ვკოცნიდი. გეგამ სახლში შემიყვანა. კარები ფეხით მიკეტა და ჰაერში დამატრიალა.ორივეს ცრემლები მოგვდიოდა თან ერთმანეთს ვკოცნიდით. ბედნიერების ცრემლები იყო. ერთი წამით შევავლე ოტახს თვალი. საოცრად გავდა ჩეემ სიზმრად ნანახ ოთახს. დივანის ფერში შევცდი უბრალოდ. შაბიამნისფერი დივანი ეგდა გეგას.
გრძნობა რომელმაც გულის სიღმიდან ამოხეთქა და მტელი სხეული მოიცვა, გონება და ფიქრები. ეს იყო სიყვარული და გეგას ეკუთვნოდა.



№1 სტუმარი Ana-maria

გული დამწყდა რომ დასრულდა. გამიხარდა თათიამ გეგა რომ აირჩია. კარგი ისტორია იყო. საინტერესოდ წერთ. სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ახალ ისტორიებსაც. წარმატებები და გელოდებით.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

როგორც იქნამმიხვდა რომ გეგა უყვარდა. ყველამ ვიცოდით მის გარდა. ძალიან კარგი დასასრულისა. ჩემი საყვარელი პერსონაჟია სანდრო.გული დამწყდა რომ დასრულდა. ყოჩარ

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფო

კარგი წასაკითხი ისტორიაა, გამეხარდა გეგასთან რომ დარჩა, ცოტა ვბრაზობდი თათაზე ორი კურდღლის მადევარს ჰგავდა, საერთოში კარგია ძალიან

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

მომეწონა,კარგად წერთ,მხოლოდ თუ არ მიწყენთ "ნევსი" მომხვდა ყურში ცუდად , წარმატებები და სიამოვნებით წავიკითხავ სხვა თქვენს ისტორიებსაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent