შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობი (სრულად)


2-07-2021, 20:29
ავტორი EllaTriss
ნანახია 14 118

***
"ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილ იმ სუნამოსავით იყავ, რომელიც მხოლოდ ერთხელ დავისხი და რომლის სუნიც, სამუდამოდ გამყვა"
***
• 2018წელი, 10 სექტემბერი.
ბორჯომი. მტკვრის სანაპირო.

ალბათ გაგჩენიათ კითხვა, როდის არის ადამიანი ყველაზე ცუდად. ცხადია, ამაზე ყველას პასუხი განსხვავებული იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, როცა ცრემლები ყელში გწვდება და გახრჩობს. დიდი მონდომებით ცდილობს დარაჯად მყოფ თვალებს თავი დააღწიოს და გზა თავისუფლად გაიკვლიოს. შენს გულისცემს ყურებში გრძნობ და მხოლოდ ერთადერთი კითხვა გაწუხებს - რატომ?! ვიცი, რომ ამ ქვეყნად უპრობლემო ადამიანი არ არსებობს. ვიცი, რომ ყველას უჭირს. ვიცი, რომ ამ წუთას, ჩემს გარდა კიდევ ვიღაცას სტკივა. არაქვს მნიშვნელობა, ეს სულიერია თუ ფიზიკური, მაგრამ სულიერ ტკივილს, ყველა განსხვავებულად განიცდის და ჩემეულად განცდილი, სულ სხვაგვარად ჰგვრის ცვარს სხეულს. კანკალი მივარდება, რომლის კონტროლიც დიდი ხანია, აღარ ძალმიძს და ახლა, მთელი არსებით ვებრძვი თავს, რომ ცრემლების შეკავება მაინც შევძლო. შინაგანად ვმძიმდები, იმდენად ვმძიმდები, რომ ვშიშობ, ჩემი სხეული ამდენს ვეღარ გაუძლებს. მთელი შერჩენილი ძალით ვეჭიდები გაყინულ ქვის ფილას და მყარ კედელზე ვცოცდები. ყურებში ქარის ზუზუნი მესმის, რასაც მალევე ქვემოთ არსებულ უზარმაზარ ლოდებთან, მტკვრის შეჯახების ხმაც ერთვის. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვგრძნობ პირველი დამარცხების შედეგად კენტად წამოსულ ცრემლს. მე ამდენის გაძლება აღარ შემიძლია.. ვიცი, რომ აღარ შემიძლია. ჰო, ვიბრძოლე.. ბევრი ვიბრძოლე, მათთვის ვიბრძოლე ვინც ჩემით ცოცხლობს, ვისაც ვუყვარვარ, ვისაც ვჭირდები, ვისთვისაც იმედი ვარ.. მაგრამ აღარ შემიძლია.. ეს გზის ბოლოა, ეს დასასრულია, მაპატიეთ..
თქვენ მე გიყვარვართ და დარწმუნებული ვარ, გინდათ ბედნიერი ვიყო. მაგრამ ამ სამყაროში, მე ვეღარ ვიქნები ბედნიერი, ეს ჩემი ტანჯვის ბოლო წუთია, მაპატიეთ..
- შეჩერდი! - დახშულ ყურებში, რის ვაი-ვაგლახით აღწევს ხმა. იგი, იმდენად შორი და უცხოა, მიჭირს გონებაში შემოვუშვა და დავაჯერო, რომ დილის 5საათზე აქ ჩემს გარდა, კიდევ ვინმეა. აზრები ირევა. იმდენად სწრაფად, რომ ვერცერთზე ვერ ვასწრებ დაფიქრებას. მკერდის არეში რაღაც უცნაურ ტკივილს ვგრძნობ, რომელიც თითქოს რეალობაში მაბრუნებს და მახსენებს, რომ ახლა უკან დახევისთვის ძალიან გვიანია. ბოლო და უკანასკნელი ჭიანჭველას ნაბიჯს ვდგამ და ამ ჩასუნთქვით, საბოლოოდ ვემშვიდობები დედამიწას. ხელებს ჰორიზონტალურად ვშლი, უკანასკნელად ვაგორებ გამშრალ ყელში ნერწყვს და ამ ნაბიჯით, სიმსუბუქეს ველი.. სიმსუბუქეს, რომელიც ყველაფერს გამარიდებს, ამ სამყაროს მომაშორებს. თვალები არ გამიხელია, თუმცა წელზე რაღაც უცნაური შეხება ვიგრძენი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე არაფერი მიკვირს. ალბათ ქარიც კი მიხვდა, რომ ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის და საწადელის აღსრულებაში დამეხმარა. თავისი მიმართულებით გამაქანა და ჰაერში ამაფრიალა. ეს, სულ წამებში მოხდა. იმდენად სწრაფად, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მცირე იქნებოდა ეს მანძილი. ხერხემლის არეში, მწვავე ტკივილმა იფეთქა, რომელიც მალე მთელს სხეულს ცეცხლის ალივით ედება. არა, მე იქ ნამდვილად არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. სწრაფად ვიდებ შუბლზე ხელს და დაფეთებული ვახელ თვალებს.
- არანორმალური ეს! -პირველი რაც მესმის, ეს ისევ ის ხმაა, რომელიც ჯერ კიდევ ზემოთ მდგარმა ჩემს წარმოსახვას მივაწერე. ხერხემლის ტკივილი, იმდენად ძლიერია ძლივს ვახერხებ წამოჯდომას და თვალს, ჩემს გვერდით მჯდარ, უცნობის მწვანეებს ვუსწორებ.
- რაგააკეთე..- ყველა არეული აზრი, წამში ერწყმის ერთმანეთს და მათი გაერთიანება, საბოლოოდ მახვედრებს ჩემი მცდელობის დასასრულს.
- სიკვდილს გამოგგლიჯე ხელიდან! -მის ხმაში, ჯერ კიდევ იგრძნობა დაუცხრომელი ბრაზი. წამში დგება ფეხზე, შარვალს ხელით იფერთხავს და ხელებს ზეცისკენ აპყრობს- ღმერთო, აჩუქე ამის პატრონს სიცოცხლე!
გული უცნაურად მეკუმშება და პირველად მიპყრობს შიში იმისა, რომ ვეღარ ამოვისუნთქავ. ინსტიქტურად მიმაქვს ხელები ყელთან და თვალებს განუწყვეტლივ ვაფახულებ.
- ამის დედაც. ადექი, მოდი! -ხელს მიწვდის და თვალებში მაცქერდება.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარი თავი დავკარგე. მან მე მიმატოვა და სულაც არ ვარ ის გოგო, რომელიც ცოტა ხნის წინ გადახტომას აპირებდა. ყველა აზრი, ერთად დაილექა და სანამ ის, თავისი მწვანეებით ასე მიყურებს ვერცერთის ხელახლა წამოჭრას ვეღარ ვახერხებ.
მინდა, ხმა ამოვიღო, ვეჩხუბო, ვუყვირო, თუმცა ამის ნაცვლად, უბრალოდ უაზროდ ვატრილებ თვალებს.
- კარგად ხარ?! ძალიან ხომ არ იტკინე ზურგი?
ჯერ კიდევ გამოწვდილ ხელზე, ხელს ვუკრავ და ფეხზე თავად ვდგები. ტკივილისგან, სახე მემანჭება და იმ კედელს ვეყრდნობი, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვიდექი. ძლიერი ქარი კეფაში მცემს და თმას უმისამართოდ მიფრიალებს.
- გეკითხები, გინდა საავადმყოფოში წაგიყვანო?- ხმა შედარებით ურბილდება, თუმცა სამაგიეროდ ახლა ჩემში იწყებს ბრაზის ნაპერწკლები გაღვივებას.
- საავადმყოფო.. -ჩემთვის მეღიმება და ადიდებული მტკვრისკენ ნელა ვაპარებ თვალს- რადმინდა.. გამაყუჩებელს გამიკეთებენ და გამივლის? იყოს, დაე ნუ გამივლის. იქნებ ცოტა ხანს მაინც გადაფაროს სულიერი ტკივილი და შევძლო, შენი საქციელის გამართლება.
თვალები კვლავ სითხით მევსება და სწრაფად ვიფარებ ხელებს. ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება და თითებს შუა, ფრთხილად ვაპარებ თვალს.
- მისმინე. რაც არ უნდა მომხდარიყო, სიკვდილი გამოსავალი მაინც არაა. ხო, შეიძლება შენ წახვიდე, მაგრამ მათზე რატომ არ ფიქრობ, ვინც აქ რჩება?
ღრმად ვოხრავ და ხელებს, სახიდან ვიშორებ. მიდი და უხსენი ახლა ამას. რომც მინდოდეს, ამის ძალა მაქვს?
- რაო, ფიქრობ რომც ავუხსნა მაინც ვერ გაიგებსო?
მექანიკურად ვკრავ წარბებს და წამიერად ვუსწორებ თვალს.
- მეტყვის მესმის, მაგრამ სინამდვილეში არ ესმისო, არა? -კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და ჩემს წინ, კედელს გვერდიდან ეყრდნობა.
- ეჰ, უცნობო ნაცნობო. ეგ რომ იმას შველოდეს, რისი გამოსწორებაც უკვე აღარ შეიძლება, შენი აზრით, აქ ვიდგებოდი?
- თავი დამანებე. - არვიცი რამჭირს, მაგრამ ვგრძნობ საერთოდ არ მსიამოვნებს მისი საუბარი. ასე მგონია, მალე მისი აზრები ჩემს გონებას მთლიანად დაეპატრონება და ამის კონტროლის უნარიც გამომეცლება ხელიდან.
- შენ ისე გტკივა, რომ ამას ვეღარ უძლებ. გინდა გაიქცე, შორს გაიქცე. იქ გაიქცე, სადაც ეს ტკივილი ვეღარ მოგწვდება. შეიძლება იქ სხვაგან, უფრო მძაფრად შეიგრძნო ჯოჯოხეთის გემო. მაგრამ ფიქრობ, რომ ამაზე უარესი ვეღარაფერი იქნება. ზუსტად ამიტომ, არ შეგეშინდა აქ ასვლის და ფეხის გადადგმის. შენმა აზრებმა შენზე საბოლოოდ გაიმარჯვა. იქნებ ამიტომაც, ვეღარ შეძელი მათზე გეფიქრა, ვისაც აქ ტოვებ. ვიცი, მჯერა.. არ იქნები უგულო. ყველა, სრულიად უცნობიც, მეც კი შეგეცოდები იმ განცდისთვის, რასაც თავად განიცდი! დამიჯერე, ორმაგად უფრო მწარე იქნება შენი ახლობლებისთვის. იმაზე მეტად მწარე, ვიდრე ახლაა შენთვის და როგორც შენ ვერ იპოვე სიკვდილის გარდა სხვა გამოსავალი, ისე ვერ იპოვნიან ისინიც. იმიტომ, რომ გამოსავალი არ არსებობს. ყველა ვერ ადგება და თავს ვერ მოიკლავს, რადგან მის უკან მყოფები შეეცოდება. მაგრამ შენი გახსენებისას, მუდამ იტყვიან, რომ შენ არავინ შეგცოდებია.
მისი სიტყვები, სხეულის ყველა ნაწილში განსხვავებულ ტკივილს მგვრის. საფეთქელზე ხელის გულებს მაგრად ვიჭერ და უშედეგოდ ვცდილობ, იქიდან მომავალ ჩხვლეტას მაინც ვუშველო.
- მისმინე..
- აღარ მინდა, მოსმენა! -მთელ ხმაზე ვყვირი და თავზე თმას გამწარებული ვაფრინდები. ვგრძნობ, ნელ-ნელა ეს ყველაფერი ბოლოს მომიღებს და საკუთარი ფეხით მიმიყვანს საგიჟეთამდე. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ისტერიკული ტირილი მივარდება. ჯერ კიდევ ვიბრძვი და ვცდილობ, ემოციებისგან გათავისუფლებას. თუმცა ამის ნაცვლად, თითქოს უარესად ვივსები ნეგატივით, რომელიც იმდენად სწრაფად მოიწევს ყელისკენ, რომ დარწმუნებული ვარ დამახრჩობს. სუნთქვა საშინლად მიხშირდება, შინაგანად მახურებს და ამ ყველაფერთან ერთად, საძულველი კანკალიც მივარდება. თავს ვეღარაფერს ვუხერხებ და ვგრძნობ, მალე დავეცემი, თუმცა ჩემს გვერდით მდგარი უცნობი, დროულად ახდენს რეაგირებას. ჩვენს შორის არსებულ, ისედაც მცირე მანძილს სულ მთლად ამცირებს, ხელებს ძლიერად მხვევს და თავის სხეულზე მიკრავს. გულის ერთი ნაწილი, თითქოს წარმოუდგენელ შვებას გრძნობს, თუმცა წამსვე უხილავ ომში გონებაც ერთვება და მაიძულებს მისგან გავთავისუფლდე.
ხელებს მთელი შერჩენილი ძალით ვუშენ მკერდზე და ფართხალს ვიწყებ, მაგრამ ამას პასუხად, მხოლოდ ის მოყვება, რომ უფრო ძლიერად ვარ აკრული მის სხეულზე. ეს რამდენიმე წუთიანი გაბრძოლებაც კი იმდენად მღლის, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილს მთლიანად ვკარგავ და უბრალოდ ვენდობი. ვენდობი და არვიცი, რაიქნება ამის მერე.
- გაივლის..
- არ გაივლის. 5 წლის განმავლობაში ვუმეორებდი თავს, რომ გაივლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და არც მოხდება.
- მომიყევი..
- რა მნიშვნელობა აქვს. მეტყვი, რომ მომავალი ჯერ კიდევ წინ მაქვს და ოდესღაც მაინც შევძლებ რაიმეს შეცვლას? -ღრმად ვსუნთქავ და ამჯერად ნელა ვშორდები მის სხეულს. ვამჩნევ, ახლა სრულიად სხვა მზერით მიყურებს და თითქოს მაიძულებს, მასში რაიმე ამოვიკითხო. რაღაც ისევ მეწვის შიგნიდან და ვიცი, თუ საუბარს დავიწყებ, ახლა კიდევ უფრო მეტად მეტკინება. უკუსვლით ვიხევ უკან და თავს ოდნავ ვაქნევ.
- უნდა წავიდე..- არ გამომყვება, რადგან ამ მცირე დროში იმდენად კარგად გამიცნო, იცის მეორედ იგივეს ვეღარ ვცდი. რატომ? ამაზე პასუხი ბუნდოვანია - თუმცა ორივემ ზუსტად ვიცით, რომ ეს ასე არ მოხდება.
ძალიან ნელა ვაქცევ ზურგს და ვგრძნობ, როგორ მწვავს მისი მზერა უკნიდან. სულ ერთი სიტყვა.. სულ ერთი 'შეჩერდი' და გზას ვეღარ გავაგრძელებ. ესეც იცის, მაგრამ არ ამბობს. ან იქნებ, სხვა რამის სათქმელად ემზადება. ორი ნაბიჯის შემდეგ ვჩერდები და თითქოს ისიც, მინიშნებას, რომ მისგან ისევ ველი ნუგეშს წამში იჭერს.
- ადამიანმა აწმყოთი უნდა იცხოვროს და არა იმაზე ოცნებით, თუ რაიქნება მომავალში. როცა აწმყოს შეცვლი, მომავალიც ნელ-ნელა შეიცვლება. ხოლო რაც უფრო უკეთესი იქნება აწმყო, მით ნაკლებს იფიქრებ წარსულზე..
გამაჟრჟოლა. ისევ, ოღონდ ამჯერად სულ სხვანაირად. ის იმაზე კარგად ხვდება რას განვიცდი, ვიდრე მე.
უსიტყვოდ ესმის. აი ახლაც კი, როცა მხოლოდ ვფიქრობ, მას ესმის. ადამიანი, რომელიც ასე გამიგებდა 5 წლის განმავლობაში ვერ ვიპოვე. ჰო, შეიძლება ჰქონდათ მოსმენის სურვილი, მაგრამ მე არც მაშინ და არც ახლა, არ შემიძლია ლაპარაკი. უსიტყვოდ რომ გაიგო, კი ძალიან ახლოს უნდა მიაღწიო სულთან.
"შენ ეს შეძელი? უცნობო ნაცნობო.."
ნელა ვბრუნდები მისკენ, თუმცა სიცარიელეა. დავიგვიანე, ან შეიძლება უბრალოდ ასე იყო საჭირო..
ვიცი, შენ მე არდამივიწყებ და არც მე დაგივიწყებ..

***
1 წლის შემდეგ.

წვიმს, მაგრამ მე აღარ ვტირი..
შენმა სიტყვებმა, სხვა რამ მასწავლა..
ჩემსკენ მორბოდი, მართლა მორბოდი
ნუთუ იგრძენი ან კი ან არა..
შენ ხომ გაიგე, უსიტყვოდ გაიგე
შენ ჩემი გაიგე, ნუთუ მიმიხვდი
რატომ წახვედი, რატომ დამტოვე
მე შენ გეძებდი - ყველგან ყოველთვლის..

თითოეულ სტრიქონს, სათუთად გადავატარე თითები. ვიგრძენი, ნელ-ნელა შიგნით შემოღწევას და გაფერმკრთალებული გრძნობების გაღვივებას იწყებდა.
მხოლოდ ეს დამრჩა, იმ უფერული და ამავდროულად ყველაზე ფერადი დღისაგან, რომელმაც სამუდამოდ დაიდო ჩემს გონებაში ბინა.
მენატრებოდა? ყველაზე მეტად მენატრებოდა! ჩემი უცნობი ნაცნობი, რომელიც დღესაც იმდენად ახლოს არის, რომ მგონია, შევძლებ, ახლაც შევეხო - თუმცა მხოლოდ ხელის გაშლაც საკმარისია, მის ადგილს, რეალობის სიშორე იკავებს და წარმოსახვითი გამოსახულებაც ქრება.
2 კვირის განმავლობაში, ყოველ დილას, 5 საათზე - მე ისევ იქ ვიყავი, თუმცა ის, აღარ მოსულა.
ველოდი, ყოველ წამს.. ყოველ წუთს -მაგრამ ბოლოს იმედმაც იწყო ქრობა.
ჰო, მე წამოვედი. მაგრამ ჩემი გული - იქ, ბორჯომში მასთან დავტოვე..
***
ადგილს, რომელსაც იმაზე მეტად შევეჩვიე ვიდრე წარმომედგინა, მაღვიძარს ხმის გაგონებისთანავე ვტოვებ. დაორთქლილ მინაზე მოხაზულ, რამდენიმე ფიგურას თვალს კიდევ ერთხელ ვავლებ და მაგიდიდან ვხტები. ტუმბოზე მყოფ, ჯერ კიდევ სატენთან დაკავშირებულ ტელეფონს ენერგიის წყაროს ვაშორებ, მელოდიას ვთიშავ და ოთახს ვტოვებ. მისაღებში ჯერ ისევ ბნელა,ვერ ვიტან ზამთარს. აუტანელი სიცივე ხალათშიც აღწევს და ვგრძნობ, როგორ მაჟრჟოლებს უსიამოვნოდ.
კარი ისევ ღიაა, ოხ.. ნიცა.
- ნიცა! ნიცა, ადექი დაგაგვიანდება -ოთახში სწრაფად შევდივარ და თან ირგვლივ მიმოფანტული ნივთების დალაგებას ვიწყებ. სპეციალურად, ვხმაურობ კიდეც, თუმცა არა, ვის ესმის.
- ნიცა. ნიცა, დედიკო.. გაიღვიძე -საწოლთან მივდივარ და მხარზე ოდნავ ვანჯღრევ. მოქმედებს. სახე ემანჭება და ჩემსკენ ბრუნდება.
- მეძინება..
- ვიცი, ვიცი. მაგრამ რავქნათ? შენს მაგივრად მე ვერ წავალ სკოლაში.
უკმაყოფილოდ კრუსუნებს და პატარა ხელებით თვალებს იფშვნეტს. ოდნავ ვუღიმი, კარადასთან მივდივარ და ტანსაცმელს ვიღებ.
- დღეს სპორტი მაქვს -უკვე წამომჯდარი მეუბნება და უცოდველი თვალებით შესცქერის ჩემს ხელში მოქცეულ წითელ კაბას.
- კარგი, მაგრამ უკვე დროა იქ გამოცვლასაც მიეჩვიო- კაბას კარადაში ვაბრუნებ და ამჯერად სპორტულების ძებნას ვიწყებ.
- დილამშვიდობისა ბავშვებო- ზურგს უკან, წკრიალა ხმა მესმის და თავს ოდნავ ვაბრუნებ ოთახში შემოჭრილი სტუმრისკენ.
- თიკო დეიდა, ნახე ფისო..- მაშინვე კისკისს იწყებს ნიცა და მხოლოდ ახლა აჩენს საწოლში ჩამალულ კნუტს
- ეს ვინ არისო, აქო..?- კნუტს მაშინვე ხელში იყვანს და შვილივით იკრავს გულში.
- კარგი გეყოფათ. ნიცა, აბაზანაში წადი და ხელ-პირი დაიბანე. თიკო, შენ კიდევ დასვი, ისედაც მთელი სახლი ბეწვებშია გახვეული.
- უჟმურო.
- ჩამოსვი. -ხმას ვიმკაცრებ და კარისკენ მიმავალ ბავშვს, თვალს ვაყოლებ.
- შენთან სალაპარაკო მაქვს..- ღრმად სუნთქავს და წამში იღებს სერიოზულ გამომეტყველებას
- გისმენ
- აქ არა, გავიდეთ -სწრაფად დგება საწოლიდან და ოთახს პირველი ტოვებს. სიმართლე, რომ ვთქვა ახლა საერთოდ არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე, თუმცა არც ის მინდა ეს უგუნებობა შემატყოს.
- დედა,ფისო.. -ზურგს უკან ნიცას ხმა მესმის და მოულოდნელობისგან ვხტები.
- ფისო.. ისევ ეს წყეული ფისო.. -კბილებში ვცრი და მკვლელი მზერით დავყურებ ისევ საწოლზე მოკალათებულ კნუტს-მისმინე ნიცუ, მიდი შენ ჩაიცვი. მე თიკო დეიდასთან გავალ და ორ წუთში დავბრუნდები, კარგი?
თავს ოდნავ მიქნევს და მეც მაშინვე ვტოვებ ოთახს, თუმცა კარის დახურვასაც ვერ ვასწრებ, მაშინვე მეგობრის გაცეცხლებულ მზერას ვეჩეხები და დღეს უკვე მეორედ, მოულოდნელობისგან ვხტები.
- სად ხარ ამდენი ხანი?!
- გული გამისკდა- ინსტიქტურად მიმაქვს ხელი გულთან, მაგრამ სხეულზე მიდებასაც ვერ ვასწრებ, ისე სწრაფად მავლებს ხელს და მისაღებისკენ მაქანებს.
- რახდება, რა ჯანდაბას აკეთებ?!
- ეგ კითხვა მე რომ დამესვა, უფრო ლოგიკური იქნებოდა. - ოთახში შესვლისთანავე ხელს მიშვებს და წიგნების კარადასთან მიდის. წამებში პოულობს მისთვის საჭირო ნივთს, ჩემთან ბრუნდება და თვალწინ მიფრიალებს.
- გეცნობა?- რამდენიმე წუთი, გაშტერებული ვუყურებ მის ხელში მოქცეულ, ჩემი მოგონებების სამყაროს და ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება გულისცემა.
- სად იპოვე.. -ძლივს ვახერხებ ხმის ამოღებას.
- მაცივრის უკან, ალბათ ნესამ მიიტანა, როცა კბილები ექავებოდა და აქეთ-იქით დაათრევდა ყველაფერს.
- მითხარი, რომ არ წაგიკითხავს..- გაშტერებული ვუყურებ, ჯერ კიდევ მის ხელში მოქცეულ ჩემს დღიურს და ვერაფერზე ვფიქრობ იმის გარდა, რაც შიგნით წერია. ვიცი, რომ არ წაეკითხა ასეთი თვალებით არ შემომხედავდა, მაგრამ არ შემიძლია.. არ შემიძლია იმის მოსმენა, რომ ვიღაცამ, სულ ახლობელმა ადამიანმაც კი გაიგო ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავსაც კი ვერ მოვუყევი.
- ნეტავ არ წამეკითხა, ენე. ნეტავ, არ წამეკითხა. ნეტავ ასე არ გამეგო. ნეტავ გეთქვა... -დღიურს გვერდით დებს და თავს ხელებში რგავს. ვიცი, ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ცრემლებს მალავს.
- თიკო..
- ვერ ვიჯერებ, რომ შენ ეს მართლა გააკეთე - მოულოდნელად მისწორებს თვალს და ამ მზერაში, ყველაფერს ვგრძნობ, ყველაფერი მესმის და ყველაფერს თავიდან განვიცდი.
- მე.. მე უბრალოდ -სიტყვებს ვერაფრით ვუყრი თავს და ერთადერთ შვებად, ისევ გაქცევა მესახება. თუმცა ორი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, ისე სწრაფად მეღობება წინ.
- შენ ამას არ გააკეთებდი. მითხარი, რომ არ გააკეთებდი. შენ ხომ ნიცა გყავს, მე გყავარ. იქ რატომ წერ, რომ სულ მარტო დარჩი? ნუთუ შეგეძლო, შვილის მიტოვება და წასვლა. ნუთუ ამის გაკეთება მართლა შეგიძლია?! მიპასუხე, ენე! -ხმას უწევს და ხელებს უმისამართოდ იქნევს.
- გაჩუმდი, გთხოვ. ნიცამ არ გაიგოს..
- ნიცა. ახლა გაგახსენდა ნიცა? იმ წყეული ადგილადან რომ ხტებოდი, არ იყო ნიცა? ჰა, ჩათვალე, რომ ნიცა არ იყო და თავისუფლად წახვიდოდი?
- შენ არ გესმის..
- ჰო არ მესმის! იმიტომ, რომ შენ არმაძლევ უფლებას გავიგო. მოგისმინო, დაგეხმარო..
- შენ გგონია ასე ადვილია ამაზე ლაპარაკი?
- და მას ხომ ელაპარაკე? ხომ მოუყევი რატომ ხტებოდი იმ ადგილიდან?
- ასე არ ყოფილა!- თავს ვეღარ ვაკონტროლებ და უნებურად მეც ვუწევ ტონს- გამატარე..
- ენე.. -ლოყებზე სწრაფად უგორდება ცრემლები და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება -შენ ეს ყველაფერი, მარტო არ უნდა გადაგეტანა..
- გთხოვ, თიკო. არმინდა ამაზე ლაპარაკი. შენ ისედაც, ძალიან ბევრს აკეთებ ჩვენთვის..
- ენე.. -მოულოდნელად მეხვევა და ძლიერად მხვევს ხელებს- გთხოვ, ნუ დამიმალავ. მეგობრები აბა რისთვის არსებობენ..
- ნიცას გავხედავ.. - სწრაფად ვიწმენ ცრემლებს და ვშორდები
- მაპატიე, გთხოვ.. ვიცი, ზედმეტი მომივიდა. მაგრამ თავი ვერაფრით შევიკავე. შენ ამას არ უნდა ფიქრობდე, შენ ამას არ უნდა აკეთებდე. შენ ჩვენ გვჭირდები, გესმის? ნიცაზე იფიქრე, ჩემზე იფიქრე..მაგრამ სიკვდილზე არასდროს. იმიტომ, რომ ამის უფლება არ გაქვს, გესმის?!
- ნიცას გავხედავ.. - ვგრძნობ, ყველა მივიწყებული ჭრილობა ხელახლა იწყებს გახსნას და ნამდვილად არ მაქვს ძალა, ამას გავუძლო. სწრაფად გავრბივარ ოთახიდან და ვცდილობ, ამ წყეულ კანკალს როგორმე თავი დავაღწიო.
- დედა.. - მოულოდნელად შეხებას ვგრძნობ ხელზე და ისევ ვხტები.
- ნიცა..
- ტიროდი?
- არა.. არა საყვარელო. -მის წინ ვიმუხლები და მაგრად ვიკრავ გულში. გონებაში, ჯერ კიდევ თიკოს სიტყვები მიტრიალებს და ვერაფრით ვაღწევ თავს- მე შენ ძალიან მიყვარხარ..ეს არასდროს დაგავიწყდეს, კარგი?
- მეც მიყვარხარ დედიკო..
- წამოდი, თმას გაგიკეთებ..
***
'მე შენ არ გიცნობ, არც შენ არმიცნობ
მაგრამ გულები, ახლოა მარად..
შენ თუ მიპოვი, მჯერა გამიგებ..
და ყველა გრძნობას, ისევ ამიგებ..'

არვიცი რატომ, მაგრამ იმ დღის შემდეგ პირველად ვგრძნობ ზუსტად იმავე ტკივილს. თითქოს შინაგანად, რაღაც ძალიან მაგრად მიჭერს და მაიძულებს, არ ვისუნთქო.
ალბათ არასოდეს, იმ დღის შემდეგ ასე ძლიერ არასოდეს მდომებია მისი მოსვლა. რამდენად სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვიცი, ერთადერთია ვინც ახლა გამიგებს.
ვიცი, რომ არ მოვა.
მაგრამ ისიც ვიცი, აღარ შემიძლია, მარტო გავუმკლავდე. საშინლად მჭირდება ის თანადგომა. თანადგომა, რომელმაც ერთხელ.. სიკვდილისგან მიხსნა.
ვცდილობ, თვალები დავხუჭო და ასე მაინც შევძლო მისი დანახვა, თუმცა არაფერი გამოდის. გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ვებღაუჭებოდი, მაინც გაქრა -
მისი სიტყვები კი კადრებად ჩამრჩა გონებაში. კადრები, გამოსახულების გარეშე.
ერთი მხრივ ძალიან მინდოდა იმ დღის დავიწყება, მაგრამ მისი - არა.
ეს ორი სურვილი, კი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ერთურს.
ვცადე, ისე დამევიწყებინა, რომ ის არ გამქრალიყო, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოვიდა. ამას კი მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ამდენი ხნის შემდეგ, დეტალურად გამახსენეს ის დღე.

ჩემი უცნობი ნაცნობი..

არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი ასე ფიქრებში ჩაძირული. სამსახურში წასვლა ვერ შევძელი, თუმცა რომც მომენდომებინა, დარწმუნებული არ ვარ, რომ რამეს მაინც გავაკეთებდი.
ორჯერ დარეკა თიკომ, მაგრამ ორჯერვე გავუთიშე. არაფრით შემეძლო ახლა მასთან ლაპარაკი. საერთოდ, ტელეფონის გამორთვას ვაპირებ, მოულოდნელად რომ შემოდის ნიცას მასწავლებლის ზარი.
- გისმენთ..
- ქალბატონო ელენე, ნანუკა გაწუხებთ სკოლიდან. ნიცა კატამ დაკაწრა, გარეთ უპოვნიათ ბავშვებს შესვენებაზე, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ.
- რა? ღმერთო, ახლავე წამოვალ, ახლავე. -სწრაფად ვთიშავ ტელეფონს, გზისკენ გავრბივარ და ტაქსების გაჩერებაზე მყოფ, პირველივე თავისუფალ ავტომობილში ვიკავებ ადგილს.
რატომ, მაინც და მაინც ახლა. თუმცა პრობლემებმა ხომ ასე იცის, როცა ისედაც საკმარისად არის, მაშინ უნდა დაემატოს კიდევ.
ზუსტად ვიცი, ნიცას ამის გამო პასუხს რომ მოვთხოვ, მაგრამ მანამდე ღმერთმა ქნას სერიოზული არაფერი სჭირდეს.
***
უსაშველოდ გაიწელა გზა, სკოლამდე. ესეც ცხოვრების კიდევ ერთი საშინელი მხარე. როცა ძალიან გეჩქარება, ზუსტად მაშინ გრძელდება უმოკლესი გზაც კი. თუ ეს არიცოდით, გამოდის, რომ მარტო მე მსჯის ცხოვრება ისე, ამის გამოცდა რომ მრავალჯერ მიწევს.
სკოლიდან გამომავალ უამრავ ბავშვს შორის, ნიცასაც ვხედავ, მასწავლებელთან ერთად და მძღოლს სასწრაფოდ იქვე გაჩერებას ვთხოვ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესებს ეწინააღმდეგება, ჩემი გაგიჟებული სახის დანახვისას, ვერაფრით მეუბნება უარს და რამდენიმე წამით შეჩერებას როგორღაც ახერხებს.
დაფეთებული ვხტები მანქანიდან და ლამის წამის მეასედში ვჩნდები მათ წინ. მასწავლებლის ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რომ რაღაც მეუბნება, თუმცა მე არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ ნიცას ხელის გარდა, რომელიც ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ითქვას იოლად გადარჩაო.
მასწავლებელს უაზროდ ვუღიმი და მადლობას ვეუბნები, რომ დამირეკა. საერთოდ, ვფიქრობ, სულაც არ იმსახურებს ამ სიტყვას. მე რომ ბავშვი სკოლაში მოვიყვანე, ეს ნიშნავს რომ მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად გადავაბარე და მშვიდად უნდა ვიყო, რადგან საიმედო ხელშია. მაგრამ ეგეც საკითხავია, საიმედო ხელში არის თუ არა, როცა ასეთი რამ ხდება და მასწავლებელს, საკუთარი მოვალეობა მარტო ის ჰგონია, რომ დარეკა.
არვიცი. შეიძლება სხვანაირადაც არის და არ ვარ მართალი, მაგრამ ახლა ასეც რომ ვაზროვნებ, მე თავად მიკვირს.
ნიცასთან ერთად, ახალ ტაქსში ვჯდები და უახლოეს საავადმყოფომდე მიყვანას ვთხოვ.
წარმოდგენა არ მაქვს, ბავშვი როგორ დავამშვიდო. თითქოს შესაფერისი სიტყვები, მაინც და მაინც ახლა გაქრა გონებაში. ტუჩების კვნეტას ვიწყებ და ვცდილობ, რაიმე ორი სიტყვა მაინც გადავაბა ერთმანეთს, თუმცა სანამ ამას ვახერხებ, ნიცა მასწრებს.
- არაფერია დედა, საერთოდ არ მტკივა მალე გადამივლის..
ჩემი ჭკვიანი გოგო. ბუნებრივია, არ იცის რამდენ ნემსს გაუკეთებენ და ასე მშვიდად ამიტომაც არის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, საერთოდ არ წავიყვანდი იქ, მაგრამ ვერ დავუშვებ რამე დაემართოს.
მძღოლი, პირდაპირ უზარმაზარი შენობის წინ გვიჩერებს და ჩვენც, სწრაფად ჩამოვდივართ.
- დედა, ეს საავადმყოფოა?-ვხედავ, როგორ ეცვლება სახე და სანამ კიდევ უარესს მკითხავს, მანამდე ვკიდებ ხელს და შენობისკენ მიმყავს.
- დედა, იქ რა უნდა გამიკეთონ?
- შენს ხელს ნახავენ ძვირფასო, მეტი არაფერი.
- მაგრამ არმინდა, კარგად ვარ.
- რასამბობ, მე ხომ ძალიან მინდა სულ კატებს რომ დასდევდე კუდში.
აღარაფერს ამბობს. ხვდება, რომ დააშავა, ძალიან კარგი.
სწრაფად ვტოვებთ მიმღების განყოფილებას. ჩემდა გასაოცრად, რიგი არ იყო. მითხრეს, პირდაპირ და მარცხნივ არისო და ჩვენც, მაშინვე
მითითებული მიმართულებისკენ ვიღებთ გეზს. დერეფნის ორივე
მხარეს, ერთმანეთის მიყოლებით, უამრავი კარია ჩამწკრივებული.
ბავშვობიდან ვერ ვიტან საავადმყოფოს - ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტად არაფერს შევხედო. აცრების განყოფილებას, სასწრაფოს დახმარების შემომავალი გზისაგან, მინის კარი მიჯნავს და რაც უფრო
ვუახლოვდებით, მით უფრო გამაყრუებლად ჩამესმის სირენის ხმა. ახლა, მართლა საშინლად მინდება, გაქცევა. თუმცა ყველა იქ მყოფის მზერა, ისედაც მისვლისთანავე ჩვენზე ინაცვლებს და ახლა, რომ ის გიჟური იდეა განვახორციელო, ნამდვილად არ დავტოვებ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას.
ღრმად ვსუნთქაც და ნიცასთან ერთად ვეყრდნობი კედელს. ყველანაირად ვცდილობ, გონებაში არაფერი შემოვუშვა - თუმცა, რიგში მყოფი ასაკიანი ქალების ყურებისას, მაინც
ისეთი ფიქრები მიტევს, ლამის გავგიჟდე.
ვფიქრობ, რომ ალბათ ბავშვს მოყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს მაგრად ვცდები. ერთ-ერთი, ლაპარაკის მოყვარული აღმოჩნდა და შეკითხვაც არ მჭირდება, ისე მეუბნება, რომ კურდღელმა უკბინა.
ტყუილი არ ყოფილა, როცა ამბობენ იმაზე ნუ იწუწუნებ რაც არის, შეიძლება ზოგს უარესი სჭირდესო.
ამის მოსმენის შემდეგ, გულწრფელად მადლობელი ვარ, რომ ნიცა კატებზე აფანატებს და არა კურდღლებზე. მას ნამდვილად ვერ გადავიტანდი სახლში.
ლოდინმა იმდენად მქანცავს, წინ და უკან ვიწყებ სიარულს. ხალხი, ერთმანეთს ელაპარაკება და ასე ირთობენ თავს - უსაშველო რიგში, მაგრამ მე ეს ნამდვილად არ შემიძლია. ვინც სცადა, კი მიხვდა, რომ ასეა და გამოლაპარაკება აღარავის უცდია.
მინის გამჭვირვალე კარიდან, სასწრაფოს მანქანებს ვაკვირდები, მოულოდნელად რომ მახსენდება - თიკოს ბიძია, ზუსტად აქ მუშაობს. ვფიქრობ თუ თავისუფალია, ვნახავ. ბოლოს და ბოლოს, აქ ტყუილად დგომას, სჯობს გავიარო მაინც.
ნიცას, ზუსტად იმ მოლაპარაკე ქალს ვაბარებ, ჯერ ხომ მაინც არ შედიხართ - თქო, ვეუბნები და გარეთ გავდივარ.
თითქოს ოდნავ მსიამოვნებს კიდეც, სუფთა ჰაერი. ვხედავ, მანქანიდან ახლად გადმოსული მძღოლი, შესასვლელში არსებული გრძელი სკამებისკენ მიემართება და მეც, წამში მივყვები უკან.
- უკაცრავად, ერთი წუთით შეიძლება
- გისმენ, შვილო
- ბატონი გივი აქ მუშაობს, არა? ბერიძე.. - დარწმუნების მიზნით, კიდევ ერთხელ ვეკითხები.
- კი, გამოძახებაზეა ახლა, წესით მალე უნდა მოვიდეს - მაჯაზე არსებულ საათს, ინტერესით აცქერდება.
- გმადლობთ - ოდნავ ვუღიმი და ახლად შემოსული სასწრაფოც მხვდება თვალში. ელვის სისწრაფით მოჰქრის მანქანა კართან და როგორც კი ჩერდება, მაშინვე ხტებიან ექიმებიც. გივის ვცნობ და პირდაპირ მისკენ ვაპირებ წასვლას, თუმცა ინსტიქტურად გამირბის თვალი საკაცეზე მყოფი პირისკენ. არვიცი, ალბათ ვიგრძენი. ან უბრალოდ, მართლა ინსტიქტურად მოხდა. წამით ვწყვეტ სუნთქვას. ვშეშდები.
დრო ჩერდება. თხემიდან ტერფამდე, რაღაც საშინელი ტალღა, რამდენჯერმე მივლის და საბოლოოდ, ყელში ძლიერად მაწვება.
ვიყინები, თუმცა მალევე საშინლად მცხება. იმდენად საშინლად, რომ მგონია დავიწვები.
ის არის. მართლა ის არის..

ყოველთვის, ყველაფერი წარმომედგინა, მაგრამ თუ ჩვენი შეხვედრა მეორედ ასე მოხდებოდა, არასდროს.
რამდენიმე წამი მჭირდება იმისთვის, რომ როგორმე გონებას ნანახი დავაჯერო. მისი აქ, ამ მდგომარეობაში ნახვა დავაჯერო.
შუბლი, მთლიანად სისხლით აქვს მოსვრილი. გვერდით მყოფი ექთანი კი პულსს უმოწმებს მაჯაზე. კარის გაღებისთანავე მიაქანებენ საკაცეს და მეც, მომენტალურად ვწყდები ადგილს. მთელი ძალით გავრბივარ მათკენ. როგორღაც ვეწევი და მეორე მხრიდან ვაფრინდები საკაცეს.
- რა დაემართა, როგორ არის?! - ცრემლებს ვერაფრით ვიკავებ და უნებურად ვუწევ ტონს. - მიპასუხეთ! როგორ არის?!
სასწრაფოს ექიმი, უკმაყოფილო მზერით მიყურებს. თითქოს, დანაშაულია რომ მაინტერესებს.
- დამშვიდდი გოგონა.
- როგორ დავმშვიდდე, მიპასუხეთ - მეთქი! ასე როგორ იქცევით!
- ტომოგრაფია, სასწრაფოდ! -პირდაპირ მომავალთ ხელით ანიშნებს და მაიძულებს, საკაცეს ხელი გავუშვა.
- თუ შეიძლება, ხელს გვიშლით.
ძალა მეცლება. ვეღარაფრით ვეწინააღმდეგები, საკაცეს ხელს ვუშვებ და კედელს ვეყრდნობი.
არ გავუშვებდი. სულ რომ მომვმკვდარიყავი მაინც, მაგრამ ვიცი, შიგნით მაინც არ შემიშვებენ.
- ელენე, შვილო, როგორ ხარ? - ისე მოულოდნელად მადგება თავზე გივი, ისნტიქტურად ვხტები. - რახდება, ახლობელია ვინმე?
- მ.მეგობარი - ენა მებმის და აკანკალებული ხმით, ძლივს ვპასუხობ.
- არ ინერვიულო შვილო, კარგად იქნება. - მხარზე მადებს ხელს.
- გივი ბიძია, ეს.. ეს როგორ მოხდა? -ძლივს ვსუნთქავ.
- ბევრი არაფერი ვიცი, შვილო. კიბეზე დაგორებულა. მეზობელმა გამოიძახა სასწრაფო.
თვალები მეხუჭება. გივის სიტყვები, გაორებულად ჩამესმის და თავს, ვეღარაფრით ვიწყნარებ. ვიცი, რომ უნდა გავუძლო. მყარად უნდა ვიდგე. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის, ყველგან. დაცემის უფლება არ მაქვს. არ მაქვს.. ვიცი, რომ არ მაქვს მაგრამ ვგრძნობ, როგორ მეცლება უკანასკნელი ძალაც. მუხლები მეკვეთება და გარშემო, ყველაფერი ტრიალს იწყებს. ძლივს ვახერხებ თვალების დახამხამებას და ჩემს წინ მდგარ გივის, აკანკალებული ხელით ვანიშნებ აცრების განყოფილებისკენ.
- გივი ბიძია, ნიცა..
***
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. თუმცა თვალების გახელა, არასოდეს ყოფილა ასეთი რთული. უცნაურია. თითქოს, არც არაფერი მომხდარა. რამდენიმე წუთი იმის გააზრებას ვუნდები, სად ვარ და რატომ ვწევარ. მერე, ნელა ვაბრუნებ თავს მეორე მხარეს და მაშინვე გივის მზერას ვეჩეხები, რომელიც არც თუ ისე მშვიდად მადგას თავზე.
- შვილო, როგორ ხარ? - მაშინვე მეკითხება.
ნელ-ნელა ვიაზრებ, რომ ეს პალატაა და გონება ელვის სისწრაფით მახსენებს ყველაფერს. ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება გულისცემა. ისევ ის, სულ სხვაგვარი შიში მიპყრობს და ასე მგონია, ყველაფრის ხელახლა გამოვლას ვიწყებ გონებაში.
- გივი ბიძია.. - ხმას ძლივს ვიმორჩილებ - ნიცა..
- ნიცაზე არ ინერვიულო. მითხრა, აცრა უნდა გამიკეთონო და მე შევყევი. მერე, თიკოსთან გავიყვანე.
- როგორ..მე ამდენი ხანი..
- წნევა დაგივარდა, მაგრამ არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგადაა. ხო და ის შენი მეგობარიც, პალატაში გადაიყვანეს უკვე.
შვებისგან, ღრმად ვსუნთქავ. უკვე აღარ ვიცი, რა უნდა გამეხარდეს და რა არა. ნიცაზე ფიქრებს, ვერაფრით ვიშორებ. როგორ დავტოვე ბავშვი მარტო.. ან გული როგორღა წამივიდა. ამის უფლება არ მქონდა, არ მქონდა..
წამებში ვდგები ფეხზე და ფეხსაცმლის ჩაცმას ვიწყებ.
- ელენე, შვილო. იწექი ცოტა ხანს, ისევ ცუდად არ გახდე.
- კარგად ვარ, გივი ბიძია. უნდა ვნახო, ასე ვერ მოვისვენებ.
- მიმღებში იკითხე, გეტყვიან რომელი პალატაა. - უკვე კართან მყოფს მაწევს სიტყვას. საპასუხოდ, ოდნავ ვუქნევ თავს და კარის გაღებისთანავე მიმღები განყოფილებისკენ ვიღებ გეზს.
***
უცნაური გრძნობა მაქვს. ისეთი, თითქოს არც მინდა, იმაზე ვიფიქრო რომ ამას ვგრძნობ. ისევ მეშინია. მაგრამ იმის აღარ, რომ შეიძლება რამე დაემართოს. კარგადაა, ხო ეს ვიცი. მაგრამ ახლა რა იქნება. იქნებ, არცაა სწორი მასთან მისვლა. რა უნდა ვუთხრა, ან თვითონ რას მეტყვის. საერთოდ ვახსოვარ? 1 წელი გავიდა. იქნებ, მას საერთოდაც არ მოუნიჭებია იმხელა მნიშვნელობა ჩემთვის, როგორც მე მისთვის? ღრმად ვსუნთქავ. ვცდილობ, ფიქრები გავფანტო, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდები, თითქოს განგებ, უფრო მეტად მეფიქრება.
ალბათ, უკვე ნათესავებიც აქ არიან.
უკვე კართან მისული, მხოლოდ ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ შიგნით მარტო არ იქნება. არა. არ შემიძლია.. უკვე სახელურთან მიტანილი ხელის უკან გამოწევას ვაპირებ, მოულოდნელად რომ იღება კარი და იქიდან, მაღალი, თეთრ ხალათში გამოწყობილი პირი გამოდის. ჩემი დანახვისთანავე, სწრაფად იხსნის სათვალეს და ჯიბეში ინახავს.
- ნათესავი ხართ?
ვიბნევი. თუ ნათესავები შიგნით არიან, მე რაღატომ მეკითხება. თუ, არ არიან..
- მ.მეგობარი -ძლივს ვპასუხობ.
- გასაგებია. ნათესავებს აცნობეთ, მიმღებში საბუთებია შესავსები.
გამოდის, მართლა არ არიან. მიკვირს. როგორ შეიძლება, ასეთი ამბავი მოხდეს და ამდენ ხანს ვერ გაიგო. ან იქნებ არც არავინ ჰყავს? გონებაში გივის სიტყვები იწყებს ამოტივტივებას - მეზობელმა გამოიძახა სასწრაფოო. ღმერთო..
უკვე, იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, არც კი ვიცი რომელზე ვიფიქრო. კისერზე ვისვამ ხელს და მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ ექიმი წასვლას აპირებს.
- უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით ეს როგორ მოხდა. ვიცი, რომ კიბიდან დაგორდა. თქვენი აზრით, შეიძლებოდა ვინმეს ხელი ეკრა? -როგორც ყოველთვის, რაც გავიფიქრე მაშინვე ვთქვი და მერე გავიაზრე. ეს ყველაზე საშინელი ჩვევაა, რაც კი მაქვს და ყოველთვის, ყოველთვის სირცხვილით მწვავს. ღმერთო ჩემო, ელენე.. რა იცის ამ კაცმა, ხელი კრეს თუ თვითონ დაგორდა.
- ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ მოხდა ქალბატონო. ეს მხოლოდ მან იცის, ვინც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა. თუმცა.. -ამაზე ოდნავ ახველებს და მეც, იმის მოლოდინით რომ რაიმე ცუდს მეტყვის, აფორიაქებას ვიწყებ.
- თუმცა? თუმცა რა.. რამე სჭირს?
- არა, არა. - მაშინვე ხელებს სწევს- დიდი ალბათობით გეცოდინებათ მდგომარეობა, რადგან მეგობარი ხართ - ოდნავ აქნევს თავს და თითქოს, ამ ჟესტით მანიშნებს აღარ ამახსნევინოო.
უკვე, საშინლად მეშინია. სხეულში, უსიამოვნო, ცივმა ჟრუანტელი მივლის და თითქოს, მთლიანად მყინავს. რანაირად ვუთხრა ახლა, თავი ბოლო ერთხელ მყავს ნანახი, მაგრამ ყველაზე ახლობელი ადამიანია - მეთქი.
- შეგიძლიათ, უფრო ზუსტად ამიხსნათ? - ყველანაირად ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და ნაძალადევად ვუღიმი. თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, ამას უფრო იმისთვის ვაკეთებ, რომ საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ სერიოზული არაფერი იქნება.
- ანალიზებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, წონასწორობის დაკარგვის მიზეზი, ზედოზირება გამხდარიყო.
თვალები ვაფახულებ. ზედოზირება. ზედოზირება.. გონებაში ამ სიტყვის გადახარშვას,ელვის სისწრაფით ვიწყებ. რას გულისხმობდა? ნარკოტიკებს? არა. არა. შეუძლებელია. ეს შეუძლებელია, ამას ვერ დავიჯერებ. გამორიცხულია, ნარკომანი რომ იყოს, მივხვდებოდი. შევამჩნევდი. ღმერთო... როგორ შეამჩნევდი ელენე, იქნებ ეს მას შემდეგ მოხდა?
- ქალბატონო, კარგად ხართ? - როგორც ჩანს, სახეზეც მთლიანად გავფითრდი. ექიმი ისეთი თვალებით მიყურებს, მგონი ცოტაც და იყვირებს საკაცეო. არა, ნუთუ.. რამდენჯერ შეიძლება გონება დავკარგო. მთელ შერჩენილ ძალას ვიკრებ და თავს ვუქნევ.
- კარგად ვარ, არაფერია. ანუ, თქვენ ამბობთ რომ ნარკოტიკის ზედოზირების შედეგად მოხდა? - ვხვდები, მოსმენა აღარ შემიძლია და მაინც ვერ ვეშვები.
- შესაძლოა, მართლაც შელაპარაკება მოხდა და ხელი კრეს. გამოკვლევებია საჭირო, სპეციალისტთან კონსულტაცია. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ანალიზები .
აჩვენებს.
ღრმად სუნთქავს- კარგით, წასასვლელი ვარ. თუ რამე დაგჭირდებათ მომმართეთ და კიდევ, აუცილებლად ეცადეთ ნათესავებს დაუკავშირდეთ.
ოდნავ ვუქნევ თავს და დერეფანში მიმავალს, წამით ვაყოლებ მზერას.
უცნაურია, ყოველთვის მეგონა, რომ სულიერ კავშირზე ძლიერი არაფერი იყო. თუმცა დღეს დავრწმუნდი, რომ ასე არ ყოფილა. შეიძლება მე მის შინაგან სამყაროს ვიცნობდი, მაგრამ გარეგნულად ის სულ სხვა იყო. ვიცი, ადამიანის შინაგანი სამყარო არასოდეს იცვლება. ადამიანი, რომელიც მე გავიცანი, რომელსაც არ შეეძლო სიკვდილზე ეფიქრა - საკუთარ თავს, ასე არ მოექცეოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო ამ ერთი წლის განმავლობაში, ის საკუთარ თავს სიკვდილამდე არ მიიყვანდა. მე ეს ვიცოდი და ვერავინ დამაჯერებდა, რომ ამ მხრივ, რამე შეიცვალა.
არვიცნობდი. ჰო, არ ვიცოდი მისი სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია და ა.შ რა მნიშვნელიბა აქვს - მაგრამ მე მისი, შინაგანი სამყარო ვიცოდი. მისი ფიქრები, მისი გრძნობები, მისი შეხედულებები, სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მცოდნოდა თუ ვინ იყო და რისი გაკეთება შეეძლო. ერთმა შეხვედრამ, რომელიც ათასზე მეტი იყო, ყველაფერი მასწავლა და დიახ, მე შევძელი მეთქვა მეგობარია - მეთქი.
ჩემთვის, ეს მუდამ ასე იყო და მას რომც არ უნდოდეს, მაინც ასე იქნება.
თუ მე ახლა აქ ვდგავარ, თუ მე ახლა ამაზე ფიქრი შემიძლია, თუ ნიცა დედის გარეშე არ არის, თუ სუნთქვა ისევ შემიძლია, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. მაშინ მე მჭირდებოდა დახმარება, მე მინდოდა სიკვდილი და მან, მე გადამარჩინა და თუ ახლა, იგივეს ისიც ფიქრობს, მე არ მივცემ უფლებას დანებდეს.
***
მთელ შერჩენილ ძალას ვიკრებ და პალატის კარს ვაღებ. სიმშვიდეა. ოდნავ ჩაბნელებულ ოთახს, სუსტად ანათებს დაბალი განათება. პალატაში მყოფი ერთადერთი ფანჯრიდან, გარკვევით ჩანს, რომ გარეთ ღრუბლები აშკარად ავის მომასწავლებლად არიან შეკრებილნი. სუსტი გრუხუნი, ჩემამდე აღწევს და ვკრთები. მიჭირს, ნაბიჯი გადავდგა და იქვე ვჩერდები. ღირს, კი ახლა მისვლა? იქნებ, სულაც შეცდომაა ჩემი აქ ყოფნა. იქნებ მას არ ვადარდებ, არ ვახსოვარ, არ მეძებდა, არ ვაინტერესებ. ამაზე, რატომ ადრე არასდროს მიფიქრია..
საშინლად მეწვის ყელი. ემოციების კონტროლი, როგორც იცით დიდი ხანია აღარ ძალმიძს და ვიცი, ამ ფიქრებს თუ ავყვები, კარგი დასასრული არ მექნება. თვალებს ნელა ვაფახულებ და ღრმად ვსუნთქავ.
ან ახლა.. ან არასოდეს.
კედელს ამოფარებული, კვლავ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და საწოლს ვუახლოვდები.
არ სძინავს. ვიცი, ამას თავიდანვე ვგრძნობდი. ნელა აბრუნებს თავს ჩემსკენ და ორი წუთი გაშტერებული მიყურებს თავისი მწვანეებით.
ორი წუთი და მთელი საუკუნე. თვალს, არც მე ვაშორებ და ყოველ წამს ველი, რომ რაღაცას მეტყვის. მაგრამ არა, სულ ტყუილად. ესეც ვიცოდი, ვიცოდი რომ პირველი სიტყვაც ჩემი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაინც ჯიუტად ველოდი, რომ ერთხელ ეს გრძნობაც შეცდებოდა. კიდევ ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები და სულ ოდნავ ვუღიმი. საინტერესოა, როგორ უნდა დავიწყო კარგი ნაცნობივით ლაპარაკი, როცა მისი სახელიც კი არ ვიცი.
- გამარჯობა.. - ყველაზე 'ბანალური' მისალმება. ვიცი, ვიცი.. თუმცა ამ სიტყვისგან იმის გარდა არაფერს ველი, რომ თვითონ შემეშველება საუბრის გაგრძელებაში.
არაფერი იცვლება. ისევ მიყურებს, მიყურებს და მეტი არაფერი..
თუმცა მის მზერაში, ბევრ რამეს ვგრძნობ. ვგრძნობ იმას, რომ მცნობს. ვგრძნობ იმასაც, რომ იმ დღეს იხსენებს, მაგრამ ჯიუტად მაინც არაფერს ამბობს.
- შემთხვევით შევესწარი იმ მომენტს, როცა მოგიყვანეს - საუბარს ისევ მე ვაგრძელებ- რამდენად სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, თურმე ასეთი დამთხვევები მართლა არსებობს. ან შეიძლება ღმერთმა იცის, ვის როდის ვჭირდებით და ერთმანეთს გვახვედრებს..
ისევ არაფერი. უკვე ძალიან მეშლება ნერვები და სიმშვიდეს ვკარგავ. მზერა ეცვლება და ვგრძნობ, ახლა რაღაც მოხდება, რაღაცას გააკეთებს და ეს რაღაც, საერთოდ არ მესიამოვნება.
- არგაბედო. -ხელს ოდნავ ვწევ მაღლა და წამით ვარიდებ მზერას. არ გაბედო იმის თქმა, რომ არმიცნობ.. - არვიცი რატომ, მაგრამ ამის მოსმენის ძალიან მეშინია. თვალები ცრემლებით მევსება და ყველანაირად ვცდილობ, გასაქანი არ მივცე.
- ვინ ხარ? - იმდენად გაყინული ხმით მეკითხება, პირდაპირ გულში მხვდება ისარი. ყველაფერს, მართლა ყველაფერს წარმოვიდგენდი და თუ ამდენი ხნის შემდეგ, ჩვენი შეხვედრისას მისი პირველი სიტყვა ეს იქნებოდა, ვერასდროს.
ემოციები მძლევს და ვგრძნობ, როგორ მეწყება კანკალი.
- შენ მე მიცნობ. ვიცი, რომ მიცნობ. ამას შენს თვალებში ვხედავ.
- არ გიცნობ. - ხმა უფრო უმკაცრდება და ახლა, თავად მარიდებს მზერას.
- შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. -ჩემთვის ვიმეორებ- საწოლს მეორე მხრიდან ვუვლი და ისევ თვალებში ვაცქერდები - ის დღე გახსოვს, როცა სიკვდილს გადამარჩინე, შენ ეს გახსოვს, 10 სექტემბერი.. ბორჯომი..
- მსგავსი არაფერია ჩემს მეხსიერებაში.
- მართლა არ არის, თუ არ გინდა, რომ იყოს?
ისევ სიჩუმე. არაფერს ამბობს და ეს შიგნიდან მანგრევს. ვიცი, შეუძლებელია რომ არ ახსოვდეს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ამის ჩემგან დამალვას ცდილობს.
- მე შენ გიცნობ და შენც მიცნობ -თავს ძალას ვატან და კიდევ ერთხელ სრული სიმშვიდით ვაგრძელებ.
- მიცნობ? ასეიგი მიცნობ. -სულ ოდნავ ეღიმება- კარგი, მაშინ მითხარი რამქვია. მიდი, გელოდები.
ცდილობს მომიშოროს. ამ საქციელით, ზუსტად რომ ამის მიღწევა უნდა. მაგრამ რატომ.. რატომ..
- უცნობი ნაცნობი.. -ხმადაბლა ვამბობ.
- საერთოდ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე.
- შენი აზრით, ეს ხუმრობაა? -მოსმენილს ვერ ვიჯერებ და მექანიკურად მიფართოვდება თვალები- იცი რამდენი საათია აქ ვარ? იცი, რამდენი საათი გავატარე იმაზე შიშით, რომ რამე დაგემართებოდა? იცი, რა ვიგრძენი როცა ასეთ მდგომარეობაში დაგინახე? შენი აზრით, მე ცხოვრება არ მაქვს? ყველა და ყველაფერი შუა გზაზე მივატოვე და შიში კანკალით მხოლოდ შენ გელოდი. ჰო, არვიცი შენი სახელი, მაგრამ ეს იმას არ ცვლის, რომ გიცნობ!
- შენ სხვა ადამიანს იცნობ.
წარმოდგენა არ მაქვს, ეს ორაზროვნად თქვა თუ უბრალოდ პირდაპირი გაგებით უნდა გამეგო, თუმცა მაინც ვიგრძენი, რომ ხმა გაუტყდა.
- არვიცი რამდენ ადამიანს მალავ შიგნით, მაგრამ ერთ-ერთს ნამდვილად ვიცნობ.
- წადი. - ამჯერად, თვალებით მანიშნებს კარისკენ.
- ასე რატომ იქცევი? - ისევ მებზარება ხმა - შენგან არაფერს ვითხოვ, თუ ამის გეშინია. უბრალოდ, ყოველთვის მინდოდა მადლობა მეთქვა იმისთვის, რომ ცოცხალი ვარ. შენ რომ არ ყოფილიყავი..
- საკმარისია.
- რა არის საკმარისი, რამე ტყუილს ვამბობ? შენ მიხსენი სიკვდილისგან. არვიცი, რას აკეთებდი მაშინ იქ, მაგრამ..
- საკმარისია - მეთქი, გასაგებად არ ვთქვი?!
- მითხარი, რომ მიცნობ და წავალ. გეფიცები, ცხოვრებაში არასდროს დაგენახები. - თვითონაც არ მჯერა ამ სიტყვების, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ზოგადად არაფერზე ვიცი, ასე 'ჩაციკვლა' მაგრამ ვხვდები, ეს გამონაკლისია. საშინლად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ მცნობს და მაინც მ.იკიდებს.
- მე შენ არ გიცნობ, გესმის?
ა რ გ ი ც ნ ო ბ ! -ბოლო სიტყვას ხაზგასმით ამბობს და ღრმად ოხრავს.
ახლა, ისე მინდება გამოვტეხო, როგორც არასდროს არაფერი.
- იცი, როგორია აწმყო?
- ღმერთო, შენ რა ღვთის სასჯელი ხარ?! - ოდნავ უწევს ხმას.
- აწმყოს ის არის, რასაც ვერაფრით შეცვლი და რომც შეცვალო მომავალი მაინც არ შეიცვლება. ყოველთვის ისეთი დარჩება, როგორიც არის. ცუდი და ბნელი.
შევატყვე, როგორ ეცვლება სახეზე ემოციები და მეტი მონდომებით ვაგრძელებ.
- რაც უფრო უფრო კარგი იქნება აწმყო, მით მეტს იფიქრებ წარსულზე.
- პირიქით! - როგორც კი ამბობს, მაშინვე ნანობს. ვატყობ, როგორ ჰკრავს თვალებში რაღაც და სასწრაფოდ აბრუნებს თავს მეორე მხარეს.
სულ ოდნავ მეღიმება და გამარჯვებულის მზერით, ამჯერად მეორე მხრიდან ვუახლოვდები.
- რაო, ფიქრობ ასე მარტივად როგორ გამომტეხაო?
- არა. ვფიქრობ, იმ დონემდე როგორ დავეცი, ამ იდიოტურ საუბარში რომ აგყევი.
ისევ მატყუებს, მაგრამ რა. გეგონება, ეს რომც ვუთხრა აღიარებს.
- მე ელენე მქვია.
- არ მიკითხავს რა გქვია. - მის სიტყვებში, იმხელა ირონიას ვხედავ, ასე მგონია რომც მოენდომებინა მაინც ვერ დაფარავდა.
- შენს სახელს არ მეტყვი?- წარმოდგენა არმაქვს, საიდან მოვიდა ეს სიმშვიდე ჩემში. ჩვეულებრივ სიტუაციაში, ამ დროს სულ თუ არაფერი ტონს მაინც ავუწევდი.
- არა.
- იდიოტი ხარ.
- ვიყო, ოღონდ შენ გაჩუმდე და გახვიდე აქედან.
- ასე გაწუხებ?
- და თან როგორ.
- თუ მეტყვი, რომ..
- არაფრის თქმას არ ვაპირებ, გასაგებია? ნუღარ გაიმეორებ.
- მხოლოდ სახელი. - დავნებდი? არ ვიცი, არ იყო ეს დანებება. უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი, მეტს მაინც აღარაფერს იტყვი და გადავწყვიტე, ამას მაინც ჩავებღაუჭო.
- რა მოგივა, რომ მითხრა?
უბრალოდ, მინდა ვიცოდე..
- მე კიდევ თქმა არმინდა, რა ძალიან მაგარია, არა?
კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებ, მოულოდნელად რომ იღება პალატის კარი და შიგნით, დაბალი შუა ხნის ქალი შემოდის. დიდ ყურადღებას არც მაქცევს, პირდაპირ საწოლისკენ იღებს გეზს.
- გიორგი, შვილო.. როგორც კი შევძელი, მაშინვე მოვედი.
ასეიგი გიორგი, მაგრამ მე მაინც მერჩივნა მისგან გამეგო.
- ლალი დეიდა, რა საჭირო იყო - ნაძალადევად უღიმის ქალს.
- აბა რას ამბობ, ბავშვი მყავდა დატოვილი, თორემ მაშინვე მოვიდოდი. გჭირდება რამე? არ მოგერიდოს, აქ ვარ ხომ იცი, თუ რამე შემიძლია - სკამს სწევს, თუმცა დაჯდომამდე გადმოაქვს მზერა ჩემზე.
- უი, ეს ლამაზი გოგო ვინ არის.. ყურადღება რომ არ მივაქციე
- რასამბობთ -ხმადაბლა ვპასუხობ.
- მე ლალი ვარ, გიორგის მეზობელი.
- ლალი დეიდა, ასე დაკონკრეტება რაღა საჭირო იყო. -არც ველოდებოდი, ჩვენი გაცნობა რომ ესიამოვნებოდა.
- რამე არასწორად ვთქვი?
- რასამბობთ, არა. - სახე შეეცვალა და სიტუაციის გამოკეთება ვცადე- წამლები მოქმედებს და არ იცის რას ლაპარაკობს. მე ელენე ვარ..
- უი, მართლა? ჩემს გოგოსაც ელენე ჰქვია.
საპასუხოდ ოდნავ ვუღიმი.
- ასეიგი ეს არის ის გოგო, დილიდან საღამომდე ტელეფონში თავჩარგული რომ წერ - ეშმაკურად უკრავს თვალს გიორგის. ამას, ისე სასაცილოდ აკეთებს, მეც ძლივს ვიკავებ ღიმილს.
სიმართლე რომ ვთქვა, წამიერად მინდება კიდეც, ის გოგო მართლა მე რომ ვიყო - თუმცა როგორც კი ეს აზრი მომდის, ინსტიქტურად მაშინვე უკუვაგდებ.
- ხო, ის არის ლალი დედია, ის არის. მაგრამ ზუსტად ახლა, წასვლას აპირებდა, ასე არ არის ელე?
გავშრი. ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ვიღაცამ, ძალიან ძლიერად მკრა ხელი და წარსულში, უფრო კონკრეტულად კი იმ დღეში დამაბრუნა, რომლის დავიწყებასაც ასე მონდომებით ვცდილობდი. თითქოს გონებიდან, ყველაფერი გაქრა და ასპარეზი, მთლიანად იმ ერთ სიტყვას დაუტოვა, რომლის მოსმენაც, არ შემეძლო.
'ელე'
....
'ელე'
ეს, სახელის შემოკლებულ ვერსიაზე ბევრად მეტია ჩემთვის.
მაჟრჟოლებს. ეს საშინელი შეგრძნება, იმდენად სწრაფად იწყებს ჩემში გაბატონებას, რომ ხელის შეშლას, ვეღარაფრით ვახერხებ. უკვე ვიწვი და დარწმუნებული ვარ, ეს გარეგნულადაც მეტყობა.
უცნაურად მიყურებს გიორგი, თითქოს თვალებით მეკითხება, ასეთი რა გითხარიო. მაგრამ ალბათ, რომც მდომებოდა ამას, ახლა მაინც ვერ ვეტყოდი. წამიერად მეხვევა თავბრუ და ვგრძნობ, თავის შეკავება აღარ შემიძლია. უკუსვლით ვიხევ უკან და ელვის სისწრაფით მივრბივარ პალატიდან.

***
ბნელა.
ფრთხილად ვაღებ სახლის კარს და ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტი ხმაური არ გამოვიწვიო.
სახლში, სამარისებული სიჩუმეა და მეც, ფეხაკრებით მივდივარ მისაღებში რომ შემთხვევით თავად არ გავხდე, მისი დარღვევის მიზეზი. სინათლე არაა.
პირდაპირ ოთახში ვაპირებ შესვლას, მოულოდნელად, არსაიდან რომ ჩნდება ჩემს წინ თიკო. შიშისგან, თავისით მეყვირება - თუმცა ღმერთს მადლობა დროულად ვიფარებ პირზე ხელს.
- რა მოჩვენებასავით დადიხარ. - სუნთქვას ვაყოლებ და კისერზე ვისვამ ხელს.
- ეს შენ დადიხარ მოჩვენებასავით.
გოგო, არანორმალურო, კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით. სად დადიხარ გამაგებინე ან ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს?!
- დაწყნარდი ჯერ.
- დავწყნარდე? შენ რა, მართლა გგონია რომ მშვიდად ყოფნა შემიძლია მას შემდეგ, რაც დილას მოვისმინე? მაინც და მაინც დღეს უნდა გადაკარგულიყავი?
ღრმად ვოხრავ. ვხვდები, დაძინება ასე მალე აღარ მიწერია და ჩემი ნებით მივდივარ სავარძლის მიმართულებით.
მაშინვე სინათლეს ანთებს თიკო და გვერდით მიჯდება.
- ნიცა როგორ არის?- თვალს, მისი ოთახისკენ ვაპარებ.
- შენ როგორ იქნებოდი მის ადგილას?
თავს ხელებში ვრგავ. ვიცი, მე არასდროს ვყოფილვარ კარგი დედა, მაგრამ მაინც.. ამის შეხსენება, სხვანაირად მგვრის ტკივილს.
- გიკითხა. ნერვიულობდა, ცალკე ნანემსარი სტკიოდა, გამაყუჩებელი მივეცი.
- იქ არ უნდა დამეტოვებინა.. ღმერთმა დამწყევლოს, ბავშვი როგორ მივაგდე -თვალები ცრემლებით მევსება. არასოდეს, ცხოვრებაში არასოდეს მიმიღია სწორი გადაწყვეტილება. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ წუთას ამაზე სწორი არაფერი იყო, დრო გადიოდა და საშინლად ვნანობდი.
- იმედი მაქვს, რაიმე ნორმალური გასასამართლებელი საბუთი არსებობს.
- არვიცი, რამდენად ნორმალურია..
სიჩუმე ჩამოვარდა. ვატყობ, კითხვა უნდა - თუმცა ზედმეტად ფრთხილობს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გაიგო.
- ის ვნახე..
თვალები უფართოვდება. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ დაკონკრეტება არ დამჭირდებოდა.
- საავადმყოფოში?
- ჰო.. სასწრაფომ მოიყვანა. ზუსტად იმ დროს, როცა ველოდებოდით. ვიფიქრე, გივის ვნახავ - მეთქი, გარეთ გამოვედი და..
- არარსებობს - თავისთვის, ჩუმად იმეორებს- რა სჭირს, სერიოზულია რამე?
- კიბიდან დაგორდა.
- ღმერთო ჩემო.. ბედის ირონია. რანაირად დაგორდა კიბიდან თუ მართლა თქვენი შეხვედრისთვის არ მოხდა ყველაფერი.
თიკო, ზედმეტად მორწმუნეა. ყოველთვის ასე იყო, ვერ ვიტყვი დროთა განმავლობაში შეიცვალა - მეთქი. ყველა ცრურწმენის სჯერა. პლანეტების, ჰოროსკოპის და კიდევ ათასი სისულელის, რომლის დამახსოვრებაც, მე არასდროს მიცდია.
- ილაპარაკეთ?
- მითხრა, რომ არ მიცნობს.
- ეგ როგორ.. სერიოზულად, ანუ.. ეს შესაძლებელია? გამოდის, დაავიწყდი?
- მე ამის არ მჯერა. მის თვალებში, ყველაფერი დავინახე - უბრალოდ გაურკვეველი მიზეზით, ცდილობს მომიშოროს.
- იქნებ ის არ არის და გეშლება..
ისეთს ვუბღვერ, მაშინვე ხელების აწევით მანიშნებს ბოდიშიო.
- აპირებ, რომ მიაწვე?
- რომ ვხედავდე, არ ვაინტერესებ და ყველაფერი ფეხებზე კ'იდია. გეფიცები არაფერს ვიზამდი, მაგრამ აქ სხვა რამ არის.
- ანუ?
- ანუ რაღაც ხდება, თიკო. მას არ უნდა, დამიმალოს ის რომ ვახსოვარ, მაგრამ თითქოს იძულებულია. რაღაც არის.. რაღაც, რომელსაც პასუხს ვერ ვუძებნი.
- მე თუ მკითხავ, შენ გადაიღალე ელენე. საერთოდ, ასეთი მხატვრული თუ იყავი, ეგეც არ ვიცოდი. ერთი ძალიან მაინტერესებს, როდის ისწავლე თვალებიდან სათქმელის უთქმელად გაგება.
- გგონია, ეს შემიძლია? უბრალოდ ის სხვაა..
- ჰო, სხვაა. იმდენად ახლობელი ადამიანია, რომ უთქმელად ხვდები ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ, დად გთვლი.. ჩემს სიტყვაზე ძლიერი, მაინც მისია. გირჩევნია მას გაუზიარო, მოუყვე. ვის, სრულიად უცნობ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახე. აჰ, უკაცრავად ორჯერ.
- თიკო..
- რაა, თიკო, რა. დილიდან ვცდილობ, შენს საქციელს გამართლება მოვუძებნო. ღმერთო შენ მიშველე, ისევ ზედმეტებს ვლაპარაკობ, ღმერთო. - სწრაფად დგება და წინ და უკან იწყებს სიარულს.
- თიკო..
- მაპატიე, გთხოვ. შენ ის კი არ იფიქრო, რომ არ მიყვარხარ და ამას იმიტომ ვლაპარაკობ. ხომ იცი, მე ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. გთხოვ, არ მინდა ჩემმა სიტყვებმა ცუდად იმოქმედოს შენზე, გამიგე..
- თი..- მეც ვდგები და მასთან მივდივარ - აი, ამიტომ არ მინდოდა გაგეგო. შეხედე შენს თავს, ყველაფრის გეშინია. მე კარგად ვარ, გესმის?
ვიცი, ვიცი, შეცდომა იყო. ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მაშინ.. არვიცი, თითქოს რაც ამდენი წელი ვითმინე ერთად მომაწვა. მშობლების მზერა, შეხვედრა ამდენი წლის შემდეგ.. თავიდან ვერ ვიგდებდი. შენზე კარგად, ვინ იცის ჩემს დეპრესიაზე, მაშინ კიდევ უარესი დამემართა. ლაპარაკი არ შემეძლო. მაკანკალებდა. სულ. გამუდმებით. ვხვდებოდი, რომ ბავშვს ჩემი მდგომარეობით ვაშინებდი.. ვერ ვესაუბრებოდი, ვერ ვუღიმოდი. იმ სითბოს ვერ ვაძლევდი, რაც სჭირდებოდა. ფაქტობრივად, შენი გაზრდილია ნიცა.. - ღრმად ვსუნთქავ- ამდენი წელი მეგონა, რომ გაივლიდა.. მაგრამ ვერც შევეგუე და ვერც დავივიწყე.
ხო, ვერ გიყვები. იმიტომ არა, რომ არ მინდა გაგიზიარო. უბრალოდ.. არ შემიძლია ეს საშინელება ავღწერო, რაც შიგნიდან მჭირს.
- და მან.. უთქმელად გაგიგო - თავისთვის ჩურჩულებს და თავს ხრის- მე ვერ შევძელი, შენი დახმარება..
- თიკო, გთხოვ. შენ რომ დამეხმარე, ისე ნეტავ ვინ დამეხმარა. მე და ნიცას რომ ქუჩაში არ გვძინავს ახლა..
- ეს სალაპარაკოდაც არ ღირს, ელენე. მეტი დრო უნდა გამეტარებინა, შენთან ერთად. უნდა მივმხვდარიყავი.. უნდა გამეგო.. იქ წასვლის უფლება, არ უნდა მომეცა. - თვალები ცრემლებით ევსება- უნდა შემეჩერებინე.
- შენ, ყველაფერს აკეთებდი რაც შეგეძლო. დამნაშავე არ ხარ..
- ვარ. ვარ! -თავზე იჭდობს ხელებს.
- თიკო, გთხოვ..
წამიერი სიჩუმე. ვეღარაფერს მპასუხობს.
- მე არ ვარ კარგი დედა.. იმის მიუხედავად, რომ ერთადერთი არ ვარ, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვისაც ხელი ჰკრეს - ვერ შევძელი, ბავშვზე მეზრუნა. ხო, ვერ მოვიშორე.. მაგრამ ვერც ბედნიერი ცხოვრება შევუქმენი. არ ვარ იმის ღირსი, რომ ნიცამ მაპატიოს.. - ნელა ვხრი თვალებს და მზერას, ერთ წერტილს ვუშტერებ.
- ასე ნუ ამბობ, შენ ძალიან კარგი მეგობარი და დედა ხარ. მე ხომ ვხედავ, შეუძლებელს აკეთებ ნიცასთვის. შეცდომებს ყველა ვუშვებთ ენე, მთავარი მისი გამოსწორებაა. მე მჯერა, ნიცა გაპატიებს.
- ნიცამ რომც მაპატიოს, მე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს. -ღრმად ვოხრავ- როგორც არ უნდა ვეცადო, კარგი დედობა არ გამომდის..
- გამოგდის. შეუძლებელს ნუ მოსთხოვ თავს, მხოლოდ 24 წლის ხარ. თანაც გვერდით არც ქმარი..
- გაჩერდი - სწრაფად ვწევ ხელს მაღლა- მაგ სიტყვის მოსმენა არ მინდა.
- ხო, მაგრამ მე..
- თიკო, უკვე გითხარი. შემთხვევითაც არ გაბედო ამ სიტყვის თქმა. - სწრაფად ვდგები და ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან -უკვე გვიანია, დასაძინებლად წავალ.
- ენე..
- ძილინებისა.

***

'თურმე შეხვედრა, ასეთი იქნებოდა..
რატომ მეგონა, სხვაგვარი იქნებოდა..'

ალბათ არაფერია იმაზე რთული, ვიდრე უკვე ახდენილი ოცნების მონატრება.
ზუსტად ერთი წლის განმავლობაში, მქონდა მიზანი, სტიმული. გონებაში ათასნაირად წარმომედგინა 'შეხვედრა მეორედ'.
იმის გაფიქრებაც კი, რომ მე თიკოს გარდა კიდევ მყავდა მეგობარი, სულიერად მამშვიდებდა.
ვგრძნობდი, რომ ისიც ფიქრობდა ჩემზე. ვგრძნობდი, რომ მასაც ვახსოვდი. ახლა? ახლაც არის ეს გრძნობა. ოღონდ მთელი შერჩენილი ძალით ვცდილობ, რეალობა არ შეიგრძნოს. მისგან შორს იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენად ახლოა. ვიცი, სიტყვები 'მე შენ არ გიცნობ' ნამდვილი არ არის, მაგრამ თითქოს, გონება მაინც ცდილობს გააუფერულს გრძნობები და ჯიუტად, მხოლოდ ეს სიტყვები დაიტოვოს გარშემო.
უსიამოვნო შეგრძნება მიპყრობს. რაც უფრო ღრმად ვიჭრები ფიქრებში, მით მეტად მიპყრობს სურვილი იმისა, გავიგო რა ხდება სინამდვილეში.
ვგრძნობ, რაღაც ისე არ არის. მის თვალებში ის შიში დავინახე, რაც ერთი წლის წინ ჩემში იყო ჩასახლებული. შიში - ცხოვრებისადმი. შიში, რომელიც გაფიქრებინებს, რომ მეტს ვეღარ გაუძლებ. შიში, რომელიც გაქცევას გაიძულებს.
არ შემიძლია, ამ დროს უბრალოდ თვალები დავხუჭო და დავიძინო.
აქამდე, ყოველთვის მჯეროდა, რომ ის ძლიერი იყო. მისი სიტყვები, ახლაც მკაფიოდ ჩამესმის ყურში "ეჰ, უცნობო ნაცნობო. ეგ რომ იმას შველოდეს, რისი გამოსწორებაც უკვე აღარ შეიძლება, შენი აზრით აქ ვიდგებოდი?"
გადახტებოდა. ისიც ჩემსავით, ადგებოდა და გადახტებოდა. მაგრამ ზუსტად აქ იყო განსხვავება ჩვენ ორს შორის.
მას შეეძლო, საკუთარი თავი ემართა, მასზე გაემარჯვა. ხოლო მე - არა.
ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე ძლიერ ადამიანად, ჯერ მარტო ამ სიტყვების გამო ვთვლიდი.
მაგრამ დღეს..დღეს, თითქოს ყველაფერი თავზე ჩამომენგრა. ვგრძნობ, როგორ ვკარგავ ჩემს გონებაში შექმნილ, ძლიერ ადამიანს და მის ნაცვლად, მხოლოდ იმ თვალებს ვხედავ, რომელშიც სიცოცხლე აღარაა. მასში არ არის ძალა, რომ იბრძოლოს და თითქოს ეს, მეც მაცლის ენერგიას.
უცნაურია ცხოვრება, თითქოს როლები გავცვალეთ. მახსოვს, მითხრა.. ყველა, სრულიად უცნობიც, მეც კი შეგეცოდები იმავე ტკივილისთვისო. იქნებ მის თავს, კიდევ უფრო მეტია? არ მინდა, ცუდზე ვიფიქრო, მაგრამ თითქოს ჩემს ძალებს აღემატება ახლა გაჩერება. ძალიან მინდა, მჯეროდეს იმის, რომ ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვაა. ის კარგადაა და მართლა არ ვახსოვარ.
შესაძლოა ესეც კი არ მტკენოდა ისე, როგორც ახლა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება, ახლა.. მას უჭირს საშინლად და მე კი, დახმარება არ შემიძლია..
***
არ მახსოვს, როდის ჩამეძინა - თუმცა აშკარად გამთენიისას უნდა ყოფილიყო. მხოლოდ მაშინ მტკივა თავი ასე სხვანაირად, როცა არ მძინავს. გაჭირვებით ვაშორებ დამძიმებულ ქუთუთოებს ერთმანეთს და ინსტიქტურად, მაშინვე საათისკენ გამირბის თვალი. საშინლად არ მინდა ადგომა, თუმცა ვიცი - მაინც მომიწევს. როგორღაც, სულიერად ვემზადები, ნელა ვწევ ბალიშიდან თავს და ზუსტად მაშინ, როცა ადგომას ვაპირებ - შეხებას ვგრძნობ ხელზე. შიშისგან და მოულოდნელობისგან ვკრთები, წამში ვაბრუნებ თავს მეორე მხარეს და ჩემს გვერდით მოკალათებული ნიცას დანახვისას, შოკში ვვარდები.
ყოჩაღ, ელენე.
ბავშვი როდის მოვიდა, ისიც კი ვერ გავიგე. უფრო მეტიც, დილასაც კი არ შევიწუხე თავი, მეორე მხარეს გახედვით. საშინლად მეშლება საკუთარ თავზე ნერვები და ღრმად ვოხრავ.
- დე.. -მოულოდნელად ახელს თვალს ნიცა.
- ჰო, დე.. შენ როდის მოხვედი აქ?- თბილად ვუღიმი და შუბლზე ჩამოყრილ თმას ვუსწორებ.
- ცუდი სიზმარი ვნახე. შემეშინდა და შენთან გამოვიქეცი..
- ჩემო საყვარელო, რატომ არ გამაღვიძე
- იმიტომ რომ ვიცი, ხშირად ვერ იძინებ. არ მინდოდა, ჩემს გამო კიდევ ვერ დაგეძინა..
მაჟრჟოლებს. მან, იმაზე მეტი იცის ჩემზე - ვიდრე მე მასზე. ყოველთვის ცდილობს, მხარში დამიდგეს და დამეხმაროს. მე კი ამის საპასუხოდ, მუდამ დაუფიქრებელ შეცდომებს ვუშვებ და ვაიძულებ შეეგუოს.
- ნი, დედიკო.. მაპატიე, გუშინ იქ რომ დაგტოვე..
- თიკო დეიდამ მითხრა, რომ იქ შენი მეგობარი მოიყვანეს
- ჰო, მართალია. -ნელა ვაფახულებ თვალებს და კადრებად გადაშლილ, გუშინდელი დღის, დროებით განდევნას ვცდილობ.
- ახლა კარგად არის? - რეალობაში, ისევ ნიცას ხმა მაბრუნებს.
- კი, კარგად არის დედიკო.. გპირდები, ასე აღარასდროს მოგექცევი. ვიცი, ძალიან იდარდე, რომ აღარ მოვედი. დამიჯერე, მეც ძალიან ვიდარდე შენზე.
- არაუშავს, არ შემშინებია. შენ მითხარი, რომ არასოდეს არაფრის უნდა შემეშინდეს..
ოდნავ ვუღიმი. მას, იმდენად სუფთა გული აქვს - შეუძლებელია რამეზე გაბრაზდეს. მის ხელს, ჩემსაში ვიქცევ, ოდნავ ვიხრები და შუბლზე ვკოცნი. არ ვიცი, რა მეშველებოდა მის გარეშე. ან კი, როგორ ვაპირებდი მის აქ დატოვებას და წასვლას. რატომ ვერ ვფიქრობდი მასზე, რა ეშველებოდა დედის გარეშე. როგორ ვაძლევდი თავს, მასთან დაშორების უფლებას. .
- დედა..
- გისმენ, ჩემო პრინცესა.
- მამა რომ მყავდეს, ის ხომ იქნებოდა ჩემს გვერდით, როცა შენ წახვედი?
ღრმად ვსუნთქავ. ამდენი წელი გავიდა და მე კიდევ არ ვიცი, როგორ უნდა ველაპარაკო ნიცას მასზე. არ მინდა, ბავშვი ტყუილში ცხოვრობდეს. შევუქმნა ილუზია, თითქოს ის კარგი ადამიანია და უბრალოდ ცხოვრებამ იმსხვერპლა. აქამდე ყოველთვის ვცდილობდი, საუბარი მას არასდროს შეხებოდა - თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო მეტი კითხვა აქვს ნიცას, მით უფრო მეტად უნდა სიმართლე იცოდეს და მეც, მით უფრო მიჭირს დავმალო, შევნიღბო და ისე წარვუდგინო.
ვიცი, ერთ დღეს, ყველაფერს თავიდან ბოლომდე მოყოლა მომიწევს. მაგრამ ახლა, ვერ ვეტყვი ბავშვს, რომ ადამიანს ვინც შორიდანაც კი ასე უყვარს, არ უნდოდა. ვერ ვეტყვი, რომ სწორედ მის არსებობამ განაპირობა ჩვენი დაშორება. ვერ ვეტყვი, რომ მისთვის წარმოუდგენლად დიდი პრობლემა იყო, რომელსაც თავი გაქცევით აარიდა.
- მისმინე ნიცა.. ყველა ერთნაირი ადამიანი არ არის. აი მაგალითად, შენ სკოლაში ყველასთან არ მეგობრობ
- ბარბარეზე თუ ამბობ, მას თვითონ არ უნდა მეგობრები ვიყოთ. ბაღშიც არ მეთამაშებოდა.
- ვიცი, ვიცი საყვარელო. მეც ამას ვამბობ.. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენთან ყოფნა არ უნდათ. ურჩევნიათ სხვაგან წავიდნონ, რადგან თავს, იქ უფრო ბედნიერად იგრძნობენ. ჩვენ, კი როცა ვიცით რომ ისინი იქ უფრო კარგად იქნებიან, მას დარჩენას არ ვაიძულებთ.. ისევე, როგორც შენ არ აიძულებ ბარბარეს შენთან თამაშს..
- ანუ, მამას ჩვენს გარეშე ურჩევნია? როგორც ბარბარეს..
- მე გითხარი, რომ ყველა ერთნარი არ არის. შეიძლება, ჩვენ არ მოგვწონს მათი საქციელი, მაგრამ ისინი არ თვლიან, რომ ცუდად იქცევიან. თუმცა.. რაც არ უნდა იყოს, ყველა ქმედებას, თავის მიზეზი აქვს.
- ვიცი. ბარბარეს, ბაღში თოჯინები არ უყვარდა, ამიტომაც არ ვთამაშობდით ერთად..
ოდნავ ვუქნევ თავს.
- მაგრამ თოჯინები სხვას უყვარს, ამიტომ შენც იმ სხვასთან თამაშობდი..- კარგი, ავდგეთ, თორემ თიკო დეიდა გაბრაზდება.
სწრაფად ვდგები საწოლიდან და კარადის მიმართულებით მივდივარ.
- დედა..
- გისმენ.
უკვე წამომჯდარი ნიცა, სწრაფად დგება საწოლიდან, ჩემთან მორბის და წინ მიდგება. ვატყობ, რაღაც ისეთის თქმას აპირებს, რისაც ეშინია. მზერა იატაკზე გადააქვს და თითქმის ჩურჩულით ამბობს:
- მამას, ჩვენ არ ვუყვარვართ?
ვხვდები, რომ ამ შედარებით ზედმეტი მომივიდა. ნიცა უკვე დიდია და მშვენივრად ხვდება, ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ვცდილობ, ზოგადად ვისაუბრო მასზე, მით უფრო მეტად უნდა, კონკრეტულად გაიგოს.
მეშინია.. მეშინია, რომ რეალური პასუხით, გულს ვატკენ - მაგრამ არც ის მინდა, რომ მანაც ჩემსავით ტყუილში იცხოვროს, ფუჭი იმედები ჰქონდეს, ოცნების კოშკები ააგოს და მერე, ყველაფერი ერთბაშად ჩამოენგრეს თავზე.
- ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, კარგი?
- მაგრამ მე მინდა, რომ ვიცოდე.
- მოდი შევთანხმდეთ.. მე შენ ყველაფერს გეტყვი, მაგრამ მაშინ, როცა ამის დრო მოვა, კარგი?
თავს ოდნავ მიქნევს. ვატყობ, სწყინს რომ ვუმალავ - თუმცა არ იმჩნევს.
ჭკვიანია, იცის საჭირო რომ არ იყოს, არ გადავდებდით ამ საუბარს. ნელი ნაბიჯებით მიდის კარისკენ და გასვლის წინ, კიდევ ერთხელ აპარებს თვალს ჩემსკენ. ოდნავ ვუღიმი, საპასუხოდ ისიც იმავეს აკეთებს. კარს აღებს და ოთახიდან უჩინარდება..

***
როგორც ყოველთვის, თავში ახლაც უამრავი არეული აზრი მაქვს.
თითქოს ყველა მოგონებამ, ერთად შემომიტია და თითოეული მათგანი სათითაოდ ცდილობს, ბევრი მაფიქროს. არასდროს, ცხოვრებაში ისე არაფერი მდომებია, როგორც წარსულის დავიწყება. განსაკუთრებით კი იმის წაშლა, რამაც ვერაფრით დაასრულა - ჩემი შიგნიდან ღრღნა. ყოველთვის ვცდილობ, არ გავიხსენო, არ ვიფიქრო. მაგრამ ჯიუტად, ყველა თემა მასთან მიდის. ეს კი, ავტომატურად ნიშნავს, მთელი დღის მოწამვლას. ღრმად ვოხრავ და გასასვლელში მყოფ, კედელზე დაკიდულ სარკეში, დაჟინებით ვუყურებ საკუთარ თავს. ნუთუ ეს, მართლა მე ვარ? რატომღაც საშინლად მიჭირს დავიჯერო ის, რომ ამდენი რამის შემდეგ, კიდევ შემიძლია ფეხზე დგონა.
ნეტავ ვინმე, ოდესმე საკუთარი თავისაგან გაქცევის მეთოდს გამოიგონებდეს. ქედს მოვიხრი, მის წინაშე.

- ელენე, გადიხარ? - მოულოდნელად მესმის თიკოს ხმა და ინსტიქტურად ვკრთები. სარკეს თვალს ვაშორებ, მაქსიმალურად ვცდილობ სახიდან ყველა ემოციის გაქრობას და ოდნავ ვიღიმი.
- ჰო, სამსახურში უნდა წავიდე..
- უი, დღეს ხომ შაბათია.. მეგონა, რომ ისვენებდი- ოდნავ უფართოვდება თვალები და უფრო მიახლოვდება.
- ნეტავ მართლა მასე იყოს.. რომ წარმოვიდგენ, რამხელა ლექციას წამიკითხავს დალი, გუშინდელი გაუფრთხილებლად გადაცვლილი სმენისთვის - უკვე ვიღლები.
- ღმერთო დიდებულო..-ღრმად ოხრავს- და ნიცა?
- ვერ მიხედავ?- ფრთხილად ვაპარებ. უკვე ძალიან ხშირად ემთხვევა ისე, რომ შაბათ-კვირასაც მიწევს გასვლა.
თიკოც მეცოდება. ძალიან მინდა, რამით დავეხმარო. საქმე შევუმსუბუქო - თუმცა ამის ნაცვლად, ყოველთვის ისე ხდება, რომ ზედ ვუმატებ.
- მე კი მივხედავ ენე, მაგრამ ბავშვს შენთან უნდა. 24 საათი გასული ხარ. ხან იქ, ხან აქ..
- ჰო, მესმის.. მაგრამ მე რა, მინდა რომ ასე იყოს? უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. არ გვაქვს.. ისედაც ტვირთად გაწევართ..
- სისულელეს ნუ ამბობ. ათასჯერ გითხარი, რომ ასე არაა.
- ვიცი, თიკო. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ.. ვერ დავუშვებ, ნიცას რამე მოაკლდეს. დედაჩემის სალაპარაკო, ცხოვრებაში აღარ გავხდები. -ერთი წუთით, ბრაზი მიღრმავდება და სხეულს, ცეცხლის ალივით ედება- კარგი.. რატომ ვიხსენებ ახლა ამას..- სასწრაფოდ მივდივარ კართან და ფეხსაცმელებს ვიღებ.
- გესაუზმა მაინც.. -წინ, ისევ შეწუხებული სახით მიდგება.
- არ მინდა, გზაში შევჭამ რამეს.
- დარწმუნებული ხარ? ბოლოს ასე რომ მითხარი..
- თიკო, გთხოვ, ახლა ამის დროა? -მეორე ფეხსაცმლის ელვასაც ვკრავ და სწრაფად ვდგები - შენ გყავს ხო მოსწავლეები დღეს?
- ჰო, 2 მარტო. არ იღელვო, ნიცასაც ვამეცადინებ..
- ოქრო ხარ. რამეშველებოდა შენს გარეშე.. -ჩანთას ვიღებ, სწრაფად ვეხვევი და კარს ვაღებ
- ელენე..
- ჰო..
- მასთანაც უნდა შეიარო?
ვჩერდეი, თუმცა ჩემგან დამოუკიდებლად. შეგნებულად ვარიდებდი, ამაზე ფიქრს თავს. ვიცი, ის უარი, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა გავაჟღერო, მატკენს. მართლა ძალიან მინდა, პასუხი დადებითი რომ იყოს. თუმცა სამსახურში რომ დავაგვიანო, დალი მესამე მსოფლიო ომს მომიწყობს. (თუ უკვე არ გეგმავს, რომ მომიწყოს) მუშაობის პერიოდში გამოსვლა კი, ფაქტობრივად შეუძლებელია.
- ენე..
- არვიცი. არვიცი, თიკო. არაფერი არ ვიცი.. ჩემი თავიც აღარ ვიცი.. - ღრმად ვსუნთქავ, კიდევ ერთხელ ვიკრებ ძალას და ვცდილობ, მხოლოდ სამსახურზე მოვახდინო კონცენტრაცია. ნაწილობრივ გამომდის. კვლავ ვაღებ კარს და ჩემი მოჩვენებითი ბედნიერება გარეთ გამომაქვს.
'და მაინც.. რა იქნებოდა ცხოვრება თამაშის გარეშე..?'
*
არვიცი რატომ, მაგრამ რაღაც გრძნობებმა სამუდამოდ დამტოვა.
ნაწილი კი ისე გაქრა, რომ მისი შეგრძნება ვერც კი მოვასწარი.
მუდამ მენატრებოდა რაღაც.. მუდამ მაკლდა, მუდამ მინდოდა დამებრუნებინა..
ალბათ სწორედ ამიტომ მქონდა სურვილი, ცხოვრება 'თამაშისთვის' მიმეძღვნა. მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მკაცრად ჩამაგონეს ამაზე ოცნება არ გაბედო - აქედანვე იცოდე, ეგ პროფესიად არ გამოგადგებაო.
ბავშვი, მაინც ბავშვია. მე არ შემეძლო ამეღწერა, მათ კი უთქმელად გაგება.
ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტად ბევრს ვითხოვდი მათგან. ბოლოს და ბოლოს, ყველას არ შესწევს ძალა ასე უბრალოდ, შემოგხედოს და მიხვდეს რას ფიქრობ, რა გჭირდება..
მეშინოდა. მძულდა. ვიღიმოდი. ვტიროდი. ეს ყველაფერი, წლების განმავლობაში ჩემს შიგნიდან ხდებოდა. მე ვთამაშობდი.. სულ ვთამაშობდი. ისინი კი ვერ ხვდებოდნენ. ვერავინ ხვდებოდა..
მე არასოდეს ვიყავი ელენე. მთელი ცხოვრება ვცდილობდი, ელენეს როლი მომერგო. რეალურად კი გოგონა, ყიფიანების ერთადერთი ქალიშვილი - არასდროს ვყოფილვარ. მე არ მაბედნიერებდა ის, რაც ალბათ სხვას გააბედნიერებდა. მე მხოლოდ ის მსურდა, ჩემთვის გაეგოთ.
ვინმეს მოესმინა. ოღონდ ისე, რომ მე ხმა არ ამომეღო.
ეს გოგო, ნამდვილად გიჟიაო, ალბათ ფიქრობ, არა?
არვიცი, შესაძლოა მართალიც იყო და გავგიჟდი. გამაგიჟა იმ ფიქრებმა, იმ განცდებმა, რომელიც ვეღარაფრით ეტევა ჩემში. დიდი ხანია, შინაგანად ვყვირი და გარეგნულად არაფერი მემჩნევა - თუმცა ახლა, სხეულის ყველა ნაწილი სათითაოდ მიცხადებს ომს და ყველაფრის გამოხატვას განუწყვეტლივ ლამობს.
ვაღიარებ, ადრეც იყო რაღაც მსგავსი. როცა პიკს მივაღწიე, როცა ვეღარ ვუძლებდი. მაგრამ მაშინ.. მაშინ სანდრო იყო. ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოჭრილი იმედის სხივი, რომელთან ერთადაც თავიდან დავიბადე.
უცნაურია. ახლა, ყოველი მასთან ერთად გატარებული მომენტის გახსენება ზიზღს მგვრის, მაშინ კი ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
ზუსტად ეს არის ცხოვრება. ერთ თავისუფალ ამოსუნთქვას - ყოველთვის თან სდევს მეორე, რომელიც არავინ იცის, როგორი იქნება.
დანიშნულების ადგილამდე ისე მივდივარ, ვერც კი ვგებულობ. ბევრი რამ შეუძლია ფიქრებს. ამიტომ უნდა იყო ყოველთვის ფრთხილად და ზედმეტად არ მიენდო.
ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ვოხრავ. იმის წარმოდგენაც კი არ არის ადვილი, შიგნით რა მელის და რეალობა რა იქნება, ეგ თავად განსაჯეთ.
სწრაფად ვკვეთ ზებრას და ქუჩაზე მყოფ, ერთადერთ უზარმაზარი აფთიაქში შევდივარ. თავის დაკვრით ვესალმები გოგონებს. რიგში მყოფ, უამრავ ადამიანს შორის ფრთხილად ვძვრები და სწრაფად ვაღებ, ამჯერად პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახის კარს.
შიგნით არავინ არის. ჩანთას და ქურთუკს მაშინვე გვერდით ვდებ, ხალათს ვიცვამ, სარკეში ბეიჯს ვისწორებ და დალიც მადგება თავზე.
- ოო, ქალბატონო ელენე. გვიკადრე?
ამ ქალის ირონია მკლავს. ვიცი, დამნაშავე ვარ, ამას ვაღიარებ - მაგრამ ნუთუ აუცილებელია, ერთ საათიანი ლექცია წამიკითხოს?
- ქალბატონო დალი - მისკენ ვტრიალდები, ოდნავ ვუღიმი და მაქსიმალურად ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო - პირველ რიგში გამარჯობა. ბოდიში უნდა მოგიხადოთ იმის გამო, რომ გუშინ არ მოვედი. თუმცა, ამისთვის მიზეზი ნამდვილად მქონდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ მე და მარიამი სმენებს თუ გავცვლიდით, პრობლემა არ იქნებოდა. დახმარება ვთხოვე და მანაც უარი არ მითხრა, ახლა, მე ვიმუშავებ მის მაგივრად.
- მაგარია, ყოჩაღ - თავს მიკრავს და ოდნავ იცინის - უფროსივით გაანაწილე ყველაფერი. დალი ვინ არის, რამე რომ უთხრა და გააფრთხილო, არა? ძაღლად მაინც ჩაგეგდე, სირცხვილია ბოლოს და ბოლოს ამხელა ქალი ხარ.
- და რომ მეთქვა, გამიშვებდით? მშვენივრად იცით, რომ ასე არ იქნებოდა. მე კი გუშინ, მართლა არ შემეძლო მუშაობა და რომ გავიგე, რომ არც თქვენ იყავით აქ..
- მე? - მაშინვე თვალებს მიქაჩავს - მე მადარებ შენს თავს? დილიდან საღამომდე, ვირივით ვმუშაობ, არიქა და დროულად ვუზრუნველყო და შევავსო მედიკამენტების მარაგი - მეთქი, მე მედრები?
ეს ჯანდაბა მონაცემებიც, მაინც და მაინც გუშინ ვერ ავსახე პროგრამულად. სად აღარ ვიარე, ვის აღარ დავურეკე.
შენ კი იმის ნაცვლად, რამით დამხმარებოდი, ეს შემთხვევა შენს სასიკეთოდ გამოიყენე, არა?
- და მე როგორ უნდა დაგხმარებოდით, ქალბატონო დალი.. -უფრო ჩემთვის ვამბობ და მზერას ვარიდებ.
- მოსულიყავი. მოსულიყავი, შვილო. ეგ არის, შენი დახმარება. თქვენი, ყველას დახმარება. დაიმედებული გავიდე აქედან, როცა გავალ და მუდმივად იმის შიში არ მქონდეს, რომ აქ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდება.
ერთი ძალიან მაინტერესებს, მარიამს რომ უარი ეთქვა სმენის გაცვლაზე, მერე რას აკეთებდი.
- მაგრამ ასე არ მომხდარა..
- რომ მომხდარიყო? იცი, რომ ამის გამო საყვედურს მივიღებ. მე რა, ნაკლები პრობლემები მაქვს თქვენი მხრიდანაც რომ არ დამემატოს?
- დიახ, მესმის, მართალი ხართ ყველაფერში. - უკვე ძალიან დავიღალე ამ დაუმთავრებელი ლაპარაკით, თითქოს რამის შეცვლა შეეძლოს. საინტერესოა, თვითონ რატომ ვერ ხვდება, რომ საქმეს ახლაც ვცდები. ან არა, ხვდება და ი'კიდებს, იმიტომ, რომ ახლა შეიძლება. ახლა ხომ ელენე უნდა გაილანღოს და როცა ელენე ილანძღება, ყველაფერი შეიძლება.
- მომისმინე ელენე. ძალიან დავიღალე იმით, რომ მუდამ ყველაფერს გითმენ. ეს არც პირველია და დარწმუნებული ვარ, არც უკანასკნელი იქნება. მესმის, სამსახური გჭირდება. შენი მდგომარეობაც ვიცი, მაგრამ მე რომ ამას ვითვალისწინებ, გთხოვ შენც გაითვალისწინე ჩემი. მემგონი, აქ საწყენი არაფერია. თავზე, მუდამ ხელის გადასმა ყველას აფუჭებს. ახლა კიდევ გაასწორე სახე და ისე გადი ხალხთან.
- აღარ განმეორდება. წარმატებულ დღეს გისურვებთ -ოდნავ ვუკრავ თავს და გვერდს ვუვლი.
ვგრძნობ, როგორ მგლეჯს ემოციები შიგნიდან, თუმცა ყველანაირად ვცდილობ გარეგნულად არაფერი შემეტყოს. მიუხედავად იმისა, რომ დალი ნაწილობრივ მართალია, რავქნა მაინც ვერ ვამტყუნებ საკუთარ თავს. განა მე ის ადამიანი ვარ, ვისაც შეეძლო და არ გააკეთა? ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან, როცა ვიღაცას, ჩემი გასაკეთებელის გაკეთებას ვთხოვ.
ახლა რომ მეუბნება, მე შენი მესმის და შენც უნდა გესმოდეს ჩემიო. ეგ რა, პირიქით არ არის? მე ყოველთვის ვცდილობ, მას გავუგო, შევეწყო, კარგი თუ არა, ნორმალური ურთიერთობა დავამყარო მასთან. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რატომაც არ შევატყობინე გუშინ. დიახ, არ შევატყობინე ზუსტად იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია მან სწორად გაიგოს. ისევ იმისთვის, რომ ურთიერთობა არ გაგვფუჭებოდა. მას მარტო ჩემი კი არა, არასდროს არავისი ესმის. რამოხდა, მარიამმა ჩემს მაგივრად იმუშავა, მე კი მარიამის მაგივრად ვიმუშავებ. რა შავდება ამით ისეთი, ქვეყანას რომ აქცევს? ვიფიქრე, თუ ზედმეტ ხმაურს არ გამოიწვევდა, ასე ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. თუმცა რა.. ზუსტად ვიცი, რამდენიც არ უნდა ვამტკიცო, მაინც ფიქრობს რომ სერიოზული მიზეზი არ მქონია და უბრალოდ მისი არ ყოფნით ვისარგებლე. არადა, ასე ხომ არ ყოფილა. ღმერთო ჩემო..
- პრივეტ, ელ - მოულოდნელად მიახლოვდება უკნიდან მაკა და ჩემი ფიქრებიც წამში ქრება. ხელში, რამდენიმე მედიკამენტი უჭირავს, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ საწყობიდან მოდის.
- სალამი. ეს რა არის? -თვალით ვანიშნებ წამლებზე.
- ანაფრალინი ქალო, ძლივს ვიპოვე. ლამის ერთი საათია, დაბლა ვარ - ღრმად ოხრავს და შეწუხებული სახით მივლის გვერდს.
ოდნავ მეღიმება. აი მე მაგალითად, ამხელა მოთმინება, ნამდვილად არ მაქვს. ერთი საათი კი არა, ხუთ წუთზე მეტ ხანს რომ მიგრძელდება მედიკამენტის მოძებნა, უკვე სუნთქვა მიჭირს, სახეზე ვწითლდები და გაგიჟებული გამოვდივარ - ხოლმე. მერე და როგორი ძნელია, ამ დროს ისევ მშვიდად გააგრძელო მუშაობა, ვერ წარმოიდგენთ.
მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს, გაშლილ თმას წამში ვიკრავ და ხალხთან გავდივარ. რიგში, ისევ უამრავი ადამიანია. სწრაფად მივდივარ, კუთხეში მყოფ კომპიუტერთან და წინ არსებულ აბრას 'მიმართეთ თავისუფალ კონსულტანტს' ვიღებ. მაშინვე მოემართება ჩემსკენ დაბალი, შუა ხნის ქალი და რეცეპტს მაწვდის.
მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს, მედიკამენტთა დასახელება კომპიუტერში შემყავს და როგორც კი ფასზე თანხმობას მეუბნება, მათ მოსატანად მივდივარ.
ახლა, ისევე როგორც ყოველი სამუშაო დღის დაწყებისთანავე, მგონია რომ არ დავიღლები - თუმცა მხოლოდ სამი წრის გაკეთება მყოფნის საწყობიდან აქამდე, უკვე ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. ყველაზე უარესი კი ამ დროს ის არის, რომ ერთი თავისუფალი ამოსუნთქვაც შეუძლებელია.

ხალხის ნაკადი, კვლავ არ წყდება.
ამ დროს ყოველთვის ერთი კითხვა მაწუხებს, ნუთუ, ყველა აფთიაქში ასეა?
- აუ, ელენე.. - ზუსტად მაშინ, როცა ვცდილობ ექიმის საშინელი კალიგრაფიიდან რაიმე დასკვნა გამოვიტანო, ყრუდ ჩამესმის საკუთარი სახელი.
- ჰო, ქეთ. - არც ვუყურებ, ისე ვპასუხებ.
- შეგიძლია ერთ წუთს მოხვიდე?
- მოვდივარ. - დანიშნულების ფურცელს გვერდით ვდებ და სწრაფად ვდგები - ბატონო, ახლავე დავბრუნდები.
თითქმის სირბილით მივდივარ ქეთისთან. მის წინ მდგარ, ტელეფონში თავჩარგულ ადამიანს ნორმალურად არც ვუყურებ და პირდაპირ კომპიუტერზე გადამაქვს მზერა.
- არიფამს ვერ ვნახულობ ბაზაში. არ გვაქვს?
- გადავამოწმებ, შენ იმ ბატონთან მიდი-სწრაფად ვანიშნებ თვალით იმ ადამიანისკენ, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ვუთხარი, მალე დავბრუნდები - თქო და როგორც კი სავარძლიდან დგება, მაშინვე მის ადგილს ვიკავებ.
- ელენე? -მოულოდნელად სწევს ტელეფონიდან თავს მამაკაცი და როგორც კი სახელით მომმართავს, მომენტალურად, მასზე გადამაქვს მზერა.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვერ ვცნობ. ჩემი დაბნეული გამომეტყველების შემხედვარე, ამას წამში ხვდება და მზის სათვალეს იხსნის.
- წეღანაც შენ იყავი? ისეთი დაბნეული დავდივარ..
კიდევ თვითონ გამოუვიდა, ბოდიშის მოხდასავით. არადა, მან მაშინვე მიცნო. მე კი, ჯერ ბოლომდე ძლივს აღვიდგინე მეხსიერებაში ადამიანი, რომელიც ბოლოს, 5 წლის წინ ვნახე. არვიცი, არასოდეს მჯეროდა იმის, რომ ადამიანები, დროსთან ერთად ასე ძლიერ იცვლებიან - თუმცა ზურას შემთხვევაში, ეს ნამდვილად ასეა.
ასაკი შეტყობია, რაც მისი ჭაღარა შეპარული თმიდანაც ჩანს. სწორ კვებაზეც, კი როგორც ჩანს ხელი აიღო. მახსოვს, ადრე, ქალივით ყოველი ზედმეტი კილოგრამი აწუხებდა. შესვენებისას მუდამ წუწუნებდა, ჩემს წინ ნუ ჭამთო.
მაგრამ ახლა.. ისეა გასუქებული, პირადად რომ არ მენახა და უბრალოდ გამეგო, ვერაფრით დავიჯერებდი.
- არა, არა, ახლა მოვედი. -ნაძალადევად ვუღიმი და ისევ მონიტორზე გადამაქვს მზერა.
- გამეხარდა შენი ნახვა, როგორ ხარ..
- მადლობა, ბატონო ზურა. თქვენ როგორ ხართ?
- რავიცი, ვცდილობ კარგად ყოფნას.
- არიფამი, მხოლოდ 5მგ.-იანი გვაქვს. გნებავთ? -ისევ სამუშაოს ვუბრუნდები და მაქსიმალურად ვცდილობ, სხვა არაფერზე წამოიწყოს საუბარი.
- არა, 1.5-იანს ვსვამ - შუბლზე ჩაფიქრებული ისვამს ხელს. მერე, წამიერად უნათდება სახე და ტელეფონს მიწვდის.
- აბა, ესეც ნახე.
ფოტოზე არსებული მედიკამენტის დასახელება, კომპიუტერში შემყავს და მოწყობილობას, უკან ვუბრუნებ.
- უროლესანი 25მლ. 12 ლარი და 20 თეთრია გადასახდელი. გნებავთ?
თავს ოდნავ მიქნევს და მეც მაშინვე ვდგები. მესამე თაროზე არსებულ მედიკამენტებს შორის, იმაზე მალე ვპოულობ, ვიდრე მეგონა. სწრაფად ვბრუნდები მაგიდასთან და პარკში ვდებ.
- ჩვენი ბარათი ხომ არ გაქვთ?
- აიღე. - სწრაფად მაწვდის.
მაშინვე ვართმევ. მასაც ვატარებ, პარკთან ერთად ვაწვდი და კიდევ ერთხელ ვუღიმი ნაძალადევად.
ვატყობ, გაბრუნებას ნამდვილად არ ჩქარობს. დაჟინებით მაცქერდება თვალებში და მერე, ამის გადასაფარად ვითომდა პარკში არსებულ წამალზე გადააქვს მზერა. ზედმეტად კარგად ვიცნობ იმისთვის, რომ მომატყუოს. ადრე, ჩვეულებრივ ასე მაშინ იქცეოდა, როცა რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ წყვეტდა, სწორი იყო თუ არა.
- ელენე..
- დიახ
- შეგიძლია, ორი წუთით რომ გამოხვიდე გარეთ? - მიზანში მოვარტყი. ვიცოდი, ვიცოდი რაღაცის თქმა რომ უნდოდა.
- უარის თქმა არ მინდა, ბატონო ზურა. მაგრამ ამის უფლება არ მაქვს..
- ორი წუთი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ნაცნობობის ხათრით..
ღრმად ვსუნთქავ და საქმეში გართულ გოგონებს, წამიერად ვავლებ თვალს.
თვითონაც არ ვიცი, რა მინდა. მაგრამ ალბათ, რომ არ გავიდე, მერე იმ ინტერესს კარგა ხანს ვერ ვძლევ, ნეტავ რა იქნებოდა, რომ გავსულიყავი - მეთქი.
- კარგი მაშინ.. - სწრაფად ვდგები და ვხედავ, როგორ უნათდება სახე.
- დეა, 2 წუთში მოვალ. მიხედე რა.. - მუდარით სავსე მზერას ვანათებ, გვერდით მჯდომს.
- კი, ელ.. მიდი.
მაგიდიდან ტელეფონს ვიღებ და გარეთ, თითქმის სირბილით გავდივარ. ზურა კართან მხვდება და ამჯერად, უფრო წრფელი ღიმილი აქვს სახეზე.
- მადლობა, რომ უარი არ მითხარი.
- სწრაფად მითხარით, ბატონო ზურა. ძალიან მეჩქარება.
თავს მიქნევს და ჩაფიქრებული ისვამს შუბლზე ხელს.
- სიმართლე გითხრა არვიცი, შენთვის ამის თქმა რამდენად სწორია.
მაგრამ არ ვთვლი, რომ შენი ადგილი აქ არის ელენე. იმ ნიჭს, რომელიც გაქვს.. აქ, არ უნდა ფლანგავდე.
- ბატონო ზურა.. - მომაბეზრებლად ვატრიალებ თვალებს. მართლა მეგონა, რომ რამე სხვას მეტყოდა.
- მისმინე, რა გითხრა. მე და ნატო იმ სცენარზე მუშაობას ვიწყებთ, შენ რომ ჩამოაგდე 5 წლის წინ იდეა, ნატომ კი წერა დაიწყო.
- რა?
- მაშინ, შეუძლებლად ვთვლიდი. გახსოვს, გახსოვს. შეუძლებელია, არ გახსოვდეს.
გონებას მაქსიმალურად ვძაბავ და ფიქრს ვიწყებ. რომელი იდეა, რა იდეა.
- გინდოდა, რომ მთავარ პერსონაჟს ცისია რქმეოდა. ტვინი გაუბურღე ნატოს მაშინ, როგორ არ გახსოვს გოგო! - მოთმინება დაკარგული ზურა ხელებს შლის. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ რამეს გააკეთებს ოღონდ გამახსენოს - თუმცა საჭირო ნამდვილად აღარაა. ცისია, უკვე ყველაფერის მთქმელი იყო.
- დიახ, გამახსენდა.
- მშვენიერია, მშვენიერი. ხოდა მისმინე ახლა.. იქნებ გეყოს, ამდენ ხნიანი პაუზა. დაბრუნდი ჩვენთან, ისევ ძველებურად ვიყოთ. რა გინდა ამ აფთიაქში, რომელი კარგი სამუშაო ეს ნახე.
- ბატონო ზურა..
- მე მთავარი პერსონაჟის ადგილას, შენს გარდა ვერავინ წარმომიდგენია. იდეა შენი იყო, შენ დააწყებინე მაშინ ნატოს წერა და თუ კი ვინმე იყოს ცისია, ეს შენ ხარ.
- ვაფასებ იმას, რომ საჭიროდ ჩათვალეთ ჩემთვის გეთქვათ. თუმცა მე მაშინაც გითხარით, რომ არ დავბრუნდები. ყველაფერი მორჩა, იმ ლამაზი სიზმარივით, რომელიც ვეღარ დაბრუნდება.
- მესმის, ელენე. შენი ძალიან კარგად მესმის. ჩვეულებრივ სიტუაციაში.. მართლა რაღაც ჩვეულებრივი, რიგითი სცენარი რომ იყოს, იცი, არ გთხოვდი. მაგრამ ეს, ყველაფერი თავიდან ბოლომდე შენ გეკუთვნის. იდეა, სცენარი, განვითარება.. ყოველივე შენს გონებაში გაჩნდა პირველად. შენ, მხოლოდ მსახიობი არ ხარ. შენში, ყოველთვის ბევრად მეტი იყო და ჯერ კიდევ არის, დარწმუნებული ვარ.
- ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, თუ ყველაფერს გადაღებულს ვიხილავ. მერწმუნეთ, ესეც გამაბედნიერებს.
ღრმად სუნთქავს.
- ელენე.. გთხოვ, ნუ მანანებინებ იმას, რომ მაშინვე არ აღვიქვი სერიოზულად. თქვენი რიგითი ხუმრობა რომ მეგონა, რომელი არ აკეთებდით ხოლმე.. შესაძლებლობა მომეცი, პროექტი შენთან ერთად გავაცოცხლო.
- ბატონო ზურა, გთხოვთ, არ გინდათ..
- ნებისმიერ თანხას გადაგიხდი.
- საქმე, ფულში არ არის. ძალიანაც რომ მინდოდეს, მე ვეღარ ვიქნები ის ელენე, რომელიც ადრე ვიყავი. თქვენ, ეს ძალიან კარგად იცით.
სიჩუმე. ოდნავ აქნევს თავს ზურა. თითქოს, მოსმენილის გაანალიზებას ცდილობსო.
- მაინც იფიქრე.. ახლავე უარს ნუ მეტყვი.
- საფიქრალი, არაფერია. - ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან.
- კარგი.. მაგრამ მაინც იცოდე, მე ისევ იგივე ნომერი მაქვს. - ქურთუკის ჯიბიდან სათვალეს იღებს. კიდევ ერთხელ, ჩაფიქრებული მზერით მიყურებს და როგორც კი ხვდება, რომ არაფრის თქმას აღარ ვაპირებ, თავადაც იხევს უკან.
დამშვიდობების ნიშნად, ოდნავ ვუქნევ თავს და უთქმელად ვტოვებ მარტო.

***
ცხოვრებაში, თუკი ოდესმე ყველაზე დამღლელი დღე მქონია - ალბათ დღევანდელმა ბოდიში უნდა მოუხადოს, პირველობის ჩამორთმევისთვის.
ლიფტსაც, მაინც და მაინც ახლა მოუნდა გაფუჭება. ბედია არ გინდაო, ნათქვამი რომ არის.
ნერვებმოშლილი ავდივარ უკვე ბოლო საფეხურზე და კართან მისული, უღონოდ ვეყრდნობი კედელს.
'ღმერთო, საიდან უნდა მოვიტანო ამდენი ენერგია, რომ ხვალისთვისაც მეყოს და მერე კიდევ ზეგისთვისაც - მართლა ძალიან მაინტერესებს.
ჩანთაში, გასაღებს ძლივს ვპოულობ და ფრთხილად ვაღებ კარს. ნამდვილად არ მინდა, ხმაური გამოვიწვიო და ფეხაკრებით მივდივარ ოთახისკენ. კარს ვაღებ და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა შევიდე, სამზარეულოდან ტირილის ხმა მესმის. დენდარტყმულივით ვტრილადები, ჩანთას სადღაც ჯანდაბაში ვისვრი და მთელი შერჩენილი ძალით გავრბივარ.
ბოლო წუთამდე ვფიქრობ, რომ იქ ნიცა დამხვდება - თუმცა შიგნით შესვლა, მაცივართან ჩაკეცილი თიკოს დანახვა და ჩემი შოკში ჩავარდნა ერთია.
სინათლეს მექანიკურად ვანთებ და ისიც წამში კრთება.
- თი.. -წამში ვიმუხლები მის გვერდით.
- ენე, როდის მოხვედი ვერ გავიგე.. -ყველანაირად ცდილობს, ცრემლები დამალოს და მზერას მარიდებს.
- რამოხდა, რა გატირებს.
- ვინ ტირის.. მე არ ვტირი. - სწრაფად ისმევს თვალებზე ხელს.
- თიკო! - უნებურად ვუწევ ტონს.
- არაფერი, ელენე. მოგონებებმა შემომიტია..
- შემომხედე.
მაშინვე ასრულებს.
- ეგ არ არის მოგონებების ცრემლები. მითხარი, რა მოხდა.. იქნებ, დახმარება შემიძლია.
- დახმარება არავის შეუძლია.. -ისევ უვარდება ტირილი და თავს ხელებში რგავს.
- თიკო, მაშინებ უკვე! ხმა ამოიღე, რამოხდა..
ხელებს სახიდან იშორებს და ღრმად სუნთქავს. არც კი მახსოვს, ბოლოს ასეთ მდგომარეობაში როდის ვნახე. ცრემლები, მისთვის ყოველთვის პიკი იყო.
- დღეს, თაზო იყო მოსული.
- ვინ? - წამიერად ვიბნევი.
- ბინის მეპატრონე. მითხრა, რომ პრობლემები აქვს და ვეღარ დაგვაცდის.. ან ფული, ან..გაგვაგდებს, ელენე.. ამ ყინვაში, გარეთ გაგვაგდებს, რა უნდა ვქნათ..
- ეს როგორ..-შოკში ვვარდები.
მაგრამ
შენ ხომ მითხარი, რომ გადაუხადე, რას მეუბნები..
- არა..-მოულოდნელად მაწყვეტინებს და უკანასკნელად ჩამოგორებულ ცრემლს იწმენდს სახიდან- ვერა! ვერ გადავუხადე,. არ მინდოდა გენერვიულა და აღარ გითხარი. დაგროვდა.. გეფიცები, მართლა მინდოდა მიმეცა, მაგრამ არ მაქვს.. ყველაფერს ბანკი მაჭრის.
- რატომ არ მითხარი?
- და რომ მეთქვა, რა შეიცვლებოდა. შენი ხელფასი რა, ბანკში არ მიდის?
- რამეს მოვიფიქრებდი.. არ ვიცი, კიდევ ვიპოვიდი სამსახურს
- კარგი რა, ელენე. რა სამსახური უნდა იპოვო ისეთი.. ან შენ, ან მე.. რომ ამ დაუსრულებელი ჭაობიდან ამოვიდეთ.-ღრმად ოხრავს - მამაჩემის ვალები, მთელი ცხოვრება არ დამთავრდება. კაზინ'ო და ჯანდაბა არ არის დარჩენილი საქართველოში სადაც ეგ არ ეგდო!
- დამშვიდდი..
- როგორ დავმშვიდდე! როგორ.. დედაჩემი, სადღაც გადაკარგულში მთელი დღე მუხლჩაუხრელათ რა სიკვდილისთვის მუშაობს იქ!
- თიკო..
- ყელში ამომივიდა! ყელში ამომივიდა, გესმის? - სწრაფად დგება ფეხზე- გული /მერევა უკვე ასეთ ცხოვრებაზე!
- ყველაფერი მოგვარდება, გთხოვ, უბრალოდ შეეცადე დაწყნარდე. - მეც ვდგები და მასთან მივდივარ. გულწრფელად მესმის, მისი ემოციები. ძალიან მინდა, რამით დავეხმარო, გამოსავალი ვიპოვო - თუმცა გონებაში სრული ქაოსია. აზრებს ვერ ვალაგებ, ფიქრს ვერ ვიწყებ და უბრალოდ უაზროდ ვატრიალებ თვალებს.
- შენ რა ქენი, იყავი საავადმყოფოში? -მოულოდნელად გადააქვს თემა და სამზარეულოს მაგიდას ეყრდნობა.
წამიერად ვიბნევი, თუმცა მალევე ვხვდები რასაც გულისხმობს და საშინელი დანაშაულის გრძნობა მაწვება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავს დავპირდი, მივიდოდი - ვერ შევძელი.
- არა.. კი არადა, ვერა. 12ზე დავამთავრე სმენა, ვინ შემიშვებდა..
- აჰ -შეწუხებული ისვამს შუბლზე ხელს- მეგონა, დილით მოახერხებდი.
- მინდოდა, მაგრამ დალის ამბავი ხომ იცი. ჯერ ისიც ვერ მოუნელებია, უკითხავად, რომ გავცვალე სმენა. აღარ მინდოდა, კიდევ უფრო გამეღიზიანებინა.-ღრმად ვსუნთქავ- ხვალ უნდა მივიდე, აუცილებლად. წყალი აღარ გაუვა..
- ძალიან არ მინდა, გული დაგწყვიტო, მაგრამ აზრი აღარ აქვს.
წამში მეცვლება სახე და ვგრძნობ, როგორ ღვივდება იქ, სადღაც, შიშის მარცვალი.
- რას ნიშნავს, აზრი აღარ აქვს?
- გივის ველაპარაკე დღეს, მოსაკითხად დარეკა. მერე ლაპარაკში ახსენა, გამეხარდა, ელენეს მეგობარი რომ გაწერეს - ყველაფერი ცუდი შორს იყოსო..
- გაწერეს?-ოდნავ მიფართოვდება თვალები.
- მეც გამიკვირდა, ასე მალე როგორ - თქო. არ ვიცი, ჩემი თვალით ვნახე როგორ გადიოდა საავადმყოფოდანო.
- იქნებ, შეეშალა.. -ისევ, რაღაც არარსებულ იმედს ვებღაუჭები.
- არამგონია, გივის მახსოვრობა ამ მხრივ, ზედმეტადაც კია განვითარებული..-დანანებით აქნევს თავს- რა გითხრა, იმედი მქონდა, რომ ნახვა მოასწარი.
ღრმად ვოხრავ და უღონოდ ვეყრდნობი კედელს. ისევ იგივე განმეორდა.. ისევ დავკარგე, ოღონდ ამჯერად ჩემი ბრალია. ვერ გამოვიყენე შანსი, შემთხვევა - რომელიც შეიძლება ზუსტად ჩვენი შეხვედრისთვის მოხდა. უფრო მეტიც, უფლება მივეცი წასულიყო. ისევ წასულიყო და შესაძლოა, სამუდამოდაც კი.. ძლივს ვაგორებ გამომშრალ ყელში ნერწყვს და ვგრძნობ, როგორ მახრჩობს ემოციები.
მას დახმარება სჭირდებოდა.. ეს, მის თვალებში დავინახე. ჰო, მან ისიც კი არ აღიარა, რომ მიცნო. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მიცნო. ვიგრძენი, გავიგონე.. თქმა, არც იყო საჭირო.
ჩვენ, უცნობი - მაგრამ ამავდროულად ყველაზე ნაცნობნი ვართ, ერთმანეთისთვის..
***
მთელი ღამე, თვალი არ მომიხუჭავს. ალბათ, რომც მეცადა - მაინც არ გამომივიდოდა. უცნაურია. თითქოს, ჩემს ირგვლივ არსებულმა ყველა მიძინებულმა პრობლემამ ერთად იფეთქა და ახლა, მთელი ძალით ცდილობს იმ ჭაობში ჩამითრიოს, რომელიც ამდენ ხნიანმა 'მოუგვარებლობამ' და მათზე ფიქრის შეგნებულად თავის არიდებამ შექმნა.
ცალკე, გიორგია.. ჩემი 'უცნობი ნაცნობი', რომელიც უკვე მეორედ დავკარგე და რომელზე დარდიც, ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება..
ცალკე, ვალები.. ბანკი.. თიკო, რომელსაც როგორც არასდროს, ისე სჭირდება დახმარება.
და ზურა. შესაძლოა, სასაცილოც კია მისი აქ ხსენება, მაგრამ მართლაც ერთადერთი ნათელი სხივია ახლა.
ტყუილად არ არის ნათქვამი, ღმერთი განსაცდელს, ხსნასთან ერთად გიგზავნისო.
საშინლად არ მინდა, მის შემოთავაზებაზე ფიქრი - მაგრამ სხვაგვარად, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან შეიძლება 3 დღეში ამხელა თანხა მოვიტანო. ალბათ, ზურაც კი არ მომცემდა ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც უფროსი - მაგრამ ახლა, მხოლოდ ჩემი ზარიც კი საკმარისია. მხოლოდ ერთი თანხმობა, რომ 'ცისია' ვიქნები, უკვე ყველაფერს შეცვლის.
მაგრამ არა.. ნდომაზეც არ არის. აქამდეც ძალიან ბევრი რამ გამიკეთებია, ჩემი სურვილის გარეშე - ძალიან კარგად ვიცი, ეს რა გრძნობაც არის და არ ვამბობ, რომ ვერ გავუძლებ. აქ პრობლემა მარტო ის არის, რომ ვერ შევძლებ. ჰო, ვერ შევძლებ თამაშს ისე, რომ არ გამახსენდეს.. თვალწინ არ დამიდგეს და ის კადრები არ გაცოცხლდეს, რომელიც ჩემი გონების მიძინებული ბინადარი ისედაც არის.
სულ ერთია, ჩემს წინ ვინ იდგება - ვიცი, მე მაინც მას დავინახავ და ვერაფრით შევძლებ, თუნდაც 'მოჩვენებითი სიყვარულით' შევხედო.
"ცისია" კი, ასეთი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემს გონებაში არ არის.
ის, ყველა გრძნობისაგან თავისუფალი დაიბადა - გარდა სიყვარულისა. რომელიც იმდენად დიდი რაოდენობით აქვს, რომ საყვარელი ადამიანის, თავიდან შეყვარებაც კი შეძლო.
ამის შემდეგ, მე, რანაირად მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავაცოცხლო? რომ ვცადო და ისეთი არ გამოვიდეს.. მაყურებელი მას სხვაგვარად შეიცნობს, ისე არ შეიყვარებს - როგორც მე. ისე არ დააფასებს, როგორც საჭიროა..
ის ვერ მოიპოვებს იმ სიმპათიას, რაც ეკუთვნის და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მე გამოვიყენე - საკუთარი მიზნებისთვის. იმისთვის, რომ ამ საშინელი მდგომარეობისგან, თავი დამეღწია.
ვიცი, ვერ ვიცხოვრებ ამ დანაშაულის გრძნობით, რომელიც შესაძლოა სხვისთვის არც არაფერი იყოს. მაგრამ მე განსხვავებულად მტკივა, რადგან ცისია ჩემში დაიბადა, ჩემში გაცოცხლდა და ჩემი გონების ნაწილი, ჯერ კიდევ 5 წლის წინ გახდა.
და თუ ყველაფრის მიუხედავად, მე მის გაცოცხლებას მაინც შევეცდები, მაშინ ეს.. ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება საკუთარ თავთან, რომელიც დარტყმების გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის..

***
ავტობუსის გაჩერებას, ფიქრებში ღრმად ჩაძირული ვუახლოვდები.
გონებში არსებულ, უამრავ დეტალს შორის, რომელიც აწ. უკვე უსიამოვნო წარსულს უკავშირდება, აწმყო ვერაფრით პოულობს ადგილს და ტროტრუარზე არსებულ, პირველივე განათების ბოძს, შუბლით ვასკდები. წამიერად, თვალთ მიბნელდება და რა თქმა უნდა ტკივილი, რომელსაც გავრცელების ფართო არეალი აქვს, საკუთარ შესაძლებლობეს არც ახლა ღალატობს.
სწრაფად ვიდებ შუბლზე ხელს და ვცდილობ გარშემომყოფთ მზერა დავიჭირო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა, ჩემი მიმართულებით არც ყოფილა მომართული. ეს, ოდნავ მამშვიდებს. თუმცა, სულ ოდნავ. დაუჯერებელია, ვინმეს მაინც არ დაენახა ჩემი კრახით დასრულებული, გაჩერებამდე 'ნორმალურად' მისვლის მცდელობა.
ნერვებმოშლილი ვაგრძელებ გზას და იმის იმედით, რომ უარესი ვერაფერი მოხდება ვცდილობ გავიღიმო, თუმცა როგორც კი ჩემი მიმართულებით მომავალ ზუსტად იმ ადამიანს ვხედავ, რომლის დანახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა, ვხვდები რომ ეს მხოლოდ მცდელობად რჩება.
- ელენე, გამარჯობა. -ქუჩის გადმოკვეთისთანავე, ხელის აწევითაც მესალმება.
- გამარჯობა, თაზო. - თვალს ძლივს ვუსწორებ.
- როგორ ხარ?
- რავიცი, შენ?
ოდნავ აქნევს თავს და მერე ღრმად სუნთქავს. სინამდვილეში, ძალიან კარგად ვიცი რის თქმასაც აპირებს, მაგრამ შეგნებულად ვაცდი- მოკლედ.. დამიჯერე არ მინდა, უხეშად გამოვიდეს, მაგრამ ფული მჭირდება ელენე.. გუშინ თქვენთან ვიყავი. თიკოსაც ვესაუბრე. რთულ დროში მოგვიწია ცხოვრება. მეც რთულ მდგომარეობაში ვარ. ჩემი შემოსავლის წყარო, ნაწილობრივ ეს ბინაა. გაცდით.. გაცდიდით, უფრო სწორად, მაგრამ ასე ვეღარ გაგრძელდება. დაგროვდა. მე კი ეს ფული, მჭირდება ელენე. მართლა ძალიან მჭირდება.
- მესმის..
- ღვთის წინაშე, ხომ იცი თქვენი ასე გამოგდება არ მინდა. ამდენი ხნის განმავლობაში, გაგებით ვუდგებოდი თიკოს თხოვნას. არ შემიწუხებიხართ. რა ვქნა, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე თქვენთვის, მაგრამ აქეთ.. მეორე მხარეს, ისეთი კლიენტები მყავს, რომლებიც იმაზეც თანახმა არიან, რომ წინასწარ გადამიხადონ.
- თაზო, ახლა მართლა არაფერი არ მაქვს.. -შუბლზე ვისვამ ხელს- არც თიკოს. ვიცი, რომ უნდა გადაგიხადოთ, მაგრამ ფიზიკურად არ მაქვს. ჩანთას გაჩვენებ თუ გინდა - გახსნას ვაპირებ, თუმცა წამსვე მაჩერებს.
- არ გეუბნები, ამ წუთასვე მომეცი - მეთქი. ეს 1 კვირაც მომიცია, ჰა. მაგრამ მეტს, ნუღარ მომთხოვ. მეც ადამიანი ვარ და მეც უხერხულში ვარ. იშოვნით, იშოვნით. არ იშოვნით და აღარ მათქმევინო, რომ უნდა გადახვიდეთ.
ღრმად ვსუნთქავ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს სად უნდა ვიშოვნო, ასე მოკლე დროში ამხელა თანხა, თავს ვუქნევ.
- გადახვალთ და მერე, ნაწილ-ნაწილ გადამიხდით წინა თვეებისას. ამ შეღავათსაც გავაკეთებ, ჰა.
- საჭირო არ იქნება, ამ კვირაში მოგიტან.
- იმედია, ელენე. თქვენთვისე აჯობებს ასე. -მხარზე წამით მადებს ხელს და მერე, გვერდს მივლის - დროებით.

***
თუ ოდესმე, ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, დარწმუნებული ვარ, ახლა, ყველაზე კარგად გესმით ჩემი.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც უჰაერო სივრცეში ვარ გამოკეტილი და ვიცი, იქიდან თავის დასაღწევად, რომელი კარიც არ უნდა გავაღო, ყველაში ჯოჯოხეთის გზაა. მისი ცოცხლად გავლის შემთხვევაში კი არავინ იცის, იქით რა იქნება.
თავში, უამრავი არეული აზრი მაქვს - რომლებიც, იმდენად სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს, რომ თითქოს განგებ არ მაძლევენ მათზე ფიქრის საშუალებას. ვსუნთქავ და მაინც, მგონია რომ ვერ ვსუნთქავ. მგონია, რომ თუ თვალს დავხუჭავ, ვეღარასდროს გავახელ. თუ, ახლა არაფერს ვიზამ, მთელი ცხოვრება ვინანებ. სარკეში ჩახედვას ვერ შევძლებ, ნიცასთვის, თვალის გასწორებას ვერ შევძლებ. ღია ცის ქვეშ დავრჩებით და ნიცას რას ვეტყვი? რის გამო? იმ ფულის გამო, რომლის შოვნაც შემეძლო. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ. თუნდაც მოვკვდე, მთავარია, რომ ნიცას ის მზერა არ დავინახო, რომლისაც ასე მეშინია..
სწრაფად ვაქნევ თავს და ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ. ზუსტად ვიცი, ზურას ნომერი არ წამიშლია. წამში ვხსნი კონტაქტებს და აკანკალებული ხელით, ძლივს ვახერხებ დარეკვას.
ორი ზარის შემდეგ, ტელეფონში ზურას ხმა მესმის და თითქოს, ოდნავ ვმშვიდდები.
- გისმენთ.
- ბატონო ზურა, გამარჯობა.. ელენე ვარ
- ელენე? -ოდნავ ეცვლება ხმა- ვიცოდი, რომ დარეკავდი, გეფიცები, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამეხარდა.
- თქვენი შემოთავაზება, ისევ ძალაშია?
- ძალაშია, ძალაში. შენი ცისია, სულ მოუთქმელად გელოდება, მოდი და გააცოცხლე.
- ბატონო ზურა, იცით.. -ღრმად ამოვისუნთქე- ფული, წინასწარ მჭირდება..
- პრობლემება არ არის, ელენე. ხვალ, ჩვენთან მოდი. დანარჩენებსაც დავიბარებ, თან სცენარს გადავხედოთ და თან ამაზეც ვისაუბრებთ, უფრო დეტალურად. შევთანხმდით?
- კარგი..
- კარგი, მისამართს გამოგიგზავნი მაშინ, დროებით.
მიუხედავად იმისა, რომ დამშვიდობება მინდა, ვეღარაფრით ვიღებ ხმას. უღონოდ ვწევ ხელს დაბალა და მხოლოდ წამით ვავლებ ტელეფონის ეკრანს თვალს.
- უნდა გამომივიდეს, დაცემის დრო არაა!

***
იმ საშინელმა დღემ, რომლის გამოვლაც დღეს მომიწია ყველა ემოცია წამგლიჯა, რაც კი გამაჩნდა.
თითქოს, არც არაფერი შეცვლილა. ფანჯრიდან, ლამპიონებით განათებულ ქალაქს გავყურებ და ვფიქრობ. ვფიქრობ, თუმცა არვიცი რაზე. ვერ ვიღიმი, ვერც ვტირი, ვერ ვგრძნობ. უბრალოდ ვუძლებ, თუმცა არვიცი როგორ. გონება მიმეორებს, რომ ამის გაძლება შეუძლებელია. თუმცა მე, ვუძლებ.. ალბათ, შინაგანი სამყაროს ხარჯზე, რომელსაც ეს, კარგას ნამდვილად არაფერს უქადის. საინტერესოა, ხვალაც შევძლებ თუ არა, ასე უბრალოდ დგომას. გაღიმებას, რომელიც ძალიან მარტივია და რომელიც, არაფრით გამომდის.
იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩემს ისედაც უაღრესად გადატვირთულ გრაფიკს, ახლა ესეც ემატება, სრულ ქაოსს ქმნის. წარმოდგენა არ მაქვს, შევძლებ თუ არა ერთდროულად ორი, ურთიერთსაპირისპირო საქმის კეთებას, რომელიც საშინლად დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს,.
რისი გადატანაც არ უნდა მომიხდეს ვიცი, ამით ყველაზე მეტად მაინც ნიცა დაზარალდება. ნიცა.. ჯერ ისედაც, არ მქონდა მისთვის ბევრი დრო და ახლა ხომ საერთოდ რა იქნება, კაცმა არ იცის. ამის მიუხედავად, მაინც გაუხარდა. რომ ვუთხარი, დედიკოს ტელევიზორში ნახავ - მეთქი, ადგილზე ხტუნვა დაიწყო. იცის, მშვენივრად იცის, ეს რასაც ნიშნავს. სანამ მე ვეტყოდი, თვითონ დამასწრო, იმაზე არ იფიქრო, რომ უშენოდ მოვიწყენო. ღმერთო.. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შევიკავე მაშინ ცრემლები. ვერ ვხვდები, როდის მოასწრო ასე გაზრდა. სულ რომ არაფერი ვუთხრა, მაინც ყველაფერს ხვდება. რა სიტუაციაში რა მაწუხებს და რის თქმას ვცდილობ, შეფარვით.
ვაღიარებ, თიკოსთან საუბარი ყოველთვის, ბევრად უფრო რთულია. რომ ვუთხარი, ზურასთან ვბრუნდები - მეთქი, კინაღამ გაგიჟდა. შენ თუ ამას, იმისთვის აკეთებ, რომ თაზომ არ გაგვაგდოს, მირჩევნია ქუჩაში ვიცხოვრო, ოღონდ შენ არ დაიტანჯოო. ძალიან კარგად იცის, რომ იქ დგომას, ასე უბრალოდ ვერ შევძლებ. უფრო სწორად, ვეღარ შევძლებ. ზუსტად ამიტომაც, ხელები დაიკაპიწა და ჩემი გადარწმუნებისთვის მომზადება დაიწყო, თუმცა პირველივე წინადადებაზე მივახალე, რომ ნებისმიერი წინადადება ფუჭი იყო და გაჩუმდა. რამდენიმე წუთი იდგა ასე, გაუნძრევლად. ვიგრძენი, რამდენად ძლიერ აწუხებდა ყველაფერი და თითქოს, ჩემსას შეუერთდა. ერთად ზიდვა, ნამდვიად აღარ შემეძლო და წამოვედი. აზრი, არც ჰქონდა არაფერს. ამის მოსმენის შემდგ თიკო, ნამდვილად ვეღარ შეძლებდა შევეჩერებინე. თუმცა ამის სურვილი, არც თავიდან მქონია.
თუ რაღაც მოხდა, ეს უბრალოდ, ასე უნდა ყოფილიყო.
მორჩა, დამთავრდა..

***
ზურას მიერ გამოგზავნილ მისამართამდე მისაღწევად, 40 წუთზე მეტი დამჭირდა. 2 ავტობუსი გამოვიცვალე და როცა უკვე მეგონა, რომ როგორც იქნა მივაღწიე, ქუჩაში გამვლელმა მითხრა, რომ დანარჩენი გზა, ფეხით უნდა გამევლო.
სასწაულია, პირდაპირ. ვიცი, თბილისში ბევრი 'მიყრუებული' ადგილი არსებობს, მაგრამ შეხვედრა აქ რატომ უნდა დანიშნო, გაუგებარია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დაქირავებული გამომძიებელი ვარ.
ნერვებმოშლილი გადავდივარ გზის მეორე მხარეს და ჩანთიდან, ყურსასმენებს ვიღებ. ახლა, ნამდვილად მჭირდება ის ერთადერთი, რაც ჩემს შინაგან ეიფორიას დააწყნარებს. ტელეფონში არსებულ, ჩემს ერთადერთ სიმღერას ვრთავ და დაწყებისას, მხოლოდ წამით ვხუჭავ თვალებს. რომ შემეძლოს, ცოტა ხანს საერთოდ არც გავახელდი, თუმცა აქაც, ზედმეტად ბევრი განათების ბოძია, ასე რომ თავს, წინასწარ ვიზღვევ.
მიუხედავად იმისა, რომ 'მაჩუქე ფრთები' მილიონჯერ მაინც მაქვს მოსმენილი, ყოველი ჩართვისას, თითქოს ისევ, თავიდან მჩუქნიან ფრთებს. რაღაც განსხვავებულ გრძნობებს, რომელიც ერთდროულად მამშვიდებს და ამავდროულად მამღვრევს. მავიწყებს, მერე კი ისევ, თავიდან მახსენებს, მაგრამ მაინც მსიამოვნებს, რადგან თითოეული სიტყვის არსს ვწვდები, თუმცა ტკივილის ხარჯზე. იმის ხარჯზე, რაც გამოვიარე, რაც თავის დროზე ვიგრძენი, რამაც შემცვალა, რაც შევცვალე..
- ელენეე -საკუთარი სახელი, ბუნდოვნად ჩამესმის. ვფიქრობ, წარმოსახვაა, თუმცა ამის ბოლომდე დაჯერებასაც ვერ ვასწრებ, მოულოდნელად მკიდებს ვიღაც მკლავში ხელს და მეც, შიშისგან და მოულოდნელობისგან, ერთიანად ვხტები. სწრაფად ვიხსნი ყურსასმენებს და წამში ვტრიალდები მისკენ.
ვაღიარებ, სიამოვნებით ვიჩხუბებდი ახლა, ამ შეშინებისთვის. თუმცა ნატოს დანახვისას, ეს სურვილი წამში მიქრება.
- მაპატიე, გეფიცები, შეშინება არ მინდოდა..- შეწუხებული ღიმილით მისწორებს თვალს და ახლა, შედარებით ფრთხილად მადებს ხელს.
- ა.არაუშავს- ძლივს ვახერხებ, დამარცვლის გარეშე თქმას და ჯერ კიდევ მისი გარეგნობით შოკირებული, ყველანაირად ვცდილობ, თვალები მეტად აღარ გამიფართოვდეს.
წარმოუდგენელია, როგორ შეიცვალა ეს ხალხი ასე. იქით ზურა, გასუქებული. აქეთ ნატო, დასუსტებული. მახსოვს, ყოველთვის წუწუნებდა, ვერ ვიკლებო. ახლა კი მართლა, 'ჩხირებია' გამხდარი. მუდამ შავი თმა, რომელზეც იფიცებდა არასდროს შევიღებავო, ახლა მთლიანად წითლად აქვს.
- აბაა? როგორ გამოიყურება, ქალაქში საუკეთესო სცენარისტი ნატალია?- ჩემი გაშტერებული მზერიდან, წამში სწვდება ფიქრების არსსაც და ადგილზე ტრიალებს. ამაზე ოდნავ მეღიმება. ყოველთვის ასეთი 'ნარცისი' იყო და რაღა თქმა უნდა, ეს არ შეცვლილა.
- ძალიან გიხდება.
- ხო, არა? მეც ვფიქრობ, რომ ცვლილებები კარგია. -ღიმილით მიკრავს თვალს და ხელკავს მდებს- ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამეხარდა გუშინ ზურამ რომ მითხრა, ელენე ბრუნდებაო. ლამის ადგილზე ხტუნვა დავიწყე, მაგრამ მერე პროდიუსერების მომერიდა, მეთქი რას იტყვიან, რამ გააგიჟა ამხელა ქალიო.
საპასუხოდ, ოდნავ ვუღიმი.
- აქ უნდა შევიდეთ -თვალით მანიშნებს ორ სართულიანი შენობისკენ და წამში ცვლის მიმართულებას. გაკვირვებულ მზერას, ნახევრად დანგრეულ აივანს მხოლოდ წამით ვანათებ და მერე, ნატოს მივყვები.
- რა სჭირს აივანს?
- ოფ, არ იკითხო -ხელს იქნევს და კიბეზე იწყებს ასვლას- ლოთი მუშების ხელში, საშველი აღარ დაადგა, მაგის გაკეთებას. მისმინე.. -უცებ ტრიალდება- საპირფარეშოში რომ შევიდე, მარტო ხომ შეგიძლია წასვლა? მაკიაჟის გაკეთება ვერ მოვასწარი დილას.
- რა თქმა უნდა -კვლავ ოდნავ ვუღიმი. როგორც ჩანს, არც ამ მხრივ გვაქვს ცვლილება. კარგია, თორემ სრულიად გარდასახული ხალხის თავიდან გაცნობა, არამგონია ადვილი საქმე ყოფილიყო.
- პირდაპირ და მარცხნივ, პირველი კარია. ზურა იქნება, თუ არადა იკითხე.
- მიდი, მიდი. -ხელს ვადებ და სწრაფად ვუვლი გვერდს.
დერეფანში, სამარისებული სიჩუმეა. სხეულში, რაღაც უცნაური ჟრუანტელი მივლის და ნაბიჯს ვუჩქარებ. ზოგადად, ადვილად არაფრის მეშინია, მაგრამ ეს გარემო, არ მომწონს. კარის ჭრიალი, ნახევრად ღია ფანჯრიდან მომავალი ქარის ზუზუნი და უკვე, გონებაზე საშინელი აზრები იწყებს გაბატონებას. ოდნავ ვაქნევ თავს და უკვე დანიშნულების ადგილთან მისული, თითქოს შვებით ვსუნთქავ. წესისამებრ, ორჯერ ვაკაკუნებ და კარს ვაღებ.
- უკაცრავად.. -ოთახში მყოფ ყველა პირს, წამში გადმოაქვს მზერა ჩემზე- ბატონ ზურას ვეძებ.. -შედარებით ხმადაბლა ვაგრძელებ.
- მოდი.. მსახიობი ხარ, ხო? -მაგიდასთან მჯდომი, სათვალეებიანი გოგო, წამში დგება ფეხზე და ისე მხვდება, გეგონება მერვე საოცრება ვიყო.
- ამ, კი..
- შემოდი, შემოდი. ყველა, ზურას ველოდებით აქ -ამჯერად დივანზე მჯდომი, შუა ხნის მამაკაცი მეპატიჟება ღიმილით.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და კარს, ზურგს უკან ვხურავ.
- შესწორებას შევიტან, კოტე. მხოლოდ ზურას კი არა, იმ პრინცესასაც ველოდებით -ირონიულად იღიმის, მის გვერდით მჯდომი.
ცოტა ვერ გავიგე, 'იმ პრინცესაში' ვინ იგულისხმა, მაგრამ არ ვეძიები.
- კარგი რა, კატო. სირცხვილია.
- რა არის, სირცხვილი. ტყუილი ვთქვი რამე? შენ არ გეწყინოს, ძვირფასო -პირდაპირ მე მისწორებს თვალს- ერთი გოგოა, მთავარ როლს ასრულებს. ნეტავ იცოდე, რამდენი ხანია ეხვეწება ზურა. ვუთხარით, ვინმე სხვა მოენახა, თუ არადა ჩვენიდან აერჩია ვინმე, კარგ მსახიობებს რა დალევს. -ამაყად სწევს თავს მაღლა- მაგრამ არა, გინდა თუ არა, ის უნდა იყოსო. იმასაც მეტი რა საქმე აქვს, თავს იფასებს. დღეს არა, ხვალ. უი? ხვალ არა, ზეგ. მის ლოდინში ამოგვხდა სული, რა ტყუილია ხალხო? -სწრაფად მოავლო თვალი სხვებს.
სირცხვილისგან, ავილეწე. აი, თურმე რა შთაბეჭდილება ჰქონიათ ჩემზე. თუმცა რა, ვინ გავამტყუნო, გარედან მართლა ასე ჩანს.
- თუ შენი შექსპირის მონოლოგი დასრულდა, შეიძლება ეს გოგო გავიცნოთ? -გახუმრებასავით სცადა, როგორც უკვე მივხვდი 'კოტემ'
- დამცინი?
- როგორ გეკადრებათ, მადამ..
- გეყოფათ. მე ნინი ვარ -ღიმილით მიწვდის ხელს.
- სასიამოვნოა -სასწრაფოდ ვართმევ, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, სახელს რომ ვიტყვი, ღიმილითვე დასრულდება თუ არა.
- ხალხო, სალამ ალეიქუმ -მოულოდნელად აღებს კარს ზურა და ჩემი წარმოსათქმელად გამზადებული სიტყვაც, წამში ქრება.
- ალეიქუმ სალამ -ხმას იწვრილებს ნინი და ყველას, წამში უვარდება სიცილი.
- გეფიცები, თურქად უნდა დავბადებულიყავი. შეხედე, რა კარგად გამომდის..
- არა რა. ზოგჯერ მგონია, რომ სპეციალურად იდებილებს თავს. კარგად იმიტომ გამოგდის, რომ მსახიობი ხარ.
- კატო. -წამში უბღვერს ზურა, მერე სწრაფად გადმოაქვს მზერა ჩემზე და თვალს მიკრავს.
- გაიცანით უკვე ერთმანეთი?
- აი მაგ ფაზაში ვიყავით და თქვენ შემობრძანდით, დიდებულო ფაშა..-
- ნინი. რანაირად იქცევით, თქვე მართლა მსახიობებო. - სწრაფად იკავებს სავარძელში ადგილს და უკმაყოფილოდ აქნევს თავს.
- ისადა, ჩვენი პრინცესა არ მოიყვანეთ?
- ვინ პრინცესა?
- ვინ პრინცესა, რამდენი პრინცესა არსებობს, ბატონო ზურა. ცისიაზე ვამბობთ.
ოდნავ ეღიმება და წამში გადმოაქვს მზერა ჩემზე.
- გეფიცები, წლებმა ვერაფერი დაგაკლო, ისევ დიდებულად 'თამაშობ'-ოდნავ მიღიმის.
- არა, ეს თვითნებურად..
- მეგობრებო! -სიტყვის დასრულებას არ მაცდის და განგებ, უფრო ხმამაღლა აგრძელებს- გაიცანით, ელენე ყიფიანი, აწ უკვე ჩვენი 'ცისია'
ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას და შუბლზე ვისვამ ხელს. გახედვაც არ მინდა მათკენ, უფრო კონკრეტულად კი მისკენ, ვინც სულ ცოტა ხნის წინ დიდი მონდომებით მლანძღავდა. რომ წარმოვიდგენ, ახლა რას ფიქრობს და როგორ ეცვლება ჩემზე შთაბეჭდილება კიდევ უფრო 'უარესობისკენ...'
წამიერ სიჩუმეს, ოთახში შემოჭრილი ნატო არღვევს, რომელსაც ყველას გაშტერებული სახის დანახვისას, ღიმილი სახეზე ეყინება.
- რახდება? ბატონო ზურა..
- მოდი, ნატო.
- ბატონო ზურა, ღვთის გულისათვის.. ახლა არ თქვათ, ელენემ ისევ უარი თქვაო. ელენე! -ახლა ჩემზე გადმოაქვს გაცეცხლებული მზერა.
- არაფერი მსგავსი, დაწყნარდი და თქვენც -ამჯერად, მსახიობებს უბრუნდება- დააწვრილეთ, ეგ გაოცებისაგან გაფართოებული თვალები, საქმეს უნდა მივხედოთ.
- ხო.. ისა, ბოდიში -ნაძალადევად მიღიმის კატო.
- არა, რასამბობ.
- მე, შენზე ცუდი არაფერი მითქვამს -თავდაცვასავით გაიჟღერა, ნინის სიტყვებმა.
- საბოდიშო, არაფერია.
- ხოდა, ძალიან კარგი -ოდნავ იმაღლებს ხმას ზურა- ნატო, ეპიზოდური როლების მსახიობები მოვიდნენ?
- კი, ქვემოთ არიან.
- კარგი და გიორგი?
- ა, ეგ არ მოსულა. -
- რას ნიშნავს არ მოსულა. სად ჯანდაბაში დაბოდიალობს?
- მე საიდან უნდა ვიცოდე ბატონო ზურა, ერთი სათუთი სცენარისტი ვარ.
- ნატო!
- გისმენთ..
- დაურეკე. -ვატყობ, ნელ-ნელა როგორ უღრმავდება სიბრაზე და თვალწინ, ძველი ზურა მიდგება.
- უკვე დავურეკე, მაგრამ დაკავებაა.
- მე მაგას დავაკავებ, კარგად! -თავისთვის ბუტბუტებს და ტელეფონს იღებს ხელში, სწრაფად იდებს ყურზე და მერე მსახიობებს უბღვერს. - თქვენ რაღას მიყურებთ, პირველ კლასელებივით. მიდი, გაიარ-გამოიარეთ. ეპიზოდური როლების მსახიობები გაიცანით. მერე რომ არ დააღოთ პირი, უი ლილი როლს ეს თამაშობსო? ჰა, კატო. მიდი!
ეს კიდე, ვის ელაპარაკება ამდენი ხანი! -ამჯერად ტელეფონს უმართავს ჩხუბს და მხოლოდ წამიერად ავლებს თვალს, კარისკენ მიმავალ მსახიობებს.
ვფიქრობ, გავიდე თუ რავქნა. ანდაც აქ რატომ უნდა დავრჩე. სასწრაფოდ ვბრუნდები და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა გავიდე ზურას ხმაც მეწევა.
- ელენე, შენ სადღა მიდიხარ?
- ხომ თქვით, გადითო.
- ეგ იმათ ვუთხარი, შენ დარჩი.
ოდნავ ვაქნევ თავს და კარს ვხურავ.
- დაჯექი, ფეხზე ნუ დგახარ.
- ოხ, ერთი აქ მოეთრეოდე ლეჟავა, რას გიზამ! -ნერვებმოშლილი აგდებს ტელეფონს მაგიდაზე.
- შეიძლება გავიგო ვინაა? -ფრთხილად ვაპარებ და წამიერ გადამაქვს მზერა, მის ტელეფონზე.
- შენი პარტნიორი. ანუ, ვგულისხმობ სერიალში უნდა იყოს შენი პარტნიორი. -ღრმად სუნთქავს- ნეტავ იცოდე, რა კარგი მსახიობია. მაგრამ რად გინდა.. ყველა კარგ მსახიობს, მგონი გენში აქვს, ძალდატანებით მუშაობა.
სწრაფად ვარიდებ მზერას. რა თქმა უნდა, აქ მეც გადმომკრა. ჯერ კიდევ იმის ეშინია, არ გავიქცე და გულის მოფხანის, სხვადასხვაგვარ ირიბ საშუალებებს ეძებს.
- შენს თავზე ნუ მიიღებ. -ოჰო, არადა ზუსტად იმისთვის თქვა, რომ ჩემს თავზე მიმეღო და ახლა, შენს თავზე ნუ მიიღებო, აფერისტის ერთი.
- უბრალოდ, ნერვები მეშლება ელენე. რომ ვუყურებ, რა ნიჭი მიდის და რა მოდის, ამის შემხედვარეს. თქვენს გარეშე, ერთი რიგითი სერიალი იქნება. მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ და გიორგი, ცეცხლს დაანთებთ.
თუ, რა თქმა უნდა მობოდიალდება, ოდესმე და ღმერთმა ქნას, ფხიზელი.. -ბოლო სიტყვებს, შედარებით ჩუმად ამბობს და მაჯაზე არსებულ საათზე გადააქვს მზერა.
გამიკვირდა თქო, ვერ ვიტყვი. ნახევარი თბილისი კაიფ*ი დადის და აბა მე ვინ მომცა იმის ბედი, ვინმე ნორმალურთან ერთად მეთამაშა.
- ხო, შენს ფულს რაც შეეხება.. ანგარიშის ნომერი ჩამიგდე და დღეს საღამოსთვის დავრიცხავ.
- მადლობა
- სამადლობელი არაფერია. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგადაა. არ გეკითხები, ხომ იცი არ მიყვარს სხვისი პირადი.
- დიახ, დიახ.. -სწრაფად ვდგები ფეხზე და ფანჯარასთან მივდივარ. იმდენად არ მსიამოვნებს ამაზე, თუნდაც ზოგადად საუბარი, მზად ვარ ამ უინტერესო ხედსაც კი ვუყურო.
კარის ჭრიალი მესმის, თუმცა არ ვტრიალდები. არავის დანახვა და მათ წინაშე, თავის მოკატუნება, აფერისტობა არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც არაფერი დაწყებულა, მე უკვე საშინლად დავიღალე.
- ოოო, ლეჟავა. დიდება, თქვენს გამოჩენას. მადლობა ხომ არ მოგიხადოთ, პატივი რომ დაგვდეთ და მობრძანდით?
ტიპური ზურა და თავისი ირონიული ჟესტები.
ღრმად ვსუნთქავ, სწრაფად ვბრუნდები და ზუსტად იმ წამს, როცა ზურასთვის სათქმელად გამზადებული სიტყვა უნდა წარმოვთქვა, ინსტიქტურად გამირბის მზერა 'ლეჟავასკენ' და ვშეშდები.
მასაც იგივე ემართება. აწეულ ხელს, რომელიც სავარაუდოდ თავისი სიტყვისთვის უნდა მიეშველებინა, ნელა სწევს დაბლა და თვალს, თვალში მიყრის. ვიძაბები.
უცებ, მასთან დაკავშირებული წარსულის ყველა კადრი ერთად ცოცხლდება და ამ დაძაბულობას, თან რაღაც გაურკვეველი გრძნობებიც უერთდება.
ვუყურებ, თუმცა დაჯერება ისევ საშინლად მიჭირს. ამ წამს, თავი ზუსტად იმ 'მაყურებლის' ადგილას მგონია, რომელიც ვერასდროს წარმოიდგენდა, მოვლენების ასეთ განვითარებას. ღმერთო.. ლამის გამეცინოს.
სერიალი, სახელად 'ელენეს ცხოვრება'.
მთავარ როლებში: ელენე და უცნობი ნაცნობი.
სცენარისტი: ბედისწერა, თავისი უსაზღვრო ძალებითურთ.
- რაგჭირთ ხალხო?! -ზურას ხმა, ბუნდოვნად ჩამესმის ყურში. ნელა ვაბრუნებ თავს მისკენ და ვცდილობ გავიხსენო, როდის მოასწრო ფეხზე წამოდგომა.
- რა იყო, რამ გაგაშტერათ. ერთი ნახვით სიყვარულია? - ირონიულად იღიმის და გიორგის უახლოვდება.- თუ ერთმანეთს იცნობთ?
- არა - ისე სწრაფად ამბობს, დაფიქრებასაც კი ვერ ვასწრებ იმაზე, როგორი იქნებოდა ჩემი პასუხი. რა თქმა უნდა მწყინს, მაგრამ არ ვიმჩნევ. ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ ეთქვა ვიცნობო.
- ხოდა, გაიცანი. შენი პარტნიორი - ელენე. ელენე -ახლა მე მიბრუნდებდა- ეს კი გიორგია, მეტსახელად დაგვიანების მინისტრი. თუ გაინტერესებს, როგორ უნდა დააგვიანო ისე, რომ მერე უფროსის ჩხუბსა და საყვედურებს ისე უპასუხო, რომ კიდევ ის გამოიყვანო დამნაშავედ, მასთან უნდა ჩაეწერო კურსებზე. რეკომენდაციას ვუწევ, თავისი საქმის პროფესიონალია.
- კარგით, რა.
- რა, ტყუილია? სად დაბოდიალობდი, ერთი გამაგებინე. კარგი, ნატო რომ გირეკავს გკიდ'ია, მაგრამ ჩემი ზარი რომ შემოგდის, ხომ შეიძლება მაშინ მაინც დააპაუზო ეგ შენი სასიყვარულო საუბრები და ორი სიტყვა მითხრა. არა, ისე.. დიდი ვინმე კი არ ვარ, ერთი უბრალო უფროსი, რომელსაც შენი სამსახურიდან გაგდება და ფულის გარეშე დატოვება შეუძლია, მეტი არაფერი.
- თავის მართლების ხასიათზე, არ ვარ -თვალებს ატრიალებს და სწრაფად იკავებს ადგილს, ზურას მაგიდის წინ არსებულ სავრძელი.
- ერთი ამას უყურე -თვალებ გაფართოებულს, ჩემზე გადმოაქვს მზერა- ხასიათზე არ ყოფილა თურმე და შენი აზრით, ჩვენ ვიყავით შენი ლოდინის ხასიათზე?
- რავიცი.
- რავიცი.. -შედარებით ხმადაბლა იმეორებს- შეხედე, რა კარგი პასუხი აქვს -ღრმად ოხრავს- ძალიან დავიღალე. უკვე ძალიან დავიღალე, ყოველდღე ერთი და იგივეთი, ჩემს სერიალს გეფიცები აღარ გაპატიებ!
- რამე რეალური მაინც დაგეფიცებინა..-ისე ხმადაბლა ამბობს, ძლივს ვარჩევ.
- რა მითხარი? - მაშინვე თვალებს ჭუტავს ზურა. ახლა, ზუსტად ის მომენტი მიდგება თვალწინ, როცა მე ვიყენებდი ხოლმე, მის სმენასთან დაკავშირებულ პრობლემას ჩემს სასარგებლოდ და სულ ოდნავ მეღიმება.
- გასაგებია - მეთქი.
- გასაგებია, ხო გასაგებია. საერთოდ როდესმე, გაუგებრად მითქვამს რამე? ჰა, ელენე? -ახლა მე მისწორებს თვალს.
- არა, რასამბობთ.
- აი, უყურე ამ გოგოს და ისწავლე უფროსთან მოქცევის წესები. -ღრმად სუნთქავს- კარგი, წავედი ის ბატები მოვნახო. როგორ შეიძლება, თავისით მოვიდნონ, ყველა პრობლემა მე მპოულობს, ყველა. ღმერთო, ღმერთო, შენთან მოვდივარ.. თქვენ, ფეხი არ მოიცვალოთ აქედან -თითის ქნევით გვემუქრება და ისე სწრაფად გადის ოთახიდან, ძლივს ვასწრებ თვალს.
მარტო ვრჩებით.. არვიცი, ახლა ეს უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ. შოკი, რომელიც კიდევ ერთი, 'წარმოუდგენელი დამთხვევით' მივიღე, ჯერ კიდევ მთელს გონებაზეა გაბატონებული და ზუსტად ვიცი, სწრაფად ვერც დავაღწევ თავს.
ფრთხილად ვაპირებ თვალს მისკენ და მთელი გულით ვნატრობ, ახლა მისი ფიქრები მესმოდეს. ნელა ათამაშებს თითებს, ზურას მაგიდაზე და ისე იქცევა, თითქოს საერთოდ ვერ მამჩნევს. ვაღიარებ, თავისთვის ჩაფიქრებული ადამიანის იმიჯს, მშვენივრად ირგებს. მაგრამ მეც მსახიობი ვარ, ბატონო გიორგი და ჩემი მოტყუება, არც ისეთი იოლია, როგორც გგონია.
ღრმად ვსუნთქავ და ზუსტად მაშინ, როცა ხმის ამოღებას ვაპირებ, თვითონ მასწრებს.
- არ გაბედო.
ერთი ამას უყურე, ვითომ თავისთვის ფიქრობდა რაღაცას. არადა, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი ამოსუნთქვა მილიმეტრში გათვალა.
- იქნებ, რას გეუბნები.
- არ მაინტერესებს. -ისევ ისეთი, უემოციო, ცივი ტონი. კარგი, გავიგე რომ 1 წელი გავიდა, მაგრამ ასე კატასტროფულად, რა ჯანდაბამ შეცვალა.
- შეიძლება არ აღიარებ, მაგრამ მე ვგრძნობ. არ ამბობ, მაგრამ ვხვდები. თამაშობ და მაგასაც ვხვდები.
სულ ოდნავ, ირონიულად ეღიმება და მხოლოდ წამით მისწორებს თვალს.
- მაშ ხვდები? აბა მითხარი, ახლა რას ვფიქრობ, ჭკვიანო გოგონა?
- შემომხედე და გეტყვი. - მე თვითონაც არ ვიცი, ამხელა თავდაჯერებულობა საიდან მოვიტანე.
უკვირს, თუმცა სწრაფადვე აქრობს სახიდან ამ ემოციას და ფეხზე დგება.
წამის მესედში ფარავს ჩვენს შორის მანძილს და იმდენად ახლოს მოდის, სუნთქვა მეკვრება. გაუაზრებლად ვიხევ ერთი ნაბიჯით უკან და ძლივს ვახერხებ, თვალის გასწორებას.
სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს, თითქოს მეუბნება ეგეც შენო. არადა, არაფერი გაუკეთებია - წარმოდგენა არ მაქვს, რა ჯანდაბა დამემართა.
- თურმე, მხოლოდ შემოხედვა არ კმარა, არა ცისია?
არ მიკვირს, რომ სცენარი იცის. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს 'ანაღვლე ცხოვრება' -ს შთაბეჭდილება დატოვოს, მაინც.
- ეგ ღიმილი რომ შველოდეს და ისე კარგად ნიღბავდეს იმას, რისი დამალვაც გინდა, შენი აზრით არ გავიღიმებდი? -წამში ეცვლება სახე და ზუსტად ვიცი, ჩემმა სიტყვებმა მის გონებაში იმ კადრის გაცოცხლება შეძლო, როცა თვითონ მითხრა, ერთი წლის წინ, მსგავსი.
- ენერგიები სერიალისთვის. რეპეტიცია, არ გვჭირდება. -სწრაფად იხევს უკან და ისევ, ზურას მაგიდის წინ არსებულ სავარძელში იკავებს ადგილს.
- იცი, რა განსხვავებაა ჩვენ შორის?
- ჯერ ისე არ დავბერებულვარ, რომ ქალსა და კაცს შორის არსებული განსხვავება ვეღარ გავარჩიო. -კვლავ ირონიული ჟესტით მიკრავს თვალს.
- ცუდი ხუმრობაა.
- კარგი ერთი, კონკურსზე არც გამქონდა.
- მე არასოდეს ვცდილობ ვითამაშო იქ, სადაც ვიცი, რომ არ გამომივა. მაგრამ შენ, ცდილობ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის მაქსიმუმი აჩვენო, მაშინ, როდესაც იმაშიც კი არ ხარ დარწმუნებული, რომ მაქსიმუმი გამოგივა. -სულ ოდნავ ვუღიმი და ნელი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ. იმ იმედით, რომ ჩემი სიტყვები დააფიქრებს. იმ იმედით, რომ მიხვდება, ჩემთან თამაში საჭირო არაა..

***
სცენარის გაცნობის პროცესმა, შედარებით მშვიდად ჩაიარა. პრეტენზიები, ზედმეტად არავის გამოუხატავს და მეც, მაქსიმალურად ვცდილობდი უკმაყოფილება არ შემმჩნეოდა, იმის მიუხედავად, რომ სცენარში მთელი რიგი გადატრიალებები დამხვდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზურა ყველაფერზეა წამსვლელი - ოღონდ თავისი გაისწოროს. მეფიცებოდა, სცენარზე, რომელიც პირველად შენს გონებაში დაიბადა, სხვას ვერ დავამტკიცებო - თუმცა აქ, ჩემი სცენარის მთლიანად გადაკეთებული ვერსია დამხვდა და არაფერია იგივე, გარდა პერსონაჟების სახელებისა.
ახლა, ძალიანაც რომ მინდოდეს, არც უარის თქმა შემიძლია და არც პრეტენზიის გამოხატვის უფლება მაქვს - რადგან სცენარისტი, ოფიციალურად ნატოა და როგორც ის დაწერს, ყველაფერი მაინც ისე იქნება.
- ბატონო ზურა, სერიალის სახელზე რა გადაწყდა? -მოულოდნელად კითხულობს კატო და ჩემი ფიქრებიც, წამში ქრება.
- ხო, მაგას რაც შეეხება, ვიფიქრეთ და საბოლოოდ.. -კალამს ორჯერ, ნელა აკაკუნებს მაგიდაზე. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს რაღაც ძალიან ტრაგიკული უნდა თქვას და ჩვენს სულიერად შემზადებას ცდილობს. თუმცა მაინც, რაც არ უნდა იყოს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაც 'ტრაგიკული' არ გამანადგურებს და ზუსტად იმ წამს, როცა მშვიდად ამოსუნთქვას ვაპირებ, იმას ამბობს, რასაც ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი.
- 'უცნობი ნაცნობი' გადაწყდა. ვფიქრობ, ყველაზე შესაფერისი ვარიანტია.
ვშეშდები. ზურას სიტყვები, გაორებულად აღწევს ჩემამდე და წამით, სუნთქვაც კი მეკვრება. ყველა მოგონება, სულ მცირედი დაბრკოლების გარეშე ებმის ერთმანეთს და სრულ აგონიაში მაგდებს. ინსტიქტურად გამირბის მზერა გიორგისკენ, იმ იმედით, რომ ახლა მაინც, რაიმეს იტყვის.. შეეწინააღმდეგება, ისიც შეშფოთდება, განერვიულდება, თუმცა არა. ამის ნაცვლად, მხოლოდ მის არაფრისმთქმელ მზერას ვიღებ, ასე დაჟინებით რომ მაკვირდება და თითქოს, ჩემი შემდეგი ნაბიჯის წინასწარ გამოცნობას ცდილობს. ვერ ავღწერ, რამხელა ბრაზს იწვევს, მისი ეს უმოქმედობა ჩემში. მინდა, მივარდე, დავახრჩო, ვუყვირო. მაშ რა ჯანდაბისთვის მაძლევდა იმედს მისი არსებობა! რატომ მეგონა, რომ სადღაც შორიდანაც კი მიცავდა! ჩემზე ღელავდა! არ მინდა მჯეროდეს.. არ მინდა, იმის დაჯერება, რომ მას ეს არ აწუხებს. ვიღაც, ჩვენი ზღაპრის.. ლამაზი ზღაპრის გაცოცხლებას, თავისი იდეებით ცდილობს. თითქოს ცდილობს, ბედი დაგვიწეროს.. მისი წესებით უნდა ვიცხოვროთ.. ისე მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობთ, არაფერი ყოფილა..
იმის უფლება მივცეთ, რომ ჩვენში არსებული, ერთადერთი წმინდა წაშალოს. მოგონებები დაგვავიწყოს და თავისი ვერსიით ჩაანაცვლოს.
იმის უფლება უნდა მივცეთ, რომ 'ჩვენი უცნობი ნაცნობი' მისი 'უცნობი ნაცნობი' გახდეს?
როგორ.. გული როგორ გაძლევს მშვიდად ყოფნის უფლებას.
ნუთუ არც შენ გესმის ჩემი..
ნუთუ ეს წელიც, ზღაპარში მიცხოვრია..
ასე როგორ მომექეცი..
- ელენე, კარგად ხარ? -ზურას ხმა, ბუნდოვნად ჩამესმის ყურში, თუმცა იმის ძალაც არ მაქვს, რომ მისკენ გავიხედო.
- ელენე.
- უნდა წავიდე.. -თითქმის ჩურჩულით ვამბობ და წითელ საქაღალდეს, გვერდით მჯდომს გაუაზრებლად ვაწვდი.
გიორგიც დგება. წარმოდგენა არ მაქვს რატომ და ზუსტად იმ წამს, როცა რაღაცას ამბობს, გონება მებინდება. გარშემო, ყველაფერი ბრუნვას იწყებს და მერე, აღარაფერი მახსოვს. წონასწორობას ვკარგავ და ბნელში ვეფლობი.
***
გონს, სრულიად სხვა ოთახში მოვდივარ. პირველი, რაც თვალში მხვდება, უზარმაზარი ძველებური ჭაღია, რომელიც ძალიან ნელა, თითქმის უმნიშვნელოდ ირხევა. ისეთი სიჩუმეა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მარტო ვარ - თუმცა ზუსტად მაშინ, როცა წამოდგომას ვაპირებ, არსაიდან ჩნდება ნატო.
- ჰა, ელენე რას აკეთებ, ისევ თავბრუ არ დაგეხვეს.
- კარგად ვარ - მისი შეშინებული სახის შემხედვარეს, წამიერად მეც მიპყრობს შიში, თუმცა მაინც ვდგები.
- მადლობა ღმერთს, გონს მალევე მოხვედი. მოდი, კიდევ გაგიზომო წნევა.
- ოო, ნატო. - მომაბეზრებლად ვატრიალებ თვალებს და მომზადებულ წნევის აპარატზე, ხელით ვანიშნებ, რომ დადოს.
- იცი, წეღან რა დაბალი გქონდა? მასეთი დაბალი თუ არსებობდა ისიც კი არ ვიცოდი.
- გეყოფა, კარგად ვარ - მეთქი. ზურა და დანარჩენები სად არიან?
- წავიდნენ. უფროსწორად, შენ რომ ცუდად გახდი, გაუშვა ზურამ. განსახილველი აღარც არაფერიაო, ხვალიდან ვიწყებთ გადაღებებს.
- რა? - მექანიკურად მიფართოვდება თვალები.
- ჰო, რა გაგიკვირდა?
- დალისთან შეთანხმებას ვერ მოვასწრებ.. -უფრო ჩემთვის ვიმეორებ.
- დალი ვინაა?
- კარგი, დაივიწყე. წავედი მე..- ღრმად ვოხრავ და კარისკენ, ნელი ნაბიჯებით მივდივარ.

***
გარეთ, სასიამოვნო სიგრილეა. ალბათ, მართლა პირველადაა გარეთ მყოფს, სიცივე რომ მსიამოვნებს.
ნელი ნაბიჯით მივუყვები, თითქმის ცარიელ ქუჩას და ზუსტად იმ წამს, როცა გონებამ, კვლავ უკითხავად უნდა დაიწყოს მომხდარის გადახარშვა, რეალობა სასტიკად ეწინააღმდეგება.
მოპირდაპირე მხარეს, საშუალო სიმაღლის კორპუსის, შელახულ სადარბაზოსთან მდგარ რამდენიმე ბიჭს შორის, გიორგის ვლანდავ და ვჩერდები. იმდენად სერიოზული გამომეტყველებით საუბრობენ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ 'მეგობრული' თავშეყრა არ არის.
გონება, გამუდმებით მიმეორებს, რომ ' არ უნდა მივიდე' მაგრამ გულს, მაინც ვერაფერს ვუხერხებ.
' ჯანდაბა! რა შენი საქმეა, ელენე. ის რა, შენს პირად ცხოვრებაში შემოიჭრა როცა დაგეხმარა? ხოდა, თუ დახმარება იქნება საჭირო, შენც ისე დაეხმარე, რომ ზედმეტად არ ჩაერიო.'
მთელი თავდაჯერებულობით ვუმეორებ, საკუთარ თავს და ზუსტად იმ წამს, როცა გზის გაგრძელებას ვაპირებ, ბოლოჯერ გამირბის თვალი მისკენ და როგორც ჩანს, არც ტყუილად. მის პირდაპირ მდგარ, მაღალს ოდნავ უქნევს თავს და რაღაც შავ პარკს, წამის მეასედში ართმევს. თვალები მიფართოვდება, თუმცა ოდნავ დაკვირვებასაც ვერ ვასწრებ, ისე იდებს შარვლის უკანა ჯიბეში.
არა, უნდა მივიდე. ახლა, მართლა უნდა მივიდე.
წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მომაქვს ამხელა გამბედაობა, მაგრამ თითქმის სირბილით ვკვეთ ქუჩას. განათების ბოძს, მხოლოდ წამიერად, ალმაცერად ვავლებ თვალს და პირდაპირ ზურგიდან ვადგები თავზე.
მის წინ მდგარ, ორ ნამდვილად არასასიამოვნო შესახედაობის პიროვნებას, მაშინვე ჩემზე გადმოაქვს მზერა, მაგრამ არ ვიმჩნევ და პირდაპირ გიორგის ვუკაკუნებ საჩვენებელი თითით ზურგზე. სწრაფად ტრიალდება და უემოციო სახეზე, წამში ეხატება გაკვირვება.
- შენ აქ რას აკეთებ?!
- ეგ მე უნდა გკითხო. - ხელებს ვიკრებ.
- ამასაც ხო არ უნდა? -მოულოდნელად იჭრება საუბარში უცნობი და ცინიკურად მიღიმის.
- რა სისულელეა, არა! - ჩემს მაგივრად პასუხობს გიორგი.
- რა არა? ერთი წუთით, ან რა უნდა მინდოდეს
- წადით, დანარჩენზე მერე - ხელის აქნევით ემშვიდობება და მკლავში მავლებს ხელს - წამოდი.
- ერთი წუთით, ნუ მიმათრევ! - მაშინვე ვაპროტესტებ და მთელი ძალით ვცდილობ, მის ძალაზე გავიმარჯვო.
- წამოდი! - კიდევ ერთხელ, უფრო მკაცრად იმეორებს და უკვე საპირისპირო მხარეს წასულთ, წამიერად ავლებს თვალს.
- გამიშვი, ვერ ხარ შენ! - ძლივს ვატრიალებ ხელს და ფრჩხილებს, მთელი ძალით ვარჭობ კანში.
- მე კი არა, შენ ვერ ხარ! რას აკეთებ?!
- შენ რას აკეთებ?!
- ჯანდაბა! - როგორც იქნა, ხელს მიშვებს და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება- ახლა, კარგად მომისმინე. შენ კიდევ ვერ ხვდები, რამხელა შარში ყოფ თავს, ჩემი დევნით. გითხარი, არ გიცნობ. თავი დამანებე, შემეშვი უკვე! ყელში ამომივიდა, ყელში ამომივიდა, გაიგე?! არაფერი არ გვაკავშირებს იმის გარდა, რომ სერიალში უნდა ვითამაშოთ ერთად!
- ეგ, შენ გინდა რომ ეგრე იყოს! - ოდნავ ვუწევ ტონს- მშვენივრად გახსოვს ის დღე, ის მომენტი, ის საუბარი! ყველაფერი გახსოვს, მაგრამ არ აღიარებ!
- გეშლება- მეთქი! რამდენჯერ უნდა გამამეორებინო!- ისიც უწევს ტონს.
- რა მეშლება, რა?! გგონია ყოველდღე მაქვს იმის გამბედაობა, რომ თავის მოსაკლავად მტკვარში გადავხტე და ყოველდღე ახალ-ახალი ადამიანი, გმირად მევლინება?!
- შენ იმის გჯერა, რისიც გინდა, რომ გჯეროდეს. რაღაც გამოიგონე და ახლა ილუზიებში ხარ. -სულ ოდნავ, ირონიულად იღიმის.
- ვერ ვიჯერებ.. არა, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ასე იქცევი..
- მომისმინე..-ღრმად სუნთქავს- მინდა, რომ შენი მესმოდეს, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში არ არის ის, რასაც მიყვები. მე, არავინ გადამირჩენია სიკვდილისგან. ასეთი შემთხვევის მომსწრე, არასდროს ვყოფილვარ..
- იყავი.. -შედარებით ხმადაბლა ვამბობ.
- არა - მეთქი! -ისე უცებ უწევს ტონს, ინსტიქტურად ვხტები- შენ გგონია ისე გავგიჟდი, რომ დილის 5 საათზე ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩებში ვიარო და სიცოცხლეს მობეზრებული ხალხი, სიკვდილისგან ვიხსნა?!
- ერთი წუთით.. -მაშინვე მინათდება სახე - არ მითქვამს..
- რა, რა არგითქვამს?! დარჩა რამე რაც არგითქვამს?!
- არ მითქვამს, რომ დილის 5 საათი იყო..
მაშინვე ეცვლება სახე. აი, ეს უკვე მეორედ დავიჭირე. უკვე მეორედ, თავისი პირით აღიარა.
- რა სისულელეა, პირობითად ვთქვი. - იბნევა. რა თქმა უნდა, სხვა რეაქციას არც ველოდი. თვალებში ვერ მიყურებს და ისევ, ნერვულად ისვამს კისერზე ხელს.
- გამოგტეხავ. აი ნახავ.. - ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები და ოდნავ ვუღიმი - მე ელენე ყიფიანი არ ვიყო, თუ შენი პირით არ გაღიარებინო ყველაფერი!
- ღმერთო, ეს ვინ დამატყდა თავზე.. - მხოლოდ წამიერად ავლებს ზეცას თვალს და მერე, ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა. - იცოდე, ახლა მე წავალ და შენ, არ გამომყვები!
სიტყვიერ გაფრთხილებას, საჩვენებელ თითსაც აშველებს, თუმცა სანამ მიბრუნდება, იქამდე ვეღობები წინ.
- იქიდან გამომდინარე, რომ მაგას მეუბნები, იცი - გამოგყვები.
- აი ახლა, უკვე მართლა ზედმეტები მოგდის!
- იმ დარტყმულებს რა გამოართვი?- სწრაფად ვცვლი თემას და კვლავ ხელებს ვიკრეფ. სახე ეცვლება. ისევ, ოღონდ ამჯერად, ემოციების ნაწილს, შენიღბვამდე ვიჭერ. მშვენივრად ხვდება, რასაც ვეკითხები, მაგრამ მაინც, ალბათ გონებაში ისევ ტყუილს აცხობს.
- მისმინე, ცისია..
- ელენე - მქვია. - ისეთი მკაცრი ტონით ვუსწორებ, გეგონება მე მასწავლებელი ვიყო და ის - მოსწავლე. ზედმეტი იყო, ვაღიარებ. მაგრამ არ ვიცი, რა დამემართა. იმდენად მიშლის ნერვებს, რომ როცა გასაბრაზებელი არაა, მაშინაც ინსტიქტურად ვბრაზდები.
- მე მარტო ცისიას ვიცნობ, ასე რომ სხვა სახელს ნუ ელოდები.
- უკაცრავად? -მაშინვე თვალები მიფართოვდება.
- გაიწიე, რა. სხვა საქმე არ გაქვს? ასეთი მოცლილი ადამიანი, ცხოვრებაში პირველად ვნახე! -ჩემი წამიერი გათიშვით სარგებლობს და ისევ გვერდს მივლის. არა, ამას მართლა გონია, რომ ასე იოლად მომიშორებს.
- გიორგი! - ისევ მივსდევ და წინ ვეღობები.
- თავი დამანებე - მეთქი!
- მითხარი, რა გამოართვი და დაგანებებ.
- რა შენი საქმეა. რა შ ე ნ ი ' ს ა ქ მ ე ა -მეორედაც, დამარცვლით მიმეორებს და მიახლოვდება. სულ ოდნავ, წამიერად მივლის უსიამოვნო ჟრუანტელი სხეულში და ვშეშდები. თვალები უშავდება და პირველად, ამ ხნის მანძილზე პირველად მეშინია მისი თვალების.
- დამშვიდდი..
- რა გინდა. არა, გამაგებინე რა გინდა! თავიდან რატომ ვერ გიშორებ, ყველგან შენ, რატომ გხედავ!
- იმიტომ, რომ მხოლოდ მე შემიძლია დახმარება..
- რომელი დახმარება! - იმხელა ხმაზე ღრიალებს, შიშისგან ვხტები. კანკალი მეწყება და როგორც ყოველთვის, ვერ ვაკონტროლებ..
ქუჩის მეორე მხარეს, რამოდენიმე გამვლელი ჩერდება და მაშიმვე ჩვენზე გადმოაქვს გაკვირვებული მზერა. ყველანაირად ვცდილობ, დავმშვიდდე, თუმცა გიორგი წინაზე უარესს გიჟს გავს.
- რა დახმარებაზე მელაპარაკები! რომელ დახმარებაზე მელაპარაკები! შენი აზრით, ჩემი დახმარება ვინმეს შეუძლია?! ვინ გგონია შენი თავი, ჰა?! რა უფლებით მოდიხარ და პირად ცხოვრებაში მეჭრები?! რა შენი საქმეა, მე რას, როგორ და რატომ გავაკეთებ! წადი, თოჯინები დააძინე და ზღაპრები წაუკითხე!
კედელს, უღონოდ ვეყრდნობი. თავს ვხრი და ვერც კი ვაცნობიერებ, როგორ მომდის ცრემლები.
ყველა, მასთან დაკავშირებული მოგონება, ოცნება, წარმოდგენა, ჩემი იდეალი მენგრევა. მე კი, ამ ნანგრევებში ვყვები.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველა რეალური წუთი, არარეალური გახდა. ყველაფერი სიზმარი იყო, გიორგი კი მისი ნაწილი. გაღვიძება არ მინდა, ბნელში ყოფნა არ მინდა.. ამას ვერ გავუძლებ.. -მთელი ძალით ვიფარებ, ყურებზე ხელს და ვცდილობ, რეალობას მოვწყდე. აღარ გავიგონო, თუმცა, არაფერი გამომდის. ფიქრებს, ვერ ვაქრობ. ლაპარაკის ხმა კი დახშულ ყურებში, მაინც მესმის.
- შვილო, დაწყნარდი რას აკეთებ..
- წადი აქედან, რა დღეში ჩააგდო ბავშვი ამას უყურე!
ვხვდები, რომ მარტო აღარ ვართ, მაგრამ ახედვის თავიც აღარ მაქვს.
- შვილო, კარგად ხარ? -მოულოდნელად, შეხებას ვგრძნობ ხელზე და ნელ-ნელა ვიაზრებ, რამდენი ადამიანია გარშემო შეგროვილი.
- პოლიციაში დავრეკოთ?
- დავრეკოთ, დავრეკოთ, ასე როგორ უნდა შერჩეს ყველაფერი.
- არა! -წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მომდის ენერგია, თუმცა თავის აწევას ვახერხებ. ჩემი თვალები, მაშინვე გიორგის უწყებს ძებნას, თუმცა ისედაც ვგრძნობდი, რომ აქ უკვე აღარ იყო.
- შვილო, ქმარია?! იცოდე, არ დაიცვა. ერთხელ რომ დააფარებ ხელს, მეორედ თავზე გადაგივლის!
- მართალია! თქვი, აგერ არ ვართ? ქუჩაში თუ ამხელას ყვირის, სახლში რაღას იზამს.
- არა, არა. ყველაფერი კარგადაა - ხელის აწევითაც ვანიშნებ და ვცდილობ, მათ შორის გზა გავიკვლიო.
მართლა ვერ ვხვდები, ასე უცებ, ამდენი ხალხი საიდან გაჩნდა.
მათი მზერა, ზურგს საშინლად მწვავს. ლაპარაკობენ, ჩურჩულებენ. არ მესმის რას, მაგრამ ჯერ მარტო იმის ცოდნა მანადგურებს, რომ მათი განხილვის საგანი გავხდი.
გულისცემა მიჩქარდება. მივდივარ, მაგრამ თითქოს გონებაც აღარაა ჩემი.
იმან, რამაც არ მომკლა, ვერ გამაძლიერა.
თურმე, ის ბრძნული ტექსტებიც ცდებიან..
სანამ საკუთარზე არ გამოცდი, ვერ გაიგებ..
ასეთია, ადამიანი.
რაღაც შეიძლება დაემთხვეს, თუმცა ბოლოს მაინც ის გტკენს, რაც არ ემთხვევა..

***
სახლში, სრულიად გათიშული ვბრუნდები. გონებაში, იმხელა ქაოსი მაქვს, ასე მგონია ჩემს გარშემო, ძალიან ბევრი ადამიანი, გაუჩერებლად ლაპარაკობს და მე კი, ვალდებული ვარ ვუსმინო.
სახლში არავინაა. ვცდილობ, გავიხსენო სად იქნებიან, მაგრამ არა - ვერა. ხომ ვამბობ, გათიშული ვარ - მეთქი. ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ, თუმცა დარეკვამდე მესმის კარის ხმა და ისევ უკან ვაბრუნებ.
- ნიცა, პირდაპირ აბაზანაში. ხელები დაიბანე - მისაღებიდან მესმის თიკოს ხმა და მაშინვე იქით მივდივარ.
- დედაა - ჩემს დანახვაზე, მაშინვე მიმართულებას ცვლის ნიცა და ბედნიერი მახტება.
- ნიცუ, რასაკეთებ. დედაშენი, სულ 43 კილოა, იქნება და გაუვარდე - მაშინვე თვალებს უქაჩავს, თიკო.
- რა უნდა გამივარდეს ქალო, რას ეუბნები ბავშვს.
- ჰო, აბა. ჯერაც არ გაგვარდნია -ბოლოს სიტყვას, შედარებით ჩუმად, სიცილით აბოლოვებს და სახლის ჩუსტებს იცვამს.
- თიკო!
- როდის გაგივარდი? - შეშინებულ მზერას მისწორებს ნიცა.
- ტყუილია, დედიკო, ტყუილი. მიდი, ჩამოხტი ახლა და ხელები დაიბანე. მერე კი მე და შენ ვიჭორაოთ და გაკვეთილები გავაკეთოთ, კარგი?
- მმ, კარგი - სახე ბედნიერებისგან უბრწყინდება და მაშინვე სააბაზანოსკენ გარბის.
- რა ხდებოდა, აბა. ნახე ზურა? -მაშინვე გამოკითხვას იწყებს თიკო და სამზარეულოსკენ მიდის.
- კი, სცენარი გაგვაცნო. - მეც უკან მივყვები და ფანჯარასთან ვჯდები.
- ყავა უნდა გავაკეთო, ხო დალევ? -მხოლოდ წამიერად მავლებს თვალს და კარადას აღებს.
- რავი, კი..
- სხვაა? მომიყევი კიდევ ამბები, რა ხდებოდა. ან პარტნიორი როგორ მოგეწონა?
' პარტნიორის ' გაგონებაზე, ღრმად ვოხრავ.
- ეგ არ მკითხო, ჯობია.
- რა იყო, ასეთი ვინ არის? - ოდნავ იღიმის და მადუღარას რთავს.
- გიორგი
- ვინ, რომელი გიორგი?
- ის.. ის.. - ხელითაც ვანიშნებ და ყველანაირად ვცდილობ, რომ მზერით მივახვედრო.
თავიდან, გაშტერებული მიყურებს. მერე, წამიერად ფიქრდება და თვალები უფართოვდება.
- არარსებობს!
- ჰო, მეც დაახლოებით მსგავსი რეაქცია მქონდა..
- გოგო, ელენე.. -მაშინვე ჩემსკენ მორბის, სკამს სწევს და წინ მიჯდება- ანუ, შენი პრინციც მსახიობია?
- რა პრინცი, ნუ ბოდავ. -მაშინვე წარბებს ვკრავ და მზერას ვარიდებ.
- ღმერთო, ღმერთო.. აი ეს, მესმის. ზუსტად თქვენზეა ნათქვამი, ზეცაში გადაწყდა ბედიო, თუ როგორცაა..
- ძალიან დავიღალე, ნიცასთან წავალ - ყველანაირად ვცდილობ, მოსალოდნელი საუბარი თავიდან ავიცილო, სწრაფად ვდგები და ნელი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ.
- და ყავა?
- აღარმინდა.
***
იანვრის ცივ, მოქუფრულ ცას, სულ ოდნავ ანათებს ღრუბლებს შორის ძლივსძლივობით გამომავალი სუსტი მზის სხივები. მართალია, საავადმყოფოს შენობაში გათბობაა ჩართული - თუმცა თითქოს მხოლოდ ფანჯრიდან ყურებაც მყოფნის იმისთვის, რომ გარეთ არსებულმა სიცივემ, სხეულში შემოაღწიოს.
ნელა ვხუჭავ თვალებს.
წლები გავიდა, მაგრამ ზურას და დანარჩენების ყურება, თუ როგორ ამზადებენ გადასაღებ მოედანს, გონებაში არსებულ გაფერმკრთალებულ მოგონებებს აფერადებს.
იმის მიუხედავად, რომ აფთიაქიდან წამოვედი, რაღაც მომენტში, მირჩევნია ისევ იქ ვიყო და კიდევ ათასჯერ მეჩხუბოს დალი.
უცნაური შეგრძნება მაქვს.
თითქოს, გული მიჩქარს - მაგრამ არც.
წამიერად მაციებს, მერე კი ისე მცხება ლამის გავიგუდო.
ყველანაირად ვცდილობ, სხვა რამეზე ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის და ის ფაქტი, რომ არ გამომდის ყველაზე უფრო მეტად მაწუხებს. ფიქრებს ვერ ვაკონტროლებ, უფრო სწორედ რომ ვთქვა, არც ადრე გამომდიოდა შესანიშნავად - მაგრამ ახლა, პიკში მივიდა. ადრე, რაიმე სხვაზე რომ მეფიქრა, ვინმეს რაიმეს შევკითხოდი, თითქოს მშველოდასავით - მაგრამ ახლა, აღარც ეს მეხმარება.
- ელენე, კარგად ხარ? -ისე მოულოდნელად მადგება თავზე ზურა, ინსტიქტურად ვხტები.
- დიახ.. -ხმა მეცვლება. ვიცოდი, არც გამკვირვებია. ასეთ დროს, ყელში იმდენად ძლიერად მიჭერს რაღაც, საერთოდ რომ არ მივარდება ხმა, ეგ უფრო მიკვირს.
- კარგი. -ოდნავ მიქნევს თავს და ახლა, გუნდს უბრუნდება- ლეჟავა კიდევ არ მოსულა?
- არ მოსულა, ზურა. ვურეკავ და გათიშული აქვს -შეწუხებული სახით უახლოვდება ნატო და თან, ტელეფონზე ანიშნებს.
- არა, ჩემი გაგიჟება უნდა. გეუბნები, სასწრაფო იქნება გამოსაძახებელი, ინფარქტი არ ამცდება! -ისე აელეწა სახე, თითქოს ჩემი არ მყოფნიდა, მისი ნეგატივიც წამში მედება.
ვინ იცის, სადამდე წავიდოდა მისი მონოლოგი, მოულოდნელად რომ არ შემოეღო კარი ლეჟავას.
არ დაუკაკუნებია. სიმართლე რომ ვთქვა, მისგან ამ ჟესტს არც ველოდი.
მოვალეობის მოხდის მიზნით ისვრის 'გამარჯობა' -ს და მერე, ისე რომ ზურას გააფთრებულ სახეს ნორმალურად ყურადღებას არც კი აქცევს, მე მიახლოვდება.
ვიძაბები..
წარმოდგენა არ მაქვს, რას მეტყვის და მერე რა უნდა ვუპასუხო. ისევ გული მიჩქარდება, ოღონდ ახლა.. რაღაც წარმოუდგენლად სწრაფად. ძალიან მინდა, ეს შინაგანი აღშფოთება გარეგნულადაც არ დამეტყოს, თუმცა მაინც ვერაფრით ვაშორებ თვალს.
წამის მეასედში ეყრდნობა ფანჯარას ჩემს გვერდით და მერე, კვლავ 'ანაღვლე ცხოვრებას' ნიღაბს ირგებს.
- ერთი ამას უყურე - სიმწრის სიცილი, ეხატება სახეზე ზურას- არა, ერთი ამას უყურე- კიდევ უმეორებს და ორი ნაბიჯით გვიახლოვდება.
- რას ვუყურო?- თითქოს, მართლა ვერ გაიგოო, დაბნეული იხედება აქეთ-იქით გიორგი და მერე, ზურგს უკან ფანჯრიდანაც ავლებს ქუჩას თვალს.
- ნუ მაიმუნობ! -სახეს იმკაცრებს და საჩვენებელ თითს სწევს მაღლა- მე შენ გითხარი, დაგვიანებას აღარ გაპატიებ - მეთქი.
- არ არის პრობლემა, ნუ მაპატიებთ -ახლა, ზედმეტად გადაღლილ იმიჯს ირგებს. ხელებს, დანებების ნიშნად სწევს და მერე, ვითომც აქ არაფერი, ისე უვლის ზურას გვერდს.
- სად მიდიხარ?! -უარესად გიჟდება ზურა.
- ჯოჯოხეთში. წამოხვალთ?! - თვითონაც უწევს ტონს და ახლა, ზუსტად ის განცდა მეუფლება, რაც ჩვენი ბოლო შეხვედრისას. კადრებად მეშლება თვალწინ, ჩვენი საუბრის თითოეული მონაკვეთი და სუნთქვა მეკვრის. თავს ვხრი და საფეთქელზე თითებს ვიჭერ.
თითქოს, ასე დავაფარებ მოგონებებსაც ხელს. ჩემს თავზე შინაგანად ისტერიკული სიცილი მივარდება და ახლა, ორმაგად უფრო მეშინია, მართლა არ დავიწყო სიცილი.
ფსიქიკური აშლილობა რომ მაქვს, ლამაზად ჩამოყალიბებული ეგ ისედაც ცხადია, მაგრამ ახლა ნამდვილად არ არის მაგის დრო, რომ ეს ,,შესანიშნავი'' ამბავი, სხვებმაც გაიგონ.
- წესიერად ილაპარაკე.
- წესიერად ვლაპარაკობ და თუ გადაღებას არ ვიწყებთ, წავალ - უკვე.
- ერთი ეს სერიალი გადამაღებინა და მერე მე ვიცი, სადაც წახვალ. -დამუქრებასავით ჟღერს ზურას სიტყვები.
- მშვენიერია. მაშინ, მალე ცოტა.
- კიდევ აქეთ რომ მეუფროსება ახლა. მალე, შენ თვითონ მოსულიყავი -ხელს იქნევს და ახლა, ჩემსკენ ბრუნდება- ელენე, გამოიცვალე მიდი. გოგოები დაგეხმარებიან.
ოდნავ ვუქნევ თავს და ნელი ნაბიჯებით ვშორდები ფანჯარას.
***
საერთოდ არ მომწონს, საავადმყოფოს სცენა. იმის მიუხედავად, რომ მგონი ცისია ამაზე ბედნიერი აღარსადაა, ვერ ვიღიმი. უფრო კონკრეტულად კი კონცენტრაციას ვერ ვახდენ. არ ვიცი, ყველაფერი საშინლად მაბნევს. საწოლის გარშემო შემოკრებილი გუნდი, უამრავი განათება, კამერა და მოგონებები.. იმის მიუხედავად, რომ გიორგი ჯერ არ მოსულა, უკვე პიკში ვარ. ემოციები მახრჩობს და ტირილი მინდება. რატომ? ერთი კონკრეტული პასუხი არ მაქვს - უბრალოდ მგონია, რომ ყველაფერი ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ცრემლები შევიკავე, ახლა ამოხეთქავს.
თავს გვერდით ვაბრუნებ და ზუსტად იმ წამს, როცა თვალებიც უნდა დავხუჭო, გიორგი შემოდის.
ვშეშდები. მისი გარდასახვით გაოცებულს, შესაძლოა სახეზეც მეხატება გაკვირვება. თითქოს, ეს მხოლოდ ტანსაცმლის გამოცვლა კი არა, ადამიანის შეცვლაა.
ან, უბრალოდ მე მეჩვენება ასე.
- უკვე წყალში ჩადებას ვფიქრობდი. - მაშინვე ყვავილებს აჩეჩებს ხელში ნატო. - ელენეც კი არ ემზადება ამდენს.
მხოლოდ თვალებს ატრიალებს და ვგრძნობ, იმ ვითომ წრფელი ღიმილის უკან, რამხელა იძულება იმალება მასშიც.
- ხო, გიორგი, სხვათაშორის სცენარში პატარა ცვლილებაა. - მაშინვე სიტყვას აწევს ზურა.
და აი აქ, მხოლოდ მას არა, მეც უცნაურად მაჟრჟოლებს.
- და აქამდე რატომ არ ვიცი?
- ძალიან პატარაა და იმიტომ. - ამჯერად ნატო უბრუნებს პასუხს და ხელში, სცენარს აწვდის. შემდეგ, მე მანიშნებს თვალით ჯერ კიდევ გადაუშლელ წითელ საქაღალდეზე, რომელიც ფორმალურად დავიდე საწოლის გვერდით.
ნერვებმოშლილი ხსნის და ვგრძნობ, ნელ-ნელა როგორ იძაბება. სახე ეცვლება და ახლა, უფრო მეტად მეშინია გადაშლის.
- გამორიცხულია. - მაშინვე ხურავს და მტკიცედ ეუბნება პირდაპირ ზურას - წინააღმდეგი ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელები მიკანკალებს, მაინც ვახერხებ გადაშლას და ვცდილობ, მაქსიმალურად სწრაფად მოვძებნო ის ნაწილი, რაც არ ვიცი.
- პრეტენზიის გამოხატვის უფლება არ გაქვს, კონტრაქტი გაფორმებულია.
- ხელი რომ მოვაწერე, მაშინ სცენარში ეს, არ იყო.
კიდევ უფრო ვიბნევი და ზუსტად იმ წამს, როცა მეორე გვერდზე უნდა გადავშალო, ბოლო აბზაცში, აშკარად დამატებულ წინადადებებს შორის, მხოლოდ წამით ვკრავ თვალს ზუსტად იმ ერთ სიტყვას და თვალი მიშტერდება.
- რა გემართება, გიორგი. ხო, დასაწყისში არ იყო. მაგრამ მშვენივრად იცი, რომ სხვაგან არის და იქნება. რა, კოცნის გარეშე რა სერიალი გინახავს აბა?
ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ვსუნთქავ და ძლივს ვახერხებ თავის აწევას.
- მიდი, დროს ნუ მაკარგვინებ. ელენეს უყურე, არაფერს არ აპროტესტებს. აი, როგორი უნდა იყოს მსახიობი - წამით იშვერს საჩვენებელ თითს ჩემსკენ და მერე, გადამღებ გუნდს უბრუნდება.
ჩაფიქრებულ მზერას მისწორებს გიორგი. თითქოს, მკითხულობს და არც. შიში მიპყრობს. ოღონდ რისი, არ ვიცი. ვიძაბები. იმაზე მეტად, ვიდრე ვიყავი და ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას.
- დავიწყეთ. -ოდნავ უწევს ტონს ზურა და ლეჟავაც წამში მარიდებს მზერას.
- მიდი, შემოდი - ახლა, გიორგის უდგება წინ და სცენარს, ხელიდან აცლის - იმედია, იცი. ასეთი სახე ნუ გაქვს. შენც გჭირდება ეს სამსახური და მეც, ეს სერიალი. - შედარებით ხმადაბლა უმეორებს, თუმცა მაინც ვგებულობ.
ოდნავ შესამჩნევად უქნევს თავს, უფრო ნაძალადევად და მერე, ხმის ამოუღებლად, ნელა მიემართება კარისკენ.
***
არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე ძალიან ახლა მიჭირს, რეალობიდან გამოსვლა. ჩემს თავს ვუმეორებ, რომ ცისია ვარ, მაგრამ ვერ ვიჯერებ.
ეს, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ეს პროფესია ჩემი უკვე დიდი ხანია აღარაა. ძალიან დამღალა იმან, რომ ყველგან, ყოველთვის ვთამაშობ. ყველგან რაღაც როლს ვირგებ და თან, ყოველთვის ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ.
სასწაულია, თითქოს, ეს სცენარიც კი მე მეთამაშება.. დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ჩემი და 'უცნობი ნაცნობის' რეალობა, ჩვენს გარდა არავინ იცის, მეგონებოდა რომ ზურამ და ნატომ, ნამდვილ ამბავზე ააწყეს.
ღრმად ვსუნთქავ. წამები გადის. ყრუდ ჩამესმის კარის გაღების ხმა და ოდნავ ვახელ თვალებს. თითქოს, ნაბიჯებზე ვცნობ. არა - ცისია ცნობს. ოდნავ ვაბრუნებ თავს და მზერას, პირდაპირ დაბლა დახრილ ყვავილებზე ვაჩერებ.
- ცისია.. - ისეთი გრძნობით ამბობს, ალბათ, მართლა ცისია რომ ვყოფილიყავი, მაშინვე ყველაფერი გამახსენდებოდა.
მის თვალებში, რაღაც სხვას ვხედავ. ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება და ვგრძნობ, როგორ მივლის სხეულში ცივი ტალღა. სწრაფად ვიწევი საწოლიდან და მოხერხებულად ვჯდები. კვლავ ყვავილებს ვუყურებ. ჩაფიქრებული? არ ვიცი.. ისე, როგორც გამომდის.
- ვიცოდი.. -თვალებში, ცრემლი უკრთდება და ახლა, სრულიად რეალური გაოცება მეხატება სახეზე. - ვიცოდი, რომ ერთ დღეს გაიღვიძებდი.. იმედი არ დამიკარგავს.. -მზერას მარიდებს. მასში, რეალობას ვხედავ. არ თამაშობს. ვგრძნობ, რომ ყველაფერი რეალურია. ვცდილობ, მის სახეზე კიდევ რაიმე ამოვიკითხო, მაგრამ წაშლილია. ამ მდგომარეობას ვცნობ. ზეპირად ვიცი. ვიცი, რა ხდება მაშინ, როცა სხვაზე, საკუთარს საუბრობ შეფარვით. შიში მიპყრობს. მტკივა. რაღაც მომენტში, ვგრძნობ რაღაც მისი მტკივა.
ყვავილებს გვერდით დებს და საწოლის გვერდით მიჯდება.
წამში მწვდება მისი სუნამოს სურნელი და თავისით მეხუჭება თვალები. შემოდგომის სუნია. ცივი სექტემბრის. იმ სუნამოსი, 'რომელიც მხოლოდ ერთხელ დავისხი და რომლის სუნიც სამუდამოდ გამყვა..'
- ჩემო ერთადერთო..
ცრემლები, ყელში მაწვება.
ვის, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები გიორგი.. ვინ გტკივა ასე..
თვალებს ვახელ და ისევ, არარეალურ რეალობას ვუბრუნდები. კიდევ ერთხელ, დაბნეული მზერით ვავლებ ყვავილებს თვალს და მერე, ისევ გიორგის ვუსწორებ მზერას.
- ცისია..
- მე.. - ენა მებმის. იმიტომ არა, რომ ასე უნდა იყოს. თავისით..
სწრაფად ეცვლება სახე და მისი თვალებიდანაც, ყველა რეალობა ქრება. თითქოს, მხოლოდ ახლა გაიღვიძა მასში როლმა. სუნთქვა მეკვრება და მთელი შერჩენილი ძალით ვცდილობ, ეს დაბნეულობაც არ გამიქრეს სახიდან.
- ასე რატომ მიყურებ.. -ოდნავ კრავს წარბებს - ჩემი დანახვა, არ გაგიხარდა?
ძლივს ვსუნთქავ.
კადრებად მეშლება თვალწინ, ჩვენი რეალური შეხვედრა საავადმყოფოში.
როლები გავცვალეთ..
- ვინ ხარ? - თავისით მეყინება ხმა. იმიტომ არა, რომ ვბაძავ. მართლა თავისით ხდება ყველაფერი.
ისევ ეცვლება სახე, თუმცა ემოციებს ვეღარ ვიჭერ.
- შენ მე მიცნობ.. შეუძლებელია. მეთამაშები.. მეთამაშები, ხო? -ახლა, ეღიმება.
ამ მომენტში, მართლა ირაკლის ტკივილს ვგრძნობ. ცისიას ირაკლის ტკივილს..
- არ გიცნობ.. - უფრო ხმადაბლა ვუმეორებ და თვალებს ვხრი.
- არა.. არა.. შეუძლებელია. ცისია, შეუძლებელია. ირაკლი ვარ. შენი ირაკლი ვარ. ჩვენ.. ჩვენ დაქორწინებას ვაპირებდით.. ქორწილის დღე. შეუძლებელია, ვერ დაგავიწყდებოდი.. -სუნთქვა უხშირდება. ნაწყვეტ ნაწყვეტ საუბრობს და თითქოს, თვალებით ცდილობს გამახსენოს.
მეც ვუსწორებ მზერას. ვუსწორებ და იქ, ჩემს თავს ვხედავ. ის კი, საკუთარ თავს ჩემს თვალებში. ცუდად ვხდები. ისიც. მისას, ისედაც ვგრძნობდი, მაგრამ არ მეგონა, ამდენად რთული თუ იყო. ჩერდება. ვხვდები, რომ ისიც იგივეს ფიქრობს. ხვდება. ხვდება, როგორი რთულია ჩემს ადგილას ყოფნა და ახლა, ისევ აღარ თამაშობს.
მხოლოდ წამით იკარგება და მეც მასთან ერთად. რეალურად წამი, მაგრამ არარეალურად ორივესთვის საუკუნე..
- ასე არ მომექცე.. - თითქოს, ისევ მე ვსაუბრობ. გული უცნაურად მეკუმშება. ორივეს მაგივრად განვიცდი. ორივეს ემოციები მაქვს.
- მართლა არ გიცნობ.. - ცრემლები მაწვება. მაგრამ ეს ცისიას ცრემლები არაა. ცისიას ემოციები არაა, გიორგის ემოციებია. გიორგისი და არა ირაკლის. მისი მესმის.. ახლა, მესმის. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რატომ მექცევა ასე, ვიცი, რომ ყველაზე რთული გზა აირჩია.
ნელა იხრება ჩემსკენ და მაშინვე მეფანტება ფიქრები. ფრთხილად მიცურებს ხელს ყელში და ვგრძნობ, როგორი დაძაბულია ისიც.
სუნთქვა მეკვრის. ისევ, ოღონდ ამჯერად სულ სხვანაირად. მისი შეხებით გამოწვეული ჟრუანტელი, ჯერ კიდევ მთელს ორგანიზმში მაქვს გამჯდარი. თვალებს ვერ ვხუჭავ. ვერც ის ხუჭავს. ჩვენი სუნთქვა, ერთმანეთს უერთდება და თითქოს, ის ვხდები.
საკუთარი გულისცემა ყურებში მესმის. ირგვლივ სიცარიელეა. ცისია არ ვარ.. ელენეც აღარ ვარ.
თვალები მეხუჭება. არვიცი, რატომ მაგრამ თავისით მეხუჭება. ვიცი, რომ ახლა უნდა მაკოცოს და თითქოს, წინასწარ მივლის ყველაფერი ერთად სხეულში. მისი სუნთქვა, წამში მათბობს. ნაზად მეხება ტუჩებზე და ისევ, გაუაზრებლად მეწყება სხეულის შიგნიდან კანკალი. ვერაფერს ვერ ვრძნობ და ეს, არარეალურ რეალობაში მაბრუნებს. ის გიორგი არაა, ის ირაკლია. ცისიას ირაკლი. საკუთარი სურვილით არ მკოცნის, არც მაკოცებს, არც მე მინდა რომ მაკოცოს. ტვინში მეჭრება. ვიაზრებ. წამში, ისევ ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება და მეც მთელი ძალით ვკრავ ხელს.
- გადაღებ.. - გადაღებულიაო, სავარაუდოდ ეს უნდოდა რომ ეთქვა.
- რას აკეთებ, ელენე? - მაშინვე თვალებს მიქაჩავს ზურა, თუმცა იმასაც ვერ ვიაზრებ, რას მეუბნება. ჯერ კიდევ იქ ვარ, სადღაც, შორს..
- კარგი, არაუშავს ეს ამოჭერით. ხელის კვრა საჭირო არ იყო. - ახლა, გადამღებ გუნდს მიმართავს.
ისევ ვერ ვუბრუნდები რეალობას.
იმის მიუხედავად, რომ გიორგიც დგება, მე ისევ გაშეშებული ვარ.
ზოგჯერ, ძალიან მაკვირვებს მისი ქცევები., თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. თითქოს, გრძნობები არ გაგვეცვალოს.. მინდა, მჯეროდეს იმის, რომ ახლაც თამაშობს. ახლა, ჩემთვის თამაშობს. იმისთვის თამაშობს, რომ არ ამოვიკითხო. მაგრამ არაფრის მჯერა, ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. .
*
შემდეგი სცენის გადაღება, კიდევ უფრო რთული იყო..
იმის მიუხედავად, რომ ვიცი, ეს ყველაფერი თამაშია, მაინც ძალიან გამიჭირდა მისთვის იმის თქმა, რომ არ ვიცნობ.
არ ვიცი, რეალურად თვითონაც ასე ძალიან გაუჭირდა თუ არა.. რაღაც მომენტში, მინდა მჯეროდეს იმის, რომ ასე იყო და რაღაცას მაინც ვნიშნავ მისთვის.. მაგრამ მეორეს მხრივ, როცა უკვე ვიცი, ეს რა გრძნობაცაა, არ მემეტება.
მარტო ამისთვის კი არა, არაფერი ცუდისთვის.
იმ ტკივილისთვის, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავს და რომელიც სულ შემთხვევით დავინახე დღეს, ხო, არ მემეტება.
ვკვდები, ისე მინდა როგორმე დავეხმარო.. რაღაც გავაკეთო მისთვის, მაგრამ ამის გარდა ალბათ მართლა ყველაფერს ვაკეთებ.
საკუთარ თავზე ნერვებმოშლილი, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვთამაშობ შემდეგ სცენებს. მინდა არ მინდა, თავში მხოლოდ გიორგია. მხოლოდ მასზე მეფიქრება..
სად არის, რას აკეთებს..
ჩვენი სცენის შემდეგ ისე გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
არაფერი უთქვამს ზურას. აღარც მოუკითხავს. რა თქმა უნდა, მას მხოლოდ სერიალი აინტერესებს. იმის იქით კი არაფერი. ის სცენა ხომ გადაიღო, რაც უნდოდა. თავისი გაისწორა. ვერაფერს ვიტყვი, ალბათ სხვა ნებისმიერიც ასე მოიქცეოდა მის ადგილას. ადამიანებს, მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ, მხოლოდ საკუთარი პრობლემები. შენ, თუ გინდა მოკვდი. პირველი, მაინც იმას გაიფიქრებენ, ვინ დააყენონ შენს ადგილას და მერე, სხვა დანარჩენი..
*
უკვე კარგად შებინდებულზე გამოვდივარ საავადმყოფოდან. რეალურად, ასეთ დროს გარეთ სიარულს ვერ ვიტან. უფროსწორად, ვეღარ ვიტან.
მაგრამ მეც ვერ გავიგე, როგორ გავიდა დრო. ბევრი მეხვეწა ნატომ, ბარემ აქ ვართ და ჩემს დასაც ავუაროთ პალატაში და თან, ბავშვიც ვნახოთო და უარი ვერ ვუთხარი.. ან კი, როგორ ვეტყოდი. იმის მიუხედავად რომ საერთოდ არ ვიყავი ლაპარაკის და ღიმილის ხასიათზე, როგორღაც თამაში გავაგრძელე. ბოლოს და ბოლოს, არანაირი უფლება არ მაქვს, ჩემი პრობლემები სხვას მოვახვიო თავზე. დაე იფიქრონ, რომ კარგად ვარ.. იქნებ, ოდესმე საკუთარ თავსაც დავაჯერო ეს ტყუილი.
გაზაფხულის გრილი სიო, თითქოს ოდნავ მიწყნარებს ჯერ კიდევ არეულ ფიქრებს. გარეთ, სამარისებული სიჩუმეა. მხოლოდ წამიერად ჩამესმის სასწრაფოს სირენის ხმა და მერე, ისიც ქრება.
უცნაური შეგრძნება მაქვს. შესაძლოა, იმის ბრალიცაა ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ რომ დავთანხმდი 'თამაშს'. კიდევ რომ მოვირგე ვიღაცის როლი..
თვალები თავისით მეხუჭება. არ ვიცი, დაღლილობას დავაბრალო თუ ემოციებს, მაგრამ აშკარად არ ვარ კარგად. იმდენ ხანს ვიყავი დაძაბული, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგაც კი ვეღარ ვაქრობ. თავბრუ მეხვევა და ახლა, ყველაზე მეტად ის მინდა, მალე მივიდე ტაქსების გაჩერებამდე. ჩვეულებრივ, ალბათ გამოვიძახებდი, მაგრამ ლოდინის თავიც არ მაქვს. ნელი ნაბიჯებით მივდივარ გასასვლელისკენ და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა გავიდე, საავადმყოფოს უკანა ეზოდან უცნაური ხმები მესმის. ვჩერდები, მაგრამ არ ვიცი რატომ. წამიერად, რაღაც უცნაური გრძნობა მივლის სხეულში, თუმცა მალევე ქრება. რაც არ უნდა იყოს, მე არ მეხება. თავის დაკვრითაც ვუდასტურებ საკუთარ თავს და ზუსტად იმ წამს, როცა საბოლოოდ უნდა გავიდე, შესახვევიდან მომავალ მაღალ სილუეტს ვლანდავ. უფრო მობარბაცებს, ვიდრე მოდის. თითებს შორის, სწრაფად ათამაშებს სიგარეტს და მერე წამიერად ეყრდნობა ხეს.
ოდნავ ვჭუტავ თვალებს. იმის მიუხედავად, რომ მობინდებულზე კარგად ვერ ვარჩევ, ზუსტად ვიცი, რომ სადღაც მინახავს. ღრმად ვსუნთქავ და ისევ გულს ვენდობი. მიმართულებას ვცვლი და ნელი ნაბიჯებით მივდივარ მისკენ. თვითონაც ადგამს რამდენიმე ნაბიჯს, თუმცა ისევ ძლივს.
- ჩემო დაი..კოო - უცნაურად იცინის და ისევ სიგარეტი მიაქვს მოსაქაჩად.
ინტერესით ვაკვირდები და.... ვცნობ. ის არის. იმ დღეს, გიორგისთან ერთად რომ ვნახე. ზუსტად მახსოვს, ამასაც უნდაო, თუ რაღაც ასეთი იკითხა.
- შენ.. -ენა მებმის, თუმცა წამში ვიაზრებ და ახლა, შიშისგან მაჟრჟოლებს - გიორგი სადაა?! -უფრო ვუყვირი, ვიდრე ვეკითხები - ხმა ამოიღე, აქაა?!
- ჩემო.. დაი.. -ისევ იღიმის და მხარზე მადებს ხელს. მაშინვე უხეშად ვუკრავ.
- შენ რა... კაი'ფში ხარ?! ღმერთო მიშველე.. -თავზე ვიჭდობ ხელებს.
- ლეჟავაა..-უაზროდ ატრიალებს თვალებს და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, როგორ აქვს ჩაწითლებული უპეები.
ბარბაცით ტრიალდება და აკანკალებული ხელით მანიშნებს უკანა ეზოსკენ.
მაშინვე თვალები მიფართოვდება. მის სიტყვებს, ყურადღებას აღარ ვაქცევ და მთელი შერჩენილი ძალით გავრბივარ უკანა ეზოში. არ ვიცი, რას ველი ან რატომ ვუჯერებ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს.
კანკალი მეწყება და უარესად მეხვევა თავბრუ. მეშინია. უფრო იმის, რომ მის ნახვამდე შესაძლოა დავეცე. ან, შეიძლება არც არის აქ. მომატყუა.. რაღაც იბოდიალა.. ღმერთო.. წამში ვჩერდები და გულზე ვიდებ ხელს. ისევ სიჩუმეა. სიბნელეში ჩაფლულ შენობას, მხოლოდ წამით ვავლებ თვალს და ზუსტად იმ წამს როცა იმედი მეწურება, მაღალ ხეებს შორის არსებული სკამების წინ, მინდორში, წამით ვკრავ სილუეტს თვალს და ინსტიქტურად მეყვირება. მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ვერ ვარჩევ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის არის..
წამებში ვფარავ, ჩვენს შორის არსებულ ისედაც არც თუ ისე დიდ მანძილს და უკვე, თავისით მომდის ცრემლები. გარშემო, უამრავი მინის ბოთლია.. სავსე, ცარიელი, არ ვიცი.. შეხედვაც არ მინდა. მუხლები მეკვეთება და მის წინ, სრულიად ძალაგამოცლილი ვემხობი.
ერთი შეხედვით, გონზე არაა. თუმცა მალევე ახელს სუსტად თვალებს და მხოლოდ წამიერად, უაზროდ მაშტერდება. ცუდად ვხდები. იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე ოდესმე. ეს მისი თვალები არაა.. ამღვრეული, ჩაწითლებული. თითქოს, გამოცვალეს. ვერაფრით ვიჯერებ, რომ ისაა.
თავს ძალას ვატან და ზუსტად მაშინ, როცა ხმის ამოღებას ვცდილობ ბოთლებს შორის, ზუსტად 'იმას' ვკრავ თვალს, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა და მექანიკურად მიფართოვდება თვალები. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი.. უნდა მცოდნოდა, მივმხვდარიყავი, მაინც არაფრით ვაძლევდი საკუთარ თავს ამის გაფიქრების უფლებას. ნელა გადმომაქვს მზერა მის ხელებზე და ვენასთან აკეცილ სახელოსთან ვაჩერებ. ცრემლები თავისით მომდის.. აკანკალებული ხელით ვწვდები შპრიცს და ვგრძნობ, როგორ ბრუნავს ყველაფერი. თავს ვეღარაფერს ვუხერხებ. საკუთარი გულისცემა მაყრუებს, ძალა მეცლება, თვალებში მთლიანად მედება ბინდი და ვითიშები..
***
წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ - თუმცა თვალების გახელა, არასოდეს ყოფილა ასეთი რთული. განათებიდან მომავალი სინათლე, პირდაპირ სახეში მცემს და მაიძულებს, თვალი ავარიდო. ხელს, ფრთხილად ვადებ მიწას და მხოლოდ ახლა ვგრძნობ, თმაზე შეხებას. დენდარტყმულივით ვტრიალდები და მაშინვე გიორგის გაყინულ მზერას ვეჩეხები. ნელ-ნელა, ყველაფერი მიმდევრობით მახსენდება და თითქოს, ის ემოციები ისევ თავიდან მივლის სხეულში. წარმოდგენა არ მაქვს, როდის მოვიდა გონს, ან მე როდის აღმოვჩნდი მის მუხლებზე..
სუსტად ახველებს და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, მის თითებსშორის მოქცეულ სიგარეტს.
- გაფრენაზე გიოცნებია? -იმდენად მოულოდნელად მეკითხება, ინსტიქტურად, შინაგანად ვხტები.
- შენ იცი. -ხმადაბლა ვპასუხობ და ნელა ვიწევი.
- იცი, ცისია.. სიახლოვეს, ერთი ცუდი თვისება აქვს -ნელა მიაქვს სიგარეტი მოსაქაჩად და მხოლოდ წამით ეხება. -გადამდებია.. ადამიანს, რომელსაც ეხები, შეიძლება გადაგედოს..
- პირდაპირ. - წარბებს ვკრავ. ეღიმება და ეს, კიდევ სულ სხვა ღიმილია.
ისევ სიგარეტიან ხელს სწევს, ოღონდ, ამჯერად ჩემი მიმართულებით. სახეზე ჩამოშლილ თმას, ყურზე მიწევს და მთლიანად მახვევს მის კვამლში.
- ეწევი? -ახლა, ტუჩებთან მოაქვს სიგარეტი და მეც, მთელი ძალით ვუკრავ ხელს.
- მოაშორე!
ეცინება. ახლა, ცინიკურად. მერე, წამსვე სერიოზულდება და ისევ იმ თვალებით მიყურებს, მე რომ საშინლად მეშინია.
ცივად მაჟრჟოლებს.
ისევ მიახლოვდება და ახლა, კეფაში მიცურებს თავისუფალ ხელს.
- შემომხედე.
ინსტიქტურად ვასრულებ.
- მე, ცუდი ადამიანი ვარ. საშინელი. ჩემთან სიახლოვე, არაფერს მოგიტანს იმის გარდა, რომ გადაგედება. თავი უნდა დამანებო. შენ, შენი ცხოვრება გაქვს. მე, ჩემი. მე შენსაში არ ვერევი და არც შენ უნდა ჩაერიო ჩემსაში. გასაგებად გეუბნები?
- ცუდი არ ხარ და არც ჭაობში არ ხარ. დახმარება შემიძლია. უბრალოდ, შენამდე უნდა მომიშვა.
- არ მინდა. არ მ ი ნ დ ა. -დამარცვლითაც მიმეორებს და უფრო დაჟინებით მაცქერდება თვალებში.
ვგრძნობ, როგორ ეჭიმება ყველა ძარღვი სახეზე და როგორ უხშირდება სუნთქვა.
- ასე ნუ იქცევი..
- შენი საქმე არაა, მე როგორ მოვიქცევი.
- თუ მასეა, არც შენი საქმე არ იყო, მე გადავხტებოდი თუ არა! - უნებურად ვუწევ ტონს.
- სხვადასხვაა.
- არაა! შენც თავს იკლავ ამ წყეული რაღაცით! -ხელებით ვუწყებ ძებნას შპრიცს, თუმცა ვეღარსად ვპოულობ. მაშინვე მაჯაში მავლებს ხელს და ძლიერად მიჭერს.
- გამიშვი, რას აკეთებ?!
- წადი, ჩემი ცხოვრებიდან.
- არა!
- ნუ ყვირი! -თვითონაც უწევს ტონს.
- არ მოგცემ უფლებას, თავი დაიღუპო!
- შენ არავინ გეკითხება! არავინ არ ხარ, გესმის?! არავინ!
- ხელი გამიშვი, მტკივა!
- გეტკინოს!
- გამიშვი, ცხოველივით ნუ იქცევი!
- ასეთი ვარ, ასეთს მიცნობდე!
- არ ხარ!
- ვარ! ვარ, ამის დედაც შევე*ი! -ძლიერად მკრავს ხელს და მაშინვე დგება.
ხელს, გატეხილ მინის ბოთლს ვარტყამ და მაშინვე მწვავე ტკივილი მეწყება. ვგრძნობ, როგორ მომდის კანიდან ბლანტი სითხე, თუმცა შეხედვას ვერაფრით ვახერხებ.
- ჯანდაბა! -მაშინვე ჩემს წინ იმუხლება გიორგი და ხელს მაწევინებს. -რა გამაკეთებინე, ამის დედაც მოვტ*ან!
- ასე იგი, რომ მტკივა, არ გაღელვებს არა? - ვცდილობ, გავიღიმო, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად გამომდის. მხოლოდ წამიერად, ალმაცერად მავლებს თვალს და მერე, წამებში მიყვანს ხელში.
- რაშვები, დამსვი!
- მოკეტე!
- იდიოტო, სიტყვები შეარჩიე!
- ხმა - მეთქი, გოგო!
- შენი გოგო არ ვარ მე!
- გაჩუმდი - მეთქი, აქ დაგაგდებ იცოდე!
- რამდენის უფლებას აძლევ თავს? სად მიგყავარ, ჯანდაბა, გამიშვი!-ისე ვიწყებ ფართხალს, გეგონება რამე შემიძლია. წარმოდგენა არ მაქვს, ასე წამებში როგორ მოახერხა საავადმყოფოს შესასვლელთან გაჩენა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
- უკაცრავად, დამეხმარეთ ერთი წუთით.
***
ხელის გადახვევის პროცესმა, მშვიდად ჩაიარა. ხმაც კი არ ამოუღია არავის. ნელა, აუჩქარებლად აკეთებდა თავის საქმეს მორიგე ექიმი და თითქოს არც კი სუნთქავდა.
მხოლოდ რამდენიმე წუთს დარჩა გიორგი და რომ დარწმუნდა, კარგად ვიყავი, ისე უცებ გაქრა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. სიმართლე რომ ვთქვა, არაფრის და მითუმეტეს გაკიდების და მისი მოძებნის თავი არ მქონდა. არც ახლა მაქვს. ძლივს ვდგები ფეხზე და ცალი ხელით ვცდილობ თმის შეკვრას. უფრო ვცოდვილობ.
ზუსტად იმ წამს შემოდის ექთანი და მხოლოდ წამიერად მავლებს თვალს.
- ხომ არ დაგეხმაროთ? ან, რამე ხომ არ გჭორდებათ?
- არა, მადლობა. კარგად ვარ.
- ბატონი გიორგი ახლახანს წავიდა. ვერც შევაჩერე, ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა.
ოდნავ ვკრავ წარბებს. მე, საერთოდ მეგონა რომ უკვე დიდი ხნის წასული იყო. მიკვირს. მაგრამ ამაზე უფრო ის მიკვირს, ექთანი რომ სახელით მოიხსენიებს.
- გიორგის იცნობთ?- ვბედავ და ვეკითხები. არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს პასუხის მოსმენისაც მეშინია.
ოდნავ ეცვლება სახე. ხელთათმანებს გვერდით დებს და ღრმად სუნთქავს.
- დიახ, ვინ არ იცნობს. - ისეთი თვალებით მიყურებს, თითქოს უნდა ვინანო, რომ ვკითხე.
- რას გულისხმობთ? - დარწმუნებული ვარ, სახეზეც მეხატება დაბნეულობა.
- თქვენ რას გულისხმობთ? - კითხვაზე კითხვით მპასუხობს.
- ანუ.. ვერ გავიგე, საიდან იცნობთ და ეს..
- თითქმის, ყველა პაციენტის ახლობელს ვიცნობ, ქალბატონო. განსაკუთრებით, ხშირად ვინც მიდი მოდიან. ბატონი გიორგი კი თითქმის სულ აქაა.. ერთი წუთით არ ტოვებს, ქალბატონ ქეთის. ნამდვილად სამაგალითო ადამიანია. -ოდნავ მიქნევს თავს და კარისკენ, ნელი ნაბიჯებით მიდის.
უარესად ვიბნევი. ქეთი.. ქეთი.. გონება, მხოლოდ ამ სახელს მიმეორებს.
- უკაცრავად. -გასვლამდე, კიდევ ვაწევ სიტყვას. მხოლოდ თავს აბრუნებს.
- ქალბატონი ქეთი, რომელ სართულზეა?
- მეოთხე.
- და პალატა?
- პალატა არა. რეანიმაციაშია. ქეთი ლეჟავა შეგიძლიათ იკითხოთ.
იმ წამს, მართლა ვწყვეტ სუნთქვას. წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მაგრამ ისევ საშინლად მეშინია. გონება, ნელ-ნელა ყველაფრის მიმდევრობით დალაგებას იწყებს. აი თურმე რატომ იყო მთელი დღე აქ..
მართლა ვერ ვხვდები, დაა, ცოლი, დედა თუ ვინ.. მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანია, თავისთავად მახსენებს, რატომაც არის თვითონ ამ მდგომარეობაში. ღრმად ვსუნთქავ. ნელა ვაფახულებ თვალებს და ისევ, გაუბედავად მივდივარ კარისკენ..
***
მეოთხე სართულზე, სრული სიჩუმეა. მივდივარ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს სად. ჩაბნელებული ფანჯრები და სუსტად განათებული დერეფანი, რაღაც წარმოუდგენელს მმართებს. ხელი მეყინება, მაგრამ სიცივისგან არა. ეს, რაღაც სულ სხვაა.
უკვე, უკან გამობრუნებასაც კი ვფიქრობ, მოულოდნელად რომ გამოდის ერთ-ერთი განყოფილებიდან ექიმი და ვჩერდები. ნელი ნაბიჯებით, აუჩქარებლად მოიწევს წინ და მხოლოდ წამიერად მავლებს თვალს.
- უკაცრავად. -ისევ მე ვაჩერებ.
- დიახ.
- ქეთი ლეჟავა, სად წევს?
სათვალეს იხსნის და თითქოს, უფრო კარგად მაკვირდება.
- თქვენ ვინ ხართ?
- მე..მეგობარი - სხვა, მართლა ვერაფერი მოვიფიქრე.
- მეგობარი? -უკვირს.
- დიახ.. შეიძლება ვნახო?
- მაპატიეთ, შესვლა არ შეიძლება.მითუმეტეს ახლა. -მაჯაზე არსებულ საათზე იყურება.
- ბატონო.. მე.. სიმართლე რომ გითხრათ - ენა მებმის.
- გთხოვთ, ტერიტორია დატოვეთ.
- მაგრამ..
- ქალბატონო, დაბლა ჩაბრძანდით თუ შეიძლება. -ხელსაც მადებს მკლავზე და ვეღარაფერს ვაკეთებ. იძულებით ვემორჩილები და ლიფტან მივყვები. ზუსტად იმ წამს გამოდის მეორე ექიმიც, რამდენიმე ექთანთან ერთად და ჩემთან ერთად მყოფიც, წამში მშორდება. მათკენ მიდის და რაღაცას ეჩურჩულება. ლიფტი მოდის. ხმაზე, კიდევ ერთხელ მიყურებს და რომ რწმუნდება, რომ შევდივარ ისევ მათ უბრუნდება. შიგნით, კიდევ ერთი ექთანი შემოდის და ზუსტად იმ წამს ვხვდები, რაც უნდა ვქნა.
- უკაცრავად..
- დიახ.
- იცით, ჩემს ახლობელთან ვიყავი და ექიმების საუბარს მოვკარი ყური, ქეთი ლეჟავას მდგომარეობა, მართლა უკეთესობისკენ მიდის? შეკითხვა მომერიდა. არადა, მასზეც ვნერვიულობ. საერთოდ, ყველა აქ მყოფზე.. ხშირად მოსვლა რომ მიწევს, თავისთავად ასე თუ ისე, ვიცნობ პაციენტებს..
რამდენიმე წამს უცნაურად მიყურებს და მერე, სუსტად ეღიმება.
- არ ვიცი, ქალბატონო. მსგავსი არაფერი გამიგია, მაგრამ არამგონია სიმართლე იყოს. კომიდან რომ გამოსულიყო, გავიგებდი.
ვშეშდები. სხეულში, უცნაურად მაკანკალებს და ვგრძნობ, როგორ მაწვება თავში რაღაც. არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რომ აქ ამოსვლის შემდეგ, რაიმე ცუდი არ წარმომედგინა, მაგრამ არც ასეთი..
- არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. - მხარზე მადებს ხელს და თავის მხრივ მამშვიდებს.
თუმცა, მე ისევ არაფერი მესმის..
კარი იღება და კვლავ სუსტად აღწევს დერეფანში მყოფი სინათლე ჩემამდე.
გონს ვეღარაფერს მოვყავარ
და ისევ.. ყველაზე ხმაურიანი სიჩუმე ისადგურებს გონებაში.

***
არ მახსოვს, როგორ მივედი სახლამდე. როგორ დავიძინე, ან.. მერე როგორ გათენდა. რეალურად, ალბათ არც დამიძინია. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში გონებიდან წამითაც არ გამქრალა მოსმენილი.
გიორგიზე ვფიქრობდი. ქეთიზეც. ახლაც მათზე ვფიქრობ. იმის მიუხედავად, რომ ვიცი ეს ფიქრი მაინც არავის არაფერში დაეხმარება, თავს ვერ ვანებებ.
თითქოს, რაც უფრო ვუღრმავდები მით უფრო ბევრი კარი იხსნება. მით უფრო მითრევს მათკენ. ეს, უკვე ვალდებულება აღარ არის. თუმცა, არც არასოდეს დავლაპარაკებივარ იმიტომ, რომ ვალდებული ვიყავი. უბრალოდ გულით მინდოდა, რომ დავხმარებოდი და ახლაც მინდა. ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს ის..
***
ნიცას, კლასში ვტოვებ და ნანუკა მასწავლებლის ერთ საათიანი მონოლოგის შემდეგ, რომ მისი ბრალი საერთოდ არ იყო ის, რომ ბავშვებს ყურადღება ვერ მიაქცია და კატასთან თამაში, საშიშად არ ჩათვალა უკვე გაბრუებული ვუსმენ. რეალურად, ალბათ ძველი ელენე ერთი კარგად გალანძღავდა, დირექტორის შემდეგ, სამინისტროში მიიტანდა ამ ამბავს და მგონი ისეთ დღეში ჩაეგდო, კლასში კი არა საპირფარეშოში აღარ დაეტოვებინა ბავშვები მარტო, მაგრამ ახლა.. არაფრის თავი არ მაქვს. საერთოდ, ფეხზე რომ ვდგავარ ეგეც სასწაულია. თანაც ზუსტად ვიცი, ნიცა ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ დაუშვებს და ვენდობი.
მერე ვნახოთ. დამთავრდეს ეს სემესტრი, ისედაც, რაღაც 2 კვირა დარჩა. შეიძლება ისიც არა. დაოთხოვონ და იქნებ, მერე საერთოდაც სხვაგან გადავიყვანო.
ნელი ნაბიჯებით ჩამოვდივარ კიბეებზე და დერეფანში შეგროვილ ბავშვებს შორის, ხელით ვიკვლევ გზას.
ხმაურია. თანაც ისეთი, უპრობლემოდ რომ დაგაყრუებს. ვერც ადრე და ვერც ახლა, ვერ ვიტან სკოლას. იმის მიუხედავად, რომ ალბათ ამაზე ბედნიერი წლები არასდროს მქონია, მაინც. რთულია ღიმილით მოიგონო ის, რომ ოდესღაც ვიღაცაზე შენც გაგიცინია. ვიდეო გადაგიღია, დაგიმცირებია, რვეული ან წიგნი წაგირთმევია. არ მინდა, ჩემი თავი ასეთი მახსოვდეს, მაგრამ მახსოვს. იმის მიუხედავად რომ მაშინ ვიცინოდი, ახლა იმ სიცილის მრცხვენია. წარმოიდგენა არ მაქვს, ახლა.. ქუჩაში რომ შევხვდე მათ, ადრე კლასელებად მოხსენიების ღირსადაც რომ არ ვთვლიდი, საერთოდ შევძლებ თვალებში რომ შევხედო? თუ მაინც შევხედავ, მათ მზერას გავუძლებ?
ცუდად ვარ. ისევ ჰაერი არ მყოფნის. ელვის სისწრაფით გავრბივარ გარეთ და პერანგის ღილებს ვიხსნი. არასოდეს არ არის იოლი, იმ მოგონებების წინა პლანზე წამოწევა - გონებაში რომ არიან 'ვითომ' მიჩქმალულები. ღრმად ვსუნთქავ და ზუსტად მაშინ, როცა როგორც იქნა ტერიტორიის დატოვებას ვაპირებ, ეზოში შეგროვილი ბავშვებისკენ გამირბის მზერა და ვჩერდები. ამ ერთი შეხედვით უცნობთ სიახლოვეს, უკვე ნაცნობსაც ვლანდავ. თვალები მიფართოვდება. გიორგია. მართლა ვერ ვხვდები, რას აკეთებს აქ, ამ დროს და გონებაში მარტო ის აზრი მომდის, რომ შეიძლება მე გამომყვა. იმიტომ არა, რატომაც შეიძლება ადამიანმა იფიქროს. უბრალოდ საერთოდ არ მჯერა იმის, რომ ასეთი დამთხვევები არსებობს და ესეც მათ შორისაა.
მხოლოდ წამიერად ვაშორებ მზერას და კისერზე ვისვამ ხელს. ზარი ირეკება. ბუნდოვნად მესმის, მაგრამ შენობისკენ მიმავალი ერთ გუნდად შეგროვილი ბავშვები, დარწმუნებაში კიდევ უფრო მეხმარება.
მართლა არ ვიცი, რა ვქნა. ან სხვა რას იზამდა ჩემს ადგილას. წასვლას ვაპირებ, თუმცა მხოლოდ ერთი ნაბიჯის უკან გადადგმაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი არ შემიძლია. გულს ვემორჩილები. რომც მინდოდეს, სხვაგვარად არ შემიძლია. მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდები, იმაშიც ვრწმუნდები, რომ სხვაგვარად არც მინდა.
ვერ მამჩნევს. ან, უბრალოდ მაიგნორებს. მწვანეში ჩაფლულ, ამავე ფერის გრძელ სკამზე თითქოს უდარდელად, რიტმულად ათამაშებს თითებს და მომენტებში ისე სწრაფად წყვეტს, თითქოს, არასდროს არაფერი ყოფილა..
პირს მისი სახელის წარმოსათქმელად ვაღებ, თუმცა წამსვე ვჩერდები. ის არ მეძახის ელენეს. იქნებ, უკეთესიც იყოს, არც მე დავუძახო. დაე ვითამაშოთ..
- ირაკლი.. - ხმადაბლა ვამბობ, თუმცა მაშინვე ჩემზე გადმოაქვს მზერა. სასწაული. ადამიანს, თავის ნამდვილ სახელს რომ ეძახი, მაშინაც არ აქვს ასეთი სწრაფი რეაქცია.
რამდენიმე წამს, ასე უაზროდ მიყურებს. მერე, ნელა სწევს მეორე ხელს მაღლა, რომელშიც თურმე კვლავ სიგარეტი აქვს და მე ვერ შევამჩნიე.
- არ დაიღალე? - რეალურად, თვითონ უფრო აქვს დაღლილი მზერა. - ხო, რა იყო, რანაირად მიყურებ?
ოდნავ ვაქნევ თავს და საპასუხოდ, უბრალოდ ვოხრავ. კვლავ ნელი ნაბიჯებით ვფარავ, ჩვენს შორის არსებულ არც თუ ისე დიდ მანძილს და გვერდით ვუჯდები. წამსვე იღებს, სკამის საზურგეზე მყოფ გაშლილ ხელს და მზერას მარიდებს.
- დავიღალე თუ არა ცხოვრებისგან? მაგას მეკითხები?
- არა, ჩემი დევნით როგორ არ დაიღალე - მეთქი. - ისევ სიგარეტი მიაქვს მოსაქაჩად.
ვიბნევი. ანუ, რა გამოდის, ჩვენი შეხვედრა მართლა დამთხვევაა?
წამში მწვდება არასასიამოვნო კვამლი და ხელით ვინიავებ. მაშინვე ჩემს შეხვეულ მაჯაზე გადმოაქვს მზერა და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელს მკიდებს.
- როგორ გაქვს, 'ძაან' გტკიოდა? - აი შოკი. თვით გიორგი მეკითხება. ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ამბობდა 'გეტკინოს' არ მაღელვებსო.
- შენს სიტყვებზე ძალიან, არა.
ახლა, ჩემზე გადმოაქვს მზერა და თვალს თვალში მიყრის. სულ სხვაა. ის, ზუსტად იმ მწვანეებით.. რომ არ ვიცნობდე და მხოლოდ თვალები ეჩვენებინათ, ვერ დავიჯერებდი, რომ ერთი და იგივე ადამიანია.
- ამას რატომ აკეთებ..
- მინდა, რომ დაგეხმარო.
- გასაგებად არ გითხარი, რომ ვერ დამეხმარები? - ხმა უმკაცრდება. ოდნავ, თუმცა მაინც ვგრძნობ.
- ახლოსაც კი არ მიშვებ, ასე ძალიან როგორ ხარ დარწმუნებული?
- ვარ და მორჩა. ჩემზე უკეთ, შენ მიცნობ?
- გიცნობ. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც ერთი წლის წინ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან. ადამიანს, რომელიც ძალიან ცდილობს ეს ადამიანი დამიმალოს და იმასაც კი არ აღიარებს, რომ ერთი წლის წინ შევხვედრილვართ.
- კაი, ვაღიარებ. მერე? -ხელს მიშვებს და განგებ, უფრო ინტერესით მაცქერდება თვალებში.
უარესად ვიბნები. ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ ახლა მეტყოდა ვაღიარებო.
- ხო, ვაღიარებ რომ ერთი წლის წინ, ბორჯომში, 10 სექტემბერს, დილის 5 საათზე შენს სიკვდილთან შეხვედრის მცდელობას, ხელი მე შევუშალე. ხო, მე გიორგი ლეჟავამ. უცნობმა ნაცნობმა. ამის გაგონება გინდოდა?
ძლივს ვსუნთქავ. ასე მგონია, თვალებში მიორდება მაგრამ ახლა რომ ავარიდო მზერა, ზუსტად ვიცი ეს უარესი იქნება.
- ეს ისედაც ვიცოდი.. -ხმადაბლა ვჩურჩულებ - მაგრამ შენ რატომ მალავდი ამას. ვერ გავიგე მე..
- შენ შეიცვალე. - სიტყვის დასრულებას არ მაცდის, ისე მეჭრება.
- თავად ვერ ატყობ, რომ ის გოგო აღარ ხარ? აღარ არის შენი ცარიელი, ბნელი, არაფრისმთქმელი თვალები, რომელშიც იმხელა ნისლი იყო, მგონი თვითონაც ვეღარ ხედავდი ვერაფერს. შენში არაფერი აღარ იყო. ვერც კი ლაპარაკობდი იმ დღეს.. შენი აზრით, ის გოგო და ეს გოგო, ერთია? ჩემთვის არა. იმ დღეს, პალატაში რომ შემოხვედი.. შენში სიცოცხლე იყო.. სინათლე იყო.. არის და სულ იქნება. მე არ მაქვს უფლება ეს მოვკლა გესმის? იმას ვერ გავანადგურებ, რაც გადავარჩინე. მაშინ რატომ გადავრჩინე? არ მინდა იქ დაბრუნდე. იქ სიბნელეა, ელენე. ძალიან დიდი სიბნელეა..
ძალა ეცლება. მეც. მას ლაპარაკის, მე მოსმენის. ყელში მაწვება. მის მიერ დაძახებული 'ელენე' ცუდად მხდის. არ ვიცი რატომ. წესით, ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მის თითოეულ სიტყვაში დამშვიდობებას ვგრძნობ. ვხედავ, რომ ბრძოლის ძალა არ აქვს.. აღარ აქვს და მეშინია. საშინლად მეშინია იმის, რაც მინდა არ მინდა რეალობაა. ადამიანი, სიკვდილის წინ ყველაფერს ბედავსო. მაშინ, როცა დასაკარგი აღარაფერი გაქვს, აღარ ფიქრობ იმაზე, რომ გაკეთო, მერე რა იქნება. იმიტომ რომ არ იქნება..
იქნებ, ზუსტად ამიტომაც დამიძახა 'ელენე'.. თვალებს ვხრი და ვგრძნობ, როგორ თავისუფლად მიიკვლევს გზას ჩემი ცრემლები.
- ტირილი არ გაბედო! - ისიც მარიდებს მზერას და მივიწყებულ სიგარეტს უბრუნდება. - როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, იქ არ დაბრუნდე, საიდან ამოსასვლელადაც ამხელა ტანჯვა გაიარე!
- გიორგი.. -ძლივს ვამბობ.
- ირაკლი - მისწორებს. - მე ის გითხარი, რისი მოსმენაც გინდოდა. დაივიწყე. გიორგი არ არსებობს და არც ელენე არ არსებობს. ჩვენი რეალობა არარეალობაა, არარეალობა კი რეალობა.
ნელა ვხუჭავ თვალებს. ვცდილობ, ბოლომდე გავიაზრო მის მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვები. 'რეალობა არარეალობაა, არარეალობა კი რეალობა' ჰო, მართლა ასეა. თუმცა როდის გახდა არ ვიცი. ამაზე, არც არასოდეს დავფიქრებულვარ.
იქნებ ახლა დავფიქრებულიყავი, მაგრამ მოულოდნელად დგება გიორგი და ისევ მერევა აზრები.
- სად მიდიხარ? - მართლა ინსტიქტურად ვეკითხები.
- ჯოჯოხეთში. -არც მიყურებს, არც ჩერდება, ისე მპასუხობს.
ვერ მივყვები. იმის მიუხედავად, რომ მინდა მაინც. იქნებ, ასე უკეთესიც იყოს. იქნებ, ორივეს გვჭირდება ახლა მარტო ყოფნა. იქნებ, დაგვეხმაროს ეს დრო თუნდაც იმისთვის, რომ რეალობა, სამუდამოდ არ დავკარგოთ..

***
'გადასაღებ მოედანზე' მაგვიანდება. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ადრე არასოდეს დამმართნია, ზურასთან ერთად, ნატოც გაოცებული მიყურებს. არაფრის თავი არ მაქვს. მითუმეტეს, ზურას გაუთავებელი შეკითხვების - სად ვიყავი და ა.შ ; ამიტომ ყველა შეკითხვაზე მექანიკურად ვუქნევ თავს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მალევე ჩერდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე როგორ უნდა ამ სერიალის გადაღება, გასაკვირი არცაა.
თავს მარტო ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი ადამიანია, გიორგი მაკლია.
სცენარის მიხედვით, დღეს ერთიანი სცენები არ გვაქვს. ცისიას, ავარიის შემდგომ მეხსიერება აქვს დაკარგული და ბოლო ერთი წელი არ ახსოვს. ირაკლი კი, სწორედ ამ ერთ წელშია. ამბობენ, სიყვარულის დავიწყება შეუძლებელიაო.. არ ვიცი, მე რომ დამმართნოდა იგივე, დამავიწყდებოდა? ან რომ დამვიწყებოდა, შეეცდებოდნენ რომ გაეხსენებინათ?
ირაკლი, ამ მხრივ გიორგისგან განსხვავდება. ფაქტობრივად არარსებულ ძალას პოულობს და ცდილობს, ცისიას ხელი არ გაუშვას. არ დაკრგოს. მიუხედავად იმისა, რომ არ იცის როდის გაახსენდება. ან, საერთოდ თუ გაახსენდება - იმედს, მაინც არ კარგავს. მაგრამ გიორგიმ, კარგა ხნის წინ დაკარგა ყველაფრის იმედი.. აი, ზუსტად ამიტომ ჰგავნან ირაკლი და ელენე ერთმანეთს და ზუსტად ამიტომ ვართ არარეალური რეალობა..

***
საავადმყოფოდან სახლში გაწერის სცენა გადავიღეთ. მშობლები და ჩემი და, მარტო არ მტოვებენ. რამდენიმე დიალოგია, თუ როგორ ცდილობს 'დედა' ყველაფერი გამახსენოს. შემდგომ, 'მამა' მიყვება ჩემი და ირაკლის ნიშნობის ამბავს. მეტი ეფექტისთვის, ფოტოებსაც აშველებს თან - რაც ცისიას ისტერიკაში აგდებს. ყველაფრის დალეწვის სურვილი იპყრობს, რაც ოთახში მარტო დარჩენის შემდეგ, სისრულეშიც მოჰყავს. ვერ ეგუება. ვერც მე შევეგუებოდი მის ადგილას. ადვილი არაა, გიყვარდეს და არ გახსოვდეს. უყურებდე ფოტოებში იმას, როგორ თვალებით უყურებ მაშინ და ხვდებოდე, რომ ახლა იგივე აღარ შეგიძლია.. გინდა გაიხსენო, მაგრამ არ გამომგდის და ჭკუიდან გშლის ის ფაქტი, რომ იცი, შეიძლება საერთოდ არ გამოგივიდეს. იმედს კარგავ.. იმის მიუხედავად, რომ არ შეგიძლია ესეც უნდა გადაიტანო და ზუსტად ამ დროს, ცისიასა და გიორგის შორისაც ჩნდება პარალელი. რეალური არარეალობა..

***
სახლში, სრულიად ძალაგამოცლილი ვბრუნდები. ძილის მეტი, მართლა არაფერი მინდა, მაგრამ როდის იყო იმის შესაძლებლობა მქონოდა, რაც მინდოდა ის გამეკეთებინა.
ჩანთას მისაღებში ვტოვებ და პირდაპირ სამზარეულოს მიმართულებით ვიღებ გეზს.
- თმას ხომ გამიკეთებ, თიკო დეიდა? -რაც უფრო ვუახლოვდები, მით უფრო მკაფიოდ მესმის ნიცას ხმა.
- გაგიკეთებ, ნიც. მაგრამ ჯერ, რძე უნდა დალიო. იცოდე, დედაშენი გაგიბრაზდება.
- არ უთხრა და ვერ გაიგებს.
- რას ვერ გავიგებ? - ისე მოულოდნელად ვადგები თავზე, ორივე ხტება.
- დედიკო მოვიდაა - მაშინვე სკამიდან ხტება ნიცა და ელვის სისწრაფით მორბის ჩემსკენ. მაშინვე ვიხრები და ვეხუტები. მერე, ხელში ამყავს.
- დასვი, ელენე. წელში არ გადატყდე.
- არ გადავტყდები, ნუ გეშინია - თავისუფალი ხელით ვწევ სკამს და ვჯდები. მაშინვე კომფორტულად თავსდება ჩემს მუხლებზე ნიცა და ხელებს მხვევს. ასე რომ იქცევა, ყოველთვის მეტირება - ხოლმე. ვგრძნობ, რომ თავის მონატრებას გამოხატავს. არ აღიარებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორ უჭირს მთელი დღე ჩემი ლოდინი და ზოგჯერ, ისიც ტყუილად. ყველანაირად ვცდილობ არ დავაგვიანო, მაგრამ უპრეცედენტო შემთხვევები, წესად მექცა.
- ელენე ყავა? - ჭიქით მანიშნებს თიკო და ფიქრებიდან გამოვდივარ.
- ხო, დავლევ.
- იმედია, ქალბატონი ნიცაც დალევს რძეს.
- აუ, დედაა - ისეთი თვალებით მიყურებს, უარის თქმა რომ შეუძლებელია.
- კარგი, არ გინდა. არ დალიო - ჭიქას გვერდით ვწევ და გაოცებული თიკოს მზერასაც ვეჩეხები.
- ელენე, რას აკეთებ?
- აუცილებელი არაა, ყოველდღე დალიოს. არაუშავს.
საპასუხოდ, ღრმად ოხრავს.
- დე, ხვალ ხომ მოხვალ?
- სად.. - ვიბნევი.
- სკოლაში.. დაგავიწყდა?
- არ დაავიწყდა, უბრალოდ გაითიშა - სწრაფად გვიახლოვდება თიკო და ჭიქას მიდებს წინ. მერე, თვითონაც სწევს სკამს და ჩვენს წინ იკავებს ადგილს. - ხვალ ჩვენი გოგო, პირველ კლასს ამთავრებს, როგორ შეიძლება ეს დაგვავიწყდეს, ასე არაა ელენე?
ამით მახსენებს. ვხვდები. დანაშაულის გრძნობა მაწვება და ძლივს ვახერხებ ნიცასთვის გაღიმებას.
- რა თქმა უნდა. მახსოვს, ნიცა. მოვალ დედიკო. ან, ისედაც ხომ ერთად მივდივართ დილით..
- არა, გაკვეთილები მაქვს. ბოლო ზარი აქვთ, დიდ ბავშვებს და ჩვენც მაგ დროს ვამბობთ ლექსებს.
- მართლა? - უკვე კარგად შესამჩნევი დაბნეულობა მეხატება სახეზე.
- მართლა, ელენე. რა გემართება, ოდნავ მოგვიანებით ერთად წავიდეთ.
- ვაშა - მაშინვე ტაშს უკრავს ნიცა და ჩემი მუხლებიდან ხტება - მაშინ წავალ და დაგხატავთ..
ამაზე, სამივეს გვეცინება.
- გეფიცები, მხატვარი გამოვა - ოთახისკენ მიმავალს თვალს აყოლებს და მერე, ისევ მე მიბრუნდება.
- შენ რა ქენი დღეს?
- რა ვიცი, რა უნდა მექნა - ოდნავ ვიჩეჩავ მხრებს.
- ნახე?
- ვინ?
- ელენე, თავს ნუ იკატუნებ - ხოლმე.
ღრმად ვსუნთქავ. ადვილი ნამდვილად არაა, იმ რაღაც უცნაური გრძნობის გარეშე მისი გახსენება.
- საერთო სცენები არ გვქონია, მაგრამ დღეს დილას, ნიცა რომ მივიყვანე, სკოლაში ვნახე.
- და იქ რა უნდოდა?
- არ ვიცი.. თავიდან ვიფიქრე, რომ მე გამომყვა. მაგრამ მისი საუბრიდან გამომდინარე, თურმე მას პირიქით ეგონა.
- და დაუჯერე?
- იმ მდგომარეობაში არაა, რომ მე მსდიოს. ან რატომ უნდა მსდიოს, ამაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ.
ჩაფიქრებული უსწორებს მზერას ერთ წერტილს და რიტმულად ათამაშებს თითებს მაგიდაზე.
- აბა იქ რა უნდოდა? ანუ ასეთი დამთხვევები, მართლა არსებობს?
- არ ვიცი, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი
- მე მაინც მგონია, რომ შენ გამოგყვა.
- თაზოზე რა ხდება? - თემას ვცვლი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმოდგენა მაქვს იმ პასუხზე, რაც უნდა მოვისმინო, ახლა მთავარია ცოტა ხანს მაინც ვიფიქრო სხვა რამეზე.
- არაფერი, შენ რომ დაურიცხე ფული, იმის მერე აღარ გამოჩენილა. შენ არ მითხარი, მომწერა მივიღეო?
- ჰო.
- აბა რას მეკითხებოდი?
- კარგი, თიკო. დავიღალე.. ოთახში წავალ - სწრაფად ვდგები ფეხზე - მაგრამ არა, ჯერ ნიცას შევხედავ.
- წამოვიდე?
- რავიცი, წამოდი
***
ბუნდოვნად მახსოვს, ბავშვობის წლები. ბუნდოვნად მახსოვს ბებიაც. მეუბნებოდა, ყოველი შენი 'არასოდეს' გამოვლა მოგიწევს ცხოვრებაშიო..
ადრე, არ მჯეროდა. ახლა, მჯერა.
ჩემს წინ, თეთრ ატლასის კაბაში მოციმციმე პატარა ფერიას ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, გოგო, რომელიც ამბობდა მე, ბავშვს არასოდეს გავაჩენო - უკვალოდ გამქრალა.
ნიცა, პატარა პრინცესაა. როცა მის თვალებს, ღიმილს ვუყურებ, ვხვდები, რა მაძლევს სუნთქვის ძალას.
მისი პატარა თითები, დრო და დრო რომ ახებს წელამდე გაშლილ წაბლისფერ თმას..
ასე მგონია, სამოთხეში ვარ. ის კი, ჩემი ანგელოზია, რომელიც არ მტოვებს. როცა მასთან ვარ, გარშემო ყველა და ყველაფერი მავიწყდება. ვუღიმი და ეს ღიმილი, ყველაზე თავისუფალია ამ ქვეყნად.. ისიც მიღიმის. სწრაფად მიიკვლევს გზას, ბავშვებს შორის და სცენაზე ადის. ოვაციებით ხვდებიან მეთორმეტე კლასელები.. მთელი გულისყურით უსმენენ, მის მიერ წაემოთქმულ ასოთა თანმიმდევრობას, რომელიც საბოლოოდ ლექსის სახეს იღებს და ასევე მხურვალე ტაშით აცილებენ ქვემოთ.
არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანმა ამას ცრემლის გარეშე უყუროს..
ვუყურებ და არ მჯერა, რომ უკვე ამხელაა. ნუთუ ამდენი დრო გავიდა. მართლა ვერ ვხვდებდი, როდის მოასწრო ასე გაზრდა..
- ელენე, კარგი რა. პირველ კლასელების მშობლებიც კი არ ტირიან. ნიცა კი, უკვე მეორეში გადავიდა. ელენე! - მკლავში მავლებს ხელს თიკო.
ოდნავ ვაბრუნებ თავს მისკენ და ცრემლებს ვიწმენდ.
- მასწავლებლების ბრალია. ვის გაუგია, მეთორმეტე კლასელების ბოლო ზარზე, პირველთან ერთად, მეორე კლასმაც თქვას ლექსები.
- მიზეზებზე ნუ ხარ. თავი დაიწყნარე.
ბავშვებს ითხოვენ და ამიტომ..
ღრმად ვსუნთქავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ ტირილი მინდება. თითქოს, ახლა მომხდარისაგან გამოწვეულ ემოციებს, ყველა ადრე მომხდარის გამოუთქმელი დაემატა და ერთმანეთს შეერწყა.
- საპირფარეშოში გავალ, ნიცას მიაქციე რა ყურადღება.
საპასუხოდ, მხოლოდ თავს მიქნევს.
მის თვალებში ვხედავ, უნდა რომ გამომყვეს, მაგრამ მერე ნიცაზე გადააქვს მზერა და ყველაფერი ისედაც გასაგებია. ნელი ნაბიჯებით ვტოვებ, ხალხმრავალ ტერიტორიას და შენობისკენ მივდივარ. რეალურად, შესვლას არც ისე ვაპირებდი. უბრალოდ, ახლა მარტო დარჩენა ძალიან მჭირდება.
თითქმის სრულ სიჩუმეში, კედელს ვეყრდნობი და ზუსტად იმ წამს, როცა თვალების დახუჭვას ვაპირებ, შენობიდან გამომავალ მეთორმეტე კლასელებისკენ გამირბის თვალი. უცნაურია. რომ არა, მათი
ფერადი წარწერებისაგან გაფორმებული თეთრი მაისურები, ალბათ მართლა ძალიან გამიჭირდებოდა იმის დაჯერება, რომ მათი ბოლო ზარია. სახეები ჩამოსტირით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თითქოს, პანაშვიდზე იყვნონ.
მალევე, მასწავლებლებიც იწყებენ შენობიდან გამოსვლას და ეზოში შეგროვილი ხალხიც, ამ მიმართულებით იღებს გეზს. მართლა ვერ ვხვდები, რა ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ზარი უკვე ყველა პარალელურმა დარეკა, არამგონია იგივე გაიმეორონ. თუმცა ამის დაჯერებასაც ვერ ვასწრებ, მოულოდნელად იღება სამასწავლებლოს ფანჯარა და იქიდან, ზარზე შებმული ახალ ლენტს ისვრიან.
მალევე მოდის დირექტორიც. 'ახალი' პირველკლასელებიც, მეორეებიც და ნიცა და თიკოც, რა თქმა უნდა.
პირდაპირ ლენტის მიმართულებით მიდის დირექტორი. თავისუფალი ხელით იღებს და მეორეში არსებული მიკროფონი სახესთან მიაქვს.
- დამსწრე საზოგადოება, კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა მოსვლისთვის და ჩვენი ბავშვების დღის გალამაზებისთვის..
დღეს, ჩვენი სკოლის კიდევ ერთმა გოგონამ დაამთავრა სკოლა! გოგონამ, რომელმაც თავისი თბილი გულით, ყველას შეაყვარა თავი. კლასის მარგალიტმა. ჩვენი მეთორმეტე ბ, - ს ერთადერთმა წარჩინებულმა მოსწავლემ! სამწუხაროდ.. დღეს, ის ჩვენთან არაა. ყველას გვჯეროდა, ყველა ველოდით.. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედს ვკარგავთ! მე მჯერა, მას ესმის ჩვენი. ის ჩვენს გვერდითაა. ის, ჩვენს გულებშია. მინდა, თანაკლესელებს უფლება მივცე მისთვის დარეკონ 'ბოლო ზარი' , მისი ბოლო ზარი გააცოცხლონ. ბავშვებო, გთხოვთ,
ქეთი ლეჟავასთვის! - ბოლო სიტყვებს, კიდევ უფრო ხმამაღლა ამბობს და მიკროფონს, დაბლა სწევს. თვალზე მომდგარ ცრემლს, შეუმჩნევლად იწმენდს და მოახლოებულ ბიჭებს, ლენტს აბარებს.
ზარი ირეკება..
ვხვდები, მისი მოსმენა არასოდეს ყოფილა ასეთი რთული.
თითქოს, სამყაროს გამოვეთიშე. ბუნდოვნად ვხედავ ჩემს გვერდით მყოფთ. სწრაფად ენაცვლებიან, ზარზე ერთმანეთს ბავშვები. ყველა ტირის.. ყველას გულებში ერთი ტკივილია, თუმცა ყველა განსხვავებულად გამოხატავს.
აღარ შემიძლია.. ზარი არ ჩერდება და ყოველი დარეკვისას, გიორგი მიდგება თვალწინ. 'იქ სიბნელეა, ელენე.. ძალიან დიდი სიბნელეა'
ტირილი მივარდება. ამდენი ხნის შეკავებული, ყველა ცრემლი ერთად მაწვება და თავს, ვეღარაფერს ვუხერხებ. სწრაფად გავრბივარ ხალხს შორის და მთელი ძალით ვიჭერ ყურებზე ხელს.
არ მინდა, რომ გავიგონო..
ვერ ვუძლებ..
ვიცი, ვერ ის უძლებს..
ისიც ვიცი, რომ აქაა..
სადღაც აქაა..
ბედს ვენდობი და მივრბივარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მკარნახობს, რომ იქ არის. სკოლას, მეორე მხრიდან ვუვლი და უკანა ეზოდან, გარეთ გავრბივარ. გამორიცხულია, ზუსტად ვიცი, აქ, თუნდაც სკოლის ეზოში, შორიდან ყურებასაც ვერ გაუძლებდა..
ისევ გაუჩერებლად მომდის ცრემლები. ისევ მეცლება ძალა..
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მისასაც მე განვიცდი..
გულზე ვიდებ ხელს და ამჯერად, ნელი ნაბიჯებით ვაგრძელებ გზას.
სკვერს ვუახლოვდები და არსაიდან ვიცი, რომ იქაა..
ქარი უბერავს და თითქოს, მისი სურნელიც მოაქვს. მისი, ცივი სექტემბრის..
მიუხედავად იმისა, რომ მაისია მე მაინც შემოდგომის სუნს ვგრძნობ. მრავალმხრივ გაჯერებულს..
კიდევ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და ისევ, მიზნის მიღწევისთანავე ვეცემი..

***
იმის მიუხედავად, რომ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გათიშული, ვგრძნობ რომ მალევე მეღვიძება. თვალის გახელისთანავე ცისფერ ცაზე მოცურავე ღრუბლებს ვხედავ და ვცდილობ გავიხსენო, ზურგზე დავეცი თუ არა. მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომდის და ზუსტად იმ წამს, როცა წამოჯდომას ვაპირებ, შეხებას ვგრძნობ ხელზე და შიშისგან ვხტები. არ ვიცი, ასე როგორ გავითიშე, მაგრამ რამდენიმე წამით, გიორგიც კი დამავიწყდა.
- მოდი ჩემთან.. -თავს, ოდნავ აბრუნებს და ხელს, ჰორიზონტალურად შლის. ვიბნევი და ამ დაბნეულობასთან ერთად ვრწმუნდები, რომ ჩემი დანახვით გამოწვეული მის რეაქციებს ამოცნობა, ამ ქყვეყნად ყველზე რთულია. მაშინ, როდესაც მგონია რომ ზუსტად ვიცი, რასაც მეტყვის - იმას მეუბნება, რასაც გაგონების მიუხედავადაც ვერ ვიჯერებ.
უცნაურად მშვიდად არის და ეს, მაშინებს. ვცდილობ, მზერა გავუსწორო და იქ მაინც ამოვიკითხო რამე, თუმცა მაშინვე ხვდება და თვალს მარიდებს.
არ ვიცი, რა მინდა. ჯერ კიდევ მის გაშლილ ხელს ვუყურებ, თუმცა მართლა ვერ ვხვდები, რა უფრო სწორია ახლა. ერთი მხრივ, თითქოს არის რაღაც, რაც მიმეორებს, რომ არასწორია.. არ უნდა შევეხო.. მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც ზუსტად ვიცი, რომ სხვაგვარად, ვერ ავალაპარაკებ. როცა ასე მშვიდად არის, შინაგანად ინგრევა და თუ ამას არ გამოხატავს, განდგურდება.. შეიძლება ახლავე არა, რადგან მოთმენა ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ ოდესმე, სადღაც, აუცილებლად იჩენს თავს.
ღრმად ვსუნთქავ და ნელა ვიწევი მისკენ. მგონია, რომ არ მელოდება და როგორც კი თვალს ახელს, ვკრთები. ოდნავ ეღიმება. თუმცა არ ვიცი, ეს რისი ღიმილია.. მინდა მჯეროდეს იმის, რომ თავისუფალია, მაგრამ ყველაფრის მჯერა ამის გარდა.
ფრთხილად ვადებ თავს მხარზე და ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტად არ შევეხო. აჟრჟოლებს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვგრძნობ. ამასთან ერთად, მის სუნთქვასაც..
ნელა ხრის ხელს და მერე, ისე სწრაფად მხვევს, გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
ჩემსკენ ბრუნდება. თმას მიწევს და ძლიერად მეხუტება..
სუნთქვა მეკვრის. ყველაფერი ერთად მივლის სხეულში და თვალები თავისით მეხუჭება.. ოდნავ მოშვებული წვერი, თითქოს ნაზად მფხაჭნის ყელზე, თუმცა მისი სუნთქვა, ისევ ყველაფერს მავიწყებს.. არარსებულ სამყაროში გადავყავარ და პირველად, ცხოვრებაში პირველად არაფერზე მეფიქრება. თითქოს, დრო გაჩერდა.. ყველაფერი გაქრა და მხოლოდ ჩვენ დავრჩით დედამიწაზე..
- როგორ აკეთებ.. - უფრო ძლიერად მხვევს ხელებს.
ხომ უბრალოდ მეხუტება, მაგრამ ასე მგონია მთელს სამყაროს მჩუქნის..
არ ვიცი, რამდენი წუთი ვართ ასე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მასზეც მოქმედებს. ასე რომ არ იყოს, აქამდე ადგებოდა, მაგრამ თითქოს, არ ეთმობა. ჰო, არ ეთმობა ის, რასაც გრძნობს..
ხელს, მაჯაზე მკიდებს და ნელა ხლართავს მის თითებში ჩემსას.
კიდევ რამდენიმე წუთი გადის..
არ ვეწინააღმდეგები, თუმცა მაინც მგონია, რომ სუნთქვითაც კი ვაწუხებ..
ნელა სწევს თავს მაღლა და ამჯერად, თვალს თვალში მიყრის. ვიძაბები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა მკითხულობს.
სულ სხვა მზერა აქვს. მშვიდი. მაგრამ ის მშვიდი არა, თამაშის დროს რომ ირგებს ხოლმე, ეს ნამდვილია..
- არ მეგონა, თუ გადავიტანდი..
- შეგიძლია..
- შენ რომ არა, ვერ შევძლებდი.. - ვგრძნობ, რომ ამაზე გულწრფელი არასოდეს ყოფილა. მიყურებს, მესაუბრება და არ თამაშობს. ის გიორგი, რომელსაც სულ მიმალავდა და რომლის დანახვაც, ყოველთვის მინდოდა..
- ჭაობში მიგათრევ, მაგრამ გპირდები, აღარ განმეორდება. მარტო დღეს მაპატიე..
- განმეორდეს. მინდა, რომ დაგეხმარო..
ვიცი, რომ იცის, რომ ვიცი. არ მეკითხება, როგორ, რანაირად.. როგორც იმ დღეს, მე არ ვკითხე რატომ იყო იქ, დილის 5 საათზე..
- ხომ დარწმუნდი, რომ შემიძლია.. უბრალოდ, შანსი მომეცი.
- ეს, ისედაც ვიცოდი, ცისია. მაგრამ არ მინდა, რომ ჩაგითრიო..
- არ ჩამითრევ..
- შენც ვერ მიხვდები, ისე ჩაგითრევ..
არ გინდა, დამიჯერე შენი ჩახუტება, მთელი ცხოვრება მეყოფა.
- გიორგი..
- თუ უფლებას მომცემ, პირველად და უკანასკნელად გაკოცებ, როგორც გიორგი და დავამთავროთ..
სუნთქვა მეკვრის. ისევ, ოღონდ ამჯერად კიდევ უფრო სხვანაირად. ვერაფერს ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ მინდა მაინც.
შიგნიდან ვყვირი, ვიძახი არაფერი დამთავრდება - მეთქი. მარტო გადატანის უფლებას არ მოგცემ - მეთქი, მაგრამ ვერაფერს ვამბობ.
- დუმილი, თანხმობის ნიშანია? -ნიკაპზე მკიდებს ხელს და ისე მიახლოვდება, ახლა, რომც შემეძლოს ვეღარ ვიტყვი. - თუ უარს მეტყვი, არ გაკოცებ.. - ტუჩებზე მისვამს თითებს და მერე, ისევ დაჟინებით მაცქერდება თვალებში - თავს ვეღარ ვიკავებ, ელენე...
არ ვიცი, საიდან მომდის ამდენი გამბედაობა. იმის მიუხედავად, რომ ვიცი, არასწორია. ვიცი, დაუფიქრებელეი ნაბიჯია, ვიცი, მერე ვინანებ, მაინც ვადებ თითებს ყელზე და საკუთარი ინიციატივით ვეხები ტუჩის კუთხესთან. თვითონაც იგივეს იმეორებს. ნაზად მახებს ტუჩებს ნიკაპზე და მერე, მოწყურებულივით მეწაფება ბაგეებზე. ვყვები. ვყვები და ვგრძნობ, ეს საერთოდ არ ჰგავს იმ კოცნას მაშინ, კამერების წინ რომ გაითამაშა.
ახლა, ყველაფერს ვგრძნობ - მაშინ კი ვერაფერს.
ნაზად მიწევს თმას სახიდან და ნელა ჩერდება. ისევ ისე, თითქოს არ ვეთმობი.. ახლა, თითებს მისვამს ბაგეებზე და შუბლზე მკოცნის.
- ჩემო ლამაზო..
- გიორგი..
- არ გინდა - ისევ თითებით მაჩუმებს- მინდა დაგიმახსოვრო..
თვალები, ცრემლებით მევსება. ვერ ვიტან დამშვიდობებას..
- ჩშშ.. არა, გთხოვ. გთხოვ.. ჩემო სულის ნაწილო. შენი ცრემლები, ჩემი ცრემლებია.. მეტად აღარ მატკინო, გევედრები..
- ასე არ მომექცე..
- ეს, შენ არ მომექცე ასე. არ შემიძლია, ამდენს ერთად გავუძლო. ნუ დამიმატებ, ისედაც საკმარისად მაქვს..
მინდა, ვიცოდე რომ კარგად ხარ. ბედნიერი ხარ, ცხოვრება გიყვარს და მასაც უყვარხარ. გააკეთე ეს ჩემთვის. იყავი ბედნიერი ჩემს გარეშე. ჩათვალე, რომ შენს ცხოვრებაში, არც არასდროს ვყოფილვარ..
- არ ყოფილხარ, არა? -ისე სწრაფად ვდგები, მეც კი მიკვირს. თავბრუ მეხვევა, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო - შენი აზრით, ცხოვრებას სხვა კუთხით რომ ვუყურებ, ეს ვისი დამსახურებაა? საკუთარ თავს, კითხვას რომ დავუსვამ რატომ ვარ ცოცხალი - თქო, ვისი...
- ღმერთის. - წინადადების დასრულებას არ მაცდის, ისე მეჭრება საუბარში და თავადაც დგება. ღრმად სუნთქავს და უკვე შებინდებულზე, რაღაც უცნაურად აკვირდება გარემოს.- ღმერთის დამსახურებაა, შენ რომ ცოცხალი ხარ. ეტყობა, რაღაც კიდევ გაქვს გასაკეთებელი. შენი მისია არ დაგიმთავრებია, ასე რომ ვერ მოკვდები. უფლება არ მოგცეს.
- გიორგი..
- ირაკლი. ირაკლი, ცისია.
ჰო, რა თქმა უნდა. დამთავრდაო და მართლა ყველაფერი დაამთავრა. როგორ შეუძლია, პრინციპების წინააღმდეგ წავიდეს. თქვას და არ გააკეთოს. . ახლა, ისევ ცისია და ირაკლი გავხდით.
- მე წავედი. გადაღებებეზე შევხვდებით. - კვლავ უემოციო, გაყინული ტონით, 'ვითომ' მემშვიდობება და გვერდს მივლის.
გაყოლას, არანაირი აზრი აღარ აქვს. მიაღწია, შინაგანადაც დამანგრია..

***
-გისმენთ, ბატონო ზურა.. - არა, მთელი დღე და ახლა, ღამეც ვერ მოვიშორე ეს კაცი. თავს არ მანებებს. ცოცხალი თავით, უნდა რომ მუდამ გამახსენოს, რომ ცისია ვარ და მოვალეობები მაქვს.
რაც შეიძლება ჩუმად ვხურავ შემოსასვლელ კარს და გასაღებსაც, უხმაუროდ ვდებ ტუმბოზე.
- მისმინე, ელენე. გასვლით ვართ, ხვალ.
- დიახ, გასაგებია - რაც შეიძლება ხმადაბლა ვპასუხობ და სამზარეულოში მივდივარ, რომ შემთხვევით, ნიცა და თიკო არ გავაღვიძო. მაგრამ რა.. სინათლის ანთებისთანავე, მაგიდასთან მჯდარი თიკო მრჩება ხელში და შიშისგან, გულზე ვიდებ ხელს.
- ტელეფონს ვტენი, იქით ჩამრთველი გაფუჭდა. - ჩუმად მპასუხობს და ოდნავ ეღიმება.
ოდნავ ვუქნევ თავს და ისევ ზურას ვუბრუნდები.
- ელენე, გესმის?
- დიახ, ხმა გაწყდა მგონი. პრობლემა არ არის - მეთქი.
- მაშინ ჩაბარგდი. არ ვიცი, რამდენი ხნით დავრჩებით.
- მოიცა, რა? - მგონი, მართლა ხმა გაწყდა და ნორმალურად ვერ გავიგონე. ან, თიკოს დანახვამ მაშინ, როცა საერთოდ არ ველოდი, ისე შემაშინა, მოსმენის უნარი დავკარგე..
- ბორჯომში მივდივართ - მეთქი. წუწუნი არ დაიწყო, გიორგის მოსმენაც მეყოფა.
- რა?
- რა იყო, ხომ გაგაფრთხილეთ, გასვლები იქნება - მეთქი.
- ბორჯომში?
- ხო. არაფერი იცვლება 'ლოკაციის' გარდა. ნუ, იდეაში ეგ სცენები აქ უნდა გადაგვეღო, ამიტომაც არაფერი იცოდით აქამდე, მაგრამ მერე პროდიუსერებმა შემომთავაზეს, გაცილებით ეფექტური იქნებაო და.. დამაფიქრა ამ შემოთავაზებამ. ფინანსურადაც არ ვართ, ძაან გაჭედილები და შეიძლება. ხომ გაგიგია.. როცა შესაძლებლობა გაქვს, უნდა გამოიყენო.
-.... - ვერაფერს ვპასუხობ.
- მოკლედ.. შევეცდები, მალე მოვაგვარო ყველაფერი. მაქსიმუმ 4-5 დღე დავრჩებით, შეიძლება უფრო მეტიც, არ ვიცი.. ბოლომდე იმაზეა დამოკიდებული, რას რამდენ ხანში გადავიღებთ. მაგრამ პროდიუსერების ვარაუდით, 5 დღეზე მეტი, არ უნდა დაგვჭირდეს.
- მაგრამ ბატონო ზურა..
- გითხარი, წუწუნი არ დაიწყო - მეთქი.
- მაგრამ თქვენ გავიწყდებათ, რომ მე ბავშვი მყავს, ამდენ ხანს, მარტო ვერ დავტოვებ..
- არაფერი მოუვა. შენი მეგობარი ვერ მუხედავს? ან.. საერთოდ წამოიყვანე. სასტუმროში გავჩერდებით ყველა. ხარჯებს მე დავფარავ .
- რას ლაპარაკობთ.. ეს რატომ უნდა გააკეთოთ. ამის უფლებას ვერ მოგცემთ.
- მაშინ, გამოსავალი იპოვე, ელენე.
ღრმად ვოხრავ. რა ბორჯომი.. რის ბორჯომი. მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს თავს ხდება.
- მოკლედ.. ხვალ 9-ზე შევგროვდეთ. მისამართს გამოგიგზავნი. - პასუხის დაბრუნებას არ მაცდის, ისე მითიშავს.
ღმერთო..ჭკუიდან გადავდივარ..
- რა ხდება, მართლა ბორჯომში მიდიხართ? - თიკო ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებს, ლამის მეც შემეშინდეს.
- ჰო.. -ხმადაბლა ვპასუხობ და დამნაშავესავით ვხრი თავს.
- არ გითქვამს, რომ სადმე წასვლას აპირებდით.
- არც მე ვიცოდი. არ გესმოდა? -ჯერ კიდევ ხელში მყოფ ტელეფონზე ვანიშნებ - მეუბნება, პროდიუსერებმა მოიფიქრესო. ფინანსები შესაძლებლობას გვაძლევსო თუ რაღაც ჯანდაბა და ჭირი! -ნერევბმოშლილი ვწევ სკამს, მის პირისპირ ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ.
- კარგი, არ ინერვიულო. რა მოხდა.. რა არის აქ ისეთი..
- რა არა, ვინ. - სწრაფად ვუსწორებ მზერას - ნიცა როგორ დავტოვო..ისედაც მთელი დღე ვერ მხედავს, ახლა ღამეც დაემატა.
- მივხედავ..
- მაგაში ეჭვი არ მეპარება, თიკო.
- ვიცი, მაგრამ სხვა გზა გაქვს? იმ შენმა ზურამ, წინასწარ გადაგიხადა, ახლა ყველაფერს ვერ მიუყრი და ვერ წამოხვალ. რას ვიზამთ.. როგორღაც გადავიტანთ.ნიცაც გადაიტანს.. - ბოლო სიტყვებს, შედარებით ჩუმად ამბობს. ვგრძნობ, გარკვეულწილად,ხაზს უსვამს რომ ადვილი არ იქნება. ჰო, მეც ვიცი რომ არ იქნება. მაგრამ რა გავაკეთო, იქ ვერ წავიყვან. ისედაც საკმარისად დავალებულად ვგრძნობ თავს ზურასთან, იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ ზედმეტი ხარჯებიც თავის თავზე აიღოს.
- არ ინერვიულო, გთხოვ. რამეს მოვიფიქრებთ..
- არადა მითხრა, მარტო დედაქალაქის მასშტაბით შევცვლით 'ლოკაციებსო' -სიმწრისგან მეღიმება.
- ყველა იმას რომ აკეთებდეს, რასაც ამბობს, ქვეყანა აშენებული იქნებოდა.
- ჰო.. - ოდნავ ვუქნევ თავს - კარგი, წავალ ნიცას დავხედავ - ნელა ვდგები და სკამს ვასწორებ - იქნებ ხვალამდე, რამე მოვიფიქრო..

***
მთელი ღამე ნიცასთან გავატარე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდოდა რამე გამოსავალი მეპოვა, მაინც ვერაფერი მოვიფიქრე. ან კი, რას მოვიფიქრებდი..
იმის მიუხედავად, რომ მისი მარტო დატოვება არ მინდა, სხვა გზა მაინც არ მაქვს. თუმცა წაყვანაც რომ შემეძლოს, ალბათ მაინც ვერ ვიქნები მშვიდად. თიკოსაც ვერ მოვთხოვ, ყველაფერს თავი დაანებე, ჩემთან ერთად წამოდი და ბავშვის ძიძობა შეითავსე - თქო. ვიცი, რომ ვუთხრა, უარს არ მეტყვის - მაგრამ არ შემიძლია ამდენად შევაწუხო.
არ ვიცი, ცხოვრება ახლა გახდა ასეთი რთული, თუ სულ ასე იყო და მე ვერ ვხედავდი, ან ყურადღებას არ ვაქცევდი.
ასე მგონია, ცარიელ ოთახში ვარ გამომწყვდეული და ოთხივე კედელზე, ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი წერია - სადაც პრობლემებში ყელამდე ვეფლობი. საითაც არ უნდა გავიხედო, ყველგან რაღაც არის, ყველაფერი მოსაგვარებელია და მე ერთი ვარ. ერთი, რომელიც ყველას და ყველაფერს ვერ წვდება და ვერც გაწვდება..
ჩაფიქრებულ ნიცას, არანაკლებ ჩაფიქრებულ მზერას ვუსწორებ და ვცდილობ, ეს ყველაფერი ისე ავუხსნა რომ ზუსტად გაიგოს.
ოდნავ მიღიმის. თავს მიქნევს და რა თქმა უნდა მეთანხმება. მისგან, პროტესტს და 'არ წახვიდე'-ს არც ველოდი. ყოველთვის ცდილობს გამიგოს. მაშინაც კი, როცა ჩემი გაშვება არ უნდა, მეუბნება წადიო. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, რით დავიმსახურე მისნაირი ანგელოზი გვერდით..
ყოველთვის, როცა ის საშინელი დღე მახსენდება, როდესაც მძინარეს დავემშვიდობე, საკუთარი თავი მძულს. მეზიზღება ყველა ის წამი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემს გარეშე კარგად იქნებოდა.. ბედნიერი იქნებოდა.. როცა თავში, აზრად მომივიდა რომ მისი დატოვება შემეძლო.. ნუთუ, ოდესღაც, ასეთი ელენეც არსებობდა..
ფიქრები მაგიჟებს. ტვინში მეჭრება და სანამ კიდევ უარესი მოხდება, იქამდე ვდგები.. იმის მიუხედავად, რომ მიჭირს, როგორღაც მაინც ვახერხებ ღიმილით დამშვიდობებას. თიკოს, ჩემს სულს და გულს ვაბარებ და ბორჯომთან შესახვედრად მივდივარ...
***
უკვე ნაცნობ ქუჩას, კვლავ ფიქრებში ჩაძირული ვუახლოვდები. მაღალი შენობის წინ არსებულ მოედანზე ისეთი ხმაურია, ყურსასმენებშიც კი მესმის. ნატოს და პროდიუსერებს, შორიდანვე ვხედავ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ზურაც სადღაც აქაა. ჩემს 'მაჩუქე ფრთებს' , შუა გზაში ვწყვეტ და უკვე განუყრელ მეგობრებს - ტელეფონს და ყურსასმენებს ერთმანეთს ვაშორებ.
- ელენე, სალამი. - მაშინვე ხელს მიწევს, ჩვენი მთავარი პროდიუსერი.
- დავაგვიანე დათო? - ინსტიქტურად, საათზე ვიყურები.
- არა, გიორგის ველოდებით.
- ა, ელენე ძლივს. შენ მაინც მოხვედი - ახლა, ზურაც ჩნდება არსაიდან და კიდევ ერთ ჩანთას, მიკროავტობუსში, მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე დებს.
უცნაური შეგრძნება მაქვს. თითქოს, ექვსკურსიაზე მივდიოდე სადღაც.
ბავშვობაში, როგორ მიხაროდა ხოლმე, მაგრამ ახლა.. ყველაფერს დავთმობ, ოღონდ შემეძლოს არ წავიდე.
- კარგი, დავლაგდით! - თვალითაც ანიშნებს ზურა და მსახიობებიც, ზოზინით იწყებენ ასვლას მიკროავტობუსში.
- ეს გიორგი სადღა დაბოდიალობს ერთი - უკმაყოფილოდ ოხრავს და დარწმუნებული ვარ, კონტაქტებში ზუსტად მის ნომერს ეძებს.
ვღელავ. უფრო იმის გამო, რომ უნდა მოვიდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ არის რაღაც, რაც მაფორიაქებს.
გარშემო, აღარავინ რჩება და მეც, იძულებით ავდივარ მიკროავტობუსში.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზურაც ამოდის და ისე რომ ტელეფონს ყურიდან არ იხსნის, მძღოლს ხელით ანიშნებს წავედითო.
- ცენტრალურამდე გავიდეთ, იქნებ გზაში შეგვხვდეს.
- მოდის, მოდის - ნატოს ხმა, ზურასას ფარავს და მძღოლიც, უკვე ჩართულ ძრავას აჩერებს. არ ვიყურები. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ფანჯრიდან დავინახავ მაინც.
კარი იღება და ზურას მონოლოგიც იწყება.
- ბატონო გიორგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ისე ამოდის, არაფერს პასუხობს და უკვე ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება გული.
- ელენეს გვერდით დაჯექი.
რაო? არა, მართლა ვერ ვხვდები, ზურა ამას რა მიზეზით ამბობს. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად დაჯდება. მთავარია, ხომ მოვიდა. მოვიდა და აღარსად წავა.
- რატომ?
- თქვენს წინ ვიჯდები, სცენარს კიდევ ერთხელ გადავხედავ და პატარა ცვლილებებზე გეტყვით. ცალ-ცალკე რომ არ მომიწიოს ახსნა.
- ახლა?
- არა, შენს ქორწილს დაველოდოთ! ღმერთო მიშველე.. - ღრმად ოხრავს და მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე გადადის.
იძულებით მიჯდება გვერდით გიორგი.. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაფერი ეტყობა, ზუსტად ვიცი, შინაგანად ისიც ფორიაქობს.
ისე იქცევა, როგორც ნატოს ან დათოს გვერდით ჯდომისას მოიქცეოდა. უფრო სწორად ცდილობს, ასე მოიქცეს.
არაფერს ვეუბნები.. ახლა, მართლა ზედმეტია. დროებით, ისევ ყურსასმენებს ვიღებ და ისევ მელოდიას ვუბრუნდები..
***
ზურას 'პატარა ცვლილებებმა' იმხელა დრო წაიღო, ვერც კი მივხვდი, როგორ ჩავედით ხაშურამდე.
ერთხელაც კი არ მაცადა, სიმღერის ბოლომდე მოსმენა. 'ვსო მეტი არაფერია' და მეორე წუთში 'ა, კიდე რა უნდა გითხრათ'
ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა თვითონაც მოიქანცა და საქაღალდეები გვერდით გადადო. მთელი გზა იმას გაიძახოდა, შესვენება არ გვინდაო, მაგრამ ბოლოს, პროდიუსერების დაჟინებული თხოვნით რომ გავჩერდით მტკვრის პირას, პირველი გადახტა მიკროავტობუსიდან.
ძლივს შეიკავეს სიცილი დანარჩენებმა. ხმაურზე, ერთი კი ამოიხედა ზურამ, მაგრამ ნატომ მალევე გადაატანინა ყურადღება და ისიც ჩავიდა.
მალევე დაიცალა მიკროავტობუსი..
ისევ, მარტო მე და გიორგი დავრჩით.
დიდად, ჩასვლა არც მინდა, მაგრამ რომც მინდოდეს, დარწმუნებული არ ვარ, რომ გიორგი მიხვდება გამატაროს.
ისეა ფიქრებში გართული, ამ ქვეყანაზე არაა..
- გიორგი.. -ჯერ, ხმადაბლა ვამბობ, თუმცა არანაირი რეაქცია არ აქვს - გიორგი. -ახლა, მკლავზე ვახებ ხელს და წამში გადმოაქვს მზერა ჩემზე.
- ახლავე - ადგომას აპირებს, მაგრამ დროულად ვაჩერებ.
- მაგიტომ არა.
- აბა?
- არ გინდა ვილაპარაკოთ?
სახე ეცვლება. ვგრძნობ, რომ რაღაც აწუხებს. რაღაც ისეთი, რისი თქმაც შეუძლებლად ესახება..
- რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა მაქვს შენთან სალაპარაკო. - უხეშად მიკრავს ხელს და მაშინვე დაბლა ჩადის.
ჩვეულებრივ, ალბათ გამიკვირდებოდა მისი ეს ქცევა, თუმცა უკვე საკმარისად გავიცანი. საკმარისად იმისთვის, რომ დავიჯერო, გუშინ და დღეს ერთი და იგივე ადამიანი მყავდა თვალწინ. ორივე გიორგი იყო.. საკუთარი თავის, სხვადასხვა ვერსიით.
ვერაფრით შევაგნებინე, რომ ჩემთან თამაში საჭირო არაა. თავისი ჭკუით, საკუთარი თავისაგან მიცავს. ჭაობისგან, რომელშიც ჰგონია, რომ იმდენად ღრმად არის, ამოსვლა შეუძლებელია..
არანაირი სხვა გზა, არ მაქვს. უფლებას არ მივცემ, იმას, რისი გადატანაც უწევს, ესეც დაუმატოს..
მე, ვეღარაფერი გამანადგურებს. უკვე, საკმარისი გამოვიარე და საკმარისი ვნახე.. შეუძლებელია, იმ ადამიანის არსებობამ ჩამითრიოს ბნელში, რომლის არსებობამაც სინათლე დამანახა. ეს უნდა დავაჯერო. არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს უნდა დავაჯერო.
***
უღრუბლო, კამკამა ცისფერს ცას, ნელ-ნელა ნაცრისფერი ეპარება. ბორჯომში შევდივართ..
ადგილი, სადაც ერთი წლის წინ, პირველად შევხვდით ერთმანეთს.
სულ მინდა ვკითხო, რა მიზნით იყო აქ ჩამოსული.. აქ რომ არ ცხოვრობს, ეგ ისედაც ცხადია. ბოლოს და ბოლოს, გული ვერ უგრძნობდა, ელენე ს აპირებს და გაიარე ამდენი კილომეტრი იმისთვის, რომ გადაარჩინოო..
არ ვიცი, ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც ზღაპარში ვარ და რეალობაც არაა რეალობა.
ზურას გეგმის მიხედვით, პლაზაში ვჩერდებით. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ სასტუმროში გავჩერდებოდით, მაგრამ დანარჩენების სახე რომ განახათ...
შესვლამდე იღებენ ათას ფოტოს, რომ შევლენ, მერე რაღა იქნება .
მონატრებული ბორჯომის თვალიერებით ისე ვარ გართული, შიგნით შესვლა მაგვიანდება. ალბათ, საერთოდაც არ შევიდოდი, ნატო რომ არ გამოსულიყო გაცეცხლებული აქამდე სად ხარო.
უცნაური სიმშვიდეა ჰოლში..
უკვე ყველა ოთახში წასულა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადაღებები არ გვაქვს, ყველა გასართობად წავიდა. ალბათ, რომ არ დაღამებულიყო, ზურა დღესაც ჩანიშნავდა რამეს. აი მერე რა მეშველებოდა, არ ვიცი..
დღეს რომც მომკლან, არაფრის თავი არ მაქვს.
ნომერში ავდივარ და პირველ რიგში, თიკოს ვურეკავ. ჯერ რა დრო გავიდა, მაგრამ უკვე ძალიან მენატრება ნიცა. ვგრძნობ, რომ მას ორმაგად.. იმდენად აღტაცებით მესაუბრება, ლამის ვიტირო.. ჩვეულებრივ, მე ვიქცევი ხოლმე ასე. როცა ვცდილობ, რამე დავმალო სულ ვუღიმი და ვერც კი ვიაზრებ, რას ველაპარაკები. ზოგჯერ იმასაც კი, რაც უკვე მილიონჯერ მაქვს მოყოლილი - თუმცა მაინც, ყოველ ჯერზე ინტერესით მისმენს.
ვინ იცის, სადამდე წავიდოდა ჩვენი დიალოგი, მოულოდნელად რომ აეტეხათ კარზე გადაბმული კაკუნი.
ზუსტად ვიცი, პერსონალი რომ არ იკადრებს და ყველანაირად ვცდილობ მივხვდე, რა უნდა ზურას.
თიკოს და ნიცას ვემშვიდობები და უფრო მივრბივარ, ვიდრე მივდივარ.
კარს ვაღებ და.. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ადამიანმა ჩვევა მოიშალოს. თქვენს წინაშეა, დიდებული რეჟისორი.
- ბატონო ზურა, რამე მოხდა?
- შენ რაღას აკეთებდი, ამდენი ხანი რომ ვაკაკუნებ, მიყრუებ?
- არა, უბრალოდ..
- კარგი - ხელით მაჩერებს - ხვალ, ცხრაზე გავდივართ. ყველანი შემოსასვლელთან ვგროვდებით. წუთით არ გადააცილო, იცოდე. ვერ ვიტან დაგვიანებას.
- გასაგებია - თავსაც ვუქნევ.
- ხოდა, კიდევ. ეს გიორგი, შენს გვერდით ნომერშია, წესით. მაგრამ ალბათ აბაზანაშია. ვუკაკუნენ და არ ესმის. ცოტა ხანში შეხედე და გადაეცი რაც გითხარი, კაი?
- მე? -ოდნავ მიკვირს.
- ხოო, ეხლა მე რო აღარ ვიარო. ქვემოთ სართულზე ვართ, ჩვენ. უთხარი, იქნებ შენი უფრო შეისმინოს, თორემ მე, მგონი რაც წონაში მოვიმატე, იმის მე ვეღარ აღმიქვამს უფროსად.
ოდნავ მეღიმება.
- აბა, გაბარებ. წავედი - უკუსვლით იხევს და ისე, რომ პასუხს არ ელოდება, ნელი ნაბიჯებით მიუყვება დერეფანს.
***
30 წუთი გადის. ვიცვლი. შეძლებისდაგვარად ვალაგებ ნივთებს და ოთახს ვტოვებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ ძალიან ვნერვიულობ. თმას გზაში ვიკრავ და უკვე კართან მისული, კიდევ ერთხელ, ღრმად ვსუნთქავ. მერე, ნელა ვწევ ხელს მაღლა და ორჯერ ვაკაკუნებ.
რეაქცია არ არის.
ისევ ვაკაკუნებ, ისევ ველოდები, მაგრამ..
ახლა, შიში უფრო მიპყრობს.
უცნაურად მაკანკალებს და კიდევ ერთხელ ვაკაკუნებ. იქნებ.. შიგნით არაა. წავიდა. რა, აუცილებლად შიგნით უნდა იყოს?
ვცდილობ, როგორღაც თავი დავიწყნარო, მაგრამ ფიქრები არ მასვენებს.
სირბილით ვბრუნდები ჩემს ნომერში და აივანზე გავდივარ. წესით, საერთო უნდა იყოს და.. ასეცაა. ახლა, ალბათ სიხარულისგან მიჩქარდება გული. ფორმალურად გადაღობილი აივნის კარის გაღებას არც ვცდილობ, ისე ვძვრები ზემოდან და ღმერთს, ათასჯერ მაინც ვუხდი მადლობას, რომ არც ისეთი მაღალია.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ოთახთან დამაკავშირებელი კარი, ოდნავ ღიაა. თუმცა.. მგონი ჩემიც ღია იყო.
ამ ფიქრებს, როგორღაც გონებიდან ვაგდებ და შიგნით შევრბივარ.
იმის მიუხედავად, რომ სინათლე ანთია, არავინ არაა.
ჯანდაბა, ელენე. რას ფიქრობ, რომ ფიქრობ, აქ არ არის.. რომ ყოფილიყო, კარს არ გააღებდა?
ნერვულად ვისვამ შუბლზე ხელს და ზუსტად მაშინ, როცა საკუთარ თავზე გამწყრალი უკან გაბრუნებას ვაპირებ, თვალი, ოდნავ ღია სააბაზანოს კარისკენ გამირბის და ვჩერდები. უფრო ინტერესით ვაკვირდები და ვხედავ, რომ იქაც სინათლეა..
თვალები მიფართოვდება. უცნაური აზრები მიპყრობს და ნელი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ.
- გიორგი.. - ხმადაბლა ვიმეორებ, კარის სახელურს ვეჭიდები და მერე, ელვის სისწრაფით ვაღებ.
იმის მიუხედავად, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, შიგნით არ იქნება- სრულიად სხვა სანახაობა მრჩება ხელში.
იატაკზე გადაწოლილი გიორგის დანახვისას, თავისით მეყვირება და მომენტალურად ვიფარებ პირზე ხელს. წამები გადის, მაგრამ გონს ვერ მოვდივარ. მუხლები მეკვეთება და მოწყვეტით ვეცემი მის გვერდით.
- გიორგი.. გიორგი, შემომხედე! -სახეზე ვუსვამ ხელს და ყველანაირად ვცდილობ, გონს მოვიყვანო.
ვიცი, რომ ფუჭია - მაგრამ არ მინდა, გავიხედო და დავინახო, არ შემიძლია ამას შევხედო..
- მითხარი, რომ ეს არ გაგიკეთებია.. გონს მოდი, გთხოვ, შემომხედე..- გაუაზრებლად მომდის ცრემლები და მთელი ძალით ვურტყამ იატაკს ხელს. მაინც გამირბის მზერა ამ საძულველი შპრიცისკენ, მერე კი.. მისი მკლავისკენ..
- გიორგი! გემუდარები, გევედრები.. -ძალაგამოცლილი, მკერდზე ვადებ თავს. ისტერიკულ ტირილს, ვერაფერს ვუხერხებ და ვგრძნობ, როგორ იმატებს ნელ-ნელა კანკალიც.
ვერ დავეხმარე..ვერაფერი გავაკეთე.. უფლება მივეცი, ისევ გაეკეთებინა..
ყოველ ჯერზე, მისი ამ მდგომარეობაში დანახვისას, საკუთარი თავი მძულს. ვერ ვიტან ელენეს, რომელსაც მარტო ტირილი შეუძლია.
- ქეთი.. -ხმადაბლა ამბობს, თუმცა მაინც მესმის. სწრაფად ვწევ თავს და სრულიად გაფითრებულს ვაკვირდები.
ოდნავ ახელს ჩაწითლებულ თვალებს, თუმცა მალევე ხუჭავს.
- გიორგი. შემომხედე, გთხოვ..
ღმერთო, რა გავაკეთო. რა გავაკეთო.. -თავზე ვიჭდობ ხელებს და ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას.
- როდის..
- რა? -ძლივს, თითქმის არც მესმის და ისევ მის სახესთან ვიხრები.
- გავფრინდებით..
- რას ამბობ, სად გავფრინდებით..
ოდნავ ახველებს, წამი გადის და.. ისევ ახელს თვალებს.
- არ..
ისევ ტირილი მეწყება. ვგრძნობ, როგორ მეხება ხელზე და ინსტიქტურად ვხტები.
ირგვლივ, ისევ ყველაფერი ტრიალს იწყებს. ვგრძნობ, რომ ვითიშები..
არ მინდა, თავს იმის უფლება მივცე, იგივე განმეორდეს. ზუსტად ყველაზე უადგილო დროს, არა..
გონებაში ვიმეორებ, თუმცა არაფერი გამომდის.
ვერაფერს ვეწინააღმდეგები და ისევ ყველაფერი ბნელში ეფლობა..
***
გონს, სრულიად სხვაგან მოვდივარ. თვალის გახელისთანავე, პირველს, უზარმაზარ ჭაღს ვხედავ. დამეფიცება, აბაზანა არაა.
გაჭირვებით ვაფახულებ თვალებს და ნელ-ნელა ვიაზრებ, რომ საწოლზე ვარ. თავს, მეორე მხარეს ვაბრუნებ და გიორგის მზერასაც ვეჩეხები. საწოლის გვერდით, სკამზე ჩაფიქრებული ზის და თვალს არ მაშორებს. იდაყვებით, მუხლებს ეყრდნობა და სახეზე ისვამს ხელებს.
ვაღიარებ.. ახლა, მისი მზერის მეშინია.
ჯერ კიდევ ჩაწითლებულ თვალებში, სევდა ნარევი ბრაზი აქვს ჩამდგარი. თითქოს, მესაუბრება და ჩემი ყოველი სიტყვის შემდეგ, რაღაც იცვლება მის მზერაში.
- კარგად ხარ? - არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ დაუფიქრებლად ვეკითხები.
ეღიმება. უფრო ცინიკურად და ეს, მაღიზიანებს.
- წარმოდგენა მაინც გაქვს, თავს რას უკეთებ? - მისი სიჩუმით ვსარგებლობ და ისევ ვაგრძელებ.
- შენ? წარმიდგენა მაინც გაქვს, ამდენი ნერვიულობით, თავს რას უკეთებ?
ღრმად ვოხრავ. ნელა ვდგები, ფეხებს ვიკეცავ და თვალს თვალში ვუყრი.
- არა.. არ ფიქრობ. არასდროს არ ფიქრობ იმაზე, ყოველ ჯერზე, გული რატომ მიგდის.
- წნევა მივარდება.
- და ეს მოგწონს მერე?! -ტონს უწევს და ფეხზე დგება. უცნაური გრძნობა მეუფლება, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, არ შევიმჩნიო.
- ჩვენ, ყველაფერი დავამთავრეთ ელენე! იმ დღეს...
- ეს შენ დაამთავრე ყველაფერი. - დასრულებას არ ვაცდი, ისე ვეჭრები. მეც ვდგები, მასთან მივდივარ და წინ ვუდგები.
- ეს ჩემი ცხოვრებაა, გესმის? ჩემი ცხოვრება, რომელშიც არავის და მითუმეტეს შენ, ჩარევის უფლება არ გაქვს!
- დამშვიდდი.. უბრალოდ ვლაპარაკობთ..
- არა მინდა! ყელში ამომიყვანე, უკვე! დავიღალე იმით, რომ სულ შენი მოშორება მიწევს! სულ ჩემთან ხარ და სულ რაღაცას მელაპარაკები!
ისევ გაუაზრებლად მომდის ცრემლები.. მინდა მჯეროდეს, რომ ახლა თამაშობს.. არ შეუძლია, რეალურად ეს მითხრას..
- გიორგი..
- არარსებობს გიორგი, ამის დედაც შევე*ი! გიორგი გინდა, არა?-ისე სწრაფად მიახლოვდება, სუნთქვა მეკვრის. უხეშად მავლებს მაჯაში ხელს და კედელთან მიმათრევს.
- გაჩერდი, გთხოვ.. რას აკეთებ..
- მოდი! - მთელი ძალით მახეთქებს კედელზე და ზურგის მწვავე ტკივილი, მაშინვე მთელს სხეულში იფრქვევა.
- გთხოვ.. ნუ მაშინებ..
- აი გიორგი! -ისევ ძლიერად მიჭერს მაჯაზე ხელს და მაღლა მაწევინებს.
- მტკივა..
- გეტკინოს! - კიდევ უფრო ძლიერად მიჭერს და ვგრძნობ, მართლა ვეღარ ვუძლებ.
გაჭირვებით ვახამხამებ თვალებს და უკანასკნელი ძალით, თავისუფალი ხელით ვეხები ყელზე.
უარესად გიჟდება. ვიცოდი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვერ დავაწყნარებ, თუ არ დავაჯერებ, რამხელა ძალა აქვს, სულ უბრალო შეხებასაც კი..
- გაჩერდი! - მეორე ხელსაც მიჭერს, თუმცა როგორღაც ვახერხებ გათავისუფლებას და ამჯერად სახეზე ვეხები.
ისევ მიჭერს, მაგრამ ახლა ვეხუტები. ნიკაპს, მხარზე ვადებ და მოშორების დიდი სურვილის მიუხედავად, ისე ვეკვრი, ვერაფერს ახერხებს.
- გაჩერდი!
- შენ გაჩერდი, გთხოვ.. მტკივა -გაუაზრებლად ვწყვეტ ტირილს - შენ ხომ არ გინდა, რომ მატკინო, გთხოვ.. ძალიან გთხოვ..
არაფერს ამბობს. მის გულისცემას ვგრძნობ და თითქოს, ჩემსას უერთდება. გახშირებული სუნთქვა, ნელ-ნელა რიტმში ჩადგომას იწყებს და ხელებს მაშორებს.. უფროსწორად, აღარ მიჭერს.
ამით ვსარგებლობ და ხელებს ვხვევ. მიუხედავად იმისა, რომ მაჯა ძალიან მტკივა, ახლა, ეს ტკივილიც კი არაა იმაზე ძლიერი, რასაც ის განიცდის.
- ყველაფერი კარგად იქნება. - ვცდილობ მტკიცედ ვთქვა, თუმცა არ ვიცი, რამდენად გამომდის. - მე შენთან ვარ.. და სულ შენთან ვიქნები.
მიშორებს. ისევ..მაგრამ აღარ ვეწინააღმდეგები. თვალებში მაცქერდებდა და ახლა, კიდევ სხვა გიორგის ვხედავ. მხოლოდ წამიერად უკრთდება ცრემლი თვალში, თუმცა ჩამოგორებამდე აჩერებს.
- წადი.
- ნება მომეცი, რომ დავრჩე..
- მარტო ყოფნა მინდა. - მზერას მარიდებს და ჩემს გვერდით, კედელს, ზურგით ეყრდნობა.
- მაგრამ..
- წადი - მეთქი.
აღარაფერს ვეუბნები. მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს.. მაინც მივდივარ კარისკენ. მიყურებს. ვგრძნობ, როგორ მიწვავს ზურგს მისი მზერა, თუმცა არ ვტრიალდები.
ზუსტად ვიცი, რომ ვერ დაიძინებს და მანაც ზუსტად იცის, რომ ვერც მე დავიძინებ..
***
ფაქტობრივად გავათენე. ლოგინში გაუთავებელმა წრიალმა, ბოლოს მომღალა და ალბათ, სწორედ ამიტომ დამეძინა გამთენიისას.
ზუსტად იმ დროს, რომელსაც ველოდი, ნახევარი საათით ავცდი. საათის ისრების დანახვისთანავე, ნერვებმოშლილი ვდგები და მხოლოდ ახლაღა მახსენებს ხელის ტკივილი თავს. ასეც ვიცოდი. დამილურჯდა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა დავმალო ისე, რომ ვერც ზურამ შეამჩნიოს და მითუმეტეს გიორგიმ.
არჩევანს, მაინც პირველივე განაფიქრზე ვაჩერებ და დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ჩანთიდან ბენდენას ვიღებ. ოდნავ მიჭირს, მარცხენა ხელით შემოხვევა, მაგრამ როგორღაც მაინც ვახერხებ.
დილის სიცივის მიუხედავად, არჩევანს, მაინც თხელ, ლურჯ სარაფანზე ვაჩერებ და ისე რომ, მოსაცმელსაც არ ვიღებ, ნომრიდან გამოვდივარ.
ირგვლივ, სამარისებული სიჩუმეა - თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, არ მინდა ვინმემ დამინახოს, ამიტომ სურბილით ჩავრბივარ კიბეებზე და ბორჯომის გრილ ჰაერს, ხელგაშლილი ვეგებები. ვგრძნობ, როგორ სასიამოვნოდ მივლის სხეულში ცივი ტალღა და თმას ვიშლი. მინდა, ამ მოგზაურობის გემო, მანაც ბოლომდე შეიგრძნოს.
მაშინ.. არ მივეცი ამის საშუალება, ან უბრალოდ ვერ მოვიფიქრე.
მაგრამ ახლა.. ყველა დეტალს ვუღრმავდები. მინდა, ზუსტად შევიგრძნო ყველაფერი და დავინახო, რა შეიცვალა ჩემში.
როგორი იქნება, შეხვედრა მეორედ..
***
კვლავ ჩუმი, ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ნაცნობ ადგილს. ვუახლოვდები და ვხვდები, არასდროს, მას შემდეგ არასდროს გაცოცხლებულა ყველა დეტალი ასე მკაფიოდ. თითქოს, ისევ ის დღეა. ისევ ის ქარია.. ისევ არის სადღაც ყვითელი ფოთლები. რაღაც მიბიძგებს, მაღლა ასვლისკენ, თუმცა მხოლოდ ხელის გადასმას ვჯერდები. ისევ ისე, მდორედ, აუღელვებლად მოედინება მტკვარი. ვუყურებ.. დიდხანს ვუყურებ და მალევე, თავად მივყვები.
თუ არ გამოგიცდიათ, სცადეთ. ეს, ყველაზე უწყინარი მოგზაურობაა ამ ქვეყნად - საკუთარ გონებაში.
ღრმად ვსუნთქავ და თვალებს ვხუჭავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ სექტემბრის სუნია..
უკვე მზად ვარ, ყველაფერი წარმოსახვას მივაწერო, მოულოდნელად რომ ვგრძნობ შეხებას ხელზე და შიშისგან და მოულოდნელობისგან ერთიანად ვხტები.
სწრაფად ვახელ თვალებს და ჩემს გვერდით, საშუალო სიმაღლის კედელს მიყრდნობილ, გიოგრის მზერასაც ვეჩეხები. ვაღიარებ..თავიდან შემეშინდა, თუმცა მისი დანახვის შემდეგ, თითქოს ყველაფერი ერთიანად, წამში გაქრა.
- ასვლაში ხომ არ დაგეხმარო?- სრული სერიოზულობით მეკითხება, თუმცა მაინც ვგრძნობ ფარულ ირონიას მის ხმაში.
- სასაცილოა?
- ვიცინი?
მზერას ვარიდებ. ისიც. თუმცა, ამჯერად ხელზე მიყურებს უცნაურად და უკვე ვნანობ, რომ დაუფიქრებლად მოვაშორე თვალი.
- მაჩვენე.
- გამიშვი! - შეხებამდე ვუკრავ და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ოდნაც ხმამაღლა მომდის.
- გეშინია?
- არა, მაგრამ არაა საჭირო.
- მანახე. -ჯიუტად, მაინც ჩემსკენ იწევს და მკლავს მიჭერს.
- გიორგი.
- დამაცადე. - სწრაფად მაშორებს ბენდენას და მაშინვე სახე ეცვლება. ახლა, ყველა ემოციას ისედაც თავისუფლად ვკითხულობ. რას გრძნობს, რას ფიქრობს.. არ მინდა, რომ შემომხედოს, მაგრამ როდის იყო, რამე მისრულდებოდა.
- ღმერთმა დამწყევლოს.
- სისულელეს ნუ იძახი, რატომ უნდა დაგწყევლოს -ხელს, მისი ხელისგან ვითავისუფლებ და ახლა, ბენდენაზე ვანიშნებ - დამიბრუნებ?
შეშდება. მზერას,მხოლოდ წამიერად მაშორებს და შუბლზე ისვამს ხელს.
დამეფიცება, საშინლად ნანობს. თავიდანვე ნანობდა, უბრალოდ დანახვამ, კიდევ უფრო გაუღრმავა.
ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და ისევ ხელს მკიდებს. ნაზად მისვამს ცერს, ჩალურჯებულ ადგილას და მერე ისე, რომ კვლავ არ მიყურებს, ოდნავ იხრება და კიდევ უფრო ნაზად მახებს ტუჩებს მაჯაზე.
წამით ვწყვეტ სუნთქვას, მისი შეხებით გამოწვეული გრძნობები, ბოლომდე იღვიძებენ და შინაგანი ქაოსი მეწყება.
- იდიოტი ვარ. დამარტყი. ყველაფერს ვიმსახურებ.
- არა..
- კი. მიდი, დამარტყი. - კიდევ უფრო მბრძანებლური ტონით მეუბნება და ისევ მისწორებს თვალს.
- უკვე გაპატიე.. ვიცი, რომ არ გინდოდა..
- არ ვიმსახურებ და არც შენ არ გიმსახურებ..
ღრმად ვსუნთქავ. თავისუფალი ხელი, მისი სახისკენ მიმაქვს, თუმცა შეხებამდე ვჩერდები. მხოლოდ წამიერად ავლებს თვალს და თვითონ ახებს ლოყას ჩემს ხელს. ცივი ჟრუანტელი მივლის. თითქოს, შინაგანად ვიყინები, მაგრამ გარეგნულად ვიწვი. ხელის ზურგით, ნაზად ვეფერები ოდნავ მოშვებულ წვერზე და მართლა არ ვიცი, სადამდე რა წავიდოდა, უკვე ტუჩებთან მისული, რომ არ გავეჩერებინე. ნელა მაშლევინებს ხელს და ახლა, ხელის გულზე მკოცნის.. ერთხელ, ორჯერ..
- გიორგი.. - ვხვდები, რომ თავს ვკარგავ. მისი შეხება, ელენეს მართმევს და ეს, საშინლად არ მინდა. მის გვერდით, გამოუცდელი ბავშვად ვიქცევი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ავიწყდება გარშემო.
იმის მიუხედავად, რომ ყოველ დღე საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიაა, ყველა გიორგია, ყოველთვის ერთი და იგივე თვალებით, რომელსაც იმის მიუხედავად, რომ უნდა მაინც ვერაფრით ცვლის.
ყოველთვის მიჭირს, გავუგო. თუმცა ვიცი, რომ უმიზეზოდ არასდროს არაფერს აკეთებს. ზოგჯერ, თავის და უნებურად იცვლება და ამას, შესანიშნავად ხვდება. თავადაც ვერაფერს უხერხებს თავს.. ვიცი, სადამდე შეუძლია მიიყვანოს ფიქრებმა ადამიანი, სწორედ ამიტომ ვერ ვბრაზობ მასზე. რაც არ უნდა არალოგიკურად ჟღერდეს, მჯერა, რომ საკუთარი სურვილით არასდროს მატკენდა. უბრალოდ.. მე არ დავუტოვე სხვა გზა.
ალბათ ზოგჯერ, მართლა ზედმეტი მომდის. მართლა არაა ჩემი საქმე, მისი ცხოვრება. თვითონ რომ მოვიდეს და მკითხოს, ჩამაცივდეს რატომ ხტებოდიო, პასუხს დავუბრუნებ? გავიქცევი? თუ გამომეკიდება, ამას ავიტან? თუ მის მოშორებას ვერ შევძლებ, დავტოვებ კი ჩემს ცხოვრებაში და უფლებას მივცემ გაიგოს ის, რაც არ მინდა?
პირადია. საუკეთესო მეგობარიც რომ იყოს, მესაიდუმლეც რომ იყოს, ბოლომდეც რომ ენდობოდე, მაინც დაიტოვებ რაღაცას, რასაც ვერ ეტყვი. ვერავის ეტყვი..
ამის მიხვედრა, ასეთი ძნელია? ახლა რომ ვიაზრებ, ადრე რას ვაკეთებდი? ვინ ეხმარება ადამიანს იმ მეთოდით, რომელიც არ მოსწონს?
რომ ხვდები რომ არ გამოდის, უარესი უნდა გააკეთო?
აუცილებელი იყო, მისი ეს მზერა დამენახა? ასე მივმხვდარიყავი?
მარტო საკუთარი თავი კი არა, ისიც დავაზიანე..
უამრავი კითხვის ნიშანი დაგროვდა, რა იქნებოდა, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი..
მეც რომ აღარ დავმატებოდი..
ტვინში მეჭრება.
- როგორ გაიგე? - იმდენად მოულოდნელად მეკითხება, ვერც კი ვიაზრებ. ფიქრებმა შემიყოლა, თანაც იმდენად ღრმად, რომ ვეღარც გამოვედი.
თითქმის ვხვდები, რასაც გულისხმობს, მაგრამ არ მინდა, საკუთარ თავს ბოლომდე მივენდო. სადღაც რომ ვცდებოდე, ეს ყველაფერს თავზე დამანგრევს. მის საუბრის ინიციატივასაც.. შეიძლება, მეორედ აღარც აღარასდროს მკითხოს იგივე. ვერ ვრისკავ..
მზერას ვარიდებ და კედელს ვეყრდნობი.
- რას გულისხმობ?
- იცი, რასაც. - კვლავ ჩემს გვერდით დგება და ჯერ კიდევ ჩემს ბენდენას ათამაშებს თითებში.
მაჟრჟოლებს. არ ვიცი, რა ვქნა. აქამდე, თუ არ ვუმეორებდი, ვაგრძნობინებდი მაინც, ჩვენ, ყველაზე კარგად გვესმის ერთმენთის - მეთქი და ახლა, როცა საბოლოოდ მცდის, მეშინია. ჰო, მეშინია, რომ ვერ გავუგებ.
მეშინია, რომ მისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან და მძიმე თემას შევეხები, ნებართვის გარეშე..
მაგრამ იქნებ, არც ვცდები.
სხვას რას უნდა გულისხმობდეს, სხვა რა გამიგია მასზე..
- ნუ გეშინია.
ვშეშდები. ასე მგონია, ჩემმა მეორე მემ თქვა, თუმცა..
გრძნობს. მე მგრძნობს.. ჩემს გრძნობებს გრძნობს და ისიც ზუსტად იცის, რატომ ვარ ამდენ ხანს ჩუმად.
- ექთანმა გიცნო, საავადმყოფოში. ხელს რომ მიხვევდა.. - ყველანაირად ვცდილობ, ხმა არ ჩამიწყდეს, მაგრამ ბოლოს, მაინც ვკარგავ.
სულ ოდნავ ეღიმება. თავს ჩემს მხარეს აბრუნებს და თითქოს, მაიძულებს შევხედო.
- მერე?
- სახელით მოგიხსენია და.. -ღრმად ვსუნთქავ - რომ ვკითხე, საიდან იცნობთ - მეთქი, პაციენტის ახლობელიაო.. ყოველდღე ვინც მოდის, მას არ.. - ვეღარ ვაგრძელებ. სულ ერთი სიტყვა მრჩება, თუმცა იმდენად ძლიერად მაწვება ყელში რაღაც, ხმას ვეღარ ვიღებ.
არ ვიცი, რას ვგრძნობ. თითქოს, ამ წამს ყველაფერი გაქრა.. მეც გავქრი და წარმოსახვითი სექტემბერიც.
მისკენ ვაპარებ თვალს, თუმცა ის უკვე სულ სხვაგანაა. არ მიყურებს, თუმცა მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა, სულ სხვა მზერა აქვს..
უსასრულოდ ფიქრობს და ვხვდები, არასოდეს ყოფილა მის გვერდით დგომა ასეთი რთული.
არ მინდა, რომ ხელი შევუშალო..
წარმოსახვა დავუნგრიო, თუმცა იქნებ სულაც არაა ეს წარმოსახვა ფერადი..
ისევ მეშინია.. არ ვიცი, რის.. მაგრამ რაღაც მეუბნება, რომ არ უნდა მეთქვა.
არასწორი იყო. მისგან უნდა გამეგო..
- მეორე დილას, ხუთ საათზე.. აქ იყავი, არა? - კვლავ არ მიყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პასუხი იცის, მაინც მეკითხება.
- ჰო..
- ზუსტად მაშინ მოხდა ავარია.. - ნელა აბრუნებს თავს და მზერას მისწორებს. წამით ვწყვეტ სუნთქვას..
მის თვალებში, უკვე ყველაფერს ვხედავ. იმ მზერით, როცა პირველად.. იმ თვალებით, განსხვავებით ტკივილისა..
ვერ ვუძლებ. იდილია მენგრევა..
თვალები, რომლის მეორედ ნახვაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთი აღარაა როგორც ადრე.
კვლავ სითბოთი მიყურებს, 'ყველაფერი გაივლის' 'ყველაფერს გადავლახავთ' მზერით, მაგრამ გამტყდარია..
და ახლა, პირველად ვიაზრებ, რომ მხოლოდ მე არა, ისიც შეიცვალა.
- მშობლები ვერ გადაარჩინეს, მაგრამ ჩემი და.. ქეთი..
- არ გინდა. -თავზე ვიჭდობ ხელებს. ვგრძნობ, რომ უჭირს. ვგრძნობ, რომ ვერ ლაპარაკობს და მაინც..
სული მეწვის.. მისი ტკივილით მტკივა და ზუსტად ვიცი, რომ ვერც ის უძლებს. ვეღარ უძლებს..
- ერთი წელი.. ერთი წელია, სიკვდილს ებრძვის, ელენე.
კანკალი მეწყება. გაუაზრებლად მომდის ცრემლები და მას კი არა, საკუთარ თავსაც ვეღარ ვაწყნარებ.
- კომაშია.. აპარატზე.. მის გარეშე, ვერ სუნთქავს. ექიმებს იმედი არ აქვთ, მაგრამ არ შემიძლია.. არ შემიძლია, მე მოვკლა. ვერ მივცემ უფლებას, მარტო იმიტომ, რომ ვერ გადავიხდი, გამოურთონ..
- ასე იგი.. - საკუთარ ხმას ვერ ვცნობ - შენ.. იმიტომ..
- ხო, იმიტომ. შენც ხომ რაღაც მიზეზის გამო დათანხმდი.. -შუბლზე ისვამს ხელს- არცერთს არ გვინდა ის, რასაც ვაკეთებდთ. იძულება. იძულება ელენე, რომლითაც ზურა სარგებლობს..
პირველივე სცენაზე მივხვდი ამას, არ შემიძლია, მაგრამ რა ვქნა. სხვა გზა არ მაქვს. ხო, არ მინდა.. როგორ უნდა მინდოდეს, როგორ უნდა მიხაროდეს.. შეხედე დანარჩენებს, პრობლემა მარტო ის გონიათ, რომ კარგი ფოტო ვერ გადაიღეს ბორჯომში. მარტო ის აწუხებთ, რომ ეპიზოდური როლი აქვთ.
ცხოვრება.. მეტი არ უნახავთ და იმიტომ. ღმერთმა ასეთი, არც არაფერი ანახოს, მაგას არ ვამბობ. მტერს არ ვუსურვებ, ჩემს მდგომარეობას..
- მაპატიე.. - ხმადაბლა ვჩურჩულებ - ვიცი, რომ რთულია ამაზე ლაპარაკი..
- მაგრამ უნდა გცოდნოდა. . მეგონა, რომ მოგიშორებდი, შევძლებდი, რომ არ ჩამეთრიე.. შევძლებდი, რომ შენთანაც მეთამაშა. მაგრამ... ჯიუტი ხარ. თან ძალიან. არ ნებდები..
- ცუდი განზრახვა არ მქონია, მე.. უბრალოდ იმდენად დამაბრმავა დახმარების სურვილმა, ვერ ვხვდებოდი, რომ არასწორად ვცდილობდი. მაგრამ.. ყოველ ჯერზე, როცა იმ საშინელ მდგომარეობაში გხედავდი.. ვკვდები, ასეთს რომ გიყურებ, გიორგი..
ნელა აბრუნებს თავს ჩემსკენ და თვალებში მაცქერდება. ისევ გაუჩერებლად მომდის ცრემლები. მართლა ყველანაირად ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის. მის თვალებს რომ ვუყურებ, კიდევ უფრო მინდება ტირილი.
- დაანებე თავი.. ჩემს გამო.. ქეთის გამო..
- არ შემიძლია.
- შეგიძლია.. შეგვიძლია. ერთად შეგვიძლია.. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგიმტკიცო..
სულ ოდნავ ეღიმება. მერე, ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და.. მეხუტება. ისევ.. ზუსტად ის წამი მიდგება თვალწინ. ერთი წლის წინ..
რას არ მივცემდი, ოღონდ ისევ ის დღე იყოს ახლა. თუნდაც ისევ მე ვხტებოდე, ის კი, ჩემი გმირი იყოს.
ის ჩახუტება იყოს.. ის დრო იყოს.. სექტემბერი იყოს..
აკანკალებულ ხელებს ვხვევ და ვცდილობ, არარეალობა წუთით მაინც დავიჯერო.
- მაშინ რომ ჩაგეხუტე.. -ვხვდები, რასაც გულისხმობს, თუმცა ვაცდი.
- მას შემდეგ, პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად.. ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. შენმა სურნელმა, რეალობას მომწყვიტა.. - ისევ მშორდება და თმაზე მეფერება- რომ გიყურებ, ვხვდები, რომ ტყუილად არ მიცხოვრია..
- არც ახლა ცხოვრობ, ტყუილად..
- ვცხოვრობ. ახლა, მართლა ტყუილად ვცხოვრობ.
- ტყუილად რომ ცხოვრობდე, ქეთი ცოცხალი არ იქნებოდა..
ოდნავ ეღიმება. ისევ, მაგრამ არც ეს ღიმილია გულწრფელი.
- ამაზე აღარ მელაპარაკო, კარგი? ერთხელ მოგიყევი და ასე დარჩეს..
თანხმობის ნიშნად, სწრაფად ვუქნევ თავს.
- შენი ბრალი არაა, რომ გაიგე.. ღმერთს უნდოდა, ალბათ. ან.. ბედისწერა. შეიძლება, ოდესმე მეც გავიგო შენზე.
მზერას ვარიდებ. ნამდვილად არ წარმომიდგენია, ჩემს თავზე საუბარი. ზუსტად ვიცი, არც მას წარმოედგინა.
ცხოვრებაში ხდება..
ისეთი რამეებიც კი, რაც შეუძლებელი გვეგონა.
- ნუ იძაბები, არაფერს გაძალებ.
- ვიცი..
მანაც იცის, რომ ვიცი.
- მაპატიე.. მე დაგაძალე.
- არ დაგიძალებია. ისედაც ყველაფერი გაიგე, დამალვას აზრი მაინც აღარ ჰქონდა. საკუთარი თავისგან ვერ დაგიცავი..
- გიორგი..
- არ გინდა, ელენე. ჩვენ ხომ ორივემ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სხვისი ტკივილის მოზიარე ხარ. ამ დედამოტ*ნულ სამყაროში, სადაც ყველას, საკუთარი პრობლემები ახრჩობს, სხვისი რაღას დამართებს. თანაც შენ.. ასე რომ განიცდი ყველაფერს.
- მარტო ვერ დაგტოვებდი. .
- არც დაგიტოვებივარ. მაგრამ ახლა.. დამტოვე, კარგი? - წამიერი შიში მიპყრობს, თუმცა მალევე აბოლოებს წინადადებას. - 1 საათით და მერე მოვალ. ცოტა უნდა გავიარო..
ღრმად ვსუნთქავ. მომეშვა. წინადადებაში, სადაც პირდაპირ არაფერი უთქვამს, ყველაფერს მივხვდი.
გავიმარჯვე..
ხელი არ უკრავს და ზუსტად ვიცი, აღარც არასდროს მკრავს.
ჩვენ უკვე ერთნი ვართ..
- 9 საათს არ გადააცილო.
***
სასტუმროსთან მისულს, უკვე თითქმის ყველა გარეთ მხვდება. ინსტიქტურად ვიყურები საათზე, თუმცა ჯერ ადრეა.
- ვა, ელენე. შენც ფოტოსესიაზე იყავი?-ყავის ჭიქით ხელში მხვდება დათო და ირონიულად იღიმის.
ვერაფერს ვხვდები, თუმცა მის ამ ჟესტზე, ნერვები მეშლება.
- რა ფოტოსესია?
- ჩვენები პარკში გაბიდნენ, 'კაი' ფოტოები უნდა გადავიღოთო, რავი. მეგონა მათთან იყავი -ოდნავ იჩეჩავს მხრებს და ახლა, კარგი დამნაშავე რომ იქნები, ზუსტად მაგ მზერით მიყურებს. რომ არ ვიცნობდე, ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ პროდიუსერია და არა მსახიობი.
- კაი - ხელის აწევითაც ვანიშნებ და გვერდის ავლას ვაპირებ, თუმცა ვინ მაცდის.
- გამახსენდა. შენ ხომ ფოტოების გადაღება არ გიყვარს, როგორ გამოვშტერდი, მაგრამ არ გაბრაზდე და საიდუმლოს გეტყვი.
- რა საიდუმლოს?
- ოღონდ, სამარე უნდა იყო, თორემ ზურა გამჩეჩავს. -ოდნავ ეღიმება და თმაზე ისვამს ხელს.
- თქვი თუ ამბობ.
- ხო იცი, სცენარში ცისიას რომ უყვარდება იმ პერიოდში, სანამ ირაკლი არ ახსოვს. მაგას ხო ბექა თამაშობდა და წავიდა.
- სად წავიდა..
- რავიცი, ქვეყნიდან დატყდა. რაღაც ვალებიო თუ ჯანდაბა. კაროჩე, ზურამ ახალი იპოვა მაგ როლზე უკვე, ხოდა ყველას უმალავს.
ღრმად ვოხრავ. არა, რისთვის დამაკარგვინა დრო. ჭკუიდან გადავალ ახლა, მეც არ ვთქვი, რამე სერიოზულს იტყვის - მეთქი.
- არ გაგიკვირდა?
- გამიკვირდა, მაგრამ ვერ ვხვდები, ჩემთვის რატომ არის ეს ამბავი საინტერესო.
- კაი რა, ტო. ფაქტობრივად შენი მეორე პარტნიორი უნდა იყოს.დაახლოებით იმ პონტში, გიორგი როგორცაა.
- იყოს მერე. რა მნიშვნელობა აქვს პავლე იქნება, პეტრე თუ ივანე. ღმერთო ჩემო.. - დათოს გაოცებულ სახეს, ყურადღებას არ ვაქცევ და ისე რომ, პასუხსაც არ ველოდები, სწრაფად ვუვლი გვერდს.
***
დრო ისე სწრაფად გარბის, ვერაფერს ვამჩნევ.. ნიცასთან ლაპარაკის შემდეგ, პირდაპირ აბაზანაში შევდივარ. იქიდან გამოსული კი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჰაერში ვიცვამ. შეიძლება, რეალურად ზურა არც ყვირის, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გონებაში მისი პატარა ვერსია მიზის და ტვინს ბურღავს თავისი 'ჩქარა'-თი.
ვერაფერს იტყვი, პუნქტუალურია. მაგრამ ზოგჯერ მის პუნქტუალურობაზეც მეშლება ნერვები. სამი წუთი.. სულ რაღაც სამი წუთი გადავაცილე და მაინც არარსებობს, საყვედური არ მითხრას.
ლიფტიდან გამოსვლისთანავე, სირბილით გავდივარ გარეთ და რა თქმა უნდა, უკვე ყველა შეგროვებული მხვდება.
- მე იმას უფრო ვერ ვხვდები, დილას, ადამიანისთვის არანორმალურ დროს ადგომა როგორ არ გეზარება და ნორმალურ დროს ადგომა, როგორ გიჭირს. - მაშინვე ხელებდაკრეფილი მოდის ჩემსკენ და ზუსტად მაშინ, როცა პასუხის დაბრუნებას ვაპირებ, მასწრებენ.
- საინტერესოა, თუ ადამიანისთვის არანორმალური დროა, თქვენ რატომ ადექით.
გიორგის ხმას ვცნობ და თითქოს, ოდნავ ვმშვიდდები. არ ვიცი, თავიდანვე აქ იყო, თუ ახლა მოვიდა..მაგრამ მთავარია რომ მოვიდა. ახლა, მართლა ძალიან მინდოდა, ვინმეს ეს ეთქვა.
გაცეცხლებული, წამში ტრიალდება ზურა და მაშინვე წარბებს კრავს.
- და რაიცი რომ ავდექი?
- აბა სიზმარში ვერ ნახავდით, რომ ელენეც ადგა.
გარშემომყოფთა ჩუმი ჩაცინება, წამში მწვდება.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ! ამ დილაადრიან, თქვენზე არ ავიშლი ნერვებს. წავედით! - სწრაფად უკრავს ტაშს და პროდიუსერებს, თვალითაც ანიშნებს.
მხოლოდ წამიერად ხვდება, ჩვენი მზერა ერთმანეთს და ამ წამშიც კი, იმდენი რამის თქმას ვასწრებ, თავად მიკვირს.
კიდევ შეცვლილია, ან.. უბრალოდ მეჩვენება.
ბევრი რამ შეუძლია გონებას, თუმცა არასდროს უნდა დაემონო.
თორემ ისე გამოგეცლება რეალობა ხელიდან, გააზრებასაც ვერ მოასწრებ..
***
- მოკლედ, ელენე. შენი რჩევით, 'მაჩუქე ფრთებს' ვრთავთ, აქ. მართლა ყველაზე მეტად უხდება - დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მიმეორებს ზურა და წითელ საქაღალდეშიც მაჩვენებს სცენას- მაგრამ თქვენ მღერიხართსავით. ან ამბობთ, როგორ გინდათ. კარაოკე ვერსია იქნება. გიორგი! -ახლა, არანაკლებ ჩაფიქრებულ ლეჟავასკენ გადააქვს მზერა.
- დიახ.- საქაღალდედან თავს არც სწევს, ისე პასუხობს.
- მშვენიერი. მოემზადეთ!
ზურას ამ სიტყვისთანავე, ყველა თავის ადგილს იკავებს.
გიორგისთან ერთად, მეც იძულებით ვდებ სცენარს გვერდით და დაწყებამდე, მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს.
- სიჩუმე! სცენა 1, დუბლი 9.
იწყება..
ყველაფერი, ისევ ისეთი ნათელი და ფერადია, როგორც ცისიასა და ირაკლის პირველი შეხვედრისას.
გავრბივარ..
ჩემთან ერთად, კიდევ რამდენიმე კამერაც მოდის, თუმცა გარშემო ვერაფერს ვამჩნევ. ცისია ვარ და ამას, მთელი არსებით ვგრძნობ. ეს კი, სრულიად საკმარისია გულწრფელობისთვის.
- ცისია! ცისია, დამელოდე, ნუ გარბიხარ! - ირაკლის ხმა მესმის, თუმცა არ ვტრიალდები.
ცისიას შიშები, კვლავ ბუნდოვანია.ეშინია ყველასა და ყველაფრის.. იმის, რომ აღარ შეუძლია საყვარელ ადამიანს ისე შეხედოს, როგორც ადრე. არ უნდა, მისი ცარიელი და არაფრისმთქმელი მზერით, საბოლოოდ მოუკლას გული და ერთადერთ ხსნად, კვლავ გაქცევა ესახება.
- ცისია!
იმის მიუხედავად, რომ ვეღარ სუნთქავს, ერთი წუთითაც არ ჩერდება. გარბის, გარბის და არც ის სად. თითქოს, ნაცნობი გარემო, უცნობი ხდება. ხეები, შენობები.. წამით ითიშება. ყველას მზერა, საბოლოოდ წვავს და ვეღარ უძლებს.. საკუთარ თავს უმეორებს, რომ არ უნდა შეხედოს, მაგრამ არ გამოსდის. არ გამოსდის და ეს, საბოლოოდ აგიჟებს. ნებდება.. მაგრამ არ იცის რას. გაუსაძლის სუნთქვას, ხალხის მზერას, ცრემლებს თუ ყველაფერს ერთად.
- ცისია.. - მისი შეხება მაფრთხობს. წესით, ეს უნდა მეთამაშა, მაგრამ საჭირო არ გახდა.
- გამიშვი.
- უნდა მომისმინო, ასე ნუ იქცევი.
ფრთხილად მაშორებს ხელს და ჩვენი მზერაც, წამში ერთი ხდება.
არ ვიცი, რას ვხედავ - მაგრამ ვგრძნობ, რომ ცარიელი არაა. ვერც იქნებოდა..
იმის მიუხედავად, რომ თამაში არცერთს არ გვინდა, თავისდა უნებურად შევდივართ როლებში. ყველაფერს აქვს, დადებითი და უარყოფითი მხარე.
რამდენი მინუსიც არ უნდა არსებობდეს, რეალობიდან გამოსვლა, თუნდაც დროებით, გულის შვებაა.
- არ გამოდის.. არ მახსოვხარ.. -თვალებს ვხრი და ნელა ვსუნთქავ -არც განშორებამ გვიშველა.
- ცის..
- დამივიწყე. არ ვარ ღირსი, რომ გახსოვდე, ირაკლი. - ისევ ტირილი მეწყება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი მზერა, ცისიას კი არა, ელენესაც ანადგურებს. ყოველთვის იმხელა გულწრფელობაა მასში.. არ ვიცი, მარტო მე ვხედავ ასე მკაფიოდ, თუ საერთოდ ასეა.
ჩემთან ვერ თამაშობს და ალბათ, მე მასთან.
ნელა სწევს ხელს მაღლა და ვგრძნობ, რომ შეხებამდე მაჟრჟოლებს.
რაღაც უცნაურს ვგრძნობ. ვერ ვხვდები, ახლა გიორგია თუ ირაკლი. თუ ორივე ერთად..
ფრთხილად მიცურებს ხელს ყელში და თვალებიც თავისით მეხუჭება.
გაუაზრებლად ვწყვეტ ტირილს და არ ვიცი, რა მეშველებოდა სცენარშიც რომ ასე არ იყოს.
- მაპატიე.. არ გიმსახურებ
- შენი ბრალი არაა - თმაზე მეფერება. ყველანაირად ცდილობს დამაწყნაროს, თუმცა რეალურადაც არეული ვარ. იმაზე მეტს განვიცდი, ვიდრე საჭიროა და მკლავს..
ჩემთვის, ყოველთვის, ყველა არარეალური რეალური იყო. ახლაც ასეა.. ცისია და ირაკლი არ არსებობენ, მაგრამ მაინც მტკივა.
მუსიკა იწყება..
იწყება და გაუაზრებლად ვწყვეტ სუნთქვას . იმის მიუხედავად რომ ვიცოდი ასე იქნებოდა, მაინც მივეცი ზურას ამის უფლება. რადგან ამდენი მსგავსებაა რეალურსა და არარეალურს შორის, დაე ესეც მათ რიცხვს შეუერთდეს. იქნებ, აქ მაინც იყოს ბედნიერი, თავისუფალი.. ჩემგან თავისუფალი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ემოციები შიშვლდება და ახლა, ყველას შეუძლია იმის დანახვა, რაც ოდესღაც, მოსმენისას გავიფიქრე.
- 'დამშვიდდი.. ვნანობ რომ ჩემგან ერთხელ გაგიშვი'
მეტირება. მართლა მეტირება.. არ ვიცი, როგორ უნდა შევიკავო თავი და როგორ უნდა ვუპასუხო.
-'ნუ დამიცდი..'
- 'სიყვარულს მაინც ხომ ვერ დამიშლი'
- 'და რად გინდა..'
- 'ნუ მეტყვი ლოდინი ამდენ ხანს არ ღირდა'
- 'გული გულს, ხელი ხელს, თვალი თვალს დაშორდა..' -ისევ ვუსწორებ მზერას - 'იქნებ ის აღარ ვარ, ვინც გახსოვდა..'
- 'მაჩუქე ფრთები, რომ ცაში შევძლო აფრენა..
მასწავლე გზები, შენთან მოსვლას თუ გავბედავ..
მომეცი ხელი, რომ ვერსად შეძლო გაქცევა'
ისე მოულოდნელად მკიდებს ხელს, ვკრთები. ვკანკალებ და დარწმუნებული ვარ, ამჩნევს. ისევ ყელში მიცურებს თავისუფალ ხელს და წამიერი ყოყმანის შემდეგ მეხუტება.
- გადაღებულია!
***
გათიშული ვბრუნდები სახლში. უფრო სწორედ, ცისია ბრუნდება. მომხდარს, ვერაფრით ვივიწყებ და არც ცისიას ვაძლევ ამის საშუალებას.
ყველგან გიორგია, ყველგან ირაკლია..
გონებისა და ფიქრების მესაკუთრე..
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე და ცისია, კარგი მეგობრები ვართ - დაახლოებით ერთი და იმავე წარსულით, აწმყოთი, პრობლემებით.
ნიკა რეკავს..
პერსონაჟი, რომლის როლსაც ბექა თამაშობდა. წარმოდგენა არ მაქვს, ახლა ვინ იქნება მის ადგილას, თუმცა ზურა კვლავ იმით სარგებლობს, რომ სატელეფონო სცენას ვიღებთ და მისი გამოჩენა საჭირო არაა და არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რომ მსახიობი შეიცვალა.
ცისია და ნიკა, ერთმანეთს 'ფეისბუქით' გაიცნობენ და რა თქმა უნდა, როცა ვერ ხედავ, იოლია. რამდენიმე დღიანი მიმოწერის შემდეგ, ცისიამ ყველაფერი იცოდა ნიკაზე, ნიკამ კი ცისიაზე.
მოყოლა.. რჩევები.. თანადგომა.
სწრაფად დაახლოვდნენ.
სცენარის მიხედვით, ნიკას ცისია უყვარდება.
ცისიას კი ჰგონია, რომ ნიკა უყვარს - თუმცა შეხვედრისა და ერთმანეთის კარგად გაცნობის შემდეგ, ყველაფერი ინგრევა. ინგრევა ის წარმოდგენებიც, რაც ცისიას ჰქონდა მასზე და ზუსტად მაშინ, როცა ნიკაც დაიღლება მუდმივი თამაშით და კუდში დევნით, მალევე აღმოაჩენს, რომ მათი შეხედულებები, არც არასდროს ყოფილა მსგავსი .
ისევ გაურკვევლობაა, ისევ პრობლემებია.
ნიკა ცისიაზე უარს არ ამბობს, მაგრამ არსებობს ირაკლიც..
*
დღეები უფრო მიფრინავს, ვიდრე მიდის.
ბევრი წუწუნის, საყვედურების და ზოგჯერ ლანძღვის მიუხედავად, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ისე გამოდის, როგორც ზურას უნდა.
გიორგი შეიცვალა..
ისედაც ყოველდღე იცვლებოდა, მაგრამ ჩვენი იმ საუბრის შემდეგ, რომელიც არცერთისთვის ყოფილა სასიამოვნო, გარბის. უფრო სწორად კი მე გამირბის. მართალია არ აღიარებს, მაგრამ მე, რას ან როგორ დამიმალავს.
ყოველ ჯერზე, როცა საუბრის წამოწყებას ვცდილობ, რაღაცას იმიზეზებს და მიდის . შეკითხვაზე, იძულებით პასუხებს მცემს და უკვე ყველაფერი გასაგებია.
ვაცდი..
ვიცი, რომ იოლი არაა უყურო ადამიანს, რომელმაც შენზე ის იცის, რასაც ასე უბრალოდ ვერ ადგები და ვერ მოყვები. ვინ იცის, ალბათ ისიც არ მომიყვებოდა, გამოუალ მდგომარეობაში რომ არ ჩამეგდო. ერთმანეთს საკმარისად კარგად ვიცნობთ იმისთვის, რომ უთქმელად მივხვდეთ, თვალებით ვისაუბროთ.
ისიც მიხვდა, რომ ვიცოდი და შეეშინდა იმის, რაიმე არასწორად არ მცოდნოდა. სხვა შემთხვევაში არ და ვერ მეტყოდა. ისევე როგორ მე ვერ ვეტყვი და მოვუყვები.
როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, მითქვამს და კიდევ ვიტყვი, ბოლომდე ყველას, ყველაფერს ვერ მოუყვები.
ალბათ, ისიც არ მიყვება რაღაცას და არც მინდა, რომ მომიყვეს. ჯერ ამან რა მდგომარეობაში ჩააგდო და უფრო მეტი რომ გამეგო, წარმომიდგენია.
ზოგჯერ, საუბარზე მეტად ის მინდა, რომ უბრალოდ ვხედავდე..
თვალწინ მყავდეს და ზუსტად ვიცოდე, რომ იმ საშინელებას არ აკეთებს. აღარ აკეთებს. მაგრამ ამით, მარტო თავს ვიტყუებ..
ვიცი, რომ ეს, ასე წამებში არ ხდება - ვერც მოხდება. მაგრამ არც ცდილობს და არც ეცდება.
თავს გაინადგურებს და მე, ისევ ვერაფერს გავაკეთებ მისთვის..
ალბათ, არ შემიძლია. არ ვიცი, რა არის სწორი და სანამ 'სწორამდე' მივალ, ჩემებურად ვმოქმედებ. ასე კი ვაზარალებ.. რა თქმა უნდა, გაუაზრებლად. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ასე ხდება.
ჩემი ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი, ორმაგად გვაშორებს ერთმანეთს.
მერე კი, უკვე სხვა გიორგია ,
რომელიც ისევ თავიდან უნდა გავიცნო..
***
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, უღმერთოდ ამშვენებს ბორჯომს.
უკვე ჩაბნელებულ ქუჩას, სადად ერწყმის ლამპიონები..
შესაშური სიმშვიდეა გარშემო. ის ატმოსფერო, რომელზეც ერთხელ მაინც, ყველას უოცნებია.
ყავის ჭიქით ხელში, ჩაფიქრებული ვუყურებ ღამის ქალაქში მოსეირნე ხალხს , თუმცა მათზე საერთოდ არ ვფიქრობ.
- შეიძლება ფიქრები დაგირღვიო? -ისე მოულოდნელად მადგება თავზე ზურა, ინსტიქტურად ვკრთები. ამაზე, ოდნავ ეღიმება, თუმცა რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომენტარს არ აკეთებს.
- როგორ შემოხვედით?
- დაკაკუნებას ვაპირებდი, მაგრამ კარი ღია იყო, ხოდა შემოვიხედე და აივანზე დაგინახე - სკამს სწევს და გვერდით მიჯდება.
მზერას ვაშორებ. არ ვიცი, რაზე უნდა ვესაუბრო. გულწრფელად, ყოველთვის მღლის ხოლმე თავისი ლაპარაკით.
- იცი, ელენე.. თავიდან ვფიქრობდი, რომ ადამიანები არ იცვლებიან.
აჰა, თემა გასაგებია. ცხვორების ჭირ-ვარამი. ეტყობა, მთავარი მოსაუბრე - დათო გაექცა. მე თუ მკითხავთ, კიდევ კარგად გაუძლო.
- მაგრამ ზოგჯერ, ცხოვრება გვაიძულებს, რომ ისეთი რამ გავაკეთოთ, რასაც ჩვეულებრივ არ გავაკეთებდით. ამ წამს, შეიძლება ჩვენი თავი გვძულს, მაგრამ ვერაფერს მოუხერხებ საჭიროებას. ის, რისთვისაც ამდენი ხანია იღწვი, დროს, ენერგიას გართმევს.. იმისთვის რომ ბოლომდე მიიყვანო, ასე უნდა მოიქცე.
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ.
- ვიცი.. -ღრმად ოხრავს- მაგრამ მიხვდები. ვალდებული ვარ, წინასწარ გითხრა, რადგან ვიცი, რომ მერე არ მომისმენ.
ვიბნევი. რაღაცას აპირებს.. რაღაც ისეთს, რაზეც თანახმა არ ვიქნები?
- ყოველთვის, ყველაფერს აქვს მიზეზი. ისე, არაფერი ხდება..ვინ იცის,
ალბათ, მაშინ სანდროსაც ჰქონდა წასვლის მიზეზი.
- რა?! - სანდროს ხსენებაზე, ცუდად ვხდები. მისი გახსენება კი არა, სახელის გაგონება არ მინდა. ეს იცის და მაინც, სხვა მაგალითი ვერ მოიყვანა.
- არ გეგონოს, რამეს ან ვინმეს ვამართლებ. მე ვერაფერს განვსაჯავ, ვინ მკითხავს, უბრალოდ..
- რა უბრალოდ. -წარბებს ვკრავ. ხვდება, რომ ვიძაბები და მასაც იგივე ემართება.
- არ გაინტერესებს როგორაა? არა, ცუდად არ გამიგო. მე მაგალითად მაინტერესებდა შენ როგორ იყავი. ამდენი წელი, ერთად ვმუშაობდით, ერთი გუნდი ვიყავით.. თქვენ მითუმეტეს..
- თქვენ რა, დამცინით ბატონო ზურა?! -სწრაფად ვდებ ყავის ჭიქაზე მაგიდაზე და ფეხზე ვდგები - ადამიანმა, რომელმაც ორსული მიმატოვა, ბავშვის მოშორებას მაიძულებდა და რომ არაფერი გამოუვიდა, მშობლების წინ, პირდაპირი მნიშვნელობით დამაგდო, უნდა მაინტერესებდეს როგორაა?! რა, ეს არ იცოდით და ახლა გაიგეთ?!
- ელენე..
- რა ელენე! როგორ შეგიძლიათ, ასეთი რამ მითხრათ. იმასაც ხომ არ მეტყვით, რომ დავურეკო და მოვიკითხო. ადამიანი, რომელიც მეფიცებოდა, რომ საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი და მერე, ფეხქვეშ ურცხვად გამთელა. ადამიანი, რომელსაც ვერ დავაჯერე, რომ ნიცა მისი შვილი იყო და არ ვეტენებოდი! დავურეკო?!
- ნუ ყვირი, ხალხი გაიგებს. - ისე დგება, თვალს ვერ მისწორებს.
- მეორედ არ გაბედოთ მისი სახელის ხსენება, გასაგებია?! ეგ ადამიანი, მოკვდა!
- ელენე..
- თუ შეიძლება, მარტო დამტოვეთ. - საჩვენებელი თითით ვანიშნებ კარისკენ.
- მაპატიე.. ოღონდ ეს, ყველაფრის ბოდიშია, ასე იცოდე.
ბოლო სიტყვები, ნორმალურად არც კი მესმის. გასასვლელისკენ მიმავალს, მხოლოდ წამით ვაყოლებ თვალს და მერე, ძალაგამოცლილი ვეცემი.
***
დილის აურზაური, წესად გვექცა, მაგრამ ახლა.. მგონი რაღაც გამოვტოვე. დათოს ხმამაღალი ლაპარაკი, შორიდანვე მესმის და უკვე ვხვდები, რომ რაღაც რიგზე ვერაა. ჩვეულებრივ, მას ნერვები არ ეშლება. ყველაფერს ან მართლა მშვიდად, ან მოჩვენებითი სიმშვიდით უდგება და ეს, გაცილებით ეფექტური გზაა.
ნახევრად ღია კარს, ფრთხილად ვაღებ და მაშინვე კამერებიდან მომავალი სინათლე მცემს სახეში.
- ეს დედამოტ*ნული, ასეთი ძნელია?!
- მშვიდად. - მაშინვე მკლავზე ქაჩავს ზურა და თვალებით მანიშნებს, შემოდიო.
გადაღება წყდება. ან, შეიძლება არც არაფერი გადაუღიათ. დათოს სახეს რომ ვუყურებ, გამორიცხულია, რამე მოსწონებოდა.
- წუთ შესვენება! - ტაშითაც ანიშნებს ზურა და მსახიობებიც, სწრაფად ქრებიან გადასაღებად მომზადებულ, ყალბი სამზარეულოდან.
- გიორგი სადაა? -მე მეკითხება. არა, მართლა მე მეკითხება.
- არ ვიცი - ოდნავ ვიჩეჩავ მხრებს.
- ის უნდა გადავიღოთ, ნიკასთან ერთად რომ დაგინახავს.
მაინც ვერ ვხვდები, ბოლო წუთამდე რატომ მალავს მსახიობის შეცვლის ამბავს, მაგრამ კარგი. მაგაზე რომ არ ვიფიქრო, ისედაც საკმარისად მაქვს. ნელი ნაბიჯებით მივდივარ ფანჯრისკენ და ზუსტად მაშინ დგება სავარძლიდან დათო.
- ელენე, აი იქ - საჩვენებელ თითით, ქუჩაში, მგონი რომელიღაც მაღაზიისკენ მანიშნებს და თან, უკან იყურება.
- რა.. - მეც ვაპირებ შებრუნებას, თუმცა ვინ მაცდის. ახლა მეორე მხრიდან მიდგება
- იქ, ადრე რა იყო იცი?
- რასაკეთებთ.. - ვხვდები, რომ მატყუებს და აღარ ვაპირებ, თავი მოვიკატუნო. სწრაფად ვუკრავ ხელს, უკან ვბრუნდები და.. ეს რას ვხედავ.
ოთახში, მთელი გადამღები გუნდია შეგროვილი.
- ერთი.. ორი.. სამი.. - ასე მგონია, საუკუნის ინტერვალებით ითვლის ზურა, თუმცა, როგორც იქნა დაამთავრა.
- სიურპრიზიი! - ახლა, ყველა ერთად ყვირის და სწრაფად იწევიან კარიდან, სადაც ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა უნდა ვიკითხო რა ხდება, კარი იღება და იქიდან, არა.. მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს ნიცაა..
- დედაა! - ისე სწრაფად მორბის ჩემსკენ, გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
უცნაურად მაჟრჟოლებს. ასე მგონია, თავიდან ბოლომდე ვიცვლები და ყველა ნეგატივი მტოვებს. გული მიჩქარდება.. ტირილი მივარდება და ძლივს ვახერხებ დახრას, რომ ჩავეხუტო.
- ნიცა, დედიკო.. - თვალებს ვხუჭავ და მისი სურნელით გაბრუებულს, წამით ისიც კი მავიწყდება, სად ვართ და რატომ ვართ.
დრო ჩერდება..
იმაზეც კი ვერ ვფიქრობ, აქ როგორ აღმოჩნდა. ვიცი, რომ მნიშვნელოვანია.. ვიცი, რომ რეალობას უნდა დავუბრუნდე.. გონება განუწყვეტლივ მიმეორებს, თუმცა ზუსტად მაშინ მესმის თიკოს ხმა, რომელსაც ათასშიც ვიცნობ და ვმშვიდდები..
- დედა, ძალიან გამეხარდა - ისევ ნიცა მშორდება და მეც, ცრემლებს ვიწმენდ.
- მეც, მეც დედიკო.. ეს, როგორ.. - ახლა, მსახიობებზე გადამაქვს მზერა.
- ჩემი იდეა იყო! - ამაყად გამოდის წინ ნატო და ნიცას, თვალს უკრავს - ნუ.. დანარჩენებიც დამეხმარნენ ცხადია. ბატონ ზურას მადლობა - ახლა, მას უკრავს თავს- და თიკოს მადლობა, რომ უარი არ მითხრა.
მხოლოდ ახლა გადამაქვს თიკოზე მზერა და ვიცი, რომ ზუსტად იცის ყველა ის სიტყვა, რასაც ვეტყოდი და ვეტყვი, როცა საუბრის შესაძლებლობა მიგვეცემა.
- ნუ.. დათოსაც მადლობა. მის თეატრალურ ნიჭშში, ეჭვი ისედაც არავის გვეპარებოდა, მაგრამ ისეთი დაძაბული გარემო შექმნა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა შესანიშნავი რეზერვი გვყავს, თუ ვინმე ცუდად გახდა.
- ანუ.. ესეც.. - ახლა, დათოზე გადამაქვს მზერა, რომელიც სულ აღარ არის ის დათო, წუთის წინ რომ ბრაზს აფრქვევდა.
- ხო, ესეც თამაში იყო - თავადვე მპასუხობს - როგორმე ხომ უნდა დაგეჯერებინა, რომ დღესაც ჩვეულებრივი, დაძაბული დღე გვქონდა.
- ეს 'ც', რა არის? კიდევ როდის გვაქვს ხოლმე დაძაბული დღე? - უპასუხოდ არ ტოვებს ზურა.
- გვაქვს, უბრალოდ ხმამაღალი სიტყვისა და..
- გინები'ს გარეშე - რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნატო აბოლოებს.
- არ შემიგინები'ა უბრალოდ, მეტი ეფექტისთვის, ერთი სიტყვა იყო.
- კარგით! - სწრაფად ეჭრება ზურა - რაც იყო და როგორც იყო, მთავარია სიურპრიზი გამოვიდა.
- ვაშაა. - მაშინვე ადგილზე ხტუნვას იწყებს ნიცა.
- კარგი, დავიშალეთ.. გადაღება უნდა გავაგრძელოთ. - შენ, პატარა ქალბატონო - ახლა, ნიცასთან იხრება - თუ გინდა, დარჩი და გვიყურე.
- კი - მაშინვე თავს უქნევს ნიცა.
- ოღონდ - ახლა, მოახლოებულ თიკოს უბრუნდება - მიხვდები, როცა უნდა გაიყვანო.
- რა თქმა უნდა. - სწრაფად ეთანხმება და ნიცას ხელს კიდებს.
- მადლობა, თიკო.
- მიხარია, რომ გაღიმებულს გხედავ ენე. მერე ვისაუბროთ.. - მხარზე მადებს ხელს და ნიცასთან ერთად, ფანჯრისკენ მიდის.
- გიორგი კიდევ არ მოსულა? - ახლა, საათზე იყურება ზურა.
გიორგის ხსენებაზე, ისევ ირევა ჩემი აზრები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნიცას დანახვამ, წამით დამავიწყა.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორია მასსა და ნიცას შორის მყოფი ელენე.. მათი გაცნობა..
მეშინია. წარმოდგენა არ მაქვს რის, მაგრამ იმაზე ფიქრიც კი, რომ მათზე ერთად არ მიფიქრია - მათ შეხვედრაზე, მგონია, რომ რაღაც გამომრჩება. რაღაც ისეთი, რაზე ფიქრსაც ვერ მოვასწრებ, რასაც მხოლოდ იმ წამს გავიგებ და ვერ გავუძლებ..
ერთი შეხედვით, ალბათ ასეთი არც არაფერია, მაგრამ როგორც წესი, ყოველთვის ის ხდება, რაც არარის. რასაც ვერ წარმოიდგენ და ა.შ
საკუთარ ფიქრებში გართულს, ყრუდ ჩამესმის გიორგის იძულებითი 'სალამი' და უარესი მემართება.
ისედაც აჩქარებული გულისცემა, პიკში აღწევს და ძლივს ვახერხებ თავის აწევას.
- მოკლედ, მეგობრებო. ნიკას პერსონაჟზე ახალი მსახიობი გვყავს!
რა? რა დროს ეს იყო ახლა..
მართლა ვერ ვხვდები, ზურა რის მიღწევას ცდილობს.
- ბექას პირადი პრობლემები აქვს, ამიტომ წავიდა.
- და ვინ იქნება? - ყველას ფიქრებს ახმოვანებს ნატო.
- ახლა უნდა მოვიდეს, წესით. - ისევ საათზე იყურება და მერე, პირდაპირ მე მისწორებს თვალს.
რა უნდა.. გუშინდელიდან მოყოლებული, ეს მზერა ვერ მოიშორა ჩემს მიმართ. თითქოს, ისევ ბოდიშს მიხდის, ან.. მეჩვენება.
ფეხის ნაბიჯების ხმა მესმის და ვერ ვხვდები რატომ. თითქოს წარმოსახვაა.. თითქოს, გონება რაღაცისთვის მამზადებს.
ან, მეჩვენება. რაღაც გამოვიგონე და იმის დაჯერებას ვცდილობ.
მართლა მირჩევნია, რომ ასე იყოს. სხვას ვერაფერს გავუძლებ.
კარზე კაკუნის და მერე, გაღების ხმა მესმის. ყველა იქით იყურება ჩემს გარდა.
რა ხდება..
უკანასკნელ ძალას ვიკრებ და მეც ახლადშემოსულზე გადამაქვს მზერა.
ვშეშდები..
ჩვენი მზერა, წამში ხვდება ერთმანეთს და ახლა, მთელი გულით ვნატრობ, რომ მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს.
- კეთილი იყოს, სანდრო..
რა თქმა უნდა, ზურა გამოდის სიტყვით.
სხვა ასე სწრაფად, არ და ვერ უპასუხებდა, ალბათ.
ყველა გაოცებულია. ყველა მას უყურებს, ის კი, მხოლოდ მე..
ყელში მაწვება. არ ვიცი რანაირად, მაგრამ სიმწრის ძალა მომდის.
სურვილი მაქვს, მივარდე და დავახრჩო. მოვკლა.. ნაწილებად ვაქციო.. ვაწამო.. ის გამოვაცდევინო, რაც თვითონ გამომაცდევინა.. ვნახოთ თუ გაუძლებს. თუ შეძლებს და გაუძლებს!
გავაკეთებ. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ხელი ამიკანკალდება და ვერ მოვკლავ?! ღრმად ვსუნთქავ და ზუსტად იმ წამს, როცა ნაბიჯი უნდა გადავდგა, მზერას მაშორებს.
მაშორებს და ვისზე გადააქვს..
არა.. არა.. არა..
ვერ ვიჯერებ, რომ ამას ვუყურებ.
პირდაპირ გიორგისკენ მიდის.
მართლა მისკენ მიდის..
- როგორ ხარ - ხელს უწვდის და ისიც, წამში ართმევს.
- შენ როგორ ხარ - ეხვევა. ღმერთო, მართლა ეხვევა.
რამდენიმე წამი არიან ასე ჩახუტებულები და მერე, ისე შორდებიან თითქოს ერთმანეთი არ ეთმობათ.
ახლა ჩემსკენ მოდის..
ვცდილობ, დავიჯერო რომ მეჩვენება და მზერას ვაშორებ. ვაშორებ და ახლა, ნიცას ვხედავ ჩემს გვერდით..
ნიცა..
სანდრო..
არა, არა, არა.. შეუძლებელია. ამის უფლებას არ მივცემ. ვერ მოვა, ამას ვერ გააკეთებს..
მაგრამ აკეთებს.
თავხედობა ჰყოფნის და აკეთებს.
მიახლოვდება და რისთვის ეს სიახლოვე, თუ გადასაკოცნად არა.
ახლა მიყურე..
წამით ვხუჭავ თვალებს და ისე სწრაფად ვახელ, თვითონვე მიკვირს.
წლების ნაგროვებ და ნატევ ბრაზს, როგორღაც ერთ ხელში ვატევ და ისეთი სიძლიერით ვურტყამ, ასე მგონია, ხელის ტკივილი მომკლავს.
ჯერ კიდევ მეწვის ხელის გული და რამდენიც არ უნდა უარყოს, ვიცი, რომ მასაც.
არაფერს აკეთებს. უბრალოდ ეღიმება. სულ ოდნავ, თუმცა მაინც ვამჩნევ. არ ვიცი რატომ, მაგრამ წამიერად გადააქვს მზერა გიორგიზე და მერე, ისევ მე მისწორებს თვალს.
ვგრძნობ, რომ გვიყურებს. შეხედვა არ მჭირდება, ზუსტად ვიცი, რასაც გრძნობს და როგორი მზერაც აქვს.
- კიდევ დამარტყი.. -
'კიდევ დამარტყი' აი რა არის, მისი პირველი სიტყვა ამდენი ხნის შემდეგ..
დამარტყიო, მეუბნება.
დაგარტყამ..
- დაგარტყამ - არ ვიცი, რომელი ძალით ვამბობ - ისე და იმდენჯერ დაგარტყამ, შენს თავს ვერავინ გამომგლეჯს ხელიდან.
- ელენე.. - ჰაჰ, ზურა, თავისი მოჩვენებითი წუხილით.
- მოკეტე! - მართლა არ მაინტერესებს, უფროსია თუ ვინ. ახლა ისე ვარ, ნებისმიერს მოვკლავ, ვინც ხმას ამოიღებს.
წამში გადამაქვს მზერა, გადაღებისთვის მოწყობილ 'ყალბ სამზარეულოზე' და მერე, ზუსტად იმ ნივთზე რომელიც მჭირდება. ჯერ კიდევ ჩემს წინ მდგარს, ხელის კვრით ვიშორებ და სწრაფად მივდივარ მაგიდასთან.
მაშინვე ბრუნდება.
მობრუნდეს.. მომიახლოვდეს..
სიმწრისგან მეღიმება, არავის მზერას ყურადღებას არ ვაქცევ, ისე ვიღებ ხილის ჯამთან მყოფ დანას და ყველას კივილი, წამიერად მაყრუებს.
- ელენე! - როგორც ყოველთვის, პირველი ზურაა.
- გითხარი, მოკეტე - მეთქი!
არავინ მომიახლოვდეს!
წამში ვფარავ ჩვენს შორის არსებულ მანძილს და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა დავარტყა, იცილებს და ხელს მიკავებს.
- არ გინდა, ვილაპარაკოთ.. მომისმინე. ჩემს გამო ციხეში გინდა ჩაჯდე?
სწრაფად ვიშორებ და ისევ ვუახლოვდევი. უკან იწევს.. მაგრამ სად წავა..
- ელენე..
გიორგია. მისი ხმა, გულზე, სადღაც სხვაგან მედება და წამით, ყველაფერს მავიწყებს.
- ელენე, შემომხედე. რას აკეთებ.. - ვგრძნობ, რომ ახლოსაა, მაგრამ არა.. ვერა.. ახლა თუ უკან დავიხევ, ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს.
- ელენე.. ვილაპარაკოთ.
- თავი დამანებე! უნდა მოვკლა.
- მოკალი, მაგრამ ჯერ ვილაპარაკოთ..
- დაუჯერე. - თვალითაც მანიშნებს. ბედავს და მბრძანებლური ტონით მეუბნება. უარესად მიღრმავდება ბრაზი, სუნთქვა მიჭირს და ალბათ, მართლა ვეღარაფერი შემაჩერებდა, ამ ტირილის გარდა, რომელსაც ათასში ვიცნობ..
ნიცა..
ღმერთო, ბავშვი. სულ დამავიწყდა.. აქ რომ იყო, ამას რომ ისმენდა, უყურებდა.. ღმერთო რატომ ვარ ცოცხალი..
- დედა.. -თითქოს განგებ, ტირილს უმატებს და ისე სწრაფად უსხტება თიკოს ხელებიდან, ვეღარაფრით აჩერებს. მაშინვე ჩვენსკენ მორბის და წინ მიდგება.
ცუდად ვარ.. ახლა, მართლა ცუდად ვარ.
მე, ნიცა, სანდრო და გიორგი..
ვგრძნობ, რომ ორივე მას უყურებს და თითქოს, ორივეს აზრებს ვკითხულობ.
ყელში მაწვება. მინდა ვიყვირო, რამე გავაკეთო, მაგრამ ამის ნაცვლად, უბრალოდ ვდგავარ.. ვდგავარ ჯერ კიდევ ამ წყეული დანით ხელში და ჯერ კიდევ ვაიძულებ ამას უყუროს..
ტირილს უმატებს, მაგრამ მე ისევ ვერაფერს ვაკეთებ.
ვერავინ აკეთებს. ვერავინ ბედავს, რომ გაინძრეს, ხმა ამოიღოს.
- კარგი, არაფერია.
გიორგი.. მაინც ის. სხვა ვერ და არ იქნებოდა. ვიცი, რომ ყველაზე კარგად მას ესმის ახლა..
ნიცას უახლოვდება და მხარზე ადებს ხელს, მერე თიკოს ანიშნებს რაღაცას თვალებით და ისიც, სწრაფად მორბის ჩვენსკენ.
- დედა.. - ჯერ კიდევ მე მიყურებს.
- წადით, მალე. - თითქმის ჩურჩულით ეუბნება და ახლა, მე მიახლოვდება. იცის, რომ არაფერს ვიზამ.. ვერ. . რომც შემეძლოს, მას ვერ შევაშინებ ასე. დანას, ხელიდან მაცლის და ვიღაცას აწოდებს ჩემს უკან.
სრულ სიჩუმეში, მხოლოდ სანდროს ოხვრა მესმის და მისი ნაბიჯების ხმა, რომელსაც არ აყოვნებს.
მხოლოდ წამით ჰკრავს გიორგის მხარზე ხელს და გასასვლელისკენ მიდის.
ტირილი მინდა..
ისედაც ვეღარაფრით ვიკავებ ცრემლებს.
სრულიად ძალაგამოცლილს, მხოლოდ რამდენიმე წამს მიყურებს გიორგი და მერე, ისიც გასასვლელისკენ მიდის.
მას მიყვება..
ვერაფრით ვიჯერებ, რომ მისი მდგომარეობა უფრო აღელვებს.
რატომ..
თავბრუ მეხვევა. საკუთარი გულისცემა მაყრუებს. ყელთან ერთად, ტვინშიც მაწვება.. ვეღარ ვსუნთქავ და ისევ, ბნელში ვეფლობი.
***
გონს, სრულიად სხვაგან მოვდივარ. ირგვლივ, სამარისებული სიჩუმეა.
რამდენიმე წამს, ჩემს გონებაშიც - თუმცა მერე, ყველაფერი ერთიანად მახსენდება და ისე სწრაფად ვდგები, თვითონაც მიკვირს.
- ელენე. -თიკოს შეშინებულ ხმას, მაშინვე ვცნობ და მხოლოდ ახლა ვიხედები გვერდით.
- ნიცა..
- ნუ გეშინია, დავაძინე. ნომერშია, მაღლა.
ღრმად ვსუნთქავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები. ყველა განცდილი ემოციისგან, ჯერ კიდევ მაკანკალებს და თავს, ვერაფრით ვიწყნარებ. ახლა ისე მინდა მარტო ყოფნა, როგორც არასდროს, მაგრამ ნიცასთან უნდა წავიდე.
წამოდგომას ვაპირებ, მაგრამ მაშინვე მკლავში მაფრინდება თიკო.
- მოიცა, ცოტა ხანს იწექი რა. წნევა დაგივარდა, ისევ სადმე არ დაეცე.
- ნიცა უნდა ვნახო.
- ნიცას სძინავს, რა უნდა ნახო. თან ნატო მასთანაა, მარტო არ დამიტოვებია.
- ასე დაწოლილი, მაინც ვერ მოვისვენებ . - სწრაფად ვუკრავ ხელს და ფეხსაცმელების ჩაცმას ვიწყებ.
აღარ მაჩერებს. იცის, რომ აზრი არ აქვს. უთქმელად ვტოვებ მარტო და დერეფანში გავდივარ.
მომყვება. უკან არ ვიყურები, მაგრამ ვგრძნობ. უკვე ლიფტთან მისული, გამოძახების ღილაკს ვაჭერ და..
- დამელოდე. - ვიცოდი. როდის გავუშვივარ მარტო, ახლა რომ გავეშვი.
- თიკო.
- საუბარს არ გაძალებ, ელენე. უბრალოდ, დასვენება გჭირდება. რობოტი ხომ არ ხარ, ამდენს ერთად ვერ გაუძლებ.
- გაძლებული არ მაქვს? - ხელებს ვშლი და ინსტიქტურად გამირბის მზერა მაღალი ფანჯრისკენ. როგორც ჩანს, არც ტყუილად.
- ელენე. - ხვდება, რომ დავინახე და ცდილობს შემაჩეროს, მაგრამ ისე სწრაფად მივდივარ ფანჯარასთან, ვეღარაფერს ახერხებს.
- კარგი რა, დაიკიდ'ე.
დავიკიდ'ო. რა მარტივი სათქმელია.
გიორგი და.... სანდრო.
გრძელ სკამზე, ერთმანეთის გვერდიგვერ. მეგობრული საუბრები, სიგარეტით ხელში.
სანდრო ლაპარაკობს, გიორგი უსმენს.
რა ძნელი გამოსაცნობია სასაუბრო თემა, არა?
სიმწრისგან მეღიმება.
- ელენე, გამოდი გთხოვ. ნიცასთან ავიდეთ.
- რატომ.. - ჩუმად ვჩურჩულებ, თუმცა მაინც ესმის.
- რა რატომ? შენ არ თქვი, ბავშვის ნახვა მინდაო?
- რატომ იცნობენ ერთმანეთს. - ისევ მიგორდება თვალიდან ცრემლი.
ღრმად სუნთქავს, თუმცა ვეღარ მპასუხობს.
- ამდენ ადამიანში.. მაინც და მაინც მას.
- არ გინდა, ელენე.
თითქოს იგრძნოო, მოულოდნელად მისწორებს მზერას გიორგი.
- ვაიმე, დაგვინახეს. - მაშინვე პანიკდება თიკო. - წამოდი, გოგო. - ახლა ხელს მავლებს და რასაც ქვია ძალით მიმათრევს ლიფტისკენ.
ვერ ვეწინააღმდეგები.
აღარც სულიერად მაქვს ძალა და აღარც ფიზიკურად.
ბოლო წვეთი იყო..
აი, თურმე რატომ გადავრჩი. ეს უნდა გამომეცადა..
ის ტკივილი, რასაც მთელი ერთი წლის განმავლობაში ვაქრობდი, აღმოჩნდა რომ 'ვერ' გამიქრია.
ის, რაც დამაკლდა, ყველაფერი ერთად გამოვცადე .
ერთ დღეში, ისევ თავიდან გამანადგურა..
***
ნიცას გვერდით ჩამეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე, მაგრამ თვალის გახელისთანავე, პირველი ნიცას არ ყოფნას ვამჩნევ. დაფეთებული ვდგები საწოლიდან და ყველგან ვეძებ, სადაც კი შეიძლება.
მეშინია.. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე.
სწრაფად გავრბივარ ნომრიდან და მხოლოდ გზაში მაფიქრდება თიკოსთან დარეკვა.
ხელები იმდენად მიკანკალებს, ძლივს ვახერხებ კონტაქტების გახსნას, ნომრის პოვნას და დარეკვას.
ზარი გადის, თუმცა არ ვჩერდები. ელვის სისწრაფით ჩავრბივარ კიბეებზე და პირდაპირ გარეთ გავდივარ.
- ალო, ელენე.
- თიკო, ნიცას ვერ ვპოულობ. გთხოვ, მითხარი, რომ შენთანაა.
- ნუ გეშინია, ჩემთანაა. პარკში წამოვედით სასეირნოდ.
შვებისგან, ღრმად ვსუნთქავ და გულზე ვიდებ ხელს.
- გეძინა და აღარ გაგაღვიძეთ, ბოდიში რა.
- კარგი, არაუშავს. მთავარია რომ შენთანაა.
- დაისვენე, ცოტა ხანს. ჩვენ გვიან დავბრუნდებით. ნიცას ატრაქციონებზე უნდა..
- ფრთხილად იყავით.
- მაგის თქმა გვჭირდება? - ეცინება - კარგი, წავედი.
უღონოდ ვწევ ტელეფონს დაბლა. გათიშვის თავიც არ მაქვს.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ უარესად ვეღარაფერი გამანადგურებს.. იმდენი გამოვიარე, მთელი ცხოვრება მეყოფა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ცხოვრება არ მაკმარებს და მართლა მაინტერესებს, საბოლოოდ გავგიჟდები თუ არა.
ან, იქნებ უკვე გავგიჟდი კიდეც..
ახლა, ხომ უნდა მეტირებოდეს.
როგორღაც გამოვხატავდე ამ ემოციებს - შინაგანად რომ ყველა დასაგლეჯი დაგლიჯა და მაინც არ ისვენებს, მაგრამ არა. უფროსწორად ვერა.. ცრემლები არ მაქვს და საიდან მოვიტანო.
ღმერთო..
სასტუმროს ტერიტორიას ისე ვტოვებ, ვერც კი ვიაზრებ და უკვე გარეთ გამოსული, სკვერში, პირველივე სკამზე ვჯდები.
ქარი უბერავს..
ისე, თითქოს მეგებება.
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, წუთით მაინც არ ვიფიქრო არაფერზე, მაგრამ როდის იყო, ეს გამომდიოდა..
ყველაფერი ერთად მაწვება და ყველაფერი ერთად მიტევს.
იმის მიუხედავად, რომ გარშემო სიმშვიდეა, ასე მგონია, თავში მაქვს საშინელი ხმაური.
რაღაც გაუსაძლისად მაყრუებს, თუმცა გულისცემა არაა. მის ხმას, არსებობას, ვეღარც კი ვგრძნობ, თითქოს ისიც დაიღალა და შენელდა.
ძლივს ვახერხებ ჩასუნთქვას, დამძიმებულ თვალებს ერთმანეთს ვაშორებ და.. თურმე მარტო აღარ ვარ.
სკამის გვერდით არსებულ უზარმაზარ, მწვანეთი შემოსილ ხეს მიყრდნობილ გიორგის დანახვისას, ვკრთები.
უდარდელად ეწევა. ისე, თითქოს არც არაფერი.. საერთოდ არაფერი.
მიკვირს, რომ ისე გავითიშე ამდენ ხანს კვამლის სუნიც ვერ ვიგრძენი.
უცნაური შეგრძნება მაქვს. იმის მიუხედავად, რომ არ მელაპარაკება, მირჩევნია მელაპარაკოს და ასე არ მიყუროს.
თუმცა დიდად, არც ერთი მინდა და არც მეორე.
ალბათ, ჩვენი გაცნობის დღიდან დღემდე, პირველად მინდა, რომ შორს იყოს. ვერ ვხედავდე, ვერ ვგრძნობდე..
არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი სიახლოვე, სანდროს მიყენებს თვალწინ . იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთად იყვნენ, საუბრობდნენ, შეიძლება ჩემზეც კი საუბრობდნენ.
ვინ იცის, მისთვის უკვე აღარც ვარ ის ელენე.
გარკვეულწილად, დანის აღებით მეც შევუწყე მისი შეხედულებების შეცვლას ხელი.
რა მიკვირს, ან რატომ მგონია რომ ასე ვერ იქნება.
- გახსოვს გითხარი, შენ ბრალი არაა, რომ გაიგე - მეთქი. - ისე მოულოდნელად იწყებს, რამდენიმე წამი ფიქრებიდან გამოსვლას ვუნდები, მერე კი, მოსმენილის გადახარშვას.
სიგარეტის ნამწვს, ნაგვის ყუთში ისვრის, ჩემსკენ მოდის და გვერდით მიჯდება.
- შესაბამისად, არც ჩემი ბრალია - ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს - ჩემზე გაბრაზებული არ უნდა იყო.
- საიდან იცნობ.. - თავს ძალას ვატან და ხმას ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს, მაინც. ვიცი, რომ მიხვდება, არ დამაკონკრეტებინებს.
- კურსელები ვართ.
- კურსელები.. - ჩემთვის ვიმეორებ - მხოლოდ კურსელები?- მისკენ ვაბრუნებ თავს, ისიც. ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და ვგრძნობ, რომ პასუხზე კი არა, ჩემს თვალებზე ფიქრობს..
- მეგობრებიც.
მაინც ამბობს. ხედავს, გრძნობს, რომ მოსმენა მანადგურებს და მაინც..
- ვერ მოგატყუებ, იცი. რომც მინდოდეს ან ვცადო, იმას ვერ დაგაჯერებ, რაც არ არის.
- ჩემზე იცოდი? - თვალებს ვხუჭავ და ცრემლებიც არ აყოვნებს. ნელ-ნელა მეცლება ემოციები ხელიდან და ვეღარაფრით ვაკონტროლებ.
- არა, უნივერსიტეტის მერე არ მინახავს.
შვებას ვგრძნობ? არ ვიცი. აზრი არ აქვს.. რა შეიცვლებოდა, თანხმობა რომ ეთქვა.
- და ახლა?
- მინდა, რომ შენგან გავიგო.
კანკალი მეწყება. მართლა.. ანუ მართლა არ იცის. იმის მიუხედავად, რომ აინტერესებს, შეეძლო გაეგო და მე არ დამლოდებოდა, მაინც..
უარი თქვა. ვინ იცის, მოსაყოლად მომზადებული გააჩერა. მარტო იმიტომ, რომ ჩემგან გაეგო.
მე კი რა გავაკეთე. ყველა არარსებული გზა ვიპოვე, რომ რადგან ის არ მიყვებოდა, სხვანაირად გამეგო.
ცუდად ვარ..
არ ვიცი, რომელი უფრო მნიშვნელოვანი სადარდებელი და საფიქრალია, რომელი წამოვწიო წინა პლანზე.
სიჩუმე.
მელოდება..
მე კი არ ვიცი, შემიძლია თუ არა ამაზე ლაპარაკი.
იქნებ, ტყუილადაც მელოდება.
ვერაფერს ვამბობ. არა, არ შემიძლია.
დასაწყისიც კი ბუნდოვანია, იმის იქით, ხომ საერთოდ ვერ ვხედავ ვერაფერს.
- მისი შვილია?
ვშეშდები. გაუაზრებლად ვწყვეტ კანკალს და ვგრძნობ, რომ ჩემთან ერთად ცრემლებიც ჩერდებიან.
კიდევ ერთხელ, ნელა ვაბრუნებ თავს მისკენ და პირდაპირ ვეჩეხები მის მზერას.
იმის მიუხედავად, რომ პასუხიც იცის, მეკითხება. რა თქმა უნდა, სულ სხვა რამის გამო. ცდილობს, მაგრძნობინოს, რომ ისეთს ვერაფერს გაიგებს, რაც არ წარმოუდგენია..
- არ უნდა იცოდეს. - იმდენად კატეგორიული ვარ, თვითონაც მიკვირს.
- მე მაინც არ ვეტყოდი, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ დამალვა სწორი არაა.
- ეგ უკვე ჩემი საქმეა.
- მაგრამ ორივეს შვილია.
- ჩემი შვილია. ბავშვს მამა არ ჰყავს, გასაგებია?! - გაუაზრებლად ვუწევ ტონს. არ მაჩერებს, თუმცა მზერა ეცვლება.
- გასაგებია, მაგრამ უნდა იცოდეს და ამას, შენც მშვენივრად ხვდები.
- რატომ უნდა იცოდეს, რომ მოვიდეს მოკლას?!- ფეხზე ვდგები, მაგრამ თვალს არ ვაშორებ. სახე ეცვლება, თუმცა მზერა აღარ.
თვითონაც დგება და ვგრძნობ, რომ უკვე ყველაფერს მიხვდა..
- არა. იმიტომ უნდა იცოდეს, რომ დარწმუნდეს ვერ გაიმარჯვა.ის დაეცა და არა შენ და მომავალშიც ასე იქნება.
ძლივს ვსუნთქავ. თითქმის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ საპირისპირო უნდა დამემტკიცებინა, ის კი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, იმ მხარეს დადგა, სადაც მე ვარ.
- არ შემიძლია..
- ვიცი. რაც შეგვიძლია, იმის გაკეთება არც არასდროსაა ხოლმე საჭირო.
ცხოვრება მინიმუმს არ მოგთხოვს, როცა შენი მაქსიმუმი აქვს ნანახი.
ელენე.. თავი აწიე. - რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება და ნიკაპქვეშ მიცურებს თითებს - შენ სასირცხვილო არაფერი გაგიკეთებია. თავი არასდროს დახარო ხოლმე, კარგი? იმას უნდა რცხვენოდეს და ის ვერ უნდა გიყურებდეს თვალებში. ის უნდა გემალებოდეს და არა შენ. დაუმტკიცე, რომ შენ შეგიძლია მასთან ერთად დგომა, უბრალოდ მისთვის გახდება აუტანელი.
- შენი არ მესმის.. - ოდნავ ვაქნევ თავს და მის ხელს ვიშორებ. - ჩემი თვალებით რომ დაგენახა ის გიორგი, სანდროს რომ აწყნარებდა..
- რა იცი, რომ ვაწყნარებდი
- აბა რაზე ლაპარაკობდით, ამინდზე? ბორჯომზე? სასტუმროზე? - ნერვები მეშლება. - რას მიმტკიცებ? ადამიანი, რომელიც შენ მეგობარი გგონია, რომელთან ერთადაც უდარდელად ეწევი, ერთი ჩვეულებრივი ნაბი*ვარია!
მიუხედავად იმისა, რომ ახლა მე მაწყნარებს, ზუსტად ვიცი, მერე წავა და მას დააწყნარებს. რატომ? არ იცის და არც უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, ასე უფრო იოლია. ნეიტრალურში ყოფნა და იმის თქმა, რომ 'გესმის' .
გესმის ის, რაც არ გამოგიცდია. რა 'მაგრად' გესმის, არა?
- მისმინე, ელენე..
- ეს შენ მისმინე! - სწრაფად ვაწყვეტინებ და ღრმად ვსუნთქავ - სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა სანდრო. მის გამო, ოჯახის წინააღმდეგ წავედი. ყველა და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდ/ე და გავაღმერთე. ვენდობოდი, მეგონა, მასაც ისევე ვუყვარდი, როგორც მე..
ვერასდროს შეძლებდა ჩემს მიტოვებას. ჩემთვის, მხოლოდ ერთი სანდრო არსებობდა.. ერთადერთი.. რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი. იცი.. საერთოდ არ შემშინებია, როცა ბავშვზე გავიგე. მეგონა, რომ გაუხარდებოდა - ნელა ვხუჭავ თვალებს და ვგრძნობ, როგორ მომდის ცრემლები - მაგრამ მან რა გააკეთა?
- არგინდა..
- რა არ მინდა! შენ მოსმენაც არ შეგიძლია, არა? მაგრამ მე, გამოვიარე გიორგი. უნდა იცოდე. იცოდე, რომ მეორედ, როცა გვერდით დაუდგები, ხელს ჩამოართმევ ან გადაეხვევი, შეგრცხვეს. შეგრცხვეს, რომ ასეთ ადამიანს მეგობარს უწოდებ.
იცი რა გააკეთა, როცა ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი.. მითხრა, წადი და იმას შეეტენე, ვისაც ლოგინში ჩაუგორდიო.. - სიმწრით მეღიმება - ვეფიცებოდი.. მუხლებში ჩავარდნილი ვთხოვდი, ჩემთვის დაეჯერებინა..
მშობლებთან წამათრია.. ოღონდ ეს სიტყვა, პირდაპირი მნიშვნელობით.
კორპუსის წინ დამაგდო.. არამარტო მშობლების, ყველას დასანახად.. ბო*ი მეძახა..
სიკვდილამდე მცემა მამაჩემმა.. იმის გამო, რომ სახელი შევურცხვინე, სახლიდანაც გამომაგდო.
მე კი.. ისევ.. ისევ მასთან წავედი - ხმა მიკანკალებს. ვგრძნობ, როგორ მეცლება სუნთქვის ძალაც - მან რაც დამაკლდა, ის დამიმატა.. ოღონდ სახეში არა, მუცელში მირტყამდა ფეხებს..
- არა.. გაჩერდი.. - სახეზე ისვამს ხელებს და მერე, ყურებზე იფარებს.
- იმიტომ რომ იცოდა, მისი შვილი იყო! ცდილობდა მოეშორებინა. ამ საშინელი გზებით ცდილობდა, რომ მოეკლა! ჩემი.. ჯერ არდაბადებული პატარა სცემა..
დღეს კი მოდის.. ურცხვად მოდის და ხომ დაინახე, უნდოდა, რომ გადავეკოცნე.
- ელენე..
- აი ასეთია შენი სანდრო! შენ კი მეუბნები, რომ ბავშვზე ვუთხრა.. ვუთხრა, რომ სიკვდილამდე ცემის მიუხედავად გადარჩა.. ცოცხალია.. სუნთქავს, იღიმის..
ხომ გაინტერესებდა, რატომ ვხტებოდი, როცა გადამარჩინე.. რატომ ვიკლავდი თავს..
დეპრესია დამემართა. იმ დღის შემდეგ, რაც ნიცა გავაჩინე, ბავშვისთვის არ მიმიხედავს. დაიჯერებ, რომ თიკომ გაზარდა? ვერ ველაპარაკებოდი. გაღიმებაც კი არ შემეძლო, დედა არ ვიყავი.. საბავშვო ბაღში, თიკოს დაჰყავდა, ის უცვლიდა, აჭმევდა, აძინებდა.. ყველას ის ეგონა დედა..
მე კი.. ხუთი წლის განმავლობაში, 24 საათი ოთახში ვიჯექი და წამლებს ვსვამდი...
ბოლოს მივხვდი, რომ ასეთი დედის ყოლას, საერთოდ რომ არ ჰყოლოდა, ის ჯობდა.. მერე კი რაც გავაკეთე, იცი. -სწრაფად ვიწმენდ კენტად ჩამოგორებულ ცრემლს და ვგრძნობ, რომ რაღაც მომეშვა. ახლა, ვეღარ შეძლებს მის გვერდით დგომას. ვეღარ შეძლებს მეგობარი დაუძახოს.. თუ მისთვის, რაღაცას მაინც ვნიშნავ..
მეტკინა, მაგრამ ღირდა..
მზერას ვარიდებ, თუმცა ვგრძნობ, რომ ის მიყურებს. მიყურებს, მაგრამ იმ მზერით აღარ, რაც ამის მოსმენამდე ჰქონდა.
- მართლა არ ვიცი, რა უნდა გითხრა..
- არაფერი. - კვლავ არ ვუყურებ - არაფერი მითხრა..
ღრმად სუნთქავს. ისე, თითქოს ქარს ატანს ყველაფერს. რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება, ხელებს მხვევს და მეხუტება.
მეტირება.. მართლა მეტირება. თავს ვეღარაფრით ვიკავებ და მის მკლავებში ვიმალები.
- ჩშშ.. კაი. - ახლა თმაზე მეფერება - წარსულია. წარსულზე კი არ ტირიან.
- თუ წარსულია, რატომ არ მიდის..
- წასულია. უბრალოდ აღარ გახედო და ვერ დაინახავ.
- თვითონ მოვიდა და წინ დამიდგა..
- მაშინ შენ შებრუნდი.
წამით ვწყვეტ ტირილს, სუნთქვასაც. თითქოს, სრული სიჩუმე ისადგურებს და მხოლოდ მისი გულისცემის ხმა მესმის. ოდნავ ვწევ თავს მაღლა და თვალს ვუსწორებ.
- არ შემიძლია. ზურამ წინასწარ გადამიხადა..
- ანუ შენც. - თვითონ მარიდებს მზერას.
- იცი, რომ ცისიას და ნიკას კოცნის მომენტიც აქვთ..
- ვიცი. - თავის დაქნევითაც მიდასტურებს.
- წარმოდგენაც კი არ შემიძლია.. გული მერევ,ა მასზე.
ოდნავ ეღიმება. არ ვიცი, ეს რისი ღიმილია, თუმცა რაღაცნაირად მაღიზიანებს.
- ჩემზეც?
მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ამას სერიოზულად მეკითხება.
- ჰო, შენზეც გიორგი! - ხელს ვუკრავ და ზურგს ვაქცევ.
ეღიმება. შეიძლება ვერ ვხედავ, თუმცა ზუსტად ვიცი.
ისევ მიახლოვდება და წინ მიდგება.
- ნუ ბრაზდები, მინდოდა გაგღიმებოდა.
- გამღიმებოდა? ჩემს ადგილას რომ იყო, გაიღიმებდი? - კიდევ უფრო მეშლება ნერვები.
- მოდი ჩემთან.. - ისევ საკუთარი ინიციატივით მეხუტება და თავს ჩემს თმაში რგავს - მეც ნათიას კოცნას, მირჩევნია შენ გაკოცო, მაგრამ ამ დებილური სცენარის გადამკიდე, რა გინდა ქნა.
- ეგ ერთი და იგივე არაა.
- ვიცი. ვიცი და გპირდები, ზედმეტად ვერ მოგიახლოვდება. ამის უფლებას არ მივცემ - ისევ მშორდება და მზერას მისწორებს - პასუხს აგებს შენი თითოეული ცრემლისთვის, ყველაფრისთვის.
- არ გაბედო. - შიში მიპყრობს. თუ ოდნავ მაინც ვიცნობ, ზუსტად ვიცი, რასაც ფიქრობს და ისიც კი მაგიჟებს, რომ უბრალოდ გონებაში აქვს.
- იმიტომ არ მომიყოლია, რომ..
- ვიცი, რატომაც მომიყევი. - სწრაფად მეჭრება - მაგრამ ამის შემდეგ მე ვიცი.
- ნიცას თავს გაფიცებ.
სახე ეცვლება. მზერაც. რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა ზუსტად ამ დროს, 'ზუსტ' დროს მოდის ნიცა..
- დედაა
- დეიდა დამელოდე. - თიკოს ხმაც მესმის და უკვე ვხვდები, რომ დამინახა და გამოეპარა.
- დე, მოდი - სწრაფად ვიხრები და ვეხუტები. მერე, ხელში ამყავს და ამჯერად, გიორგის უსწორებს მზერას.
- მე შენ გიცნობ - პირდაპირ ეუბნება.
თიკოც მოდის, თუმცა ხელით ვანიშნებ რომ არაფერი თქვას.
- მართლა?
- კი. სახელი არ ვიცი, მაგრამ ეგ არ ითვლება.
ეღიმება. წამიერად მისწორებს თვალს და ზუსტად ვიცი, რა მომენტიც ახსენდება.
- მე გიორგი ვარ - ხელს უწვდის.
მაშინვე თვალები უფართოვდება ნიცას და არამარტო ნიცას.. ნამდვილად არ მეგონა, თუ გაეცნობოდა.
- მე ნიცა - მაშინვე ართმევს - მაგრამ დედიკო ნიცუსაც მეძახის, თუ გინდა შენც შეგიძლია, რომ მასე დამიძახო.
- რამე სხვა მოვიფიქროთ, დედიკოსას რომ არ ჰგავდეს
- მართლა? ეგრე შეილება? - ახლა მე მიყურებს აღტაცებული მზერით.
- მოდი, ჩამოდი - ვსარგებლობ და მაშინვე დაბლა ვსვამ
- აუ..
- წელი მეტკინა, დედა.
- მაგრამ მერე გიორგის ვეღარ ვუყურეებ.
- გიორგის საქმეები აქვს.
- არ მაქვს. რატომ ატყუებ ბავშვს? - ახლა თვითონ იხრება მის წინ.
- მაგარია. მაშინ.. გინდა ერთად ვითამაშოთ?
- ნიცა. - მაშინვე მხარზე ვადებ ხელს.
- რა? - ისეთი თვალებით მიყურებს, თითქოს უნდა ვინანო, რომ ვაჩერებ.
- ვითამაშოთ, მაგრამ ცოტა ხანში. მოსულა?
- კიი - მაშინვე ადგილზე ხტუნვას იწყებს - ჩვენთან მოდი სახლში, თუ ოთახში, თუ.. რაქვია.
- შევთანხმდით. საღამოს თქვენთან ვარ
ისე მოულოდნელად ეხუტება, გიორგის სახეზეც ეხატება შესამჩნევი გაოცება, თუმცა სწრაფადვე ხვევს ხელებს.
- მაშინ დროებით - წავიდეთ? - ახლა მე მიყურებს
- თიკოს გაყევი და მოვალ ორ წუთში.
თავს მიქნევს და უკვე მოახლოებულს ხელს ჰკიდებს.
- იცოდე არაფერი არ გააკეთო, ბავშვი დაგაფიცე - შედარებით ხმადაბლა ვეუბნები და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
- შენი თვალები აქვს.. - სპეციალურად მაიგნორებს - პატარა ელენეა..
- გიორგი.
- გისმენ
- არ გეტყობა, რომ მისმენ. არაფერი არ გააკეთო - მეთქი.
ღრმად სუნთქავს და თავს მიქნევს.
- ეგრე არა, პირობა მომეცი.
- გპირდები. - მზერას მარიდებს.
- შემომხედე და ისე.
- გპირდები, ელენე. ასე მოგწონს? - მიყურებს, მაგრამ ვგრძნობ რამხელა იძულებით.
თავს ვუქნევ. რა ვქნა, გეგონება რომ არ დავეთანხმო, სხვა გზა მაქვს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მაინც ცუდს მიგრძნობს. იმედია, არ მომატყუებს.. იმედია, თორემ კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯს, ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს..

***
მთელი დღე მოუსვენრად გავატარე. რომელ ერთზე უნდა იფიქროო, რომ იტყვიან - ხოლმე; როგორი ზუსტია.
ნომერში ასვლის შემდეგაც კი არაფერი უკითხავს ნიცას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, აინტერესებს მაინც..
ჩუმადაა. ჰგონია, რომ მომატყუებს, მაგრამ როგორ.
მე არ ვარ კარგი დედა, არც არასდროს ვყოფილვარ. მითქვამს და კიდევ ვიტყვი. ათასჯერ ვიტყვი. ჯერ მხოლოდ 6 წლისაა და უკვე ისიც შევძელი, დანით ხელში, გაგიჟებული დამენახებინა მისთვის საკუთარი თავი.
ვერ ვიჯერებ.. არა, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს მის თვალწინ გავაკეთე. ასე რა ჯანდაბამ გამაგიჟა, რამ დამაბრმავა, რამ გამაკეთებინა.
ღმერთო..
ზრდასრულის ფსიქიკას რას უშვება და ბავშვისას რას დამართებს.
არც კი ვიცი, როგორ უნდა ავუხსნა ეს ნიცას. არ მეკითხება - მეთქი, ვამბობ. მაგრამ რომ მკითხოს რა, გეგონება უკვე მომზადებული მაქვს პასუხი.
ცხადია, რაღაც ტყუილი უნდა იყოს, მაგრამ ოდესმე, ხომ მომიწევს, რომ სიმართლე ვუთხრა? ხომ გაიგებს, რომ მამამისია? მართალია არ მინდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ვერ დავუმალავ. ოდესმე მომიწევს თქმა, მოყოლა და მერე, რა თქმა უნდა, ამას დღევანდელის გახსენებაც მოჰყვება.
როგორც სცადა დედამ მამას მოკვლა..
შოკი.
აი შოკი.
ხანდახან მართლა ვერ ვხვდები, ასეთი რა დავაშავე, ან მე, ან ნიცამ ამის გამოვლა რომ გვიწევს. მე ჯანდაბას, კარგი. ალბათ იყო რაღაც და არ მახსოვს, მაგრამ ნიცა?
სულ 6 წლისაა და უკვე უმამოდ ცხოვრებაც გამოსცადა.
ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვსო. თავის დროზე, მეც ვერ ვაფასებდი მშობლების სოყვარულს. ადე მეგონა, სულ ასე იქნებოდა.. მთელი ცხოვრების მანძილზე, არასოდეს დასრულდებოდა მათი სიყვარული ჩემს მიმართ, ჩემი სიყვარული მათ მიმართ, მაგრამ...
დრომ ყველაფერს დაღი დაასვა.
დამთავრდა. ასე, ყველაფრის გარეშე.
თავიდან ვნატრობდი, ნეტავ წინასწარ მცოდნოდა - მეთქი. დავტკბებოდი იმ დღეებით, გამოვემშვიდობებოდი, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად მძულს ჩემი ეს ოცნება. მართალია წარსულია, მაგრამ მაინც.. გონებაშია და ვერ ვაქრობ. ასე, ფიქრს შეყოლილ მეს, სრულიად უდროოდ დამატყდება ხოლმე თავზე და მახსენებს.
უცნაურია. მაშინ, ჯერ კიდევ მეგონა, რომ მათ ვუყვარდი, მჯეროდა, რომ ყველა მშობელს უყვარს შვილი. ყველანაირი, ყველაფრით.. მაგრამ თურმე არსებობენ გამონაკლისებიც.
ათასში თუ ორიათასში ერთი, რომელიც მე ვარ..
***
მთელი საღამო ვეთამაშებოდი ნიცას, თუმცა გული და ფიქრები, მაინც გიორგისთან იყო და არის. გარეთ არ გავდივარ, უფროსწორად ვერ. ასე მგონია, ზურა ან სანდრო რომ ვნახო, შემომაკვდება და ვჩერდები.
აღარ მინდა, ასეთი ელენე ნახონ. ხომ ვიცი, თავს ვერ შევიკავებ და შეიძლება, მერე მართლა გავგიჟდე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვიცი, ხვალ მაინც მომიწევს ეს აუტანელი და საძულველი შეხვედრა, თან სინქრონში - ორივესთან ერთად , მაგრამ ხვალ, ხვალ არის. იქნებ, როგორღაც შევცვალო ფიქრები, რომ მერე მეც შევიცვალო. ვიპოვო ეს არარსებული სიმშვიდე, თუ არა და შევქმნა მაინც. სხვა გზა არ მაქვს. ვერ გავიქცევი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა მაინც.
- დედა, გიორგი არ მოვა?-
მოულოდნელად მახებს ხელს ნიცა და ჩემი ფიქრებიც წამში ქრება.
- არ ვიცი, ალბათ მოვა.
- რომ არ მოვიდეს? - უცებ იწყენს. ვერ გავიგე, ასე მოკლე დროში, ასე ძალიან როგორ შეუყვარდა. ან საერთოდ რა არის ეს.. მესმის, რომ პატარაობიდან ძალიან მეგობრული და თავისუფალია, მაგრამ მეზედმეტება. კარგი, გიორგის ვიცნობ და ვენდობი, მაგრამ სხვებთანაც ასე იქცევა. ერთს გაუღიმებენ და უკვე 'წამოდი ვითამაშოთ' ყველას ასე გულუბრყვილოდ ენდობა.
მიამიტი. მას არ ეშინია, მაგრამ მე?
ამაზე კარგად უნდა ველაპარაკო. მარტო ამაზე არა, ბევრ რამეზე, მაგრამ ახლა არ შემიძლია. არც ფიზიკურად მაქვს რაიმე ძალა და არც სულიერად.
- დაურეკე. - კიდევ მეჭრება ფიქრებში, ოღონდ, ამჯერად უფრო კატეგორიულად.
ნერვები მეშლება. მიბრძანებს და ეს, საერთოდ არ მომწონს.
- რატომ უნდა დავურეკო? თუ მოსვლა არ უნდა, არ ვაძალებთ. მე შენ ხომ გითხარი, არავის, არასდროს არაფერი შეეხვეწო - მეთქი?
- მაგრამ მინდა, რომ მოვიდეს..
- მეც ბევრი რამე მინდა, ნიცა.
წარბებს კრავს და თვალებს ხრის. ეწყინა. ზედმეტი მომივიდა, მაგრამ აბა რანაირად მეთქვა?
- მაინც ის უფრო კარგი მსახიობია, ინც. - ხელებს პატარა ქალივით იკრეფს და კვლავ წარბშეკრული მიყურებს.
- კარგი ერთი, საიდან იცი?
- მისი თამაში უფრო მომოწონა და იქიდან. შენ მარტო დანას იქნევდი.
- დაიცა, რა.. - თვალები მიფართოვდება. არარსებობს..
მართლა წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რასაც ვისმენ. თამაში ეგონა.. მართლა თამაში ეგონა. ღმერთო.. აქამდე ეს რატომ არ მომივიდა თავში აზრად.
- არ მომეწონა. საერთოდ არავინ და არაფერი არ მომეწონა გიორგის გარდა. შემაშინეთ. ცუდი სერიალი გაქვთ, რომელიც ბავშვებს ატირებს .
- ანუ.. - უნებურად მცდება ბაგეებიდან.
- ანუ არ მომეწონა. - სწრაფად აბოლოებს ნიცა - და იცი რაა? ახლა მე წავალ და თიკო დეიდასთან დავიძინებ. გიორგი თუ მოვა, უთხარი რომ დღეს არ დამენახოს - საჩვენებელ თითს სწევს მაღლა - ამ წუთიდან, მასზეც ნაწყენი ვარ.
- ნიცა
- არ გამომყვე. - არც ბრუნდება, ისე მპასუხობს და განგებ, უფრო სწრაფად მირბის კარისკენ.
ღრმად ვსუნთქავ. არა, ეს უკვე მართლა შვების სუნთქვაა.
მან არ იცის.. არ იცის, რომ ელენე, დანით ხელში რეალური იყო.
აი, თურმე რატომ არ მეკითხებოდა არაფერს.. რატომ არ მაგრძნობინებდა მაინც. მე კი ვიფიქრე, რომ მიმალავდა.
ყოჩაღ, მე.. აი ასე ვიცნობ საკუთარ შვილს. გამოუალი მდგომარეობიდან, ისევ მისმა გულუბრყვილობამ გამომიყვანა. ვინ იცის, კარგიც არის, ასე რომ მოხდა.. ყველაზე სწორი, მაინც ასე იყო.
კარზე კაკუნის ხმა, წამით მაწყვეტინებს ფიქრებს. თავიდან ვფიქრობ, რომ ნიცაა - მაგრამ აქ კი ზედმეტად მგავს იმისთვის, რომ მალე მოლბეს.
ნელი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ და გაღების წინ, კიდევ ერთხელ, ღრმად ვსუნთქავ. მერე, გაუბედავად ვკიდებ სახელურს ხელს და სანამ კიდევ უაზრო ფიქრები წამომსვლია, იქამდე ვაღებ.
ჰო.. რა თქმა უნდა. გიორგი და ტყუილი რომ არ იქნებოდა, ეგ ისედაც ვიცოდი. აი ამხელა დაგვიანების მიზეზი კი, სახეც აწერია. კვლავინდებურად ჩაწითლებული თვალებით, სრულიად არაფრისმთქმელი მზერით მიყურებს და თითქოს მაიძულებს, მასში რამე ამოვიკითხო.
- რა მდგომარეობაში ხარ.. - კვლავ მექანიკურად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.
- დაიკიდ,ე. ნუცა სადაა? - ჩემს გაწევას არც ელოდება, ისე შემოდის და როგორც კი რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ, თავადვე ხურავს ზურგს უკან კარს.
- ვინ? - წამიერად ვიბნევი, თუმცა მალევე ვხვდები, ვინც იგულისხმა - ალბათ ნიცა გინდოდა, რომ გეთქვა.
- არა, მე ნუცას ვუძახი. - კედელს ეყრდნობა და შუბლზე ისვამს ხელს.
- კაიფშ,ი ხარ? - მხოლოდ ახლა მკრავს თავში - თუ უგონოდ მთვრალი..
- რაებს ამბობ, ელ. მეკადრება? -ძლივს ახელს თვალებს.
- არ გეკადრება, მაგრამ იკადრებ. ისიც ხომ იკადრე, ამ მდგომარეობაში ბავშვთან რომ მოსულიყავი. ღმერთს მადლობა, არაა და ვერ გნახა. - ნერვები მეშლება. თან იმდენად ძლიერ, რომ არც კი ვიცი, როგორ ვიკავებ ტონს, რომ ხმას არ ავუწიო.
- ანუ არაა? - მოჩვენებითი წუხილი ეხატება სახეზე - რა მექნა, დავპირდი და უნდა მოვსულიყავი.
- და ცოტა უკეთეს მდგომარეობაში რომ მოსულიყავი, არა?! მე შენ რა გთხოვე.. - თვითნებურად, მაინც ვუწევ ტონს.
- რაც მთხოვე, ის შევასრულე. ნუღარ ართულებ, ახლა.
- კიდევ მე ვართულებ?! - არა, ჩემი გაგიჟება უნდა. ჯერ ისედაც, თითქოს არ მეყო, რაც დღეს გამოვიარე, ზედ მიმატებს. - წადი - ხელითაც ვანიშნებ კარისკენ - ასე იგი, მე ვართულებ. შენ საერთოდ არაფერ შუაში არ ხარ, ელენე გაგიჟდა და არარსებულზე გეჩხუბება. ამიტომ წადი, რომ ვეღარ მოისმინო.
წამიერად გადააქვს მზერა კარზე, მერე ისევ მე მიბრუნდება. არ ვუყურებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ თვითონ მიყურებს. ნელა შორდება კედელს და იმის მაგივრად, რომ კარისკენ წავიდეს, მე მიახლოვდება. ისედაც სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს და იმასაც მთლიანად ფარავს. ნიკაპქვეშ მიცურებს თითებს და თავს მაწევინებს.
ჩვენი თვალები, კვლავ ერთმანეთს ხვდება, თუმცა ვერაფრის ამოკითხვას ვერ ვასწრებ მასში. იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მაცხრება ბაგეებზე, სუნთქვა მეკვრის. ინსტიქტურად ვადებ ხელს მკერდზე და მის გახშირებულ გულისცემასაც ვგრძნობ.
- ბოდიში მიღებულია? - მხოლოდ წამით მშორდება და ისევ თვალს მისწორებს.
არ ვიცი, რისთვის მეკითხებოდა, თუ მაინც არ დამაცდიდა პასუხს. კვლავ ტუჩებს უბრუნდება და თავისუფალი ხელს, ფრთხილად მიცურებს წელზე.
ვკრთები.. ვგრძნობ, რომ ისიც გრძნობს. ყოველთვის ამიტომ ცდილობს ხოლმე ფრთხილად მოქმედებას. ისედაც ნახევრად ჩამოშლილი თმიდან, თმისამაგრს მაცლის და ტუჩებიდან, ყელში ინაცვლებს. ჰაერი არ მყოფნის, არ ვიცი რატომ.. მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგები. გონება მიმეორებს, რომ რაღაც არასწორია, მაგრამ ვერ ვუსმენ. ალბათ, მართლა ცხოვრებაში პირველად ვერ ვუსმენ.
წელიდან, ფრთხილად მიცურებს მაისურის შიგნიდან ხელს და უარესი მემართება.. გული იმდენად სწრაფად მიცემს, მაისურსაც თავისუფლად ამოძრავებს. ვგრძნობ, რომ გრძნობს. ყელიდან, მეორე მხარეს, ზუსტად გულთან ინაცვლებს და მხარზე მახებს ტუჩებს.
მერე, ისევ ბაგეებს უბრუნდება და უფრო გაშმაგებით მკოცნის..
ისევ ვერ ვეწინააღმდეგები, იმის მიუხედავად, რომ გულს აღარ შეუძლია, მაინც.
უკვე კედელთან მისული, მეორე ხელსაც წელზე მხვევს და მაისურს მიწევს.
- გიორგი..
- დაივიწყე. - ერთ სიტყვაში, ყველაფერს ატევს და საწოლთან მატრიალებს. თავს მხარზე ვადებ და ისე ვენდობი, როგორც არასდროს.
იმაზე ნაზად მოქმედებს, ვიდრე ოდესმე.. ფრთხილად მაწვენს და ზემოდან მექცევა.
შიში მიპყრობს. არ ვიცი რის, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაცის იმაზე მეტად მეშინია, ვიდრე საჭიროა..
ხელები მიკანკალებს, მაგრამ მაინც ვახერხებ და კისერზე ვეხები.
აჟრჟოლებს. ვგრძნობ, რაღაც სხვანაირად. მთელს ყელს მიფხაჭნის წვერით, თუმცა მისი ეს შეხება, მაინც ყველაფერზე მეტად მსიამოვნებს. ისედაც ნახევრად აწეულ მაისურს, მთლიანად მიწევს და ერთი მარტივი მოძრაობით, სრულიად მაშორებს სხეულიდან.
ვწითლდები. ზუსტად ვიცი, განგებ არ მიყურებს და ისევ ყელში ინაცვლებს. მერე, თავად იხსნის პერანგის ღილებს და ასევე თავად იხდის. ვერ ვეხები.. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობ, რომ არ შემიძლია. ნაზად მეხება წელზე თუმცა ფეხებზე არა..
ყოველ წამს მგონია, რომ ამასაც გააკეთებს, მაგრამ არა. ამაზე უფრო საოცარი ისაა, რომ კოცნას წყვეტს და ჩემს გვერდით წვება.
- მოხვალ? - ისევ ხელს შლის.
დაუფიქრებლად ვიწევი მისკენ და ვეხუტები. ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის.
- არ შეგეხები, ამაზე არ იფიქრო.
თავს ვწევ და მზერას ვუსწორებ, ისიც. სახეზე ჩამოშლილ თმას მიწევს და ახლა, საფეთქელზე მკოცნის.
- გიორგი..
- ჩემი მზის სხივი ხარ, ელენე.. -ოდნავ მიღიმის და მოწყვეტით მკოცნის ტუჩებზე.
თვალები მეხუჭება. მართლა მინდა, რამე ვუპასუხო, თუმცა მისი სუნთქვა, მის მკლავებში ყოფნა.. იმდენად ახლოა სულთან, ალბათ მთელი ამ ხნის მანძილზე, პირველად ვგრძნობ თავს ასე მშვიდად და დაცულად.
ხელს მკიდებს და თითებს, ჩემს თითებში ხლართავს. თითქოს ამ ჟესტით მანიშნებს, რომ შემიძლია ბოლომდე ვენდო. არ წავა..
არ დამტოვებს და არ წავა, არც ახლა და არც არასდროს..
***
დილას, სრულიად მარტო მეღვიძება საწოლში. რომ ვთქვა, მიკვირს - მეთქი, ტყუილი იქნება. მთელი ღამე ჩემს გვერდით ყოფნისთვის მზად იყო, მაგრამ დილის საუბრისთვის, უკვე აღარ. საერთოდ, ჩვენს შემთხვევაში თვალებით და გრძნობებით საუბარი ბევრად უფრო მარტივია - ხოლმე. თითქოს რაღაც ზედმეტს ვიშორებთ და სრულიად თავისუფლად ვსაუბრობთ.
არ ვიცი როგორ, მაგრამ გუშინდელმა თითქოს წამით დამავიწყა აწ უკვე დღევანდელი დღე. ის, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, არაამქვეყნიური შეგრძნება იყო. რომ შემეძლოს, საერთოდ გავაქრობდი სანდროს, ზურასაც ზედ მოვაყოლებდი და საერთოდ ყველას, ვინც ,,ადამიანი" არაა და უბრალოდ იბრალებს.
წყალს ვივლებ და რაც ხელში პირველი მხვდება, იმას ვიცვამ. თითქოს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს, გადაღებისთვის, მაინც ხომ უნდა გამოვიცვალო.
ღმერთო, გადაღება.. გადაღება და ცისია და ნიკა..
არა, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს დღე მართლა არსებობს და მართლა მომიწევს ამის გაკეთება.
ჩვეულებრივი კოშმარია.
ჯოჯოხეთი.
იმდენად მინდა, ცხოვრების ამ ნაწილს გადავახტე, ოღონდ ელენე არა და, მზად ვარ, ნებისმიერი სხვა ადამიანი ვიყო.
ღრმად ვოხრავ, კარს ვაღებ და უხმაუროდ გავდივარ დერეფანში.
იმის მიუხედავად, რომ მეეჭვება ასე ადრე ეღვიძოთ, მაინც უნდა დავხედო. ნიცას ნახვა, ახლა, ყველაზე მეტად მჭირდება.
ვცდილობ, გავიხსენო რომელი ნომერია და ზუსტად ამ დროს იღება ის კარი, რომლის წინაც, სრულიად შემთხვევით ვდგავარ.
შემთხვევით, მაგრამ როგორ გინდა, ეს ამას დააჯერო.
ხო, არც მეტი არც ნაკლები, თვით სანდრო. მისკენ გახედვაც კი არ მინდა, უკვე საშინლად მაღიზიანებს ეს საშინელი სუნამო, რომელშიც პირდაპირი მნიშვნელობით იბანავა.
- ელენეე?
- მოკეტე! - თითის ქნევით ვემუქრები და გვერდის ავლას ვაპირებ, მაგრამ ვინ გაცდის, მაშინვე წინ მეღობება.
- ვილაპარაკოთ?
- არა. - უფრო სიმწრით ვუღიმი და ამჯერად, წარმატებულად ვუვლი გვერდს, მაგრამ თვითონ რომ ვეღარ, ახლა სიტყვით მიჭერს.
- გიორგი გადაიბირე?
- რას ბოდავ.
- წახვედი და რაღაც *ლეობები ებოდიალე ჩემზე, ცოტა ყალბი ცრემლებიც შეუშვი და ი ვსოო, ბაზაარ!- ირონიულად, თავისი საფირმო, დაპლური ღიმილით, ცდილობს მდგომარეობიდან გამომიყვანოს.
- მართლა მაინტერესებს ეს დედამოტ*ნული, რა უთხარი ასეთი. ასე უცებ, ასე რომ გაცივდა ჩემს მიმართ.
- სიმართლე.
- შენი მოგონილი სიმართლე?- ისევ ირონიულად ეღიმება - მე საერთოდ, სხვა სიმართლე მაქვს. ლოგინში ჩაუგორდი, ხო?
- შენ ხომ არ დაგავიწყდა, როგორ კანკალებდი გუშინ დანის წინ? - იმის მიუხედავად, რომ შინაგანად ისევ ვინგრევი, სიმშვიდის შენარჩუნებას, როგორღაც მაინც ვახერხებ და ირონიაზე, ირონიითვე უპასუხობ. უკვირს. რა თქმა უნდა, ის, ისევ იმ გოგოს იცნობს, 6 წლის წინ რომ სიკვდილამდე სცემა.
- სიმართლე მწარეა? ვის ატყუებ, გუშინ ერთად ვიყავით დასალევად და ერთადაც დავბრუნდით. ის შენთან შემოვიდა, მე ჩემთან, ნომერში. დილასაც მშვენივრად დავინახე, როგორ გამოვიდა უკან.
ვშეშდები. მისი 'ერთად მოვედით' მანადგურებს, თუმცა ყველანაირად ვცდილობ არ შემემჩნეს.
- შეიძლება ჩემს მიმართ გააცივე, მაგრამ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, შენი ბო*ობით კი ვერ დაგვაშორებ და ჩვენს შორისაც ვერ ჩადგები. კარგად დაიმახსოვრე და ჩაიდე თავში. გაერთობა და მოგისვრის. აი ნახავ, როგორ დაინგრევა შენი ოცნების კოშკები სამუდამოდ, ქალბატონი ელენე.
- გაეთრიე.
- ისე, ძველი ნაცნობობის ხათრით, შემიძლია გიოს დაველაპარაკო და ცოტა ხანს, გაგიხანგრძლივებს.
მისი სიცილი, სიმწარეს მიღრმავებს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შემიძლია ამდენ ხანს ასე მშვიდად დგომა, მაგრამ ვგრძნობ, ვიცი, ეს აღიზიანებს და ამიტომ ცდილობს, უფრო და უფრო მეტი სიბინძურით გამაგიჟოს. არ გამოსდის და საბოლოოდ თვითონ გიჟდება, რაც სახეზეც მშვენივრად ეხატება.
ოდნავ ვუღიმი და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
- მეცოდები, სანდრო. გულწრფელად, ღირსი არ ხარ, მაგრამ მაინც.
ეგ სიტყვები ყველამ ვიცით, მისი გამოყენება არაა კაცობა, ეგ ვერ გამოგაჩენს მაგარ ტიპად.
უყურე გიორგის, შენი მეგობარი ხომაა, შეხედე და ისწავლე, როგორია 'ადამიანი'. კაცი არა, ჯერ ადამიანი.
სიჩუმე. იაზრებს? არა. უბრალოდ შესაფერის სიტყვებს ეძებს, რომ კიდევ გამამწაროს. არ შეცვლილა.. ან კი რა შეცვლიდა. უკუსვლით ვიხევ უკან და მერე, ზურგს ვაქცევ.
- დღეს ერთი სცენა გვაქვს. ხომ არ დაგავიწყდა? - აჰა, მაინც. - თუმცა ჯერ დროს არის, ნერვიულობას და შფოთვას მოასწრებ.
- მე არაფერი მაქვს სანერვიულო, ეგ შენ მოემზადე. ისეთ ჯოჯოხეთს მოგიწყობ, თავ ბედს იწყევლი აქ ჩამოსვლისთვის.
რა თქმა უნდა, ვერ მპასუხობს.
ყალბი ტვინიკოსი, რომელსაც თავში ბინ*ური ლექსიკის გარდა, არაფერი აქვს. რაც უნდა ის უქნია, მე არსად წავალ, ისევ თვითონ წავა - ოღონდ ერთი განსხვავებით. ადრე, ელენე შეაშინა, ახლა ელენე შეაშინებს.
***
მწვანედ შემოსილ ხეებს, თავმომწონედ დასცქერის მაღლიდან მზე. უცნაურია, ადრე არასოდეს მიფიქრია მის სითბოზე და იმაზე, თუ რამდენად სჭირდებოდათ მათ ერთმანეთი. რამდენად მნიშვნელოვანი იყვნენ და რას იწვევდა მათი განშორება.
ბუნება, ადამიანს ჰგავსო, იქნებ ადამიანი ჰგავს ბუნებას? ერთი შეხედვით, განსხვავება არაა, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები, შეიძლება რაღაც დაინახო. თითქოს, წელიწადის დროსა და ადამიანის ხასიათს შორისაც არის პარალელი. მაგალითად.. მე გიორგი ისეთი აღარასდროს მინახავს, როგორც მაშინ, შენოდგომაზე, სექტემბერს. რა თქმა უნდა, აქ კიდევ ძალიან ბევრი რამაა, რომლის მოყოლას არ დავიწყებ, ისედაც ნათელია. ასპარეზზე, დროც იყო გამოსული, არის და იქნება - რომელიც გინდა არ გინდა, გცვლის.
ჩემი ფიქრები, იმაზე მეტად უცნაურია, ვიდრე ჩვეულებრივ. ხანდახან მგონია, რომ ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებულ რაღაცასაც კი ვაკავშირებ.
არ ვიცი.. როცა გიორგიზე ვფიქრობ, სხვანაირად ვირევი. ასე მგონია, შიგნიდან ვიცნობ. მის ფიქრებს, გრძნობებს, სათითაოდ, იმაზე კარგად, ვიდრე თავად. მაგრამ ყოველთვის არის რაღაც, რასაც ბოლომდე არ მანახებს. ვთვლი, რომ რაც ვნახე, მხოლოდ ისაა, არ ვიცი რანაირად, მაგრამ ამას მაჯერებს. მერე.. მერე, თითქოს უნებურად, ნათელი ხდება რომ არაფერიც არ მცოდნია ბოლომდე.
მისი ეს მიმტევებლობა, მიამიტობა, არ მინდა იმის დაჯერება, რომ სანდროსაც მოუსმინა. იმიტომ არა, რომ უფლება არ ჰქონა - უბრალოდ მეშინია, რომ მასაც რაღაც დაუჯერა.
ვენდობი, საქმეც არც ამაშია, უბრალოდ რაღაც კიდევ არის, რაც შინაგანად ისევ მღრღნის. სანდროს ბოროტულ სიცილს მახსენებს და მის 'ერთად მივედით' -ს.
ღრმად ვსუნთქავ.. არ ვიცი, როგორ გავაქრო ეს ფიქრები.
შორიდან ვუყურებ ატრაქციონზე მყოფ ნიცას და მომენტებში ვნატრობ, რომ ისევ პატარა ვიყო.
მაგრამ მალევე მახსენდება, რომ თუ პატარა ვიქნები, გავიზრდები და მერე, ისევ ყველაფრის თავიდან გამოვლა მომიწევს - ამას კი, მეორედ ნამდვილად ვეღარ გადავიტან.
- ზურა გეძებს - ისე მოულოდნელად მიახლოვდება გიორგი, ინსტიქრურად ვხტები. ოდნავ ეღიმება. შორიდან, წამიერად ავლებს თვალს ნიცას და გვერდით მიჯდება.
არაფრის თქმა არ მინდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ წამს, თითქოს ისიც კი არ მინდა, რომ გვერდით მეჯდეს.
- ვუთხარი მოვძებნი - თქო. - ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს - დაახლოებით ნახევარ საათში ვიწყებთ.
ნელა ვხუჭავ თვალებს. მერე, სწრაფად ვახელ და ღრმად ვსუნთქავ. მისი სიტყვები მესმის, მაგრამ მაინც იმაზე ვფიქრობ, რაზეც მის მოსვლამდე.
- რა ჯანდაბამ დაგალევინა გუშინ სანდროსთან ერთად? - მაინც ვერ ვითმენ - მეწყვილე გჭირდებოდა და მეტი ვერავინ იპოვე? არა, მოიცადე.. გამახსენდა, თქვენ ხომ 'მეგობრები' ხართ.
სახე ეცვლება. ნამდვილად არ ელოდებოდა, ამას რომ ვეტყოდი და შესაბამისად, ალბათ შესაფერისი პასუხიც არ აქვს.
- ვერ ვიჯერებ, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოგიყევი.. მითუმეტეს იცოდი, როგორ მიჭირდა ამის თქმა და მაინც.. იმისთვის, რომ გცოდნოდა მისი ნამდვილი სახე, გითხარი. გითხარი და რა გააკეთე.. წახვედით და მეგობრულად დალიეთ, არა? ბავშვი დაგაფიცე. გთხოვე, არაფერი გაგეკეთებინა. არაფერში, არაფერი ვიგულისხმე. შენ კი.. ნამუსი გეყო, ჩემთან მოხვედი და..
- ერთი წუთი. - ხელის აწევითაც მანიშნებს - რაც არ იცი, იმას ნუ ამბობ.
- და რა ვიცი?
ღრმად სუნთქავს და მზერას მარიდებს.
- კარგი დრო იყო, ერთმანეთის უთქმელად რომ გვესმოდა.
კარგი, მომისმინე და მოგიყვები..
- არ მინდა.
- ვიცი. არც მე არ მინდა, მაგრამ საჭიროა. მოკლედ.. ჯერესერთი, დასალევად ერთად არ წავსულვართ. ბარში შემხვდა. ჩემთვის ვიჯექი და მომიჯდა. ხო, არაფერი არ მითქვამს - მაგრამ თვითონ დაიწყო და რაღაცნაირად ავყევი. არ გვიჩხუბია და არც მისი მოკვლა მიცდია. უბრალოდ შეამჩნია, რომ რაღაც მოხდა და გამოკითხვები დაიწყო. დაგინახე, ელენეს ელაპარაკებოდი და მითხარი, ჩემზე რაები მოგიყვაო. არაფერი არ მითქვამს. მოკლე პასუხებით რომ ვერ მოვიშორე, ავდექი და წამოვედი. გამომყვა. სასტუმრომდე ერთად მოვედით, სართულამდეც.
სიმართლე რომ გითხრა, შენც იცი, რომ მე უკვე ყველაფერი მაგრად მკიდი,ა. თან უგონოდ მთვრალი ვიყავი და ვერ ვიფიქრე, რომ შეიძლება შენთვის მომეყენებინა იმით ზიანი, რომ მის დასანახად მოგიკაკუნე კარზე. არც დროს, არც არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება..
ვიცი, რომ რაღაცას შეთხზავდა. ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ მე, განგებ არავის და მითუმეტეს შენ არ მოგაყენებ ზიანს.
უბრალოდ დასანანია, რომ ამის თქმა და მოყოლა მიწევს, მარტო იმიტომ, რომ ჩემში ეჭვი შეგეპარა.
დგება. ვერ ვითმენ და მეც ვდგები.
საშინელება მემართება შიგნიდან. ქარიშხალი, რომელიც იმ 'მე' - ს მოშორებას ცდილობს, ვინც ეს ჩაიდინა.
- გიორგი..
- მოდი ახლა არ ვილაპარაკოთ. ისედაც მესმის, რისი თქმაც გინდა. არ გიბრაზდები, ისედაც არ შემიძლია. ლოგიკური ნააზრევია, მაგრამ მისი 'ჩემი ელენესგან' მოსმენა იყო მტკივნეული, მეტი არაფერი.
მეტირება. პირველად მომიხსენია ასე და ისიც რა დროს..
წასვლას აპირებს, თუმცა ამჯერად, ნიცას მიერ დაძახებული 'გიორგი' აჩერებს. მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს, უკვე მოახლოებულს და შეუმჩნევლად ვიწმენდ ცრემლებს.
- რომ დამინახე, მაგიტომ გინდოდა წასვლა? - თითქოს ნაწყენი მზერით უახლოვდება.
- აბა რას ამბობ, მეკადრება? - ოდნავ უღიმის და მის წინ იხრება.
- არ გეკადრება, მაგრამ იკადრებ. - ზუსტად ჩემსავით ეუბნება და ხელებს იკრეფს.
წამსვე ჩემზე გადმოაქვს მზერა გიორგის. მხოლოდ რამდენიმე წამით, თუმცა ახლა, მაინც რთულია. თითქოს გრძნობს, ისევ მაშორებს თვალს და მოახლოებულ თიკოს, რომელიც მხოლოდ ახლა შევამჩნიე თავის დაქნევით ესალმება.
- რატომ არ მოხვედი გუშინ?! - ჩაფიქრებულს, ისევ ნიცას ხმა აფხიზლებს.
- ხო, ცოტა დამაგვიანდა. მოვედი მაგრამ აღარ დამხვდი. ვფიქრობ, თუ ჩემს პატიებას მიიღებ, დღეს უეჭველად ვითამაშებთ. აბა რას იტყვის ქალბატონი ნუცა?
- ნუცა? - მაშინვე წარბებს კრავს - მაგრამ მე ნიცა ვარ.
- ვიცი, მაგრამ ნუცაც გიხდება. საერთოდ, შენ ყველაფერი გიხდება. თან მე ხომ რაღაც განსხვავებული უნდა დაგიძახო, არავისას რომ არ ჰგავდეს.
- არ ვიცი, არ მიფიქრია ნუცაზე - მხრებს იჩეჩავს.
- ფიქრი არც უნდა. უბრალოდ დაგიძახებ და მოგეწონოს, შეგიძლია?-სრული სერიოზულობით ეკითხება.
- რავიცი. - ისევ ჩემსავით აკეთებს.
ზუსტად ვიცი, ამ მომენტებში გიორგიც მე მხედავს.
- პატარა ელენე ხარ, მოკლედ. - აჰა, აი.. ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა.
- მაშინ მოდი ვსინჯოთ. ითამაშებ ჩემთან ერთად, ნუცა?
- კი - თვალები უბრწყინდება. არა, უფრო სწორად ცდილობს, რომ გაუბრწყინდეს და განუწყვეტლივ აფახულებს. ამაზე ყველას გვეღიმება.
- მაშინ საღამოს უეჭველად.
- ოღონდ - საჩვენებელ თითს სწევს მაღლა - თუ ისევ მომატყუებ, აღარასდროს აღარ გაპატიებ და აღარც გეთამაშები.
- შევთანხმდით. ახლა შეიძლება ჩაგეხუტო?
არაფერს პასუხობს, თვითონ შლის ხელებს და პირველი ეხვევა. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ ჟესტით მისი გაღიმება შეძლო.
რამდენიმე წუთს არიან ასე და მერე, სწრაფად სცილდებიან ერთმანეთს.
- დედიკო, მე და დეიდა მეორე პარკში მივდიოდით ახლა.
- მართლა? - მექანიკურად გადამაქვს მზერა თიკოზე.
- ჰო, სასტუმროში მოწყენილობაა. ცოტას გავივლით კიდევ და ამ პერიოდში თქვენც მორჩებით ალბათ.
თავს ვუქნევ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი როდის მოვრჩებით, მაინც.
- წავედი, თუ რამე დაგვირეკე. ფოტოებს გადავიღებთ - ნიცას უწვდის ხელს და ისიც მაშინვე ჰკიდებს.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯერ გიორგის უქნევს ხელს და მხოლოდ მერე ვახსენდები მე.
ნერვები მეშლება. სულ ორი დღეა რაც იცნობს და მგონი, უკვე მოასწრო და ჩემზე მეტად შეიყვარა.. მეც კი არ მპატიობს ნიცა ასე ადვილად არაფერს.
ზურგს მაქცევს. ისევ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გზა გვაქვს, არა. როგორ შეუძლია პრინციპებს უღალატოს.
- გიორგი. - სწრაფი ნაბიჯებით ვეწევი - ერთი წუთით, შეგიძლია გაჩერდე?
უბრალოდ ღრმად სუნთქავს და ჩემსკენ ტრიალდება.
მზერას მისწორებს და ისევ, თვალებით მელაპარაკება.
სიმართლე რომ ვთქვა, სიტყვები არც მე მაქვს. ისედაც უამრავ პრობლემაზე, რა დავამატე და რა შევთხზე. წამით მაინც, გონებაში სანდროს როგორ დავუჯერე..
გეგონება, პრობლემები მაკლდა.
ვგრძნობ, რომ რასაც ვფიქრობ ესმის, მაგრამ მე არ მესმის მისი. მის თვალებში, იმხელა წყენაა - თითქოს ყველაფერს ფარავს.
ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები. რეაქცია არ აქვს. მელოდება.. ჰო, ის იმდენად კარგად მიცნობს, შეუძლია უსასრულოდაც მელოდოს, თუ იცის, რომ ბოლოს გავაკეთებ.
ხელს ვუწვდი. არ ვიცი, რატომ.. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თვითონ იცის.
თითები მიკანკალებს. ის უფრო გამიკვირდებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო. მხოლოდ წამით გადმოაქვს მზერა და მერე, საერთოდ მარიდებს.
- ოხ, ელენე.. ნეტავ რატომ არ შემიძლია, რომ გაგიბრაზდე.
მეღიმება. ზუსტად ვიცი, ახლა ხელს მომკიდებს და აი..
მისი შეხება, წარმოუდგენლად სწრაფად მაწყნარებს. მისკენ მიზიდავს და ვგრძნობ, მთელი არსებით მეხუტება..
- ნუცა შენი ასლია.. წეღან მეგონა, რომ შენ გეხუტებოდი.
- ჰო?
- ჰო - შუბლზე მახებს ტუჩებს და სულ ოდნავ მიღიმის.
- იცოდე, ისე აღარ შემომხედო.. ლამის მოვკვდი.
არაფერს მეუბნება. მხოლოდ წამით მისწორებს თვალს და ხელის ზურგით, ნაზად მეფერება ლოყაზე.
- რომ გაკოცო, უადგილო იქნება?
მეღიმება.
არ ვიცი რანაირად ახერხებს, მაგრამ ყოველთვის ჩემი გულწრფელი ღიმილის მიზეზია.
ისევ მელოდება.. ზოგჯერ, ძალიან მეუცნაურება, რომ ამდენ ხანს, მშვიდად შეუძლია ლოდინი ისე, რომ არაფერი გააკეთოს.
არ ვპასუხობ, ფრთხილად ვადებ ყელზე ხელს და წამით, თითქმის არც კი ვეხები ბაგეებზე.
თვითონაც იგივეს იმეორებს.
ისევ სხეულზე მიკრავს, მაგრამ სიახლოვის მიუხედავად, მხოლოდ ტუჩის კუთხესთან მეხება.
თვალს ვუსწორებ, ისიც..
სიტყვები უფასურდება და ახლა, მოწყურებულივით მაცხრება ბაგეებზე.
ვითიშები. მგონია, რომ სხვა სამყაროში, სხვა პლანეტაზე, ერთნი ვართ.. ჩემი გულისცემა, მისას უერთდება და ერთმანეთისას ვგრძნობთ..
წამით, ყველა და ყველაფერი მავიწყდება და ეს, ყველაზე კარგი რამაა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.
მშორდება. ისევ შუბლზე მკოცნის და ისევ მიხუტებს..
- თუ ოდესმე... - იმხელა პაუზას აკეთებს, ლამის გავგიჟდე - შენს გვერდით არ ვიქნები, შეძლებ, რომ არ დამივიწყო?
- რას ამბობ. - წამში ვიშორებ მის ხელებს და მზერას ვუსწორებ.
- ნეტავ ადრე გამეცანი... შეიძლება მეტი დროც გვქონოდა..
- გიორგი, ნუ მაგიჟებ. რა აზრები გიტრიალებს. ჩვენ იმ დროს გავიცანით ერთმანეთი, როცა საჭირო იყო და კიდევ ძალიან ბევრი დრო გვექნება ერთმანეთისთვის.
თავს მიქნევს. არ ვიცი, ეს რისი ნიშანია, თუმცა ახლა თანხმობის ნამდვილად არაა.
წამიერი სიჩუმე. ისევ ვერაფერს ვხედავ მის თვალებში.
- წავიდეთ? ზურა გვეძებს, ალბათ. ტელეფონიც გამორთული მაქ. - მაჯაზე არსებულ საათზე იყურება და მერე, ვითომც არაფერიო, ისე მიღიმის.
შინაგანად, ნაწილებად ვიშლები.
მისი სიტყვები, ჯერ კიდევ გაუჩერებლად მიტრიალებს თავში და სხვა რამეზე, უბრალოდ ვეღარ ვფიქრობ.
გამოწვდილ ხელზე, მხოლოდ წამით ვავლებ თვალს და დაუფიქრებლად ვკიდებ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გული მიჩერდება, მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ ვგრძნობ, ეს ბოლო არაა..

***
'გადასაღებ მოედანზე', ერთად ვბრუნდებით. ამჯერად, ღია ცის ქვეშ, ერთი შეხედვით შესანიშნავი ადგილი შეურჩევია ზურას. იმის მიუხედავად, რომ არ ვიცოდი, მაინც არაფერი მიკითხავს გიორგისთვის. ასე, უბრალოდ მოვყვებოდი.
ისედაც რა მონდომება და ინტერესი მქონდა და იმ დღის შემდეგ, ის მცირედიც გამიქრა. თითქოს, ყველასა და ყველაფრის დანახვა მაღიზიანებს, მაგრამ იმას კი ვერაფრით ვხვდები, ვინ მძულს ახლა უფრო მეტად - სანდრო თუ ზურა.
უცნაურია ცხოვრება, ადამიანზე არასოდეს უნდა თქვა, ბოლომდე ვიცნობო..
- კარგია, რომ დროულად მოხვედით.
ჰაჰ, არა რა თქმა უნდა. რა დროულად, მთელი 15 წუთი გადავაცილეთ, თუ მეტი არა, მაგრამ ზურამ ოღონდ მშვიდი ელენე შეინარჩუნოს, მზადაა თავისი პრინციპების წინააღმდეგაც წავიდეს.
მხოლოდ წამიერად მისწორებს თვალს გიორგი და ოდნავ ეღიმება. ნებით თუ უნებლით, ისიც კი ვიხსენი საყვედურებისგან.
- კარგი, ვიწყებთ! - ტაშს ორჯერ კრავს და პროდიუსერებს ანიშნებს თვალით.
გამოსაცვლელად წასვლას ვაპირებ, მოულოდნელად რომ მაჩერებს ზურა.
- დაიცა, ელენე. შესაფერისად გამოიყურები, დაე დარჩეს.
თავს ვუქნევ. არც მე არ მეხალისებოდა გამოცვლა, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურად იქცევა. ჩემმა გაგიჟებამ, ასე თუ შეაშინა, რატომ უფრო ადრე არ გავგიჟდი.
ირონიული ღიმილით იკავებს საკუთარ ადგილს სანდრო. მისი ყურებაც კი მაღიზიანებს, მოსალოდნელ შეხებაზე რომ ვფიქრობ, საერთოდ მინდა გავიქცე, მაგრამ ამის არც დროა და არც ადგილი. განა ვერ ვიზამ, უბრალოდ მინდა თავად გაიქცეს. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა.
ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები და ზუსტად კამერის პირისპირ, რამდენიმე მეტრის დაშორებით ვჩერდები. კადრში, ჯერ მხოლოდ მე ვარ, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ ისიც უკვე აქაა.
- ყურადღება! კადრი 1, დუბლი 10. წავიდა!
არ ვინძრევი. არც იმაზე ვფიქრობ, რომ გადაღება დაიწყო. არც ცისია არ ვარ, მაგრამ.. ამას მაინც ვერავინ ამჩნევს.
- ცისია. - მიახლოვდება. მიახლოვდება და ახლა, წარსულის ყველა კადრი ერთად მეშლება თვალწინ. როგორ ვთამაშობით, როგორ ვსწავლოვდით სცენარს, გადაღებისას როგორ განუწყვეტლივ ვაფახულებდით თვალებს და ასე, ჩვენივე გამოგონილ ენაზე ვსაუბრობდით. მხოლოდ ახლა.. ამდენი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ამ წამს, ჩვენი სიცილი, ჩვენი ბედნიერი მომენტები მიდგება თვალწინ და ვერაფრით ვხვდები რატომ.
ვუყურებ და ვხვდები, რომ ის, ის აღარაა და ამავდროულად, ზუსტად ისაა. მძულს და თან საშინლად მძულს ის ელენეც, რომელიც მასთან ერთად არსებობდა. მისი სჯეროდა, უყვარდა, აფასებდა, ყველაფერზე წინ აყენებდა.
მძულს საკუთარი თავი, რომელიც მსახიობია და მსახიობი ვერ ამოიცნო.
მძულს ყველა მოგონება, რაც მას უკავშირდება..
- ნიკა..
- იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლა არსებობს მეცხრე ცა, მასზე ვარ და დავფრინავ - ეღიმება - ახლა ჩემს წინ ხარ და შემიძლია წარმოსახვით აღარ, რეალურად ჩაგეხუტო.
მთლიანად ფარავს ჩვენს შორის არსებულ მანძილს და ყველაზე 'ხელოვნურად' მეხუტება.
- არვარგააა! - მაშინვე მაგიდას ურტყამს ხელს დათო და სავარძლიდან დგება.
აჰა, გავიწაფე. უკვე ზუსტად ვიცი, ვინ, სად, რას აფუჭებს.
მალევე ზურას ოხვრაც აღწევს ჩემამდე და გადაღება წყდება.
- რას აკეთებ სანდრო? - პირდაპირ მისკენ იშვერს ხელს დათო - ცოტა კარგად ჩაეხუტე. ხელებს, მოვალეობის მოხდის მიზნით ნუ ხვევ. არ უნდა გეტყობოდეს, რომ თამაშობ. რა იყო, რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი რომ ახალბედა ხარ.
ელენე, შენ კიდე სახე გაასწორე. გაიღიმე, გიხარია, რომ დაინახე.
ისევ სავარძლისკენ მიდის და ზურას, რაღაცას ანიშნებს თვალებით.
- აბა, მოემზადეთ. კადრი 1, დუბლი 10. წავიდაა!
- ნიკა.. - ყველანაირად ვცდილობ, გულწრფელად გავუღიმო.
- იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლა არსებობს მეცხრე ცა, მასზე ვარ და დავფრინავ - ისევ ყალბ ღიმილს ირგებს - ახლა ჩემს წინ ხარ და შემიძლია წარმოსახვით აღარ, რეალურად ჩაგეხუტო.
ხელებს შლის და ახლა, ოდნავ სხვანაირად მეხუტება.
ვაღიარებ, ეცადა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამას ისევ წინა სჯობდა.
- შეწყვიტეთ! - ახლა, ზურა აჩერებს გადამღებ გუნდს, დათო კი ოხრავს.
ინსტიქტურად გამირბის მზერა გიორგისკენ და წამსვე ხვდება ჩვენი თვალები ერთმანეთს. სულ ოდნავ მიღიმის, თუმცა ესეც კი საკმარისია..
არარსებული ძალა მომდის და სხვანაირად ვმშვიდდები.
- არ მომწონს, მასე არა.
ჰო, ზურას ყოველთვის 'შესანიშნავად' გამოსდიოდა შეცდომების მითითება. არ მომწონს და მიდი ახლა ისე გააკეთე, რომ მომეწონოს.
- ბიჭო, მისმინე - ისევ დგება დათო და ამჯერად, სწრაფი ნაბიჯებით მოდის ჩვენსკენ. - შენ ნიკა ხარ და ეს გოგო გიყვარს. შეგიყვარდა, გესმის? - ხელით ანიშნებს ჩემზე - რომ იძახი, მეცხრე ცაზე ვარო, რომ ეხუტები, მეათეზე უნდა ახვიდე. ბედნიერება უნდა გეტყობოდეს, სიხარულით უნდა მოხვიო ხელები. უყურე.. - გვერდით სწევს და ახლა, თვითონ მიდგება წინ.
- " ახლა, შემიძლია მართლა ჩაგეხუტო"
მართალია არასწორად, მაგრამ სანდროზე გრძნობით კი ამბობს.
ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ამ ბიჭისგან იდეალური მსახიობი დადგება.
- "თუ რეალურად ჩაგეხუტო, ხო, როგორც არის" - ნატოს შესწორებულზე, ხელს იქნევს და ისევ როლში შედის. მიახლოვდება და მეხუტება. ჰო.. ისე, როგორც ნიკა უნდა ჩაეხუტოს ცისიას. არაფრით მეტი და არაფრით ნაკლები.
- ხედაავ? - მალევე მშორდება და ახლა, სანდროს უყურებს, რომელსაც ემოცია კი არა, სიცოცხლეც არ აქვს სახეზე.
რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა ეცადო, ადამიანი ბოლომდე ვერ შეიცვლები. ზუსტად ვიცი, ახლა, შინაგანად, ბრაზი ჰგლეჯს. ყოველთვის იდეალურ მსახიობობაზე ჰქონდა პრეტენზია, ახლა კი, ჯერ არც არაფერი დაწყებულა და უკვე ორჯერ გააჩერეს, მარტო იმიტომ, რომ ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო.
- მიდი ეხლა. მოიცათ.. - ხელით აჩერებს გადამღებებს - ჯერ ისე გააკეთე, აბა.
- "იცი, ისეთი შეგრძნება..
- დაიცა კაცო, გავიგე რა შეგრძნებაც გაქ. - ამაზე, ყველას ეცინება, ყველა იკავებს და საბოლოოდ, ჩუმ ჩაფხუკუნებად იქცევა. თუმცა წამსვე ბრაზით სავსე მზერით ტრიალდება დათო მათკენ, სათითაოდ ავლებს თვალს ყველას და ჩერდებიან.
- ხმაა. მოდი აბა, თუ იოლია, გააკეთეთ.- მაინც უტევს, მერე კისერზე ისვამს ხელს და ისევ სანდროს უბრუნდება.
- მიდი, ჩახუტება მარტო.
ღრმად სუნთქავს, წინ მიდგება და რამდენიმე წამი, გაშტერებული მიყურებს.
- ნუ იძაბები, კამერები არაა ჩართული.
- ხო, გავიგე. - ნორმალურად არც უყურებს, ისე პასუხობს.
მერე, სწრაფად მეხუტება და ხელებს მხვევს, თან იმდენად ძლიერ, რომ სუნთქვა მეკვრება.
- რა შვები, შე*ემა, გაიგუდა ტოო! მეღადავები?!
- აუ, ტვინი მომეტ*ნა რაა! - გაბრაზებული მშორდება და ადგილზე ტრიალებს.
- ბიჭო, რა გჭირს ეე?
- რა *ლეობა არი ეს ჩახუტება, ვაფშე არ უნდა რაა. ისე, ვერ გაუხარდება? გამოვტოვოთ.
- დაიცათ. - საქმეში ზურაც ერთვება და ნელი ნაბიჯებით მოდის ჩვენსკენ. -
მისმინე სანდრო, მიდი, გაიარ გამოიარე, ჰაერი ჩაყლაპე, ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. წუთ შესვენება გავაკეთოთ, არაფერია, არ დაიძაბო. ყველას ემართება.
ოჰო, ზურა და მამა-შვილური დამოკიდებულება.
რა თქმა უნდა, მისი მხარე რომ არ დაეჭირა, ის უფრო გამიკვირდებოდა.
ოდნავ უქნევს თავს და წამში წყდება ადგილს. წარმოდგენა არ მაქვს, სად მიდის, მაგრამ არამგონია, რამე და მითუმეტეს ეს წუთ შესვენება დაეხმაროს.
- გეფიცები, ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს - პირდაპირ ზურას მიმართავს დათო - ელენეს და გიორგის სცენები როგორ ადვილად გადავიღეთ, ასე საერთოდ არ გვიწვალია.
მხოლოდ წამით მისწორებს თვალს ზურა და მერე, გიორგის მიმართულებით აბრუნებს თავს.
- კარგი, დაისვენეთ.
***
თითქოს, რამე შეიცვალა.
შესვენების შემდეგ, კიდევ ნახევარი საათი მაინც ვიწვალეთ ამ უბრალო ჩახუტებაზე და ბოლოს, მაინც არ გამოვიდა დათოს მოსაწონი. ესო, ისო, საშინლად დავიღალე, მიუხედავად იმისა, რომ მე არაფერს ვაკეთებდი, მაინც. ალბათ, კიდევ ვერ გავაგრძელებდით, მოულოდნელად რომ არ წამოეძახა ზურას, 'ვსო, აი ეს არის, მომწონსო'.
რა თქმა უნდა, არაფერიც არ მოსწონდა, მაგრამ იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ ამ სცენაზე ვერ დავაღამებდით და დანებდა.
ჰო, თვით ზურა დანებდა.
ვიცი, ბოროტულად გამომდის, მაგრამ ზურასა და სანდროს წაშლილ, ბრაზისაგან ანთილ, თითქოს ბრძოლა გამოვლილ, ნატყვიარ სახეებს რომ ვუყურებ, რაღაცნაირად მსიამოვნებს შიგნიდან. მართალია, იმ გრძნობასთან ვერ მივა, რაც ორივემ ერთად მე გამომაცდევინეს, მაგრამ ამასაც არაუშავს. დაე მიხვდნენ, რამხელა შეცდომა დაუშვეს. არც ზურა მეცოდება. რაც დათესა, იმას იმკის.
მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გაკეთება არ დამჭირდა, სანდრო გავანადგურე. ვინ იცის, თავად მე მადანაშაულებს იმაში, რომ ჩემთან ვერ თამაშობს. არადა, რა შუაში ვარ, მერავიცი რა ჯანდაბა დაემართა. მთავარია, რომ დაემართა. ასეც უნდა ყოფილიყო. მიხვდეს, რომ იოლი არაა იმ ადამიანის წინ დგომა, ვისაც ასეთი რამ გაუკეთა. იოლი არაა გაღიმება, ჩახუტება, კოცნა, თუნდაც ყალბი - შეხება იმ კანთან, რომელსაც ჯერ კიდევ დაჰკრავს სილურჯე.
ჰო, კოცნაზე გამახსენდა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნატოსთან მცირე დიალოგის შემდეგ, ზურამ გამოგვიცხადა, ეგ ადგილი ამოვაგდეთო.
ვიცი, რომ ჩემთვის არა - სანდროსთვის გააკეთა, მაგრამ ჯანდაბას, მთავარია, რომ გააკეთა.
ასე და ამგვარად დასრულდა სცენა, გადაღება, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, სადაც მე ვიყავი.
წამოსვლამდე, წამიერად შევავლე თვალი ქანცგამოცლილ რეჟისორს და სანამ ჩემს მზერას დაიჭერდა, იქამდე დავტოვე ტერიტორია.
***
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიბოდიალე ქუჩაში, თუმცა მართლა არ ვიცოდი, სად ჯობდა რომ წავსულიყავი.
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მე და გიორგის ცალ-ცალკე სცენები გვქონდა, მასზე ადრე წამოვედი. ჩვეულებრივ სიტუაციაში, ალბათ დავრჩებოდი, მაგრამ სანდროს ყურებას ვერ ვუძლებ, ვიცი, რომ გამიგებს და არ ეწყინება.
მოსაღამოვდა. ნელ-ნელა ეპარება ქუჩას ბინდი და ლამპიონებიც, ერთმანეთის გასწვრივ ინთებიან.
თიკომ მომწერა, ახლა შევდივართ სასტუმროშიო და დავმშვიდდი. მეც უკვე ახლოს ვარ, თუმცა არ მიმიწერია, დამელოდეთ - მეთქი;
რატომღაც მინდა, მარტო მივიდე. იქნებ, ბოლომდე ფიქრიც მოვასწრო. აზრების დასრულება, რომელიც ყველასა და ყველაფერს ეხება გარშემო.
ჰო, თუმცა ამ ჩანაფიქრს ისევე უწერია ახდენა, როგორც ღამეში მზის განათებას.
არსაიდან ჩნდება ჩემს გვერდით გიორგი და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაღლილიც არ ჩანს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საერთოდ არ ურბენია იმისთვის, რომ დამწეოდა. უბრალოდ ასე მოხდა.
- როგორ ჩაიარა? - შედარებით ვანელებ სიარულის ტემპს.
- რავიცი, ნორმალურად. დიდი ხანია დავიშალეთ, ზურამ თქვენ უეჭველი დაისიცხეთ და ვეღარ თამაშობთო.
- რაო? - ოდნავ მეღიმება.
- ღმერთი უნდა იყო, მაგას რომ თავი მოაწონო. დაიკიდ,ე.
- და.. - ღრმად ვსუნთქავ და უკვე სასტუმროში მისული, წამიერად ვავლებ კართან მყოფ პირებს თვალს.- შეიძლება გკითხო სად იყავი.. - შედარებითი ხმადაბლა ვეუბნები.
- როგორც გინდა - მხრებს იჩეჩავს და ადმინისტრატორებს თავით ესალმება.
ვაღიარებ, მისი ეს ჟესტი მაღიზიანებს. განა რამდენი დღეა აქ ვართ, რანაირად დაუახლოვდა ასე უცებ. ისინიც რომ ღიმილიან მზერას არ აშორებენ. ამ დროს, მინდება, რომ მივიდე და იქიდან გავყარო. ესეც თქვენი ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს ადმინისტრატორები.
საინტერესოა, გიორგის რომელი უფრო მეტად მოსწონს. ქერა, შავგვრემანი, თუ კიდევ მის გვერდით მყოფი შავგვრემანი ჩოლკით.
მინდა, რომ ვკითხო. აი რაში მაინტერესებს, მაგრამ მაინც მაინტერესებს.
- თავს ვერ აბამ კითხვას, ხო? - ფიქრებიდან, მის ხმას გამოვყავარ და ვცდილობ გავიხსენო, როდის მოვედით ლიფტამდე.
- გავიარე, უბრალოდ. შენც ხომ მასე გაიარე, რა იყო, რანაირი სახე გაქ - გამოძახების ღილაკს აჭერს ხელს.
მართლა ვერ ვხვდები, რაზე მეუბნება. რა გაიარა, სად გაიარა..
ო, ღმერთო. მხოლოდ ახლა მკრავს თავში, ჩემი წინა შეკითხვა და საშინლად მეშლება ნერვები, რომ ვიღაც ადმინისტრატორებზე ისე გადავერთე, ეს სულ დამავიწყდა. ლიფტის მოსვლისთანავე, ღრმად ვოხრავ და პირველი შევდივარ შიგნით.
რამდენად კარგადაც არ უნდა მიცნობდეს, ზუსტად ვიცი, ახლა მაინც ვერ მიხვდება, ამ ოხვრის ნამდვილ მიზეზს და ასეცაა.
ისეთი დაბნეული სახით მიყურებს, მეტი რომ არ შეიძლება. სწრაფად ვაჭერ მესამე სართულის ღილაკს და ვცდილობ გავატარო, მარტო ეს კი არა, ყველა ფიქრი 'გავატარო' მაგრამ...
- რა მოხდა? - ჰო, რა თქმა უნდა. ცნობისმოყვარეობა თუ არ დაიკმაყოფილა, ისე არ შეუძლია.
- რატომ მიესალმე იმ გოგოებს შემოსასვლელში? - მაინც ვერ ვითმენ.
რამდენიმე წამი გაშტერებული მიყურებს, თითქოს აზრზე მოსვლას ცდილობსო. მერე, ოდნავ ეღიმება.
- სერიოზულად?
- არა, ხუმრობით, გიორგი.
- მეც მგონია, რომ ხუმრობით, სერიოზულად მაგას არ მკითხავდი. - უარის ნიშნად, თავსაც აქნევს.
- რატომ ვითომ, ჩემი საქმე არაა? - უფრი მეშლება ნერვები და ხელებს ვიკრეფ.
- ეგ რაშუაშია.
ლიფტის კარი იღება და ისევ პირველი გავდივარ.
- კარგი რა, ელენე. - წუწუნით მომყვება უკან - უბრალოდ მივესალმე, რა არის აქ ისეთი.
- რომელს ეფლირტავდები? - თითქმის ნომერთან მისული, შესახვევთან ვჩერდები და მზერას ვუსწორებ.
- საიდან დაასკვენი, რომ რომელიმეს ვეფლირტავები?
- აბა რატომ მიესალმე? - წარბებს ვკრავ.
- უკვე ნერვები მეშლება, რა. შენი უაზრო ეჭვიანობებიღა მაკლდა.
- რა ეჭვიანობა, სად დაინახე აქ ეჭვიანობა?
უბრალოდ ოხრავს.
- იცი რაა, წადი აქედან.
- წავიდოდი, მაგრამ ნუცას დავპირდი.
- ნიცას - ვუსწორებ.
- ნუცას - ისიც მისწორებს - რა გინდა, ბავშვს არ აქვს პრეტენზია.
ხელს ვიქნევ და ზუსტად იმ წამს, როცა შეხვევას ვაპირებ, სრულ სიჩუმეში, თითქოს ნაცნობი ხმები მესმის. ველოდები, როდის გამოჩნდება ვინმე, თუმცა ვინ მაცდის დანახვას. გაურკვეველი მიზეზით, მკლავში მავლებს ხელს გიორგი და შესახვევიდან, ისევ კედელთან გამოვყავარ.
- რას აკეთ..
- დაიცა. -ტუჩებზე მაფარებს თითებს და იქით უყურება, საიდანაც ხმა ისმის.
- რა ხდება?
- ეს თიკოა? - ახლა ჩემზე გადმოაქვს მზერა. თიკოს ხსენება, უცნაურად მაკვირვებს და მეც იქით ვაბრუნებ თავს, ისე, რომ არ დამინახოს - თუმცა ისედაც არამგონია, მოსაუბრის გარდა, ვინმეს ამჩნევდეს.
მოსაუბრე კი..
- დათო? - ისევ გიორგი ახმოვანებს.
- ერთი წუთი, მომასმენინე. -მკლავში, მსუბუქად ვურტყამ ხელს და ჩუმდება.
მთელი ინტერესით ვაკვირდები, მაგრამ მაინც ვერაფრით ვხვდები, ასე, კარგი ნაცნობებივით საუბარი როგორ გამოსდით.
- შენ თავს ვფიცავარ, დღეს ჭკუიდან გადამიყვანეს. - სიცილნარევი ტონით აგრძელებს დათო იმ საუბარს, რომლის დასაწყისი, ვერ გავიგე.
- მართლა?
- წესიერი ვერაფერი გადავიღეთ, მარაა.. მაძლებინებდა ის, რომ ვიცოდი, უნდა მენახეე. - რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება და მეც ნელ-ნელა მიფართოვდება თვალები.
- დათოო.. ახლა, ვინმე დაგვინახავს.
არა, ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა თიკო უღიმის ბიჭს ასე. აი, თურმე როგორ იცნობ საკუთარ მეგობარს, ელენე.
- დაგვინახონ, გაიგოს სამყარომ, რომ შენზე შეყვარებული ვარ.
- დათოო..
ზუსტად იმ წამს, როცა უნდა აკოცოს, გიორგი მაფარებს თვალებზე ხელს და მხოლოდ ახლა მახსენდება მისი აქ ყოფნა.
- რა შვებიი. - მის ხელს ვიშორებ და ისევ გახედვას ვაპირებ, მაგრამ ვინ მაცდის.
- არ შეიძლება, ელენე. მოეწონება, რომ გაიგებს თვალთვალობდი?
- თვალთვალი რა შუაშია, მომენტს შევესწარი. თ.
- ხოდა გამოდი, არ გააფუჭო ეგ მომენტი - როცა ხვდება, რომ ისევ გახედვას ვაპირებ, გვერდიდან მიდგება.
- ამდენ ხანს რას აკეთებენ? - მოუთმენლობა მიპყრობს.
- შენი აზრით?


- გამატარე, უკვე ნერვები მეშლება. -ხელს ვკრავ და უკვე, საერთოდ აღარ ვფრთხილობ, თუმცა ისე აღარაფერი მხვდება, როგორც დავტოვე.
პირიქით, ახლა ჩვენსკენ მომავალ ხელჩაკიდებულ წყვილს ვეჩეხები და მათგან განსხვავებით, საერთოდ არაფერი მიკვირს.
ჩემს დანახვაზე, მაშინვე ხელს უშვებს თიკო დათოს. ჰაჰ, თითქოს ვერ დავინახე.
- ელენე?
საპასუხოდ, ოდნავ ვუღიმი და დათოზე გადამქვს მზერა.
- შენი ნომერი დაბლა არ არის, პატივცემულო პროდიუსერო?
- ელენე. - უბრალოდ სახელით მომმართავს გიორგი, რომელიც ამ შემთხვევაში 'გაჩერდი'-ს ნიშნავს.
- კი, მაგრამ იცი... მე და თიკო დავმეგობრდით, გასეირნება შევთავზე. რამე პრობლემაა?
- ნიცას სძინავს, ენე. - სანამ ვკითხავ, იქამდე მპასუხობს. - შენს დაბრუნებამდე, წასვლას მაინც არ ვაპირებდი, გამეხარდა, რომ შეგხვდი.
- ანუ ახლა მიდიხარ?
- ჰო.. რადგან მოხვედი - მხრებს იჩეჩავს - ცოტას გავივლით და მალე ამოვალ.
- ცოტას გაივლით.. - ჩემთვის ვჩურჩულებ.
სინამდვილეში, არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ნერვები იმაზე მეშლება, რომ არაფერი მითხრა. მათი ასეთი თბილი ურთიერთობა, ერთი დღის დამსახურება რომ არ არის, მაგას თქმა არც უნდა. რა, რამეს დავუშლიდი რომ მოეყოლა?
გული მწყდება. ვიცი, ამჩნევს და თითქოს, თვალებით მეუბნება აგიხსნიო.
- კარგი, აღარ შეგაყოვნებთ. - მათ შორის ვძვრები და პირდაპირ ნომრისკენ მივდივარ.
- მერე ისაუბრებთ, არაფერია. - რა თქმა უნდა, გიორგი აწყნარებს და მხოლოდ მას შემდეგ მომყვება.
არ ვიცი, რამდენად გამოიღებს შედეგს, თუმცა მარტივი საუბარი რომ არ გველის, ფაქტია..

***
არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ნიცასა და გიორგის ე.წ 'თამაში', თუმცა ასე იდეალურად და ჰარმონიულად რომ ჯერ არასდროს, არავისთან უთამაშია, ცხადია.
ოთახში შესვლისთანავე გაახილა თვალები. ყოველთვის ფრთხილი ძილი ჰქონდა და ყოველი გაღვიძებისთანავე, დიდი ხვეწნა-მუდარით თუ იბრუნებდა - ხოლმე, მაგრამ ახლა, გიორგი დაინახა და რა დააძინებდა.
მართლა ძალიან მიკვირს, მისი ასეთი დამოკიდებულება ნიცასთან. ზოგადად ბავშვებთან. რაღაცნაირად, არ წარმომედგინა. განა იმიტომ, რომ ვერ შეძლებს - მეთქი, უბრალოდ გარეგნულად საერთოდ არაა ის ტიპაჟი, ბავშვებზე რომ აფრენდეს.
შინაგანი სამყაროს გახსნა კი..არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყო ადამიანისთვის, ეს რომ გააკეთოს.
უცნაურია, მათმა ყურებამ, მე მომქანცა და ისინი როგორ არ დაიღალნენ მიკვირს.
დერეფანში გავდივარ. თითქოს, რაღაც მჭირდება. თუნდაც თიკოს ნახვა, დალაპარაკება, ის, რომ ჩვენს შორის გაუგებრობა და ამხელა სიცარიელე არ იყოს, რაღაც ვუშველოთ. ალბათ, ეს როგორღაც დამიწყნარებს არეულ ფიქრებს და მასთან შერწყმულ გულისცემას, მაგრამ არა.. საათზე მეტი გავიდა, ის კი, ჯერაც არ ჩანს.
ესეც მისი 'ცოტას გავივლით'
ნეტავ, მე რომ მოვქცეულიყავი მისნაირად, თვითონ რას იგრძნობდა ახლა?
ორმაგად დაფიქრებული ვბრუნდები ნომერში, თუმცა ჩამი ჩუმიც აღარ ისმის. შიში მიპყრობს, თუმცა როგორც კი ორივეს საწოლზე ვხედავ, ოდნავ ვმშვიდდები. სძინავთ. არ ვიცი, ნუთუ ამდენ ხანს ვიდექი გარეთ..
ინსტიქტურად, საათისკენ გამირბის მზერა, რომელიც ჩემს მოსაზრებას ამყარებს და შინაგანად ვოხრავ. ფრთხილად ვუახლოვდები კედელზე მყოფ ჩამრთველს და სინათლეს ვაქრობ.
ერთად იმდენად საყვარლები არიან, შემიძლია, მთელი ღამე, დაუსრულებლად ვუყურო. როგორ მშვიდად სძინავს გიორგის მკლავებში ნიცას, ის კი, როგორ არის მასზე მთელი არსებით ჩახუტებული..
ნელა ვუახლოვდები და ისე, რომ არ გავაღვიძო, ჯერ ნიცას ვკოცნი შუბლზე.
მერე, გიორგისკენ ვიხრები, მაგრამ ვჩერდები.. არ ვიცი, თითქოს რაღაც მიჭერს. რაღაც მეწინააღმდეგება, მაგრამ ამავდროულად მიბიძგებს კიდეც. უცნაური შეგრძნება მაქვს, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და მასაც ნაზად ვეხები საფეთქელზე.
იშმუშნება. მგონია, რომ გავაღვიძე და დამფრთხალი, სასწრაფოდ ვიხევ უკან.
რამდენიმე წამს ვუყურებ, მაგრამ აღარ ინძრევა და მეც, ოდნავ დამშვიდებული გავდივარ აივანზე.
მთვარიანი ღამეა.
ისეთი ნათელი, დღე გეგონებათ.
მოაჯირს, ხელებით ვეყრდნობი და ლამპიონებს ვუყურებ, რომლებიც ყველასა და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ანათებენ...
გრილი სიო, კანს უცნაურად მიწვავს. თითქოს, მცივა და არც. გონებაში, ყველა მივიწყებული ფიქრი, ერთად იწყებს ტრიალს და ზუსტად მაშინ, როცა ვცდილობ, როგორმე გავაჩერო, შეხებას ვგრძნობ წელზე და ყველაფერი, ისე სწრაფად ქრება, თითქოს არც არასდროს არსებობდა..
შემობრუნება მინდა, თუმცა მეორე ხელსაც მხვევს და ზურგიდან მეხუტება.
- გიორგი..
- გისმენ. -ისე სწრაფად მპასუხობს, მიკვირს.
- მე გაგაღვიძე? - ამის კითხვას არ ვაპირებდი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფქრე.
- არც მეძინა.
- მართლა? - უცნაურია. ერთი წამით არ შემპარვია იმაში ეჭვი, რომ არ ეძინა.
მშორდება. აივანს, ჩემს გვერდით ზურგით ეყრდნობა და სიგარეტს იღებს ჯიბიდან.
მინდა, ვუთხრა არ მოწიო - მეთქი, მაგრამ თან ვერ ვეწინააღმდეგები.
ეღიმება. ვიცი, ხვდება რასაც ვფიქრობ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მაინც უკიდებს.
- მასე ნუ მიყურებ.
- როგორ გიყურებ..- ვიბნევი.
- თვალებით მეჩხუბები, რეალურად სხვა რამეს, ან საერთოდ არაფერს ამბობ.
- ანუ, ვთამაშობ?
- რა გითხრა.. - მხრებს იჩეჩავს და მზერას მარიდებს.
- კარგია, თუ ცუდი. მე არასდროს მომწონდა, ჩემთანაც რომ თამაშობდი ხოლმე.
- მსახიობობის სურვილი არ იბადება, ცხოვრება თავად გაიძულებს ითამაშო.
- გარემოებებიც,
მაგრამ არა ყველგან..
წამიერად მისწორებს თვალს, მერე, ისევ სიგარეტს უბრუნდება. თავს მაღლა სწევს და მის კვამლში ეხვევა.
- მაინც, ელენე.. რეალურ ცხოვრებაში თამაშს, სულ სხვაგავრი ხიბლი აქვს. არ იცი, როდის გიბრძანებს ცხოვრება გაღიმებას და ამისთვის არ ემზადები.
უბრალოდ იცი, ერთ დღეს.. მოგიწევს, შენი სურვილის გარეშე გააკეთო ეს.
როგორი იოლი და ამავდროულად, როგორი ძნელია, არა?
- ისედაც მთელი ცხოვრება თამაში არაა? ჩვენ ყველა კი, მისი, უფანტაზიო მსახიობები ვართ.
ისევ ეღიმება. მზერას, ერთ წერტილს არაფრით აშორებს, თითქოს, სათქმელს ალაგებსო.
- უფანტაზიო, მომეწონა. - მოულოდნელად მისწორებს თვალს და ახლა, კიდევ სულ სხვა მზერა აქვს. ისეთი, როგორიც არასდროს, არსად..
- მომწონს, რომ მიგებ.
- უბრალოდ ერთი გზა გვაქვს არჩეული-დაუფიქრებლად ვპასუხობ.
- და არცერთს აღარ გვინდა ის, რასაც ვაკეთებთ..
თავს ვუქნევ.
- მაგრამ.. ცხოვრებაში ისედაც ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რაც არ გვინდა. ამის გამო, არ ვნებდებით.. არასდროს, არაფერს..
ვიცი, რომ ხვდება, რასაც ვგულისხმობ.
- იძულებული ვართ, რომ არ დავნებდეთ.
- იძულებულიც რომ არ იყო, დამპირდი, რომ არ დანებდები. - იმდენად კატეგორიულად გამომდის, მეც მიკვირს. ისევ ეღიმება.. მაგრამ ეს უკვე ყალბია.
- იქნებ, უკვე დავნებდი კიდეც..
- სანამ ცოცხალი ვარ, ამის უფლებას არ მოგცემ. - არ ვიცი რატომ, მაგრამ ცრემლები მაწვება - შენი დანებება, ჩემი სიკვდილია, ხომ არ გინდა, რომ მოვკვდე?
ერთი ნაბიჯით მიახლოვდება, ხელს, ყელში მიცურებს, იხრება და იქვე მკოცნის..
- არ იტირო.
- გიორგი.. - თავს ვიკავებდი, მაგრამ მისმა სიტყვებმა, უარესი დამმართა.
- რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს, არაფრის ფასად, არავისთვის, არავისზე არ იტირო. ნიცა გყავს, რომელსაც ძლიერი დედა სჭირდება გვერდით და ჩემი სიყვარული გაქვს, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე.. - გულზე მადებს ხელს და ისევ ოდნავ მიღიმის.
თავს ვერ ვიკავებ.. მართლა ვერ ვიკავებ.
- გთხოვ..
- ნუ მთხოვ, ელენე. თვალებს რომ ვხუჭავ, ისიც არ ვიცი, თუ გათენდება. ჩემთვის, ყველა დღე ბნელია. იმის მიუხედავად, რომ შენ და ნიცა სინათლე ხართ, ყოველ წამს, მგონია რომ ისე დაბნელდება, ვეღარ დაგინახავთ..
- ან ისე გათენდება, რომ აღარასდროს დაბნელდება - ძლივს ვაბამ ერთმანეთს სიტყვებს.
თავს მიქნევს.
- ხო, შეიძლება. დამიჯერე, მეც მინდა, რომ ასე მოხდეს.
- მაშინ ირწმუნე. ჩვენთან ერთად იყავი. იქამდე გაგინათებთ, სანამ არ გათენდება..
მეხუტება. ხელებს მხვევს და თავს, ჩემს თმაში რგავს.
- რაც არ უნდა მოხდეს...
- არაფერი არ მოხდება. - ვაწყვეტინებ.
- იცოდე, რომ იმ წამიდან მიყვარხარ, როცა დაგინახე.
- მეც..
- და ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები..- მშორდება და ისევ, მზერას მისწორებს. თვალები ამღვრეული აქვს. ისევე, როგორც მე.. შეიძლება, ჩემი ანარეკლია, ვინ იცის..
- თუ გათენდება.. ხელს მოგკიდებთ და აღარასდროს გაგიშვებთ.
- ჩვენ კი იქამდე არ გაგიშვებთ, სანამ არ გათენდება.
ისევ მიღიმის. მერე, იხრება და წამიერად, თითქმის არც კი მეხება ტუჩებზე.
- ძილინებისა..
გვერდს მივლის.
- გიორგი.. - მაინც ვაჩერებ.
ტრიალდება.
- ხვალ..
- ხვალ მითხარი.
თითქოს, შემდეგი დღის ძალას მაძლევს და არც..
თავს ვუქნევ და თვალებს ვხუჭავ.
ვერ ვხედავ როგორ მიდის, მაგრამ ვგრძნობ.
იმასაც ვგრძნობ, რომ დაბრუნდება.
დაბრუნდება და თან სამუდამოდ..
***
თიკოს უშედეგო ლოდინის შემდეგ, ნიცასთან მივდივარ. ისევ უშფოთველად სძინავს. საბანს ვუსწორებ და ზუსტად მაშინ, როცა ვაპირებ რომ გვერდით მივუწვე, კარის ჭრიალის ხმა მესმის და ვჩერდები.
სპეციალურად დავტოვე ღია. ვიცი, რა დროსაც არ უნდა მოსულიყო, მაინც შემოიხედავდა.
- თიკო. - არ ვიცი, სინათლე რომ ვერ დაინახა ამიტომ დააპირა უკან გაბრუნება თუ რა იყო, მაგრამ კიდევ კარგი, დროულად დავიჭირე.
- ენე, მეგონა გეძინათ. - თავის მართლების ინსტიქტი აუმუშავდა.
- წამოდი, აივანზე გავიდეთ. - თვალითაც ვანიშნებ და პირველი შევდივარ ოთახში.
მომყვება.
ნიცას, მხოლოდ წამიერად ავლებს თვალს და ისიც აივანზე გამოდის.
- მაპატიე, ვიცი, რომ მელოდებოდი, მაგრამ.. უფრო ადრე მოსვლა ვერ მოვახერხე.
უბრალოდ ვოხრავ.
- თიკო, როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს რაღაცეებს?
- თქმას ვაპირებდი.. - თვალს ვერ მისწორებს.
- როდის? ქორწილის დღეს?
- რა ქორწილი, ენე. კარგი რაა.. ჯერ შეყვარებულებიც არ ვართ - სახეზეც ეხატება უკმაყოფილება და გვერდს მივლის.
- მაგიტომაც კოცნიდი, არა?
- შენ რა, მითვალთვალებდი? - თვალები უფართოვდება.
- რა შუაშია, უბრალოდ დავინახე.
ღრმად სუნთქავს, მოაჯირს აყოლებს ხელს და მერე, ცაზე, მთვარეს აკვირდება.
- თიკო.
- 2 დღეა, რაც ვიცნობ, ენე. მეუბნება, რომ ჩემზეა შეყვარებული, მაგრამ ასე მალე როგორ დავთანხმდე ურთიერთობაზე..
- და?
- და არაფერი. მომწონს, კარგი ბიჭია, მაგრამ.. მინდა, რომ უკეთ გავიცნო. ასე უცებ, ვერ ჩამოვეკიდები კისერზე. ჯერ არაფერი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ მეგობრები ვართ. წეღან.. პირველად მაკოცა და რომ დაგეცდია, ამას მოგიყვებოდი. - წარბებს კრავს და ისევ მარიდებს მზერას.
არადა, რა ჩემი ბრალია, მართლა შემთხვევით არ დავინახე?
- თან.. შენც შენი პრობლემები გაქვს. სანდროც დაემატა ყველაფერს. ვიფიქრე, რომ ამის დრო არ იყო.
განდგურებული იყავი. როგორ მეთქვა, იცი, თქვენი სერიალის მთავარი პროდიუსერი მეფლირტავება მეთქი..
ვჩუმდები. მართალია, რა ვუთხრა. მისი ჩამოსვლის დღიდან, ნორმალურად არც გვისაუბრია, აზრადაც არ მომსვლია, ერთხელ მაინც, მისთვისაც მეკითხა როგორ ხარ, რა ხდება შენს თავს - მეთქი. ისე ვარ საკუთარ პრობლემებს გადაყოლილი, გარშემო ვერაფერს ვეღარ ვამჩნევ.
- მაპატიე.. - სხვა ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებ - რა უფლება მაქვს, რომ გიბრაზდები..
- არ მიბრზადები, ნორმალური რეაქცია გაქვს, თავი არ დაიდანაშაულო.
- უბრალოდ.. გული დამწყდა. მეგონა, რომ არ მიყვებოდი, არ მომიყვებოდი თუ რაღაც ასეთი.. - ვხვდები, რომ უკვე წინადადებასაც ვეღარ ვალაგებ და საერთოდ ვჩუმდები.
- კარგი რა, არ მოიწყინოო. -მიახლოვდება და თავად მიღიმის - დაივიწყე და მომიყევი, როგორი ბიჭია დათო.. ანუ, როგორი უფროსია, ხშირად ბრაზდება ხოლმე?
თვალები უციმციმებს. ამაზე, მეც მეღიმება. პირველად ვხედავ, ასეთ ბედნიერს და მინდა, სულ ასეთი იყოს.
- სიტუაციას გააჩნია. მთავარია, მდგომარეობიდან არავინ გამოიყვანოს, ისე არაუშავს. როგორღაც ვიტანთ, მის წუწუწნს.
- ანუ წუწუნებს ხოლმე? - ეღიმება - არადა, მიმტკიცებდა წუწუნი არ მიყვარსო.
- რეალურად, არ ვიცი. მაგრამ გადაღებისას.. არ გაიმტყუნება, უნდა რომ კარგი გამოვიდეს.
- ჰო, არა?
- ჰო - თავსაც ვუქნევ.
- თუ გინდა, დღეს მეც თქვენთან დავიძინებ..
- შეიძლება.
- მაგარია. ნიცა რომ გაიღვიძებს და ორივეს ერთად დაგვინახავს.
ნუ.. შენ კი გირჩევნია, გიორგი იყოს ჩემს ნაცვლად, მაგრამ..
- თიკო! - მაშინვე თვალებს ვუქაჩავ.
ეცინება.
- არ გეგონოს, არ ვიცოდე, რომ ხვდებით, ქალბატონო ელენე. შენ რომ გადამეკიდე, რატომ დამიმალეო, მე ეგრე გადაგეკიდე? პატიოსნად გელოდები, როდის გადაწყვეტ მოყოლას, როდის იქნები მზად.
- ჩვენი სიტუაცია, სხვანაირი თიკო. ხომ იცი, რომ..
- ვიცი, კარგი. ისიც ვიცი, რომ ადვილი არაა ამაზე ლაპარაკი. მე არაფერს გაძალებ..
- ვიცი, არც მე მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო.
- მე ისედაც ვაპირებდი, მოყოლას. ასე რომ, დამნაშავე არ ხარ, არაფერში.
წამოდი დავიძინოთ, ძალიან დავიღალე..
თავს ვუქნევ და უკვე კარისკენ მიმავალს, უკან მივყვები.
***
მზიანი დილა გათენდა. მაგრამ იმდენ ხანს მეძინა, მგონი დილა აღარც არის.
ძლივს ვწევ საწოლიდან თავს და პირველი, კედელზე მყოფ საათს ვუყურებ, რომელიც არა.. არ მეშლება, მართლა თორმეტს აჩვენებს.
ვერ გავიგე, ასე როგორ დამეძინა, რომ ვერც თიკოს ადგომა გავიგე და ვერც ნიცასი.
სწრაფად ვდგები და მაშინვე კარადასთან მივდივარ.
კვლავ რაც ხელში მხვდება იმას ვიღებ და ამჯერად, აბაზანისკენ ვიღებ გეზს.
ვიცი, რომ ნიცა თუ ჩემთან არაა, თიკოსთანაა და მშვიდად ვარ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ვჩაქრობ ან.. ვერ ვჩქარობ, მიუხედავად იმისა, რომ გონება ათას რამეზე მაფიქრებს და მაჩქარებს, მაინც.
ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს. რაღაცნაირი წინათგრძნობა მაქვს და ვერ ვხვდები ვის ეხება ან რას ეხება.
როგორც კი გამოვდივარ, მაშინვე ტელეფონს ვიღებ და თიკოს ვურეკავ. მეორე ხელით, ვცდილობ თმა გავიშრო, მაგრამ თიკო არ მპასუხობს და ნერვიულობა მეწყება. სასწრაფოდ ვთიშავ ფენს და ჯერ კიდევ ნახევრად სველი თმით გამოვდივარ გარეთ.
დერეფანში სიმშვიდეა.
წესით, პირველზე გადაღებები უნდა დაგვეწყო და ცოტა ხნით ადრე, ყველა დაბლა უნდა იყოს შეკრებილი, მაგრამ იქ ჩასულს, რამდენიმე ადამიანის გარდა არავინ მხვდება და ისინიც ისე ნერვიულად გადი გამოდიან, უკვე აშკარაა, რომ რაღაც მოხდა.
მათკენ მივდივარ და ოდნავ მოშორებით მდგარ თიკოს და ნიცასაც ვხედავ. ვმშვიდდები, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ.
- დედაა.. - როგორც კი ვუახლოვდები, მაშინვე ჩემსკენ მორბის ნიცა.
ვეხვევი და როგორც შემიძლია ვუღიმი.
- რა ხდება? - ახლა დათოზე გადამაქვს მზერა, რომელიც ნერვიულად ათამაშებს ტელეფონს ხელში.
- მეორედ მოსვლაა, ელენე.
- წესიერად მითხარი. - სათითაოდ ვავლებ ეიფორიაში მყოფ მსახიობებს თვალს.
- სანდრო წავიდა. გიორგი გაქრა. ზურა აი ასე წეწავს - თავისი ხუჭუჭა თმისკენ მიაქვს ხელი და იმიტაციას აკეთებს.
ვშეშდები. წავიდა.. გაქრა..
გონებაში გაორებულად ჩამესმის და ყველანაირად ვცდილობ დავიჯერო, რომ მათი ერთდროულად წასვლა, ერთად წასვლას არ ნიშნავს.
- სად.. - ძლივს ვიღებ ხმას- სად წავიდნენ..
- სანდრო ამერიკაში დამტყდარა. მესიჯი მომწერა, უყურე.. - ცხვირწინ მიფრიალებს ტელეფონს, თუმცა არაფრის წაკითხვის თავი არ მაქვს.
- დილის 6 საათზე გაფრენილა და მხოლოდ ახლა მომწერა. ან ჩამოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არის..
ოდნავ ვმშვიდდები, მარტო წავიდა. ანუ გიორგი მასთან ერთად არაა.
მთავარია, რომ მას არ მივუტოვებივარ.. ასე ვერ მომექცეოდა..
- გიორგი? - გაუბედავად ვეკითხები.
- არ ვიცი. აზრზე არ ვარ. - მხრებს იჩეჩავს. - დილიდან ვერავინ პოულობს, ტელეფონი გამორთული აქვს.
- დაბრუნდება.. - უფრო ჩემთვის ვამბობ.
- ყველამ ვიცით, რომ ასეთი რაღაცეები ახასიათებს, მაგრამ დარეკავდა, მომწერდა. ყოველ შემთხვევაში ვიღაცას გააგებინებდა მაინც.. დანიშნულ დროს, ამდენს არ გადააცელდა - საათზე იყურება - არ ვიცი, ღმერთმა გისმინოს, იქნებ მართლა დაბრუნდეს.
- გიორგი მე დავინახე დილას, .. - მოულოდნელად სწევს თავს ნიცა.
- რა? სად დედიკო?
- სად დაინახე? - ახლა, დათოც ერთვება საუბარში.
- აივანზე რომ გავედი, იქ იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.. დაძახებას ვაპირებდი, მაგრამ ქეთიო, რაღაც.. ასე თქვა და გაიქცა. ვერ გავიგე, რატომ გაიქცა, მაგრამ..
აღარაფერი მესმის.
გონებაში, მხოლოდ ქეთია..
ქეთი და მისი გაქცევა..
ვიცი, რომ ან 'დაბნელდა ან გათენდა..'
მაგრამ ისიც ვიცი, რომ 'დაბნელებას' ვერცერთი ვერ გადავიტანთ..
***
არ მახსოვს, თბილისამდე როგორ ჩამოვედი. სრულ აგონიაში მყოფმა, მარტო ის მოვახერხე, რომ ნიცასთვის ხელი მომეკიდა და წამოვსულიყავი.
იმის მიუხედავად, რომ არ მინდა ნიცა ამ ყველაფრის, ჩემი ცრემლების და შესაძლო ცუდის შემსწრე გახდეს, ვიცი, ერთადერთია, ვისაც გიორგი მოუსმენს.
ღმერთს ვთხოვ, საჭირო არ გახდეს, მაგრამ მაინც..
არაფერი მითქვამს, მთელი გზა, მის სახეზე ყველა ემოციას ვკითხულობდი და ახლაც ვკითხულობ, მაგრამ არ მაქვს სიტყვები, რომლითაც ახსნას შევძლებ. ხვდება. ჰო, პატარაა, მაგრამ გარემოებებმა უკვე აიძულა გაზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ყველაფრის თავიდან არიდებას ვცდილობდი, რაღაცეების შემსწრე მაინც ხდებოდა, რამაც გარკვეულწილად მიახვედრა, რომ ცხოვრება, მხოლოდ ღიმილი არაა.
ეს კარგი არაა და სულაც არ მიხარია, რომ ასეა. მირჩევნია, მე დამაწვეს ყველაფერი, ოღონდ მას არა.
მირჩევნია ავუხსნა მაშინაც კი, როცა არ შემიძლია, ვიდრე ვხედავდე, რომ ყველაფერი ესმის. ჰო, ესმის, ხედავს და მე არ შემიძლია მის გონებაში რაიმეს სხვა ფერი მივცე. ისე განიცდის, როგორც არის და მე, ვერც ამას ვარიდებ თავიდან.
მასზე ფიქრი, სხვაგან მაგდებს.
წამით მავიწყდება ყველაფერი..
საავადმყოფოს დანახვისას, უეცარი შიში მიპყრობს და ინსტიქტურად გადამაქვს მზერა ნიცაზე, რომელიც წამით არ აშორებს შენობას თვალს.
- გიორგი იქაა?
თავს ვუქნევ.
შეიძლება იქ არცაა, მაგრამ..
არ შემიძლია რამე ვთქვა. თითქოს, ყელში ის ბურთი მაქვს, რომლის არსებობის არასდროს მჯეროდა.
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, ისევ ვაგრძელებ გზას.
ვგრძნობ, რომ აღარც ნიცა მომყვება იგივე შემართებით.
საკუთარ თავზე ნერვებმოშლილს, კიდევ ერთხელ მძულდება 'მე' რომელიც მას, ამის გადატანას აიძულებს.
ვერ დავტოვებ, გვიანია..
მაშინ საერთოდ არ უნდა წამომეყვანა.
შენობაში შესვლისთანავე, სირბილით მივდივარ რეგისტრატურასთან და იქ მჯდომ, პირველივე გოგონას პირისპირ ვჩერდები.
- უკაცრავად - ძლივს ვიღებ ხმას- ქეთი ლეჟავა.. თქვენი პაციენტია, კომაში იყო, მისი მდგომარეობა მაინტერესებს.
- 1 წუთით. - კომპიუტერში რაღაცას ეძებს და მერე, ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა.
- ქალბატონი ქეთის ვინ ბრძანდებით?
ვჩერდები. მართლა არ ვიცი, რა ვუპასუხო და ვგრძნობ, რომ ეს დაბნეულობა სახეზეც იკიდებს ფეხს.
- მე.. იცით.. მეგობარი.- ვიცი, მეტყობა, რომ ვიტყუები, მაგრამ..
- ინფორმაცია მხოლოდ ოჯახის წევრებზე გაიცემა, ქალბატონო. სხვა მხრივ, კონფიდენციალურია, მწუხვარ.
- მომისმინეთ.. უბრალოდ მდგომარეობა მაინტერესებს. გავიგე, რომ ცვლილებები იყო, გთხოვთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- მესმის, ქალბატონო, მაგრამ უფლება არ მაქვს. თანაც ამ შემთხვევაში, მის ექიმს უნდა გაესაუბროთ, დეტალურად, მხოლოდ ის გეტყვით რა ცვლილებებია და როგორ.
ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან.
ახლა, იმაზე მეტად მეშინია, ვიდრე აქამდე. მოშორებით მდგარ ნიცას ხელს ვკიდებ და უკვე ნაცნობი კიბეების მიმართულებით ვიღებ გეზს.
სიმშვიდეა.
მეორე სართულზე, ლიფტთან ვჩერდებით და იქვე მდგარი დაცვის თანამშრომელიც მაშინვე ჩვენსკენ მოდის.
- სად მიბრძანდებით?
- იცით.. მეგობარი უნდა ვნახო. ქეთი ლეჟავა, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო, თუ არ ვცდები.
- ნახვის საათები არ არის, ქალბატონო. ესეც რომ არა, რეანიმაციაში შესასვლელად, ექიმის ნებართვაა საჭირო, საშვი უნდა მაჩვენოთ.
ღრმად ვსუნთქავ.
მართლა აღარ მაქვს ძალა..
მხოლოდ იმის ცოდნაც საკმარისი იქნება, რომ ქეთი კარგადაა და საერთოდ არ ავალ, მაგრამ..
- მომისმინეთ, კარგი, არ ავალთ, მაგრამ.. გთხოვთ, მითხარით, რაიმე ცუდი ხომ არ გაგიგიათ..- ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა საჭიროებას ვერაფერს ვუხერხებ - ან, კომიდან ხომ არ გამოსულა ვინმე?..
- მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, ექიმს გაესაუბრეთ.
- ვინაა ექიმი?! სადაა ექიმი?! - მექანიკურად ვუწევ ტონს - არაფერს მეუბნებით, ლამის გავგიჟდე.. - სრულიად ძალაგამოცლილი, კედელს ვეყრდნობი.
- რეგისტრატურაში გაარკვიეთ და შემდეგ დაელოდეთ.
- დაველოდო.. - ჩემთვის ვიმეორებ - როგორ დაველოდო..
- დედა - მაშინვე ხელს მკიდებს ნიცა. - გთხოვ, არ იტირო, წავიდეთ.
თავს ვუქნევ. სწრაფად ვიწმენდ ცრემლებს და კიბეებისკენ მივდივარ.
მაშინვე გვერდს გვივლის დაცვის თანამშრომელი.
ძლივს ვიკრებ ძალას და კიბის საფეხურზე ფეხს ვდგამ.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე და ამ გაურკვევლობას, ჭკუიდან გადავყავარ..
- ქალბატონო, ერთი წუთით.
ხმა მესმის, თუმცა არ ვტრიალდები. ეჭვი მეპარება, რომ მე მეძახის, თუმცა ხმა ისევ მესმის. ამჯერად, უფრო ახლოდან და ვხვდები, რომ ჩვენ მოგვყვევა.
მისკენ ვტრიალდები და ექთანს ვცნობ.
ის გოგოა, რომლისგანაც ქეთიზე გავიგე. დარწმუნებული ვარ, ისიც მცნობს. ჩემს გვერდით მდგარ ნიცას, მხოლოდ წამით ავლებს თვალს და მერე, ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა.
- ქეთი ლეჟავას კითხულობდით, არა? თქვენი საუბარი გავიგონე.
- დიახ. - სწრაფად ვუქნევ თავს და იმ იმედით, რომ რამეს მეტყვის, უფრო დაჟინებით ვაცქერდები თვალებში.
- გონს მოვიდა, გილოცავთ.
მისი სიტყვები, გაორებულად ჩამესმის ყურში..
გული მიჩქარდება, ვგრძნობ, რომ ამდენი ხნის მძიმე ლოდი ერთიანად მომწყდა და შვებისგან, ღრმად ვსუნთქავ.
- ბატონი გიორგი მასთანაა, არ ინერვიულოთ, ახლა ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება. მალე გაწერენ..
მეტირება. ახლა, სიხარულისგან ვეღარ ვიკავებ ცრემლებს.
გიორგის რომ წარმოვიდგენ და მის თვალებს, რომელშიც სინათლეა.. ამდენი ხნის ნანატრი სინათლე, წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ.
ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, მასთან ყოფნა არ შემიძლია, გრძნობს, რომ ერთად ვართ.. არ მიმიტოვებია და არც ის მიმატოვებს, ერთმანეთს, აღარასდროს, არცერთი არ მივატოვებთ..
ჩვენ სიბნელეზე გავიმარჯვეთ.
ჩვენ, ერთად გავიმარჯვეთ..
***
პირველად დავბრუნდი სახლში ასეთი ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახვა ვერ მოვახერხეთ, ერთხელაც არ დაუწუწუნია ნიცას. პირიქით, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მთელი გზა ამბობდა, ასე უკეთესია, საავადმყოფოში რომ აღარ იქნებიან, მერე ვნახავთ გიორგის და ქეთისაც გაგვაცნობსო.
ნიცას არ უყვარს საავადმყოფოები.
ვის უყვარს, მაგრამ მას განსაკუთრებით. მხოლოდ იმიტომ წამომყვა, რომ ვთხოვე, ვუთხარი საჭიროა - მეთქი.
გამეხარდა, რომ ეს საჭიროება არ დაგვჭირდა. ჰო, ეს, ორმაგად გამეხარდა.
სახლში შესვლისთანავე აიჩემა დეიდას დავურეკოთო. კი მივწერე, რომ აღარ ენერვიულა, მაგრამ ნიცასთვის დეიდა სხვა საფეხურზეა. მეორე დედაა და ვერც მის გარეშე სძლებს.
თითქმის ერთი საათი ილაპარაკეს და დაღლილს რომ ჩაეძინა, მხოლოდ მაშინ ავაცალე ტელეფონი.
თიკო ისევ ხაზზე იყო. შემთხვევით ვისარგებლე და ზურაზე ვკითხე. აქ, მაშინვე დათო ჩაერთო საუბარში.
თურმე, ამდენ ხანს გვერდით ეჯდა და ერთი არ გამაფრთხილა..
სარგებლობს იმით, რომ იცის ვერ გავბრაზდები, მითუმეტეს დღეს.
- ხვალ ვიბარგებით, ზურამ გეგმები შეცვალა.
- ანუ აღარ გაგრძელდება? - პასუხი ვიცი, მაგრამ მაინც.
- 2 მთავარი მსახიობი არ არის, ელენე. ნუ მესამე შენ. ზურას ქეთიზე რომ ვუთხარი, ნუ.. რა თქმა უნდა გაეხარდა, მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რომ გიორგი მომსვლელი არაა ჯერ. ლოდინს აზრი არ აქვს..
ძალიან ეჭვი მეპარება იმაში, რომ ზურა ადამიანია და ადამიანური გრძნობებით გაეხარდა, მაგრამ კარგი.
- სანახავად აპირებ მისვლას? - ახლა თიკო ერთვება საუბარში.
- მინდა, მაგრამ არ ვიცი.. რამდენად სწორი იქნება, რომ ახლა მივიდე. თან.. ნიცას ვერავისთან დავტოვებ. ისევ საავადმყოფოში რომ წავიყავნო, ისიც არ მინდა. მის გარეშე რომ წავიდე, არ ვიცი..
- მე მგონია, რომ ჯობია დაიცადო - დათო მპასუხობს - რაც არ უნდა იყოს, გოგო ამდენი ხნის შემდეგ, კომიდან გამოვიდა, აზრზე მოსვლა სჭირდება.
- ჰო, ენე. მან მგონი მშობლებზეც არ იცის.. გიორგი რომ დაელაპარაკება და ყველაფერი რომ დალაგდება, თავად დაგირეკავს.
- ასე გგონია?
- ჰო... როცა საჭიროდ ჩათვლის, თავს მზად ჩათვლის. არ ვიცი, მე ასე მგონია.
თავს ვუქნევ.
ალბათ, მართლა ასე სჯობს.
ბოლოს და ბოლოს, ქეთისაც ბევრი აქვს გამოსავლელი. გამოვლილი მოსასმენი..
ზედმეტი იქნება, ახლა თუ დავადგები. თანაც მაშინ, როცა არ მიცნობს და გიორგიც არაა მზად იმისთვის, რომ ერთმანეთი გაგვაცნოს.
ახლა მასზეა..
ვიცი, რომ დაბრუნდება.
ერთ დღეს, სხვანაირად ნათელი..
ისეთი, როგორსაც დამპირდა.
მე მისი მჯერა, ვენდობი და დარწმუნებული ვარ, სწორ დროს, სწორ ადგილას შევხვდებით..
***
კვირაზე მეტი გავიდა.
თიკო დაბრუნდა. სახლში კვლავ ჰარმონიამ დაისადგურა.
ნიცას ბედნიერების ყურებამ, რაღაც დღეები გადამატანინა, მაგრამ როცა მასაც გაუჩნდა გიორგიზე კითხვები, მივხვდი, რომ უკვე საკმაოდ გავიდა დრო..
ვურეკავდი. ვწერდი. ისევ ვურეკავდი.. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, არცერთხელ ჩაურთავს ტელეფონი.
სერიოზული ნერვიულობა დამეწყო, პანიკა. შიში იმისა, რომ რაღაც მოხდა და მე არ ვიცოდი.
ყველა გზით მაწყნარებდა თიკო, მაგრამ ბოლოს მასაც ამოეწურა ლიმიტი.
ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრში, რა პერიოდი სჭირდებოდა ქეთის ადაპტაციისათვის და გავიდა თუ არა, დროზე მეტი.
მისი მესმოდა..
ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ გაფრენილ ერთ კვირას, მეორეც არ მიემატა.
იქნებ, დავავიწყდით...
იქნებ, მისთვის ქეთი იყო სამყარო, რომელიც ავსებდა..
ამაზე ფიქრი მტკიოდა.
არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე.
კვირის ბოლოს, სრულიად მოულოდნელად ზურა დამადგა თავზე.
იმის მიუხედავად, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა მასთან საუბარი, ადამიანობა შევინარჩუნე და სახლში შემოვუშვი.
თიკოს და ნიცას უკვე ეძინათ.
შესაძლოა, სპეციალურად შეარჩია კიდეც ეს დრო.
აივანზე გავიყვანე და ყავა შევთავაზე.
უარი მითხრა. გრძელ სკამზე ჩამოჯდა და მეც მის გვერდით მიმითითა.
ყველაზე ნაკლებად მინდა, სერიალზე საუბარი. ალაბათ, მიხვდა. მომეჩვენა, თითქოს სათქმელად მომზადებული სიტყვა შეცვალა.
- იცი, ელენე.. დრო ცვლის ადამიანს.
ბოლოს, ასე ფილოსოფოსობა რომ დაიწყო, კარგად არ დამთავრებულა და შიში მიპყრობს. თითქოს, ისევ რაღაცას მაპარებს.
- მაგრამ მე ვერ შემცვალა. - ოდნავ ეღიმება და მოულოდნელად მისწორებს თვალს - ადრე, ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მთავარი სერიალი იყო და ახლაც ასეა.
- არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ.
- ვაღიარებ, სანდროს ჩამოყვანა გამოუსწორებელი შეცდომა იყო. მაგრამ.. რეიტინგის მხრივ, ბომბი იქნებოდა. ვიცოდი, განა სიურპრიზი იყო, შენი რეაქცია.. ბოდიშიც კი წინასწარ მოგიხადე, ვიცოდი, მერე აღარ მომისმენდი.
- მახსოვს - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცდილობს შემახსენოს, მე ხომ გთხოვე პატიებაო.
- ვიცი, რომ არ მაპატიებ. თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ ის გთხოვო, რასაც არ ვიმსახურებ. უბრალოდ.. ელენე, მინდა, რაღაც გავაკეთო შენთვის, თქვენთვის..
წარბებს ვკრავ. ვერ ვხვდები, რას გულისხმობს.
- სერიალი დავხურე.
- რა? - იმის მიუხედავად, რომ მონაწილეობა არც თავიდან მინდოდა და არც ახლა მინდა, ცისია არ მემეტება.. ის ეკრანებს იმსახურებდა, იმსახურებდა იმას, რომ ხალხს გაეცნო, თუნდაც ჩემი განსახიერებული.
- სამუდამოდ არა. ვიცი, რომ მონაწილეობა ამ ეტაპზე არც შენ გინდა და არც გიორგის.. მე კი დავიღალე იმით, რომ ყოველ ჯერზე ხალხს იმის გაკეთებას ვაიძულებ, რაც არ უნდათ.
ხო, მართლა. ქეთიზე გავიგე.. გიორგის ვერ ვუკავშირდები. თუ ნახავ, ყველაფერთან ერთად გადაეცი, რომ გამეხარდა.
კარიერულ წინსვლას გისურვებთ.
უბრალოდ მინდა ორივემ იცოდეთ, რომ ეს თქვენი სფეროა. ადგილი, სადაც წარმატებას მიაღწევთ.
თუ ოდესმე.. - ნელა დგება - გადაწყვეტთ, რომ ცისია და ირაკლი მაყურებელს იმსახურებენ, მე დაგელოდებით..
ცრემლები მაწვება. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული ამიჩუყა თავისი საუბრით.
- წინასწარ გადახდილი არცერთი თეთრი არ მინდა, ბედნიერებაში მოიხმარეთ.
- ბატონო ზურა.. - მეც ვდგები.
- არ მითხრა, ელენე. დაე, ასე დარჩეს.
ხელის აწევითაც მანიშნებს და კარისკენ მიდის.
ვერ მივყვები.
თავისივე სურვილით, 'დაე ასე დარჩეს..'
***
შუაღამე გადასულია.
ნიცას გვერდით, თვალდახუჭული ველი გათენებას. ვინ იცის, მერამდენე დღეა, ნორმალურად არ მძინებია.
ყოველთვის, როცა თითქოს უნდა ჩამეძინოს, საშინელ კოშმარებს ვხედავ..
მირჩევნია, არ დამეძინოს.
ყველაფერი იმდენად ახლოა რეალობასთან, თავს ძლივს ვაჯერებ რომ ტყუილია.
ტელეფონის ხმა მესმის.
თავიდან მგონია, რომ მელანდება. მერე, კედელზე დაკიდულ საათზე გადამაქვს მზერა, რომელსაც პირდაპირ დაჰკრავს ფანჯრიდან მომავალი მთვარის შუქი და მკაფიოდ ვარჩევ დროს.
4 საათი ხდება.
უბრალოდ წარმოუდგენელია, ამ დროს ესემესი მომდიოდეს.
ყველაფერს წარმოსახვას ვაწერ და ისევ თვალებს ვხუჭავ, თუმცა ისევ მეორდება ხმა.
არა, ეს უკვე მოლანდება აღარაა. საწოლიდან ვწვდები ტუმბოზე მყოფ ტელეფონს და ხელის კანკალით ვანთებ ეკრანს.
გიორგია...
ვერ ვიჯერებ. გული მიჩქარდება და კანკალიც მიღრმავდება. ძლივს ვახერხებ ესემესის გახსნას და მერე წაკითხვას.
- 'მაპატიე...'
- 'მხოლოდ ტელეფონის არსებობა დამავიწყდა, შენი არა'
ნამდვილად გამოტოვებული ზარები ნახა. ნელა ვხუჭავ თვალებს და წამით ვაშორებ ეკრანს თვალს. მართლა არ ვიცი რა მივწერო, ამასობაში ისევ თვითონ მწერს.
- 'მენატრებით..'
- 'ჩვენც, გიორგი'. - ვიცი, რამხელა სიურპრიზი იქნება, ახლავე დაბრუნებული პასუხი მისთვის. დარწმუნებული ვარ, ეგონა, რომ ხვალ ყველაფერს ერთად ვნახავდი და თავისუფლად მწერდა ცალ-ცალკე.
- 'გღვიძავს?'
ხომ ვამბობდი. ოდნავ მეღიმება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაბრაზებულიც უნდა ვიყო მასზე, ვერ ვუბრაზდები.
დარწმუნებული ვარ, სერიოზული რომ არ ყოფილიყო, ასე უბრალოდ, ამდენი ხნით არ დაიკარგებოდა.
აღარ მწერს. ახლა აფორიაქდა. ისევე, როგორც მე, მისი ესემესის დანახვისას.
- 'ვერ ვიძინებ' - უფრო იმისთვის ვწერ, რომ ოდნავ დავამშვიდო'
- 'შევხვდეთ?'
- 'ახლა?'
- 'როცა გინდა'
- 'გათენდეს...'
ვიცი, რომ ვუთხრა ახლა - მეთქი, ახლავეც მოვა, მაგრამ არ მინდა, ასე ვაწვალო. სადაც ამდენი დღე, იქაც რამდენიმე საათი.
***
სულ სხვანაირი დილა გათენდა..
ან, შეიძლება უბრალოდ მე მეჩვენება ასე. ნელა და ამავდროულად სწრაფად მივდივარ პარკისკენ.
თითქოს, გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ შინაგანად სულ სხვა ვარ..
მინდა იმ წუთებს, წამებს გადავახტე, რომელიც გვაშორებს. საუკუნედ მეჩვენება და პირველად, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ, რომ მონატრებამ გამაგიჟა..
ვეღარ ვუძლებ..
კიდევ ცოტაც და შეიძლება ამ გრძნობისგან ვეღარც ჩავისუნთქო.
ყველაფერი ერთად მიპყრობს..
დანიშნულების ადგილას მივდივარ და ვხედავ..
ჩემსკენ ტრილადება, სიგარეტის ნამწვს ნაგვის ყუთში ისვრის და ჩემსკენ მოდის.
მეც მივდივარ..
მაგრამ არ ვიცი, სადამდე შევძლებ, უბრალოდ სიარულს.
რაც უფრო მცირდება მანძილი, მით მეტად იმატებს ჩემი გულისცემა.
ვუახლოვდები და ვგრძნობ, რომ მე.. მე აღარ ვარ.
უკვე მივრბივარ..
დაუფიქრებლად ვეხუტები და მთელი არსებით ვგრძნობ. ვგრძნობ მის გულისცემას, გახშირებულ სუნთქვას, სიცოცხლეს..
ფრთხილად მიშორებს. თვალებში მაცქერდება და ისე, რომ არაფრის თქმის საშუალებას არ მაძლევს, მოწყურებულივით მაცხრება ბაგეებზე.
ხელებს ვხვევ და ახლა, ყველაფერთან ერთად მის მონატრებასაც ვგრძნობ.
ისე მკოცნის, როგორც არასდროს..
სხვა სიცოცხლით და.. სიყვარულით.
იმ სიყვარულით, რომელსაც ყოველთვის, მხოლოდ მეუბნებოდა.
ფრთხილად მშორდება და ახლა, შუბლზე მახებს ტუჩებს.
- ნუცა არაა?
თავს ვაქნევ. აზრდაც არ მომსვლია მისი წამოყვანა.
ჰო, შეიძლება შეცდომა იყო, მარტო რომ მოვედი, მაგრამ ახლა.. ერთმანეთს ვეღარაფერი დაგვაშორებს და მასაც, ათასჯერ და ათიათასჯერ ექნება ნიცას ნახვის შესაძლებლობა.
- ქეთი მინდა რომ გაგაცნო..
იმდენად მოულოდნელად მეუბნება, ვშეშდები. ჰო, მე არ მომსვლია აზრად ბავშვის წამოყვანა, მაგრამ მგონი ის მარტო სულაც არაა.
ამის გაფიქრებაზე, უნებურად კოცნა მახსენდება და მკლავზე ვურტყამ ხელს.
- სად არის?
ეცინება. ზუსტად მიხვდა, რატომაც დავარტყი.
ოდნავ აბრუნებს თავს და მოშორებით მდგარ სკამებისკენ მანიშნებს თვალით.
ახლა, ორმაგად სწრაფად მიცემს გული.
- წამო.. - ხელს მიწვდის.
რამდენიმე წამს ვყოყმანობ, თუმცა ბოლოს მაინც ვკიდებ.
- რას იფიქრებდა გოგო.. - ჩემთვის ვჩურჩულებ, მაგრამ მაინც ესმის.
- ცუდს არაფერს, ნუ გეშინია.
სკამებს ვუახლოვდებით და უკვე ვხედავ.. მითითებაც არ სჭირდება, ისე ვცნობ. გეგონება აქამდე ათასჯერ მყავდეს ნანახი.
შავები აცვია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ქვაფენილზე თითქოს რაღაცას ხაზავს. მზერა ერთი წერტილისთვის აქვს მიპყრობილი. იფიქრებთ, რომ სულ სხვა სამყაროშია, თუმცა მიახლოებისთანავე სწრაფად სწევს თავს მაღლა და წამში უბრუნდება რეალობას. ჩამოშლილ თმას, ყურს უკან იწევს და ფეხზე დგება.
- ქეთ..
- ძმაო. - სწრაფად უბრუნებს პასუხს და მერე, აწყლიანებულ ცისფერ თვალებით მე მაკვირდება.
- გაიცანი, ჩემი ელენე..
მისი სიტყვები, სულ სხვაგვარად მხვდება გულზე და თითქოს, შიგნიდან ვთბები.
-ელ, ეს კი ჩემი ქეთი.. - ახლა, მე მაცნობს მის თავს.
- მიხარია, დაო. - ოდნავ მიღიმის და ისე მოულოდნელად მოდის ჩასახუტებლად, უნებურად გიორგი მიდგება თვალწინ. ვცდილობ, დაბნეულობა არ შემემჩნეს და სწრაფად ვხვევ ხელებს.
- მეც.. გამეხარდა, რომ გაიღვიძე და ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- მადლობა, რომ ჩემს ძმას უნათებდი.. მისთვის, სინათლე გახდი, სანამ.. სანამ.. ჩვენ.. მე.. - ტირილს იწყებს. სახეზე ხელებს იფარებს და მერე გიორგის ეხუტება.
- ჩშშ.. არა დაიკო, გთხოვ. ხომ დამპირდი, რომ არ იტირებდი. ჩემო სიცოცხლე. - თავზე კოცნის და თმაზე ეფერება.
- მაპატიე - სწრაფად იწმენდს ცრემლებს.
- არაუშავს. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო. - მკლავზე ვკიდებ ხელს.
- გამეხარდა შენი გაცნობა. მე ყველაზე კარგი მული ვიქნები, მთელს სამყაროში.
უცნაურად მაჟრჟოლებს.
- მე წავალ და თქვენ.. ერთმანეთს მოესიყვარულეთ - ახლა იღიმის.
ისე სწრაფად ეცვლება ემოციები სახეზე, ვერაფრით ვხვდები, ასეთ გარდასახვას როგორ ახდენს.
- დარჩი- მექანიკურად მომდის სიტყვები.
- კიდევ გნახავ.- წამით ახებს გიორგის მაჯაზე ხელს და მერე, ელვის სისწრაფით გარბის.
- არ გაყვები?
- მარტო ყოფნა სჭირდება.. - ნელი ნაბიჯებით მიდის სკამისკენ და ზუსტად იქ ჯდება, სადაც რამდენიმე წუთის წინ ქეთი იჯდა.
- არ ვიცი, ბოდიშს რაიმე აზრი თუ აქვს..
სანამ გააგრძელებდეს, იქამდე ვჯდები მის გვერდით. მხოლოდ წამით გადმოაქვს მზერა ჩემზე და მერე, ისევ მარიდებს.
- ვიცი, რომ ბევრის გადატანა მოგიწია.უნდა გამეფრთხილებინე, თუნდაც წასვლის წინ. ან, სულ მინიმუმ დამერეკა მაინც. თავს არ ვიმართლებ, დამნაშავე ვარ. რომ არ მაპატიო, მაგასაც გავიგებ.
- რას ამბობ, გიორგი.
შენი მესმის, ისევე როგორც შენ გამიგებდი. ჰო.. რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და არც შენ გინდოდა შორს ყოფნა.
ოდნავ ეღიმება.
- ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა.. - ღრმად სუნთქავს - არ ვიცი, როგორ ძალიანაც მიხაროდა ქეთის გონს მოსვლა, იმდენად მტკიოდა.. ახლაც.
მისი კითხვები, რომლის ყველა პასუხი გულს უკლავს.
დედა იკითხა.. - ისევ არ მიყურებს. ვგრძნობ, როგორ საშინლად უჭირს ამაზე საუბარი და ემოციები, რომელსაც არ გამოხატავს, მე მკლავს შიგნიდან.
- მისთვის იმის თქმა, რომ მარტო ვართ.. ახლა, ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს. იმის თქმა, რომ სკოლა დაამთავრა.. ბოლო ზარი ჰქონდა..
საშინელებას მე მმართებს, ელენე. მას რაღას უზამდა. არ ამბობს, არ ტირის.. ეს, ეს კიდევ უფრო ცუდია.
საათობით ზის სასაფლაოზე და ემოცია არ აქვს. არ ინძრევა, არ ლაპარაკობს..
მისთვის, თითქოს ცუდი ზღაპარი იყო.
ერთ საღამოს დაიძინა და როცა გაიღვიძა, აღარაფერი აღარ დახვდა ისე, როგორც დატოვა.
მაჯაზე ვკიდებ ხელს და გვერდიდან ვეხუტები.
არასოდეს არ ჰქონია გულისცემა ასეთი ჩქარი..
რამდენიმე წამს არ ინძრევა, მერე, თვითონაც მეხუტება.
- ცხოვრება უნდა შევცვალოთ, ელენე. არც მას და არც შენ, არ დაგიმსახურებიათ ის, რაც გადაიტანეთ.
თავიდან უნდა დავიწყოთ..
იმ ფერებით, რომელშიც სიცოცხლეა და აღარასოდეს გამოვიხედავთ წარსულში.
დაგპირდი, რომ თუ გათენდებოდა, ხელს მოგკიდებდი და აღარასოდეს გაგიშვებდი. არც შენ და არც ნუცას.. - ხელს მკიდებს, ოღონდ ახლა სულ სხვანაირად.. სულ სხვა გრძნობით. ჩემსკენ იხრება და ისევ შუბლზე მკოცნის.
- და..
ნელა ვწევ თავს მაღლა.
ხვდება, რასაც ვეკითხები და ეს, თითქოს თვალებშიც უკრთება.
- მკურნალობა დავიწყე..
ადვილი არ იქნება, მაგრამ, თქვენთვის შევძლებ.
პირველად ვუღიმი ასე გულწრფელად. ხელებს ვხვევ და მთელი ძალით ვეხუტები.
- მიყვარხარ..
- მეც მიყვარხარ.
***
ისევ გაფრინდა დღეები..
თითქოს, სხვა განზომილებაში, მაგრამ არც.
ცხოვრებამ კიდევ მომცა ღიმილის მიზეზი და მე ვაპირებ, მუდამ დავიტოვო იგი..
ყოველთვის მშიშარა ვიყავი. მუდამ ვიღაცას, რაღაცას გავურბოდი. რაღაცის დაკარგვის მეშინოდა და ვერც მივხვდი, ისე გამომყვა ეს განცდა დღემდე..
წარსულისგან გათავისუფლება გადავწყვიტე..
ძველი ელენეს მოშორება და ახლის შექმნა დავიწყე..
ის ძალები შევქმენი, რომელთან მიახლოებაც მეშინოდა და 10 სექტემბერს, დილის 5 საათზე ბორჯომს ვესტუმრე..
თუკი რამე იყო, რაც ყველაზე მეტად მაშინებდა, ეს მე ვიყავი, ამ კედელთან მდგარი..
კედელი, რომელიც მრავლისმთქმელი, მოგონებებით დატვირთული და მძიმე იყო და ახლაც არის..
ფრთხილად ვუსვამ თითებს იმ ადგილს, სადაც ერთი წლის წინ ვიდექი და ვშლი..
ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში პირველად, არარსებული ძალა მაქვს და იმას ვაკეთებ, რაც არ ჩანს..
ქარი უბერავს, მტკვრის ჩუმი დინების ხმა მესმის და თვალებს ვხუჭავ..
სექტემბრის სუნია..
წარმოსახვაშიც ნაზად ცეკვავენ გაყვითლებული ფოთლები.
შემოდგომა შევიყვარე..
ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში შემოჭრის შემდეგ, გზა გავუხსენი და მივენდე.. ისე, როგორც არასდროს.
მისი ფერები, ჩემსას შეუერთდა..
ჩემი მისას..
ცისარტყელა შევქმენით, ერთი - ორივესთვის..
ხელებს ვშლი და ვგრძნობ, როგორ მიიკვლევს გზას ქარი ჩემს სხეულში. თითქოს ტრიალებს, შემდეგ მირბის, ნაცნობ არომატს ხარბად ისუნთქავს და ჩემსკენ მოაქვს.
მის მოახლოებას ვგრძნობ..
უამრავი პეპელა, რომელიც სადღაც მიძინებული იყო, თავიდან დაიბადა. სიამაყით იკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს და მისი შეხებისთანავე, ჩემთვის იმ განცდას ქმნიან, რომელიც თურმე, არასდროს განმიცდია..
გიორგი მეხვევა..
როგორც წარმოსახვაში, ისე რეალობაში.
არასოდეს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მსგავსი მომენტი..
ის ხდება, რაც მინდა რომ ხდებოდეს.
შემიძლია თვალები გავახილო და არაფერი გაქრება..
იგივე სამყაროა, იგივე ფერებით.
იმ ბედნიერებით, რომელსაც თურმე, არარეალურში ეს არომატი აკლდა..
გიორგის ვუყურებ და ვგრძნობ, რომ ეს ზენიტია..
სიხარულის მაქსიმუმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს..
ვცდები?
მზერას ცვლის..
ხელს მიშვებს და ჩემს წინ იმუხლება.
ცრემლები მომდის..
ისევ, ამ ადგილას, ამ წამს, მაგრამ სრულიად სხვა მიზეზით.
- ჩემო უცნობო.. მაგრამ ყველაზე ნაცნობო. აჩუქებ შენს ფერებს სამუდამოდ ჩემს ცხოვრებას..
გამომყვები ცოლად, ელენე?
არსაიდან აჩენს ბეჭედს.
ახლა, მართლა ვეღარ ვიკავებ ცრემლებს. ისტერიკული ტირილი მივარდება და ამდენი ხნის შემდეგ პირველად, ვგრძნობ, რომ აღარ ვკანკალებ..
- შენ მე ცხოვრება მაჩუქე..
ჩემგან, თუ მხოლოდ ფერებია საჭირო, დაე, ერთად გავაფერადოთ.
კი. ასი, ათასი, მილიონი კი, გიორგი.
- მიყვარხარ.. - ისე მეხვევა, როგორც არასდროს. ჩვენი გრძნობები, ერთმანეთს სიამაყით უცვლიან ადგილს.
ერთნი ვართ..
და კიდევ იმაზე უფრო ერთნი, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს.
- მეც მიყვარხარ..
და.. ჩვენ ვაჩუქეთ ერთმანეთს ფრთები, მაგრამ ცაში გასაფრენად არა, დედამიწაზე დასარჩენად.

/დასასრული/
01.07.2021



№1 სტუმარი one

daviwyeb iqedan rom es istoria erterti gamorcheulia, tavisi fsiqologiuri shinaarsit, ghrma gancdebita da ganwyobebit, rac bunebrivia sainteresoa da iwvevs emociebs, magram adamiano 16 i wlisam es rogor dawere? ❤️
rac wavikikhe sheni asaki , shoki maqvs)))
ells ar vici ragitkhra)) unichierrsi rom khar da gonieri es aqamdec mitqvams, vamayob rom egeti khar da dzaalian mikharia, gvchirdeba gonieri momavali , geferebi shoridan chemo favorito gogonav❤️

 


№2  offline წევრი EllaTriss

one
daviwyeb iqedan rom es istoria erterti gamorcheulia, tavisi fsiqologiuri shinaarsit, ghrma gancdebita da ganwyobebit, rac bunebrivia sainteresoa da iwvevs emociebs, magram adamiano 16 i wlisam es rogor dawere? ❤️
rac wavikikhe sheni asaki , shoki maqvs)))
ells ar vici ragitkhra)) unichierrsi rom khar da gonieri es aqamdec mitqvams, vamayob rom egeti khar da dzaalian mikharia, gvchirdeba gonieri momavali , geferebi shoridan chemo favorito gogonav❤️

სახე გაბადრულმა ჩავიკითხე შენი კომენტარი^_^ ყოველ ჯერზე, როცა ასეთ თბილ სიტყვებს მეუბნებით, ერთნაირად მიჩქარდება ხოლმე გული ❤
დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ ერთად კიდევ ბევრი ლამაზი რაღაც შევქმნათ.
ძალიან ძალიან მიხარიხარ! ❤
ბევრი გულები შენ! ❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

უძლიერესი ისტორიაა,კარგი ქართულით დაწერილი.წარმატებები!

 


№4  offline წევრი EllaTriss

სტუმარი nancho
უძლიერესი ისტორიაა,კარგი ქართულით დაწერილი.წარმატებები!

ნანჩო, უღრმესი მადლობა! ❤

 


№5 სტუმარი Ana-maria

ეს იყო ისტორია სიყვარულზე,დედაშვილობაზე,მეგობრობაზე .ეს იყო ისტორია თანადგომაზე,ადამიანის სულის შველაზე. მოკლედ ძალიან მომეწონა და წარმატებები ავტორს.

 


№6  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
ეს იყო ისტორია სიყვარულზე,დედაშვილობაზე,მეგობრობაზე .ეს იყო ისტორია თანადგომაზე,ადამიანის სულის შველაზე. მოკლედ ძალიან მომეწონა და წარმატებები ავტორს.

ანამარია, მადლობა.
მუდამ მიხარიხართ! ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი თბილ საოცარი სევდიანი სიყვარულით მეგობრებით უამრავი ემოციებით სავსე ნაწარმოებია უსაზღვროდ შეგიძლიათ წაიკითხოთ ისეთი რეალური ცხოვრებით ყოველ დღიურობით მაგრამ მიხარია წყვილი ერთად დარჩა ერთმანეთს უთქმელად უგებენ გამიხარდა გიორგიმ ნიცა რომ ისე მიიღო როგორც საკუთარი გამიხარდა ქეთის გამოღვიძება უმაგრესი დასასრულით თქვენ უნდა წეროთ და წეროთ ისეთი ნიჭიერი ხართ ძალიან საინტერესოა ნაწარმოებებს ქმნით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????????♥️♥️♥️♥️

ძლივს დავტოვე კომენტარი რატომ ვერ ვდებ ვერ გავიგე

 


№8  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
მაგარი თბილ საოცარი სევდიანი სიყვარულით მეგობრებით უამრავი ემოციებით სავსე ნაწარმოებია უსაზღვროდ შეგიძლიათ წაიკითხოთ ისეთი რეალური ცხოვრებით ყოველ დღიურობით მაგრამ მიხარია წყვილი ერთად დარჩა ერთმანეთს უთქმელად უგებენ გამიხარდა გიორგიმ ნიცა რომ ისე მიიღო როგორც საკუთარი გამიხარდა ქეთის გამოღვიძება უმაგრესი დასასრულით თქვენ უნდა წეროთ და წეროთ ისეთი ნიჭიერი ხართ ძალიან საინტერესოა ნაწარმოებებს ქმნით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????????♥️♥️♥️♥️

ძლივს დავტოვე კომენტარი რატომ ვერ ვდებ ვერ გავიგე

არაუშავს, მთავარია რომ ახლა დაწერეთ ❤
უდიდესი მადლობა თქვენ, ასეთი სიტყვებისთვის. მახსოვხართ, მუდამ მომყვებით და მკითხულობთ - ხოლმე. ძალიან ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონათ. ❤
ვეცდები მალე დავბრუნდე ❤

 


№9 სტუმარი სტუმარი სოფო

ყოჩაღ! ბევრი ემოცია გამოიწვია...

 


№10  offline წევრი EllaTriss

სტუმარი სოფო
ყოჩაღ! ბევრი ემოცია გამოიწვია...

სოფო, მადლობა! ❤

 


№11  offline წევრი ნანა73

კითხვა დავიწყე და ვერაფრით ვეღარ გავჩერდი..
არ ვიცი, იმიტომ რომ განსკუთრებული პერსონაჟები ყავს, იმიტომ რომ სიუჟეტმა მომხიბლა?
შეიძლება ორივე და კიდევ ბევრი სხვაც, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ძალიან ემოციური იყო და მიუხედავად შეცდომებისა, ბოლომდე უნდა მივსულიყავი, იმდენად მაინტერესებდა როგორ დასრულდებოდა.
ძალიან კარგი გოგო ხარ!!! ❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი EllaTriss

ნანა73
კითხვა დავიწყე და ვერაფრით ვეღარ გავჩერდი..
არ ვიცი, იმიტომ რომ განსკუთრებული პერსონაჟები ყავს, იმიტომ რომ სიუჟეტმა მომხიბლა?
შეიძლება ორივე და კიდევ ბევრი სხვაც, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ძალიან ემოციური იყო და მიუხედავად შეცდომებისა, ბოლომდე უნდა მივსულიყავი, იმდენად მაინტერესებდა როგორ დასრულდებოდა.
ძალიან კარგი გოგო ხარ!!! ❤️❤️❤️

ნანა, მიხარია, რომ ასე მოგეწონათ.
შეცდომებს ამ ეტაპზე ვერაფერს ვუხერხებ, მაგრამ ვეცდები, რომ მომავალში უკეთესი იყოს.
მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
ბევრს ნიშნავს.
❤❤❤❤

 


№13  offline წევრი widowed ellie

ყოჩაღი გოგო ხარ❤️ძალიან მომეწონა.წარმატებები❤️

 


№14  offline წევრი EllaTriss

widowed ellie
ყოჩაღი გოგო ხარ❤️ძალიან მომეწონა.წარმატებები❤️

მადლობა, ძვირფასო ❤
მიხარია, რომ მოგეწონა ❤

 


№15 სტუმარი ნაგო

აი ესეთი შემეტენე გოგოების ატანა არ მაქვს, ქალი იმენა ადგა და ტიპს შეეტენა. ღმერთო ეს რა იყო :დდდ

 


№16 სტუმარი gg

Ra sazizgari gogo kopila ese rato gadaekida ikneb bichs saertod coli kavda utavmokvareo fuf

 


№17 სტუმარი HEBH12

გამარჯობა❤️ძალიან მომეწონა,ერთ ერთი გამორჩეული და განსხვავებული ისტორიაა.
არც ვიცი როგორ შევაფასო,
და რა ვთქვა...
და თან ნუ მოკლედ წინააღმდეგი თუ არ იქნებით მინდა,სხვა საიტზე
რათქმაუნდა თქვენი მითითებული სახელით,ავტვირთო ისტორია.❤️

 


№18  offline წევრი EllaTriss

ნაგო
აი ესეთი შემეტენე გოგოების ატანა არ მაქვს, ქალი იმენა ადგა და ტიპს შეეტენა. ღმერთო ეს რა იყო :დდდ

ნაგო, ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ პერსონაჟი ასე დაგენახათ.
თუმცა, რა თქმა უნდა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს.
მადლობა აზრისთვის.

gg
Ra sazizgari gogo kopila ese rato gadaekida ikneb bichs saertod coli kavda utavmokvareo fuf

ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ პერსონაჟი ასე დაგენახათ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს.
მადლობა აზრისთვის.

HEBH12
გამარჯობა❤️ძალიან მომეწონა,ერთ ერთი გამორჩეული და განსხვავებული ისტორიაა.
არც ვიცი როგორ შევაფასო,
და რა ვთქვა...
და თან ნუ მოკლედ წინააღმდეგი თუ არ იქნებით მინდა,სხვა საიტზე
რათქმაუნდა თქვენი მითითებული სახელით,ავტვირთო ისტორია.❤️

მიხარია, რომ მოგეწონა❤ მაგრამ
ამაზე უფრო მეტად ის მიხარია, რომ დადებამდე მკითხე.
რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ, თუ სახელს მიუთითებთ.
უბრალოდ, შეგიძლიათ იმ საიტის სახელი მითხრათ, სადაც განთავსებას აპირებთ?

 


№19 სტუმარი HEBH12

EllaTriss
ნაგო
აი ესეთი შემეტენე გოგოების ატანა არ მაქვს, ქალი იმენა ადგა და ტიპს შეეტენა. ღმერთო ეს რა იყო :დდდ

ნაგო, ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ პერსონაჟი ასე დაგენახათ.
თუმცა, რა თქმა უნდა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს.
მადლობა აზრისთვის.

gg
Ra sazizgari gogo kopila ese rato gadaekida ikneb bichs saertod coli kavda utavmokvareo fuf

ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ პერსონაჟი ასე დაგენახათ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს.
მადლობა აზრისთვის.

HEBH12
გამარჯობა❤️ძალიან მომეწონა,ერთ ერთი გამორჩეული და განსხვავებული ისტორიაა.
არც ვიცი როგორ შევაფასო,
და რა ვთქვა...
და თან ნუ მოკლედ წინააღმდეგი თუ არ იქნებით მინდა,სხვა საიტზე
რათქმაუნდა თქვენი მითითებული სახელით,ავტვირთო ისტორია.❤️

მიხარია, რომ მოგეწონა❤ მაგრამ
ამაზე უფრო მეტად ის მიხარია, რომ დადებამდე მკითხე.
რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ, თუ სახელს მიუთითებთ.
უბრალოდ, შეგიძლიათ იმ საიტის სახელი მითხრათ, სადაც განთავსებას აპირებთ?


კი, Wattpad ზე ვაპირებ დადებას და სახელი რაც აქ მაქვს მითითებული იქაც იგივე მაწერია❤️❤️

[quote=HEBH12][quote=EllaTriss][quote=ნაგო]აი ესეთი შემეტენე გოგოების ატანა არ მაქვს, ქალი იმენა ადგა და ტიპს შეეტენა. ღმერთო ეს რა იყო :დდდ[/quote]
ნაგო, ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ პერსონაჟი ასე დაგენახათ.
თუმცა, რა თქმა უნდა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს.
მადლობა აზრისთვის.

[quote=gg]Ra sazizgari gogo kopila ese rato gadaekida ikneb bichs saertod coli kavda utavmokvareo fuf[/quote]
ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ პერსონაჟი ასე დაგენახათ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს.
მადლობა აზრისთვის.

[quote=HEBH12]გამარჯობა❤️ძალიან მომეწონა,ერთ ერთი გამორჩეული და განსხვავებული ისტორიაა.
არც ვიცი როგორ შევაფასო,
და რა ვთქვა...
და თან ნუ მოკლედ წინააღმდეგი თუ არ იქნებით მინდა,სხვა საიტზე
რათქმაუნდა თქვენი მითითებული სახელით,ავტვირთო ისტორია.❤️[/quote]
მიხარია, რომ მოგეწონა❤ მაგრამ
ამაზე უფრო მეტად ის მიხარია, რომ დადებამდე მკითხე.
რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ, თუ სახელს მიუთითებთ.
უბრალოდ, შეგიძლიათ იმ საიტის სახელი მითხრათ, სადაც განთავსებას აპირებთ?[/quot, Wattpad ზე ვაპირებ დადებას და სახელი რაც აქ მაქვს მითითებული იქაც იგივე მაწერია❤️❤️[/quote]

[quote=HEBH12][quote=EllaTriss][quote=ნაგო]აი ესეთი შემეტენე გოგოების ატანა არ მაქვს, ქალი იმენა ადგა და ტიპს შეეტენა. ღმერთო ეს რა იყო :დდდ[/quote]
ნაგო, ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ პერსონაჟი ასე დაგენახათ.
თუმცა, რა თქმა უნდა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს.
მადლობა აზრისთვის.

[quote=gg]Ra sazizgari gogo kopila ese rato gadaekida ikneb bichs saertod coli kavda utavmokvareo fuf[/quote]
ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ პერსონაჟი ასე დაგენახათ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს.
მადლობა აზრისთვის.

[quote=HEBH12]გამარჯობა❤️ძალიან მომეწონა,ერთ ერთი გამორჩეული და განსხვავებული ისტორიაა.
არც ვიცი როგორ შევაფასო,
და რა ვთქვა...
და თან ნუ მოკლედ წინააღმდეგი თუ არ იქნებით მინდა,სხვა საიტზე
რათქმაუნდა თქვენი მითითებული სახელით,ავტვირთო ისტორია.❤️[/quote]
მიხარია, რომ მოგეწონა❤ მაგრამ
ამაზე უფრო მეტად ის მიხარია, რომ დადებამდე მკითხე.
რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ, თუ სახელს მიუთითებთ.
უბრალოდ, შეგიძლიათ იმ საიტის სახელი მითხრათ, სადაც განთავსებას აპირებთ?[/quote]

დიახ, Wattpad ზე ვაპირებ დადებას და სახელი რაც აქ მაქვს მითითებული იქაც იგივე მაწერია❤️❤️დიდი მადლობა თანხმობისთვის❤️
[/quote]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent