შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება დასასრული

11-07-2021, 06:12
ავტორი ნეაკო
ნანახია 9 535

ბექას ბელგიაში დაბრუნებამ საშინლად იმოქმედა ლილეზე, თუმცა მასთან ჩასვლა და ურთიერთობის გარკვევას აღარ აპირებდა, რადგან მისი უსიტყვოდ წასვლა, უკვე პასუხი იყო მათ საბოლოო ურთიერთობაზე.
ალექსმა ლილეს და ვანოს ხელხლა დაახლოება მტკივნეულად მიიღო, თუმცა არ უკვირდა რომ მისმა დამ ამჯერად არჩევანი ვანოზე გააკეთა, რადგან ის აქტიურად იბრძოდა საყვარელი გოგონას სიყვარულისთვის, ბექა კი როგორც ყოველთვის ისევ განზე გადგა.
-ლილე შენსა და ვანოს შორის რამე სერიოზულია?
-განსაკუთრებული არაფერი არ ხდება-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-ადრეც ასე ამბობდი და როგორც მახსოვს სრულიად გაუაზრებლად მის მკლავებში აღმოჩნდი!
-რის თქმა ცდილობ-ხმა გაებზარა გოგონას
-სათქმელი უკვე გითხარი-გაბრაზდა ალექსი-ახლა კი მინდა გაგაფრთხილო რომ თუ კიდევ იგივე შეცდომას დაუშვებ გული საშინლად გეტკინება
-არ დავუშვებ ნუ ღელავ-ავარდა ლილე-არავისთან დაწოლას აღარ ვაპირებ ვინმეს დასჯის მიზნით!
-ლილე!-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა- რატომ არ აღიარებ რომ ის რაც მოხდა შენსა და ვანოს შორის... შენ ეს თავად გინდოდა?
-იმიტომ რომ მეშინია-სახეზე ხელები აიფარა გოგონამ
-ვერ მივხვდი-დაიბნა ალექსი
-ვერ ვხვდები რას ვგრძნობ რეალურად ვანოს მიმართ, ამას ვგულოსხმობდი-გულწრფელად უთხრა უკვე ატირებულმ აგოგონამ -ვერც იმას ვიაზრებ ბექასადმი ეს გრძნობა სიყვარულია თუ უბრალოდ მიჩვევა და აკვიატება... ხომ იცი ბექა ჩემთვის რამდენს ნიშნავს... არ მინდა რომ-დაიწყო ლუღლუღით და ხმა ჩაუწყდა
-რომ გული ატკინო?-მისი გაწყვეტილი წინადადება გააგრძელა დაძაბულმა ბიჭმა
-მე... ძალიან ცუდად ვარ-თავი დახარა გოგონამ
-ლილე ჩემო პატარა-ალექსი დის გვერდით დაჯდა დივანზე და ხმა დაბალი ტონით განაგრძო საუბარი-
საკუთარი გულის ხმას მოუსმინე...გრძნობებს მიენდე...უბრალოდ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო და სულ ესაა!
-ძალიან მიჭირს გრძნობებში გარკვევა
- დაფიქრდი და კარგად გაიაზრე რას გრძნობ და განიცდი როცა ვანო გეხება და რა ხდება შენს გონებაში და სხეულშიროცა იგივე ხდება ბექასთან
-მე... არ ვიცი
-იცი ლილე... იცი! ნუ გეშინია საკუთარი ნამდვილი გრძნობების გამოხატვის, მითუმეტეს იმის გამო რომ ბექას არ ატკინო, მასთან თუ იქნები და შენი სხეულის გარდა, ყველაფერი გული, გონება, სული და სურვილები აქ... ვანოსთან დარჩება, გგონია ეს ბექას გააბედიერებს? რა თქმა უნდა არა, ასე ორივე დაიტანჯებით, ასე რომ საკუთარ გრძნობებს მიენდე...
ალექსი იმდენად ცუდად იყო თათიას წასვლის გამო რომ სასამართლო პროცესის მოახლოებაზე არც კი ღელავდა, მისთვის სულ ერთი იყო გაამართლებდნენ თუ არა, რადგან ფიქრობდა რომ საყვარელი გოგონა სამუდამოდ დაკარგა. თუმცა უშუალოდ პროცესის დღეს მის გონებაში, გულში, სულში და სხეულში ყველაფერი აირია, რადგან სასამართლო დარბაზში, დამსწრე საზოგადოებაში უეცრად თვალი მოჰკრა თათიას, ეს იმდენად ირეალური იყო მისთვის, რომ ჩათვალა მომეჩვენა და იმ მხარეს კარგა ხანს აღარც გაუხედია, თუმცა თვალები და გული ისევ მისკენ გახედვას ითხოვდნენ, შეეშინდა ,ძალიან შეეშინდა ჯიშკარიანს იქით გახედვის, რადგან ვერ აკეთებდა იმის დაშვებას რომ თათია საფრანგეთიდან მისი სასამართლო პროცესის გამო ჩამოვიდოდა და მეტიც დაესწრებოდა, ამიტომ ჯიუტად არ იხედებოდა იქითკენ, იფიქრა რომ ჯობდა მისი სახე რომელიც მის არეულ გონებაში გაკრთა ისევ იქ დარჩენილიყო და ეფიქრა რომ ნამდვილად აქ იყო რომ იმედგაცურების საშინელ ტალღა არ დასჯახებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ მოერია თავს და სწორედ იქით გაიხედა სადაც თავისი წარმოსახვის უნარით თათია უნდა მჯდარიყო, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ირონიულად მომღიმარ გოგონას ჰკიდა თვალი, რომელიც განზრახ, ჯიუტად გამომწვევი მზერით პირდაპი უყურებდა მაღვრეულ ჭაობისფერ სფეროებში.
გვიან, მძაფრად და რთულად გაიაზრა რომ იქ ნამდვილად თათია იჯდა, გოგონა რომელიც ჯერ კიდევ ამ ქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარდა, ბედნიერების და სიხარულის ტალღას შეასკდა მისი მოდუნებული გონება, რომელიც ახლა ამ წამს ვეღარაფერზე ახერხებდა კონცენტარაციას, გარდა საყვარელი გოგონას მომღიმარი სახისა. მთელმა სასამართლო პროცესმა ისე განვლო რომ ალექსანდრემ თითქმის ვერაფერი გაიგო რადგან მისი თვალები მხოლოდ თათიას ხედავდა ხოლო გონება კი მხოლოდ მას აღიქვამდა.ამ უცნაურ გრძნობათა აფეთქებას მხოლოდ მაშინ დააღწია თავი როცა ადვოკატმა და პროკურორმა კითხვებისნდასმა დაუწყეს მომხდარზე.
ალექსანდრე საერთოდ არ ღააფერთოვანა იმ ფაქტმა რომ იგი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, რადგან თათიაზე ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული, განაწყნებული და დაბოღმილი იყო, ამიტომ ახლობლების მილოცვები დააიგნორა და ქუჩაში გიჟივით გავარდა
-ალექსანდრე-ზურგს უკნიდან მოესმა საყვარელი გოგონას ჩავარდნილი და ძალიან მონატრებული ხმა, დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და მისკენ მიხედებას ვერ ბედავდა რადგან ყველა გრძნობამ და ემოციამ ერთად იფეთქა მასში - ალბათ ჩემზე ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ხარ მაგრამ...
-გიკვირს?-როგორც იქნა ძალა მოიკრიბა დაძაბულმა ბიჭმა და მისკენ მიიხედა
-არა არ მიკვირს, ვფიქრობ დავიმსახურე ასეთი ქცევა... მაგრამ მაინც მინდა რომ მომისმინო
-როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი მაშინ მიმატოვე და წახვედი თან სიტყვის უთქმელად
-ჰო მაგრამ ასე იმიტომ არ მოვქცეულვარ რომ შენთვის გული მეტკინა
-მაშინ რატომ წახვდი რატომ მიმატოვე? ჩემი უდანაშაულობის არ გჯეროდა? ფიქრობდი რომ ის ბიჭი თავდაცვის მიზნით კი არა განზრახ დავჭერი? თუ მიზეზი გაცილებით ღემაა და მარავლის მომცველი?
-არც ერთი და არც მეორე-დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ -უბრალოდ შანსი მქონდა რომ ეს ორი თვე სწავლისთვის და საკუთარი გრძნობებში გასარკვევად გამომეყენებინა
-მერე გაერკვიე?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და აციმციმებულ თაფლისფერ სფეროებში ჩააცქერდა ამღვრეული თვალებით
-კიი-მომღიმარი სახით უთხრა გოგონამ
-მაინც რა გაარკვიე საკუთარ თავთან?-ინტერესით ჰკითხა დაძაბულმა ბიჭმა
-ის რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და უშენობა არ შემიძლია-დაუფიქრებლად უთხრა გოგონამ, მათ შორის მანძილი წამებში დაფარა და სანამ დაბნეული, გაოგნებული და თავგზააბნეული ბიჭი აზრზე მოვიდოდა მის ტიჩებს დააცხრა, ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო ალექსანდრესთვის რომ თვალები მაგრად დახუჭა, იფოქრა ხომ არ შევიშალე და ეს ყველაფერი ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ რომ გააცნობიერა თათის ნადვილად აქ იყო, ნამდვილად ეხებოდა და კოცნოდა მაშინვე წელზე შემოაჭდო ძლიერი ხელები, სხეულზე ძლიერად მიიკრო და უფრო მეტი ვნებით, სიყვარულით და სიგიჟით აკოცა საყვარელ მონატრებულ და ამ ქვეყნად ყველაზე სასურველ გოგონას, როცა ტაშის ხმა მისწვდა მათ დაძაბულ სმენას ცივად მოშორდნენ ერთმანეთს და ირონიული ღიმილით მიაჩერდნენ ერთი მეორის ალეწილ სახეს
-მიყვარხარ-ხმა დაბალი ტონით უთხრა ბიჭმა
-მიყვარხარ -გაუმეორა თათიამ
-მაგიჟებ-აღმოდა თავგზააბნეულ ბიჭს, რომელმაც ისევ ხელები შემოაჭდო წელზე საყვარელ გოგონას დ აჰაერში დაატრიალა
-გიჟი ხარ ისედაც-დაუჩურჩულა თათიამ და კისერზე ნაზად შემოხვია ხელები
-ისე რომ იცოდე შენზე ჯერ კიდევ ძალიან ძალიან გაბრაზებული ვარ-დაუჩურჩულა ყურს უკან თავგზააბნეულმა ბიჭმა და თავზე აკოცა.
მართა რომელიც მხოლოდ ამ სასამართლო პოცესზე დასასწრებად ჩამოვიდა ბელგიიდან იმავე დღეს უკან დაბრუნდა ბექასთან ერთად.
მართლია ქალის გონებაში ჯერ კიდევ მძვინვარებდა აგრესია, ბოღმა და ზიზღი მაგრამ ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი უკიდეგანოდ მხოლოდ მას და მის შვილებს აზარალებდა, ამიტომ საბოლოოდ გადაწყვიტა ძმასთან ერთად განეგრძო ცხოვრება ბელგიაში შურისძიების დაუოკებელი სურვილის საკუთარ სხეულში ჩახშობით.
ბექამ გადაწყვიტა ლილეს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილიყო, ხვდებოდა რომ ამით მხოლოდ ტკივილს მიაყენებდა, რადგან რეალურად მას ის აღარ უყვარდა, ამას იმ წამს მიხვდა როცა ნიშნობის ნეჭედი დაუფიქრებლად უკან დაუბრუნა, მართლია ლილეში იმ მომენტში კიდევ იყო რაღაც გამსაკუთრებული გრძნობები დარჩენილი მის მიმართ, მაგრამ ეს ის არ იყო რასაც სიყვარული ვნება და სურვილი ჰქვია, ამიტომ გადაწყვიტა ცხოვრება ამ ტკივილით განეგრძო.
ლიკას საშინლად უჭირდა გამუდმებული ღამეების თენება პატარა ჭირვეული ქალბატონისთვის, მაგრამ მაინც ვერავის ანდო ეს საპასუხისმგებლო საქმე და ცდილობდა თავად გამკლავებოდა როგორღაც, მაგრამ ბოლოს როცა ძალიან გადაიღალა და მართლა ვეღარ მოერია თავს შუაღამისას ჩაეძინა, ისე ტკბილად და ღრმად რომ მის დაძაბულ სმენას ვერაფრით მიწვდა პატარა ატირებული ნიას ხმა, რომელიც უფრო ჭირვეულად ტიროდა ვიდრე იმიტომ რომ რაღაც უჭირდა, ზაზას მალევე გაეღვიძა, ნელა ადგა საწოლიდან დაქანცული ცოლი რომ არ გაეღვიძებინა, ფრთხილად ამოიყვანა პატარა თავისი საწოლიდან რომელიც უმალ გაჩუმდა როგორც კი ხელში აიყვანეს და მისაღებში გაიყვანა
-პატარა და ჭირვეული-სიცილით თქვა თათიამ რომელიც ნიას ტირილმა გააღვიძა და აწეწილი თმით გავიდა მოსაღებში მათთან
-შენსავით-სიცილით გახედა ზაზამ შვილს
-აუ რააა-აბუზღინდა გოგონა
-კარგი რა მამიკო ნუ იბუტები-ირონიული ღიმილით გახედა ზაზამ შვილს, შემდეგ კი ზემოდან დააცქერდა ხელებშორის მოქცეულ პატარა, სულ ციცქნა ჭირვეულ ქალბატონს
-ძაან გიყვარს ხო?
-ეჭვიანობ ქალბატონო?
-აუ ეგ რა შუაშია?-გაბრაზდა თათია- იცოდე ახლა წავალ დავწვები დავიძინებ და მარტოს დაგტოვებ მაგ წრიპასთან და ნახავ მერე
-მამიკო გთხოვ ეგ არ გააკეთო-შეეხვეწა ზაზა შვილს- ამასთან ერთად მარტო არ დამტოვო, ხომ იცინრა ჭირვეულია? შანსი არაა მე მარტო გავუმკლავდე ამას
-აუ რა ძაან მიყვარს-თათიამ პატარა გამოათვა მამას და სახე დაუკოცნა -ჩემი წრიპა-იმდენი აწვალა რომ ხელახლა აატირა დამშვოდებული ბავშვი
-მიჩალიჩებ ,,ხო"-თავზე წამოდგა ზაზა აკისკისებულ გოგონას და პატარა გამოართვა
-ვაიმე ვერც კი გავიგე როგორ ჩამეძინა-გაბრუებული ლიკა ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე გავიდა მათთან მისაღებში
-წადი დაიძინე დაისვენე -გაუღიმა ზაზამ ცოლს -მე მივხედავ პატარას
-კაი რა ზაზა -გაეცინა ლიკას -შენ და ბავშვი, ერთად არ დაიტოვებით მითუმეტეს მარტოები
-მეც ხომ აქ ვარ?-შეიცხადა თათიამ -მიდი დაიძინე, ცოტა მაინც, როგრომე მივხედავთ მე და მამა
-სწორედ მაგიტომ მეშინია ნიას დატოვების-აკისკისდა ქალი -შენც რომ აქ ხარ
-აუ კაი რა დედა...
-მიდი მიდი დაწექი და დაისვენე-გაუღიმა ზაზამ ცოლს-როგორმე მივხედავთ მე და თათია არ ინერვიულო
-იცოდე ეს და ნია ერთად არ დატოვო მარტო- სერიოზული ტონით უთხრა ლიკამ ქმარს და მაშინვე აკისკისდა თათიას ალეწილი სახის შემხედვარე-ძალიან აწვალებს ხოლმე -დაამატა კარგა ხნის სიჩუმის მერე
-ჩემზე და ბაჩოზე მეტად ეს წრიპა რომ გიყვართ ასე აშკარადაც კი არ უნდა გამოხატოთ-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ დედას
-ჩემი ეჭვიანი-თავზე აკოცა ლიკამ გაბუტულ შვილს გაუღიმა და დაუჩურჩულა- ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ.
ალექსანდრე უნდობლად უყურებდა მომღიმარ ყოფილ ცოლს
-ანუ აღარ წახვალ?
-არა, საბუთების საქმეს უკვე ვაგვარებ
-რატომ წახვედი? ვერ ვიჯერებ რომ ასეთ რთულ დროს მიმატოვე და წახვდი
-გთხოვ თავიდან არ დაიწყო-სთხოვა აღელვებულმა გოგონამ -უკვე ხომ აგიხსენი? უბრალოდ მარტო ყოფნა, საკუთარ თავში და გრძნობებში გარკვევა მჭირდებოდა-მეთქი?
-ძალიან მატკინე
-ვიცი...
-მეგონა სამუდამოდ დაგკარგე...
-მე შენ ყოველ დღე გწერდი და გირეკავდი, მაგრამ შენ მთელი ორი თვე ჯიუტად მაიგნორებდი
-იმიტომ რომ დაიმსახურე ასე მოქცევა!
-მაშინ პასუხებს რატომ ითხოვ ჩემგან? მე ათასჯერ მოგწერე რომ ეს შანსი მინდოდა გამომეყენებინა სწავლის გამოც და საკუთარი თავის გამოც! შენთვის გულის ტკენა აზრადაც არ გამივლია, შენ რომ წაგეკითხა ...
-თათია შენ სიტყვის უთქმელად წახვედი, სხვას რას ელოდი ჩემგან?
-იმიტომ რომ შენ წასვლია უფლებას არ მომცემდი... მე კი ძალიან მჭირდებოდა ეს სიშორე
-რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ხელი შემეშალა ამ სულელური გადაწყვეტილებისთვის და აქ დარჩენიყავი ჩემთან
-ვიცოდი რომ შესაბამის წინააღმდეგობას ვერ გაგიწევდი და ასე ამიტომ მოვიქეცი, გთხოვ გამიგე
-კარგი... მაგრამ მაინც მინდა იცოდე რომ ძალია მატკინე
-ყველაფერს დაგავიწყებ-კისერზე ნაზად მოხვია ხელები ირონიულად მომღიმარმა გოგონამ თავგზააბნეულ ბიჭს, თითისწვერებზე დადგა და მის ტუჩებს მიწვდა
-უშენოდ ძალიან ცუდად ვარ...-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა, როცა მათი ალეწილი სახეები ერთმანეთს დაშორდა -მინდა რომ ისევ ჩემი გახდე
-ალექსანდრე გთხოვ ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა მზად არ ვარ
-კიდევ რამდენ ხანს უნდა მაწვალო?-ნაწყენი ტონით ჰკითხა ბიჭმა
-რამდენიც მომინდება-აკისკისდა გოგონა
-იცოდე მოგიტაცებ-მოულოდნელად დაიხარა ალექსი და ხელში აიტაცა აკივლებული გოგონა რომელმაც უმალ კისერზე შემოაჭდო ხელები
-ნუ სულელობ დამსვი
-დავიჯერო ეს მართლა გინდა?-აციმციმებული თვალებით ჩააცქერდა მომღიმარი ბიჭი სახე ალეწილ ყოფილ ცოლს
-ალექსანდრე! -ნაწყენი ტონით უთხრა გოგონამ
-ძალიან მიყვარხარ, უშენოდ ვეღარ ვძლებ...ძალიან მინდა რომ ისევ შეგეხო-გამომწვევი ტონით უთხრა ბიჭმა და ზემოდან დააცქერდა გაბრაზებულ გოგონას
-სისულელებს ნუ ლაპარაკობ
-ეს სურნელი-ცხვირის წვერი საფეთქელზე შეახო-უბრალოდ მაგიჟებს
-გეყოფა-დაიძაბა გოგონა
-შენი კანის სითბო და სინაზე
-მორჩი-გაეცინა თათიას როცა ყელზე საყვარელი მამაკაცის ცხელი და ვნებიანი ტუჩები მოეწება
-უშენობა მართლა აღარ შემიძლია
-გთხოოვ
-რას მთხოვ?
-ამჯერად რომ დამსვა და ხელი გამიშვა
-რატომ? შენზეც ისევე საშინლად მოქმედებს ეს სიახლოვე როგორც ჩემზე?
-აუტანელი ხარ-თვალები აატრიალა გოგონამ და როცა ალექსის ტუჩების შეხება იგრძნო სიცივისგან ათრთოლებულ ბაგეებზე მთელი სხეული ერთიანად გაუთბა.
ლილეს და ვანოს ურთიერთობა რაღაცნაირა ერთ ადგილზე გაიყინა, იმის მიუხედავად რომ ბიჭი მისთვის არ იშურებდა არც დროს, არც ყურადღებას, არც სიყვარულს და არც ყვავილებს, მაინც ერთ წერტილში იყვნენ გაჩერებულები თითქოს.
ერთ საღამოს, როცა სავახშმოდ დაპატიჟა ვანომ ლილე, ამ გაურკვევლი მდგომარეობით დაღლილმა და დაბნეულმა ადაწყვიტა საბოლოოდ დაესვა წერტილი ყველაფრისთვის და ლილესთან ერთად გარკვეულიყო მის რეალურ ნამდვილ გრძნობებში.
-ლილე მინდა რომ გულწრფელად დამელაპარაკო შენს ნამდვილ გრძნობებზე , განცდებზე, სურვილებზე, ოცნებებზე... მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე...
-ოცნებები არ მაქვს... როგორც იცი სამედიცინოზე ვსწავლობ, მინდა ქირურგი გამოვიდე, ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრას ვსწავლობ, ამიტომ ის რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა არ მინდა რომ უბრალო ოცნებად ვაქციო!
-მიხარია ასეთი მიზანდასახული რომ ხარ
-რასაც ვერ ვიტყვით ჩემს პირად ურთიერთობებზე- სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გოგონას ალეწილ სახეზე
-სიყვარული... ვნება... ემოცია... სურვილი... ეს ის გრძნობათა ერთობლიობა რომელთა გაკონტროლებაც ჩვენ არ შეგვიძლია, ამ შემთხვევაში საკუთარ გულის ხმას უნდა მოვუსმინოთ და მას მივენდოთ
-გგონია ასე მარტივია?
-შენთვის რატომაა ასეთი რთული ეს ყველაფერი?- გაბრაზდა ვანო -მიდი გულწრფელად მითხარი ასე ჩემს გამო ხარ არეული თუ ბექას გამო?
-არ ვიცი
-იცი ლილე იცი... შეუძლებელია ვერ გვიგრძნო რომელიმე
-მოდი ეს თემა დროებით დავხუროთ, ვახშამზეც მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდი , რომ დღეს შენი დაბადების დღეა
-კარგი როგორც გინდა... -დაეთანხმა ბიჭი და ჭიქა შავი, ნახევრად მშრალი, ტკბილი ღვინით შეუვსო.
რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ ის დაძაბულობა და ღელვა რაც მთელი ეს დრო დასდევდა მათ ჯერ კიდევ გაურკვეველ ურთიერთობას მალევე გაქრა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც, ვანოს დაჟინებული თხოვნით რამდენჯერმე იცეკვეს რესტორნის დარბაზის ცენტრში და ყველას ყურადღების მიქცევაც მოახერხეს.
-ლილე მინდა რომ ჩვენს შორის ურთიერთობა დღეს, აქ და ახლა სამუდამოდ გავარკვიოთ-დაიწყო აღელვებულმა ბიჭმა, როცა მაგიდას დაუბრუნდნენ
-ჩემგან რისი მოსმენა გინდა? -დაიძაბა გოგონა
-იმის რასაც რეალურად გრძნობ და განიცდი ჩემდამი
-და თუ არაფერს განვიცდი? საერთოდ არაფერს?- გამომწვევი მზერით მიაჩერდა ლილე თვალებამღვრეულ ბიჭს
-მაგის არ მჯერა... სულ ერთი წამით რომ მეპარებოდეს ეჭვი, შენს ჩემდამი გრძნობებში ამ კითხვას არ დაგისვამდი შენი დაკარგვის შიშით
-მგონი ზედმეტად თავდაჯერებული ხარ
-უფრო სწორად შეყვარებული... ძალიან შეყვარებული -გაეღიმა ბიჭს, ღვინით სავსე ჭიქას ხელი წამოავლო და ისე ჩაცალა წამით თვალი არ მოუშორებია საყვარელი გოგონას ალეწილი სახისთვის
-ვანო გთხოვ
-ლილე მიყვარხარ... მართლა ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ ჩემი გრძნობების სწორად გესმოდეს... არ მინდა იმ ღამის შეცდომამ ჩვენს ახლანდელ ურთიერთობაზე ისევ მოახდინოს გავლენა, რადგან კარგად მესმის რა საშინელი შეცდომაც დავუშვი... ლილე გპირები რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება, გულს არ გატკენ, მითუმეტეს არ მოგაყენებ ფიზიკურ ტკივილს
-გთხოვ გაჩუმდი -თვალები აუწყლიანდ აგოგონას
-მინდა რომ მენდო... მინდა რომ შიში დაძლიო და ჩემს სიყვარულს ენდო...
-ვანო მე...
-შენ უბრალოდ გეშინია... მე შენი მესმის... მაგრამ შენზე უარის თქმა არ ვაპირებ ამ მიზეზით... რადგან ძალიან მიყვარხარ და იმ შეცდომის მიუხედავად მაინც ვფიქრობ რომ მე... შენ გიმსახურებ
-ძალიან ცუდად ვარ-ატირდა ლილე, მოულოდნელად ფეხზე წამოვარდა და ეზოში გავარდა
-ლილს პატარავ -უკან მიჰყვა თავგზააბნეული ბიჭი
-გთხოვ აღარაფერი არ თქვა
-არა მე და შენ საბოლოოდ უნდა გავარკვიოთ უღთიერთობა -აღელვებული ბიჭი წინ აესვეტა მთელი სხეულით მოცახცახე გოგონას და თვალებში ჩააცქერდა -მითხარი რომ გძულვარ... მითხარი რომ გეზიზღები... მითხარი რომ ჩემი შეხება გულს გირევს, მითხარი რომ ჩემი ისევ გეშინია და გპირდები რომ ახლა ამ წამს სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან კითხვების დასმის და პასუხების მოთხოვნის გარეშე! მაგრამ თუ ძალა არ გეყოფა და ამას ვერ მეტყვი... ან ერთი წამითაც კი ეჭვი შემეპარება შენს გულწრფელობაში გეფიცები თავს არასოდეს დაგანებებ
-გეყოფა -ავარდა ლილე და მის დაჟინებულ ზერას გაექცა
-მითხარი! მინდა რომ მითხარ!-გააბრაზებულმა ბიჭმა ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა უკვე ატირებულ გოგონას, რეალურად ეშინოდა ძალიან ეშინოდა ვანოს, რომ ლილეს მართლა არ ეთქვა ეს სიტყვები მთელი გრძნობით და ემოციით, წარბის შეუხრელად მაგრამ ძალიან დაღალა ამ გაურკვევლობამ, დაბნეულობა, რომელიც არა მარტო მას ლილესაც უწამლავდა გონებას- მითხარი- არ ეშვებოდა ბიჭი და ცდილობდა მაქსიმალურად დაპირისპირებოდა საკუთარ და ლილეს გონებაში გამეფებულ შიშს
-არ შემიძლია!-უყვირა გაბრაზებულმა გოგონამ- იმიტომ რომ არ მძულხარ! ახლა უბრალოდ მინდა რომ თავი დამანებო
-არ შემიძლია იმიტომ რომ მიყვარხარ, გაგიჟებით მიყვარხარ გესმის?-უთხრა თავგზააბნსულმა ბიჭმა და სანამ ლილე აზრზე მოვიდოდა მის ტუჩებს დააცხრა.
ალექსანდრე განსაკუთრებულად ემზადებოდა ახალი წლის ღამისთვის, უნდოდა ეს ახალი წელი მისთვისაც და თათიასთვიასაც ყველაზე ლამაზი, განსაკუთრებული, ჯადოსნური და დაუვიწყარი დღე ყოფილიყო.
თათიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ალექსანდრემ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ იმ შენობასთან მიიყვანა სადაც პირველად სთხოვა ხელი
-აქ რატომ მომიყვანე?-გაბრაზდა გოგონა და ცარიელ, ბნელ შენობას გახედა მოღუშული სახით- ხომ იცი რომ ყველაზე ცუდი მოგონებები მაკავშირებს ამ შენობასთან?
-ვიცი და სწორედ ამიტომ მოგიყვანე აქ-გაეღიმა ბიჭს, მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო დაძაბულ გოგონას
-გთხოვ აქედან წავიდეთ-შეეხვეწა თათია
-გადმოდი-ხელი გაუწოდა ბიჭმა, თათიამ უნდობლად შეხედა ჯერ მის ხელს, შემდეგ მაჯის საათს ბოლოს კი ირონიულად მომღიმარ სახეს- მენდე-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა და ინსტიქტირად გაწვდილ გოგონას ხელს ნაზად შეახო სიცივისგან გაყინული ხელი, თლილი თითები უმალ მის თითებში ახლართა და შენობისკე წაიყვანა
-ძალიან ცუდად ვარ... აქ ყოფნა არ მინდა... რატომ არ გესმის?-საყვედურით უთხრა გოგონამ და ცივი მზერა მიეყინა მის პროფილზე
-ნუ იძაბები -მოულოდნელად მიიხედა მისკენ ბიჭმა და თავხედური მზერა ჩააყოლა მის სხეულს რომელსაც შავი, ტანზე მომდგარი, ზედმეტად მოკლე კაბა ძლივს ახერხებდა რომ დაეფარა მისი მშვებიერება, ბოლოს კი მზერა მის 12 სანტიმეტრიან ქუსლიან ფეხსაცმელზე შეაჩერა
-აუტანელო-თვალები აატრიალა გოგონამ
-ქუსლებზე სიარული დიდიხანია ,,დაამუღამე"პატარავ? -ცინიკურად ჰკითხა ბიჭმა და შენობის კართან ზედმეტად დიდხანს დააყოვნა თათია, რომელსაც გული გამალებით უცემდა რაღაც საოცრების თუ საშინელებია მოლოდინში -თვალები დახუჭე
-რაა?
-მინდა რომ თვალები დახუჭო
-ალექსანდრე ჯიშკარიანო ნუ მეთამაშები-გაბრაზდა თათია
-დახუჭე-გაჯიუტდა ბიჭი -მიდი ნუ გეშინია პატარავ
-ღმერთო რა აუტანელი ხარ-აბუზღუნდ ათათია, თუმცა მისი სურვილი შეასრულა, ალექსანდრემ ხელი ჩაკიდა და შენობაში შეიყვანა, თათია მიხვდა რომ იქ სინათლე ენთო რადგან თვალები დაეძაბა
-გაახილე-ჩაესმა ყურს უკან ყოფილი, აჟიტირებული ქმრის ხმა და მომენტალურად შეასრულა მისი სურვილი, იმდენად უცნაური იყო ის ყველაფერი რაც დაინახა რომ კიდევ ერთხელ დახუჭა თვლები და მაშინვე გაახილა იმაში დასაეწუუნებლად რომ ეს ყველაფერი არ ეჩვენებოდა
-ღმერთო... არ მჯერა ალექსანდრე -აღმოხდა დაბნეულ და სიხარულისგან ტირილამდე მისულ გოგონას , მაშინვე მბიჭისკენ შეტრიალდა და ჩაეხუტა
-მოგწონს?-ჩურჩულით ჰკითხა ბიჭმა
-როგორ შეიძლება არ მომწონდეს?-აღფრთოვანებული თათია უფრო მეტად ჩაეხუტა მას, შემდეგ იქ დახვედრილ სტუმრებშორის აღმოჩენილ ოჯახის წევრებს ლილეს და ბოლოს საკუთარი ნახატების თვალიერებას მოჰყვა რომლებიც ალექსანდრეს მიერ მისთვის მოწყობილ სახელოსნოში ჰქონდა დახატულკ -ეს... როგორ მოფიქრე... ეს ხომ სიგიჟეა-გოგონა ვერ იჯერებდა რომ საკუთარი ნახატების გამოფენაზე იყო
-მიხარია რომ ბედნიერი ხარ-ჩაესმა დაბნეულ გოგონას ყურს უკან საყვარელი მამაკაცის ხმა
-სიტყვა ბედნიერი კიდევ ცოტაა იმ ემოციების გამოსახატად რასამ ემ ახლა განვიცდი, დაიჩურჩულა გოგონამ ისე რომ ბიჭისკენ არ მიუხედია, მოულოდნელად როცა კაშკაშა სინათლე რაღაც უცნაური ნაზი მკრთალი ნათებით შეიცვალა ოდნავ დაიბნა და მაშინვე ალექსისკენ მიიხედა, უცბათ დაიბნა რომ ვერ დაინახა, მერე როცა მზერა ოდნავ ქვემოთ მიმართა და ცალ მუხლზე მდგომი ბიჭი დაინახა ბეჭდით ხელში იმავე წამს გადმოუცურდა გაფიგრებულ ღაწვებზე ბედნიერების ცრემლები და სახეზე ხელები აიფარა
-ცოლად გამომყვები?-გაისმა ბიჭის აღელვებული ხმა საოცარ სიჩუმეში, თათიამ ხმის ამოღება ვერ გაბედა, მხოლოდ ის მოახერხა რომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ალექსი მაშინვე ფეხზე წამოდგა , ტაშის და სტვენის ფონზე თითზე ბეჭედი გაუკეთა დაბნეულ გოგონას, ხელი მოხვია გულზე მიიკრო და თავზე აკოცა.
თათიას ძალიან გაუკვირდა რომ ალექსი თბილისიდან გავიდა
-სად მივდივართ?-იმტერესით ჰკითხა
-მესტიაში-დაუფიქრებლად უთხრა ბიჭმა
-რააა?-გაოცებისგან ლამის პირი დააღო გოგონამ
-მამაშენისგან ნებართვა მაქვს... ასე რომ თამამად გიტაცებ
-ნუ სულელობ
-შენ მე ცოლობაზე დამთანხმდი ასე რომ
-ალექსანდრე გთხოვ მანქანა მოატრიალე-შეეხვეწა დაბნეული გოგონა
-შანსი არაა
-სერიოზულად?-გაბრაზდა თათია
-ჩათვალე მოგიტაცე
-მორჩი სისულელებს
-აღარ გაგიშვებ... ვერ შეგელევი...
-მართლა მესტიაში მიგყავარ? თან ჩემი ნებართვის გარეშე? სულ გაგიჟდო ,,ხო"?-ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა თათია რომ ასეთ რამეს აკეთებდა ალექსი
-კარიგი დაწყნარდი-გაეცინა ბიჭს -უბრალოდ მინდა რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ სულ ესაა...როცა უკან წამოსვლას მოისურვებ იმავე წამს წამოგიყვან უკან მშობლებთან მიგიყვან... თუმცა მეეჭვება წამოსვლა მოისურვო-ეშმაკურა დგაეცინა და ჯერ კიდევ გაბრაზებულ გოგონას ნიკაპზე აკრა ხელი რომელიც მალევე მოვიდა ხასითზე და მოუთმენლად ელოდა გრძელი, გაუთავებელი დამღლელი გზის დასრულებას რომ მისთვის ყველაზე საყვარელ, განსხვავაებული ემოციებით დატვირთულ და განსაკუთრებულ სახლში მისულიყო და ახალი წლის პირველი დღე საყვარელ მამაკაცთან ერთად გაეტარებინა.
ბედობის ღამეს, მოწოლი გიჟურ და თავბრუდამხვევ ემოციებს წინააღმდეგობა არ და ვერ გაუწია ვერცერთმა, შესაბამისად ჯერ მათი ვნებიანი ტუჩები შეეწება ერთმანეთს, შემდეგ კი მთრთოლარე სხეულები.
იმის მიუხედავად რომ ლიკა და ზაზა ხვდებოდნენ რომ მესტიიდან თათია და ალექსი უკვე როგორც წყვილი ისე დაბრუნდებოდა უკან, მაინც ძალიან განიცადეს ეს ამბავი და რთულად გადაიტანეს შვილის წასვლა სახლიდან.
მართა რა თქმა უნდა დიდად არ აღფრთოვანდა ახალი ამბით მაგრამ ამჯერადაც გაჩუმება და შორს ყოფნა არჩია.
ბექა სრულიად აიგნორებდა ლილეს და უფლებას აძლევდა ბოლომდე მშვოდად გარკვეულიყო საკუთარ გრძნობებში. ბელგიიდან მხოლოდ ერთი დღით ჩამოვიდა ალექსი და თათიას ქორწილში და მაშინვე უკან დაბრუნდა სასოწარკვეთილი და განადგურებული რადგან ლილეს თვალებში საკუთარი თავის ნაცვლად სხვა ადამიანი დაინახა, თუმცა ბედისწერას მისთვის სასიამოვნო სიუპროზი ჰქონდა გამზადებული ოფისში, როგორც კი გადალახა პირედი ემოციურო მძიმე ფონი აზრზე მოვიდა და საქმეს შეუდგა გასაუბრებაზე სრულიად შემთხვევით მასთან მისი ბაღის შეყვარებული მივიდა რომელიც მხოლოდ სახელით გვარით და თვალებით იცნო. 27 წლის შემდგარი, საქმიანი, განათლებული და მკაცრი მაგრამ ამავე დროს საოცრად გულისხმიერი, თბილი და ნაზი ქალი, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე საოცარი შთაბეჭდილბა მოხდინა ბექაზე.
საოცარი იყო თათიას ორსულობა, მისი კაპრიზების, სურვილების და მოთხოვნების შესრულებას ძალიან უჭორდა ალექს რომელსაც ლილე აქტიურ დახმარებას უწევდა ამ სირთულეებთან გამკლავებაში, ამ ყველაფერში თავისთავად ჩაეთო ვანოც,შესაბამისად მისი და ალექსის ურთიერთობა მარტივად დალაგდა, რაც ძალიან ახარებდა ლილეს, მითუმეტეს რაც თათიასავით მანაც სწავლა შეწყვიტა საზღვარგარეთ და საბუთები ისევ საქართველოს უნივერსიტეტში გადმოიტანა მისი და ვანოს ურთიერთობა უფრო ხშირი და აქტიური გახდა, თავისთვად ალექსთან მიმართებაშიც ასე მოხდა.
საოცრად ლამაზი იყო პატარა იოანეს მომლოდინე თათია, რომელიც უკვე წამოზრდილ მუცელს ხშირად ეფერებოდა
-ართი სული მაქვს დაიბადოს რომ გულში ჩავიკრა და მისი სურნელი ვიგრძნო- მომღიმარი სახით გახედა ქმარს
-ნეტა იცოდეს როგორ ველოდებით-გაეცინა ბიჭს და სარკესთან მდგომ ცოლს ზურგიდან აეკრო
-უკვე ძალიან მიყვარს
-იმედია მამიკოს სიყვარულისთვისაც დაგრჩება გულში ადგილი და კიდევ... ცოტა დროსაც დამითმობ ხოლმე საწოლში
-აუტანელო-თვალები აატრიალა გოგონამ და უკვე წინ ასვეტებულ ქმარს მიაჩერდა მომღიმარი სახით
-იოანეს მალევე მოუნება დაიკო ან ძამიკო და ამ საკითხზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ
-მორჩი-აკისკისდა თათია და გვერდია აქცევა სცადა მისთვის, მაგრამ ალექსმა უფლება არ მისცა
-ძალიან მიყვარხარ-გამომწვევი ტონით უთხრა, ოდნავ დაიხარა და მოკლე პენუარის ქვეშ შეუცურა ცივი თითები,ნელა ააყოლა მის ფეხებს და მუცელთან შეაჩერა, თათიას უნებურად გააჟრჟოლა და სურვილისგან ანთებული თვალებით მიაჩერდა ქმარს, ალექსანდრემ აღარ დააყოვნა მაშინვე დააცხრა მის ტუჩებს, საწოლისკენ წაიყვანა ნაზად გადააწვინა და ზემოდან მოექცა.
პატარა იოანეს დაბადებამ საოცრად შეცვალა თათია და ალექსის ცხოვრება, რაღაცნაირად უფრო მშვიდი, დინჯი და სერიოზული გახდა ორივე, მათთვის სრულიად გაუაზრებლად სამყაროს ცენტრად იქცა ზედმეტად პატარა და საყვარელი და ძვირფასი იოანე, რომელმაც მშობლებს სხვა თვალით დაანახა სამყაროც და ერთმანეთიც.
ბექას ცხოვრება, აზრები და გრძნობები ნელ-ნელა დალაგდა, თავისზე ბევრად ძლიერ გოგონასთან შეხვედრამ, ბავშვობის სიყვარულის გახსენებამ და წარსულის ლამაზ მოგონებებმა მასში მივიწყებული და მიძინებული გრძნობები იმდენად მოულოდნელად და სპონტანურად გააღვიძა მაშინ როცა სრულიად გაუაზრებლად მერიმ თავისი ინიაციატივით პირველად აკოცა.
ვანოსთვის იოლი არ იყო ლილეს საბოლოო ნდობის მოპოვება, მითუმეტეს წარსულის შიშისგან და ბექასსადმი არეული გრძნობებისგან მისი დახსნა თუმცა თავისი დაუღალავი სიყვარულით, გრძნობების და ემოციების გამოხატვით, ერთგულებით, ჯადოსნური სიტყვებით, პატივისცემით, მოთმინებით შეძლო ის რომ ლილეს გონება მხოლოდ თავისკენ მომართა, ნელ-ნელა კი მის გულშიც მოახერხა შეღწევა.
ალექსანდრეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ვანო სერიოზულად დაელაპარაკა თავისზე და ლილეზე და გაუმხილა რომ მისთვის ხელის თხოვნას აპირებდა, როცა გაოცების პირველმა ტალღამ გადაიარა მხოლოდ რამდენიმე სიტუვა უთხრა
-ლილე ჩემი ცხოვრებაა... მინდა ბედნიერი იყოს... თუ არჩევანს შენზე გააკეთებს თავისი სურვილით და ნებით იმ მიზეზით რომ უყვარხარ, მე მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება გისურვოთ.
ხელის თხოვნა ცეკვის დროს რესტორანში... ქორწილი, ყველაზე ჯადოსნური ბედიერი და ლამაზი დღე თეთრი კაბით... მაგრამ მაინც შიში.... შიშის ნაპერწკალი სადღაც გულის სიღრმეში...
-ვანომ იგრძნო ეს, ეტკინა, გულის სიღრმეში მაინც ეტკინა, თუმცა მის სახეზე ემოციის ცვლილება არ ასახულა, მშვიდად დაასხა შამპანიური ჭიქებში და აღელვებულ ცოლს გაუწოდა, ლილემ გამოართვა და მაშინვე დალია
-მიდი დაწექი დასვენე-მომღიმარი სახით მიაჩერდა ვანო დაბნეულ ცოლს
-მე...
-ლილე პატარავ-ბიჭი ზედმეტად მიუახლოვდა დაბნეულ ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -ნუ იძაბები გთხოვ...ვხვდები რომ ჯერ კიდევ არ ხარ მზად ამ ურთიერთობისთვის...
-მე უბრალოდ
-მთავარია რომ ეს... შენ გინდოდეს...მე დაგელოდები... უსასრულოდ დაგელოდები...იმიტომ რომ მიყვარხარ და მინდა ბედნიერი იყო, ჩემთვის მთავარია ასაა, რომ შენ... ჩემს გვერდით ხარ და ჩემი ცოლი გქვია!
-ვანო-გოგონა ქმარს ჩაეხუტა და სათქმელ სიტყვებს თავი რომ ვერ მოუყარა გაჩუმდა.
ვერც კი მიხვდა როდის და როგორ ჩაეძინა, იმდენად დაძაბული და აღელვებული იყო მთელი დღე მიღებული და განცდილი ათასნაირი ემოციით რომ არ უნდოდა კი მაგრამ ძილმა მაინც წაართვა თავი. ვანო იქვე ახლოს ჩამოკდა სავარძელში და თვალმოუშორებლივ უყურებდა საყვარელი გოგონას ფერმკრთალ სახეს, ბოლოს ვეღარ მოითმინა და ცივი თითები ჩამოაყოლა მის საფეთქელს და ლოყას, ლილე ოდნავ შეიშმუშნა და სუსტად გაახილა თვალები
-მაპატიე შენი გაღვიძება არ მინდოდა- ჩავარდნილი ხმით უთხრა მისი შეხებით, სურნელით და სიახლოვით თავგზააბნეულმა ბიჭმა-უბრალოდ თავი ვერ შევიკავე რომ არ შეგხებოდი
-მთელი ღამე გაათენე?-შეიცხადა გოგონამ და საწოლზე წამოჯდა
-შენს ყურებაში დამათენდა -გაეცინა ბიჭს
-საწილში ჩამეძინა?
-სავარძელში... მე დაგაწვინე მანდ
-შენ რატომ არ დაწექი ჩემს გვერდზე?- ინტერესით ჰკითხა გოგონამ
-არ მინდოდა რომ შემეწუხებინე...ზედმეტად თრთი და კანკალებ ჩემი შეხებისას-გაეცინა ბიჭს
-მართლა? არ შემიმჩნევია-შეიცხადა ლილემ და ფეხზე წამოდგა
-ვითომ?-ეჭვნეუად, მომღიმარი სახით ჰკითხა ვანომ
-რა ლამაზად თენდება-გოგონამ აივნის კარი გამოაღო და ღრმად ჩაისუნთქვა დილის ცივი და ნესტიანი ჰაერი
-ჰოო -უღიმღამოდ დაეთანხმა ბიჭი, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ნერვიულად მოუკიდა და აივნის მოაჯირს ზურგით მოეყრდნო, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ცოლის ალეწილი სახისთვის -იცი რომ.ძალიან ლამაზი ხარ?-ინტერესით ჰკითხა
-ჩემთვის მთავარი ისაა რომ შენ ასე ფიქრობ
-უბრალოდ ხარ-ვანო ზედმეტად მიუახლოვდა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -საოცრად ლამაზი, სასურველი და საოცნებო-ცივი თითები ნაზად ჩააყოლა მის თმას ნელ-ნელა შიშველ ზურგზე გადაიტანა, ამ ყველაფერმა საოცრად დაძაბა ლილე მაგრამ ამავე დროს უცნაური განცდა დაეუფლა, საშინლად მოუნდა ქმრის ვნებიანი ტუჩები, ძალა და სითბო მთელს სხეულზე ეგრძნო, ამიტომ თავად შეეხო მის ტუჩებს სრულიად გააზრებულად, როგორც კი საძინებელში შევიდნენ და ვანომ საწოლზე გადააწვინა აღელვებული ცოლი ზემოდან მოექცა , ამღვრეულ თვალებში ჩააცქედა და ჩურჩულით უთხრა მხოლოდ ერთი სიტყვა-მენდე- ეს ყველაფეირ ლილესთვის საკმარისი აღმოჩნდა მთელი არსებით და სხეულით მინდობოდა საყვარელ მამაკაცს, რომელიც ძალიან ნელი, ვნებიანო, გააზრებული, თავშეკავები ქმედებებით მარტივად ახერხებდა გოგონას გონებიდან წარსულის ღამის შეცდომის წაშლას, ტკივილთან ერთად და მასში ახალი განსაკუთრებული ჯადოსნური და დაუვიწყარი წუთებს ასახვას

№1 სტუმარი ელა1

ნიაკო ძალიან კარგი იყო მომეწონა.ალექსი და თათია რო საბოლოოდ ერთად იქნებოდნენ ამაში დარწმუნებული ვიყავი,მაგრამ შენ შეგეძლო რო სულ სხვანაირად წაგეყვანა მოვლენები და მიუხედაცად იმისა ეს არ გააკეთე და ეს ძალიან მახარებს.რაც შეეხება ბექას ვანოს და ლილეს მომეწონა როგორც დამთავდა ყველაფერი ამ სამკუთხეთში იმან გაიმარჯვა ვის ძალიან უყვარდა ლილე და ვინც ნამდვილად დაიმსახურა ლილეს სიყვარული და მიხარია რო ეს ვანო აღმოჩდა და აქაც შენ ჩვენი მკითხველის აზრიც გაითვალისწინე და მადლობა ამისთვის.❤❤❤რაც შეეხევა ბექას მიხარია რო ისე არ დატოვე დაასაც მოუძებდე წყვილი და აქაც ისე მაგრად გამოგივიდა რო ყოჩაღ შენ.გთხოვ ძალიან რო დიდხანს არ გვალოდინო და გადვიბრუნდი რაც შეიძლება მალე შენი როგორ ვთქვა ახალი და უფრო საინტერესო ისტორიით.❤❤❤

№2 სტუმარი ანისია

წინათავის შემდეგ ნამდვილად კარგი იყო. ვფიქრობ ვანოსა და ლილეს ცალკე ისტორია ეკუთვნით

№3 სტუმარი სტუმარი მაკო

კარგი იყო,გული დამწყდა რომ დამთავრდა.გგელოდებით ახალი ისტორიით

№4 სტუმარი სტუმარი nazi

როგორ მომეწონა კარგი იყო არ ველოდი ასეთ დასასრულს კარგი იყო სუპრ დასასრული წარმატება და გელი ახალი ისტორიებიით❤❤❤❤❤

№5  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნიაკო ძალიან კარგი იყო მომეწონა.ალექსი და თათია რო საბოლოოდ ერთად იქნებოდნენ ამაში დარწმუნებული ვიყავი,მაგრამ შენ შეგეძლო რო სულ სხვანაირად წაგეყვანა მოვლენები და მიუხედაცად იმისა ეს არ გააკეთე და ეს ძალიან მახარებს.რაც შეეხება ბექას ვანოს და ლილეს მომეწონა როგორც დამთავდა ყველაფერი ამ სამკუთხეთში იმან გაიმარჯვა ვის ძალიან უყვარდა ლილე და ვინც ნამდვილად დაიმსახურა ლილეს სიყვარული და მიხარია რო ეს ვანო აღმოჩდა და აქაც შენ ჩვენი მკითხველის აზრიც გაითვალისწინე და მადლობა ამისთვის.❤❤❤რაც შეეხევა ბექას მიხარია რო ისე არ დატოვე დაასაც მოუძებდე წყვილი და აქაც ისე მაგრად გამოგივიდა რო ყოჩაღ შენ.გთხოვ ძალიან რო დიდხანს არ გვალოდინო და გადვიბრუნდი რაც შეიძლება მალე შენი როგორ ვთქვა ახალი და უფრო საინტერესო ისტორიით.❤❤❤

მადლობა ელა ასეთი შეფასებისთვის, მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ახალ ისტორიას რაც შეეხება ზუსტად არ ვიცი როდის დავიწყებ❤❤❤❤❤❤ მადლობა კიდევ ერთხელ ამდენი სითბოსთვის და დადებითი ემოციებისნგაზიარებისთვის ძალიან ძალიან კარგი ხარ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ანისია
წინათავის შემდეგ ნამდვილად კარგი იყო. ვფიქრობ ვანოსა და ლილეს ცალკე ისტორია ეკუთვნით

მადლობა, მიხარია დადებითი შეფასება რომ დავიმსახურე ამჯერად ❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი მაკო
კარგი იყო,გული დამწყდა რომ დამთავრდა.გგელოდებით ახალი ისტორიით

მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი nazi
როგორ მომეწონა კარგი იყო არ ველოდი ასეთ დასასრულს კარგი იყო სუპრ დასასრული წარმატება და გელი ახალი ისტორიებიით❤❤❤❤❤

მადლობა ნაზი ასეთი განსაკუთრებული შეფასებისთვის, ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№6 სტუმარი სტუმარი თიკო

მოკლედ ალექსის და თათიას ისტორიაც ლოგიკურად დამთარდა. ნუ ბოლოს მომეწონა ბავშვი სადაც იყო ნახსენები :დ თათიაზე და ბექაზე რა ვთქვა, ან ვანოზე. თავიდან ბექა ბექა იყო. შემდეგ ვანო, შემდეგ არცერთი, შემდეგ ბექა რომ გამოჩნდა, კაი ვიფიქრე ბექასთან იქნება-თქო. მერე ვანო რომ ისევ გამოჩნდა ვიფიქრე რაღაც მოხდება-თქო. თუმცა საბოლოოდ ისევ ვიფიქრე არცერთთან დარჩებოდა და გამეხარდა. მაგრამ ვანო ისევ გამოხტა და ნუ, მოკლედ ბოლო წინადადებამდე ველოდი, ისევ რაღაც მოხდებოდა. ბექაზე რა ვთქვა, რომ გეწერა ისევ ბელგიაში წავიდაო (თუ არ ვცდები თავში), მერამდენედ ჩავიქნიე ხელი უკვე, არ ვიცი. თუმცა მაინც მესიამოვნა მისი ამბავი. ერთს ვფიქრობ კიდევ, ვფიქრობ იმის მაგივრად ამდენი ლილე/ბექა ყოფილიყო, ვანოსვის რომ დაგეთმო ყურადღება უკეთესი იქნებოდა. აი, ბექა/ლილეს სულ მიყვარხარ/არ მიყვარხარ, წადი/არ წავალ მაგრამ საბოლოოდ მაინც წასვლის მაგივრად ასპარეზზე ვანო რომ გამოგეყვანა, ვფიქრობ ეგ და ლილე კიდევ უფრო გაარკვევდნენ ურთიერთობას და მეტი დრო ექნებოდა ლილეს და დალაგებული აზრები ქორწინებასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ მათ წყვილთან დაკავშირებით. ნუ რა თქმა უნდა გაარკვიეს საბოლოოდ, მაგრამ ვფიქრობ მათი ურთიერთობა კარგა ხნის მკვდარი იყო და უბრალოდ აღიარება არ უნდოდა ლილეს, და იმაზე ფიქრობდა ბექასთვის გული არ ეტკინა (ეს შენც გიწერია) და ამან წაიღო ბევრი დრო. ზაზა/ლიკაზე რასაც ვიტყვი, მგონი ხვდები უკვე :დ ძალიან მიყვარს ეგ წყვილი. ნუ მე მაგათი შვილის ყოლის პერსპექტივა მომწონდა თორემ ასეთი ჭირვეულ ბავშვს არ ვუსურვებდი, ნამდვილად (ვხუმრობ, ვხუმრობ). მართამ არაფერი დაიმსახურა, გარდა იმისა რომ ამ ბოღმას და საშინელ გრძნობებს მასში იტოვებს ეგეც, იძულებით. და ამაზე მეტ სასჯელს მგონი ვერც დაიმსახურებდა. საბოლოო ჯამში ცუდი არ იყო, ლოგიკურად დამთავრდა, მაინც. წარმატებები და მოუთმენლად გელი უფრო შენებური ისტორიით (ეს სხვანაირად არ გამიგო)❤❤❤
P.s. მოკლედ ჩემს კომემტარში დიდი ალბათ, მგონი, მაინც, ვფიქრობ მიწერიე და არ შეშინდე. ეს ისტორია ძალიან არ მომწონდა-თქო რომ დავწერო ტყული იქნება, მაგრამ ისიც იქნება თუ დავწერ, ავღფრთოვანდი-თქო. ალბათ, სადღაც შუაში. თუმცა მომავალ ისტორიას ველი მართლა მოუთმენლად და იმედია ლიკა/ზაზასნაირი წყვილი იქნება. აქედანვე მაჟრიალებს რომ წარმოვიდგენ უცნობი წყვილის მოსალოდნელ კამათს. სწორად გაიგე, კამათს. ზრდასრულ, დაქორწინებულებთან უკეთ გამოგდის ემოციების აღწერა და იმის წარმოდგენა, როგორ კამათობს ქორწინებაში მყოფი, პრობლემური ცოლ-ქმარი რაღაცაზე, მომწონს, მომწონს. მომენატრა წესიერი კამათიც კი. ეს თინეიჯერები ვინც აქ გყავდა, სრულ უაზრობებზე რომ იბუტებოდნენ და სიყვარულს აკვიატებას რომ არქმევდნენ, თუ ეძახდნენ, მართლა დამღალა და წესიერი კამათიც კი მომენატრა. ამიტომ იმედია დაწერ ეგეთ წყვილზე რამეს. ნენეს აზრი მართლა მაგრად მომწონს. კიდევ ერთხელ წარმატებები!❤❤❤

№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო

მადლობა ასეთი საინტერესო შეფასებისთვის ❤❤❤❤❤ ეს ისტორია მთლად ჩემი სტილი არ იყო, არ მიკვირს რომ აღფროვანება არ გამოიწვია შენში და კიდევ ნენე/ელენეში.
თუმცა მე ძალიან მინდოდა ასე წერა და ის დავწერე რაც გულიდან მოდიოდა.
ვანო ლილე ბექაზე ჩამოყალიბებული ბოლო თავამდე არ ვიყავი და შეიძლება ითქვას რომ ამჯერად მკითხველის სურივილს გავყევი.
ახლა ისტორიას რაც შეეხება ზუსტად არ ვიცი ისევ დავწერ თუ არა ან რა სახისას დავწერ, თუმცა აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს სურვულს და + 35 ზე მეტ ყურადღებას გავამახვილებ ვიდრე აქამდე ვწერდი ხილმე. მთავარ გმირებად არ ვიცი შევძლებ თუ არა მათ წაყვანას, ანუ ეს ყველაფერი ხომ თავისთავად მოდის გონებაში და არ ვიცი ზუსტად ვერაფრეს გეტყვი. თუმცა ძალიან მიხარია რომ ამას ყველაფერს ყურადღება მიაქციეთ და მეც მიმაქცევინეთ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№8 სტუმარი სტუმარი მაკა

ვაიმე საყვარელო მაგარი ხარ არ მეგონა თუ თათა და ალექსი ერთად დარჩებოდნენ მაგრამ როგორც ყოველთვის გამაკვირვე მომწონს შენი წერის სტილი წარმატებები ველი ახალ შედევრს????????????❤❤❤❤

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მაკა
ვაიმე საყვარელო მაგარი ხარ არ მეგონა თუ თათა და ალექსი ერთად დარჩებოდნენ მაგრამ როგორც ყოველთვის გამაკვირვე მომწონს შენი წერის სტილი წარმატებები ველი ახალ შედევრს????????????❤❤❤❤

ვაიმე ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის და დადებითი შეფასებისთვის❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ძალიან გამახარეთ

№10 სტუმარი სტუმარი შოკა

ბოლომდე ჩემ აზრამდე ვრჩები რომ ლილე ბექას ეკუთვნოდა :( მაგრამ პატივსვცემ შენ გადაწყვეტილებას <3 წარმატებები შენ <3 კარგათ წერ ნამდვილად, უბრალოდ ჩვენი კომენტარებიდან გამომდინარე ნუღარ შეცვლი შინაარს, რა ორიენტაციასაც აიღებ თავიდან წყვილებზე ჯობია იმას მიაწვე :D

№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი შოკა
ბოლომდე ჩემ აზრამდე ვრჩები რომ ლილე ბექას ეკუთვნოდა :( მაგრამ პატივსვცემ შენ გადაწყვეტილებას <3 წარმატებები შენ <3 კარგათ წერ ნამდვილად, უბრალოდ ჩვენი კომენტარებიდან გამომდინარე ნუღარ შეცვლი შინაარს, რა ორიენტაციასაც აიღებ თავიდან წყვილებზე ჯობია იმას მიაწვე :D

ამ შემთხვევაში წინასწარ გათვლა არ მქონია ლილეს მომავალზე და არჩევანზე, ასე წერისას, თავისთავად შემოვიდა ვანოს პერსონაჟი ისტორიაში და მე თავად ვეღარ ვაკეთებდი არჩევანს უკვე მასსა და ბექას შორის ( რადგან ზედმეტად ავრიე ბექას და ლილეს ურთიერთობა დაუგეგმავად და ვეღარ ვალაგებდი ლოგიკურად)
მადლობა რომ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤❤❤❤❤❤

№12  offline წევრი khatia khatia

Kომენტარებში ისეთები თქვი რომ მეგონა ტრაგედია მოხდებოდა და ამ დროს ჰეპპი ენდი თ რომ დამთავრდა იმდენი ვიცინე რომ რავი ეხლაც კი მეცინება joy დამაინტრიგე ამხელა ქალი joy რაღაც პონტში გამიტყდა რომ არავინ მოკვდა joy მაგარი დასასრული იყო
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

№13  offline მოდერი ნეაკო

khatia khatia
Kომენტარებში ისეთები თქვი რომ მეგონა ტრაგედია მოხდებოდა და ამ დროს ჰეპპი ენდი თ რომ დამთავრდა იმდენი ვიცინე რომ რავი ეხლაც კი მეცინება joy დამაინტრიგე ამხელა ქალი joy რაღაც პონტში გამიტყდა რომ არავინ მოკვდა joy მაგარი დასასრული იყო

შენ კიდევ მე გამაცინე :დ
ისე, ზოგადად არ მიყვარს ხოლმე სიკვდილზე წერა, მირჩევნია დასასრული არალოგიკური, რეალობასთან შეუსაბამო მაგრამ მაინც კარგი იყოს ხოლმე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№14 სტუმარი ია

ხოს ბრჭყალებში რატომ სვამ? ადრეც მინდოდა მეკითხა და მავიწყდებოდა...ხომ არ ჩამოვრჩი დიდ მწერლობაში დადგენილ სტანდარტებს

№15  offline მოდერი ნეაკო

ია
ხოს ბრჭყალებში რატომ სვამ? ადრეც მინდოდა მეკითხა და მავიწყდებოდა...ხომ არ ჩამოვრჩი დიდ მწერლობაში დადგენილ სტანდარტებს

კი ჩამოვრჩი

№16  offline წევრი goddess

ნეაკო სრულად ატვირთავ ამ ისტორია თუ დავიწყო წაკითხვა?

№17 სტუმარი სტუმარი კირა

საოცარი დასასრული იყოოო❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤აუუუ როგორი საყვარელი ხარ ჩემი თხოვნა რომ გაითვალისწინეე, ძაან გამახარე????????????????????????საოცარი გოგო ხარ ასე რომ ითვალისწინებ შენი მკითხველის თხოვნებს❤❤❤❤❤მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით. შენ სულ უნდა წერო ისეთი ემოციებით სავსე ისტორიები გაქვს❤❤❤❤

№18 სტუმარი სტუმარი თიკო

ნეაკოოო, ძალიან კარგი დასასრული იყო, ლოგიკურიც და საინტერესოც, მადლობა შენ. მიხარია, რომ ყოველთვის ითვალისწინებ შენი მკითხველის აზრს და იღებ მათ მოსაზრებებს, დამიჯერე ეს ბევრს არ შეუძლია. მომენატრება ეს ისტორია. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით.
წარმატებები❤❤

№19 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა საოცარი საინტერესო დასასრული ქონდა გამიხარდა ალექსი და თათია ლილე და ვანო ერთად დარჩნენ წყვილი ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები

ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი დასასრულით გამიხარდა ალექსი და თათია ლილე და ვანო ერთად დარჩნენ წყვილი ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ წყვილს მიხარია ბექასა ძველი შეყვარებულთან შეხვედრა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

№20  offline მოდერი ნეაკო

goddess
ნეაკო სრულად ატვირთავ ამ ისტორია თუ დავიწყო წაკითხვა?

სრულად ვერ ავტვირთავ , ასე თავებად იდება სულ❤❤❤❤❤

სტუმარი კირა
საოცარი დასასრული იყოოო❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤აუუუ როგორი საყვარელი ხარ ჩემი თხოვნა რომ გაითვალისწინეე, ძაან გამახარე????????????????????????საოცარი გოგო ხარ ასე რომ ითვალისწინებ შენი მკითხველის თხოვნებს❤❤❤❤❤მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით. შენ სულ უნდა წერო ისეთი ემოციებით სავსე ისტორიები გაქვს❤❤❤❤

მადლობა კირა ასეთი საოცარი შეფასებისთვის და კიდევ გამხნევებისთვის ❤❤❤❤❤ყოველ ჯერზე ძალას მმატებდა მე შენი კომენტარი❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი თიკო
ნეაკოოო, ძალიან კარგი დასასრული იყო, ლოგიკურიც და საინტერესოც, მადლობა შენ. მიხარია, რომ ყოველთვის ითვალისწინებ შენი მკითხველის აზრს და იღებ მათ მოსაზრებებს, დამიჯერე ეს ბევრს არ შეუძლია. მომენატრება ეს ისტორია. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით.
წარმატებები❤❤

მადლობა❤❤❤❤მიხარია რომ დასასრულმა დადებითი ემოციები გამოიწვია❤❤❤❤❤
თხვონების გათვალისწინებას რაც შეეხება-ზოგადად ჩამოყალიბებული როცა არ ვარ რაიმე საკითხზე ამ დროს მარტივად შემიძლია მკითხველის სურვილს გავყვე (ზოგი თვლის რომ ეს არასწორია) მაგრამ მე მომწონს ეს დამოკიდებულება თქვენთან და ამიტომაც კვლავაც გავითვალისწინებ ხოლმე თქვენს რჩევებსაც და შენიშვნებსაც❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი იყო მომეწონა საოცარი საინტერესო დასასრული ქონდა გამიხარდა ალექსი და თათია ლილე და ვანო ერთად დარჩნენ წყვილი ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები

ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი დასასრულით გამიხარდა ალექსი და თათია ლილე და ვანო ერთად დარჩნენ წყვილი ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ წყვილს მიხარია ბექასა ძველი შეყვარებულთან შეხვედრა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

ძალიან დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის, მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№21 სტუმარი სტუმარი Tekla

Rac am istoriit visiamovne ertianad gaapucha da gadapara liles da beqas uazro gakram da vigac or axlad gamomcxvar idiotebtan shekram ise cameshala kvelaperi arc camikitxavs bolomde aleqsize da tataze metad mat sikvaruls vbaleshikobdi. Magram kvelaperi gaapuche meako. carmatebebi

№22  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Tekla

ვწუხვარ იმედები რომ გაგიცრუე თეკლა.
მადლობას გიხდი იმისთვის რომ ასე აქტიურად მეხმიანებოდი და მიზიარებდი შენს აზრს❤❤❤❤

nene gelovani
გამიხარდა, რომ ვანოსთან ერთად დარჩა და არა იმ ლაყე ბექასთან.
ზაზამ ლამის ხარაკირი რო გაიკეთა, არიქა ბავშვი მინდაო, ახლა კეთილი ინებოს და თვითონ მოუაროს, ლიკას ნუ ათენებინებს ღამეებს smile
ისე ვლაპარაკობ გეგონება, ნამდვილები იყვენენ :დ
ხომ იცი ტყუილი არ მიყვარს, ამიტომ გულწრფელად გეტყვი, ეს არაა ის ისტორია, რომელიც შენს შესაძლებლობებს აღწერს და ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული, თუმცა დასასრული ისტორიის შესაფერისი იყო და კმაყოფილი ვარ ამ მხრივ.

პ.ს. ჩვენ რომ ვიცით იმისთვის როდის შევიკრიბოთ? heart_eyes

ნენე ჩემს შესაძლებლობებში რამდენადაც შენ ხარ დარწმუნებული მე, რომ იმის ნახევრად მაინც ვიყო, ამ ეტაპზე ალბათ ისევ შევძლებდი წერის გაგრძელებას❤❤❤❤❤❤❤
ჩვენს ამბავზე მოგვიანებით შემოგეხმიანები ❤❤❤❤❤❤❤ ახლა უბრალოდ ფიქრის არ შემიძლია არაფერზე, მაგრამ აუცილებლად შევსარულბ დანაპირებს

№23  offline წევრი A.N.A

არ მეგონა ვანოს და ლილეს თუ დატოვებდი ერთად თუმცა ჩემში არც ბექასთან და არც ვანოსთან მისი ყოფნა არ იწვევს არანაირ ემოციას რატომღაც. სულ მგონია რომ ნაჩქარევად წერ ბოლოსკენ ან ბოომდე არ იაზრებ დასასრულს. არ ვიცი რა გითხრა კარგია რომ დაალაგე ყველაფერი წარმატებები kissing kissing

№24  offline მოდერი ნეაკო

A.N.A
არ მეგონა ვანოს და ლილეს თუ დატოვებდი ერთად თუმცა ჩემში არც ბექასთან და არც ვანოსთან მისი ყოფნა არ იწვევს არანაირ ემოციას რატომღაც. სულ მგონია რომ ნაჩქარევად წერ ბოლოსკენ ან ბოომდე არ იაზრებ დასასრულს. არ ვიცი რა გითხრა კარგია რომ დაალაგე ყველაფერი წარმატებები kissing kissing

ლილე ვანო ბექა-ზე თავიდანვე არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა და როგორ, ალბათ ამიტომ მოხდა ასე ...
დასასრულის ნაჩქარევად დაწერაზე არაერთმა მკითხველმა მიმითითა ადრეც, შენი შენიშვნა მოღებულია ახლაც ❤❤❤❤
მადლობა აზრის გაზიარებისთვის❤❤❤

nene gelovani
ნეაკო
სტუმარი Tekla
Rac am istoriit visiamovne ertianad gaapucha da gadapara liles da beqas uazro gakram da vigac or axlad gamomcxvar idiotebtan shekram ise cameshala kvelaperi arc camikitxavs bolomde aleqsize da tataze metad mat sikvaruls vbaleshikobdi. Magram kvelaperi gaapuche meako. carmatebebi

ვწუხვარ იმედები რომ გაგიცრუე თეკლა.
მადლობას გიხდი იმისთვის რომ ასე აქტიურად მეხმიანებოდი და მიზიარებდი შენს აზრს❤❤❤❤

nene gelovani
გამიხარდა, რომ ვანოსთან ერთად დარჩა და არა იმ ლაყე ბექასთან.
ზაზამ ლამის ხარაკირი რო გაიკეთა, არიქა ბავშვი მინდაო, ახლა კეთილი ინებოს და თვითონ მოუაროს, ლიკას ნუ ათენებინებს ღამეებს smile
ისე ვლაპარაკობ გეგონება, ნამდვილები იყვენენ :დ
ხომ იცი ტყუილი არ მიყვარს, ამიტომ გულწრფელად გეტყვი, ეს არაა ის ისტორია, რომელიც შენს შესაძლებლობებს აღწერს და ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული, თუმცა დასასრული ისტორიის შესაფერისი იყო და კმაყოფილი ვარ ამ მხრივ.

პ.ს. ჩვენ რომ ვიცით იმისთვის როდის შევიკრიბოთ? heart_eyes

ნენე ჩემს შესაძლებლობებში რამდენადაც შენ ხარ დარწმუნებული მე, რომ იმის ნახევრად მაინც ვიყო, ამ ეტაპზე ალბათ ისევ შევძლებდი წერის გაგრძელებას❤❤❤❤❤❤❤
ჩვენს ამბავზე მოგვიანებით შემოგეხმიანები ❤❤❤❤❤❤❤ ახლა უბრალოდ ფიქრის არ შემიძლია არაფერზე, მაგრამ აუცილებლად შევსარულბ დანაპირებს

კარგი, გელოდები სულმოუთქმელად ❤❤❤❤❤

❤❤❤❤❤❤

№25  offline წევრი ირო

პირველივე ისტორიიდან მოგყვები და იმდანად გაიზარდე და დახვეწე წერის სტილი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.ასევე ძალიან კარგია რომ მკითხველს არ ალოდინებ,რაც შეეხება პერსონაჟებს ზუსტად ისე უნდა დარჩენილიყო ყველაფერი როგორც დაწერე,შეცვლასაც რომ ვერ მოითხოვს მკითხველი.

№26  offline მოდერი ნეაკო

ირო
პირველივე ისტორიიდან მოგყვები და იმდანად გაიზარდე და დახვეწე წერის სტილი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.ასევე ძალიან კარგია რომ მკითხველს არ ალოდინებ,რაც შეეხება პერსონაჟებს ზუსტად ისე უნდა დარჩენილიყო ყველაფერი როგორც დაწერე,შეცვლასაც რომ ვერ მოითხოვს მკითხველი.

მადლობა გამოხმურებისთვის, აზრის გაზიარებისთვის და დადებითი შეფასებისთვის❤❤❤მიხარია ასე რომ ფიქრობ

№27 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ალექსი და თათია რომ ერთად დარჩა ეგ ძალიან გამიხარდა. მეგინა რომ ლილე და ბექა ერთად დარჩებოდა. ძალიან მომეწონა კაი ისტორიებია ასე კარგი ისტორიები წერეთ ყოველთვის????????????????????

№28  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ხათუნა
ალექსი და თათია რომ ერთად დარჩა ეგ ძალიან გამიხარდა. მეგინა რომ ლილე და ბექა ერთად დარჩებოდა. ძალიან მომეწონა კაი ისტორიებია ასე კარგი ისტორიები წერეთ ყოველთვის????????????????????

ძალიან დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის, მიახარია რომ მოგეწონათ ❤❤❤❤❤

კესარელი ანი
ჩემი სიტყვები აქ ზედმეტია, მაინც ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ ახლა და რას ვგრძნობდი კითხვის განმავლობაში. გაოცებულიც, იმედგაცრუებულიც და ალექსანდრე ჯიშკარიანზე შეყვარებულიც ვარ!

მადლობა ასეთი განსაკუთრებული შეფასებისთვის ძალიან ძალიან გამახარე ❤❤❤❤❤❤❤❤❤

№29 სტუმარი ელა1

ნეაკო მომენატრე ისე ვარ უკვე რო ვერ ვძლებ შენ გარეშე ოღონდ მართლა ერთი სული მაქვს რო დაგვიბრუნდე.დაგვიბრუნდი გთხოვ რა ახალი ისტორიით მალე❤❤

№30  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო მომენატრე ისე ვარ უკვე რო ვერ ვძლებ შენ გარეშე ოღონდ მართლა ერთი სული მაქვს რო დაგვიბრუნდე.დაგვიბრუნდი გთხოვ რა ახალი ისტორიით მალე❤❤

ელა როგორ გამახარე ამ კომენტრით ნეტა იცოდე ❤❤❤❤❤❤❤ მეც ძალიან,ძალიან მომენატრე❤❤❤❤❤❤
აუცილებლად დაგიბრუნდებით ძალიან მალე ახალი, ჩემებური, რთული ისტორიით, რადგან ვერც მე ვძლებ თქვენს გარეშე❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ და ძალიან მენატრება ის ურთიერთობები რაც აქ შედგა ჩემს, შენ და მკიყხველს შორის ❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent