შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 34 თავი

10-07-2021, 20:46
ავტორი ნეაკო
ნანახია 6 523

ალექსანდრე თათიაზე ფიქრმა ლამის შეშალა , საშინლად განიცადა ის ფაქტი რომ გოგონამ ეს გადაწყვეტილება მასყან შეთანხმების და დალაპარაკების გარეშე მიიღო და სიტყვის უთხქმელად წავიდა ქვეყნიდან. იმის მიუხედავად რომ თათია ყოველდღე ურეკავდა და სწერდა, ალექსი ჯიუტად აიგნორებდა მის ზარებს და შეტყობინებებს, რადგან აზრს ვერ ხედავდა ურთიერთობის ასე გარკვევი და მითუმეტეს გაგრძელების. იმის მიუხედავად რომ თათიას მონატრებას სიგიჟემდე მიჰყავდა და რეალურად ძალიან უნდოდა მისი ნახვა და ხმის გაგონება, მაინც არ ნებდებიდა საკუთარ სურვილებს და სიამაყეს უფლებას აძლევდა ბოლომდე გაენადგურებინა ის.
საბოლოოდ მოხდა ისე რომ სასმელს მიეძალა და ყოველდღე სვამდა გონების დაკარგვამდე, ასე ებრძოდა ის მონატრების და იმედგაცრუების საშინელ გრძნობებს, რომლებიც რაც დრო გადიოდა , უფრო მეტად უწამლავდა გონებას, გულს და სულს.ნელ-ნელა კი შიშიც შეპარა მის სხეულს, საყვარელი გოგონას სამუდამო დაკარგვის შიში, რომელიც კიდევ უფრო მეტად უმღვრევდა საამლისგან მოწამლულ გონებას და აიძულებდა ცხოვრება საკუთარი თავისადმი ზიზღში გაეტარებინა, რომელიც მხოლოდ სმით და ძილით შემოიფარგლებოდა,
მართლია ლილე მის გვერდით იყო და წამით არ შორდებოდა , ისევე როგორც ბექა მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა ალექსის ცხოვრებაში.
თათია საშინლად განიცდიდა მიღწბულ გადაწყვეტილებას, ხვდებოდა რომნგამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა ასე უსიტყვოდ, უთქმელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რომ წამოვიდა ქვეყნიდან, თან მაშინ, როცა ალექსანდრეს ყველაზე მეტად უჭირდა როგორც მორალურად ისე ფიზიკურად და შესაბამისად ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი გვერდში დგომა და დახმარება. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ ბიჭი ჯიუტად აიგნორებდა მის ზარებს და შეტყობინებებს, ამიტომ თათიას ყოველი მცდელობა ამაო იყო მასთან დალაპარაკების არა თუ რაიმეს ახსნის, შესაბამისად გოგონას გულში და გონებაში სინანაულის და სინდიდსი ქენჯნის გრძნობა ყოველ დღე უფროდაუფრო ძლიერდებოდა.
ლილე ბექასგან მაქსიმალურად შორს იჭერდა თავს, რადგან არ უნდოდა ისევ თავგზა აბნეოდა, მითუმეტეს რომ ბოლო შეხვედრისას ბიჭმა ცოლობა სთხოვა და ამ წინადადებით კიდევ უფრო მეტად აუბნია თავგზა, მაშინ როცა გამუდმებით უარს ამბობდა მასზეც და მის სიყვარულზეც შიშის გამო.
ლილეს დაბნეულობას ამძაფრებდა ვანოს ხელახალი და უფრო აქტიურად გამოჩენას მის ცხოვრებაში, ბიჭი არ იშურებდა მისთვის არც დროს, არც ყურადღებას, არც საჩუქრებს და არც ყვავილებს შესაბამისად ლილე კიდევ უფრო მეტად იბნეოდა და უჭირდა საკუთარ თავში და გრძნობებში გარკვევა მაშინ როცა ერთი მუდამ განზე დგებოდა, მეორე კი აქტიურად იბრძოდა მისი სიყვარულისთვის. გოგონა მასთან ურთიერთობასაც ისევე გაურბოდა როგორც ბექასთან, რადგან უჭირდა საკუთარ არეულ გრძნობებთან გამკლავება, მაგრამ ვანო უკან დახევას არც კი ფიქრობდა და პირიქით, უფრო მეტი მონდომებით ცდილობდა მასთან კიდე უფრო დაახლოებას. მის მიუხედავად რომ გოგონა არცერთხელ არ დათანხმდა შეხვედრაზე, მაინც იტოვებდა იმედს რომ მათი გზები ოდესმე, სადმე გადაიკვეთებოდა და იმ მომენტს ხელიდან არ გაუშვებდა... და მოხდა ის რასაც ვანო მთელი ეს დრო მოთმინებით ელოდა მათი გეზები სრულიად მოულოდნელად ტექნიკის მაღაზიაში გადაიკვეთა, მაშინ როცა ლილე ალექსისთვის ტელეფონს არჩევდა
-ლილე-მოესმა ნაცნობი და თურმე მონატრებული ხმა ზურგს უკნიდან დაბნეულ გოგონას, რომელიც მაშინვე მიტრიალდა მომღიმარი ბიჭისკენ და მოღუშული სახით მიაჩერდა მას-როგორც იქნა ერთმანეთს მარტოები შევხვდით-მშვიდი ტონით უთხრა ბიჭმა, ნელ-ნელა მიუახლოვდა, ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა და ისევ გაუღიმა, იმის გამო რომ ამ უეცარი და უცნაური შეხვედრის გამო ლილე ზედმეტად დაიძაბა და ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ისევ ვანომ განაგრძო საუბარი -მიკვირს მარტო გამოხვდი სახლიდან...-უთხრა ბრაზნარევი ტონით -იმედია ჩემს გამო არ დაგყვებოდა ყველგან დაცვა...
-გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ-გაუბრაზდა გოგონა
-ყოველთვის რატომ გამირბიხარ?-ზედმეტად მიუახლოვდა აღელვებული ბიჭი დაძაბულ გოგონას და თვალებში ჩააცქერდა -გამუდმებით თავს რატომ მარიდებ?
-უკვე აგიხსენი-ნაწყენი ტონით უთხრა გოგონამ და თავო დახარა
-ეგ საკმარისი მიზეზი არაა ჩემთვის, იმისთვის, რომ შენზე სამუდამოდ უარი ვთქვა
-ვანო გთხოვ არ გინდა-ხმა აუკანკალდა გოგონას
-შეიძლება სადმე დაგპატიჟო? მინდა რომ მხოლოდ მე და შენ... პირისპირ გულწრფელად დავილაპარაკოთ დაცვის ბიჭების და ვიღაც-ვიღაცეების გარეშე-ძლივს ახერხებდა ვანო რომ მშვიდად ელაპარაკა
-თავიდან ნუ დაიწყებ გთხოვ-შეეხვეწა ლილე-ამერიკაში ხომ უკვე ვილაპარაკეთ ამ ყველაფერზე და ურთიერთობა საბოლოოდ გავარკვიერთ?
-არაფერი გაგვირკვევია!-გაბრაზდა ბიჭი და ოდნავ აუწია ტონს-ჩვენი შეხვედრის ბოლო საღამოს მხოლოდ შენ ილაპარაკე საკუთარ არეულ სურვილებზე, გრძნობებზე და ოცნებებზე! მე მხოლოდ ის გითხარი რომ თუ ასეთი დაბნეული ხარ და დრო გჭირდება საკუთარ თავში გასარკვევად მზად ვარ უსასრულოდ დაგელოდო-მეთქი!
-ვანო გთხოვ ასე ნუ იქცევი-ჩურჩულებდა დაძაბული გოგონა
-მხოლოდ ერთი შეხვედრა
-არა! -გადაჭრით უთხრა გაბრაზებულმა ლილემ აღელვებულ ბიჭს
-ლილე გთხოვ უფლება მომეცი რომ შენთან ახლოს ვიყო...
-არ შემიძლია! რატომ არ გესმის?-თვალები აუწყლიანდა გოგონას-იმ ყველაფერის მერე რაც ჩვენს შორის მოხდა... იმ ღამეს... უბრალოდ არ შემიძლია შენთან ურთიერთობის გაღრმავება, თან მაშინ როცა ჯერ კიდევ სხვა მიყვარს
-წავიდეთ-ვანომ სრულიად მოულოდნელად და გაუაზრებლად თითები მის თითებში ახლართა და გასასვლელისკენ წაიყვანა დაბნეული გოგონა, რადგან ზედმეტი ყურადღება მიიქციეს, უცნობი, ცნობისმოყვარე ხალხისგან
-რას აკეთებ?-ხელზე მიანიშნა გოგონამ დაძაბულ ბიჭს
-იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა!- უცნაური ტონით უთხრა სახე ალეწილმა ბიჭმა საყვარელ გოგონას და თავის მაქნასთან მიიყვანა, კარი გაუღო და ანიშნა რომ ჩამჯდარიყო
-შენ რა გაგიჟდი? გგონია რომ შენს მანქანაში ჩავჯდები და შენთან ერთად სადმე წამოვალ?-კარი გამეტებით მიუჯახუნა ცხვირწინ და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში
-ჩემთან მარტო დარჩენის ასე ძალიან რატომ გეშინია?-გაცეცხლდა ბიჭი, მოულოდნელად მეორე ხელის მთრთოლარე თითებიც მის ცივ თითებში ახლართა, სახე ზედმეტად მიუახლოვა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ, გოგონას უმალ სუნთქვა შეეკრა და გულისცემა შეუწყდა -ლილე გთხოვ ჩემთან ერთად წამოდი... მხოლოდ რამდენიმე წუთი დამითმე... მინდა რომ მარტოებმა მშვიდად დავილაპარაკოთ.. როცა მოისურვებ მაშინვე სახლში წაგიყვან
-ძალიან გთხოვ ასე ნუ იქცევი-აღელდა ლილე
-ამჯერად უკან დახევას არ ვაპირებ!- მტკიცედ უთხრა ბიჭმა და ხელახლა გაუღო მანქანის კარი- დაჯექი- უთხრა ბრაზნარევი ტონით
-გეყოფა!
-ლილე მანქანაში ჩაჯექი! ხომ იცი რომ მაინც არ გაგიშვებ?-თვალები დააწვრილა და გამომწვევი მზერით მიაჩერდა
-არა!-გაჯიუტდა გოგონა
-შანსი არ გაქვს... არ გაგიშვებ სანამ არ დამელაპრაკები
ძალიან დავიღალე უკვე ამ ყველაფირით!- ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ თიყები გაითავისუფლა, მანქანაში გაბრაზებული სახით დაჯდა და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა, ვანო მშვიდად მიუკდა საჭეს და იმავე წამს მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
-იმედია ამის მერე მაინც დამანებებ თავს-ბუზღუნით უთხრა ლილემ და საქარე მინას გაუშტერა თვალი
-დარწმუნებული ხარ, რომ გინდა თავი დაგანებო?- ცინიკურად უთხრა ბიჭმა და მისკენ მიიხედა - მგონი ძალიან მოგწონს ჩემი წვალება
-თვითონ არ მანებებ თავს!-ტონს აუწია გოგონამ -ნუ ცდილობ შენი სისულელეების გამართლებას ჩემი ქცევებით
-გაბრაზება ძალიან გიხდება იცი?-ვანომ მისკენ მიიხედა მომღიმარი სახით
-აუტანელი ხარ-თვალები აატრიალა გოგონამ და თავადაც მიიხედა მისკენ, ვანომ სწორედ ამ დროს გზას გახედა და გოგონას ცივი, უძირო, აციმციმებული თვალები მის პროფილს მოეყინა
-ამერიკაში როდის ბრუნდები?-ინტერესით ჰკითხა ბიჭმა და მოულოდნელად მიიხედა მისკენ, მათი არეული თვალები ერთმანეთს შეხვდა, ორივე ერთნაირად დაიძაბა და აღელდა, თუმცა ბიჭის სახეზე ირონიული ღიმილი რომ გაკრთა ლილე საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე, მაშინვე გაექცა მის მზერას თავი დახარა
-ჯერ ზუსტად არ ვიცი...-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე- მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ალექსის მეორე სასამართლო პროცესამდე აქ დავრჩები
-ანუ ერთი თვე კიდევ აქ იქნები?
-კი
-და შესაბამისად ხშირად შევხვდებით...
-მაგის იმედი ნუ გექნება!-ხმა გაიმკაცრა გოგონამ და მისკენ მიიხედა
-ანუ სხვა დროსაც ასე უნდა მოგიტაცო ხოლმე?- ვანოს ცინიკურ ნათქვამზე ძალიან გაბრაზდა ლილე
-სხვათაშორის ჩემი ნებით გამოგყევი და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ პირისპირ ვილაპარაკოთ მარტოებმა და ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ! მკავრად უთხრა და უნებურად ისევ მისი პროფილისკენ გაექცა მზერა
-ასე საყვარლად ნუ მიყურებ ვიბნევი-მისკენ არ მოუხედია ისე უთხრა მომღიმარი სახით ბიჭმა და სიცილი ვერ შეიკავა ლილემ რომ უყვირა
-მანქანა გააჩერე არანორმალურო!
-კარრგი კარგი ჩუმად ვარ-ბიჭი იმა წამს დასერიოზულდა და სიჩქარეს მოუმატა.
ლილეს საშინელი რეაქცია ჰქონდა როცა ვანომ იმ სახლში მიიყვანა სადაც პირველი ღამე გაატარეს ერთად, თავიდან ვერც გარემო იცნო და ვერც სახლი, თუმცა უცნაური უსიამოვნო განცდა დაეუფლა შიგნით შესვლისას... ბოლოს როცა როგორღაც აღიქვა და გააცნობიერა სად იყო და რა აკავშორებდა ამ სახლთან წყობრიდან გამოსულმა ბოლო ხმაზე უყვირა
-აქ რატომ მომიყვანე?
-ლილე მინდა, რომ მე და შენ, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ურთიერთობა იმ ღამეზე, მაშინ მომხდარზე და ჩვენს ახლანდელ ურთიერთობაზე
-აქ ყოფნა არ მინდა-მშვიდი ტონით უთხრა გოგონამ კართან მდგომ ბიჭს-წასვლა მინდა-გოგონამ გვერდი აუქცია დაძაბულ ბიჭს და კარის სახელურს წაეტანა, მაგრამ ვანომ მაშინვე მუცელზე შეუცურა ხელი და უკან დახევა აიძულა, ლილემ ისეთი წინააღმდეგობა გაუწია რომ გაბრაზებულმა ბიჭმა აფართხალებული გოგონა ვერაფრით რომ ვერ დააშოშმინა კედელთან მიიმწყვდიანრომწლსაც ხელები დააბჯინა და შუაში გაცეცხლებული გოგონა მოიმწყვდია
-უფლება მომეცი რომ დაგელაპარაკო
-შენი მოსმენა არ მინდა, არაფრის მოსნემა არ მინდა -აღმოხდა თითქმის უკვე ატორებულ გოგონას
-აქ იმისთვის არ მომიყვანიხარ რომ ისევ გული გატკინო-დაუჩერჩულა სუნთქვა ზედ ტუჩებთან სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა -ეს არც არასდროს მდომებია... ვიცი რომ იმ ღამეს საშინლად მოგექეცი...ტკივილი მოგაყენე... მაგრამ ეს გაუაზრებლად გავაკეთე... მთვრალი ვიყავი და ვერაფერ მივხდი
-გაჩუმდი!-ახედა უკვე ატირებულმ გოგონამ ბიჭს - იმ ღამის შესახებ არაფერი მოსმენა აღარა მინდა გთხოვ...
-ლილე იმ ღამემ ბევრი რამ შეცვლა ჩემს ცხოვრებაში, პირველ როგში კი მე შემცვალა, ვაღიარებ თავიდან მართლა ალექსის გამო დაგიახლოვდი, მისი გაღიზიანება და გამოწვევა მინდოდა... მაგრამ მერე ნელ-ნელა მივხვდი რომ შემიყვარდი...ეს ყველაფერი მკაფიოდ და მძაფრად მხოლოდ ჩვენი პირვწლი ღამის შემდეგ გავაცნობიერე-ვანომ ამღვრეული, ნაცრისფერი სფეროები გოგონას აწყლიანებული თვალებიდან მის ტიჩებზე გადაიტანა -მაგრამ შენ ჩემთან დარჩენა არ მოისურვე, წასვლა გინდოდა და მეც გაგიშვი...ასე იმიტომ მოვიქეცი რომ შენთვის გული ისევ არ მეტკინა და არა იმიტომ რომ მე შენი გაშვება მინდოდა! რომ შემძლებოდა ხელს ჩაგკიდებდი და არასდროს გაგიშვებდი... მაგრამ არ შემეძლო შენი დაბნეულობით შიშით და სისუსტით მესარგებლა და ჩემთან დარჩენა მეიძულებინა შენთვის!
-გეყოფა გთხოვ, ძალიან გთხოვ-ატირდა ლილე და სახეზე ხელები აიფარა, ვანომ ოდნავ უკან დაიხია
-ამერიკაში რომ წახვედი საშინლად განვიცადე, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ მე შენ დაგკარგე! მართალია ამერიკაში რომ ჩამოგაკითხე უარი მითხარი ურთიერთობის გაგარძელებაზე ბექასადმი უაზრო, აკვიატებული სიყვარულის გამო და უკან უარით გამომისტუმრე სამივეჯერ, მაგრამ სულ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ რომ ჩვენს შორის ერთ ღამიან ურთიერთობაზე რაღაც მეტია!
-გეყოფა! გთხოვ არ გინდა... გამიშვი
-ვხვდები ჩემთან ურთიერთობა რატომ არ გინდა- ჯიუტად აგრძელებდა ვანო ლაპარაკს -იმ ღამეს მე შენ ტკივილი მოგაყენე ამის დავიწყება გიჭირს და ამიტომ გეშინია ჩემთან ერთიერთობის გაღრმავების... სწორედ ამ მიზეზით დავიხიე უკან, ხელი გაგიშვი და წასვლის უფლება მოგეცი ჩემი ცხოვრებიდანაც და ქვეყნიდანაც... მინდოდა დრო მომეცა შემთვის საფიქრელად, საკუთარ თავში და გრძნობების გასარკვევად
-ამ ყველაფერს ახლა რატომ მეუბნები და სწორედ იმ სახლშო რომელთანაც საშინელი მოგონებები მაკავშორებს
-იმიტომ რომ შემიყვარდი!-დაუფიქრებლად უთხრა ბიჭმა -მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა და წინ აესვეტა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას რომელიც მიათვის თვალის გასწორებას ვერ ახერხებდა -ლილე-ვანომ ნიკაპზე ხელი მოჰკიდა თავი ააწევინა და ცრემლიან თვალებში ჩააცქერდა ნაცრისფერი უძირო სფეროებით-მე შენ ძალიან მიყვარხარ და შენზე უარის თქმას არ ვაპირებ, არავითარ შემთხვევაში უკან აღარ დავიხევ! არანაირი მიზეზის გამო! არც შენი ბექასადმი აკვიატებული სიყვარულის მიზეზით და არც ჩვენი პირველი შეცდომითი ღამის შიშის მიზეზით და იცი რატომ? იმიტომ რომ ვხვდები რაც უფრო დრო გადის და მეტს ფიქრობ მით მეტად ირევი, იბენევი და გშორდები... მე კი ეს არ მინდა!
- მე შენს გრძნობას იგივე გრძნობით ვერ ვუპასუხებ-ხმა დაბალი ტონით უთხრა აღელვებულმა გოგონამ-ბევრი მიზეზის გამო და შენ ეს იცი ვანო
-ამის გამო დანენებას მაინც არ ვაპირებ!-მტკიცედ უთხრა ბიჭმა და ოდნავ უკან დაიახია -მთელი ეს დრო გელოდებოდი, ჩუმად ვიყავი და შენს სურვილს ვემორჩილებოდი მხოლოდ იმ მიზეზით რომ შენთვის გული ისევ არ მეტკინა ჩემი წინააღმდეგობრივი ქცევებით, იმ მიზეზით რომ ჩვენს ურთიერთობაში რაღაც შეიცვლებოდა
-მაშინ ახლა რატომ გაგიჟდი?-დაიბნა ლილე და მის სულელურ კითხვაზე ორივეს გაეცინათ
-იმიტომ რომ მივხვდი სიყვარულის და გრძნობების გამოხატვას, ფიქრი და დრო კი არ სჭირდება, არამედ მოქმედება და სიტყვები
-ვანო არ მინდა გული გეტკინოს, ამერიკაში ხომ ვილაპარაკეთ ამ თემაზე ? ხომ აგიხსენი რომ ჩემს გონებაში ისევ ბექაა და ჩვენი ღამე
-ჰო ამიხსენი და მე შენ გაგიგე და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გარეშე უკან დავბრუნდი იმის იმედად რომ შემამჩნევდი... მაგრამ მივხვდი რომ ჩემი უმოქმედობა ზღვარს მიღმა მტოვენს რომწლასაც იმ ღამის გამო გაუაზრებლად მიწესებ შენ! ამიტომაც მოქმედებაზე გადასვლას და შენთვია ბრძოლას ვაპირებ, ბექასადმი შენს ბავშვურ სულელუ სიყვარულს არ დავნებდები
-ჩემგან რას ითხოვ ვერ ვხვდები-დაიძაბა ლილე
-მხოლოდ იმის უფლება მომეცი რომ უფრო მეტად დაგიახლოვდე ვიდრე აქამდე ვიყავით მე და შენ
-და ეს რას შეცვლის?-დღლილი ტონით ჰკითხა გოგონამ გაბრაზებულ ბიჭს
-ძალიან ბევ რამეს
-საქართველოში რომ არ ჩამოსვსულიყავი მაშინ რა მოხდებოდა?-ინტერესით ჰკითხა გოგონამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-შენთან ჩამოსვლას ვაპირებდი-ვანომ შარვლის ჯიბიდან საფულე ამოიღო და თვითმფრინავის ბილეთი აჩვენა რომელიც ალექსის დაკავების დღეს ჰქონდა დაჯავშნილი ღამის რეისზე -მაგრამ აღარ დამჭირდა შენი არანორმალური ძმა რომ დაიჭირეს მივხვდი რომ იმ დღესვე ჩამოფრინდებოდი
-გიჟი ხარ-აღმოხდა გაიცებულ გოგონას-მე ამერიკაში ათასი სისულელე გითხარი და უარით გამოგისტუმრე საქრთველოში, ალბათ გულიც გატკინე ჩემი დაუფიქრებელი სიტყვებით შენ კი...
-ჰო ასე იყო... მაგრამ მე ასე მარტივად არ ვნებდები ცხოვრებისეულ სირთულეებს მითუმეტეს როცა საქმე ჩემა საყვარელ გოგონას ეხება
-ვანო... რა გინდა?-გამომწვევი ტონით ჰკითხა ლილემ და განზრახ ჯიუტად მიუახლოვდა აღელვებულ ბიჭს, სახე ზედმეტად მიუახლოვა და თვალებში ჩააცქერდა
-შენ! -დაუფიქრებლად უთხრა ბიჭმა -შენ მინდიხარ, შენ მჭირდები,-მოულოდნელად წელზე ძლიერად შემოაჭდო ხელები და ტანზე მჭიდროდ მიიკრო საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული -ის ღამე... ის წუთები... ის შეხება... ჩემთვის ლამაზ, მტკივნეულ და დაუვიწყარ მოგონებად იქცა... ახლაც კი ვგრძნობ ხოლმე შენს სურნელს და კანის სითბოს- არანაკლებ გამომწვევი ტონით უპასუხა ბიჭმა და ცხვირის წვერით შეეხო მის საფეთქელს, შემდეგ კი სანამ მისი სიახლოვით გაბრუებული გოგონა აზრზე მოვიდოდა ტუჩებში აკოცა, უცნაურმა ბედნიერების გიჟურმა გრძნობამ მტკივნეულად დაურბინა მთელს სხეულში თავგზააბნეულ ლილეს, რომელიც სხეულის ყველა ნაწილში გრძნობდა როგორ
ემღვრეოდა ცხელი სისხლი და გიჟურად მიედინებოდა ძარღვებში, როცა სუნთქვა აჩქარებულები ერთმანეთს ტუჩებს დაშორდნენ, ვანო მომღიმარი სახით მიაჩრდა გაფითრებულ სახეზე
-არ თქვა რომ არ იგრძენი-ყურს უკან დაუჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა.
ლილეს ვერაფრით შეძლო ვანოს დარწმუნება რომ სახლში ტაქსით გაეშვა ამიტომ ძალიან აღელდა
-შანსი არაა-გაბრაზდა ვანო-უკვე გვიანია, მარტოს ვერ გაგიშვებ
-მაშინ სახლიდან მოშორებით გააჩერე, არ მინდა ვინმემ დაგვინახოს
-არ გინდა ბექას გული ატკინო?
-უკვე მიმისაკუთრე?-გაბრაზდა ლილე-გგონია ყველაფერი ასე მარტივია?
-გგონია რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩება როგორც აქამდე? -ავარდა ვანო
-გთხოვ... თავი დამანებე, ახლა მაინც- მოლაპარაკებებზე გადავიდა ლილე
-შენზე უარს არ ვიტყვი
-კარგი როგორც გინდა ისე მოიქეცი, ოღონდ ახლა სახლიდან შორს გამიჩერე
-არა!-გაჯიუტდა ბიჭი და სიჩქარეს უფრო მოუმატა, საშინელი სიცარელიელის განცდა დაეუფლა ლილეს, როცა სახლის კართან მკვეთრი დამუხეუჭებით გააჩერა ვანომ მანქანა, იმის გამო რომ ბექას მანქანას არ დატაკებოდა, რომელიც მოსახვევიდან გამოვარდა სრულიად მოულოდნელად, მანქანის ფარები ორივემ ერთდროულად ჩააქრო, უცნაური, საზარელი სიჩუმე ჩამოწვა ბნელ სივრცეში.
-მე...უნდა გადავიდე-ლილეს ცრემლები მოეძალა და თვალი ბექას მანქანას გაუშტერა, რომლიდან გადმოსვლასაც არ ჩქარობდა ის
-პრობლემებს შეგიქმნის?-დაძაბული ტონით ჰკითხა ბიჭმა სახე წაშლილ გოგონას
-ეს მარტო ჩვენ ორს გვეხება და მინდა რომ შენ არ ჩაერიო-მკაცრად უთხრა გოგონამ და კარის გაღება სცადა
-ლილე-ბიჭის ძლიერმა ხელმა შეაჩერა ის
-გთხოვ არ გაართულო-ხმა აუკანკალდა გოგონას
-ისე მოვიქცევი როგორც შენ მეტყვი, არ ინერვიულო, უმიზეზოდ არ ავუხტები
-ჰოდა მაშინ გამიშვი და წადი
-კარგი-ყოყმანით უთხრა ვანომ, საყვარელი გოგონას მაჯას ხელი გაუშვა და როგორც კი ის მანქანიდან გადავაიდა , საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა.
ლილე ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალმოუშორებლივ უყურებდა ბექას მანქანას რომელში მჯდომი ბიჭიც საერთოდ არ ჩანდა მაგრამ ლილე გრძნობდა, მაინც გრძნობდა მის დაჟინებულ და მწველ მზერას დაბურული მინის მიღმა, ღამის წყვდიადში, როცა ბექამ მანქანის კარი გააღო, ხმაურზე გოგონას შიშისგან გული შეუქანდა და უნებურად გააჟრჟოლა, გრძნობდა რომ წინ რთული საუბარი და გრძელი ღამე ელოდა, ამიტომ მისი წამიერი თრთოლვა ნერვიულ და ისტერიუ კანკალში გადაიზარდა
-ბექა მე-ამოილუღლუღა უკვე ატირებულმა გოგონამ და იმავე წამს ხმა ჩაუწყდა
-ახლაც ჩემს გამო იყავი მასთან?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ბიჭმა და ზედმეტად მიუახლოვდა თავდახრილ გოგონას
-უბრალოდ-დაიწყო ლილემ და ძალა არ ეყო რამე ეთქვა, თუმცა გაბედა თავი ასწია და მზერა გაუსწორა ბიჭის ამღვრეულ, ჩაწითლებულ თვალებს
-უბრალოდ რააა!-უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა ბოლო ხმაზე, შეშინებული გოგონა მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა
-გთხოვ მომისმინე
-უნდა ამიხსნა მის მანქანაში რატომ იჯექი?-ცინიკურად ჰკითხა გაავებულმა ბექამ
-შემთხვევით შევხვდი ქუჩაში
-და შენც შანსი არ გაუშვი მის მანქანაში ჩამჯდარიყავი და სახლში მოეყვანე!
-ახსნა-განმარტებას რა უფლებით ითხოვ ჩემგან?
-არა ცდები!-ირონიულმა ღიმილმა გადაირბინა სახეზე გაცოფებულ ბიჭს -სხვა რამეზე მიგანიშნებ პატარავ-ბექამ ნიკაპზე აკრა ხელი და სევდიანად გაუღიმა
-მორჩი -ლილემ უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან
-მასთან მაშინაც და ახლაც შენი ნებით და სურვილით წახვედი!
-მე
-უარყოფა არ გაბედო!-უღრიალა ბექამ ბოლო ხმაზე- მაშინ იმ ღამეს... შენ თავად გინდოდა მასთან ყოფნა... თავად გინდოდა რომ ის შეგხებოდა და მე დამადანაშაუ... -რაღაცის თქმას აპირებდა კიდევ ბექა რომ გოგონამ სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი, ბექას გიჟივით გაეცინა მაშინვე მკავებში მოიმწყვდია და მის მთრთოლარე ტუჩებს დააცხრა, ლილემ საშინელი წინააღმდეგობა გაუწია და მოახერხა კიდეც რომ როგორრაც ხელიდან გასხლტომოდა
-არანორმალურო-ზიზღით უთხრა და მაქსიმალურად უკან დაიხია
-რა იგრძენი -ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ხმა აკანკალებულმა ბიჭმა, ლილე ადგილზე გაიყინა, ყველაფერს ელოდა ამ კითხვის გარდა
-ვერაფერი-გულწრფელად უთხრა და ატირდა
-ვიცი-სევდიანად გაუღიმა ბექამ, მანქანაში ჩაჯდა, ადგილზე მოატრიალა და გიჟივით გააქანა

№1 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო მართლა მომეწონა.ალექსის და თათიას ამბავი ასე რო იქნებოდა ვიციდი ნეაკო (.იმას ვამბობ რო ალექსი სასმელს მიაჯაჯცა და ძალიან ბევრს სვამს)მგონი ამის გამო ალექს დიდი პრობლენა შეექმნება და ეს ერთერთი მიზეზი იქნება თათიას ჩამოსვლის და მაშინ გაარკვევა მათ შორის ყველაფერი.❤❤რაც შეეხება სამკუთხედს ვამო ბექა და ლილე მგონიაქაც ჩემი ვარაუდი გამართლდა როცა გეუბნებოდი რო ვანოს ლილე შეუყვარდა ,და იცი მომწონს როგორ ფიქრობს და აზროვნებს ვანო როცა გიყვარს უნდა ბოლომდე იბრძოლო და დაანახო რო მართლა გიყვარს .ლილესაც მე ვფიქრობ რო უყვარს ვანო მაგრამ ჯერ ვერ ხვდება ამას.და რაც შეეხება ბექას მგონი ლიკეს ის არასოდეს არ უყვარდა უბრალიდ როგორც ვანო ახნიშნა ბავშვური გატაცება იყო უხეშად რო ვთქვათ.❤❤ეს არის ხემი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და დიდი მადლობა შენ ნიაკო რო ჩვენი თითეული აზრ ითვალისწინებ და ისე ანვითარებ ამ ისტორიას❤❤❤ველიდები შემდეგ თავს იმედია მალე დადებ და არ გვალოდინებ.

№2 სტუმარი ni

imedia ar gewyineba magram chemi azrit istoria zedmetad gaiwela , namdvilad kargad wer❤️warmatebebi

№3 სტუმარი სტუმარი დაკო

ახალს როდის დადებ?

№4 სტუმარი ანისია

რატომ ხდი ამ ისტორიას ასე უაზროს ვერვხდები. ძალიან გაიწელა და დაამსგავსე ინდურ სერიალს სადაც ერთ სიუჟეტს 394949499სერია სჭირდება. იმედები გამიცრუე. საშინლად მოსაწყენი და მოსაბეზრებელი და გახადე ისტორია. ამ საიტის მკითხველი ვარ უკვე 7წელია და პირველად ვწერ მსგავსს კომენტარს

№5 სტუმარი ანუ

ძლიიივს ^-^ ვანოზეეე ვგიჟდებიიიი და აი გევეეეედრები ეგ პერსონაჟი არ "გააფუჭო" რააა, ძალიან გთხოვ ^-^
აი მესმის სიყვარული და ამ სიყვარულისთვის ბრძოლა, ბრავო ვანოს, ტყუილად არ მომწონებია ეს ბიჭი თავიდანვე ^-^ ადამიამური საუბარი, ახსნა, ბრძოლა, სიყვარულის გამოხატულება, აი ყველაფერი ადგილზე აქვს ამ ბიჭს... მოკლედ ძალიან ძალიან მომწონს ^-^
იმედია მისი და ლილეს მომენტები კიდევ იქნება ^-^

№6 სტუმარი ანუ

პ.ს
"
მე შენს გრძნობას იგივე გრძნობით ვერ ვუპასუხებ-ხმა დაბალი ტონით უთხრა აღელვებულმა გოგონამ-ბევრი მიზეზის გამო და შენ ეს იცი ვანო
-ამის გამო დანენებას მაინც არ ვაპირებ!-მტკიცედ უთხრა ბიჭმა."

ყველაზე იდეალურად ამ ნაწილმა გამოკვეთა განსხვავება ვანოსა და ბექას შორის...
არანაირი წინაღობა არ ქონია ბექას რომ ლილეს სიყვარული მიეღო და უკანაც მსგავსი სიყვარული დაებრუნებინა, მაგრამ ამის მიუხედავად არაფერი გააკეთა, უაზრო მიზეზებით კოშკები ააგო და დაკარგა ის ვინც უყვარდა...
ვანო კიდევ აბსოლიტურად ყველაფრის მიუხედავად იბრძვის, იბრძვის იმისთვის რომ დაიმსახუროს, მოიპოვოს თავისი სიყვარული,შეაყვაროს თავი ადამიანს ვისაც სხვის მიმართ აქვს გრძნობები, გაუცნობიერებლად დაშვებული შეცდომა გამოისყიდოს... მართლა ვგიჟდები ვანოზე და იმედია ასე გააგრძელებს..

№7 სტუმარი სტუმარი nazi

kargia velodebi shemdes❤

№8 სტუმარი სტუმარი tako_

იმდენად გაწელე და აურიე რომ ლილეს,ბექას და ვანოს პერსონაჟებს ვეღარ ვიტან და აღარც ვკითხულობ. მხოლოდ ალექსანდრეს და თათიას წასაკითხად შემოვდივარ და მაგათთანაც უაზროდ ჩახლართე ყველაფერი:( ვერ ვხვდები ესე რატომ გაწელე ისტორია,არადა თავიდან კარგად მიდიოდი. ჯობდა პატარა და ნორმალური გამოსულიყო ვიდრე ესე გაწელილი, სრუალიად ალოგიკური და მოსაბეზრებელი :)

№9  offline მოდერი ნეაკო

ანისია
რატომ ხდი ამ ისტორიას ასე უაზროს ვერვხდები. ძალიან გაიწელა და დაამსგავსე ინდურ სერიალს სადაც ერთ სიუჟეტს 394949499სერია სჭირდება. იმედები გამიცრუე. საშინლად მოსაწყენი და მოსაბეზრებელი და გახადე ისტორია. ამ საიტის მკითხველი ვარ უკვე 7წელია და პირველად ვწერ მსგავსს კომენტარს

გასაგებია შენი მოსაზრება მადლობა ❤❤❤❤❤

სტუმარი tako_
იმდენად გაწელე და აურიე რომ ლილეს,ბექას და ვანოს პერსონაჟებს ვეღარ ვიტან და აღარც ვკითხულობ. მხოლოდ ალექსანდრეს და თათიას წასაკითხად შემოვდივარ და მაგათთანაც უაზროდ ჩახლართე ყველაფერი:( ვერ ვხვდები ესე რატომ გაწელე ისტორია,არადა თავიდან კარგად მიდიოდი. ჯობდა პატარა და ნორმალური გამოსულიყო ვიდრე ესე გაწელილი, სრუალიად ალოგიკური და მოსაბეზრებელი :)

გასაგებია შენიშვნა მადლობა ❤❤❤❤❤

ni
imedia ar gewyineba magram chemi azrit istoria zedmetad gaiwela , namdvilad kargad wer❤️warmatebebi

დიახ ასე მოხდა სამწუხაროდ, მადლობა ❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი nazi
kargia velodebi shemdes❤

დილით დავდებ ❤❤❤❤❤

ანუ
პ.ს
"
მე შენს გრძნობას იგივე გრძნობით ვერ ვუპასუხებ-ხმა დაბალი ტონით უთხრა აღელვებულმა გოგონამ-ბევრი მიზეზის გამო და შენ ეს იცი ვანო
-ამის გამო დანენებას მაინც არ ვაპირებ!-მტკიცედ უთხრა ბიჭმა."

ყველაზე იდეალურად ამ ნაწილმა გამოკვეთა განსხვავება ვანოსა და ბექას შორის...
არანაირი წინაღობა არ ქონია ბექას რომ ლილეს სიყვარული მიეღო და უკანაც მსგავსი სიყვარული დაებრუნებინა, მაგრამ ამის მიუხედავად არაფერი გააკეთა, უაზრო მიზეზებით კოშკები ააგო და დაკარგა ის ვინც უყვარდა...
ვანო კიდევ აბსოლიტურად ყველაფრის მიუხედავად იბრძვის, იბრძვის იმისთვის რომ დაიმსახუროს, მოიპოვოს თავისი სიყვარული,შეაყვაროს თავი ადამიანს ვისაც სხვის მიმართ აქვს გრძნობები, გაუცნობიერებლად დაშვებული შეცდომა გამოისყიდოს... მართლა ვგიჟდები ვანოზე და იმედია ასე გააგრძელებს..

მადლობა დადებითი შეფასებისთვის ❤❤❤❤❤ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა განსაკუთრებით ამ პატარა მონაკვეთის დაკოპირებამ ❤❤❤❤❤❤
მადლობა კიდევ ერთხელ დადებითი ემოციების გაზიარებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი დაკო
ახალს როდის დადებ?

ხვალ დილით ❤❤❤❤❤❤

ელა1
ნეაკო კარგი იყო მართლა მომეწონა.ალექსის და თათიას ამბავი ასე რო იქნებოდა ვიციდი ნეაკო (.იმას ვამბობ რო ალექსი სასმელს მიაჯაჯცა და ძალიან ბევრს სვამს)მგონი ამის გამო ალექს დიდი პრობლენა შეექმნება და ეს ერთერთი მიზეზი იქნება თათიას ჩამოსვლის და მაშინ გაარკვევა მათ შორის ყველაფერი.❤❤რაც შეეხება სამკუთხედს ვამო ბექა და ლილე მგონიაქაც ჩემი ვარაუდი გამართლდა როცა გეუბნებოდი რო ვანოს ლილე შეუყვარდა ,და იცი მომწონს როგორ ფიქრობს და აზროვნებს ვანო როცა გიყვარს უნდა ბოლომდე იბრძოლო და დაანახო რო მართლა გიყვარს .ლილესაც მე ვფიქრობ რო უყვარს ვანო მაგრამ ჯერ ვერ ხვდება ამას.და რაც შეეხება ბექას მგონი ლიკეს ის არასოდეს არ უყვარდა უბრალიდ როგორც ვანო ახნიშნა ბავშვური გატაცება იყო უხეშად რო ვთქვათ.❤❤ეს არის ხემი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და დიდი მადლობა შენ ნიაკო რო ჩვენი თითეული აზრ ითვალისწინებ და ისე ანვითარებ ამ ისტორიას❤❤❤ველიდები შემდეგ თავს იმედია მალე დადებ და არ გვალოდინებ.

მიხარია ელა რომ იმედები არ გაგიცრუე ❤❤❤❤❤ და დადებითი კომენტარით გამომეხმაურე ამ ჯერადაც მადლობა შენ ამდენი სითბოსთვის, ძალიან კარგი ხარ ❤❤❤❤❤❤❤❤

ანუ
ძლიიივს ^-^ ვანოზეეე ვგიჟდებიიიი და აი გევეეეედრები ეგ პერსონაჟი არ "გააფუჭო" რააა, ძალიან გთხოვ ^-^
აი მესმის სიყვარული და ამ სიყვარულისთვის ბრძოლა, ბრავო ვანოს, ტყუილად არ მომწონებია ეს ბიჭი თავიდანვე ^-^ ადამიამური საუბარი, ახსნა, ბრძოლა, სიყვარულის გამოხატულება, აი ყველაფერი ადგილზე აქვს ამ ბიჭს... მოკლედ ძალიან ძალიან მომწონს ^-^
იმედია მისი და ლილეს მომენტები კიდევ იქნება ^-^

კი აუცილებლად იქნება ❤❤❤❤❤❤მიხარია რომ დადებითი ემოციები გამოიწვია შენში ამ ისტორიის გაგარძელებამ, განსაკუთრებით ვანოს გამოჩენამ❤❤❤

№10 სტუმარი სტუმარი Tekla

ასეთი უსამართლო თავი ჯერ არ დაგიწერია ნეაკო რატო გააკეთე ეს რატო მოიქეცი ასე ეს არის სიყვარულის სახე რატო აურიე მათი ურთიერთობა იმიტომ რომ ცივილური და ადამიანური ურთიერთობით ცდილობდა ბექა მის დაბრუნებას ასე მალე ქრება სიყვარული არმითხრათ ეხლა რომ ლილეს არიყო გარკვეული მის გრძნობებში და არც ის მითხრათ რომ ბექამ ბევრი შეცდომა დაუშვა შენ ამ ისტორიის ყველაზე კეთილი და ლმობიერი სამართლიანი გმირები გააფუჭე და ძალიან დამწყდა გული ვინ არის ვანო გუშინდელი გამოჩეკილი პერსონაჟი კარგი რა ასე ადვილად და უაზროდ არქრება სიყვარული მითუმეტეს ისეთი როგორიც ბექას და ლილეს ჰქონდათ უსამართლოდ მოექეცი ორივეს ბეაკო არასდროს დამიწერია ასეთი კომენტარი შენთვის მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე ისტორია რომ გრძელდებიდეს მარტო შენი ამგადაწყვეტილების გამო აღარ გავაგრძელებდი კითხვას :'( :'( წარმატებები

№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Tekla

ლილე და ბექას ურთიერთობა ,წერის დროს ზედმეტად და თავისთავად ისე ავრიე რომ მეც ვეღარ ვალაგებდი შემდეგ აზრებს...
სიმართლე გითხრა ლილეს პერსონაჟზე თავიდანვე არ ვიყავი ჩამოყალიბებული და ალბათ ასე იმიტომ აირია ყველაფერი...
ასე გაუგებრად არასდროს დამიწერია ისტორია, ანუ როცა მე თავად რ ვიყავი ბოლომდე ჩამოყალიბებული და არ მიკვირს შენი იმედგაცრუება და ასეთი კომენტარი ❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent