შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (19-თავი)


12-07-2021, 18:18
ავტორი esel
ნანახია 10 058

რეზი და სანდრო ორი კვიროსწინ დააკავეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ წყდება, მხოლოდ
ერთხელ ვუყურე სიუჟეტს მათზე და თუ იმ ყველაფერს გავითვალისწინებთ რაც იქ თქვეს,
წესით ვერცერთმა ვერ უნდა მოახერხოს ციხიდან გამოსვლა. ამ ფაქტმა რეალურად
ძალიან დამამშვიდა, მართალია მე ვერაფერი ვთქვი და გამოძიებას ვერ დავეხმარე, მაგრამ
როგორც ჩანს ჩემს გარეშეც ართმევენ თავს. იმის ცოდნა, რომ რეზი ჩემგან შორსაა, თან
ისეთ ადგილას, საიდანაც გამოსვლას ვერ მოახერხებს მამშვიდებს. აქამდე ყოველთვის
იმის მოლოდინში ვიყავი რომ სადღაც გადავეყრებოდი და რაღაც ცუდი მოხდებოდა,
განსაკუთრებით როცა მათთან მიწევდა ცხოვრება. მართალია მიშო გარეთ არის და მასაც
შეუძლია ჩემთვის რამის დაშავება, მაგრამ მას ამისთვის მიზეზი არ აქვს, რეზის კი მიზეზი
არაფერში სჭირდებოდა.
თუმცა ამდენი რამის შემდეგ უკვე აღარ მაქვს იმის ილუზია რომ ყველაფერი
ძველებურად იქნება და ცხოვრების ისე გაგრძელებას შევძლებ თითქოს არაფერი
მომხდარა. ეს ყველაფერი ზედმეტად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და მისგან ვერ
განვთავისუფლდები, არ ვფიქრობ რომ ეს შიშის განცდა ოდესმე ბოლომდე მომშორდება
და არც ეს სტრესი ჩაივლის უკვალოდ. მარტივი ცხოვრება არასდროს მქონია, რისგამოც
ისედაც არ მაქვს მყარი მენტალირი მდგომარეობა, ახლა კი ამ ყველაფერს მკვლელობებიც
დაემატა, რამაც ძლივს გადამალული და კუთხეში შეყუჟული ჩემი ეს მდგომარეობა ისევ
წინაპლანზე წამოსწია. ისევ მეღვიძება ღამით შეშინებულს და ძილის გაგრძელებას
გამთენიამდე ვერ ვახერხებ, ისევ ვკანკალებ ხოლმე სრულიად უმიზეზოდ, სუნთქვა
მიჭირს და კიდევ უამრავი რამ. ყველანაირად ვცდილობ ხალხში უფრო კი ოჯახის
წევრებთან თავი გავაკონტროლო და არაფერი შევიმჩნიო, რაც კიდევ უფრო ცუდად მხდის
შინაგანად. ამ ყველაფერს კი ისევ და ისე რეზის სანდროა და მიშოს უნდა ვუმადლოდე.
ყველაფერი საშინლადაა არეული და მიხარია რომ ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება.
სველ თმებს პირსახოცში ვახვევ და კარადაში ტანსაცმელს ვეძებ, უზარმაზარ შავ ნაქსოვ
სვიტრს ვიცმევ შავ შარვალს, ბათინკებს და უკვე მზად ვარ, მხოლოდ თმის შეშრობა
დამრჩენია. პირსახოცს თმიდან ვიშორებ და თმას კარგად ვიმშრალებ შემდეგ კი
სამზარეულოში მივდივარ რამე ცხელის დასალევად. მეღიმება როცა ვხედავ დედა როგორ
ამზადებს საუზმეს, ასეთი გახარებული იმიტომაა რომ საბოლოოდ სახლიდან გასვლა და
უნივერსიტეტში წასვლა გადავწყვიტე. დღეს შუალედური მაქვს თორემ ალბათ კიდევ არ
წავიდოდი, მთელი კვირა წიგნებიდან თავი არ ამიღია რომ სხვა არაფერზე მეფიქრა. ჩაის
გემრიელად ვსვავ მაგრამ განსხვავებული გემო აქვს, არ ვიცი როგორ მივეჩვიე მის
მომზადებულ ჩაის, თავად სულ რამდენჯერმე გამიკეთა და ბევრად უკეთესი გემო ქონდა
ქონდა მაგრამ ჩემი მომზადებულიც ძალიან მომწონდა. ცოტახანში ალბათ ჩაის სულ აღარ
დავლევ ნამდვილად არ მსურს ყოველ ჯერზე რეზის გახსენება. სახლიდან სწრაფად
გავვარდი და ავტობუს ძლივს მივუსწარი. ნელ-ნელა უნივერსიტეტის შენობა სულ უფრო
და უფრო უცხო ხდებოდა ჩემთვის. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს აქ არასდროს
ვყიფილვარ და პირველად ახლა მოვედი, გეზი საგამოცდო ოთახისკენ ავიღე და რაც
უფრო მეტად ვუახლოვდებოდი სულ უფრო მეტად მიტანდა კანკალი დაძაბულობისგან.
ცოტა ხანს ღია ფანჯარასთან შევჩერდი და შევეცადე თავი დამემშვიდებინა, ღრმად
ჩავისუნთქე და მალევე განვაგრძე გზა. გამოცდის წერის მომენტში რამდენჯერმე მეგონა
რომ ვეღარ გავუძლებდი და მალე ოთახიდან გამოვვარდებოდი, მაგრამ როგორღაც თავი
ხელში ავიყვანე, სავარაუდოდ გამოცდა საშინლად ვწერე და მისგან საკმაო სტრესიც
მივიღე.

პატარა კაფეში დავჯექი სადაც მალე ბავშვებს უნდა შევხვედროდი და ცხელი შოკოლადი
შევუკვეთე, უფრო გაყინული ხელების გასათბობად. გარეთ გამვლელებს ვაკვირდებოდი
და ვცდილობდი მათ სახეზე მათი პრობლემები ამომეკითხა, არ მგონია ამაში კარგი ვიყო,
მაგრამ დროის გასაყვანად არც ისე სუდი საშუალება აღმოჩნდა. გოგონები ხმაურით
შემოვიდნენ კაფეში და ჩემსკენ სიცილით წამოვიდნენ
- ნუთ ნიკა არ მოსულა? - უარის ნიშნად თავი გავუქნიე და მათ გავუღიმე
- არადა ჩვენზე ადრე გამოვიდა სად გადაიკარგა - იკითხა მაშომ და გარეთ ხალხი
მოათვალიერა.
- მოვა დიდი ბიჭია არ დაიკარგება - ამბობს მეგი და ორივე ერთად ხელჩაკდებულები
ჯდებიან ჩემს წინ.
- აბა ნუთ რა ქენი კარგად დაწერე - ვიღიმი და მხრებს ვიჩეჩ
- აბა რა ვიცი... არ მგონია მაღალი ქულა დამიწეროს
- არაუშავს მთავარია ქულა მაინც მიიღო და ამ ქალბატონივით არ დარჩე -
გაბრაზებულივით ამბობს მაშო
- რა მოხდა - ვკითხულობ და მობუზულ მეგის ვაშტერდები
- რადა გაუნულა ლექტორმა ნეწერი და დარჩა ისე - ამბობს გაღიზიანებული, და კითხვას
აღარც მასმევინებს ისე აგრძელებს მოყოლას - კურსელს აწერინებდა დაინახეს და
გამოაბუნძულეს, ამას ვინ დაუჯერა რო თვითონ არ იწერდა
- რა ცუდია - ვამბობ და მეცინება, თავადაც იღიმიან
- ხო და ასე ჩემო ნუთ, თუმცა ჯერ არ მოვრჩენილვარ - სიცილით ამბობს მაშო და მეგის
უყურებს - ვისაც აწერინებდა იმ ბიჭმა პროტესტის ნიშნად დატოვა გამოცდა და ისიც ისე
დარჩა, ქულის გარეშე. სულ ბოდიშები უხადა და შოკოლადები უყიდა ქვეყანა
დანაშაულის გამოსასყიდად, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩემს მუცელში აღმოჩნდნენ,
მაგრამ აქ ყველაზე სასაცილო ის არის რომ მაგ ბიჭს ჩვენი მეგი ევასები, მაგან რა იცის ამ
ქალბატონის გემოვნებას ასე ძალიან რომ ასცდა - სიცილით ამბობს და იდაყვებზე
დაყრდნობილ გოგოს ზურგზე ეხუტება. ამ დროს მათ უკან მომავალ ნიკას ვხედავ ლამაზი
ყუთით ხელში, სწრაფად გვიახლოვდება და ყუთს ჩემს წინ დებს და უცერემონიოდ
ესვენება სკამზე, როგორც ჩანს ძალიან დაიღალა.
- ეს რა არის? - ვეკითხები და სამივე მოლოდინით ვუყურებთ. ისე შემომხედა თითქოს
უკვირდა რომ არ ვიცოდი შიგნით რა იდო
- თუ არ გახსნი ვერც ვერასდროს გაიგებ, თუმცა ეგეც შენი არჩევანია
- ჩემთვისაა? - ვამბობ გახარებული და ყუთს ხელში ვატრიალებ, ვცდილობ სწრაფად
გავხსნა. ყუთში ლამაზი ჭრელი თმაში დასამაგრებელი დევს, რომლის ბოლოშიც
ბუმბულია ჩამოკიდებული და კიდევ წიგნი, შაგრენის ტყავი. საჩუქრებს გახარებული
ვატრიალებ და ნიკას ლოყაზე ვკოცნი მადლობის ნიშნად
- ჩვენ რა დავაშავეთ - მკაცრი გამომეტყველებით ამბობს მეგი, რაზეც კიდევ უფრო
მეცინება
- არაფერი რა უნდა დაგეშავებინათ - სრული სერიოზულობით პასუხობს ნიკაც და მენიუს
ათვალიერებს. სახლში საღამოს დავბრუნდი და ყველამ ერთად ვივახშმეთ, გარემოს
შეცვლამ და უმეტესად მეგობრების გვერდით ყოფნამ ძალიან გამახალისა და რეალობასაც
მომწყვიტა, ყველაფერი ისე იყო როგორც ადრე და არავის ახსოვდა ის საშინელებები რისი
გამოვლაც მომიწია.
მთელი კვირა გამოცდებსა და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაში გავიდა, ყველა
ერთად თეატრშიც ვიყავით და გადავწყვიტეთ რომ ჹიატრში უფრო ხშირად უნდა გვევლო,

ამოტომ შემდეგი კვირისთვისაც დავგეგმეთ თეატრში სტუმრობა. ბოლო გამოცდიდან
გალაღებული გამოვედი რადგან ამ დროისთვის ყველაფერს მოვრჩი და დავმშვიდდი,

დიდი მოლოდინები არ მქონდა მაგრამ სულ არ დაწერას მაინც ჯობდა. მთელი შაბათ-
კვირა კი ნინის ვეხმარებოდი ყვავილების მოვლაში, რომლებიც ბინის უკან პატარა

შენობაში აქვს, ამ ყველაფერში მართაც კი აიყოლია დედამ, უფრო იმიტომ რომ მართას
ტყუილად ყოფნა აღარ შეეძლო და გადაწყვიტა მოგვხმარებოდა.
ორშაბათს ლექციების შემდეგ ბავშვებს დავემშვიდობე და შარფში ცხვირ ჩაყოფილი
გავუდექი სახლისკენ გზას, მშვენიერი დღე იყო ციოდა მაგრამ თავს მაინც კარგად
ვგრძნობდი. სახლში შესვლისთანავე ნინი შემომეგება და უცნაური სახე მიიღო
- არ იყვირო კარგი დე - ჩამეცინა, ნინის მხოლოდ მაშინ აქვს ასეთი რეაქცია როდესაც ავთო
ჩამოდის. თავს ვუქნევ და ლოყაზე მაგრად ვკოცნი, შემდეგ კი იქით ვივდივარ საითაც
მამა-შვილი მეგულება
- აბა მართა კარგად იყავი შენი ნახვა სულ არ იყო სასიამოვნო, შენი მითუმეტეს - ავთოსკენ
ვატრიალებ თავს და ისე ვეუბნები
- რას ბოდიალობ არსად არ მოვდივარ
- არა? როგორ მამიკომ იმიტომ არ მოგაკითხა რომ თავის სასახლეში წაგაბრძანოს? - ვამბობ
და უაზროდ მეღიმება
- არა აქ ვრჩები, კიდევ კარგახანს მოგიწევს ჩემი ატანა - მბობს და პატარა ბავშვივით
მიყოფს ენის წვერს
- შენგან თბილ შეხვედრას არ უნდა ველოდო ხო?... კარგი როგორც არის, მინდოდა
მენახეთ რომ ორივე კარგად ხართ
- ხო უკვე გვნახე და ესეიგი მიდიხარ ხო? კარები იქითარის - ხელით გასასვლელისკენ
ვანიშნებ - ეს იმ შემთხვევაში თუ ვეღარ მიაგნებ - საუბარს ვასრულებ და ჩემს ოთახში
შევდივარ. ცოტახანი კიდევ მესმის საუბარი, შემდეგ კი მსუბუქი კარის ხმა სწვდება ჩემს
სმენას და ოთახიდან გამოვდივარ
- მამას უნდა რომ ყველა მასთან გადავიდეთ საცხოვრებლად
- ვისაც წასვლა უნდა წავიდეს - ვამბობ და სამზარეულოში მოფუსფუსე ლალის
ინგრედიენტებს ვაცლი და კბილებს შორია ვიქცევ. მართა სწრაფად მკიდებს მკლავში
ხელს და ჩემს ოთახში მიმათრევს, კარებსაც ხურავს მე კი საწოლზე მაგდებს
- ჭირვეულობას მოეშვი, მამასთან უმიზეზოდ არ გადავდივართ, ჩაალაგე ყველაფერი რაც
გჭირდება და იცოდე რომ დილით წავალთ
- მე არსად არ მოვდივარ
- მოგკლავენ აქ თუ დარჩები, თუმცა ეგ არაფერია, ეგ შენი სიცოცხლეა და როგორც გინდა
ისე მოექეცი, მაგრამ შენ თუ დარჩები ეგ იმას ნიშნავს რომ არც ნინი წამოვა, რაც
ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისიც შენს ბედს გაიზიარებს - გაჩუმდა და თვალებში
ჩამაშტერდა, სიტყვებს საოცარი სიზუსტით არჩევდა, ზუსტად იცოდა რა უნდა ეთქვა, რომ
ხმაც ვეღარ ამომეღო - ახლა კარგად დაფიქრი კიდევ დარჩები თუ არა. დაგავიწყდა ამდენი
ხანი მიშოსთან რატომ ვიყავით გამოკეტილები? არც სანდრო არც რეზი და მითუმეტეს
არც მიშო შენი მტრები არ არიან - მის ნათქვამზე ჩამეცინა, როგორ შეიძლება ადამიანები,
რომლებიც ახლობლების სიკვდილით გემუქრებიან მტრები არ იყვნენ. ოთახიდან გადის,
მეც უღონოდ ვწვები საწოლზე და ვუყურებ კიდევ ერთხელ როგორ წყდება ჩემი ბედი ჩემს
გარეშე, თავი მარიონეტი მგონია, მიუხედავად იმისა რომ სცენაზე მე ვდგავარ, არც
ქმედებებია ჩემი და არც სიტყვები, ყველაფერს ფარდის უკან მდგომი ხალხი
აკონტროლებს. ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე, კუთხეში მივაგდე და

დასაძინებლად დავწექი.
საბედნიეროდ ავთო დავითანხმე რომ უნივერსიტეტში გავეშვი, მაგრამ იმდენი დაცვა
მომყვებოდა რომ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. ყველა მე მაშტერდებოდა და სად
დავმალულიყავი აღარ ვიცოდი. ცოტაც და ჩემით ვიტყოდი უნივერსიტეტში სიარულზე
უარს. მამასთან ცხოვრება არ მომწონდა, მართა და ავთო ერთად ასატანად შეუძლებელიც
კია, ამიტომ ისევ ოთახში გამოვიკეტე და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში
გამოვდიოდი. საბედნიეროდ არც დედა მაძალებდა ყველასთან ერთად ჭამას, მაგრამ
ვხვდებოდი რომ ამის გამო ღელავდა, უბრალოდ იმ კაცთან ერთად ერთ მაგიდაზე ჯდომა
უკვე ზედმეტი იყო. ერთი კვირა გავიდა და საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით ყველაფერი
მშვიდადაა. სწრაფად ჩავიცვი და კიბეები ჩავირბინე, ჩამეძინა რის გამოც ძალიან
მაგვიანდებოდა, ცოტაც და გარეთ ვიქნებოდი როდესაც ავთოს და მართას საუბარი
გავიგონე, რეზიზე საუბრობდნენ, როგორც გავიგე სასამართლო დღეს აქვს. ამ ამბის
გაგებამ ძალიან ამაფორიაქა, ვიცოდი რომ რეზი ციხიდან ვერ გამოვიდოდა, მაგრამ მაინც
საშინლად ავნერვიულდი და სწრაფად გავვარდი სახლიდან. უნივერსიტეტში ვერაფერს
ვისმენდი მთელი დღე გაბრუებული დავდიოდი, თან საშინელი შეგრძნება დამყვებოდა,
მეჩვენებოდა რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა სადმე რეზი დამენახა. მთელი დარჩენილი
დღე მეგობრებთან გავატარე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოვიშორე უსიამოვნების
შეგრძნება. ბავშვებთან ერთად რამდენიმე ჭიქა ღვინოც კი დავლიე თავი უკეთ რომ
მეგრძნო და სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდი. სტრესისგან მთელი სხეული მტკიოდა
და სახლის კარები ძლივს შევაღე, ამ დროს ყველას უნდა სძინებოდა მაგრამ მისაღებიდან
სინათლე და ჩუმი საუბრის ხმა ისმოდა, ალბათ დედამ საშინლად ინერვიულა და ვერ
დაიძინა მაგრამ ხომ იცოდა რომ ავთოს ხალხი ჩემთან იყო, დაღლილი მივლასლასებ
მისაღებისკენ, რომ დედა დავაწყნარო და ლამის შოკისგან გავითიშე მომღიმარ რეზის რომ
გადააწყდა ჩემი თვალები. სერიოზულად, აღარასდროს დავლევ.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

როგორ არ მყოფნის ეს თავები, სულ მოდინის რეჟიმში ვარ. უფრო ფა უფრო საინტერესო ხდება ისტორია...

 


№2  offline წევრი esel

ეს თავი ექსტრემალურ სიტვაციაში დავწერე და ავტვირთე laughing satisfied ერთხელაც არ გადამიკითხია ამიტომ ბევრი შეცდომა იქნება, თავის ნომერიც კი ამერია და 20-ის მაგივრად 19 დავაწერე. დიდიც არ გამოვიდა, მაგრამ რადგან სოფლიდან ვერ მოვახერხებ ატვირთვას მინდოდა კიდევ ერთი თავის დამატება მომესწრო.
მადლობა ვინც კითხულობთ ❤

სტუმარი ქეთა
როგორ არ მყოფნის ეს თავები, სულ მოდინის რეჟიმში ვარ. უფრო ფა უფრო საინტერესო ხდება ისტორია...

❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ახალი თავი როდის იქნება??

 


№4  offline წევრი nini :)

ვაიმეეე იმედია მალე გააგრძელებ და ისევ დიდი ხანი ლოდინი არ მოგვიწევს ისეთ ინტრიგას ტოვებ ყოველი თავის ბოლლოს

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

ეს ახალი თავი ყოფილა ????????

 


№6  offline წევრი esel

სტუმარი თიკო
ეს ახალი თავი ყოფილა ????????

კი ეს ახალი თავია ❤

nini :)
ვაიმეეე იმედია მალე გააგრძელებ და ისევ დიდი ხანი ლოდინი არ მოგვიწევს ისეთ ინტრიგას ტოვებ ყოველი თავის ბოლლოს

❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ttt

მალე დაიდება?? ????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნიტა

ძალიაან საინტერესოო იყო❤️მალეე დადე რაა;((

 


№9 სტუმარი სტუმარი ხატია

მალე დადე რა შემდეგი გთხოვ. ოცივე თავი ერთად წავიკითხე და ახალს ველი მოუთმენლად....

 


№10 სტუმარი TEO

ველოდებიიიიი,მალეეე????

 


№11  offline წევრი esel

სტუმარი თიკო
ახალი თავი როდის იქნება??

სტუმარი ttt
მალე დაიდება?? ????

სტუმარი ნიტა
ძალიაან საინტერესოო იყო❤️მალეე დადე რაა;((

სტუმარი ხატია
მალე დადე რა შემდეგი გთხოვ. ოცივე თავი ერთად წავიკითხე და ახალს ველი მოუთმენლად....

TEO
ველოდებიიიიი,მალეეე????

ახალი თავი გამზადებული მაქვს, თუმცა ჩემი ტელეფონიდან ატვირთვას ვერ ვახერხებ სამწუხაროდ. ასე რომ მიწევს მოცდა სანამ სოფლიდან არ დავბრუნდები ❤❤ ვწუხვარ ამდენხანს რომ გიწევთ ლოდინი, ვეცდები როგორმე მოვაგვარო ეს პრობლემა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent