შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები II თავი


15-07-2021, 17:24
ავტორი ცირაკო
ნანახია 996

მომხდარი ამბის შემდეგ, ზუსტად მესამე დღეს, გაზეთ „თბილისში“, იქ, სადაც გარდაცვლილ თა ოჯახების, ნათესავების, მეგობრებისა და დაწესებულებათა განცხადებებს ათავსებენ, ასეთი სამგლოვიარო განცხადება გამოქვეყნდა: და გურანდა, სიძე ამაიაკ ალავერდიანები, ბიძაშ ვილები: ცუცა, მარო, ლილი, მაკა, გვანცა, ცაბუ, ირა, ცოტნე, დეიდაშვილი ია ზარიძე, მამიდაშვილები: გუბაზი და ვალერიან იორამაშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ვლადიმერ (ჯანო) თეოფანეს ძე სოსელია პანაშვიდი 11, 12, 13, ვ, 8 ს. დაკრძალვა 14. ვ, 5 ს. გამოსვენება კუტუზოვის ქ. მ 251. ხოლო ზუსტად მეათე დღეს, იმავე გაზეთში, რუბრიკის ქვეშ „კანონიერების სადარაჯოზე“ შემდეგი შინაარსის სტატია გამოქვეყნდა! „აბა, რა ეგონათ?“
დიდი ხანია ერთმანეთი არ ენახათ ძველ „მეგობრებს“ როსტომ ამილახვარსა და ზაზა ნაკაშიძეს, და, აი, ა. წ. 8 მაისს შეხვდნენ ერთმანეთს „დოსტები“ რესტორან „მადას“ შემოგარენში. გა დაეხვივნენ ერთმანეთს პროფესიონალი ცუღლუტები (გვარებიც ხელს უწყობდათ) და ვინ იცის, საიდან და რა გზით ნაშოვნი ფულით რესტორან „მადაში“ არაყით პირის ჩატკბარუნება განიზრახეს. ამ დროს იქვე, მათ გვერდით, დარბაისლურად ქეიფობდნენ პატიოსანი მოქალა ქენი. აუვარდათ რა ნაკაშიძესა და ამილახვარს თავში ბახუსი, მათთვის ადრევე ჩვეული და შემჩნეული უშვერი ლანძღვა-გინება დაიწყეს რუსულად და მალიმალ იხედებოდნენ დარბაისლურად მოქეიფე მოქალაქეთა მიმართულებით. ასე გრძელდებოდა რამდენიმე ხანს, მაგრამ ამ გარეწართა აღვირ- ახსნილობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მიუხედავად მე ბუფეტე ა. ს-ის არაერთგზის გაფრთხილებისა და თხოვნისა, საზღვარი არ უჩანდა. მაშინ იქვე დარბაისლურად მოქეიფე მოქალაქეთა ჯგუფს გამოეყო მოქალაქე ა. ს. მიუახლოვდა დებო შიორებს და მამაშვილურად უთხრა: – ახალგაზრდებო, ხომ იცით, რომ ალკოჰოლი უარყოფი თად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზნეობრივ საქციელსა და გონებრივ მუშაობაზე? გთხოვთ, წაბრძანდეთ სახლში, დაისვენოთ, სწავლა გააგრძელოთ უმაღლეს სასწავლებელში და თქვენს ნახარჯს მე გადავიხდიო. – არ იღეს ყურად მოქალაქე ა.ს-ის თხოვნა აღვირ- აწყვეტილმა ხულიგნებმა, ჯერ მაგრად დაარტყეს ყბაში მუშტები მოქ. ა. ს-ს და ტვინის კომოციო (შერყევა)
დამართეს, შემდეგ კი გამგელებულებმა დაუშინეს ბოთლები დარბაისლურად მოქეიფე მოქალაქეთა გუნდს, სადაც ერთ-ერთმა ბოთლმა იმსხვერპლა მოქალაქე ვ. სოსელია, რომელიც სას წრაფო დახმარებაში მიყვანისთანავე რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. ის-ის იყო აპირებდნენ გაპარვას და სასჯელის თავის არიდებას ადამიანის სახედაკარგული ამილახვარი და ნაკაშიძე, რომ დროზე მიუსწრეს მათ ორჯონიკიძის რაიონის მილიციის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილემ ლეიტენანტმა ამხ. ლეგაშვილმა, რიგითებმა ბ. თარაშვილმა, ვ. რუსიძემ, ს. ბერძენიშვილმა, ბ. სისოევმა, ვ. კვერნაძემ, დ. არაბულმა და შეიპყრეს დღემდე გაურკვეველი მიზეზის გამო სამართალში არასდროს ყოფილი არამზადები და სადაც ჯერ არს, იქ მიაბრძანეს. ამჟამად ამფსონები ზ. ნაკაშიძე და რ. ამილახვარი ციხეში იმყოფებიან. მალე წარსდგები ან სამსჯავროს წინაშე და დამსახურებულ სასჯელსაც მიიღებენ. „აბა, რა ეგონათ?“

* * *
მეტეხის ციცაბო კლდის თავზე, იქ, საიდანაც ახლა ცხენზე ამხედრებული, მარჯვენა ამართული გორგასალი თავზეხელა ღებულ მძღოლებს აფრთხილებს, – მოსახვევში ცოტა ფრთხილად იყავითო – და სწორედ იქ, საიდანაც სიცოცხლეზე ხელჩაქნეული თბილისელები ერთმანეთის წამხედურობით კისერზე ქვაგამობმულნი ეშვებოდნენ ხოლმე ახლა აუტანლად ბინძურ და აშ მორებულ მტკვარში, იდგა მრავალტან- ჯული მეტეხის ციხე, ამ სიტყვის საპყრობილესეული გაგებით. რევოლუციური მოძრაობის აღორძინებისა და შემდეგ რეაქციის მძვინვარების წლებში, უცებ იმდენმა ხალხმა მოინდომა თავისუფლება, რომ პატარა მეტეხის ციხემ ვერ დაიტია ისინი და იმ დროისათვის საქვეყნოდ ცნობილი მეწარმე მანთაშოვი იძულებული შეიქნა ორთაჭალაში საფეიქრო ქარხანად გახაზირებული ორი უზარმაზარი ოთხსართულიანი შენობა, თავისი სარ დაფებითა და საწყობებით, საგუბერნიო ციხედ გადაეკეთებინა და დაბადების დღეზე საჩუქრად ებოძებინა რომანოვების დინასტიის უკანასკნელი მეფისთვის მისი უდიდებულესობის სრულიად რუსეთისა,პოლონეთისა და სხვათა და სხვათა... იმპერატორის, ნიკოლოზ მეორი სათვის, რაიც, 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების მიერ კონფისკაციაქმნილი, ადრევე „გუ ბერსკის“ ციხედ წოდებული, ფუნქციისა და სახელის შეუცვლელად გადაეცათ მშრომელებს უვადო სარგებლობაში. ციხეს დიდი ალფაბეტიანი დავთარი გააჩნია. ვისაც სურს თავისი პატიმრის ადგილსამყოფელის ზედმიწევნით კონკრეტული დაზუსტება, უნდა მივიდეს ციხის ადმინისტრაც იულ შენობაში, მიუკაკუნოს სარკმელს, რომელსაც „კანცელარია“ აწერია და თუ გაიღო, ჰკითხოს სარ კმელს სასურველი გვარი. ღია სარკმელი მოძებნის სასურველ გვარს იმ დიდ ალფაბეტიან დავთარში, და დროის სულ მოკლე მონაკვეთში, დაახლოებით ერთ-ორ წუთში შემკითხველისათ ვის ყველაფერი ნათელი გახდება.
მე ამ დავთარში ასო „ნ“-ზე ვარ. ჩემი გვარისა და სახელის გასწვრივ წერია: – დაპატიმრებულია ამა და ამ წლის 8/ვ. ციხეში გადმოყვანილია 11/ვ, კორპუსი ვ, საკანი ხ. წინასწარი ძიებით მიყენებული აქვს საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 110 მუხლი. ხოლო რა წერია ამ 110 მუხლში,ამას ცოტა გვიან გავიგებთ თქვენცა და მეც.


* * *
ჩემი საკნის ფანჯრიდან რომ გაიხედავთ, პირველად საგუშაგოს კოშკი და მის მოაჯირზე არ ხეინად ჩამომჯდარი გუშაგი გეცემათ თვალში, მერე – ადმინისტრაციული შენობა და ციხის უფროსის კაბინეტის სარკმელი, ეს ერთადერთი სარკმელია ციხეში, რომელსაც რკინის მესერი, ანუ გისოსები არა აქვს და რაფაზე, ოღონდ გარედან, ყვავილის რამდენიმე ქოთანი დგას სიმაღლის მიხედვით ისე, როგორც ზოგიერთ ოჯახში როიალზე ან პიანინოზე სპილოებია ხოლმე ჩამწკრივებული. ოთახებში არავითარი ყვავილები არ არის, ეტყობა ერთ დროს, ციხის რომე ლიღაც უფროსი ყვავილების მოყვარული ყოფილა და ეს ქოთნები შიგნით ელაგა კაბინეტში ნაირ-ნაირი ყვავილებით აბიბინებული. შემდეგ მოსულა უფროსი, რომელსაც ყვავილები არ ყვარებია, მაგრამ ამის გამჟღავნება ცოტათი უხერხ ულად მიუჩნევია და იმ საბაბით, რომ მცენარეს, რაც შეიძლება, მეტი სუფთა ჰაერი და წყალი სჭირდებაო, ყვავილები გარეთ გა მოუდგამს,იმის შემდეგ მისულს კი ყვავილები სულ არ გახსენებია და დგანან ახლა ცარიელი ქოთნები შიგ ჩაკირული და გამხმარი მიწისაგან დამსკდარნი, სიმაღლის მიხედვით, ფანჯრის რაფის გადმოღმა და ამაოდ ისმენენ სოფელ კრწანისის ბილიკზე დაშვებული, ზურგზე ტომარა მოკიდებული გლეხის ღიღინ ჩართულ გაბმულ ყვირილს „ყვავილების მიწაააა, აბა, ყვავილების მიწაააა!“ ციხის უფროსის კაბინეტის გვერდით ციხის ზედამხედველის კაბინ ეტია. ეს სამი უბანი: საგუშაგო, ციხის უფროსისა და ზედამხედველის კაბინეტები იმიტომ კი არ გეცემათ პირველად თვალში, რომ რაიმე დიდ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, არა, მათ შორის რაღაც მაგიური კავშირი არსებობს. კერძოდ, თუ კოშკზე არხეინად წამოსკუპებულმა გუ შაგმა შეგამჩნიათ, რომ ფანჯრიდან იყურებით, იგი ისეთ გამომეტყველებას მიიღებს, თითქოს არ დაუნახიხართ, შეიძლება, ზურგიც კი შეგაქციოთ, შემდეგ ასევე არხეინად აიღებს კოშკუ რის ძელზე ჩამოკიდებულ ყურმილს და თუ თქვენ მზერას გადაიტანთ ციხის უფროსის კაბინეტზე, ნახავთ, რომ იმავე წუთში თავის კაბინეტში ყურმილს აიღებს ციხის უფროსი, იგი თავს დაიქნევს კმაყოფილებით და ვიდრე ყურმილს დაკიდებს, მეორე ტელეფონის ყურმილს აიღებს და თუ თქვენ ახლა მზერას ზედამხედველის კაბინეტზე გადაიტანთ,დაინახავთ, რომ ამ დროს ზედამხედველიც აიღებს ყურმილს და თავის მხრივ ისიც მეორე ტელეფონის ყურ მილს აიღებს, მერე დერეფანში, რომელშიც თქვენი საკანია განლაგებული, გაისმის ზარის გაბ მული ხმა, მერე უცებ შეწყდება ზარი და, თქვენ თუ ფანჯრიდან ჩამოსვლა ვერ მოასწარით, გაიღება საკნის კარი, ფანჯრიდან ძალით ჩამოგიყვანენ და ეგრეთ წოდებულ „ციხის ციხეში“ – კარცერში მიგაბრძანებენ 3 დღე- ღამით. თუ რას ნიშნავს ეს, ამის გაგების საშუალება თვით კარცერში მოგეცემათ. არსებობს კარცერში მოხვედრის უფრო მოკლე გზა, როდესაც კოშკზე არხეინად წამოსკუპებული გუშაგი უშუალოდ თქვენი დერეფნის ზედამხედველს ურეკავს, მაგრამ ამას მხოლოდ ახალბედა, გამოუცდელი და გულუბრყვილო გუშაგები აკეთებენ, მათ არ იციან, რომ კარიერა ასე მოკლე გზით ძნელად კეთდება. თუ ვერ შეგამჩნიეს და სარკმლიდან არ ჩამოგიყვანეს, ზემოხსენებული ობიექტების შემდეგ თვალში საპატიმროს ეზო გეცემათ. ეზო ოთხკუთხედია. ეზოს თავის მხრივ ბაგის ტიპის ოთ ხკუთხა და შიგნით ოთხად გადატიხრული გალავნიანი და კოშკურებიანი ეზო აქვს. ეს სასე ირნოდ გამოყვანილი პატიმრების ადგილია. ოთხად იმიტომ არის გაყოფილი, რომ ოთხი საკა ნი ერთად გამოიყვანონ და ასეირნონ. სეირნობა, გარდაავდრისა, ყოველდღე წარმოებს ნახევარი საათიდან ერთ საათამდე, სეირნობის დრო ციხეში პატიმრების საერთო რიცხვზეა დამოკი დებული. შემდეგ ჩანს სამზარეულო. სამზარეულოდან ზუსტად ისეთი სუნი მოდის, როგო რიც აქვს იმ საჭმელს, რომელსაც ჩვენ გვაჭმევენ. სამზარეულოს მარჯვნივ საავადმყოფოა, ცო ტა მარჯვნივ – მორგი, საავადმყოფოს კართან მზეზე გასაშრობად გამოტანილი ახალშეღებილი კუბოც შეიძლება დაინახოთ, ეს ციხიდან გასვლის ყველაზე უტყუარი საშუალებაა. და ბო ლოს, უზარმაზარი რკინის ალაყაფია. ეს ის უცნაური კარია, რომელშიც ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად შემოჰყავთ და რომლიდანაც იგივე ადამიანები თითო-თითო გაჰყავთ. ეს კარი რომ გაიაროთ, სამი გზა არსებობს – ან მართალი უნდა იყო, ან მისჯილი, ან წიქარა. თუ წიქარა ხარ, ძალიან ძნელია, რადგან ეგ კარი სწო რედ ის მეცხრე კარია, წიქარას რომ რქა მიატყდა. რაც მოგახსენეთ, ეს ციხის შიდა მეურნეობაა. იგი, ალბათ, უფრო რთულია, მაგრამ ჩვენი სარ კმლიდან მეტი არ ჩანს. გარე სამყარო კი ჩვენთვის დაახლოებით ასი მეტრი სიგრძის ქუჩის გაღმა მხარეა: თავისი ლუდის პატარა ბუდრუგანით, აფთიაქით, საპარიკმახეროთი და ქუდე ბის ატელიეთი, ეს არის და ეს. ესსათვალთვალო პუნქტი, ესე იგი ჩვენი სარკმელი, შოშიას ეკუთვნის. შოშია პატიმრის სახელია, ჩემთან რომ ზის. თავიდან შოშია ზედმეტი სახელი მეგონა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალზე ჰგავს შოშიას, შავია და ნისკარტიანი, მეორეც იმიტომ, რომ სულ ფანჯარასთან ზის შოშიასავით და სწორედ ამიტომ ნახევარი დრო კარცერში აქვს გა ტარებული. თქვენ გგონიათ, შოშიას ეშინია კარცერის? პირიქით, ერთხელ მითხრა: – შენ რა იცი, რა სიხარულია კარცერიდან რომ გამოვალ და ფანჯარაში გადავიხედავ, მაგრამ მაგას შენ ვერ გაიგებ, ჩემო ზაზა, ვერ გაიგებ. ეგ რომ გაიგო, შოშია უნდა იყო. გალიაში უნდა იჯდე და ბუდეში ორი ბარტყი უნდა გეჯდეს, პირდაფჩენილი, ორი ბარტყი...
შოშიას იმ ორი ბარტყის სურათი თან აქვს წამოღებული, დღეში ერთი ათჯერ მაინც ამოიღებს და ყველა ამოღებაზე მჯიღისხელა კურცხალს აღვარღვალებს.
– იდიოტი მამა მოგიკვდეთ, შვილებო, რა ჩემი საქმე იყო ასკილისა და მაყვლის წვენი, ვგდებულიყავი ტექნიკუმში სამეურნეო ნაწილის გამგედ, მაყუთს ვერ ვაკეთებდი თუ რა? მაგ რამ არ გაძღა მაიმუნი დედათქვენის მუცელი.. ახია, ახი...…
– არა გრცხვენია, შოშია, რეებსლაპარაკობ საკუთარ ცოლზე? – ვუსაყვედურებ ხოლმე.
– არ გაძღა, ზაზას შემოვევლე, არ გაძღა, მაგის ჯიგარი დავხიე. ახლა მიადგეს და ყიდოს ის ბრილიანტის ბეჭდები, როდემდე ეყოფა, იმასაც ვნახავ, მე უეჭველად ათწლიანი ვარ, ვარ, მაგის... სულ ერთია, რომ გავალ, გავუშვებ და ჩემს მეზობელ სირანას შევირთავ... – აქ შოშია შეჩერდება ხოლმე და შემდეგ აუწერელი სინანულით დააყოლებს: – იცი, რა ტოლმას აკე თებს? საკანში ჩემსა და შოშიას გარდა კიდევ რვა კაცი ზის. საკეტის ჩხარუნი მესმის. საღა მოა. ალბათ ზედამხედველია. შემოვა და ძილისპირულ სიას წაგვიკითხავს. კი, ის არის... საკნის კარი მძიმედ გაიღო. კარში ახალგაზრდა ზედამხედველი ჩადგა, პირვე ლად ვხედავთ, ახალბედაა. სუყველანი ფეხზე წამოვდექით.
ზედამხედველმა თვლა დაგვიწყო: – ერთი, ორი, სამი, ოთხი, – თან გაფშეკილ ცერსა და საჩვე ნებელ თითს იქნევდა ჩვენსკენ რევოლვერივით, – ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა. – ისმოდა გასროლასავით.
დათვლილი უნდა დამჯდარიყო, ზედამხედველს თვლაში ხელი რომ არ შეშლოდა, ჩვენც ნატყვიარებივით ვეშვებო დით და ფეხზე მხოლოდ ისინი იდგნენ, რომლებსაც ტყვია ელოდათ, – ცხრა, ათი! – ყველანი ვიჯექით.
– მამასახლისი რომელია? – იკითხა ზედამხედველმა.
– მე გახლავართ! – ამბობს უსაშველო მეგრული აქცენტით ერთ- ერთი და ფეხზე დგება.
– გვარი! – გოგოლი, – ზედამხედველმა ირიბად გამოხედა პატიმარს.
– სახელი! – ჭიჭიკო! – გვარი! – გაუმეორა კითხვა ზედამხედველმა.
– ხომ მოგახსენეთ, უფროსო, გოგოლი-თქვა, – უპასუხა ჭიჭიკომ. ზედამხედველს სისხლი მო აწვა თვალებში.
– კარცერში ამოგალპობ! – იბღავლა უცებ მან.
– ახალია! – თქვა ვიღაცამ.
– ფეხებს ვერ მომჭამ ძირში, პატივცემულო, ნამდვილად გოგოლი გახლავარ მე და იმიტომ! – დაუმატა მშვიდად ჭიჭიკომ და დაჯდა. ზედამხედველმა პატიმრების სიას ჩახედა და გაკ ვირვებული დააშტერდა ჭიჭიკოს, მერე უხერხულად შეიშმუშნა და სიის კითხვა დაიწყო: – 1. დევდარიანი! – აქა ვარ!– 2. ნაკაშიძე! – მე გახლავართ! – ვუთხარი, რადგან ძალიან წინ ვიდექი.
– 3. გულოიან! – მეც აქა ვარ! – 4. გოგოლი! – ჭიჭიკომ არც ხმა ამოიღო, არც ადგა.
– გოგოლი! – გაიმეორა ზედამხედველმა.
– არ ვარ, ბატონო, გოგოლი, პუშკინი ვარ მე, ტოლსტოი ვარ, ილია ჭავჭავაძე ვარ, დუტუ მეგ რელი ვარ და გრიბოედოვი ვარ! გაიგეთ ახლა, ვინ ვარ? – წამოხტა ჭიჭიკო ფეხზე. – არ ვარ მე გოგოლი. ამომშალეთ მაგ დასაწვავ სიიდან და გამიშვით სახლში, ბიჭოს?!!! – იკივლა ჭკუაზე გადასულმა გოგოლმა. საკანში ხარხარი ატყდა. ახალბედა ზედამხედველი ერთხანს გაოგნებული იდგა, მერე თვითონაც გაეცინა.
– საიდან ხარ? – ჰკითხა გოგოლს.
– ნახარებაოდან ვარ, დაიწვა იქაურობა, ორასი წლის წინ ბაბუაჩემის ბაბუა ჩამოსულა და გა მეგრელებულა, თვითონ რა ენაღვლება მაგას. წევს ახლა დადიანივით არხეინად საფლავში, მე კი სულს მხდიან აქ მაგის გვარის გულისთვის. ერთი ღერი რუსული ვიცოდე მაინც ან უკ რაინული... თუ მეღირსა აქედან გასვლა, სახლში მისვლამდე სასაფლაოზე უნდა გავუარო იმ ბაბუაჩემის ბაბუას და უნდა მოვთხარომაგი, ძვალითუ დამხვდა მაინც! ჭიჭიკო ძლივს დავაწყნარეთ, ზედამხედველმა სიის კითხვა განაგრძო:
– 5. ჭეიშვილი!
– ვარ, ბატონო!
– 6. მოშიაშვილი!
– შენი მტერი მოიქცა ისე, მე რომ ვარ, დაგენაცვლე!
– 7. მებურიშვილი!
– აქ ვარ!
– 8. გამცემლიძე!
– გახლავართ!
– 9.სალარიძე! – არის!
– 10. მოგოლაძე! – ჯერ არ დაუჭერიათ! – თქვა ვიღაცამ.
– სოგოლაძე! – გაასწორა ზედამხედველმა.
– არც ეგ!
– ჩოგოლაძე! – ხმამაღლა თქვა ზედამხედველმა და თვალები გადმოქაჩა.
– ეგ მეზობელ კამერაშია. – ცერით აჩვენა გულოიანმა.
– მაშ, ამ სიაში რა უნდა? – იკითხა ზედამხედველმა.
– მე რა ვიცი! – გაუკვირდა ტიგრანას.
– თქვენ შემთხვევით გოგოლაძეს ხომ არ ეძებთ, ბატონო? – ჰკითხა შოშიამ იმდენად ზრდილობიანად, რომ ზედამხედველს ცოტა არ იყოს, ეჭვი შეეპარა თავის ღირსებებში, მაგრამ ხმა არ ამოუღია, სიას ჩახედა დაჟინებით, მერე თავი დააკანტურა.
– ჰო, გოგოლაძე!
– ასეთ შემთხვევაში მე გახლავართ! – ფეხზე წამოდგა შოშია. ზედამხედველმა ერთხელ კიდევ შეგვავლო თვალი, საქაღალდე დახურა და გოგოლს მიუბრუნდა:
– გოგოლო, რამე პრეტენზიები ხომ არა აქვს მეხუთე-მეათეს? მეხუთე მეათე, მეხუთე სართულსა და მეათე საკანს ნიშნავს, სართულების თვლა კი სარდაფიდან იწყება.
– წერილობით მოგართვათ, პატივცემულო, თუ ზეპირად? – ჰკითხა ჭიჭიკომ.
– აქვე მითხარით! – წარბშეკვრით თქვა ზედამხედველმა და საქაღალდე კვლავ გაშალა, ალ ბათ პრეტენზიების ჩასაწერად. გოგოლმა ღიმილით გადმოგვხედა, მერე გამცემლიძეს მიუბრუნდა:
– გამცემლიძე დაიწყებს მგონი! – თქვა ისევ ღიმილით. გამცემლიძემ სათვალე გაისწორა და დაიწყო:
– მოგეხსენებათ, ჩვენ ჩვეულებრივი პატიმრები არ გახლავართ...
– აბა, როგორი ხართ? – გაუკვირდა ზედამხედველს.
– გვაცადეთ, ბატონო, როდესაც თქვენ სიას კითხულობდით, ჩვენ ხომ არ გიშლიდით ხელს! – ხელის აწევით გააჩერა იგი გამცემლიძემ. გაკვირვებულმა ზედამხედველმა ახლა პირი დააღო. გამცემლიძემ განაგრძო:
– ჩვენი საქმე, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე მხოლოდ ძიებაშია და ამან უნდა განსაზღვროს ჩვენდამი, როგორც არაოფი ციალურ, ანუ ნახევრადთავისუფალ, ესე იგი, წინასწარ, დროებით, პატიმრობაში აყვანილი მოქალაქეებისადმი მოპყრობის ამ პლიტუდა, იგი ისე უნდა მერყეობდეს აღვირახსნილობასა და სათნოებას შორის, რომ ციხე ში ყოფნა, იმ დროით, რა დროსაც ითვალისწინებს გამოძიების ტექნოლოგიის სტრუქტურა, ასატანი გახდეს, რადგან ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური და მორალური შესაძლებლობანი...
– გოგოლო, რა უნდა მაგას? – ჰკითხა ზედამხედველმა, წერა შეწყვიტა და ქვედა ყბა აუტოკდა.
– მაგას, მე რომ ვატყობ ისე, ოცდაოთხდღიანი საგზური უნდა, მგონი, ლებარდეში.
– უფასოდ? – ჰკითხა ზედამხედველმა.
– უფასოდ. – გაუცინა ჭიჭიკომ.
– უთხარი დაჯდეს, სანამ ჭკუაზე ვარ! – მე მაშინ დავჯდები, გეთაყვათ, როდესაც ამიხსნიან, რატომ არ მოაქვთ, მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა, ჩერნიშევსკის თხზულება თავი ტომი. – გააპროტესტა გამცემლიძემ ზედამხედველის წინადადება. – ვინც შენ დაგიჭირა, იმის დედა ვატირე, – თქვა ტიგრანა გულოიანმა.
– დაბრძანდით, ჩერნიშევსკი! – უთხრა გოგოლმა. – შენ დაიწყე, ჭეიშვილი! – მიუბრუნდა გო გოლი ჭეიშვილს. იგი ფეხზე წამოდგა.
– ჯერ ჩემი პირადი პრეტენზიები მოგახსენოთ და შემდეგ საერთოდ ჩვენი საკნის, თუ ერთად მიბრძანებთ? – ჰკითხა მან ზედამხედველს. ზედამხედველი დაიბნა.
– მიდი, ერთად მიუშვი! – შევაგულიანე მე.
– მაშინ, ასე დავიწყოთ:
1. ბაღლინჯოები გვჭამენ!
2. ჩაის მაგივრად ცარიელ წყალს გვასმევენ!
3. საჭმლის მაგივრად სილოსს გვაჭმევენ!
4. ერთი ბრიტვით ათ კაცს გვპარსავენ!
5. არ გვაძლევენ პერიოდულ პრესას!
6. არ შემოაქვთ პოლიტიკური ლიტერატურა!
7. პირადად მე პური არ მყოფნის!
– ამნისტიას უგვიანებენ!
– ექსკურსიაზე არ დაყავთ!
– პატარა ჯამაგირი აქვს!
– ფეხსაცმელი უჭერს!
– და ცოლი ჰყავს ! – გააგრძელა დევდარიანმა.
– ვისი რა საქმეა, რას აკეთებს ჩემიცოლი? – ვერ გაუბედა შეკამათება დევდარიანს და ისე, ზო გადად იკითხა ჭეიშვილმა.
– ტიგრან, ჰკითხე ერთი, მაშ, რად არ უხდის ცოლს ალიმენტს? – არ იკადრა თავის მხრივ ჭეიშ ვილთან გაბაასება დევდარიანმა და ტიგრანას პირით შეუთვალა შეკითხვა.
– რატომ შენ ალიმენტს არ იხდი? – ჰკითხა ტიგრანამ.
– იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ბავშვების დაბადება არ ემთხვევა ჩემს მიერ ჩატარებულ აქტს, მე რეც, მეორე, არც ერთი არ მგავს, – გაიმართლა თავი ჭეიშვილმა.
– ტიგრან, უთხარი მაგ ტუტუცს, თუ გასვლა ეღირსა, სამჯერ ჩოქვით შემოუაროს სვეტიცხო ველს და ღმერთს მადლობა შესწიროს, რომ ბავშვები არ ჰგვანან! – გესმის? – უთხრა ტიგრა ნამ ჭეიშვილს, – აქედან თუ გახვალ, დაიჩოქე და სამჯერ ჩოქვით შემოუარე სიონს...
– სიონს კი არა, სვეტიცხოველს.
– სულ ერთი არ არი, ლიმონჯან?
– სულ ერთი როგორ არი, ბიჭო, სიონი თბილისშია, სვეტიცხოველი – მცხეთაში.
– მერე რა?
– როგორ თუ მერე რა?! მცხეთაში მატარებელი ფული ღირს, ეგ ფულის გადამხდელია, შვილებს ალიმენტს არ უხდის? საკანში საშინელი ხარხარი ატყდა. ზედამხედველი მიხვდა, რომ მასხრად აიგდეს, სასწრაფოდ დახურა საქაღალდე, გარეთ გავარდა და კარი გაიჯახუნა. ჩვენ სიცილს განვაგრძობდით, რომ უცებ კარზე ამოჭრილი ამანათების დარაბა გაიღო და შიგ ზედამხედველის გაჭარხლებული სახე გამოჩნდა.
– ხვალ სასეირნოდ არ წახვალთ! – თქვა თავმა.
– სასეირნოდ, თორემ დედითქვენისამ, თქვენც რუსთაველის პროსპექტზე გვასეირნებთ! – შეუკურთხა ტიგრან გულოიანმა. დარაბა სასწრაფოდ დაიხურა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent