დაგისაკუთრე ანგელოზო(თავი10)
დიდი ხნის პაუხის შემდეგ დავბრუნდი, უბრალოდ რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, უბრალოდ რთული არა საშინლად რთული, მაგრამ ამ სირთულის გადალახვა ბოლო ორი თვე აუკვე ნელ-ნელა მიდის და დღეს უკვე დავრუნდი... მომენატრეთ და დამაკლდა თქვენი ემოციები... ის ემოციებიც რასაც ამ ვიღაცისთვის ბანალურ, სახალისო, საინტერესო, აუტანელ იატორიებში ვდებდი, უბრალიდ მიყვარხართ და მომენატრა თქვსნთან საუბარი. ხმა მელოდიურ-ჰარმონიული...მეტი რა შეიძლება ინატრო სრულყოფილებისთვის. ძლივს ამოიღო დაბნეულმა ხმა და პასუხი გასცა -ჩემთვისას ლალუ გულში კი გაიფიქრა -აი რას ნიშნავ სხეულის მორღვევა და ნამდვილი სრულყოფილების დანახვისას დადნობა, ჩემი მინდა, რომ იყოს თვით სრულყოფილება ლალუ! იგრძნობოდა განსხავებული მუხტი მანქანაში, როცა ლალუს და ნიკუშას თვალები ეყრებოდა ერთმანეთს, მაგრამ ლალუს დამორცხვილი მზერა და სახე სულ სხვა ხიბლს სძენდა სიტუაციას. -ყვავილო დარჩენას აპირებ ხო შენ დაქალთან? -კი კი საბ, გოგოები ვიკრიბებით დღეს მარიამთან და იქ დარჩენას ვაპირებთ -გასაგებია, მე და ნიკუშა კლუბში ვაპირებთ წასვლას და შეგეხმიანები ხოლმე მაინც სანამ ლილუს დატოვების ადგილს მიუახლივდებოდნენ იქამდე ნიკუშაზე და ლალუზე ლაპარაკობდა საბა და ცდილობდა მისთვის საყვარელი ადამიანები ამდენიხნის შემდეგ ერთმანეთისთვის გაეცნო -სანამ მე წასული ვიყავი, ქალბატონი ესპანეთში იყო წასული სასწავლად, ჭკვიანი გოგო მყავს ძალიან, იცის რომ მარტო ჩემი უნდა იყოს და ამიტომ დაიარება ასე ჩიტივით თავისუფალი ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ეშმაკობით ჩაილაპარაკა და კარგად დააკვირდა ნიკუშას გაღინებულ სახეს. აბა ახლა რომელი ძმა ვერ მიხვდება დის მიმართ მიმართული მზერის შინაარსს პირველივე წუთებში? საბა არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც გაჭედავდა იმ ფაქტზე, რომ თავის ძმაკაცს შეუყვარდა თავისი და, მისგან ასეთი დამოკიდებულება შორა იყო, რადგან როგორც თვითონ ამბობს "ჩემ ძმაკაცზე და ძმაზე უკეთესი ვინ მეგულება დედამიწაზეო." დანიშნულების ადგილამდეც მივიდნენ, ლალუც დატოვეს თუმცა ნიკუშას ხმა არ ამოუღია, უბრალოდ მზერა გააყოლა და კლუბისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ. საბას მისკენ მიმართული მზერის სითბოს გრძნობდაა და ბოლოს ვეღარ გაუძლო -რა გინდა, რა? -მე არაფერი, დრო გვიჩვენებს ყველაფერს, გენდობი და ჩემი ძმა ხარ! ეს სიტყვები იყო ყველაფრის საწყისი წერტილი იმ მომენტიდან ნიკასთვის და ბედნიერმა გააყოლა გზას თვალი. ამასობაშიც გავიდა უკვე რამდენიმე საათი და მძინარე წყვილმაც გაიღვიძა -ვაიმე ფეხი! პირველივე წუთას წუწუნი დაიწყო სესილიმ, როგორც კი ფეხი გაამოძრავა -ძალიან გტკივა სეს? შეწუხებული სახით შეხედა დადუმ და ფეხზე წამოდგა ყინულების მოსატანად -რაა? რატო მიდიხარ? სად მიდიხარ? -რა შეკითხვებით დაიწყე შენ მოძრაობა სეს? დაავიწყდა უცბად რა სიტუაციაში იყო ჩვენი გოგო და უნებურად წამოცდა შეკითხვები, კი შერცხვა მაგრამ აბა რაღას იზამდა? ვერც ვერაფერს. დადუმ კიდე ნასიამოვნებმა შეხედა მის ქალბატონს -არა არაფერი, მეც წამოვალ სამზარეულოში მეტი ვერაფერი მოიფიქრა და თავისი ჭკუით გამოძვრა სიტუაციიდან. გასვლამდე ფეხზე მაზი წაუსვა დადუმ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ნაკაწრი იყო, მაგრამ სიამოვნებდა როცა მას ეხებოდა და ახლოს ყოფნის საშუალება ეძლეოდა. დაბლა რომ ჩავიდნენ გაუკვირდათ სიჩუმე და ბიჭების იქ არ ყოფნა, გაიკვირდათ რა სესოს გაუკვირდა, თორე დადუმ ბიჭების თემა იცოდა ისედაც. -სად არიან ნეტა ბიჭები? -კლუბში არიან -აუ წავიდეთ რა ჩვენც ბედნიერმა წარმოთქვა მოულოდნელი აზრი ქალბატონმა და კმაყოფილმა შეხედა დადუს. -სესილი ჯერ დღევანდელი არ დამვიწყებია ასე გაუფრთხილებლად, რომ წახვედი რამდენიმე საათით გარეთ თან საღამოს და ახლა კიდე კლუბში მეუბნები წავიდეთო -ვერ ვხვდები რა არის გასაბრაზებელი იმაში რომ მე და კატო გარეთ გავედით თუნდაც საღამოს და ახლა კიდე კლუბში მინდა წასვლა! ცოტა გავბრაზდი დადუს ასეთ საუბარზე, ვერ ავიტან იმას, რომ ვინმემ რამე ამიკრძალოს ან უხეშად მომექცეს, მაგრამ ეს ბიჭი მაჰიპნოზებსთქო გეუბნებით და ვერ ვეწინააღმდეგები. -ახლა მისმინე პრინცესა ახლოს მოვიდა ჩემთან და თვალი თვალში გამიყარა -მე გითხარი შენ ჩემი ხართქო! ჩემი გოგო ხარ და ჩემი ნაწილი, არ გეუბნები რატო წახვედი სასეირნოდ კატოსთან ერთადთქო, საყვედურს გაძლევ დაუკითხავად და გაუფრძტილებლად რომ გახვედი მეტი არაფერი, რაც შეეხება კლუბს შენ არ გიყვარდა კლუბის ცხოვრება და დალევა და იცოდე ჭკვიანად იყავი! არა ისე მართალია ეს ზესიმპატიური ბიჭი რა, რა მეტაკა უცბად არ ვიცი და რამ მომანდომა კლუბი მე სულელს, უბრალოდ ვერ მივხვდი ისე ვთქვი -ვალდებული არ ვარ ამგარიში ჩაგაბარო მე როდის და სად წავალ და კლუბზე კიდე მართალი ხარ საწყალი ბავშვის თვალებით შევხედე და მივახვედრე რომ ამ თემაზე საუბარი აღარ გაეგრძელებინა, მაგრამ ჩემ სიტყვებზე აშკარად უფრო ალი მოეკიდა -მეორედ ეგ სიტყვები არ გავიგო სესილი, არ მინდა გავბრაზდე და ჯერ ბოლომდე გაურკვეველი უფრო დაგაბნიო მაგრამ შენს თითოეულ გადაადგილებას შენი პირით ჩამაბარებ იცოდე და ახლა შენი ხმა არ გავიგო მეტი არა ამას ვაჩვენებ როგორ უნდა მბრძანებლური ლაპარაკი, ახკა კი გამთიშა და გავჩუმდი მაგრამ სხვა დროს აუცილებლად გავცემ საკადრის პასუხსს. -მოდი ახლა რამე ფილმს ვუყუროთ, ოღონდ დრამა და სასიყვარულო არ იყოს -ოჰო, ეგ იდეა ძალიან მომწონს, წამო ვუყუროთ პირველივე ფილმი ჩავრთე ისე რომ არც კი დავაკვირდი, დიდად არ მაინტერესებდა რას ვუყურებდი, მთავარია დადუს გვერდით ვყოფილიყავი და მასთან ერთად როცა ვარ კიდე ვერაფერზე ვკონცენტრირდები. 10წუთი არ იყო გასული, რომ დივანზე დავწექით, დადუს მუხლებზე ჩემდაუნებურად თავი დავადე, თმები გავიშალე იმის მისახვედრად რომ უნდა მომფერებოდა თმაზე და საუბარი დავიწყე -დადუ შეგეკითხები რაა სასიამოვნოდ ნასიამოვნები იყო ჩემი ასეთ პოზაში ხილვით და მაშინვე თმაზე თამაში დამიწყო -გისმენ პრინცესა -რამდენი წლის ხარ? რას საქმიანობ? და ან ძმა გყავს? როგორც ჩვენი სამეგობრობს მეგობარს აქამდე სად იყავი, რომ არ გიცნობდი მე?.... -დადუ გავაშელი 26წლის ბიზნესმენი. არც და მყავს არც ძმა, მშობლები 5წელია რაც გარდამეცვალნენ, რაც შეხება აქამდე სად ვიყავი რომ არ მიცნობდი შენ, მე სულ შენს გვერდით ვიყავი მაგრამ სხვისი თვალებით კითხვისნიშნიანი თვალებით შევხედე ბოლო სიტყვებზე -რა?ვერ მივხვდი -ბოლო წელიწადნახევარია გერმანიაში ვიყავი წასული, მაგრამ სანამ წავიდოდი შენ უკვე გიცნობდი ბიჭებისგან და სულ მალე მათ უკვე იცოდნენ რომ მე შენ აგირჩიე ჩემს მეგზურად, სადაც იყავი, რა გინდოდა, რას ფიქრობდი, ვინ იყო შენთან და ა.შ ყველაფერზე ინფორმაცია მქონდა, მაგრამ შენ მხოლოდ ბოლო 2თვე ნახევარია რაც მიცნობ უკვე და ქარბორბალასავით შემოვიჭერი შენც ცხოვრებაში, მაგრამ რა ვქნა რომ ჩემი დაგარქვი? გაშტერებული ვუყურებდი, არ დამცინოთ მაგრამ ჩემს ადგილზე ყოფნა თქვენც გაგაოცებდათ და დაგადუმებდათ. ეგოისტურად მესიამოვნა ეს სიტყვები და გამაბედნიერა, გამოდის რომ მე მას დიდი დროა რაც ვუყვარვარ, რაც მიცნობს და ჩემს გარშემოა. ამიტომაც მეუბნებოდნენ ალბათ ყოველთვის ბიჭები შენ შენი პატრონი უკვე გყავს და როცა დრო იქნება შენთან იქნებაო, მაშინ ვერ ვხვდებოდი და ახლა უკვე ნათელია ყველაფერი. უბრალოდ ამოვისუნთქე, ამ ამოსუნთქვას გამოვაყოლე მთელი დაძაბულობა, უარყოფითი ენერგია, ფიქრი იმისა გადამედგა ამხელა ნაბიჰი თუ არა და ამ ამოსუნთქვამ მომიტანა გამბედაობა იმისა, რომ გულში არსებული გრძნობები ერთ სიტყვაში მომექცია და უბრალოდ მეთქვა -მიყვარხარ! არ მოელოდა და რეაქციაც შესაბამისი ჰქონდა, თავიდან ვერ მიხვდა რა ვუთხარი, ცოტახანში გონს მოეგო და გაიღიმა -კიდევ ერთხელ გაიმეორე! ტუჩებზე გადამატარა თითი და შუაში გააჩერა, სახე ახლოს მომიტანა და ასეთ მდგომარეობაში მთელი გრძნობით ვუთხარი -მაგიჟებ და მიყვარხარ დადუ გავაშელო! -ჩემი პირადი ანგელოზი ხარ სესო ტუჩებზე ნაზად შემეხო, ჰარმონიული და საოცარი პირველი კოცნა მაჩუქა, არ იყო არანაირი ჯუნგლები და პეპლები, იყო უფრო მეტი, საშინელი წარმოქმინილი ტემპერატურა სხეულში და ბედნიერი ტალღების სვლა ორგანიზმში. ჩამეხუტა მთელი სხეულით და კიდევ ერთხელ დამიტოვა ხველი ტუჩების კვალი სახეზე და ტუჩებზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.