თეთრი ბაირაღები ყოფნა-არყოფნა
ტიგრან გულოიანი დაკითხვიდან ნაცემი ძაღლივით კუდამოძუებული და ყურებჩამოყრილი დაბრუნდა. იგი პირდაღმა დაეგდო ნარზე და, ჩვენი ლაპარაკი რომ არ გაეგო, ბალიში თავსზე ვიდან დაიდო. თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამო ერთხანს ვდუმდით. დუმილი ჭეიშვილმა დაარღვია: – მდაა, მძიმე სურათია! – თქვა მან. – რაო, ტიგრან? – ვკითხე მე. – თავი დაანებეთ, ვერა ხედავთ, კაცი გუნებაზე არ არის! – ჩაერია ლაპარაკში შოშია, – დაუწყე ბენ ახლა, რაო, ტიგრან, რა გითხრაო, შენ რა უთხარიო, იმან რა გითხრაო, რამდენს გის ჯიანო, დახვრეტას თუ გადაურჩი, თხუთმეტ წელიწადს მოგცემენო, გამომძიებელს ტიგრა ნა ფეხებზე ჰკიდიაო, კაცს რომ კლავდი, მა რა გეგონაო, კაცის მოკვლას, ჩემსავით ფული გა ეფლანგა, ის არ ერჩიაო, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ასი ათასს რომ ასცდება, აქაც და იქაც ხვრეტენო, ცოლ-შვილს რა ეშველებაო, მაგაზე ადრეუნდა გეფიქრაო, ვაი, ტიგრანა, უი, ტიგ რანაო... მაინც რაო ტიგრან, რა გითხრა იმ შობელძაღლმა?!! – ვეღარ მოითმინა თვითონ შო შიამ. – რაო და შოშია გოგოლაძის ოხერი დედაც ვატირეო! – ამოყო თავი ბალიშიდან ტიგრანამ. – ეგრე გითხრა? – ჰკითხა გამშრალმა შოშიამ. – ჰო, ეგრე მითხრა, მილიონ შჩემტა გაფლანგვაზე რომ ზის, აი, იმ შოშია გოგოლაძის ოხერი დედაც ვატირეო. გაიგე? – მარცვალ- მარცვალ გაუმეორა ტიგრანამ. – რათაო, მე მართლა მაგისიოხერი დედაც ვატირე და მაგისი ყველა პატიმარი ვნახე გაქცეული, ყველა საქმე დაუმთავრებელი და თვითონ მაგი იმ მეტყევესავით ყელგამოღადრუ ლი ტიგრანა გულოიანის ხელით, – იკითხა ისევ შოშიამ. – ეგრეო და, აბა რა ვიცი! – მხრები აიჩეჩა ტიგრანამ. – აღარ იტყვი, რა მოხდა? – ჰკითხა დევდარიანმა. – რაღა რა მოხდა, ლიმონჯან, თვრამეტ კაცში ამომიცნო ერთმა დედაბერმა.– ვავა! – თქვა ჭეიშ ვილმა. – შენს ამოცნობას რა უნდა ბიჭო, გაჭ....ტილ ნავთის ბიდონს გიგავს თავი! – უთხრა შოშიამ. – შოშია, შენს ხასიათზე არა ვარ! – გააფრთხილა ტიგრანამ. შოშია დადუმდა. – მერე? – ჩაკითხა დევდარიანმა. – მე ვუთხარი, ეგრე როგორ იქნება-მეთქი, ამოსაცნობებში ჩვიდმეტი რიჟა რუსი იყო, ერთი მე ვიყავი ტარაკანივით შავი სომეხი. გამომძიებელი ეუბნება, დედიჯან, აბა, გამოიცანი, ამ ბიჭებში ტიგრან გულოიანი რომელიაო?!! – იმან რაო? – რა რაო! მოვიდა და პირდაპირ ხე ლი დამადო, ეგ არისო. მე ვუთხარი, დედიჯან, ნუ აჩქარდები, დაფიქრდი და ისე დამადე ხელი, ხომ იცი, რომ მღუპავ-მეთქი! – მერე? – ვიცი, შვილო, რომ გღუპავ, მაგრამ რა ვქნა, შენ იყავი, შენ სახეს რა დამავიწყებსო. – ესეც მე ვარ? – თქვა კმაყოფილმა შოშიამ. ტიგრანამ გახედა, მაგრამ არაფერი უთხრა, სიტყვა გააგრძელა. – მე ვუთხარი – მაინც დაფიქრდი მეთქი! – კარგი, შვილო, დავფიქრდები და ამ რუსს დავადებ ხელს, მაგრამ შენ არ შეგრცხვებაო? მკითხა. მევუთხარი – შენ მიდი, ხელი დაადე და, შემრცხვება თუ არა, ეგ მე ვიცი მეთქი... გიჟი არ იყო, მაინც მე დამადო ხელი. – მერე? – რა მერე, ტაში დავუკარი, საღოლ, დედიჯან, როგორ მიცანი მეთქი. – ახლა რას აპირებ? – ჰკითხა ჭეიშვილმა. – რას ვაპირებ? თბილი ტანსაცმლის შეგროვება უნდა დავიწყო. ერთ კვირაში სასამართლოა, ალბათ, თხუთმეტ წელს მომცემენ. – თხუთმეტს? – ვკითხე მე. – ჰო, განზრახ ხომ არ მომიკლავს, შემომაკვდა, წესით არ უნდა დამხვრიტონ! – ისეთი სიმშვი დით თქვა ტიგრანამ, რომ სიცივემ დენივით დამირბინა სხეულში. იგი დაიხარა, ცალი ფეხ საცმელი წაიძრო, იქიდან რამდენიმეჯერ გაკეცილი გაზეთის საფენი ამოიღო და დიდი სიფრთხილი- თა და სასოებით დაუწყო გაშლა. – გამომძიებელს მოვპარე, მიდი, ზაზა, წაგ ვიკითხე, – თქვა მან და გაზეთი გადმომაწოდა. – ახალია? – ვკითხე მე. – რა მნიშვნელობა აქვს, ამ წლისგაზეთი ჩვენთვის ყველა ახალია. – თქვა ტიგრანამ და ახლა გულაღმა წამოწვა ნარზე, ხელები თავქვეშ ამოიდო და მოსასმენად გაემზადა. მე გაზეთს დავხედე, მაისის თვისა იყო, პირველი, მეორე და მესამე გვერდი სტა ტისტიკური სამმართველოს ცხრილებით იყო სავსე, „კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურ ნეობებში საგაზაფხულო კულტურების თესვის გეგმის შესრულების მიმდინარეობა“, კირო ვის 10-ით იყო აწყობილი სათაური. – იღბალი არ გინდა? სულ ცხრილებია! – ვთქვი მე. – ბოლო გვერდი ნახე! – მირჩია დევდარიანმა. გაზეთი გადმოვატრიალე: „სიახლე სოფლის ტექნიკაში“, – წავიკითხე მე. – მიდი, მიდი! – გამამხნევა შოშიამ. „გურჯაანის რაიონის სოფელ თელიანის აგრონომ-მექანიკოსმა გივი ივანეს ძე ბატიაშვილმა მოიგონა საკუთარი კონსტრუქციის, ერთდროული მოქმედების ვაშლის სათლელი და ნიგ ვზის სატეხი მანქანა. მანქანის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. თუ წინათ ერთი ტონა ვაშლის გათლას ათი კაცი 4 სამუშაო დღესა და 8საათს ანდომებდა, მანქანა ამას ერთ დღეში აკეთებს. ამრიგად, ახალმა მანქანამ ამ მძიმე სამუშაოდან გამოანთავისუფლა 9 მუშახელი და მეხი ლეობის რაიონებს მილიონობით მანეთის ეკონომია მისცა. როგორც აღვნიშნეთ, მანქანა ვაშ ლის თლასთან ერთდროულად ნიგოზსაც ამტვრევს, თუ წინათ ერთი ტონა ნიგვზის (კაკლის) მტვრევას 8 კაცი (ნიგვზის მტვრევაზე ძირითადად ქალები მუშაობენ) ორ დღეს ანდომებდა, ახლა ამას მანქანა ერთ დღეში აკეთებს. მართალია, მანქანა ჯერჯერობით დამტვრეულ კაკალს ვერ არჩევს, მაგრამ, როგორც ბატიაშვილი გვპირდება, მალე მანქანა მოდერნიზებული იქნება... მანქანა მარტივი კონსტრუქციისაა, იგი 120- ვოლტიან დენთან შეერთებულ დაზგაზე მიმაგრებული ვაშლის სათლელი რამდენიმე დანისა და ნიგვზის სამტვრევი ორი მექანიკური ჩაქუჩისაგან შედგება. მანქანისადმი ვაშლისა და ნიგვზის მიწოდება ჯერჯერობით არ არის მე ქანიზებული, უახლოეს დროში მანქანა ფართოდ დაინერგება ჩვენი სოფლის მევაშლეობისა და მეკაკლეობის რაიონებში“. – სახელმწიფო პრემიაზე იქნება წარდგენილი! – თქვა ჭეიშვილმა. – არ ვიცი, აქ მეტი არაფერი არ წერია. – ვთქვი მე.– მეტი რაღა უნდა ეწეროს. – თქვა შოშიამ. – რაც შეეძლო, გაუკეთებია იმ კაცს, აუშენებია თავისი რაიონი და ეგ არის. – ღმერთს ქვეყნად ადამიანზე ზარმაცი არაფერი გაუჩენია. – ჩაერია ჩვენს საუბარში ბატონი ისიდორე, – საცოდავი კაცობრიობის გაჩენის დღიდან რას არ შვრება, წელებზე ფეხებს იდ გამს, ოფლად იღვრება, იტანჯება, ოთხში ძვრება, დღე და ღამეს ასწორებს, რას არ იგონებს – ატომს, გასაოცარ მანქანა-იარაღებს, რობოტებს, მექანიკურ ძრავებს, მუსიკის დამწერ, რომა ნის დამწერ, ლექსის დამწერ, წიგნის წამკითხველ, თავის მოსაფხან, ფეხის საბან, ყურის გა მოსაჩიჩქნ მანქანებს და რობოტებს. ფანტასტიკურ ენერგიას ხარჯავს, დედამიწის გულში მიძვრება, ზღვის ფსკერზე ჩადის, მზეზე ადის და რისთვის? არ იკითხავთ? ბოლოს მხართ- ეძოზე რომ წამოწვეს და არაფერი რომ არ აკეთოს, ტყუილად რომ იყოს, არ იშრომოს, ხე დავთ? ბატიაშვილს ნიგვზის გატეხვაც და ვაშლის გათლაც არ უნდა, ეზარება, მანქანა მოუგონებია, მე რომ ვიყო, პრემიას კი არა, იმ ვაშლის ხეზე ჩამოვკიდებდი მაგ მაიმუნს, – თქვა აღელვებულმა ისიდორე ბატონმა და ნარზე წამოჯდა. – მართალია, საღი გონებით თუმივუდგებით საკითხს, მოვლენათა ლოგიკური კავშირი იმ დასკვნამდე მიგვიყვანს, რომ საბოლოო ჯამში ან სულ გადავგვარდებით და გადავშენდე ბით, ან მოვსპობთ ერთმანეთს, ან ღმერთი თვითონ მოგვსპობს, როგორც გახრწნილებს და კვლავ იმ ტალახად გვაქცევს, რომლიდანაც მოგვზილა, – გადაუსვა ხაზი კაცობრიობას ჭეიშ ვილმა. – ტალახიდან მოზელილი და ფურთხიდან გაკეთებული შენ თვითონ ხარ, ჭეიშვილო! მე მამა ჩემის გაკეთებული ვარ! –ეწყინა შოშიას. – რა უნდა ველაპარაკო, ბატონო ისიდორე, ამ ბნელსა და გაუნათლებელ ანტრაციტს? – ჰკით ხა ჭეიშვილმა ბატონ ისიდორეს. – მე ვარ ანტრაციტი? – ჰკითხა დბნეულმა შოშიამ ჭეიშვილს. – შენ ხარ, შენ, ბრიყვი და გაუნათლებელი, ორი წიგნი არ გაქვს ერთმანეთზე მიყოლებით წა კითხული. – შენ რომ ჩერნიშევსკი გაქვს წაკითხული, იმიტომ ვერ ზიხარ, აი, ჩემს გვერდით, შე ალიმენ ტის ურჩო გადამხდელო! – დატუქსა შოშიამ ჭეიშვილი.– მე ვამტკიცებ, რომ ადამიანები ერ თმანეთს მოსპობენ, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებული აქვთ ტიგრან გულოიან სა და ზაზა ნაკაშიძეს, – გააგრძელა თავისი თეორია ჭეიშვილმა და ხელი ჩვენკენ გამოიშვი რა, ისე როგორც გიდები იშვერენ ხოლმე ხელს ზოოპარკში ექსკურსიის დროს მტაცებელი ცხოველებისაკენ. – ჭეიშვილო, ახლა მოკეტე, თორემ ხომ იცი, სასამართლოსათვის სულ ერთია – გინდა ბატა ლიონი მომიკლავს, გინდა ერთი კაცი. – გააფრთხილა ტიგრანამ. შეშინებულმა ჭეიშვილმა ნერწყვი გადაყლაპა. – ცუდი არაფერი მითქვამს, მე ვამბობ, ან ერთმანეთს დავერევით და გავწყვეტთ, ან ღმერთი მოგვსპობს-მეთქი. დამიმოწმეთ, ბატონო ისიდორე, რომ მართალი ვარ! – თხოვა მან ბატონ ისიდორეს. – ღმერთს არ შეუძლია მოსპოს კაცობრიობა. – თქვა ისიდორე ბატონმა. – რატომ? – ჰკითხა ჭეიშვილმა. – ადამიანმა აღმოაჩინა ღმერთი და იმ დღიდან ღმერთი გახდა ღმერთი. იმ დღიდან არსებობს იგი კაცობრიობისშეგნებაში, იმ დღიდან განივთდა იგი ადამიანში და, ახლა რომ მოსპოს კა ცობრიობა, თავადაც შეწყვეტს არსებობას. ვერ გავიგე, ბატონო ისიდორე, ხომ მოსპო ერთხელ ღმერთმა კაცობრიობა? – შეედავა ისევ ჭეიშვილი. – როდის? – ჰკითხა ისიდორემ. – წარღვნა რაღა იყო? – თავის მხრივ ჰკითხა ჭეიშვილმა. – წარღვნა ბლეფი იყო. – როგორ? – წარღვნა მაშინ იქნებოდა განკითხვის დღე, ნოეც რომ ზედ მიეყოლებინა, მაგრამ ღმერთს ნოე ფეხებზე ეკიდა, ამით მან თავი გადაირჩინა. – არ ბრძანდებით მართალი, ბატონო ისიდორე, ხომ არსებობდა ღმერთი სამყაროს გაჩენამდე? – მერედა, ვინ იცოდა ეს? – ჰკითხა ისიდორე ბატონმა. ჭეიშვილმა, როგორც ეტყობა, არ იცოდა, თუ ვინ იცოდა ღმერთის არსებობა სამყაროს შექმნამდე, ამიტომ მხრები აიჩეჩა, ქვე და ტუჩი გადმოაბრუნა და ხელები გაშალა. – მხოლოდ მან იცოდა ეს, თვითონ ღმერთმა და მეტმა არავინ. მაგრამ ერთი გამრავლებული და გაყოფილი ერთზე ერთია, ამიტომ უბრალო არითმეტიკა იყო საჭირო, მიმატება. ჯერ მიმატება და შემდეგ გამრავლება. ღმერთს არ აწ ყობდა მხოლოდ თავისთავში არსებობა და თავისთავისადმი დითირამბების გალობა. იგი კიდევ რაღაცაში უნდა განსახიერებულიყო, რომ ეარსება მარად... – ბატონი ისიდორე მართალს ამბობს, – თქვა ტიგრანამ. – მე რომ მოვკვდები, ჩემთვის აღარც ღმერთი იქნება, აღარც პროკურორი, აღარც მოსამართლე. გინდა მიუმატე, გინდა გამოაკლე, ბოლოს ყველაფერი ნულია. რას იტყვი, შოშია? – ჰკითხა ქანდარაზე შემომჯდარ შოშიას. – შენისთანა სულელი, ტიგრანჯან, ღმერთს სამი მილიარდი ჰყავს, 2000 წელს კი რვა მილიარ დი ეყოლება. – არ დაეთანხმა შოშია. – ჩემისთანა? – გაუკვირდა ტიგრანას. – ჰო, შენისთანა და უარესიც. – რვა მილიარდი? – ნუ, რვა თუ არა, ნახევარი მაინც ეყოლება! – ნახევარი მილიარდი? – არა, იმ რვის ნახევარი, ოთხი მილიარდი. – ღმერთმა მოახმაროს! – დაილოცა დევდარიანი.– ვაა, ოთხი მილიარდი ტიგრანას გაძლება არ გინდა? – გაუკვირდა თვითონ ტიგრანას. – ამიტომ ვამბობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ტიგრანად გადაიქცე ვა, ღმერთს შერცხვება თავისი ნახელავისა და მოსპობს კაცობრიობას. – დააგვირგვინა ჭეიშ ვილმა კამათი. – ჭეიშვილო, შენ კარანტინშინემსი თუ გაგიკეთეს? – ჰკითხა უცებ დევდარიანმა. – რა ნემსი? – აი, ჩვეულებრივი ნემსი თუ გაგიკეთეს კარანტინში? – ნემსი რა შუაშია? – რომ გე კითხები, ალბათ, არის! – იდუმალი ხმით უთხრა დევდარიანმა. – გამიკეთეს, მერე რა? – უპასუხა ჭეიშვილმა. – პატარა თუ დიდი? – დიდი! – სწრაფად უპასუხა ჭეიშვილმა. – ჰოოო... – დიდმნიშვნელოვნად გააგრძელა დევდარიანმა. – რა ჰოო? – დადარაჯდა ჭეიშვილი. – რაო, რისთვის გიკეთებთო, რაგითხრეს? – განაგრძო დაკითხვა ლიმონამ. – ეპიდემიის, კერძოდ ტიფის, შავი ჭირისა და ხოლერის საწინააღმდეგოდ. – ჰაჰა! – ნაძალადევად და ირონიულად გაიცინა დევდარიანმა. – რაშია საქმე, დევდარიანო, რას ხედავთ ამაში ცუდს? – ანერვიულდა ჭეიშვილი. – გამოდის, რომ სამი ნემსი გაგიკეთეს? – ჰკითხა ისევ დევდარიანმა. – არა, ერთი აცრა და ორი ნემსი. – დააზუსტა ჭეიშვილმა. – აუჰ! – შემოირტყა ხელი თავში დევდარიანმა. – აღარ მეტყვით, რაშია საქმე, დევდარიანო? მეც ადამიანი ვარ! – ხმა აუკანკალდა ჭეიშვილს. დევდარიანი დუმდა და თან თავს აქეთ- იქით იქნევდა სინანულით. ბოლოს ისეთი თვალე ბით შეხედა ჭეიშვილს, რომ პირადად მე გული ამიჩუყდა და რაღაც მოულოდნელობისა და შიშის გრძნობამ შემიპყრო, რადგან ის ნემსი, რომელზედაც დევდარიანი ასეთი ტრაგიკუ ლი ტონით ლაპარაკობდა, მეც მქონდა გაკეთებული და, ალბათ, ყველას.– ან მომკალი, ან თქვი, რაშია საქმე, დევდარიანო! – შეეხვეწა ჭეიშვილი. – რამდენი ხანია, ჭეიშვილო, სიზმარში ქალი არ გინახავს? – ჰკითხა დევდარიანმა ბოლოს და ბოლოს გამოცვლილი ხმით. ჭეიშვილს ჯერ გაეღიმა, მერე გაეცინა, ცოტა ხანს ასე იცინოდა, მერე უცებ გაფითრდა და ყბა ჩამოუვარდა. – დევდარიანო, ნუთუ?! – აღარ დააბოლოვა კითხვა ჭეიშვილმა, დევდარიანმა უზომო სინანუ ლის გამომხატველი თავის დაქნევით დაუდასტურა ეჭვი. – ტყუილია, ტყუილია, ტყუილია! – თანდათან აუწია ხმას ჭეიშვილმა და დაფეთებული თვა ლებით გადმოგვხედა. – როგორ? – იკითხა ბოლოს. რამ შეგაშინა, ჭეიშვილო, გაივლის ათი წელი და!.. – დაამშვიდა ლიმონამ. – როგორ თუ ათი წელი?! – ასე, ძვირფასო, თითო ნემსი ხუთ წელიწადზეა განსაზღვრული. ვერც გაამტყუნებ ციხის ადმინისტრაციას, ჩვენ აქ მამაკაცები ვართ, მოგეხსენებათ, მამაკაცი როგორ განიცდის უდედაკაცობას. საუბედუროდ ჩვენდა, პატიმართა მომსახურების ნუსხა ში არ არისაღნიშნული მათი დედაკაცებით მომსახურება, ამიტომ ჩვენი ნერვული სისტემის უსაფრთ- ხოების მიზნით... – К черту нервы! – იკივლა ჭეიშვილმა. – ვის უნდა მაგათი ნერვები. ათი წელიწადი ცვედანი, საჭურისი, სკაპეცი, ევნუხი, დაკოდილი, ვის უნდა ათი წლის შემდეგ სიცოცხლე, რა უფლება ჰქონდათ, სადაური რასპუტინი მე მნახეს ან ჩეზარე ბორჯია, დასაოკებელ ნემსებს რომ მიკეთებდნენ. Ïðîèçâîë! ათი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ მე თვითონ გავიკეთებ მაგ ნემ სებს. აწი ვაპირებ მე ოჯახის შექმნას, რას ჰგავს ეს, რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ჩემი შთამომავლობის ყოფნა-არყოფნა ვიღაც ვიგინდარა, უზნეო ციხის უფროსის ნება- სურვილ ზე, როდის შევაწუხე, ბატონო, ჩემი ტემპერამენტით? არა, თქვენ გეკითხებით, რატომ დუმ ხართ, ხალხო!! თქვენ რა, თქვენთვის არ გაუკეთებიათ ნემსები? – მოგვვარდა ჭეიშვილი. – შენ რას იღიმები, სულელო, შენთვის არ გაუკეთებიათ? – ჰკითხა მან შოშიას. – მე რა, ორი შვილი უკვე მყავს, თანაც ისეთი მუხლით ვზივარ, ქალი კი არა, ანგელოზი რომ დამანახო, ადგილიდან ვერ დამძრავ. ჩემი ცხოვრება გათავდა! – გადაუწურა წყალი შოშიამ. – თქვენ, ისიდორე ბატონო? – ეცაისიდორეს ჭეიშვილი. ისიდორემ ირონიულად გაუღიმა და ჭაღარა, მოხუც თავზე მოისვა ხელი. ჭეიშვილი გაწითლდა. – შენ? – მომიბრუნდა ახლა მე. – მე პატარა ნემსი გამიკეთეს! – ვთქვი ანგარიშმიუცემლად. – პატარა? – ჰო! – პატარა რას ნიშნავს, დევდარიანო? – ეცა ჭეიშვილი. – პატარა ერთწლიანია! – განუმარტა ლიმონამ. – ჩემი, ჩემი ნემსი გაუკეთებიათ შენთვის, მე ვარ ერთწლიანი, შეშლიათ, რაც არ უნდა გაწე ლონ, ერთ წელიწადზე მეტს ვერ მომისჯიან. პატარა ნემსი უნდა გაეკეთებინათ, რა ვქნა ახ ლა მე? – გაშალა ხელები სასოწარკვეთილმა ჭეიშვილმა, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ნარ ზე დავემხე და თავი ბალიშში ჩავრგე, რომ არ გადამეხარხარა. – განცხადება! – შეაშველა ვიღაცამ ტვინი. – რა განცხადება? – იკითხა განცვიფრებულმა ჭეიშვილმა. – რა და, რომ აღგიდგინონ მამაკაცობა. –უთხრა დევდარიანმა. – ამდენხანს სად იყავით, ახლა რაღას მიშველის განცხადება? – იკითხა განწირული ხმით ჭეიშვილმა. – განცხადება მეთქი, სანამ დროა! – დააჩქარა დევდარიანმა. – ქაღალდი! – იყვირა ჭეიშვილმა. მიაწოდეს. – ფანქარი! – ისიც მიაწოდეს. იგი მიუჯდა მაგიდას, ცოტა ხანს იფიქრა, ფანქრის ბოლოს ღრღნა დაუწყო და უცებ იკითხა: – ვის სახელზე დავწერო? – ციხის უფროსის! – პროკურორის! – პრეზიდენტის! – ექიმის! – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის! – რასპუტინის! –ეძახდნენ აქეთ-იქიდან. – მაო ძე-დუნის სახელზე დაწერე, იმას ჟენ-შენი აქვს, ამბობენ, ძალიან უხდებაო! – ურჩია ბო ლოს შოშიამ. – Провокатор! – თქვა ჭეიშვილმა და მზერა კვლავ დევდარიანს მიაპყრო. – ციხის უფროსის სახელზე, ეცადე, რაც შეიძლება მკაცრი და კატეგორიული იყოს! – კაცი ხარ, ლიმონ! – ცრემლნარევი ხმით უთხრა ჭეიშვილმა. – კაცი, დანარჩენები პირუტყვები არიან – გადაგვავლო თვალი და გამალებით შეუდგა განცხადების წერას. – ზაზაჯან, ვიდრე ეგ წერს, შენ გაზეთი გააგრძელე! – მთხოვა ტიგრანამ. სიცილმა ცოტათი გადამიარა და გაზე თი ავიღე. – „ადამიანი ჯანმრთელი რომ იყოს“ – დავიწყე მე. – სწორედ ეგ გვჭირდება! – თქვა შოშიამ და სმენად გადაიქცა. „ძნელად თუ მოიძებნება ისეთი კაცი, რომელსაც თავის ტკივილი არ განეცადოს“. – ტყუილია, მე არ ამტკივებია არასდროს თავი! – შემაწყვეტინა ტიგრანამ. – აქ ადამიანებზეა, ტიგრან, ლაპარაკი! – ვუთხარი მე. კითხვა გავაგრძელე: „უმრავლესობას თავის ტკივილი ხანმოკლე, მსუბუქი აქვს. სხვა საქმეა მკვეთრი, მტანჯველი ტკივილი, რომელიც შრომის უნარზეც მოქმედებს. ეს, რო გორც წესი, დაავადების ნიშანია. ამიტომ მიმართეთ ექიმს. ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ უმიზეზოდ მოგდით ოფლი, გტკივათ კბილი, ბრმანაწლავი, კუჭი, ღვიძლი, გაქვთ სერიოზუ ლი მოტეხილობა და ინფექციური დაავადებები, მუცლის ტიფი, ყვავილი, ქოლერა. თვით – მკურნალობა სპობსადამიანის ჯანმრთელობას“. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ექიმი დოლგორუკოვი. – ეს გაზეთი სულ გაგიჟდა ამ ბოლო დროს! – თქვა ბატონმა ისიდორემ. – კარგ რამეებს წერს, აი, ახლა ეგ რომ არ იცოდეს, ხომ დაიღუპება კაცი? – ჰკითხა ტიგრანამ ლიმონას. ლიმონამ თავი დაუქნია. – „საინტერესო ამბების სამყაროში“, – წავიკითხე ახალი სათაური. – მიდი, მიაწექი! – გამამხნევა შოშიამ. – დავიწყე: „მეტად საინტერესო გამოკვლევები ჩაატარეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბ ლიკის ორნითოლოგებმა“. – ორნითოლოგებმა რა არის, ზაზაჯან? – მკითხა ტიგრანამ. – არ ვიცი, ტიგრანჯან! – ვუპასუხე მე. – ორნითოლოგია ფრინველების შესახებ სწავლა-მეცნიერება გახლავთ! – თქვა მექანიკურად ჭეიშვილმა და კვლავ განცხადებაში ჩარგო თავი.– ვა, კროსვორდია? – გაუკვირდა ტიგრანას. „რომლებმაც მაგალითებით დაამტკიცეს, რომ არა მარტო ქალაქის, არამედ ტყის ფრინველე ბიც ბუდეებისათვის ტრადიციულ მასალებთან ერთად იყენებენ ულტრა-თანამედროვე მასა ლებს, – გავაგრძელე მე, – ალუმინს, პენონპოლიუტერანის, პოლიეთილენის ნაჭრებს, საიზო ლაციო სადენებს, მინაბამბას, ნეილონის ბოჭკოს“. – აგურს არ ხმარობენ? – მკითხა შოშიამ. მე ყურადღება არ მივაქციე. „ბეღურის ერთ-ერთ ბუდეში აკურატულად იყო ჩაქსოვილი რადიოდეტალების წვრილი ვერ ცხლის მავთულები“. – ტყუილს ამბობ, ნაკაშიძე, რაღაცას მასხრობ, ეგრე არ ეწერება, – მითხრა დევდარიანმა. – ჩემს დედას გეფიცები, თუ ეგრე არ ეწეროს! – დავირტყი გულზე მჯიღი. – მაშინ მაგ ბეღურას ტელეფონიც ექნება და, თუ ძმა ხარ, ნომერი მითხარი, რომ გავალ აქე დან, უნდა დავურეკო! – მთხოვა დევდარიანმა. საკანში ხარხარიატყდა. – გაგახარა ღმერთმა. ამდენი არ მიცინია, რაღაც მეწყინება. – თქვა შოშიამ. – „როგორ უნდა მოვიქცეთ სტუმრად“, – წავიკითხე კიდევ ერთი ახალი სათაური. – ეგ ჩვენ რაში გამოგვადგება! – თქვა შოშიამ. – მიდი, კაცო, იქნებ სასწაული მოხდეს. ქვეყანა გადაბრუნდეს და გაგვიშვან! – თქვა ოცნებით ტიგრანამ. „არასდროს სტუმრად ყოფნისას მასპინძელზე ადრე არ მიუსხდეთ გაწყობილ სუფრას, არც ბო ლო ლუკმა აიღოთ თეფშიდან. გახსოვდეთ, რომ ბოლო ლუკმა უზრდელისა და ღორმუცელა სია, აცალეთ, სხვამ აიღოს!“ ვინ სხვამ? – მკითხა გაკვირვებულმა შოშიამ. – მე რა ვიცი, ჩემო შოშია, ასე წერია, სხვამ აიღოსო, – გულწრფელად გამიკვირდა მეც. – კი, ბატონო, იყოს უზრდელი და ღორმუცელა ის სხვა ვიღაცა, მაგრამ ის სხვა ვიღაცა ვინღა არის? – იკითხადევდარიანმა. – ალბათ, ის, ვინც ამ გაზეთს არ კითხულობს! – თქვა ბატონმა ისიდორემ. – შეწყვიტეთ, შეწყვიტეთ კითხვა! – წამოხტა ჭეიშვილი. – რაშია საქმე? – შემაცივდა ხელში გაზეთი. – დავამთავრე! – თქვა ჭეიშვილმა და ძალიან ღრმად ამოისუნთქა. სამარისებური სიჩუმე გა მეფდა საკანში. ჭეიშვილი ძალზე აღელვებული ჩანდა, სახე აჭარხლებოდა და ცხვირი ოფ ლით ჰქონდა დაცვარული. ხელი, რომელშიც განცხადება ეჭირა, ოდნავ უთრთოდა, მისი ღელვა ყველას გადმოგვედო... ისეთი სიწყნარე იყო, რომ ცარიელი ვედროს ფსკერზე წყლის ქვაბის ონკანიდან გამონაჟური წყლის წვეთის ვარდნა დოლის ცემასავით ისმოდა. – დაიწყე! – ღამის წყვდიადში მტრის ზურგში ჩაწოლილ პარტიზანთა სადივერსიო ჯგუფის მეთაურის იდუმალ ბრძანებასავით გაისმა დევდარიანის ათრთოლებული ხმა და ჭეიშვილმა დაიწყო: „საქართველოს საბჭოთა სოციალი სტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამი ნისტროს, დროებით ძიებაში მყოფ პატიმართა ორთაჭალის საპატიმროს (ციხის) უფროსს მოქ. ა. ი. გაბედავას დროებით პატიმრობაში და სავსებით უსამართლოდ, უდანაშაულოდ აყვანილ, ძიებაში მყოფ, ამჟამად ოჯახური პირობების გამო არსად არ მცხოვრებ, თქვენდამი რწმუნებული ციხის მე ხუთე კორპუსის მეათე საკნის, ვიმეორებ – სავსებით უდანაშაულოდ მოთავსებული „პატიმ რის“ გალაქტიონ ვარლამის ძე ჭეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა-განცხადება მოგახსენებთ, რომ 1950 წლის, ესე იგი დაბადებიდან 24 წლისთავზე ჩემდა სავალალოდ, და ვარღვიე რა ჩვენი ქართული, უაღრესად არქაული, პატრიარქალური და უზურპატორული, ოჯახის დაჟანგებული, დახავსებული და დაობებული ტრადიციები, ჩემი მომავალი ცხოვრე ბა დავუკავშირე სხვა ეროვნების, ერთი შეხედვით სანდომიანი სახის და თვინიერი ხასიათის მქონე, ჩემივე ასაკის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტე ტის კურსმოსმენილ ასულს, შეგნებულად ვიკავებ თავს ისეთი სპეტაკი გამოთქმებისაგან, რო გორიც არის „ქალწული“ და თუნდაც „მანდილოსანი“, რისთვისაც დავკარგე ნათესავები და მშობლები. ამის შემდეგ, ბუნებრივია, შეგვეძინა, სიტყვა შეგვეძინას პირობითად ვხმარობ, რადგან ჩემი უმტკიცესი რწმენით ეს პროცესი არ შეიძლება ორთავეს მოგვეწეროს, რადგან ორ თავე შემთხვევაში ჩემს მიერ ჩატარებული სასიყვარულო თავდავიწყების აქტი, არავითარ და არც ერთ შემთხვევაში არ ემთხვევა ორი სრულიად უმანკო და უდანაშაულო არსების დაბადე ბას. ამიტომ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩემს მეუღლეს შეეძინა, სხვადასხვა დროს, ორი ვაჟი, რო მელთა წარმოშობის ჩემთავადი საწყისი გამოვრიცხე და ბავშვთა ჩემისეულობა უარვყავი, ანუ უარი ვთქვი ბავშვების მამობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი მგვანან კიდევაც, მაგრამ ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, რადგან ბრძნული ქართული ანდაზა ღაღადებს: ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო, რის გამოც უარი ვთქვი ოჯახზეც, ბავშვებ ზეც, ალიმენტზეც და რის გამოც ახლა აქ ვზივარ, მაგრამ ახლა ამას არ მოგახსენებთ, ამ საათ სა, და თუ შეიძლება ამ წუთში, ჩემთვის ცნობილი გახდა, სრულიად ავტორიტეტულ და კომ პეტენტურ პირთაგან, – ჭეიშვილმა ამაყად გადახედა დევდარიანს, დევდარიანმა თანხმობისა და მხარდაჭერის ნიშად დინჯად დაუქნია თავი. ჭეიშვილმა განაგრძო: – ესე იგი, ფრიად ავ ტორიტეტულ და კომპეტენტურ პირთაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ერთი შეხედვითჰუმანუ რი, მაგრამ მეორე მხრივ, ჯერ არსმენილი, აუწერელი თავისი ბარბაროსული კაცთმოძულუ რი ხასიათისა და საწყისშივე მალთუსის შემაძრწუნებელი თეორიის მატარებელი აქტი, რომ ლის მსხვერპლნი ვართ ჩვენ, ამ შემთხვევაში კი პირადად მე, ძიების დამთავრებისა და ჩემი „დანაშაულის“ ვადის დადგენის მიუხედავად. საქმე იმაშია, რომ კარანტინში ყოფნის დროს თქვენი განკარგულებით გამიკეთეს ანტისქესობრივ-აღგზნებადი ნივთიერება, იმის გაუთვალისწინებლად, რომ ჩემი სასჯელი, უკიდურეს შემთხვევაში, არ აღემატება ერთ წელს, ისიც იძულებით მუშაობას, რომლის ნახევარი, თქვენი საგამომძიებლო ორგანოების, ასე ვთქვათ, „ენერგიული“ მუშაობის გამო, ჩემთვის შეუფერებელ მდგომარეობაში გავატარე. ნემსი გამიკე თეს დიდი, რომელიც როგორც ირკვევა, გათვალისწინებულია ხანგრძლივ პატიმრობაზე, კერძოდ 10-15 წელზე, გამოდის, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ 14 წლის განმავლობაში მე უძლური უნდა ვიყო და თქვენი წინდაუხედაობის გამო უნებურად უარი უნდა ვთქვა უმაღლეს ადა მიანურ გრძნობაზე, რომელიც, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აუცილებელი პირობაა ბუნების განვითარების უწყვეტი ციკლის შენარჩუნე ბისა და მამრი და მდედრი სქესთაშო რისი აუცილებელი ბალანსის რეგულირებისათვის. თქვენ შეგიძლიათ უარყოთ ეს შემზარავი ფაქტი, მაგრამ მამხილებელი ფაქტი სახეზეა, აი, უკვე 5 თვეა, ჩემი ორგანიზმი, ჩემდა საუბე დუროდ, არავითარ ემოციონალურ ფიზიკურ სქესობრივ იმპულსებს არ ამჟღავნებს, რასაც შე იძლება ტრაგიკული შედეგი მოყვეს. მე, როგორც ჯერჯერობით სრულიად ჯანსაღი და სრულყოფილი მამაკაცი, რომელიც აწი ვაპირებ ნამდვილი ჰარმონიული ოჯახის შექმნას, რო მელსაც ჯერ არ მომიხდია ჩემი მამაკაცური ვალი ჩვენი საგვარეულოს წინაშე, შთამომავლო ბის გენეტიკური გაგრძელების თვალსაზრისით, ენერგიულ პროტესტს ვაცხადებ და კატეგო რიულად მოვითხოვ, მიიღოთ რაც შეიძლება სასწრაფო და ენერგიული ზომები ჩემი მამაკაცუ რი ღირსების, ანუ სქესობრივი პოტენციის აღდგენის საკითხში, ხოლო დამნაშავე პირები სას ტიკად დასაჯოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაცხადებ შიმშილს. განმცხადებელი გ. ჭეიშვილი თბილისი, ციხე, 1972 წ.“ საკანში შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას არავინ იღებდა. ყველა მიხვდა, რომ მოხდა რაღაც საშინელი გაუგებრობა, რომელიც ხუმრობიდან რაღაც ამაზრზენ, საოცრად გულუბრყვილო და ტირილისმომგვრელ, ტრაგიკულ, ძნელად ასახსნელ საცირკო ნომრად იქცა. საცირკო ნომ რად იქცა, მაგრამ ის უფრო ძნელი გასაგები იყო, ჩვენ ვიყავით ჯამბაზები და ტაკიმასხარები, თუ ეს ჯერ კიდევ აღგზნებული, გონსმოუგებელი, პატარა ტანისა და ტვინის კაცი, რომლის გაფითრებული სახიდან ორი დაფეთებული, დამფრთხალი და ანთებული თვალი დაცოცავ და ჩვენს დაბლადახრილ შერცხვენილ თავებზე. მე აღარ მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს დუმილი, მე უბრალოდ ვიჯექი, თავჩაღუნული, გულში რაღაც ლურსმანივით მქონდა გარჭო ბილი და სუნთქვამეკვროდა. ახლა ეს რომ ექიმებს გაასინჯო, ჯანმრთელიაო იტყვიან! – გავიგონე ტიგრან გულოიანის გაბზარული ხმა. – გულოიანო ტიგრან! – თქვა უცებ ისიდორე ბატონმა ძალიან დაბალი ხმით, – ნაძირალა ხარ შენ და მეზიზღები! – ტიგრანას ხმა არ ამოუღია, თავი ჩაღუნა, – დევდარიანო, შენც ნაძირა ლა ხარ და შენც მეზიზღები. – დევდარიანი კედლისკენ გადაბრუნდა, – შენც ნაძირალა ხარ, ნაკაშიძე, შენც შოშია და ორთავე მეზიზღებით. – გაფითრებულმა შოშიამ თვალი აარიდა – და ქუჩაში დაიწყო მზერა, მე კი, რომ არ მეტირა, თავი ბალიშში ჩავრგე. – შენც ნაძირალა ხარ და შენ მეცოდები, შე უბედურო! – მიუბრუნდა იგი ჭეიშვილს. – მაგრამ ყველაზე მეტი ნაძირალა მე ვარ დაყველაზე უფრო ჩემი თავი მეზიზღება! – თქვა ბატონმა ისიდორემ და თავი სინანულით დაიქნია. – რაშია საქმე, ბატონო ისიდორე? – იკითხა შეშინებულმა ჭეიშვილმა, მერე უცებ მიხვდა რაღა ცას, ყბა საოცრად ირონიულმა, საცოდავი, მოტყუებული კაცის ღიმილმა მოუქცია, მკლავე ბი ჩამოუცვივდა, პატარა თავი მხრებში ჩაუვარდა და თავის ნარზე ჩამოჯდა. ერთხანს ასე იჯდა, მერე ნაკუწ-ნაკუწ ნელა, უგულოდ დაუწყო ხევა განცხადებას და არაფრის მთქმელი გამომეტყველებით იკითხა: – რა არის ეს, რა ჰქვია ამას?! – არაფერი არ ჰქვია, მაგას სახელი არა აქვს! – უპასუხა ბატონმა ისიდორემ. მერე ურდულის ხმა გავიგონე, კარი გააღო ზედამ ხედველმა, სარძევე ქვაბით უხორცო ხარჩო შემოიტანა და, როგორც ყოველთვის, შუა საკან ში დადგა. საჭმელს რომ არ მივცვივდით, გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. საღამოს ქვაბის წასაღებად რომ მოვიდა და ქვაბი ხელუხლებელი დახვდა, უფრო გაუკვირდა. – აჰ, ეგეთები არ იყოს, შიმშილობა ხომ არ გამოაცხადეთ? – იკითხა შეშინებულმა. – ნუ გეშინია, წაიღე და მზარეულს უთხარი, ხორცის ჩაყრა დაგვიწყებია-თქო. – დაამშვიდა დევდარიანმა. ზედამხედველმა თავისუფ- ლად ამოისუნთქა.– ხბოს ხორცს ინებებთ თუ ბატკნისას? – ჰკითხა მან ღიმილით დევდარიანს. – კაცის ხორცს! – უპასუხა დევდარიანმა. ზედამხედველმა სასწრაფოდ გაიხურა კარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.