შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 9}


22-07-2021, 11:00
ავტორი ქეთათო4
ნანახია 11 498

აბაშაში მზე რომ ამოიწვერება, ხალხი უკვე ფეხზეა. ბალახს ამ დროს კიდევ აქვს შემორჩენილი ცვარი. ამ მომენტს ბავშვობაში გულის ფანცქალით ველოდი, რომ ფეხშიშველა გავსულიყავი და ნამიან ბალახზე მერბინა. სულ სხვა გრძნობაა. თითქოს ფეხის გულებზე მთელ სამყაროს გრძნობ.
ახლაც არ ვუღალატე ჩვეულებას. ლენას უკვე ეღვიძა და მიმიხვდა, რას ვაპირებდი.
-არ იზრდები სესილია!-გამიღიმა. კიბეები ჩავირბინე და მაშინვე ბაღში გავედი. ტანში სასიამოვნოდ დამიარა და თვალები დავხუჭე. პირველი შეხება იყო საოცარი. მიწის ენერგია ჩემში გადმოვიდა. შემდეგ უკვე მეორედ და ასე შემოვიარე მთელი ეზო.
-ბუნების წიაღში არ დაიკარგო ორჯონიკიძის ქალო.-ვიკომ გადმომძახა და გამიღიმა. ანალოგიურად გამეღიმა მეც და სახლისკენ წავედი.
გვანცა ფეხზე იყო და მომაკვდინებელი მზერით ბურღავდა ვიბლიანს.
ბოლოს მომხდარის შემდეგ არც გვანცა ელაპარაკებოდა, მაგრამ ვიკო არ იმჩნევდა.
-ასე ადრე რამ გაგაღვიძათ?-ხელები გავიმშრალე და მათ პირისპირ ჩამოვჯექი.
-ვიღაცის ხმამ.-მკვლელი თვალებით გახედა გვანცას.
-ვიღაცას ავიწყდება, რომ სოფელშია და არა თავის რეზიდენციაში.-მხრები აიჩეჩა ბერიძემ.
-ზოგს რა გრძელი ენა აქვს.-თავი გააქნია ვიკომ და ახლად გამოსულ გელოვანს ხელი აუწია.
-გელო.-ჩვენკენ ანიშნა.
-დილამშვიდობისათ.-თავზე ხელი გადაიტარა და ჩემ გვერდით დაჯდა. სიმშვიდე ვიგრძენი.
-შენ რამ გაგაღვიძა ასე ადრე?
-სოფელში ვართ ვიკო, ძილი ბინძურ თბილისშიც მყოფნის.-გადმომხედა-სესო მდინარე არის აქ?
-გაზაფხულია ჯერ, ცივა.
-გაზაფხულზე არ ცივა, ყველაზე მეტად თბილა.-ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-ვანიკოს ეზოს გვერდით აქვს. პატარა მდინარეა, მაგრამ მერე გუბდება. სხვათაშორის ღრმაა.-ხელები გადავაჯვარედინე.
-დამრთავთ პატივს და წამიყვანთ?-ღმერთო, როგორ ახლოს მოდიოდა უკვე.
-კი.-თავი დავუქნიე და ოთახში შემოსულ დედასა და ნინას გავხედე.
-ბაღში გელოდებათ ლენა. საფირმო ხაჭაპურით.-ნინამ გადმომხედა და მერე გელოვანს გახედა. შეამჩნია რაღაც...
ყველა სათითაოდ გაიკრიფა ბაღში. ლენას გვერდით დავჯექი და ვაკოცე.
-ჩემი სუპერ ბებო.
-სუპერის გარეშე ბევრად უფრო მომწონს.-დამჭკნარი ხელები თმებზე ჩამომისვა და დიდი ნაჭერი ხაჭაპურიც წამებში გაჩნდა ჩემს თეფშზე.
-ბებო.-თვალები დავაკვესე.
-ჭამე.-წარბები ამიწკიპა და მერე შავი ღვინით სავსე დოქი სანდროს გაუწოდა.
-დაასხი ყმაწვილო-გელოვანს გაეღიმა და ყველას ჭიქა შეავსო.
-ჩემს სახლში სტუმარი ყველაზე ფასეული რამაა, ნოე უკეთესად დაგხვდებოდათ, მაგრამ მთავარი გულია და მე მთელ ჩემ გულს გიშლით. დიდხანს და ბედნიერად იყავით. სულ გამიხარდება თქვენი აქ ჩამოსვლა. ჯერ ვარ და რომ აღარ ვიქნები, იქაც ვიგრძნობ. დალოცვილები ხართ ბებიკო ყველა.-ლენამ ჭიქა ასწია და ის ხმა სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში.
-ქმარი როგორ გაიცანით?-სანდრო მემუარებს წერდა მგონი, თორე რაში აინტერესებდა?
-ნოე? მომიტაცა. მეგრელი ვარ შვილო. წალენჯიხაში ვცხოვრობდი. საიდან მოხვდა აქედან იქ? არ ვიცი. ერთხელ დამინახა და მეორედ ჩემი ხელი ითხოვა. მამაჩემმა არ ქნა, გაგიჟდა, ჯერ სწავლობსო. მახსოვს ნოე ბევრს ეწეოდა. უარი რომ თქვეს საბოლოოდ გადაირია. მამაჩემს მიაძახა-მე კი წავიყვან თქვენს შვილს ცოლად, მაგრამ სიმამრად არ გაღიარებთო.
-გიჟი იყო.-გაეღიმა დედას. ეს ის პირველი იყო, იმ ამბების მერე.
-ერთ თვეში კალანდიებმა ითხოვეს ჩემი ხელი. ნოეს გაუგია, რომ მამაჩემი დასთანხმდა და ერთი ამბავი ატეხა. საღამო იყო, გარეთ ვისხედით. მაშინ მანქანები უკვე იყო, მაგრამ ის გიჟი ცხენით დადიოდა. უუნაგირო ცხენზე იჯდა. ჩამოიარა და გაჩერდა. არ ვიცი, რატომ მაკვირდებოდა, თვალებით მბურღავდა, მაგრამ მერე ცხენიდან ჩამოხტა და, მაკოცა. იცით რამხელა თავხედობა იყო ეს? გოგონები დაიძაბნენ და მე უარესად. ვინმეს რომ გაეგო, მშობლების სახელს ლაფს დავასხამდი. მაშინ სხვა დრო იყო. ცხენზე დაჯექი ან შენი ნებით, ან მაინც დაგსვამო...
-ნებით დაჯექი?-გვანცა აღფრთოვანებული უყურებდა ლენას.
-ძალით დამსვა, მაგრამ მე პირველივე ნახვის შემდეგ ვიცოდი, რომ ის იქნებოდა ჩემი ქმარი. შერვაშიძეების რძალი გავხდი. პირველივე დღიდან ხელის გულზე მატარებდა. სიცოცხლის ბოლო წამამდე მის გვერდით თავი დედოფალი მეგონა. და არცერთი წამით არ გამნელებია სიყვარული. მე ახლაც შეყვარებული ვარ მასზე და ეს მარადიულია.
-გაუმართლა ნოეს.
-ნოეს? მეც გამიმართლა შვილო. ეს ისაა ორმა ნახევარმა ერთმანეთი რომ იპოვა და გახდა ერთი მთლიანი.-ლენას თვალზე ცრემლი აბრჭყვიალდა. ნოე ენატრებოდა...
-ჩემი აზრით, წიგნად უნდა დაიწეროს ეს ამბავი.-გელოვანი მონუსხული უცქერდა ლენას.
-ვერა. მე და ნოემ მხოლოდ ჩვენთვის დავწერეთ... არ მინდა, რომ ჩვენი სიყვარული იყოს სამაგალითო. როგორ შეიძლება, სესილიასთვის მე ვიყო სამაგალითო სიყვარულში?-ყველამ თავისი ისტორია დაწეროს მეორესთან ერთად.-ლენამ ბიჭებს გახედა კიდევ ერთხელ და ფეხზე წამოდგა.
-მე ნუ მალაქლაქებთ აქ, გაიარეთ.-ხელი აიქნია და გახალისებულებზე თავადაც გახალისდა.
მე? მე ამ დღეს საბედისწერო ნაბიჯი გადავდგი. სანდრო გელოვანი უკვე გულის ნაპირებს მიუყვებოდა. შემეშინდა. მაშინ პირველად შემეშინდა, რომ ისევ ცალმხრივი იყო უკვე რეალური ინტერესი. სიყვარული იყო თუ არა?-არ ვიცოდი. მაგრამ დიდი დოზით იყო. მდინარეზე წასვლის წინ მე უარი ვთქვი და გელივანის გამორეცხილ თვალებზე გული გამიჩერდა.
-იქნებ..-დამაკვირდა-თუმცა იქნებ არ არსებობს.-გაიღიმა და წავიდა. არაფერი ზედმეტი, არაფერი თქვა, მაგრამ მე ცუდად გავხდი. ტუჩები ამითრთოლდა და თავის შესამაგრებლად სკამს დავებღაუჭე.
-სესო.-ნინა ამომიდგა გვერდით.
-წყალი ნინა.-ამოვიჩურჩულე.
-ჩემო გოგო.-მომეხვია და სახლში შევედით.
ორი საათი იყო გასული. თითქოს ის სიმშვიდე მაკლდა, რომელსაც ეს ორი დღე ვგრძნობდი. ჭიშკარი გვანცამ შემოაღო, ფერი არ ედო. უკან ვიკო მოჰყვებოდა, რომელსაც ვიბლიანის ხელი ჰქონდა მოხვეული და... სანდროს ფეხიდან სისხლი ნაკადულებად ასხამდა. აქ მეორედ შემიტოკდა გული და ინსტინქტების დონეზე მაშინვე მათკენ გავიწიე.
-რა დაემართა?-ხმა მიკანკალებდა.
-ისეთი არაფერი შენ რომ ინერვიულო.-თავად ამომხედა. წყენა იკითხებოდა მის თვალებში.
-სანდრო-ვიკომ დაუბღვირა, მაგრამ გელოვანი ზედაც აღარ მიყურებდა.
-წვერიან ქვაზე გაიჭრა. ღრმა არ არის.-დამამშვიდა ვიბლიანმა.
-არ იღელვო სესო, მაგან იცის ჭრილობების შეფასება.-სარკასტული მზერა ესროლა ვიკოს ბერიძემ.
-ვიღაცას ენას ამოვაჭრი.-დაიბღვირა და გელოვანს ფეხი შეუხვია.
დაძაბული ვუყურებდი მის სახეს. მხოლოდ ის მინდოდა, რომ მოვხვეოდი. სიგარეტის კვამლს ჩემი მიმართულებით უშვებდა, მაგრამ მე არ მიყურებდა.
-ბერიძე, ესენი გადამაყრევინე.-თავით ანიშნა და ისე გავიდნენ ეს ორი და ისე დავრჩით ჩვენ ორნი, რომ ვერაფერი გავიგე. ნამწვავი გვერდით მდგარ საფერფლეზე დადო და მეორეს მოუკიდა. გაბრუებული ვიჯექი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.
-შეგიძლია წახვიდე.-ერთი წამით შემავლო თვალი.
-საერთოდ რაზე ბრაზდები?-ყელში მომებჯინა უსუსურობა.
-მე? რაზე უნდა გავბრაზდე სესილია? უბრალოდ ნუღარ წუხდები აქ ჯდომით.-მხრები აიჩეჩა.
-სანდრო გთხოვ.
-ბატონო სანდროდან სანდრო გავხდი. რაღაც დავინახე, ვიფიქრე, რომ იყავი გოგო, რომელიც... შეგეშინდა. აქ მდინარეზე წასვლა არაა, სადაც არ უნდა წავსულიყავით, არ წამოხვიდოდი. სიყვარულის გეშინია სესო?
-სანდრო...-ხმა ჩამივარდა, მკითხულობდა და მე ეს არ მინდოდა.
-რის გეშინია? რომ ისე მოვიქცევი, როგორც ის ადამიანი, რომელმაც გაიძულა ეგ გაგეკეთებინა, რაც ხელებზე გაქვს? მიპასუხე! უკან ამიტომ იხევ?
-გთხოვ..-ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-რას ელოდები? გითხრა, რომ აი მაშინ სადარბაზოში რომ გნახე იქიდან მაინტერესებ? იმ დღიდან გასცდა ჩემი გული ჩვეულ რითმს და შენს დანახვაზე ყველაზე კარგად ვარ? ეგ გითხრა? და რა შეიცვალა? შენ ჩემზე ამბობ უარს გამიზნულად. მე კიდევ არ ვარ ვიკო, რომელსაც ერთხელ უთხრეს არა და მაინც მთელი ცხოვრება დასდევს ერთს. არა ნიშნავს არას, წერტილი.-თითქმის არ მოუწევია მეორე ღერი ლაპარაკში ჩაეფერფლა და ისიც საფერფლეზე მიაგდო.
-და შენი აზრით ჩვენ შორის რამეა ან შეიძლება, იყოს რამე? არა!-თავი შევიმაგრე და ზურგი ვაქციე. გავიგე ხმა, როგორ გაჰკრა ხელი რაღაცას, მაგრამ ვეღარ მივბრუნდი. სახლში შესულს ლენამ მომხედა და თავი გააქნია.
-ვერ გაიზარდე სესილია.-ეს მომაძახა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
ყველაზე მეტად მაშინ მეტკინა გული საღამოს გელოვანი ჩანთით ხელში რომ დავლანდე. ბებოს ემშვიდობებოდა და ერთხელაც არ მოუხედავს ჩემკენ. სიმშვიდე მაშინვე გამომეცალა, როგორც კი კარი გაიხურა და მანქანის დაძვრის ხმა გავიგე. ვიღაცისთვის არაფერი არ იყო მე და გელოვანს შორის, მაგრამ ორივემ ვაწყენინეთ ერთმანეთს. მე უფრო ვიდანაშაულებდი თავს, ადამიანს ზურგი ვაქციე. არ მინდოდა სხვებს შეეტყოთ, მაგრამ ვიცოდი, ამჩნევდნენ.
იმ ღამეს კოშმარი მესიზმრა, გამოღვიძებულს აივანზე გელოვანი აღარ დამხვდა და ვერც ის სიმშვიდის დოზა მივიღე, რომელიც საკმარისი დასაძინებლად...
---
დილამშვიდობისათ. ბედნიერი დღე!
პ.ს.გელოვანი ნაწყენიცაა და გაბრაზებულიც...



№1 სტუმარი სტუმარი du-da

საინტერესოა,კარგად დაწერილი და ჩემთვის ძალიან ნაცნობი და მტკივნეული თემაა. იმედს ვიტოვებ ბედნიერებას მიიღებენ რასაც იმსახურებენ.... მოუთმენლად ველი ახალ თავს.????

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმე მალე დადე შემდეგი თავი თუარ გინდა რომ მოვკვდე ????????

 


№3  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი du-da
საინტერესოა,კარგად დაწერილი და ჩემთვის ძალიან ნაცნობი და მტკივნეული თემაა. იმედს ვიტოვებ ბედნიერებას მიიღებენ რასაც იმსახურებენ.... მოუთმენლად ველი ახალ თავს.????

ძალიან დიდი მადლობა...❤️

სტუმარი ანა
ვაიმე მალე დადე შემდეგი თავი თუარ გინდა რომ მოვკვდე ????????

ვეცდები❤️

 


№4 სტუმარი Ana-maria

ახლა უკვე გავნერვიულდი. ახალი თავის დანახვის სიხარული გამინელდა. მესმის რომ ეგრევე ვერ დაიჯერებდა,მაგრამ ასეთი უარყოფაც ზედმეტია. სანდრო არის სესილიას სიმშვიდე და იმედია იპოვის გზასთან და დამშვიდდება.

 


№5 სტუმარი ელა1

კარგი იყო.იცი სანდროსი მესმის არ უნდა რო გი ისევ ეტკინოს ალბათ..სესილი კი სუკელია ან არ აქვს გაცნობიერებული რო სანდრო უყვარს და სანდროსაც უყვარს.

 


№6  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
ახლა უკვე გავნერვიულდი. ახალი თავის დანახვის სიხარული გამინელდა. მესმის რომ ეგრევე ვერ დაიჯერებდა,მაგრამ ასეთი უარყოფაც ზედმეტია. სანდრო არის სესილიას სიმშვიდე და იმედია იპოვის გზასთან და დამშვიდდება.


უნდა იპოვოს, სხვა გზა არ არის. ერთად უნდა იყვნენ...❤️

ელა1
კარგი იყო.იცი სანდროსი მესმის არ უნდა რო გი ისევ ეტკინოს ალბათ..სესილი კი სუკელია ან არ აქვს გაცნობიერებული რო სანდრო უყვარს და სანდროსაც უყვარს.

სესილიას ეშინია სამწუხაროდ... ვნახოთ რა იქნება.

 


№7 სტუმარი სტუმარი Teka

Ai daicko vsio exla ukve suli mecureba imedi maqvs am gogos sabolood ar gaanadgureb qet da iseti kargi ckbilia imedia mati urtiertoba dalagdeba. Da zalian gtxoov male dade momdevno tavii ❤❤

 


№8  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი Teka
Ai daicko vsio exla ukve suli mecureba imedi maqvs am gogos sabolood ar gaanadgureb qet da iseti kargi ckbilia imedia mati urtiertoba dalagdeba. Da zalian gtxoov male dade momdevno tavii ❤❤

მადლობა. ვეცდები მალე იყოს❤️

 


№9 სტუმარი ნ.ი.ნ.ი

სანდრო ძალიან მაგარი ბიჭია, ყველა ის თვისება დავინახე რაც ბიჭს უნდა ახასიათებდეს. მოკლედ სრულყოფილია რაა????????????????????????????????????????????????????????????????


სესილიას ბებია უკვე ძაან მომწონსს, ჯიგარი ქალია????????????????????????????????????????????


სესილიას დედაა, რავი რააა ძალიან ძლიერი და დიდია შინაგანად????????????????????????????????????????????????


თვითონ სესილია არ არის იმდენად ძლიერი რამდენადაც უნდა იყოს. მესმის რომ ის ბიჭი უყვარდა (ვიკო ქვია მგონი ზუსტად არ მახსოვს)რომლის გამოც სუიციდის მცდელობამდე მივიდა, ისიც მესმის რომ მამა დაკარგა, არაფერია საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე მტკივნეული მაგრამ საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ ყოველთვის. სანდროსაც მაგრად აწყენინა იმ ადამიანს რომელთანაც სიმშვიდეს პოულობდა.



ძააან მინდა რომ სესომ საკუთარ თავში უფრო ძლიერი ადამიანი აღმოაჩინოს და თვითონ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი.სანამ მასში ასეთი შიშები იქნება და ამას ვერ დაძლევს, მანამ ვერ შეძლებს სანდროსთან ურთიერთობას

 


№10  offline წევრი ქეთათო4

ნ.ი.ნ.ი
სანდრო ძალიან მაგარი ბიჭია, ყველა ის თვისება დავინახე რაც ბიჭს უნდა ახასიათებდეს. მოკლედ სრულყოფილია რაა????????????????????????????????????????????????????????????????


სესილიას ბებია უკვე ძაან მომწონსს, ჯიგარი ქალია????????????????????????????????????????????


სესილიას დედაა, რავი რააა ძალიან ძლიერი და დიდია შინაგანად????????????????????????????????????????????????


თვითონ სესილია არ არის იმდენად ძლიერი რამდენადაც უნდა იყოს. მესმის რომ ის ბიჭი უყვარდა (ვიკო ქვია მგონი ზუსტად არ მახსოვს)რომლის გამოც სუიციდის მცდელობამდე მივიდა, ისიც მესმის რომ მამა დაკარგა, არაფერია საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე მტკივნეული მაგრამ საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ ყოველთვის. სანდროსაც მაგრად აწყენინა იმ ადამიანს რომელთანაც სიმშვიდეს პოულობდა.



ძააან მინდა რომ სესომ საკუთარ თავში უფრო ძლიერი ადამიანი აღმოაჩინოს და თვითონ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი.სანამ მასში ასეთი შიშები იქნება და ამას ვერ დაძლევს, მანამ ვერ შეძლებს სანდროსთან ურთიერთობას

სესილია გადალახავს. აუცილებლდ იპოვის საკუთარ თავს...
მადლობა შენ❤️

 


№11  offline წევრი მე♥უცნაურე

რანაირი კაცია! ემოციებით რომ გავსებს და თან განგრევს. სიმშვიდეცა და ღელვაც ერთიანად რომ მოაქვს.

 


№12 სტუმარი mari

vaimee dzaan kaia atvirtvis tarigebs vukurebdi da ise daviwye kitxva da dzaan gtxov ra mal male dade xopme❤️

rodis dadeb shemdegs?

rodus dadeb shemdegs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent