შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები 1970-დან (თავი I)/DNF


22-07-2021, 17:27
ავტორი ტესსა
ნანახია 1 809

---


ჯორჯმა თავისი სახლის კიბეები გასაღებით ხელში ძალზედ მოღუშული გამომეტყველებით აირბინა. მოდი ვთქვათ რომ სამეზობლო მშვიდად იყო, თუ არ ჩავთვლით გამვლელ მანქანებს, რომლებიც ჯორჯს მის იზოლაციასა და მარტოობასთან გამკლავებაში საერთოდ არ უწყობდნენ ხელს. რამდენადაც ჩუმი იყო მისი ფიქრები, იმდენად ხმაურობდნენ ისინი მის თავში.
ჯორჯი შევიდა თავის ოთახში, იმ ხელით, რომელშიც ჟაკეტიც ეკავა გასაღები საწერ მაგიდაზე მიაგდო და საწოლზე მოიკალათა. რამოდენიმე ხანი მოიცადა. მისი გონება იყო ის ერთადერთი, რომელიც მას ფიქრში კომპანიონობას უწევდა და ეს არ ყოფილა კარგი კომპანია. ყველაფერი რაც მას დარჩენოდა, იყო მხოლოდ სინანული და ნათელი მომავლის წარმოსახვითი სცენარები რომ უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღო წარსულში.
უეცრად მას ოთახის მეორე მხრიდან ზარის რეკის ხმა მოესმა, მაგრამ მოიცა! ეს ხმა მისი ტელეფონიდან კი არა, იმ ვინტაჟური სტილის ძველი ტელეფონიდან მოდიოდა, რომელიც პირველი იპოვნა მას მერე რაც ამ სახლში გადმოვიდა. Არადა, კვირები დაუთმო მის შეკეთებას, თუმცა უშედეგოდ, ბოლოს მაინც დანებდა. ახლა კი თითქოს ის მთლიანად ფუნქციონირებდა!
ჯორჯმა სასწრაფოდ მიირბინა ტელეფონთან ყურმილი აიღო.
“გისმენთ?”
“ჰეი საპ, გჯერა რომ გამგებელმა ჩლატმა დღეს გულის შეტევა მიიღო და გარდაიცვალა? Რა გიჟობაა!” - უპასუხა ბიჭმა ტელეფონის მეორე ხაზიდან.
“ბოდიში, მაგრამ ალბათ არასწორ ნომერზე მოხვდით, დღეს? - იკითხა გაკვირვებულმა ჯორჯმა.
“ოჰ, როგორც ჩანს… ბოდიშით მაშინ. Მაგრამ, დიახ დღეს! ეს ამბავი ყველა გაზეთშია!” - უპასუხა ხმამ აუღელვებლად,თითქოს არც აწუხებდა რომ ნომერი რომელზეც დარეკა, არასწორი აღმოჩნდა.
ჯორჯმა წარბები აზიდა, - “ფლორიდის გამგებელ ჩლატზე საუბრობთ?”
“ხო აბა, სხვა ვისზე.” - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
“იმ ჩლატზე, რომელიც ორმოცდაათი წლის წინ დაიღუპა?” - ჯორჯი უკვე დარწმუნდა რომ ვიღაც გაუნათლებელს ანდაც უარეს შემთხვევაში პირდაპირ გიჟ ადამიანს ესაუბრებოდა.
ბიჭმა ხმამაღლა გადაიხარხარა, - “მე შენ არ გიცნობ, მაგრამ არ მახსოვს ჩლატი 1920-ში გარდაცვლილიყო.”
ამ ყოველივესთან ერთად, ახლა ჯორჯმა ისიც იცოდა რომ უცნობს ანგარიში არ შეეძლო. ორმოცდაათი წლის წინ არ იყო 1920.
“ყველამ იცის რომ ეს 1970-ში მოხდა, შემდეგ დღეს კი კინაღამ მისი ხელქვეითი ჯეკი მოკლეს!” - მიუგო ჯორჯმა უცნობს.
ვერ ხვდებოდა ასე ჯოჯოხეთურად რატომ ჩაიციკლა ორმოცდაათი წლის წინანდელი თარიღებისა და ამბების შესწორებაზე ვიღაც უცნობთან, მაგრამ ამისდამიუხედავად მაინც განაგრძობდა ყოველივე ამას.
“ჯეკი? ყველას უყვარს ჯეკი! მას არაფერი სჭირს და ზუსტად ამ წუთას სიტყვით გამოდის, აი მოუსმინე!” - ამ დროს ტელეფონში ისეთი ხმა გაისმა, თითქოს მოძრაობდა და უცებ ის როგორღაც მიუახლოვდა რადიოს. ამ რადიოდან ხმები ძლივს ისმოდა, თუმცა ჯორჯმა მაინც შეძლო გაეგონა სიტყვები “ეს საშინელი დანაკარგია” და სხვათაშორის ეს მართლაც ჯეკის ხმა იყო!
ჯორჯმა დაასკვნა რომ მართლაც ვიღაც შეშლილს ესაუბრებოდა ტელეფონით და გათიშა. Ხელახლა მოიკალათა ლოგინში და დაიწყო ფიქრი ამ შემაძრწუნებლად უცნაურ სატენეფონო ზარზე ზუსტად სამი წუთით, ჩაძინებამდე.



---



მეორე დღე იყო. ჯორჯმა ბურღულეულის ფაფა ამოიტანა თავის ოთახში სასაუზმოდ. თითქოს თავის ტელეფონს მიაშტერდა კიდეც იმ უცხო ადამიანების ზარებისა და ტექსტური შეტყობინების "როგორ ხარ" - ის მოლოდინში, რომლების რეალურ ცხოვრებაში არც კი ენახა. მერე კომპიუტერი ჩართო "იუთუბ" ვიდეოების საყურებლად, როდესაც უეცრად ძველმა ტელეფონმა ისევ დარეკა. ჯორჯმა ცოტაოდენი იყოყმანა. განა მართლა სურდა იმ შეშლილ პიროვნებასთან არაფრის მომცემი სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ? თუმცა სხვა ხომ არც არავინ იყო რომ მასთან ესაუბრა?
ყურმილი ისევ აიღო და ამოისუნთქა, - "ალ..."
"საიდან იცოდი?" - ყურმილიდან იგივე ხმა გაისმა.
"რა?"
"ჯეკზე! რომ დღეს ვიღაც მის მოკვლას შეეცდებოდა! საიდან იცოდი?" - მთელი სერიოზულობით ჰკითხა ბიჭმა.
ჯორჯმა თვალები გადაატრიალა, - "ხომ გითხარი! მხოლოდ მე კი არა, მთელმა შტატებმა იცის. ჩვენ ეს სკოლებში ვისწავლეთ და სხვა დანარჩენი ყველაფერი, შენ არა? ან საერთოდაც, რატომ განაგრძობ აწმყოში საუბარს?"
"რომელი თარიღია შენთან?" - ჰკითხა ბიჭმა ჯორჯს.
"ოჰ..." - ჯორჯმა შეამოწმა თარიღი მის ტელეფონზე, - "2020 წლის 28 ივლისი."
საპასუხოდ არაფერი გაისმა. მხოლოდ ერთი მძიმე ამოსუნთქვა, რომელიც ჰიპერვინტილაციასავით ჟღერდა. ცოტა ხნის შემდეგ უცნობმა ფრთხილად ჩაილაპარაკა, - "აქ 1970 წლის 28 ივლისია!"
მორჩა ეს უკვე საკმარისი მტკიცებულებები იყო იმის დასადასტურებლად რომ ეს ვიღაც თავიდან ბოლომდე შეშლილი იყო!
"მომისმინე, ეს თუ რაიმე სახის ხუმრობა ან დაფრანკვაა, იცოდე გავთიშავ! ეს ჩემი ტელეფონი არაა და არც მე ვარ ვიღაც საპ, თუ ვინც არის..."
"მოიცა!" - წამოიძახა ბიჭმა, - "821 მანბურგ სტრიტზე ცხოვრობ?"
ჯორჯი კინაღამ გაგიჟდა! იმ შეშლილმა მისი მისამართი იცოდა? მან ეგრევე გათიშვა და პოლიციასთან დარეკვა დააპირა ან... ან...
"არ გაგიჟდე!" - თითქოს ბიჭმა მისი აზრები წაიკითხა, - "ეს ჩემი ძველი სახლია. უფროსწორად, ჩემი ძველი სახლია შენთვის, მაგრამ მე აქ ახლა ვცხოვრობ. კიბეებთან ყველაზე ახლო მდებარე საძინებელს ის საზიზღარი ყვავილებიანი კედლები ისევ აქვს?"
"კი." - ყოყმანით უპასუხა ჯორჯმა.
"ეს იმას ნიშნავს რომ ჩემი აქ ცხოვრების მერე ის არ შეცვლილა! ერთი წამი დამელოდე..."
ბიჭი ხმას არ იღებდა, მანამ სანამ ჯორჯმა რაღაც კაწვრის მაგვარი ხმა არ გაიგონა. ეს კალმის ხმა იყო.
"რას აკეთებ?" - ჰკითხა ბიჭს.
"შეხედე ოთახის კუთხეს ფანჯარასთან ახლოს! - უპასუხა მან.
"რატომ?"
"უბრალოდ შეხედე!"
ჯორჯი ცოტახანს დაფიქრდა, თუმცა ბოლოს მაინც გაექცა ოთახის კუთხისკენ თვალები და აღმოხდა. - "რას უნდა შევხედ..."
უეცრად ძალიან ადრე დამჩნეულმა კალმის ნიშნებმა დაიწყეს კედელზე ნელა გამოჩენა.
"სალამი :) " - ეწერა იქ.
"ნახე?" - იკითხეს ტელეფონის მეორე ხაზიდან.
"ხ-ხო..." - ჯორჯი შოკში ჩავარდა. ეს ყველაფერი სრულიად წარმოუდგენელი იყო! ეს ვერ იქნებოდა სიმართლე...
"ვინ ხარ?"
"ვინ ხარ?"
იკითხეს ერთდროულად, მაგრამ უცნობმა ბიჭმა უპასუხა ჯერ, - "ჩემი სახელია ქლ... დრიმ!"
"დრიმ?" - კიდევ ერთხელ შერჩა ჯორჯს შუბლს მაღლა შეკიდული წარბები, რომლებიც აშკარად ვეღარ მალავდნენ ამდენი მოულოდნელობისგან გამოწვეულ გაკვირვებას.
"ხო, ჩემი ზედმეტსახელია. არ მინდა ჩემი სახელი ვინმე უცნობს მივცე, მე რა ვიცი იქნებ მთავრობის აგენტი ან რამე ეგეთი ხარ."
"კარგი, მე ჯორჯი ვარ."
"მაშინ მითხარი ჯორჯ, ვინ მოიგო "the word series" შემდეგ წელს? მეგობრულად გთხოვ." - ჰკითხა დრიმმა ნახევრად ხუმრობით.
"მეშინია, ვერ გეტყვი" - უპასუხა ჯორჯმა, - "ნუ, ტექნიკურად კი შემიძლია, მაგრამ მორალურად ეს არასწორი იქნება."
"აუ, მეგონა ეს იმუშავებდა... კარგი, მაშინ მომავალზე მომიყევი რამე!" მომიყევი 2020-ზე..."
"ჰმ, კარგი... მაგრამ, ბევრის თქმაც არ შემიძლია.განა საყოველთაოდ ცნობილი არ არის რომ ბევრი რამის თქმა ვინმესთვის წარსულიდან მომავალს მთლიანად ურევს?
"გეთანხმები" - უპასუხა დრიმმა, - "მაგრამ ახლა ის მაინც ვიცი რომ მე გადავედი ამ სახლიდან, სანამ შენ დააპირე ცხოვრება."
"კარგი და ვინ არის 'საპ'?" - ჰკითხა ჯორჯმა.
"ჩემი მეგობარია. საპნაპს ვეძახით. როგორც ჩანს მისი ტელეფონი შენ გაქვს და აზრზე არ ვარ ის ჩემს სახლში რანაირად დარჩა."
"მართლა? ამის გამო ხარ გაოცებული? რას იტყვი ამ მთელ 'საუბრებს ვინმესთან სრულიად სხვა დროიდან'?" - ახსენა ჯორჯმა.
"ცხადია, ეგეც მიკვირს... აბა ჯორჯ, რამდენი წლის ხარ?"
"24" - ჯორჯმა არ იცოდა რატომ უმხელდა მსგავს ინფორმაციებს სრულიად უცნობს, მაგრამ მისი მარტოობა და დეპრესია მასზე კარგად აშკარად არ მოქმედებდა.
"მე 21" - უპასუხა დრიმმა ეგრევე, არავითარი ყოყმანით. ჯორჯმა ივარაუდა რომ ეს ბიჭი ძალზე თავდაჯერებული იყო.
"და რას საქმიანობ ცხოვრებაში?" - ჯორჯმა გადაწყვიტა ამ ჯადოსნური სატელეფონო ზარებისათვის ცოტა უფრო რეალური მიმართულება მიეცა.
"ბეიზბოლის მწვრთნელი ვარ, პატარა ბავშვებს ვასწავლი. ბეიზბოლი ძალიან მიყვარს. შენზე რას იტყვი?"
"მიყვარს თუ არა ბეიზბოლი? თუ რას ვსაქმიანობ..."
"რავიცი, რატომ არ უნდა უპასუხო ორივეს. თანაც დრო მაქვს..."
ჯორჯი ლოგინზე წამოწვა და თვალი ჭერს მიუშტერა, - "სპორტი არ მომწონს, მაგრამ ვიდეოებს ვწერ ონლაინ თამაშებზე. სტრიმერი ვარ."
"და რა სახის სამუშაოა ეგ?"
ჯორჯმა გაიღიმა.
"დამავიწყდა რომ ჯერ შენ არ იცი რა არის ეს ყველაფერი."
"დიახ, გამარჯობა? მე წარსულიდან ვარ!" - გაიხუმრა დრიმმა.
ჯორჯმა გაიცინა, - "კარგი ახლა უნდა წავიდე, მეძინება."
"ოხ" - აწუწუნდა დრიმი.
მაგრამ რამდენადაც სახალისო იყო დრიმთან საუბარი, იმდენად უკვე ძალიან გვიანი. ჯორჯს ხომ პროექტები უნდა დაესრულებინა, ასე რომ გამოძინება აუცილებლად სჭირდებოდა. დრიმი მას დაემშვიდობა.
"ნახვამდის არასწორო ნომერო..."
"ნახვამდის მოხუცო კაცო."
"ჰეი, ჯერ მოხუცი არ ვარ!" - გაეცინა დრიმს ყურმილის დაკიდებისას.



---


ერთი კვირა გავიდა მას მერე რაც ეს უცნაური, მისტიური სატელეფონო ზარები დაიწყო და დრიმი და ჯორჯი როგორღაც უკვე კარგი მეგობრები გახდნენ. ჯორჯი ვახშმობდა მის ოთახში სატელეფონო ზარის მოლოდინში ყოველ დღე, ერთიდა იგივე დროს. ისინი საუბრობდნენ ყველაზე და ყველაფერზე, მათი ბავშვობისა და საყვარელი ნივთების ჩათვლით თავიანთი დროებიდან. დრიმმა პირობა დაადებინა ჯორჯს რომ ის არ შეეცდებოდა მის მოძებნას 2020-ში ანდაც 'დაგუგვლას' (რა ჯანდაბაც არ უნდა ყოფილიყო ეს). ასე რომ ჯორჯი დადებულ პირობას ინახავდა და ისინი აგრძელებდნენ საუბრებს, მაშინაც კი თუ მათ შორის კავშირი მილები იქნებოდა და არა დრო.
"ეს უცნაურია, ჩვენ არ შეგვიძლია ფიზიკურად კომუნიკაცია! უფროსწორად, ჩვენ შეგვიძლია მაგრამ მე ვვარაუდობ რომ შენ ძალიან მოხუცი ხარ." - გაეცინა ჯორჯს.
"იდეა მაქვს!" - თქვა დრიმმა, გააფრთხილა ჯორჯი რომ მალე ისევ დაბრუნდებოდა და ტელეფონს მოსცილდა.
ჯორჯი მოთმინებით დაელოდა და ამ უცნაურ კედელზე ყვავილების თვლას შეუდგა, სანამ ისევ სუსტი ხმა არ მოესმა ყურმილიდან.
"რა არის შენი იდეა?" - ჰკითხა ჯორჯმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
"ფანჯრის გვერდით რომ კედელია იქ მიდი." - მოუწოდა დრიმმა. ჯორჯი აწუწუნდა მის დაღლილობაზე, მაგრამ დრიმმა დაჟინებით მოითხოვა რომ შეესრულებინა ეს თხოვნა ჯორჯს. იგი უკმაყოფილოდ წამოდგა საწოლიდან და მიუახლოვდა ფანჯრის გვერდით მყოფ კედელს, ზუსტად ისე როგორც დრიმმა სთხოვა.
"და ახლა რა?"


--



დრიმი ფანჯარასთან იდგა. ის ახალი ამოსული იყო ფარდულიდან ვედროთი ხელში, რომელშიც ღია მწვანე საღებავი ესხა. მან ტელეფონი მხრით დაიჭირა და შეეცადა საქმის დაწყებას.
"დრიმ? რას აკეთებ?" - გაიგონა ჯორჯის ხმა.
"უბრალოდ კედელს უყურე." - თქვა დრიმმა როგორც კი ფუნჯი მოიმარჯვა, რომლითაც მთელი მისი ხელის გული შეღება.
"მზად ხარ?" - იკითხა მან.
ჯორჯმა ამოიოხრა, - "კი, იმისდა მიუხედავად რომ არ ვიცი რისთვის ვარ მზად."



--


ჯორჯმა სტვენა-სტვენით მოიცადა კედელთან. უეცრად მასზე მწვანე ლაქამ დაიწყო გამოჩენა ოდნავ მოძველებულად და გაცვეთილად.
"ჯორჯ, აქ ხარ? იმედი მაქვს დაინახე და არავის წაუშლია მას მერე რაც მე დავატყე"
ეს იყო ხელის ანაბეჭდი. ერთი შეხედვით მწვანე ლაიმი (ახლა უკვე გამუქებული და სუსტად დამჩნეული)
ჯორჯი გაჩუმდა. მერე კი დაუსწრებლად შეახლო მისი ხელი კედლის ანაბეჭდს. დრიმის ხელი მისაზე ოდნავ დიდი ჩანდა და თითებიც უფრო გრძელი.
"ჯორჯ?" - დაუძახა დრიმმა და ჯორჯმაც უცებ მოაშორა მისი ხელი ანაბეჭდს.
"ხო... მე ვხედავ... დავინახე!"
"შენ რა, ჩემი ხელი გეკავა?" - ჰკითხა დრიმმა.
"მე..." - ჯორჯი ადგილზე მოიგუდა, მაგრამ დრიმმა ეგრევე სიცილი დაიწყო.
"დაწყნარდი, ვხუმრობ." - ჯორჯს ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მისი ღიმილისაც კი ესმოდა, - "მაინტერესებს სხვა რა შეგვიძლია რომ ვცადოთ..."
ჯორჯი საწოლზე ჩამოჯდა.
ისევ მიშტერებოდა ხელის ანაბეჭდს, - "მე კი მაინტერესებს მაინც რატომ არ მესტუმრე..."
"რა?" - დაიბნა დრიმი.
"რატომ არ მესტუმრა შენი მომავლის ვერსია სანამ საუბრებს დავიწყებდით! ან კიდევ რავიცი... რატომ არ მოხვედი ჩემთან 29 ივლისს რომ გეთქვა მე ის ვარ, ვისაც ელაპარაკე..." - ჩაილაპარაკა ჯორჯმა ცნობისმოყვარედ.
"ალბათ იმიტომ რომ მკვდარი ვარ." - მიუგო დრიმმა ნახევრად ხუმრობით.
ჯორჯს ეზიზღებოდა ეს ვარაუდი. ეს მართლაც სრულებით შესაძლებელი იყო და ის გამუდმებით ებრძოდა სურვილს რომ არ 'დაეგუგლა' დრიმი, ანდაც გაეგო ყველაფერი მასზე რაც კი შეეძლო, მაგრამ ერთადერთი ინფორმაცია რაც მას გააჩნდა იყო მხოლოდ ის რომ დრიმი ამ სახლში მანამდე ცხოვრობდა და ის არ დაბრუნებულა მის სანახავად!
მათ ერთმანეთს ტკბილი ძილი უსურვეს და ჯორჯს ხელის ანაბეჭდის ყურებაში ჩაეძინა.




---


დრიმმა და ჯორჯმა სხვანაირ კომუნიკაციის გზასაც მიაგნეს. ჯორჯს შესანიშნავი იდეა დაებადა. რა იქნებოდა თუ დრიმი სადმე ეზოში დროის კაფსულას დამარხავდა?
ჯორჯმა დაასრულა თავისი პროექტი კომპიუტერში და გავიდა ეზოში ცოტა ხნის წინ შეძენილი ნიჩბით ხელში. დრიმმა უთხრა რომ კაფსულა დამარხული იქნებოდა სადღაც ღობესთან ახლოს და იმედი ჰქონდა რომ ამ დროის განმავლობაში მას სხვამ ვერავინ მიაგნო. ამ ინფორმაციით ჯორჯმა გათხრა დაიწყო. ის არ იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, თუმცა კვლავ განაგრძნობდა ნიჩბის დარტყმას ქვიშაში. უეცრად კუთხეში მისი თვალები უცნობს წააწყდა, რომელიც მას აკვირდებოდა. შესაძლოა ეს სანახაობა უცნაურიც ყოფილიყო: გათხრები საკუთარ ეზოში, ისე თითქოს ვინმე უნდა დამარხო! ჯორჯმა შეხედა უცნობს და მხრები ისე აიჩეჩა, რომ მას წასვლა აიძულა. უცნობმა სწრაფად ამოაძვრინა ჯიბიდან პატარა რვეული და რაღაც მოინიშნა, მანამ სანამ წავიდოდა. ჯორჯს შეეშინდა. მასზე რამის დამარკვა ძალზედ საეჭვო იყო, თითქოს ამ ნაწერის წაღებას უცნობი პოლიციაში აპირებდა.თხუთმეტი წუთის შემდეგ ჯორჯმა ამოისუნთქა. მან კიდევ ერთელ ჩაიხედა ამოთხრილ ადგილას. ვიღაცამ მასზე ადრე იპოვა კაფსულა! ის ძალიან დაღლილი იყო და გადაწყვიტა ამ საქმისთვის თავი დაენებებინა, როცა უეცრად მიწაში არსებულ რაღაც ნათელს მოჰკრა თვალი. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელი იყო იქვე ჩამარხული ლითონის მინიშნების დანახვა. ჯორჯს თვალები გაუფართოვდა, თხრა იქამდე გააგრძელა სანამ მთლიანად შესაძლებელი არ გახდა ლითონის კონტეინერის აღება. კონტეინერს ზედ შემოკრული ლენტი ჰქონდა წარწერით "ჯორჯს". მას არც უფიქრია მიწის თავის ადგილას დაბრუნება, ეგრევე გაიქცა სახლში რომ კონტეინერი გარედან ჩამოერეცხა და სასწრაფოდ შეეტანა თავის ოთახში.
ზუსტად მაგ დროს ძველმა ტელეფონმა დარეკა. ჯორჯმა ყურმილი აიღო.
"დრიმ! შენი კაფსულა მივიღე..."
დრიმმა ჩაიხითხითა: "მაგარია, მაშინ გახსენი! ძალიან მაინტერესებს რამდენხანს შეიძლებოდა ეცოცხლათ ამ ნივთებს!"
ჯორჯს გასახსნელად დრო დასჭირდა. ჟანგს დროთა განმავლობაში ერთგვარი საკეტი შემოეკრათ კონტეინერის პირისთვის, მაგრამ საბოლოოდ ის უეცრად ისეთი ძალით გაიხსნა, რომ ჯორჯი ოდნავ უკან გადაიხარა.
"კარგად ხარ?" - ჰკითხა დრიმმა მზრუნველი ხმით.
"კი, კი, კარგად ვარ." - უპასუხა მან.
რამოდენიმე ნივთი კაფსულიდან იატაკზე გაიფანტა. ჯორჯმა ის აიღო, რაც პირველი დაინახა და თვალი გააყოლა, - "pow-chew?" - შეეცადა წარწერა წაეკითხა.
"კი!" - უპასუხა დრიმმა აღელვებით, - "მიყვარს ეგ"
"და რა არის?" - ჯორჯმა ცხვირი მიაახლოვა და უსუნა. მას დამპალი კანფეტის სუნი ასდიოდა.
"კევია! ვადა შეამოწმე" - უბრძანა დრიმმა.
მართალია შესაფუთიც კი ძლივს ჩანდა მაგრამ კევს თან პაწია ბარათი ახლდა რომელზეც ვადის თარიღი ეწერა: "22 აგვისტო 1971" - ჯორჯმა ხმამაღლა წაიკითხა, - "არ მჯერა რომ მას ამდენი ხანი ჭიანჭველები არ დაეხვია."
ჯორჯმა კევი მაგიდაზე დადო და ახლა სხვა ნივთს გადასწვდა, რომელიც ასევე იატაკზე იპოვნა. ეს იყო ქვა.
"ეს კვარცია?" - იკითხა ჯორჯმა.
"დიახ, ჩემი საყვარელია!" - აღიარა დრიმმა.
ჯორჯმა ის ხელში მჭიდროდ დაიჭირა, - "მაშინ რატომ მომეცი?"


--


დრიმი საწოლზე წამოწოლილიყო და კედელს მიშტერებოდა.
"მაშინ რატომ მომეცი?"
როგორ ეპასუხა დრიმს ამ კითხვაზე? ეს მან ჯორჯს იმიტომ მისცა, რომ მას სურდა მის საყვარელ პიროვნებას მისი საყვარელი ნივთი ჰქონოდა, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად არასწორი იყო... ის ზრუნავდა ვინმეზე, ვინც ჯერ არც კი არსებობდა!
ის მის საუკეთესო მეგობარ საპნაპზეც ზრუნავდა, მაგრამ ისე არა როგორც ჯორჯზე. ვინმეზე, ვისაც არც კი შეხვედროდა.
"დრიმ?" - შესძახა ჯორჯმა ყურმილიდან.
"ოჰ...ხო.... უბრალოდ მგონია რომ მომავალში აღარ დამჭირდება." - უპასუხა მან უტყუარად.
"ჰმ, კარგი." - ჯორჯის ხმა იმაზე მიუთითებდა რომ ის დაიხარა სხვა ნივთების ასაღებად.


--


კაფსულაში სხვა პატარა ნივთებიც იყო, მსგავსი კასეტისა და ბეიზბოლის ბურთისა. ცოტა ხნის შემდეგ ჯორჯმა პატარა ქილას მოკრა თვალი. როცა გახსნა დაინახა მშრალი, გაბზარული და ვადაგასული (ფორმალურად) ლაიმის საღებავი, რომელიც ახლა მუქი ტყის ფერი მწვანე გამხდარიყო.
"რა გახსენი?" - სწრაფად ჰკითხა დრიმმა.
"მწვანე საღებავი." - ჯორჯმა თითები საღებავში ჩაყო და გაკვირვებული იყო იმით თუ რაც დაინახა. მისმა თითქმა გაკვეთა საღებავის მყარი ფენა და შეიჭრა წყლიან სითხეში რომელიც მისი აზრით ორიგინალი საღებავის ფერი იყო.
"დარწმუნებული ვარ ის ახლა საშინელებაა, არა?" - გაიხუმრა დრიმმა, მაგრამ ჯორჯი უყურებდა მის საღებავით დასვრილ თითებს.
"არა, ეს შესანიშნავია!"
ჯორჯს მშვენიერი იდეა დაებადა. მან ქილიდან მთელი პორცია საღებავი გადმოასხა და ხელის გულზე თითების ჩათვლით გადაინაწილა.
"აქ ხარ? რას აკეთებ?" - დაინტერესდა დრიმი მაგრამ ჯორჯი ადგა და მისი საძინებლის კედელთან მივიდა, ზუსტად ფანჯრის გვერდით. მან თვალი გადაავლო დრიმის ხელის ანაბეჭდს და ხელის ერთი მოძრაობით შეაჭედა კედელზე საღებავი ზუსტად დრიმის ხელის გვერდით. ხელებს შორის ზომის სხვაობა ძალზედ საინტერესო იყო, იმის ჩათვლით რომ დრიმის ხელის ანაბეჭდი უკვე ძველი გადაცრეცილი იყო, სანამ ჯორჯის ისევ ახალი და ნათელი.
ჯორჯი ტელეფონის ყურმილს სუფთა ხელით გადაწვდა, - "დიახ, აქ ვარ!"
"რა ჩაიდინე?"
ჯორჯმა ახლა უკვე ორ ხელის ანაბეჭდს თვალი გაუშტერა, - "არაფერი" - უპასუხა.
"ოჰ" - აღმოხდა დრიმს, "კარგი, მანდ კიდევ ერთი ნივთია. კაფსულაში ჩაიხედე. შეგიძლია შეხედო მას, მაგრამ მე უნდა გავთიშო."
"რატომ?" - იკითხა ჯორჯმა.
"კარგად ჯორჯ, ღამემშვიდობის"- მიუგო დრიმმა და სანამ ჯორჯი კიდევ ერთხელ მოთხოვდა ახსნას, ზარი მანამ დასრულდა.
ჯორჯმა დადო ტელეფონი და კიდევ ერთხელ გადაამოწმა კაფსულა. შიგნით ქაღალდი იყო. პოლაროიდი.
ეს დრიმის იყო. ერთი შეხედვით გულწრფელი, სხვა ადამიანის გადაღებული. ის იღიმოდა ლამაზი უხეში ქერა თმითა და თავისი სიმაღლით. მას კატა ეჭირა და ზუსტად იგივე ოთახში იმყოფებოდა, რომელშიც ახლა ჯორჯი.
ჯორჯს მოეჩვენა რომ ის ძალიან სიმპათიური იყო. იმ მომენტში მან თვალები მოლულა და ცოტახანში ძილის მორევში ფოტოსთან ერთად გადაეშვა.




--

ჯორჯი სამუშაო მაგიდასთან იჯდა და ცდილობდა მალე დაესრულებინა მუშაობა დრიმის ზარის მოლოდინში. ყოველთვის, როცა კომპიუტერს რთავდა, პირველი რაც უნდებოდა ეს გუგლში ინფორმაციის მოძებნა იყო, მაგრამ მერე ახსენდებოდა მისი პირობა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე უბრალოდ მისი ცნობისმოყვარეობა.
ის ამთავრებდა პროექტს, ელოდებოდა ზარს. ეს ყოველივე თითოეული დღის განუყოფელი ნაწილი გახდა, დროის გაწელვა ლოგინში მოკალათებულს, გვერდით ძველი ვინტაჟური სტილის ტელეფონი და ლოდინი სატელეფონო ზარისა იმ ბიჭისგან, რომელიც არც კი ჰყავდა ნანახი რეალურ ცხოვრებაში.
მაგია და შეუძლებლობა ყოველივე ამისა უკვე გაიარეს. მისი ინტერესი დრიმის რეალური ცხოვრებისა, აიძულებდა მას დაევიწყებინა თუ რამდენად აბსურდულად ჟღერდა ეს ყველაფერი.
ეს აიძულებდა დაევიწყებინა მას თუ რამდენად შორს იმყოფებოდა დრიმი მისგან.
მისი მარტოობა, ეს ხომ მთავარი ფაქტი იყო! მისს ოჯახს ინგლისში დაბრუნება მოუწიათ მას კი ბოლო 6 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრება, მხოლოდ ორი-სამი მეგობრის ყოლის ჩათვლით, რომლებსაც შეეძლოთ კიდეც რომ თვეების განმავლობაში ერთმანეთისთვის არც კი ელაპარაკათ.
ხანდახან, როცა სულ მარტო ხარ, დამოკიდებული ხდები მხოლოდ იმ ერთ ადამიანზე, რომელიც გაგრძნობინებს თითქოს ყველა გყავს ამ სამყაროში. ჯორჯისთვის ეს დრიმი იყო. დრიმი მას ისეთ რაღაცეებს ეკითხებოდა, რისი კითხვითაც აქამდე არავის შეუწუხებია თავი. მაგალითად უბრალოდ, როგორი იყო მისი დღე, ასევე უნიკალურ კითხვებს, როგორიცაა თუ რას წაიღებდა ნივთების თავშესაფარში ბომბისგან დასაცავად თუ მხოლოდ სამოცი წამი ექნებოდა ამისათვის. მან არ იცოდა ბოლო დროს როდის დაინტერესდა ვინმე ასე ძალიან მისით და ასევე არიცოდა საერთოდ რა ეთქვა. არ ახსოვდა ვინმესთან ასე მკაფიოდ და უშიშრად ელაპარაკა იმ თემებზე, რომლებზეც სურდა ლაპარაკი. ასე რომ დიახ, მიუხედავად დროში სხვაობისა, ეს იყო კავშირი, რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. პირველი კავშირი, რომელიც საერთოდ ქონია.
კოდირებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჯორჯი წამოდგა და კედელთან მივიდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამდენჯერ აკეთებდა დღეში ამას. იქვე კუთხეში "სალამი :)" -დან ორი ხელის ანაბეჭდამდე, იგივე საღებავით განსხვავებულ დროში. ცოდნა იმისა რომ არსებობდა დამამტკიცებელი საბუთი რომ ბიჭი რომელიც მას ესაუბრებოდა, ნამდვილად არსებობდა თავს უკეთესად აგრძნობინებდა.
დრიმის ფოტო მის მაგიდაზე იდო. ეს ღიმილი 50 წელიწადის განმავლობაში მიწის ქვეშ გადარჩა! უფრო მეტი მტკიცებულება იმისა რომ დრიმი ნამდვილი იყო!
მან ხელახლა აიღო ტელეფონი ხელში ჯერ ისევ ბუნდოვნად შემორჩენილი საღებავით ზარის მოლოდინში. ის ამ ყველაფერს არ აღიქვამდა როგორც დროის ფლანგვას. ის აღიქვამდა როგორც შესაძლებლობას საბოლოოდ იმ ადამიანთან საუბრის, რომელიც მასზე ასე ძალიან ზრუნავდა.
და ამ დროს ტელეფონმა დარეკა, მან კი უსწრაფესად აიღო.
"ანუ სურათი ნახე?" - მიახალა დრიმმა ერთი ამოსუნთქვით.
ჯორჯმა მეორე კუთხისკენ საწერ მაგიდასთან გაიხედა, სადაც ისევ იდო სურათი, - "კი ვნახე, ეგ შენ ხარ ხომ?"
"კი" - აღმოხდა დრიმს, როგორც კი სკამზე ჩამოჯდა, - "ჩემმა მეგობარმა საპმა გადამიღო. ის კატა ჩემია - პაჩეს"
"როცა ამ ტელეფონზე დარეკე და გეგონა საპნაპი იყო, მან ხომ?" - ჰკითხა ჯორჯმა ინტერესით.
"კი. ეს მისი ნომერია." - უპასუხა დრიმმა, - "მან ჯერ არ იცის რომ მე შენ გელაპარაკები. ჩემი აზრით ეგონება რომ გავგიჟდი!"
ჯორჯმა ჩაიხითხითა, - "შენ ისედაც გიჟი ხარ!"
"მადლობა, მადლობა" - გაეცინა დრიმს, - "და სხვათაშორის ამ ყოველივეს მეცნიერული ახსნა გამოვუძებნე!" - თქვა, როდესაც ძალები მოიკრიბა.
ჯორჯმა გაკვირვებისგან წარბები აზიდა, - "მეცნიერება? ეს საერთოდ მეცნიერებაა? ეს რაღაც 'sci-fi' ჯადოსნობას უფრო ჰგავს!" - თქვა ჯორჯმა ნახევრად ხუმრობით.
"ნუ, ხო მაგრამ თუ კი ყველა ჩვენმა ექსპერიმენტმა იმუშავა დროის კაფსულისა და საღებავის ჩათვლით, ეს ხომ იმას ნიშნავს რომ მე სადღაც მანდ... ასე ვთქვათ შენს დროში ვვარსებობ როგორც ერთი უბედური მოხუცი კაცი" - დაიწყო დრიმმა.
"განაგრძე." - ჯორჯი დაინტრიგდა.
"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პირველ დარეკვამდე მე არ ვიცოდი თუ შენ საერთოდ არსებობდი, მაგრამ მერე ჩვენ ლაპარაკი დავიწყეთ, მე ვფიქრობ რომ ჩვენ მოგონებების მოდიფიცირება დავიწყეთ დრიმის შენს დროში და იმ მოვლენების დამატება რომლებიც ჩვენ შევქმენით!"
"და მაშინ..." - დაიწყო ჯორჯმა, - "რატომ არასდროს მესტუმრე მოხუცი შენ?"
"როგორც ვთქვი, შესაძლოა მკვდარი ვარ, ან კიდევ ალცჰეიმერი მაქვს... ან უბრალოდ უარი ვთქვი შენს ნახვაზე იმ მიზეზის გამო, რომელიც ჯერ არ ვიცი." - დაასკვნა დრიმმა.
"მაშინ რატომ არ გინდა რომ ინტერნეტში მოგძებნო?" - ჰკითხა ჯორჯმა. დრიმმა ინტერნეტის შესახებ როგორც საგანი, რომელთანაც ჯორჯი საათებს ატარებს, ისე იცოდა.
"მე უბრალოდ..." - ვერ მიხვდა რა ეპასუხა, - "არ ვიცი! ანუ, მომწონს ის იდეა რომ საგნები რომლებზეც ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ ორმოცდაათი წლის მერეც არსებობს, მაგრამ... უცნაურია იმაზე ფიქრი რომ ახლა მე მოხუცი კაცი ვარ შენს დროში და რომ ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. შენ ჩემი მოხუცი ვერსიის პოვნა გინდა როგორც მტკიცებულება, რომ ეს მეგობრობა არასოდეს ყოფილა ნორმალური!" - დრიმმა დაასრულა მისი ახსნა.
"მესმის და ახლა მეც იგივეს ვგრძნობ რაღაცნაირად." - ჩაილაპარაკა ჯორჯმა სწრაფად.
"მადლობა. და ასევე დიდი მადლობა ჩვენი პირობის შენახვისთვის."
"რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს!" - ჯორჯმა გაიღიმა და საათს შეხედა, - "უნდა დავიძინო. გვიანია და დილით ადრე ჩემს კოლეგებთან შეხვედრა მაქვს."
"წარმატებას გისურვებ." - უპასუხა დრიმმა, - "ღამემშვიდობის არასწორო ნომერო."
"ღამემშვიდობის მოხუცო კაცო" - გაიხუმრა ჯორჯმა.
"მე ჯერ არ..."
"ხარ მოხუცი, ხო ხო... ტკბილი ძილი დრიმ!"





პ.ს გაიზ, პაწია სპიჩის განთავსება მომინდა ტექსტის ქვემოთ რამოდენიმე აუცილებელი ფაქტის გასარკვევად! მოკლედ, ეს რეალ ფანფიქცია ჩემი არაა! (მართალია მეც მინდოდა ადრე დაწერა მაგრამ საკმარისი დრო არ მქონია, თუმცა თუ დუ ლისთებში ჯერ ისევ უკავია თავისი ადგილი) ეს გულის პანიკა ეკუთვნის ვინმე @astr0nomika - ს რომლის შესახებაც არავინ არანაირი პირადი ინფორმაცია არ ვიცით. ეს ისტორია განთავსებულია http://wattpad.com/ -ზე როგორც "flowers from 1970". ეს არის ფანფიქცია იუთუბერ GeorgeNotFound, dreamwastaken და სხვა DSMP წევრებზე... და რაღათქმაუნდა თუ თქვენც შიფავთ DNF-ს მაშინ ეს ფანფიქცია თქვენთვისაა როგორც (Heat waves), იმ შემთხვევაში თუ ვერ მიგიწვდებათ ხელი წასაკითხად, თანაც არცერთ ენაზე ჯერ თარგმნილი არაა! იმ შემთხვევაში თუ არ შიფავთ DNF-ს და აზრზე არ ხართ თუ ვინ არიან ეს ხალხი, დამიჯერეთ მაინც ძალიან ისიამოვნებთ! მე თვითონ გუშინწინ დავიწყე და გუშინ დავასრულე კითხვა და მოვკვდი ტირიილთ... იმდენი შთაბეჭდილებები დამიტოვა და ისე ძლიერად შეეხო ჩემს გულს, რომ თავი ვეღარ დავაღწიე და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ქართული ვერსიით. მართალია ავტორმა გაგვაფრთხილა ისტორიის ატვირთვისას რომ არ გაავრცელოთო, მაგრამ გადავხედე და უკვე ძალიან ბევრმა დაიტაცა და ჩემი ერთი თარგმანი არაფერს არ შეცვლის. საშუალება რომ მქონდეს, მე თავად ვეტყოდი ამის შესახებ და უდიდეს მადლობას გადავუხდიდი ამ ტკბილმწარე ემოციებისათვის! მოკლედ ისიამოვნეთ (აქ გაერთიანებულია რამოდენიმე თავი ერთად რადგან ძალიან პატარებია, ამის გარდა ალბათ სამი ასეთი თავი კიდევ იქნება პირველი ნაწილის დასასრულამდე, ხოლო მეორე ნაწილზე ჯერ ისევ მუშაობს ავტორი) მცირედი გაუგებრობის ან ნებისმიერი სახის კითხვებისათვის, შეგიძლიათ დატოვოთ ქვემოთ კომენტარი, ანდაც მომმართოთ ინსტაგრამზე - @tessagirlislost - შევეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო. ასევე, მადლობა რომ კითხულობთ. დროებით :)



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საულ სხვანაირი ნაწარმოები განსხვავებული ხედვით მოგზაურობა დროში პირველად ვკითხულობ ასეთ ნაწარმოებს საინტერესო იქნება ალბათ მადლობა წარმატებები ????

განსხვავებული ნაწარმოებია სევდიანი საინტერესო წასაკითხია პირველად ვკითხულობ ასეთ ნაწარმოებს დროში მოგზაურობა ჯერჯერობით ვერ დავიყმაყოფილე ცნობის მოყვარება მადლობა წარმატებები ????

 


№2 სტუმარი მკითხველი 1

ძალიან საინტერესოა, სულ სხვანაირი სცენარი და თან ეს დროში მოგზაურობის ვარიანტი.
შთამბეჭდავია

 


№3  offline წევრი ტესსა

მკითხველი 1
ძალიან საინტერესოა, სულ სხვანაირი სცენარი და თან ეს დროში მოგზაურობის ვარიანტი.
შთამბეჭდავია

მეც ძალიან მიყვარს... სიგიჟემდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent