პროფესია ალფონსი (9 თავი)
******************** იმ დღის მერე, როცა ნებით თუ უნებლიეთ გადავაწყდი დედაჩემს კაფეში, აღარ შემხვედრია არსად. ალბათ, მართლა გააფრთხილა ბაიამ და იმანაც დაუჯერა. ან, იქნებ, შენიღბულად მოქმედებდა, რომ არ დამენახა სადმე. მოკლეთ, ასე იყო თუ ისე, "ჰორიზონტზე აღარ გამოჩენილა", როგორც ამას შიო იტყოდა და შედარებით მშვიდად ვგრძნობდი თავს. თუმცა, ეს სიმშვიდეც მანამ გაგრძელდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს თოთხმეტი წლის პაციენტი არ მომიყვანა ძიძამ. დედა მუშაობს და არ სცალიაო. როგორც აღმოჩნდა, ბიჭს გარკვეული პერიოდი სხვა ქალაქში უცხოვრია და ამიტომაც არ გვყავდა აღრიცხვაზე და არც მისი ისტორია გვქონდა. ბიჭს სერიოზული არაფერი სჭირდა. უბრალოდ გაციებული იყო და სურდო ქონდა. მაგრამ თვითონ ბიჭმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ჩემს კაბინეტში შემოსვლისთანავე რაღაც უცნაური განცდა დამეუფლა. მასაც ჩემსავით ჰეტეროქტომია ქონდა, მაგრამ მარტო ამას არ ავუფორიაქებივარ. რომ დავაკვირდი, საოცარი მსგავსება იყო ჩვენს შორის. წამიერად მართლა გავითიშე. ალღომ მაშინვე მიკარნახა, რომ ეს ლამაზი და მშვიდი ბავშვი ჩემი ძმა იყო... ძიძამ ორჯერ გამიმეორა, რომ ბიჭს მაღალი ტემპერატურა ქონდა და ფილტვებზე უნდოდა მოსმენა. ძლივს მოვეგე გონს და ბავშვი გულდასმით გავსინჯე. ან რა უფლება მქონდა რომ არ გამესინჯა? მე ხომ პედიატრი ვიყავი და ყველა ბავშვი, ერთი თვის ასაკიდან მოყოლებული თვრამეტი წლის ასაკამდე უნდა გამესინჯა და მემკურნალა მათთვის? თან, თუ დედაჩემმა მაწყენინა და მასზე ვიყავი გაბრაზებულ-გაბოროტებული, ამ უდანაშაულო ბავშვზე რატო უნდა დავბოღმილიყავი და მეყარა ჯავრი? სვიტერი რომ გახადა ძიძამ და მაისური აუწია, უარესად შევკრთი. აშკარად გენეტიკური ხაზი იგრძნობოდა ჩვენს შორის. მარჯვენა ბეჭის კუთხეში მშვენიერი ხალი ქონდა, ისევე როგორც მე. უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. თან, უარესად გავბრაზდი დედაჩემზე, რომელიც ახლა ამ ფორმით ცდილობდა ჩემთან დაახლოოებას. თუმცა, თვალებში რომ შევხედე ბიჭს, ისეთი ალალი და უბოროტო გამოხედვა ქონდა, ჩემი სიამაყე და სიბრაზე უკანა პლანზე გადავწიე. მართალია აღელვებულ-აფორიაქებული ვიყავი, მაგრამ მაინც გულდასმით გავსინჯე ბიჭი, რომელსაც ლეო ერქვა. (დავიჯერო, ბაბუას სახელის, ლევანის შემოკლებული ფორმა დაარქვა დედამისმა?) ლეოს ფილტვები სუფთა ქონდა. ტემპერატურა კი ქონდა ცოტა მაღალი, მაგრამ არც ისეთი, რომ საშიში და საგანგაშო ყოფილიყო. ვიტამინების კრებული დავუნიშნე, რადგან თავის ასაკთან შედარებით სუსტი და ტანმორჩილი მეჩვენა. დამშვიდობებისას კი ზრდილობიანად მითხრა ნახვამდისო და გულთბილად შემომღიმა. არ ვიცი რა დამემართა. სიტყვებით ზუსტად ვერ ავღწერ იმ განცდას, რაც იმ მომენტში განვიცადე. ისეთი გულთბილი და საყვარელი ღიმილი ქონდა, თან რაღაცნაირად ალალი და უბოროტო გამოხედვა, რომ მისი კოცნის სურვილი გამიჩნდა. არ ვიცი რა იყო ეს, მონათესავე სულთან შეხვედრა, სისხლისა და გენის ყივილი, თუ უბრალოდ საყვარელი პაციენტისადმი სიყვარულის გამოვლინება? სანამ ჩემს კაბინეტს დატოვებდნენ ძიძა და ლეო, გაუაზრებლად და დაუფიქრებლად, ალბათ უფრო ინსტიქტურად, დავიხარე და დამშვიდობებისას ლოყაზე ვაკოცე. მართლა შემიტოკდა გული და მუცელშიც რაღაც სასიამოვნოდ ამიფარფატდნენ თითქოს ასობით და ათასობით ნაზი პეპლები. მივხვდი, რომ ეს ბიჭი ერთი ნახვითვე შემიყვარდა და ერთი დანახვისთანავე დაიდო ბინა ჩემს გულში. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს წლები იყო, რაც ერთმანეთს ვიცნობდით და ძალიან, ძალიან ახლობლები ვიყავით ერთმანეთისთვის. ლეოს წასვლის შემდეგ ბევრი პაციენტი აღარ მყოლია და მხოლოდ და მხოლოდ მასზე მეფიქრებოდა. მისი ისტორია გადავშალე და საკონტაქტო ნომერი ამოვიწერე რატომღაც. იმ მომენტში ვინმეს რომ ეკითხა, რად გინდაო, მართლა ვერ ვუპასუხებდი, რადგან მე თვითონაც არ ვიცოდი რად მინდოდა. ბაიასთან რამის თქმას მოვერიდე. არა და, ძალიან მაინტერესებდა და მყავდა თუ ძმა და ლეო მართლა ჩემი ძმა იყო თუ არა. მთელი ერთი კვირა გულს ვერ ვუდებდი ვერაფერს. კონცენტრირებას ვერ ვახდენდი ვერაფერზე. მართალია, საყვედური არავის უთქვია ჩემთვის, უგულისყუროდ ეკიდები შენს დაკისრებულ მოვალეობასო, მაგრამ მე თვითონვე ვგრძნობდი და ვატყობდი ჩემს თავს, რომ ის მარიშკა აღარ ვიყავი, როგორიც ლეოს გაცნობამდე. უდიდესი სურვილი მქონდა, ყველაფერი გამერკვია მის შესახებ, მაგრამ ამაოდ. ბაიას ვერაფერს ვკითხავდი, სხვამ კი არავინ არაფერი იცოდა. ისტორიიდან ამოწერილ საკონტაქტო ნომერზე კი რა მიზეზით დამერეკა არ ვიცოდი. ან, რომ დამერეკა და იმ ქალბატონს ეპასუხა, რა უნდა მეთქვა? მოკლეთ, ამ ორომტრიალში ვიყავი, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში ისევ აირია ამინდები და აცივდა კიდეც. გაიხსნა გრიპებისა და სურდოების სეზონი. მეგონა, ამ ჯერზე მაინც მომიყვანდა ძიძა ისევ გაციებულ ლეოს, მაგრამ შევცდი. ან ჩემმა გამოწერილმა წამლებმა გამოაკეთა, ან სხვა ექიმთან მიიყვანეს. მერე და მერე კი ყველაფერი თავისთავად მოხდა და აეწყო. ერთ მშვენიერ დღესაც ჯანდაცვის წარმომადგენლებმა Td ვაქცინა გადმოგვცეს და ყველა თოთხმეტი წლის ასაკის ბავშვების აცრა დავიწყეთ ტეტანუსი-დიფტერიაზე. ალბათ მე რომ "გამეჩალიჩებინა" ასე ვერ გავაჩალიჩებდი, როგორც თავისთავად მოხდა. ლეოს მშობელთან დარეკვა მე მხვდა წილად. ნომერი რომ ავკრიფე და ყურზე მივიდე ტელეფონი, იმ წამიდან მოყოლებული, სანამ მიპასუხებდნენ, სუნთქვა მქონდა შეკრული და ისე ვუსმენდი თითოეული ზუმერის გასვლას. სანამ მიპასუხებდნენ, არ მიგრძვნია, მაგრამ გამეპასუხა თუ არა ვიღაც, მაშინ კი ძლივს მოვითქვი სული. ძიძა იყო. კიდევ კარგი, თორემ ალბათ გავთიშავდი ტელეფონს და მაკას დავავალებდი, შენ დაურეკე-მეთქი. ძიძამ გულდასმით მომისმინა რისთვისაც ვურეკავდი და შემპირდა, რომ ასაცრელად აუცილებლად მოიყვანდა. ვითომ რაა, მაგრამ ისე ვიღელვე, ლამის გული გამისკდა. მესამე დღეს კი დილიდანვე დავიწყეთ მასშტაბური აცრები. უამრავი პაციენტი მოდიოდა. ვსინჯავდი, მათ ჩივილებს ვუსმენდი და თუ ჩავთვლიდი, რომ აცრა შეიძლებოდა მისთვის, მაკასთან ვამისამართებდი. ისეთ დაძაბულ და გადატვირთულ რეჟიმში ვიყავი, ჩემი კაბინეტიდან თავი არ გამომიყვია გარეთ. მაკაც ისეთი გადაქანცული იყო, სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო აშკარად. ლეო და ძიძა შუადღის მერე გვეწვივნენ კლინიკაში. ბიჭმა დამინახა თუ არა, გულთბილად შემომღიმა და უარესად შემიტოკა გული. რაღაც საოცარ სისხლისმიერ სიახლოვეს ვგრძნობდი მის მიმართ. მართალია არავის დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ ეს ბიჭი ჩემი ძმა იყო, მაგრამ ასი პროცენტით ვიყავი ამაში დარწმუნებული. გულდასმით გავსინჯე, გულისყურით მოვისმინე მისი ჩივილები. არაფერი სჭირდა ისეთი, რაც აცრას შეუშლიდა ხელს და ამიტომ მაკას გადავულოცე. თუმცა, აღმოჩნდა რომ სასწაულად ეშინოდა ნემსების და ცოტა წინააღმდეგობა გაგვიწია. მუშტი კრივი ნამდვილად არ გაუმართია, მაგრამ მაკას წინ არ უნდოდა სკამზე დაჯდომა. ძიძამ აგვიხსნა მდგომარეობა. ისიც დაამატა, რომ ძლივს დავიყოლიე აქ წამოსვლაზეო. ისევ ტკბილი სიტყვებით, მოფერებით და შექებით გამხნევება ჯობდა, რათა გამბედაობა მოეკრიბნა და თავისი სურვილით ჯაჯგურის გარეშე აცრილიყო. მის წინ ჩავიცუცქე და თვალებში ჩავხედე. _იცი, პატარა რომ ვიყავი სასწაულად მეშინოდა ნემსის გაკეთების, მაგრამ დეიდა მყავდა ისეთი და ახლაც მყავს, რომ არაფრის ეშინოდა. სიმართლე რომ გითხრა, არც ახლა ეშინია და ხშირად ჩემს მაგივრად გაუკეთებია ნემსები. მართალია, ეს ქმედება მე არაფერში მადგებოდა, მაგრამ საყვარელი ადამიანის მიმართ უდიდეს სიყვარულს მასწავლიდა. ერთხელაც ჩემი საყვარელი დეიდა ცუდად გახდა და სისხლის გადასხმა დასჭირდა. არც კი დავფიქრებულვარ ისე გავიღე ჩემი სისხლი მისთვის. არა და ისე მეშინოდა ნემსების და ექიმების, მათ რომ ვხედავდი, გული მიმდიოდა. დეიდაჩემისთვის კი უზარმაზარი შპრიცით ავაღებინე ექიმებს ჩემი სისხლი. დარწმუნებული ვარ, შენც გყავს ჩემი დეიდის მსგავსი ახლობელი, ვინც არასდროს იტყვის უარს შენს დახმარებაზე და აქ რომ იყოს, შენს მაგივრადაც დაუფიქრებლად აიცრებოდა... _როგორ არა, ჩემი მეგობარი ცოტნე._უმალ აუციმციმდა ლეოს თვალები. _ხო და, ჩათვალე, რომ იმ შენ ცოტნეს სჭირდება ახლა შენი დახმარება ამ შენი აცრით._შევაგულიანე. მხოლოდ წამიერად შეყოყმანდა. მერე კი, გაბედულად დაუჯდა მაკას წინ და მაკამაც თავისუფლად შეძლო აცრის გაკეთება. _ეს რა ძალიან ყოჩაღი, უშიშარი და მეგობრის მოყვარული ბიჭი ყოფილხარ._გულწრფელად შეაქო მაკამაც._თან, ჩვენი მარი ექიმივით სასწაულად ლამაზი და საოცარი თვალები გქონია. ფრთხილად იყავი, გოგოებმა არ მოგიტაცონ._მერე თავზე აკოცა და თან თმა მოუჩეჩა სიყვარულით. _მომიტაცონ არა ისა._დაიმორცხვა ლეომ და ისე გამომხედა._იცი, მარი ექიმო,_უცბადვე დასერიოზულდა._ცოტნე ცოცხალი აღარ არის. შევკრთი. მაკამაც გაოცებით შეხედა ბიჭს. _და რა მოუვიდა იმ შენს მეგობარს?_მან დამასწრო კითხვა. _ჩემს მაგივრად წავიდა მაღაზიაში და გზაში მანქანა დაეჯახა._ეს ისე სევდიანად თქვა, მივხვდი, ამ ამბავში თავს იდანაშაულებდა. _მისმინე ლეო._ისევ მის წინ ჩავიცუცქე და ისევ თვალებში მივაჩერდი დაჟინებით._შემთხვევით არაფერი ხდება ამ სამყაროში. ყველას თავისი ხვედრი და გზა გვაქვს გასავლელი. შეიძლება წვრილმანი რაღაცეები შევცვალოთ გინდ ჩვენი და გინდ ჩვენი მეგობრების ცხოვრებაში, მაგრამ მთლიანობას მაინც ვერ შევცვლით, ასე რომ ცოტნეს სიკვდილში შენ თავს ნუ იდანაშაულებ. _მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ დამეზარა და ის წავიდა... _მერე რა?_გამიკვირდა._იმან თავისი ცხოვრების გასავლელი გზა თვითონ გაიარა. ყველას ჩვენი ბედისწერა გვაქვს და ისე მოხდება, როგორც ზეცაში ვართ დაწერილები. შეიძლება სხვის მაგივრად ნემსი გავიკეთოთ, მწარე წამალი დავლიოთ, მაგრამ ცხოვრებას სხვის მაგივრად ვერ შევწყვეტთ ან გავაგრძელებთ. ნუ ფიქრობ იმაზე, რომ შენი ბრალია რაც ცოტნეს დაემართა. ძიძამ კმაყოფილი მზერა მომაპყრო და ჩურჩულით მომიხადა მადლობა. თურმე, ლეო მართლაც იდანაშაულებდა თავს იმ ბიჭის სიკვდილში და დეპრესიაც კი ქონია. გარკვეული პერიოდი დასჭირვებია, რათა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ დაუღწევია იმაზე ფიქრს თავი, რომ ცოტნეს სიკვდილში დამნაშავე იყო. ამ ამბავმა მართლაც შემძრა სულით-ხორცამდე. ჯერ ზრდასრული ადამიანისთვის რა რთულია დანაშაულის გრძნობით ცხოვრება და ახლა არასრულწლოვანისთვის. ჩემი ნომერი ჩაიწერა, ხომ შიეძლება თუ დამჭირდეს, დაგირეკოთო, დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. ნეტა, ქალბატონი დედიკო რა ჭკუაზე იყო, მაგის შვილს ასეთი სერიოზული პრობლემა რომ ქონდა? თუ, სულაც არ ადარდებდა ეს ფაქტი? ორი-სამი დღის მერე ვაპირებდი დარეკვას და მის მოკითხვას, მაგრამ მეორე დღესვე დამირეკა თვითონ. შევშფოთდი, მეგონა ლეოს რამე უჭირდა და ძიძა მირეკავდა, მაგრამ თვითონ ლეო იყო. მომიკითხა როგორ ხარო. მესიამოვნა მისი ეს ყურადღება და თან გამიხარდა, რომ კარგად იყო და არაფერი სჭირდა. იმ დღიდან მოყოლებული კი დავუახლოვდით ერთმანეთს და ტელეფონით გვქონდა ურთიერთობა. დღე როგორ უნდა გასულიყო, რომ ორჯერ მაინც არ დაგვერეკა ერთმანეთისთვის და არ დავინტერესებულიყავით ერთმანეთის მდგომარეობით და გუნება-განწყობით. მართალია ის ფაქტი არავის დაუდასტურებია, რომ ეს ბიჭი ჩემი ძმა იყო, მაგრამ მაინც საკუთარი დედმამიშვილივით მიყვარდა და მასზე ვღელავდი და შემტკიოდა გული. მსრთლაც რომ და-ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ისეც კი მოხდა, რომ მისმა გამოჩენამ ზეზვა და მისი დებიც კი გადამავიწყა დროებით. ოქტომბრის მიწურულს პირველი თოვლი მოგვივიდა დედაქალაქში. პატარა ბავშვივით უდიდესი სიხარულითა და ბედნიერების განცდით გავყურებდი ჩემი კაბინეტის ფანჯრიდან არემარეს, ბარაქიანად რომ ათოვდა და თეთრ სამოსელში ახვევდა ყველაფერს. მართალია, დიდხანს გაჩერების პირი არ უჩანდა თოვლს, მალევე დნებოდა, მაგრამ მაინც მიხარებდა გულს. დღის ბოლოს სხვა დღეებთან შედარებით გვიან ავიღე სამსახურზე ხელი და სახლში ვაპირებდი წასვლას, ფანჯრიდან ზეზვას რომ მოვკარი თვალი. ეს პერიოდი ლეოზე ვიყავი თითქოს გადართული და აღარც კი გამხსენებია ეს ბიჭი. მისმა დანახვამ ისე ამაფორიაქა და ამაღელვა, წამიერად გადამავიწყა კიდეც სახლში წასვლა. ვიდექი და მალულად გავყურებდი კლინიკის ეზოში მოწრიალე ბიჭს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ მე მელოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდგმებოდი ასე, მაკას რომ არ შემოეჭყიტა გაკვირვებულს და არ ეკითხა, სახლში აღარ აპირებ წასვლასო? _როგორ არა, უბრალოდ ჩავფიქრდი._დანაშაულზე წასწრებული ავწრიალდი და რომ არაფერი შეემჩნია, მაშინვე მზადებას შევუდექი. კლინიკიდან ერთად გავედით, მაგრამ უცბად რაღაც გაახსენდა, იქვე დამემშვიდობა და ისევ შებრუნდა შენობაში. შორიდანვე შემნიშნა ზეზვამ და აშკარად ბედნიერმა შემომღიმა. მის შემხედვარეს მეც გამეღიმა. ახლოს რომ მივუახლოვდი, ხელის ჩამორთმევით მომესალმა. _აქეთ ვიყავი და შემოგიარე._მომიბოდიშასავით._როგორ ხარ? მისი ხილვით ბედნიერი რომ ვიყავი, ეს ალბათ სახეზე მეწერა, რადგან სიხარულს ვერ ვმალავდი და ვერც სახეს ვიმორჩილებდი, რომ არ გამეღიმა. აშკარად შეყვარებული ვიყავი ამ ბიჭზე. _რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ. ნინი და თიკა ღელავენ უკვე... თან... მომენატრე._ცოტა ენის ბორძიკით კი მითხრა, მაგრამ ასეთ სითამამეს მართლა არ ველოდი მისგან. თითქოს გული გამიჩერდა თვალებში რომ შემომხედა. იყო ამ ბიჭში ისეთი რაღაც, რაც თავბრუს მახვევდა და მაღელვებ-მაფორიაქებდა. ჯერ ისევ ერთმანეთს შევყურებდით და ვერაფრის თქმა ვერ მომეხერხებინა, რომ ჩვენს შორიახლოს მანქანა შეჩერდა. სანამ მივხედავდი და დავინახავდი ვინ იყო, შიოს ხმაც ვიცანი. _ზოსიმეც აქ ყოფილა. ძალიანაც კარგი. მომყევით, კარგ ადგილზე მივდივართ. მე და ზეზვა მაშინვე ჩემს მანქანაში ჩავსხედით და მართლაც მივყევით უკან. ისეთი დაძაბული ვმართავდი საჭეს, თითქოს ცხოვრებაში პირველად ვიყავი მძღოლი. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს გარდა მისი სიცოცხლეც მებარა და მას უნდა გავფრთხილებოდი საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც კი. მართალია, თვალმოუშორებლად არ მომჩერებოდა ზეზვა, მაგრამ წამიერად მისი გადმოხედვაც კი საკმარისი იყო, რომ უარესად ავღელვებულ-ავფორიაქებულიყავი. მაბნევდა კიდეც მისი ეს წამიერი გამოხედვებიც და თან გულს სიამით მივსებდა. ინსტიქტურად მივყვებოდი ჩემს წინ მიმავალ შიოს და სანამ ერთ-ერთი რესტორნის წინ არ შევჩერდით, მანამ არ გამჩენია ის აზრი, სად მივდიოდით და ან მე რატო მივყვებოდი ასე ყურმოჭრილ მონასავით. _აქ რა გვინდა?_მანქანიდან გადასვლისთანავე ვკითხე გადაბადრულ და რაღაცით აღელვებულ შიოს. _თქვენი დახმარება მჭირდება. დახმარება მჭირდებაო? თითქოს ყურებს არ დავუჯერე და კითხვით სავსე მზერა ვესროლე. რაში სჭირდებოდა ვითომ ჩვენი დახმარება? _იცი, ჯიუტი დეიდაშენი ისევ წამეკიდა და უმძრახად დამადგა. შემორიგება მინდა, მაგრამ ჩემი ხმის გაგონება არ უნდა. დაურეკე და აქ მოიყვანე. _მოტყუებით რომ მოვიყვანო, ხომ იცი რომ მევ წამეკიდება?_გამიკვირდა. _კარგია ზოსიმეც რომ აქ არის. უთხარით, ვითომ აგარაკის მოწყობასთან დაკავშირებით გინდათ დალაპარაკება... _დაგვიჯერებს ვითომ? ან, მოუნდება რესტორანში წამოსვლა?_დავეჭვდი. _მთავარია მე არ მახსენო და მოვა, აი ნახავ. არ კი მინდოდა ბაიასთვის დარეკვა და მოტყუება, რადგან მისი ხასიათი ვიცოდი. მეც გამიბრაზდებოდა, ზეზვასაც და შიოსაც ზედ მოგვაყოლებდა, მაგრამ ეს საცოდავი ისეთი თვალებით მომჩერებოდა, მცირეოდენი ყოყმანის მერე მაინც დავურეკე ჩემს გადარეულ დეიდას და ჩვენთან მოსვლა ვთხოვე. _ვაჟბატონმა დაგარეკინაარა?_მაშინვე ეს მკითხა. ვიუარე კი, მაგრამ შიოს ვანიშნე, ხომ ხედავ ქალბატონ დეტექტივს ვერაფერს გამოაპარებ-მეთქი. ზეზვაზე მანიშნა, უთხარი რომ ესეც აქ არისო და მეც ენის ბორძიკით ვუთხარი, რომ მე და ზეზვა ვიყავით ერთად და მინდოდა რომმოსულიყო. _რას ლაპარაკობ, მესამე გინდა რომ ვიყო?_შეიცხადა._დატკბით რომანტიკული გარემოთი. _მე რომ ვიყავი, დაგავიწყდა?_უჩასთან პაემანი ვიგულისხმე. შიოსთან ამის თქმის მომერიდა, მაგრამ ბაია მაშინვე მიხვდა რასაც ვგულისხმობდი. _შენ რომ იყავი, შენ საჭირო იყავი. მე რა უნდა გავაკეთო მანდ? იქნებ რა უნდა გითხრას ბიჭმა და მე შევუშალო ხელი? _შენც საჭირო ხარ. აგარაკის მოწყობასთან დაკავშირებით უნდა შენთან დალაპარაკება. აგარაკის ხსენებაზე ხმაც კი შეეცვალა საგრძნობლად. დამპირდა, მალე მოვალო და გამითიშა თუ არა ტელეფონი, მაშინვე შიოს ვეცი. _შენი მანქანა გაიყვანე სადმე, თორემ რომ შენიშნოს, არც კი გაჩერდება და სახლშიც აღარ მიმიშვებს ამ ტყუილისთვის. მაშინვე დაფაცურდა. რომ მოვა, გაართეთ როგორმე და დანარჩენს მე მივხედავო. მისი წასვლიდან რამოდენიმე წუთში მართლაც მოვიდა ბაია. შორიდანვე ეჭვით შეგვათვალიერა "შეყვარებულები" და ცოტა უხერხულად შეშმუშნული მოგვიახლოვდა. ზეზვას ზრდილობიანად მიესალმა და მე მაინც მცირეოდენი ეჭვით გადმომხედა. _ეს რესტორანი საიდან შეარჩიე?_აშკარად იგრძნობოდა მის ხმაში ეჭვიც და სიბრაზეც. ზეზვაზე ვანიშნე, ამან მომიყვანა-მეთქი და ცოტა დამშვიდდა თითქოს. ზეზვა მაშინვე წამოდგა ფეხზე და ზრდილობიანად გამოუდგა სკამი მაგიდიდან. ქალბატონი კი გრაციოზულად ჩამოჯდა და მაინც ეჭვით შემომხედა. პროფესიიდან გამომდინარე, ეტყობოდა, რომ მაინც არ მენდობოდა ბოლომდე. _ერთი კვირით დასავლეთში ვიყავი რაღაც საქმეზე და იქ ვნახე კეთილმოწყობილი ეზოები. ვიფიქრე, დაგაინტერესებდა._ზეზვამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და დეიდაჩემს ფოტოების სანახავად დაუდო წინ. მადლიერებით სავსე მზერით რომ შევხედე, წამიერად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს. გამიხარდა, ტყუილების თქმა რომ არ დამჭირდა და უფრო სიმპატიით განვიმსჭვალე მის მიმართ. ბაია მაშინვე ფოტოების დათვალიერებას შეუდგა და მისი სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ ძალიან მოსწონდა და კონკრეტული ფოტოს არჩევა უჭირდა. ბოლოს, ისე გაერთო მათი თვალიერებით და მე კიდე მისი ყურებით, რომ როდის შემოვიდა შიო უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგულით ხელში, ვერც ერთმა ვერ შევნიშნეთ, სანამ ახლოში არ მოვიდა. _განა არა, მივხვდი, რომ ამის ხელი ერია, მაგრამ ამასაც თუ აიყოლიებდით, არ მეგონა._ზეზვაზე მანიშნა და მაშინვე ფეხზე წამოდგა. შიომ მის წინ რომ ჩაიმუხლა, მივხვდი, დიდებული ხელის თხოვნის მოწმეები ვიყავით, მარტო ჩვენ კი არა, დარბაზში დამსწრე საზოგადოებაც. ალბათ, დეიდაჩემიც მიხვდა და აღელდა კიდეც, მაგრამ ბაია რის ბაია იყო, ასე ადვილად დანებებოდა ვინმეს და დაეყარა ფარ-ხმალი? _ნეტა არ ტინგიცობდე რაღაცას._ცოტა ლმობიერად გაუწყრა აფორიაქებულ ვაჟს. _დავიღალე უკვე ამდენი უთქმელი სიტყვებით... მაპატიე, რამე გაუაზრებლად და უნებლიეთ თუ გაწყენინე. მიყვარხარ და ვიტანჯები შენი სიცივით. ძალიან გთხოვ, შემირიგდი და თუ ცოლადაც გამომყვები, ჩემზე ბედნიერი კაცი არავინ იქნება მთელს დუნიაზე._ჯიბეს მოუხერხებლად დაეჯაჯგურა, საიდანაც გულის ფორმის წითელ პატარა კოლოფს აშკარად არ უნდოდა ამოსვლა. რის ვაი-ვაგლახით ამოაძვრინა, გახსნა და ოქროს ბეჭედი გამოაჩინა._ამდენი მოწმის თანდასწრებით გეკითხები, გამომყვები ცოლად?_თან ისე მიაჩერდა დაბნეულ ბაიას, თითქოს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეტანა მისთვის. მე ხომ დავიბენი და დავიბენი, მაგრამ ბაიას რომ შევხედე, ის იყო თუ იყო დაბნეული. გაოცებული და ამავე დროს გაკვირვებული მისჩერებოდა ხან მის წინ ჩამუხლულ შიოს და ხან მის ხელში აბრჭყვიალებულ ბეჭედს. აშკარად არ მოელოდა მისგან ამ ნაბიჯის გადადგმას და ძნელი გამოსაცნობი იყო უხაროდა თუ სწყინდა და მხოლოდ ღმერთმა უწყიდა, თანხმობას ეტყოდა თუ უარს ეს გადარეული. პასუხმა რომ დააგვიანა და პაუზა საშინლად გაიწელა, უწინდელი რიხი საღაც გაუქრა შიოს და ახლა უკვე შემკრთალმა გაუმეორა კითხვა. _გამომყვები ცოლად? მეც კი დავიძაბე პასუხის მოლოდინში და შიო რა დღეშიც იქნებოდა, ნათლად ვხვდებოდი. ერთი ორჯერ ზეზვას მზერაც დავიჭირე, რაღაცნაირი ღიმილით რომ მომჩერებოდა და უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. უფრო იმიტომ, რომ ბაიას ადგილზე ჩემი თავი წარმოვიდგინე და შიოს ადგილზე ზეზვა. _მეხუმრები?_როგორც იქნა ამოიჩურჩულა ბაიამ. _ამ თემაზე ხუმრობა გაგონილა?_უარესად დაიძაბა შიო._ძლივს გავბედე სერიოზული ნაბიჯის გადადგმა და ამასაც ხუმრობაში მითვლი? ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ. მართლა მიყვარხარ და მინდა დარჩენილი სიცოცხლის წლები ერთად გავატაროთ. მინდა, ჩემი ცოლი იყო. გამომყვები ცოლად? _მერე, მე რომ ნერვებს მოგიშლი?_გაეღიმა ბაიას. _თანახმა ვარ ყოველ დღე, თანაც დილა-საღამოს მიშლიდე ნერვებს... _ხომ იცი, რომ ვერაფერს გამომაპარებ, უბრალოდ ცერზე გახედვასაც კი... _არ ვაპირებ შენს გარდა ვინმეს ვუყურო._ეს ისეთი დარწმუნებით თქვა, ბაია ლამის ბოლო ხმაზე აკივლდა სიხარულით, მის წინ ჩაიცუცქა და გადაეხვია. _მაშინ თანახმა ვარ._სიხარულისგან პატარა ბავშვივით აზლუქუნდა და მის შემხედვარეს, მეც დამისველა ცრემლმა თვალები. შიომ კოლოფიდან ბეჭედი ამოაძვრინა და ბაიას მოარგო თლილ თითზე. _ზუსტად ჩემი ზომაა. იცოდი? _საყვარელი ქალის შესახებ კაცმა ყველაფერი უნდა იცოდეს._ისეთი სიამაყით გამოუცხადა საყვარელ ქალს, გამეღიმა. მერე ფეხზე წამოიმართა და ქალიც წამოაყენა. შიოსი რა ვთქვა, მაგრამ მე კი გაოცებულ-გაოგნებული ვიყავი ბაიას ქმედებით. მართალია, სახეზეც და ქცევებზეც აშკარად ეწერა, რომ ძალიან უყვარდა ეს "ქაფჩით შეღონებული", მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რატომღაც, რომ ცოტას აწვალებდა და ისე ეტყოდა პასუხს. კარგია, რომ შევცდი. ისეთი ბედნიერი თვალებით უმზერდნენ ერთმანეთს, ერთ რამედ ღირდა მათი ხილვა. ამ სიყვარულის და მათი მომავალი ერთად თანაცხოვრების აღსანისნავად მშვენიერი სუფრა შეუკვეთა აღფრთოვანებულმა შიომ და გვარიანად მოვულხინეთ. მისი რა ვთქვა, მაგრამ მე კი მართლაც გაოცებულ-გაოგნებული და ბედნიერიც კი ვიყავი საქმის ასე შემოტრიალებით. უფრო იმიტომ, რომ მარტო მათი ბედნიერების საღამო კი არ იყო, მე და ზეზვაც დავახლოვდით. თან ისე, რომ დამშვიდობებისას ნომრებიც კი გავცვალეთ. არ კი გვეთმობოდა არცერთს ერთმანეთი, მაგრამ სამუდამოდ იმ რესტორანში ხომ არ დავრჩებოდით? ბიჭები ერთად წავიდნენ, მე და ბაია კი ერთად წამოვედით. გამიკვირდა, სახლში მისულმა მაშინვე რომ წაიძრო თითიდან ბეჭედი და ჯიბეში შეინახა. ჩემი გაოცებული მზერა რომ იგრძნო, დამამშვიდა. _ამისთვის სტალინას შემზადება მჭირდება. ჯერ მეც გაოგნებული ვარ და მასაც ხომ არ გავაოგნებ ამ ამბით? ნელ-ნელა შევაპარებ, თორემ გაგიჟდება და გადაირევა ქალი. სადღაც მართალიც კი იყო, მაგრამ შენი ბედნიერების ადამიანს არც უნდა გრცხვენოდეს და არც უნდა გერიდებოდეს. პირიქით, შენი ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდეც რომ დაგჭირდეს. ის დღე ჩემი და ზეზვას ურთიერთობის დასაწყისის საწინდარიც გახდა. დილა, შუადღე, საღამო ყოველთვის მკითხულობდა და სასიყვარულო ესემესებს მწერდა. ამ მორიდებულ და "დაბდურ" ბიჭში ამდენი რომანტიკა თუ იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა. გაღვიძებისთანავე მხვდებოდა ტელეფონის ეკრანს აწებებული მისი სიყვარულით სავსე შეტყობინება და გულს საამოდ გაუდიოდა ბაგი-ბუგი. სამსახურშიც მკითხულობდა როგორ ვიყავი და ხომ არ დავიღალე. ყოველ საღამო არა, მაგრამ უმეტესად ერთად ვსეირნობდით ხან კაფეში, ხან რესტორანში და ხანაც კინოთეატრში. მოკლეთ, მართლაც შეყვარებული წყვილი ვიყავით. არც ბაია და შიო კარგავდნენ დროს და უმეტესად ერთად დადიოდნენ ისინიც. ბაიას დაპირება, რომ სტალინას შეამზადებდა მის მომავალ ქორწინებასთან დაკავშირებით, დაპირებად დარჩა. მართლა მასე ეშინოდა დედის, თუ უბრალოდ მოუცლელობის და დაუდევრობის ბრალი იყო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ორი კვირის მერე შიოს მშობლები რომ გვესტუმრნენ სახლში, ისე რომ ამის შესახებ ბაიაც კი არ იყო ინფორმირებული და ბებია-ბაბუას შვილის ხელი სთხოვეს თავიაანთი მართალია უსწავლელი, მაგრამ სამაგიეროდ მშრომელი შვილისთვის, ჩვენი "სტალინა" სერიოზულად გაოგნებული და თვალებდაჭყეტილი დარჩა კარგა ხანს, რასაც ბაბუაზე ვერ ვიტყოდი მაგას. მას აშკარად ეწერა სახეზე სიხარული. ჯერ ერთი, შვილი შინაბერად არ დაურჩებოდა და მეორე, მისი მომავალი ქმრის კანდიდატურა მოსწონდა. დავუბრუნდეთ ისევ სტალინას. მზია დეიდამ, ანუ შიოს დედამ გამბედაობა რომ მოიკრიბა და ქალბატონ ეთერის მათი მისვლის მიზეზი ცოტა აღელვებულმა აუწყა, წამიერად გაშრა. თვალები მართლაც დაეჭყიტა და ხან მზიას უყურებდა, ხან გოგიას, მზიას ქმარს და ხან კმაყოფილი სახით მდგარ ბაბუას. ბაიამ მომავალი დედამთილ-მამამთილი რომ დაინახა და მათი მოსვლის მიზეზს მიხვდა, მაშინვე თავის ოთახში შეიკეტა და იქიდან ცხვირი აღარ გამოუყვია გარეთ. მე ინტერესის გამო უფრო დავრჩი. ბებიას რეაქცია მაინტერესებდა უდიპლომო სასიძოზე. გვიან გაიაზრა მზიამ რაც უთხრა. მე ვფიქრობ უფრო იმიტომ, რომ არ ეგონა ამას თუ გაუბედავდა ვინმე. _რაო, რა თქვი?_გარეგანი სიმშვიდით ძლივს ამოულუღლუღა გაბრაზებულმა. _ჩვენს შვილებს ერთმანეთი უყვართ და როგორც ტრადიციების მიმდევარი ოჯახი, მისი ხელის სათხოვნელად მოვედით. _ვის გავაყოლო ჩემი შვილი, შენს უსწავლელ შვილს?_აქ კი აენთო ბებია._დამეკარგენით აქედან. მაგის თქმა ერთხელ გაბედეთ და მეორედ აღარ მიჰქაროთ! _მოიცა ეთერი._როგორც ყოველთვის მშვიდად და მღელვარების გარეშე თქვა ბაბუამ._ბავშვებს უყვართ ერთმანეთიო და მათ სიყვარულს წინ აღუდგები? _რომელ სიყვარულზე მელაპარაკები? პირველი კლასიდან მოყოლებული მეგობრობენ ერთმანეთთან. სიყვარული და მეგობრობა ერევათ ერთმანეთში! _მითუმეტეს, ამდენი წლის ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. პატარები ხომ აღარ არიან რამე შეეშალოთ?_არ დაუთმო ბაბუამ. _მერე და ვის გავაყოლო ჩემი შვილი, ამათ უსწავლელ შვილს? _მართალია, ნასწავლი არ არის ჩემი შვილი, მაგრამ ზრდილობიანი, მშრომელი და პატიოსანია._მზიას ეწყინა ბებიას სიტყვები._რამდენი დიპლომიანი ვიცი, თავში რომ არაფერი უყრიათ, მშობლებსაც ანერვიულებენ და საზოგადოებაშიც ვირები არიან. მშობლების კისერზე სხედან და შრომას თაკილობენ... ჩემს შვილს სამსახურიც აქვს, კარგი ხელფასიც, საკუთარი ბინაც, მანქანაც და აღზრდაც არ აკლია. ხელისგულზე აცხოვრებს შენს შვილს. _არც ჩემს შვილს აკლია სამსახური, კარგი ხელფასი და მანქანა, აქეთ შეინახავს შენს შვილს! _მორჩი ეხლა!_მკაცრად გააფრთხილა ბაბუამ ცოლი._ჯერ ბაიას ვკითხოთ რა აზრის არის._მერე მე მომიბრუნდა._წადი დაუძახე, გამოვიდეს. მაშინვე დავფრთხი და ლამის სირბილით გავქანდი მისი ოთახისკენ. ისეთი აღელვებული და აფორიაქებული დამხვდა, გულწრფელად შემეცოდა. _ბაბუა გეძახის._აქოშინებულმა ძლივს ვუთხარი. _ვიცი._ლამის ჩურჩულით მითხრა._იცოდე, სტალინა თუ წინააღმდეგი წავა, გავიპარები._ეს ისე დაქადნებით მითხრა, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს სტალინას უარი. ერთი-ორჯერ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა დასამშვიდებლად და თითქოს ეშაპოტზე მიდიოდა, ისეთი სახით გავიდა მშობლებთან და სტუმრებთან. (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.