შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები 1970-დან (თავი II)/DNF


23-07-2021, 03:22
ავტორი ტესსა
ნანახია 2 912

---



ამასობაში კიდევ ერთი კვირა მიილია.

ამ მომენტში დრიმი ისევ ჯორჯს ესაუბრებოდა. ისინი ახლა გარკვეული კატეგორიების საყვარელ საგნებზე საუბრობდნენ.
"ჰმმმმ" - დაფიქრდა ჯორჯი, - "საყვარელი ცხოველი?
დრიმი წამოდგა, პატარა საწოლთან მივიდა რომელიც იქვე იატაკზე იდგა და ფრთხილად აიყვანა თავისი კატა პათჩეს, - "კატები. უთხარი გამარჯობა პათჩ..."
მან პათჩეს ტელეფონი მართლაც მიუახლოვა ცხვირთან, მაგრამ რაღაცნაირად ეს ქალბატონი ახლა გამარჯობის თქმის ხასიათზე სულაც არ ბრძანდებოდა.
"ის უხასიათოდაა."
ჯორჯმა გაიღიმა, - "შენ ის ძალით გააღვიძე?"
დრიმმა კატა საწოლში დააბრუნა, - "თუ შეიძლება, უკომენტაროდ."
ჯორჯმა გადაიხარხარა, - "მეც მომწონს კატები." - უთხრა მან, - "თანაც ადრე მყავდა."
"კატის მოყვარულები ყველაზე საუკეთესოები არიან." - მიუგო დრიმმა და ჯორჯიც შეთანხმებულად დაეთანხმა მას.
"რა არ გვიკითხავს?" - ფიქრი ხმამაღლა დაიწყო ჯორჯმა ცოტახნიანი დუმილის შემდეგ.
დრიმმა ფანჯრიდან გაიჭყიტა და დაინახა კაცი, რომელიც მისი მეზობლის სახლის სავალ ბილიკზე გადმოვიდა. მეზობელი ქალი კი გარეთ გამოვიდა და გაიღიმა როდესაც კაცმა მას დიდი წითელი ვარდების თაიგული მიართვა. მან ბედნიერმა გამოართვა თაიგული კაცს და მადლობის ნიშნად გადაეხვია. კაცმა გოგონა ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა.
დრიმმა უეცრად დაასკვნა რომ ისინი ერთმანეთს დიდი ხნის შემდეგ პირველად ხედავდნენ. ასეთი სახის მომენტები მას ოდნავ აღიზიანებდა კიდეც და ეჭვიანობდა ამის გამო. მას ხომ არასდროს ჰქონია ასეთი სერიოზული ურთიერთობები, გარდა ერთისა რომელიც ჩვეულებრივად კატასტროფულად დასრულდა.
მასაც სურდა ასე ვინმესთვის ყვავილების ჩუქება.
"დრიმ? ჩუმად ხარ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შენი აზრების მესმის!" - წამოიძახა მოულოდნელად ჩამოწოლილი დუმილის შემდეგ ჯორჯმა.
"ბოდიში" - მოუბოდიშა მან, - "მაგრამ მე კითხვაზე ვფიქრობდი..."
ჯორჯი თითქოს დამშვიდდა, - "კარგი და რა არის?"
"რა არის შენი საყვარელი ყვავილი?" - დრიმს მეტი აღარ შეეძლო ასე ეცქირა ამ ბედნიერი წყვილისთვის, ამიტომ მან თავისი ჟალუზები დახურა და უმალ გადაწია თეთრი ფარდები.
"ბევრი არ ვიცი ყვავილებზე." - წამოიწყო ჯორჯმა, - "მაგრამ მე ძალიან მომწონს ორქიდეები და კალენდულები."
დრიმმა ზუსტად იცოდა რა ყვავილებიც იყო ესენი, რადგან იგი დედამისს ყვავილების მაღაზიაში წლების განმავლობაში ეხმარებოდა. მან იცოდა ეს ყვავილები და ასევე ისიც თუ როგორ უნდა ეზრუნა მათზე. მას ისინი ძალიან უყვარდა.
ის ჩაფიქრდა ჯორჯის პასუხზე, - "რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო?"
"ნუ, ორქიდეები დედაჩემის ქორწილის ყვავილები იყო. ისინი ყველგან იყვნენ." - აუხსნა ჯორჯმა, - "და რაც შეეხებათ კალენდულებს, ისინი უბრალოდ მშვენიერები არიან."
"მაგარია! ახლა უკვე ვიცი რა ყვავილებიც უნდა გამოგიგზავნო!" - გაიხუმრა დრიმმა, თუმცა სანახევროდ.
"და მერე მაგან როგორ უნდა იმუშაოს, რანაირად გამოვა?" - დაინტერესდა ჯორჯი.
"მე აქამდეც გამომიგზავნია შენთვის ნივთები." - აუხსნა დრიმმა.
"ყვავილები 1970-დან ვერ იცოცხლებენ ორმოცდაათი წელი დროის კაფსულაში, დრიმ."
დრიმმა ამოიოხრა, - "ეგ ვიცი", - და კედელს მიეყუდა, - "გავერკვევი ამაში."

დრიმი ასე 70-ს იქნებოდა, თუ ჯერ კიდევ არსებობდა ჯორჯის დროში. ეს ფაქტი და ამაზე ფიქრი მას ფიზიკურ ტკივილსაც კი აყენებდა, მაგრამ მაინც გამონახა გზა, თუ როგორ გაეგზავნა ყვავილები 2020-ში.
მას შესანიშნავი იდეა დაებადა, - "ჯორჯ, ახლა მაღაზიიდან რაღაცის მოსატანად უნდა წავიდე, მაგრამ ამაღამ ისევ დაგირეკავ."
უცებ ჯორჯი შეყოვნდა სანამ არ უპასუხა. "მაშინ დროებით." - და მერე ორივემ გათიშა.




---



დრიმი მანქანით წავიდა ყველაზე ახლოს მყოფ ყვავილების მაღაზიაში. ეს შენობა მისი სახლისგან ყველაზე ახლოს მდებარეობდა და ჩაშენებული იყო ღამის კლუბსა და წიგნების მაღაზიას შორის. როგორც კი შიგნით ფეხი შედგა, იმ წამსვე ნაირ-ნაირი ყვავილების სასიამოვნო სურნელი დაატყდა თავს, მაგრამ ეს შეგრძნება ძალზედ სუფთა და ამასთანავე მთლად ახალი იყო. კართან მყოფი ზარიც ეგრევე აწკრიალდა, როდესაც მან კარი გააღო და ეს ძალიან მოეწონა.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება." - კაცი, მაღაზიიდან, რომელსაც წინსაფარი ეკეთა და ჭერზე ჩამოკიდებულ რამოდენიმე პაწაწინა მცენარეს აყურადებდა მიესალმა მას, - "რაიმე სპეციალური გჭირდებათ, სერ?"
დრიმი მიუახლოვდა კაცს, - "დიახ სხვათაშორის, თქვენ თესლებსაც ყიდით?"
კაცი ნელა დაეშვა კიბეებიდან და დრიმს გაუღიმა, - "რა თქმა უნდა თესლებსაც ვყიდი, გამომყევით."
დრიმი გაყვა ახალგაზრდა კაცს თესლების შეკვრებისა და სხვადასხვა მებაღეობის საშუალებებისკენ.
"ისინი ანბანის მიხედვითაა განთავსებული ამ პატარა უჯრებში" - აუხსნა გამყიდველმა, - "შემიძლია რომ ესენი მთლიანად გადმოვალაგო, მაგრამ თუ რაიმე განსაკუთრებულს ეძებ მითხარი რომ მოვძებნოთ." - მან კვლავ გაიღიმა, სანამ დაბრუნდებოდა იგივე ადგილას, სადაც მანამ მუშაობდა.
დრიმმა გაიცინა და იქაურობას ამ ახალგაზრდა კაცის ენერგიით გახალისებული გაერიდა. შემდეგ მივიდა იმ პაწია უჯრებთან და ორქიდეის თესლებს დაუწყო ძებნა, თუმცა ვერ იპოვა. დრიმს ძალიან ერიდებოდა კაცისთვის დაძახების, ასე რომ მან კვლავ გადაწყვიტა მისულიყო კაცთან საკითხავად რომ ამასობაში შემთხვევით წააწყდა კალენდულას თესლებს. რაღაცნაირი გამართლებით დრიმმა უჯრა გამოხსნა და თვალი მოჰკრა უკანასკნელ კალენდულას თესლების პაკეტს, აიღო ის და ისევ გამყიდველთან მივიდა.
"უკაცრავად!" - გამყიდველი ახალგაზრდა კაცი კიბეებზე მცენარეების პატარა ფოთლების სანახავად იყო ასული. მან ჩამოიხედა, - "ოჰ, გამარჯობა, იპოვნეთ რაიმე თესლი?"
დრიმმა თავი დაუქნია, - "დიახ, მაგრამ თქვენ ორქიდეას თესლები არ გაქვთ?"
კაცმა წარბები შეჭმუხნა, - "სამწუხაროდ არა. მათი თესლიდან სწორად გაზრდა წლებს მოითხოვს, მე კიდევ არ შემიძლია მათი ხელიდან გაშვება ასე უბრალოდ გასაყიდად."
დრიმმა მიანიშნა რომ სრულიად ესმოდა კაცის, - "არაუშავს, ეგ არაფერი." - გაუღიმა მან, - "მაშინ მხოლოდ ამეებს ავიღებ." - და აჩვენა თესლის კოლოფი.
"კალენდულები! ქოთნის მარიგოლდები... ძალიან ლამაზები არიან, როდესაც იზრდებიან." - მიუგო კაცმა დრიმს და კიბეებიდან ხელახლა დაეშვა მისახედად.
"დიახ" - დაეთანხმა დრიმი, - "ადამიანი, რომლისთვისაც ეს მინდა ისიც იგივეს ფიქრობს.
"გამოდის რომ შენს გოგოს მცენარეების მოვლა უყვარს?"
დრიმი ამ ერთი შეხედვით უდანაშაულო შეკითხვაზე ოდნავ დაიბნა, - "ცოტა ჩახლართულადაა საქმე."
"როგორც ყოველთვის." - დაეთანხმა გამყიდველი, - "ჩემს პატარა ქალბატონს სძულს ყვავილები, ასე რომ ეს ჩემთვისაც ჩახმართულია."
"კი მაგრამ ვის შეუძლია ყვავილების შეძულება?"
"როგორც ჩანს მას ალერგია აქვს." - დაიწუწუნა კაცმა უნამუსოდ სანამ დრიმს კოლოფს მიაწვდიდა და ფულს გამოართმევდა.
დრიმმა საპასუხოდ გაუღიმა და მიუგო, - "ძალიან დიდი მადლობა..." - მან თვალი მოავლო კაცის წინსაფარს, სადაც მისი სახელი ეწერა, - "კარლ!"
"არაფერს სერ." - დაემშვიდობა ბედნიერად, სანამ ისევ ყვავილების მოსავლელად არ მიბრუნდებოდა.


--


დრიმი დაბრუნდა სახლში, თესლის კოლოფი დროის კაფსულაში მოათავსა და ჩვეულებრივ ადგილას დამარხა, სადაც უნდა დაემარხა. შემდეგ დაურეკა ჯორჯს და აცნობა მას რომ ის ნამდვილად გაერკვა იმაში თუ როგორ უნდა გაეგზავნა ყვავილები 1970-დან.



---


ჯორჯს ერთ ხელში ორმოცდაათი წლის თესლების კოლოფი ეკავა, ხოლო ყურმილი მეორეში, - "დრიმ! აზრზე არ ვარ როგორ უნდა გავზარდო ეს ყვავილები, თანაც ამისათვის არანაირი მარაგი არ მაქვს."
"შენ არ უნდა გაზარდო ისინი. შენ შეგიძლია უწოდო მათ ყვავილები, რადგან ტექნიკურად ისინი არიან."
ჯორჯმა თავი გააქნია, - "არა, ერთადერთი რაც მე დამრჩენია ეს მხოლოდ მათი გაზრდაა! პლიუს ამას, როგორც ჩანს კვლავ ახალი ჰობით უნდა დავკავდე და გარდენინგი საკმაოდ სახალისო რამ ჩანს საცდელად.
"მე იმ რაღაცეების სია დავტოვე კონტეინერში რაც ამისათვის დაგჭირდება." - შეახსენა დრიმმა მას. ჯორჯმა სწრაფადვე გახსნა კაფსულა და იქ უდავოდ დახვდა ფურცელი, რომელზეც ქათმის ნაკაწრებისდაგვარი(წერის სტილის ერთგვარი სახეობა, ინგლისურად როგორც - 'Chicken scratch handwriting', ნიშნავს არეულ, ზოგჯერ გაუგებარ, გაკვრით ნაწერს)*
"ლამაზი ხელწერა გაქვს."
"ოჰ..." - ჩაიხითხითა დრიმმა, - "მაგაში კარგი არასდროს ვყოფილვარ!"
ჯორჯმა ფურცელი გადაიკითხა, - "წინააღმდეგი თუ არ იქნები, ახლავე გავალ მარაგის საყიდლად, სანამ დაბნელებულა."


--


დრიმმა ამოიოხრა. მან თავი ოდნავ ეგოისტად იგრძნო როგორს სხვა ასეთ დროს, რადგან ყოველთვის სურდა ყოფილიყო ის პიროვნება, რომელთანაც ჯორჯი ატარებდა დროს, მაგრამ მაგდენი ესმოდა რომ მას თავისი ცხოვრება ჰქონდა.
"კარგი." - თქვა მან, - "შემიძლია მოგვიანებით დაგირეკო?"


--


"დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ უეჭველი სცადე." - უპასუხა ჯორჯმა, ჟაკეტი შემოიცვა და გასაღებს ხელი დასტაცა.
"მაშინ ამჟამად ნახვამდის, ჯორჯ." - მიუგო დრიმმა ტელეფონიდან.
"ნახვამდის, დრიმ." - უპასუხა ჯორჯმა სანამ ყურმილს დაკიდებდა და გარეთ თავისი მანქანისაკენ გაემართა. მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონის პროგრამას ჰკითხა, - "ყველაზე ახლოს მყოფი გარდენინგ მაღაზია."
ტელეფონმა ცოტაოდენი პაუზა აიღო სანამ უპასუხებდა, - "კარგი, მე ვიპოვე გარდენინგ მაღაზია შენთან ახლოს."
პირველივე მაღაზია მხოლოდ 0.5 მილის მოშორებით იმყოფებოდა, რომელიც საშნლად ახლოს იყო, ასე რომ მან ის აირჩია და მანქანა სავალი გზისაკენ გაიყვანა.



--


ჯორჯი ყვავილების მაღაზიაში შევიდა, რომელიც შიგნიდან უფრო სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდა. მან გარშემო მიმოიხედა და იქვე ერთი მოხუცი კაცი შეამჩნია რომელიც ნიადაგის რიგს რწყავდა.
"ოჰ, გამარჯობა." - გაიღიმა კაცმა ბედნიერად, - "რით შემიძლია დაგეხმაროთ, სერ?"
ჯორჯმა დააპირა დრიმის სია მოხუცი კაცისთვის მიეცა, თუმცა ახლაღა გაახსენდა რომ ის როგორღაც სახლში დარჩა.
"კარგად ხართ სერ?"
"თქვენ იცით როგორ უნდა დამეხმაროთ იმის შეძენაში რაც გარკვეული ტიპის ყვავილის გაზრდისათვის მესაჭიროება?" - იკითხა ჯორჯმა ზრდილობიანად.
"ვიცი თუ არა?" - მოხუცმა კაცმა სუპერგმირივით შემოირტყა დოინჯი და ჯორჯი განცვიფრებული იყო თუ როგორ შეეძლო მას კვლავაც ასე ენერგიულად ყოფნა თავის ასაკში, - "რატომ ვარ ალბათ ყველაზე საუკეთესო მრჩეველი მთელს ქალაქში ახალგაზრდა ყმაწვილო? რას ზრდი?"
"კალენდულებს." - ჯორჯმა თესლის კოლოფი აჩვენა კაცს.
მოხუცმა ბრენდსა და ეტიკეტს დაკვირვებით დახედა, - "რატომ არის ეს ჩვენი ერთ ერთი კოლოფი! ჩვენ ხომ ეს ყვავილები მაღაზიაში სამოცდაათიანების მერე აღარ გვქონია. საინტერესოა შენ საიდან გაქვს?"
"ჰმ..." - ჯორჯმა კეფას წვალება დაუწყო, - "ძველ უჯრაში ვიპოვე..."
კაცმა მას სკეპტიკურად გადახედა, - "კარგი მაშინ მე შემიძლია წავიდე და ყველაფერი მოგიძებნო რაც გჭირდება, შენ კი აქ დამელოდე და თუ მოისურვებ შეგიძლია დაათვალიერო აქაურობა."
ჯორჯმა წარბები აზიდა, - "ოჰ, მე შემიძლია დაგეხმაროთ, თუ მოისურვებთ." - შესთავაზა მან, თუმცა გამყიდველმა გააფთრებულმა გაუქნია თავი.
"არა, არა! თვეებია შენნაირ მომხმარებლებს აღარ დავხმარებივარ! შესაძლოა წლებიც... მომეცი საშუალება ისევ შევასრულო ჩემი სამუშაო." - დაარწმუნა მან.
ჯორჯმა საშინლად იგრძნო თავი იმის გამო თუ როგორ ძალიან ნელა და მშრალად მიდიოდა კაცის ბიზნესი და დაეთანხმა მას. რამოდენიმე წუთის შემდეგ (წარმოუდგენლად სწრაფად) კაცი იმ ძირითადი მასალებით ხელში დაბრუნდა, რომლებიც ყვავილების გასაზრდელად იყო საჭირო. ჯორჯი მას დახლამდე მიჰყვა, - "მადლობა."
"არაფერია. აბა, რატომ დაინტერესდი მებაღეობით?" - ჰკითხა მოხუცმა გამყიდველმა, სანამ საჭირო ნივთებს შეფუთავდა.
ჯორჯი ცოტაოდენი ხნით დაფიქრდა, - "უბრალოდ მინდოდა მენახა თუ ამ ძველ ყვავილებს გაზრდის რაიმე შანსი გააჩნდათ."
"მაშინ შენ ძალიან დიდი სიყვარული და მოთმინება დაგჭირდება, თუ გინდა რომ ნახო როგორ ამოდის მიწიდან მცენარე, რომელიც 1970-დანაა თუ რაღაც მსგავსი..." - მიუგო კაცმა ჯორჯს სანამ ამ ყველაფრის ჯამურ ღირებულებას ეტყოდა, რომელიც ძალიან იაფი იყო. ჯორჯმა ას დოლარიან ბანკნოტს დახედა, - "ხურდა დაიტოვეთ" - და გაუღიმა.
მოხუცს თვალები გაუფართოვდა, -
"ვაჰ, მადლობა. იცი? ძალიან ბედნიერი ხარ რომ შეგიძლია ყვავილები სახლში გაზარდო, მე არ შემიძლია."
"და რატომ?" - დაინტერესდა ჯორჯი სანამ ყველა შეძენილ საგანს შეინახავდა.
"ჩემს მეუღლეს სძულს ყვავილები." - უპასუხა მან.
"სძულს? კი მაგრამ საერთოდ ვის შეუძლია ყვავილების შეძულება?" - წამოიძახა ჯორჯმა.
კაცმა გაიღიმა, - "მას ალერგია აქვს."
ჯორჯს გაუკვირდა. ყვავილების მაღაზიის მფლობელი, რომლის ცოლსაც ყვავილებზე ალერგია აქვს?
"ვაუ, მაშინ საქმე ჩახლართულად უნდა იყოს!"
"როგორც ყოველთვის!" - უპასუხა მოხუცმა ფართო ღიმილით, - "მაგრამ ერთად უკვე ორმოცდაათი წელია ვცხოვრობთ, ასე რომ საქმე ისევ ისე რთულად აღარ უნდა იყოს, - დაასკვნა მან გახარებულმა. უეცრად კაცი ოდნავ შეირხა და აკანკალდა.
"კარგად ხართ, სერ? - ჰკითხა ჯორჯმა.
"ოჰ, დიახ..." - და სიბრალულით გაიღიმა, - "მგონი რაღაცნაირად უცნაური დეჟავუს შეგრძნება მაქვს. მოკლედ ჩემი სახელია კარლი და თუ კი რამე დაგჭირდება შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე!"
ჯორჯმა მიუგო, - "დარწმუნებული ვარ მოგმართავ, კარლ! დიდი მადლობა."



--


ჯორჯი სახლში დაბრუნდა და შეძენილი ნივთები თავისი საძინებლის იატაკზე განათავსა. შემდეგ გადახედა მაგიდაზე დარჩენილ დრიმის სიას და ყველაფერი გადაამოწმა.
მალე ტელეფონმა დარეკა. ჯორჯმა ყურმილი აიღო.
"გამარჯობა დრიმ, ყველა საჭირო ნივთი შევიძინე."
"კარგია, გამოდის რომ ყვავილების გაზრდას მალე დაიწყებ?" - ჰკითხა მან.
ჯორჯმა თავისი ახალი ნივთები მალე გადაანაწილა, - "ალბათ, ამ დღეებში დაკავებული არ ვარ."
"კარგია." - გასაგონად გაიღიმა დრიმმა.
"ძალიან სახალისო იყო, ისეთ კარიერისტ კაცს შევხვდი, რომელიც აქამდე არ მინახავს!"
"და ეგ მე ვიყავი?"
გაიხუმრა დრიმმა.
ჯორჯმა თვალები გადაატრიალა, - "არა, ის კაცი მაღაზიის მფლობელი იყო."
"BUMMER! არა, ეგ არ ვიქნებოდი." - მიუგო მან მსუბუქად, - "როგორც არ უნდა იყოს, რატომ იყო ის სახალისო?"
ჯორჯი თავისი საწოლის პირას ჩამოჯდა და ჟაკეტი გაიხადა.
"წარმოიდგინე, ის ყვავილების მაღაზიის მფლობელია და ამ დროს მის ცოლს ყვავილებზე ალერგია აქვს!"
ყურმილიდან დაუჯერებელი სიწყნარე გაისმა.
"დრიმ?"
"არ არსებობს!"
დაიყვირა მან უეცრად.
"რა იყო?"
"კარლი ერქვა?"
იკითხა დრიმმა აღელვებით. ჯორჯს თვალები გაუფართოვდა.
"ხ-ხო... შენ რა, იცნობ მას?"
"ეგ ის არის ვისგანაც თესლები შევიძინე, ჯორჯ!" - გაეცინა, - "ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ოფიციალურად ვართ დაკავშირებულები ერთ ადამიანთან!"
"და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს! ახლა მივხვდი, მან თქვა რომ კალენდულას თესლები 1970-ის მერე აღარ გაუყიდავს. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან უცნაურია!"
"უცნაური? ეს ხომ გადასარევია!" - წამოიძახა დრიმმა, - "ასევე შესანიშნავი და გასაოცარია რომ ის ისევ იმ ალერგიულ ქალთან არის!"
ჯორჯი წამით ჩაფიქრდა.
"მოიცა ანუ..." - ის კიდევ ერთხელ ჩაიძირა ფიქრთა მორევში, - "როგორი საინტერესოა რომ მე და შენ ერთიდაიგივე კარლს ვესაუბრეთ ბოლო ორ დღეში, მაგრამ სინამდვილეში მას ორმოცდაათი წლის დაშორებით შევხვდით.
დრიმმა ხმამაღლა ამოიოხრა როდესაც გაიგონა - 'ორმოცდაათი წლის დაშორებით', მაგრამ ის მაინც დაეთანხმა.
"მოკლედ, ახლა უნდა დავიძინო და ხვალ დილიდან უკვე შემეძლება ამ ყვავილების მოვლის დაწყება."
დრიმს გაეღიმა, - "კარგი მაშინ. ღამემშვიდობის არასწორო ნომერო!"
"ტკბილი ძილი მოხუცო კაცო, რომელიც ტექნიკურად ჯერ არ არის მოხუცი."
და დრიმს კვლავ გაეღიმა სანამ ყურმილს დაკიდავდა, დასაძინებლად გაეშურა და ჭერზე მიჩერებულს ჩაეძინა.



---



ჯორჯი მადლობელი იყო რომ 2020-ში ცხოვრობდა. ეპოქაში, სადაც ინტერნეტი არსებობს. მაგალითად როცა არ იცი რაღაც როგორ გააკეთო, ერთი 'დაკლიკება' ღილაკზე და სადღაც ათ წუთში უკვე გარკვეული იქნები ყველაფერში და შეგეძლება იმ ყველაფრის გაკეთება რაც აქამდე გსურდა.
ასე რომ ჯორჯს უპირატესობა გააჩნდა, უბრალოდ ეს თავად იყო პრობლემა. ის უამრავ 'ტუტორიალს' (გაკვეთილები)* უყურებდა, მაგრამ კვლავაც გაოცებული იყო და ისევ აბსოლიტურად სულელურად გამოიყურებოდა. ის გაღიზიანდა და თავის თმებს დაუწყო წვალება. ყვავილების მოვლა ასეთი ძნელიც ვერ იქნებოდა...
"კარლი როგორ აკეთებს ამას?" - აგრესიულად დაიჩურჩულა, სანამ მყარ ქვიშას მთლიანად ჩამოშლიდა.
იქვე ის კაცი, რომელიც ჯორჯს მაშინ აკვირდებოდა სანამ ის იმ დღეს ეზოში დროის კაფსულას თხრიდა, გააფთრებული ისევ რაღაცას წერდა თავის უბის წიგნაკში, მანამ სანამ ჯორჯი მას დააფიქსირებდა და გადაწყვიტა მას მიახლოვებოდა.
ჯორჯს პანიკა დაეწყო. რატომ უახლოვდებოდა მას ეს უცნობი? ვინ იყო ის? მას ფიქრის დიდხნიანი დრო არ ჰქონია, რადგან უცნობი უეცრად ზუსტად მის პირდაპირ გაჩნდა. ჯორჯმა მალევე შეძლო ახალგაზრდა კაცის სახის დანახვა, წრიულ ოქროსფერ მბრწყინავ სათვალეებში, - "აშკარად წვალობ, შემიძლია დაგეხმარო?"
ჯორჯმა უცნობს კვლავაც საეჭვოდ გადახედა. უკვირდა რატომ უნდა დახმარებოდა ვიღაც სხვას ასეთი იოლი რაღაცის გაკეთებაში, როგორიც არის ყვავილის დარგვა.
"ოჰ, მე უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა."
უცნობი მუხლებით დაეშვა პირდაპირ მცენარის ქოთანთან.
"მე ვილბური ვარ. ვილბურ სუთი. აქვე რამოდენიმე სახლის მოშორებით ჩემს პატარა ვაჟთან ერთად ვცხოვრობ."
ჯორჯს ოდნავ გულზე მოეშვა იმის გარკვევის შემდეგ რომ ეს უცნობი კაცი მამა იყო.
"ჯორჯ დავიდსონი." - და მათ ხელი ჩამოართვეს, - "რამდენი წლისაა შენი ვაჟი?"
ვილბურმა იქვე მდგარი ხის ძირას მიანიშნა, სადაც ბიჭუნა და მისი მეგობარი 'ხმალაობდნენ'. - "ქერა რომ არის ეგ ჩემია. 6 წლისაა."
ჯორჯმა უყურა ამ ორი ბავშვის თამაშს, - "შენ ჩემი ვიდეოთამაშის დისკი აიღე და გატეხე. ეს დისკი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო! - წამოიძახა ერთერთმა მათგანმა როგორც კი ხმალი მასზე უფრო პატარა შავგვრემანი ბიჭისკენ გაიშვირა. მისმა საწყალმა მეგობარმა ოდნავ ხმამაღლა შესძახა, თუმცა მაინც ააფრთხიალა თავისი ხმალი.
"ეს ხომ უბრალოდ დისკია ტომი!" - თქვა მან კიდევ უფრო ხმამაღლა ვედრება შეპარული ტონით, მაგრამ ტომი არადა არ ნებდებოდა, არაფრით იხევდა უკან. ამ სანახაობამ ჯორჯი გაართო.
"ტომი!" - ქალმა თავისი რბილი ხმით დაუძახა ბავშვს, - "მშვიდად ითამაშე, გთხოვ."
"მაგრამ, მან ჩემი..." - წამოიწყო ტომიმ ისევ მაგრამ უეცრად ხმა გაუწყდა.
"დისკი ტომი!" - დაასრულა ფრაზა ქალმა, - "ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ახლის შეძენა."
გაბრაზებულმა ტომიმ თავი გაიქნია, - "ეგ ვერ იქნება იგივე!" - დაიჩივლა მან და მისმა შავგვრემანმა მეგობარმა გადაატრიალა თვალები, მანამ სანამ მორიგი ხმლის დარტყმას მოერიდებოდა.
"ისინი ძალიან ახლოს ჩანან." - უთხრა ჯორჯმა ვილბურს და ვილბურმა გაიღიმა.
"პრაქტიკულად დაბადებიდან ერთად არიან."
ვილბური ყვავილების მოვლაში აშკარად გამოცდილი ჩანდა. მან ოსტატურად ჩარგო თესლები მიწაში და წყალი ისე დაუსხა, თითქოს ეს ყველაფერი წარსულში უკვე ასჯერ მაინც გაეკეთებინა.
"მადლობა." - გაუღიმა ჯორჯმა, - "ვვარაუდობ ეს იმდენად რთული არ ყოფილა, რამდენადაც მე ვარ საშინელი."
"ეგ არაფერ..." - წამოიწყო ვილბურმა, მაგრამ სანამ დაწყებულ ფრაზას დაასრულებდა, მისმა ვაჟმა მათთან აცრემლებულმა მიირბინა.
"მამაა, ის ისევ აქ არის!" - წამოიტირა ბიჭუნამ მამის მკლავებში.
"ვინ არის აქ ტომი?" - ვილბური შეეცადა ბავშვი დაეწყნარებინა.
"ბიძია!" - ტომმი ახლა ვილბურის მკერდზე ატირდა.
ვილბურმა ჯორჯს ბოდიშის მოხდის მიზნით გადახედა, - "მას ბიძამისის ეშინია."
ჯორჯმა დააპირა ეკითხა ვილბურისთვის ამის მიზეზი, მაგრამ უეცრად მაღალმა ჩექმებიანმა კაცმა, თმაში შეპარული ვარდისფერი ზოლებით დაიყვირა: "სად არის ტესეუსი?"
ახლა უკვე მიხვდა ჯორჯი თუ რატომ ეშინოდა პატარა ტომის მისი. ის მართლაც შემაძრწუნებელი იყო და მისმა ხმამ მთლიანი სამეზობლო ააფორიაქა.
"გავიგონე რომ ვიღაც აქ დისკის გამო ჩხუბობდა. თუ ეს შენ იყავი აქ მოდი და სიკვდილამდე შემებრძოლე!"
ბიძიამ დაიყვირა სანამ ტომის დააფიქსირებდა.
"ეს შენ იყავი?"
"აა-არაა." - ტომმა დაიჩურჩულა, მაგრამ 'ტექნო' ახლოს მოიწია,
"კარგი, ხო მე ვიყავი ბიძია ტექნო!"
ვილბურმა ქერა ქალს გადახედა, - "მას შენ დაურეკე სალი?"
სალიმ ვედრების მსგავსი სახით შეხედა, - "ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტუბოსთვის და სხვა გზა ნამდვილად აღარ მქონდა. არ ვიცოდი ბავშვები სხვანაირად როგორ გამეჩერებინა."
ბიძია 'ტექნომ' ტუბოსგან ხმალი დაიტაცა და ტომის წინააღმდეგ ამხედრდა.
"მე შენ გაჩვენებ როგორი უნდა იყოს ნამდვილი საბრძოლო პოზიციები!"
"აააააააა!" - ტომი გაიქცა ტექნოსგან. ის მას გაეკიდა, მაგრამ ძალიან არაპროგნოზირებადი იყო. მან ბილაინი(სწორი ხაზი ორ ადგილს შორის)* გააკეთა ტუბოსთვის, - "ბოდიში ტუბო."
"ტუბო მისი ნამდვილი სახელია?" - იკითხა ჯორჯმა.
"არა" - აუხსნა ვილბურმა, - "არა ეს ნიკნეიმია, ყველა ასე ვეძახით ბავშვს."
ჯორჯი ახლაღა გაერკვა და კიდევ ერთხელ გადახედა მოთამაშე ბავშვებს. ტუბომ გაიღიმა.
"არაუშავს ტომი" - უთხრა სანამ გადაეხვეოდა მეგობარს. ყველაფერი კარგად იყო.
"იმაზე უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე მეგონა!" - მხრები აიჩეჩა ტექნომ, როგორც კი ბიჭების ჩახუტება დაინახა, - "ჰაჰა, მე კიდევ მეგონა მართლა ბავშვისთვის უნდა მეჩხუბა."
და ხმალი ძირს ისროლა სანამ წავიდოდა.
ჯორჯი ამ სიტუაციის დროს იცინოდა. ისინი ძალიან დიდი ბედნიერი ოჯახი ჩანდნენ. რაღაცნაირად ეჭვიანობის გრძნობამ გაიღვიძა მასში. როდესაც უყურებდა ტომის თამაშს, ვილბურისა და სალის მხიარულ მშობლების სტილს, მან ინატრა რომ ისიც სწორედ ასე გაზრდილიყო.
"ახლა უნდა წავიდე." - უთხრა ვილბურმა ჯორჯს, - "მამაჩემი მოდის ჩემთან ვახშამზე რაც მას ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გაუკეთებია, ასე რომ ეს დიდი ამბავია!"
ჯორჯმა გაიღიმა, - "სასიამოვნო იყო შენი და შენი ოჯახის გაცნობა, ვილბურ." ის ადგა და ჯინსიდან ჭუჭყი ჩამოიფერთხა, - "იმედი მაქვს ისევ ვისაუბრებთ."
ვილბურმა ტომის გადასძახა, მერე კი ჯორჯს უპასუხა, - "ისევე როგორც მე. სასიამოვნო დღეს გისურვებ!"
ის მიუახლოვდა თავის ვაჟს, აიყვანა და მოუწოდა ტუბოს რომ გაჰყოლოდა მათ, ასე მას შეეძლო სახლში მშვიდობიანად დაბრუნება.




---


დრიმმა ჯორჯს გადასამოწმებლად დაურეკა და რამოდენიმე ზარი გავიდა სანამ ის ყურმილს აიღებდა.
"გამარჯობა, დრიმ."
"ჯორჯ," - გაიღიმა მან, - "ბოდიში რომ გუშინ ვერ დავრეკე. ბავშვებს რომლებსაც ვასწავლი თამაში ჰქონდათ და დაკავებული ვიყავი."
ჯორჯი წამით დაიბნა, სანამ გაახსენდებოდა რომ დრიმი ბეიზბოლის მწვრთნელი იყო.
"როგორი იყო? მოიგე?"
დრიმმა გულიანად გადაიხარხარა, - "გულწრფელად რომ ვთქვა ეს საშინელი დანაკლისი იყო" - აღიარა მან, - "ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და სერიოზულად არ უდგებიან საქმეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორე გუნდის მოთამაშეს სოდა შეაყარა და საქმეები საშინლად წავიდა. მერე მომიწია ხელჩართულ ბრძოლაში ჩავბმულიყავი მშობლებთან."
ჯორჯი შეეცადა დრიმი ამ სიტუაციაში წარმოედგინა.
"მერე რა მოხდა? სიტუაცია როგორ მოგვარდა?"
დრიმმა დაიწუწუნა, - "როგორ და დამემუქრნენ რომ სამსახურიდან გამანთავისუფლებდნენ. დამადანაშაულეს რომ სწორედ მე მივუთითე ბავშვს ამ საქციელზე. საშინლად გავბრაზდი, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ, ის ბავშვი პროვოცირებული იყო ჩემგან, რადგან მეტოქე გუნდმა მას 'იხვისფეხა' უწოდა და არაქისის კარაქი წაუსვა ზედ.
ჯორჯს გაეცინა, გამოხსნა მიკროტალღური ღუმელი და შიგნით პოპკორნის შეკვრა შეამგზავრა.
"და რა გააკეთეს მათ ამ კონკურენციისთვის?"
დრიმმა კვლავ ამოიოხრა, - "არაფერი. მათ საერთოდ არ გასჭირვებიათ, ჩემმა ბავშვმა კი თამაშებიდან გამოთიშვის ბრძანება მიიღო."
"ეს რა უსამართლობაა!" - წარბები შეიჭმუხნა სამზარეულოს დახლს მიყრდნობილმა ჯორჯმა და ფეხის თითები შეათამაშა.
დრიმი ცოტახანს გაჩუმდა, - "კი მაგრამ მე ვაპირებ მასთან განცალკევებით პირადად ვიმუშავო და ვამეცადინო რომ შემდეგი თამაშის დროს ზიანი არ მიადგეს, როდესაც დაბრუნდება."
ჯორჯმა გაიღიმა. როგორც ჩანს დრიმი ძალიან ზრუნავდა თავისი ჯგუფის ბავშვებზე, რაც მას წინანდელი დღის თავგადასავალს ახსენებდა ვილბურთან და მის ოჯახთან.
"როგორი კარგია, დრიმ. სხვათაშორის მეც მქონდა მხიარული შეტაკება ბავშვებთან!"
"ოჰ, მართლა?" - დაინტრიგდა დრიმი, - "და რა მოხდა?"
მიკროტალღური ღუმელი ასიგნალდა და ჯორჯმა ტელეფონი მის მხარზე მოათავსა, რომ პოპკორნი ღუმელიდან გამოეღო.
"მოკლედ შენი ყვავილების დარგვის გასაჭირში ვიყავი და... ოუ..." - ჯორჯმა თითები დაიწვა, - "და კაცი სახელად ვილბური ჩემს დასახმარებლად მოვიდა. შემდეგ მის ოჯახსაც შევხვდი."
"ვილბური!" - მიუგო დრიმმა, - "როგორი ლამაზი სახელია!" - დრიმმა სახელი ვილბური წებოვან რვეულში ჩაინიშნა, სანამ ისევ ტელეფონს მიუბრუნდებოდა, - "რა მოუვიდა მის ოჯახს?"
ჯორჯი გუშინდელი დღის მოგონებებში გადაეშვა და ჩაიხითხითა, - "ბავშვი ძალიან სასაცილო იყო. ის თავის მეგობარს ეჩხუბებოდა დისკის გულისთვის და ამის გამო ვილბურის ცოლმა ბავშვის ბიძიას დაურეკა მათთან მისასვლელად, მის შესაშინებლად და ბოდიშის მოსახდელად."
"როგორი საინტერესო გზაა მშობლისთვის." - ჩაიხითხითა დრიმმა, - "და მერე მაგან იმუშავა?"
"ბავშვი ატირდა და პრაქტიკულად იხვეწებოდა პატიებას." - ჯორჯმა ჩაიცინა სანამ პოპკორნს დააგემოვნებდა.
"საკმაოდ ხმამაღლა ღეჭავ." - უთხრა დრიმმა ჯორჯს და ჯორჯმაც უეცრად შეწყვიტა, რამაც დრიმი უფრო მეტად გაახალისა, ვიდრე იყო. ჯორჯმა როგორც იქნა ლუკმა გადაყლაპა.
"მაპატიე, სულ დამავიწყდა რამდენად ხმამაღალი იქნებოდა ეს ტელეფონში."
დრიმმა თავი გააქნია, - "არა, საყვარლობაა." - უპასუხა ერთგვარი იმპულსურობით.
ამან ჯორჯი გაკვირვებაში ჩააგდო, - "მე მეგონა ეს ცოტათი გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ მადლობა მაინც." - მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა.
"მე არასდროს მიკითხავს ამის შესახებ, ჯორჯ..." - წამოიწყო დრიმმა, - "თუმცა ცხადია რომ ბრიტანელი ხარ. რანაირად მოხვდი ფლორიდაში?"
ჯორჯის პირველივე აზრი ხატოვანი იყო, - "თუ შენ ამერიკიდან ხარ, მაშინ თეთრი რატომ ხარ?" ასევე გარშემორტყმული უამრავი გოგონათი... მაგრამ ჯორჯმა იცოდა რომ დრიმი ამ მინიშნებას ვერ მიხვდებოდა, ასე რომ გადაწყვიტა თავისთვის დაეტოვებინა და უპასუხა, - "ამ სკოლაში სტიპენდია მივიღე" - აუხსნა ჯორჯმა, - "მე კი ავიღე ის როდესაც გავიაზრე თუ როგორ მომწონდა აქ ყოფნა. დედაჩემი და ჩემი და არ გამომყვნენ ასე რომ აქ მარტო შემოვრჩი. როდესაც სკოლა დავამთავრე სახლში დაბრუნება საერთოდ აღარ მსურდა. მე ჩემი სკოლის მეგობართან ალექსთან დავრჩი, მაგრამ ის მექსიკაში გადავიდა. საბედნიეროდ ამის შემდეგ სამუშაო გამომიჩნდა ამ სახლის გადასახადების დასაფარად. და ახლა მე აქ ვარ." - მან გადახედა თავის ნათქვამს და უეცრად გაიაზრა რომ ერთადერთი დამნაშავე მისი მარტოობის თავად იყო!
"შენს სახლს ხშირად სტუმრობ?" - ჰკითხა დრიმმა ინტერესით აღსავსე ხმით.
ჯორჯს აღმოხდა, - "არა, მე ბარათებს ვუგზავნი მათ არდადეგებზე და დაბადებისდღეებზე, მაგრამ ამავდროულად ბოლოს როდესაც მათთან ვიყავი აქ ცხოვრებაზე დავიწყე საუბარი. მათ ჩემი სახლში დაბრუნება არასდროს შემოუთავაზებიათ, ამიტომაც მეც არასდროს მიცდია."
"უნდა ცადო." - მოუწოდა დრიმმა, - "მათ სურთ იმ ადგილას დარჩენა სადაც თავიდანვე იყვნენ. დაფიქრდი, რატომ არ უნდა უნდოდეთ შენი იქ ყოფნა? მინიმუმ უნდა ესტუმრო მაინც და მოინახულო ისინი."
ჯორჯს სახლში დაბრუნებაზე არასდროს უფიქრია, სანამ დრიმი არ ახსენებდა ამას. მას ენატრებოდა მისი ოჯახი და ის მოსიყვარულე გარემო, სადაც გაიზარდა. ჯორჯი სწორედ ის იყო, ვინც იზოლირებული იყო საკუთარი საზრუნავებით მის მომავალზე და შრომაზე, რომელიც მას მეგობრებითა და სხვადასხვა კავშირებით სავსე ბავშვობად დაუჯდა. ყველაფერი რასაც ჯორჯი დრიმის გაცნობამდე აკეთებდა მხოლოდ მუშაობა იყო. ის იღებდა შეკვეთებს, შემდეგ რჩებოდა თავის სახლში მის უზარმაზარ ეკრანთან და მხოლოდ მუშაობდა და მუშაობდა. დრიმთან შეხვედრამ ის მისი ჩვეული 'არცხოვრების' და უბრალოდ არსებობის რუტინიდან საბოლოოდ გამოიყვანა. ახლა მას კომპიუტერიდან ასადგომად მიზეზი ჰქონდა და ცხოვრებაში პირველად ჰყავდა ვიღაც, ვისაც დაელაპარაკებოდა.
ის სახლიდან გარეთ დიდი ხნის შემდეგ გავიდა და გაიაზრა რომ დიდი ხანი არ დაკავებულა არანაირი ფიზიკური აქტივობით, როდესაც კაფსულის გათხრა დაიწყო.
ის ესტუმრა ყვავილების მაღაზიას და ვინმე ახალს შეხვდა.
ის გავიდა გარეთ ყვავილების დასარგავად, იმისდა გათვალისწინებით რომ არ იცოდა ეს როგორ ექნა და შედეგად ახალი მეგობარი გაიჩინა.
დრიმი იყო ის პირველი ადამიანი ვინც დაანახა ჯორჯს თუ როგორ უნდა ეცხოვრა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მან მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო ზარებით მოახერხა.
"ჯორჯ? მაპატიე თუ სახლში დაბრუნება დაგაძალე,ან რამე ეგეთი... მე მართლა არაფერი ვიცი შენი სიტუაციის შესახებ." - წარმოთქვა რამდენიმე ხნის შემდეგ დრიმმა და ჯორჯმა თავი ცუდად იგრძნო მისი ამდენხნიანი სიჩუმეში დატოვების გამო, სანამ ის გატაცებული იყო მისი ფიქრებით.
"არა, არა..." - შეეცადა მის დარწმუნებას, - "მე უბრალოდ ჩავფიქრდი."
"ჩემზე?"
იხუმრა დრიმმა.
ჯორჯს გაეღიმა. მისმა ღიმილმა მის თვალებამდე მიაღწია რაც დრიმის შეხვედრის შემდეგ დაიწყო და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ხდებოდა.
"ოჰ, კი. რა თქმა უნდა, რადგან მე უბრალოდ ვერ ვწყვეტ შენზე ფიქრს." - უპასუხა სარკასტულად.
"გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საუკეთესო პოლიტიკაა!" - მიუგო ფაქტზე დაყრდნობილმა დრიმმა.
"შენ ისეთი..." - ჯორჯს არ შეეძლო ზუსტი სიტყვების მოძებნა, მაგრამ საბოლოოდ ის თქვა რაც პირველად მოაფიქრდა, - "ისეთი უჩვეულო ხარ!"
"ჯორჯ, როგორ გამოიყურები?" - ჰკითხა უცაბედად დრიმმა.
ჯორჯმა უკვე იცოდა თუ როგორ გამოიყურებოდა დრიმი, თუმცა აქამდე არასდროს გაუაზრებია რომ არანაირი საშუალება არ იყო დრიმს ჯორჯის გარეგნობა ენახა.
"თუ გინდა შემიძლია რომ ჩემი თავი ავღწერო შენთვის."
"კი." - დაეთანხმა ის, - "ოჰ, ამაზე რას იტყვი... შენ საკუთარ თავს აღწერ, მე კი შევეცდები შენი ესკიზი შევქმნა კედელზე. შენ შეხედავ ესკიზს და მეტყვი თუ რამდენად ზუსტი ვარ. აბა შევთანხმდით?"
"შევთანხმდით, დრიმ. ვვარაუდობ რომ ამის მერე კედლების გასუფთავება მომიწევს."
დრიმმა კი აღნიშნა, - "გაფრთხილებ, შესანიშნავი მხატვარი ვარ!"
ჯორჯი აწუწუნდა სანამ უპასუხებდა, შემდეგ კი დაიწყო, - "კარგი... მოკლედ საკმაოდ გრძელი სახე მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით ის თავისით გათანაბრდება. ვგულისხმობ რომ ჩემი ქვედა ყბები ამას სამართლიანად გააკეთებს."
ჯორჯი მიაჩერდა კედელს და დაელოდა. უცებ სახის მონახაზმა დაიწყო გამოჩენა. რათქმაუნდა ოდნავ გაბზარული და გაცვეთილი იყო დროსთან ერთად, მაგრამ ჯერ კიდევ გამორჩეული.
"მუქი ფერის თმა მაქვს. სწორი და ამჟამად მოკლედ შეჭრილია. ცოტაოდენი ჩოლკაც მაქვს მაგრამ გრძელი არა." - მან დახედა მის ანარეკლს დალოქილი ტელეფონის ეკრანზე და შეეცადა საკუთარი თავის უკეთესად აღწერას. მან შეხედა ნახატს.
"მაგაზე სულ ოდნავ გრძელი" - მიუთითა მან და თმებიც კედელზე ეგრევე წამოიზარდა. ჯორჯი ამ ნახატს ელოდა როგორც ნაჩქარევს, სახუმარო საგანს მაგრამ ცოტახანში შენიშნა რომ ამაში გასაოცრად იყო მთელი დრიმის ძალისხმევა ჩადებული.
"მომიყევი შენს თვალებზე." - თქვა დრიმმა.
"ჩემი თვალები?" - ჯორჯი ცოტახანს დაფიქრდა, - "ისინი ნუშის ფორმისაა და ჩემი თვალის გუგები უზარმაზარები არიან, ამიტომაც სულელურად გამოიყურება როდესაც სხვა მხარეს ვიხედები. ოჰ და ხო... ისინი ყავისფერია დარწმუნებული ვარ."
დრიმმა დაიწყო თვალების დახატვა და ისინი უფრო დიდი ჩანდა ვიდრე სინამდვილეშია მაგრამ მაინც კარგად გამოიყურებოდა ჩანახატი.
"ჩემი წარბები... ვერ ვიტყვი რომ თხელია მაგრამ არც სქელი არ არის. ისინი ოდნავ დაბლა და ახლოს არიან ჩემს თვალებთან." - გააგრძელა ჯორჯმა და ჩანახატიც გაგრძელდა.
"წარმოდგენა არ მაქვს ჩემი ცხვირი როგორ ავღწერო. მოდი ვიტყვი რომ მედიუმია."
"მედიუმი?" - ჩაიხითხითა დრიმმა.
"ხო." - დაადასტურა ჯორჯმაც.
ცხვირი აშკარად სულ სხვანაირი გამოვიდა, მაგრამ ძალიან უხდებოდა ნახატს.
"და შენი ტუჩები, ჯორჯ..." - წარმოთქვა დრიმმა ზედმეტად რბილად, - ამიღწერე შენი ტუჩები..."
ჯორჯი ცოტახანს გაჩუმდა, - "ჩემი ტუჩები იმდენად სქელია, რომ არ იკარგება როცა ვიცინი. " - ეს იყო ის ერთადერთი, თუ როგორც შეძლო მან ამის აღწერა.
აღწერასთან ერთად ჩანახატიც დასრულდა.
"აბა, როგორია?"
გულწრფელად რომ ვთქვათ ჯორჯი ოდნავ გაოცებული ჩანდა, - "შესანიშნავია! უცნობისათვის რომ გეჩვენებინა და გეკითხა თუ რომელი ჩვენგანი იყო წარმოდგენილი ნახატზე, ისინი უეჭველად მე ამომირჩევდნენ."
ამის გაგონების შემდეგ დრიმის ხმაში სიამაყე იგრძნობოდა, - "ვაუ, ასე რომ როგორც ვამბობდი შესანიშნავი მხატვარი ვარ! მე კი უბრალოდ ვხუმრობდი..."
"ეს რა თქმა უნდა მთლიანად ზუსტი არაა, მაგრამ ალბათ იმის გამოა რომ უკეთესად ვერ ავღწერე."
"შეიძლება ნახატი მთლად კარგი არაა, მაგრამ მე შენი ფოტო შევქმენი ჩემს წარმოსახვაში. ვიმედოვნებ რომ ეს უფრო ჰგავს იმ სახეს, რის წარმოდგენასაც შენი ხმის გაგონებისას ვცდილობდი." - მიუგო დრიმმა, - "ისე როგორი იღბლიანი ხარ რომ ჩემი ფოტო გაქვს."
"მართლაც ვარ" - უპასუხა ჯორჯმა სწრაფად. ეს უფრო თავის თავს უთხრა, მაგრამ რატომღაც ასე სულაც არ გამოსულა. ასე რომ დრიმს თვითკმაყოფილად გაეცინა.
"ჯანდაბა, მართალია, შენ იღბლიანი ხარ! მე ძალზედ სასიამოვნო გარეგნობის ვარ, არა?"
"იცი რომ ხანდახან ნარცისი ხდები?" - ჰკითხა ჯორჯმა, თუმცა გულისიღრმეში ის მას დაეთანხმა.
"მართლაც ბევრჯელ ვაკეთებ მაგას." - ამაყით დაადასტურა დრიმმა, - "მოკლედ ახლა უნდა გავთიშო. ხვალ ჩემს დას უნდა შევხვდე და რაღაც სულელური პროექტის წარმოებაში დავეხმარო. მანძილი კი მასა და დედაჩემის სახლს შორის ძალიან შორია, ამიტომ ადრე გაღვიძება მიწევს."
"და მანდ უნდა დარჩე?" - ჰკითხა ჯორჯმა.
"სავარაუდოდ." - აღმოხდა დრიმს, - "ბოდიში, შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ვეღარ დავრეკო, მაგრამ დარწმუნებული იყავი რომ ხვალინდელის მერე მთლიანად შენი ვარ."
ჯორჯს გაეღიმა.
"კარგი, თავს გაუფრთხილდი, დრიმ."
"ღამემშვიდობისა, ჯორჯ." - მიუგო დრიმმა და თითები კედლისკენ გაექცა, სადაც ახლა ჯორჯის ესკიზი იყო განთავსებული.



№1 სტუმარი ryuk

სათაური მეცნობა ვატპადზეც ხომარ წერ?

 


№2  offline წევრი ტესსა

ryuk
სათაური მეცნობა ვატპადზეც ხომარ წერ?

გამარჯობათ, ისტორია WHATTPAD-დან ავიღე, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი არ არის, ჩემი ნათარგმნია უბრალოდ. პირველი თავის ბოლოს მითითებულიც მაქვს. მაგრამ ვათთფადზე ვწერ კი, ჯერ-ჯერობით ერთი ისტორიის პირველი თავი მაქვს მხოლოდ დადებული, ისიც dnf ფანფიქციაა და "Dreams never lie" ჰქვია. ნახვებისდა მიხედვით გადავწყვეტ გავაგრძელო თუ არა. მადლობა.

 


№3 სტუმარი gregory

ტესსა
ryuk
სათაური მეცნობა ვატპადზეც ხომარ წერ?

გამარჯობათ, ისტორია WHATTPAD-დან ავიღე, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი არ არის, ჩემი ნათარგმნია უბრალოდ. პირველი თავის ბოლოს მითითებულიც მაქვს. მაგრამ ვათთფადზე ვწერ კი, ჯერ-ჯერობით ერთი ისტორიის პირველი თავი მაქვს მხოლოდ დადებული, ისიც dnf ფანფიქციაა და "Dreams never lie" ჰქვია. ნახვებისდა მიხედვით გადავწყვეტ გავაგრძელო თუ არა. მადლობა.

გააგრძელე ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent