შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები სენტიმენტალური ჰუმანიზმი


23-07-2021, 10:39
ავტორი ცირაკო
ნანახია 1 319

ციხეში ქურდი ხელშეუხებელია, მას სრული ავტონომია აქვს. იგი შენს საქმეში იშვიათად ჩაერევა, თავის საქმეში ხომ არ ჩაგრევს და არ ჩაგრევს. ამ მხრივ, რა პარადოქსადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქურდებთან ჯდომა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ათასი ჯურის, ხასიათის, ბედის, პროფესიის, განათლებისა და ეროვნების ხალხთან. საკანი, რომლებშიც ქურდები არ სხედან, წარღვნად გამზადებულ კუნძულს ჰგავს, რომელზეც დაღუპული გემიდან გადარჩე ნილი ადამიანები ბინადრობენ და მაშველი გემის მოლოდინში ერთმანეთს ჭამენ. ქურდი – ქურდია, მათი თანასწორუფლებიანობა ხანდახან განცვიფრებას იწვევს. ქურდები ერთმანეთისაგან მხოლოდ განათლებით განსხვავდებიან, რაც მათ კონსტიტუციაში საყოველთაო სწავლების მუხლის არარსებობითაა გამოწვეული და მიუხედავად ამისა, განათ ლება არავის არავითარ უპირატესობას რა ანიჭებს. სხვა მხრივ ქურდები ერთნაირად უბედუ რები არიან.
მათში არ არსებობს არც წოდებრივი,არც ქონებრივი, არც ეროვნული ცენზი, მესოპოტა მიელია ქურდი, ტანგანიკელი თუ ჩოხატაურელი, ქურდი – ქურდია, მათთვის შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი ფერი არ არსებობს, ყველა ქურდი შავია, ქურდი არ მუშაობს, აქედან გამომდინარე არ არსებობს პროფესია, ამიტომ ქურდებს შორის რაიმე პროფესიული დარგობ რივი ქიშპი ან უპირატესობაც გამორიცხულია. ქურდის ერთადერთი პროფესია ქურდობაა. თუ რომელიმე ქურდი ზედმეტ პატივს სცემს მეორე ქურდს, უკანასკნელის მაღალი ღირსებე ბის გამო, ეს ყველა ქურდის პირადი საქმეა. ქურდები ერთად ჭამენ, უკანასკნელ ლუკმას იყოფენ, მხარში უდგანან ერთმანეთს და, რამდენადაც მშიშრები და გაუტანლები არიან გარეთ, იმ დენად ვაჟკაცები და გამტანები ციხეში.
ციხე მორევია მათი და თავად შიგ მოცურავე ღლავები არიან. ყოველივე ზემოთქმულის გამო ქურდები არც საკნის დალაგება-დასუფთავებაში იღებენ მონაწილეობას, ამიტომ გოგოლის მიერ კედელზე გაკრულ სამორიგეო სიაში ყველანი ვართ, დევდარიანისა და გულოიანის გარ და.
დღეს შოშიასი და მებურიშვილის მორიგეობაა, უკვე პარაშა გაიტანეს, წყლის რეზერვუარი აავსეს, ახლა შოშიას ცოცხი უკავია და ბუზღუნით ხვეტს საკანს, მე და ტიგრანა ისევ ჭადრაკს ვუსხედვართ, დანარჩენები ნარებზე სხედან, ფეხაკრეფილნი, შოშიას ხვეტაში ხელი რომ არ შეუშალონ.
– მე, რა, მაგათზე ნაკლები ქურდი ვარ, მაგათზე ნაკლებს ვიპარავდი თუ რა? – მოუმატა ხმას შოშიამ და მტვერი ფეხებში მოგვაყარა მე და ტიგრანას. მე თავიდანვე მივხვდი, რა აბუზღუ ნებდა შოშიას, და ხმას არ ვიღებდი. ტიგრანას ლაზიერი შეაცივდა ხელში, ჯერ მე შემხედა, მერე შოშიას გახედა.
– პატივცემულო შოშია, ვიზე ამბობ მაგას? – ჰკითხა ტიგრანამ. შოშიამ ყურადღება არ მიაქ ცია, თავისთვის განაგრძო.
– ქურდი ხარ, მაო ძე-დუნი ხარ თუ ალექსანდრე დიდი, სისუფთავე ყველას გვინდა. მე მაგა თი ნაგავი რატომ უნდა ვხვეტო, ეგ არის სამართალი? – ზაზაჯან! ხომ არ იცი, ვიზე მეტყვე ლებს? – ახლა მე მკითხა ტიგრანამ.
– თუ ძმა ხარ, ითამაშე, თორემ გამანთავისუფლებენ და პარტია დაუმთავრებელი დაგვრჩება.
– ვუთხარი ტიგრანას.
– ხაშ ვოსემ! – მითხრა მან.– ქაბაბ ჩეტირე! – ვუპასუხე ხუმრობაზემე და მის ლაზიერს მხედრით დავემუქრე...
– იხუმრე, იხუმრე, რა გენაღვლება! – ვეღარ მოითმინა შოშიამ და მეცა მე.
– ჩემგან რა გინდა, შოშია, გუშინ არ ვიყავი მორიგე? – ვკითხე გაკვირვებულმა.
– შენზე ვინ რას ამბობს, აი, ზოგიერთი რომ...
– მაშ, ჩემზე ამბობ? – ჰკითხა ტიგრანამ.
– შენზე ვამბობ, ჰო, შენზე და დევდარიანზე!!! – ვეღარ მოითმინა შოშიამ.
– რაო, რას ამბობ, საყვარელო შოშია? – დაანებე, შოშია, თავი, ხომ იცი, ციხე მაგათია. რას იტ ყვი, ბატონო ჭიჭიკო? – ჰკითხა მებურიშვილმა გოგოლს, როგორც მამასახლისს.
– შენ რას გადამეკიდე, გენაცვალე, რამდენჯერ გითხარი, მაგათია, ღმერთმა მოახმაროთ- მეთქი, და მეორეჯერ აღარ მკითხო მაგი, თორემ ამოგგლიჯავ მაგ ენას, რომ გადაგიგდია მხარზე ღვედივით, და გათავდება საქმე! – წამოჯდა ნარზე გოგოლი.
– ცუდი რა გითხარი, ბატონო ჭიჭიკო, ციხე მაგათია-მეთქი... – იმართლა თავიმებურიშვილ მა.
– როგორ თუ მაგათი! – იკივლა შოშიამ. – მუშაობა არა, დახვეტა არა, დასუფთავება არა, პარა შის გატანა არა, წყლის შემოტანა არა, მარტო ჭამა?! – ახლა არ თქვა, შოშია, ვინც არ მუშაობს, არ ჭამსო, თორემ მოგეჭრა თავი! – გავაფრთხილე მე. საკანში ხარხარი ატყდა.
– ციხე მაგათია, – დაიწყო თითებზე ჩამოთვლა შოშიამ, – ის მაგათია... ეს მაგათია... – შოშიას სათვალავი გაუთავდა და უხერხულად შეიშმუშნა.
– მერე, მერე, კიდევ რა არის ჩვენი? – ჩაეკითხა ტიგრანა.
– ციხე რა, ცოტაა? მაშინ გამოგვეყავით, ბატონო, და გამოაცხადეთ „საბჭოთა კავშირის ქურდე ბის ავტონომიური რესპუბლიკა“, – იპოვა გამოსავალი შოშიამ. ისევ ხარხარი ატყდა.
– შენ დაგავიწყდა, მე და ლიმონა რომ ქურდები ვართ? – თქვა ტიგრანამ და ხელის მოსმით ფიგურები გადაყარა დაფიდან.
– ხალხო! – მიუბრუნდა შოშია ხალხს, – ჰკითხეთ ერთი, რა მოიპარეს ამან და ლიმონამ ისე თი, რომ თავს გვამადლიან, ერთს კაცი ჰყავს მოკლული, თუმნისგულისათვის, მეორემ ყვე ლი მოპარა გლეხს დახურულ ბაზარში. იმდენი ფული მაქვს მოპარული, გულოიანო! – მი უბრუნდა ახლა ტიგრანას, – მთელი შენი საგვარეულო და ჯილაგი რომ დაჯდეს, ათ წელი წადს ვერ დაითვლის, მილიონ დევიატსოტ ტისიაჩ! ეს რაზეც დამიჭირეს! დანარჩენს, რაზეც ვერ დამიჭირეს, კიდევ ათი წელი უნდა. ახლა მითხარი, ვინ უფრო დიდი ქურდია – მე თუ შენ? ან რითი მჯობიხართ შენ და ლიმონა? – შოშიამ ცოცხი იატაკზე დაანარცხა და დო ინჯშემოყრილი შუა საკანში დადგა. ტიგრანა გაფითრდა: – შოშია, ვიცოდი, რომ ფურუნკუ ლი იყავი, მაგრამ როდის გასკდებოდი, არ ვიცოდი! – თქვა ტიგრანამ, მივიდა თავის ნართან, გარღვეული ლეიბიდან სამართებელი დააძრო და გაშალა. საკანი გაიტრუნა, ისევ დაიძაბა ის საერთო ნერვი, არავინ იცოდა საკანში სამართებლის არსებობა. შოშია წახდა, კე დელს გაეკრა. დევდარიანი ადგა და ტიგრანას წინ გადაეღობა.
– ვით იქცევი, ტიგრან. მოიტა სამართებელი! – მიმიშვი, ლიმონ, მაგის დამპალი სისხლის ფერი უნდა ვნახო როგორია! – თხოვა ტიგრანამ.
– მომეცი სამართებელი! – გაუმეორა თხოვნა დევდარიანმა, ტიგრანამ გაუწოდა სამართებელი და ჩემს პირდაპირ დაჯდა. შოშია ამასობაში თავის ქანდარაზე აძვრადა იქიდან იყურებოდა დასაკლავ ხბოსავით დამფრთხალი. დევდარიანმა სამართებელი დაკეცა და ბატონ ისიდო რეს დაუგდო ნარზე.
– შემინახე, ძია ისიდორე! – სთხოვა მან, მერე შოშიას მიუბრუნდა, იგი ქვევიდან ზევით უყუ რებდა შოშიას, შოშია ხეზე ავარდნილ დაფეთებულ კატას ჰგავდა, ლიმონა კი ქვევიდან მიმ დგარ პირდაღებულ, ენაგადმოგდებულ ნაგაზს, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეეძლო ამ კა ტის ქანდარიდან ჩამოთრევა და ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯვა.
– გოგოლაძე, მე გეტყვი, რა განსხვავებაა ჩვენსა და თქვენს შორის და რითი გჯობივართ ჩვენ თქვენ. – უთხრა მან შოშიას, იგი პირველად მიმართავდა შოშიას გვარით და მე უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. შოშია უფრო მოიბუზა და სიღრმეში წავიდა.
– ჯერ ერთი, იმით გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ, მეორე, შენსავით მაიმუნი არა ვარ, მესა მე, ქურდმა რომ მილიონი იშოვოს, თავის დღეში ფულს აღარ მოიპარავს, თქვენ, თქვენ რას აკეთებთ?! შენს საქმეში გასულ გვარამაძეს ერთი მილიონი მანეთი ფული მიწაში უპოვეს, ხის ძირში დამარხული, რატომ? იმიტომ, რომ დამპალი თესლიდან იყო ამოსული. შენცეგ რე ხარ, ალბათ, შენც გაქვს ფული დამარხული და, თუ მოკვდი, შენი შვილები ვერასოდეს ვერ იპოვნიან იმ ფულს. მერე მოვლენ და შიგ საფლავში ჩაგაფურთხებენ.
– რატომ, კაცო, რატომ? – წაიშინა თავში ხელები შოშიამ.
– იმიტომ, რომ შენც დამპალი თესლის ნაყოფი ხარ, ფულს მიწაში რა უნდა, ან ნათესავი არ გყავდა გაჭირვებული, ან მათხოვარი არ შეგხვედრია ქუჩაში?! ქაშუეთში მისულიყავი, ერ თი სანთელი მაინც აგენთო იმის სამადლოდ, რომ დადიხარ და ფეხქვეშ მიწა არ გენგრევა. მიწაში როგორ მარხავთ ფულს, თქვენი პარაზიტი დედა ვატირე, კიდევ ბედავ და მე მედრე ბი... შენ რაიცი თავისუფლების ფასი... შენ გარეთ რა გინდა, აქ უნდა მოკვდე, ფანჯარასთან, მესერში გაკვეხებული ღორივით.
– ვკვდები და ეგ არის! – შესტირა შოშიამ.
– მოკვდი, შენი დამტირებლის დედაც ვატირე, ის კაცი რა სიცოცხლის ღირსია, ზომიერების გრძნობას რომ კარგავს, დღეს მილიონი იშოვა, არ ყოფნის, ხვალ ორი უნდა, ზეგ – სამი, მაზეგ – ოთხი...
– მე სახელმწიფოს ვპარავ, თქვენ კი –გაჭირვებულ კაცს. – იმართლა თავი შოშიამ.
– გაჭირვებულს კი არა, შენისთანა დამპლებს ვპარავთ, საკუთარ ფულში რომ არ დაიხრჩონ! – ვშრომობ და ვშოულობ! – წეღან არ თქვი, ვიპარავო? – შენ რაღად მპარავ? – იმიტომ, რომ ქურდის ქურდი ცხონდაო.
– მე სახელმწიფოს ვპარავ, სახელმწიფო მაინც სხვაა.
– შენ გგონია, სახელმწიფო კაცი არ არის? სახელმწიფოს ფული არ უჭირს? მიკვირს, სული რო გორ უდგას, შენისთანა ვირიშვილები ვენიდან სისხლს რომ სწოვენ, სახელმწიფოს ვპარავ, – გამოაჯავრა ლიმონამ, – სახელმწიფო შენ, რა, მეწველი ძროხა გგონია? თუ არ მეცოდებოდეს, შობელძაღლი ვიყო! არ ვიცი, თვითონ დევდარიანი რას ფიქრობდა იმ წუთში, მე კი ნამ დვილად შემეცოდა საწყალი სახელმწიფო, როდესაც წარმოვიდგინე, როგორ წუწნიდნენ ვე ნიდან სისხლს შოშია და მისი ძმაკაცები.
– არ დამსვა ახლა, დევდარიანო, არ ჩამაცვა შავები და არ მატირო სახელმწიფო. რა ჭირს სა ხელმწიფოს შენი საჭირისუფლო! – გაუკვირდა შოშიას.
– ჭირს, ალბათ. მაინც ვისთვის დარისთვის გინდათ ამდენი ფული, შპალერად ხომ არ ხმა რობთ, თქვე ჩათლახებო! – კბილებში გასცრა დევდარიანმა.
– შვილებისათვის, ლიმონ, შვილებისათვის! – მოთქმით თქვა შოშიამ.
– ვიცი, შვილებისათვის. კარგ ქართველებად ზრდი, არა? ინტელიგენტებად. ინგლისურს ას წავლი, მუსიკას ასწავლი, ცეკვას ასწავლი, ერთი აგარაკი მთაში, ერთი – ბარში, ერთი –ზღვაზე. მანქანა, დიპლომი, სამსახური, თბილისში სახლი, თვითონ არაფერი არ გააკეთოს? ხელის გასანძრევს არ უტოვებ? ვის უნდა ეგეთი იმპოტენტი შვილი? ეგეთი იმპოტენტი შენ გყავდეს და შენ მოიხმარე... მერე ტიგრანასი გიკვირს, კაცი მოკლა თუმნისათვისო, ტიგრა ნამ ერთი კაცი მოკლა და პასუხსაც აგებს, შენ ათას კაცსა კლავ უსისხლოდ, ფერებ-ფერებით, კოცნა-კოცნით, ახრჩობ, გუდავ და პასუხისგებაც არ გინდა? ოთახის დალაგება არ გინდა, პარაშის გატანა არ გინდა? ახლა ჩამოდი, იმ პარაშაში თავით უნდა ჩაგაყუდო და ჩე მი ხელით გაგიტანო, შე მაიმუნო! – დევდარიანმა სული მოითქვა.
– არც შენ ხარ ანგელოზი და ოქროს თესლიდან აღმოცენებული! – იშოვა დრო შოშიამ.– ვინ გითხრა, რომ ანგელოზი ვარ და ოქრის თესლიდან აღმოცენებული? მე ერთი უნაყოფო კაცი ვარ, მოვკვდები და დევდარიანების ეს შტოც მოკვდება. შენ კი ის არ გყოფნის, ორიშენსა ვითრომ გეზრდება, აქედან რომ გახვალ, ცოლის გაშვებას და ვიღაც სირანუშას მოყვანას აპირებ, გემრიელი ტოლმა რომ ჭამო და ახალი ნაბიჭვრები აჩინო...
– მაინც მოვიყვან! – ისე თქვა შოშიამ, თითქოს ის ტოლმიანი ქალი იღლიაში ჰყავდა ამოჩრი ლი და ლიმონა ართმევდა.
მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, დაძაბული ნერვი ან უნდა გამწყდარიყო, ან უნდა მოშვე ბულიყო და შოშიას ბოლო სიტყვებმა გადაარჩინა ნერვი გაწყვეტას, იგი მოეშვა და საკანში თავშეკავებული სიცილი გაისმა.
– ვა, მე ვთქვი, შეჭამენ ერთმანეთს, გიჟი არ იყო, დასხდნენ და იცინიან, ნეტა რა აცინებთ!!! – თქვა ტიგრანამ და ფინალით უკმაყოფილო ნარზე წამოწვა. დევდარიანი თავის ადგილას დაბრუნდა. მე მივედი და ბატონ ისიდორეს ნარზე ჩამოვჯექი.
– ეს ლიმონა კი არა, მარატი ყოფილა, ძია ისიდორე! – ვუთხარი მე.
ბატონმა ისიდორემ თავი დამიქნიათანხმობის ნიშნად, მერე დაფიქრდა, უცებ ხელი მაღლა ას წია და მსახიობივით პათეტიურად წარმოთქვა: – უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა. კავ კასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.

* * *
სენტიმენტალისტი – ფრ. 1 გულჩვილი, ცრემლმფრქვეველი; ჰუმანისტი – ლათ. კაცთმოყვარე,
– კაცობრიული გრძნობითა და ადამიანთა თანაგრძნობით გამსჭვალული ადამიანი.
არ ვიცი, სიტყვა ჰუმანიზმი რიგით მერამდენეა იმ ბიბლიურ უპირველეს სიტყვათა მწკრივში ან კაცობრიობის გაჩენის დღიდან პირველად რომელ ათასწლეულში იქნა წარმოთქმული ეს საოცარი სიტყვა, მაგრამ ერთი რამ კი ნაღდად უცილოა, ჰუმანური საქციელი დედამიწაზე პირველად თვით მაღალმა ღმერთმა ჩაიდინა სამოთხის ბაღში, როდესაც სულწაწყმედილი ევა და ადამი გააძევა თავისი სასუფეველიდან და არ გასწირა უშფოთველ, გაზულუქებულ და ნეტარ მარადიულ არსებებად. მაშინ ეს საქციელი ღმერთს ზოგიერთმა, თვით ადამმა და ევა მაც კი, აუწერელ და გაუგონრად მკაცრ საქციელად ჩაუთვალეს. ახლა, როდესაც ამ ამბავს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის სიმაღლეებიდან ვჭვრეტ, პირადად მე ადამისა და ევას სა მოთხიდან გაძევება, მათთვის მიწიერი და ხორციელი სიცოცხლის ბოძება, მათი ძარღვისა და უჯრედის სისხლითა და ოფლით გაჟღენთვა, სამოთხის ჰანგებითა და ჰიმნებით მიძინებული სულის გამოღვიძება და შეშფოთება დღემდე სწორუპოვარ ჰუმანურ, კაცთმოყვარულ საქციელად და უდიდეს ღვთის წყალობად მიმაჩნია, რისთვისაც ჩვენი ზეციერი მამისათვის ადა მისა და ევას გონიერ ნაშიერთა სახელით უუმდაბლესი თაყვანიმიცია და უმაღლესი მადლი მომიხსენებია.
სენტიმენტალური ჰუმანიზმი მოგვიანებით წარმოშობილი ცნება და ტერმინია. იგი უკვე ადა მიანებმა მოიგონეს ღმერთის მიბაძვით და, რაც ყველაზე შემზარავია, ადამიანთა ურთიერთო ბის ეს პირმშო ციხეში დაიბადა.
ციხეში ეცოდებათ ყველა და ყველაფერი: მაგალითად, გულოიანი სამ საათს გულამოსკვნილი დასტიროდაროდიონ ქორქიას მოთხრობის „მარილის აკვნის“ პატარა გმირს: – ეგ არის საქმე? პატარა ბიჭი ან ჯარში როგორ წაიყვანეს, ან თოფი როგორ ესროლეს, ან ცხენიდან რომ ვარდებოდა, ხელი როგორ არ შეაშველეს, ან რომ გადმოვარდა, უკან როგორ არ მოიხედეს, ეგა ხართ, აი, ქართველები! – ტირის ტიგრანა.
– ქართველებზე არ არის ეგ მოთხრობა, ტიგრან! – ვახსენებ მე.
– სულ ერთია, ვინც იქ იყო, მაინც ყველა კედელთანაა მისაყენებელი და დასახვრეტი. აბა, შენ იწექი 15 წელიწადი მარილში, თუ კარგია! – განაგრძობს გულამოსკვნილი ტიგრანა, ტიგრა ნა, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, ისე შემოაკვდა 5 თვის წინ თონეთელი მეტყევე, თვალი არ დაუხამხამებია.
ციხეში მკვდრებიც ეცოდებათ: მებურიშვილი ლავრენტი პავლეს ძე, გადამდგარი თუ გადაყე ნებული მაიორი, სასაფლაოს ყოფილი დირექტორი, გვარწმუნებს, რომ დღეში სამჯერ ჩამოუვ ლიდა ხოლმე ყველა საფლავს, ზოგის საფლავზე ცრემლსაც დაღვრიდა ხოლმე, ზოგისაზე ნორჩ ნერგს წყალს დაუსხამდა, მტვერს კი, როგორც წესი, თითქმის ყველა ნაცნობის ძეგლი
დან ჩამოფერთხავდა, აი, ამ აბრეშუმისცხვირსახოცით, რომელიც შემთხვევით ციხეში გამოჰ ყვა.
– ეე, საიქიოს დირექტორო! იმას რატომ არ ყვები, ოცდაათი ფალსიფიცირებული საფლავი რომ აღმოგიჩინეს თავისი წარწერებით, მკვდარზე მკვდარს რომ ასაფლავებდი და ჭირისუ ფალს ღმერთის მიერ მიჩენილ საუკუნო სასუფეველში უღმერთოდ ფულს რომ ართმევდი!
– ახსენებს მებურიშვილს თავის უმწიკვლო წარსულს შოშია.
– მე, გენაცვალე, ფალსიფიცირებული საფლავი ჩემთვის კი არ შემინახავს, ან რად მინდოდა ოცდაათი საფლავი! ისევ მეგობრებისთვის, თქვენთვის ვზრუნავდი, ბუნების შვილნი ვართ!.. ყველა მომავალი ოდესღაც აწმყო გამხდარა, შემდეგ წარსულად ქცეულა და ეს წარ სული ჩვენი მომავალია... – უხსნის მებურიშვილი შოშიას.
– ვერ გავიგე! – თავს იქნევს შოშია.
– მაგას მაშინ გაიგებ, ოთხი კაცი რომ გაგიდებს მხარზე გაჭიმულს, რომ მიგასვენებს ვაკეში და იმ ფალსიფიცირებულ საფლავში რომ ჩაგასვენებ, – ამშვიდებს ლავრენტი პავლეს ძე.– ხალხო!!! – კივის შოშია, – რა უფლებით ყიდის ეს კაცი ფალსიფიცირებულ საფლავებს? – ფალსიფიცირებული რა არის ლოთიანად! – აწყვეტინებს შოშიას ტიგრანა.
– ფალსიფიცირებული, ესე იგი – ვითომ! საფლავი გათხრილია, ზედრკინის ფირფიტა დაწარ წერაა: „აქ განისვენებს ქურდი ტიგრან გულოიანი მ 23041“, სინამდვილეში კი რა ხდება? საფ ლავში არავინ არის...
– გამოდის, რომ ცოცხალ ხალხს მარხავს?.. – ისევ აწყვეტინებს მოყვანილი მაგალითით შეწუ ხებული ტიგრანა.
– დაახლოებით ეგრეა, ასეთი ლიპა საფლავი 30 აქვს, შემდეგ ამ საფლავებს ყიდის... ქრთამს იღებს... – უხსნის შოშია.
– არ დაუჯეროთ, ეგ უვიცი და ბნელია, ქრთამი რას მიქვია, გაჭირვებულ ადამიანს რომ ხელი მოვუმართო და იმან რომ პატივი მცეს, ქრთამია ეგა? რამდენისათვის უფასოდ მიმიცია, იმ დენი სიკეთე მე. როგორ? რომელიმე თქვენგანი რომ მოვიდეს ჩემთან და მთხოვოს, ერთი, თუ ძმა ხარ, კარგი ადგილი შემინახეო, უარით გავისტუმრო? არ შევუნახო ადგილი? – კით ხულობს განცვიფრებული ანგელოზივით ლავრენტი პავლეს ძე.
– შემზარავია, მაგრამ ჰუმანური!ამბობს ჭეიშვილი და სადღაც იმქვეყნიურ ბურუსში აპირებს რაღაცის დანახვას მოჭუტული თვალებით.
– ტყუილად გგონია მაგი შენ, მებურიშვილო, რომ გულს აგვიჩუყებ აქ. წმინდანივით რომ ჩა მოგიკიდია ეს პატიოსანი ჯვარი გულზე, რაც არ უნდა იქადაგო, მაინც გადაგვარებული, ზნედაცემული და გახრწნილი მექრთამე ხარ შენ. – ჩაერია ლაპარაკში ჭიჭიკო გოგოლი. ჭე
იშვილის ფორმულა „შემზარავია, მაგრამ ჰუმანური“ ჭიჭიკო გოგოლს არც ესმის და არც უნ და შეისმინოს. მართალია, გამცემლიძის ცემის შემდეგ იგი ექვსი დღე ჰყავდათ კარცერში და იმ დღიდან ცდილობს, რაც შეიძლება თავშეკავებული და თავაზიანი იყოს ამხანაგებ
თან, მაგრამ მებურიშვილის მიმართ ზიზღს მაინც ვერ ფარავს.
– გოგოლო, ცოტა უხერხული ხომ არ არის, რომ შენ თვითონ ბოროტმოქმედი, მე, მეორე ბო როტმოქმედს მათახსირებ ისეთ ხალხში, რომელთაგან ვერც ერთი ვერ ადგება და ვერ მეტ
ყვის, გჯობივარო! – თავის მხრივ მებურიშვილსაც ახსოვდა ჭიჭიკოს მიერ ნაცემი გამცემლი ძე, ამიტომ ზემოთქმული, რაც შეეძლო, თავაზიანად წარმოთქვა.
– მებურიშვილო, ხომ არ გინდა ავდგე? –ჰკითხა დევდარიანმა.
– მე ქურდებს არ ვგულისხმობ! – სწრაფად გაასწორა შეცდომა მებურიშვილმა.
– ტყუილია მაგი, შენზე ბინძური კაცი მე არ მეგულება აქ, მებურიშვილო! – უთხრა გოგოლმა.
– რატომ, გოგოლო, რატომ, ვინმეში ხომ არ გეშლები? – გამოაჩინა კლანჭები მებურიშვილმა და გაფითრდა.
– როგორ, შენ ის მებურიშვილი არ ხარ, ღამღამობით ჩუმად რომ ჭამ საჭმელს, კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი, ამხანაგი მებურიშვილი? ახლა რომ ჯვარი გკიდია გულზე და ქრისტეს სახელით ქრთამს ართმევ საფლავში გაჭირვებულ ხალხს, ის არ ხარ? თუ მეშლება?
– ჰკითხა გოგოლმა და მე გავიგონე, როგორ დაიჭიმა უკიდურესობამდე ისევ ის საერთო ნერვი.
– გოგოლო, ნუ იკატუნებ თავს და გულუბრყვილო ბავშვს ნუ თამაშობ. შენთვისაც და ჩემთვი საც პარტიის მანდატი იმ ეტაპზე პურის წიგნაკი იყო და, საერთოდ, ჯვარი მეკიდება გულ ზე თუ აგური, ეგ ჩემი საქმეა. – თქვა მებურიშვილმა.
– არ არის მაგი მარტო შენი საქმე,მებურიშვილო! – უთხრა გოგოლმა.
– აბა, კიდევ ვისი? – ირონიულად ჩაკითხა მებურიშვილმა.
– ჩემი საქმეც არის მაგი, მებურიშვილო! – ახალა გოგოლმა.
– ვინ დაგნიშნა შენ, ჩემსა და პარტიას შორის მედიატორად! ერთბაშად მარქსიზმ- ლენინიზმის იდეები არ გაწუხებდეს. მე თავის დროზე, ვიდრე გამწირავდნენ, ნამდვილი პარტიული ვიყავი.
– რაზე გაგწირეს, მებურიშვილო, ქრთამის აღების უფლება რომ არ მოგცეს? – მე მექრთამედ არ დავბადებულვარ.
– უმწიკვლო იყავი, ხომ?
– დიახ, უმწიკვლო!
– ვიცი, ვიცი, ისეთი უმწიკვლო და ერთგული იყავი, რომ ქრთამიდანაც იხდიდი თურმე პარტიის საწევროს.
– ისევე, როგორც შენ! – უთხრა მებურიშვილმა.
– ტყუილად გაგყავარ საქმეში, მებურიშვილო, ჩემთვის მანდატი პურის წიგნაკი არასოდეს ყო ფილა, იმიტომ რომ უპარტიო ვარ მე, არც მარქსიზმ-ლენინიზმის იდეები მაწუხებს, ახლა ის მაწუხებს,მებურიშვილო, ოცდაათ ყალბ საფლავში რომ გაყიდე შენი პარტია და მანდა ტი, მე რაღას მიზამ, მე ხომ მთლად თხასავით გამყიდი და თხასავით გაყიდი ყველას ამათ!
– მებურიშვილი გაშეშებული იდგა და არ იცოდა, რა ეთქვა.
– შენ, მებურიშვილო, საკუთარი სული რომ წაიწყმიდე, ახლა ჯვარი გინდა, წაბილწო? – მე კონსტიტუციის ძალით ვარ უფლებამოსილი მწამდეს ღმერთი! – იყვირა მებურიშვილმა.
– იმისათვის, რომ მერე ისიც გაყიდო? – თქვა გოგოლმა, ფეხზე ადგა და მებურიშვილისაკენ გაემართა. მებურიშვილმა თვალების ცეცება დაიწყო აქეთ-იქით, ეტყობა მძიმე საგანს ეძებ და, ვერაფერი რომ ვერ იპოვა, სკამს დაავლო ხელი და მაღლა აღმართა.
– არ მომეკარო, თორემ გაგათავებ! – იყვირა მან.
– გოგოლო, გეყო! – თქვა დევდარიანმა.
– დევდარიანო, თავი დამანებე, მე არ ვერევი ქურდების საქმეში! – თხოვა გოგოლმა. დევდა
რიანი გაჩუმდა. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა და გაგვაფრთხილა: – ვინც მომეკარება, მოვკლავ! – არ მომეკარო! – თქვა მებურიშვილმა, სკამი იატაკზედააგდო და კარსმივარდა. გოგოლმა
ზედ კართან მიუსწრო, ვეებერთელა ხელი კისერში დაავლო და თავისკენ შემოატრიალა.
– ამოიღე ჯვარი! – უბრძანა გოგოლმა, მებურიშვილმა უბეში ჩაიყო ხელი და ოქროს ჯვარი ამოიღო, გოგოლმა ხელისგულზე დაიდო ჯვარი, ერთხანს უყურა და შემდეგ მებურიშვილს ჰკითხა: – ათი ცნება თუ იცი შენ, მებურიშვილო? ქრისტეს ათ ცნებას გეკითხები! – გოგო
ლო, აქ სასულიერო სემინარია არ არის, ციხეა და თავი დამანებე.
– თქვი! – მოკლედ მოუჭრა გოგოლმა და მუშტი მაღლა ასწია.
– არა კაც ჰკლა! – თქვა მებურიშვილმა და ხმა აუკანკალდა.
– ნუ გეშინია, არ მოგკლავ, მაგრამ მაგი მეხუთეა, მებურიშვილო, თავიდან დაიწყე! – დაამშვი და გოგოლმა.
– არ იმრუშო! – მაგი მეექვსეა. თავიდან თქვი! – თავიდან არ ვიცი.
– ის მაინც მითხარი, რამდენია სახარება! – განაგრძო გამოცდა გოგოლმა.
– ოთხი, ოთხთავია! – თქვა გაუბედავადმებურიშვილმა.
– მაგი გცოდნია, კია ოთხთავი! – გოგოლმა უცებ სილა გააწნა მებურიშვილს. – ეს ერთი! შენი გაყიდული პარტიის სახელით! – ეს მეორე შენი გაყიდული ღმერთის სახელით! – გოგოლმა მეორე სილა გააწნა მებურიშვილს და ჯვარი ჩამოგლიჯა, – არ ხარ ამის ტარების ღირსი შენ!
– ეს მესამე ვაკის სასაფლაოს მიცვალებულების სახელით! – გააწნა მესამე სილა.
– ეს მეოთხე კი – ჩემი სახელით, – უთხრა გოგოლმა და მუშტი ჩათხლიშა თავში მებურიშ ვილს. მებურიშვილმა ერთი დაიზმუილა და მუხლებზე დაეშვა. გოგოლმა ჯვარი გვერდით დაუგდო და კარზე დააბრახუნა. მერე მოგვიტრიალდა და გვითხრა: – ბოდიში პატივცემუ ლებო, ძალიან დიდი ბოდიში, შეგაწუხეთ, მაგრამ უნდა მაპატიოთ, ასეთ დამპალ ხალხს ბავშვობიდან ვერ ვიტან. ასეთი იყო ჩემი მეურნეობის დირექტორი, რომ გავლახე და ამ ხნის კაცი ხულიგნობაზე რომ ჩავჯექი, მეტი კი არაფერი. ახლა იმის ჯავრი მომკლავს, ეს
რომ გაუშვან და მერე მე რომ მოვკვდე და ამის სასაფლაოზე რომ მიმიტანონ, ხომ დამტო ვებს ეს შობელძაღლი დაუმარხავს?!! კარი გაიღო და ზედამხედველმა შემოიხედა.
– რაშია საქმე? – იკითხა მან.– ჯერ ეს გაათრიე, უფროსო, მერე მოდი და მე წამიყვანე, ჩემი გა ლახულია მაგი! – უთხრა გოგოლმა და მებურიშვილის გათრევაში მიეხმარა ზედამხედ ველს.
– ოðîèçოîë! – თქვა ჭეიშვილმა, გოგოლი რომ გაიყვანეს.

* * *
ათასნაირია ჰუმანიზმი. ვიდრე დამაპატიმრებდნენ, ერთ კვირა დღეს მე და ჩემი მეგობარი ნო დარ ებრალიძე ბეთანიაში მივდიოდით ფეხით. გზაში ვირი შემოგვეფეთა, უპატრონო, გაზი ზინებული ვირი.
ყურების პარტყუნით მოდიოდა.
– ახლა ჩვენს მაგივრად გზაში მგელი რომ შეხვედროდა! – ვთქვი მე და ვირს გავაყოლე თვა ლი. ნოდარს გაეცინა. რა გაცინებს-მეთქი, და მაშინ მომიყვა: თურმე გასულ წელს ექსპედი ციაში მიმავალ მის ნაცნობ, ახლა აღარ მახსოვს, გეოლოგებსა თუ არქეოლოგებს, რომელი ღაც სოფელში ვირი უყიდიათ ხუთ თუმნად და თან წაუყვანიათ, რა თქმა უნდა, ტვირ თისსაზიდრად. ადგილზე რომ მისულან, დაბანაკებულან, ვირიდან ტვირთი რომ ჩამოუხ სნიათ და კარვები გაუშლიათ, აღმოჩნდა, რომ ვირი საჭირო აღარ იყო.
– რა ვქნათო? – უკითხია ერთს.
– გავუშვათო! – უთქვამს მეორეს.
– რას ამბობთ, მგლები დაგლეჯენ ტყეშიო! – გული აჩუყებია მესამეს.
– თუ ასეა, დავიტოვოთო! – გადაუწყვეტია მეოთხეს.
– მერე მაგის მოვლის თავი ვის აქვსო! – უკითხავს მეხუთეს.
– თუ მასეა, მოვკლათო! – დიდი ფიქრის შემდეგ გადაუწყვეტია მეექვსეს.
– რითი, თოფი რომ არ გვაქვსო? – უკითხავს სულ პირველს. მერე ყველას ერთად მოუფიქრე ბია: ვირისათვის მუცელზე დინამიტები მიუბამთ, ფითილისთვის ცეცხლი მიუციათ და აუფეთქებიათ. ასე გადაარჩინეს ვირი მგლების დაგლეჯას. დაუჯერებელია, შემზარავია, მაგრამ ჰუმანურია.
ციხეში ბაღლინჯო და ტილიც ეცოდებათ. მაგალითად, შოშიადარწმუნებულია, რომ დუსტმა დაღუპა კაცობრიობა, დუსტმა მოსპო ბაღლინჯო და მკბენარი, რომლებიც ზედმეტსა და
უვარგის სისხლს წოვდნენ ადამიანებს და ამით სისხლის მიმოქცევას არეგულირებდნენ. მათ მა მოსპობამ კი რა გამოიწვია?! ჰიპერტონია, ლეიკემია, ათეროსკლე- როზი, მიოკარდის ინ
ფარქტი, სტენოკარდია, სისხლის შედედება, ინსულტი და სხვა მრავალი უბედურება, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით.
– ვინ კვდებოდა ადრე ასეთი ავადმყოფობით? – გვეკითხება შოშია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვი ცით და ვდუმვართ.
– აგაშენათ ღმერთმა! – უხარია შოშიას. – ასე არ იყო, ჩინეთში მოსპეს ბეღურები და მოისპო ბრინჯის მოსავალი! – გვიხსნის შოშია.
– ტილები? – ეკითხება ტიგრანა. ეს უკვე შოშიამ არ იცის და დუმს. ციხეში ყველაფერი ეცოდებათ, ყველაფერი, საკუთარი ნერვების გარდა.
ჭიჭიკო გოგოლი ამჯერად ბარგიანად გაიყვანეს. იგი ყველას გვიყვარდა, ამიტომ საკანში სევ დიანი დუმილი ჩამოვარდა. მხოლოდ ბატონმა ისიდორემ დაარღვია ეს დუმილი ძილისწინ.
– ცოტა ნერვებს თუ არ მოვუფრთხილდით, სახელმწიფოს საქმე აღარ დარჩება. ჩვენ თვი თონ გამოვუყვანთ ერთმანეთს წირვას. – თქვა მან და კედლისკენ გადაბრუნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent