შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევას დღიურებიდან... (ნაწ-9)


23-07-2021, 20:21
ავტორი LiTe
ნანახია 1 172

საწოლზე მისვენილი დედა მოვასულიერეთ, ისე უეცრად მოხდა ყველაფერი რომ ჯერ კიდევ დაბნეული ვიყავი, მამასაც გაოცება ეწერა სახეზე, დედა გონს ეომ მოვიდა დასვენების საშუალება მივეცით და რამდენიმე წუთში სიჩუმე თავად დაარღვია
-შვილო, ევას რა დაემართა? ამ გოგონაზე თქვი ძალა იხმარესო?
-დედა, ევას საიდან იცნობ?
-დედამისს ვუვლიდი საავადმყოფოში, დედამისი ავად იყო, დონორი ესაჭიროებოდა, ამას კი მოგეხსენება რამხელა ფინანსები სჭირდება, საწყალ ქალს არავინ ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილის გარდა, ყოველ დღე მოდიოდა მასთან და არ ნებდებოდა, ერთ დღეს როცა ვუთხარი რომ სჯობდა დედამისი წაეყვანა და მისი დარჩენილი სიცოცხლე გაელამაზებინა აცრემლებული გავარდა და შემდგომ მომწერა რომ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი სამსახური ნახა, დონორის და დედამისის უცხოეთში გადაყვანის ამბების მოგვარება მთხოვა და თქვა რომ თანხას მეორე დღეს დამირიცხავდა...
-დედამისი?
-გარდაიცვალა, ევას მივწერე და ვიცოდი რომ ჩამოფრენას აპირებდა
-მას მეუღლე ჰყავს, მან უთხრა რომ დედა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა რის გამოც ქორწილი არ ჰქონიათ და მხოლოდ ჯვრისწერა გადაწყვიტეს...
-ალბათ ერთი კვირა იყო გასული რაც ევა წავიდა, მას ქმარი არ ჰყოლია, სისულელეა, რაღაც გაუგებრობაა
-დედა, მან ასე თქვა, მაგრამ გონება ჰქონდა დაკარგული და არ ახსოვდა, ვინ იძალადა, მათი დიალოგი, ჯანდაბა ყველაფერი გასაგებია
- რა არის გასაგები? რა ხდება?
- დედა მოგვიანებით აგიხსნი, უნდა წავიდე...
აეროპორტში ბილეთი ავიღე და ქალაქში დავბრუნდი, პირდაპირ სახლში წავედი, ევა უნდა წამომეყვანა სადმე სანამ ყველაფერს გავარკვევდი
-დაო, როგორია ევას მდგომარეობა?
- კარგად არის, ექთანი იყო მოსული და თქვა რომ მის შვილს საფრთხე არ ემუქრება, შენ როგორ ხარ? რა მოხდა სახლში?
-მელო ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ მანამდე ევა უნდა წავიყვანო, სადმე მყუდრო ადგილას
-ძმაო ამაზე შესაფერის ადგილას სად წაიყვან?
- მართალი ხარ, მაგრამ მეშინია არაფერი მოგივიდეთ
-შეგიძლია პოლიციას სთხოვო რომ კარებთან იმორიგეონ, მაგრამ ეს რა საჭიროა? ვინ რა უნდა დაგვიშავოს?
-მოგიყვები, დამელოდე
კარები ფრთხილად გავაღე და ევას საწოლს მივუახლოვდი, ორივე ხელი მუცელზე ეწყო და ეძინა, არ ვიცოდი როგორ მეთქვა ეს ყოველივე, არ ვიცოდი რატომ გათხოვდა ან როგორ დაფეხმძიმდა, სად გაიცბო ეს ბიჭი, ან რა სამსახური ჰქონდა...
ველოდებოდი სანამ გონს მოვიდოდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ევამ თვალები დაახამხამა, ნელა გაახილა და როდესაც დამინახა შეკრთა
-როდის დაბრუნდი?
- დღეს, შენთან სალაპარაკო მაქვს, ეს მნიშვნელოვანია
- რა ხდება?
- სად მუშაობ?
- არ ვმუშაობ
-შენი მეუღლე სად გაიცანი?
-ეს რა კითხვებია?
-ამ ქალაქში რამდენი ხნის წინ ჩამოხვედი?
-ამიხსნი რა ხდება?
-ევა, დედაჩემი გიცნობს, ახლა ყველაფერს მოგიყვები და არ გამაწყვეტინო, მოკლედ თბილისში ცხოვრობდი, დედასთან ერთად, დედაშენი ავად იყო, დონორი სჭირდებოდა ეს კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. შენ დედაჩემს მიწერე რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური იპოვე და ფულს მალე გადაურიცხავდი, ერთი კვირა იყო გასული აქ ჩამოსვლიდან, როცა დედაჩემმა მოგწერა და გითხრა რომ დედა გარდაგეცვალა, შენ შინ ბრუნდებოდი როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, შენ ქმარი არ გყოლია და არც ექვი თვე გასულა დედაშენის გარდაცვალებიდან, რაღაც ხდება და სანამ არ გაგახსენდება ქმართამ ვერ წახვალ... გახსოვს იმ კაცის სიტყვები ვინც ძალა იხმარა? შეგიძლია თავიდან მითხრა?
-რა? რას ამბობ, ვერ გავიგე, ეს რა აბსურდია
-ევა გაიხსენე და მითხარი, პანიკას არ აყვე
-მან, მან თქვა რომ ფულზე მონადირე ვარ და ყველაფერს დავთმობდი ფულის გამო, შვილსაც კი გავყიდდი
- ეს რა კავშირშია არ მესმის, ეცადე დამშვიდდე და იფიქრო, რა მოხდა, ვინ არის ეგ ადამიანი
- მანამდე დედაჩემთან უნდა წავიდე, მისი საფლავი უნდა ვნახო,შეიძლება იქ უფრო გავიხსენო ყველაფერი, გთხოვ, წამიყვანე...
-ჯერ უ და დაისვენო, რამდენიმე დღე თავს მიხედე და შემდეგ წავიდეთ
-მანამდე იქნები ჩემთან? გთხოვ აღარ წახვიდე, მე არ ვიცი ვის უნდა ვენდო... უკვე არაფერი ვიცი... ლოყაზე ცრემლი ჩამოგორდა და ლავიწზე გაიშალა, მას ისეთი სევდიანი სახე ჰქონდა, განა არის იმაზე დიდი ტკივილი როდესაც არ იცი რის გამო მოხვედი ამ ქვეყნად? როდესაც საკუთარ თავს მარტო ტოვებ და არ ცდილობ სხეული სულს შეერწყას, ევა უბრალოდ დაბნეული კი არა განადგურებული იყო...

დილით ჩემი დის კისკისმა გამაღვიძა, ტახტზე ჩამძინებოდა როდესაც წინ მაგიდაზე მიყუდებულიყო და რაღაც ამანათს დასცქეროდა
- რა არის?
- კურიერმა მოიტანა, ევას საჩუქარია
-ვნახავ
ბრჭყვიალა შეფუთვიდან თეთრი ბოდე ამოაცურა, შემოატრიალა და გულან მიიხუტა
-ლამაზია...
- წავალ, ევას მივუტან
საძინებლის კარი გაიღო და ევა გამოვიდა
-არ მეჩხუბოთ, წოლა აღარ მინდა...
- ევა რას აკეთებ ხომ იცი უნდა იწვე, სიტყბა არ დამსეულებინა მელომ, ხელები გაშალა და ევას ციცქნა, ფითქინა ბოდე აჩვენა
-ნახე მე შენთვის, უფრო სწორად შენი შვილისთვის რა მაქქვს
ევამ ბოდე ხელებში მოიქცია და მისი თვალები აწყლიანდა,
-მადლობა, ის მისი პირველი საჩუქარია, რაც დრო გადის და რეალობას ვეჯახები, ვიაზრებ რომ მალე მარტო აღარ ვიქნები...
როგორ მინდოდა მისთვის მეთქვა რომ მარტო არც ახლა იყო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი...
-მელო არ გინდა ტკბილეული გამოვაცხოთ?
-მელოსი ვიცი მაგრამ მე კი შევჭამდი თქვენს მომზადებულ ტკბილეულს
-კი ევა, გავაკეთოთ...

ჩემი და და ევა სამზარეულოში ტრიალებდნენ, სიცილი, მხიარულება, წუწუნი ყველაფერი შეჰმატეს სახლს, თითქოს აქამდე მე და ჩემ დას რაღაც გვაკლდა, ან მე მაკლდა, არ ვიცი მაგრამ ვხვდებოდი რომ ევა უბრალოდ გამოძიების ობიექტი არ იყო, მისი საქმის განხილვა ნებისმიერ დროს მორჩებოდა, ამისთვის მხოლოდ მისი მახაოვრობა იუო საჭირო, ხშირქდ ვფიქრობდი მერე რა იქნებოდა, ევა სად წავიდოდა, მეუღლეს დაუბრუნდებოდა და ბედნიერი იქნებოდა თუ მარტოხელა დედობას აირჩევდა, არ ვიცი მგონი გადამეტებულად, უზომოდ ეგოისტურად ვფიქრობდი მაგრამ მე მეორე ვარიანტი მერჩივნა, ვგრძნობდი რომ ევა ჩემი ადამიანი იყო, ძალიან ცოტა დრო იყო გასული რაც "გავიცანი", მაგრამ ის ის იყო... ხშირად ვეუბნებოდი საკუთარ თავს რომ ეს უბედურება მას არ უ და გადაეტანა, მასზე ძალა არ უნდა ემხარათ, მას ბედნიერი და მზრუნველი, ძლიერი ადამიანი სჭირდებოდა...

- გოგონებო როდის დაასრულებთ?
- ღუმელშია, 10 წუთში გამოგიღებთ, მიპასუხა მელომ
- კარგი დავიცდი

ღუმელიდან სხვა და სხვა ფორმის ორცხობილა გამოიტანეს, ლანგარზე დააწყვეს და წინ დამიდეს
- აბა ძმაო, დააგემოვნე
-ჰო, უნდა გასინჯო
- ახლავე
ორცხობილა ჩავკბიჩე და სახე დამემანჭა
-კარგი რაააა, იტყუები, ცუდი ვერ იქნება
მელომ და ევამ ერთდროულად გასინჯეს და რეაქცია განმეორდა
- კი მაგრამ, ძალიან მშიოდა, დაიწუწუნა ევამ
- მოდი პიცა გამოვიძახოთ, შევთავაზე გოგონებს
- კარგი აზრია
-ფილმი შეარჩიეთ, მე პიცას შევუკვეთავ...

-ჰმ,მოდი რამე მძაფრსიუჟეტიანს ჩავრთავ
-არაა, მელო გთხოვ რამე დრამა აარჩიე
- კარგი რა ევა, ზომბებზე ხომ არ გვეცადა?
- არა, არაა
- გოგონებო, პიცა მოვიდააა
ყუთი გავხსენი და ტახტის წინ მაგიდაზე დავდე,
-ფილმი შეარჩიეთ?
-კი, იწყება, ადექი შუქი გამორთე
ფილმის ყურება დავიწყეთ, ევამ და მელომ მთელი პიცის ყუთი ფეხებთან დაიდეს და ფილმს ინტერესით დაუწყეს ყურება, ევა შუაში იჯდა, უცებ წამოიკივლა და მხარზე მომეხუტა, მეც და მელომაც გავხედეთ და სწრაფად მიიწია
-უკაცრავად...
მელომ ფილმი ზომბებზე ჩართო, მთელი ორი საათი ევა პანიკებში იყო, არ უყვარდა თურმე საშინელებათა ფილმები...
ფილმის დასრულებისას მელომ განაცხადა რომ დაღლილი იყო და ეძინებოდა,
-მელო, მე არ მინდა მარტო დაძინება, წამოდი ჩემთან
-ევა ცუდად ვწევარ, შეიძლება მოგარტყა და საშიშია ბავშვთან, ჩემს ძმას ტახტზე სძინავს, კარი ღია დატოვე და აქვე იქნება
-კარგი ჰო
-ძილინების.
-თუ რამე დამიძახე ევა, არ მოგერიდოს
-კარგი
დივანზე დავწექი და ევას საძინებლისკენ მივმართე ყურები, ხმა არ ამოუღია, ალბათ ჩაეძინა, მეც დავიძინე როცა დილის საათებში ევას ხმა გავიგონე, თვალები გავახილე და ევა ბოდავდა, იმ ნაბიჭვარს ახსენებდა მგონი, ამბობდა ხელი არ შემახოოო, წამოვდექი და მასთან მივედი, ეძინა, ხელზე ხელი შევახე რომ გაჩუმებულიყო, სახეზე ცივი ოფლი ჰქონდა, საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და დაველოდე როდის დამშვიდდებოდა...
-ძმაო აქ რა ხდება?
თვალები მე და ევამ ერთდროულად გავახილეთ, ერთად ვიწექით, მელოს თავი ჩემს მკლავზე ედო
-ჯანდაბა, წუხელ ბოდავდა, ვიფიქრე ვნახავთქო და ალბათ აქ ჩამეძინა, მელოს ინტრიგას ვგრძნობდი, გვერდით რომ გავიხედე და შევამჩნიე ევას როგორ მორცხვად ჩაეღიმა, თითქოს მომეშვა...
-კარგი ჰო, ადექით ჩიტებო ვისაუზმოთ
მელოს ბალიში ვესროლე და ფეხზე წამოვდექი...
მაგიდას მივუსხედით, როცა საუბარი ევამ წამოიწყო
-დღეს ექიმთან მინდა წასვლა, გავიგებ როგორ არის ჩემი პატარა, თუ ყველაფერი რიგზე იქნება სამშობლოში მინდა დაბრუნება...
-კარგი ევა, მე გამოგყვები, ხომ იცი ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-კი, ვიცი, მალევე მოვაგვაროთ და წავიდეთ
-კარგი ისაუზმე, მე გავემზადები,
-კარგით რა, მე?
-მელო შენ სახლში იქნები
-რა ცუდები ხართ.
მელოს გავუღიმე და სააბაზანოსკენ გავემართე...

-ევა, მზად ხარ?
-კი, მზად ვარ
-მაშინ გავიდეთ
კარი გავაღე და ხელით ვანიშნე რომ გასულიყო
მანქანა დავძარით და საავადმყოფომდე უსიტყვოდ მივედით
-შემოგყვე?
-თუ გინდა, ეს ჩემი პირველი მოსმენა იქნება, ჩემი პატარას გულისცემის...
-შემოვალ, ამ დროს დედა მარტო არ უნდა იყოს

ევა მოამზადეს და სიჩუმისკენ მოგვიწოდეს, ბავშვის ხმა კარგად რომ გაგვეგო
საკმაოდ სწრაფად სცემდა მისი გული
დუგ-დუგ, აპარატი ხმაურობდა და ამ ყველაზე ლამაზ ხმაურზე ევას თვალები გაბრწყინდა, ვგრძნობდი რომ მისი აზრები მხოლოდ მასზე იყო გადართული, ერთადეერთი მიზეზი იყო რის გამოც მას ცხოვრება სურდა...მის სხეულში ახალი სიცოცხლე იყო რომლის ამ ქვეყნად მოვლენა მისი მთავარი მიზანი იყო
-ყველაფერი კარგად არის?
-ბავშვის გულისცემა ნორნალურია, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, უბრალოდ ეცადეთ თავი არ გადაიტვირთოთ და ნაკლებად ემოციური იყოთ...
-მადლობა...
ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე, გარეთ გავედით
-გინდა ნაყინი?
-ჰმ, შეიძლება, მაგრამ ორი
-კარგი წამოდი, აქვე ახლოს ლამაზი ადგილია, მყუდრო...ცოტა ხანი დავისვენოთ
-წამოდი, გვერდით დამიდგა და ნარინჯისფერი თმის უკან, მის პროფილში ღიმილი დავინახე...
-რომელი?
-ააა მარწყვის და შოკოლადის, არა არა მოიცადე, ალუბალი და ნაღები იყოს
-დარწმუნებული ხარ?
-არა, ისე შემომხედა თითქოს რამე უბედურება ხდებოდა, სიცილი ვერ შევიკავე
-ალუბალი, მარწყვი, ნაღები და შოკოლადი მოგვეცით, თითო ბურთულა, ცალკე ორი შოკოლადი იყოს,
ევას გავხედე, სიამოვნებისგან სახე გაებადრა
-არ მითხრა რომ ეს ყველა ჩემია
-კი, მაგრამ ცოტა ჭამე, არ გაცივდე
- ნაყინი ცოტა როგორ ვჭამო? ის ხომ გემრიელია
-კარგი მაშინ სულ შეჭამე
-ისედაც მაგას ვაპირებდი
ხმაურიანად გადაიკისკისა და ნარინჯისფერი ხუჭუჭები მუჭში მოიქცია, ჩანთიდან კალმის ტარი ამოაცურა და თმა დაიმაგრა, ყურთან თმა გადმოუვარდა, ხელი ინსტიქტურად წავიღე და ყურს უკან გადავუწიე, ხელი ჩვეულ ფორმაში სწრაფი მოძრაობით დავაბრუნე, ევა დაიმორცხვა, ხანდახან ვგრძნობდი რომ სიახლოვე აშინებდა, ვცდილობდი ეს არ გამეკეთებინა მაგრამ ასე ხდებოდა...
რამდენიმე წუთის განმავლობაში ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, ევა ხშირად იტურებოდა ჰაერში, მაგრამ არაფერს უყყრებდა, ფიქრები წაიღებდა ხოლმე... რაც არ უნდა კომხდაროყო, სულ რომ ხმა არ ამოეღო მასთან ყოფნა მხიბლავდა, ბოდიშს მოვუხდიდი იმისთვის რომ მისით ნელ-ნელა ვიხიბლებოდი, რამე აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა...
-წავიდეთ?
-წავიდეთ
მანქანაში ევამ საუბარი წამოიწყო, ხმა უკრთოდა
-იცი, უბრალოდ მადლობა, მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა, ხანდახან მეშინია ამდენ სიყალბეში შენც ყალბი არ იყო მაგრამ შენ ყველა შენი ქმედებით მინულებ ამის ფიქრის მიზეზსს
-ევაა, არაფერზე იფიქრო, უბრალოდ იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ!
ევამ გამიღიმა და ფანჯარაში უმისამართოდ დაიწყო ყურება
მელოდიას ხმა ავუწიე და გზას გავხედე...


p. s ვიცი რომ ისტორიის დადება დამაგვიანდა, ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი გარდაიცვალა, დროსთან ერთად ვცდილობ ცხოვრება გავაგრძელო, მადლობა თქვენ, ვინც მელოდებოდით... <3 :)



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას

 


№2  offline წევრი LiTe

მაკო<3 მადლობა შენ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent