შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

#21 [ თავი XIV ]


25-07-2021, 19:35
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 725

XIV

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ფლინთან საუბარი, შიში მაინც ამაყად იჯდა ემოციათა სამეფოში დიად ტახტზე და ჯერ-ჯერობით სულაც არ აპირებდა სხვა ემოციისთვის თავისი ადგილის დათმობას. ოლივიას ბინიდან ამაყი და მიზანდასახული გამოვიდა, მაგრამ, როდესაც თავის მანქანაში ჩაჯდა - კანკალმა აიტანა. Სავარძელში ჩაფლული ავტომობილის დაძვრას ვერ ბედავდა, რადგან თავისივე ხმა უმეორებდა გონებაში - "მოკვდები! ვერ გაუმკლავდები! გახსოვს როგორ იწვა დედა ოთხი ფიცრისგან გაკეთებულ ყუთში ? გახსოვს როგორი ლამაზი იყო? მკვდარი, მაგრამ ლამაზი. Რატომ იწვა იგი იქ? გინდა შენც დროზე ადრე მოკვდე?"
და ის არ ჩერდებოდა. დეტალურად გაახსენა ქრიტინს დედასთან გატარებული თითოეული წუთი, ბოლო ატომამდე დაუშალა მოგონებათა სასახლე, სადაც დედას ყველა ემოცია იყო აღბეჭდილი ფურცლებზე, თავად ფურცლები კი უზარმაზარ არქივს ქმნიდნენ ამ აბსტრაქტული შენობის შიგნით. იქ იყო ყველაფერი, მაგრამ წლებმა ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაღრღნა. აქ მტვერს ქრისტინის ანაბეჭდი არასოდეს დასტყობია.
ის ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. ქერა იყო, ლურჯ-მწვანე ქამელეონისებრი, სევდაზე სევდიანი თვალებით და ფითრისფერი კანით. უკიდურესად კეთილი ქალი, რომელიც საკუთარ თავზე თითქმის არასდროს ფიქრობდა...
არა, მას არ ჰქონდა დრამატული ისტორია, იგი არ გარდაცვლილა მაშინ, როდესაც შვილს იცავდა ველური მხეცისგან, ან რამე მგავსი. ის გარდაიცვალა, ბანალური გულის შეტევით.
სუსტი გული ჰქონდა და თან არც. პირიქით, ძალიან ძლიერი და დიდი გულის ქალი იყო. ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთხელ შეცდა - როდესაც მიიღო სულელური გადაწყვეტილება სხვათა კეთილდღეობა საკუთარზე წინ დაეყენებინა. როდესაც თავისი წამლის ნაცვლად, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა - გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ამით იყო ბედნიერი. ერთადერთი სისულელე ჩაიდინა მან. ის ვერ გათვალა, რომ თუკი თავად აღარ იარსებებდა, ამ ადამიანებს ვერავინ დაეხმარებოდა, რადგან ცოტაა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან. განა, თავად ვერ ხედავდა, რომ მის მეტი არავინ უწვდიდა მათ დახმარების ხელს?!
ეზიზღებოდა ქრისტინს დედის ეს მხარე. Ჩხუბობდა, როდესაც ამ ყველაფერს ხედავდა და გული ეწურებოდა, რადგან დედა თვალწინ უკვდებოდა, ხელებში თაკარა მზეს ნებაყოფლობით მიფიცხებული ყინულივით ადნებოდა და ვერაფერს აკეთებდა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ამ ხასიათის მიუხედავად, Მას არასოდეს მოუწოდებია ქრისტინისთვის დახმარბოდა ვინმეს. თვლიდა, რომ მხოლოდ სიტყვები არ იქნებოდა იმდენად ეფექტური, რამდენადაც საქციელი. ამაში მართალი იყო. თუმცა სამწუხაროდ, არც ესაა ყოველთვის სიმართლის ზენიტში..
ამიტომაც ყოველთვის აძლევდა მაგალითს შვილს, ცოტათი სულელურ მაგალითს. ცოტათი არა, ძალზედ სულელურია, როდესაც შენ საკუთარ თავს ივიწყებ და სხვას ეხმარები თავგანწირული. ამარზენია, როდესაც იცი, რომ მარტო არ ხარ, როდესაც შენ გვერდით საყვარელი ადამიანები არიან და შენ ამ უმსგავსო მეთოდით იკლავ თავს. ივიწყებ ყველაფერს და აკეთებ მხოლოს იმას, რაც გსურს და არა იმას, რაც გჭირდება. მაგრამ… ვერ უარვყოფთ, რომ სურვილი და საჭიროება ყოველთვის ერთურთს არ ემთხვევა და როცა ეს ასეა - სურვილის ასრულება ბევრად ტკბილია, ვიდრე საჭიროების.
თუმცა სრული ეგოიზმია, მეტი არაფერი! აი, რას ფიქრობდა ქრისტინი, აი, რა აწუხებდა მთელი ცხოვრება.
მაგრამ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა სხვა იყო. ამ სიტუაციაში მას უნდა გამოეყენებინა ყველაფერი, რაც დედისგან ისწავლა და რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
ვერ ხვდებოდა ამის გაკეთება სურდა თუ სჭირდებოდა…
Მანქანა აუღელვებლად დაქოქა და მეგანის ბინისკენ აიღო გეზი. Შიშმა სიმტკიცეს ადგილი დაუთმო, მაგრამ ვინ იცის - როდის მოინდომებდა კვლავ უკან დაბრუნებას...
გული საგულეს არ ჰქონდა, როდესაც ბინის კარს მიადგა.

არ ვიცი, ამ კამერას ახლა უყურებ თუ არა. ვერც იმას გავიგებ, ღირს თუ არა იმის გაკეთება, რასაც ვაკეთებ. ალბათ, დამცინებ, როცა ამას ნახავ ან იქნებ, უკვე დამცინი კიდეც. უბრალოდ… უბრალოდ, გულხელდაკრეფილი ვერ დავჯდები და ვერ დაველოდები როდის გამოუშვებ, ცოცხალს ან მკვდარს.
ვიცი, რომ ოცდამეერთე არ არის. ისიც ვიცი, რომ ნილს იცნობდი და სავარაუდოდ, მისი "ბრალია", რომ მეგანი ახლა გამოკეტილი გყავს სადღაც. ან იქნებ, უკვე ცოცხლებშიც არ წერია.
გიკვირს, ალბათ, მე რატომ ვარ აქ. მაგრამ მე ის უფრო მიკვირს, ჩემს ბინაში კამერები რატომ აყენია. ვინ ვარ მე ამ ისტორიაში? რატომ მე? აქ არანაირი მნიშვნელობა გამაჩნია… ასე ვფიქრობდი, სანამ გავიაზრე, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი არ ვარ, მაგრამ რაღაც მაინც შემიძლია. შემიძლია, რადგან ჩემგან, რომელიც თვრამეტი წელია ცხრა მთას იქითაა გადაკარგული - არავინ არაფერს ელის. მაგრამ სიმართლე გითხრა, იმ ორისგან, რომელიც იმ ბინაში დავტოვე ერთადერთი სასარგებლო, რაც მივიღე ამ კამერის წინ დგომა და შენთან საუბრის საშუალებაა.
ჰო, ვცდილობ, როგორმე საკუთარ თავს დატვირთვა მივცე ამ სიტუაციაში და სხვა უფრო უსარგებლო გამოვიყვანო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არაა. მეც ისეთივე უსარგებლო ვარ შენთან, როგორც ნებისმიერი სხვა. არც ერთ ადამიანს არ სურს, რომ მოკვდეს… თან ისეთი მეთოდებით, როგორსაც შენ იყენებ და ზოგჯერ, მგონია რომ ეს ყველაფერი ზედმეტად გაბუქებულია, რომ შენ არ ხარ ისეთი მონსტრი, როგორსაც აღგწერენ. თუმცა ვერ ვხვდები, ეს ასეა თუ უბრალოდ, სიტუაციის სიმძიმის შეგრძნება მაიძულებს ასე ვიფიქრო.
მინდა მქონდეს იმედი, რომ ურჩხული არ ხარ. ამიტომაც ვდგავარ ახლა აქ და ვესაუბრები უსულო ვიდეოთვალს, რომელსაც ღმერთმა იცის უყურებ თუ არ.
თავხედობა არ მეყოფა, რომ გთხოვო გამოუშვი-მეთქი. მაგრამ უსუსურობის განცდა მაიძულებს, რომ ამოვთქვა ეს სიტყვები…
ნილი მკვდარია, რაც არ უნდა ჰქონდეს მას დაშავებული შენ მიმართ, მეგანის მეშვეობით შურიც რომ იძიო, ნილი ამას ვერ გაიგებს. არ ეტკინება, სიკვდილს არ ინატრებს. ჩემზე უკეთ გეცოდინება, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. სიცოცხლეზე ნებაყოფლობით უარის თქმაზე უარესი რა უნდა მოხდეს?!
გამოუშვი, ნუ აწამებ, დაგვიბრუნე მეგანი ცოცხალი, გთხოვ.

სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ მეგანის ტელეფონი აწკრიალდა და მესიჯის მოსვლა ამცნო ქრისტინს. სისხლის მტუმბავმა ორგანომ რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. სპენსერმა ნერწყვი ყელში ძლივ-ძლივობით გადააგორა და აცახცახებული ხელი ცივ, ოთხკუთხა მოწყობილობას კვლავ შიშგამეფებულმა შეახო. მესიჯი გახსნა და უარესზე უარესს ელოდა, ამიტომ თვალები დახუჭა. ჰაერის ნაკადი ნესტოებში გათბა და უკვე ცხელი ჩავიდა ფილტვებში, რამდენიმე წამი ადგილზე გაიყინა და გავარვარებული დაუბრუნდა გარემოს…
შავ-თეთრი, ათწამიანი ვიდეო ჩართო. წინ და უკან მოსიარულე მეგანი დაინახა, მითითებული დროც დაინახა კუთხეში.
4:53
თვალები საათისკენ გაექცა და… 4:55 რომ დაინახა და თარიღიც დაემთხვა იმავე დღის, ლამის, შეჰკივლა სიხარულისგან და ვიდეოთვალს მადლიერების მზერა მიაპყრო.
ხვდებოდა, რომ მისი სიტყვა არც იმდენად გულისამაჩუყებელი იყო, რომ ფლინს მეგანი უკანმოუხედავად გამოეშვა. ამიტომ, ამჯერად, იმაში დარწმუნება, რომ მეგანი ცოცხალი იყო და მოძრაობა შეეძლო, დამაკმაყოფილებელ ინფორმაციად აღიქვა.

1.04
ნილი.
ნილი.
ნილი.
ნილი.
რატომ არ შემიძლია, ერთი წუთით მაინც შევწყვიტო ყველაფერზე ფიქრი? რატომ ვღრღნი საკუთარ თავს ფიქრთა აზვირთებული ნაკადით და სიცოცხლისუნარიანობას ვაცლი გაძვალტყავებულ ორგანიზმს?!
რომ ვიცოდეთ რამდენად დიდი ძალა აქვთ ფიქრებს, არასდროს ვიფიქრებდით ნეგატიურად, არა, ზიგმუნდ?
რისთვის ვცხოვრობთ ადამიანები? არა, ვიტყუები. სულაც არ ვარ დაინტერესებული იმაში, სხვები რისთვის ცხოვრობენ. მაინტერესებს, ნილის სიკვდილის შემდეგ, ჩემი ცხოვრების მიზეზი რა არის ამქვეყნად? ან მის დაბადებამდე რა იყო?
მის დაბადებამდე მამა მყავდა. მამა, რომელსაც ვუყვარდი. მამა, რომელიც ჩემზე ზრუნავდა და რომელიც საბოლოოდ, ფსევდო-მამა აღმოჩნდა. მამა, რომელსაც დედა უყვარდა და როგორც მაშინ მეგონა, დედასაც უყვარდა მამა.
იმ დღეს გაიგო, რომ მისი შვილი არ ვიყავი და ერთი ხელის მოსმით, ჩემზე უარი თქვა. მაშინ მეტკინა, ახლა კი მიკვირს. ნუთუ, სისხლით ნათესაობა ამდენად მნიშვნელოვანია? ნუთუ, ახლა თუ გავიგებ, რომ ნილი ჩემი ძმა არ არის - გადამიყვარდება? აღარ მეტკინება მისი სიკვდილი და შევძლებ ლაღად ვიცხოვრო იმ ფიქრით, რომ ძმა არც არასდროს მყოლია და ვერც მომიკვდებოდა? ჩემს ძმას თავი არ მოუკლავს?
ღმერთმანი, რა სისულელეა. სრული აბსურდი! ჩემი ფსევდო-მამა სულელი იყო, ჰო, სულელი. მზრუნველი, მოსიყვარულე, მაგრამ სულელი.
დედაჩემი კი…
არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მე გავხდებოდი დედა, იმდენად უღირსი მეგონა თავი. არ ვიყავი იმის ღირსი, რომ ოდესმე პაწაწინა ადამიანისთვის მეჩუქებინა სიცოცხლე და მის პირველ "დედაზე" გული შემხტომოდა სიხარულისგან.
დედაჩემი მტკივა. არა, უფრო სწორად, სიტყვა, ცნება "დედა" მტკივა. არასდროს მესმოდა იგი ისე, როგორც სხვებს. არა, ვიტყუები. რვა წლამდე, სანამ ნილზე დაფეხმძიმდებოდა დედაჩემი, მეც სხვებივით აღვიქვამდი მას. მას შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
სიმართლე რომ ვთქვა, დავიღალე. დავიღალე საკუთარ თავთან წუწუნით, რომ ასეთი ბედი მარგუნა ღმერთმა, თუ იგი საერთოდ არსებობს. დავიღალე, რადგან შეგრძნება მაქვს, რომ ერთ ადგილს ვტკეპნი, ან/და წრეზე დავდივარ უკვე მერამდენე წელია. ამაზრზენი კი ის ფაქტია, რომ წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა გავარღვიო წრე და მომავლისკენ გადავდგა ერთი პატარა ნაბიჯი მაინც.
წარსულს ისე ვებღაუჭები, თითქოს, ოქროს ზოდი იყოს წონით ტონამდე, მე კი შიშველი ხელებით ვცდილობ დავძრა, რათა აწმყოში გადმოვიტანო.
შეუძლებელია, ვიცი. მაგრამ ერთია გააცნობიერო, მეორე საკითხია მიიღო ეს რეალობა ისეთი როგორიცაა.
ადამიანებს უჭირთ დაეხსნან ილუზიებს და პატარა ბავშვებივით სწყინთ, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც მათ სურთ. საცოდაობა ისაა, რომ ეს რეაქცია ბუნებრივია.
ნეტავ, მარტივად შეგვეძლოს თვალის გასწორება იმისთვის, რაც არ მოგვწონს… ნეტავ, უფრო რაციონალურნი ვიყოთ.
ჰმ, არ იქნება ასე საინტერესო. გინდ დაპროგრამებული რობოტები ვყოფილვართ, გინდ რაციონალურნი, ერთი და იგივეა.
ყველა გრძნობა, ემოცია ირაციონალურია. ადამიანი ვერ ხვდება ხანდახან რას რატომ განიცდის, ვერ აცნობიერებს მიზეზებს. თუმცა ძალიან ცნობილი ფრაზაა, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ადამიანები ერთმანეთს ვეხმარებით, რომ შევძლოთ ამ მიზეზების მარიანის ღრმულიდან ამოთრევა და წყლის ზედაპირზე შესწავლა.
ერთადერთი, რასაც ვერ ვხვდები, რა უნდა ჩემგან კორნელ ფლინს? რატომ მე და არა ნილი? რისი თქმა სურდა? რატომ დავრჩი ცოცხალი მე და არა ნილი? რაღატომ გამომკეტა მან ამ უკაცრიელ ადგილას, თუ ნილი კეთილის მსურველი იყო? თუმცა არა, "რიგითი მსხვერპლი" მაიძულებს ვიფიქრო, რომ ნილი კორნელის მოკლულია და სულაც არ ასულა პატარა სკამზე იგი თავისი სურვილით, ყულფში თავი თავისი ნებით არ გაუყარა და სკამს წიხლი ჰკრა. ასე ვერ იქნება. ნილი ვერ დამტოვებდა ასე მარტივად, ის აიძულეს.

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც კარის ხმა გავიგონე. ისევ ჭრიალით გაიღო, მე კი არც გავნძრეულვარ. ზურგზე ვიწექი, გვერდები ისევ მტკიოდა, თავიც… თითქოს, ჩაქუჩს რიტმულად მირტყამდნენ თავში. მხოლოდ ერთი ნახევარსფერო მტკიოდა, ესეც მეუცნაურა.
ნელი, მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა საკანში. პერიფერიული მხედველობით დავინახე, რომ დივნის წინ დადგა და კედელს მიეყრდნო. ხელები ჯიბეებში ჩააწყო და მომაჩერდა.
მაღიზიანებდა მისი თეთრისადმი მიდრეკილება და ეს შავი სათვალე… არ უხდებოდა. არ ჰქონდა ისეთი გოროზი იერი, როგორიც სურდა, რომ ჰქონოდა. არც ვაციე, არც ვაცხელე და ვუთხარი.
- არ გიხდება. - დამეფიცება, სახეზეც კი დაეტყო გაოცება.
- რა არ მიხდება? - დაინტრიგებული იყო, არ ელოდა, რომ საუბარს მე წამოვიწყებდი.
- სათვალე. რატომ ატარებ სათვალეს დღედაღამ?
- სიმართლე გითხრა თუ მოგატყუო? - ჩაეცინა.
- როგორც გინდა, დედამიწა არ შეწყვეტს მოძრაობას თუ მომატყუებ. - უხალისოდ მივუგე.
- ნამდვილი მეგობარი გყოლია. - აინუნშიაც არ ჩააგდო ჩემი კითხვა და გააგრძელა.
- ლეონს თავიდან ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს! - საწოლიდან წამოვფრინდი და პერანგის საყელოში ვწვდი.
- რომ ჩამოუვარდეს, რა? - ცინიზმის გვირგვინმა კვლავ დაამშვენა მისი თავი.
- მოგკლავ! - თვალები, ალბათ, გიჟისას მიგავდა, მაგრამ ფლინს, განა, ჩემი უბადრუკი მუქარის შეეშინდებოდა?
- რატომ იფიქრე, რომ ლეონია შენი ნამდვილი მეგობარი? - ხელი ხელზე დამადო და მისმა გავარვარებულმა კანმა ჩემი ყინულივით ხელი დაწვა.
- იმიტომ, რომ არის. - იხტიბარი არ გავიტეხე მიუხედავად იმისა, რომ გულში უსიამოვნოდ გამკრა მისმა კითხვამ.
- რა არის მეგობრობა, მეგან? - მის საყელოს ჩაფრენილი ხელი, ჩემდაუნებურად, მოვადუნე, მან კი დრო იხელთა და თავის კიდურში მოიქცია ჩემი თითები.
- რის მიღწევას ცდილობ, ფლინ? - ამოვიხვნეშე და ამოსუნთქვას მოვაყოლე ჩემში არსებული დარდის მთელი საცავი.
- რა არის მეგობრობა, მეგან? - გაიმეორა კითხვა და ხელი თითებზე მაგრად მომიჭირა.
- ეს შენი სტილია? ერთი და იგივე კითხვა უნდა დაუსვა ადამიანს მის კითხვაზე პასუხის ნაცვლად და იგი იწყებს შფოთვას და ინტრიგის ქსელში ეხვევა - რატომ მაინცდამაინც ეს კითხვა და არა სხვა? - ირონიულად ჩამეცინა, მისი ხაფანგი გავშიფრე-მეთქი ვიფიქრე.
- ჰო. - უცნაურად ჩაეღიმა. - რატომ მაინცდამაინც ეს კითხვა, არ დაფიქრდი? ან წინა ვიზიტისას, რა კითხვაზე გავამახვილე ყურადღება, გახსოვს ? - ხელი გამიშვა და საწოლზე ჩამოჯდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და უემოციოდ მიმზერდა.
- კარის გაღება სცადე? - თითქოს, წამომცდა ეს სიტყვები.
- ჰო, კარის გაღება სცადე? თუნდაც, მას შემდეგ, რაც ეს კითხვა ათასჯერ გაგიმეორე?
- თქვი, რისი თქმაც გინდა, თქვი! - ყვირილზე გადავედი მე. - კარის გაღება? ჩაკეტილი კარის გაღებას რა აზრი აქვს, მითხარი! აი, - კართან მივედი და გაღება ვცადე. - აი… - სიტყვა გამიწყდა, როდესაც კარი გაიღო.
- აი, რა? - ჩამეკითხა.
- შენ შემოხვედი და ღია დატოვე. - სულელი ბავშვივით გამომდიოდა, მაგრამ ჩემს სიტყვებში მაშინ ზედმეტად ვიყავი დარწმუნებული.
- კარი ყოველთვის ღია იყო. - სასხვათაშორისოდ მითხრა და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ტაომ დამაყარა. ღრმად სუნთქვა დავიწყე და მუშტი შევკარი.
- ტყუი.
- ვინ იცის? ამას შენ უკვე ვეღარ გაიგებ. - ისევ ჩაეცინა და ფეხი აათამაშა.
- ტყუი! - კბილებს შორის ბრაზით გაჟღენთილი ბგერები გამომეპარნენ.
- არასოდეს შეეგუო მოცემულობას. - გაიმეორა ის სიტყვები, რაც პირველ დღეს მითხრა.
- რა თამაშს თამაშობ, კორნელ? რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? - ბრაზი ყელში მიჭერდა.
- მინდა, რომ არასოდეს შეეგუო მოცემულობას, მინდა, რომ ღრმად ჩახვიდე და მშრალ ფაქტებს არ დასჯერდე. მინდა, რომ იცოდე დაავადების მიზეზი და სიმპტომების მკურნალობას არ დასჯერდე, გასაგებია? - თითქოს, სახეში სილა გამაწნა მისმა სიტყვებმა. წუთით გავყუჩდი და ჩავფიქრდი. ვერ ვხვდებოდი მის სურვილს. ღრმად სად? მიზეზი? რის მიზეზს გულისხმობდა, ნილის სიკვდილის?
- მეგობრობა თანაგრძნობა, გაგება, მხარში დგომა და ბედნიერებისა და უბედურების გაზიარებაა. - გავტყდი და შეკითხვაზე ვუპასუხე.
- ასე უკეთესია. - კმაყოფილების მკრთალი ნოტების დაჭერა შევძელი მის ხმაში. - მაშ, მითხარი, ლეონი შენი ნამდვილი მეგობარია?
- არის. - მის სახეზე ვაცეცებდი თვალებს. - მაგრამ შენ ასე არ თვლი. - თვალები დავხარე და ჩავილაპარაკე.
- რატომ გგონია ეგრე?
- გეტყობა.
- რაზე?
- ირონიულ დამოკიდებულებაზე.
- ჰო, ლეონი შენი ნამდვილი მეგობარი არ არის.
- და ვინ არის? - მოუთმენლობის მარწუხები ყოველწამს უფრო ძლიერად მიჭერდნენ ყელში.
- ქრისტინ სპენსერი. - ამის წარმოთქმა და რეტის დასხმა ერთი იყო. ოდნავ წავბარბაცდი, მაგრამ თავი შევიკავე. მსწრაფლ გამახსენდა ჰალუცინაცია ქრისტინის სახით და რეალობა უკვე ილუზიაში მერეოდა. ვერ ვხვდებოდი, რა მეჩვენებოდა და რა არ.
- რა… რა შუაშია ქრისტინი? თვრამეტი წელიწადია არ მინახავს. - გაძლიერებული გულისცემის გამო საკუთარი ხმის გაგონებაც კი მიჭირდა.
- გახსოვს, გითხარი - საკუთარ პროფესიას კარგად ვერ ფლობ-მეთქი? - კითხვა ბანზე ამიგდო.
- რა შუაშია ქრისტინი?! - ყელში ბურთი გამეჩხირა.
- იმაზე ცუდი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადამიანი ვარ, ვიდრე შენ მოიძიე ჩემზე ინფორმაცია. - თქვა და წამოდგა.
- კორნელ! - სასოწარკვეთილება დაეპატრონა ჩემ მბგერ იოგებს.
- ჰო? - უკვე ზურგით იდგა ჩემკენ.
- აქ რას ვაკეთებ? - თვალზე ცრემლი მომადგა.
- შენ თვითონ დათანხმდი ექსპერიმენტს. - მხრები აიჩეჩა.
- ყველა მონაწილეს ძმას იცნობდი და მეგობართა სია გამოკვლეული გყავდა? - ამოვისრუტუნე.
- უბრალოდ… - დაიწყო, მაგრამ არ დაასრულა.
- გთხოვ. - ამოვისუნთქე სიტყვა და იატაკზე ჩამოვცურდი.
- რას მთხოვ? - ცოტაც და აფეთქდებოდა.
- ნილი შენ მოკალი?! - ღაპაღუპით წამოსულ ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
- ნილი მოკალი შენ, მეგან. - სევდით სავსე ნოტები გადმოაფრქვია და დამტოვა ამ ფრაზასთან მარტო.

"ნილი მოკალი შენ, მეგან."
"ნილი მოკალი შენ, მეგან."
"ნილი მოკალი შენ, მეგან."

მე მოვკალი? რა ნიშნავს მე მოვკალი? აკი ჩემი რიგითი მსხვერპლი იყოო? რატომ შენ და არა ნილი? კარის გაღება სცადე? რა არის მეგობრობა, მეგან?

მე ჰომ მისთვის ყოველთვის საუკეთესო მსურდა…
ჰო, ნილ. რას ნიშნავს ეს ფრაზა ? მე მოგკალი? რატომ უნდა დავუჯერო ფლინს, ნილ? სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი და მიყვარხარ. ახლაც დაგითმობდი ჩემს სულს, ოღონდ შენი გული ცემდეს, შენს გულს უხაროდეს, სტკიოდეს და ბედნიერებდეს, ნილ. განა, მე შემეძლო შენი მოკვლა? მე შემეძლო შენთვის მეთქვა ისეთი რამ, რომ სიკვდილი ინატრე და აღასრულე?
ჩემი ბრალია, რომ ვერ შევძელი შენი დაცვა იმ დღეს. ჩემი ბრალია, რომ გაგითენდა ის წყეული დღე იმ სახლში. უნდა წამეყვანე, უნდა მომეშორებინე იმ ადამიანების არეალისგან, ნილ, მაპატიე, პატარავ. გთხოვ, მაპატიე, რომ უმაქნისი და გყავდა, რომელმაც ვერ წაიკითხა შენი გულისნადები, რომელმაც ვერ იგრძნო როგორ გტკიოდა, რომელმაც ვერ გაიგო და ახლაც ვერ ხვდება რა დააშავა.
მაგრამ, არა. მე დავაშავე. მე დავაშავე, როცა ვერ შევძელი შენი დაცვა. მე უნდა მოვმკვდარიყავი, ნილ. მე უნდა მქონოდა თავი ყულფში გაყოფილი, მე. მე უნდა ვყოფილიყავი მაშინ შენ ნაცვლად, მე უნდა განმეცადა ის, რაც განიცადე შენ.
მაპატიე, მაპატიე, მაპატიე...

პ.ს. ყველა საყვედური მეკუთვნის. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ შუა გზაში არ შევწყვეტ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

საყვედური კიარა გეფიცები გამისკდება გული. იმდენად შეძრული ვარ. ისე დავსევეიანდი. უცებ ჩემი თავი წარმოვიდგინე და მიკვირს მეგანის სიძლიერე. არვიცი რა გითხრა. ისევ ლაბირინთში ვარ და გასასვლელს იოტისოდენადაც ვერ მიუვახლოვდი. ვერ ვფიქრობ და ვაანალიზებ ვერაფერს. მხოლოდ აქ ამ ნაწერზე ვარ კონცენტრირებული და თვალებში ოკეანე მაქვს ისევტირი. ესაა ჩემი სუფთა განცდები.ცუდი თვისება მაქვს ნაწერმა თუ არ დამიტოვა რაიმე ემოცია. ერთსიტყვასაც ვერ დავწერ. სიყალბე მძულს. ახლა კი ემოციათა კასკადი მაქვს. სამწუხაროდ. ეს ემოციები სევდიანია. მადლობა შენ

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

Qeti qimucadze
საყვედური კიარა გეფიცები გამისკდება გული. იმდენად შეძრული ვარ. ისე დავსევეიანდი. უცებ ჩემი თავი წარმოვიდგინე და მიკვირს მეგანის სიძლიერე. არვიცი რა გითხრა. ისევ ლაბირინთში ვარ და გასასვლელს იოტისოდენადაც ვერ მიუვახლოვდი. ვერ ვფიქრობ და ვაანალიზებ ვერაფერს. მხოლოდ აქ ამ ნაწერზე ვარ კონცენტრირებული და თვალებში ოკეანე მაქვს ისევტირი. ესაა ჩემი სუფთა განცდები.ცუდი თვისება მაქვს ნაწერმა თუ არ დამიტოვა რაიმე ემოცია. ერთსიტყვასაც ვერ დავწერ. სიყალბე მძულს. ახლა კი ემოციათა კასკადი მაქვს. სამწუხაროდ. ეს ემოციები სევდიანია. მადლობა შენ

არც კი ვიცი - რა გითხრა. თან მიხარია, თან არ მსურს, რომ ტიროდე, მაგრამ ის, რომ ეს რომანი ასე გაღელვებს მათბობს და სტიმულს მაძლევს ვწერო. მეგანი ძლიერია, მეგანი ცდილობს გაიკვლიოს გზა და გაიკვლევს. თუმცა, სამწუხაროდ, ნილი მკვდრეთით ვეღარ აღდგება...
გმადლობ ❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

რომ დაბრუნდით ძალიან გამიხარდა. გელოდებოდით.არის ისტორიები სადაც ხვდები დასასრულს. აქ კი მთლიანად თქვენზე ვართ დამოკიდებული. იმდენი კითხვაა და პასუხი მხოლოდ თქვენ იცით. ამ თავით მივხვდი,რომ მეგანს კორნელი არაფერს დაუშავებს(შეიძლება მე მინდა ასე).ველი ახალ თავს.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
რომ დაბრუნდით ძალიან გამიხარდა. გელოდებოდით.არის ისტორიები სადაც ხვდები დასასრულს. აქ კი მთლიანად თქვენზე ვართ დამოკიდებული. იმდენი კითხვაა და პასუხი მხოლოდ თქვენ იცით. ამ თავით მივხვდი,რომ მეგანს კორნელი არაფერს დაუშავებს(შეიძლება მე მინდა ასე).ველი ახალ თავს.

უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ, მიუხედავად დაგვიანებისა და მიხარია, რომ გაინტერესებთ არსებულ კითხვებზე პასუხი. ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ამ დრომდე ვკითხულობდი. ყველა თავი ერთად წავიკითხე. იმდენად მძიმე ისტორიაა და ამავე დროს საინტერესო რომ ვერ გავჩერდი. ზოგ მომენტში ვიტირე კიდეც ძაან შემძრა ამ ისტორიამ. ძალიან ძლიერი მოთხრობაა. იმედია შემდეგ თავსაც მალე დადებ.

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ნესტანი
ამ დრომდე ვკითხულობდი. ყველა თავი ერთად წავიკითხე. იმდენად მძიმე ისტორიაა და ამავე დროს საინტერესო რომ ვერ გავჩერდი. ზოგ მომენტში ვიტირე კიდეც ძაან შემძრა ამ ისტორიამ. ძალიან ძლიერი მოთხრობაა. იმედია შემდეგ თავსაც მალე დადებ.

ძალიან მიხარია, ახალ ადამიანებსაც რომ ვხედავ აქ. გმადლობ, რომ წაიკითხე და შემიფასე. ვეცდები მალე დავდო, მაგრამ რამდენადაც მძიმეა ნაწარმოები, იმდენად მძიმედვე იწერება.
უღრმესი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent