შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეყვავილე #2


26-07-2021, 00:25
ნანახია 9 299

ვარდისფერ კედლებს განსაკუთრებით ალამაზებდა მზის სხივები რომლებიც ფარდებში იპარებოდნენ, უცნაურ მაგრამ ლამაზ შესახედაობას ქმნიდნენ, ნიავი თხელ თეთრ ფარდებს ოთახში ხავერდოვნად აფრიალებდა, მე კიდევ ჩემს თითებს მზის შუქზე ვწევდი, მზის თბილი სხივები ჩემს ქუთუთოებს სასიამოვნოდ ათბობდა.

ჩემი ღია სტაფილოსფერი ყურსასმენები ავიღე და თავზე კომფორტულად მოვირგე,შემდეგ ჩემი საყვარელი მუსიკა ჩავრთე თან საათს დავხედე არმინდოდა პირველივე დღეს სკოლაში გვიან მივსულიყავი, შევამოწმე საათი და დილის შვიდის ნახევარი იყო.

- მგონი მოვასწრებ ცოტახნით ძილს. გავიფიქრე და თვალები დავხუჭე.
უცებ დეიდაჩემის ყვირილმა გამაღვიძა.
-ლინდა გაიღვიძეეეეე!!!

საათს დავხედე და ცხრის ნახევარი იყო, სკოლა ხომ ათზე მეწყება.
ფეხზე წამოვვარდი ისეთი სისწრაფით რომ უცებ თავი ამტკივდა, შემდეგ ისტერიული სიცილი დავიწყე ჩემს საქციელზე, უცებ წამოვდექი და გარდერობში შევვარდი.
გარდერობს ისე ვიძახი თითქოს 3 ტანსაცმელზე მეტი რამე მქონდეს შიგ შეწყობილი.
ღია ვარდისფერი მოსაცმელი გამოვიღე შიგნით თეთრი მაისური და მუქი შავი ჯინსი რომელიც ვიწროდ იყო შემოკრული ჩემს ბაყვებზე.
ჩემი წითური ხვეული თმები საზიზღრად იყო აბურდული ერთმანეთში, გაზაფხულზე განსაკუთრებით მიჩნდებოდა ჭორფლები ცხვირის არეში, ბავშვობიდან ვცდილობდი დამემალა ისინი რადგან სკოლაში მაკომპლექსებდნენ და არცთუისე კარგი შეძახილებით მამკობდნენ.
ამის დრო არმქონდა გავიფიქრე, თმები დავივარცხნე, დავიბრწენი და შევიკარი ჩემი თეთრი ბანტით რომელიც დედამ მაჩუქა ბოლო დღეს სანამ გარდაიცვლებოდა.

ჩემი ჩანთა ავიღე ჩემი დღიური და რამოდენიმე რვეული ჩავიდე ყოველი შემთხვევისთვის, დიდი სისწრაფით გავექანე კარებისაკენ, დეიდაჩემის გამომცხვარ ორცხობილას ხელი დავსტაცე და მთელი სისწრაფით გავიქეცი სკოლისაკენ.

დიდ თეთრ შენობას ვუახლოვდებოდი რომლის შესასვლელთანაც სკოლის სახელი ეწერა, შევდივარ თუარა არეულობას ვხედავ ყველანი დარბის და ყვირის, თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი და ვცდილობდი დირექტორის კაბინეტში რაცშეიძლება სწრაფად შევსულიყავი.

ხის შავ კარებზე დავაკაკუნე და შიგნიდან ბოხი, არაფრისმთქმელი და უსიცოცხლო ხმა გავიგონე.

- მობრძანდით.

კარები გავაღე და დავინახე თუ როგორ იჯდა სათვალეებიანი კაცი მის სკამზე რომელსაც 360 გრადუსით ატრიალებდა, მგონი რაღაცაზე ნერვებ მოშლილი ან ნაწყენი იყო.
ლაპარაკის დროს ყოველ წამს ისწორებდა მის ულვაშებს და რაღაც უაზრო ხელის მოძრაობებით თავის ნერვიულობას ახშობდა.

- შეგიძლიათ თქვენი წიგნები ბიბლიოთეკაში იპოვოთ თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ მის კარტერი დაგეხმარებათ წიგნების პოვნაში. გამიღიმა და ხელი კარებისკენ გაუშვირა

- დიდი მადლობა. საპასუხოდ გავუღიმე ჩანთა ავიღე და კარებისაკენ გავიწიე კარები გავაღე.

საიდან უნდა ვიცოდე ბიბლიოთეკა სად არის პირველად ვარ აქ ხომშეიძლება რომ მითხრან ან ვინმე გამომიგზავნონ რომ ვკითხო, გაბრაზებული ვბუტბუტებდი როდესაც ჩემს წინ გოგონა დავინახე წიგნებით ხელში, მისი დიდი სათვალეები და ორად გაყოფილი ქერა თმა თვალისმომჭრელ ღიმილთან ერთად კარგ და სანდო შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემში ამიტომ პირველი ნაბიჯი მე გადავდი რომ მეკითხა თუ სად იყო ბიბლიოთეკა.

- გამარჯობა, მე ლინდა ვარ დღეს გადმოვედი ამ სკოლაში. გავუღიმე და ხელი გავუწოდე

მან თვალები დაატრიალა, ხელი გამკრა და გზა გააგრძელა.

- ესეთი ძროხაღა მაკლდა სკოლის პირველ დღეს. გაბრაზებულმა გავიცინე და ჩემი ბანტი უფრო ძლიერ მოვუჭირე თმას.

- გეთანხმები. ვიღაც ბიჭმა რომელიც ჩემს გვერდით იდგა ღიმილით მომძახა.
- უკაცრავად ?
- გეთანხმები, ის საკმაოდ უხეშია მაგრამ ჩემი და არის. გაიცინა
თვალები გავაქნიე იმიტომ რომ მისგანაც იგივეს მოველოდი ჩემი ყურსასმენები გავიკეთე მუსიკა ჩავრთე და გზა გავაგრძელე.
უეცრად ვიგრძენი შეხება ჩემს მხარზე, წიგნები ძირს დავყარე და სახეზე ხელები ავიფარე იმის შიშით რომ მეგონა დამარტყამდნენ.
ის გაოცებული მიყურებდა

- ბოდიში ძალით არმინდოდა. თქვა მან და ჩემი აყენება სცადა
- დამანებე თავი. ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე
დავიწყე ჩემი წიგნების აკრეფა, გავიხედე და თვალებაწყლიანებული ბიჭი რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობდა მეხმარებოდა წიგნების აკრეფაში.

- არაუშავს, ბავშვობიდან ესე ვარ. გავუღიმე და ვუთხარი
- ა- არ-. საუბარი არ დავასრულებინე
- არაუშავს ხომ გითხარი
გამიღიმა და ხელი მომკიდა დახმარების მიზნით, მეც რათქმაუნდა დახმარებაზე უარი არ ვუთხარი.

მისი მუქი ყავისფერი თვალები, მოკლეზე შეჭრილი თმები ალბათ თაფლისფერი, განიერი მხრები და ათლეტური ტანი, თვალებით დავათვალიერე მისი ჩაცმულობა, მწვანე პიჯაკი, ღია ლურჯი ჯინსები და მუქი ლურჯი ჩანთა.

-ერთნაირი ჩანთები გვაქვს, უბრალოდ ჩემი ყვითელია - გავუღიმე.
- რა ? . დაიბნა და შემდეგ ჩვენი ჩანთები შეათვალიერა - ა, ხო. გაეცინა
- მე ლეო მქვია დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობ ? - ალბათ ფრანგი უნდა ყოფილიყო, მისი ინგლისურის აქცენტი არცთუისე იყო ახლოს ბრიტანულთან, უფრო ფრანგულთან.
- მე ლინდა მქვია და არა რამოდენიმე დღეა რაც აქ ჩამოვედი. - გავუღიმე
- ლამაზი ჭორფლებია. ის პირველია ვინამაც ეს მითხრა
- უნდა წავიდე. ცივი მზერით გავხედე რადგან მეგონა რომ ისიც იმ ბიჭთაგანი იყო რომლებიც გოგონებს ლამაზი სიტყვებით ამკობდნენ და შემდეგ ლოგინში აცდუნებდნენ.
- რამოხდა. გაკვირვებული მზერით შემომხედა, წარბები კი ზემოთ ასწია.


მე ზურგი ვაქციე და გზა გავაგრძელე საათს დავხედე და 10 წუთი აკლდა გაკვეთილი 10 წუთში მეწყება მეკიდევ წიგნები არმაქვს, დიდი სისწრაფით გავიქეცი და ძლივს ბიბლიოთეკას მივაგენი კიდევ კარგი შესასვლელთან ბიბლიოთეკა ეწერა ინგლისურად.

- უკაცრავად მე ლინდა ჯაფარიძე ვარ, ჩემი წიგნების წასაღებად მოვედი.
- მის კარტერმა მომცა წიგნები. წიგნები სწრაფად გამოვგლიჯე ხელიდან და კლასისკენ გავიქეცი, მძიმედ ვსუნთქავდი თითქმის ვერ ვაკონტროლებდი.

თავისუფალი ადგილი ვნახე რომელიც როგორც ჩანს დაკავებული იყო რადგან ყველა მე მიყურებდა
უცებ ვიღაც გოგომ ხელი დამადო მხარზე და ჩამჩურჩულა

- ადექი, მანდ ერთერთი ყველაზე გავლენიანი მაფიის მეთაურის ადგილია, გაგიმართლა რომ მალე არ მოვ..... გოგონა გაჩუმდა და თვალებით უკან მიმანიშნა თითქოს უნდა გამეხედა.

თავი უკან შევაბრუნე და დავინახე ვიღაც ბიჭი რომელსაც ეცვა შავი ნაჭრის შარვალი და პიჯაკი, მუქი მწვანე თვალები და მუქი ყავისფერი თმები, ხელზე ძვირად ღირებული ოქროს საათი ეკეთა, მგონი ეს ის არის ვიზეც ის გოგო მესაუბრებოდა.
ჩემსკენ დაიხარა და თვალებში ცივად შემომხედა.

- დიდხანს უნდა გელოდო თუ აწევ შენს უკანალს ჩემი ადგილიდან.
- ა- ახლავე. ვუთხარი
- სახე დაიბანე ვიღაცამ ალბათ საღებავი შეგასხა. აშკარად ჩემს ჭორფლებზე გააკეთა აქცენტი
მის უკან მდგომმა ბიჭებმა სიცილი ატეხეს და მთელი კლასიც მას აყვა.
ცრემლები წამსკდა და მას სახეში სილა გავაწენი, კლასიდან რაც შეიძლებოდა სწრაფად გავვარდი.
როდესაც კარებისკენ მივრბოდი ლეოს დავეჯახე რომელიც გაკვირვებული სახით მიყურებდა.
- რა მოგივიდა. მკითხა გაკვირვებულმა საწყალი თვალებით

თვალებიდან ცრემლები მდიოდა როდესაც სკოლიდან გავედი ღრმად ამოვისუნთქე და იქვე მყოფ პარკში შევედი, სკამზე, წყლის დინებას მშვიდად ვუყურებდი და დედაჩემზე ვფიქრობდი.

- დედა, ძალიან მომენატრე, ნეტავ ჩემთან იყო ყველაზე მეტად მჭირდები, მხოლოდდა მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამდი, რატომ გაყევი მამაჩემს ცოლად, რატომ ის ნაგავი და რატომ არა ის ვისაც მართლა უყვარდი, ან გეყვარებოდა.

იისფერი ყვავილი მოვწყვიტე ხიდან რომელიც ჩემს ხელის გულზე ეტეოდა მისი სურნელი შევიგრძენი დავჩურჩულე "დედა მიყვარხარ" და წყალს გავატანე ყვავილი.

წამოვდექი და უკან რაღაც შეხება ვიგრძენი, უცებ გონებაში მამაჩემის ჩემდამი წამებამ გადამირბინა თუ როგორ მირტყამდა როდესაც მარტო მტოვებდნენ სახლი თუ როგორ მაწამებდა და ასანთის ღერით მწვავდა თითებს.
უცებ შენჯღრევა და ხმა გავიგონე, ვიღაც გოგონას წყნარი ხმა რომელიც აქამდეც გამიგონია, მაგრამ ვერვიხსენებდი საიდან, როდესაც ჩემ გონებას და ფიქრებს თავი დავაღწიე ის გოგონა დავინახე რომელიც კლასში ჩემს უკან იჯდა და ჩემს გაფრთხილებას ცდილობდა.

მოკლე თმები, პატარა სათვალეები, სქელი წარბები და ხშირი წამწამები მუქი ჭორფლები რომლებიც აშკარად დაფარული იყო, დიდი ყურები რომელზეც ძალიან პატარა მაგრამ საყვარელი ალუბლის საყურეები ეკიდა.

- კარგად ხაარ!. მიყვირა მან
- კ- კი, აქ რასაკეთებ? ვუპასუხე
- მინდოდა შემემოწმებინა იყავი თუ არა კარგად და უკან გამოგყევი. მითხრა მან
- კი კარგად ვარ მადლობა.
- რაგქვია? მე ლეა, სასიამოვნოა შენი გაცნობა, ძალიან ლამაზიხარ, მომწონს შენი თმის ფერი, ჭორფლები, ბანტი და დღიური. ისე უცებ ილაპარაკა რომ ვერგავიგე ერთი სიტყვაც კი მაგრამ გავუღიმე.
- მ- მადლობა, მე ლინდა მქვია. შემკრთალი ხმით გავეცი პასუხი და ხელი გავუწოდე.
- ლინდა? უცნაური სახელია საიდან ხარ?
- საქართველოდან (ჯორჯია) ვუთხარი მე.
- მოიცა შტატებიდან? არგაქვს ინგლისური აქცენტი და ეგ როგორ.
- არა არა, საქართველო (ჯორჯია) ქვეყანა არის და არა შტატი. გავიცინე
- მან გაოცებულმა პირი დააღო და მკითხა თუ სად მდებარეობდა ის, შემდეგ ბევრი ვილაპარაკეთ იქვე სკამზე დავჯექით და ერთმანეთს ჩვენს ისტორიებს ვუყვებოდით, ვუყვებოდით რა, მე ვუსმენდი, არმინდოდა ის ჩემი ისტორიებით დამეთრგუნა.
- შენზე რას მომიყვები. მითხრა ლეამ
- ა- დროა წავიდე, თან არმინდა ჩემი მძაფრი ისტორიებით ცუდ ხასიათზე დაგაყენო არმქონდა ისეთი ბავშვობა როგორც სხვებს. გავუღიმე ჩანთას ხელი მოვკიდე და ავდექი.
- სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. ვუთხარი მე და გავუღიმე
- ჩემთვისაც. ხელი ჩამომართვა
- ლ- ლინდა
- გისმენ?. უკან მივბრუნდი გაოცებული
- იცი რა, შენი ჭორფლები ძალიან ლამაზია, ნუმისცემ სხვებს უფლებას ზიანი მოგაყენონ გიყვარდეს შენი თავი და ცერა თითი ამიწია.
მეც ავუწიე, ორივეს გაგვეცინა.
- დროებით. ვუთხარი მე და სახლში წავედი


მეორე თავის დასასრული

ეს არის ლინდას საყვარელი მუსიკა.

[media=http://https://www.youtube.com/watch?v=9RL_wj0RQoM&ab_channel=starclouds]



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

აი რა ბაყვები? ????????

 


სტუმარი ნინა
აი რა ბაყვები? ????????

?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent