თერაპია და სექსი (თავი 1) +18
თერაპია და სექსი ადამიანები ცხოველები არიან, ცხოველები, რომლებიც აზროვნებენ, საუბრობენ და ფანტაზიის უნარი აქვთ. ფანტაზიის უნარი უდიდეს მნიშვნელობას თამაშობს ჩვენი, როგორც საპიენსის განვითარებაში და იუვალ ნოა-ჰარარის, თუ დავუჯერებთ, ზუსტად ფანტაზია არის ის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რითაც ჰომო საპიენსმა შეძლო მთელს დედამიწაზე გავრცელება და სხვა სახის მათთან მიახლოვებული არსებების დამარცხება, რაც კოგნიტური რევოლუციის ნაწილია საუბართან ერთად. კოგნიტური რევოლუციის ნაწილია საუბარი, რაზეც მე და ჩემი პროფესია არის მთლიანად დაფუძნებული. ადამიანები სხდებიან/წვებიან ჩემს წინ და საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე, ბავშვობის ტრამვებზე, ტკივილზე, ოჯახზე, სიყვარულსა და სექსზე, ანუ ყველა იმ ჰოფით პრობლემაზე, რაც ჩვენს რუტინულ ცხოვრებას თან ახლავს გვინდა თუ არა. როგორც უკვე მიხვდით მე ფსიქოალოგი გახლავართ და ახლაც ჩემს სეანსის ოთახში მყოფი ველოდები ჩემს ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც PTSD-ისგან იტანჯება, სანამ ის მოვა მე ცოტას ჩემს თავზე მოვყვები: მე ანასტასია ალიევი გახლავართ, პროფესიით ფსიქოლოგი და ისტორიკოსი. ფსიქოლოგიის დოქტორი და ისტორიაში მხოლოდ ბაკალავრის ხარისხით შემოვიფარგლები და ზოგჯერ სკოლაში ვუტარებ ბავშვებს საინტერესო გაკვეთილებს. ფსიქოლოგია კი ჩემი პირველი და განუყრელი პროფესიაა, რადგან ადამიანები მიყვარს, მიყვარს მათი მოსმენა, თუ როგორ ყვებიან თავიანთ მტკივნეულ და მხიარულ ისტორიებს. ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით, რაც თოთოეულ ჩვენგანს გგამორჩეულს გვხდის და ზუსტად ეს განსხვავებულობა მიყვარს თითოეულ ადამიანში. განსხვავებული ადამიანები განსხვავებულ ემოციებს ნიშნავს, განსხვავებულ თვისებებს და ჩვენ გვინდა, თუ არა მათი მოსმენით არა მარტო ვეხმარებით განკურნებაში, არამედ ჩვენ, ფსიქოლოგები, ახალ-ახალ ემოციებსა და თვისებებს ვიძენთ, რაც დამიჯერეთ, ყველაზე სასიამოვნო მომენტია ჩემს პროფესიაში. როგორც უკვე გითხარით პაციენტს ველოდები და სანამ ის მოვა მასზე მოგიყვებით ცოტას. იგი 41 წლის მამაკაცია, ჰყავს ცოლი და 12 წლის შვილი(ბიჭი). ფშავში დაიბადა, რის გამოც საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვს, მოგეხსენებათ, მთის კულტურა და აღზრდა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. 15 წლის, როდესაც იყო მამა გარდაეცვალა და ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ცოტა ხნის წინ მან გააცნობიერა, რომ ფსიქოლოგი სჭირდებოდა და მე მომმართა. და აი კარზე აკაკუნებენ, ალბათ ის პაციენტი მოვიდა, რომელზეც გესაუბრებოდით, ბატონი ალექსანდე... -მობრძანდით, ალექსანდრე -გამარჯობა ქალბატონო ანასტასია -გთხოვთ მხოლოდ ანასტასია დამიძახოთ ალექსანდრე, ჩემთვის და თქვენთვისაც ასე მეტი მოსახერხებელი იქნება. ამ საუბრის მერე ჩვენს შორის წუთიერთი სიმშვიდე ჩამოვარდა. ვხედავ რომ ნერვიულობს, ხელებს ერთმანეთში ხლართავს, შუბლზე ალაგ-ალაგ ოფლის წვეთები აქვს და ჰალსტუხსაც იშვერს. ვფიქრობ ოთახის ტემპერატურის წყალი დაეხმარება ემოციების განეიტრალებაში და ყურადღების გადატანაში, რადგან არ არის მიჩვეული უცხო ადამიანების წინ გახსნას და ეშინია, კომპლექსიც აქვს და მესმის მისი. -ალექსანდრე, ვიცი რომ თქვენთვის აქ ჯდომა ადვილი არ არის და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, რასაც ძალიან ვაფასებ. ისიც ვიცი, რომ წინ ძალიან რთული საუბრები გველოდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე თქვენი მჯერა და ერთად, თქვნი თაოსნობით, შევძლებთ ძალიან ბევრი კედელის დარღვევას და ამ კედლებზე საუბარი კი მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება. ჩემმა სიტყვებმა, როგორც ჩანს მასზე იმოქმედა, განსაკუთრებულად კონფიდენციალურობის ნაწილმა, რადგან ადამიანმა, რაც არ უნდა იცოდეს, რომ თავის საუბარს ფსიქოლოგთან ვერავინ გაიგებს ამის მოსმენა ფსიქოლოგისგან მეტი კარგი მოსასმენია და თითქოს და ერთ დიდ ტვირთს ხსნიან ბეჭიდან. -ახლა კი დროა იმ საუბარს დავუბრუდეთ, რაც პირველ სესიაზე დავიწყეთ. მამათქვენზე საუბრობდით და იმ წლებზე, როდესაც ფშავში ცხოვრობდით ბებიასა და ბაბუასთან ერთად. მოდი მამათქვენზე ვისაუბროთ, მოხარული ვიქნები, თუ მის შესახებ ინფორმაციას გამიზიარებდით, როგორი კაცი, ადამიანი და მამა იყო იგი? ვხედავ რომ ჭოჭმანობს, როგორც ჩანს მამამისზე ფიქრი მას უდიდეს ტკივილს აყენებს, მაგრამ ჯერ გასარკვევია ეს რა სახის ტკივილია. -მამაჩემიი? იგი მშრომელი კაცი იყო, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა და შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ვერც კი ვხედავდი მას, რადგან დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა სახლში, რომ ოჯახი ერჩინა და მშივრები არ ვყოფილიყავით. სახლში, როდესაც ბრუნდებოდა მე ძირითად შემთხვევაში სულ მეძინა. შეიზლება ითქვას, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი, არც მე ვიღებდი ხმას და არც ის მეუბნებოდა რამეს, თითქოს მხოლოდ ოთახის მეზობლები ვყოფილიყავით. როდესაც სახლში მოდიოდა ჭამდა და იძინებდა... აქ მან დიდი პაუზა გააკეთა, ფაქტია ცუდი მოგონებები ამოუტივტივდა და მის გადახარშვას ცდილობს. ფაქტია რაღაც არის, რაც ძილს უკავშირდება და მგონი ადვილი მისახვედრია უკვე რაც. -რომ იძინებდა მას შემდეგ რა ხდებოდა ალექსანდრე? -ხმაური იწყებოდა...ხმაური, რომელიც 1 წუთში ჩერდებოდა, მაგრამ საუკუნეს უდრიდა. ხმაური, რომლის მნიშვნელობასაც დიდი ხანი ვერ ვიაზრებდი, ან ვიაზრებდი, მაგრამ არ მინდოდა, რომ სიმართლე ყოფილიყო ის, რაც სინამდვილეში ვიცოდი, რომ ყველაზე სასტიკი რეალობა იყო. -და ამ ხმაურის დროს თქვენ სად იყავით ალექსანდრე? -მეეე?(იცინის) მე ამ ხმაურის ნაწილი ვიყავი. მის ცენტრში ვიყავი და კედელთან მწოლიარე ვუსმენდი ამ ყველაფერს. მთელს სახლში მხოლოდ ერთ ოთახში გვქონდა შეშის ფეჩი და გვიწევდა, რომ მე, დედას და მამას ერთ ოთახში დაგვეძინა. ჩემი ლოგინი კედლის ერთ კუთხეში იდგა, მაგათი კი მეორე კუთეში, შუაში კი მაგიდა იდგა და მასზე ლარნაკი იყო მოთავსებული გვირილებით სავსე, ყოველი ხმაურის დასრულების შემდეგ ვხედავდი დედა, რროგორ იღებდა ლარნაკიდან ერთ გვირილას და ფანჯრიდან ისროდა, თიქოს და იმ გვირილას ატანდა თავის სულის ნაწილს, რომელიც ხმაურმა ჩაყლაპა. -ალექსანდრე, ხმაურზე მომიყევით. -ხმაური ყოველთვის ერთი იყო, 1 წუთიან მამაკაცის გმინვას შეპარული ქალის ცრემლები. მოდი პირდაპირ გეტყვით ანასტასია, მამაჩემი ყოველ ღამეს ერთსა და იმავე დროს დედაჩემს აუპატიურებდა უმოწყალოდ იმავე ოთახში, სადაც მე მეძინა. დედაჩემის ვერ შეკავებული ტკვილიანი ხმეები და ვერ შეკავებული ცრემლების ხმა დღემდე ჩამესმის და ჩემი თავი მძულს, რომ ვერ შევაჩერე ის ცხოველი, რომელსაც მამაჩემი ერქვა და ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მეც მას ვემსგავსები დღითიდღე. დღემდე ყურებში ჩამესმის და მეხიერებას არ ცდილდება ის მომენტი, როდესაც ორგაზმს მიაღწევდა და საზიზღრად გულის ამრევი ხმით დაიწყებდა გმინვას შემდეგ დედაჩემის რომელიმე სხეულის ნაწილს სპერმით ფარავდა, იმ სპერმით, რომლის წყალობითაც მე გავჩნდი... მივხვდი, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა თავისი უძლურებისა და გენეტიკის გამო, ამიტომ სასწრაფოდ საჭირო იყო ამასთან დაკავშირებული ყველა ფიქრი გამექარწყელბინა. -ალექსანდრე, თქვენ მაშინ პატარა იყავით და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ვერც კი იაზრებდით იმას, რაც თქვენს წინაში ხდებოდა. არ იცოდით რას ნიშნავდა მამაკაცისა და ქალის სექსუალური კავშირი, მითუმეტეს გაუპატიურება. თქვენ მსხვერპლი ხართ მამათქვენის ისევე, როგორც დედათქვენი. თქვენი გენეტიკა არაფერ შუაშია, რადგან გაიხსენეთ, თქვენ ინდივიდი ხართ, რომელიც განსხვავდება ყველასაგან(მამათქვენიც იგულისხმება ყველაში, თქვენთვითონვე ქმნით საკუთარ სოციალურ გენეტიკას და არა ის ტოზოიდი, რომელმაც დედათქვენის დაორსულება და თქვენი დაბადება გამოიწვია. -ეჰჰ, ანასტასია, ნეტავ ყველაფერი ეგრე ადვილი იყო. -მაშინ მომიყევით და ერთად გავხადოთ ადვილი. -კარგი, რადგან აქამდე მოგიყევით მაშინ იმასაც გეტყვით თბილისში ჩემი ცხოვრება როგორ დაიწყო. მამას, როდესაც გულის შეტევა მოუვიდა და გარდაიცვალა მე და დედა თბილისში წამოვედით დედაჩემის მშობლებთან. ნელ-ნელა ვეჩვეოდი აქ ყველაფერს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე მაშინ აღმოვჩნდი, როდესაც პირველი სექსუალური კავშირი მქონდა 18 წლის ასაკში გოგოსთან. იგი ისეთი ნაზი და სათუთი იყო მეგონა რომ რაიმეს ვატკენდი და ვცდილობდი, რომ სულ ნაზად მოვბყრობოდი. სიმართლე გითხრა, როგორც სხვა ბიჭებს მე არ მიტრიალებდა მასზე სექსუალური ხასიათის აზრები, მაგრამ მის სრულწლოვნების აღსანიშნავ წვეულებაზე თავისი ქალიშვილობა შემომთავაზა. არ ვიცი იმ მომენტში რა ვიგრძენი, მაგრამ სიხარული რომ არა ეს კარგად მახსოვს. როდესაც პენეტრაცია დავიწყე და ის ჩემს ქვემოდან იყო არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თვალებზე ბინდი გადამეკრა და მამაჩემის სახე წარმომიდგან თვალწინ... ________________ წერის დროს დაშვებული მექანიკური შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მსგავს წერის სტილზე, სიუჟეტზე და მოკლედ ყველაფერზე, ამიტომ არ დაიზაროთ ემოციების და აზრების დაფიქსირება. წინ ძალიან ბევრი საინტერესო ამბები მაქვს გეგმაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ფსიქოლოგი ანასტასიას ისტორია კი ყველაზე მნიშნვნელოვანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.