შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეყვავილე #3


27-07-2021, 22:22
ნანახია 631

თვალები გავახილე მივიხედ მოვიხედე ყველაფერი ჩაბნელებული იყო, მზის სხივებიც არ შემოდიოდა ჩემს ოთახში როგორც გუშინ, ფარდები გადავწიე და დავინახე რომ ძალიან წვიმდა.
გამეღიმა, წვიმა ჩემი საყვარელი ამინდი იყო.
უცებ ჩავიცვი წითელი ჰუდი და შავი ჯინსები, თან მობილური ავიღე ქვემოთ ჩავირბინე და თეთრი ქოლგა ავიღე.
გარეთ გავედი, იქვე კაფე იყო ღია უცებ გავიფიქრე რომ ცხელი შოკოლადი დამელია, შევირბინე, სველი ქოლგა დავხურე და იქვე საკიდზე დავკიდე.

წინ მომღიმარი სახით მიყურებდა მოკლე თმიანი გოგონა რომელსაც თმები ლურჯ ფრად ქონდა შეღებილი, ბოლოები ვარდისფერ ხავერდოვან ფერში გადადიოდა, თვალებიც თმების მსგავსად ლურჯი იყო.

- გამარჯობა, როგორ მიდის თქვენი დღე?
- ვშიშობ ცუდად, გავუღიმე.
- რას ინებებთ?

შეკვეთა მივეცი და იქვე ფანჯარასთან ახლოს დავჯექი, მინდოდა მეყურებინა როგორ ჩამოდიოდა წვიმის წვეთები ციდან.
უცებ კარები უხეშად გააღეს, კარებში ოთხი ბიჭი შემოვიდა, გავხედე თუ არა ის გულისამრევი ბიჭი დავინახე რომელსაც ძალიან კარგად მოვდე სახეში, გვერდით მათ ლეო ედგა, გამიკვირდა რაღაც მხრივ მაგრამ არ შევიმჩნიე და ისევ ფანჯრისკენ გავიხედე.
ვიღაც მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა ავხედე და ლეოს მომღიმარი სახე დავინახე, სველი თმები, ნარინჯისფერი ჰუდი და ნაცრისფერი ნაჭრის შორტი ეცვა.

- ჰეი, ლინდა, როგორხარ? დღეს სკოლაში ვერდაგინახე, ხომ კარგად ხარ?. მთელი სისწრაფით დამისვა კითხვები

მე თვალები გავაფართოვე და ნელი სიტყვებით გავეცი პასუხი.

- ჰ- ჰეი, ლეო, კარგად ვარ, დღეს სკოლაში იმიტომ ვერდამინახე რომ არმინდოდა მოსვლა თავს სახლში უფრო კარგად ვგრძნობდი და თან პასუხის ნიშნად თავი იმ სამისკენ გავაქნიე.

ლეოს ჩაეცინა
- ხოარ შემოგვიერთდებოდი? ჩაიცინა
მთელი სიბრაზით ავხედე თვალებში, მეტი არმაკლდა რამე ეთქვა ამ ჭიქას თავში გავუქანებდი

- ჰა-ჰა ბოდიში უბრალოდ ვიხუმრე. გამიღიმა და მარტო დამტოვა
საყვარელი ღიმილი აქვს მაგრამ სამეგობროზე რა გითხრათ, როდესაც მათ მიუახლოვდა და დაჯდა ხელი დამიქნია მეც გავუღიმე და ხელი დავუქნიე როდესაც თვალი იმ არარაობას მოვკარი და მისკენ გავიხედე მან გამიღიმა, მე კიდევ თვალი ავარიდე და ფანჯრისკენ გავიხედე.
თან ჩემი დღიური ამოვიღე და წერა დავიწყე.

ძვირფასო დღიურო, ჩემი დღე როგორც ყოველთვის იწყება სევდითა და მოუშორებელი ფიქრებით, ყოველ წამს როდესაც ვინმე მეხება მახსენდება თუ როგორ მცემდა მამაჩემი, როდესაც დედაჩემი ჩემს დაცვას ეცდებოდა ის მას უბრუნდებოდა ბრაზით და დასისხლიანებამდე სცემდა მას, ჩემს თავს ვუბრაზდებოდი რომ დედაჩემს ვერ დავეხმარე, ყოველ წამს ჩემს თავს ვადანაშაულებდი იმაში რომ დედაჩემი ჩემმა უყურადღებობამ მოკლა.
ჩემმა უაზრო გრძნობებმა, რომელიც გიორგისთან მქონდა, გიორგი მისი სახელი მინდა თავიდან ამოვიგდო და ჰაერს გავატანო, დედაჩემის სიკვდილზე მეტად მისი ღიმილი მტკენდა გულს მის დაკრძალვაზე, მამაჩემის გვერდით იდგა და იცინოდა როდესაც მე ტკივილი მტანჯავდა, რათქმაუნდა მამაჩემის გულისამრევ სახეზეც ვხედავდი თუ როგორ მიღიმოდა და მჭამდა თვალებით, ერთი სული ჰქონდა მარტო როდის მივიდოდი სახლში, არცკი მინდა ვიფიქრო იმაზე თუ რას გამიკეთებდა როცა სახლში მივიდოდი.


ამ ყველაფრის გახსენებამ ჩემზე ცუდი გავლენა იქონია, თვალებიდან ცრემლები მდიოდა და კალმის ბასრ წვერს თითებზე მთელი ძალით ვიტარებდი რომ სულიერი ტკივილი ფიზიკურით ჩამენაცვლებინა, როდესაც გავაცნობიერე თუ რას ვაკეთებდი შემეშინდა, ჩანთიდან ნაჭერი ამოვიღე და თითებზე შემოვიხვიე, სალაროსთან მივედი და ფული გადავუხადე, გამოვედი კაფედან, ქოლგა გავშალე და სახლში მივდიოდი, სახლისკენ მიმავალს გამახსენდა რომ ჩემი დღიური კაფეში დამრჩა მთელი სისწრაფით მივვარდი კაფეში შეშინებული თვალებით დავხედე ჩემს ადგილს სადაც მივირთმევდი ცხელ შოკოლადს, იქ დღიური არ ჩანდა, მაგრამ შემდეგ გავიფიქრე რომ არავინ წაიკითხავდა რადგანაც ყველაფერი ქართულად მეწერა, ვერავინ გაიგებდა ვერაფერს და გადააგდებდნენ.

სალაროსთან მივედი და იმ გოგონას ვკითხე.
- უკაცრავად ჩემი დღიური ხომ არ გინახავთ? ვარდისფერი, ოქროსფერი წარწერით.
მან თავი უარის ნიშნად გამიქნია.
- ვიღაც ბიჭმა წაიღო.
- შეგიძლიათ მითხრათ როგორ გამოიყურებოდა?
- შავი ნაჭრის შარვალი, პიჯაკთან ერთად მის შიგნით ცისფერი მაისური და ოქროსფერი საათი.
ვიცოდი ვინც იყო მაგრამ არ შევიმჩნიე.
- კარგი მადლობა.

კაფედან გამოვედი, როდესაც ვიღაცის შეხება ვიგრძენი მხარზე ხელები თავდაცვის მიზნით ჩემს სახეზე ავიფარე.
გაოცებული მიყურებდა ის ბიჭი რომელსაც სკოლაში სილა გავაწენი.
იმ დროს მასზე არ ვფიქრობდი, ჩემს ემოციებსა და ფიქრებს ვებრძვოდი, ის დაიხარა და ქოლგა მომაწოდა.

- ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ უბრალოდ დღიურის მოცემას ვცდილობდი. მითხრა ქართულად

გაოცებული ვუყურებდი თვალებში, დღიური სწარაფად გამოვართვი და სახლისაკენ გავიქეცი, გზად ჩემს ცრემლებს ვიწმენდდი რომლებიც უსასრულოდ მდიოდა თვალებიდან.
თვალის ბაგეები ჩაწითლებული მქონდა, სახლის კარები გავაღე და დეიდა დამხვდა რომელიც წვნიანს ამზადებდა.
ლუ და ლიზა წვენს მიირთმევდნენ და წიგნებს კითხულობდნენ.

- ლინდაა შენ ხარ? მკითხა დეიდამ
- კიი, მოვედიი.
- სკოლაში იყავი?
- არა დღეს არ წავსულვარ ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ გავედი.
- კარგი, წვნიანი მზად იქნება და დაგიძახებ.
- კარგი დავეთანხმე და თავდახრილი ავედი ოთახში ჩემი დრიურით ხელში.

ნუთუ მან წაიკითხა ეს ყველაფერი? რადგანაც ქართულად საუბრობდა ესეიგი ამასაც წაიკითხავდა, ახლა კიდევ მეტი საქმე არექნებოდა არავის ჩემს ოჯახურ სიტუაციაზე დაცინვას დამიწყებდნენ.
ჩემს თმებს უხეშად შევეხე, ლოგინზე დავწექი და დღიური გვერდით გადავდე.

- წვნიანი მზადაა!
- მოვდივააარ. ვუპასუხე მე

ქვევით ჩავედი, როდესაც მაგიდას დავხედე იქ ექვსი თეფში იდო, მაგრამ არა ისეთი როგორსაც დეიდა ყოველდღიურად იყენებდა, ალბათ ვინმე სტუმარი უნდა მოსულიყო.

უცებ კარებზე კაკუნი გავიგონე, მამიდამ გამომხედა და ღიმილით მანიშნა რომ კარები გამეღო.
კარები გავაღე, რაც პირველი თვალებში მომხვდა ის შავგრემანი ბიჭი იყო, მუქი ლურჯი თვალებით, სახე შემეცვალა ღიმილიდან სერიოზულ სახემდე.
შემდეგ მეორე კაცს გავხედე დეიდაზე ცოტა უფროსი იქნებოდა, სათვალეებით და მოზრდილი წვერით რომელსაც ჭაღარა შეჰპარვოდა.

- გამარჯობა. მივესალმე ინგლისურად
- შვილო არარის საჭირო ინგლისური.
- უ- უკაცრავად მობრძანდით
- გამარჯობა. მითხრა მან და ხელი გამომიწოდა
ხელი ჩამოვართვი რატომღაც ცუდი ბიჭი არ ჩანდა მიუხედავად მისი დატოვებული შთაბეჭდილებისა.
მან გამიღიმა, მეც გავუღიმე და ხელი მაგიდისაკენ გავმართე, ვანიშნე საითაც უნდა წასულიყო.

დეიდა რატომღაც ნერვიულობდა, ხელები უკანკალებდა მე მის დასახმარებლად გავედი და ვკითხე.

- დეიდა რახდება?
- ბოდიში ლინდა მითხრა და ორცხობილებით ავსებული ჭურჭელი მაგიდაზე დადო.

გამიკვირდა თუ რაზე მიხდია ანა ბოდიშს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent