შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარიანი ღამე


28-07-2021, 18:15
ავტორი ანნიკა
ნანახია 1 339

ადრე თუ გვიან ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა გგონია,რომ ვეღარ გაუძლებ,რომ ცხოვრება სასტიკია და ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს სამყაროში ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგ მოქმედებს.შეიძლება ასეა შეიძლებაა უბრალოდ ცუდი დამთხვევებითაა ჩემი ცხოვრება სავსე თუმცა სწორედ ახლა,ამ წუთას, მეც ასე ვფიქრობ.მგონია ჩემს ცხოვრებაში კარგი აღარაფერი ხდება.ხან და ხან ისეთი შეგრძნება მაქვს ვიღაცის ძლიერი ხელები მეხვევა ყელზე და სუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევს ,თუმცა ყველაზე კრიტიკულ მომენტში ცის კამარა იხსნება და ვიღაც გრძელ ბაწარს მიგდებს რათა ზემოთ ავცოცდე.ნათქვამია ცხოვრება ყველაზე დიდი ტრაგი-კომედიააო და მეც ბოროტად დამცინის ვიღაც,იქ ზემოთ და ტკბება ჩემი წვალებით.მელოდება როდის გავივლი გზის ნახევარს და როცა მგონია რაღაც კარგის დასაწყისს ვუახლოვდებისწორედ მაშინ ბასრი მაკრატლით უმოწყალოდ ჭრის ბაწარს და მტკივნეულად ვენარცხები მიწას.აი ასე ყოველ ჯერზე კიდევ უფრო იზრდება ტკივილის შგრძნება თითქოს მაიძულებენ დავნებდე მეკი ჯიუტადდ არ ვუჯერებ და სულ თავიდან ვცდილობ დაწყებას.თუმცა ალბათ ერთ დღესაც დავიღლები აღარ ჩავეჭიდები გამოწვდილ ბაწარს , იქნებ ასე უკეთესიც იყოს .

წერა დავასრულე ,რვეული დავხურე და დაღლილმა ტელეფონს დავუწყე ძებნა.საათი სამიღ სამსაათსა და ორმოცდახუთ წუთს უჩვენებდა.რა დრო გასულა არადა ასე მეგონა სულ რაღაც ათი წუთს წინ დავიწყე წერა.დაღლილმა მოვისრისე სახე,თმა მაღლა ავიწიე და ძლივს წამოვიზლაზნე სავარძლიდან.დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად სააბაზანოსაკენ გავეშურე და როდესაც წყლის გრიილი წვეთები კანზე სათუთად მომელამუნა თავი სრულ ნეტარებაში ვიგრძენი.რომ შემძლებოდა ალბათ მთელს ღამეს აქ გავატარებდი თუმცა რეალობამ მალევე შემახსენა თავი და ყურებ ჩამოყრილი გამოვედი სააბაზანოდან .ნაჩქარევად მოვწესრიგდი და როგორც ყოველთვის ღია ფანჯრისა და მთვარის თანხლებით შევეცადე დაძინებას.ალბათ არცისე დიდი ხნის ჩაძნებული ვქნებოდი ფანჯრიდან შემოსულმა ჩოჩქოლისა და გინების ხმამ რომ გამომაფხიზლა.თავიდან ვცადე დაიგნორება და ძილის გაგრძელება რადგან ვიფიქრე მალე მიწყდებოდა ეს ხმები თუმცა რომ აღარ გაჩერდა და ნერვებმაც მიღალატა ,მოთმინების ფილა ავსებული წამოვდექი რათა გამეხედა და გემრიელად გამელანძღა ხულიგნები.თმცა ფანჯარასთან მისულს ისეთი სცენა დაგამეშალა თვალწინ წამიერად გავშეშდი სიტყვა პირზე შემაშრა და შემდეგ ჩემდა უნებურად წამოვიკივლე.იმის გათვალისწინებით ,რომ მეოთხე სართულზე ვცხოვრობ საუბედუროდ მათ ყურამდეც მიაღწია ცემმა ხმამ და იარაღიანმა უცნობმა პირდაპირ ჩემი მიმართულებით ამოიხედა.მის გარშემო მდგარი ორი ახალგაზრდა მამაკაციც უკვე მე მიყურებდა და არარავინ აქცევდა ყურადღებას მიწაზე მიგდებულ ახალგაზრდას,რომელიც აშკარად გონის დაკარგვამდე იყო ნაცემი.იმდენად გავითიშე ვერც ფანჯარას ვშორდებოდი და ვერც ვხვდებოდი ახლა რა გამეკეთებინა.უცნობმა იარაღიანმა ბიჭებს ნაჩქარევად ანიშნა რაღაც და კაპიიუშონის ქვევიდან თითქოს ბრაზნარევად ამომხედა რადგან საქმის დამთავრება არ ვაცადე.








დააააადადააამმმ გამარჯობააააათ.ძალიან ძალიან დიდიხანია კალამი ხელში არ ამიღია და არაფერი დამიწერიაა ხოდა ახლა რატო გადავწყვიტე არ ვიცი თუმცა სიმართლე უნდა ვთქვა რომ ძალიან გავბედნიერდი როდესაც ეს დავწერე თავიდან აზრად არ მომსვლია გამოქვეყნება თუმცა ახლა აქ ვარ :დ წლების წინ სკოლის ასაკში სხვა მომხმარებლის სახელით ვიყავი და ძალიან მახარებდა ჩემს ნაწერზე თქვენი კომენტარების კითხვა ხოდა თითქოს ზუსტად აი ეს მომენატრა და ამიტომ დავბრუნდი.იმედიმაქვს ცოტათი ,სულ ცოტათი მაინც მოგეწონებათ.შენიშვნებს რათქმაუნდა მივირებ თუმცა მთლად მიწასთანაც ნუ გამასწორებთ. ჰოდააა ველი თქვენ აზრს . ანიკა წარმატებულ დღეს გისურვებტ ყველას.



№1 სტუმარი olga kakalashvili

უბრალოდ მალე დადე ხოლმე გაგრძელებები ძაან მაგარი გოგო ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent