ღმერთმა არ გამყოფოს ჩემზე ცუდად ...
რისი მოსმენაც გსურს მასზე ვდუმვარ, არ ღირს მოსაყოლად დამიჯერე. ღმერთმა არ გამყოფოს ჩემზე ცუდად თორემ ყელში ბაწარს წაგიჭერენ _ შენში შემოსული ოცნებები, როცა ნაწილებად დაგემსხვრევა. სუნი გაგაგიჟებს მოჩვენების, ფიქრიც უგზო-უკვლოდ აგერევა. კიბეს მიაყუდებ ზეცის მწვერვალს, ყველა საფეხური ჩაგენგრევა. ყველა მოჩვენება ჩემში შენხარ, შენშიც ეს სონეტი ამღერდება. ღმერთმა არ გამყოფოს ჩემზე ცუდად, თორემ უცხო გრძნობით აღელვდები, კარებს მიუკეტავ ყველა სტუმარს, ყველა შენიანზე დაგეშდები. მაგრამ ვერ მიპოვნი ვეღარსაით, რადგან მე სულ სხვა გზას ავედევნე. მზისკენ გავუყევი რხევით ტანის, გზას და რახანია აღარ გეძებ. ახლა ჩემი სახლი სხვის მხრებს ნიშნავს, უკვე სადაცაა ფერმკრთალდები. ჩემში შენი ფერი აღარ მიყვარს, შენი უჩემობით ვიკვებები. ისიც მაგიჟებს, რომ აღარ გგლოვობ, ჩემში შენი ეგო დღესეც დუმდა, ალბათ სხვის მკლავებში სულ არ მომწონს და გთხოვ ნუ იქნები ჩემზე ცუდად. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.