შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე...


29-07-2021, 08:55
ავტორი Anittaa
ნანახია 1 816

-გამარჯობა-ნაზი ღიმილით მივესალმე ჩემს წინ მდგარ საყვარელ მამაკაცს და ჩავეხუტე-ძალიან მომენატრე, ეს 2 დღე შენს გარდა ვერავიზე და ვერაფერზე ვფიქრობდი.-უცებ მოვშორდი და დაღვრემილი თვალებით შევაცქერდი მის უნაკლო სახეს.-შენ არ მოგენატრე?
-ნუთუ შეიძლება შენისთანა გოგო 2 დღე ჩემთან არ ყოფილიყო და არ მომნატრებოდა?-ღიმილით ყურში ჩამჩურჩულა და თვალებთან ჩამოცვენილი თმა ნაზად გადამიწია.-შემოდი!-რესტორნის კარები გამიღო და შესვლაზე მიმანიშნა.
-არვიცი ერთხელაც არ დაგირეკავს...-წარბი ავწიე და სადა მოკლე წითელი კაბა კიდევ უფრო ძირს დავქაჩე.
-ვილაპარაკებთ...-დაიჩურჩულა და უკან გამომყვა.
ცარიელ მაგიდას მივუსხედით.
-ორი წითელი ნახევრად მშრალი ღვინო-შეუკვეთა ოფიციანტს და ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია.
-გისმენ ბექა-ერთი ყლუპი მოვსვი და თვალებში შევაცქერდი.
-დიდიხანია მინდა ამის თქმა შენთვის მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, თანაც ძალიან ბევრს ვფიქრობდი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მქონდა მისაღები ბოლოს და ბოლოს-ღრმად ჩაისუნთქა და თვალები ამარიდა.
-იცი... მეც ბევრს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე-გავუღიმე და ჩანაფიქრს მივუხვდი, გული სიხარულით მევსებოდა და პასუხისთვის მზად ვიყავი.
-იცი ჩვენ სულ 2 წელია ვიცნობთ და 11 თვეა ვხვდებით ერთმანეთს...
-არა 10...-გავაწყვეტინე და ღიმილიანი სახით შევაჩერდი.
-ნუ რა მნიშვნელობა აქვს... იცი მე ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდი და...-მოკლე პაუზა გააკეთა და ამოსუნთქვის საშუალება მომცა-მგონი დროა დავშორდეთ!
-თანახმა ვარ!-თუმცა აზზრზე მოვედი, თვალები დავქაჩე და ფეხზე წამოვხტი-დაიცადე რა?

1 თვის შემდეგ...

კარებზე ზარის ხმამ მშვიდი დილა დამიფრთხო და მაიძულა ჩემი თბილი ლოგინიდან ავმდგარიყავი...
-რომელი დეგრადიული რეკავს ზარს ასე წამში ასჯერ!-დავიწუწუნე და კარები გავაღე.
-სიუპრიზიიიი!-ბედნიერი სახით ყვირის ჩემი დაქალი რომელიც უკვე 3 წელია ამერიკიდან აკვირდებოდა ჩემს უჟმურ ცხოვრებას.-რაღაც არ გამოვიდა?-ღიმილი სახეზე შეაშრა როცა ჩემი უემოციო სახე დაინახა.
-ხო რავი...-მხრები ავიჩეჩე და მთელი ძალით შევახტი კისერზე და გულში ჩავიკარი ეს გიჟი ადამიანი რომელიც მართლა მგონია, რომ მთელ სამყაროს მირჩევნია.
-გამისკდაააა გული ანაააა..-დაიწუწუნა და ხელები უფრო ძლიერად მომხვია.

-რატომ ჩამოხვედი ქეთი?-მდივაანზე წამოსკუპებულ მეგობარს გავხედე და პასუხის მოლოდინში სამზარეულოს ბარს ჩამოვეყრდენი.
-უფრო ადრეც მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ბილეთების დეფიციტი იყო, მარტო მოგიწია ყველაფრის გადატანა-აცრემლიანებული თვალებით ამომხედა ჩემთან მოვიდა და თავზე მაკოცა.
-ხო მაგრამ გადავიტანე...
-ხო როგორ არა გადაიტანე...-თვალებით საფერფლისკენ მანიშნა რომელიც სიგარეტის ნარჩენებით იყო სავსე.-რა გითხარი მე შენ?
-იცი ძალიან მიყვარდა.
-ვიცი.
-მენატრებოდა.
-ვიცი.
-არ დამაფასა!
-ვიცი.
-მაგარი დებილი ხარ...
-ვიცი.... დაიცა რა?
გამეცინა და თავის ქნევით სამზარეულოს კარადებთან მივედი და სპაგეტი გამოვიღე.
-მე ახლა ტომატის სოუსით გავაკეთებ ამას და შენ შეჭამ!
-ხო მზარეულობაში ბადალი არ გყავს, მაგით იმშვიდე თავი.-ხელები აწია და სააბაზანოსკენ წავიდა.-შენი და სანამ ჩამოვა აქ დავრჩები შეიძლება?
-რა თქმა უნდა, შეიძლება-კისკისით ვუთხარი მეგობარს და ჩემი საქმე გავაგრძელე.


მე ექიმი ვარ... 5 წლის ვიყავი როდესაც დედა სიმსივნით გარდაიცვალა, მაშინ ვთქვი რომ გავხდებოდი ექიმი, ვუმკურანელებდი ხალხს და არ დავუშვებდი, რომ სხვებსაც დაეკარგათ საკუთარი დედა ან შვილი. მამაჩემი ძალიან განიცდიდა დედის სიკვდილს თუმცა ამას არასდროს იმჩნევდა ყოველთვის ხალისს გვაჩვენებდა მე და ჩემს უფროს დას ლიკას. ლიკამ გამზარდა, ხალისი დაუბრუნა ჩემს ცხოვრებას მისმა შვილმა რომელსაც დეიდის სახელი დაარქვა, სიმართლე გითხრათ უფრო მეტად მიყვარს იმის გამო რომ ისიც ანაა. არაჩვეულებრივი კულინარია მამაჩემი, ორი რესტორნის შეფ მზარეულია, და ეს ჰობიც მისი წყალობით მაქვს, მზადებისას ჩემი მთელი სტრესი უკან რჩება და წინა პლანზე მხოლოდ ინგრედიენტები და შემდგომი კერძია.

-მმმ ძალიაან გემრიელია-მთელი სიამოვნებით აგემოვნებდა ქეთი სპაგეტს და ლამის იყო თეფშიც შეეჭამა.
-მიხარია რომ მოგეწონა-შუბლზე ვაკოცე მეგობარს და ცარიელი თეფშები ნიჟარაში ჩავდე.-იცი 1 საათში სამსახურში უნდა წავიდე, ხომ იცი ჯერ კიდევ რეზიდენტი ვარ და არ მინდა დავაგვიანო.
-ხო რათქმაუნდა, მეც წავალ და მალე მოვალ, მეგობრები მინდა რომ მოვინახულო.
-გასაღებს დაგიტოვებ-გამოვძახე ოთახიდან და ტანსაცმლის ძიება დავიწყე.
არჩევანი ღია ფერის ჯინსზე, თეთრ ტოპ მაისურზე და თეთრ ფეხსაცმელებზე შევაჩერე. გრძელი თმა გავიშალე და ჩემი თავით კმაყოფილი სარკეში ვიყურებოდი.
-წავედი მე!-გასვლისას ქეთის შევძახე გასაღები, გასასვლში დავუკიდე და კიბეებზე დავეშვი.

საავადმყოფო ჩემთან ახლოს იყო, მე მომავალი ქირურგი ვიყავი და ჯერ კიდევ რეზიდენტი, უნივერსიტეტში მესამე კურსზე ონლაინ ვსწავლობ და რეალურ ცხოვრებას მთლიანად მომავალ პროფესიას ვუთმობ.
-ჩემო ლამაზო-შუბლზე მაკოცა მაკამ, რომელიც ჩვენს ჯგუფში სისხლის ანალიზზეა და კაბინეტისკენ გაიქცა.
-პროვეტ დარია...-ხელი დავუქნიე ქერათმიან გოგონას რომელიც რეგისტრატორია კლინიკაში და მისკენ წავედი.
-იცი რა? საერთოდ აღარ გიყვარვარ მგონი-სევდიანი თვალები ამარიდა და კომპიუტერს ჩააშტერდა.
-უბრალოდ მინდოდა მარტო ვყოფილიყავი ჩემს თავთან და ეს შაბათ კვირა დავუთმე ხო შეიძლებოდა?-ჯერ კიდევ დეპრესია მიტევდა ხოლმე ბექასთან დაშორების გამო, რომელიც თავს მუდმივად მახსენებდა რადგან ზუსტად იგივე საავადმყოფოში მუშაობდა გინეკოლოგად!
-მე კი ჩემი საუკეთესო მეგობარი მჭირდებოდა-დაიწუწუნა დარიამ და კაფეტერიისკენ გავარდა გაბრაზებული.
ამოვიხვნეშე, ვიცოდი როგორც ვჭირდებოდი წინა დღეებში რადგან დახმარება მთხოვა მასთან ერთად გამენაწილებინა ცვლა, მაგრამ ხომ გითხარით მე დეპრესია მიტევდა.
-ანაა!-მეძახის მაკა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მთელი სისწრაფით გარბოდა პაციენტთან, მაგრამ ჩემთვის შუბლზე კოცნა მაინც არ დაავიწყდა.
-გისმენ მაკუ
-სასწრაფოდ ამოვიდესო ლევანიმ!-ლევანი უფროსი ექიმია ჩემი.
ასე სასწრაფოდ არასდროს დავუბარებივარ და უარესი, ყოველთვის პირველ ან ორ საათზე მოდის ახლა კი ათი საათია. ექიმის კაბინეტი შევაღე და დაჭრილი ბიჭი დავინახე რომელი მის კაბინეტში იწვა.
-ხმა არ ამოიღო ანაა!-პირზე ხელი მიიდო და მანიშნა არ მეკივლა.-კარები დახურე და მოდი ჩემთან-დაიჩურჩულა და დაჭრილს გახედა.
-ექიმო ეს ვინ არის ან აქ რატომაა და საოპერაციო ოთახში არა-ანერვიულებული ექიმს ჩავაჟინდი და დაჭრილი შევათვალიერე, საკმაოდ სიმპათიური იყო თუმცა ტკივილის დაჭყანულ თვალებში ბევრი ვერაფერი ამოვიკითხე.
-ჩემი შვილია, გადამრევს სულ შარშია, ძალიან გთხოვ უმნიშვნელოვანესი ოპერაცია მეწყება, გევედრები მხოლოდ შენ გენდობი, საშიში არაფერია, უბრალოდ მიხედე, მე არ მაკარებს თან ამ ჭრილობას და არ მინდა გაითიშოს ყვირილისგან, მიხედე გთხოვ ძალიან გთხოვ შემისრულე ეს ვედრება.
-რას ამბობ გაგიჟდით? რა თქმა უნდა გავაკეთებ თუმცა საჭირო ნივთები...
-ყვე... ყველაფერი აქ დევს-მანიშნებს საოპერაციო იარაღებზე ექიმი ლევანი და ოთახს ტოვებს...-მადლობა ანა...-კარების კუთხეში შემოიჭყიტა და გაიხურა.

დავიბენი რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი, ტყვია ადრე მინახავს როგორ ამოიღეს ორგანიზმიდან თუმცა პრაქტიკაში მე არ გამიკეთებია, ეს ექიმმა ლევანიმაც იცოდა თუმცა მაინც მანდო ეს საქმე, პაციენტს უფროსწორად ექიმის შვილს მივუახლოვდი და დივანზე წამომჯდარს გვერდზე დავუჯექი.
-ლამაზი ხარ-ამომხედა და თვალები ჩემს მკერდზე შეაჩერა რომელიც ოდნავ ამოღებული იყო, თუმცა იმდენად არა რომ ვინმეს ყურადღება მიექცია.
-იცი შენ მგონი დაჭრილი ხარ-ხელი ჭრილობაზე მივარტყი და წამში ვაიძულე თვალები კვლავ დაემანჭა და ჩემთვის თვალი მოეშორებინა.
-შეგიძლია ეს ტკივილო შეაჩერო ლამაზო?
-იცი მე ანა მქვია-იაზვურად მივუგე და ხელთათმანების წამოცმა დავიწყე.
-მე თორნიკე სასიამოვნოა.
-არამგონია შენს სიტუაციაში ფლირტი საუკეთესო მოქმედება იყოს.-პინცეტი ავიღე და უზრდელი პაციენტის ტყვია ამოვიღე.-ესეც ასე, არც ისე რთული ყოფილა.-წუთში დავუმუშავე და გაკაერვა დავიწყე.
-აუჩ...-ტკივილისგან შეწუხებულმა ამოიოხრა და თვალები დახუჭა.
-მაპატიე თუ გატკინე მაგრამ რა ვქნა, ძალიან ცუდი გასაკერია-შეწუხებულმა მივუგე და სული შევუბერე.
თვალებს არ მაშორებდა, სახეზე მიყურებდა და იდიოტურად იღიმოდა.
-მართლა ლამაზი  ხარ!-ღიმილით მითხრა როცა მისი ჭრილობის გაკერვა დავასრულე.
-შენ კი მართლა ცუდად ხარ-ფეხზე წამოვდექი და მოვშორდი.-ხვალ ხელახლა გადახვევაზე მოხვალ.
-ისევ შენ თუ გადამიხვევ მოვალ-ისევ ფლირტს განაგრძობდა და უკან არ იხევდა.
-სხვა ვინ იზავს აბა, თუ მამას არ იკარებ და მამაშენი ჩემს გარდა არავის გაკარებს?-წარბი ავწიე და იდიოტურად მომღიმარ სახეს გავხედე.

დამღლელი დღე იყო, გარდა ექიმის ფსიქოფატ შვილთან მომენტისა კიდევ უამრავი რთული საქმე გავაკეთე და სახლში მისული, რომელშიც არავინ დამხვდა, საწოლზე მოწყვეტით დავეგდე.

ძილი კარების ხმამ გამიტეხა, საათს გავხედე და 10 იყო დაწყებული, მზე უკვე კარგა ხნის ჩასული.
-ვახშამი მოვიტანე-პოზიტივით სავსე გრძნობებით შემოვიდა ქეთი ოთახში და პიცის ყუთი ლოგინზე გადაშალა და თვითონაც ჩამოჯდა.
-მიყვარხარ!-ერთი ნაჭერი ავიღე და მოვკბიჩე ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა.-იცი როგორ მეზარებოდა რამის მომზადება.
-ამ დონეზე დაიღალე?-თვალები დაჭყიტა და ფეხსაცმელები ძირს გადაყარა.
-ვერც კი წარმოიდგენ, საიდუმლოდ ლევანის შვილს ხელიდან ტყვია ამოვუღე.-ტუჩზე ვიკბინე და თვალები დავხუჭე.
-იცოდი ტყვიის ამოღება?
-კი მინახავს მაგრამ პირვლად გავაკთე, მენდო კაცი და-თვალები გადავატრიალე და პიცის ნაჭერი ყუთზე დავდე.
-ისე ეგ და მაგის საიდუმლო საქმეები და ნდობა რომ არა, რომელ რეზიდენტს აქვს შენსავით ხელფასი 2500 ლარი-კისკისით მითხრა ქეთიმ და ეჭვის თვალებით მომაცქერდა.
-მენდობა-მხრები ავიჩეჩე და თავი ბალიშში ჩავრგე.
-ის კიდევ მანდ მუშაობს?-წამში დასერიოზულდა ქეთი.
-სად წავიდოდა...-ამღვრეული თვალებით გავხედე და პიცა ისევ მოვკბიჩე.
-ნამუსის გამო მაინც გადავიდოდი სხვაგან და მოგშორდებოდი, გული ასე გატკინა და არ ეყო?-ანერვიულებულმა პიცის ნაჭერი ყუთზე დააგდო.
-მართლა მეგონა იმ საღამოს ცოლობას მთხოვდა.
-მაგრამ დაგშორდა მხოლოდ იმის გამო, რომ შეუყვარდა ქალი, რომელმაც საკუთარ ბიძაშვილთან უღალატა-ცინიკურად გაიცინა ქეთიმ და თმაზე მომეფერა.- არ გიმსახურებდა, მიხარია რომ დაშორდით, ვიცი რომ გეტკინა და გტკივა, მაგრამ მიხარია.
-რაღაც ნაწილ ჩემშიც უხარია, მაგრამ ხო ხვდები.
ჩვენი საუბარი ტელეფონზე უცხო ზარმა გაწყვიტა.
-მმ ვინაა??-ინტერესით დააჩერდა ქეთი ნომერს.
-არვიცი...- წარბები შევკარი და ვუპასუხე.

მძიმე სუნთქვის მოსმენის შემდეგ როგორც იქნა უცნობმა ხმა ამოიღო.
-ლამაზო ექიმო-ოჰ ღმერთო ჩემო ნეტა რაუნდა...
-თორნიკე?-ვკითხე ჯერ კიდევ დაეჭვებით
-დიახ დიახ... შეიძლება რომ მადლობა გადაგიხადო?
-ოჰ ამისთვის იწვალე ჩემს ნომერზე?
-თუ გცალია, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ყავაზე დაგპატიჟო?-თვალები დავქაჩე და ტელეფონს ხელი ავაფარე.
-ლევანის შვილია, მადლობა უნდა გადაგიხადო და ყავაზე დაგპატიჟებო-დავუჩურჩულე ქეთის.
-როდისო?
-ახლაო
-წააადიიიიი-ჩურჩულით მაგრამ მთელი ემოციებით მითხრა.
ტელეფონზე მომლოდინე თორნიკეს დავუბრუნდი.
-იცი ძალიან დავიღალე და სიტყვიერი მადლობაც საკმარისია...
ამის თქმა იყო და ქეთიმ ძლიერად ჩამარტყა..
-დროზე დათანხმდი!-მუქარიით დამიქნია თითი.
-კარგი რა ძალიან გთხოვ...
ამღვრეული  თვალებით გავხედე ქეთის და ამოვიხვნეშე.
-კარგი სად მოვიდე?
-მე მოგაკითხავ ვიცი მისამართი...
-მანიაკი ნუ...-ყურმილი დავუკიდე და საწოლზე მივეგდე.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

კარგად წერ. უბრალოდ სიტყვებს ნუ წყვეტ. გააგრძელე საინტერესო დასაწყისია. უბრალოდ ძალიან ნუ დააგვიანებს რა თუ შეგიძლია

 


№2 სტუმარი kati

Gelodebit...sainteresod daiwyo.

 


№3 სტუმარი lile

zalian momewona, da gagrzeleba aqvs?. ise damtaavrda gagrzelebas itxovs.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent