შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ მართლა გიყვარვარ{სრულად}


29-07-2021, 14:46
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 76 968

ზაფხული- წელიწადის გამორჩეული, მხურვალე, გიჟური დრო . გართობის, წვეულებების,ახალი ურთიერთობების დასვენების ხანა . ვგიჟდები , გონს ვკარგავ და მაისის ბოლო კვირიდან ვიწყებ მზადებას პირველი წვეულებისთვის . მე და ჩემი სამეგობრო ერთად ვგეგმავდით საღამოს,რომელიც იმდენად გრანდიოზული უნდა ყოფილიყო, რომ ყველას მეხსიერებაში დარჩენილიყო მომავალ წლამდე. ჩემი კაბა ყველაზე რთული ასარჩევი იყო, რა თქმა უნდა ძველი გარდერობისთვის არც შემიხედავს , განახლება დავიწყე და სეზონის ბოლომდე ალბათ ახალი კარადის ჩამატება დასჭირდება ოთახს.
წვეულების საღამოს საკუთარი თავით კმაყოფილი მივაბიჯებდი კიბეზე . გარეგნულად ხომ ვბრჭყვიალებდი, მაგრამ შინაგანაც ვანათებდი დამიჯერეთ . კიდევ უფრო მეტად გავბედნიერდი სახლში მყოფი მშობლები რომ შევამჩნიე და მათკენ გავიქეცი
-დედიკოო ,მამიკოო როგორ ხართ?- ორივეს ვაკოცე და მაშინვე შევამჩნე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო- რა მოხდა ?
-უნდა ვილაპარაკოთ ანასტასია- აშკარად ცუდად იყო ბატონი გიგი
-წამოდი დე უნდა ვისაუბროთ ...ძალიან მნიშვნელოვანია
-უმნიშვნელოვანესი საღამოა ვერ გამოვტოვებ ,რომ დავბრუნდები შემდეგ ვისაუბროთ რა გთხოოვთ
- მნიშვნელოვანია ყველა შენს საღამოზე მეტად და თუ შეიძლება წამობრძანდი ქალბატონო კაბინეტში ... დაივიწყე ეგ წვეულება - მამა ბოლო დროს , რაც ჩემმა ასაკმა მატება დაიწყო , ფორმალურად მემატებოდა წლები თორემ მე საერთოდ არ მივყვებოდი დროთა სვლას
-რატომ მიყვირი გიგი? რას ნიშნავს დავივიწყო
-გეყოფა! წამოგვყევი - ანამ თვალები ისე დამიბრიალა უკან რომ არ გავყოლოდი ალბათ სახლში აღარც შემიშვებდა. დედაჩემი საშიში ქალია
-კარგით დიდხანს ისხდებით ასე მდუმარედ? - ოთახში კი შევედი და დავჯექი იმ უზარმაზარ ტყავის სავარძელზე, მაგრამ არაფერს ამბობდნენ
-რატომ არასდროს შეგიძლია ყურადღებით ყოფნა და შენი ასაკის შესაბამისად ქცევა
-ისე მეუბნები თიტქოს 80 ვიყო
-80 წლისაც ეგეთი იქნები დარწმუნებული ვარ ,თავქარიანი, უპასუხისმგებლო ქალი რომელიც მხოლოდ გარეგნობაზე, გართობაზე ,ფულის ფლანგვაზე და თავის უსაქმურ მეგობრებთან ერთად გართობაზე ფიქრობს ,რომელთაგან არცერთი იქნება მის გვერდით ოდნავ მაინც თუ დაკარგავს პოპულარობას
-გიგი, არაა საჭირო ბავშვთან ასე საუბარი- ვგიჟდები დედაჩემზე, მაგრამ მამა მაინც პიკზე იყო
-27 წლის ქალი ბავშვი აღარ არის და უნდა შეასრულოს მოვალეობები რომელიც ეკისრება
-რა მოვალეობებზე საუბრობ გამაგებინე მეც , მთელი საღამოა სახე ჩამოგტირის
-დიდხანს უნდა ისაუბროთ? ბარემ გეტყვით რომ ხვალ კუნძულზე მივფრინავ ჩემებთან ერთად და ფული მჭირდება...
-დასასვენებლად ნამდვილად წახვალ მთელი ზაფხულით ან უფრო მეტიც უბრალოდ კუნძულზე არა
-მთელი ზაფხული დასვენება ნამდვილად შთამბეჭდავად ჟღერს, სად მიშვებ მამუცი ?- ისე ავჟიტირდი და ავფრინდი ზეცაში ძირს დანარცხებაც მტკივნეული აღმოჩდა
-საქართველოში მიდიხარ
- იმ მიყრუებულ ადგილას რა უნდა გავაკეთო . არასდროს ვყოფილვარ ..11 წლის ვიყავი ბოლოს რომ ჩავედით და არაფერი მახსოვს . კარგი რა მეხუმრები? ჩემი მეგობრების გარეშე იქ რა მინდა , რა უნდა გავაკეთო გამაგებინე .საერთოდ თბილისში როგორ უნდა გავერთო მითხარით- პანიკა დამეწყო, ეს იყო ჩემი 27 წლიანი ცხოვრების ყველაზე ცუდი ამბავი. კოშმარად მეჩვენებოდა საერთოდ ერთი კვირის გატარებაც იმ ქვეყანაში
-ბარგი ჩაალაგე ბილეთები უკვე ვიყიდე და მიფრინავ . იქ დაგხვდება მძღოლი და წაგიყვანს სახლში სადაც უნდა იყო მთელი დროის განმავლობაში
-არ ვარ თანახმა -ისე განვაცხადე მეგონა მკაცრი ტონი მქონდა , მაგრამ მამაჩემთან რას გახდები?
_ძალიან კარგი , როგორც შენ გინდა ... ერთ თეთრსაც ვერ მიიღებ ჩემგან .მომბეზრდა შენი თავგასული ქცევა ყველა ზღვარს სცდები უკვე. სულ რომელიღაც ჟურნალში ხარ პირველ გვერდზე შენი სიგიჟეებით , მინდა ნორმალური იყო , ჩემი ერთადერთი გოგო ხარ და არა ვიღაც ქუჩის ბ.ზი
-გიგი გეყოფა- ამჯერად დედაც გაბრაზდა, აქამდე კი ჩუმად ისმენდა ჩვენს დიალოგს. ღმერთო ჩემო ეს ქართული მენტალიტეტი მერე რა რომ ამერიკაში ცხოვრობს ამდენი წელია მაინც ჰგონია რო გოგო უმწიკლო უნდა ჩაჰბარდეს ქმარს . არადა როდის მერქვა უმწიკლო აღარც კი მახსოვს... ამას შევეშვათ მგონი ჯოჯოხეთი ნამდვილად გარდაუვალია. რა ჯანდაბა მინდა საქართველოში ვაიმეე რა დავაშავე. რამე მოიფიქრე ტასოო..რამე ჭვიანურიიი მიდი იფიქრე ... მაქსიმალურად ვცდილობდი გონების მობილიზებას, მაგრამ ჩემი გამჭრიახი ტვინი ჩიხში შევიდა
-კარგი მა , შენი სიმშვიდისთვის მსხვერპლზე წავალ- დინების მიყოლა ვარჩიე, რა გამეკეთებინა აბა - ოღონდ ამიხსენი იქ მთელი ზაფხული რა უნდა გავაკეთო
-სახლში უნდა იმუშაო
-მოირა რა უნდა ვქნა? - სიცილი დავიწყე, რა თქმა უნდა, აბა სხვა რა რეაქცია უნდა მქონოდა? იმუშავე და მე ერთად ? თან სახლში მუშაობა და მე ? ღმერთოოო გესმოდა იმ დროს მამაჩემის სიტყვები და შენც ხარხარებდი ხოო?
-უნდა იმუშაო ყველაფერს გააკეთებ რასაც უფროსი გთხოვს ..მარტო ცხოვრობს სახლში და მასთან იქნები დაალაგებ, დარეცხავ არ ვიცი კიდევ საჭმელს გააკეთებ
-და რომ არ ვიცი ეგ ყველაფერი?
-იცოდი ადრე და გაიხსენებ თუ დაგჭირდება
-რომ არ გავაკეთო? ხომ იცი რომ არ წავალ
-ქონების გარეშე დარჩები ახლავე შევცვლი ანდერძს და ვერაფერს მიიღებ ჩემგან ...
-რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე, ქონება შვილს თუ არ დაუტოვე აბა სად მიგაქვს თუ გყავს შვილები სხვასთან. მეეჭვება ანასთვის მგონი არც არასდროს გიღალატია..რა მოსაწყენები ხართ როგორ შეგიძლიათ ამდენი წელი ერთმანეთის გაძლება
-სიყვარული ჰქვია მაგას შვილო სიყვარული
-კარგი რა ანა ნუთუ არ გინდა ხოლმე ვინმე ახალგაზრდა ბიჭი დაითრიო და მოშორდე ამ წყეულ გარემოს
-რას ლაპარაკობ შენ თუ ხვდები საერთოდ
-აი რომ გეუბნებოდი არ გესმოდა ანა ხედავ? ხედავ როგორი შვილი გვყავს ეს უკვე ბავშვობა აღარაა დარწმუნდი ჩემი ქცევის სისწორეში თუ კიდევ შემეწინააღმდეგები
-წავიდეს ...ეს თუ უშველის ჩვენს მდგომარეობას და თან გამოსწორდება კიდეც- ესენი ჩემზე ლაპარაკობენ? ღმერთო რა მჭირს საშველი მარტო გართობაზე კი არ ვფიქრობ ვუშაობ კიდეც ხოლმე ..მერე რა თვეში ერთხელ თუ მივდივარ კომპანიაში მთავარი ისაა რომ როცა მივდივარ საქმეს ვაკეთებ . უნდა ჩავერიო ამათ საუბარში თორე მართლა მოსამსახურედ გაშვებას მიპირებენ მგონი ვიღაც მოხუცთან, ვაიმე რა დავაშავე ასეთი
-ხალხნო მე ვარ 27 წლის ჩამოყალიბებული ქალი და ვერ მიბრძანებთ
-27 წლის განმავლობაში 27 დოლარი თუ გამოგიმუშავებია შენი შრომით ? არა , არა და არა ... სამაგიეროდ მაგდენი მილიონი გაქვს გაფლანგული წვეულებებში,კაბებში, მოსაწევში და ათას სისაძაგლეში
-რა ხდება ხალხო დღეს აფრქვევთ 27 წლის მანძილზე დაგროვილ ბრაზს? აქამდე არ ვიყავი ეგეთი?
-ახლა ამოგვივიდა უკვე ყელში და გაფრთხილებ თუ არ წახვალ ღატაკი იქნები მხოლოდ ტანსაცმელი დაგრჩები სხვა არაფერი..
-ეს ჩვეულებრივი შანტაჟია ხალხოო. საშინელი შანტაში, ჯოჯოხეთში მიშვებთ?
-ნუ ღელავ გაუძლებ როგორმე ერთი წელი დარჩები და შემდეგ ვნახოთ
-და ისევ ისეთი თუ დავბრუნდი რაშიც დარწმუნებული ვარ რას იზამთ
-ვერაფერს გააგრძელებ ისე ცხოვრებას როგორც გინდა ,შევეგუები იმ ფაქტს რომ ყველაფერი შენნაირი გიჟისთვის შევაგროვე და დაველოდები როდის მოვკვდები
-რა პესიმისტები ხართ ხალხო დატკბით ცხოვრებით რატო იბერებთ თავს
-ვტკბებით ერთმანეთთან ყოფნით , მაგრამ მაგას ვერ გაიგებ შენ სიყვარული არც კი იცი რა არის . კიდევ რომ შეგვძლებოდა შილის გაჩენა შენს შემდეგ იქნებ ბოლომდე კმაყოფილები ვყოფილიყავით და იმედი მაინც გვქონოდა, მაგრამ რა ვქნა ასე ისურვა ღმერთმა შვილს ვერ შევცვლით გვიყვარხარ და შენთვის ვამბობთ ტასო
-მივდივარ კარგი ...ჩავალაგებ ბარგს და წავალ - არ ვიცი რატომ მაგრამ ვგრძNობ გავერთობი იქაც. ვიხალისებ ვინმეს ნერვებზე მაინც დავუკრავ და ისე ვიზამ რომ გამომაგდონ ...მე ხომ ანასტასია გიორგობიანი ვარ ყველგან ვიპოვნი გასართობს, ყველა ჩიხში გავთხრი გასასვლელს და მაინც დავაღწევ თავს მახეს . მიყვარს ექსპერიმენტები და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი რისკი იქნება.
ბარგის ჩასალაგებლად რომ შევედით გარდერობში მივხვდი,რომ მაქსიმალურად კომფორტულ, სპორტულ სამოსზე უნდა შემეჩერებინა არჩევანი. მართალია რამდენიმე გამოსასვლელი კაბაც წავიღე და კლასიკურ ფეხსაცმელს ვერ ვუღალატე, მაგრამ მაინც უმეტესი ნაწილი სპორტულ ფეხსაცმელს დავუთმე. დიდი დრო დაგვჭირდა, ყველაფერი მინდოდა წამეღო. ერთი წელი იქ ვერაფერს ვიყიდდი, ღმერთოო ერთი წელი 365 დღე იქ უნდა ვიცხოვრო მოსამსახურის ამპლუაშია. მეტი ღადავი რა გინდა? უკვე კომედიაა მე და მოსამსახურე. ერთადერთი პლიუსი ამ ამბავში ისაა,რომ ღვინის პრობლემა არ მექნება საქართველო ვენახის სამშობლოა და იქაური სასმელი ნამდვილად მიყვარს. კარგი ხო, ზოგადად ენაზეც ვგიჟდები , მაგრამ რა გავაკეთო ჩემი არ არის იქაური სიმშვიდე .
მშობლებთან დამშვიდობება არასტანდარტული გამოვიდა, გაბრაზებული ვიყავი , ისინი კი აღელვებულები . ფრენის დაწყებამდე მიღებული აბის დამსახურებით მგზავრობამ ისე ჩაიარა , რომ დროის 80% ძილში გავატარე. როგორც იქნა ჩავაღწიეთ, გავიარეთ ნახევარი დედამიწა და დავფრინდით ჩემს მშობლიურ მიწაზე.
მაინტერესებდა ვინ დამხვდებოდა გასასვლელთან . ჩემი სახელი რომ დავინახე ფურცელზე მივხვდი, რომ ეს შუახნის კაცი მძღოლი უნდა ყოფილიყო. ღიმილით მომესალმა, ქართულად რომ დაველაპარაკე ამოისუნთქა და ჩემს ბარგს რომ შეხედა თვალები გაუფართოვდა.
-რომელი მანქანაა?
-აი აქეთ ქალბატონო- შავი ტოიტასკენ წავიდა. კიდევ კარგი რამე ჯაბახანა არაა. კომფორტულად მოვთავსდდი და დაველოდე როდის ჩაალაგებდა ყველაფერს. შემდეგ კი დაიკავა ადგილი საჭესთან და წავედით.
-სად მივდივართ? თბილისში არ ვრჩებით?- მივხვდი რომ ქალაქიდან გავდიოდით - შენობებზე დაკვირვებაც ვერ მოვახერხე. არაფერი მახსოვდა და რომც მხსომებოდა ამ წლების განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა
-არა ქალბატონო ჩვენ ბატონის სახლში მივდივარ
-კი, მაგრამ დედაქალაქში არ ცხოვრობს? იმედია სადმე პროვინციაში არ მივდივართ
-მას საკუთარი სახლი აქვს ქალქაგარეთ აგარაკის ტიპია. თუმცა უკვე დიდი ხანია იქ ცხოვრობს
-რა უნდა აგარაკზე ...
-მაპატიეთ მეტის თქმის უფლება არ მაქვს
-იმედია პატარა ქოხი არ არის ხო?
-არა ქალბატონო მაგ მხრივ პრობლემა არ გექმნებათ მერწმუნეთ- ეეჰ ბიძაჩემო ნეტავ შენ რა იცი ჩემთვის კომფორტული რა იქნება, მოსამსახურედ მივდივარ თანაც ქალაქგარეთ . ჯერ ეს ქალაქი თქვი და მერე რაღაც ჯანდაბა სააგარაკო სახლი.
-როგორ არა მჯერა- თავი გადავაქნიე და საზურგეს მივეყრდენი. მობილური ჩავრთე და აქაური ნომერი გავააქტიურე. ბოლოს მომბეზრდა და გარემოს დავაკვირდი,მგონი კახეთისკენ მივდივართ კარგია ბათუმისკენ რომ არ წავედით, თუ რამე თბილისში მალე დავბრუნდები . უნდა ვაღიარო ამ მხარეში საოცარი ბუნებაა, ხედებით ვტკბებოდი და ისე გავერთე სადღაც ტყეში გადავუხვიეთ შემდეგ , ჩემი ტვინის შერყევა მორჩა, გავჩერდით უზარმაზარი გალავანის წინ ჭიშკარი გაიღო და მგონი ისევ ტყეში არმოვჩნდით იმდენი ხე და ყვავილი იყო .სადღაც ბოლოს კი სახლი გამოჩნდა , მოხიბლული ვიყავი გარემოთი მაგრამ თავად მასპინძელი არ ჩანდა
-ბარგი არ მოგაქვთ?
-იცით ქალბატონო მე მითხრეს რომ აქ უნდა მომეყვანეთ დანარჩენი თქვენი საქმეა..წარმატებას გისურვებთ- ჩემოდნები გადმოიღო და იქვე დატოვა.თავად კი წავიდა ,დავრჩი შუა ეზოში,ისე ნაკრძალს უფრო ჰგავდა ვიდრე სახლს. ფეხები ავაბაკუნე ნერვიულობისგან ერთ -ერთ ჩემოდანს დავწვდი და წავიღე კიდევ კარგი ფილებზე გაგორება შევძელი. მეორეც დავიჭირე და წავედი. ძლივს კარამდე მივაღწიე, ვაკაკუნებდი, მაგრამ არავინ ჩანდა
-არის აქ ვინმე თუ დიდხანს უნდა გელოდოთ ... მგონი მართლა 80 წლის მოხუცია და მობობღავს . კარის სახელური ჩამოვწიე, ღია იყო.თუმცა აქ გაქურდვის არ შეეშინდება და რა უჭირს. სახლში რომ შევედი და იმ უზარმაზარ სივრცეში მოვხვდი, პირველი დალაგებაზე ვიფიქრე. სავარაუდოდ ჩემს გარდა კიდევ ჰყავს შინამოსამსახურეები -არის აქ ვინმეე-იმხელა ხმაზე დავიყვირე ყველგან ჩემი ხმა ისმოდა. ირგვლივ მიმოვიხედე და მისაღების ცენტრში მყოფმა დავინახე მორბენალი სილუეტი.როგორც იქნა . ისე გავვარდი გარეთ არც მიფიქრია ეს რომ ჩემი 80 წლის მოხუცი არ იქნებოდა. -როგორც იქნა გამოჩნდი ვერ გავიგე ხომ იცოდით რომ ჩამოვდიოდი-ჩვეულ ფორმაში ვიყავი და შესაბამისად ვჩხუბობდი. რა ვიცოდი იქეთ თუ დამადუმებდა . მაშინ მოვედი გონს და გავჩუმდი წინ ორი თავით მაღალი , მწვანეთვალება ურჩხული,რომ ამესვეტა. ისე მიყურებდა შემეშინდა , ნერწყვი ძლივს გადავყლაპე ,წამწამები ავაფახუნე და სახეზე დავაკვირდი . ჩემი ურჩხული იმ კატეგორიაში გადიოდა გარეგნულად რომ მოგხიბლავს , სპორტული შარვალი და მაისური ეცვა რომელიც სულ სველი იყო, ყურსასმენები ეკეთა და ორი წამი წარბშეკრული მათვალიერებდა
-შენ მგონი არ იცი აქ რატომ ხარ... მოსამსახურები უფროსებს შენობით როდიდან ესაუბრებიან ? ან ტონს რომ უწევ თავი ვინ გგონია . აქ რომ დარჩე უნდა დაიმსახურო ...-ისეთი ხმა ჰქონდა თვალები ვიღას გაახსენდა გული გამიჩერდა. ეს ნადირი ვინაა, მართლა სწორ ადგილას ცხოვრობს. ცივილიზაციაში ასეთს ვინ გააჩერებდა
-მოსამსახურეს როგორ მიწოდებ არ იცი ვინ ვარ?
-ამ ტერიტორიაზე მოსამსახურე ხარ შესაბამისადაც მოგმართავ ტასია ...ორ წუთს გაძლევ ბოდიშის მოსახდელად , რომ დავივიწყო ეს რამდენიმე წამი და შემდეგ ბარგი შემოიტანე ოთახს გაჩვენებ
-ბოდიში? მომეჩვენა ალბათ- გამეცინა, მაგრამ ის ნამდვილად არ ხუმრობდა. აზარტში შევედი, მიხვდვით ხომ ?
-10 ...9 ...8... -შეგიძლია აიღო ბარგი და წახვიდე - 7
-მაპატიეთ ჩემო ბატონო ...
-მგონი ისევ რაღაც მიბრძანე..
-დამცინი?
-5...4
-მაპატიე ბატონო გთხოვთ - ამჯერად მეტად მორიდებულად ვუთხარი და თავი დავხარე ჩემი გააფთრებული სახე რომ არ დაენახა
-ბარგი შეგიძლია შემოიტანო ...
-მე თვითონ როგორ
-ხო შენ თვითონ- ეს არასდროს ცვლის ამ სახეს? სულ შეკრული წარბებით უნდა იმოძრაოს? არადა როგორი კარგი წარბები აქვს, იმედი მაქვს მეტყვის ვისთან იკეთებს აბა ასეთი კარგი ბუნებრივად მეც კი არ მაქვს...ესეიგი ამ ტყიდან გადის ხოლმე ველური . - ჩემოდნებთან მივედი,კიდევ სამი მქონდა . სანამ მე ვწამობდი იდგა და მიყურებდა. კიბეზე ვერ ავიტანე ,ჯანდაბა მეტი უნდა მევარჯიშა რა საერთოდ არ მაქვს ძალა ,იმ იდიოტს დავითხოვ რომ ჩავალ, რას მაკეთებინებს იმ დარბაზში ამდენ ფულს რომ ვუხდი.
-ჯანდაბა - ჩანთები დავაგდე ჯერ ერთ ჩემოდანს მოვკიდე ხელი,აწევა ვცადე ,მაგრამ ზედმეტად მძიმე იყო ისევ უკან დავდე ლამის დავგორდი უკან გადავქანდი და ხელი რომ არ მოეხვია ამ ველურს აუცილებლად დავეცემოდი
-და შენ რას გამიკეთებ სახლში ფაიფურის თოჯინის ნაცვლად დაგდო თაროზე? - დაიგმინა ჩემი ჩემოდნები ააფრიალა ხელში და სახლში შეიტანა .-ჩანთები წამოიღე რას დადექი უსაქმოდ ,დრო ფულია
-მოვდივარ რას ჯუჯღუნებ- ისე გამომხედა უცებ დავამატე- უკაცრავად ბატონო ...- პირველი სართულის მიყრუებულ დერეფანს დაუყვა და ბოლო კარი შეაღო მოიცა ეს იქნება ჩემი ოთახი? მეღადავება? ამხელა დივანი მედგა ოთახში ეს ოთახი რაცაა
-ამ ჩემოდნებს როგორ დაატევ არ ვიცი
-ეს ფანჯარა რატომაა ჩამსხვრეული...- წარმოგიდგენიათ? საკუჭნაოს ზომის , მინაჩამსხვრეულ ოთახში გამომკეტა
-ხე დაეცა..- უცებ გავიხედე ეზოში და კიდევ იმდენი ხე იყო
-კიდევ შეიძლება მოტყდეს? მერე რა ვქნა პირდაპირ საწოლს რომ დაეცეს
-ვეღარაფერს გაიგებ ნუ ღელავ, მსმენია მიცვალებულები ვეღარაფერს გრძნობენო- ისე მშვიდად მითხრა მისი მოხრჩობა მომინდა. გავცოფდი, ვგრძნობდი როგორ გავწითლდი ბრაზისგან, შიგნიდან ვიწვოდი და წარმოდგენა არ მინდა როგორი გამომეტყველება მქონდა. მოიცა ბატონო ,მალე გაჩვენებ როგორ უნდა ნერვებზე თამაში . ორი ჩემოდანიც მომიტანა და დადგა- სანამ მოვემზადები შეგიძლია დაისვენო. ნახევარ საათში მისაღებში შეგხვდები...
-ანუ მთელი ნახევარი საათი დავისვენებ?- ირონიული ვიყავი, მაგრამ აქაც მიპასუხა
-მართალია ბევრია.. თხუთმეტ წუთში მისაღებში იყავი ..იცოდე ვერ ვიტან ლოდინს წამითაც კი-გასვლამდე კიდევ ერთი ბრძანება დამიტოვა და გავიდა. საკუთარი მშობლები რომ ასე დაგსჯიან სხვისგან რას უნდა ელოდო. ეს რა შუაშია, თავის გასჭირვებია ასეთი ველური რომ შექმნა ღმერთმა. საწოლზე დავეხეთქე ...მოიცა საწოლი ვთქვი ნამდვილად? ვაიმე ეს რა არის ქვაა? მატრასი საერთოდ არ აქვს? მგონი ხეა . ამაზე როგორ დავიძინო, ჩემი ფუმფულა საწოლიიიიიიიიი მინდაააააააა
„დამშვიდდი ტასო“ დამშვიდდიი ,დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე ყველაფერი იქნება კარგად ..... რამდენიმე წუთი თვალებდახუჭული ვიწექი და ღრმად ვსუნთქავდი. ახლა რა ვქნა დავიგვიანო? ვიცი შემომივარდება, სჯობს რამდენიმე დღე ეგონოს რომ მმართავს „კარგი გოგო „ უნდა გავხდე . ისე უნდა ვმართო რომ ეგონოს თავადაა სიტუაციის გამგებელი. აბა ამას ვინ ეჩხუბება , თანაც ისე მოხდა რომ მართლაც უფროსია .როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას, ვიღაც ჩემი უფროსია კოშმარია აბა რა . სწრაფად წამოვდექი გავიძრე ჩემი შარვალი მაისურიც მივაყოლე , იქვემდებარე სააბაზანოში შევდი წყალი შევისხი სახეზე, თმა ნორმალურად შევიკარი და უკან დავბრუნდი. ჩანთაში თავისუფალი ფეხსაცმელი ვიპოვნე,მოკლე შორტი ჩავიცვი, ტოპი გადავიცვი და წარვსდექი მისაღებში. თუმდა იქ არავინ იყო, გავიდა ათი წუთი, თხუთმეტი , ნახევარი საათი, ორმოცი წუთი. უკვე ათასჯერ დავარტყი წრე ოთახს, მილიონჯერ გადავწყვიტე იმ ვიგინდარასთან ავარდნა და მილიარდჯერ შევიკავე თავი რომ არ მეყვირა. ბოლოს კიდევ ერთი წრის შესასრულებლად რომ შევბრუნდი დავინახე მისი აღმატებულება გამომეცხადა
-დაიგვიანე..
-უკაცრავად?
-ორი წუთით დაიგვიანე
-მე? თქვენ ორი საათით დაიგვიანეთ-ცოტაც და ორთქლს გამოვუშებდი
-უფროსებს ანგარიშის ჩაბარება არ უწევთ ხოლმე მოსამსახურეებისთვის... დარწმუნებული ვარ გსმენია ტასია
-ანასტასია მქვია - ხელი გავუწოდე , გაუკვირდა აშკარად ჩხუბს ელოდა ხელზე დამხედა და წარბაწეულმა ამომხედა
-ანდრეა გასვიანი ... ოთახი გაჩვენე იქ რაც გინდა ის გააკეთე ,როცა გაბრაზდებითუ გინდა ყველაფერი დაგლიჯე სხვა ოთახში , სახლის ნებისმიერ კუთხეში რამე რომ დაზიანდეს შენ აანაზღაურებ. ჩვეულებრივ შენ მიხედავ ყველაფერს
-როგორ?- ახლა მივხვდი რომ ქოხში ყოფნა სჯობდა დავალაგებდი მაინც ამხელა სახლს კი რ აუნდა მოვუხერხო .მოვკვდები!
-სამწუხაროდ დალაგების წესებს არ ვფლობ ... სარეცხი საშუალებები შენ გეცოდინება დარწმუნებული ვარ. ფულს მოგცემ ყოველკვირეულად და ისე უნდა გააკეთო რომ გეყოს , სახლში უნდა იყოს ყველაფერი და თან ზედმეტი ხარჯებიც არ მჭირდება. მოკლედ დაალაგებ, დარეცხავ, საჭმელს მოამზადებ და მიხედავ ყველაფერს რისი ყიდვაც იქნება სახლისთვის საჭირო ... გასაგებია რა უნდა გააკეთო?
-ეგ კი და როგორ უნდა გავაკეთო მაგასაც თუ მეტყოდით კარგი იქნებოდა... მინდა გითხრათ ბატონო ანდრეა რომ რობოტი არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ანატომიურად..
-დღეს დაისვენებ ... მხოლოდ ვახშამს მოამზადებ და შემდეგ მიალაგებ . ხვალიდან კი საქმეს შეუდგები . სახლი თავად დაათვალიერე და ხო ,როცა კაბინეტსი ვიქნები მაქსიმალური სიჩუმე უდა იყოს და არც იფიქრო ამ დროს შემოსვლა , სანამ არ დაგიძახებ არ შემაწუხებ. საძინებელში მხოლოდ მაშინ შეხვალ როცა მე არ ვიქნები...-ისევ ისეთი ტონით მითხრა და წავიდა. სიარულიც როგორი მბრძანებულური აქვს, გაგიჟება შეიძლება. ისე დინჯად და აუღელვებლად მოძრაობს რა დიდი სიამოვნებით დავუმსხვრევდი ამ გამართულ მხრის ძვლებს . სავარძელში ჩავეში და უზარმაზარ ჭერს ავხედე, შემდეგ დახვეულ კიბეს საიდანაც ორი მხარეს იყოფოდა გზა. ხალიჩა მოჰყვებოდა მთელს სიგრძეზე კიბეს და შემდეგაც დერეფანს მთლიანად ფარავდა. ამის გაწმენდა როგორ უნდა შევძლო, ნეტავ რამე სახელმძღვანელო არ არსებობს დამწყევი მოსამსახურეებისთვის? და იქნებ საერთოდ წავიდე? მაგრამ ასე მარტივად დავნებდე? გამორიცხულია, ისე გავამწარებ ამ ველურს როგორც იმსახურებს . სახლის პირველი სართული დავათვალიერე რაც უფრო მეტ ოთახს ვნახულობდი მით უფრო ცუდად ვხდებოდი, მეორე სართულზე სანამ ავედი თავი გამოვიგლოვე. მეორე სართულზე კიდე იმხელა საძინებლები იყო ამათ დალაგებას ერთი დღე დასჭირდება. მაგრამ ყველაზე საშინელი სააბაზანოების დასუფთავება იქნებოდა. კაბინეტსაც გადავაწყდი , ისეთი სიმყუდროვე იყო დარჩენა მომინდა, გასასვლელი ოთახის კარი გავაღე და იმხელა ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდი რომ ავხედე კედლებზე დალაგებულ წიგნებს თავბრუდამეხვა
- რას აკეთებ - ტირანიც გამოჩნდა და ლამის იქვე დავკარგე გონი
- ბიბლიოთეკას აქედან რომ წავალ თქვენს ვერ მომყიდით? -წიგნების კითხვა ნამდვილად მიყვარს, თან ძალიან მიყვარს
-არმგონია შენი ბიუჯეტი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ჩემი ბიბლიოთეკის გაყიდვა რომ მომინდეს... წასვლაზე ფიქრობ უკვე?
-არა რას ამბობთ ... თქვენის ნებართვით დაგტოვებთ
-შვიდზე ვვახშმობ და მანამდე უნდა მოასწრო მომზადება ... როგორც გინდა ისე ჩაეტიე დროში
-კარგით შვიდზე ვახშამი მზად იქნება - შევეცადე მშვიდად მეთქვა და იქაურობას გამოვეცალე. ოთახში შევიკეტე და საწოლზე ამჯერად ნელა დავეშვი,თუმცა ისეთი მაგარია მგონი იატაკზე წოლა სჯობს. ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე დრო როგორ გავიდა. დაღლილობა რას არ გაგაკეთებინებს, მე თუ ასეთ საწოლზე ოდესმე დამეძინებოდა ვინ იფიქრებდა, მაგრამ გავითიშე. უკვე შვიდის ნახევარი იყო რომ გამეღვიძა, გავიაზრე რომ შვიდზე ვახშამი მზად უნდა მქონდა , ისე წამოვვარდი ფეხი ამიცდა და იატაკზე დავვარდი. იმდენად მეტკინა რომ ინსტიქტურად დავიყვირე, ამ განწირულ კივილზე ანდრეა შემოვარდა და რომ დამინახა წამით შედგა . შემდეგ მოვიდა და ჩაიმუხლა
-როგორ ახერხებ ასე დროულად სისუსტის გამოვლინებას?- თან ფეხს მიმოწმებდა თან მეჩხუბებოდა- აქ გტკივა?
-არა .. შემეშვით თუ შეიძლება
-კარგი შენი ნებაა ... - უცებ წამოდგა და მიდიოდა, წარმოგიდგენიათ?
-მოიცადეთ. წამოდგომაში დამეხმარეთ და მერე შემეშვით თუ შეიძლება- მგონი იმდენად საყვარლად ვუთხარი ამ ამღვრეული თვალებით და აწითლებული ცხვირით რომ გული მოულვა. ხელი მომხვია და წამოდგომაში დამეხმარა
-მგონი სჯობს სამზარეულომდე მიგიყვანო და მერე შეგეშვა
-რამდენი წუთი დამრჩა?
-ოცი
-სჯობს მიმაფრინოთ სამზარეულომდე და მერე წახვიდეთ ერთი საათით სადმე
-ყოველთვის შვიდზე მივირთმევ-თან მივდიოდით თან მესაუბრებოდა. ისე მსუბუქად მხვევს ხელს და მივყავარ მეც თავისუფლად მივაბიჯებ მგონი. სამზარეულოში დამტოვა, პროდუქტებს გადავხედე,ყინული დავიდე, ფეხის ტკივილმაც გადამიარა და გონება დავძაბე. ძველი რეცეპტი რომ გამხსენებოდა, მაგრამ ამაოდ არაფერი მაგონდებოდა ,მაშინ ხომ სულ პატარა ვიყავი ბებო მასწავლიდა რაღაცეებს „ქალმა ბებო საჭმლის კეთება უნდა იცოდეს“ -ისე მეუბნებოდა თავისთავად ვემორჩილებოდი. ახლაც ჩავისუნთქე ,თვალები დავხუჭე და დავიწყე უბრალოდ ჭრა. უკვე გამზადბეულ კერძებს დავხედე, ცუდად არ გამოიყურებოდა. თეფშები როგორ მივიტანე მაგიდამდე არ ვიცი ,მაგრამ აშკარად ვერ ვიყავი კარგად. ისევ ორი წუთით დავაგვიანე თურმე ... თან იმედი იქონია ჭამამდე რო არ მოიწამლებოდა. შემდეგ დაბრძანდა და გასინჯა
-ვიზუალურად ლამაზია
-გემო არ მოგწონთ?
-არაუშავს... დიდხანს არ აპირებ თეფშის მოტანას ?ასე უნდა იდგე და მიყურო? თუ არ ჭამ ხოლმე საღამოობით-ისე უცებ შეცვალა ტონი ინსტიქტურად დავჯექი და დავიწყე ჭამა. ხომ ვამბობ მაშინებს ეს კაცი,მერე გამახსენდა რომ დიეტაზე ვიყავი და უცებ დავაგდე ჩანგალი
-ვაიმეეე
-რა მოხდა..
-დიეტაზე ვარ ...
-მერე?
-მერე რომელ საათზე ვჭამ ან რას ? -სახე დავმანჭე და ჩვეული ბუზღუნი დავიწყე,როგორც მჩვევია. ისე გადმომხედა გავჩუმდი -უაცრავად ...შემიძლია გავიდე?-ხმა არც ამოუღია თითქოს გაოცებულიც იყო თუმცა მიმიკა არ შეუცვლია ,თავით მანიშნა მიბრძანდიო და მეც წავედი. ეზოში ჯერ კიდევ არ გავსულვარ. ფეხი ცოტა მტკივა ,მაგრამ უმნიშვნელოდ. ცოტა გავიარე და სკამებისკენ დავიძარი. უკვე საკმაოდ გრილოდა, ტყიდან წამოსული ნიავი სასიამოვნოდ მეხვეოდა კანზე და მოდუნების საშუალებას მაძლევდა. როცა სრულიად მივესვენე სკამზე ,ხელები მუცელზე მეწყო ,თავი უკან მქონდა გადაწეული,თვალები დავხუჭე
-სხვა დროს ვახშმობის დასრულებამდე სახლში დარჩი,რომ მომინდეს რაიმე არ დამჭირდეს ძებნა - არ ვიცი როგორ ვერ შევნიშნე სანამ მომიახლოვდა, მაგრამ ხმა რომ გავიგე და თვალები გავახილე უკვე ჩემს თავთან იდგა .
-რამდენი წლის ხართ ბატონო ?- არაადეკვატური ვიყავი, მაგრამ იმ წამს შევნიშნე, რომ იმაზე ახალგაზრდა იყო ვიდრე მისი გამომეტყველებით ჩანდა
-რა? შენ მგონი გეშლება ისევ შენი ადგილი... მერამდენედ უნდა შეგახსენო? აქ დასასვენებლად არ ხარ... მიალაგე სამზარეულო. ახლავე ტასია !
-რა თქმა უნდა..- ფეხზე წამოვდექი და წავედი. ცოტა ვკოჭლობ შიგადაშიგ . სახლში შევედი მაგიდა ავალაგე, აშკარად ხელთათმანები მჭირდება , თორემ ფრჩხილები გამიფუჭდება ,სჯობს დიდხანს შემინარჩუნდეს აქ ვინ გამიკეთებს. ვეძებ ჭურჭლის სარეცხ მანაქანას , მაგრამ ვერ ვპოულობ, უბრალოდ არ ჩანს . თეფშებს ერთმანეთზე ვაწყობ და გავდივარ
-ბატონო ანდრეა
-გისმენ ...
-ჭურჭლის სარეცხი მანქანა სად დევს ხომ ვერ მეტყვით?
-ხელით უნდა დარეცხო ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გვაქვს
-ანუ... იმდენი რამ გაქვთ და ერთი ჭურჭლის სარეცხი რა გახდა
-ხელით გარეცხილი მომწონს, დაკმაყოფილდი? მიბრძანდი ახლა და დაასრულე . ისედაც საკმაოდ ხმაურობ და ანადგურებ მგონი ჭურჭელს
-ნუ ღელავთ ჯერ არაფერი დამსხვრეულა,ჯერ- უკან დავბრუნდი. ამას თუ ჰქონია აქ მე რეცხვას დავიწყებ ცდება, მრეცხავი აიყვანოს... უეცრად ხელი მეკვრება ჭურჭელზე და თან ვკივი . მეგონა შემოვარდებოდა თუმცა რომ შევბრუნდი პირზე ხელაფარებული და მოვემზადე მსახიობობისთვის ხმა ჩამივარდა კარში იდგა ხელში მობილური ეჭირა , აშკარად ვიდეოს იღებდა
-მგონი ოპერატორადაც გამოვდგები ...მიყვარს კამერები . 500 ლარია შენს ანგარიშზე. ახლავე მომცემ თუ - წარბი არც შეუხრია ისე ჩაიდო მობილური ჯიბეში და ოდნავ გადახარა გვერდზე თავი .ამ მწვანე თვალების ელვარება მაშინებს . ჩემზე დიდი გაიძვერაა, ამას ასე ვერ მოვთაფლავ კარგად ხვდება რომ ეს მორჩილება მოჩვენებითია და თვითონაც მეთამაშება. რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო რაც გატეხავს ,მაგრამ ვერ ვხვდები რა . არაუშავს ნელ-ნელა მივხვდები მოქმედების განვითარების გზას. ახლა უნდა დავმშვდიდე და სიბრაზე მეტად აღარ შევიმჩნიო. ნამსხვრევებს გადავაბიჯე ცელოფანი და ხელთათმანები ავიღე უჯრიდან ყველაფერი ჩავყარე და ნაგვის ყუთში მოვუძახე. ძალიან მშვიდად ვმოძრაობდი, ის კი იდგა და მიყურებდა , ვინ იცის რას ფიქრობდა
-წასვლისას გაგისწორებთ ანგარიშს ...ალბათ დღეს არ გჭირდებათ ფული - წარბი მაღლა ავზიდე და უკან შევბრუნდი -თითქოს მაგისთვის მელოდა ახლა იქ. წამით შევატყვე რომ დაბნეული იყო მაგრამ მსუბუქად ჩაახველა და გავიდა. რას უყურებდა ნეტავ ასე გამწარებული . კიდევ კარგი სარეცხი მანქანა აქვს და ხელით არ მომიწევს ტანსაცმლის დარეცხვა. მოიცა მისი ტანსაცმელიც ხო უნდა ჩამოვიტანო, ფეხსაცმელიც ჯანდაბა ბევრი ხელთათმანი დამჭირდებათან ამ ტექნიკის პროგრამებიც უნდა შევისწავლო მის ბრენდულ სამოსს ნამდვილად არ ვიყიდი. საძინებელში შევედი. იმდენად დავიღალე, ეს განსხვავებული დროც მოკლედ ძალიან მეძინება . გავიხადე, საშხაპეში შევედი სწრაფად გადავივლე , ჩემი საყვარელი პენუარი გადავიცვი და საწოლში დავწექი. მალევე დამეძინა ,ფიქრით თავი არ შემიწუხებია,წინასწარ შექმნილი გეგმები ყოველთვის მეშლება. ძილში ჩამესმა ჩემი სახელი, ისე ყვიროდა ვიღაც რომ არ გამეღვიძა არ შეიძლებოდა. არ ვიცი რა დრო იყო ან რა ხდებოდა, დაბნეული წამოვვარდი და ისე გავედი ოთახიდან როგორც მეცვა ,თვალებს ვახამხამებდი და ირგვლივ ვიყურებოდი. ზემოდან მოდიოდა ხმა, ამიტომ ანდრეას ოთახში ამოვყავი თავი
-ტასიაააა
-რა ხდება - ძლივს ვთქვი ძილისგან დაბოხებული ხმით, თმაარეული, მოშიშვლებული ვიდექი და ვუყურებდი სპორტულებში გამოწყობილს
-ასე აპირებ წამოსვლას ?- ჯერ მიყურებდა თვალებში აშკარად ვარსკვლავები ციმციმებდნენ, ჩემთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა მისი მზერა რომელიც კარგად სწავლობდა ჩემს ფორმებს . ამას როგორ დავკარგავდი
-სად მივდივართ ბატონო ანდრეა?
-ხომ გითხარი დილიდან იწყება შენის ამუშაო დღე და იმას გააკეთებ რაც მინდა-თქო
-მერე ახლა დილაა?
-დიახ ექვსი საათია სხვათაშორის ... დილაა - უკვე ისე მესაუბრებოდა როგორც ჩვევია ,როგორ შეუძლია ასე უცებ ემოციის დაფარვა. ყველაზე კარგი ისაა რომ თვალს მაშორებს,ახლა შემიძლია გაუჩერებლად ვიხარხარო, ესეც ასე ჩემი მომავალი იარაღი .აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე - დილაა და უნდა დაიწყო მუშაობა...
-და რა იქნება ჩემი საქმე ,დილით? -თვალს არ ვაშორებ
-ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე...
-ამ დილით სად მიდიხართ
-სალაშქროდ... რაც დამჭირდება ყველაფერი ჩადე სამგზავრო ჩანთაში და მოემზადე თუ შეიძლება
-მეც წამოვიდე სალაშქროდ? და სად გავჩერდებით? დღესვე დავბრუნდებით?
- საღამოს დავბრუნდებით
-და რასთან დაკავშირებით აწყობთ ამ ლაშქრობას
-ყოველ კვირას დავდივარ .იჩქარე შვიდზე უნდა გავიდეთ
-კარგით შვიდამდე წავალთ ...ისე სხვა დროს ასე ნუ დამიძახებთ რა ზოგჯერ შიშველი ვიძინებ და უხერხული იქნება მოსამსახურემ შიშველმა იტანტალოს სახლში- გასვილსას შევბრუნდი და უხერხულად შევიშმუშნე თითქოს ძალიან მანაღვლებდა..
-მიბრძანდი დრო არ გაქვს ...
-უკაცრავად უფროსო- ოთახი დავტოვე. მეც მოვემზადე, ჩანთაც გავამზადე და ბატონთან წარვსდექი. თუ მჯეროდეს,რომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებ
-მზად ვარ ...
-რამე მოიცვი სიცივეა და იქ თუ გაცივდი ჩემი მოსავლელი იქნები
-რა ყურადღებიანი ხართ- ირონიულად გავუღიმე და ოთახში გავედი . მოსაცმელი ავიღე და როგორც იქნა გავედით. ჩემი გამზადებული უზარმაზარი ჩანთა მხრებზე მოიკიდა ძალიან თავისუფლად და წავიდა . მეც უკან მივყვებოდი. ფოტოებს ვიღებდი და ფეხი ამიცდა ,კიდევ კარგი არ დავცემულვარ. იმ ველურს არც გამოუხედავს, გადაჭრა ტყე , გაიარა კილომეტრები ისე თითქოს ერთი მეტრიც არ ყოფილა. მე სუნთქვა აღარ შემეძლო
-ანდრეა ...-ძლივს ამოვთქვი და წელში მოხრილი დავეყრდენი მუხლებს, გულისცემაც აჩქარებული მქონდა, სულ დავიწვი .
-რა ხდება
-დავიღალე ცოტა დავისვენოთ- ზედა გავიხადე და ქვაზე ჩამოვჯექი
-ახლა დავიწყეთ სიარული რა დაღლაზე საუბრობ საერთოდ..
-დამცინი? სახლს ვეღარც ვხედავ ... რამდენ ხანს აპირებ სიარულს
-სანამ არ მივაღწევ დანიშნულების ადგილს ...
-მე რა გავაკეთო მართლა ცუდად ვარ . თქვენ როგორც უფროსს გევალებათ ჩემი დაცვა ...თუ დავზარალდი როგორი უფროსი ხართ
-მიჩივლებ ხელშეკრულების დარღვევისთვის? სადაზღვეო კომპანიის უფროსს ვგავარ?
-კი, მაგრამ ... სად მიდიხართ ანდრეააა ,ანდრეააა დამელოდე - ჯანდაბა ვერ ვიტან ამ იდიოტს. ამას თბილად როგორ უნდა მოვექცე არც მაგდენი მლიქვნელობის ძალა შემწევს. როგორც იქნა გავაგრძელეთ გზა. საშინელი ადგილი იყო, რაღაც ღრეში მივდიოდით, ქვებიი იყო იმდენი აღარ ვიცოდი რომელზე მისრიალებდა ფეხი. უკვე ვეღარ ვხედავდი ვაჟბატონს. იქვე ჩამოვჯექი და დასვენება გადავწყვიტე
-წამოდი ტასია შესვენების დრო არ გვაქვს...
-მოვდივარ ხო მოვდივარ ..- ჩავიბურდღუნე ჩემთვის და გზა განვაგრძე,როგორც იქნა მოვკარი თვალი, სადღაც შეუხვია ჯანდაბაში. ვეცადე ჩქარა წავსულიყავი, მაგრამ არ გამომივდა, ამ იდიოტის გამო ვერ მოვიტეხ კისერს. როგორც იქნა გაჩერდა და მელოდა, კიდევ კარგი ეტყობა დაღლილობა, სახე აქვს დანამული და მოსაცმელი აღარ აცვია . წყლის ბოთლიც უპოვნია
-წყალი გინდა?- ბოთლი გამომიწოდა
-არა გმადლობთ. მალე მივალთ?
-თითქმის მივედით ... შეეცადე ჩემთან ერთად იარო
-მაშინ შეეცადეთ ადამიანური ნაბიჯებით იაროთ და არა ველურივით ირბინოთ
-შეეცადე არ გამაბრაზო თორემ მოგიწევს ტყეში დარჩენა, ვატყობ მოგეწონება აქაური ნადირები
-ცდებით, სულაც არ მომწონხართ- მე ხომ ვერ ვსწავლობ ჭკუას , ამას ვგეგმავდი დილით? მაგრამ არ შემიძლია ეს აფერისტობა და სინაზე. რაც მაქ სათქმელი თუ არ ვთქვი შხამი მიგროვდება და ცუდად ვხდები .
-მგონი ეს ჩანთა ძალიან მაწუხებს, შენ კიდევ გინდა გამომართვა, მაგრამ თქმას ვერ ბედავ -წამით გაჩერდა ისე დაიწყო თითქოს მართლაც აღმოაჩინა ეს ყველაფერი და მინდოდა იმ წამს მომეკლა და იქ დამეტოებინა რომ დაეგლიჯა რომელიმე ცხოველს.
-იცით როგორ არ მინდა , მაგრამ ვფიქრობ თქვენში იმდენად დიდია ჯელტმენური სულისკვეთება თავს ვერ შეიკავებთ და მაინც გამომართმევთ ჩანთას ... - გავუღიმე და გვერდი ავუარე- აბა საით წავიდეთ ?-თავი გადააქნია და ორ წუთში გამასწრო. მოკლედ რა სარბენი ბილიკია თუ ტყე. ცოტა ხანში წყლის ხმა მომესმა და გავჩერდი
-რა ხმაა? წყალია სადმე?
-ჩქარა თუ ივლი ნახავ...
უკვე მართლა დამაინტერესა სად მივდიოდით. რამდენიმე წუთში გაჩერდა, მეც მივუახლოვდი და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა . ულამაზეს ხედს ვუმზერდი. მდინარე მოედინებოდა დიდი სიჩქარით ზემდოან, შემდეგ ცენტრში იდგა და იქედან ჩანჩქერის ნაკადს მქნიდა. ულამაზესი იყო. ჩაღრმავებულ ადგილას კი თითქოსდა ხელოვნურად იყო ხეები გაჩეხილი, ყველაფერი გაწმენდილი ,დასასვენებელ ადგილს გავდა . ბილიკს პირველი გავუყევი, ანდრეასთვის არც შემიხედავს. როგორც იქნა ჩავედი და გაბადრული სახით მიმოვიხედე ირგვლივ
-საოცრებაა...როგორ წააწყდი ამ ადგილს
-შემთხვევით... -ჩანთა მოიხსნა და ხის მაგიდაზე დადო. შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და გარემოს მოავლო მზერა, იმ წამს აშკარად არ იყო ველური, დიდი აღტაცებით უმზერდა ათასჯერ ნახულ ხელდს და ისევ ისე ტკბებოდა როგორც სხვა ჯერზე. მზე საშინლად აცხუნებდა. უკვე კარგად ამოსული იყო და ჩვენს თავზე ანათებდა .
ორივე ჩუმად ვიყავით. მე ხედით ვტკბებოდი,ფოტოებს ვიღებდი,ანდრეა უბრალოდ იჯდა. შემდეგ რაღაც ყუთს მიუახლოვდა აიღო და წავიდა. ამხელა ყუთს როგორ მიათრევდა ვერ ვხვდებოდი, მაგრამ აშკარად მძიმე იყო მასაც კი უჭირდა.
-სად მიდიხართ?
-მანდ იყავი ...
-ხო მაგრამ
-ნუ გეშინია არაფერი შეგჭამს..ჭკვიანი ცხოველები არიან აქ შხამიანს არჩევენ
იდიოტი! წაბრძანდა მე კი საშინლად მშიოდა ,ამიტომ ერთი ორცხობილა ამოვაძვრინე და მივირთვი. ხმაური მესმოდა, მაგრამ ვერ მივხვდი საიდან მოდიოდა. ხმის მიმართულებით წავედი, მეშინოდა ,მაგრამ ასე ვერ ვიჯდებოდი. საკმაოდ დიდი მანძლი გავაირე ტყის სიღრმეში და დავინახე ზურგით მდგომი,წელს ზემოთ შიშველი ანდრეა . ხე მოეჭრა და ახლა პატარა ნაწილებად ჭრიდა,რა გამოდის რომ ის ყველაფერი თავად გააკეთა? იმ ყუთში კი სამუშაო იარაღები ედო. შეიძლება შევიშალო,ვინაა რა არსებაა, რა უნდა ცხოვრებაში, საეროდ რას აკეთებს აქ. იმდენი კითხვა მაქვს, ასე უნდა ვიდგე ახლა კაცის უნახავივით და ვაშტერდე? მგონი იმ დანამულ წელამდე მივაღწიე წვეთებთან ერთად და ჟრუანტელმა დამიარა. დიდი დანა ეჭირა ხელში და ხის მორს ფორმას აძლევდა. წყლის ბოთლი მიიყუდა და შემდეგ ისევ განაგრძო საქმე. აშკარად მხოლოდ სკამს არ აკეთებს. სწორად დაჭრა რამდენიმე ლოდი და შემდეგ სხვა ხეს მიადგა თან ახლოს არ ნახულობდა ალბათ არ უნდოდა ერთიანად გაენადგურებინა ადგილი. მოჭრის შემდეგ რაღაც მოაბა და ხელით გაათრია მე კიდე მიკვირდა როგორ არ დაიღალა იმხელა ჩანთის ტარებით ეს თურმე ტერმინატორია. მის ყურებაში ვიყავი გართული როცა რაღაცამ გადამირბინა ფეხზე და ისე შემეშნდა კივილი დავიწყე. ერთ ადგილას ვხტუნადი, პანიკაში ჩავავრდი ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი.სანამ ვიღაცამ არ მომხვია მკლავებზე ხელი და გამაჩერა. კივილი კი არა ხმა სულ ჩამივარდა, მგონი ენა გადავყლაპე
-დამშვიდდი ! - ყურთან მესმოდა მისი ხმა, ზურგით ვგრძნობდი მის გულმკერდთან შეხებას
-იქ ..იქ რაღაც იყო ფეხზე გადამიარა და ... ვაიმეე რამე რო დამემართოს იქნებ მიკბინა
- ფეხი დაფარული გაქვს და წამში ვერაფერს მოახერხებდა. დამშვიდდი ნუ პანიკობ
-დარწმუნებული ხარ? შენ რა იცი იქნებ ეგ ხე რომ მოჭერი საწყალი ციყვი იყო შიგნით და გამოიქცა ჩემკენ
-აქ რა გინდა მე თვალთვალი დაგავალე თუ იქ ყოფნა
-არ გითვალთვალებდი უბრალოდ
-უბრალოდ იდექი და მიყურებდი .. საინტერესოა რატო არ მოგბეზრდა დაახლოებით ორმოცი წუთია აქ დგეხარ და ნეტავ თვალს მაინც თუ ახამხამებდი - მომშორდა, ჩემს წინ დადგა და ისეთი მზერით მიყურებდა მაგიჟებდა
-მოიცა იცოდი?
-გასაოცარი რა არის ...
-რანაირად ასე შორს ვარ აქეთ არც გამოგიხედავს ... მითხარი რამე არაადამიანური ზეციური ქმნილება ხარ და ყველაფერს ხედავ შენს ირგვლივ რაც არის ხო? იმედია რამეს არ დამშავებ ამ ერთი წლის შემდეგ მინდა ბედნიერად და ლაღად განვაგრძო ცხოვრება ცოდო ვარ 27 წლის ვარ სულ მეტის ხო არა
-დაასრულე?- მიყურებდა და შევატყვე ამ ჩემს ქოთქოთზე როგორ უნდოდა გაღიმება მაგრამ თავი შეიკავა. სამაგიეროდ მე რომ გავჩუმდი და დავმშვიდდი მის სხეულს ვერ მოვაშორე თვალი. ზედმეტად სექსუალურია ეს ბიჭი ,ჩემთვისაც კი ოხ ასეთი იდიოტი რომ არ იყოს დარწმუნებული ვარ საუცხოო საყვარელი მეყოლებოდა ამ ერთი წლის მანძიზლე ,მაგრამ ამის ნერვები სად მაქვს ,სჯობს დავივიწყო ჩემი უხამსი აზრები სანამ მოფრენილან თორემ რომ მოფრინდებიან შემდეგ განხორციელებასაც ვიწყებ . -თუ დაასრულე შეგიძლია წახვიდე და საჭმელი ამოალაგო ... -გვიან გავიაზრე რაც მითხრა ამიტომ მაშინვე შევბრუნდი და მაგიდასთან მივედი . ჩანთიდან ამოვალაგე ყველაფერი და ისიც მოვიდა, მაისური ეცვა, მოწესრიგებული იყო ,შხაპი მიიღო თუ რა ხდება ნეტავ . დავჯექი და მეც შევუერთდდი, ახლა დავაკვირდი მის ხელებს, ცისფერი ვენები ისე ჰქონდა დაბერილი გეგონებოდათ დასკდომას აპირებდნენ, მგონი სისიხლის მიმოქცევას მივყვებოდი საპირისპირო მხარეს თითებიდან მაჯაზე გადავედი შემდეგ კუნთები შევნიშნე და მხარზე მივაღწიე , ლავიწიც კი ზედმეტად სხვანაირი მომეჩვენა, არა აშკარად დიდი ხანია კაცი არ მყოლია
-ჩემს ცქერას თუ მორჩი ჩანთაში წვენია და მომაწოდე - მისმა უხეშმა ხმამ გამომაფხიზლა, არც არაფერი მომხდარა ისე დავიხარე და წვენი მივაწოდე. ბოთლი გამომართვა და წავიდა. ისე სწრაფად აირბინა ზემოთ მეგონა მიფრინავდა, ვამპირი ხო არაა? არა მზეზე არაფერი ემართება . ვაიმე რა სულელი ხარ ანასტასია ,რეებს ფიქრობ საერთოდ . მე რა უნდა ვაკეთო ახლა აქ. მცოდნოდა მაინც , ყურსასმენები მქონდა ჩანთაში სიმრერას მაინც მოვუსმენ. აქ ერთი საწოლიც დაედგა ხისგან გაკეთებული ჩემი მაინც არაა უკეთესი და ბარემ დავიძინებდი.
რამდენიმე საათი გავიდა მგონი სანამ მე სიმღერებს ვყვებოდი და გავერთე,ცოტა წავუცეკვე კიდეც იმდენი ხანი არ მიწერია კლუბში წასვლა ასე მაინც ვიცეკვებ . უკვე შეუადღე იყო, საგრძნობლად დაცხა, მიუხედავად იმისა რომ მდინარესთან ვიყავით. წყალი ხელით შევამოწმე და არცისე ცივი იყო. მგონი შეიძლება ვიბანაო, დროს გავიყვან და თან გავგრილდები,ისეთი ანკარა წყალია თითქოს გიზიდავს. ნელ-ნელა შემოვიძარცვე სამოსი, ყველაზე განაპირა მხარეს ვიყავი. საცვლებიც გავიხადე და ნელა შევედი წყალში, ახურებულ კანთან გრილი წყლის პირველი შეხება ჟრუანტელის მომგვრელი იყო ,ვცახცახებდი თუმცა მაინც შევედი სიღრმისკენ და ორგანიზმი ტემპერატურასაც შეეჩვია, ცურვა დავიწყე. ძალიან მიყვარს წყალი , რამდენჯერმე ჩავყვინთე და სწრაფად ამოვედი . გადავწყვიტე წყლის ნაკადს მივყოლოდი და მეორე მხარეს გადავიანცვლე . ჩავყვინთე და ისე განაგრძე ცურვა. შემდეგ სხეული შვნიშნე მოცურავე და უცებ ამოვყვინთე , თმები მიფარავდა მკერდს გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ანდრეას რომელმაც იმ წამს ამოყვინთა და მასაც ჩემნაირი დაბნეული მზერა ჰქონდა. რამდენიმე წამში სახიდან ყელზე გადაიტანა მზერა,შემდეგ კი ქვემოთ ჩაუყვა. მაგრამ ვერ მივართვი, ზურგი ვაქციე და მშვიდად გავცურე . რა დიდი სიამოვნებით მოგპარავდი ამ ტანსაცმელს და წავიდოდი აქედან,მაგრამ ასეც ვერ გაგაბრაზებ ჯერ ადრეა. ცოტას მოვიცდი ,სულ ცოტას და მერე წამების ხერხებს ვერ ვიპოვნი?ნაპირს გავუყევი,ისე მივდიოდი რომ წყალი წელამდე მწვდებოდა მის მზერას ვგრძნობდი და ქალური სიამაყე მიპყრობდა. მეორე ნაწილში განვაგრძე ცურვა, წყალი შეთბა მგონი, საერთოდ ვერ ვგრძNობდი სიცივეს. როგორ გავშრები ვერ ვხვდები თუმცა ღირდა ამ სიამოვნებად. ვაჟბატონი ამჯერად ჩაცმული დამხვდა ხელში პირსახოცი ეჭირა, საიდან მოიტანა არ ვიცი, მაგრამ აშკარად ახალი იყო
-უკვე უნდა წავიდეთ და ამოსვლას არ აპირებ? მზერა ტანსაცმელს მოავლო და ჩემი წითელი საცვლებიც შეამჩნია
-კარგი უფროსო ...ახლავე ამოვალ- მშვიდად ვუთხარი და წყლიდან სვლა დავიწყე
-რას აკეთებ..-როცა გაიაზრა რომ სულ შიშველი ვიყავი დამფრთხალი 14 წლის ბიჭივით მაქცია ზურგი და პირსახოცი ისე გამომიწოდა- აჰა გაიმშრალე თუ შეიძლება დროულად ... ვერ დაგელოდები სულ
-რატომ ბრაზობთ? თქვენ ხომ არ მოგიციათ რაიმე განსაკუთრებული მითითება,ნუთუ რამე დავაშავე- მის ზურგს უკან ვიდექი და ლამის ყურთან ვეჩურჩულებოდი . სწრაფად ჩავიცვი საცვლები და პირსახოცი მხარზე გადავადე -უღრმესი მადლობა ...
-თუ ჩაიცვი, წავიდეთ- უცებ შემობრუნდა პირსახოცი რომ მიაგდო იქვე და საცვლებით რომ დავხვდი მივხვდი ქალის სილამაზის ძალას კიდევ ერთხელ. თუმცა უნდა გამოგიტყდეთ არ მეგონა ამ ლოდს ეს თუ შეუცვლიდა მიმიკავს . ეტყობა შინაგანი ამბავია თორე გონებას რომ ემორჩილებოდეს კაცის არსება ნამდვილად არ შეეცვლებოდა ასე მზერა. მშვიდად ჩავიცვი და გვერდი ავუარე. ჩემი ჩანთა ავიღე და გავხედე. უკვე გაბრაზებული იყურებოდა, მწვანე თვალები უელავდა , რამ გააბრაზა ნეტავ,აშკარად არ არის ეს ადამიანი ნორმალურად მოაზროვნე. მთელი გზა ჩუმად გავიარეთ. თუ არ ჩავთვლით ჩემს რამდენიმე შექანებას, მის ღრენას და როგორც იქნა სახლიც გამოჩნდა. მაშინვე ჩემი ოთახისკენ დავიძარი, ჩანთა ანდრეამ სამზარეულოში დატოვა და ზემოთ ავიდა. მე კი გავიხადე შხაპი მივიღე და დაქანცული დავწექი საწოლზე. მაშინვე ჩამეძინა,მაგრამ ვინ მაცადა
-ტასიაააააა
-რა ხდება ნეტავ- წამოვდექი თმა ავიწიე და გავედი. -გისმენთ?
-მარტო მოსმენისთვის არ ხარ აქ...სახლი წაიღო მტვერმა სანამ მე საძინებელში ვიქნები შეგიძლია დაალაგო, ვერ ვიტან მტვერსასრუტის ხმას და თუ შეიცლება ცოცხი და აქანდაზი გამოიყენე
-კი მაგრამ... -ვინ მომისმინდა გასცა ბრძანება და წავიდა. ამას რა ჰგონია ახლა რომ ამდენი სიარულის შემდეგ რამე შემიძლია? კუნთები ისე მტკივდა შეიძლება მოვკვდე. მაგრამ ისევ მამაჩემის სიტყვები და ეს სიჯიუტე. ყურსასმენები გავიკეთე და დავიწყე დალაგება. ჯერ მტვერი გადავწმინდე შემდეგ იატაკი მოვწმინდე და ხალიჩებს რომ გადავხედე გული შემიქანდა, ამათ როგორ მივხედო მტვერსასრუტის გარეშე. დავიღალე ...მოსამსახურეებს ხელფასს გავუზრდი რომ ჩავალ. სავარძელში ჩავესვენე და მეორე სართულს ავხედე. ჯანდაბა ისიც უნდა დავალაგო? მაშინ იქ ავალ და მერე ხალიჩებს მივხედავ გაიღვძებს აბა რას იზამს ამდენ ხანს . კიბეს ავუყევი და ოთახებში არც არეფრი იყო ისეთი, ფანჯრები დავაღე ჰაერს რომ ემოძრავა, მტვერი გადავწმინდე და გამოვედი. ბატონის კაბინეტი ისედაც მოწესრიგებული იყო მხოლოდ მაგიდა და თაროები გავასუფთავე მტვერისგან . ეს ფუმფულა საწმენდი მიყვარს. ანდრეას ოთახთან გავჩერდი და ფრთხილად შევაღე . საწოლზე იწვა და მშვიდად ეძინა. მეც თავისუფლად შევაბიჯე, სააბაზანოში გავედი სარეცხი ავიღე და კალათით გავედი უკან
-აქ რა გინდა
-სარეცხი მიმაქვს ...- ჩემს წინ იდგა და მიბღვერდა
-მერე?
-რა მერე გავრეცხავ მერე გაშრება მერე შემოვიტან ისევ
-მე რა გითხარი როდის უნდა შემოხვიდე ოთახში ..თან არ აკაკუნებ
-გეძინათ
-საიდან დასკვენი ...
-თვალები რომ აქვთ დახუჭლი და წვანან სძინავთ ხოლმე ბატონო ანდრეა და ვიფიქრე მშვდიად გავიტანდი თქვენს სამოსს... -ამას რა ჰგონია ახლა რო ყველაფერზე ბოდიშს მოვუხდი? ისიც საკამრისია პირველ დღეს რომ დავიმცირე თავი .
-არ აქვს მნიშვნელობა გარემოებას ბრძანება უნდა შეასრულო ...დღეიდან თითოეულ დარღვეულ წესსზე თითო ჯარიმა გექნება პირველი გაქვს უკვე და ასრულების ფორმას მოგვიანებით შეგატყობინებ
-რა?
-ახლა შეგიძლია გახვიდე... ვახშამს ველოდები
-რა..
-შვიდს უკლია ხუთი წუთი-მოიცა რაო? უკვე შვიდი საათია?აბა რა იქნება ჯერ იქ ვიყავით მერე აქ მოვედი კოშმარია .ხუთ წუთში რა გავაკეთო ,ეს საზიზრარი არსება მაჯარიმებს თან. სწრაფად ჩავედი საკუჭნაოში მივაგდე კალათი, ხელები დავიბანე და სამზარეულოშ შევედი თეფშები უცებ დავაწყვე და ჩაისთვის წყალი დავდგი. ბუტერბროდი გავაკეთე სალათის ფუცლებით ,სოსისით მოკლედ ლამაზი გამოვიდა და თეფშზე დავდე. ანდრეა რომ შემოვდია და თეფშს დახედა წარბი მაღლა აზიდა .
-მიირთვით ბატონო ანდრეა- ჩაის ფინჯანიც დავდე მაგიდაზე და ნამცხვრის ნაჭერიც.
-ეს რა არის
-ვახშამი, მსუბუქი და თან ნოყიერი... ჩაი ჯანმრთელობისთვის კარგია ალბათ მოგეხსენებათ თან დაგამშვდიებთ..-აშკარად მის ნერვებზე ვუკრავ.. არადა როგორ ელოდა რომ ჩხუბისთვის მიზეზი ექნებოდა. გავუღიმე ირონიულად და ოთახი დავტოვე.
ვიცოდი კიდევ რამეს მოიფიქრებდა და არ მომცემდა ნორმალურად ძილის საშუალებას, ველოდი მაგრამ არაფერი. ჩამეძინა მაინც, როცა მგონია რომ მშვიდად დავიძნებ მაშინ ემართება ხოლმე რაღაც. ამჯერადაც ადრიანად გამაღვიძა ახლა რაღა უნდა ნეტავ
-რა ხდება ბატონო ანდრეა?
-არაფერი სავარჯიშოდ გავდივარ და რომ დავბრუნდები საუზმე მზად იყოს ..რა უნდა მოამზადო მაგიდაზე დევს ფურცელი და იქ წერია... იმედია რამე არ დააკლდება
-კარგით კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ...
-პროდუქტები აღრაა და ფულიც მაგიდაზე დევს
-კი მაგრამ მე სად უნდა ვიყიდო
-აბა მე რა ვიცი ...გახსოვს გითხარი გაძლევ ბრძანებებს, მაგრამ შესრულებას როგორ მოახერხებ ჩემი საქმე არ არის ... მხოლოდ შედეგი მაინტერესებს აბა დროებით - ყურსასმენი მოირგო და წავიდა. ახლა რა ვქნა რა გავაკეთო...მანქანა არ ჰყავს რითი მოვიტანო ეს ყველაფერი. თან ისეთი კერძები უწერია რა ვიცი მე ამათი მომზადება. ქართული სამზარეულო , ქართული კერძები ჯანდაბა მოიფიქრე რამე.. რამე მოიფიქრე დროზე .სანამ აქ გადმოვუხვევდი რაიონი იყო იქ შევძლებ ყველაფრის ყიდვას,მაგრამ მანამდე ხო უნდა მივაღწიო. ფეხით უნდა გავიდე გზამდე. სწრაფად ჩავიცვი და ფულიც ავიღე. ჩქარა გავედი ეზოდან, რამდენიმე წუთი დამჭირდა მაგისტრალთან მისვლამდე. კიდევ კარგი მანქანები მოძრაობდნენ და ერთ-ერთმაც გააჩერა.
-გამარჯობათ უახლოეს ქალაქამდე ვერ მიმიყვანთ?
-დაბრძანდით- გამიღიმა ბიჭმა და კარი გამიღო. იცის ადამიანმა ღიმილი .მანქანა დაძრა და გადმომხედა- საიდან ხართ? აშკარად არ ხართ აქაური
-მე .. თბილისიდან ვარ აქ მეგობართან ვიყავი და...
-გასაგებია...
-მალე ჩავალთ?
-დიახ რამდენიმე წუთში ... თბილისში თუ მოდიხართ წაგიყვანთ ,მეც თბილისში მივდივარ
-არა ისევ უნდა დავბრუნდე
-კარგით მაშინ ცენტრში დაგტოვებთ -მანქანა თბილისისკენ მიმავალი გზიდან გადაიყვანა და რამდენიმე წამში გააჩერა.
-უღრმესი მადლობა ,ძალიან დამეხმარეთ...
-წარმატებები- გამიღიმა და წავიდა. ესეც ასე , ახლა სავაჭრო ცენტრში შევალ და ყველაფერს ვიყიდი... მაგრამ აქ სავაჭრო ცენტრს ვერ ვხედავ, აი რაღაც მაღაზიაა . იქეთ წავედი და შიგნით შევედი, მივხვდი რომ ვერაფერს ავარჩევდი და გამყიდველ შუა ხნის ქალბატონს მივუახლოვდი
-რით დაგეხმაროთ?
-შეგიძლიათ ინგრედიენტები მომცეთ ამ კერძების მოსამზადებლად?- ფურცელი გავუწოდე მანაც ყურადღებით გადახედა და წამოდგა
-ახლავე ,სამივესთვის ?
-დიახ სამივესთვის ... -ქალი აწყობდა რაღაცებს მე კი ვუყურებდი და აზრზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა
-შვილო ...არ გეწყინოს , მაგრამ ამათ მომზადებას შენ აპირებ?
-დიახ მომიწევს
-ახალი გათხოვილი ხარ დედა და დედამთილმა დაგავალა? რას იზამ ახლა შვილო შენ
-არც კი ვიცი ... იქნებ როგორმე მოვაწონო თავი.. იცით მე ქალაქიდან ვარ და სწავლას გადავყევი, სულ დედა მიმზადებდა ყველაფერს ასეთი რაღაცეების მომზადება არ ვიცი -უცებ ვიპოვნე ხელმოსაჭიდი და თავიც შევაცოდე ქალს
-არაუშავს შვილო.. მოდი კიდე მითხარი შენ რა გინდა
-კარგით ახლავე- გადავხედე ყველაფერს შემდეგ ხილი, ტკბილეული და სასმელები ავიღე. სხვა არც არაფერი მინდოდა -აი სულ ესაა.. რამდენი უდნა გადავიხადო?
-100 ლარი- ვაიმე ასე ცოტა? აბა კრიზისია საქართველოში და ყველაფერი ძვირი ღირსო? იმდენი ხორცია ღმერთო რა უნდა გავიგო აქ.
- აი ინებეთ ..უღრმესი მადლობა დახმარებისთვის. იმედია რამე გამომივა და დედამთილთან ჩხუბი არ მომივა, ვერ გადავიტან ჩემმა მეუღლემ დედასთან იკამათოს ჩემს გამო ...
-მოიცა შვილო .მოდი ჩემთან...-უცებ წამოდგა კალამი და რვეული აიღო მეორე გოგონას დაუძახა მე კი იქედან გარეთ გამიყვანა, მაგიდები იდგა და იქ დავსხედით- ახლა მე დაგიწერ რა როგორ კეთდდება ... ყურადრებით მისმინე კარგი? დეტალურად კი დავწერ, მაგრამ მაინც რო მოისმენ უფრო გაგახსენდება- ვაიმეე მადლობა ღმერთო ეს ქალი რომ გამომიგზავნე ისე დეტალურად ამიხსნა ყველაფერი მგონი შეფმზარეულია და აქ გადაცმულად მუშაობს. სხვა რამდენიმე კერძიც დაამატა ესეც გამოგადგებაო. უღრმესი მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე, წამოსვლის წინ კი წარმატებები მისურვა. მე კი სახელი გავიგე და აუცილებლად გადავუხდი მადლობას ამ დამხმარებისთვის. ტაქსი გავაჩერე როგორც იქნა, რაღაც ძველი მანქანა იყო კატასტროფაა. ძლივს მივაღწიეთ. მოსახვევთან გავაჩერებინე, გადავიტანე ჩემი პარკები ძლივს ,ფული გადავუხადე და წავიდა.
ბატონი არ ჩანდა. რამდენიმე წუთში სამზარეულოში დავბრუნდი , ჩემი რეცეპტების რვეულს დავაკვირდი და მზადება დავიწყე. აზარტში შევედი, მინდოდა კარგად გამომსვლოდა. პირველად როგორც მირჩია ხორცის წვნიანის გაკეთება დავიწყე, ლამის თითები წავითალე დაჭრისას. სანამ იხარშებოდა, მწვანილი დავჭერი ,იმედია არ ამერია თორე მე გასინჯულიც არ მაქვს ეს კერძი და არ ვიცი როგორი უნდა იყოს სინამდვილეში. ამ მზადების პროცესში მივხვდი რომ ერთი წელი ზედმეტად დიდი დროა , ამ სატანჯველს ამდენ ხანს ვერ გავუძლებ. ხახვის მოთუშვისას რომ ამეწვა თვალები მას მერე ვეღარ ჩავიცხრე, მეორე კერძი ქათმის სალათი იყო და ეგ მარტივად მოვამზადე , მზა ქათამი ვიყიდე კარგია მე რო არ დამავალა გაზრდა და შემდეგ დაკვლა. მზადების პროცესში ვიყავი, გავიგე როგორ მოვიდა, თუმცა სამზარეულოს ახლოსაც არ გაჰკარებია. ყველაფერი რომ გავამზადე შემდეგ ოთახში ავაკითხე
-შემოდი
-მზადაა , შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ
-მზადაა? დარწმუნებული ხარ?
-დიახ ...- ისეთი კმაყოფილი ვიყავი, ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი მის გაოცებულ სახეს. მალევე მოვიდა, სუფრას რომ შეხედა , არ დაჯდა ქვაბი შეამოწმა სურნელი, შემდეგ მოურია, ტემპერატურა , ალბათ ეგონა რესტორნიდან მოვიტანე გამზადებული .
-მანდ ხომ არ მიირთმევთ ბატონო ანდრეა?
-ანუ შენ მოამზადე
-დიახ .. იმედია არ მიწყენთ, მილაგება ვეღარ მოვასწარი ...
-წავალ მე გავსინჯავ ... -მაგიდასთან დაჯდა კიდე გაოცებული მიყურებდა გადაიღო თეფშზე , ჭამა დააპირა თუმცა მერე გამომხედა- ტასია მოდი აქ..
-რა ხდება?
-თეფში რატომ არ დევს შენთვის?
-მე არ ვჭამ მსგავს კერძებს არ მიყვარს...
-ნუ შეიყვარებ უბრალოდ რამდენიმე ლუკმა გასინჯე .. დავრწმუნდები რომ ჩემს მოკვლას არ ცდილობ
-შენი მოკვლა რომ მდმოდა ორი დღეც არ გავჩერდებოდი აქ ... ერთმანეთს ვჭირდებით მომავალი ერთი წელი და თუ შეიძლება პატივი დამდეთ და რასაც მოგართმევთ მიირთვით ... ვერც კი წარმოიდგენ შენ რა ძნელია ეს ყველაფერი ჩემთვის როგორც ფიზიკურად ასევე ჩემი თავმოყვარეობისთვის და თუ ბატონობაზე გაქ პრეტენზია ისიც უნდა იცოდე რომ მონასავით არ უნდა მოექცე ადამიანს, მავალებ ვასრულებ სხვა არაა ჩემი საქმე. - სწრაფად დავასრულე საუბარი და გასასვლელისკენ წვედი, მაგრამ ორ ნაბიჯში ისეთი ტკივილი ვიგრძენი მაჯაზე მეგონა დამემსხვრა სულ ძვლები.თავისკენ შემაბრუნა და მეორე ხელი მხარზე მომიჭირა
-როგორ ბედავ ასე საუბარს..შენ მე რიგითი სათამაშო ხო არ გგონივარ, ან ეს სიტუაცია თამაში სადაც იწამებ ცოტას და მერე გათავისუფლდები. თუ მოვინდომებ სულ აქ დაგტოვებ და უარესებსაც გაგაკეთებინებ . დაივიწყე ვინც ხარ და იყავი ადამიანი რომელიც ხელფასზეა დამოკდიებული და მის გარდა არაფერი გააჩნია, შენთვის ვამბობ დამიჯერე.
-ხელი გამიშვი ველურო, მტკენ
-ოჰ მე მეგონა მოფერებას ვცდილობდი
-სარკაზმიც შეგიძლია? მეგონა ცხოველებს ამდენი არ შეეძლოთ
-ნუ მაბრაზებ ანასტასია... გირჩევ არ გამაბრაზო-ისევ გავიბრძოლე მაგრამ თავად სანამ არ გამიშვა ხელი და მშვიდად არ დაბრუნდა მაგიდასთან მანამ არაფერი გამომივიდა- დაჯექი ისაუზმე
-არ მინდა ...
-მოდი, დაჯექი და ჭამე დროზე!-მაგიდაზე მუჭი დაარტყა და ისე იღრიალა. შეშინებული ბაჭიასავით მივედი მაგიდამდე. არ მჯერა რომ ასე ამ სიგიჟეს მე ვაკეთებ ეს კატასტროფაა . რა საშინელებაა, ასე მონასავით უნდა ვიყო და ამ იდიოტის ბრძანებებს დავემორჩილო? ჭიქას ხელი რომ მოვკიდე მერე მივხვდი ვცახცახებდი, ისე მომიჭირა მთლიანად დამიბუჟდა ხელები და ძალა კიდევ არ აღმდგენია. ხელი ვუშვი ჭიქას და ხელები მუხლებზე დავიწყვე. ცხოველი, ხორცს მიირთმევდა და ხმას არ იღებდა, როგორც იქნა დაასრულა რამდენიმე წუთით გასული იყო , შემდეგ მოვიდა და რაღაც მალამო დამიდო წინ-წაისვი გადაგივლის ...
-არ მჭირდება გმადლობთ... - წამოვდექი და მომუშტული ხელები გავშალე. მაგიდის ალაგება დავიწყე. როგორც კი დავასრულე,მაშინვე საძინებელსი გავედი და დავწექი . დაღლილობა სწორედ ამ დროს ვიგრძენი, ამდენი დგომისგან ხერხემალი მტკიოდა. გეგმები მქონდა, მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი. ეს აუტანელი იყო მე ანასტასია გიორგობიანი ვარ! არავის აქვს უფლება ჩემი დამცირების, ანდრეაც არ იყო გამონაკლისი აუცილებლად ვიპოვნიდი გზას მისი დამარცხებისთვის.
შხაპი მივიღე, გამჭვირვალე სარაფანი გადავიცვი , ცხელოდა და სუნთქვა აღარ შემეძლო. ჩემოდნებს რომ შევხედე გადავწყვიტე მათი ამოლაგება დამეწყო და დროც სწრაფად გავიდა. ბოლოს ვიჯექი და ვუყურებდი თაროებზე ლამაზად დალაგებულ სამოსს. მზარეულობაც შევითავსე, სახლსაც ვალაგებდი ეს ყველაფერი გამოცდილების მომტანი იყო . ყველა მდგომარეობიდან შეიძლება სარგებლის მიღება...
დიდ ფინჯანში ყავა გავამზადე და ეზოში გავედი. ანდრეა სახლში არ იყო, დიდიხანს ვიჯექი ასე მშვდიად. ისე ცხელოდა მომინდა მდინარეზე წასვლა ჭკუას არ დაუშლია, ავიღე საჭირო ნივთები და წავედი . გზა ამჯერად უფრო მარტივად გავიარე, უკვე შუადღე იყო შესაბამისად საბანაოდ განსაკუთრებულად კარგი დრო იყო. ცოტაც და მდინარეს მივუახლოვდებოდი უკვე ბოლო გზას დავადექი ,მაგრამ ხმა გავიგე ,მივხვდი ანდრო იქნებოდა. გზიდან გადავუხვიე და მგონი ტყეს გავშორდი კიდეც, ადგილზე მივეყინე როცა მინდორზე აღმართული პატარა ხის სახლი დავინახე, რომლის სახურავზეც იყო მოქცეული ანდრო და ბოლო ლურსმანს აჭედებდა. შემდეგ ჩამოვიდა და სახლს დააკვირდა. რომელსაც ფანჯრები და კარებიც კი არ ჰქონდა. ხის საშუალო ზომის კოტეჯს ჰგავდა . მარტოა ,ნეტავ მთელი დღეები ამას აკეთებს? როგორ არ იღლება მაინც ,ამდენი ძალა საიდან აქვს. ვიცი მაინც შემამჩნევდა ამიტომ მისკენ დავიძარი და ისე დავდექი რომ მინიმალური მანძილი იყო ჩვენს შორის
-რატომ არ მაჩვენე სახლი?
-აქ რას აკეთებ ..საქმე დაგელია?
-არაფერი დაგივალებიათ… მტვერიც არ არის ჯერ და ვიფიქრე გავისეირნებ-თქო...ლამაზი სახლია-გვერდით დავუდექი და სახლს გავხედე .მალე დაასრულებთ?
-ვერა ...
-მარტო მუშაობთ... დავიჯერო მართლა თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი? -სანამ მე ახლოდან ვათვალიერებდი გარემოს, ბატონი ანდრო ნივთებს ალაგებდა .როცა დაასრულა არც მიპასუხა ,უბრალოდ ბრძანება გასცა
-წავედით...
-ასე მალე? მე რომ დავრჩე?
-დღეს იწვიმებს და მდინარე ადიდდება,შემდეგ ასე მშვიდი არ არის დამიჯერე . თანაც მალე დაღამდება და საერთოდ ვახშამი მჭირდება
-კარგით მოვდივარ- უკან გავყევი. მგონი შევეჩვიე ამ გზაზე სიარულს, ისე ძალიან აღარ დავღლილვარ თუმცა მაინც ვერ ვიყავი თავისუფლად-თქვენ სულ ასე ჩუმად ხართ თუ მე მერჩით მხოლოდ
-დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს თავზე ...
-როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი იყოს
-ხომ ხედავ რომ შეიძლება... მე გეკითხები შენნაირი გადარეული რატომ არსებობს?
-გადარეული? თქვენ საიდან დაასკვენით ეგ ..
-და არ მქონდა საკმარისი საფუძველი?
-თქვენ მე არ მიცნობთ და წარმოდგენაც არ გაქვთ რისი გაკეთება შემიძლია
-მუქარად მივიღო?
-არა . რა თქვენი ბრალია ღმერთმა ასეთი უჟმური თუ შეგქმნათ, მე იმას ვამბობ რომ ჩემი სიგიჟეების შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ.ვერც კი გაიფიქრებთ ოდესმე ისეთი რაღაცეები მაქვს გაკეთებული ...
-არც ვეცდები ... წარმოდგენაც არ მინდა რა დააშავე ასეთი ჩემთან რომ გამოგიშვეს- იმ წამს სევდიანი მეჩვენა. თითქოს ბრმა ვიყავი, მანადე ვერ ვამჩნევდი მისი ხასიათის მიზეზი უთუოდ წარსულში გადახდენილი ამბავი იქნებოდა. შეუძლებელია ასეთი მოწყენილი, ჩუმი და ბრაზიანი ყოფილიყო. იმ საღამოს მომინდა ყველაფრის გარკვევა, კიდევ ერთი ინტერესის სფერი გამიჩნდა
სახლში როგორც კი შევედით სამზარეულოს მივაშურე, ანდრეა კი ოთახში ავიდა გამოსაცვლელად. წვნიანი გავაცხელე და რამდენიმე სალათი გავაკეთე ,მე მგონი მთელი დღეა არაფერი მიჭამია . მაგიდა გავშალე და ანდრეაც დამადგა . მშვიდად დაჯდა, მეც არაფერი მითქვამს საჭმელს რომ ვუყურებდი უკვე კუჭი მთხოვდა რომ რამე მეჭამა. კარგად დავნაყრდი , წვენიც დავაყოლე .შემდეგ ანდრეას ვუყურებდი,რომელიც დინჯად მიირთმევდა, მადას არ უჩივის თუმცა ცხოველივით ჭამა ნამდვილად არ იცის
-მორჩი ყურებას- როგორც ყოველთვის ისე მითხრა არც შემოუხედავს
-რა კომპლექსიანი ხართ ბატონო ანდრეა
- ნუ გამითამამდი ... - ამომხედა და დამიბრიალა თვალები
-უკაცრავად - მობილურს დავხედე ,არანაირი შეტყობინება, როგორც ჩანს ჩემებს სადმე დასასვენებლად ვგონივარ. ერთი კვირა რომ გავა გავახსენდები აუცილებლად,რა უნდა ვუთხრა ეგ კიდევ მოსაფიქრებელი მაქვს. საოცარი მიზეზი მჭირდება მათთან ერთად წასვლა რომ გადამეფიქრებინა კუნძულზე. ღმერთო ამ წამს შემიძლია მოვკლა ეს იდიოტი ,ამას რატო მოვკლავ ჩემებმა არ გამომგზავნეს? მაგიდაზე ავათამაშე თითები და შემდეგ მობილურის ტრიალი დავიწყე . რამდენიმე წამში დამიჭირა ხელი თან ისე უცებ და მაგრად რომ შევხტი
-გააჩერე თითები ...
-ახლა რაღა დავაშავე- გულწრფელად გამომივიდა, იმდენად რომ ტკივილისგან თვალებიც ამემღვრა . ხმა შემიკრთა. ჩემს თავზე გავბრაზდი, რა მემართება ესაა ჩემი სიძლიერე? ესაა შემი უდრეკობა და სიჯიუტე? რომ ვამბობდი ყველგან და ყოველთვის მე ვიქნებითქო ? ხელი გამოვგლიჯე და ოთახისკენ გავიქეცი. ყელში გაჩხერილი ბურთი ვერ გადავაგორე და ცრემლები წამომივიდა, კართან ჩავიკეცე და კედელს მივეყრდენი. განა ტკივილის გამო ვტიროდი, მიტოვებულად ვგრძნობდი თავს . ჯერ ნაბიჯების ხმა გავიგე შემდეგ როცა მეგონა შემოვიდოდა გაჩერდა , ვგრძNობდი მის გახშირებულ სუნთავს, კართან იყო სულ რაღაც ორი ნაბიჯი და მოვიდოდა,კედელს მუჭი მიარტყა და სადღაც გავარდა . მგონი ყველაფერი ერთად მომაწვა და ძლივს მოვედი გონს
უკვე ბნელოდა, როცა ეზოში გავედი , პლედი , დიდი ფინჯნით ჩაი გავიტანე და ჰამაკზე დავჯექი .მართლაც ირეოდა ამინდი, საშინლად ციოდა, თითქოს ზამთრი დაბრუნდა. მართალია თავიდან მსიამოვნებდა სიგრილეში ყოფნა, მაგრამ შემდეგ უკვე კანკალმა ამიტანა. სახლში შევედი ,ყველაზე დიდ ფანჯარასთან დავჯექი და ვუყურებდი ქარი როგორ ძლიერდებოდა, ერთი წვეთი დაეცა მინას რამდენიმე წუთში კი თავსხმა წვიმა წამოვიდა. ჭექა -ქუხილიც დაერთო .წყლის ხმა მინებზე, ხეების ხმა , ტოტოები ეხეთქებოდა ფანჯრებს. როცა გავიაზრე რომ ანდრეა სადღაც ტყეში იყო არ ვიცი რა დამემართა , მაგრამ აშკარაა შემეშნდა. გავიგე როგორ ჩამოვარდა სადღაც მეხი და საშინელი ხმა იყო . მგონი სეტყვა დაიწყო , წვიმის გაძლიერებიდან რამდენიმე წუთში ელექტრო ენერგიაც გაითიშა და ყველაფერი ჩაბნელდა. მობილური გავანათე და სანთლებიც ვიპოვნე . უკვე ეზოს ვუყურებდი და ველოდი როდის მოვიდოდა ანდრეა,თუმცა არსად ჩანდა. სავარძელში ვიჯექი ,არც კი ვიცი როდის ჩამეძინა, შუაღამე იყო კარი გაიღო და გარედან შემოსული სინათლით გავარჩიე სრულიად სველი ანდრეა რომელიც მხრებში მოხრილი მოდიოდა, ასე არ ახასიათებდა .არც შევუმჩნევივარ კარი მიხურა და ნელა დაიძრა კიბისკენ . ვუყურებდი როგორ ტოვებდა წყლის წვეთებს იატაკზე. იმდენად მძიმედ სუნთქავდა მის თითოეულ ამოსუნტქვას ვგრძნობდი. ინსტიქტურად გავყევი უკან , ალბათ ფეხშიშველი ვიყავი და სწორედ ამიტომ ვერ გაიგო როგორ მივყვებოდი. ოთახში შევიდა , ახლაღა შევამჩნიე რატომ დადიოდა ასე ნელა,ერთ ფეხს ფაქტობრივად მიათრევდა. კედელს მიეყრდნო და ისე მივიდა სააბაზანომდე ,იქედან ყუთით გამოვიდა . არ ვიცოდი რა გამეკეთებია შევსულიყავი თუ არა. თუმცა უკვე მის ოთახში ვიდექი , პერანგი არც კი გაუხდია ზურგით იდგა, დავინახე როგორ გადახია ღილები და სადღაც მოისროლა , შემდეგ შარვალი მოიშორა და საწოლზე ჩამოჯდა.ახლაღა დამინახა, მგონი ისე ვახამხამებდი თვალებს იმხელა ენერგია გამოვყავი ოთახიც განათდდა, წამით შემდეგ ისევ გამოირტო ,სამაგიეროდ ანდრეას მწვანე თვალები ანათებდნენ ,მაგრამ შუქიც მოვიდა და ყველაფერი განათდდა. იმდენად რომ მისი სისხლიანი ფეხი საკმაოდ კარგად დავინახე და წამოკივლებაც მოვახერხე. სულ დაკაწრული ჰქონდა მთელი სხეული, ხელებზე კანი გადაღვლეფილი ,სახე ჩვეულებრივზე მეტად დაძაბული, ტკივილისგან დაღარული , ყბები დაჭიმული
-ეს რა არის .. როგორ მოხდა - რას ვლაპარაკობდი მეც არ ვიცი, უბრალოდ მივუახლოვდი და სამედიცინო ყუთი გამოვგლიჯე აკანკალებული, დასერილი ხელებიდან - მე .. მე ახლავე დაგიმუშავებ... შევეცდები -რომ შევხედე ახლოდან ჭრილობას ალბათ ფერი დავკარგე, გულისცემას აშკარად ვეღარ ვგრძნობდი და მგონი სუნთქვაც შემეკრა- შენ ვენა გაქვს დაზიანებული .. სასწრაფოს გამოვუძახოთ , დახმარებას, ვინმეს დავურეკოთ - მობილური ამოვიღე ჯიბიდან.ის კიდევ მიყურებდა ისე თითქოს იქ არ უნდა ვყოფილიყავი და ვეჩვენეობოდი
-მობილური დადე ... თავად მივხედავ ყველაფერს
-რას მიხედავ ... შენ ნორმალური ხარ? არა ცხოველი კი ხარ, მაგრამ ამას როგორ მოახერხებ . სისიხლის ტბა დგას უკვე
-მივხედავ_თქო რომ გეუბნები გაიგე და საერთოდ ვინ გიხმო გადი აქედან ... ზედმეტი ტვირთი არ მჭირდება. შენ რა უნდა გამიკეთო თავად შეწუხდები მალე -ფეხზე შემოჭერილი ქამარი უფრო მოიჭირა, ამიტომ აღარ სდრიოდა ამდენად სისხლი მაგრამ აშკარად ღრმა ჭრილობა იყო . სულ ჩაშავებული და ბარძაყიდან მუხლამდე გრძელდებოდა. ნელა წამოდგა და საწოლის თავს დაეყრდნო .
-სად მიდიხარ
-სააბაზანოში ..ტალახი უნდა ჩამოვიბანო
-დამეყრდენი ახლა ნუ დაიწყებ ჯიუტობას გთხოვ ...- ეტყობა ძალიან უჭირდა თორემ არამგონია შემოთავაზება მიეღო ან ჩემს ყვირილს გამოეღო შედეგი. კაბინაში დადგა, უფრო სწორედ მიეყუდა კედელს მე წყალი მოვუშვი და მაშინ გამახსენდა შიშველი რომ იყო როცა დასვრილ მხრებზე შევეხე. იმდენად იყო ძალაგამოცლილი არც კი რეაგირებდა. სწრაფად ,დიდი ნაკადით მივუშვი წყალი ფეხიდან ისევ წამოვიდა სისხლი . აშკარად ეტკინა , ძარღვები დაებერა. ონკანი დავკეტე . პირსახოცი ფეხზე მოვახვიე და ისევ უკან დავბრუნდით. სპირტის ერთი ბოთლი აიღო და რომ მიიყუდა თვალები გამიფარტოვდა. შემდეგ ნაჭერი ჩაიდო კბილებს შორის და აზრზე არ ვარ ამდენი საჭირო ნივთი საიდან ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა რაც სისხლდენის შესაჩერებლად იყო საჭირო. თავისივე ხელით გაიკერა ჭრილობა არ ვიცი რამდენად წესის დაცვით , ან წყლით მობანვა თუ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ ფაქტია საკმაოდ რთულად იყო საქმე. მხოლოდ მითითებებს მაძლევდა ნაწილობრივ ყრუდ ისროდა ბგერებს. არ ვიცი ხელებს როგორ იმორჩილებდა მაგრამ საქმე შეასრულა ,მთელი პროფესიონალიზმით. კიდევ ერთი ამპულა ამოიღო შეკვრიდან, მაგრამ იმდენად უკანკალებდა ხელები გაკეთება ვეღარ შეძლო
-დედას შევცი ...შეგიძლია ?- გამომხედა და მეც უმალ გამოვართვი შპრიცი და ამპულა. რომ გავამზადე კითხვისნიშნიანი მზერა მივაპყარი-ფეხზე დამარჭე ან მომეცი- თვალებდახუჭულმა თქვა უკვე და სრულიად დაკარგა ფერი. კუნთზე დავარჭე ნემსი და წამალი შევიყვანე. ნელ- ნელა მოდუნდა, საწოლზე მიწვა, არ ეძინა როგორც სჩანს გამაყუჩებელი იყო თან ძლიერი . მე კი ისევ მიკანკალებდა ხელები, ნეტავ კიდევ არ აქვს? მეც რო გავიკეთო . იატაკზე დავჯექი და საწოლს მივეყუდე ზურგით. თავი უკან გადავწიე და ღრმად ამოვისუნთქე. რამდენიმე წუთი დამჭირდა ძალების აღსადგენად. შემდეგ ყველაფერი მოვაწესრიგე. იატაკი მოვწმინდე, სისხლიანი ბამბები გადავყარე. ისევ ოთახში დავბრუნდი, ანდრეა მშვიდად სუნთქავდა, ხელი მუცელზე ედო . შეხვეული ფეხი გაშლილი ჰქონდა მეორე კი მუხლში მოკეცილი .წყლის წვეთები ალაგ-ალაგ ისევ მიუყვებოდნენ მის დაკუნთულ სხეულს. თმა დაბალზე აქვს გადაპარსული , კიდევ უფრო უხეში ხდება მისი გარეგნობა. მისი მთელი სხეული რომ შევისწავლე შემდეგ შევამჩნიე,რომ საცვალი სველი ჰქონდა. კარადიდან სპორტული შარვალი და მაისური გამოვიღე, ტრუსიც მივაყოლე და თავზე დავადექი. ვიცოდი ,რომ არ ეძინა
-რა?- ზანტად გაახილა თვალები და ამომხედა
-ჩაგაცვა თუ ჩაიცმევ
-არ მინდა ...შეგიძლია წახვიდე
-სად წავიდე .. ცუდად ხარ ისევ ეგ რომ გაგივლის მერე?
-მეორეს გავიკეთებ
-გაგთიშავს
-ნუ ღელავ...- ისევ დახუჭა თვალები და მეორე ფეხიც გაშალა- რამდენჯერ უნდა გითხრა ,ნუ მიყურებ- ტუჩები გაილოკა ,აშკარად პირი უშრებოდა
-წყალი მოგიტანო?
-წადიიიიი- გააგრძელა სიტყვა და თავი საპირისპირო მხარეს შეაბრუნა.
რამდენიმე წუთი ხმა არ ამომიღია ჩემთვის ვიჯექი სავარძელში ალბათ იფიქრა წავიდაო, სიბნელე იყო ყველგან ,შუქის ჩქარობა მთხოვა“გასვლამდე“. ფრთხილად წამოიწია აშკარად გამოცვლა უნდოდა მაგრამ ზურგიც დაკაწრული ჰქონდა და ალბათ ეტკინა
-ჯანდაბა ...- ამოიზმუვლა და ისევ დაებერტყა საწოლზე
-შემოგთავაზე მე დახმარება და უარი განმიცხადე კომპლექსიანი ბავშვი ხარ რა . გამაკვირვებ ვითომ,დაგემართოს იქნებ რამე
-აქ რა გინდა. წადი-თქო არ გითხარი? გადმომიბარგდი ბარემ ... მოსამსახურედ აგიყვანე მე მომვლელად კია რა და საერთოდ 31 წლის ვარ ,დიდი ხანია ძიძა აღარ მჭირდება
-ოჰ 31 წლის ბრძანდებით ბატონო ანდრეა? რა უცებ გამოგტყუეთ შეშინებულზე ინფორმაცია ხედავთ? როგორ დაიბენით ქალიშვილ გოგოს გავხართ პირველი სექ.ს წინ
-ნუ სარგებლობ ჩემი მდგომარეობით ..ხვალ უკეთ ვიქნები და ზედმეტის უფლებას ნუ აძლევ თავს კარგი მეხსიერება მაქვს- რომ მივუახლოვდი ისე შეიშმუშნა კარგად გავხალისდდი .
-კაი რა იყო გახდის სპეციალისტი ვარ წკაპ და აღარ გეცმევა. ნუ ჩაცმა იმდენად არა, მაგრამ თვალები დახუჭე - ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და ისე ავხარხარდი თვალები გაუფართოვდა
-ავადმყოფი ხარ ..უთქვამს ვინმეს?
-უჰ რამდენს ვერც კი დავთვლი ... მართლა ისე ნუ მიყურებ თითქოს ძალადობას ვცდილობდე
-ძალადობაა აბა რა არის და საერთოდ გიხარია თუ რა ჯანდაბაა
-ყურება არ მხიბლავს ხოლმე და ნამდვილად არ მიხარია
-ანასტასია წადი თორემ გავგიჟდები ახლა ...
-გაგიჟდი რა პრობლემაა- ვაიმეე რა კარგად ვთამაშობ ამ სულელის ნერვებზე. მე კიდე მეგონა ძნელი იქნებოდა, სუფთა კომპლექსიანი კაცი.- მერე რა თუ პატარა გაქვს, მთავარი ხომ ზომა არ არის ...-აი მგონი ზედმეტი მომივიდა ,ხვალ მომკლავს ამის გამო . უცებ ვიკბინე ენაზე ისე დამიბღვირა-კარგი ვვორთქლდები ,შენნაირი კაცები ზედმეტად დაგრუზულები ხდებიან და არ მინდა მსხვერპლი გავხდე - უცებ ავწიე ხელები და უკან დავიხიე- მიდი გამოიცვალე , კარგად ხარ ცოტა მოინდომე სადაც ამდენი ილაპარაკე ...
-ოხ როდის გავა ეს ერთი წელი- ჩუმად თქვა, მაგრამ გავიგე
-შენც თუ გინდა წავიდე...
-ხმა არ გავიგო შენი გაფრთხილებ... საბნის შრიალის ხმა გავიგე და შევბრუნდი. უკვე საწოლში იწვა. საბანიც გადაიფარა და ხელები ზემოდან დააწყო
-გინდა რამე მალამოს წაგისმევ ხელებზე ..
-არ მინდა ..
-რა დეგამართა არ მეტყვი?
-წვიმა, რომ დაიწყო ნიაღვარი წამოვიდა, ჩამოიშალა ადგილი სადაც გზა იყო და თან წამომიღო . მოტეხილი ტოტებთან ერთად რაღაც ნამსხვრევებიც იყო ფეხში შემერჭო...ზუსტად მეც არ ვიცი ისე უცებ მხოდა ყველაფერი
-რას გარბოდი მერე თავად არ მითხარი იწვიმებსო?
-როგორ იცი გათამამება რომ გიპასუხებ რამეზე ...
-როგორ იცი ჯუჯღუნი და ერთ წინადადებას როგორ მაყვედრი - საწოლზე ავაბიჯე მუხლებით დავეყრდენი და გადავაბობღდი
-სად მიდიხარ ..
-აქ ვიძინებ... შენი მდგომარეობა არ მანაღვლებს უბრალოდ იმ ოთახში ვერ დავიძინებ, ხე რომ მოტყდეს და ფანჯარას დაეცეს მეშინია...- კაბა გადავიძვრე და საწოლში დავწექი. მიყურებდა და მეც გავხედე- რა?
-მაისური ჩაიცვი ..
-არ მინდა მცხელა ღამით ძალიან - კომფორტულად მოვეწყვე და ბალიში ჩავიხუტე . ამჯერად ტვინმა კარგად აღიქვა სასიამოვნო სურნელი , შემდეგ მივხვდი ვისაც ეკუთვნოდა და ეს გაბადრული გამომეტყველება შევცვალე წამში. ზედმეტად ვიხიბლები ამ ველურით. მართალია ბოლოს გავერთე ,მაგრამ დღე იმდენად დამღლელი იყო ემოციურად რომ ეგრევე დამეძინა. არც კი მომიკითხავს ანდრეა,მაგრამ აშკარაა ღამით ვერ გავძელი,რა ვქნა ასე ვიცი უნდა გადავვარდე საწოლიდან, ზოგი ეხვევა გვერდით მყოფს და მე პირიქით სადღაც ჯანდაბაში ვვარდები. უკვე კიდეზე ვიყავი რომ გავიღვძე და გადავბრუნდი, აი თურმე რატო ვიყავი ასე , ის ველურია ისე გადმოწეული გადავტრიალდი თუ არა ზედ ავეკარი, ორივემ მაშინვე გავახილეთ თვალები, ერთი მარტივი მოძრაობა და ვაკოცებდი, იმდენად მიმზიდველი ტუჩები აქვს დიდი სიამოვნებით დავუკოცნიდი ,მაგრამ ვერ მივართვი .
-ასე გაოცებული რატო მიყურებ... დილით ქალი საწოლში არასდროს გყოლია? - უცებ მივახალე სანამ საშუალება მქონდა და წამოვვარდი საწოლიდან.
საუზმე მოვამზადე, შემდეგ ზემოთ ავედი და ავუტანე ბატონ ანდრეას .-ისევ დაიწყო ხო ჩემი წამება
-გაჩუმდი თუ გინდა წუხანდელი დავივიწყო
-მგონია რომ სექ.. გვქონდა და შეგაცდინე ...
-ანასტასია ენას კბილი დააჭირე და საქმე გააკეთე. სხვათაშორის რადგან მე არ შემიძლია თანაშემწის ფუნქცია უნდა იკისრო
-რა უნდა გავაკეთო ხეები მოვჭრა?
-შენ წარმოიდგინე დურგალი არ ვარ ...
-უიი მართლა? მე მეგონა მაგით ირჩენდი თავს..
-კაბინეტში უნდა გავიდეთ ,მე დივანზე მოვთავსდდები შენ კი საბუთებს დაახარისხებ... გეტყვი როგორც უნდა მოიქცე
-კარგი ...-დავეთანხმე ,სხვა რა გზა მქონდა? ვიცოდი რაღაც საოცრებას რომ გამაკეთებინებდა. სამზარეულო მოვაწესრიგე და ნახევარ საათში ავედი. კოჭლობით გავიდა კაბინეტში, მივხვდი რომ ცუდად იყო ჩემი საქმე, რამდენიმე წამში საბუთების ხუთი შეკვრა გადმოდო, თვეების მიხედვით უნდა დამეხარისხებინა , თავად წამოგორდა ტყავის დივანზე , აიღო მობილური და რას აკეთებდა ღმერთმა უწყის. ძლივს დავასრულე,თუ არ ვცდები კლინიკის საბუთებია .აქ რატომ აქვს ამას ვერ ვხვდები . რომ დავასრულე ეტყობა დრო ეცოტავა. დამავალა ქართულად, რუსულად და ინგლისურად დამეწერა რაღაც ოცფურცლიანი ხელშეკრულება, ამომებეჭდა და ხუთ ნაწილად გამეკეთებინა. თავი მდივანი მგონია, თვალები ამიჭრელდა,თითები მეტკინა ამდენი წერით ბოლოს უკვე ხერხემალიც ამტკივდა.
-სადილობის დროა ...
-მერე?
-მერე...- წარბები მაღლა აზიდა და თავით მანიშნა გავსულიყავი .შანსი არაა ახლა მოვამზადო კიდევ რამე? თუმცა მეც თუ არ ვჭამე მოვკვდები ...უკვე საუზმე კი არა ვახშამი გამოდის 6 საათია .მოიცა ამდენი ხანია ვმუშაობ? სამზარეულში გავედი, სწრაფად მოვამზადე მე რაც მინდოდა და ავედი. ყავით სავსე დიდი ფინჯანი დავდე მაგიდაზე და განვაგრძე საქმე. ანდრეამ დამტოვა ,მე კიდევ ორი მქონდა გასამზადებელი დავიტანჯე ამდენი ბეჭვდით. ბოლოს თვალები მეხუჭებოდა, ზედმეტად დამიმძიმდა ქუთუთოები, თავი ფურცლებზე დავდე და მშვიდად დავიძინე. დილით წელის და კისრის ტკივიილმა გამაღვძა, მგონი კისერი გამიშეშდა, ძლივს წამოვიზლაზნე ,ათი საათი იყო. ბატონი ანდრეა ყვიროდა უკვე ჩემს სახელს, თან დიდი ხანია.ვიცი საოცრებებს გააკეთებ ამიტომ იყვიროს ვნახოთ რამდენ ხანს გააგრძელებს. ამას დავასრლებ უცებ და მერე მოვწესრიგდები.
-ანასტიასია რომ გეძახი ხმას ვერ ამოიღებ?- კართან შემეჩეხა
-მეძახდით? მართლა? ღმერთო როგორ ვერ გავიგე
-საუზმე მოამზადე და ის დოკუმენტები ერთად დააწყვე , კარადაში ჩადე მიდი ახლავე
-როგორც მიბრძანებთ-სწრაფად ავიღე ყველაფერი და თავიანთ ადგილას შევინახე. შემდეგ კაბინეტის კარი მშვიდად გამოვხურე და ანდრეას გავხედე რომელსაც შორტი მოერგო და ასეც კი სიმპატიური მეჩვენა. გვერდი ავუარე და სამზარეულში ჩავედი, სწრაფად გავამზადე ჩაი, ტოსტი, კარაქი , ჯემი, დავდე მაგიდაზე.პური დავჭერი და გარეთ გავედი
-ბატონო ამდრეა ამოგიტანოთ თუ ჩამობრძანდებით
-ჩამოვალ- დაიძახა და დერეფანში მდგომი სავარძლიდან ნელა წამოდგა, საფეხურები ფრთხილად ჩამოიარა და კოჭლობით მოაღწია ჩემამდე. გვერდი ამიარა და მაგიდასთან დაჯდა. მშვიდად მიირთვა შემდეგ კი განკარგულებების გაცემა დაიწყო.
-დივანზე დავჯდები და ჩემი წამლების ყუთი მომიტანე . ოთახში ტუმბოზე საფულე მიდევს და ისიც წამოიღე.კიდევ ბლოკნოტი და კალამი კაბინეტში მარცხენა უჯრაში დევს ..
-კიდევ რამე ხომ არ გგნებავთ?
-ჩქარა..
მეც ავედი ავიღე ყველაფერი და უკან დავბრუნდი. ფეხი მაგიდაზე ედო, ყუთი მუცელზე დაიდო რაღაცეებს ეძებდა შემდეგ რაღაც შეკვრა ამოიღო დიდი შავი ბლოკნოტიდან და რაღაცეების წერა დაიწყო.მგონი ხელიც მოაწერა და გვერდით გადადო.
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
-არა- სახედამანჭულმა მითხრა , ჭრილობას არ აშორებდა თვალს
-იარა დაგრჩებათ? საკმაოდ დიდი ჭრილობაა
-არა, მხოლოდ ზოლად ...-ბინტის ახალი შეკვრა აიღო ჯერ დაამუშავა ჭრილობა აზრზე არ ვარ რეებს ისმევდა და როგორ აკეთებდა ,მაგრამ თავად აშკარად იცოდა. შემდეგ გადაიხვია და ჩაამაგრა. შემდეგ ფული მომცა და ის ფურცელი.
-ესენი იყიდე ...კიდე მზა საჭმელები რამე ნუ მომკლავ ამ სალათებით მე არ მჭირდება დიეტაზე ყოფნა
-კარგით და ხომ ვერ მეტყვით როგორ წავიდე
-როგორც მაშინ
-მანქანა რატომ არ გყავთ ხომ ვერ მეტყვით?
-ვერ გეტყვიი - ამომხედა ნაგლად გამიღიმა და დივანზევე გაწვა -თუ იჩქარებ დამავალებ
-გამოვიცვლი და წავალ
-ხო რა თქმა უნდა აბა ასე დაგცინებენ - ამათვალიერა და თვალები დახუჭა -კარი მიხურე რომ გახვალ...
-ქოლგა არ გაქვთ? წვიმს და დავსველდები
-ჩემს გარდერობში იქნება რომელიმე კარადაში ...
ზემოთ ავედი ქოლგა ძლივს ვიპოვნე , შემდეგ ჟაკეტი მოვიცვი და წავედი. მაინც დავსველდი, ფხები სულ დამესვარა, ტალახში ამოვგორდი ფაქტიურად. გზაზე ვიდექი მაგრამ მხოლოდ სამარშუტო ტაქსმა გამოიარა ,გავაჩერე აბა რა გზა მქონდა. ნეტა არ შევსულიყავი, ჯერ ისე მოძრაობდა დავიღალე, მერე გადაჭედილი იყო ფეხზე დგომა მომიხდა და ვინ მეხვეოდა კაცმა არ იცის, საშინელი დახუთულობა, უჰაერობა და უსიამოვნო სუნი .სიმღერებზე აღარაფერს ვამბობ შეიძლება შევიშალო, რომ ყიყინებენ ეს ხომ სულ კატასტროფაა. როგორც იქნა ჩავაღწიეთ და ოცლარიანი მივეცი ყველაზე ცოტა ეს იყო ,მგონი ხურდა უნდა მომცეს თუ ეს დავუტოვო ვერ გავიგე მოკლედ რა . როგორც იქნა ხურდა მომცა იმდენი რკინის მონეტები იყო პირდაპირ ჩანთაში ჩავუძახე. შემდეგ ჩემს ქალბატონ ნანის ვესტუმრე მარაზიაში. თბილად შემხვდა, გამომკითხა ამბები და ბოლოს ახალი რეცეპტები და რჩევები მომცა. პარკებით დატვირთული გამოვედი და აფთიაქში გადავინაცვლე რადგან ის ფურცელი რეცეპტი აღმოჩნდა. ამ აღმოჩენამ გამაოცა ,ანუ რა გამოდის ის ჯმუხი კაცი ექიმია? აქ თურმე ყველა წამალი არ გაიცემა და მისი ხელმოწერა მოქმედებს . ანუ მოქმედი ექიმია და ვერ გავიგე იქ ვის მკურნალობს. ასე იყო თუ ისე ერთი პარკი წამლებით გაივსო და როგორც იქნა იქედანაც გამოვაღწიე. არ ვიცი მომეჩვენა თუ რა იყო მაგრამ საკმაოზე ნელა მუშაობდნენ ფარმაცევტები.სახლში დაბრუნება იყო ახლი საქმე, ტაქსი ვერ შევნიშნე მოსაცდელთან გადავინაცვლე და უკვე ვიცოდი რომელ ავტობუსს უნდა გავყოლოდი. ეს უკვე კოშმარი იყო ნამდვილი თან, წინა ავტობუსი გარეგნულად მაინც იყო ნორმალური ეს კი იშლება მგონი . ტვინის შერყევა მივიღე სანამ ჩავაღწიე რომ მივეცი ფული აღარც დავლოდებივარ. ყველაფერი ნაყიდი მქონდა და ხურდა რათ მინდოდა . ძლივს მივათრიე სახლამდე ეს ყველაფერი .ბატონ ანდრეას მშვიდად ეძინა დივანზე ,მძინარე ისეთი საყვარელია ანგელოზს ჰგავს. სახეც მშვიდი აქვს, არაა გაბრაზებული და არც ჯუჯღუნებს. წამლები მაგიდაზე დავდე ,დანარჩენი ყველაფერი სამზარეულოში შევიტანე , თავისი ადგილი მივუჩინე და დაღლილი ჩამოვჯექი . ეს ხო არ მაცლის რა,მაშინვე დამიძახა როგორც კი თავი დავდე.
-ანასტასიაა
-გისმენთ
-ამდენ ხანს სად იყავი...
-თქვენ რომ მანაქანა გამატანეთ ნელა დადის ...
-ყველაფერი იყიდე?
-დიახ ორ აფთიაქში შევედი ზოგი წამალი არ ჰქონდათ მაგრამ ყველაფერი ვიშოვნე
-კარგი მიდი სხვა წამლები მომიტანე
კიბეებზე ასვლა უკვე შემზიზრდა. ძლივს ჩავლასლასდდი და დავუდე ყუთი. ჩააწყო ყველაფერი ,რაღაცეები ამოიღო, ნემსი გაამზადა და თვითონ დაირჭო . ამ მომენტზე სულ მაკანკალებს ვერასდროს ვიტანდი ნემსებს, ექიმების მეშინია ნუ თუ კლინიკაში არ არიან,ერთი მეგობარი ბიჭი მყავდა სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა და აი მისი კი ნამდვილად არ მეშინოდა.სად წავედი ახლა ფიქრებით რა დროს კოლეჯია ეგ როდის იყო .
-რამე მოამზადე სანამ მე გამოვიღვიძებ ...-გასცა ბრძანება და ისევ მიწვა.აქამდე სულ რაღაცას აკეთებდა ახლა სულ უნდა იძინოს? რა უინტერესო ცხოვრება აქვს ამ ახალგაზრდა კაცს .
ერთი კვირა გადაუღებლად წვიმდა, ხანაც უბრალოდ შხაპუნა წიმა იყო,ხანაც ისეთი წარღვნა იწყებოდა მეშინოდა სახლიც არ დანგრეულიყო გარეთ ისეთი ამბავი ტრიალებდა. ორი ხე წაიქცა, მარტო ვეღარ ვრჩებოდი ოთახში, ანდრეას ვთხოვე და მეორე სართულზე ერთ-ერთ საძინებელში გადავედი დროებით. ამ წვიმების განმავლობაში ფეხიც მოურჩა და უკვე სიარულიც შეძლო. როგორც იქნა გამოვიდა მზე და მეც კარგ ხასიათზე დავდექი, მაგრამ ეს ადამიანი ხომ გრძნობს როცა მე კარგად ვარ და უნდა ჩამაშხამოს. დილიდან რეზინის ხელთათმანები მომიგდო და უკან გაყოლა მთხოვა. შემდეგ რეზინის ბოტები ჩაიცვა მეც მომცა და ეზოს გავხედე,ოღონდ ეს არა. ამ განადგურებულ ეზოს უნდა თავად მიხედოს? ნუთუ ეს ყვავილები და ხეები სულ მისი გაზრდილია . გამორციხულია, მებაღე როგორ არ ეყოლება. ამ ფიქრში გართულს კიდეც მომცა მითითებები, ასე დავიწყეთ ჯუჯღუნით იმდენი რამე გამაკეთებინა და თავადაც ხომ მუშაობდა კი გავწმინდეთ ეზო , ხეები დაჭრა და სახლის უკან არსებულ ქოხში შეიტანა სადაც მარაგი ჰქონდა, როგორც სჩანს ბუხრისთვის. მოკლედ ასე და ამრიგად მთელი ორი დღე დასჭირდა მხოლოდ ეზოს მოწესრიგებას, ეზო მარტივია ეს ხომ გითხარით უზარმაზარი ტერიტორიაა. ორი დღე შეისვენა ეზოს დაწმენდის შემდეგ, უკვე არაჩვეულებრივი ამინდები იყო, ტალახიც აღარსად ჩანდა და ტყეში შესვლაც შეიძლებოდა.
დილაადრიან წავიდა, წარმოგიდგენიათ რომ მეც 6 საათზე ვიღვიძებ? ბუნებრივად, როგორც კი გახდება ექვსი მეღვიძება. ფანჯრიდან დავინახე როგორ მიდიოდა ნიჩბებით ხელში ტყისკენ. ბევრი არ მიფიქრია ისე ჩავიცვი და უკან გავყევი. რომ დავეწიე მდინარესთან იდგა , უყურებდა ჯერ კიდევ დიდი სისწრაფით მომავალ, ტალახიან წყალს და არც კი ტოკდებოდა. ყველაფერი ტალახხით იყო დაფარული, სკამები მიწას დაეფარა და ის ლამაზი ადგილი მე რომ ვნახე მთლიანად განადგურებული იყო . ნასახლარად ქცეული სახლს ჰგავდა. ნიჩაბი ძირს დააგდო და ისე იღრიალა შემეშინდა.
-სად მიგყავარ ანდრეა - ისე სწრაფად შემობრუნდა და დაიძრა ჩემკენ შემეშნდა, მაგრამ მკლავში რომ მწვდა და წამიყვანა უკვე აღარ ვიცოდი რა ხდებოდა
-სახლში, სახლში მივდივართ აქ უკვე აღარაფერია ...
-მოიცადე... გავწმინდოთ იქნებ
-აზრი არ აქვს ერთხელ რაც იკარგება იმას ვეღარ აღვადგენ . ასე იყო ალბათ საჭირო ცუდი ადგილი შევარჩიე .ყოველთვის ასე ვარ, არჩევანის გაკეთება არ შემიძლია
-სახლი? სახლი ნახე? შენი ხის სახლი
-სახლი აღარაა ...მთლიანად ტალახშია ,ტოტებითაა სავსე , ჩემი ხეებიც სხვა ტოტებს აერია , იარაღებიც წყალმა წაიღო ...
-და ასე უნდა ჩაყარო წყალში ამდენი შრომა? მიწას მისცე უფლება დაფაროს?
-მიწას ცოცხალი არსების დაფარვის უფლებას ვაძლევთ და ხის სკამი რა მოსატანია საერთოდ ... ეშმაკსაც წაუღია ის სახლიც და ყველაფერი . დრო საკმაოდ გავიყვანე ,გასართობად მეყო
-და გინდა დამარწმუნო რომ გასართობი იყო მხოლოდ და არ განაღვლებდა რა გამოვიდოდა? გინდა მითხრა რომ მთელს გულს არ დებდი იმ ლამაზ სახლში? არ გიბრწყინავდა თვალები მდინარის ნაპირზე მისვლისას? არ განაღვლებდა ხო ის ლამაზი ადგილი შენი მოწყობილი რომ იყო - როგორც კი დრო ვიხელთე შევუტიე იქნებ დაცლილიყო ემოციებისგან
-გული არ მაქვს და ვერც ვერაფერს მივუძღვნი უკვე მივუძღვენი ერთს და თან წაიღო სამუდამოდ -ამით მორჩა საუბარი . ამჯერადაც ამოცანები დამიტოვა გაიგე ახლა მისი გული შეყვარებულმა, ნათესავმა, მეგობარმა თუ ვინ “წაიღო“ .მოთმინება იქონიე ანასტასია,მოთმინება და ყველაფერს გაარკვევ.
საკუთარი თავისთვის მიცემული რჩევა შევასრულე. შხაპმა მიშველა, როგორც ყოველთვის, წყალია ჩემი ძალა. მშვიდად დავიძინე ,მაგრამ მალევე გამეღვიძა,რა ჯანდაბა უკვე ძილსაც ვერ ვახერხებ. სახლი მქონდა დასალაგებელი ,დავიწყე მეორე სართულიდან, კიდევ კარგი მტვერსასრუტი აქვს და მარტივდება ცხოვრება. ბევრი ვეძებე და იატაკის მოსაპრიალებელიც ვიპოვნე უკვე ყველაფერი მალე დავასრულე, მტვრის გადაწმენდას რა უნდოდა. ოთახების დალაგება არც იყო საჭირო კარადებს ვგულისხმობ, მხოლოდ ანდრეას გარდერობში შევედი და მიმოვიხედე. სრული ქაოსი ,მხოლოდ სპორტულები და მაისურები აქვს ნორმალურად დალაგებული. სხვას არაფერს იყენებს ნეტავს ასე რომ აქვს შეყრილი? ყველაფერი იატაკზე გადმოვყარე და დავიწყე დალაგება ,თან სიმღერას ვუსმენდი და ცეკვა -სიმღერით მივალაგე ყველაფერი. შესანიშნავი პიჯაკები ჰქონდა. პერანგებმაც მიიქცია ჩემი ყურადღება,მთელი ერთი, უზარმაზარი კარადა გავავსე . თან ისე რომ დაჭმუჭნული აღარ იყო , ჰალსტუხებიც მათთან ერთად განვათავსე , ქვედა თაროზე და კლასიკური ფეხსაცმელები მოვათავსე. ეს ყველაფერი თავისი გემოვნებით თუ შეიძინა უდავოდ არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონია. რაც შეეხება სხვა არაკლასიკურ სამოსს მთელი გროვა იდგა ამდენი ჯინსი რა ჯანდაბად უნდა მაინც არ იცმევს სპორტულებით დაბოდიალებს მთელი დღე, სპორტული საწოლში მერე სხვა სპორტული ეზოში. მაისურები, ჯინსები, პერანგები , აქსესუარები იმდენი რამ იყო თვალები ამიჭრელდა. ნეტავ ჩემს ნივთებს როგორ ალაგებენ მოსამსახურეები , არა რა რომ დავბრუნდები აუცილებლად ,დაუყოვნებლივ გავუზრდი ხელფასს. ლაგების პროცესში მივხვდი,რომ ერთი უჯრა საერთოდ ჩაკეტილი იყო, სეიფსაც წავაწყდი კარადის სიღრმეში . იმდენად დავიღალე ,ფუმფულა ხალიჩაზე გავწექი და თვალები დავხუჭე,ცოტა მაკლდა ჩაძინებამდე თავზე რომ დამადგა
-აქ რა გინდა?- ყოველთვის ასე რატომ იწყებს ვინმე მეტყვის?
-მოიცა შენ..თქვენ წასული არ ბრძანდებოდით?
-სააბაზანოში ვიყავი
-ამდენი ხანი? ვინმე გყავთ იქ?- მის დანამულ გულმკერდს მივაჩერდი და მგონი ავაორთქლე წყლის წვეთები .ისე მიყურებს წვეთები კი არა მე გავუჩინარდი-რა ხდება? გარდერობი დავალაგე ეს არაა ჩემი მოვალეობა?
-მერე ჩემს გარდერობში უნდა გეძინოს? თუ გახვალ და მომცემ გამოცვლის ნებას კარგი იქნება
-გამოიცვალე მე რას გიშლი
-მეჩვენება თუ ჩასაფრებული ხარ როდის მნახავ შიშველს
-ეგ რომ მინდოდეს არ დამჭირდებოდა სამი კვირა სამი წუთიც საკმარისი იქნება - თვალი ჩავუკარი და გამოვედი იქედან.
მშვიდად დავბოდიალებდი ეზოში ჩემი მობილური რომ ამღერდა, ეკრანზე გამოსახულ ჩემს მეგობარს მეც ინსტიქტურად გავუღიმე და ვუპასუხე.დიდხანს ვისაუბრეთ, რომ მოვუყევი ამდენ ხანს რატომაც არ ვპასუხობდი და საერთოდ ჩემი ადგილსამყოფელი გაიგო კიოდა . გაგიჯდა გადაირია ,მაგრამ მასთან ერთად წასვლა მაინც არ შემეძლო და მომდევნო წელს უნდა დავლოდებოდით. რომ მითხრა მეც წამოვალო ლამის მოვკვდი იმდენი ვიწამე რომ გადამეფიქრებინა. დავიღალე იმდენი ველაპარაკე , სარწეველა სკამში ჩავჯექი და თვალები დავხუჭე, საშინლად ცხელოდა. ეზოს გავხედე და იმ წამს შევამჩნიე აუზი , რომელსაც ფუნქცია დაკარგული ჰქონდა რატომრაც. წამოვდექი სწრაფად და ჩავხედე ,გასასუფთავებელი იყო .აი საქმეც გამომიჩნდა , ავიღე საჭირო ხელსაწყოები, შესაფერისად გამოვეწყვე, ხელთათმანები მოვირგე თმა შევიხვიე საგულდაგულოდ და შიგნით ჩავედი. იმხელა აუზია მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა. მეორე დღისთვის გადავდე საქმე. თან უკვე ვახშამი მქონდა მოსამზადებელი.
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა, ანდრეა მოწყენილი იჯდა აივანზე და სივრცეს უყურებდა. ყავის ფინჯნებით დავადექი . მეც მის გვერდით სავარძელში განვთავსდდი, კარგა ხანს ვდუმდით ორივე, მე თუ არ დავიწყებდი აბა ვინ დაიწყება
-არ გინდა რამე მომიყვე? ან მკითხო?
-არა!
-ნუთუ არაფერი გაინტერესებს
-არა!
-კარგი რა არ გბეზრდება ასე რომ მელაპარაკები და მექცევი? ვიცი არც შენ ამაყობ ამ ქცევით .როცა მტკენ რამეს და მართლა ველურივით ხარ საკუთარ თავზე ბრაზდები...
-გეყოფა თორემ დამიჯერე არ შემაწუხებს სინდისის ქენჯნა ენას რომ ამოგაცლი
-ასე რომ მელაპარაკები მართლა მგონია რომ გამკეთებელი ხარ
-კი არ უნდა გეგონოს დარწმუნებული უნდა იყო
-არ ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ გული ყველას აქვს და მისი დაკარგვა არ შეიძლება.როგორც არ უნდა შეფუთო, რა ჯავშანიც არ უნდა შემოაკრა მაინც შეგეკუმშება და შეგაწუხებს .ეგ თვალები ახლა რომ ბრიალებენ მაინც ბრწყინავენ ხოლმე, სხვა ემოციასაც გამოხატავენ ბრაზის გარდა და დამიჯერე სხვა შემთხვევაში ბევრად უფრო კარგი ხარ
-და საიდან დაასკვენი რომ მაინტერესებს ეგ
-ვიცი რომ არ გაინტერესებს უბრალოდ გეუბნები რო ცხოვრება არ უნდა გაირთულო. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მდგომარეობა, ცხოვრების გაგრძელება შეიძლება თუ ცოცხალი ხარ . ვერ გააქრობ სამუდამოდ მაგ შენს ტკივილს ,რომელიც არ ვიცი რა არის, მაგრამ თუ მოინდომებ შეძლებ ბედნიერად ცხოვრებას.
-რამ გადაგაწყვეტინა ამ მოძღვრების ჩატარება..რას ელი მაგით
-იმას რომ ერთ მოსამსახურეს მაინც აიყვან, მძღოლს დააბრუნებ, საერთოდ თბილისში დაბრუნდები და აქ ტყეებში ხეტიალის ნაცვლად შენს საქმეს მიხედავ,არა აქედან არამედ პირდაპირ საავადმყოფოდან
-დიდხანს გააგრძელებ კიდევ კოდალას ფუნქციის შესრულებას თუ გაჩუმდები და მაცლი მშვიდად ყოფნას
-საერთოდ დაგტოვებთ ,ჩემი ცქერით და სმენით როგორ შეგაწუხებთ ჩემო ბატონო - ფინჯანი დავახეთქე მაგიდაზე და გაბრაზებული შევედი სახლში. რა მანაღვლებს როგორც უნდა ისე იყოს, მოკვდეს დარდით თუ უნდა,დარწმუნებული ვარ რაღაც სულელური მიზეზის გამოა აქ ჩაკეტილი. როგორ შეუძლია ასე მდორედ გაატაროს დღე, გული მაქ უკვე ცუდად ასე ერთფეროვანი დღეების გამო, ახლა კუნძულზე უნდა ვიყო ვერთობოდე უსიმპატიურესი ბიჭების გარემოცვაში, ვეწეოდე, ვსვამდე ვცეკვავდე და არ ვისმენ ამ იდიოტის ჯუჯღუნს და ვუყურებ მის დაღვრემილ ან გაავებულ სახეს.
ეზოში დავჯექი, ლეპტოპი დავიდე მუხლებზე და ფილმის ყურება დავიწყე,ის ბედნიერება მაინცაა რომ ინტერნეტია აქ. არ ვიცი რამ წამოუარა,გვერდით მომიჯდა და ჩემს მსგავსად მოეწყო ,ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და საზურგეს მიეყრდნო. რამდენიმე წუთი უყურებდა ფილმს . ზედმეტად ეროტიულ ნაწილზე გადავიდა მოქმედება ,ვიცი ახლა გავერთობი.წარბები მაღლა აზიდა, სასვე ბაგეები ერთმანეთს გაუხახუნა და ჭკუიდან გადამიყვანა. მეგონა რამეს მეტყოდა , ისე მოიქცა თავად მე გადავახვიე ,არადა მიყვარს თავიდან ბოლომდე ფილმის ყურება, რა უნდა აჩვენონ მონტაჟში ისეთი რითაც გავვოცდები . უკვე ღამის ორი საათი იყო, ტყიდან გრილი ჰაერი მოდიოდა და საკმაოდ შემცივდა, ხელები მკერდთან გადავიჭდე და მოვიბუზე, გამიკვირდა როცა გავარვარებული ხელი მომეხვია მხარზე და სხეულზე მიმიკრა, ისე დავიძაბე თითქოს პირველად ვეხვეოდი კაცს. წამიერად თორემ შემდეგ მოვდუნდი, თავი მხარზე დავადე და ისე განვაგრძე ყურება, ზედმეტად სასიამოვნო გარემო შეიქმნა , ჩემი ველური ადამიანად გადაიქცა, გაბრუებული ვიყავი მისი გარემოცვით ,ინსტიქტურად შევახე ყელზე ცხვირის წვერი და მისი სურნელი უკეთ შევიგრძენი .მგონი ეს არ უნდა მექნა,მაშინვე მომაშორა ხელი , მისი ადგილი სიცივემ და სიცარიელემ დაიკავა . ღმერთო რა შეგნების ხალხი არსებობს, უბრალოდ ჩავეხუტე სხვა ხო არაფერი , მართლა მოძალადე მგონია თავი , ანდრეა კიდე უსუსური ბიჭი . ფილმი დასრულდა, ჩვენ კი სახლში შევედით. ეს დღეც ასე დასრულდა როგორ ყველა, იყო ჩხუბი, იყო სიმშვიდეც.
...........
აუზი გავწმინდე. მთელი დღე მოვანდომე არადა დიდი არ იყო, მაგრამ მაინც სიღრმე ჰქონდა და ირგვლივაც ყველაფერი მოსაწესრიგებელი იყო. ძლივს აივსო, ყველაფერი გამზადდა და ჩასვლა შემეძლო ბატონი რომ გამომეცხადა
-რას აკეთებ... ვინ დაგავალა აუზის გავსება
-ხომ მითხარი სახლის საქმეებს მიხედეო ,გადავწყვიტე ეს მხარე გამელამაზებინა. თუ დამაცდი კარგი იქნება- მოკლედ მოვუჭერი და როგორც იქნა წყალში ჩავედი. ისე მესიამოვნა გრილი წვეთების შეხება,თითქოს კანი გათავისუფლდა. ცოტა ხანში ვტივტივებდი ,თვალები დავხუჭე და მზეს მივუშვირე სახე. დიდხანს ვიქნებოდი ასე წყლის დონეს რომ არ ეკლო, რამდენიმე წუთში ფსკერზე დავრჩი დამჯდარი,ზემოთ ავიხედე და ანდროს კმაყოფილი მზერა დავინახე. ეს ჩემი ნერვების მოშლით იღებს კმაყოფილებას და ერთობა ხო?
-ახლა ამობრძანდები და მიხედავ საქმეს ,გაიხსენებ შენს მოვალეობას თუ რა გავაკეთო
-წყალი როგორ გაუში ან სად
-სხვათაშორის გასასვლელი აქვს მაგ წყალს ..ერთი რომ იყოს სულ დაბინძურდება .ამოხვალ ? საქმე ნახე ...
-ოხ როგორ ვერ გიტან- ბრაზმორეულმა ვთქვი, მეთლახს მუჭი დავარტყი და წამოვდექი. კიბეებს ავუყევი .წყალის წვეთები სხეულზე დასრიალებდნენ. ისე ვიყავი გაბრაზებული დანა კბილს არ მიხსნიდა. გვერდი ავუარე და პირსახოცი ავიღე. არც გამიმშრალებია პირდაპირ სახლში შევედი
-იატაკი სველდება
-ისევ ჩემი მოსაწმენდია რა განაღვლებს- შევუბღვირე და ოთახში შევედი. სწრაფად გადავიცვი კაბა ,მხოლოდ საცვალი გამოვიცვალე და გავედი. კაბა ტანზე მეკვროდა ,გრილად ვყავი. იატაკი მოვწმინდე, შემდეგ ანდროს საძინებელში შევედი დივანზე იჯდა, ლეპტოპი ედო მუხლებზე და რაღაცას აკეთებდა, არც შემოუხედავს. არეული ჰქონდა ყველაფერი , ეს ჩემი ნაწვალები ძლივს რო დავალაგე. რა ნერვებად დამიჯდა მოთმენა ვინ იცის.
მას შემდეგ რაც ქოხს აღარ აკეთებს, არც კი გასულა ტყეში. სახლში ზის და ნერვებს მაგლეჯს. ახლა შემომიჩნდა ერთი კვირაა ერთ თეთრეულში მძინავს გამოცვალეო. საწოლი ავრიე , ზეწარი მოვაშორე, ბალიშებსაც გამოვუცვალე და როგორც არამცოდნე,ლამის საწოლზე გავწექი რომ გამესწორებინა რა ვქნა ვერ გავაკეთე .ნერვები დამაგჯა ,მერე ავიჭერი და მოვიფრიალე . ანდრეას რომ გავხედე აშკარად მიყურებდა თან დიდი ხანია როგროც ჩანს, ამას ხამური შემოტევა აქვს თუ რა ხდება
-ადრეა გაასწორე თვითონ არ შეიძება? ვერ ვაკეთებ მე
-შეეცადე
-ცუდად ვარ ვიწვი უკვე
-არაფერი გაცვია და რა გწვავს- მკერდზე მომაპყრო მზერა მეც გავხედე
-შენი მზერა - უცებ მომაშორა მზერა და კომპიუტერს ჩააჩერდა ისევ. ნერვებს მაგლეჯს უარესად. თავზე დავადექი ლეპტოპი ავაცალე და დავუბრიალე თვალები- გაასწორე რა
-მე რა ვიცი ... შენ ქალი ხარ
-მერე რა რო ქალი ვარ გენეტიკურად კი არ მოდის ეგ ცოდნა
-ღმერთო რა დავაშავე ეს რო გამომიგზავნე
-ღმერთო რა დავაშავე აქ რო გამომგზავნე
-გოგო
-ბიჭო
-როგორ მელაპარაკები ... ნამდვილი თავხედი ლაწირაკი ხარ
-ლაწირაკი? მე ვარ ლაწირაკი?
-ასაკს რა მნიშვნელობა აქ შენ ეგეთი იქნები სულ
-როგორი ეგეთი
-გადარეული- მეჩხუბება ხალხო ხედავთ ? ეს რამხელა მიღწევაა ამ ხესთან . საწოლი თვითონ გაასწორა ერთი ხელის მომსით . რამხელა მკლავები აქვს რა არის -საწოლი როგორ ვერ უნდა გაასწოროს ქალმა
-როგორ და ასე
-არაფერი გისწავლია ცხოვრებაში?
-არა არ ყოფილა საჭიროება . ორი ქალი მემსახურებოდა მხოლოდ მე, თუ მოვინდომებდი ჭამითაც სხვა მაჭმევდა
-ხეიბრად არ გრძნობდი თაავს?
-შენ არ გრძNობ 100 წლის მოხუცად თავს რომელსაც აღარაფრის თავი აქვს და სიკვდილს ელოდბა მარტოობაში?
-რა მეტყობა 100 წლის
-გარეგნულად არაფერი , ისე კი ქცევა, ხასიათი ყველაფერი მოხუცი კაცის გაქვს აგდიხარ აქ ამ ტყეში ქალი შენ არ გყავს, მოსაწევი არა, ღვინო არა, ვისკი არ გაქვს არაფერი სიმღერას არ უსმენ , არ ცეკვავ არ მღერი არაფერს არ აკეთებ აუზიც კი დამიცალე
-მიზეზი მაქვს .... ისე კი ცნობისთვის გართობა რომ მინდოდეს დალევა და კაიფი არ დამჭირდება. ეგ თქვენი არაფრისმქონე ცარიელი ადამიანების გასართობია
-მე ვარ არაფრისმქონე? შენს თავს შეხედე ერთი თვეა აქ ვარ და არავინ მოსულა ,არავის დაურეკავს, არავის მოუწერია
-არ მჭირდება არავინ თორემ ასი კაცი გაჩნდება ერთი ზარი რომ განვახორციელო
-პოლიციაში თუ დარეკე და უტხარი კონტრაბანდისტი ვარო კი
-შენთან ლაპარაკსაც არ აქვს აზრი .ნერვებზე მოქმედებ უკვე
-ნერვი გაქ კიდეც? მეგონა არ გქონდა და გულტან ერთად წაგართვა იმ შენმა საყვარელმა
-არ გაბედო და ეგ მეორედ არ თქვა გესმის? -უცებ გადაიქცა ცხოველად. მკლავში მწვდა და კედელს ისე მიმანარცხა ხერხემალი ჩემი აღარ იყო სულ დაიმსხვრა.- შენ არ გაქ უფლება ამდენი ტლიკინის, ენა გადაყლაპე თუ გინდა ,მაგრამ სიტყვა აღარ გავიგო . საერთოდ არ დამელაპარაკო საქმის გარდა არაფერზე. სულ ფეხბზე. შეგიძლია თუ არა ჩუმად ყოფნა. მე სიმშვიდე მჭირდება და ასეც იქნება.თუ არადა აიღე შენი ბარგი და გაქრია ქედან ,მე არ ვარ ვალდებული ავიტანო შენი ჭირვეული ქცევა, ენის უაზრო ტლიკინი და
-კიდევ გააგრძელებ ღრიალს? ძალიან მაინტერესებს რას მიმტკიცებ მაგით ,მაგარი ბიჭი ხარ რომ ყვირი თუ ამით ხვდები რომ მარტო არ ხარ და ცდილობ ისევ ვინმეს ებატონო. შეცდი იცი? მე ვერ გამომიყენებ მაგისთვის. ზედმეტად სუსტი ხარ. პირველივე ნაბიჯზე როგორც კი წინააღმდეგობა შეგხვდა უკან დაიხიე , ამდენი ნაშრომი წყალში ჩაყარე ,ზურგი აქციე და წამოხვედი. ესაა შენი სიძლიერე? დარწმუნებული ვარ იქედანაც ტყუილად წამოხვედი ამ ტყეში.ხარ აქ მარტო და ჩემზე ანთხევ ბრაზს თითქოს მე ვიყო დამნაშავე. - არ ეგონა თუ შევეწინააღმდეგებოდი .უკვე ერთი თვეზე მეტია აქ ვარ და ამდენის მოთმენა აღარ შემიძლია, ტასია ეს გააკეთე, ტასია ის მოწმინდე, ტასია ის მიალაგე . მორჩა უნდა გამიშვას, სათქმელს მაინც ვეტყვი . მე სადაც ვარ იქ მეორე ბატონი ვერ იქნება.
-გეფიცები ენას ამოგაცლი
-მიდი მერე რას მემუქრები ... წამოდი , წამომყევი - ხელი ჩავკიდე და წავიყვანე
-სად მიგყავარ გაგიჟდი?
-დიდი ხანია გიჟი ვარ მე - საჭირო ნივთები ავიღე , ყუთში ჩავყარე იდგა და მიყურებდა გაოცებული. შემდეგ დიდი ჩანთა მივაჩეჩე ხელში და წავედი-გამომყევი. უბრალოდ წამოდი , აღარ ვმუშაობ შენთან თუ გინდა დღესვე წავალ
-ნელა იარე არ დაიმტვრე
-ნუ ღელავ შენ - კი ვუთხრაი, მაგრამ ზედმეტად ჩქარა მივდიოდი ფეხი ამიცდა , რომ არ დავეჭირე დავგორებოდი
-ფრთხილად! ხომ გითხარი . მოვდივარ აჰა მოისვენე- გამასწორა ხელიც გამიშვა და ხელები მაღლა აწია- მიბრძანდი, მოვდივარ მეც
სანამ არ მივედით სახლამდე ხმა არ ამოგვიღია, ცოტა დავმშვიდდი. ყველაფერი ძირს დავაწყვე ,სახლი უვნებელი იყო , უბრალოდ დაჭუჭყიანებული, ტოტებით და ტალახით სავსე .
-ახლა ?
-ახლა აიღე ნიჩაბი და გავწმინდოთ სახლი. შემდეგ კი განაგრძე შენება
-კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ ქალბატონო ანასტასია, მზად ვარ გემსახუროთ
-ასეთი იდიოტი რატომ ხარ? ასე მარტივად თმობ ყველაფერს?
-ხო ასე მარტივად ვთმობ,ღმერთს ვერ ვებრძლები ,სხვა ყველაფერთან შერკინება შემიძლია მაგრამ მას ვერა. ერთხელ იმდენად მაგრად დამანარცხა მიწაზე და მაჩვენა თავისი ძალა მეტჯერ აღარ შევებრძოლები
-კარგი რა ანდრეა ...ნუთუ ასე ძნელი გასაგებია. მართლა ხისთავიანი ხო არ ხარ ,რატომ არ ცდილობ იცხოვრო რატომ არსებობ მხოლოდ არსებობ გესმის? რაც არ უნდა თქვა ეს არაა ცხოვრება,არა იმიტო რო არ ერთობი და კლუბებში არ დადიხარ . ხომ იცი რომ განგებ იწამებ თავს არ ვიცი რას გინდა მიაღწიო ამით,ვერ ვხვდები მაგრამ ფაქტი ისაა რომ თვითგანადგურებას ახდენ. არ მჯერა რომ ასეთი იყავი სულ, არ მჯერა რომ ცხოვრებაში მიზანი არ გქონდა რომ ყველაფერი მიიღე და ახლა ასე დუნედ ყოფნა განიჭებს სიამოვნებას
-ძალიან კი გინდა ყველაფერი გაიგო , მაგრამ არ ვაპირებ- გვერდი ამიარა ისე როგორც ყოველთვის თითქოს არცერთი ჩემი სიტყვა გაუგია . სახლის გაწმენდა დაიწყო.. მეც ვეხმარებოდი, ძალიან დავიღალე იმდენად რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი. სულ დავსველდი, ავწითლდი არაადამიანურად გამოვიყურებოდი ალბათ. სამაგიეროდ საქმით კმაყოფილი დავრჩიი. ვიდექი და ვუყურებდი უკვე გაწმენდილ შენობას, რომელსაც მხოლოდ ფანჯრები და კარი სჭირდებოდა . ოთახების რემონტს კი თავად მივხედავდი .
-წავედით ...
-წავედით ხო თუ ავმოძრავდი - ძლივს ვადგამდი ნაბიჯებს . ანდრეა უკვე საკმაოდ წინ იყო, ქვაზე დავჯექი და წყლის ბოთლიდან უკანასკნელი ყლუპი დავლიე. ალბათ იმდენად განადგურებული ვჩანდი ანდრეასაც კი შევებრალე. დაბრუნდა ჯერ მიყურება შემდეგ ხელი დამავლო და ამიყვანა-რას აკეთებ არ დაგივარდე. ამხელა ჩანთა გაქ მოკიდებული.. ანდრეა
-გაჩუმდი ... არ დამივარდები უბრალოდ ნუ ფართხალებ
-კარგი ... მე შენთვის ვამბობ - თავი მხარზე ჩამოვადე, ხელები ყელზე მოვხვიე და გავიტრუნე,ლაპარაკის თავიც არ მქონდა. ისე ვიყავი დაღლილი სარწეველასავით იყო ანდრეას ხელები . თვალები მიმელულა და ისე ჩამეძინა ვერც მოვახერხე გამოფხიზლება.
-ღმერთო რა გადარეული ხარ - გავიგე როგორ ჩაილაპარაკა ანდრეამ და შუბლზე ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი .
შუაღამეს გამეღვიძა . ძილის გაგრძელება აღარ შემეძლო ამიტომ ეზოში გადავინაცვლე. სიმყუდროვით ვტკბებოდი ბატონის გამოჩენამდე
-გაიღვძე ქალბატონო? აბა როდის მიბრძანდები
-რამე სიზმარი იხილე? მთელი 10 თვე შენთან ვრჩები
-აჰა ანუ ასე? ახალი თამაში დაიწყე?
-აქამდე ვთამაშობდი? - ქვემოდან ავხედე და წარბები შევკარი
-არ ვიცი არ ვფიქრობ შენზე მაგდენს
-ამდენს ანუ ფიქრობ- თვალი ჩავუკარი და ზურგი ვაქციე . ჰამაკში ჩავწექი და ჩემკენ მომავალს გავხედე -სად მოდიხარ..ორივეს ერთად არ გაგვიძლებს ეს ხე საერთოდ მოტდება შენ რომ აქ დაჯდე
-ღმერთო რამდენს ლაპარაკობ- ისე მიმაჩოჩა გვერდით და ცაეშვა ჰამაკში ჩასუნთქვა მოვასწარი და შეშინებული ზედ ავეკარი ,მეგონა ჩაწყდებოდა თოკი ან უარესი ხე მოტყდებოდა და დავვარდებოდი მიწაზე- რას აკეთებ
-ვაიმეე ..არ ჩავვარდით?უუუჰ ამოვისუნთქე- მოვდუნდი ,მისი მაისურის საყელოზე ჩაბღაუჭებული თითებიც მოავდუნე და თავი მხარზე დავადე -იმედია არ აამოძრავებ არ გაბედო- ხელი ბალახზე დაადო და ჰამაკი აამოძრავა, ხომ ვამბობ ჩემს ნერვებზე დაკვრა აბედნიერებს -კარგი იცოდე რომ დავარდები მე არაფერი შემემთხვევა- ფეხები კომფორტულად გავშალე მის ფეხებს შორის - ამოისუნთქე არ დაიგუდო- გავიცინე და თავი მკერდზე დავადე.რამდენიმე წამში მისი გულისცემა მესმოდა, ჯერ ნორმალურად ცემდა, შემდეგ აჩქარდა, შენელდა, ისევ აჩქარდა -არითმია გაქვს მგონი.. ასეთი მოხუცი ხარ?
-რა გაგეგება ნეტავ
-უკაცრავად ყველა თქვენსავით ექიმი ვერ იქნება.. ისე რისი ექიმი ხარ კონკრეტულად?
-გინეკოლოგი ვარ
-ოჰოო საინტერესოა ..მერე ახლა რატომ ისვენებ აღარ სჭირდებათ ქალებს ექიმი?
-ექიმი ყოველთვის დასჭირდებათ ამ შემთხვევაში ...
-გიყვარს შენი საქმე?
-მიყვარდა... ძალიან ,უზომოდ მიყვარდა მთელი ბავშვობა ექიმობა მინდოდა და გავხდი კიდეც
-რამდენი წელი მუშაობდი?
-ათი
-ათი ? მოიცა მართლა ათი წელი მუშაობდი? - უცებ წამოვიწიე და მუცელზე დავაჯექი ხელები კი გულ-მკერდზე მივაბჯინე- ვაუუ.. ალბათ ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა შენი დახმარებით
-სულ გინეკოლოგი არ ვყოფილვარ. მეორე კურსიდან დავიწყე და უბრალოდ დამხმარე ექიმი ვიყავი .გამიმართლა და თავიდანვე სამეანო განყოფილებაში გამიშვეს. მაშინ არ მქონდა არჩეული განხრა. ხუთი წელი დამოუკიდებელად ვიღებდი პაციენტებს. მანამდე ვსწავლობდი და უმცროსი ექიმი ვიყავი, მორიგეობის დროს ვიღებდი მხოლოდ მშობიარეებს
-მაგარია... - ისევ ისე მოვთავსდდი და მის დაჭიმულ ხელებზე თითები გადავატარე -რამდენ ადგილასაა ეს თითები ნამყოფი ვინ იცის- მაინც ვერ შევიკავე თავი და სერიოზული საუბარი არ გამოგვივიდა, ვკისკისებდი და იმდენი ვიცინე ბოლოს მასაც გაეღიმა -კარგი რა ერთი გამიღიმე გთხოოოვ ანდრიკოო
-რა ანდრიკო - მაშინვე შეკრა წარბები
-აუ ანდრო გამიღიმეე - თითები მის მუცელზე ჩავასრიალე შემდეგ კი მისი გაცინება ვცადე -რა არი რა სულ კუნთია?
-ტყუილად ნუ წვალობ ...
-რამდენი ხანია არ გაგიცინია
-ოთხი წელია ალბათ- ისევ ეს სევდა მის მწვანეებში
-მეღადავები ხო?მიდი ახლა გაიცინე ვიცი რო ხუმრობ. როგორ შეიძლება ამდენი ხანი ადამიანმა არ გაიცინოს
-რეფლექსურ გაღიმებას თუ არ ჩავთვლით . მე რასაც ვუწოდებ სიცილს მართლა დიდი ხანია არ ვყოფილვარ სიცილის განწყობაზე . რომ გაიცინო ბედნიერი უნდა იყო და როგორც შენ ამბობ მე არ ვარ ბედნიერი
-პრობლემა იცი რა არის? არ ცდილობ ... შენ არ გინდა რომ ბედნიერი იყო - ისევ უკან დავბრუნდი, აღარაფერი მითქვამს, ისიც რა თქმა უნდა დუმდა. ბოლოს ხელები მომხვია და გამათბო. ამ დროს რატომღაც სულ ჩუმად ყოფნა მინდება , მის მკლავებში თბილად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს, თვალები დახუჭული მქონდა, ალბათ იფიქრა რომ მეძინა. მარჯვენა ხელი ფრთხილად შემიცურა თმაში , სახიდან მომაშორა და უკან გადამიწია,
-ჭირვეული, ცანცარა ბავშვი იმედია მალე წახვალ აქედან მეშინია შენც არ დასერიოზულდე. სერიოზული უფრო აუტანელი იქნები ვიდრე ცანცარა - ჩუმად მითხრა და შუბლზე მაკოცა. -სიფრიფანა - ჩემთან ერთად წამოჯდა,ხელები მომხვია და იქედან როგორ გადმომიყვანა არ ვიცი ,მაგრამ აშკარად მივყავდი სახლში და სხვა დანარჩენი უმნიშვნელო იყო. სიცარიელე ვიგრძენი როცა მომშორდა ,სხვა რომ ყოფილიყო რამდენიემე წამში ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა ,მაგრამ ის გავუშვი . რამდენად ძლიერიცაა ფიზიკურად იმდენად სუსტი მეჩვენება შინაგანად, რაღაც იმდენად ღრმა განცდას ატარებს მეშინია უარესად არ ვატკინო ჩემი ქცევით. პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში, როდის იყო ვინმეს გრძნობებზე ვფიქრობდი, როდის ვარჩევდი ქმედებებს, სიტყვებს და ვზრუნავდი სხვაზე. მე ხომ ეგოისტი ტასო ვარ ,რომელსაც საკუთარი თავის სიამოვნების გარდა არაფერი აინტერესებს , უკან არ იხევს, ნებისმიერ რამეზეა წამსვლელი . ფაქტი ერთი იყო , მე ანდროზე ვდარდობდი, ვღელავდი და ისიც მაღელვებდა თავად რას განიცდიდა. მასთან ვმშვიდდებოდი, მომწონდა ისე როგორც არასდროს არავინ . ისეთი სიცარიელე ვიგრძენი, ისე მომინდა ისევ მის გვერდით, მის მკლავებში მოქცეულს ძილი,რომ არაფერზე მიფიქრია . ანდროს გვერდით ვიწექი, თავი მკერდზე დავადე, ხელი მოვხვიე , კომფორტულად მოვეწყვე და გაიღვიძა კიდეც. მშვდიად ეძინა სანამ მე არ შევეხე, შემდეგ ისე წამოჯდა და ამოისუნთქა თითქოს ახრჩობდნენ
-აქ რა მინდა?- დავასწარი სანამ მეტყოდა- მინდოდა და მოვედი . დაიძინე ,ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ ..ვიცი ხო სულ გავაფრინე- კვლავ არ დავაცადე სიტყვის თქმა
-გაჩუმდები და მაცდი დაძინებას? ასე თუ მომხვიე ხელი ამოსუნთქვას ვერ შევძლებ - რამდენიმე წამს მიყურებდა , შემდეგ კი სრულიად გადამიყვანა ჭკუიდან
-რაა? მოიცა არ გამაგდებ? არ მეტყვი მოსამსახურე ხარ და უფროსის საწოლში რა გინდაო? შენ არ ხარ ქალბატონი აქ მე ვარ ბატონიო? ან იმას შენ რამდენი რამე მოგინდება გაიგე რომ აქ ვერ შეგისრულებს ვერავინო..ან ის
-რატომ არასდროს მაცლი მშვიდად ყოფნას? მაინცადამაინც უნდა გამაბრაზო? გაგაგდებ ახლა იცოდე აივანზე ჩაგკეტავ მერე და იყავი იქ
-კარგი ჩუმად ვარ... მოიცა მართლა დავრჩე?
-გადაგინდა ხო?
-მგონი ... თუმცა არა-გავუღიმე და ისევ ჩავეხუტე-შენ ამ ხელებს სულ ასე უსულოდ ყრი საწოლზე თუ ...
-ნელ-ნელა მითამამდები ხომ ხედავ
-კარგი ჩუმად ვარ.. მორჩა ვიძინებთ - ბოლო სწორედ ეს სიტყვები იყო.მგონი ანდროს უკვე ეძინა და იმიტომ დამტოვა იქ . დილით მარტოს გამეღვძა, რა თქმა უნდა წავიდა. სწრაფად მოვამზადე ყველაფერი, მივალაგე, საჭმელი ჩავაწყე კალათში და წავედი. ანდრიკო მუშაობდა , აი ჩემი კივილის შედეგიც. დაუბრუნდა საქმეს და მალე დაასრულებს კიდეც. ფანჯრები და კარები საიდან მოიტანა არ ვიცი მაგრამ უკვე ამზადებდა რომ დავადექი
-დილამშვიდობის
-დილამშვიდობის... დროულად მოხვედი საშინლად მშია- კალათი გამომართვა და მაგიდაზე დადგა
-მოიცა ეს ის მაგიდა არ არის? გადმოიტანე?
-დიახ ...
-ჩემი ბუზღუნა დაბრუნდა
-შენი ნაკლებად და ისე არსად წავსულვარ
-წუხელ აბა წამიერი გამონათება იყო?
-უბრალოდ იმდენი ვიკამათეთ საღამოსაც რომ გვეჩხუბა არ ღირდა
-კარგი ხო....არ დავნებდები მაინც.მეც მშია რომ დააძეხი დამიტოვე ცოტა -ავბუზღუნდი უცებ და გვერდით მივუჯექი. როცა დავასრულეთ სახლში შევედი. რამდენიმე ოთახი იყო , შეღებვა სჭირდებოდა, იატაკიც გასაკეტებელი იყო . საღამომდე ვმალიარობდით. იმდენი ვისულელე, მაინც დავსვარე საღებავში , მეც დავისვარე სულ ღიღინით ვაკეთებდი . სახლში რომ შევედით მერე მივხვდი როგორ დავიქანცე. საღებავებიანი სამოსი გადავყარეთ,მოვწესრიგდით და მისაღებში ჩამობრძანდა.ლეპტოპი ეჭირა ხელში, დივანზე დაჯდა და წვენი მთხოვა. ვახშმის მომზადება დავიწყე , რაღაცეები შევწვი სახელებს ვერ ვიმახსოვრებ,მეც მომწონს ისე ესენი უბრალოდ ზედმეტად კალორიულია და ამ დროს ვერ შევჭამ. ტელევიზორი ჩავრთე ამჯერად ,იმდენი ვეძებე რაღაც ფილმს წავაწყდი და ყურებდა დავიწყე,მერე გამახსენდა პოპკორნი მქონდა, გავაკეთე და დიდი ჯამით დავიდე მუცელზე. მივირთმევდი ბატონი რომ დამადგა. როგორც სჩანს უყვარს პოპკორნი,გვერდით მომიჯდა და ამაცალა ჯამიდან .იმხელა ხელი აქ ერთი მუჭი კი გამოვიდა ნახევარი ჯამი.
-რა სისულელეებს უყურებ
-სასაცილოა რა გინდა.
-რაა სასაცილო ბოდიალობენ უბრალოდ - მობეზრებულმა თქვა და წავიდა.
მეორე და მომდევნო რამდენიმე დღე სახლის მოწესრიგებას დავუთმეთ. არ ვიცი საიდან და როგორ მაგრამ დილით იქ ანდრეასთან ერთად მხვდებოდა ნივთები . სად რა უნდა ყოფილიყო მე შევარჩიე და როგორც იქნა დავასრულეთ,გამოვიდა პატარა, კომფორტული თავშესაფარი სადაც მშვიდად ყოფნას შეძლებდი . როგორი ქარიშხალიც არ უნდა ყოფილიყო არაფერი ემუქრებოდა ნუ კარი თუ არ დარჩებოდა ღია .
-ესეც ასე აბა ამის დატოვება ღირდა?
-გამოვიდა ...- კმაყოფილი იყო ტუჩის კუთხე ჩატეხა და სახლი დაათვალიერა ისევ-კარგად იმუშავე შეგიძლია რამე მთხოვო..სამსახურთან დაკავშირებით
-აუზი მინდა ... სავსე
-კარგი ..- თვალები გადაატრიალა და გამეცალა.-ხვალ რომ წახვალ მეც მინდა რაღაცები და მოგცემ სიას
-კარგი ...იმედია ყიდვას შევძლებ
-რის ყიდვასაც ვერ შეძლებ ისინი მოვიტანე უშენოდ მგონი
-კარგი ხო
შემდეგ დავინახე ანდრეა როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას. უფრო სწორად რეკავდა და ელოდა ... ნერვიულობა შორიდანვე ემჩნეოდა . ამ შანსს არ გავუშვებდი ,სწრაფად ავირბინე და დაველოდე რას იტყოდა . სამწუხაროდ საქმესთან დაკავშირებით რეკავდა, თან ლეპტოპში კითხულობდა რაღაცეებს თან ლაპარაკობდა
-მოიცა არ გათიშო ანდრო რა ..
-რა გინდა მათე?
-აღარ მოგბეზრდა მანდ მარტო ყოფნა? დაბრუნდი რა იცი როგორ გვაკლიხარ? დედა სულ შეიცვალა. ენატრები ძალიან , მამაც იმედგაცრუებულია ხომ იცი როგორ უყვარხარ .ახლა ჩემგან მოითხოვენ ყველაფერს და მე სად შემიძლია იმდენი შენი საქმე რომ გავაკეთო და ავუნაზღაურო შენი არყოფნა. საქმე რომ გავაკეთო შენს ნაცვლად ხომ ვერ ვიქნები ყველგან... ანდრო დაბრუნდი რა ..ამდენი წელი გავიდა,დროა უკვე შეეშვა ამ განდეგილობას დავიჯერო ერთი მაცდური ქალი აღარ გამოჩნდა ? მამა ლამის ყოველ თვე ახალ გოგოებს გიგზავნის და შენც აგდებ ყველას ... ახლა დიდი ხანია არ გამოუგზავნია და რა ხდება?
-ამოისუნთქე კარგი?
-მელაპარაკები? არ გამითიშავ?
-ხომ გისმენ ვერ ხედავ? რა ხდება სხვა შენთან ..საქმეზე არ გეკითხები
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს. ამდენ რამეს როგორ აკეთებდი ტო კლუბში წასვლის თავიც აღარ მაქ .ერთი თვეა ქალი არ უნახავს ჩემს ბიჭს
-გადარეულო - მის წუწუნზე გაეღიმა- ახლაა რთული პერიოდი, მაგრამ მოისვენებ მალე ნუ ღელავ . თუ გინდა რატი დატოვე კომპანიაში და შენ მოტყდი
-რას მეუბნები..რა დღე დამიდგა მოკლედ რა . ჩემი უფროსი ძამიკო რომელიც სულ მსაყვედურობდა საქმეს არ აკეთებო ახლა მეუბნება მოტყდიო .
-შეიცვალე ...
-შენ რომ შეიცვალე მაგიტომ ... დაბრუნდი რა ,დაბრუნდი და მე ისევ ისეთი ვიქნები ,რამდენი ხანია არ მითამაშია იცი? გუნდიდან გამომაგდებენ
-შეეშვი ყველაფერს და ის გააკეთე რაც გინდა . მამა მიხედავს ყველაფერს რატისთან ერთად ,მეც აქედან დაგეხმარებით
-მეც რო მივატოვო მამა ალბათ შეტევა ისევ მოუვა და არ შემიძლია
-ისევ? რას ნიშნავს ისევ - მაშინვე გაუქრა მშვიდი ტონი. სახეზე ვერ ვხედავდი,მაგრამ ვგრძნობდი
-ფუ ამის დედაც წამომცდა მაინც რა
-ამოღერღე ახლა დროზე
-კარგადაა ახლა ნუ ნერვიულობ. ერთი წლის წინ დაემართა, მე თამაშზე მივდვიოდი, შენც არ გვიკავშირდებოდი მაშინ საერთოდ ,სიტუაცია აირია კომპანიაში და თათბირის დროს გულის შეტევა ჰქონდა, მადლობა ღმერთს მსუბუქი იყო, მაგრამ მკურნალობის ქვეშაა .დედა ყველგან წამლებით დასდევს, ამაზე ჯუჯღუნებენ ახლა და არიან ასე კატა თაგვივით ხომ იცი რა ტიპებია რიან
-რატომ არ მითხარი აქამდე
-რა აზრი ჰქონდა ჩამოხვიდოდი? უნდა გენერვიულა მანდ და თავი დაგედანაშაულებინა. ისიც საკმარისია რაც ტყუილად გგონია შენი დანაშაული ...
-გეყოფა!
-კარგი აღარაფერს ვიტყვი ... იცი კესანე ამერიკაში მიდის სწავლის გასაგრძელებლად
-მერამდენედ
-ხო იცი რა ტიპია ეგ შენზე უარესია ახლა რაღაც ახალი კურსების გავლა უნდა ... მგონი მობეზრდა ადვოკატობა და ამდენი ადამიანის დაცვა ახლა მოსამართლე უნდა გავხდეო და მოკლედ არ ვიცი რა . ის გიორგი უკვე მე მეცოდება რა , კიდე არ მოუყვანია ცოლი ეს კიდე ზედაც არ უყურებს
-თუ არ უყვარს რა ქნას
-ვინ გითხრა რო არ უყვარს
-ახალია რამე?
-ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად ექვსი თვის წინ. ორი თვე ერთად იყვნენ, მერე იჩხუბეს და ეს წამოვიდა. მერე იყო ყვავილების ბუმი, საჩუქრების ბოდიშები... მაინც ვერ გავიგე რაზე იკამათეს მაგრამ მე კი დავიღალე უკვე
-ყოჩაღ გიორგის? მე თუ მკითხავ ისევ ეგ არის ჩვენი კესუნას ბედი
-აღარაფერი ვიცი მე ...ყველაფერი აირია შენი წასვილს შემდეგ ,ბიჭები უხალისოდ არიან, სახლში ყველა ზომბივითაა. შენ იყავი რგოლი რომელიც ავსებდა ყველაფერს ახლა მგონი ჰაერში ვართ და ხსნა არ ჩანს..
-წავედი..ყოველ მეორე წინადადებაში ერთ თემას ეხები..იცი რომ არ დავბრუნდები, მაგრამ მაინც.
-კარგი ვჩუმდები ისე მელაპარაკე რა მომენატრე...შენ საერთოდ არ მოგენატრეთ?
-წავედი- მგონი ბიჭის ხმამ იმდენად იმოქმედა ცოტაც და გატყდებოდა. მობილური გათიშა,კომპიუტერიც დახურა და სახე ხელებში ჩარგო.ღრმად სუნთქავდა,აშკარად რაღაცას იხსენებდა ,შემდეგ მაგიდა ააყირავა და ისე დაიყვირა მივხვდი რო უნდა გავცლოდი ტერიტორიას . რამდენიმე საათი ვიცადე ოთახში შემდეგ ისევ ავედი , საძინებელში არ იყო, აივანზე სარწეველაში იწვა მობუზული . პლედი ავიღე და ისე გავედი, ფრთხილად გადავაფარე ცოტა ხნით ვუყურებდი შემდეგ ჩემს საძინებელს დავუბრუნდი და დავიძინე.
ამ დღის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მთელი ზაფხული აუზზე გავატარე, ეს იყო ერთადერთი განტვირთვის წყარო, ანდრეას მოთხოვნებისგან გადაღლილობის შემდეგ . შემოდგომაც დაიწყო.არ მიყვარს არცერთი სეზონი ზაფხულის გარდა,მაგრამ აქ, ამ ტყეში ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. სეირნობის სურვილი მიჩნდებოდა და დავბორიალებდი უკვე ნაცნობ გარემოში . სიარულიც აღარ მიჭირდა, ანდრეა კი ძირითადად სახლში იყო, ეზოს უვლიდა.მეც მასწავლა ყვავილების მოვლა და ეს საქმე ძალიან მომწონს . ჩემი საყვარელი ნანის დამსახურებით იმდენი კერძის მომზადება ვისწავლე ანდრეა გაოცებული იყო. ის კი არა საკუთარი თავით მეც გაოცებული ვიყავი. რომ ვფიქრობდი ვბრაზდებოდი კიდეც , უკვე აღარ მეზარებოდა იქ ყოფნა, არც იმ საქმეების კეთება რაც ყოველდღიურად მიწევდა, ანდრეას ხასიათსაც კი შეევჩვიე ,იმდენად რომ მინიმალურამდე დავიყვანეთ კომფლიკტების რიცხვი. არ ვიცი რატომ , მაგრამ ეს სეზონი აშკარად არ უყვარდა, ზედმეტად უხალისოდ იყო მთელი ოქტომბრის თვე კატასტროფულად ხშირად ჩხუბობდა, ათას წვრილმანს იპოვნიდა და დაიწყებდა ჯუჯღუნს. მობილურზეც აღარავის ესაუბრებოდა. არც საქმეებს აგვარებდა.კაბინეტში შეიკეტებოდა და რას აკეთებდა არც კი ვიცი იქ შესვლა კი არა საერთოდ მეორე სართულზე გავლა მეკრძალებოდა. 12_ში ღამითაც კი არ გამოსულა .არ ვიცი რას აკეთებდა , ვერ ვისვენებდი რაღაც შიგნიდან მღრღნიდა . თბილი ჟაკეტი მოვიცვი პიჟამაზე და კიბეს ავუყევი. ძალიან ნელა მივდვიოდი, თითქოს მეშინოდა. საშინელი ამინდი იყო ,წვიმდა, ძლიერი ქარიც ქროდა და სახლში გამეფებულ სიმშვიდეს აღრვევდა . კიბის მესამე საფეხურზე ვიდექი და ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა , ფანჯარას გავხედე საიდანაც მხოლოდ წვეთებს ვეხედავდი დიდი სიჩქარით რომ ეცემოდნენ მინას. უეცრად მსხვრევის ხმა გავიგე,თითქოს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამსხვირეს .შევკრთი , მეორედ რომ განმეორდა უკვე მივხვდი საიდანაც მოდიოდა ხმა.ამ ყველაფერს ყვირილიც დაერთო. არაადამიანურ ხმაზე ღრიალებდა და უბრალოდ რაღაც ბგერებს გამოსცემდა.როგორ მივედი კარამდე არ ვიცი , გონს რომ მოვედი უკვე კაბინეტში ვიყავი ,ირგვლივ ყველაფერი არეული იყო,თუ რაიმეს ამოყირავება შეიძლება ყველაფერი გადაყირავებული, ანდრეა კუთხეში იყო ჩაკეცილი .მისი დანახვისას გული შემეკუმშა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ცახცახებდა , სულ გაფითრებული იყო, ტუჩები გალურჯებოდა ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა რომელშიც ცოტოადენი სასმელი იყო დარჩენილი, კედელს თავი მიაყრდნო და გამომხედა .მისი თვალები ისეთ ტკივილს გადმოსცემდა სულამდე ჩააღწია ,თითქოს მეც მტკიოდა მასთან ერთად. არაფერი მითქვამს, შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მისკენ დავიძარი .გვერდით მივუჯექი სავსე ბოთლი ავიღე ,რომელიც იატაკზე ეგო ,თავი მოვხსენი და მივიყუდე .შემდეგ ანდროს გავუწოდე , რადგან დალევა ჭირდება იყოს ასე
-შეძლებ მოსმენას? - უეცრად დააღრვია დუმილი და გამაოცა წინადადებით. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და მოვემზადე. თუმცა არ ვიცოდი რა უნდა ეთქვა,რას წარმოვიდგენდი მთელს ისტორიას თუ მომიყვებოდა ,თანდათან შევდიოდი ამ ამბავში ,თითქოს იქ ვიყავი -საშინლად მეჩქარებოდა ლექციაზე, ლამის გავრბოდი ხალხმრავალ ქუჩაში, ხელით ვხსნიდი გზას და ბოდიშს ვიხდიდი . წინ არც გამიხედავს ნორმალურად ვიღაც ქალს რომ დავეჯახე ლამის ავაყირავე , სანამ მას დავეხმარე ისევ მყარად დადგომაში და ტრიალი გავაკეთე ისევ რომ გამეგრძლებინა გზა თავად მომიცდა ფეხი,თოვლი მოყინული იყო იმ ადგილას, ხელების ფართხალით დავვარდი ძირს,თუმცა თოვლი არ შემიგრძვნია,ვიღაცას დავეცი ზემოდან . თვალებგაფართოებულები ვუცქერდით ერთმანეთს, ხალხი გვეხვია თავს,გვეკითხებოდნენ რამე ხომ არ მოვიტეხეთ,ჩვენ კი ასე გაშესებულები ვუცქერდით ერთმანეთს. ისეთი საოცარი თვალები ჰქონდა სამუდამოდ არ მოვაშორებდი მზერას,მაგრამ ზედმეტად მძიმე ვიყავი ამ სიფრიფანა გოგოსთვის , საწყლად დააწვრილა აცრემლიანებული დიდრონი,თაფლისფერი თვალები და მეც გონს მოვედი. რომ მოვშორდი მეგონა რაღაც დავკარგე, ხელი სწრაფად შევაშველე ,წამოდგომაში დავეხმარე და როცა მივხვდი რომ საგანგაშო არაფერი სჭირდა ამოვისუნთქე. მინიმუმ საყვედურს ველოდი,მან კი გამიღიმა და წამით ისევ გავითიშე . არაუშავსო მითხრა, ისეთი წკრიალა ხმა ჰქონდა, ისეთი ნაზი იყო მადლობა გადაუხადა ყველას ყურადღებისთვის და ყველამ დაგვტოვა. მე კი ისევ ვიდექი იქ და საერთოდ არ მანაღვლებდა დავიგვიანებდი თუ არა . ჩაიზე დავპატიჟე,მოპირდაპირე მხარეს არსებულ კაფეში შევედით. თავისუფალი მაგიდა დავინახე ,ქურთუკის გახდაში დავეხმარე, იქვე საკიდზე დავტოვეთ თხელი ნაქსოვი, იასამნისფერი ზედა ეცვა, სწორი მუხლამდე კაბა და შავი ფეხსაცმელი. თმა გაშლილი ჰქონდა, დანამვოდა თოვლით რომელიც უკვე დამდნარიყო და მის წაბლისფერ თმაზე ბრჭყვიალებდნენ. რამდენიმე წვეთი ყელზეც მიუყვებოდა, როგორც ჩანს თმიდან ჩამოცვივდა, თვალში მომხვდა წყვილი ხალი , მზერა ლავიწისკენ გამექცა თეთრ ფითქინა კანზე კიდევ შევნიშნე ერთი ხალი ამჯერად საპირისპირო მხარეს პირდაპირ ლავიწზე იწონებდა თავს. ისე მომინდა მეკოცნა სწორედ იმ ადგილას ცხელი ჟრუანტელის ტალღამ დამიარა მთელს სხეულში. ძლივს შევამჩნიე რომ რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავი ,გოგონა კი თვალების ფახუნით მიცქერდა ,თითებს აწვალებდა მაშინვე გამეღიმა. ხმამაღლა რომ ვუთხარი ნეტავ რამე გტკიოდეთ ნახვის შანსი მექნებოდათქო ლამის ენა მოვიჭერი , მან კი იცი რა მითხრა? ჩემი სურვილიც გამოდგება მეორე შეხვედრისთვისო... საღამოს შვიდ საათზე ამ ადგილას შევხვდეთო მითხრა და წავიდა. მეორე საღამოს რა თქმა უნდა ველოდი, დააგვიანდა, მაგრამ მოვიდა. მისი სახელიც კი არ ვიცოდი და უკვე ვგიჟდებოდი მასზე. უკვე სად დავდიოდი არარ ვიცოდი, ყველგან მის სახეს ვეძებდი, ისე მაკლდა მისი ღიმილი სუნთქვაც აღარ შემეძლო. მისამართი ვიცოდი და სხვა რა გზა მქონდა. შუაღამით ბედის ანაბარა შევიპარე ეზოში, გალავანზე გადაძრომა მომიხდა , ლამის კისერი მოვიმტვრიე მის ოთახში შეღწევამდე, მაგრამ ღირდა. ყველაფერი ღირდა იმ ღამით გაგონილი მომენატრეს გამო- ვუყურებდი, ვუსმენდი და საკუთარ გულისცემას ვეღარ ვგრძნობდი. მასში იმხელა სევდა იყო მე კი მანამდე რაღაც სულელურ მიზეზს ვეძებდი- ერთი კვირის მანძილზე ყოველ დრე ვხვდებოდით. ვსეირნობდით, ვსაუბრობდით ისე კარგად ვიყავით ერთად ყველაფერი მარტივი იყო.ორივემ ვიცოდით რომ ეს ყველაფერი დიდ სიყვარულს ქმნიდა. ჩემი გოგონა სულ რაღაც 17 წლის იყო, ბავშვად დარჩა სულ ჩემთვის. ეს აბრაზებდა, გაბრაზებაც კი ბავშვური ჰქონდა . ერთ თვეში ყველას ვიცნობდი , მის მშობლებს მეგობრებს , ყველამ იცოდა ჩვენს შესახებ . ზაფხულში ის ზღვაზე წავიდა მე კი თბილისში მიწევდა დარჩენა ......იმ ღამით 18 წლის ხდებოდა, ყველაფერი მზად მქონდა ,სანაპიროზე არსებულ რესტორანში შევედით, გაოცებული იყო ,თვალები კიდევ უფრო უბრწყინავდა ...მახსოვს წელზე მოვხვიე ხელები და ფრთხილად შევეხე მის მთრთოლვარე ვარდისფერ ბაგეებს, საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა რეალობას, ის კოცნა იქ ზღვის სანაპიროზე ჩემთვისაც პირველი იყო .გული ისე მიცემდა მეგონა სადღაც გაფრენას ლამობდა, საერთოდ მოვწყდი სამყაროს როცა სუსტი ხელები ყელზე მომხვია და კოცნაში ამყვა. არ მინდოდა ოდესმე მოვშორებოდი , მინდოდა სამუდამოდ გვერდით მყოლოდა , დიდხანს არც გვიყოყმანია,შეიძლება ვხვდებოდით რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანი იყო. აგვისტოში ჩემს დაბადებისდღეზე როცა ვაპირებდი თავად ჩავსულიყავი მასთან გიომ დამირეკა და მითხრა შენთან ვართ ბინაში და მოდი ვიქეიფოთ როგორც შენს დაბადებისდღეს ეკადრებაო. მეც პირდაპირ იქეთ გავეშურე. კარი ღია დამხვდა , სიბნელე იყო სადღაც სიღრმიდან გამოდიოდა სინათლე, გაკვირვებული შევედი , მისაღებში უამრავი სანთელი ენთო, მაგიდა ორ კაცზე თავს იწონებდა. ირგვლივ მიმოვიხედე და მალევე გამოვიდა ჩემი ღიმილა გოგო, ულამაზესი იყო .სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, ატმისყვავილისფერი კაბა ეცვა,ისეთივე ნაზი როგორიც თავად იყო. საოცრად მიღიმოდა, მომეხვია და ტუჩები ჯერ კიდევ ჩვეული სიმორცხვით დამიკოცნა. წითელი ღვინო, მშვიდი მუსიკა, საყვარელი ქალის გარემოცვა სხვას ვერაფერს ვინატრებდი 21 დაბდებისდღეზე.
ხელი წელზე შევუცურე და მელოდიას ავაყოლეთ სხეული, მელოდია ჩემთვის მისი გულისცემა იყო რომელიც ჩემსას ერწყმოდა, თვალებში ვუყურებდი რომლებიც საოცრად უბრწყინავდნენ, მზერა მის ტუჩებზე გადავიტანე, წყვილ ხალზე , ლავიწზე და გაბრუებულმა მივაკარი მხურვალე ტუჩები ყელზე, სასმელის ზემოქმედება არაფერი იყო , ვერაფერი მოქმედებს შეყვარებულ კაცზე ისე როგორც საყვარელი ქალი. თითები სახეზე შემახო და პირველმა მითხრა სიტყვიერად „მიყვარხარ“ . იგივე არ მითქვამს, სიტყვებს არასდროს ვთვლიდი საჭიროდ,მან იცოდა როგორ ძლიერ მიყვარდა. სხეული უთრთოდა, ჩვენმა ტუჩებმა საერთო წერტილი იოვნეს , თითოეული მისი ქმედების ამოცნობა შემეძლო, ისიც ვიცოდი რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი -ვუსმენდი , ვსვამდი და გული მისკდებოდა. წარმოვიდგენდი ოდესმე რომ ამ ლოდს ასე საუბარი შეეძლო? არა , არა და არა თავი სიზმარში მეგონა ,რომელსაც ცუდი დასასრული ექნებოდა.
- მიუხედავად წინააღმდეგობისა ჩვენი გაცნობიდან ერთ წელში, იმავე დღეს 17 დეკემბერს ერთად გადავედით საცხოვრებლად. კატო ფილოლოგიურზე სწავლობდა, ისეთივე მოწოდებით უნდოდა მასწავლებლობა როგორც მე ექიმობა. დრო გადიოდა ,ყოველი დღე ბედნიერებით იყო სავსე , არ ჰქონდა დეტალებს მნიშვნელობა ბედნიერებას ის ქმნიდა, თითოეულ წამს ,უბრალოდ დღეს რაღაც გამორჩეულს ძენდა. ვსწავლობდი, ვმუშაობდი ისიც ისე იყო სამი წლის შემდეგ სწავლის დაწყებიდან მუშაობა დაიწყო სკოლაში.ნეტავ გენახა როგორი კმაყოფილი იყო, სულ მიყვებოდა ბავშვებზე, ძალიან უყვარდა ყველას,როგორ შეიძლებოდა მისი მსგავსი ქალი არ გყვარებოდა. არ მეგულებოდა ადამიანი რომელსაც გული ტკიოდა მისი ქცევის ან სიტყვის გამო. ყველას მდომარეობა აწუხებდა, უნდოდა ყველასთვის გაეწვდინა დახმარების ხელი. მაოცებდა როგორ შეეძლო ყველასთვის ყურადრების მიქცევა, ახსოვდა როდის იყო ჩემების დაბადებისდ ღეს, გადაღლილი სახლში რომ მივედი ერთხელ მომზადებული დამხვდა, ხელში მომაჩეჩა ტანსაცმელი და ლამის მცემა ისე მეჩხუბა როგორ არ გახსოვს დედაშენის დაბადებისდრე შენ როგორი შვილი ხარო. გავიდა სამი წელი ჩვენი თანაცხოვრებიდან , უკვე ექიმი ვიყავი , კატო დირექტორი გახდა და მგონი მსოფლიოსი ერთადერთი დირექტორი იყო ვინც ყველა ბავშვს უყვარდა, ვის სკოლაშიც ასეთი წესრიგი იყო . მისით ვამაყობდი ყველაფერთან ერთად, შეიძლება ითქვას რომ ვაკერპებდი,მის გარეშე ერთ წუთსაც არ შემეძლო ცხოვრება. როცა გამგზავრება მიწევდა ნახევრად მობილურზე ვიყავი ჩამოკიდებული სულ ვესაუბრებოდი და ამით ვინუგეშებდი ტავს დღეებს ვითვლიდი. როცა უკვე ორივე შემდგარი ვიყავით ჩვენს საქმეში ბავშვზე ფიქრი დავიწყეთ.მანამდეც გვინდოდა შვილი , თავს არ ვიცავდით ,მაგრამ როცა დავლაგდით ორივემ დავიწყეთ ფიქრი ამაზე. კატო განსაკუთრებით ღელავდა, ბოლოს საშინლად ემოციური გახდა, ვხვდებოდი რომ საკუთარ თავს იდანაშაულებდა,მითუმეტეს მაშინ როცა ყველა ერთიდაიმავეს იმეორებდა“როდის მოვესწრებით ერთი თქვენს ბავშვს“ „როდის გვაჩუქებთ ერთ ბავშვს“ „თქვენი შვილი საოცრება იქნება,რომ წარმოვიდგენ ვბედნიერდები „ -ვხედავდი ამ დროს როგორ ევსებოდა თვალები წყლით და მინდოდა ყველას შეეწყვიტა ამაზე საუბარი. ჩემთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი და არ ჰქონდა მნიშვნელობა სხვა არაფერს .
....ვაიმეე ,ახლა ამათ ბავშვის გამო თუ გადაწყვიტეს დაშორება .მხოლოდ იმიტომ რომ რომელიმეს შვილი არ უჩნდებოდა ჭკუიდან შევიშლები,იმ ქალსაც ვიპოვნი ამას ხო ვცემ და მაინც შევარიგებ.როგორ შეიძლება ასეთი სიყვარულის რაიმე მიზეზის გამო დათმობა,შეუძლებალია ანდროს ამის გამო გადაეწყვიტა დაშორება. წინასწარ არ გამოვიტან დასკვნებს
- დრო ისე გადიოდა უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებდით. 1, 2, 3, 4, 5, 6 ბედნიერი წელი მიიწურა ჩვენი ერთად ყოფნიდან .რაღაც პერიოდი ზედმეტად დეპრესიული გახდა, სულ რაღაც აწუხებდა. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ცუდად ვხდებოდი როცა ასეთ მდგომარეობაში მყოფს ვხედავდი. თითქოს დამშვიდდა, აღარფერს ამბობდა ბავშვზე, ეს უარესი იყო ჩაიკეტა, აღარ მელაპარაკებოდა როგორ არ ვეცადე მაგრამ არაფერი ჭრიდა . სახლში ადრიანად დავბრუნდი მინდოდა შვებულება მეხარებინა და ერთად წავსულიყავით სამოგზაუროდ. ჩუმად შევიპარე სახლში ვიცოდი უკვე დაბრუნებული იქნებოდა, ტირილის ხმა რომ გავიგე გული გამიჩერდა. საძინებელთან მკვდარი მივედი ფურცლებსი ჩაფლულ კატოს რომ მოვკარი თვალი რომელიც პანიკაში იყო ჭკუიდან შევიშალე ვერ მივხვდი რა ხდებოდა არც კი მაინტერესებდა,მხოლოდ მისი დამშვიდება მინდოდა, მას არ უნდა ეტირა ,არასდროს! ძლივს დავამშვიდე . არაფერს ამბობდა,სხეულზე ამეკრა თავი ჩემს ყელში ჩამალა როგორც ჩვეოდა და მგონი აღარც სუნტქავდა. ფურცლები ავკრიფე და იმ დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრების განადგურება. ისეთი სისწრაფით დაიმსხვრა ყველაფერი თითქოს არც არსებულა, აღარ მაინტერესებდა არავინ და არაფერი ამქვეყნად მხოლოდ ერთი - პასუხი რომელიც ჩემს კატერინასთან სამუდამოდ მაშორებდა სიმსივნე რომელიც მთელს მის სხეულს ანადგურებდა, ჩემს საყვარელ ქალს შიგნიდან ღრღნიდა და რამდენიმე თვეს უტოვებდა . ამასთან შეგუება არ შემეძლო. ქვეყნის საუკეთესო ონკოლოგებთან ვიყავით, პასუხში განსხვავება მხოლოდ რამდენიმე თვე იყო ზოგი 5 თვეს ამბობდა ზოგიც 3 . არც კი ვიცი აგონიაში მყოფი რას ვაკეთებდი, ემოციას როგორ გამოვხატავდი . ისევ კატომ გამაჩერა როცა მის გერმანიაში წაყვანას ვაპირებდი
-გეყოფა ! გეოფა ანდრო გესმის? უნდა შეეგუო , უნდა გაიაზრო რომ რამდენიმე თვეში შენთან აღარ ვიქნები .უნდა მიეჩვიო ამას , უბრალოდ მომეცი საშუალება დარჩენილი დღეები შენთან ერთად ბედნიერმა გავატარო.ისე თითქოს სამუდამოდ აქ ვიქნები . უბრალოდ ჩამეხუტე და მითხარი რომ გიყვარვარ. მოაშორე ყველა პასუხი ყველაფერი რაც საავადმყოფოს გამახსენებს და მომეხვიე- თვალებამღვრეული მიყურებდა.იმის ნაცვლად რომ მოვხვეოდი ვეჩხუბე. ეგოისტი ვიყავი და იმიტომ .სასოწარკვეთილებაში მყოფი ვღრიალებდი ღმერთს ვებრძოდი .
-ღმერთო ოღონდ ცოცხალი იყოს,გევედრები არ თქვას რო კატო აღარაა ,თუ გინდა უღალატოს, გადაიყვაროს არ ვიცი იჩხუბონ ოღონდ მკვდარი არ იყოს . უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი, არ ვიცი ზედმეტად ემოციური იყო ჩემნაირი უგულო ქალისთვისაც კი ეს სიყვარულის ისტორია, ალკოჰოლმაც იმოქმედა და ცრემლები წამომივიდა .რამდენიმე წამში კი ჩვეულებრივად ვზლუქუნებდი.

-მთელი თვე ვცდილობდი დამერწმუნებინა კატო,მაგრამ ვერაფერს გავხდი. მთხოვა ყაზბეგში წავსულიყავით. იქ გავატარეთ თითქმის სამი თვე, არ ვიცი როგორ ,ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ,ვცხოვრობდით ისე როგორც ადრე, ტკივილგამაყუჩებლებს სვამდა, დოზას და სახეობას ვცვლიდით. უკვე აღარაფერი უყუჩებდა ტკივილს. თბილისში დავბრუნდით, გაუსაძლისი გახდა ტკივილები ,საავადმყოფოში დავაწვინე. ბოლო ორი თვე იქ გავატარეთ,ვუყურებდი როგორ ქრებოდა ჩემი ღიმილა გოგო , ცდილობდა დავემშვიდებინე, უკვე ვეღარ გამოვხატავდი ტკივილს, მთლიანად გამოვიფიტე .,არც ვაზროვნებდი უბრალოდ მასთან ყოფნის წამებს ვითვლიდი საერთოდ არ ვშორდებოდი გვერდიდან . ვეღარავინ მცნობდა,მისი მშობლები ჩემები არავინ მოდიოდა კატოს თხოვნით მხოლოდ მე ვიყავი იქ . ისეთი გამხდარი იყო,თვალები ჩაუცვივდა, უპეები დაუშავდა, მხოლოდ ნაპერწკლებიღა დარჩა, როცა მიყურებდა ისევ ისე უბრწყინავდა თვალები . მის გვერდით ვიწექი და სახეზე ვეფერებოდი სახლში წაყვანა მთხოვა , უარი ვერ ვუთხარი. ბოლო ღამე სახლსი გავატარეთ, ვიხსენებდით ყველაზე ბედნიერ მომენტებს, რამდენჯერმე გავუკეთე გამაყუჩებელი, სხეულზე მყავდა აკრული და ხელს არ ვუშვებდი , თითქოს ასე დავიტოვებდი ჩემთან ... მისი ბოლო სიტყვები ისე ჩამებეჭდა გონებაში ,რომ მოქმედების საშუალებას არ მაძლევენ დღესაც „დამპირდი რომ როცა ფიზიკურად მე შენს გვერდით აღარ ვიქნები ჩემთან წამოსვლას არ შეეცდები ... დამპირდი რომ ჩემს გამო იცხოვრებ, შეეცდები კარგად იყო. ბედნიერას მოიპოვებ ისევ ,ისევ ჩემო ანდრო... მე სულ შენთან ვიქნები აი აქ ვიქნები და არ დავუშვებ რამე შეგემთხვას - გულზე მომადო თავი და გაიტრუნა-შეგიძლია დამაძინებელი გამიკეთო? ძალიან მტკივა“ -მაკოცა და დიდხანს მიყურებდა თვალებში ,შემდეგ გამაყუჩებელმა იმოქმედა თვალები მინაბა, რამდენიმე წამს ვუყურებდი მძინარეს . ჩვევად მქონდა ბოლო თვეების განმავლობაში , გულისცემას ვუმოწმებდი და ისე ვიძინებდი. .რამდენიმე წუთში გულისცემა შენელდა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. აღარ მახსოვს რას ვაკეთებდი,ემოცია არც გამომიმჟღავნებია, ვიწექი მასთან ერთად და ხელს არ ვუშვებდი. იღიმოდა,ბოლოს მაინც იღიმოდა.ეს დღე იყო ,ხუთი წლის წინ სწორედ ეს დღე იყო ,მაგრამ მაშინ არ წვიმდა,ისეთი მზიანი ამინდი იყო . არ მახსოვს ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა ,არ მინდოდა ვინმეს ენახა, არ მინდოდა იმ საშინელ ხის სასახლეში ჩაეწვინათ,თითქოს თავს რომ დაახურებდნენ ყველაფერი დასრულდებოდა. ბოლოს ემოციისგან დაკრძალვის დღეს დავიცალე , ვიტირე, ვიყირე და საკუთარი თავიც გამოვიტირე.
-ჰაერი აღარ მყოფნიდა, თვალები დამისივდა, ანდრეასაც დაენამა სახე მლაშე სითხით,მაგრამ მეეჭვება ამას გრძნობდეს, ბოთლი მიიყუდა და ბოლომდე დაცალა .მე კი ვეღარ ვჩერდებოდი, არ ვიცი ვის ვტიროდი ქალს რომელსაც არ კი ვიცნობდი ,სიყვარულს რომელიც დაკარგეს თუ ანდროს რომელმაც იქ დაასრულა სიცოცხლე.ამათ ბედს ვტიროდი თუ უბრალოდ სენტიმენტალური შეტევა მქონდა . ანდრეამ თავი მუხლებზე დამადო ,ხელი მომხვია და თვალები დახუჭა. სახეზე ვუყურებდი და მეგონა ამ ამბის თხრობისას უცებ დაემატა ოცი წელი , სახეზე ნაოჭები გაუჩნდა, ტკივილისგან და სევდისგან დაეღარა შუბლი. ცრემლიან ლოყაზე ჩამოვუსვი თითი და შემდეგ ჩემს ცრემლებს მივხედე ასე უკითხავად რომ ცვიოდნენ თვალებიდან და არ ჩერდებოდნენ. რა უნდა მეთქვა,როგორ შეიძლებოდა ამ კაცის გამხნევება. რა სულელი ვიყავი მე კიდე მეგონა უბრალოდ დაშორდნენ, გაბრაზებული იყო, რამდენიმე თვე მაქსიმუმ ერთი წელი და ახლა შერიგდებოდნენ,მეც წავიდოდი და იქნებოდა ყველაფერი კარგად. რატომ ხარ ღმერთო ზოგჯერ ასეთი უმოწყალო , რატომ წაიყვანე კატო, ანდროს რას ერჩოდი ნუთუ ასეთი ტკივილის ღირსი იყო.
მანამ ვსვამდით სანამ არ გავითიშეთ, აღარაფერი გვიქთქვამს, ან რა იყო სათქმელი. როგორ ჩაგვეძინა არც ეგ მახსოვს. დილით რომ გავახილე თვალები ხალიჩაზე ვიწექით ანდროს ჩემს მუცელზე ედო თავი და ვერტიკალურად იწვა. ღრმად ჩავისუნთქე ,თავი მისკდებოდა,მოძრაობის ძალა არ მქონდა.ანდროც ფხიზლდებოდა,ნელ-ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს,ოთახს შეხედა, როგორც სჩანს იხსენებდა წინა ღამეს, შემდეგ წამოჯდა და გამომხედა . თვალები დაწითლებული ჰქონდა, დარწმუნებული ვარ მეც არ გამოვიყურები ნაკლებად
-ყველაფერი გახსოვს თუ ბედნიერება მეწვია და მთვრალს მეორე დღეს არარაფერი გახსოვს
-მახსოვს .. მაგრამ თუ გინდა არ მემახსოვრება - წამოვდექი და გაოცებულმა გამომხედა-მორჩა აღარ ვაპირებ შენს გაბრაზებას, დაისვენე ჩემგან. შვიდი თვეც და წავალ - ჩავიფრუტუნე და წავლასლასდდი. ანდროც ჩამოვიდა, მაგიდაზე დადო თავი შემდეგ მინერალური მიიყუდა და ბოლომდე დაცალა. წვნიანი მოვამზადე, ორივემ მივირთვით.შემდეგ მივალაგე და ბოლოს გავედი მსოაწესრიგებლად. კაბინაში შევიკეტე და რამდენ ხანს ვიყავი იქ არც კი ვიცი .
ერთი კვირა გავიდა, ფაქტიურად არც ვსაუბრობდით, მე უფრო დადუმებული დავდიოდი ვიდრე ანდრეა. ისევ იქ ვიყავი,მათ ისტორიაში და ვერ ვიჯერებდი რომ ეს კაცი ამხელა ტკივილის მატარებელი იყო.რომ ვერაფერს ვეტყოდი, გასამხნევებლად. ვერ ვხვდებოდი რა შეიძლება ყოფილიყო გამოსავალი . მის ადგილას ალბათ თავს მოვიკლავდი იმ წამსვე როგორც კი ჩემი საყვარელი ადამიანი შეწყვეტდდა სუნთქვას.მერე რა რომ ეს სისუსტეა,მერე რა რომ ღმერთი გვაძლევს სიცოცხლეს და მანვე უნდა წაგვართვას. არ ვამბობ რომ ეს უნდა გაეკეთებინა,უბრალოდ ვიცი რომ მე გავაკეთებდი. თუმცა ვერაფერს იტყვი წინასწარ ,რადგან არ იცი განგება რას გიმზადებს.
...........
აცივდა და ყველაფერი უფერული გახდა . იმ ავტობუსით მგზავრობასაც კი შევეჩვიე. ერთხელ ისიც კი ვიფიქრე ფული მივცემ ახლის შესაძენად მაგრამ გამოყენების უფლება არ მაქვს. ქალბატონ ნანის ხშირად ვხვდები. სულ მიმეორებს ცუდ ხასიათზე რომ ხარ ქმარს თავს მოაბეზრებ და გიღალატებსო,გულში მეცინება ხოლმე. მერე ჩემს თავზე ვბრაზდები რომ ვატყუებ ,მაგრამ რა ვქნა სხვა გამოსავალი არ მაქვს .ახლა სიმართლე რომ ვუთხრა გამიბრაზდება,მე კი აქ სხვას არავის ვცნობ თან მასთან საუბარი მიყვარს.
-დაბრუნდი? ყველაფერი იყიდე?-პროდუქტებს ვალაგებდი მაცივარში ანდრეა რომ შემოვიდა
-ხო
-ცივა ძალიან გარეთ არა?
-დიახ
-მგონი ზემდეტად ცივი ზამთარი გველის წინ. არადა არ მიყვარს სიცივე, ბავსვობაში ხელი მოვიტეხე და გარეთ თუ ვარ კიდევ მახსენებს ძლიერი ყინვისას თავს. მოგეხმარო რამეში? გათბობა უნდა ჩავრთოთ მგონი უკვე ხო?
-ხო
-ასე აპირებ გაგრძელებას?
-ხო
-ანასტასია
-რა.. აა ვერ გავიგე რა მითხარით?
-ერთი კვირაა ასე მელაპარაკები ვერ გავიგე მე ვარ ქვრივი თუ შენ . ასე მგონია გეცოდები და საერთოდ აღარ მელაპარაკები. ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორე არ ვიცი რას გიზამ. რა უბედურებაა ამოიღე ხმა რამე მითხარი,იწუწუნე მაინც დავიჯერო იმ დანჯღრეული მანქანით სიარულს, ბაზარში ყიალს, საჭმლის მომზადებას, დარეცხვას და დალაგებას შეეჩვიე ?ჩემი სიფათის ყურებასაც მიეჩვიე და საერთოდ აღარაფერი გაქვს სათქმელი? ასე მგონი შენც შეგაძულე ცხოვრება და ასე თუა დროულად მომშორდი თბილისში წადი და მამაშენს მე ვეტყვი რომ ჩემთან იყავი მთელი წლით. წადი და ისე გაერთე როგორც გინდა
-არ მეცოდებით..უფრო სწორედ როგორ არ მეცოდებით, მაგრამ იმ მნიშვნელობით არა თქვენ რაც იგულისხმეთ. მე უბრალოდ არ ვიცი . არ მინდა წასვლა არაა საჭირო, ჩემს საქმეს გავაკეთებ და თავის დროზე წავალ. ... მერე რა გააკეთე დაკრძალვის შემდეგ- მართალია სხვა თემაზე ვსაუბრობდი მაგრამ მაინც ვერ გავჩერდი დიდხანს .ანდრეა უკვე გადიოდა ,შემობრუნდა ჯერ მიყურებდა მერე თავით მანიშნა გამომყევიო,მეც უკან დავედევნე
-ასე წარბშეკრული ნუ მომსდევ..
-ვერ გავიგე ..
-წადი ყავა მომზადე , ნამცხვარი დაჭერი მე მაინც შევჭამ შენ თუ დიეტობ და მერე გამობრძანდი
-კარგი ახლავე- უცებ დავბრუნდი უკან.ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მითხრა და მისაღებში გავედი. საშინლად წვიმდა და ბუხარი გვქონდა დანთებული. დივანთან დაწყობილ ბალიშებზე იჯდა და მეც იქ დავჯექი . ფინჯანი გამომართვა ,იქვე მაგიდაზე დადგა
-რამდენიმე დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. შემდეგ გავიაზრე რომ კატო აღარ მოვიდოდა ,აივნის კარი გავაღე და გადავხტებოდი კიდეც მეშვიდედან გიორგის რომ არ ჩაევლო ხელი. მერე ერთი მაინც იყო ჩემთან ახლოს „მდარაჯობდნენ“ . პირველი წელი მოკლედ რომ გითხრა მთვრალმა გავატარე, შემდეგ ეგეც არ მშველოდა მოსაწევი ისედაც არაფერს მიზავდა და გაკეთებას მხოლოდ დიდი დოზის გამო ვაპირებდი. არ გამომივიდა იმათ მგონი ყველა გაფრთხილებული ჰყავდათ და აზრი არ ჰქონდა. ნარკომანობისთვის კი არც ისე დაცემული ვიყავი. არ ვიცი ყოველთვის მეზიზღებოდნენ ნარკომანები . შემდეგ როცა ფხიზელი ვიყავი ყველა კუთხე,სახლები, ქუჩები, ადამიანები ყველა კატოს მახსენებდა.მისი ნივთების მშორებას არ ვაპირებდი . ამიტომ თავად დავტოვე დაახლოებით ორი წლის შემდეგ თბილისი. ბავშვობის ნახევარი კახეთში გავატარე დედაჩემის სახლშიი, პაპასთან და ბაბოსთან ამიტომ ეს ადგილი ვიყიდე. მოვიწყვე გარემო და ვარ ასე განდეგილივით როგორც ჩემი მათე ამბობს.
-ანუ მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა უკვე?
-მალე გადის დრო... ბოლოს 26 წლის მხიარული ბიჭი ვიყავი,კატუსასთან ერთად დავდიოდი წვეულებებზე, რესტორნებში მეგობრებთან .ვმუშაობდი ახალი სიცოცხლის დაბადებაში ვეხმარებოდი მომავალ დედებს . ჩემი დის სიჯიუტეს და ჩემი ძმაკაცის მისდამი სიყვარულს როგორღაც ვარეგულირებდი ერთმანეთი რომ არ დაეხოცათ . მათეს კაცად ჩამოყალიბებას ვადევნებდი თვალს, კალათბურთზე დავყვებოდი, ვგულშემატკივრობდი კატუსიასთან ერთად. სულ მისი მაისური ეცვა და პატარა ბიჭს გულშემატკივრობდა. თამაშის შემდეგ გოგონების გულთამპყრობელ ძამიკოს ნერვებს ვუშლიდით ორივე და ასე გადიოდა დრო.
-მაპატიე მაგრამ ეგოისტი ხარ
-ვიცი
-კარგია თუ იცი.. შენს ძმას ,დას, მოგობრებს, მშობლებს როგორ მდგომარეობაში ამყოფებ მაგაზე რატომ არ ფიქრობ. ეგ იგივეა ახლა კატო ცოცხალი რომ იყოს და სადღაც იყოს გადაკარგული.ფაქტიურად მკვდარი ხარ შენც მათთვის. რატომ გინდა იგივე განიცადონ რაც შენ განიცადე კატოს დაკარგვისას. ნუთუ მხოლოდ ის გიყვარდა, მკვდარს მისტირი და ცოცხლებს არაფრად აგდებ. ნუთუ არ გენატრებიან,საერთოდ არ გინდა მათი ნახვა?
-მინდა მაგრამ არ შემიძლია...
-რატომ...
-ზედმეტადაც კი გელაპარაკე და ასე ერთიანად ნუ მაყრი კითხვებს თან ისეთს რომელზეც პასუხი არ მაქვს
-კარგი ვწყვეტ საუბარის...გაჩუმებული ვიყავი და ვერ შეირგე ნეტავ რა გინდოდა
-ვერ ვიტან ჩუმად რომ ხარ... შენი ამ თვისების შეცვლა არაა საჭირო
-და რამის შეცვლა საჭიროა ჩემში? მე არ ვფქიქრობ ასე, მაგას მხოლოდ ისინი ამბობენ ვინც არ მიცნობენ.თუმცა რას ვამბობ საკუთარი მშობლებიც კი არ მიცნობენ -სჯობს გავჩუმდე თორემ ზედმეტს ვლაპარაკობ,მერე დავიგრუზები და ხასიათზე ვინ მომიყვანს . როგორ არ უნდა მოვიწყინო როცა საკუთარ მშობლებსაც კი არ ვახსენდები. დაწმუნებული რომ არ ვიყო ვიფიქრებდი რომ ნაშვილები ვარ ,მაგრამ ვიცი რომ ერთი სისიხლი გვაქვს. იმდენი ხანია არ დაურეკავთ, მე მინდა მათთან საუბარი მაგრამ პირველად არ შევეხმიანები მე,თავად დამირეკონ.
-მეც არ მეხმიანებიან ჩემები იმიტომ რომ იციან არაფერი შეიცვლება საუბრით,გარდა იმისა რომ ზედმეტად ვინერვიულებთ ყველა
-ჩემს შემთხვევაში არაა ეგრე ..მათ არ ვაინტერესებ. მხოლდო ის ანაღვლებთ რომ ერთხელაც როცა აღარ იქნებიან მათი ქონება განიავდება,რომ მე ვერაფერს შევინარჩუნებ და ვიღაც საყვარელს შევალევ.არადა არასდროს არავისთვის არაფერი მიმიცია თავად მყიდულობენ უამრავ რამეს და ვერ ვხვდები მერე როგორ დავუბრუნო ისე უკან რომ არ გაბრაზდნენ . საერთოდაც ზომიერად ვხარჯავ ფულს, იმდენს რამდენიც მათ შემოსავალს არც კი ეტყობა. ვერ ვხვდები რატომ გადის ზღვარი ფულზე , ქონებაზე. ისე ხომ ვარ კარგი ყურადღებას ვაქცევ ,როცა სჭირდებათ სულ მათთან ვარ .რადგან ვიღაცას ცოლად არ გავყევი და უკვე მათი აზრით მოხუცი ვარ და შვილიშვილს ვეღარ გავუჩენ მეჩხუბებიან. ტუპიური ქართველები არიან, რომლებზეც საერთოდ არ იმოქმედა ამერიკამ . იგივე ფასეულობები,იგივე შეხედულებები. ცოტაც და ბოზ.. შემრაცხავენ მხოლოდ იმიტომ რომ 27 წლის ასაკში ისევ ქალიშვილი არ ვარ .კოშმარია აბა რა არის, საკუთარ შვილს ეჩხუბებიან იმის გამო რომ არ უნდა ცხოვრება მოსაწყენი საქმის კეთებაში გალიოს მაშინ როცა ტკბობა შეუძლია ცხოვრებით,თავად აკეთებენ ამ ყველაფერს და ხომ შეიძლება მე დრო ვიხელთო .
-უბრალოდ არ გინდა დაანახო მათ რომ ჭკვიანი, ერთგული და ღირსეული ადამიანი ხარ. შენს ამ იმიჯს არ იშორებ, ზღვარი გაქვს დაწესებული არადა შესაძლებელია ყველაფერი მიიღო ერთად სულ ცოტა ზედმეტი ენერგიის ხარჯზე
-საიდან მოიტანე რომ ეგეთი ვარ..
-მარტო ეგ გაიგე ? ამდენს გელაპარაკები და მარტო ეგ გაიგე?
-რაც მაინტერესებს ის გკითხე. საიდან დაასკვენი რომ გულის სიღრმეში კარგი გოგო ვარ
-შენი ჩემდამი დამოკიდებულებიდან და ამ რამდენიმეთვიანი ურთიერთობიდან
-და რა გავაკეთე ასეთი
-ახლა უნდა გასწავლო ადამიანის ამოცნობის ჩემეული ხერხები თუ რა გავაკეთო
-გაბრაზდი. აი ხომ ხედავ როგორც იქნა გაგაბრაზე,ისე მომაბეზრებელი ხარ იცი? შენი მწვანე თვალები რომ დამშვიდდებიან საშინლად გამოიყურებიან ,სულ მინდება ცეცხლით ავაკიაფო. სხვათაშორის ამისთვის ბევრი გზა არსებობს მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ გაბრაზება გამოვა ...
-სხვა რა გზები გაქვს- ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალებში ჩამხედა
-შენთან არ გამოვა. არც იცინი და სექს. ვერ გვექნება . სამწუხაროდ, არადა სიმართლე გითხრა უკვე მოსაწყენად ვგრძნობ თავს . არ შეიძლება წავიდეთ ამ ადგილიდან?
-ასე ვულგარულად საუბარს რომ იწყებ მინდა დაგახრჩო
-ისედაც ცუდად გავხდები მალე ... ამდენი წელი არავინ გყოლია?
-აქ ხედავ ვინმეს?
-ვაიმე ახლა ვხვდები ყველაფერთან ერთად ასეთი ჯუჯღუნა რატომ ხარ . თუმცა ვერ გავბედავ და ვერ გეტყვი ხორციელი სიამოვნებით დაკავდე. შენ ხომ ტანჯვას აპირებ და იმიტომ ხარ აქ . საყვარელი თუ გაიჩინე ან უბრალოდ ღამის გასართობი რაღა ტანჯვა იქნება
-ისე ნუ იქცევი თითქოს შენთვის ყველა გზა ლოგინზე გადის ...
-გარკვეულწილად სიმართლეა
-მე გითხარი რომ წასვლა შეგიძლია...
-ასე არ მინდა.. მარტომ რა ვაკეთო თბილისში
-აბა მე გამოგყვე და ბიჭები მოგიყვანო?
-შენს რამდენიმე სიმპატიურ ძმაკაცს დიდი სიამოვნებით გავიცნობდი -მგონი ზედმეტად შევიჭერი როლებში. ისე მართლა კი ვიშოვიდი ერთ საყვარელ ბიჭს-აუუ წავიდეთ რაა
-ღმერთო ჩემო მართლა გადარეული ქალი ხარ
-კარგი რა - ტუჩები დავბრიცე და ჩანგალი გამოვართვი - ნამცხვარზე დაგეწვევი- ავაცალე თეფში
-დიატაზე აღარ ხარ?
-იმდენ რამეს მაკეთებინებ რა გამასუქებს
-წინსვლაა - დივანს მიეყრდნო და უკეთ მოკალათდდა - რატომ არ მიდიხარ ვერ ვხვდები ხომ შემოგთავაზე
-მეც ვერ ვხვდები...რატომ გინდა წავიდე
-შენთვის ვამბობ თორემ ჩემთვის სულერთია ვინ დაალაგებს სახლს
-ანუ სულერთია ...კარგი ჩემთვისაც სულერთია სად ვიქნები - თეფში მაგიდაზე დავდე წავედი- ჩემი ოთახი უნდა დავალაგო. თუ რამე დაგჭირდებათ დამიძახეთ.
წარმოდგენა არ მაქვს ასე რატომ მეწყინა. საერთოდ რატომ მაწუხებდა, რატომ , რატომ ? ვინმემ გამაგებინეთ ხომ შეიძლებოდა ისიც უბრალო ადამიანი ყოფილიყო . იმდენი ქვრივია, იმდენი ობოლი, იმდენი მარტოხელა, ავადმყოფი რამდენ ადამიანს უჭირს დედამიწაზე მე კი მასზე ვდარდობდი . მოსაცმელში გავეხვიე და უკანა გასასვლელით ტყისკენ წავედი. ან საერთოდ რატომ ვარ ასე გაბრაზებული და ნაწყენი იმის გამო რომ მისთვის სულერთი ვარ? მისთვის ყველაფერი სულერთია კატოს გარდა რომელიც მის გვერდით აღარ არის და მე რატომ ვბრაზდები. უკვე ცუდად ვარ ამდენი კითხვისნიშანი რა უბედურებაა .მგონი მართლა უნდა წავიდე ,ადამიანი მეუბნება რომ არ უნდა ჩემთან ყოფნა ,ალბათ უკვე ვაწუხებ , ჩემი დამატება ნაკლებად სჭირდება მის ტკივილს .სახლში როგორც კი დავბრუნდები ბარგს ჩავალაგებ და წავალ ,საერთოდ არ მაინტერესებს ჩემების ახირება,დიდი ამბავი თუ მოვატყუებ . მე მაინც არ შევიცვლები,ერთი თავქარიანი,ჯიუტი, ბატონობის მოყვარული, უგულო, ამპარტავანი და საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი ვიქნები ცხოვრების ბოლო წუთამდე.
დიდხანს დავდიოდი ასე ფიქრებში ჩაძირული, რომ გავჩერდი და ირგვლივ მიმოვიხედე , ნაცნობი ადგილი ვერ ვიპოვნე .სად ჯანდაბაში გადავუხვიე ,მივდიოდი მდინარისკენ მერე ამ ფიქრებმა გამიტაცა და სად წავედი. ღმერთო მშველე არა ოღონდ ახლა არ გაწვიმდეს გევედრები რა ,ხომ იცი ვერ ვიტან როცა ვსველდები .რომ გავცივდე გავგიჟდები , თანაც აქ ამ დროს მგონი ნადირებიც არიან და არა რა ასე ვერ მოვკვდები ველურთან ვცხოვრობ და ნადირმა უნდა შემჭამოს ტყეში? კარგი რა ღმერთო დამცინი? მობილური მაინც წამომეღო ,დავურეკავდი იმ ველურს. ჯობია წავიდე სხვადასხვა მიმართულებით და გავიგებ რომელი გზით დავბრუნდები უკან. აზრი არ აქვს ,დავბორიალებ მაგრამ აზრი არ აქვს მართლა დავიკარგე ...... რამხელაა ეს ტყე ნუთუ არსადაა გასასვლელი. ცოტაც და ვიტირებ,მაგრამ არა რა დროს მოთქმაა , მე სიკვდილს ცრემლებით ვერ შევეგებები. რა სიკვდილზე ვსაუბრობ ,საიდან ამხელა პესიმიზმი, მიპოვის ,ანდრეა მიპოვის. მოიცა ახლა ამ იმედით უნდა გავძლო? სულ ფეხებზე არ ჰკიდია მე სად ვიქნები ? არც კი გავახსენდები, ალბათ უკვე საწოლში წევს კომფორტულად და იძინებს. იმედია მართლა არაფერს ვნიშნავ მისთვის და კიდევ ერთ დარტყმას არ მიიღებს ჩემი სიკვდილით. ნუთუ მასზე ვფიქრობ, აქ სიკვდილს ველოდები ფაქტობრივად და ანდრეა როგორ იგრძნობს თავს იმაზე ვფქირობ? ამდენი ქვეყანა მაქვს მოსანახულებელი, ამდენ ადამიანს ვუყვარვარ, ასე განადგურებული უნდა მოვკვდე და ანდრეა როგორ გამახსენდა . თავს მოვიკლავ ახლა რა. ! აი ჩემი საყვარელი წვიმაც დაიწყო. ძლიერდება კიდეც, კარგია ამ მოსაცმელს კაპიშონიც არ აქვს, ნაჭრისაა და ვსველდები მთლიანად, ეს ელასტიკი რამ ჩამაცვა კიდე...ან ამ ფეხსაცმლით რამ წამომიყვანა რატომ არ ჩავიცვი ჩექმა ან სულაც რეზინის ბოტები. ტყეში რა მინდოდა რეზინის ბოტების გარეშე. ასე გამომიყვანა ანდრეამ მწყობრიდან ერთი წინადადებით? აი უკვე დავსველდი, სულ მთლად გავიწუწე,რა არის რა საერთოდ არ მიცავენ ეს ხეები. აი ჭექა -ქუხილიც დაიწყო. ტალახის ნაკადი რომელიც დიდი სიჩქარით მოდის ცოტაც და მთლიანად დავიფარები .ფეხი მიცდება ,ჯანდაბა .მიშველეთ ვინმემ ნუთუ არავინაა ამ წვიმაში ტყეში მეორე ჩემნაირი სულელი. მგონი სჯობს დავიყვირო ასე ჩუმად ვერ ვჩერდები უკვე -მისველეეეეეეეეეთ,წამიყვანეთ რა აქედან ხალხი არ ხართ? დედა აი რომ ჩამოვა შენი შვილი კუბოთი მერე ხომ დაისვენებ, ძალიან სერიოზული ლურჯი სახე მექნება . ხომ გამომიში ამ დაწყევლილ ადგილას, ახლა წესით სადმე უნდა ვერთობოდე მე კი აქ ტყეში ვკვდები . - დავაბოტებდი უაზროდ ერთ ტერიტორიაზე მანამ სანამ ფეხქვეშ მიწა არ გამომეცალა და ტალახის მასამ თან არ წამიღო. ვცდილობდი ხელით რამეს მოვჭიდებოდი და თავი შემეკავებინა მაგრამ არ გამომდიოდა. გონებას არ ვკარგავდი , ქვიანი ნაწილი არ იყო ამ მხარეს .იმდენად სწრაფად ხდებოდა ყველაფერი მხოლოდ კივილს ვახერხებდი . ბოლოს სადღაც ხევში ჩავვარდი და გავითიშე. თვალების გახელას ვერ ვახერხებდი, ხერხემლის ტკივილს ,თავის ტკივილი ემატებოდა, იმდენი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა ვერც კი ვხვდებოდი ნორმალურად რა მჭირდა. მოძრაობას ვერ ვახერხებდი,საერთოდ გამომეცალა ძალა, ბოლოს ის შეგრძნებებიც დავკარგე მგონი უკვე დილა იყო .მზის სხივები საადღაც შორიდან აღწევდნენ ან იქნებ გვირაბის ბოლოს სინათლე იყო .
..........
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ, ან სად ვიყავი. გონს რომ მოვედი ყველაფერი მტკიოდა, ირგვლივ წამლების საშინელი სუნი იდგა და ვიღაცას ჩემს ხელზე ედო თავი .ამ ვიღაცას კი ანდროს სურნელი ასდიოდა . თვალების გახელა ვინებე და დავინახე კიდეც გასვიანი. სკამზე იჯდა, ხელით ჩემი ხელი ჰქონდა ჩაბღუჯული თავი კი საწოლზე ედო და აშკარად არ ეძინა კომფორტულად. მზის ნათებით თუ ვიმსჯელებთ უკვე დილა უნდა იყოს , ვინაიდან ყველაფერი დაბინტული მაქვს, ყელზეც რაღაც მაქვს შემოხვეული და თავის მოძრაობა თითქმის არ შემიძლია თანაც ეს ოთახი ძალიან ჰგავს პალატას,რა გამოდის რომ რაიონის საავადმყოფოში ვართ? როგორ ვერ ვიტან ამ ადგილს ამ საშინელ სუნს და გარემოს.ჩვეულებრივი კოშმარია უკვე მერამდენედ.
-ანდრეა ... -ხმა როგორ შემცვლია,პირიც მიშრება მოკლედ რა აი რა დაგემართა ინვალიდივით ხარ საწოლს მიჯაჭვული და ვერც ლაპარაკობ. სადაა დედაჩემი? ანა მოდი დამინახე შენს სანატრელ მდგომარეობაში ვარ . ჩემმა ველურმაც გაიღვიძა , უცებ მოეგო გონს და ისე უცებ შემეკრა სუნთქვა მგონი ჩემს დახრჩობას ლამობს. რას აკეთებს ,შეუძლებელია მეხვეოდეს და მართლა მესმოდეს ეს სიტყვები .
-მადლობა ღმერთს გაიღვიძე ,როგორც იქნა .კარგად ხარ...
-თუ არ დამახრჩობ შეიძლება ითქვას რომ ვარ.. კარგად არა თუ არ წამიყვან დროზე აქედან შეიძლება გავგიჟდე და საერთოდ ვინ მოგცა უფლება სახლი რომ დატოვე მეზიზრება ეს ადგილი სადმე უკეთეს ადგილას წაგეყვანე ადმიანო
-რა ბედნიერებაა შენი წუწუნი მესმის ჭირვეულო ქალბატონო
-წამიყვანე აქედან მომაშორე ეს რაღაცები და გამიყ...- წინადადება ვერ დავასრულე ოთახში საოცრად მომხიბვლელი ექიმი შემოვიდა, როგორ უხდება ზოგს ეს თეთრი ხალათი გინდება შემოაგლიჯო ტანზე და გაიგო შიგნით რას მალავს -ვაუუ... ასეთი ექიმი თუ მყავდა ვერ მითხარი ველურო? მგონი რამდენიმე ღამით ამ საწოლზე დავრჩები
-მართლაც რომ ვაუუ... ზედმეტად საინტერესო შემოთავაზებაა ეშმაკთან გარიგებას ჰგავს
-კარგით რა სიმპატიურო ექიმო ეს ახლა გამოვიყურები ცუდად თორემ .. ეს ბინტები ვინ შემომახვია ?
-მე
-მერე მითუმეტეს კი გცოდნიათ ამ საშინელების შიგნით რა იმალება
-ვიცი ნამდვილად..
-მორჩებით თუ გავიდე მე ..მგონი აჯობებს კესო შემოვიყვანო და მოგისმინოს როგორ ეფლირტავები პაციენტს
-კარგი რა ანდრეა ძლივს შევურიგდი ...
-ღმერთო რა საშინელებაა ცოლი გყავს და თან ეს ველური იცნობს?
-ამ ველურის და არის
-ღმერთო ჩემო ... მაპატიე ლამაზო ბიჭო .სჯობს წინა თემას დავუბრუნდე გამიყვანე აქედან ანდრეა სასწრაფოდ თორემ სული მეხუთება
-ამას როგორ უძლებ ეს შენს დაზე უარესია
-კარგი რა , როგორ შევცდი შენს გარეგნობას დავეყრდენი თურმე რა ცუდი ბიჭი ყოფილხარ ექიმო..გიორგი ხო?
-შენ საიდან იცი ..მოიცა რამე მოუყევი?
-ვაიმე რაზე გადაგაქვს ექიმო საუბარი? უთხარი რო წამიყვანოს აქედან უახლოეს ბარში თუ სადმე ცივილიზებულ ადგილას ვართ ,თუ არადა სახლში დამაბრუნოს
-მომბეზრდა უკვე. შეწყვიტე ტასია საუბარი, დახურე სალაპარაკო ღრუ - ისე იღრიალა უცებ მოვკუმე პირი და საწყლად ავახამხამე თვალები . -აი ასე ...გისმენთ გიორგი
-მოკლედ მოტეხოლობა არ გაქვთ ქალბატონო ანასტასია, რაც გასაოცარია .ხელი გაქვთ ნაღრძობი, მსუბუქი შერყება, უამრავი ჭრილობა, ნაკაწრი. მკურნალობის კურსს რაც შეეხება ცოტა ხნით უნდა იწვეთ ზურგზე არსებული ჭრილობა ყველაზე მძმე იყო და მოძრაობას ვერ შეძლებთ ცოტა ხნით. ამ დროის განმავლობაში თავისტკივილებიც გაგივლით და ისევ დაუბრუნდებით შვეულ ცხოვრების სტილს
-რა? ანუ უნდა ვიწვე ყველაფერთან ერთად? კარგით რა ხალხო საწოლში სექ.. აღარ მაქვს იმდენად მეზარება წოლა და რას მეუბნები ...
-რა ვთქვი მე?
-უნდა გავჩუმდე? კარგი ჩუმად ვარ და მოდი შენ დაწექი ჩემს მაგივრად. მუდო,მაინც არაფერს აკეთებ ...გევედრებით ლამაზო ექიმო გიორგი მომეცით ნება სახლში ყოფნის
-სახლში შეიძლება წასვლა. უბრალოდ ისევ უნდა მოხვიდე ჭრილობები უნდა დაგიმუშაონ, ანალიზები ისევ უნდა გაიკეთო
-ანდრეა გევედრები თუ სულ ცოტათი განაღვლებ წამიყვანე აქედან სადაც გინდა .სახლში წავიდეთ ,ტაქსით წამოვალ როცა საჭირო იქნება ,გიორგის მე დავუკავშირდები .გთხოვ - ამ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი, ისე მომინდა ტირილი ,ისე მომინდა რომ არც კი ვიცი რად დამიჯა ცრემლების შეკავება
-ხომ გითხარი გაჩუმდი-თქო ! წუწუნი აღარ გაკმაყოფილებს და თავის შეცოდებასაც იწყებ კარგი რა ანასტასია- ოთახი დატოვა .გიორგი იდგა და მიყურებდა
-არ გეწყინოს ...ხომ იცი როგორი
-არა არაფერია... - ძლივს გადავაგორე ბურთი ყელში და გავუღიმე , არ ვიცი ღიმილს თუ ჰგავდა საერთოდ- შეგიძლია ახლოს სასტუმროში ლუქსი დაჯავშნო იმდენი ხნით რამდენ ხანსაც გაგრძელდება მკურნალობის პროცესი და დამეხმარო? თუ ძალიან არ შეგაწუხებ
-რა თქმა უნდა ...
-საკრედიტო თან არ მაქ ხვდები ალბათ... ანდრეას უთხარი და ვინმეს გამოატანს იქედან
-კარგი მოვაგვარებ მაგას როგორმე - მგონი მიხვდა ცუდად რომ ვიყავი და გავიდა. მისი გასვლა და ცრემლების წამოსვლა ერთი იყო. არც კი ვიცი რატომ ვტიროდი, საშინლად მტკიოდა რაღაც, მაგრამ ფიზიკურად არა შიგნიდან მღღრნიდა ტკივილი. როგორ მინდოდა იქედან ავვორთქლებულიყავი აღარც ანდრეა ყოფილიყო ,საერთოდ არ წამოვსულიყავი საქართველოში . ხელიდან ნემსი გამოვიძრე , გადასაფარებელი მოვიშორე და ზლუქუნით წამოვდექი. თავბრუსხვევას ვგრძნობდი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე . ჩემი დასვრილი სამოსის ძებნას აზრიც არ ჰქონდა . იქვე დადებული ანდროს მოსაცმელი ავიღე ორმოცდაათლარიანი ამოვაცალე და ბანცალით წავედი კარისკენ. კედელს გავყევი და როგორღაც გავაღწიე. ექთნებს დავუძვერი და შენობასთან დავდექი,ტაქსი მალევე გავაჩერე და ჩავჯექი
-გამარჯობათ..გიჟი არ გეგონო უბრალოდ მთიდან დავგორდი სულ ტალახიანი მქონდა ყველაფერი და ვერაფერი ჩავიცვი. აქეთ ნათესავები არ მყავდა ექიმს ხომ ვერ დავავლებდი ტანსაცმლის ყიდვას და გთხოვთ სახლში წამიყვანეთ აი ფულს მოგცემთ მაქვს
-ნუ ნერვიულობ ბიძკო წაგიყვან აბა რას ვიზამ შენ მისამართი მითხარი ოღონდ
-უღრმესი მადლობა გაიხარეთ -მისამართი ვუთხარი და ვთხოვე ჩქარა წასულიყო . მალე ჩავედით , საშინელი გულისრევის შეგრძნება მქონდა, უკვე გაორებულად ვხედავდი ყველაფერს. ჩავიცვი , რაც მჭირდებოდა ჩანთაში ჩავყარე რაც მთავარია ფული ავიღე და გავედი. ისევ თბილისში წავედით. ცუდად გავხდი, ყველაფერს ორად ვხედავდი, მეგონა ვეღარ ვსუნთქავდი, ზურგზე როგორც სჩანს მართლა დიდი ჭრილობა მქონდა ისე ამტკივდა მეგონა ვიღაც ძვლების ამოცლას მიპირებდა. უკვე ვეღარ ვუძლებდი .აღარაფერი მესმოდა კაცი რაღაცას მეუბნებოდა სისხლზე ყურებიც დამეხშო, თვალები საბოლოოდ დავხუჭე და გავითიშე.
თვალები ისევ პალატაში გავახილე, ჯანდაბა ხომ ვერ მოვშორდი ამ ადგილს, ძლივს ვიხედებოდი მაგრამ აშკარად მიხვდა ანდრო რომ გამოვფხიზლდი ,ისე მწვდა მხრებში მეგონა დამიმსხვრევდა ძვლებს,ისე მიჭერდა და ღრიალებდა თვალები გამიფართოვდა კი არა შუბლზე ამივიდა ჩვეულებრივად
-შენ გოგო ნორმალური ხარ?მიპასუხე აზრზე ხარ საერთოდ? როგორ გაბედე ...როგორ გაბედე აქედან წასვლა სულ რაღაც ათი წუთით გავედი.ათი წუთით და გაიპარე...კახეთი მოარე ტვინის შერყევით ათასი ჭრილობით, ნაღრძობი ხელით ტვინი მართლა შეგერყა? იცი რამდენი გეძებე? იცი? რომ შემოვედი და არ დამხვდი რა აღარ ვიფიქრე გადარეულო, პატარა ბავშვო სად მიდიოდი გამაგებინე სად რამე რომ მოგსვლოდა? დროზე რომ არ მოეყვანე იმ მძღოლს აქ იცი საერთოდ რა მოგივიდოდა? ჭრილობა გაგეხსნა და სისხლისგან დაიცლებოდი მინიმუმია ეგ
-შენ რა გინდა აქ საერთოდ... რა უფლებით მიყვირი .ხომ მითხარი წადიო ხოდა წამოვედი , ხო არ გინდოდა ჩემი წუწუნის მოსმენა ხოდა წავედი და აღარ გაწუხებდი რა გინდა გამაგებინე რატო მეძებდი , რისთვის . ან ამდენ ხანს რატომ გამოხვედი იქედან ეს ყველაფერი რომ გეთქვა და მერე წასულიყავი? გავიგეთ ახლა შეგიძლია მიბრძანდე კარი ღია იქნება ნახვამდის
-გოგოო! რატო გინდა ჩემი წერა გახდე რატო გინდა დაგახრჩო , ენა ამოგაცალო რატო
-რა ხდება ...ანდრო რა გაყვირებს არ შეიძლება ადამიანო არა მისი განერვიულება, ჩხუბი და ყვირილი . სულ გაგიჟდი? არ იცი რო არ შეიძლება? -გიორგი შემოვარდა და გამაცალა -რა ჯანდაბა დაგემართა
-ახლა არ მითხრა ვეღარ გცნობო ... ვიცი ისედაც და ვერასდროს მიცნობ ..შენ კიდე ქალბატონო გირჩევ ჭკვიანად იყო და მეტად ნერვები არ მომიშალო თორე გაჩვენებ როგორ უნდა პასუხისგება დანაშაულზე- თვალებს ისე აბრიალებდა მეგონა დამწვავდა. სულ დასკდომაზე ჰქონდა ძარღვები ...მართლა ველურს გავდა.
-როგორ ხარ
-გაარკვიე სასტუმროზე რამე თუ ვერა ჯერ
-საცხოვრებლის ამბავი მოგვარებულია ნუ ღელავ. რამდენიმე საათში ამ წამალს რომ დაასრულებ გაგიშვებთ..უფრო სწორად წაგიყვანთ
-კარგი ..მადლობა უღრმესი მადლობა გიორგი
-ახლა დაიძინე და შემდეგ გაგიშვებ -გამიღიმა და გავიდა. მართლა ძალიან მეძინებოდა, თვალები დავხუჭე და დავიძინე. რომ გამოვფხიზლდი ისე ცუდად აღარ ვიყავი,ძილი საუცხოო წამალია, უკვე ღამე იყო . ნემსიც აღარ მეკეთა,წამალი დასრულდა როგორც სჩანს . ოთახში მიმოვიხედე და ის ველური დავინახე. სავარძელში იჯდა მიყურებდა და მიბღვერდა
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ.ამჯერად რამე დაგრჩა სათქმელი?ხო მართლა წამოსვლას ისედაც..
-ჩშ ...ხმა არ გავიგო იცოდე . მივდივართ აქედან
-მივდივარ მართალია..შენთან არაფერი მესაქმება მოიცა რას აკეთებ.მოაშორე ხელები - ხელში ამიყვანა ერთ ხელს ვერ ვამოძრავებ და მეორეც ვერ დავარტყი - გამიშვი ველურო .. გიორგის სასტუმროს მისამართი უნდა ვკითხო . წავიდე და დავისვენო შენგან
-უკაცრავად იმედები უნდა გაგიცრუო
-მოიცა სად მიგყავარ
-არსად... შენ ჩემთან მუშაობ და იქ იქნები სადაც გეტყვი.გაჩუმდი ახლა .გაბრაზებული ვარ და უარესად ნუ ამანერვიულებ -შენობიდან გავიდა და მანქანაში ჩამსვა.თან რა მანქანაში , შავი ლამბორჯინი .ღადაობს? საქართველოა? ნამდვილად? -მოიცა შენ რა ორმილიონიანი მანქანა გყავს?
-მართლა ამდენი ღირს? - საჭესთან დაჯდა და ღვედი შეიკრა. ეს იდიოტი არ არის ახლა? ჩემთვის ეს მანქანა რომ ეყიდათ ჩემი კოლექციისთვის მთელი თვე ვეწუწუნე, ვეჩხუბე, ვემუდარე ჩემებს . ამან კი ფასიც არ იცის ნეტა ჩამოუვარდა ციდან თუ რა მოხდა- ჩემი ძმის მანქანაა
-გამაცნობ?
-აუცილებლად
-მოიცა რა? ეგ ისე გითხარი. შენ ხო სახლში არ მიდიხარ ... საკმარისია ჩეემთვის როგორც უბრალო
-უბრალოდ ჩუმად იყავი..თავს ნუ ამატკიებ. რაც მთავარია არანაირი კითხვები გახსოვდეს რა სტატუსით ხარ ჩემთან
-შენ ხომ მითხარი
-არა ! აღარ გიშვებ არ ვაპირებ შენს გამო ვინმეს მოტყუებას
-აა ეგ როგორ ვერ ვიფიქრე.. მაპატიე . სად ვართ?
-ჩემი მშობლების სახლია -გალავნის კარი გაიღო და უმშვენიერეს ეზოში შევედით . აი აქ კი ქალის ხელი ჩანს. ნამდვილი მყუდრო სასახლე. მოიცა რაზე ვფიქრობ ანუ რა გამოდის რომ სახლში დაბრუნდა ანდრეა,თან მე მიმიყვანა თავისი მშობლების სახლში? მეჩვენება ნამდვილად თავის დარტყმამ იმოქმედა. არა? ახლა არ გადამიყვანს? წამიყვანა..მივყავარ სახლისკენ? კაი რა მართლა? ვერ დავიჯერებ რომ ეს მოვახერხე.ნებით თუ უნებლიედ გამოვიყვანე იმ ტყიდან. უკვე სახლში შევედით,მოსამსახურეები,რა ბედიერებააა.
-სად მიგყავარ? ანუ მოიცა... გაჩერდი - უკვე ვჩურჩულებდი,მივხვდი მისაღებისკენ მიდიოდა, მოსამსახურე გოგონაც კი რომელმაც კარი გაგვიღო გაღიმებული მოგვყვებოდა უკან მაგრამ ეს უკვე საოცრება იყო.ფაქტიურად მთელი მისაღები სავსე იყო. ჩემი ექიმიც აქ არის ვიღაც ულამაზეს ქალთან ერთად მასაც ანდროს მსგავსად მწვანე თვალები აქვს და მოიცა ის კაცი ვინ არის ანდროს ხელში არ ვყავარ? მეჩვენება? გაორება მაქ? 50 წლამდე ანდროს ვხედავ? იაზროვნე ტასო ის მამაა აშკარად აი ის სიმპატიური ქალი დედაა. მას აქვს მწვანე თვალები აი მამას კი ანდროსგან სწორედ თვალები განასხვავებს მას ყორნისფერი აქვს როგორც ერთ-ერთ ბიჭუნას საოცრად რომ იღიმის. ღმერთო ეს ოჯახი სილამაზის წყაროს აღმომჩენები არიან? რამდენიმე წამი დამჭირდა ამ ყველაფრის აღსაქმელად, შერყევიანსაც კი საოცარი მზერა მაქვს.
-ანდროო მართლა მოხვედი... დაბრუნდი ჩემო ბიჭოო- ქალს თვალები აემღვრა აშკარად ვერ იჯერებდა.ჩვენსკენ წამოვიდა და ცრემლებიც წამოუვიდა. გული ამიჩუყდება ახლა ვგრძნობ.
-დამსვი იდიოტო დამსვი- ვუჩურჩულე და ხელი მივარტყი . გავიგე მისი გულისცემა,როგორი ყინულის სახეც არ უნდა დაკეროს მე მაინც ვეღარ მომატყუებს,ღელავს თან ძალიან. დამსვა როგორც იქნა დივანზე. რამდენიმე წუთი ეხვეოდა დედას, მამიკო დაიკო და ძამიკო შორიდაც უცქერდნენ. ეს ქალი აშკარად ისეთი მკაცრია როგორ იმიჯსაც ანდრო ირგებს, უბრალოდ ეს არ თამაშობს ვაი საწყალი გიორგი .ამას როგორ უძლებს , ღმერთო ჩემო. არა რა ამას დიდხანს თუ ვუყურე ტირილს დავიწყებ. რა მხურვალე შეხვედრაა სულ არაფერი რომ თქვან მაინც . მათ თითოეულ მოძრაობაში იმხელა სიყვარული, პატივისცემა გრძნობა ჩანს რომ ემოციურად მთიშავს.
-კარგით ახლა გეყოთ ...ისე იქცევით გააქცევთ ისევ
-მართალია კესო ... თანაც არ დავბრუნებულვარ
-რა? აბა ...მოიცა აბა მე მტოვებ? არ მინდა მე ვერ დარჩები სასტუმროში წავალ. ასე ვერავის შევაწუხებ არა გამორიცხულია და ახლა არ მითხრა გაჩუმდიო თორე გავგიჟდები- უცებ ავფეთქდი და მგონი ზედმეტი ყურადღება მივიქციე, ისე შეეცვალა გამომეტყველება და დამიბრიალა თვალები გავჩუმდი- ჩუმად ვარ კარგი ხო ..ნუ მიყურებ ეგრე- ტუჩები დავბრიცე და წარბები შევკარი შემდეგ ქვემოდან ვუყურებდი
-ეს გოგო ...
-ანასტასია, ჩემი მეგობარი . რომელსაც დახმარება სჭირდება და ამიტომ ჩვენთან დარჩება დროებით. სანამ ბატონი გიორგი არ გვეტყვის რომ სრულად გამოჯანმრთელდა . ტასია გაიცანი ვახო , მაია , კესარია და მათე.გიორგის იცნობ უკვე.
-სასიამოვნოა.მაპატიეთ რომ შემოგეჭერით მე არ ...
-ტაისია ...შენთვის ბევრი საუბარი არ შეიძლება. გიორგი დამეთანხმება,უნდა იწვე და დაისვენო. - უცებ გამაწყვეტინა, ხელში ამიყვანა ისევ და გავიდა მისაღებიდან
-სად მიგყავარ
-საძინებელში ...
-იმედია შენს ოთახთანა ხლოსაა... არ მინდა აქ ყოფნა რა გთხოვ... სხვაგან წამიყვანე . მე ხელს შეგიშლით აქ სულ ოჯახისწევრები ხართ და მე ...
-რატომ გიყვარს ამდენი ლაპარაკი ნუთუ თავი არ გტკივა
-კარგი რა. მაგაზე როგორ ფიქრობ ადამიანო ,როგორც იქნა დაბრუნდი სახლში და იმის ნაცვლად რომ ოჯახისწევრებთან დარჩე რაზე მელაპარაკები
-არ მინდა მიეჩვიონ ჩემთან ყოფნას
-ვერაფერი გავიგე ...გეფიცები გაოცებული ვარ. ამოუხსნელია დამიანი ხარ რა -საწოლზე დამაწვინა. როგორც იქნა დიდი საძინებელი მეღირსა მაგრამ არ მინდა ასე. აქ უხერხულად ვიგრძნობ თავს, ჩემს ნებაზე ვერ მოვიქცევი, რომ ვიგიჟო ანდრეამ თქვა მეგობარიო და ვერ ჩავაგდებ უხერხულ მდგომარეობაში. არ მესმის რას აკეთებს, ანუ ჩემს გამო წამოვიდა იქედან? ჩემს გამო რჩება თბილისში?
-წამლები უნდა დალიო -სულ არ მომაქცია ყურადღება ,თითქოს არ ესმის რას ვეუბნები. ქვემოთ ჩავიდა, ჩანთები ამოიტანა, როგორც ჩანს ჩემი ნივთების მოტანა სხვას დაავალა, ჩემს წამოღებულ ჩანთასთან ერთად ერთი ჩემოდანი კიდევ შემოიტანა. ასევე წამლების პარკი და რამდენიმე აბი დამიდო . როგორ მეზიზღება წამლები .
-არ მინდა რა
- რაც უფრო იჯიუტებ მით უფრო დიდხანს მოგიწევს წოლა
-კარგი ხო მომეცი...-გადავყლაპე სახედამანჭულმა და კომფორტულად მოვეწყვე საწოლში
-აქ სააბაზანოა, შესაძლოა თავბრუსხვევა იგრძნო და მე მითხარი ხოლმე შესვლას რომ გადაწყვეტ.
-უუუ შემომყვებიი?- ასე არ ჯობია? ცოტას გავმხიარულდები. ამის თვალების ტრიალიც კი მომენატრა . სად ვიყავი აქამდე რა მაჯუჯღუნებდა ,ითამაშე ანდროს ნერვებზე რა საქმე გაქ
-აუცილებლად- მოიცა ეს მე მიღიმის ასე ირონიულად? ოჰ როგორ გაცუღლუტდდა თბილისში ბიჭი
-ღმერთო რა უმადური ხარ - ტუჩები დავბუშტე და ფეხები ავაბაკუნე საწოლზე- ასე უნდა ვიწვე?
-ტაისია როგორც გინდა ისე დაწექი
-უნდა გავიხადო ..პენუარია ჩემი ჩანთაში და მომე რა .
-რამე უფრო დახურული ჩაიცვი.. დარწმუნებული ვარ რამდენიმე წუთში გესტუმრებიან ..- რომ შეათვალიერა ხელში ჩემი საყვარელი პენუარი აჯუჯღუნდა
-მონაზვნის სამოსი არ მაქვს იცი? ფეხსაცმელი მაინც მომაშორე ადამიანო ვერ ვწვები ნორმალურად
-მერე მე ვარ ჯუჯღუნა- პენუარი მუჭში მოიქცია და საწოლზე დააგდო. შემდეგ ფეხსაცმელი ფრთხილად გამხადა და იქვე დააწყო.-გოგონები შემოვლენ და ტანსაცმელს ამოალაგებენ . არ გიჭამია არაფერი ... რამეს ამოვატანინებ და მოვალ
-მარტო მტოვებ?
-არ მითხრა რომ გეშინია
-ცინიკოსო- დავეჭყანე და ხელები გადავიჯვარედინე მკერდთან.წავიდა დამტოვა მარტო. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ჩემმა მარტოობამ,თითქოს ანდროს გასვლას ელოდნენ მაშინვე შემოვიდნენ რიგ-რიგობით კესო, მაია და მათე
-შეიძლება
-დიახ ,რა თქმა უნდა...
-იმედია მოგწონს ოთახი. თუ გინდა შევცვლით ..
-შევცვლით და ანდროსთან გადაგიყვანთ- ეს ბიჭი მომწონს. როგორ ანცია,რაღაცნაირი .
-მათე! ასე პირდაპირ არ უთხრათქო არ გითხარი?- აი ჯუჯღუნა დედოფალი .რა ლამაზები
არიან ეს თვალები რო უბრწყინავთ .
-ვაიმეე ყველა შენსავით ვერ შემოვუვლით ქალბატონო მოსამართლევ. სასმაართლოზე შენი გიუშა წარადგინე და თუ გინდა გაროზგვა მიუსაჯე - წარბები აუთამასა და ტუჩები გაილოკა- უუუ ვიღაც გავაბრაზე
-ბავშვებო გეყოთ- გაუღიმა მაიამ და თვალები გადაატრიალა
-არა არაუშავს ..- დავამშვიდე უცებ და აი ყველამ ისევ მე გამომხედა
-ხო მოკლედ რას ვამბობდით? თუ გინდა ანდრიკოს საძინებელში გადაგიყვანთ დიდია უფრო და კომფორტული
-იცით მე არ ...
-რა ხდება აქ კრებაა? რამე საინტერესო თემას განიხილავთ ავადმყოფთან რომელსაც დასვენება სჭირდება და აწუხებთ?-ურჩხულია რა შემოვიდა და უცებ წამოაგდო ყველა
-კარგი რა იყო დაგტოვებთ ისედაც
-მათე გაქრი- კესომ გააგდო და მალე სამივე მიიმალა
-იმედია მოგეწონება... ჩვენი ძიძა თურმე აღარ მუშაობს აქ . ეს არც კი ვიცი ვინ არის ,იმედია კარგად ამზადებს- ლანგარი დამადო მუცელზე და გვერდით მიმაჩოჩა, ფეხზე გაიხადა და გვერდზე მომიწვა - იმედია დამიწვევ
-მომეჩვენა თუ
-კითხვები სხვა დროისთვის. გუნებაზე არ ვარ. საკმაოზე მეტი ვილაპარაკე ენერგია დამეხარჯა
-ღმერთო როგორ გიძლებ დღესაც ვერ ვხვდები
-ფაქტია უკვე ხუთი თვეა მიძლებ და რა ვიცი როგორ...ჭამე გემრიელი ყოფილა
-გულისრევის შეგრძნება მაქვს და არ მინდა რა
-ეგ თავსთავად გექნება იმდენი იბოდიალე დღეს, ტვინის შერყევა გაქვს მარტივი საქმე კი არ არის
-არ მინდა რა..
-ტყუილად აწვრილებ მაგ თვალებს არ ჭრის ჩემზე ..სულ არ გავხარ პატარა გოგოს
-ერთადერთი კაცი რომელზეც ზემოქმედებას ვერ ვახდენ
-და რა გგონია რომ ვინმეზე ზემოქმედებას ახდენ?
-უკაცრავად? შენ რა გგონია პატარა გოგო ვარ რომელსაც არაფერი გაეგება? კაცები ერთ-ერთი საკითხია რომელშიც სპეციალისტი ვარ.შეიძლება დისერტაციაც დავიცვა იცი?
-ოჰ რა საოცრება ხარ პირდაპირ...
-შენზე თბილისის ჰავა ცუდად მოქმედებს..რატომღაც საოცრად ირონიული გახდი რაც არ მომწონს
-მართალია ირონიის დედოფლობას გეცილები მე მინდა მეფე გავხდე
-რა იყო შენ? რაღაც ძალიან მაღადავებ თუ მეჩვენება
-დამშვიდდი და ჭამე თორე გაცივდა ...
რომ გავსინჯე მერე შევყევი და კი დავნაყრდი. შემდეგ კიდევ დამალევინა ერთი აბი რაღაც და გავისუსე. ანდროს მხარზე მედო თავი ,მისი სურნელით გაბრუებულს ისე ტკბილად ვიყავი, გავბრუვდი და არ მეძინა მაგრამ არც ბევრი მაკლდა. თმის სარჭი მომხსნა, მართლა მაწუხებდა , შემდეგ გამიშალა მხრეზე და თითები ახლართა შიგნით და ისე ეთამაშებოდა მგონი უნდა დავიძინო,განგებ მიკეთებს? კარგის ხმა გავიგე,მაგრამ დამეზარა თვალების გახელა
-ოჰ ... ანდრიკოოო -მათე იყო აშკარად- მე შენს ოთახში დაგეძებ და თურმე სად ხარ.
-რა გინდა მათე...
-უიმე მართლა როგორი მუდო გახდი რა .. რა უნდა მინდოდეს ხუთი წელია არ მინახავხარ და ვიფიქრე დაველაპარაკები ძმასთქო ...
-კიდევ უფრო თუ დაიყვირებ გააღვიძებ ტასოს და გისვრი აქედან კალათბურთელო
-ყოფილო ..
-რა ყოფილო
-ერთი თვე მომცეს თუ დაბრუნდები და წესიერად ჩაგვატარებინებ თამაშებს ხო კარგი თუ არადა გაგიშვებთო... რა ვქნა საქმეს ვერ მივატოვებ, კესოს რა გაეგება თავისი სასამართლოს გარდა არაფერი ანაღვლებს, გიორგი ექიმია , მამას აღარ შეუძლია სულ იქ ყოფნა შენ კიდე რომ დაბრუნდი ახლაც არ მჯერა და მაინტერესებს დარჩები თუ როგორც გიორგიმ მითხრა ტასოს გამო ხარ აქ და როგორც კი გამოჯანმრთელდება წახვალთ
-გიორგიმ სწორი გითხრა... მაგრამ არ უნდა შეეშვა თამაშს იქნებ გიომ გადაიბაროს
-არაო.. კომპანია არაა ჩემი საქმე მე ჩემს კლინიკას და პაციენტებს ვერ მივატოვებო და რა ვქნა ტო ...
-ანუ შენზე ტეხენ ჯოხს? შენც არაფერს აკეთებ
-რო არ ვაკეთებდი გეზარებაო შენ არ მეუბებოდი?
-მე მინდოდა გესწავლა და როცა აღარ ითამაშებდი საქმესთვის მოგეკიდა ხელი და არა კალათბურთის მიტოვების ხარჯზე თავი შეგეწირა საქმისთვის რომელსაც ვერ იტან ..
- ხო მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს და რას მალაპარაკებ ჩუმად დავიღალე გამოდი გარეთ..
-მადროვე მერე გამოვალ...
-აღარ ტოვებ მარტო?
-ვერ გავიგე რა ჩარტყმებს მიკეთებთ ყველა ..რას ვაკეთებ საოცარს
-არაფერს ... ყველა მოსამსახურე სახლში მოგყავს, ყველას გამო ბრუნდები უკან და შენს სიტყვას ივიწყებ...ყველას უწვები გვერდით და უფლებას აძლევ გეკამათოს
-ოხ მათე ..
-პაკაა- ვაჟბატონი გავიდა მე კი შევიშმუშნე და ვიგძრენი როგორ შემიცურა წელზე მეორე ხელიც, საწოლზე დამაწვინა და ასკარად მიყურებდა
-რაღა ახლა დაიძინე.. ცოტა მოგეცადა რა ვქნა ახლა ასე დაგაწვინო? -მე მელაპარაკება? ანუ გახდას აპირებს? რა გავაკეთო გავიღვიძო? რაღაც არ მომწონს ეს აზრი, მე ხომ ეშმაკუნა გოგონა ვარ, რომ გამხადოს არაფერი დაუშავდება . დარწმუნებული ვარ თვალებს დახუჭავს. თუმცა არა , ზედმეტად შიშველი ვარ და სულაც არ მინდა ამ ერთგულების ფიცის თუ რაც არის მისი დამრღვევი და შემაცდენელი მე გავხდე, ეშმაკის როლში ყოფნა არ მინდა. როგორც კი ზედას შეახო ხელი გავახილე თვალები
-რას აკეთებ?
-ვერ ხედავ?
-რომ ვხედავ მაგიტო გეკითხები..
-ვცდილობდი მომეშორებინა სამოსი და მშვიდად დაგეძინა. რადგან გაიღვიძე აჰა პერანგი და მიხედე თავს..
-მოიცადე სააბაზანოში მინდა შესვლა და ეს შეხვეული ხელები და ზურგი
-ცოტა ხნით შხაპს ვერ მიიღებ და ისე დაგეხმარები . პირსახოცები იქაა კარადაში.. ყველაფერია მოკლედ- წამოდგომაში დამეხმარა და კარამდეც მიმიყვანა. შემდეგ დახურა დამტოვა .ჩემს ჭრილობებს გადავავლე თვალი , პენუარი გადავიცვი და გავედი. იქ გიორგი დამხვდა უკვე ანდროსთან ერთად და მათეც შემოვიდა. რა ხდება თავყრილობაა?
-გაუღვძია მძინარე მზეთუნახავს... მძინარე სექსუალურ მზეთუნახავს
-მათე საყვარელო როგორი ყურადღებიანი ყოფილხარ იქნებ დამეხმარო საწოლამდე მისვლაში სექსუალურ დეიდას სიარული უჭირს - ბიჭს ღიმილითვე ვუპასუხე და მაშინვე დაიძრა ჩემკენ. ხელი მომხვია და უფრო ფართოდ გავუღიმე- ძმები კუნთების ნაკლებობას არ უჩივით
-ეგ არ ვიცი და მე არაფერს ვუჩივი დამიჯერე
-ეს ბავშვი მეფლირტავება თუ მეჩვენება ბატონო ანდრეა?
-ნუ მიაქცევ ყურადრებას მორიგ შეყვარებულს დაშორდა და ეიფორიაშია ვერ აზროვნებს საღად
-სიძევ თქვენ როგორც ჩანს კიდევ შხამს ანთხევთ..რა ხდება ჩემს დას დიდი ხანია შეურიგიდ და ენერგიას ასე ხარჯავ?
-მარტოხელა ბიჭებისგან განსხვავებით ენერგიის დახარჯვის სხვა საშუალებები მაქვს ცოლისძმავ
-იდიოტო ჩემს დაზე რომ ვლაპარაკობთ არა?
-უიი მართლა? სულ მავიწყდება ხოლმე ჩემი კესარია შენი და რომ არის. სულ რაღაც ბიოლოგიური გარღვევა მგონია . რას გაუგებ გენეტიკას
-გიყურეთ და ვხვდები არაფერი დამიკარგავს. ხუთი წლის წინაც ზუსტად ასე იყავით .უბრალოდ ეს ცოტა გაზრდილია - ანდრომ სერიოზულად უთხრა და მათეზე მიანიშნა გიოს-ენაც მახვილი გაუხდა
-მახვილი როგორ არა... სადააქ მახვილი ერთი გოგო ვერ დაკერა .სულ არაა ეს ჩვენიანი
-როგორ მინდა ახლა კესარია გაქრეს აქედან და არ ესმოდეს როგორ იხსენებ ახალგაზრდობის თავგადასავლებს-ისე სერიოზულად შეიცხადა მათემ მეც კი დავიჯერე რომ ოთახში კესო იყო. გიოს რა დაემართებოდა, ისე გალურჯდდა მეგონა ინფარქტი დაემართა
-სად...რა პატარავ გეფიც... შე საზიზღარო არსებავ ისევ მომატყუე ხო? მოგკლავ იცოდე ...
-აბა თუ შეწყვეტთ პატარა ბიჭებივით სირბილს და გაიხსენებთ რომ ამ არსებას ამდენი სიცილი ეკრძალება ისეთ მანევრებს აკეთებს მგონი თავიდან მიიღო შერყევა და შენ კიდე გააკეთე შენი საქმე თორე მე თვითონ მივხედავ საერთოდ რას შემომივარდით აქ...-მართლა იმდენი ვიცინე ამათზე ანდროს არ გადაუჭარბებია, იმხელა ხმაზე ვკისკისებდივუყურებდი როგორ ცდილობდა გიო მათეს დაჭერას .
-კაი ხო გვეყოს მართალია ანდრო..გააკეთე რა შენი საქმე იქნება და რა საქმე აქვთ მერე...
-ერთი წუთით ახალგაზრდავ... დღეს ზედმეტად ბევრჯერ გავიგე მსგავსი შინაარსის წინადადება და მინდა გითხრა მოკლედ და კონკრეტულად სხვებსაც გადაეცით -მე და ანდროს არაფერი გვაქვს გარდა საქმიანი ურთიერთობისა, ახლა კი არ ვიცი მეც რატომ მაგრამ მეხმარება და ალბათ უნდა მალე დავუბრუნდე საქმეს .კიდევ ერთხელ მოახდენ ირონიულ გადასვლას და გაიგებ როგორი არაადეკვატური ქცევა მახასიათებს.
-ვაუ ...
-გასაგები იყო? გმადლობთ ყურადღებისთვის ბატონო გიორგი ალბათ ჭრილობა უნდა გადამიხვიოთ .ლოგიკურია რომ გახდა მომიხდება და შესაბამისად ეს ორი უნდა გავიდეს ...გმადლობთ ყურადღებისთვის
-ეს სულ ასეთი მკაცრია?
-გამოაღწიე- ხელი ჩაავლო ანდრომ,ისიც გაოცებული იყო მაგრამ მაქსიმალურად იკავებდა თავს. მათე გაიყვანა,თავადაც გავიდა. გიორგიმ კი საწოლთან გადმოინაცვლა. მისგან ზურგით დავჯექი ფრთხილად მოვიშორე პერანგი და მკერდზე ავიფარე.
-იმედია ძალიან არ მეტკინება
-თუ მოდუნდები არ გეტკინება.. ექიმების გეშინია მგონი - საფენი ააძრო ჭრილობას და რაღაცით მოწმინდა, უსიამოვნო შეგრძნება იყო
-ნაიარევი დარჩება? არც კი ვიცი რისგან მივიღე ჭრილობა
-დაგორების დროს შეგერჭოთ ბლაგვი სგანი ალბათ მიწაში იყო და ...მოკლედ ისეა ნამუშევარი არ დაგეტყობათ, თუ რაიმე საოცრება მოხდა ისე დაგაჩნდებათ რომ დამალვას შეძლებთ
-კარგი და სხვა რაიმე..
-სხვები ნაკაწრებია და მალამო მოგიშუშებთ,რამდენიმე დღეში აღარც კი გეტკინება. ხელზე თუ გაინტერესებს ცოტა ხნით გექნება შეხვეული შემდეგ კი გადაგივლის ტკივილიც და ეგაა რა... დავასრულე
-გმადლობ - შევეცადე გადამეცვა, მაგრამ არ გამომივიდა , დამეხმარა და მარტივი მოზრაობით მომარგო . შემდეგ ფეხზეც გადამაკრა ახალი საფენი და დაასრულა მუშაობა.
-ხვალამდე ... თუ ვერ მოვახერხებ მოსვლას არ იდარდო ანდრო მიხედავს ყველაფერს .
-მადლობა...ხვალამდე
-ნახვამდის- გამიღიმა და წავიდა. სამაგიეროდ ანდრიკო შემოვიდა და მათეც შემოჰყვა.
-ვერ მოვიშორე
-ვერც მომიშორებთ... ზედმეტად მომწონხარ იციი? რაღაცით მიზიდავ და ვერ ვხვდები რით
-რა საინტერესოა ნეტა რით? ხომ არ ფიქრობ რომ მეც შენნაირი გიჟი ვარ და ერთმანეთს გავუგებთ,იმასაც ხომ არ ფიქრობ რომ ანდროს გადმობირებაში დაგეხმარები
-ზუსტად- თითქოს აღმოჩენა გააკეთა ისე გაიცინა და საწოლზე დახტა-ამაღამვე დავიწყოთ გეგმების დასახვა? ეს გავუშვათ საყვარლები თუ არ ხართ რა უნდა აქ
-ეგრე არც არავინ არის და ჩემს საწოლზე რა გინდა ყმაწვილო? - წარბები მაღლა ავზიდე და ძლივს შევიკავე სიცილი. რა კარგი ბიჭია , საყვარელი და მხიარული.მაგრამ არც ცანცარა არ არის უბრალოდ ახლა ანცობს.
-ოჰ კაცო შემიძლია
-იმედია ყველა გოგოს ასე არ უწვები ხო?- ჩუმად ვუთხარი- არა მე არ მაქ პრობლემა მაგრამ ანდროს არ ვიცი რამდენად მოეწონება
-უიმეეე რას მეუბნები ... რა მეტყობა.იმ გადარეულმა გიორგიმ რო თქვა გოგოებზე იხუმრა მართლა ეგრე კი არ არის უბრალოდ ერთი გოგო მომწონდა ის კიდე ზედმეტად ჭირვეულია და გადამატანა იმ ამბავს თან
-კარგი ბიჭო გეხუმრა რა იყო ...
-მოდი აქ რა შორიდან გვიყურებ... ვილაპარაკოთ ცოტა, აქ მაინც ვილაპარაკოთ , აბა არ შორდები ტასოს
-ახლა არ მოვა გაბრაზებულია- უცებ ვთქვი რასაც ვფიქრობდი და ანდრომ გამომხედა აბრიალებული თვალებით,მეც ჩემი მზერა შევაგებე
-მოკლედ ამ ბატონმა თურმე დროებით შემოგვიარა.გამოგაჯანმრთელებს და წავა ისევ
-ხო აბა დამტვრეული მოსამსახურე არ მჭირდება
-სხვას ვერ პოულობ? ისე გითხარი მე წასვლა გადავწყვიტე-თქო
-გავიგე რომ გადაწყვიტე ...
-მერე? ანუ ისედაც რჩები
-არ ვრჩები და საერთოდ მათე დიდხანს თუ მელაპარაკებით კიდევ სხვაგა წავალ...როგორმე ვიპოვნი ერთ თვიან თავშესაფარს
-მართლა როგორი ჯუჯღუნა ხარ ასე არასდროს იქცეოდი ... ყვირილი ხო საერთოდ.ასე ყვირის სულ?
-კი დამიჯერე სულ ასეა
-არა ნამდვილად არაფერი გექნებათ .ამასთან როგორ უნდა დაწვე
-თქვენ ორს როგორი საერთო გაქანების აზროვნება გაქვთ. მეც არ დამიტოვებიხარ ასეთი
-ხუთი წლის წინ 19 წლის ბავშვი ვიყავი
-ბავშვი ხარ ანუ ახლაც
-გააჩნია რისთვის გაინტერესებს
-რავიცი ვიფიქრე დარდის გასაქარვებლად ერთ გოგოს გავაცნობთქო მაგრამ ის თავისზე უმცროს ბიჭებს ცუდ მდგომარეობაში აგდებს და რა ვიცი გადავიფიქრე
-არ სჭირდება ამას შენი გარიგებები ძალიან გთხოვ... საყვარლის შეყვარება და დედაჩემის ინფარქტი არ გვინდა
-რა უხეშად საუბრობ... ვიღაც რიგითი კახ.. არ მიგულისხმია და საერთოდ ვიცით ისედაც ჩემზე როგორ ფიქრობ და არაა საჭირო დღის განმავლობაში ამდენჯერ ხაზგასმა
-ვერ გავიგე შენ რა შუაში ხარ
-ძალიან კარგად გაიგე და იცი რას ვერ ვხვდები? მიუხედავად შენი ჩემდამი დამოკიდებულებისა რატომ ვარ აქ და საერთოდ შენ რატომ დაბრუნდი
-ჩემს გაბრაზებას ცდილობ ვატყობ.ალბათ ყვირილი მოგენატრა ,უკაცრავად ამ ტერიტორიაზე ჩხუბს არ ვაპირებ და შენს ანკესზე არ წამოვეგები. გამოჯანმრთელდები ერთ თვეში და მერე სად გამექცევი ...
-ნუ მემუქრები ..თუ მოვინდომებ ხომ იცი რომ ვერ შემაჩერებ და წავალ...
-დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და შენ თუ ვერ დაგარწმუნე არაა ჯერ გვიანი
-ვაიმე შენ ხო ვერ წარმოიდგენ ნერვებს როგორ მიშლი ...დღეებს ვითვლი უკვე
-შვიდი თვე ცოტა დრო არ არის .ფაქტობრივად შენი ნერვული სისტემა გაქრობის ზღვარზეა...
-მაგასაც ვნახავთ ვისი ნერვული სისტემა გაქრება...როგორ მინდოდა თავი შემეკავებინა პატივს ვცემდი შენს მდგოამრეობას, გულთანაც კი მივიტანე მაგრამ არ შეირგე ხოდა რასაც მოიმკი შენს თავს დააბრალე
-აი ხომ გეუბნებოდი ... ხომ გითხარი იმიტომ იქცეოდი ასე ,თითქოს ტკივილზე ტკივილს აღრა მიმატებდი და გაბრაზებიტაც კი არ მაბრაზებდი შენი აზრით. არადა მუნჯივით დადიოდი მთელი დღე ,ისეთი გარეო შექმენი ჭკუიდან შემშალე და საერთოდ შენი კი არა არავის სიბრალული არ მჭირდება
-ეს სიბრალული საიდან მოიტანე შე დაკომპლექსებულო ველურო ... საერთოდ ლაპარაკიც კი არ მინდა თავი მტკივა ... თუ დამტოვებ და გაბრძანდები დამავალებ
-წამლები უნდა დალიო და იმიტო ვიცდი თორემ შენი ცქერა და სმენა არ მხიბლავს
-დაასრულეთ? კარგი შემიძლია ჩავერთო თუ?
-მაგას აღარ ველაპარაკები მე ... მომიყევი შენზე რამე არაფერი ვიცი
-არ ლაპარაკობს ხო
-არა ნუ ის ვიცი რო კალათბურთელი ხარ ..სიმაღლითაც მივხვდი რატომღაც
-ხო ვთამაშობდი
-წარსულში ნუ ლაპარაკობ რა . ცხოვრებაში ერთადერთი რამის მჯერა თუ გინდა უნდა დაიკიდო ყველაფერი და გააკეთო ის რაც გაბედნიერებს. შეიძლება როგორც უფროსმა დეიდამ სხვა რჩევა უნდა მოგცე მაგრამ ჩვეულებრივი დეიდა რომ არ ვარ ფაქტია...
-არ შემიძლია ასე...სხვა სიტუაცია რომ იყოს წავიდოდი მაგრამ ახლა მართლა არაა გამოსავალი. ეს მამაჩემის პირდაპირი მნიშვნელობით ღალატი იქნება და ვიცი საშინელი შედეგები მოჰყვება ...მათთვის ისედაც ძნელია ეს ყველაფერი... შევეშვათ ერთი მაგას რა შენ ის მითხარი ამასთან როგორ გაჩნდი
-მამაშენის დამსახურება მგონი
-შანსი არაა ის გოგო შენ ხარ ? ჭირვეული მამიკოს გოგოო აბა? უკაცრავად მასე არ მინდოდა
-არაუშავს მე ვარ ეგ ჭირვეული მაგრამ მამიკოს გოგო რო ვიყო და ვაინტერესებდე აქ არ ვიქნებოდი ამ მდგომარეობაში...შეყვარებული გყავთ ბატონო მათე რეალურად?
-არა თავისუფალი ვარ
-ისე ამბობ დარწმუნებული ვარ ვიღაც გიყვარს
-საიდან მოიტანე უბრალოდ ისე დამღალა ყველა მაგ თემით რო
-შენ ფაქტიურად ეშმაკს ესაუბრები და როგორ მატყუებ ...
-მართლა არავინ მყავს
-კარგი ხო სხვა დროს ვისაუბროთ...- ანდრო წამლებს მიწყობდა,როგორ ვერ ვიტან ამ პროცესს უკვე მეორედ .
-წავედით ...
-კარგიი წავედით... ნახვამდის ტასო- მათე წამოდგა სხვა რა გზა ჰქონდა ისე დაუბრიალა თვალები ანდრომ.
-ხვალამდე ...
მინდოდა ,ძალიან მინდოდა დაძინება.გონების მობილიზება და სწორი დასკვნების გამოტანა იმაზე რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა,მაგრამ ვერ შევძელი . როგორ მინდოდა რაიმე რაც გამთიშავდა ცოტა ხნით, ახლა სასმელი რომ ვიშოვო აზრი არ აქვს უარესად გავხდები და ვიცი ამ ბავშვური რჩევის გამო ანდრეა მომკლავს. არადა როგორ მინდა რაიმე რაც კარგ განწყობას შემიქმნის. სანათის ანთება ვცადე მაგრამ საღ ხელზე არსებულმა ნაკაწრებმა შემახსენეს თავი და სანათი გადაყირავდა, როგორც სჩანს რკინის ნაწილი ჰქონდა ისეთი ხმა გამოსცა დაცემისას თავი ამატკივა.არ ვიცი როგორ მაგრამ ორ წამში კარი შემოინგრა და ანდრეა შემოვარდა საცვლის ამარა , ეს მინდოდა ეხლა მე? მაინც როგორი სიმპათიურია
-რა ხდება...კარგად ხარ? დაეცი?
-ნუ ღელავ ..კარგად ვარ უბრალოდ, უბრალოდ ის გადავარდა და ხმა ...
-რატომ არ გძინავს გამაგებინე- სანათი აიღო და თავის ადგილას დააბრუნა. შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა .დააფიქსირა როგორ ვუყურებდი და სად,ჩემს ტუჩებზეც გადაიტანა მზერა და თვალები გადაატრიალა ისე საყვარლად რომ გული უარესად ამიჩქარა -კარგი რა ..კარგი რა ტასო
-რა.. უბრალოდ შენ you are so sexy babe -არა რა თავს ვერ ვაკონტროლებ . ისევ უკან დავიხიე , ღრმად ამოვისუნთქე ,ძლივს გავიღიმე და ხელები ზეწარზე გადავატარე-აბაა დავივიწყოთ ახლა ჩემი ქალური სისუსტე თვიურს ველოდები და ხომ გესმის ზედმეტად ვარ აღელვებული -ვაიმე რეებს ვბოდიალობ.რა მჭირს როდის იყო მე კაცთან ვერ ვსაუბრობდი და დაბნეული რაღაცეებს ვროშავდი .ასე 16 წლის ასაკშიც არ ვიყავი. ეს ეს როგორ ,მოიცა მცხელა, ანუ გავწითლდი კიდეც? შეუძლებელია ეს მე არ ვარ ,შეუძლებელია .მერე რა რომ ვუყურებდი , რაა გასაოცარი არაფერი დამიშავებია ვუყურებდი .მე ქალი ვარ და როგორ შეიძლება არ შემეხედა ,კარგი რა ტასო ასეთებზე როდის ნერვიულობდი . რატომ მიყურებს ასე ,რატომ მგონია რომ სიცილი უნდა , ეს მზერა .ფაქტიურად სიცილს ნიშნავს ისე მიყურებს,ანუ დამცინის? მე? მე დამცინის ეს იდიოტი? ოჰ როგორ არ მინდა ,როგორ არ მინდა მაცდუნებელი ვიყო ამ შემთხვევაში . იმიტომ რომ ასე უბრალოდ რომ გაუჩნდეს ჩემთან დაკავშირებით უხამსი ფანტაზიები . მერე თავს დამნაშავედ იგრძნობს, ეგონება რომ კატოს უღალატა რომ მათი წმინდა კავშირი დაარღვია.ჯანდაბა არ მინდა ეს მაგრამ როგორ შევარჩინო ეს, ეს ხომ ჩემი დამცირებაა. როდის იყო ამას ვინმეს ვპატიობდი.თუმცა არც არავის გაუკეთებია ჯერ ,მე ასე ვისაც ვუყურებ ყველა ჩემი ბიჭი იყო და ამ მზერას სასიამოვნო გაგრძელებაც ჰქონდა ხოლმე . მგონი რაღაცას მეუბნება და არ მესმის
-ტასია გესმის? თუ ტყუილად ვლაპარაკობ
-რა.. რამე მითხარი?
-მართლა არ ხარ კარგად ...
-თავი მტკივა ეს ჭრილობაც კიდევ და საერთოდაც ასე უცებ როგორ შემოხვედი
-ძალიან თხელი კედლებია აქ... მეზობელ ოთახში ვარ თანაც არ მეძინა.. შენ რატომ არ გძინავს ამ დროს?
-მე.. არ მეძინება საერთოდ - მგონი სხეულზე ვიღაც ნემსს მარჭობს... ვითომ ჭრილობის გამოა ეს? რა კაცის უნახავივით ვიქცევი, რა ხამობაა რა მემართება საერთოდ, რა მიზიდულობაა ასეთი , საერთოდ როდის იყო ასე ვიქცეოდი.-საერთოდ არ მეძინება და არ ვიცი რა გავაკეთო
-სიმართლე გითხრა მეც ვერ მოვისვენე. დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ.მინდა თუ არა თავს მაინც ვერ ვერევი ზედმეტად ემოციურია
-მესმის... თუმცა ალბათ ნაწყენები არიან.წესით მათთან ერთად უნდა ყოფილიყავი, გესაუბრა გაგეგო ამ ხუთი წლის მანძილზე როგორ იყვნენ შენ კი აქ ხარ ახლოს მაგრამ მაინც შორს... ნუთუ ვერ ხვდები როგორ ტკენ მათ გულს ... -ერთს ვსაუბრობ სხვა რამეზე ვფიქრობ . ნუთუ ვერ ხვდება რომ ასე ყოფნა არ შემიძლია, სრულიად გაუწონასწორებელი ქალი ვარ .მაგრამ ასეთი არ ვიყავი ,მართლა არ ვიყავი არასდროს. - ეს რომ გადაიფარო კარგი იქნება- საბანი მოვიშორე და მკერდზე მივაფარე . ეს სულელია თუ მე მაჩვენებს თავს, არ აიმდენი ხანია ქალზე არ უფიქრია ვეღაც ხვდება,თუმცა რას მიხვდება ფაქტიურად ვაჟიშვილი ჩაჰბარდა კატოს ,მის გარდა არც ჰყოლია მგონი ქალი. რა გაეგება შინაგანი ქიმიის, მიზიდულობის ძალის და ჰორმონებიც რომლებიც მას არა მაგრამ მე საკმაოდ ცუდ დღეში მაქვს .
-არ მცივა...
-კარგი არ გამაგიჟო მეგონა გციოდა და გაკანკალებდა ჩემსავით
-გცივა? მერე მე მაფარებ საბანს? სიცხე ხო არ გაქ.. იქნებ ჭრილობა გაგიღიზიანდა ,იქნებ რამე ისე არაა
-არაა ისე არაა აშკარად ..რაღაც ვერ ვარ კარგად სჯობს დავიძინო - რომ მეხვევი იდიოტო,ცუდად მხდი ესაა საქმე. მომშორდი დროულად არ მჭირდება გათბობა. თუმცა მართლა მცივა, არა ეს ნამდვილად არ არის მისი სიახლოვით გამოწვეული ჟრუანტელი, რა მჭირს წეხან მცხელოდა ახლა მცივა . შუბლზე ხელს მადებს, თვალებშიც ვერ ვიხედები ნორმალურად, ეს გულისცემაც ამიტომ ამიჩქარდა? ძლივს ვიპოვნე გასაღები. იმას რაც მეგონა სჯობს მართლა სიცხე მქონდეს. სჯობს კი არა მართლა სიცხე მაქვს?
-ჯანდაბა ანასტასია 39 გრადუსი.. რატომ არ დამიძახე,რატომ არ მითხარი ცუდად თუ იყავი
-მე არ ვიცი ... ვერ მივხვდი ..
-რას ვერ მიხვდი სიცხე თუ გქონდა? იწვი გესმის? იწვი ...ჯანდაბა - ისე ნერვიულობს მგონი უნდა დავამშვიდო. მაგრამ არ შემიძლია,მართლა ძალიან ცუდად ვარ, აზრებს ვერ ვალაგებ, ვერც კონცენტრირებას ვახდენ, სიტყვებიდ გაფანტულად მესმის, გამოსახულებად ბინდდება -კარგად იქნები ნუ ღელავ... ცივი საფენები გიშველის-მისი ხმა მესმის და შუბლზე სიგრილეს ვგრძნობ, შემდეგ მკერდთან და თითქოს ისე აღარ მცხელოდა. მგონი ტუჩები დამისკდა ,სუნთქვაც მიჭირს- კარგად იქნები... უბრალოდ სიცხე გაქვს .წამალი უკვე გაგიკეთე ..აი მალე მორჩება-ვიგრძენი როგორ დამარჭო ნემსი და ამისთვის მოვკლავ რომ გამოვფხიზლდები,ახლა უბრალოდ ქუთუთოები უფრო დამიმძიმდა და საერთოდ დამეხუჭა თვალები.შემდეგ რამდენჯერმე გამოცვალა პირსახოცი და თანდათან ისედაც იკლო ტემპერატურამ, პირიც აღარ მიშრებოდა და გულისცემაც მწყობრში ჩამიდგა. ბოლოს მახსოვს თმაზე მეფერებოდა ,შემდეგ ჩამეძინა, მშვიდად და ღრმად.
დილით სიმხურვალის შემგრძნებამ გამაღვიძა, ანდრო მეხვეოდა, ისევ იმ მდგომარეობაში იყო , მთელი სხეულით მეკვროდა, თიტები ჩემს თიტებში ჰქონდა ახლართული და ისე ეძინა. ზედმეტად გადაღლილი გამომეტყველება ჰქონდა. რომ მოვშორდი მაშინვე გაახილა თვალები
-დილამშვიდობის..მადლობა წუხანდელისთვის . პატარა ბავშვივით ვარ არც კი ვიცი როგორ ვერ მივხვდი.. ძალიან არეული ვარ ,არასდროს ვყოფილვარ ასე,ბავშვობაშიც კი იშვიათად მიწევდა საავადმყოფოში შესვლა ...
-როგორ შეგიძლია ასეთ დროსაც კი ამდენი საუბარი ... მადროვე დაძინება რა გთხოვ
-კარგი..ბოდიში ჩუმად ვარ აი მეც დავიძინებ- უცებ დავიწყე პატარა ბავშვივით და ზურგით მწოლიარეს გაუცნობიერებლად ჩავეხუტე , ხელები მოვხვიე და თავი მის ზურგს მივაყრდენი...მგონი ზედმეტად ცხელია .მინდოდა მოვშორებოდი მაგრამ ხელი დამიჭირა გადმობრუნდა და თვითონაც ჩამეხუტა.
-მგონი..იცი ჩახუტება არაა საჭირო
-ნუ იქცევი თინეიჯერი ბავშვივით ...
-თინეიჯერი... თინეიჯერობისას ასეთი რაღაცეები არ მემართებოდა
-რატომ ვერ ისევენებ ტასო?
-რა დამასვენებს როგორ უნდა დავისვენო გამაგებინე როცა...
-შეიძლება? - გიორგი შემოვიდა კესო მოჰყვებოდა -უუკაცრავად ...ჩვენ
-ამ დილაადრიან რამ მოგიყვანა
-ვიფიქრე სანამ სამსახურში მივალ მანამ გადავუხვევ ჭრილობებსთქო და ...
-და რას დგახარ კარში შემოდით
-დარწმუნებული ხარ?
-რატომ გვიყურებთ ისე თითქოს წაგვასწარით ?
-რატომ მგონია რომ ასეა?
-იმიტომ რომ ეს ველური შიშველია
-ღმერთო ჩემო ... ჩვენ გავალთ
-მართლა რა დავაშავე...ვინმე ვერ მეტყვის? ამასთან რატომ გამომიშვი ღმერთო? ხომ ხედავ არაფერი გვქონია და ყველას მაინც ასე ჰგონია და ბარემ ..
-რა ბარემ ტასო ... შენ კიდე შემოდი და მიხედე ...წავალ მე ჩავიცმევ და მოვალ- ანდრო წამოდგა და გაბრძანდა .გიომ ჭრილობები დამიმუშავა, კესო კი იჯდა და მიყურებდა. ვიცი ახლა რასაც ფიქრობს და ნერვები მეშლება.
-მე წავედი პატარავ... საღამოს გნახავ- გიომ კესოს ვნებიანად აკოცა და გამიღიმა- ნახვამდის ტასო
-ნახვამდის...აბა აქ რაღაცი სათქმელად მოხვედი ხო? -კესოს მზერა გავუსწორე და კომფორტულად მოვკალათდდი
-არ მაინტერესებს ვინ ხარ... რა გიკეთებია ცხოვრებაში როგორი ხარ ერთადერთი რაც მანაღვლებს ჩემი ძმის შენდამი დამოკიდებულებაა.შესაძლოა კატო ერთადერთი იყო ,საუკეთესო და მას ვერავინ შეედრება . ის ნამდვილი საოცრება იყო , შეიძლება ითქვას რომ სხვა არც მომეწონება მის გევრდით თუ კრიტიკულად შევხედავთ მაგრამ შენ.. ქალბატონო ანასტასია ერთადერთი ხარ ამ ხუთი წლის მანძილზე ვინაც მოახერხა ანდრო აალაპარაკა, გრძნობების გამოხატვა შეაძლებინა და მეტიც იქედან წამოიყვანა, თუნდაც დროებით . შენ არ იცი როგორ ღელავდა , მე ვუყურებდი როგორ მოჰყავდი ხელით ასეთი ტკივილი და სასოწარკვეთა მეორედ ვნახე მის თვალებში. ზუსტად ვიცი შენ ხარ ერთადერთი ვისაც დახმარება შეუძლია
-ვერაფერი გავიგე ... უფრო სწორად გავიგე რისი თქმაც გინდა . კატო სიგიჟემდე უყვარდა,რომ მომიყვა საშინლად მეტკინა გული . ვფიქრობ ანდრო სხვასთან არასდროს იქნება მას იმდენად უყვარს კატო დღემდე უბრალოდ ჟინის გამო რაც ამდაბბლებს ადამიანს გარკვეულწილად ,არავისთან დაიჭერს საქმეს . ჩემზე კი დამიჯერე ადამიანური ქცევის გამოვლინება მოახდინა, იქ ხომ არ დამტოვებდა . ახლა კი მხოლოდ იმიტომ დარჩა რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, მე მასთან ვმუშაობდი და სწორედ ამ დროს შემემთხვა ეგ ამბავი
-იცი ჩემო საყვარელო ... ისე აზროვნებ როგორც მოსალოდნელია შენს ადგილას,მაგრამ სხვა რაკურსიდან საქმის დანახვა ჩემი საქმეა და დამიჯერე ბადალი არ მყავს. კარგად ვიცი ვინ რას რა მიზნით აკეთებს.ადამიანის სამომავლო ქცევის განსაზღვრაც კი შემიძლია.
-ძალიან გთხოვ ისე ნუ მელაპარაკები როგორც პატარა ბავშვს რომელსაც რაღაც უნდა უბრძანო ...
-ბრძანებას ნამდვილად არ ვაპირებ..უბრალოდ უნდა შემოგთავაზო ისეთი რამ რაზეც დარწმუნებული ვარ წამსვლელი ხარ..
-ასე მგონია ეშმაკთან ვდებ გარიგებას
-ზედმეტად გულახდილი ხარ ტასო- გაიცინა და შემდეგ განაგრძო- მოკლედ შენ და
-კესო აქ რას აკეთებ..მეგონა წახვედი- ანდრო შემოვიდა ლანგრით..
-ხო უნდა წავიდე..უბრალოდ ტასოსთან საუბარი მინდოდა.. სხვა დროს იყოს
-კარგად - კესო წავიდა მაგრამ ეჭვი მაქვს ჩვენი საუბარი გაგრძელდება. ანდრომ და მე ვისაუზმეთ. შემდეგ გავიდა მგონი მშობლებთან იყო მე კი სოოციალურ ქსელში დავძრომიალებდი და თავს ვირთობდი . უეცრად წავაწყდი ჩემს ფოტოებს , საქართველოში ჩამოსვლისას იყო გადაღებული, ისიც ჩანდა როგორ ჩავჯექი მანქანაში .. ჯანდაბა როგორ გაიგეს. აი ამიტომაა ტელეფონი საჭირო
-ანდროოო- ძლივს მივედი კარამდე და დავუძახე რაც შემეძლო ხმამაღლა.ისიც წამში გამოჩნდა კიბის თავთან
-რა ხდება? რატომ ადექი
-რაღაც უნდა გაჩვენო პრობლემა მაქვს
-რა პრობლემა...
-გაიგეს რომ ჩამოვედი.. დარწმუნებული ვარ მომძებნიან.მაგრამ იცი რას ვერ ვხვდები? ეს ფოტოები ჩამოსვლის დღესაა გადაღებული ამდენ ხანს თუ ჰქონდათ ახლა რატომ გამოაქვეყნეს
-სჯობს ამერიკულ სიახლეებს გადახედო ..ქართველები მოგვიანებით იღებენ ინფორმაციას,ალბათ გაარკვიეს ყველაფერი შენზე, ჩაატარეს კვლევები და ახლა დაიწყეს ჭორაობა. ყვითელ პრესას ამბები სჭირდება მაშინ როცა გამოელევათ . ზაფხულში კი ისედაც ათასი ჭორი იქნებოდა
-როგორ მამშვიდებ...
-დავიჯერო ამათი გეშინია?
-მომისმინე მე შენთვის ვამბობ არამგონია გინდოდეს ყველამ თქვენს ოჯახზე ისაუბრობს
-ხო თან რომ თქვან გასვიანების მოსამსახურეაო მარტო ცხოვრობს ანდრეასთან ერთად სახლში რომელმაც განდეგილობა გადაწყვიტა ცოლის გარდაცვალების შემდეგო ნამდვილად დიდი სენსაცია იქნება
-შენ საერთოდ არ განაღვლებს?
-მეტყობა რამე რომ ხალხის აზრით ვარ დაინტერესებული? ეს ადამიანური სისულელეები დიდი ხანია აღარ მადარდებს. შენც დაიკიდე .. არ გაგიჭირდება
-ხოდა ძალიან კარგი მაშინ სანერვიულოც არაფერია
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, ანდრეა სადღაც იყო გასული რომ დაბრუნდა გავვოცდი მაგრამ ჩემი საყვარელი შოკოლადები მომიტანა . პატარა ბავშვივით ავცანცარდი,ისე ჩამოვეკიდე ყელზე თავბრუსხვევა დამეწყო ჩქარი მოძრაობებისგან.
-მადლობა ..მადლობა..ვაიმე თავი
-რა გჭირს კარგად ხარ? ტასო ..რატომ წამოვარდი .საერთოდ არ უფრთხილდები თავს- საწოლზე დამსვა და შუბლზე მაკოცა- ნუ იქცევი რა პატარა ბავშივით, დამეხმარე ,მალე გამოჯანმრთელდი და დავბრუნდეთ გთხოვ
-ასე ნუ მელაპარაკები თორემ თავს დამნაშავედ ვგრძნობ
-ხარ კიდეც
-რა...რაში ვარ დამნაშავე
-ზედმეტად შემოიჭერი ჩემს შინაგან სამყაროში, აი ამაში ხარ დამნაშავე- ანდრო წავიდა. სამაგიეროდ კესარიამ ისარგებლა და შემოიჭრა ოთახში ,მშვიდად კი შემოვიდა მაგრამ სიეთი რამ მითხრა შემოჭრა იყო.
-მოკლედ ქალბატონო დაწყებული საუბარი უნდა გავაგრძელოთ...
-მაშინებ იცი? გული მიგრძნობს რაღაც საშინელებას მეტყვი
-შესავლები არ მიყვარს საკმაოდ გავაკეთე წინა წაუბრისას მოკლედ ანდროსთან ისე უნდა დაახლოვდე რომ სიცოცხლის სურვილი დაუბრუნდეს, არ მაინტერესებს თავს შეაყვარებ თუ არა უბრალოდ უნდა აცდუნო , ასე ვთქვათ უნდა გაახსენო როგორი ტკბილია ცხოვრება .
-მე თანახმა არ ვარ... სისულელეა უბრალოდ მას არ შევუყვარდები, კატო იმდენად უყვარს ჩემთან დაწოლაზეც კი არ დასთანხმდება ... და საერთოდ რომ შევუყვარდე მერე? ასე ავდგე და წავიდე/ მე აქ ვერ დავრჩები სულ რაღაც შვიდი თვე და მორჩა ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდები. თანაც ანდრო სათამაშო არ არის პატარა ემოციური ბიჭი რომელიც მხოლოდ იმიტომ დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას რომ გართობა და მაგარი სექ... მოეწონება. ეს არარეალურია ჩემო კარგო . შენი ძმის გრზნობებით თამაშს მე არ ვაპირებ და გირჩევ არც არავინ იპოვნო ამისთვის არ დავუშვებ ანდროს ვინმემ გული ატკინოს და ზედმეტი პრობლემა შეუქმნას...- გავბრაზდი, ისე გავბრაზდი რომ მეგონა თავი გამისკდებოდა. ხმას ძლივს ვაკონტროლებდი არა მაინც როგორ იფიქრა,რომ ამ თამაშს დავიწყებდი. მე რა გასართობი თოჯინა ვარ? ან ანდრო? ანდროზე აღარაფერს ვამბობ
-შენ ის გიყვარს...
-რა სისულელეა ,მგონი მეკაიფები ხო?
-სასაცილო რა ვთქვი .. ოდესმე გაიხსენებ ჩემს სიტყვებს. ახლა კი ძველ თემას დავუბრუნდეთ ისევ ,ამას გააკეთებ იცი რატომ? შენც იცი რომ მისთვის უკვე ბევრს ნიშნავ , შენ მის ხასიათს იმაზე უკეთ იცნობ ვიდრე გგონია, მის გონებაშიც კი შეიჭრები თუ მოინდომებ. ყოჩაღი ქალი ხარ ...
-არა! ხომ ვთქვი არ ვარ თანახმა
-ნუთუ გინდა რომ მთელი ცხოვრება ასე გაატაროს. სისულელედ არ მიგაჩნია გლოვა ასე? მიპასუხე ეს ღალატი იქნება ცხოვრება რომ განაგრძოს? კატოც კი თანახმა იქნება და შენ არ გინდა დაეხმარო? ნუთუ არაფერს ნიშნავს შენთვის , გული არ გაქვს? როგორ შეგიძლია ასე მოიქცე
-ტყუილად ცდილობ ჩემს გასულელებას. სისულელე რა არის, ის რომ უყვარს? ის რომ სიკვდილმაც ვერ გააქარწყლა მათი გრძნობა? ესაა სისულელე? ეს თუ არის მინდა მეც ვიყო ეგეთი სულელი მეც ვუყვარდე ასე ვინმეს. მე რომ კატოს ადგილას ვიყო მეც რომ ასე დამივიწყონ ასე უგულოდ, უემოციოდ მხოლოდ რაღაც გეგმის გამო გავგიჟდებოდი.
-ნუ ყვირი საყვარელო. ასე უცებ მწყობრიდან გამოსვლა არ შეიძლება.
-შენ ... მაპატიე , მაგრამ საშინელი ადამიანი ხარ. ის ხომ შენი ძმაა შენი ძმა
-ზუსტად იმიტომ რომ ჩემი ძმაა არ მინდა ასე იყოს.არ მინდა 31 წლის ასაკში მოკვდეს გესმის? ის სულ რაღაც 25 წლის იყო 25 გესმის? როცა გაჩერდა, დააპაუზა თითქოს სიცოცხლე და არ მინდა ასე იყოს ,არ მინდა ყველას გვენატრებოდეს შენ არც კი იცი რას ნიშნავს ცხოვრება საუკეთესო უფროსი ძმის გარეშე, რომელსაც ერთი და იმავე დოზით შეეძლო ყოფილიყო სერიოზული და ისეთივე გიჟი თუ საჭირო იყო. როგორ ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავი მდგომარეობიდან გამოვყავდი. კლოუნადაც კი გადაიქცეოდა მთავარი იყო მის ირგვლის არავინ ყოფილიყო ცუდად და ახლა როცა მას სჭირდება გამხნევება და დაბრუნება მე არ ვუღალატებ ,ყველაფერს გავაკეთებ და დამიჯერე ,გეფიცები ყველაფერი კარგად იქნება.არც შენ შეგექმნება პრობლემა და მითუმეტეს არც მას.
-არასდროს მაპატიებს
-თუნდაც,ის ხომ შენთვის არაფერს ნიშნავს წახვალ და ვეღარასდროს ნახავ... თან დაბრუნდება და მშვიდად იქნები
-არა არ შემიძლია... მას მე ვერაფრით მოვხიბლავ ის ...
-უბრალოდ ისე მოიქეცი როგორც ნებისმიერ სხვა სიმპატიურ კაცთან მოიქცეოდი და ყველაფერი გამოვა.ჯანდაბა დაივიწყე კატო ,დაივიწყე ის რომ შეყვარებულია და უბრალოდ მოიქეცი ისე რომ შენზე გაგიჟდეს
-არა არ უნდა გაგიჟდეს,მერე მეც გავგიჯდები თან ძალიან მარტივად და ვიცი ეს კარგს არაფერს მომიტანს.მე არ მინდა ცხოვრების არევა,მინდა მშვიდად წავიდე აქედან ეს ფილმი არ არის ,რომ ავდგე ვიღაც ვაცდუნო ისე თითქოს უგულო არსება ვარ, ჩემი საქმე გავაკეთო და წავიდე.
-კარგი მაიძულე მუქარაზე გადასვლა არადა როგორ ვერ ვიტან ამ სიტუაციას...ამის გამო შევეში ადვოკატობას იმდენი ვინმეს დარწმუნება მიწევდა...იცი აქ რატომ ხარ? მაინცადამაინც შენ და არა სხვა . ის თუ იცი რომ ჩვენმა მშობლებმა გარიგება დადეს...
-რა გარიგება
-ერთი მდიდარი ბიზნესმენის განებივებული გოგო ,რომელიც დაოჯახებას არ აპირებს და მოსარჯულებელია უნდა გაჰყვეს მეორე ბიზნესმენის ვაჟს ,რომელიც განდეგილობას აპირებს .ასე ვთქვათ ერთმანეთი მოარჯულონ და იცხოვრონ ტკბილად და ბედნიერად. არ ვიცი იმათ საიდან დაასკვნეს რომ ამას ასე თავისთავად მოახერხებდით, მაგრამ მეც მომწონს ამ ამბის რაღაც ნაწილი
-ეს ანდრომ იცოდა?-არ ვიცი როგორ აგიხსნათ, ჩემს ტვინში გადატრიალება ხდებოდა, ვერაფერს ვხვდებოდი არ ვიცოდი რას მოვიმოქმედებდი, ყელში ბურთი გამეჩხირა, სათამაშოდ ვიქეცი, მარიონეტად რომელსაც ისე მართავდნენ ეგონა ბოლო წუთამდე რომ თავად შეეძლო სიტუაციის მართვა.
-არა რა თქმა უნდა არ იცოდა. წესით მეც არ უნდა მცოდნოდა მაგრამ რას არ გაიგებს ადამიანი როცა რაიმე მიზანი აქვს . მომისმინე ,არამგონია გინდოდეს ასე გათხოვება, შენ თავისულების მოყვარულიხარ მაგრამ ისიც არ გინდა რომ ანდრო ვიღაც სხვაზე დააქორწინონ. დამიჯერე მამა ამას ძალით თუ ვითომ ნებით მაინც მოახერხებს ჰყავთ კიდეც ერთი იდიოტი არსება შერჩეული და გავგიჟდები ის რომ „შეტენონ“ ხელი უნდა შევუშალოთ.ისინი ვერ ხვდებიან რომ ცუდ საქმეს სჩადიან, გთხოვ რა ნუ ართულებ საქმე .მე ხომ ყველაფერი გულწრფელად გითხარი
-ანდროსაც ვეტყვი...რა პრობლემააა ვითამაშებთ რო ერთად ვართ
-და ამით რა გამოვა, მე მამაჩემი რას იფიქრებს საერთოდ არ მანაღვლებს მასაც ანდროს დაბრუნება უნდა უბრალოდ გზა ვერ განსაზღვრა სწორად. ყევლა უშვებს შეცდომას
-მართალია,მაგრამ მე არ ვაპირებ პირველი შეცდომა ანდროსთან დავუშვა ..
-კარგი მეტს ვერაფერს გეტყვი აზრი არ აქვს.. უბრალოდ დამპირდი რომ თუ არ დამთანხმდები არაფერს იტყვი
-კარგი არაფერს ვიტყვი...
-იმედი მაქვს შენში არ შევმცდარვარ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ... -წავიდა ,მე კი დამტოვა ფიქრებით დახუნძლული. არ დამცალდა, უკვე გვიანი იყო ანდრო მოვიდა წამლები დამალევინა და ვინაიდან მოწყენილობა შემატყო ფილმის ყურება შემომთავაზა. ვერაფერი გავიგე, მხოლოდ ანდროს ვაკვირდებოდი, მის ქცევებს, მართლაც ზედმეტად ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ, თბილიც კი .მაგრამ ის სიტყვები, მან ხომ მითხრა რომ მისთვის არაფერს ვნიშანვდი,რომ მოვბეზრდი. რატომ მეტყოდა ამას, გულს რატომ მატკენდა.
-ტასია რამე გტკივა?- ჩემი სახე თავის თბილ ხელებში მოიქცია და თვალებში მიყურებდა- მითხარი თუ გტკივა გამაყუჩებელს მოგცემ ან მალამოს წაგისმევ
-არაფერი მტკივა ..უბრალოდ ჩამეხუტე კარგი?
-კარგი ..მაგრამ დარწმუნებული ხარ რო არაფერი გტკივა?- ხელები ამჯერად წელზე მომხვია და თავზე მაკოცა.მისი სურნელი ისეთი სასიამოვნოა, მინდა სულ ვგრძნობდე მის სიახლოვეს,ამ გულისცემას
-არ ვიცი ცუდ ხასიათზე ვარ ... რაღაც რომ გკითხო გულწრფელად მიპასუხებ?
-კარგი ..თუ ეს დაგეხმარება თანახმა ვარ მსხვერპლი გავიღო
-თავი მოგაბეზრე? ჩემთან ყოფნა გაწუხებს? გინდა რომ მალე წავიდე?
-საიდან ასკვნი ხოლმე ამ სისულელეებს - ძალიან სერიოზული გამომეტყველებით დამყურებდა ზემოდან და წარბების გახსნას არც აპირებდა მგონი.წამში თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა- მაინტერესებს მეც. ლოგიკურად ვიმსჯელოთ, რომ მაწუხებდე აქ იქნებოდი? ვინმე მაიძულებდა შენი აზრით, ერთი დღეც რომ გამეტარებინა შენთან? ან ახლა აქ ვიქნებოდი ?
-მე სანამ გკითხავდი ნებართვა გთხოვე ..
-ხოდა გპასუხობ მეც
-კითხვას მისვამ კი არ მპასუხობ
-რომ გიყვირი ნუ იცი მინაბვა თვალების და ნუ ახამხამებ ამ წამწამებს ასე ხშირად, შეშინებულ ბაჭიას გავხარ , კუთხეში მიმწყვდეულ პატარა ბავშვს ტუჩებს რომ აწვალებს და მერე ბუშტავს -ისევ ისეთი ტონალობით მიაყოლა, ხელს არ მიშვებდა , ისევ ჩახუტებული ვყავდი და ისე ჯუჯღუნებდა
-განგებ კი არ ვაკეთებ
-ვიცი რომ განგებ არ აკეთებ..
-აბა როგორ ვაკონტროლოო
-ანასტასია გაგტყიპავ მწარედ ერთხელაც იქნება
-ეგრე ნუ მეუბნები უხამსი ფანტაზიები მაწუხებს ხოლმე ...
-აი რა მაგიჟებს ჯერ რომ ბავშვი მგონიხარ და მერე ასეთ რაღაცას იტყვი უცებ და მორჩება ყველაფერი...
-მე ასეთი ვარ ,ყოველთვის ასეთი ვიყავი და ახლა ვერ შევიცვლები
-არც მითქვამს ეგ ... ვფიქრობ რომ ყველა ისეთი უნდა იყოს როგორიც თავად სურს რომ იყოს . როგორც გრძნობს თავს კომფორტულად, დაცულად და ბედნიერად.
-მართალია სანამ არ მოუნდება ადამიანს შეცვლა მანამ არავის აქვს ჩარევის უფლება ...
-მე მიმიზნებდა ეგ სიტყვები?
-გარკვეულწილად
-კარგია...ესეიგი პატივს სცემ ჩემს გადაწყვეტილებას
-პატივს ვცემ,მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ გეთანხმები...
-ესეიგი გინდა რომ დავბრუნდე ? როგორ წარმოგიდგენია ჩემი დაბრუნება აქ
-არ ვიცი .მე არაფერი მითქვამს ...მე ვინ ვარ რამე რომ გირჩიო.ისე გააკეთე როგორც გინდა.თავიდანაც მითხარი მე უბრალო მოსამსახურე ვარ შენთან და ახლაც იმას ვაკეთებ შეძლებისდაგვარად რაც გინდა...
-თავის გასულელება თუ გიყვარდა არ ვიცოდი... რაღაც ისე არ არის ხომ? ვინმე გელაპარაკა? მომისმინე,ნურაფერს მეტყვი არ მინდა გავღიზიანდე უბრალოდ ყველაფერი ისე დატოვე როგორც არის ისე გააკეთე როგორც შენ გინდა და მორჩა. დამშვიდდი ახლა და მაყურებინე ეს ფილმი ვერ გავიგე რისთვის ჩავრთე
-არ მინდა ფილმის ყურება-უცებ გავმხიარულდი,რას მმართებს ეს კაცი.- გასეირნება მინდოდა თბილისში ფაქტობრივად პირველად ვარ და იქნებ რამე მოვიფიქროთ - უცებ წამოვჯექი და ისევ დამავიწყდა ჩემი მდგომარეობა, თავბრუსხვევა ვიგრძენი და სახე დავმანჭე- სულ უნდა მეტკინოს?
-წოლითი რეჟიმი იცი რას ნიშნავს?
-არ შემიძლია და რა გავაკეთოო. თან თუ უნდა დავბრუნდეთ იქნებ მანქანით წამიყვანო
-მეც არ ვყოფილვარ ხუთი წელია აქ იცი? ამ ხუთი წლის მანძლზე ბევრი რამ შეიცვალა
-თანახმა ხარ რომ წამიყვანო? ვინმე წამოგვყვეს შენი რომელიმე მეგობარი თან ნახავ ,მეც გამაცნობ რა იცი რაში დამჭირდეს აქაური ნაცნობები და გიდობასაც გაგვიწევს
-ორ დღეში ვნახოთ როგორ იქნები ამ ნაკაწრებით რომ წაგიყვანო ცოდო ხარ.
-მართლა? ანუ წამიყვან?
-წაგიყვან
-იცოდე სიტყვაზე გიჭერ - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და ისევ მის მკერდზე დავბრუნდი -ახლა დავიძინებ მე ,შენ უყურე ფილმს,იცოდე არსად წახვიდე სანამ ღრმად არ დამეძინება ..მერე ვეღარ ვიძინებ - ენაზე კბენა რაღა დროსი იყო კი წამომცდა ,ზედმეტად გულახდილიც კი ვარ . დროულად თუ არ წავედი აქედან ეს კაცი ჩემს სრულ მეტამორფოზას მოახდენს ისე რომ არც კი ჩაერევა
-თუ ჩამეძინა იცოდე დილით რომ გააკეთე ისე არ ქნა ,მადროვე ძილი
-გპირდები..- უკვე სიზმრების სამყაროში მყოფმა ჩურჩულით ვუთხარი და სახე მის ყელში ჩავმალე.
დილით ისევ იმ პოზაში გავიღვიძე, სასიამოვნო სურნელი უფრო ღრმად შევიგრძენი და გამეღიმა, ანდროს მგონი უკვე ეღვიძა და მიყურებდა.ლოყაზე ჩამომისვა თითები
-გაიღვიძე მძინარე ქალბატონო...წამლის დალევის დროა
-აუუ არ მინდა რა
-არაფერი როგორ არ გინდა
-მინდა, ძილი მინდა შენთან ჩახუტებულს.... და ჯანდაბა რა არის გულახდილობის წამალს მასმევ ?- უცებ მივაყოლე შეშფოთებულმა და თვალები გავახილე
-არა გამაყუჩებლები და ვიტამინებია
-სერიოზულად? - შევიცხადე და ორი აბი გამოვართვი
-წავალ მე გამოვიცვლი ,მოვწესრიგდები და მოვალ. შენ თავად მიხედავ მაგ საქმეს თუ
-მივხედავ ,თავისუფალი ხარ...
ანდრო წავიდა. მე მოვწესრიგდი,როგორც შევძელი ცალი ხელით და ისევ დავწექი, პენუარის გამოცვლას აზრი არ ჰქონდა მაინც არ გავდივარ ოთახიდან. ტელევიზორი ჩავრთე და იმ არხებზე გადავრთე რომლებიც მიყვარს. თან ანდროს დატოვეულ შოკოლადს ვაგემოვნებდი , ასე თუ გავარძელე გავსუქდები ვიცი და ვარჯიში მომიწევს, შემდეგ ეკრანზე ჩემი ფოტო გამოჩნდა, ჩემთვის ცნობილი ჟურნალისტი რომელიც ლამის სულ ჩემზე აკეთებს რეპორტაჟებს ამჯერადაც აცხადებდა ჩემს ადგილმდებარეობას, იმას თუ ვისთავ ვცხოვრობ და ათას სისულელეს . ჯანდაბა აქაც მომაგნეს , არა კიდევ რომ ამბობენ მშვიდად ცხოვრობს როგორც სჩანს სამშობლომ სერიოზულ ქალად აქციაო. როგორც ვიცი სახლში უფროსები არ იყვნენ . დღეს დაბრუნებულან , ქალბატონი მაია მესტუმრა .მომიკითხა, ცოტა მესაუბრა, შემდეგ მოსამსახურეს საუზმე ამოატანინა. ანდრო არ ჩანდა, არც არავინ მეუბნებოდა სად იყო. როგორც იქნა მოვიდა აშკარად გაღიზიანებული იყო. მიბღვერდა
-რამე დავაშავე?
-შენ არა
-აბა რა მოხდა? ვინ გაგაბლაზა ანდლიკოოო
-ამ წამს ერთი ჭირვეული არსება ცდილობს ჩემს გაბრაზებას...
-ოო კარგი რა მართლა რა მოხდა
-აღმოვაჩინე რომ ჩემს მშობლებს თამაშები ჰყვარებიათ,ადამიანების გრძნობებით და ამას იმით ამართლებენ რომ ამ ადამიანისთვის კარგი უნდათ,იმას კი ვერ იაზრებენ რომ შეცდომას უშვებენ და უარესად აბრაზებენ
-რა გააკეთეს შენს დასაბრუნებლად
-კონკრეტული არაფერი, უბრალოდ თითოეულ წინადადებაში დებენ რაღაც გასახსნელ კვანძს, ჰგონიათ რომ ვერ ვხვდები არადა ყველას კარგად ვიცნობ
-როგორც შენ მითხარი გუშინ უბრალოდ ისე მოიქეცი როგორც გისწორდება და დაიკიდე . მთავარია არ მიაქციო ყურადღება სხვის სურვილებს და კარგად გაიაზრე შენ რა გინდა.
-ოჰოო ჩემი ქალბატონი ცანცარა გოგო აღარაა? სერიოზულ დარიგებებს იძლევი იცი?
-მე არ ვიცი შენი გოგო ვინ არის ჩემო კარგო, მაგრამ ჩემზე უკვე გაიგეს ნუ თითქმის ყველაფერი ის არ იციან რომ მოსამსახურე ვარ- გადაცემა ვაჩვენე .
-ამათ სხვა საქმე არ აქვთ?
-უბრალოდ ძალიან ვუყვარვარ ამ ჟურნალისტებს. ათასობით დოლარს იღებენ პაპარაცები როცა დამიჭერენ რომელიმე კლუბში ,როგორ ვკოცნი რომელიმე მაგნატის შვილს ან შვილშვილს, როგორ ვწუწავ ჭირვეულ გოგონებს კოქტეილით ანდაც სასტუმროში როგორ ვერთობი იახტაზე, სად მივფრინავ და ასე შემდეგ...ახლა კი ისაა გასაოცარი რომ ამ ყველაფერს არ ვაკეთებ... საავადმყოფოს ფოტოებიც კი აქვთ, როგორ მოიპოვეს ვერ ვხვდები..
-და რატომ აქცევ ამ ყველაფერს ამდენ ყურადღებას...
-შენს წარსულსაც ამოქექავენ და გინდა ყველამ ამაზე ისაუბროს?
-შეგიძლია რამე გააკეთო? ამის თავიდან ასაშორებლად
-მოვიფიქრებ რამეს - საოცარი იდეა მომივიდა, ჩემს მეგობრებს გადავურეკე, ადამიანებს ვინც ვალში არიან ჩემთან,ასეთი კი საკმაოდ ბევრი მყავს და საქმეც მოვაგვარე.საღამოც მოვიდა და დაკარგული მათე გამოჩნდა, ტკბილეულით დამადგა და მგონი ესეც ჩემს გასუქებას აპირებს. საწოლზე წამოგორდა „დაღლილი“ და იმდენი მელაპარაკა სიცილისგან კუჭი ამტკივდა, ცრემლები წამომივიდა და რა ვიცი . ანდროს ბავშვობას იხსენებდა ნუ მონათხრობს და იმას რაც თავად ახსოვდა . ის კი იჯდა და უბღვერდა, ეს უფრო სასაცილო იყო,შემდეგ კესო შემოგვიერთდდა მას უფრო მეტი რამე ახსოვდა სულ რაღაც სამი წლითაა ანდროზე პატარა . სულაც არაა ისეთი ჯმუხი მე რომ მეგონა.არა კი არის მაგრამ მხიარულებაც შეუძლია, გიორგის მოსვლის შემდეგ გავარკვიე რომ ამათ ისე ძლიერ უყვართ ერთმანეთი შეიძლება მეც კი მომინდეს . მოკლედ მთელი საღამო და ღამეც ერთად გავატარეთ, ანდროც ავალაპარაკეთ ,გაბრაზებული იმათ ამბებს იხსენებდა, რამდენიმე ისეთი დეტალიც გაიხსენა რომ გიორგის თვალების ბრიალი მოუხდა, თუმცა კესო მაინც არ გაბრაზებულა . ისედაც ვიცოდი ეგ ამბებიო რომ თქვა ყველამ გაოცებულმა გახედა . ეს გოგო თავისი ინფორმაციებით მომწონს. ყველას გვაქ ცუდი თვსიებები ,მთავარია კარგი აბათილებდეს.
ორი დღე სრულ მოწყენოლობაში გავატარე, სახლში არავინ იყო, რაღაც შეხვედრაზე წავიდნენ, ანდრო მაინც არ ეკონტაქტებოდათ ნორმალურად და რა აზრი ჰქონდა საქმეების გადადებას. კესო მივლინებაში წავიდა რაღაც მიწვევა ჰქონდა, გიორგიც გაჰყვა მეორე დღეს სიურპრიზი მოუწყო ბიჭმა . მათე კიდე სად დადიოდა ღმერთმა უწყის იმდენი საქმე აქვს ამ ბიჭს რომ ვფიქრობ მეცოდება.
-რაზე ფიქრობ ქალბატონო?
-კიდევ დიდხანს უნდა ვიწვე?
-ყოველ წუთს მაგის კითხვა როგორ შეგიძლია
-კარგი ხო.. და გიო რომ წავიდა ჩემს ჭრილობებს რა ეშველებათ
-მე ვერ მამჩნევ აქ?
-შენ იმდენი ხანია უარი თქვი ყველაფერზე მეშინია გაბრაზებულმა უარესად არ გამიჭრა ჭრილობა
-ჩავთვალოთ რო არ გამიგია ..გავალ მე და მალე მოვალ .რამე წამოგიღო სამზარეულოდან?
-კი წყალი აღარ მაქ ოთახში..
-მოგართმევ- ოთახი დატოვა და მალე კი არა მგონი ორი საათი დაიგვიანა. სააბაზანოში შევედი, უკვე მსუბუქი ჭრილობები მომიშუშდა, ყოველ შემთხვევაში შეხვეული აღარ არის , შხაპი მივიღე,ნუ რაც ჰქვია . ზედა საცვალს ვერ ვიცმევ ,შეკვრას ვერ ვახერხებ ისე მტკივა ჭრილობა ,რომ დამაჩნდეს გავგიჟდები ალბათ. წარმოიდგინეთ კაბას ვერ ჩავიცმევ უზურგოს და საცურაო კოსტიუმზე აღარაფერს ვამბობ. არა ტასო დამშვიდდი ,პანიკაში ნუ ვარდები ,ყველაფერი იქნება კარგად. როგორც იქნა საცვალი მაინც ჩავიცვი , პენუარიც ასაღები მაქვს , პირსახოცი მივიფარე მკერდზე და გავედი საძინებელში
-ო დაბრუნდი? მადლობა ღმერთს მეგონა კახეთში წახვედი...
-ვიყავი კიდეც ... საბუთები უნდა წამომეღო . რას ეძებ ...
-პენუარს სად დევს? ვერ ვხედავ ნორმალურად ,- კარადას მივეყრდენი და ხელი მეტკინა- ჯანდაბა რა უბედრუებაა, ცალი ხელით ვერაფერს ვახერხებ, ფაქტიურად ვშიშვლდები- ისე საცოდავად მეჭირა პირსახოცი ნაღრძობი ხელით სჯობდა მომეშორებინა. წელზე შემიცურა ხელი ანდრომ და საწოლამდე მიმიყვანა
-დაჯექი მე მოგიტან... ეს გაწყობს?- შავი მაჩვენა
-არა რამე უფრო პრიალა ნაჭერი ... ეგ მატკენს
-ეს ? თუ ეს მაისურია
-ეგ იყოს რა მნიშვნელობა აქვს
-მართალია რა განსხვავებაა- თვალები გადაატრიალა და საწოლთან მოვიდა .თუმცა არ მომაწოდა იქვე დადო - გადაგიხვევ ბარემ ნემსიც უნდა გაგიკეთო ბატონი გიორგის დანიშნულებაა
-აუუ ნემსებს ვერ ვიტან - მუცელზე დაწოლას ვაპირებდი მაგრამ მერე გამახსენდა ხელი და უცებ წამოვიწიე პირდაპირ ავეკარი ანდროს და გული გამიჩერდა . - მე ისე ვერ დავწვები და უნდა ვიჯდე ...ალბათ
-თმებს შეგიკრავ ...რო არ დაგეკრას ჭრილობაზე
-უჯრაში ჩავდე სარჭი ...
-ვიპოვე - თქვა და თმებში შეაცურა თითები . კოსად შემიკრა და ისე ახლოს იყო ამ დროს მისი სუნთქვა მხარზე მეფრქვეოდა,აშკარად ღრმად სუნთქავდა - ახლა ფრთხილად მოვხსნი იმედია არ გტკივა ხო?
-მტკივა ხოლმე, მაგრამ არაუშავს ... -თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. ტკივილი ვის ახსოვდა მისი თითების შეხებისას,სულ დამიბუსუსდა კანი . ეს ეკლები ხო საერთოდ მაგიჟებენს ასე უცებ საიდან ჩნდებიან და ეს ბიჭი კიდე ჭრილობაზე უსმევს მალამოს თუ კანზე დაატარებს თითებს .. იმდენად ვიყავი გათიშული ,ისე უცებ შემოვიდა ვიღაც ოთახში კარის გაღებამ შემაკთო და პირსახოცი დამივარდა ისე შევხტი . ჯანდაბა ესღა მაკლდა , შეშინებულმა ვერ განვსაზღვრე ისევ ხელის ტკივილი და ვეცადე მარჯვენაც ამემოძრავებინა იმდენად მეტკინა წამოვიკივლე კიდეც ,ისევ შეცდომა, მოვიხარე და ამჯერად ზურგი მეტკინა
-ანდოო... ანდრო მტკივა ხელი.. ზურგიი ააა რამე გააკეთე მტკივა ,მტკივა ძალიან მტკივა - პანიკაში ვარ, აღარც კი ვიცი რას ვაკეთებდი, თვალები მლაშე სითხით ამევსო და სულ დამებინდა, მალე ვსრუტუნებდი კიდეც . როგორც იქნა დავმშვიდდი ,არ ვიცი როგორ მაგრამ ანდროს ვყავდი მკერდზე მიხუტებული და თავზე მკოცნიდა
-დამშვიდდი...აღარ გეტკინება ,გამაყუჩებელი უკვე გაგიკეთე .ყველაფერი კარგადაა შენთან ვარ ტასია ...მაპატიე პატარავ ,გეფიცები აღარ გატკენ -მხოლოდ მისი ხმა მესმოდა, სახე მის ყელში მქონდა ჩამალული. ისევ შემოვიდა ვიღაც
-ნატამ მითხრა ცუდადაა ტასოო რა ხდებ... ანდრო !
-მაია ახლა არა გთხოვ ... ახლა არა დედა . წადი გთხოვ,უბრაოდ გადით და არავინ შემოვიდეს
-ანდრო
-დედა არავინ შემოვიდეს !- ისე იყვირა მეც კი შევხტი - ჩშ... ნუ გეშინია ,ნება მომეცი შეგიხვიო ჭრილობა თორემ ღიად გაქვს უბრალოდ გაუნძრევლად იყავი სულ ცოტა ხნით კარგი ? -მხოლოდ თავი დავუქნიე , შემდეგ მივხვდი რომ შიშველი მკერდით ვიყავი მასზე მიხუტებული,ფაქტიურად არც მომშორებია ისე მომახვია რაღაც ნაჭერი მკერდზე და მომშორდა. მალევე შემიხვია , პენუარი გადამაცვა შემდეგ ნაჭერიც გამოაძრო და მშვიდად დავწექი. თვალები დახუჭული მქონდა , თმები გამიშალა და გვერდით მიმიწვა ჩამეხუტა და ისე ჩამეძინა აღარაფერი მახსოვს.
დილით პირველად სწორედ წინა ღამის ინციდენტი გამახსენდა, სწრაფად ამოვისუნთქე და თვალები გავახილე, იმდენად უცებ წამოვჯექი ანდროც გავაღვიძე, საბანზე იწვა ჩაცმული მე კი პლედი მეფარა
-რა .. რა ხდება
-წუხელ რა მოხდა? ვინ შემოვიდა
-მოსამსახურე ,მე ვთხოვე ტორტის ნაჭერი ამოეტანა შენთვის... სწრაფად შემოვიდა არ ვიცი რატო მაგრამ შეგეშინდა, ალბათ სიშიშვლის გამო მერე
-მერე მახსოვს ... რომ მტკიოდა მერე ჩამეხუტე და მგონი მაია შემოვიდა, გაბრაზდა?
-არ მეგონა პატარა გოგოს მსგავსად თუ დაინტერესდებოდი ვინ რას იფიქრებს...
-სამაგიეროდ შენ გაინტერესებს... არ მინდა ჩემს გამო ვინმესთვის განმარტებების მიცემა გჭირდებოდეს
-კარგი გოგო რომ ხდები მაღიზიანებ იცი?
-კი მაგრ...
-ჩშ.. დაწექი და მადროვე დავიძინო, ზედმეტად დიდი სტრესი მივიღე შემიბრალე
-რა გემართება,როგორ მელაპარაკები
-ჩვეულებრივად. მე ასე ვლაპარაკობ ხოლმე
-თუ გავითვალისწიებ ჩვენი შეხვედრის პირველი დღიდან რამდენიმე თვე როგორ მესაუბრებოდი, ასე ვერ ვიტყვი
-წავედი.შეგიძლია მარტო იყო
-კარგი რა..არ მინდა მარტო -ხელი ჩავავლე და უკან დავაბრუნე - ჩუმად ვარ - თავი მკერდზე დავადე და გავჩუმდი. ანდროს დაეძინა მე კიდე სუნთქვაშეკრული ვიწექი, თითქოს ხმამაღლა რომ მესუნთქა გავაღვიძებდი . ფრთხილად წამოვიწიე და საწოლის თავს მივეყრდენი ,გვიან გავაცნობიერე რომ ვიჯექი და მძინარეს გაშტერებული ვაკვირდებოდი. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან , ნელა შევედი სააბაზანოში, დილის პროცედურები ჩავიტარე და უკან დავბრუნდი. ისევ ეძინა ამჯერად ჩემს ბალიშს ეხუტებოდა და ისე იყო გადაწოლილი ჩემი ადგილი აღარ იყო. ამას შენ გააღვიძებ ახლა ტასო? საწოლზე დავჯექი ფრთხილად გამოვაცალე ბალიში და ისე უცებ მომეხვია გააზრებაც ვერ მოვასწარი, ჩემს მუცელთან ედო თავი და ძალიან შვიდად ეძინა. აი ამას ჰქვია მზრუნველობა პაციენტზე, ყოჩაღ ანდრო,ყოჩაღ . სანამ ეძინა მე მეგობრებს ვწერდი, აბა რა გამეკეთებინა ცალიხ ელით. შემდეგ შეიშმუშნა, ხელები ხელზე მომხვია ისე რომ წამოვიკვნესე ჩემდაუნებურად, შემდეგ წარბები შეკრა ,აშკარად ვერ მიხვდა რა მდგომარეობაში იყო, ცხვირი გამიხახუნა მუცელზე შემდეგ უცებ წამოსწია თავი და მკერდთან გაჩერდა, წარბებაწეული დავყურებდი ზემოდან თვალებგაფართოებულ ანდროს ,რომელიც უცებ მომშორდა და დაფეთებული წამოდგა
-საძინებელში გავალ ... მე გავალ და მერე მოვალ
-კარგი ?- რა სჭირს ამას. რამე სიზმარი ნახა თუ ამ წოლის სტილმა გაანერვიულა. მოიცა რა ხდება? ჩემები რეკავენ? -გისმენთ
-როგორ ხარ ტასო?
-კარგად დე- როგორ მოვლბი უცებ . - კარგად ანა შენ? მამა როგორაა? ხომ კარგად ხართ? იმიტომ გეკითხებით რომ გკიდიათ თქვენი შვილი და ახლა რომ გაგახსნედი პირდაპირ საოცრებაა
-ანასტასია რატომ არ დაგვირეკე ,როგორ არ გვითხარი საავადმყოფოში თუ იწექი.. დე ოპერაცია გაგიკეთეს ჩვენ კი არაფერი ვიცით . ჩვენ დღეს გავიგეთ შემთხვევით ტელევიზორში ვნახე კადრები ... ტასო ხომ კარგად ხარ დე
-მეჩვენება? ნამდვილად მეჩვენება თქვენ ჩემზე ღელავთ? აქ რომ გამომიშვით მოსამსახურედ რა იცოდით იქნებ ვიღაც ავადმყოფი ბატონი მყავდა აქ. გამიშვით ვიღაც კაცთან და არც კი დაინტერესდდით იქ რა მემუქრებოდა
-დე ჩვენ ვიცოდით რომ..
-რა იცოდით? რა იცოდით ანდრეას შესახებ, იცოდით სად მიშვებდით საერთოდ? როგორ ვიყავი იქ რას ვაკეთებდი. თქვენ რა გგონიათ იატაკს რომ მოვწენს, ვიღაცის ბრძანებებს შევასრულებ და საჭმელს მომამზადებინებენ გამოვსწორდები? ამაზე დიდი სისულელე არ გამიგია ჯერ , თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი გაბრაზებული ვარ . იმედია აქედან ცოცხალი დავბრუნდები და დამიჯერეთ სერიოზული საუბარი გვექნება
-ანასტასია დე ..
-დე , როდიდან მეძახი ეგრე ანა? შენი უზრდელი შვილი აღარ ვარ? ოჯახის შემარცხვენელი რომელიც მთელი წლით მოისორეთ თავიდან
-მომისმინე
-ძლივს დამიყვირე.. მეგონა ცუდად იყავი
-ხვალ ლიკა და ლაშა ჩამოდიან ... შენი მისამართი უთხარი გთხოვ. მინდა დავრწმუნდე რომ კარგად ხარ. იქნებ მათ გაჰყვე სახლში და როცა გამოჯანმრთელდები შემდეგ დაბრუნდე, ჩვენ დავურეკავთ ვახოს და ის...
-კიდევ გგნებავთ რამე თუ გავთიშო ...
-არა მეტი არაფერი ...- გავუთიშე და ცრემლები წამომივიდა, ეს სენტიმენტები დამღუპავენ .
-ვინ იყო? რა მოხდა ტასო?
-არაფერი ... - უცებ შევიმშრალე ცრემლები და ანდროს გავუღიმე. - აბა? შეგვიძლია წავიდეთ სასეირნოდ?
-არა დღეს ცუდი ამინდია ... თან წუხანდელი ინციდენტის შემდეგ არ ღირს...
-კარგი ჩაკეტე წეხან თუ მომეჩვენა
-უნდა გადაგიხვიო ჭრილობა და თავს ვიზღვევ
-კარგი - ზურგით დავჯექი, თავად ამიწია პენუარი და საქმეს შეუდგა
-დღეს კლინიკაში უნდა წავიდეთ, ოთხზე ხელიდან მოგხსნიან სახვევს და შეძლებ მოძრაობას.
-მართლა? როგორც იქნა რა კარგია
-აი ასე ... ცრემლები არ გიხდება დამიჯერე . ტყუილია რომ ამბობენ ქალს ცრემლებიც ამშვენებსო
-მშვენიერ ქალს ამშვენებს ,მე რაღაც სხვა კატეგორია ვარ ... რომელი საათია?
-ორი
-მერე აქამდე ვერ მითხარი? უნდა ჩავიცვა ..როგორ არც კი ვიცი. მოვწესრიგდე თმაც კი დასავარცხნი მაქვს რა გავაკეთო მარცხენა ხელით . - სწრაფად წამოვდექი და ისევ ანდრომ დამიჭირა
-მოითმინე . მე დაგეხმარები ,ცუდად თუ გახდები გადაიდება ყველაფერი
ანდროს დახმარებით მოვემზადე, სააბაზანოდან გამოვაღწიე მაგრამ ჩაცმა იყო პრობლემა. შარვალსაც ვერ ვიცმევ, ორი საათი მჭირდება.
-შენ უნდა ჩამაცვა სად მიდიხარ. მე ვერ ვიცმევ
-როგორ ვერ იცმევ
-აგიკრავ მარჯვენა ხელს და გიყურებ როგორ იწამებ
-კარგი და რა ვქნათ
-ღმერთო ჩემო ქალისთვის არ ჩაგიცვამს? გუშინ პერანგი კარგად ჩამაცვი?
-ნერვებს მიშლი ასე რომ იქცევი. მბრძანებელო - ოჰ ეს ირონია,როგორ მიყურებს, მგელივით იხედება და ისე მაცმევს მგონია რომ შეხება არ უნდა არადა ისეთი გამოყვანილია ეს ჯინსი როგორ არ უნდა შემეხოს. ისე მომიახლოვდა რაღაც ვერ ვგრძნობ კომფორტს,აი უკვე ბარძაყებს ეხება ,მიაღწია საჯდომს, თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს? მართლა? კაი რა რისთვის უბრალოდ მაცმევს ხო არ მხდის . იქნებ არცაა ამის გამო და უბრალოდ ის აღიზიანებს რომ მე მემორჩილება, მართალია ნამდვილად ეს აბრაზებს. თითებს სათავეს აყოლებს ,წელზე სრიალებს შემდეგ ღილებთან ჩერდება და კრავს. სწრაფად იღებს ბრეტელიან მაისურს და მაცვამს, შემდეგ ჟაკეტს მახურებს და დაბინდული მზერით მიყურებს . შემდეგ თითქოს ფხიზლდება ჩემს გაოცებულ გამომეტყველაბას რომ ამჩნევს - წავედით . -ხელში ავყავარ ისე სწრაფად რომ ყელზე ვეხვევი . შემდეგ ვმშიდდები სამაგიეროდ მას უცემ ზედმეტად სწრაფად გული. მანქანაში ვსხდებით და საავადმყოფოში მივდივართ. ზედმეტად დიდხანს ჩამოწვა დუმილი . ექიმისგან ისე გამოვედით არაფერი უთქვამს. როგორც იქნა ხელს ვამოძრავებ. სახლში ვბრუნდებით, მისაღებში შევყავარ,უკვე გვიანია ოთახიდან საუბრის ხმა გვესმის და იქეთ მივყავარ. ჯანდაბა ესენიღა მაკლდნენ ჭკუიდან გადამიყვანს ახლა ლიკუნა , ისეთი ნევროზაა ჩემს ნაცვლად ატკივდება ყველაფერი.
-აი ისინიც მოვიდნენ -მათემ გაგვიღიმა . ჩემი საყვარელი ბიძაშვილები კი ერთად წამოდგნენ . ანდრომ ისე მომიჭირა ხელი თითქოს ართმევდა ვინმე ჩემს თავს
-ჩემი პრინცესა...როგორ მომენატრე- ლაშიკო თვალებაბრჭყვაილებული წამოვიდა უნდოდა მომხვეოდა მაგრამ როგორ, ანდროს ისე ვყავდი ჩაბღუჯული
-ტასო ასე ცუდად ხარ რომ ვერ დადიხარ?
-არა მე.. კი დავდივარ უბრალოდ თავბრუსხვევები მაქვს და ანდრო დამსვი - ხელზე მოვუჭირე მანაც ბღვერით ჩამომსვა . მაშინვე მომხვია მკლავები ჩემმა ბიჭმა და საერთოდ არ მოუშვა ლიკუნა ,სანამ არ აბუზღუნდა .
-საზიზღარო მეც მინდა
-უიმე წუწუნა ორივეს გეყოფით- გაიცინა და ისიც ჩაიხუტა
-ასე დიდხანს თუ იქნები ისევ ცუდად გახდება და სხვათაშორის ზურგზე ჭრილობა აქვს ყმაწვილო ასე რომ უჭერ ხელს - ანდრო ისე გრგვინავდა მეშინოდა ღრიალი არ დაეწყო. აი ლაშიკო რო მაგაზე უარესი იყო ის კი არ იცოდა,თავი გვერდზე გადახარა და ისე გახედა მეგონა დასცხებდნენ ერთმანეთს.
-ჩემო სიცოცხლე ბარგის ჩასალაგებლად რა დრო დაგჭირდება? -დააიგნორა ანდროს ნათქვამი და ისევ მე გამიღიმა. დავიღუპე ახლა რა ვქნა,წავიდე თუ არა . ფიქრი ვინ დამაცადა ანდრომ უკან მიმიზიდა მკლავში ისე ჩამავლო მარცხენაც მომტეხა მგონი,
-არსად მიდიხარ! -მანაც დააიგნორა ლაშა და მე დამიღრინა . შემდეგ ჩუმად განაგრძო- ხომ კარგად გახსოვს აქ რას აკეთებ... ისიც უნდა შეგახსენო ვინ განაგებს შენს ქმედებებს ამჟამად
-რაზე ლაპარაკობს შეგიძლია გვითხრა? -ჯანდაბა ამათ ხომ არაფერი იციან. ღმერთო რა შარში ვარ
-ლაშ იცი? მე ..
-ის აქ რჩება და სამწუხაროდ მიღების საათებიც სრულდება . ნუ თუ მათე არ გიმასპინძლებთ- ხელში ამიყვანა და კიბეებისკენ წავიდა
-ეს ეს.. რა გააკეთე ისინი ჩემი
-არ მაინტერესებს. შენ არ გაქ ჩემი ქმედებების განსჯის უფლება. გირჩევნია მოემზადო და წამლები დალიო. ხუთ წუთში მოვალ და იმედია ამჯერად მაინც მოახერხებ გახდას და ჩაცმას
-მოვახერხებ ნუ ღელავ
-ტონი აკონტროლე !
-ნუ ღრიალებ ისინი ჯერ კიდევ აქ არიან და არ მინდა ლაშასთან იჩხუბო
-არადა ისე მინდა ჩხუბი ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვგრძნობ ენერგიის მოზღვავებას
-შენ არ იცი მას როგორ აწვება წამიერად ენერგია ...
-არამგონია გამაოცოს
-არამგონია გამოცდა ღირდეს...გადიოდი მგონი თუ ახლავე დავიწყო გახდა
-გავდივარ- მაშინვე გავარდა . რას აკეთებს, როგორ იქცევა, რა ემართება საერთოდ . გამოვიცვალე და დავწექი. ტელევიზორი ჩავრთე, აბა რა მექნა მოძრაობის თავი არ მაქვს, თავბრუსხვევა ძლიერდება, ამის გამო მომკლავენ ორივენი, მაგრამ გადავიტანთ როგორმე,ჩემგან მიჩვეულები არიან. რამდენიმე წამი ასე ვიწექი და ვფიქრობდი სამნი რომ შემოვიდნენ: მათე, ლაშა და ლიკუნა. ლაშიკო გაბრაზებული იყო მაგრამ გავუღიმე და მაშინვე გვერდით მომიწვა
-ჩემო ლამაზო ძალიან გტკიოდა?
-მოგვიყევი რა მოხდა ვერაფერი გავიგეთ
- ტყეში ვიყავი წვიმა დაიწყო მიწა ჩამოიშალა და დავგორდი, შემდეგ სადღაც ჩავვარდი და გავითიშე
-შემდეგ ანდრომ იპოვნა მთელი ღამის უშედეგო ძებნის შემდეგ როგორც იქნა მიაგნო და საავადმყოფოში წამოიყვანა ბიჭების დახმარებით- მათემ ამბის ის ნაწილი მოყვა რაზეც მე წარმოდგენა არ მქონდა
-ვინ ბიჭების?
-მოიცა არ იცი? იმ ღამით რომ არ დაბრუნდი გელოდა ,ორი საათი რომ გავიდა მოსაძებნად გამოვიდა, მაგრამ უკვე ძალიან ცუდი ამინდი იყო რა ვიცი ალბათ ძალიან შეეშინდა და მთელი დაცვის ბიჭები იხმო . ისეთი ხმით დაგვირეკა მეც კი დავაპირე წამოსვლა . საავადმყოფო მოამზადეო და იქ გელოდით. ჯერ ვერ მივხვდი საერთოდ ვის ეძებდა რა უნდოდა, მერე ისე მოჰყავდი მეგონა მგელი მორბოდა და დამგლეჯდა. გიორგის ისე უყვიროდა უსველე რამე არ დაემართოსო მეგონა მოგვკლავდა ყველას . რადგან გადარჩი და ძალიან მნიშვნელოვანი არაფერი იყო მერე დამშვიდდა ცოტა . შემდეგ სახლში დარეკა ოთახი რომ გაემზადებინათ , მაგრამ ქალბატონი ამ დროის განმავლობაში გაპარულა ,მე შეხვედრაზე ვიყავი და არ ვიცოდი. მეგონა მოგკლავდა რომ გიპოვნიდა ისე მელაპარაკებოდა მობილურში ...ისე იმდენჯერ გადაურჩი მგონი ღვთიური ძალა გიცავს მისგან -მათემ ისე მხატვრულად გააფორმა და მოგვითხრო აუცილებლად გამეღიმებოდა სხვა დროს
-ვინ ეს ყველაფერი იმ არსებამ გააკეთა?- ლაშამ ეს თქვა და ოთახში მწვანე თვალებმაც გამოანათა
-მაგ არსებამ მგონი გასაგებად თქვა რომ მიღების საათები ამოიწურა
-უი ვერ გავიგე ... ყველას ხმა არ მესმის და ალბათ მაგის გამოა
-არადა ცხვირმოუხოცავ ღლაპს გავხარ და წესით კარგი სმენა უნდა გქონდეს -ოო ღმერთო აქ საშინელება მოხდება დროულად თუ არ ჩავერიე. ლიკუნაც კი ჩუმადაა და თვალებგაფართოებული მიყურებს,უნდა მე ავმეტყველდე, ელოდება ჩემს გამოსვლას, არადა არ შემიძლია.
-ანდრო, ძმაო სტუმართმოყვარეობა საოცარი ..- მათემ სიტუაციის განმუხტვა სცადა მაგრამ გააჩუმა
-ტასიას ჭრილობა უნდა დავუმუშავო და დატოვეთ ოთახი
-დავრჩებით არ არის პრობლემა
-ზურგზე აქვს ჭრილობა და უნდა გახადოს - ისევ მათემ განაგრძო მშვიდად,მაგრამ ლაშას რით გავაკვირვებდი ბიძაშვილია ვიღაც უბრალო ნაცნობი ხომ არა. ვერ ხვდება საერთოდ რა ანერვიულებს ამ ხალხს ასე და საერთოდ ასეთი სიტუაცია რატომაა ჩემს ირგვლივ-კარგი მე გავალ მხოლოდ
-ანდრეა სხვა დროს რომ შემიხვიო არ შეიძლება?
-წამლებიც უნდა დალიო და დაიძინო შენთვის გადაღლა არ შეიძლება
-და სხვა ექიმის პოვნა არ შეიძლება? -ლაშა ზედმეტად ღიზიანდება გაურკვევლი სიტუაციის გამო
-იცი ის ჩემი ექიმი არ არის უბრალოდ მეხმარება .. ექიმი რამდენიმე დღით გასულია და ...
-მითუმეტეს აბა აქ რას აკეთებ..წამო რა ლამაზო,ძალიან მომენატრე- ყელში მაკოცა და ჩამეხუტა
-ანასტასია გიბრძანებ ხუთ წუთში ოთახი ცარიელი დამხვდეს - ძლივს გააკონტროლა ხმა და გავარდა. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდოდა ,რა ჯანდაბა აბრაზებდა ასე
-ლიკუნა, ლაშიკო გთხოვთ ...მაპატიეტ მაგრამ უნდა წახვდიეთ რა. დაგიკავშირდებით მოგვიანებით, რომ გამოვჯანმრთელდები თავად გნახავთ სახლში მოვალ.მანამდე მოეწყვეტ,გაერთეთ თქვენ ხომ ბევრი მეგობრები გყავთ აქ . მოდი დროებით დაივიწყეთ რომ მეც საქართველოში ვარ.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? თუ რამე უბრალოდ დამირეკე კარგი?
-ტასო ? მეც არ დაგიკავშირდე? მომენატრეეე- ლიკუნამ საყვარლად დაბრცა ტუჩები და აბუზღუნდა
-მოდი ჩაგეხუტო ჩემო თოჯინა ... რა ვქნა მართლა არ შემიძლია. მერე ყველაფერს მოგიყვები კარგი? იცოდე არ იცელქო და აქაური ბიჭები არ გააგიჟო
-ტასოო
-კარგი ხო მავიწყდება სულ რომ თინეიჯერი ხარ - გავიცინე და ჩავკოცნე ჩემი გოგო.
-მიდი აბა წადით ახლა ... ლაშიკო ნუ მიბრაზდები მართლა მაქვს მიზეზი
-იმედია აქ კარგად იქნები ,როცა მათე არ იქნება
-კარგად ვარ ..-გავიცინე და ისიც ჩავიხუტე. შემდეგ წავიდნენ,მათემ გააცილა და ანდრო შემოვიდა, ისე უხეშად იქცეოდა, ჭრილობაც კი მატკინა,თავი ვერ შევიკავე და წამოვიყვირე ,თვალებიც ამემღვრა
-მაპატიე ... მაპატიე არ მინდოდა ძალიან გატკინე
-უცებ გადაახვიე რა გთხოვ
-კარგი ახლავე ... აი ვასრულებ. გინდა გამაყუჩებელი მოგცე?
-უბრალოდ ნუ მიბღვერ და თუ არ შეგიძლია მშვდიად მოქცევა მარტო დამტოვე და წადი
-საიდან მოიტანე რომ გიბღვერ
-და შენ რა გგონია რომ შენი ქცევა ..ის რაც გააკეთე ნორმალური იყო?
-სავსებით... გამოიძინე . ხვალ ქალაქის დასათვალირებლად მივდივართ. კარგი ამინდი იქნება - წავიდა , მეც დაღლილი ვიყავი და ზედმეტი ფიქრით თავი არ შემიწუხებია
დილით ისე შემოვიდა ოთახში თითქოს სხვა ადამიანი იყო, გამაღვიძა, ფაქტობრივად გამომაფხიზლა, ხელი მომხვია სააბაზანოში შემსვა .ტანსაცმელიც კი დამიდო საწოლზე. შემდეგ ზურგით დადგა და მელაპარაკებოდა რა შეიძლება მოგვენახულებინა იმ დღეს.
-საიდან ვიწყებთ?
-ძველი თბილისი დავათვალიეროთ? მთაწმინდაზე ავიდეთ, თუ სამებაში სხვაგან სხვა დროს წაგიყვან
-ანუ კიდევ წავალთ? რა ვიცი ჩემთვის სულერთია სადაც გინდა იქ წავიდეთ
-კარგი წავედით...
-შენ კარგად ხარ?
-ცუდად რატო უნდა ვიყო? მალე გამოჯანმრთელდები და ვუახლოვდები ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს . ამან ზედმეტადაც კი გამაძლიერა
-ანუ ამიტომ ხარ ასეთი გახარებული? კარგი და ახლავე რაომ არ ვბრუნდებით ანდრო? ხელიც აღარმტკივა ამ ელემენტარული ,უმნიშვნელო ნაკაწრების გამო? თავიც იმდენად აღარ მტკივა
-მაგრამ მაინც ვერაფერს გააკეთებ და მე მომიწევს ყველაფრის შესრულება
-ანუ ეგაა მიზეზი? წავიდეთ და ყველაფერს გავაკეთებ
-არა! შენ მგონი ვერ იტან, როცა მშვიდად მყოფს მხედავ და გინდა გამაბრაზო. წავედით -მანქანიდან გადამიყვანა და ხელი მომხვია. ასე დავდიოდით ძველი თბილისის ქუჩებში,ვაკვირდებოდი ამ ლამაზ სახლებს, გარემოს, ეკლესიებს ზემოდან დავყურებდი ქალაქს, გადავიღე უამრავი ფოტო .საერთოდ დამავიწყდა ყველაფერი და იმდენად შევედი აზარტში რომ გავერთე კიდეც . საოცარი იყო თითქოს ყველაფერი გაქრა ირგვლი,მანამ სანამ მთაწმინდაზე კაფეში ყოფნისას ვიღაც გოგონა არ დაიძრა ჩვენსკენ. ქალის მზერას ,მის მიზანს ყოველთვის ვცნობ.ის კი ანდროს უმიზნებდა. საყვარელი გოგო იყო, კატოს მსგავსად თაფლისფერთვალება. ისეთი ნაზი იყო ბავშვსაც კი მოგაგონებდათ,მაგრამ დამიჯერეთ სულაც არაა ასე.
-ანდრეა გასვიანი...რა დამთხვევაა .როგორ ხარ?
-მაგდა , კარგად შენ ?- წამოდგა და ჩვეულებრივად მიესალმა ქალბატონს კი აშკარად მეტი სურდა
-მეც კარგად. არ მეგონა საქართველოში თუ იყავი ,ბოლოს გავიგე რომ ქალაქიდან წახვედი
-ხო ახლახანს დავბრუნდი
-იმედია სამუდამოდ დაბრუნდი ...ძალიან გამახარა შენმა ნახვამ- ნაზად აკოცა ლოყაზე და მშვიდად წავიდა. აი მესმის ტაქტიკა.
-რატომ იცინი?
-ხოო აქ თუ დიდხანს დარჩები ვატყობ ასეთს ბევრს ვნახავ და აღარ იქნები მარტოხელა მგელი
-სკოლაში მოვწონდი რაღა დროს ეგაა ... რა?
-არაფერი. აბა დავბრუნდეთ სახლში?
-წავედით
მანქანაში ვიჯექით უკვე მაინც ვერ შევიკავე თავი და დუმილი დავარღვიე
-შენ გაქვს შესუსტებული საპირისპირო სქესის მიერ გამოხატული ემოციის აღქმის უნარი თუ ზოგად საკაცობრიო პრობლემას წარმოადგენს ამ გარემოში
-ნუ დაიწყებ ახლა ძალიან გთხოვ. არააქვს ხომ იცი ჩემთვის მნიშვნელობა
-ერთია რას აიგნორებ და მეორე საერთოდ თუ ხვდები რომ დააიგნორო
-მე იგნორი მიყვარს ჩემო კარგო,იმდენად რომ შესაძლოა მეც ვერ გავიაზრო რას ვხვდები და რას არა . უინტერესო საკითხებს გონებამდეც არ ვუშვებ, ტვინს არ ვიღლი მაგაზე ფიქრით გასაგებია?
-ეს უკვე მომწონს თორემ წარმოდგენა მეცვლებოდა შენზე. ვერ ვიტან იდიოტ კაცებს
-ისე ხომ გიჟდები ჩემზე ...-მანქანა გააჩერა და გადავიდა. მეც დამეხმარა და ორივე გავშეშდით -აქ რა ჯანდაბა ხდება
-party time .
-მათეს მოვკლავ ...
-სულაც არ მგონია კუთხეში მდგომი გაბრაზებული ბიჭი ამ ყველაფერში დამნაშავე- მათეზე ვანიშნე რომელიც კარგად ჩანდა ფანჯარასთან როგორ იდგა ღვინის ჭიქით ხელში და ცოფებს ყრიდა.
-კარგი მაშინ რომელიმე მათგანს მოვკლავ...
-შევიდეთ რა გთხოვ..იცი რამდენი ხანია მსგავს ღონისძიებაზე არ ვყოფილვარ? მართალია აქ არაფერი იქნება გასაოცარი, მაგრამ ჯანდაბას. გთხოვ
-ვერ დალევ, ვერ იცეკვებ და რა გიხარია
სახლისკენ დავიძარით, კარი გავაღეთ და მგონი შევცდი. ეს ადგილი როდის იქცა კლუბად? კარგად უმუშავია ვინც იყო . იმდენი ახალგაზრდაა შეკრებილი და ისე ერთობიან მგონი მეჩვენება უკვე მონატრებისგან. ანდროს მოხვეული ხელი მომაშორეს.იმდენი ვინმე ნახულობდა მომტაცეს და დამტოვეს მარტო. სანამ მათე არ მოვიდა და წამიყვანა.
-აქ რა ხდება
-ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ანდროს დაბრუნება ასე აღენისნათ...
-შენ არ მოგწონს ეს აზრი ხომ?
-არ მინდა რამე დააძალონ, თანაც ასე არაფერი გამოვა. სისულელეა უბრალოდ ვერ ვხვდები ამით რას მიაღწევენ
-აი ამას.. ეს მაგდაა ხო? მომიყვები ვინაა?- როგორც კი ნაცნობი სახე დავინახე მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა
-ჩვენი ნაცნობია, კარგი გოგოა ადრე მოსწონდა კიდეც ანდრო
-ახლაც მოსწონს და დამიჯერე ქალს ამ დროს ყველაფერი შეუძლია
-აი ხომ გეუბნებოდი.. - კესო გამოჩნდა - როგორ ხართ? ორი დღით წავედი და რა დღეში ხართ . ხომ გეუბნებოდით ესენი სისულელეს ჩაიდენენთქო ...ამათ რა ჰგონიათ ნეტავ რომ ჩემს ძმას ამ სულელური წვეულებით მოანდომებენ დარჩენას, გამოთვრება და ეს უტვინო ბატის ჭუკი დააბოლებს?
-დამშვიდდი საყვარელო ...ანდროს შენ ისე კარგად არ იცნობ როგორც მე .დამიჯერე უბრალო ქალი მასზე ვერ იმოქმედებს ოდნავადაც კი .როგორ ხართ? ტასო -გიორგიც შემოგვიერთდდა მე კი ისევ სიტუაციას ვადევნებდი თვალს
-კარგად გიო ..არ მეგონა ასე მალე თუ დაბრუნდებოდით
-გულმა მიგრძნო ეტყობა- კესო ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან . - ამ გოგოს ვერ ვიტან ...
-კარგი რა თოჯინა რას ერჩი მშვენიერი გოგოა- გიო მოეხვია და ყელში აკოცა ისე უცებ მოიშორა მეგოდა დაახრჩობდა
-მშვენიერი თუა მიდი მერე და დაწექი მასთან უარს არ გეტყვის დამიჯერე ...
-კარგი რა პატარავ
-ხმას კიდევ ამოიღებ და იცოდე მოგკლავ- საყელოში ჩაავლო და ტუჩებზე დააცხრა. გიჟია ეს გოგო და მე ის უკვე ძალიან მომწონს. მე ისევ ხალხზე დაკვირვება განვაგრძე, მინდოდა დავკვირვებოდი , შემესწავლა აქაური წვეულება და თან საშინლად ვიყავი დაღლილი. შემდეგ რა მოხდა? გამოჩნდნენ ლაშუნა და ლიკუნა მათთან კი ჩემი გიჟი დაქალი, თათუ. ვინ წარმოიდგენდა თბილისში ამდენ ნაცნობს თუ შევხვდებოდი, რამდენი უცნაურობითაა სავსე ცხოვრება
-თათუუუ
-ტასო? ტასიკოოო- ჩემს გოგოს მოვეხვიე და მგონი დავახრჩე ისე ჩავეხუტე
-კარგით ახლა გეყოთ გავიგეთ რომ მოგენატრათ ერთმანეთი
-ჩემი ეჭვიანი ლიკუნა- გავიცინე და ისიც ჩავიხუტე- აქ რა გინდათ თქვენ
-მათემ დაგვირეკა თათუც ჩვენთან იყო და წამოვედით
-ვაიმე როგორ მიყვარხართ თქვენ ხომ არ იცით
-მე ვის ვახსოვარ .. არც არავის - ლაშიკო აბუზღუნდა და უცებ გადავინაცვლე მასთან,მოვეხვიე მთელი ძალით და სახე დავუკოცნე ჩემ პატარა ბიჭს, უკიდეგანოდ მიყვარს და რა გავაკეთო?
-ჩემი პატარა ...მე ხო იცი როგორ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე
-ხოო?- ქვემოდან ამომხედა და გამეკრიჭა. უცებ გავიგე ანდროს ხმა და მოვშორდი კიდეც ლაშას ჩემგან დამოუკიდებლად. მგონი ახლა ანდრო მეხვევა ,მუცელზე მისი თითები მეხვევიან- ეს არსება ნერვებს მშლის- ლაშიკომ თქვა ბურდღუნით და შეუღრინა ანდროს
-რამდენი სტუმარია დღეს ამ სახლში არადა ვერ ვხვდები ვინ რა მიზნითაა
-მეც ნამდვილად ვერ ვხვდები მაგას- კესომ გამიღიმა და გიო წაიყვანა სადღაც. მგონი მეორე სართულზე ავიდნენ. ანდრო კი ისევ იქ დგას, ზურგიდან მეკვრის ,ხელს არ მიშვებს და არც შერხეულა მგონი
-მგონი ჩვენი წასვლის დროა - ყურთან მიჩურჩულა და აი კიდევ დამიარა ჟრუანტელმა. გასაგიჟებელი შეგრძნებაა ,საოცარი.
-აუ არა რა გთხოვ... გაიცანი ჩემი მეგობარი თათა ,ისე შენ ჩემი ბიძაშილები ლაშა და ლიკუნაც არ გაგიცნია და იქნებ თავიდან დაიწყოთ ურთიერთობა - ღიმილით გავაცანი ჩემები და მასაც მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება
-ბიძაშვილები..მეგობარი ძალიან,ძალიან სასიამოვნოა ბიძაშვილები - ისევ გაიმეორა, ხელიც გამიშვა და თქვენ წარმოიდგინეთ ლაშას ხელი გაუწოდა - სასიამოვნოა
-ჩემთვის არა...
-ლაშა-ჩემი ბიჭი თუ გაბრაზდა მერე აღარაფერი შველის
-როგორც დამხვდა პირველად ისეთივე რეაქცია მაქვს მეც. უკაცრავად დავლევ რამეს
-ხო წავიდეთ დავლიოთ ... - ყველანი წავიდნენ თათაც გაიყოლეს. მათე სადღაც გაქრა. მე და ანდრო დივანზე ვისხედით. ვუყურებდით იქ მყოფებს და მე ვერაფერს ვაკეთებდი. თავი ამტკივდა თან ძალიან. საშინელება იყო, წვეულებაზე უძრავად ვიჯექი და ცეკვის სურვილიც არ მიჩნდებოდა
-ანდრო წავიდეთ რა... ზემოთ ავიდეთ ,თავი მტკივა
-აბა მე რას გეუბნებოდი ...- ხელი მომხვია და წამიყვანა. მომწონდა მის გვერდით ყოფნა , ეს იმდენად სასიამოვნო იყო ხალხმრავლობისგან შორს ყოფნა მინდებოდა ავტომატურად. საძინებლის კარი გააღო და მალევე დახურა
-კესოს მოვკლავ...
-იქ არიან? - მაშინვე მივხვდი და სიცილი ვერ შევიკავე - რამდენი ხანია ერთად არიან?- მიმართულება შეიცვალა ,მეც გავყევი
-გიორგის მგონი რაც დაინახა იმ დღიდან უყვარს. ნეტა გენახა რა სახალისო იყო მე რომ ვერ მეუბნებოდა რას გრძნობდა, სანამ თავად არ მომბეზრდა და მივახალე როდის ეტყვი რომ გიყვარს-თქო ისე მიყურებდა, იმდენი სისულელე თქვა ერთი საათი ვხარხარებდი. შემდეგ ჩემი დის ხასიათი იყო მთავარი დაბრკოლება. ქალბატონს ერთადერთი რამ აინტერესებდა მუდამ, კარიერა. ამიტომაც გამიწამა ძმაკაცი, არც მასთან იყო ,არ აძლევდა მისი მართვის საშუალებას აი თავად კი ყველაფერი იცოდა მასზე .ისე ჩამოაშორა ყველა გოგო გაოცებულები ვიყავით, სულ დამიშტერა ძმაკაცი. მერე იჩხუბეს როცა უკვე ერთად იყვნენ კესო საერთოდ არ იყო მასთან, ფაქტიურად ვერც ხვდებოდნენ სულ თავს არიდებდა.გიორგიმ ითმინა ,ითმინა და შემდეგ ისე იკამათეს რომ დაშორდნენ. გიორგის ჰყავდა რამდენიმე შეყვარებული მას მერე , უამრავი ქალი იმ ერთი წლის მანძილზე. შემდეგ ჩემი და კატოს ამბავი, აღარავის ეცალა საკუთარი თავისთვის . ჩვენს გვერდით იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ. მერე კი დავკარგე ინფორმაციის მიღების საშუალებები. არ ვიცი ხუთი წელი რას აკეთებდნენ ,როგორ იყვნენ .ალბათ ათასჯერ იჩხუბეს, საცხოვრებლად გადავიდნენ ერთად მერე ისევ დაშორდნენ ცოტა ხნის წინ,ამჯერად დიდხანს ვერ გაძლეს და შერიგდნენ . ახლა კი როგორც ხედავ შეგირების ფაზას გადიან მეშინია ძმაკაცი არ მომიკლას
-არ ვიცი შენ რამდენად იცი, მაგრამ შერიგების ამ ფაზისგან არავინ კვდება...
-მარტო ეგ გაიგე?
-არა მაგრამ ისედაც ვიცოდი როგორ უყვარდათ ერთმანეთი...გიჟური სიყვარული ყველაზე კარგია ..სად მიგყავარ
-ჩემ ოთახში- სხვენისკენ მივდიოდით და წარბები შევკარი
-რა მინდა სხვენზე ... არ მიყვარს სხვენები ცუდი მოგონებები მაქვს ... ერთ-ერთ წვეულებაზე მთვრალმა ამოვყავი თავი და ლამის ერთ იდიოტთან სექ.. მქონდა კიდევ კარგი გონს მოვედი და მოვიშორე თორემ ის აღარ მომშორდებოდა , სულელური ქცევა ჩემი თანმდევია .რამ გამახსენა ახლა ეს ამბავი
-მოკლედ თავი შენი დღიური მგონია ხოლმე
-ჰა ჰა ვღადაობთ?
-მოდი დაჯექი ...- კარი ფართოდ გააღო და დამელოდა. მაშინვე დავინახე დიდი ფანჯარა, საწოლი და წიგნების თარო
-ეს სხვენია?
-არა ..მე მიყვარდა აქ ყოფნა ყველაზე განაპირა ოთახია თან მაღლაა და სულ აქ ვიყავი შესაბამისად ფუნქცია დაკარგა და გახდა უბრალო მყუდრო ოთახი.
-საკმაოდ კარგი საწოლია- მაშინვე ავედი პატარა საწოლზე და დავწექი. - აბა ახლა რა ვქნათ . იცი ჩემთვის კოშმარია როცა სახლში წვეულებაა მე კი ვწევარ აქ თან უბრალოდ ვწევარ.
-შენ წარმოიდგინე ადამიანების გართობის ექსპერტი არ ვარ
-არადა მითხრეს რომ შეგეძლო ყოველთვი გაგემხიარულებინა შენი საყვარელი ადამიანები. იქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ რასაც ჩემთვის აკეთებ შეძლებ რაიმე მოიფიქრო
-რომ ალაპარაკდები ბოლოს მაინც მტკენ თავს- ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და თვალი ჩამიკრა
-კარგი რა ... ახლა ასე უნდა ვიყოთ?
-შეგიძლია ილაპარაკო
-რა ვილაპარაკო გიჟი ვარ მარტომ რომ ვისაუბრო?
-მხოლოდ მაგიტომ არ ხარ გიჟი..
-წამლები არ უნდა დავლიო?
-წავალ მოგიტან ..მანქანაში მაქვს - წავიდა, მაგრამ ძალიან შეაგვიანდა და მეც გავედი ოთახიდან. დავინახე დერეფანში როგორ შეაყოვნა მაგდამ, აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და კიდევ აჭარბებდა ვფიქრობ. ყელზე ჩამოეკიდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა ,ანდრომ უკან გასწია მშვიდად უსმენდა თუმცა მისი თვალები, აშკარად მობეზრებული ჰქონდა ყველაფერი . მე კი საოცრად მინდოდა გართობა.მათკენ დავიძარი და ისე დავდექი მაგდას უკან დახევა მოუხდა
-ანდრო მოიტანე? ვფიქრობ ამდენი არ გვჭირდებოდა . -თითქოსდა ყურში ჩავჩურჩულე მაგრამ სრულიად“შემთხვევით“ ხმამაღლა გამომივიდა. აი იმ მთვრალ არსებას კი აშკარად სიფხიზლე დაეტყო,ისე მიყურებდა ჩემს“ვნებამორეულ“ თვალებში მეგონა გამგლეჯდა. -მაპატიე მაგდა ვერ შეგამჩნიე უბრალოდ...
-არაუშავს მე დაგტოვებთ ... მომავალ შეხვედრამდე - მოგვშორდა და წავიდა. მე ანდრეას ჩამოვშორდი და წამლები გამოვართვი, მისი გაფართოებული თვალები დავაიგნორე და წავედი. წამლები დავლიე და კომფორტულად მოვკლათდდი საწოლზე,ისევ არ გვაცადეს მშვიდად ყოფნა ამჯერად მაო ამოვიდა
-როგორ იქცევი ანდრო?
-რა ხდება დედა?
-წვეულება შენთვისაა შენ კი აქ ხარ.გასაგებია რომ გართობა არ გინდა ,მაგრამ იქ მაინც დარჩენილიყავი
-მე აქ სწორად მოსაქცევად არ დავბრუნებულვარ იცი რისთვისაც ვარ და იმას ვაკეთებ რა მიზანიც მაქვს. შენ კი შენს გეგმებს თავად მიხედე როგორმე ...
-საერთოდ ვეღარ გცნობ ... შენ არც კი იცი როგორ ცდები - მაია წავიდა. ამჯერად კარი ჩაკეტა და საწოლთან მოვიდა
-ასე რატომ მიყურებ აქ პატარა ადგილია და
-რამდენი ლაპარაკი იცი ერთხელ იმოქმედე არ შეიძლება?- ისე გამწია კიდისკენ თითქოს არც არაფერი და მომიწვა გვერდით ,უკვე კიდეს ვეხები ზურგით და მეტკინა -რა ხდება
-კიდეზე ვერ დავწვები
-მოვგვარდებით როგორმე - ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა - გაიძვერა ქალი რომ ხარ მითქვამს?
-ისედაც ვიცი ... იმედია მასთან სექ... არ გინდოდა ამ დროს და ხელი არ შეგიშალე თორემ სინდისი შემაწუხებს
-მაგრამ მაინც ნერვების მომშლელად დარჩები ვერაფერი გადააჭარბებს ამ თვისებას
-ხოდა მორჩა ფაქტიურად დაგეხმარე და მადლობა უნდა მითხრა
-ახლა უფრო რთულად იქნება საქმე ... ვატყობ მაშვიდად წასვლას ვერ მოვახერხებ
-კარგი რა დაიკიდე - ხელები მხრებზე დავაწყვე , თავი მის მკერდზე კომფორტულად დავდე და თვალები დავხუჭე. მისი გულისცემის მოსმენა იმდენად მომწონს ნეტარებას ვგრძნობ. თმა გამიშალა, ახლა კი ჩამეძინება ,ვგრძნობ როგორ ასრიალებს თითებს ჩემს თმაში და თანდათან გადავდივარ მორფეოსის სამყაროში. საოცარი დღის შესაბამისი დასასრული.

კიდევ ერთი დღე დაიწყო. ამჯერად ანდრეასთან ერთად ,სასიამოვნო შეგრძნება იყო პირველად მისი მწვანე თვალების დანახვა. სახლში სიმშვიდე იყო. საძინებელში დავბრუნდი, ყველაფერი გამოცვლილი დაგვხვდა. მშვიდად მოვწესრიგდი და ვინაიდან სიარული უკვე შემეძლო ქვემოთ ჩავედი. წვიმდა, ანდრო კესო და მათე სამზარეულოში იყვნენ.
-დილამშვიდობის
-ტასოო როგორ ხარ? უკვე კარგად გამოიყურები
-აჰა ესეიგი აქამდე არ გამოვიყურებოდი კარგად ვაჟბატონო ?
-მოკლედ რა ხართ ეს ქალები შარს ეძებთ
-რა ხდება მარტო ვართ სახლში?
-გიო წავიდა ...გამოიძახეს ნერვებს მიშლის უკვე მისი სამსახური
-განსაკუთრებით მაშინ როცა შენ შენს საქმეში არ ხარ ჩართული,ანუ საოცრება ხდება და ამ საცოდავ ბიჭს პაციენტი გამოუჩნდება და სულ რაღაც ორი საათით წავა
-მოკლედ რა ორივე ჩემი ძმა სიძეს იცავს
-გვეცოდება შენს ხელში უბრალოდ
-ერთი ის ქალი მანახა შენ ვინც გიყვარს და მერე ვნახოთ ვინ იქნება საცოდავი ...
-ვერ ნახავ ...არ არსებობს-მათემ ოთახი დატოვა მე კი კატოს მივუჯექი
-ვისზე საუბრობდი?
-როგორც ვიცი მას ვიღაც ქალი მოეწონა შეხვედრაზე ყოფნისას.მაგრამ არ იცის ვინ არის სულ რამდენიმე წუთით დაინახა ... ეს ინფორმაცია საიდან მაქვს? რატის გამოვძალე .რატი ვინ არის? მათეს ძმადნაფიცი
-საინტერესოა..მიყვარს love story
-მე კიდე შენნაირი ეშმაკუნა ქალები მიყვარს ...- ანდროს გახედა და მეც მივაპყარი მზერა
-არაა? მეჩვენება? კი ნამდვილად მეჩვენება - გაუცნობიერებლად წამოვდექი და ვუყურებდი როგორ ამზადებდა კერძს
-ყველა შენნაირი უცოდინარი კი არ არის
-უკაცრავად რა დიდი ამბავი ახლა მზადება თუ არ ვიცით- კესო გამომექომაგა და გვერდით დამიდგა- ჩემი ძამიკო საოცრად ამზადებდა,მაგრამ დიდი ხანია არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ აქ იმდენი უცოდინარი ვართ პიცის საჭმელად არ გაგვიმეტა . ისევ შენი კვალი ანდრიკო გვიბრუნდება- ძმას ზურგიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-ერთი სადილის მომზადებას ნუ გადამაყოლებ ...
-ასე რომ გიყურებთ ჩემში შური ჭარბობს..სულ მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა რომელსაც გავაბრაზებდი, რომელიც ძალიან მეყვარებოდა, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და პირიქით დავეხმარებოდი პრობლემების მოგვარებაში ჩემი კრეატიულობის წყალობით ... მაგრამ სამწუხაროდ მამაჩემს დედაჩემის გარდა საერთოდ არ ჰყოლია ქალი ...დედაჩემს კი ჩემს გარდა შვილი არ გაუჩნდა .იმდენად გამნადგურებელი ბუნება მაქვს ჩემს შემდეგ შვილიც ვერ გააჩინა იდმენად რთული მშობიარობა ჰქონდა ... - რატომ ვლაპააკობ ამდენს .რა შუაში იყო ,ხომ ვამბობ გულახდილობის წამალი მაქვს მიღებული . ვლაყბობ ყველაფერზე, დროა გავიდე თან სწრაფად თორემ რაღაც ნოსტალგიამ შემიპყრო.
საძინებელში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი. თვალები დავხუჭე, მშვიდად სუნთქვა დავიწყე და ისე წამომივიდა ცრემლები, შეკავება ვერ შევძელი . მანამ სანამ ანდროს მკლავებში არ აღმოვჩნდი
-რა გემართება ტასია?
-უბრალოდ მე... ჩემი მშობლები მომენატრნენ თან ძალიან.მთელი ცხოვრებაა მენატრებიან მას შემდეგ რაც თინეიჯერი გავხდი და ცხოვრების სტილი შევიცვალე .საშინლად მაკლია ოჯახი, სითბო რომელსაც ვერცერთი მეგობარი ვერ მოგცემს ,მეგობრული სიყვარული სულ სხვაა . როგორ შეგიძლია ეს ყველაფერი გქონდეს და დათმო ... არ უნდა დაკარგო გესმის? არაფრის გამო ზღვარი უნდა შეინარჩუნო,შენი მსხვერპლშეწირვა კატოს გაახარებს? მიპასუხე. ეს შენი დამოკიდებულება ყველას და ყველაფრის მიმართ ბედნიერს გახდის? შენი აზრით მოისვენებს როცა იცის რომ ცუდად ხარ? თავი როგორც არ უნდა შეიკავო მაინც ცუდად ხარ . შეუძლებელი არ გტკიოდეს მათგან შორს ყოფნა, ემოციების შეკავება და ურჩხულის შექმნა. საერთოდაც შენ რას გელაპარაკები ,რგორც კი დავბრუნდები ყველაფერს შევცვლი ... არა ჩემი ცხოვრების სტილს არ შევცვლი, რადგან მომწონს და არ მიმაჩნია რომ ცუდია ,მაგრამ უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდე, ისე მოვიქცევი რომ ანა და გიგიც კმაყოფილები იყვნენ და მშვიდად ვიცხოვრო მათთან ერთად..
-დაასრულე?
-კი . მადლობა რო უსმინე ჩემს ქვითინს- ცრემლები შევიმშრალე და ლოყაზე ვაკოცე -ცოტა ხნით ვიქნები რა ასე და მერე წავდიეთ- ხელები წელზე მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავმალე .რამდენიმე წუთში დავმშვიდდი და ჩვეული ენერგიით დამუხტული მოვშორდი-მადლობა დახმარებისთვის, ახლა კი წამოდი მასწავლე ერთი კერძი მაინც,შენგან სამახსოვროდ რომ მქონდეს რეცეპტი-წინ წავედი
-ჩემი საოცრება ...-საკმაოდ ჩუმად თქვა,მაგრამ მაინც გავიგონე. ამ სიტყვებს სხვა დროს განვიხილავ. ფიქრსაც თავისი დრო აქვს. სამზარეულოში ჩავედით. ანდრიკოს მეც მივეხმარე და ერთად მოვამზადეთ ყველაფერი. შემდეგ შეტყობინება გავაგზავნე და მალე მოვიდნენ კიდეც ჩემები
-იმედია არ მიწყენ აქ მხოლოდ შენი და ძმა არიან მეც ხომ მინდა ნათესავებთან ყოფნა?
-ვინ ნათესავ.. აჰ ბიძაშვილები- კარში მდგომებს გახედა და გაიცინა . ამაზეც სხვა დროს ვიფიქრებ. ახლა უმჯობესია ჩემებს შევხვდე.
-ჩემი ლამაზი გოგო ...ასე შეიძლება? მე აქ დავრჩი შენს გამო და შენ კიდევ მემალები - თათა ,ჩემი ამორძალი.თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარს ეს გოგო, ის ჩემი ნაწილია, და რომელიც ტყუპისცალივითაა მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად სრულიად განსხვავდება.
-არა ჩემო სიცოცხლე როგორ გავბედავ შენგან დამალვას
-ორი ლესბოსელივით ნუ ეხვევით ხოლმე ერთმანეთს ძალიან გთხოვთ ..- ლაშიკო და მისი უხამსი იუმორი . ჩვენს შორის ჩადგა და ხელი მოგვხვია
-აბა? რისთვის გვიხმე ... -ლიკუ მიღიმოდა ჩემი საყვარელი გოგო
-უბრალოდ სადილზე ... სანამ აქ ვარ ჯერ კიდევ გეპატიჟებით... მალე წავალთ და ექვსი თვე ვეღარ გნახავთ აი შემდეგ კი სულ თქვენთან ვიქნები პირობას ვდებ
-აუ სად მიდიხარ კაი რა ვერაფერი გავიგე ...
-ნუ წუწუნებ პატარავ მერე მოგიყვები
-და ახლა უთხარი...
-ნებას მაძლევ?- ანდროს შევხედე და თანხმობა რომ მივიღე სამ წყვილ მომლოდინე მზერას წავაწყდი-მოკლედ ანდროსთან ვმუშაობ ,ის კახეთში ცხოვრობს და შესაბამისად იქ უნდა წავიდე . ერთი წლით ვარ აქ ექვსი თვე დარჩა და ზაფხულში ისევ ჩემს ქალაქში ვიქნები. ჩვენი ბიზნეს ვუმენიც დაასრულებს საქმეებს და ერთად წავიდეთ
-მე შვებულებაში ვარ ახლაც თორე აბა აქ რა ჩამომიყვანდა - თათამ მითხრა და მაგიდასთან დაჯდა-ანუ ზაფხულში დაბრუნდები? და მეც რომ წამოვიდე? შენს გარეშე მაინც ვერ დავისვენებ იქ და ...
-არა !
-რა სტუმართმოყვარეობაა ...ქართველებზე სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა
-თათა ნუ გაუბრაზდები უბრალოდ ის მარტო ცხოვრობს და იქ სტუმრებს არ იღებს
-ვერაფერი გავიგე და სხვა დროს მომიყვები, მაგრამ კარგი.. აქ დავრჩები ვიპოვნი გასართობს როგორმე ... თუ რამე შეგხვდები ხოლმე იმედია შენი უფროსი არ დაგვიშლის ხო?
-ეგ არ მოხერხდება... ზედმეტად პუნქტუალური უნდა ვიყო ...
-მგონი რომ ახლაც მეჩვენება, რა მუშაობ..ვინ მუშაობს ,სად მუშაობ შენ ხარ ნამდვიალდ? შენ და მუშაობა ერთად ერთ წინადადებაშიც შეუძლებელია
-დაიჯერე ლაშიკო... ჩემი მშობლების დამსახურებაა. არ გვინდა ამაზე საუბარი თორე ენრვები მეშლება არადა კარგ განწყობაზე ვარ ზურგიც კი აღარ მტკივა
-იმედია ცოტა დიდხანს გეტკინება და დარჩებით- კესომ მითხრა ჩურჩულით
-მაპატიე მაგრამ ვერ მოვატყუებ
-მოკლედ რა შენ რანაირი ცუდი გოგო ხარ არაფერს იტყუები
-მაგის გამო არც ვარ ცუდი გოგო...
-ოჰოო ... მომეწონებოდა, მაგრამ რად მინდა ჩემს ძმასთან არ იყენებ
-კარგი რა კესო
-კარგი მე არაფერს ვიტყვი ყველაფერი უკვე თავისთავად ხდება და თუ ზედაპირულად არ მიუდგები ყველაფერს ძალიან მარტივად მიხვდები რომ სულ ცოტა მოქმედება გჭირდება ... და მე მეჩვენება თუ მათეს ეს შენი თათა მოსწონს ...- ჩუმად და ცქარა საუბრობდა, არავის ესმოდა ჩვენი საუბარი ბოლოს კი მეც გამაოგნა. ეს გოგო საოცრებაა, გეფიცებით
-რა?
-ნუ გიკვირს ვიცი რომ შენც ხვდები ... ნუთუ ისაა?
-რას ჭორაობთ ?
-არაფერს ანდრიკო ... აბა დავაგემოვნოთ ჩემი ტასოს და ანდროს შედევრი..
-რა? შენ მოამზადე? ღმერთო როგორ დასრულდა ჩემი ცხოვრების ბედნიერი დღეები.ნუთუ ასეთი სიკვდილის ღირსი ვიყავი - თათამ უცებ შეიცხადა და ჩანგალი თეფშზე დააგდო
-სულაც არაა ეგეთი კატასტროფულად ცუდი მზარეული შენი მეგობარი
-გმადლობ დაცვისთვის ანდრო
-კი არ გიცავ უბრალოდ რეალობას ავღნიშნავ ...
-მე მაინც თავს შევიკავებ, ჯერ დაგაკვირდებით და თუ კარგად იქნებით მერე მეც მივირთმევ
-ანუ გვწირავ ყველას ?- ლიკამ გაიცინა და მომდევნო ლუკმა მიირთვა . ჩემი გოგო
-აი ხედავ ლიკუნა შენზე გამბედავი აღმოჩნდა
-არა ჩემო კარგო ხომ იცი მე მხოლოდ გარკვეულ საკითხებში ვარ გამბედავი - ტუჩზე იკბინა ,მე კი მათეს დაჭიმული ხელები და დაბერილი ძარღვები არ გამომპარვია,მიუხედავად იმისა რომ ფაქტიურად არც უყურებს თათას. როგორ მომწონს ასეთი ქმედება არ აწუხებს ,თავისთვის მოსწონს თან ძალიან და ვატყობ ასე მშვიდადაც არ გაჩერდება. კესოს გავხედე რომელიც მაცდურად იღიმოდა თვალი ჩამიკრა და მშვდიად განაგრძო ჭამა
-უგემრიელესია -ლაშამ მხოლოდ ეს თქვა,აშკარად რაღაცაზე ფიქრობს იმიტომაა ასე მშვიდად და ჩუმად.
-ანდროს შემოქმედებაა
-თათა რას საქმიანობ?- კესომ დაიწყო ...
-ჩემი თათაც მათეს მსგავსად ოჯახის ბიზნესს უძღვება ... მაგრამ ეს მხოლოდ ამ საქმეზეა შეყვარებული- თათას რომ არ დავაცადე თქმა გაუკვირდა ,მაგრამ გაატარა
-და მათე რაზეა შეყვარებული? -ოხ თათა , როგორ მეგონა რომ ვერაფერს ხვდებოდი .ბიჭს არც უყურებს და რას ვიფიქრებდი. მოკლედ ძალიან დაბნეული ვარ ცოტა მობილიზება მჭირდება
-კალათბურთზეა შეყვარებული -კესომ ეს რომ უთხრა თათამ წარბი მაღლა აზიდა და მხოლოდ იმ წამს გახედა ბიჭს.ორი წყვილი ღამესავით შავი თვალები ერთმანეთს წააწყდნენ,ოჰ ესენი ცეცხლს დაანთებენ გული მიგრძნობს.
-მართლა? სულ მინდოდა თამაში მესწავლა იმედია თავისუფალ დროს გაკვეთილებზე მიმიღებ...
-სანაცვლოდ რას მივიღებ?- ჰა? მომესმა? ტონალობა მზერა ხომ ვამბობ ეს ბიჭი მაგარი ვინმეა,მაგრამ ჩემი გოგო აჯობებს, ვიცი!
-გააჩნია როგორი მასწავლებელი იქნები ...როგორმე შევთანხმდებით
-რამდენ ხანს აპირებ დარჩენას? ხომ იცი ჩვენ ვბრუნდებით ერთ კვირაში - ლიკუნამ გადაიტანა თემა ისე ჩამოცხა
-მე ერთი წლით გადავაბარე ყველაფერი ჩემს ძმას და თავისუფალი ვარ .გააჩნია აქ თუ მომეწონება დავრჩები ...
-ერთ კვირაში? კარგით რა
-ხო შენც გამოჯანმრთელდები და თათა მარტო დარჩება
-როგორმე გავუძლებ - ჩაიცინა და ღვინო მოსვა- მაინც მომწონს კახეთში წასვლის იდეა ,თუმცა ანდროს არ მოვწონვარ აშკარად და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ რაღა დაგიმალო
-ამას ზოგადად ქალები აღარ მოსწონს
-გეი ხარ ?- ყბა ჩამოუვარდა ჩვეულებრივად- გამორიცხულია , არა მე რამე პრობლემა კი არ მაქ რა სისულელეა უბრალოდ შენ არ..
-ოხ ანასტასია როგორ მაღიზიანებ! არ ვარ გეი უბრალოდ ...
-უბრალოდ ქალებს ერჩის - ისევ განვაგრძე ნერვების მოშლა ,ჩემები კი დავაბნიე ლაშა განსაკუთრებით- ერჩის რამეს კი არ დამიშავებს ...
-მოკლედ რომ თქვა არ შეიძლება?
-კარგი ნუ უწევ ხმას და ნუ მიბრიალებ თვალებს ... უბრალოდ ანდრეას საყვარელი ქალი გარდაიცვალა მას კი ახალი რომანის დაწყება არ სურს რადგან სამუდამოდ ის ერთადერთი ეყვარება
-და მერე ამაზე როგორ ხუმრობდი
-კარგი რა ლაშა ხომ იცი მე როგორი ფეხებზე ტიპი ვარ..გვეყოს ახლა სანამ ანდრო ძალიან გაბრაზდება და ველურად გადაიქცევა შევინარჩუნებ ზღვარს
ძალიან მეზარება ყველაფრის მოყოლა,მაგრამ ისე კარგად გაუგეს ერთმანეთს მხიარულად ჩაიარა ყველაფერმა, სადილის შემდეგაც დარჩნენ, ანდრიკო აშკარად არ იყო მოწყენილი არ ლაზღანდარობდა მაგრამ მაინც ხომ ვხვდები როცა უნდა ვიღაცის სახლიდან გაგდება ,ეს კი ნამდვილად არ იყო მსგავსი შემთხვევა. გვიან წავიდნენ, გიო რომ მოვიდა შემდეგ გაახსენდა კესოს ერთ საათში რომ უნდა მოსულიყო და ისე შეუბღვირა ბიჭს მართლა შემეცოდა,თუმცა თავად არაფერი ეტყობოდა.
-თოჯინა ასე რატომ მიცქერ?
-შენი თოჯინა დაგგლეჯს ვატყობ ძმაო- მათემ თვალი ჩაუკრა
-სად იყავი ამდენ ხანს?
-აშკარად არ მოგიკლია თავი ზარებით, შეტყობინებების წერით და ნერვიულობი
-მე მადანაშაულებ?
-მე მადანაშაულებ რომ მიყოლებით ორი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გადავარჩინე?
-კარგი ხო აგანაზღაურებინებ როგორმე
-სასჯელის გარეშე ვერ გამოვალ?
-დავიჯერო უკმაყოფილო ხარ მისჯილით?
-ღმერთო როგორ დამღალეთ ...
-შენ რა იცი ანდრიკო ესენი რა დრეში იყვნენ ყელში ამომივიდა ამათი ჩხუბი,რომ დაშორდნენ ერთი ცალკე გაგიჟდა მეორე ცალკე. ამან ხალხი დახოცა ლამის იმან დაიჭირა ყველა
-შენ რას გააკეთებ სულ ცოტა ხანში მაგას ვნახავ... და დავტკბები ცქერით რომ დაგჭირდები
-რას მენამიოკები ნეტავ
-როგორ გგონია რომ სხვებს ვგავარ და ვერაფერს ვხედავ ? რა გეშველება როდის გაიაზრებ ჩემს ძალას
-რა ხდება თოჯინა?
-ხელი გაწიე გაბრაზებული ვარ- უცებ გახედა და წელიდან ხელი მოიშორა- რა ხდება და არც არაფერი საშენო და საერთოდაც წავედით ჩვენ ... გადაღლილი ხარ დასვენება გჭირდება
-კი აშკარად ცუდი ფერი გაქვს ...
-მათეეეე
-რა? - ისე შეიცხადა თითქოს არც არაფერი უთქვამს. დავრჩით სამნი. მე დივანზე დავწექი თავი ამტკივდა, ანდრომ წამალი დამალევინა და მათეს გახედა ,ვერ გავიგე რატო,მეც დავაკვირდი მერე და მივხვდი სადღაც დაფრინავდა
-მათეეე
-რა ხდება?
-რაზე ფიქრობ?
-არა არაფერ ,...რაღაც პრობლემა მაქვს კომპანიაში ისეთი არაფერი
-ძალიან საინტერესო პრობლემა გაქვს აშკარად- ანდრომ ეს უთხრა ხელი მომხვია და წამიყვანა საძინებლისკენ. ეს ბიჭი მაოცებს , აშკარად მიხვდა თან ერთი სიტყვა ჩაურტყა და მორჩა.
სხვა რა გითხრათ ისეთი არაფერი მომხდარა მას შემდეგ. ლიკუნა და ლაშა წავიდნენ.ერთად გავაცილეთ.ჩემი ჭრილობა ფაქტობრივად გაქრა, თავისტკივილები წარსულს ჩაჰბარდა და ვუახლოვდებოდით საწყის ეტაპს. არ მეგონა ასე მალე თუ გადაწყვეტდდა დაბრუნებას, როგორც კი სახვევები მომხსნენ მეორე დღესვე შემოვარდა ოთახში ,მოსამსახურეებს ბარგი ჩაალაგებინა და ისე წამიყვანა კახეთში არავის დამშვიდობებია. დილის ექვს საათზე წავედით ასე რომ ვერავინ ევრაფერი გაიგო.
სახლი ისეთი მტვერიანი იყო იმ დღესვე დავიწყე საქმე. მგონი არც დავღლილვარ, რა მემართება საქმის კეთება მინდა? მაშინ ვიგრძენი დაღლილობა ყველაფერს დასუფთავებულს რომ გადავხედე და დივანზე დავეცი. რომ დავვარდი ვეღარც ავდექი ,ყველა კუნთი მტკიოდა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი შხაპი რომ არ მიმეღო მოვკვდებოდი. შევლასლასდდი სააბაზანოში და ორი საათის შემდგე გამოვლავსალსდდი .
-ვახშმის მომზადებას შეძლებ? არ მინდა ცუდად გახდე
-ჩავიცმევ და გამოვალ და ისე შიშველიც გამოვდივარ ხოლმე სააბაზანოდან და სხვა დროს ნუ შემომივარდები
-როგორ მეგონა რომ არაფერს მეტყოდი- თვალები გადაატრიალა როგორც ყოველთვის და წავიდა. ვგიჟდები ასე რომ აკეთებს , შანსს არასდროს გავუშვებ. სწრაფად ჩავიცვი და გავედი.
-გათბობა უნდა ჩავრთოთ თორემ სიცივეა ...
-რაღაც პრობლემა აქვს ..ხვალ გავაკეთებ . დღეს ბუხარს დავანთებ
-საძინებელში რა ვქნა
-პიჟამა ჩაიცვი თბილი.. .
ანდრომ ბუხარი დაანთო, მე ვახშამი მოვამზადე. ამ გრაფიკის გადამკიდე დიეტაც დამერღვა, ალბათ წონაშიც მოვიმატე და საერთოდ რა დღეში ვარ. საუკუნეა სალონში არ ვყოფილვარ.თმა არ გამიკეთებია, ფრჩხილები ,მაკიაჟი ხო საერთოდ . არა რა ამ ემოციურ კრიზს არც კი ვიცი როგორ გადავიტან. წასვლა რომ გადავწყვიტე ისეთები დამემართა აზრი არ აქვს. ეჭვი მეპარება ანდრომ გამიშვას და საერთოდ იმაშიც მეპარება უკვე ეჭვი რომ მისთვის სულერთი ვარ. არა იმას არ ვამბობ რომ რამეს გრძნობს ჩემს მიმართ და კესოს სიტყვები გამართლდება ,მაგრამ ასე უბრალო მოსამსახურე ნამდვილად არ ვარ. თუმცა ყურადღება იმაზეცაა გასამახვილებელი როგორ „ეჭვიანობდა“ ლაშაზე ,როცა არ იცოდა მისი ნამდვილი ვინაობა. კი ცდილობს, მაგრამ მაინც ვერ იკავებს თავს როცა ნახევრად შიშველს მხედავს,მისი თვალები საოცრად ბრჭყვიალებენ .ეს კი უბრალოდ ბუნებრივი მოვლენაა და არც ღირს ზედმეტი ყურადღების გამახვილება .ეგრე მეც კი მომწონს და სხვა ისტორია რომ ჰქონდეს შევცვლიდი მასთან ურთიერთობას,მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვაპირებ სხვა ეტაპზე გადასვლას. ვერ დავუშვებ ამას,ისევ საკუთარი თავის გამო თორემ სხვისი გრძნობები ხომ იცით არ მაღელვებს, არ უნდა მაღელვებდეს, როცა სხვაზე ფიქრობ სუსტდდები მე კი ეს არ მინდა. არ მინდა? არ ვიცი. თავს ვატყუებ მგონი, ანდრეა იმაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე წარმომედგინა, იმაზე მეტად ვღელავ მასზე ვიდრე დასაშვებია, მისი გრძნობები რომ მაღელვებს იმიტომ ვიქცევი ასე .იმიტომ არ ვაბრაზებ ,მას კი ჰგონია რომ ნერვებს ვუშლი მაგრამ არ იცის ჩემი შესაძლებლობები და ვერ ხვდება როგორ შემიძლია მისი გამწარება თუ მოვინდომებ . საერთოდ უკვე ფიქრიც აღარ მინდა, თავს ვიკავებ, მაგრამ ფაქტები ,რომლებიც დაგროვდა მაიძულებს თავდაცვითი ინსტინქტი ავამუშავო .
გადავიღალე, მაინც ვერ დავიძინე . გარეთ წვიმდა, სახლშიც ძალიან ციოდა, სად მაქვს თბილი პიჟამა სულ შორტები მაქვს ,უკვე ვიყინები. აქ საბანიც თხელია. ასე აუცილებლად გავცივდები და კიდევ რომ წამალი დავლიო შევიშლები. რომ მომკლას უნდა წავიდე ,სხვა გზა არ მაქვს ან საბანი მომცეს, ან თბილი მოსაცმელი ან კიდევ გვერდით დავუწვები და გამათბოს . უცებ წამოვდექი საწოლიდან, ჟრუანტელმა დამიარა, ვიყინები . კიბე ელვის სისწრაფით ავირბინე და საძინებელში შევუვარდი ანდროს,ამას ისე სძინავს ეჭვი მეპარება გაეღვიძოს , საბანი ავწიე და საწოლში შევძვერი. საზიზღარს თვითონ კი აფარია თბილი ფუმფულა საბანი, საწოლიც ასეთივე კომფორტულია მე რომ ვწევარ ხეზე ისე კი არაა . სითბოს შეგრძნებამ უფრო გამათამამა და ზურგიდან ავეკარი ანდროს, უი შიშველი ყოფილა,როგორი თბილია ეს ველური .სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა, აშკარად იმასაც დაუარა ჟრუანტელმა სიცივისგან . გააკანკალა და უცებ წამოვარდა
-ანატსასია ...მოგკლავ
-აუუ გთხოვ..გთხოვ ძალიან მცივა -ჩემი“შრეკის კატა“ ჩავრთე და ისევ ავხლართე ჩემი გაყინული ფეხები მის მხურვალე წვივებში - ხო არ გამიმეტებ გასაყინად არა?
-მე ჩაიცვი-თქო არ გითხარი?
_შენი აზრით კოჭამდე დათუნიებიანი პიჟამა მაქვს? -უკვე გავბრაზდი , ისე საყვარელი კი ვიქნები დათუნებიან ღამისებში.ვიყიდი ბოლო-ბოლო სადმე .
-ჭირვეულო ... იქნებ და არ მინდა მე რომ გამყინო
-საბანს თუ არ დაიფარებ გაცივდები შენც და არ ვიცი რას ვიზამ - ავეკარი სხეულზე და ვიგრძენი როგორ შეეკრა სუნთქვა, არ შეიმჩნიო ტასო . საბანს ხელი დავავლე გადავიფარე და ვუბიძგე ბალიშისკენ . მგონი მეც დავიძაბე, არაუშავს გადავიტან როგორმე . -და საერთოდ როგორ თბები ასე
-ზოგადად ტანსაცმელს სითბო მიაქვს
-ანუ რომ გავიხადო მეც გავთბები?
-არც იფიქრო !-ისე უცებ გამოფხიზლდა, აქამდე ნახევრად მძინარე ლაპარაკობდა, ალბათ იფიქრა რომ სულ გავშიშვლდებოდი , ბევრიც არ მაკლდა მაგრამ მაინც. ხელები დამიჭირა და ისევ მიმიკრა გულ -მკერდზე სუნთქვა აღარ შემეძლო
-კარგი რა იყო მართლა ხო არ გავშვიშვლდებოდი, ეგეთი გადარეული კი ვარ მაგრამ ვერ ხვდები შენთან რომ არ ვიქცევი გიჟივით?
-აა ანუ უარესებსაც აკეთებ?- ჩემს თმაში სახეჩამალული ლაპარაკობდა
-ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ... ახლა შენ რომ არ იყო ...
-მე რომ არ ვიყო რა
-არაა თქმა საჭირო, ისედაც ზედმეტად დაძაბული ხარ
-ნეტა რატომ ...
-ასე თუ გაწუხებ წავალ უბრალოდ საბნები არ ვიცი სად გაქვს მომეცი ერთი და წავალ - ხელები მოვაშორე და უკან გავიწიე
-აზრზე არ ვარ სადაა ...- ხელი მომხვია და ისევ მიმიზიდა, არ ველოდი მგონი ახლა მე ვერ ვსუნთქავ,ორი წამიც და ამოვისუნთქავ ,აი უკვე კარგია მაგრამ კანი დამეხორკლა .არ გამომდის წმინდანის როლის თამაში, შეუძლებელია ჩემნაირი გარყვნილი არსება ასეთი კაცის გვერდით იწვეს და რეაქცია არ ჰქონდეს.
-მგონი ცუდი აზრი იყო ,შემოსვლა- პირი გამიშრა? ეს რა დღეში ვარ .
-მგონი დროა დავიძინოთ- როგორ შეუძლია ასე აკონტროლოს ხმა და გამომეტყველება როცა ვგრძნობ მის აჩქარებულ სუნთქვას, გულისცემას და იმასაც კი როგორ ეყინება ხელები .
-ასე მგონია შენს შესაცდენად ვმოქმედებ ... მაგრამ საოცარი იცი რა არის? რატომ მაწუხებს ეს ფაქტი - ისეთი ტონალობით ვთქვი ეს გულში გასაფიქრებელი სიტყვები ხმამაღლა, ჯერ მიყურებდა მერე სიცილი დაიწყო. არ ვიცი რა დამემართა, იქნებ იმიტომ ვიყავი ასე გაოცებული რომ პირველად მესმოდა მისი სიცილი, პირველად ვხედავდი როგორ უხდებოდა, ღვთაებრივად გამოიყურებოდა თვალები ისე უბრწყინავდა მინდოდა შიგნით ჩავკარგულიყავი . სუნთქვა შემეკრა, მგონი თვალიც არ დამიხამხამებია ისე ვუყურებდი
-ღმერთო ჩემო... მაცდური ტასია... საოცრება ხარ ,როგორ შეგიძლია ასეთი იყო
-ასე ღვთაებრივად როგორ იცინი?- თვალებში ვუყურებდი გაშტერებული და სულაც არ მიშლიდა მკრთალი განათება ხელს, არაჩვეულებრივად ვხედავდი, თითები ჯერ კიდევ გახსნილ ბაგეზე გადავატარე, როგორი მსუყე ტუჩები აქვს ,ისეთი რბილია თავისთავად გიჩნდება სურვილი აკოცო იმდენ ხანს სანამ სუნთქვა არ შეგეკრება -უნდა წავიდე ხო? მე მგონი სჯობს საერთოდ წავიდე ... -თითებს მის სახეზე დავატარებდი და ვლუღლუღებდი .მგონი ტიპიურ შეყვარებულ ქალს ვგავდი იმ წამს , საყვარელი ადამიანის თითოეულ უჯრედზე რომ გიჟდება და შეუძლია სამუდამოდ უცქიროს . არადა რამდენიმე საათის წინ დარწმუნებული ვიყავი რომ ამ“სენისგან“ თავის დაცვა კვლავ შემეძლო-თუ არ წავალ ... დამიჯერე ცხოვრებას უარესად გაგირთულებ,იმდენად რომ ... შენც კი ვერ შეძლებ თავდაცვას
-გინდა შემაშინო და შენი უნებისყოფობა მე გადმომაბრალო? -არ ველოდი ამას თუ მეტყოდა, ისე მიყურებდა ,ისე საოცრად მიმზერდა მინდოდა თვალები სათითაოდ დამეკოცნა
-მე ვარ უნებისყოფო?
-მშიშარაც ... სიტყვასაც ვერ ასრულებ
-არასდროს წამიღია სიტყვა უკან... არც არაფრის შემშინებია
-გარბიხარ... ასე მხოლოდ მხდალები იქცევიან
-მე არსად გავრბივარ, ჩემთვის ყველაფერი სულერთია ... ისე რომ მოვიქცე როგორ მინდა , როგორც ზოგადად ვიქცევი დამიჯერე თავად გამაგდებ
-ხოდა ძალიან კარგი ... მოიქეცი ისე როგორ გინდა..ახლა მეძინება და გაიხსენე რომ შენს უფროსს მშვიდად ყოფნაში უნდა დაეხმრო
-აბა რას ვიზამ ,მუდამ თქვენს სამსახურში - ხელით ვუბიძგე და ზემოდან მოვექეცი, კომფორტულად მოვკალათდდი ,მისი ხელები ჩემს წელზე განვათავზე , ჩემი ხელები მის მხრებზე ,თავი ყელში ჩავმალე ტკბილი კოცნაც დავუტოვე და თვალები დავხუჭე. აი რა მაკლდა , გრძნობა როცა იცი რომ აგიჟებ, ჭკუიდან გადაგყავს ,ყველა ნერვს უფორიაქებ და გონებას ურევ. ქალის ძალა ,რომლის გამოყენებაც ასე ძალიან მიყვარს. მე კი დავიძნებ მშვიდად მაგრამ ანდროს ამბავი არ ვიცი მგონი უკვე ასთმური შეტევა ეწყება ,რაღაც მისი სუნთქვა არ მომწონს, არც გულისცემა . აბა მე რა ვიცი რომ ჰკითხო მაგარი ბიჭია,ღმერთო მაპატიე , მაგრამ ხომ იცი თუ გამომიწვიეს უმართავი ვხდები.
თქვენ წარმოიდგინეთ დილით ადრე გამეღვიძა, ანდროს სხეულში ახლართულს, უკვე მზის სინათლეზე მისი მტელი სიდაიადის დანახვა შემეძლო. ხელები ცემთვის მოეშორებინა და საწოლზე გაეშალა, თავი გვერდით გადაეგდო და ისე მშვიდად ეძინა როგორც ჩვილ ბავშვს. მეღადავება? მე ასეთ ფორმაში ვიწექი მის სხეულზე განთავსებული და საერთოდ არ შეწუხებულა? ნეტავ რამე წამალი აქვს მიღებული თუ რა ხდება. იქნებ და საერთოდ არ სძინავს? რა თქმა უნდა არ ძინავს,შევამოწმოთ . მის მუცელზე ვჯდები, ცოტა ქვემოთ მაგრამ არც ძალიან სადღაც ზღვარს ვიცავ, ხელები ნაზად ჩავაცოცე მხრებიდან პრესისკენ და შემდეგ ფრჩხილებით გადავედი წელისკენ ,ისე უცებ დააყარა ეკლებმა და შეეცვალა მიმიკა თვალები რომც არ გაეხილა მაინც დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში.
-საუზმეს მოვამზადებ ...- წამში მოვშორდი და ოთახი დავტოვე. რაღაც საოცარ განწყობაზე ვარ,თიტქოს ჩემს ტყავში დავბრუნდი ,მომბეზრდა ყველაფერი რასაც აქამდე ვაკეთებდი. რა ჩემი ბრალია თავად მითხრა იყავი ისეთი როგორიც ხარო.
მოვწესრიგდი, შემდეგ საუზმე გავამზადე, სუფრა გავაწყვე და ანდროც შემოვიდა ქვის სახით, სრული უემოციობა ,ეტყობა დიდხანს იმუშავა,ის კი არ იცის რა ცოტა დროა ამ ნამუშევრის დასანგრევად. მაგრამ ცოტა დაისვენოს , ამდენი ხნის შემდეგ ერთიანად „აფორიაქება“ არ არგებს.
-გამათბობელს ვინ გააკეთებს?
-დღეს წახვალ და პროდუქტების ყიდვის შემდეგ ხელოსანსაც იპოვნი
-მე? კარგი ფული მომეცი და რა თქმა უნდა ვიპოვნი ვინმეს ...
-საფულეშია და ამოიღე ...მე გავდივარ
-როგორც იტყვით- გავუღიმე და მაგიდის ალაგება დავიწყე. ანდრიკო წავიდა, მე სახლი მოვაწესრიგე ,თბილი მოსაცმელი ჩავიცვი და წავედი. ეჰ რამდენი ხანი ვისვენებდი ამ მარშრუტით სიარულისგან ახლა კი ისევ ეს გზა და თავის ტკივილი. ნანის ნახვამ გამახალისა, მისი დახმარებით წავედი ხელოსანთან. სახლში უნდა მივსულიყავი, ჭიშკარი გავაღე და შევაჭერი, დაუფიქრებელი რო იქნები ადამიანი. შესვლა და უზარმზარი ძაღლის გამოვარდნა ერთი იყო. მე კი უნდა ავღნიშნო რომ პანიკური შიში მაქვს ამ ზომის ძაღლების მიმართ განსაკუთრებით, ერთი შევკივლე და გონება დავკარგე.
მძაფრმა სუნმა გამოფხიზლება მაიძულა, სახე დავმანჭე და თვალები გავახილე . ახალგაზრდა ბიჭი დამცქეროდა ,ჩამუხლული იყო ჩემს თავთან ხელში მგონი სპირტის ბოთლი ეჭირა. უცებ წამოვდექი სხეულზე ვიყურებოდი ,ნაკბენს ვეძებდი ,მერე სახეზე ჩამოვისვი ხელი
-არ დავუგლეჯივარ? არც უკბენია? სახე დასექრილი არ მაქვს? ცოცხალი ვარ ?
-დიახ ცოცხალი ხართ და ისევ ისეთი ლამაზი ...ცოტა ფერმკრთალი. ჩემი ბიმი არ მეგონა ასე თუ შეაშინებდა ვინმეს -ოჰ ეს რა ენამოსწრებული ყოფილა?
-იცი შენს მკლავებში ჩავარდნა მინდოდა და განგებ დავკარგე გონება- ეჰ ჩემი ირონია...ისე ვუთხარი მგონი მართალი ეგონა- თქვენი უზარმაზარი ძაღლი მგონი მუტანტია იმხელაა... საშიშია დამიჯერეთ ..კარგი შევეშვათ ახლა მაგას დრო არ მაქვს მე მჭირდება ადამიანი ვინც გამათბობელს შემიკეთებს თორემ გაყინვა მემუქრება
-მე ვარ ეგ ადამიანი ,თუმცა ასე უბრალოდ ვერ გამოგყვებით...
-მანიაკს ვგავარ?
-მე არ ვარ ხელოსანი... უბრალოდ ვიცი ეგ საქმე მამაჩემისგან .ის ახლა აქ არ არის და სხვას ვერ იპოვნით ჩემს გარდა და მართლაც განწირული ხართ ...
-აბა რა ვქნათ?- უიმეე როგორ მღლის ეს მოფლირტავე არსებები ახლა ვიცი რაღაც საოცრებას მეტყვის,იმედია არ გამეცინება
-ვახშამით გადამიხდით
-აქ სადმე სახინკლეში დავსხდეთ ლუდთან ერთად მივირთვათ ? რომანტიზმის პიკზე- როგორ მომენატრა ასეთი ქარაფშუტული საუბრები... ძააან ძერსკად რო ვლაპარაკობ თუ როგორ ამბობენ რა ვიცი . ოჰ ეს ნახეთ ერთი რა მიყურებს და იღიმის ,ეშმაკუნა .
-აბა გაყინვა თუ ვახშამი..სად ჩემი საქმეა
-იქნებ და კახელი მოძალადე ხარ? - ეს რომ ვუთხარი სიცილი ვერც მე შევიკავე-კარგი ხო თანახმა ვარ ოღონდ სულ არ მცალია, აქ ვმუშაობ და უფროსმა უნდა გამათავისუფლოს
-მუშაობ?
-ხო რა არი ხელოსანო ღარიბ გოგონებს იწუნებ?
-წავედით... - ხელი გამომიწოდა მე წამოვდექი ,გვერდი ავუარე და კართან დავამუხრუჭე ,ძაღლი გამახსენდა-ხომ არ გჭირდებით ქალბატონო?-ხელზე მანიშნა ,ოჰ როგორ მაიმუნობ ყმაწვილო?
-საშიში აშკარად არ არის თქვენი ძაღლი, მაგრამ თუ წამოხვალთ კარგი იქნება...მეჩქარება პუნქტუალურობას მოითხოვს უფროსი
-იმედია შორს არ ხართ...- ავტოფარეხის კარი გააღო და ტოიოტას ჯიპი დავინახე, ხელოსნის კვალობაზე აშკარად მდიდარია. კარგია კომფორტულად ვიმგზავრებ-მეც მეჩქარება ..გთხოვთ დაბრძანდით- კარი გამიღო ,მეც ჩავჯექი და ჩანთა მუხლებზე დავიდე
-მაღაზიაში მაქვს დატოვებული პროდუქტები და იქ უნდა გავიაროთ
-რომელში ?
-ნანისთან
-ახლა გასაგებია ვინაც მოგასწავლათ ჩემთან...
-იცნობთ ხო?
-მამიდაჩემია ...-მანქანა ეზოდან გაიყვანა და მაღაზიისკენ დაიძრა.იქვე გააჩერა და თავად გადავიდა- მე მოგიტან იყავი ...
-მადლობა ..რა ყურადღებიანი ხარ -მალევე გამოვიდა პარკებით ხელში. მისამართი შეძლებისდაგვარად ავუხსენი და მივხვდი, როგორი გაკვირვებული მიყურებდა მას შემდეგ. ეზოში შესვლის შემდეგ ანდროც გამოჩნდა, ტყიდან ბრუნდებოდა და რომ დაგვინახა ჩვენკენ დაიძრა. რას ,რას და აქ თუ ვინმეს იცნობდა მაგას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი
-როგორ ხარ ანდრო?
-კარგად ზურა შენ? აქ რას აკეთებ?
-ნანიმ ჩემთან გამოგზავნა შენი დამხმარე ...გამათბობელი რომ შეგიკეთოთ
-ნანის იცნობ?- მე მომიბრუნდა მაგრამ პასუხის გაცემა არ მაცადა- მეტი ხელოსანი ვერ იპოვნე ქალბატონო? ადვოკატ ზურა მანაგაძეს რომ მიადექი
-ვის? რა საინტერესო პიროვნება ყოფილხარ- იხტიბარი არ გავიტეხე და გავიცინე.ანდრეა კი ატრიალებდა თვალებს
-შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად...ახლა სჯობს საქმეს მივხედოთ თორემ ვერც გასამრჯელოს მივიღებ-ჩუმად მითხრა ბოლო სიტყვები მაგრამ წინ მიმავალმა ანდრომ აშკარად გაიგო. სახლში შევედით,მთავარ წყაროსთან მივიყვანეთ ,ხელსაწყოები ანდრომ მისცა, თან რაღაცას ესაუბრებოდა, მე სამზარეულოში შევიტანე პროდუქტები და შემდეგ გავედი. ნახევარ საათში მთელს სახლში იყო უკვე გამათბობელი ჩართული . ბატონი ზურაბი ანდროს დაემშვიდობა და მობილური მომაწოდა , ანდრიკო მოშორებით იდგა .ჩვენ კი მანქანასთან
-ნომერი მიბოძეთ ქალბატონო...შეგეხმიანებით და შევთანხმდებით როგორმე
-რა თქმა უნდა... - ჩემი ნომერი ჩავუწერე და მობილური უკან დავუბრუნე
-შეხვედრამდე ქალბატონო ანასტასია
-ნახვამდის - გავუღიმე და უკან დავრუნდი. ქურთუკი გავიხადე, ხელები დავიბანე და სამაზარეულოში შევედი. კერძის მზადება დავიწყე და ლამის თითი მოვიჭერი ისე უცებ გაჩნდა ანდრო ზუსტად ჩემს უკან და ყურში „ჩამჩურჩულა“ „ტკბილად“
-როგორ აღმოჩნდა ზურა აქ ...
-ხომ გითხრა უკვე
-რით უხდი ადვოკატს რომელსაც ათასობით დოლარი აქვს ერთ საქმეში აღებული
-შენი აზრით რა შეიძლება ეთხოვნა..ისე მშვენიერი ბიჭია ...რამდენი წლისაა? -ვიცოდი რომ გაბრაზდებოდა მაგრამ ასეც თუ იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდი, საერთოდაც მსგავს მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ისე შამაბრუნა თავისკენ და ამაკრა კედელზე ,თვალები გამიფართოვდა ისე მიმზერდა როგორც ველური ცხოველი დასაგლეჯად განწირულ მსხვერპს
-არც კი იფიქრო ,გესმის? არც კი იფიქრო თითი რომ დაგაკაროს გეფიცები ჩემს ქცევაზე პასუხს არ ვაგებ . აქ ყოფნის დროს შენი სექსუალური ცხოვრება საერთოდ დაივიწყე გაფრთხილებ
-მოიცა შენ რა გგონია რომ მას სექ.ით ვუხდი? -ჩემმა სიტყვებმა თავადვე შემაშფოთა. მეგონა ვიღაც ყელში მიჭერდა ხელს და მახრჩობდა .ხელები გავინთავისუფლე და თავად ვიქეცი მტაცებლად-მიპასუხე- ხმა ჩამიწყდა,თვალებში ვუყურებდი ხელი ავწიე უნდა დამერტყა მაგრამ ხელიც კი გამიშეშდა, გული მტკიოდა, თითქოს ვიღაცამ დანა ჩამარჭო და ახლა ატრიალებდა უფრო რომ მტკენოდა. მივხვდი მალე ცრემლებს ვერ შევიკავებდი, ამიტომ სწრაფად გავეცალე და საძინებელში გამოვიკეტე. აი შენი სიძლიერე რაქამდე გაგრძელდა, ნებისყოფა, თვისება რომლის გამოც ყველას და ყველაფერს იკიდებდი.არავის აზრი განაღვლებდა თუნდაც სულ კახ.პა ეძახებინათ რეაქციაც არ მქონდა ახლა კი რა დამემართა . იმდენად ვიყავი საკუთარ თავზე გაბრაზებული , ანდროს მოკვლაც შემეძლო იმის გამო რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. ფანჯარასთან ვიდექი, გრილი სიო სახეზე მედებოდა და შიგნით დატრიალებულ ხანძარის ჩაქრობას ასე ვცდილობდი. მეგონა ვიღაცამ გული ამომაცალა
-მაპატიე ... - მისი ხმა ტკივილს გამოხატავდა მაგრამ არ მააღვლებდა, არც მისი მონანიება მადარდებდა.ის თქვა რასაც ფიქრობდა და მე ვერ ვხვდები რატომ მეწყინა ყველას ასეთი ვგონივარ, მე თვითონ არ ვქმნი ჩემს ამ იმიჯს? ახლა რა მაწუხებს მაგრამ მას არ უნდა ეფიქრა ასე და მორჩა -ტასია - მხარზე დამადო ხელი მე კი მოვიშორე
-გადი გთხოვ... შვიდზე ვახშამი მზად იქნება ნუ იღელვებ
-ახლა ასე პატარა ბავშივით უნდა გამებუტო?
-გაგებუტო? ესეიგი გაგებუტო ... ხო პატარა ბავშვი ვარ თან ბოზ. რომელიც ვიღაც უცნობს რომელიც ხელოსანი ჰგონია ფულის ნაცვლად ნატურით უხდის ..როგორ იცით თქვენ? მგონი ასე ამბობთ ხო?
-მე ეგ არ მითქვამს
-უარესია იმიტომ რომ ასე ფიქრობ..გაბრაზებულზე რომ წამოგცდენოდა სხვა იქნებოდა მაგრამ შენ ასე ფიქრობ... არ მანაღვლებს რაც გინდა ის იფიქრე .სამწუხაროა რომ შევცდი, შენც ისე ფიქრობ და აზროვნებ როგორც ყველა
-შენც ისეთი ხასიათი გაქვს როგორც ყველა ქალს...უბრალოდ არ შეგიძლიათ აპატიოთ
-გპატიიობ რა მაქვს საპატიებელი წმინდანი რომ არ ვარ ეგ ყველამ იცის- ოთახი დავტოვე და საქმე განვაგრძე. რას ვაკეთებ,როგორ ვიქცევი რა არის საერთოდ ეს რა უთავმოყვარეობაა გულს მირევს უკვე საკუთარი თავი.
ვახშამმა ზედმეტად მდუმარედ ჩაიარა, ხმას არ ვიღებდი და ისიც ხვდებოდა ალბათ, რომ საუბარი არ მინდოდა. არაფერი უჭამია, ჩანგალს თეფშზე ატრიალებდა და ვგრძნობდი როგორ მიყურებდა. არც შემიხედავს, უკვე წასვლას ვაპირებდი ტელეფონზე უცხო ნომრიდან რომ შემოვიდა ზარი . არ ვიცი რატომ, მაგრამ იქვე ვუპასუხე
-გისმენთ
-თქვენს მხარეს საოცრად ანათებს რაღაც და ვშიშობ თქვენი ბრწყინვალებაა ქალბატონო ანასტასია- ისეთი ტონით მითხრა აშკარა იყო თავის ნაბოდვარზე თავადვე იცინოდა და მეც რა თქმა უნდა
-კი ნამდვილად მე ვარ ზურიკო
-ზურიკო... რა არის ახლა ზურიკო
-რა ვქნა სახელმა მეტი გასაქანი არ მომცა
-საქმეზე გადავიდეთ თუ შეიძლება
-აჰ უკაცრავად ბატონო ზურაბ დიახ გისმენთ-უცებ დავსერიოზულდი, მაგრამ მივხვდი იცინოდა
-რომელ საათზე ასრულებ მუშაობას? ორ საათში რომ მოვიდე იმედია არ მეტყვი რომ თორმეტამდე უნდა იყო სახლში
-დილის თორმეტს თუ გულისხმობ აუცილებლად უნდა ვიყო
-დილის თორმეტზე აუცილებლად იქნები ... - ოჰ ეს ხმა... რატომ ვიცი რას ფიქრობს,როგორი გამომეტყველება აქვს და საერთოდ როგორ იყურება.
-ორ საათში შევხვდებით...
-იმედია ოთხს არ გულისხმობ
-ტენდენციებს ვარღვევ მე დროულად ვემზადები ნუ თუ ვაპირებ საერთოდ წასვლას...
-ვიმედოვნებ რომ აპირებ
-შემოწმება მოგიხდება
-კარგი თანახმა ვარ .ორ საათში შევხვდებით ტასოო
მობილური გავთიშე და წამოვდექი. ანდროც გამომყვა, საძინებელში შევედი, პირდაპირ გახდა დავიწყე და სააბაზანოს კართან ვიყავი უკვე ზედა საცვალსაც ვიშორებდი მისმა ხმამ რომ შემაკრთო და შევბრუნდი
-არსად წახვალ
-არ მახსოვს შევთანხმებულიყავით მსგავს თემაზე...მე ვმუშაობ მგონი ხო? ღამით სანამ შენ გძინავს მე დავარღვევ ჩემს გრაფიკს, როგორმე გადავიტან ერთი ღამის უძილობას,ნუ იღელვებ ხვალ ათზე საუზმე მზად იქნება - ზურგი ვაქციე და სააბაზანოში შევედი. გავიგე როგორ გაიჯახუნა კარი და მეც მშვიდად დავიწყე მზადება. როგორც კი დავასრულე პროცედურები,უბრალოდ ხალათი მოვიცვი. მაგიდა ხომ უნდა ამელაგებინა. ყველაფერი სამზარეულოში გავიტანე, ათ წუთში დავასრულე , დავხელოვნდი უკვე. შემდეგ საძინებელში შევედი, ღმერთო როგორ მომენატრა ჩემი კაბები , ყველაზე სადა ამოვარჩიე ვფიქრობ აქ ეს გლამურული სამოსი არ გამომადგება, არც სულ გიპიურის გამჭირვალე კაბის ჩაცმა ღირს . მოკლე მწვანე კაბა ავარჩიე, უზურგო . თმა ავიწიე, მაკიაჟი გავიკეთე, როგორ მომნატრებია ეს პროცესი ,ვატყობ ნელ- ნელა როგორ მევსება თვალები ნაპერწკლებით,რომლებიც ასე ძალიან მიყვარს. დავასრულე მზადება და ზურამაც მომწერა, პუნქტუალურია ტიპი. მისაღები მშვიდად გავიარე ,კართან მისულს კი ანდროს მოელვარე თვალები მაცილებდნენ
-ხისთავიანი ძმასავით ნუ იქცევი...
-არაფერს ვამბობ...იმედია კარგად გაატარებ დროს და ხვალ დილას ადგილზე იქნები. თორემ შენი გათავისუფლება მომიწევს
-დიახ, რა თქმა უნდა, ბატონო ანდრო... - გავუღიმე და კარი გავაღე. ვგრძნობდი მანამ მიყურებდა სანამ მანქანაში არ ჩავჯექთ
-ულამაზესი ხარ- ნამდვილად არ თვალთმაქცობს... თავმდაბლობა არ მიყვარს,ეფექტური გარეგნობა ნამდვილად მაქვს ,რომელიც ბევრი მუშაობის შედეგია ...
-გმადლობ... შენც კარგად გამოიყურები,იმდენად რომ ვფიქრობ სახინკლეში აშკარად არ მივდივართ- მანქანის კარი გამიღო. არაფერი უთქვამს დანიშნულების ადგილზე. სახლს საკმაოდ მოვშორდით მე კი ვერ ვისვენებდი- არ მეტყვი სად მივდივართ?
-იმედია არ გეშინია...ცოტა შორს გვიწევს წასვლა და წინასწარ იყავი მზად
-თავდაცვისთვის?- გავიცინე და მის ჩაჩხვლეტილ ლოყას შევხედე. სიმართლე გითხრათ სიმპათიური ტიპია
-დავიჯერო ასე ვგვარ მოძალადეს?
-შენ არა და მე შეიძლება დავემსგავსო ...შენი გარეგნობის მიხედვით თუ ვიწინასწარმეტყველებ -გამომხედა და გაიცინა .უიმეე იცის ტიპმა რო სიცილი უხდება.
-საინტერესო ქალი ხარ...ძალიან საინტერესო
-ხშირად უთქვამთ... და მაინც მალე მივალთ? არ მიყვარს მანქანაში ყოფნა
-კი რამდენიმე წუთში ...
-ლოპოტაზე მივდივართ? იმიტომ მიდიოდი ასეთი სიჩქარით? - ოჰ ამას შეხედეთ ერთი რა. დავიჯერო ყველა მოსამსახურეს ასეთ რომანტიულ საღამოს უწყობს? აშკარად იცის ჩემი ვინაობა ,ტელევიზორშიც მაჩვენეს და რიგითიც მიცნობს მითუმეტეს მისი წრის წარმომადგენელს როგორ შევეშლები. ამიტომ მკერავს დავიჯერო? რაღაც არ მინდა მაგ ამბის დაჯერება . გავერთო სჯობს. აი უკვე გააჩერა სასტუმროსთან მანქანა. ჭკვიანური გათვლაა, რესტორნიდან თუ რამე და ნომერში გადავინაცვლებთ პირდაპირ. მანქანის კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა. მეც შევაგებე ჩემი თითები და მყარად დავდექი . შენ რა მექალთანე იქნები ვინ იცის... გარეთ ციოდა შესაბამისად რესტორანში შევედით, მაგიდა უზარმზარ მინასთან ჰქონდა დაჯავშნილი და საოცარი ხედი იშლებოდა. სულ მინდოდა აქ ჩამოსვლა ,იმ დღიდან რაც გავიგე რომ კახეთში ვიმყოფებოდი. მენიუ მოგვართვეს ძირითადად ქართული კერძები იყო და აზრზე არ ვარ რა უნდა შევუკვეთო . რაშიც ვერკვევი წითელ ღვინოა , რომელიც საოცრად მომენატრა... დანარჩენი ზურიკოს მივანდე.
-შეძელი იცი?
-რა...შენი მოხიბვლა?
-არა გაოცება .... მეგონა სადღაც უბრალო ადგილას წავიდოდით . შენ კი ბევრ რამეზე გიფიქრია
-მიყვარს ეს ადგილი ...
-ძალიან ლამაზია..დილით ალბათ უფრო წარმტაცი საანახავი იქნება - ისევ ეზოს მოვავლე თვალი, ყოველთვის შეჩვეული ვიყავი მსგავს გარემოში ყოფნისას დაკვირვებებს, სულ პაპარაცები დამყვებოდნენ და რომელ ბუჩქში იმალებოდნენ ღმერთმა უწყის . ახლა ნამდვილად არ ვფიქრობდი მაგაზე ,ინსტიქტურად გადავხედე და დავინახე.. გავვოცდი,ამას არ ველოდი . ღიმილი სახეზე შემაშრა
-დილით საოცრებაა... თუ გინდა ანდროს დავურეკავ და ვეტყვი ერთი დღით გაგათავისუფლოს... უბრალოდ დავრჩეთ...
-რის მიღწევას ცდილობ?
-სხვადასხვა ოთახებს ავიღებ,გიჟი ხომ არ ვარ ..
-რატომ მოიყვანე ფოტოგრაფები? პიარი გჭირდება? საქმეებს ვერ იგებ და ახლა ას ეგინდა პოპულარობა მოიპოვო? საქართველოში ამაზე უკეთეს გზას ვერ ნახავდი? -გავცოფდი და ეს ალბათ აშკარად შესამჩნევი იყო
-რაზე ლაპარაკობ !
-აი იქ იმ ბუნგალოში ფოტოგრაფი ზის და გვიღებს . ცუდად შენიღბულა...უნდა გეთქვა რომ ასე მარტივად ვერ გამაბრიყვებ... იცოდე რომელიმე ფოტო რომ გავრცელდეს და გაიგო ნკონკრეტულად სადაც ვარ დაემშვიდო...
-არ გინდა მუქარა..ნუ გამარაზებ. უბრალოდ მშვიდად განვაგრძოთ ვახშმობა. მე არავინ მომიყვანია და გთხოვ შეურაცხყოფას ნუ მომაყენებ , დავივიწყებ წამინდელს
-როგორ დამარწმუნებ
-არ ვაპირებ რამე დაგიმტკიცო... უბრალოდ არცერთი ფოტო გამოქვეყნდება რადგან არასსდროს ვჩანვარ ყვითელ პრესაში და ტელევიზიაში თუ ძალიან მნიშნელოვანი საქმე არ მაქვს ..მე მომღერალი ან ტელეწამყვანი არ ვარ. ადვოკატი ვარ , საკმაოდ ცნობილი და მიცნობენ ისინი ვინც მე მჭრდება ,ვისაც მე ვჭირდები. გაბრაზებული მე უნდა ვიყო ,შენი ვინაობა არ გამიმხილე
-სიმართლე გითხარი ..
-რა სიმართლე ,შენ ქალი რომელიც ლამის მთელს მსოფლიოში წვეულბების დედოფლადაა ცნობილი ანდრეა გასვიანთან ცხოვრობს კახეთში ,თან მისი მოსამსახურეა? ირონიულად ჩაიცინა,აშკარად ვერ იჯერებდა
-ეს ინფორმაცია რომ გავრცელდეს...
-ვერ ვიტან როცა მსგავს სიტუაციაში ,ჩემში შეაქვთ ეჭვი . მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ხარ , ტელევიზორში და ჟურნალ-გაზეთებში ისე გამოიყურები ვერც გიცანი ბოლომდე.უბრალოდ მეგონა რომ ვიღაცას ჰგავდი.
-გულახდილი ადვოკატი...საინტერესოა ყველა შენი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულო იყო თუ ტყუილსაც ბლომად ამბობდი
-შენს პოზიციას არ თმობ, არ მენდობი .არადა მეგონა შემეძლო ნდობის მოპოვება.რა ცუდი შეგრძნება ყოფილა როცა ნამდვილად მართალი ხარ და მაინც არ გენდობიან
-ახლა შემიძლია ვიტირო კიდეც ...გული ამიჩუყდა
-ახლა ვხვდები ყველაფერი სიმართლე იყო რასაც წერდნენ შენზე
-შენ ჩემი ,გარკვეულწილად, ფანიც ყოფილხარ
-სიმართლე გითხრა ფანი ნაკლებად ,მაგრამ ხშირად ვკითხულობდი ინფორმაციებს. ჩემთვის საჭიროა მსგავსი ცნობები ... მახალისებდა კიდეც სტატიები ,მეგონა ჟურნალისტების შემოქმედება იყო შენი იმიჯი
-ასე კატასტროფულად ცუდი შეხედულება დავტოვე? არადა მსგავს შეხვედრებზე ასე არ მემართება ხოლმე . საქართველომ ხელმოცარული გამხადა და მაინც რატომ გვიღებს ეს ფოტოგრაფი ამდენს ,ვღიზიანდები უკვე
-წამოდი - დინჯად ,მაგრამ მაინც სწრაფად წამოდგა ხელი ჩამკიდა და გამიყვანა -ისეთ ადგილას გავიდეთ სადაც შენი პაპარაცი არ იქნება
-იმედია ნომერში არ ამიყვან...
-კარგი წავიდეთ საერთოდ... მაინც არ მხიბლავს უკვე იმ ქალთან ერთად ყოფნა ვისაც ჰგონია რომ მახეში შემოვიტყუე - შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, აშკარად ბრაზობდა და წყინდა კიდეც . კარგი ხო ალბათ შემეშალა . გავაჩერებ ,არ მინდა ვაწყენინო ტყუილად . ხელი მაჯაზე მოვუჭირე
-იმედია კარგი ლუქსი აქვთ და მხოლოდ საწოლი არ იქნება
-სიმართლე გითხრა არ ვიცი, აქ არ დამყავს ხოლმე ქალები
-გულწრფელობის პიკზე ...
ისე დავდექი რომ მიმღებში არ დავენახე... ნომერი აიღო და წამოვიდა. ლიფტში შევედით, მართლა არ მიყურებს ისე როგორც აფერისტი დამნაშავეები . ამაში არასდროს ვცდები,შეუძლებელია ასეთი მსახიობური ნიჭი გამოავლინოს ამის გამო . და თუნდაც ვცდებოდე , რეალურ საყვარლებთან გამოვუჭერივართ და მთელი კვირა ჭორაობდნენ დიდი ამბავი ერთხელ მცადარ ინფორმაციასაც თუ დაწერენ. დერეფნის ბოლოს ოთახის კარი გააღო და შევედით. მშვენიერი ოთახია პირდაპირ დივნისკენ გადავინაცვლე და ჩამოვჯექი. ფარდები გადასწია ,ახლა ნამდვილად ვერავინ გადაიღებდა ფოტოს .
-გეცოდინება რომ ძალიან მიყვარს ვისკი და იქნებ იყოს სადმე ... არ გამოგათრობ ნუ ღელავ
-ხმამაღალი განაცხადია ... მარტო შენ კი არ ხარ „ლოთი“ არც ეგეთი კარგი ბიჭი ვარ - მგონი ისევ გახალისდდა. ლოყა მაინც ისე საყვარლად ეჩხვლიტება სიცილისას ვერ უბრაზდები .ვისკი მოიტანა ჭიქებითურთ და ჩამოასხა-რას გაუმარჯოს?
-ჩვენს გაცნობას ,რომელიც იმედი მაქვს ორივესთვის კარგად დასრულდება
-კარგი რა ისევ ეჭვი თუ გეპარება რატომ..
-გაბუტული ბავშვივთ ნუ მელაპარაკები ძალიან გთხოვ, მე შენ არ გიცნობ და მსგავსი რამ ბევრჯერ დამმართნია შესაბამისად დაზღვეულიც არ ვიყავი . ახლა უბრალოდ დავლიოთ ცოტა ,თორემ ფოტოების მოპოვება რომ ვერ შეძლო ლოთის იმიჯი არ გარგებს ,არც ის სასტუმროდან ასე ადრე რომ წავალთ
-მეტყობა რამე რომ ვდარდობ? დამიჯერე ხვალ ფოტოებს გამოგიგზავნი უკლებლივ ყველას
-დაგირეკავ თუ დავრწმუნდები რომ არასდროს არავინ ნახავს ამ ფოტოებს და მეორე შეხვედრას შემოგთავაზებ,იქნებ დაგითანხმო კიდეც - თვალი ჩავუკარი და ვისკის კიდევ ერთი ყლუპი ჩავუშვი ყელში, როგორ მომნატრებია ეს შეგრძნება,მსიამოვნებს კიდეც ეს ყელის და მუცლის წვა რომელიც მალევე გამიქრება,მაგრამ ბევრის დალევას არ ვგეგმავ. მინდა ფხიზელი დავბრუნდე
-დაველოდები ზარს იცოდე... ორი დღით ვრჩები და შემდეგ თბილისში ვბრუნდები
-ზოგადად საქართველოში ცხოვრობ?
-ხო მაგრამ იმდენად ხშირად მიწევს წასვლა სხვადასხვა საქმეზე მგონი არსად ვცხვრობ
-ანუ ცოლი ან მეგობარი გოგონა არ გყავს ...თორემ ვერ გაგიძლებდა
-არავის ვუყვარვარ თორემ გამიძლებდა ...
-არ ვიცი ... არ მინდა ვირწმუნო რომ სიყვარულის გამო ყველაფრის დათმობას შევძლებ . არც სხვამ მინდა დათმოს , თორემ ვირწმუნებ სიყვარულის ძალას ...
-არ გჯერა სიყვარულის? ძალიან ცუდია . მართალია იმ ერთადერთს არ შევხვედრილვარ ალბათ,მაგრამ მყვარებია და იმდენი სისულელე ჩამიდენია
-ალბათ...-მისი ალბათ მომხვდა ყურში ,ის გამოხედვაც - ვიღაც გიყვარს ხო? ძალიან თან . უარი გითხრეს?
-საიდან მოიტანე ... არავინ მიყვარს ახლა
-ასე თუ იბნევი ყოველ პროცესზე დარწმუნებული ვარ ყველა წააგე ,ან პროკურორები შეგხვდა სუსტი- დავინტერესდდი, ჩემსა და ზურაბს შორის არაფერი მოხდებოდა ამიტომ საიდუმლოს გაგება სასიამოვნო მოგონებად დამრჩებოდა
-ჯადოქარი ხარ? შეუძლებელია ასე მემჩნეოდეს
-ნუ იდარდებ სხვა ვერ მიხვდება... გისმენ
-მოიცა ჩემს საყვარელ ქალზე გინდა მოგიყვე
-ორივემ ვიცით რომ სექ.ი არ გვექნება და ხო უნდა ვილაპარაკოთ .ვერც კი წარმოიდგენ რა კარგი მსმენელი ვარ . მომიყევი და რასაც გინდა იმას მოგიყვები მერე
-საინტერესოდ ჟღერს ,მაგრამ არა
-აბა წავიდე? შენ ჩემზე ბევრ ინფორმაციას ფლობ მე საერთოდ არა და აშკარა უთანასწორობაა
-კახელი არ ვარ ,თბილისში ცხოვრობენ ჩემები . აქ ნანისთან ვარ ერთი კვირით, მარტოა და ხშირად დავდივარ ხოლმე . მეორე დადასავითაა ჩემთვის და მასთან ყოფნა მიყვარს. თან კახეთზეც ვგიჟდები, სიმშვიდეა ,ულამაზესი ადგილები და სხვა რა უნდა მინდოდეს გადაღლილობის მოსახსნელად. დიდი ოჯახი მაქვს, მამას ნანის გარდა კიდევ ერთი და და ორი ძმა ჰყავს. იმდენი ვიკრიბებით ხოლმე დრესასწაულებზე ტევა აღარაა სახლში. ბაბუას გზა მამაჩემმაც განაგრძო ოთხნი ვართ მე უფროსი ვაჟიშვილი ვარ , მყავს სამი და რომლებიც სისხლს მიშრობენ,იმდენად რომ მინდება თავად ჩავიდინო დანაშაული და მათი თაყვანისმცემლბი ერთად გადავყარო რომელიმე ადიდებულ მდინარეში. დამიჯერე ყველაზე ძნელი საქმეა იყო სამი ულამაზესი გოგოს ძმა . თან ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს , დედა ხუმრობს ხოლმე ბავშვები შემიცვალეს საავადმყოფოში ესენი ჩემები ვერ იქნებიანო. მოკლედ ასე , პროფესიას რაც შეეხება ძალიან მიყვარს და რამდენი საქმეც არ უნდა მქონდეს ვერასდროს ვგრძნობ დაღლილობას , პროცესის განმავლობაში. როცა სრულდება და ვისვენებ უფრო ცუდად ვარ ხოლმე . იმდენ ინფორმაციას ვფლობ ხალხზე, მგონი მართლა რომ მოვკლა ვინმე თავს დავიხსნი სასამართლოს გარეშე.
-შენ რა კარგი ბიჭი ყოფილხარ ... სიყვარულის ისტორია სასწაული გექნება
-კარგი რა... მაინც არ მოგიყვები
-ახლა დროებით იჩხუბეთ და იმიტომ მეფლირტავებოდი თუ მართლა არ ხართ ერთად
-არასდროს ვყოფილვართ...შესაბამისად ერთგული მხოლოდ გული რჩება ისე კი ვცხოვრობ ჩვეულებრივად ყოველგვარი მოვალეობის და ერთულების ფიცის გარეშე
-არ უყვარხარ? გათხოვდა, შილები ჰყავს?
-არა - გაეცინა აშკარად სხვა ამბავია
-ნუ დამტანჯე ადამიანო დალიე ეს და მომიყევი- ჭიქა ავავსე და ერთ ჩასუნთქვაში დავლიო . მანაც მომბაძა .უჰ ზედმეტად მაგარია , ცოტა თავბრუ დამეხვა გადავეჩვიე დალევასაც
-ძმაკაცის დაა ,თან ჩემზე ბევრად პატარა შესაბამისად ჩემნაირი ხასიათის და საქმიანობის ადამიანი მის მსგავს საყვარელ ბავშვს შებმას ვერ დაუწყებს. რამდენჯერაც შევწყვეტ მასზე ფიქრს სულ მგონია რომ დანაშაულს ჩავდივარ რომელიც მახრჩობს
-მეღადავები ხო? - ლამის ვუყვირე,სრული შოკი მივიღე .მითი ძმაკაცის დის შესახებ მართალია? ნუთუ მართლა ხდება აქ ასე. ან ასაკი რა შუაშია თუ უყვარს
-რამე მეტყობა
-ღმერთო აბა რა ძმაკაცის და.. რა მნიშვნელობა აქ ვისი დაა. გოგო თუ ასე გიყვარს ნემსში გაძვერი და დაისაკუთრე. არ გაგიჭირდება დარწმუნებული ვარ მარტივად შეუყვარდები მითუმეტეს თუ პატარაა
-გეგონოს ..ნამდვილი ალქაჯია .
-ვაიმეე როგორ გიბრწყინავს თვალები ... ლამაზი თვალები გქონია- გავუღიმე და მესამე ჭიქაც დავცალე, უკვე ვგრძნობ თავისუფლებას - ალქაჯს რა სჯობს ,უფრო ტკბილი იქნება მაგრამ ეს არ უნდა მეთქვა ახლა გაბრაზდები . მოკლედ ჩემო კარგო დაივიწყე ყველა და ყველაფერი ,უბრალოდ თავი შეაყვარე,გააბედნიერე და გახდი ბედნიერი. ბავშვის მოსანათლად ჩამოვალ ,ნუ ჩემნაირი რეპუტაციის ქალს თუ მოანათლინებ ბავშვს...
-ნუ მელაპარაკები თორემ მგონი ტვინს მირევ ...
-იცოდე როცა სხვის გვერდით ნახავ და ის უბრალოდ შეყვარებული არ იქნება ინანებ, შემდეგ კი გვიანი იქნება . სხვა თუ შეუყვარდაა დაკარგავ და არ გეკადრება ეგეთი სულელური ქცევა ჩემო კარგო ... ისე რამდენი წლის ხარ
-30, მთლად მოხუცი არ ვარ
-გაგიჟდი? მე 27 წლის ვარ და ბავში მგონია თავი ნუ ზოგჯერ ..ღმერთო შენ კიდე როგორ ლაპარაკობ,თითქოს მოხუცი იყო . იმ გოგოს რა ჰქვია? სად ცხოვრობს? ახლოსაა შენთან ?ხშირად ხვდებით?- ნუ მე რომ აზარტში შევალ ხომ იცით ვერ მოვისვენებ, რომეო თავის ჯულიეტამდე უნდა მივიყვანო
-ხშირად რომ ვხედავდე ალბათ სულ გამოვშტერდები. წარმოგიდგენივარ დამუნჯებული?
-ვაიმეე შენ არ ხუმრობ უკვე... რა ჰქვია მითხარი
-ლიკა ქალდანი - ვინო? ვისკი გადამცდა, ხველა ამიტყდა, ლამის თავზე გადავაფრქვიე ჭიქაში მყოფი სითხე ისე შევხტი . გავაგიჟე ბიჭი-რა მოხდა .. რა გჭირს
-ლაშას ძმაკაცი ხარ ? როგორ არ გიცნობ
-მოიცა რა? ლიკას იცნობ? არა მე მათი ნახევარძმის მიშოს მეგობარი ვარ და შენ საიდან იცნობ მაგათ- დაიბნა, თან ისე დაიბნა რომ აღარ იცოდა რა ეთქვა . ეს სიყვარული მართლა როგორ ცვლის ადამიანს
-იმ ხისთავიანის ძმაკაცი ხარ? მეოცე საუკუნის გადმონაშთის? მე რომ ჩვეულებრივი ბოზ.. ვარ მისთვის რომელიც მის დაზე ცუდ გავლენას ახდენს?
-რა ...
-ლიკა და ლაშა ჩემი მამიდაშვილები არიან ... თემურის მეორე მეუღლე ანუ მიშოს დედინაცვალი მამიდაჩემია-ეს რო ვუთხარი ფერი დაკარგა , ლიკუნა მხოლოდ საქართველოში ხვდება მიშოს და შესაბამისად ჩვენ არასდროს შევხვდერილვართ , ჩემს შესახებ მიშო არ მოუყვებოდა და აი მოვხვდით ამ აურზაურში.-ნუ გეშინია ადამიანო მიშო კი არ ვარ ,რო მოგკლა სიყვარულის გამო. ვაიმეე არ მჯერა ჩემი ლამაზი გოგო გიყვარს? ე.ი შენ ხარ მიშოს თაფლისფერთვალება ძმაკაცი
- რამე თქვა ჩემზე?- როგორც კი ჩემი სიტყვები გაიაზრა მაშინვე აენთო თვალები
-ოჰ მოცოცხლდა უცებ ... არა ეს სიყვარული აშტერებს . მე რა გავაკეთო,თუ რამით შემიძლია დაგეხმარო პრობლემას არ შეგიქმნი, მაგრამ შენ თუ არ გადაწყვიტე მასთან ყოფნა და ნაბიჯის გადადგმას ,მე ნამდვილად ვერ ავუხსნი სიყვარულს
-შარში ვარ...
-სიყვარულია თავად შარი ..ნუ მიშოს მსგავსი დეგენერატი რომ გყავს ძმაკაცად ეგ შენი დანაშაულია
-სულაც არაა ეგეთი ,უბრალოდ სხვანაირი შეხედულება აქვს ...
-მართალია პირველყოფილური შეხედულება აქვს და იმედია არაქალიშვილი, გათხოვილი ან კიდევ სტრიპტიზიორი გოგო არ შეუყვარდება
-შენ საიდან იცნობ
-ამერიკაში იყო ორი კვირით და მქონდა ეგ პატივი რომ შემეცნო..თუ არ დავლიე ერთი ჭიქა ბოლომდე მიშო ზედმეტად მძიმეა- თვალები ავატრიალე და გამოვცალე კიდევ ერთი ჭიქა--კიდე თუ დავლევ ჩემი გატანა მოგიწევს აქედან...
-მეც აღარ მინდა...
-ჩამოსული რომ იყო შეხვდი? საერთოდ როგორ გიყვარს ზაფხულშია აქეთ მხოლოდ...პედოფილი ხარ ? სამი ოთხი წლის წინ თუ შეგიყვარდა ბავშვი იყო მაშინ
-სიყვარული იყო ვნების გარეშე ... ახლა ყველანაირად მაგიჟებს და საერთოდ როგორ კაბებს იცმევს მგონია რომ კონტროლს დავკარგავ
-ეგრე რომ არ იყოს ბავშვად მოგეჩვენებოდა ალბათ სულ. ვნება აძლიერებს გრძნობას ... ერთმანეთის გარეშე ვფიქრობ არც ერთია სრულყოფილი
-დავიჯერო ისე საუბრობ სიყვარულზე და გიბრწყინავს თვალები არავინ გიყვარს?
-შეიძლება მიყვარს კიდეც და უბრალოდ ვერ ვიაზრებ ბოლომდე , მეშინია ალბათ იმის რაც შემდეგ უნდა გადავიტანო - გავუღიმე და წამოვდექი- მგონი დროა წავიდეთ
-როდის ბრუნდები ამერიკაში?
-ზაფხულში ...მანამდე კახეთში ვიქნები და იმედია რომ ჩამოხვალ დამიკავშირდები
-ძალიანაც რომ მინდოდეს მინიმუმ ჩემ საიდუმლოს ფლობ და მაქსიმუმ შენი სიძე ვხდები... ამიტომ ვერ დაგივიწყებ
-უფლებას არ მოგცემ...იცოდე შენზე უკეთეს სასიძოს არ გავიკარებ
საოცარია არა? რამდენი რამ მოხდა ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. ამ მიწას , ამ ხალხს აქვს რაღაც რაც სხვაგან არსადაა. ეს აურა, გრძნობები, ურთიერთობები წარმოუდგენელია . ამერიკაში ცარიელი ვიყავი ამხრივ, აქ კი იმდენი სიყვარულია , იმდენი სითბო და პატივისცემა. ყველა უპირობოდ მიყვარდება. იმის გააზრება ჯერ ვერ მოვახერხე ,ჩემი ლიკუნას ბიჭი,რომ მასზე შეყვარებული ყოფილა...ამდენი დამთხვევები არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში
-იცოდე მოგკლავ რამე რომ არ გააკეთოო ლიკუნას მოსაპოვებლად -სახლთან რომ მიმიყვანა დამშვიდობებამდე კიდევ დავემუქრე და მოვეხვიე
-არის ქალბატონო - უიმეე ეს ჩაჩხვლეტილი ლოყა მაგიჟებს , რა საყვარელი წყვილი იქნებიან ჩემი ლიკუნა და ზურა...
სახლში ჩუმად შევედი,ყველაფერი ჩაბნელებული იყო . ფეხსაცმელი გავიხადე და კარი მივხურე. საძინებლისკენ წავედი,ისეთი სითბო იყო მოსაცმელიც მოვიშორე და დერეფანში გავედი . მისაღების კართან იდგა ჩემი ურჩხული , ისე შემეშინდა შევხტი
-ვაიმე ..ვაიმე გული გამისკდა . აქ რა გინდა ადამიანო ვაიმე- გულზე ხელი მივიდე და ანერვიულებულმა ძლივს ავანთე ოთახში სინათლე .
-წყლისთვის ჩამოვედი ..ისე მოიპარებოდი ვიფიქრე ვიღაც სხვა იყო და შუქი აღარ ავათე- ისე მიყურებდა თითქოს რენტგენში მატარებდა. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე შემისწავლა
-კიდევ კარგი არ დამარტყი - საძინებელში შევედი, ფეხსაცმელები სავრძელთან დავდე, მოსაცმელი გადავკიდე . ვაჟბატონი გამომყვა ,მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა - წყალი სად გაქვს -ჭიქა ხელში არ ეჭირა და საერთოდ ვის ატყუებდა ? მეე?
- კარგად გაერთე?
-შესანიშნავად...ცუდია რომ მიდის
-ნამდვილად ... - ირონიამ გაიჟღერა მის ხმაში და გავხედე - ძალაგამოცლილი იქნები ალბათ დაგტოვებ ,დილით საქმე გაქვს - ასეთი ირონიული როდის გახდა ეს რომ წავედი? ძალაგამოცლილი ვიქნები თურმე . საწოლში დავწექი თუ არა ლიკუნაზე და ზურაზე დვაიწყე ფიქრი. ჩემი გოგოს ბედნიერება ცამდე გამახარებს , რა კარგია როდესაც სხვებზე ფიქრობ...
წარმოგიდგენიათ? ხომ დავლიე, დავიღალე, ემოციურად გადავივსე და მაინც დილით მაღვიძარას ხმამდე გამეღვიძა. უკვე მგონია,რომ სახლში დაბრუნების შემდეგაც ასე ვიქნები . დღე ბედნიერმა დავიწყე წყვილზე ფიქრში გართულმა მოვიწესრიგე თავი, დილის პროცედურების შემდეგ სამზარეულოშიც ჩავედი და ფანჯრიდან დავინახე ეზოში, სკამზე მძინარე ბატონი. სრული სიგიჟეა აბა რა არის, ამ ყინვაში ადამიანი,რომ გარეთ დარჩება
-ანდრო... ანდრო გაიღვიძე - გაყინული იყო, ისე შემეშინდა ცოტაც და კივილს დავიწყებდი. ძლივს გაახილა თვალები . ისე გამოიყურებოდა წინა ღამით აშკარად დოზაზე მეტი დალია . მიყურებდა ჩაწითლებული თვალებით , სიტყვა არ უთქვამს, ძლივს შევიყვანე სახლში,პირდაპირ კიბეს ავუყევით . მილასლასებდა . საწოლზე დავაგდებ-თქო ვიფიქრე მაგრამ არაფერი შველის-აქეთ წამოდი. ცხელ შხაპს მიიღებ და გამოფხიზლდები - საააზანოში შევაგდე ,პირდაპირ დუშის ქვეშ დავაყენე და მდუღარე წყალი მივუშვი . მალე გათბა და შეფხიზლდა-ოჰ მოხვედი გოონს?
-გათიშე
-მოიცა ჯერ გათბე კარგად... რომ სვამ და ეზოში ,ამ სიცივეში ჯდები ნორმალური ხარ საერთოდ?
-საიდან დაასკვენი უბრალოდ ჩამეძინა ...საუზმე როდის იქნება მაზად
-მალე!
სამზარეულოში გავვარდი და ნერვებმოშლილმა ხელი დავიწვი. სულ ჯუჯღუნით მოვამზადე ყველაფერი, ისევე გავაწყვე სუფრა და ანდრეას დავუძახე. იმხელა ხმაზე დავიყვირე ჩამოვარდა ლამის საფეხურიდან .
-მოვდივარ !
-ხოდა მობრძანდი
-რას მეჯუჯღუნები ძალიან მაინტერესებს
-ცუდ ხასიათზე ვარ
-წესით კარგ ხასიათზე უნდა იყო წუხანდელი ღამის შემდეგ...ვერ გამოიძინე ალბათ ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაქვს
-სულაც არ მაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ,პირიქით იმდენად მომეწონა ალბათ კიდევ მინდა და იმიტომ ვარ ცუდად- იდიოტი,ღმერთო რა დეგენერატი არსებაა ვგიჟდები . როგორ ბრაზდება,თვალები უელავს , მაგრამ არაფერს იმჩნევს .თითქოს არც ანაღვლებს, ვერ ვიჯერებ რომ ბრაზდება. მე კი თამაშს არ შევწყვეტ სანმ არ შეეშვება ტავად ამ უემოციო სახის დაკერვას. ზურას ნახვა ისედაც მინდოდა და დავურეკე
-დილამშვიდობის უმშვენიერესო
-დილამშვიდობის ზურ ,როგორ ხარ?მომენატრე უკვე
-ხო? და ვის აეჭვიანებ თოჯინავ?
-ოჰ არა .. ახლა არ მცალია ანდრეასთან ერთად ვარ ..შეიძლება გამიბრაზდეს სამუშაო საათების დროს რომ შეგხვდე
-აჰა უკვე აეჭვიანებ კიდეც ანდრიკოს?
-რა თქმა უნდა საღამოს შეგხვდები ...როგორმე გავძლებ
-მართლა გინდა? მე ვაპირებდი მეთქვა რაღაც გეგმა მქონდა ,მაგრამ ვიფიქრე თავს არ მოვაბეზრებ მაინც სჯობს გავუფრთხილდე ასეთ მნიშვნელოვან პიროვნებას-თქო
-რა მაიმუნი ხარ.. წინასწარ თვლი ყველაფერს მოკლედ დარწმუნებული ვარ ჩემი მოთაფვლის ხერხს მიაგნებ
-არ ვიცი ახლა მანდ რა ხდება, მაგრამ კიდევ დიდხანს თუ გააგრძელებ საუბარს ან შენ მოგკლავს ან მე
-ნუ შიშობ ამჯერად შენ მოგანდობ სადავეებს
-უკაცრავად რა მე ისედაც სულ... მოკლედ რა ლამის შევიჭერი როლებში. გათშე ახლა დავიტანჯე ადამიანო,ასე მგონია ლიკუნას საკუთარ ბიძაშვილთან ვუღალატე
-შეხვედრამდე ჩემო საოცრებავ
- გამოგივლი საღამოს რვაზე...
მობილური გავთიშე და ანდროს გავხედე, აფეთქების ზღვარზე რომ იყო. არაფერი უთქვამს თეფში გსაწია და მანიშნა აალაგეო. თავად ოთახი დატოვა, მე ჩემი საქმე გავაკეთე. მთელი დღე კაბინეტში იყო შეკეტილი. საღამოს როცა გადავწყვიტე გასასვლელად მოვმზადებულიყავი ანდრომ დამიძახა
-ზემოთ ამოდი
-რა ხდება?- კიბე სწრაფად ავირბინე და კაბინეტის კართან მივედი, იატაკზერომ დავინახე საბუთები ტვინში სისიხლი ცამექცა
-საბუთების დახარისხება გადავწყვიტე წლების მიხედვით, მაგრამ ამერია რაღაც ვერ ვარ კარგად . შენ მოგანდობ ამ საქმეს და რომ მოილევ შემდეგ ბიბლიოთეკაც მიალაგე .ზედმეტად ბევრი წიგნია ჩამოღებული თარეობიდან დაჟანრობრივად აირევა-ისეთი შოკი მივიღე არ ვიცოდი რა გამკვირვებოდა ის რომ ანდრო აკეთებდა ამას თუ ის ქმედების მიზეზს რაც წარმოადგენდა. მთავარი იყო ეს გაცოფებული გამომეტყველება დამემალა და ამ საზიზღარს ,ასე რომ უციმციმებს კმაყოფილებისგან თვალები . ირონიული ღიმილიც ისე საყვარლად დასთამაშებს სახეზე, მინდა ეგ სავსე ტუჩები დავუკბინო. საერთოდ რაზე ვფიქრობ,როცა ამ ველურმა ასეთი ოინი მომიწყო ჩემი „პაემნის“ ჩასაშლელად. როგორ მიყვარს ჭკვიანი კაცები მაგრამ ეს ზღვარს ცდება . ჩემს საწინააღმდეგოდ იყენებს გონებას.- ვახშმის მომზადება კიდევ მოგიწევს
-რატომ ?უკვე რვა საათია და ხომ ივახშმე
-სტუმარი მეყოლება ათზე და რაიმე ისეთი მოამზადე კარგადაც რომ გამოიყურებოდეს.
-შეიძლება ჯერ ვახშამი მოვამზადო და შემდეგ დავალაგო სანამ თქვენ თქვენს სტუმართან იქნებით? ხელსაც არ შეგიშლით
-როგორც გინდა ...
სამზარეულოში ჩავედი და დავიწყე სალათების მზადება. აშკარა მინიშნება იყო რომ მნიშვნელოვანი სტუმარი ქალია. ვიაზრებდი ამ ფაქტს და თანდათან მიპრყობდა მღელვარება, რომელსაც ვერ ვაკონტროლებდი. რომ დავასრულე მაგიდის გაწყობა იმდენად მომაწვა ეს ბრაზი ყელში ისიც კი გავიფიქრე რომ ყველაფერს დავამსხვრევდი და ვუსმენდი შემდეგ ანდროს ღრიალს , მაგიდის საფარის ბოლოები მუჭში მოვიქციე და რომ უნდა გამომექაჩა ზარივით ჩამესმა ანდროს ხმა
-ფოკუსის ჩატარებას აპირებ? გაინტერესებს ალბათ თეფშები დარჩება თუ არა მაგიდაზე
-არა რას ამბობ მე და ფოკუსები შორს ... თქვენი სტუმარი იმედია არ დაიგვიანებს,თუმცა არც არაფერი გაცივდება ...
მეორე სართულზე ავედი . კაბინეტის დალაგება დავიწყე. ჩემი სურვილისამებრ დავალაგე საბუთები და არა ისე როგორც მას ჰქონდა ადრე. თუმცა თხოვნა შევასრულე მაგრამ არა იმ შედეგით როგორც სურდა. ველოდი როდის გავიგებდი მანქანის ხმას, ლამის ორი საათი გავიდა, მაგრამ არაფერი ისმოდა. მშვიდი ღამე იყო , ბიბლიოთეკაში სანამ შევიდოდი და დავინახავდი ნახევრად ჩამოცლილ წიგნებს ,ყველაფერი იფეთქებდა და ვიღრიალებდი . ანდრო დაყრუვდა როგორც სჩანს ან დგას კარში და იცინის .
-სასაცილოს რას ხედავ იდიოტო
-ძლივს . მეგონა ემოციები გაგიქრა
-ემოციები? ამას მეუბნება ემოციური ხე ,რომელსაც აქამდე სიცილიც არ შეეძლო და ახლა რით დავიმსახურე ეს საოცარი მოვლენა.თუ უბრალოდ უნდა გადამიყვანო ჭკუიდან ყველანაირი გზით და ემოციურად გადამწვა .
-კარგი ჭირვეულო ზედმეტიც ნუ მოგივა... ხომ იცი არ მიყვარს როცა ყვირი
-ხო მართალია შენ ხომ ვიღაც ქალს ელოდები პაემანზე, რომელიც თუ შენს სიტყვებს დავუჯერებ ხუთი წელია არ გქონია და საერთოდ თუ გქონდა ისიც ერთ ქალთან
-რჩევას ხომ არ მომცემ
-კი ...როგორც კი მოვა თავს ნუ გაიწამებ პირდაპირ საძინებელში აიყვანე და კარის დახურვა არ დაგავიწყდეს ეჭვი მაქვს იმ ქალისთვის ძალიან მაგრად დასრულდება ეს ღამე და არ მინდა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოვჩნდე თანაც გამახსენდება რომ მეც უნდა წავსულიყავი პაემანზე და
-ღმერთო როგორ მეგონა უცებ დამშვიდდებოდი ... ნამდვილი ემოციური კატასტროფა ხარ
-კატასტროფას შენ ახდენ ამ გარწყინებული თვალებით, ბედნიერი გამომეტყველებით და ღიმილით .ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ სულ უნდა იცინოდე და საერთოდ დაიბრუნე ძველი სახე ზედმეტ გავლენას ნუ ახდენ ჩემზე, ხომ გითხარი .საერთოდაც გაბრძანდი აქედან ხომ უნდა დავალაგო .
-ასე გათენება მოგიწევს ... ამიტომ მეც დაგეხმარები - ძალიან მშვიდად,ისე თითქოს არაფერი მომხდარა წიგნების ლაგება დაიწყო. ჯერ გაბრაზებული გამომეტყველებით ვმოძრაობდი შემდეგ მუღამში შევედი, ვსაუბრობდით, სხვადასხვა წიგნს განვიხილავდით რომელიც ხელში მოგვხვდებოდა . კიბით დავსრიალებდი ერთი ბოლოდან მეორესაკენ, მე ხომ ყოველ წამს ხათაბალას უნდა ველოდო
-ბოლოს და ბოლოს ის შენი ქალბატონი აღარ მობრძანდება?
-არ აალაგო უბრალოდ დააფარე და დილით მე და შენ ვისაუზმოთ ,მსუბუქი არ იქნება მაგრამ
-მოიცა მომატყუე?
-არა უბრალოდ მზარეულობაში წაგავარჯიშე
-ეს ..ეს როგორ გააკეთე ნამდვილი ... ნამდვილი - კიბეზე რომ ვიდექი ვის ახსოვდა ხელები გავუშვი საყრდენს და ხელებს ჰაერში უმისამართოდ ვარხევდი ,წონასწორობა დამერღვა კივილი აღმომხდა,თვალები დავხუჭე და კანკალმა ამიტანა. მეგონა ყველა ძვალი დამემსხვრეოდა .როცა გონს მოვედი ვიგრძენი ანდროს ვყავდი სხეულზე აკრული. იატაკზე იწვა მე კი მის ზემოდან ვიყავი მოქცეული,ისევ ვთრთოდი ,გამშრალი ტუჩები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და თვალები დამფრთხალმა გავახილე,შეშინებული ვახამხამებდი წამწამებს
-კარგად ხარ? -მისი დიდი მწვანე თვალები , ვმშვიდდები და მისკენ ვიხრები ,ძალიან ახლოს ვარ მის ტუჩებთან მაგრამ არ მინდა, მეგონა მინდოდა მაგრამ არა უბრალოდ ჩახუტება მინდოდა რომ სიმშვიდე მომეპოვებინა. თავი მის ყელში ჩავმალე და ღრმად ამოვისუნთქე, ნაზად გადამატარა ხელი ზურგზე და ოდნავ შემახო ტუჩები საფეთქელზე-დამშვიდდი და დროულად მოახდინე გონების მობილიზება ჩემი დაბეჟილობები რომ მოაშუშო -რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ,როცა იგრძნო რომ დავმშვიდდი და ისე ცუდად აღარ ვიყავი .
-უარესს გიზამ...დაგიმტვრევ ნეკნებს - ხმას ისევ ვერ ვაკონტროლებდი , გვერდთ გადავწექი და ნორმალურად სუნთქვის საშუალება მივეცი. - სათითაოდ ამოგაცლი და დავტეხავ კიდევ
-რა ცუდად ჟღერს, რას დაგიჭირე დაგმსხვრეოდა რამდენიმე ძვალი
-მერე გაგიჟდებოდი. ანერვიულდებოდი და დაბრუნდებოდი ისევ თბილისში . მომივლიდი და დატკბებოდი
-შენთან სითბოს გამოვლინებაც არ ღირს ,ვერ იშნობ
-როგორ უნდა შევიშნო .იქნებ მითხრა
-შეეშვი თამაშს და სერიოზულად მოიქეცი
-გითხარი წავალ-თქო მაგრამ არ გაიგე. ისე მოიქეცი როგორც შენ გსურსო ხომ მითხარი
-და რა გსურს იცი? რომ გაიგებ შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. ახლა კი დამეხმარე თორემ საშინლად მტკივა ზურგი- აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე მისი ხმის ტემბრი, ტკივილს იკავებდა და უფრო დაბოხებოდა, სახე დაემანჭა როცა წამოდგომა სცადა. აშკარად უჭირდა. დადგა და მისი სისხლიანი ზურგი რომ დავინახე ისე წამოვფრინდი თითქოს არაფერი მაწუხებდა. ზედა მოვაშორე ,აკანკალებული ხელებით და გაჭრილ ადგილას გაფართოებული ტვალებით შევხედე
-ღმერთო ჩემო შენ ის მინის ..ნამსხვრევები კანში სისხლი
-დამშვიდდი ეგრეც არ მტკივა ... უბრალოდ მოსაწმენდია და ზურგზე ნამდვილად ვერ ვიზრუნებ თავად. შეძლებ ?
-მე კი ... წამოდი- ხელი ჩავკიდე და საძინებელში გავიყვანე. რამდენიმე წუთში მგონი სპირტის სუნმა თავად გამომაფხიზლა და მივხვდი რომ ჩემი აკანკალებული თითები სისხლიანი იყო. ჭრილობა უკვე გამეწმინდა და ახლა დრო იყო მალამოს წასმის შემდეგ საფენს დავადებდი და მორჩებოდა
-ტასო გესმის? კარგად ხარ? ასე ნუ ნერვიულობ მართლა არ მტკივა ჭიქას ფეხი გავარტყი და მაშინ დაიმსხვრა ,ნამსხვრევი ეგდო უბრალოდ
-ჩემი ბრალია...ყველაფერი ჩემი მოუხერხელობის ბრალია...ვერასდროს ვისწავლი ჭკუას , არასდროს ვფიქრობ შედეგებზე და აი რა დაგემართა. რომ შეგრჭობოდა და ამოსაძრობი გამხდარიყო მერე? -ხელები გავიწმინდე ,შემდეგ მალამო გადავუსვი ისევ მიკანკალებდა თითები. როგორც იქნა შევახვიე და ღრმად ამოვისუნთქე. თავი ზურგზე მივადე და ჩავეხუტე , ტუჩები მივაკარი კანზე და ყელისკენ გადავინაცვლე - მაპატიე გთხოვ... ყველაფერი რისი გადატანაც ჩემს გამო მოგიხდა- ამდენი ემოცია , ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გული ისე მიცემდა მეგონა გამისკდებოდა. წამში მომიქცია მკლავებში ,მუხლებზე დამისვა და გულზე ისე ძლიერ მიმიკრა თითქოს ვინმე ართმევდა ჩემს თავს. სხეულზე ვეკვროდი და მინდოდა სამუდამოდ ასე ვყოფილიყავი, სუნთქვაც კი შევწყვიტე, გავინაბე , დავმშვიდდი.ნამდვილი წამალია,ჩემი სიმშვიდის ელექ. ყელთან ვაკოცე და ცხვირი გავუსვი კანზე -..როგორ შეგიძლია ასე უბრალოდ ჩამეხუტო და დამამშვიდო
-თავს რაში იდანაშაულებ ხვდები? და საერთოდ მე როგორ შეიძლება ვინმე დავამშვიდო..უბრალოდ შენ ძალიან ძლიერი ქალი ხარ და საკუთარი თავის მობილიზება შეგიძლია, ნებისმიერ ვითარებაში
-ხო არ გტკივა?- საერთოდ არაფერი მესმოდა,მისი ხმა ისედაც ჰარმონიულ სიმღერას ჰგავდა ჩემთვის იმ წამს. ქვემოდან ავხედე ,ალბათ პატარა დასჯილ ბავშვს ვგავდი,ტირილი რომ უნდა და უკვე აუწითლდა პატარა ცხვირი
-არაა - გამიღიმა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა-საერთოდ არ მტკივა ...ჩუმად რომ ხარ და ასე მიყურებ საერთოდ აღარ მინდა...
-რომ ავლაპარაკდე ხო? ასე თუ გაწუხებს ჩემი სიტყვები მე გითხარი რომ..
-აი ისევ იწყებ ხმა არ გავიგო, ჩშ- პირზე ხელი ამაფარა და ისევ მიმიკრა მკერდზე
მას შემდეგ ერთი თვე ისე სწრაფად გავიდა სიმშვიდეში ,რომ ვერაფერი გავიგე. უკვე ნოემბერი დასრულდა და ჩემი საყვარელი დღესასწაული ერთი თვით მოახლოვდა. ახალი წელი,ჩემი საყვარელი დღე,როცა სიმშვიდეც კი სიამოვნებას მანიჭებს. ერთადერთი დღე როცა წვეულებას არ ვმართავ, უბრალოდ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ . შეუცვლელი წევრები კი სამნი იყვნენ :თათა, ლიკუნა და ლაშიკო. სადმე გავდიოდით ქალაქიდან , იმ ღამით მშვიდად ვიყავით ასე თუ ისე,სამაგიეროდ მეორე დღიდან ვიწყებდით ზეიმს. ამჯერად მარტო მომიწევს ყოფნა ჩემი შესანიშნავი სამეული შორს მყავს. ანდრიკო კი ალბათ სახლსაც არ მორთავს . არაუშავს ერთხელ გავუძლებ.
დილიდან დავბროიალებდი, კრიტიკული დღეები მაქვს და ამ დროს ზედმეტად ემოციური ვარ . ყველაფერი მტკივა და საერთოდ მძულს სიცოცხლე. იმედია ანდრო არ გამაღიზიანებს. რას ვამბობდი? მისი ოთახი თავდაყირაა
-რას აკეთებდი აქ გამარკვიე- სააბაზანოს კარი შევანგრიე რასაც ჰქვია და შემრჩა ანდრო პირსახოცით ხელში ,სრულიად შიშველი იყო
-აქ რა ჯადაბა გინდა გამაგებინე ერთი -უცებ მიიკრა პირსახოცი და თვალები მიბრიალა უხერხულობას ასე ფარავს-შებრუნდი დროზე
-არაა იყოს გიყურებ- უიმეე რა იდიოტია ,ზურგი ვაქციე და განვაგრძე ჩემი საქმე-ოთახი რატომაა ასე არეული რა მოხდა რა გააკეთე ..იმედია კიდევ მახეს არ მიგებ და განგებ არ აურიე ყველაფერი
-კარგი რა ის ერთი ხუმრობა გადამატანე
-ხუმრობა შენთვის იყო მე კი ჩამიშალე პაემანი
-არაუშავს ერთხელ გადადებულ სექ.. როგორმე გაუძლებ
-რა იდიოტი ხარ
-უკაცრავად?- შემობრუნდა და წარბები აქაჩა ვის აშინებს ნეტა
-არაფერი ... დროზე ჩაიცვი უნდა დავალაგო .
-ჩემი ოთახიდან გაგდებას მიპირებ? თუ არ გახვალ და მადროვებ ჩაცმას არაფერი გამოვა
-ხუთ წუთში შემოვალ მაინც უნდა შემოვიტანო საწმენდი სასუალებები და იცოდე მზად დამხვდი ...თორე მე არ ვიდარდებ კომპლექსიანი ვაჟიშვილივით შენ იქცევი
-როგორ ვერ გიტან ასეთს
-არც მე მეხატები დიდად გულზე- წავკბინე მეც და გამოვედი. ყველაფერი ავიღე და ისევ უკან დავბრუნდი , საწოლზე იწვა, ლეპტოპი ედო მუცელზე და რაღაცას წერდა. ოთახის მილაგება დავიწყე, აშკარად რაღაცას ეძებდა და იმიტომ გადმოანგრია ყველაფერი. ლაგებისას უჯრას მივაგენი თაროს ქვემოთ იყო. ხე ავწიე და ყუთი დავინახე
-ანდროოო
-რა
-მოდი აქ რაღაც ვიპოვე
-რა იპოვე ...-უცებ წამოვარდა და წამში ჩემთან გაჩნდა -რამდენ ხანს ვეძებდი ..როგორ იპოვე
-თუ ეძებდი ესეიგი იცოდი რომ აქ იყო და რატომ ვერ ნახე...რა არის?
-ბებოს ყუთია ..ვიცოდი აქ ჰქონდა მაგრამ აღარ მახსოვდა სად იყო. გასაღებიც იქნება სადმე
-კი აქ არის- იქვე იდო სკივრის გვერდით. საშუალო ზომის ძალიან ლამაზი სკივრი იყო . ანდრომ ამოიღო და გახსნა
-დედა რამდენს ეძებდა ... კატოსთვის უნდოდა მიეცა ეს საკმაულები ,ბებოს დანაბარები ეს ყველაფერი ანდროს ცოლს გადაეცი მან ატაროს შემდეგ მათ უფროს ვაჟს გადასცესო . იცი მე ნახევრად ბებოს გაზრდილი ვარ ,მითქვამს მგონი ხო? ისინი სხვა სახლში ცხოვრობდნენ მაგრამ აქ მსგავსი სამალავები ჰქონდათ. ერთხელ სხვენზე ვიყავი ასული ,სახლი ასე არ გამოიყურებოდა, უკვე სარემონტო იყო. არც ამხელა ტერიტორიაზე იყო . ჭერი სულ ჩამონგრეული იყო ,რა მიმაღოღებდა არ ვიცი, ბებო და პაპა ეზოში იყვნენ რაღაც უნდოდათ. მე აივანზე გასვლას ვაპირებდი ჩიტი დავინახე და მინდოდა დამეჭირა, ბუდე ჰქონდა . მისკენ მივდიოდი ფეხი ამიცდა და იატაკი ჩატყდა, ჰაერში ვიყავი დაკიდებული და ვყვიროდი.
-წარმომიდგენია უკვე და რომ გავიცინო გაგიჟდები?
-არა რა გამაგიჟებს ბებიაჩემი სწორედ ეგრე მოიქცა...არ იყო სტანდარტული ბებო... მეზობლებმა ჩამომიყვანეს ძლივს. ბებოს ჰგავს სულ კესო ... ტყუილად კი არ ჰქვია მისი სახელი. შემდეგ ორივე დამცინოდნენ ჩიტებს დასდევ , ერთხელაც იქნება დარჩები მართლა ჰაერში და ვინღა ჩამოგიყვანს დედამიწაზეო
-რატომ არ გითხრა ზუსტად სად იყო სამკაულები?-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ვუთხარი. იდგა და სამკაულებს უყურებდა, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ მზერით ეფერებოდა.
-ის იპოვნის ვინც დაიმსახურებსო ...
-ვერ გავიგე და შენ ახლა რატომ დაიწყე ძებნა
-დედამ დამირეკა მჭირდება და იპოვნეო..ჩემთვის სულ ერთი იყო უკვე კატო აღარ მყავს და ვერც ვერავის მივცემ ბებოს დანატოვარს. ისე დედაჩემს რაში ჭირდება არ ვიცი.არ უყვარს სამკაულები ,მხოლოდ ჯვარს , ნიშნობის და ქორწინების ბეჭდებს ატარებს.იშვიათი გამონაკლისების გარდა. მათესაც არ მოჰყავს ცოლი
-კარგი მე მივალაგებ თორემ ერთი კარადა კიდევ დარჩა . როგორ ვერ მიხვდი რომ ყველაზე ძველში იქნებოდა...
-რა ვიცი როცა არ განაღვლებს იპოვნი თუ არა გულგრილად ეპყრობი ყველაფერს. ისე ვერ ვხვდები როდის დადო აქ. კარადები მახსოვს მე შევუკვეთე და სამალავის გაკეთება არ მითხოვია. ესენი ძველ სახლში ჩემს ოთახში იყო და იმიტომ გადმოვიტანე აქეთ.
-მოკლედ ასე ... სასიამოვნოა შენი ისტორიების მოსმენა მაგრამ ახლა დატოვე ოთახი,მე დავასრულებ საქმეს შენ დედაშენს დაურეკე და მოაგვარე მაგ სამკაულების ამბავი
ანდრო გავიდა,მე უცებ მივალაგე და ოტახიდან ჩემს საძინებელში დავბრუნდი. სააბაზანოში ვიყავი, ჯაკუზი ავავსე და ჩავწექი.იმდენად მესიამოვნა თბილ წყალში ნებივრობა რომ გავითიშე ჩვეულებრივად. რამდენიმე წუთში კარის გაღების ხმა გავიგე და გამახსენდა რომ სხვა ოთახის სააბაზანოში ვიყავი .უცებ გავახილე თვალები და ანდროს ავხედე თვალებდაწითლებული რომ დამყურებდა ზემოდან და ღრმად სუნთქავდა. ქაფი გაფანტული იყო და ხელები მივიფარე მკერდზე
-რა გინდა აქ
-რა მინდა? რას ქვია რა მინდა გოგო ! მთელი სახლი გადავატრიალე უკვე ტყეში გასვლას ვაპირებდი ვიფიქრე ისევ წავიდა და ამ წვიმაში თუ მოყვა ისევ-თქო . შენ საერთოდ ნორმალური ხარ? რომ ვყვირი ბოლო ხმაზე არ უნდა გამაგონო? საერთოდ არ გეცოდება შენი თავი? ერთხელაც იქნება შემომაკვდები აფექტის მდგომარეობაში ვიქნები და არც ვინანებ იცოდე
-ნუ ყვირი რა ..ურალოდ აბაზანის მიღება მინდოდა ჩემს პატარა სააბაზანოს არ აქვს ჯაკუზი და შესაბამისად სხვა სააბაზანოთი ვისარგებლე... შენი ხმა არ გამიგია თორემ ბავშვი არ ვარ რომ დაგემალო
-ოხ როგორ მინდა დაგახრჩო
-შესანიშნავ პოზაში ვარ ... თუ ამჩნევ საერთოდ რომ შიშველი ვარ და გახვალ
-ოჰ კომპლექსმა შემოგიტია?
-არა საიდან მოიტანე ამოსვლას ვაპირებ და თუ გინდა იყავი მე რა - ოხ იდიოტი.არა ნამდვილად არ მინდა ახლა შიშველი დამინახოს მაგრამ ამას ვეტყვი? თავად წავა. ხელიები მკერდს მოვაშორე და ჯაკუზს დავეყრდენი . წამში შებრუნდა
-გავედი მე... საქმე მაქვს დროზე გამობრძანდი-ოთახი დატოვა,მე მშვიდად ამოვედი გადავივლე და პირსახოცი მოვიხვიე. საძინებელში დავბრუნდი. ტანსაცმელები ავიღე უნდა ჩამეცვა ,მაგრამ ვინ მაცადა საცვლების ამარა ვიყავი ანდრო რომ დამადგა .
-ნერვებზე რატომ მოქმედებ გამაგებინე
-ჩაცმას რატომ არ მაცდი ?
-დედაჩემს ველაპარაკე ... მაგდა გამოუშვა აქ
-რა? რა უნდა იმ გოგოს აქ
-აბა დაფიქრდი რა უნდა ...ჯანდაბა მოვიდა უკვე - ისე იყო გაგიჟებული ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. მანქანის ხმა გავიგეთ და ისიც წავიდა ქალბატონის დასახვედრად. ოთახიდან გავედი და დავინახე როგორ გადმოიტანა ჩემოდანი. შანსი არაა ამ არსებას აქ უნდა იცხოვროს? ანდროს არ დავუთმობ ასე მარტივად. მოიცა მე რა შუაში ვარ ჩემი როდის იყო რომ დავუთმო.რა სისულელეებს ვროშავ,მოკლედ როგორც არის, ჩემი თამაში იწყება . საძინებელში შევედი ჩემთვის საჭირო ნივთები ავიღე უცებ სანამ ისინი შემოვიდოდნენ და ანდროს ოთახში დავბინავდი. ზედა საცვალი მოვიშორე საწოლზე დავაგდე და ანდროს მაისური გადავიცვი . მგონი აზარტში შევედი. კიბესთან იდგნენ, ანდრო ზურგით იდგა ისე რომ არც ჩანდა მაგდა .
-ანდრიი მგონი დროა მვირთვათ თორემ უკვე ძალა გამომეცალა -ოჰ როგორ მიყვარს ეს ხმა. ზურგიდან ავეკარი და თითები პერანგის ქვეშ შევუცურე,ისე შეკრთა მეგონა გაგიჟდებოდა. მხარზე დავადე თავი და ყელში ვაკოცე. თვალები დახუჭლი მქონდა,ვიგრძენი როგორ მიყურებდა მაგდა და უცებ გავხედე-ვაიმე.. სტუმარი გვყავს? მე ... ისა უკაცრვად მაგდა ხომ? მაპატიე გთხოვ საუბარში ხელი შეგიშალეთ ,ავალ ჩავიცვამ და მოვალ - უცებ მივაყარე“დამორცხვილმა“ და კიბეები ავირბინე . სწრაფად ჩავიცვი და ჩავედი. ანდრო და მაგდა საუბრობდნენ,ქალბატონს ისეთი ფერი ჰქონდა შემეშინდა არ წაქცეულიყო .
-ტასო ოთახი აჩვენე რა სადაც უნდა დარჩეს. ჩემოდანს წამოვიღებ- არაფერს გამოხატავდა მისი სახე ,მაგრამ თვალებით მკლავდა.
-კი რა თქმა უნდა... ნორმალურად ვერ შეგხვდი მაგდა .როგორ ხარ? აქ რამ ჩამოგიყვანა
-ვახოს თხოვნით ვარ . ანდროს საქმეებში უნდა დავეხმარო
-აჰაა გასაგებია..ძალიან კარგი . აი ეს იქნება შენი ოთახი - ანდროს საძინებლისგან მოშორებით ოთახში შევიყვანე. საკმაოდ კომფორტული ოთახი იყო ,ასე რომ პრობლემა ამ მხრივ არ შეექმნებოდა. -თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ გავალთ ,დასვენება გჭირდება ალბათ. - ანდროს თითებში ჩემი თითები ავხლართე და გვერდიდან ჩავეხუტე. როგორც კი გავედით და კარი მიხურა ისე უცებ მიმიყავანა თავის საძინებლამდე და ამაკრა კარზე მეგონა გაცოფებულ მგელს ვუყურებდი
-რა თამაშს თამაშობ..როგორ ბედავ გამაგებინე
-მოგწონს ეგ გოგო?
-რა შუაშია
-მითხარი მოგწონს თუ არა... გინდა მისი საყვარელი გახდე თუ ეგეც არ გინდა
-ხომ იცი რომ არ მინდა
-მერე რომ ვიცი იმიტომ ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებ. ხო მართლა დღეიდან საწოლს მიყოფ და იცოდე .
-რა..
-სხვადასხვა საძინებელში არ სძინავთ ხოლმე ანდრო.
-მე უკეთესი იდეა მაქვს გავაგდებ
-სხვას გამოგიგზავნიან... იმას გააგდებ კიდე გამოგიგზავნიან
-შენ რომ ეგონები ჩემი საყვარელი მაგით რა შეიცვლება
-არავის გამოგიგზავნიან..
-რომ წახვალ მერე?
-ექვსი თვე დასვენება ცუდია?
-და შენ რა სარგებელი
-მე უბრალოდ გავერთობი ისეთ გამომეტყველებას იღებს შენი მაგდა ცოტას გავიხალისებ ცხოვრებას.თორემ მოსაწყენია შენთან ყოფნა და ისე თუ დაელაპარაკები შენს მშობლებს ნორმალურად და გააგებინებ რომ არ გჭირდება ეს ქალები დაისვენებ.
-დალაპარაკება რატომ უნდა სჭირდებოდეთ ვერ ვხვდები,ნუთუ ასეთი გაუგებარია რომ არავინ მჭირდება.
-გაუგებარია რადგან მსგავსი სიყვარული წარმოუდგენელია . მეც არ მესმის ხოლმე როგორ შეგიძლია ასე ცხოვრება, ამით კატო არამგონია კმაყოფილი იყოს .საერთოდაც თუ შეიყვარებ ვინმეს და ბედნიერი იქნება ეს მისი ღალატი არ იქნება რადგან კატოს ადგილს შენს გულში ვერავინ დაიკავებს. აზრი არ აქვს ახლა ჩემს ლაპარაკს სანამ შენ არ მიხვალ მაგ დასკვნამდე ...წავედი საუზმეს მოვამზადებ,სტუმარს გავუმასპინძლდეთ.
სამზარეულოში ვფუსფუსებდი, კარგ განწყობაზე ვარ რატომღაც, თათას ვესაუბრე.აღმოჩნდა რომ მათესთან კალათბურთის ვარჯიშებზე დადის და საკმაოდ კარგადაც გამოდის. ამბებს მიყვებოდა როცა ეზოში მყოფი ანდრიკო დავინახე. მაგდაც შევნიშნე ტყიდან რომ გამოდიოდა და უცებ ფეხი გადაუბრუნდა.იმხელა ხმაზე დაიკივლა მეგონა მართლა თუ მოიტეხა. ანდრო რა თქმა უნდა მივიდა და დაეხმარა დაზარალებულ ქალბატონს.ისიც ყელზე ეხვეოდა და თანდათან უფრო აძნელებდა სიარულს . ყოჩაღ მაგდუნა ,როგორი მოხერხებული ყოფილხარ. მეც გავედი ეზოში
-ვაიმე მაგდა რა დაგემართა... მოიტეხე რამე?
-დაეცა ... მგონი იღრძო
-როგორ მტკივა ...ვეღარ მოვდივარ ანდრო გთხოვ დავჯდები რა აქვე
-ანდრო როგორ იქცევი აიყვანე გოგონა საძინებლამდე ცოდოა ნახე როგორ ტკივა ... მე მალამოს მოვიტან -ანდრო აზრზე არ იყო ,მართლა აიყვანა ქალბატონი კმაოფილებამ რომ გადაურბინა სახეზე და სახლში შევიდა. მეც გართობა გადავწყვიე, რამდენი ხანია ცოდვა არ მიმიმატებია ასე როგორ შეიძლება. მალამოს კოლოფი ავიღე შემდეგ შავი პილპილი და ავურიე ერთმანეთში . კანის აწვა და ცემინება გარანტირებული ექნება.
-როგორ ხარ მაგდა?
-ძალიან მტკივა
-მიდი ანდრო ბინტი გამოიტანე შევუხვევ ფეხს
-არა იყოს .. არაა საჭირო
-როგორ თუ არაა გაგიჭირდება სიარული .
-ეს რა მალამოა?
-მე ვისმევდი ჭრილობაზე ექიმის დამზადებულია ..- კარგად შევაზილე წვივზე და გადავუხვიე . ანდრომ მოგვიანებით შეამჩნია მალამო და გაოცებულმა გამომხედა. ქალბატონი აშკარად შეწუხდა რამდენიმე წამში , ვერ ისვენებდა ,კანი აექავა შევამჩნიე როგორ აამოძრავა ფეხი.
-ჩვენ გავალთ საჭმელს ამოგიტან ,სუსტად ხარ .ანდრო დარჩი - ანდრეა გამოდიოდა როცა უკან დავაბრუნე -საბუთებს ალბათ ხვალიდან მიხედავთ ხო?
-ისე მტკივა ფეხი ალბათ დიდხანს მომიწევს დარჩენა
-ხო რა თქმა უნდა- გავუღიმე და წავედი. სადილი მივართვი და ანდრო წამოვიყოლე.მაგიდასთან ვისხედთ,ჯერ მიყურებდა მერე დაიწყო არაფერი რომ არ ვუთხარი
-რას აპირებ?
-ვზრუნავ სტუმარზე
-კარგი რა სულ მოტეხილი რომ ჰქონდეს ფეხი ვიცი არ განაღვლებს
-ხოდა ეგონოს რო მანაღვლებს.
-მე რაღას მაიძულებ მასთან ყოფნას ბარემ ღამეს ვუთევ
-უიმე რა უგულო ხარ. გოგო შენს ცოლობას აპირებს და შენ რას აკეთებ
-უთავმოყვარეო არსებებს არ ვწყალობ ...
-ანუ სიყვარულისთვის ყველა ხერხის გამოყენებას არ ამართლებ?
-რომელი სიყვარულისთვის, როდის შევუყვარდი ხომ ვერ მეტყვი. ფულის სიყვარული ძლიერი რამაა მართალია, მაგრამ ნამდვილად ვერ გადავცემ ჩემს ქონებას,არცერთი თეთრი მიმიღია ჰაერიდან.
-ჩემგან განსხვავებით...წავედი მე რამეს ვუყურებ .საქმე მაინც არაფერი მაქვს- მაგიდა ავალაგე უცებ და ზემოთ ავედი. სანამ იწვა ქალბატონი სხვა ნივთები საგულდაგულოდ სევინახე.ლეპტოპი ზემოთ ავიტანე და ანდრიკოს საწოლზე კომფორტულად მოვთავსდდი. სანამ მე ვალაგებდი ბატონი აივანზე ყოფილა, ამ სიცივეში გარეთ როგორ გადის. ვიღაცას ესაუბრება ,ოთახში დაბრუნდა იღიმოდა
-კარგი მათე ნახვამდის
-რა მოხდა?
-ჩემი ძმა შეყვარებულია ...
-საინტერესოა მასაც თუ უყვარს პატარა ბიჭებზე არ გიჟდება დიდად. მითუმეტეს როცა მაიაა ამ პატარა ბიჭის დედა. როგორ გგონია ხუთი წლით უფროსთან ურთიერთობის ნებას მისცემს?
-როგორ გგონია მათე ვინმეს ჩარევის უფლებას მისცემს?
-სამაგიეროდ თათა არ მგავს მე და ისეთს არაფერს გააკეთებს რაც სხვას დააზარალებს
-ისე შეუყვარდება ვეღარაფერს გააწყობს,თუ არ უყვარს ჯერ
-შენი ძმის შესაძლებლობებში როგორი დარწმუნებული ხარ
-მე მათი მზერა დავინახე ..უბრალოდ კი არაფერი ხდება
-ვნახოთ...
-არ მოგწონს ჩემი ძმა თუ რა ხდება
-ნუ მიბღვერ ტყუილად,მე უბრალოდ არ მინდა თათა დაიტანჯოს და არც ისე მარტივია მისი გაგიჟება. ბევრი უნახავს, ბევრი ურთიერთობა ჰქონია და არ ვიცი შენი ძმა რას გააკეთებს ისეთს რომ ყველაფერი დაავიწყოს
-საერთოდ არავინ გყვარებია? - თვალებში მიყურებდა ისე თითქოს დამნაშავე ვიყავი- სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება,რაც არ უნდა გააკეთო თუ გულს არ უნდა ვერ შეიყვარებს. გონება კი საერთოდ ვერაფერს მოახერხებს თუ გულში შეაღწევს სიყვარული.
-არ ვიცი მე ვერ ვწვდები მაგ აზრს. არამგონია საერთოდ ჩემს გულს დაემართოს მსგავსი რამ
-არასოდეს თქვა არასოდეს. არამგონია ისე დაგსაჯოს ღმერთმა რომ უსიყვარულოდ გაატარო მთელი ცხოვრება
-შენ რატომ გგონია რომ უფალს სურდა 26 წლის ასაკში შეგეწყვიტა ცხოვრება
-მაგაზე არ ვსაუბრობთ ახლა... და საერთოდ რა არის გაუგებარი ვერ ვხვდები ასე რთულია იმის გააზრება რომ კატოს გარეშე ვერ ვიცხოვრებ ისევ მშვიდად,ვერ ვივლი სამსახურში, ვუყურებ ხალხს, დავტკბები და ვიბედნიერებ როცა მისი სხეული რამდენიმე მეტრის დაბლაა
-რატომ არ დაუშვა მაშინ ღმერთმა რომ შენც მასთან ყოფილიყავი ..რატომ ხარ ისევ ცოცხალი თუ ასე უფუნქციოდ უნდა გაატარო ცხოვრება,რატომ? არ გიჩნდება ეს კითხვა?თუ გგონია რომ მისგან დამოუკიდებლად ხდება რამე, ეს იყო შენი ბედი, ასე უნდა მომხდარიყო ალბათ.უბრალოდ მართლაც არაფერი ხდება.
ანდროს არაფერი უთქვამს ,წავიდა. შემდეგ გავიგე მაგდას კივილის ხმა და ერთად შევვარდით ოთახში. ფეხიდან სახვევი მოეხსნა და ისე ჰქონდა გაწითლებული ალბათ ძალიან ექავებოდა
-ვაიმეე როგორ გაგწითლებია..ალბათ ნაღრძობია ანდრო თაბაშირი დავადოთ.კლინიკაში წაიყვანე ნემსს გაუკეთებენ თორე ტკივილს ვერ გაუძლებს- სიტყვა პირზე შეაშრა
-არა არა რა საჭიროა კარგად ვარ უბრალოდ მინდა ..სააბაზანოში მინდა შესვლა
-დაგეხმარები..მაგრამ ვფიქრობ სჯობს წაგიყვანო. იქნებ უკან დაბრუნდე და სხვა დროს ..
-არა ანდრო ,მალე შევუდგეთ საქმეს.ხვალვე დავიწყოთ...
ანდრიკომ სააბაზანოში შეიყვანა და დატოვა. ჩემი ღიმილი რომ შენიშნა გაუკვირდა
-რა გაცინებს მგონი მართლა სერიოზულად ტკივა და ვერ გავიგე რატომ იწამებს თავს
-ალერგიულია ალბატ
-რა შუაშია ალერგია
-ალერგია წიწაკაზე ,.
-რა? ასეც ვიცოდი მალამო სხვანაირად გამოიყურებოდა... როგორ გააკეთე ,კარგი რა ტასო სასაცილოა?
-ძალიან - უკვე ვკისკისებდი .ანდრომ გამაგდო ოთახიდან, მეც დავბრუნდი საძინებელში და დაპაუზებული ფილმი ისევ ჩავრთე. ანდრო კი გააფთრებული შემოვარდა
-შენი გაფუჭებული საქმე შენვე მოაგვარე... მე ვერავის ძიძა ვერ გავხდები . და საერთოდ ახლავე დავურეკავ ბიჭებს და წაიყვანენ ...
-არ გაბედო... ასე თუ წავა მერე ისევ მოვა.ორი დღე მადროვე რა
-რამდენი? შენ გაგიჟდი? ამდენი ხნით ეგ აქ უნდა იყოს? ბარემ ჩემოვიდნენ ყველანი რა პრობლემაა და მე წავალ სხვაგან
-ნუ ყვირი გაიგებს...
-ასე მშვიდად რომ ხარ როცა მე ვარ გაღიზიანებული მინდა დაგახრჩო
-მეშინია კიდეც როცა ეგ გრძნობა არ გიჩნდება
-ოხ როდის მოგიშორებთ .. საერთოდ აღარავის მოვიყვან აქ .მაინც ყველანი მაღიზიანებენ -სააბაზანოში შეიკეტა. დიდხანს არ გამოსულა, დაიხრჩო მგონი. ფილმი დავასრულე, ქალბატონთან გავედი. ეძინა ,როგორც ჩანს წამალი დალია. ფეხი გაწითლებული და გასიებული ჰქონდა, მგონი სხვაგანაც დააყარა.ალბათ ალერგია ჰქონდა, გუმანით ვიგრძენი.
მეორე დღეს მართლა თავი მომაბეზრა, ისე შეაწუხა ანდრო უკვე საცოდაობით ვიწვოდი. საფინალო სვლაზე გადავედი . საუზმეზე რაღაც საოცარი აბი შევურიე , ერთად ვიყავით ოთახში ის მიირთმევდა მე ვესაუბრებოდი. რამდენიმე წამში ისე ასტკივდა მუცელი, გუისრევამ შეაწუხა და ტკივილიგან გაგიჟებული წამოვარდა ფეხზე და სულ სირბილით მიიჭრა სააბაზანომდე. ანდრო გაოცებული უყურებდა, როცა გამოვიდა უკვე გაანალიზებული ჰქონდა რომ ყველაფერი დაკარგა. ისეთი გაბრაზებული იყო გასვიანი სიტყვაც ვერ უთხრა საბრალომ.
-მე დავურეკე ბიჭებს და წაგიყვანენ მალე -ანდრო როგორც კი გავიდა მაშინვე ვუთხარი. ისე მიყურებდა მეგონა მომკლავდა
-ყველაფერი შენ მოაწყვე ხო? შენი ბრალია.... რა გგონია რომ შენ შეგიყვარებს? შენთან თუ წევს ეგ ბევრს არაფერს ცვლის ალბათ მობეზრდა და ვეღარ გაუძლო ცდუნებას
-სიმართლე გითხრა არც შენნაირი სულმდაბალი ვარ მისი ცდუნება რომ მოვისურვო. ეშმაკს თითქმის ყოველთვის შეუძლია ადამიანის ცდუნება მაგრამ არ ვაპირებ ამჯერად ვიყო ეშმაკი...შენ კი გადაეცი მის მშობლებს რომ უბრალოდ შეეშვან
საღამოს მაგდამ დაგვტოვა ... ჩემს ოთახს დავუბრუნდი . ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდა. ახალი წელი ახლოვდებოდა, მე კი ნოსტალგია მიპყრობდა. მიუხედავად იმისა რომ თათას სულ ველაპარაკებოდი მაინც არ მშველოდა. უკვე ცუდად ვიყავი. ერთ დღეს შაქრის ნაცვლად მარილი ჩავყარე ჩაიში და დალევა რომ გადავწყვიტე ანდრომ გამომართვა
-რა გჭირს
-მადროვე ადამიანო
-მარილიანი ჩაი როდის შეგიყვარდა?
-რა?
-რა ხდება ტასო?
-არაფერი ..უბრალოდ მოვიწყინე.
-საახალწლო შვებულებას გაძლევ ... შეგიძლია აგარაკზე წახვიდე. იქ არიან ყველანი -მშვიდად მითხრა,იმდენად უემოციოდ რომ გადახარშვა გამიჭირდა,შემდეგ წამოვვარდი და ცეკვა დავიწყე .
-ვაიმეეე ჩემებს ვნახავ.. დავისვენებ გავერთობი აუუუ რა მაგარიააა....
-გადარეული - ჩაილაპარაკა და ჩაი გადაღვარა.
მე კი ისეთი ბედნიერი ვიყავი საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება . მთელი დღე დავფარფატებდი. ყველაფერი მივალაგე, ბარგი ჩავალაგე რაც დამჭირდებოდა ერთი კვირის მანძილზე და მეორე დღეს მძღოლმაც მომაკითხა. ანდრიკოს დავემშვიდობე წინასწარ მივულოცე და წავედი მათი აგარაკისკენ. მოულოდნელად დავადექი და სიხარულით გავაგიჟე თათა. დანარჩენები გავიცანი, გიო კესო და მათე გავაოცე. ანდრომ რომ გამომიშვა ამიტომ. მეკითხებოდნენ რა გაუკეთეო და ვერ დავაჯერე რო არაფერი მითქვამს. იმ საღამოს ისე გამოვთვერით მივხვდი ღვიძლი ცუდ დღეში მქონდა. გათიშული დავვარდი საწოლზე და თათას მივეხუტე. მეორე დილას ადრე არ გამეღვიძა, დამადგნენ და წამომაგდეს. ყველას თავი გვტკიოდა, თათა მათეს ეჟღურტულებოდა ,რა საყვარლები არიან. რატი გავიცანი მათი მეგობარი კარგი ბიჭია. ის დღე ბოდიალში გავატარეთ, თოვდა და ჩვენც ველოდით როდის იქნებოდა თოვლი იმ დონეზე რომ გვეგუნდავა. დავიძინეთ დათლილებმა და დილით უკვე თოვლი ანათებდა ყველაფერს. რა თქმა უნდა მე გავხსენი სეზონი ,მათე ისე ვაყვინავე თოვლში თათა სიცილით დაიგუდა. ვაჟბატონმა ხელი დაავლო და ჩააგდო თოვლში, შემდეგ ზემოდან მოექცა და აკოცა. აკოცა? ოჰ ამათი ყურება არ მარგებს სჯობს დანარჩენებს შევუერთდდე. გაყინულები სახლში შევედით, შხაპი მივიღეთ და შემდეგ ცხელი ჩაი მივირთვით . აქაური ტრადიციების შესახებ მე რა ვიცოდი , არასდროს ვიყავი სახლში ამ დროს თორე დედაჩემი კი ემზადებოდა. რომ დაიწყეს საჭმელების მზადება მოსამსახურეებთან ერთად ვეღარ დასრულეს. 30 დეკემბერიც დასრულდა, დაქანცულები ვიყავით. ნამცხვრებს ველოდი, კრემი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შებჟნილი . ფანჯარაზე ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თოვდა, კიდევ ამატებდა მე კი ისე მომწონდა ეს ყველაფერი ჩამოსვლა აღარ მინდოდა. ჩამეძინა კიდეც, ანდრო დამესიზმრა, მარტო იჯდა სავარძელში და საერთოდ არ ირხეოდა. უცებ გამომეღვიძა, გიჟური იდეა მომივიდა. მათეს მანქანის გასაღები ავიღე და წავედი. სავაჭრო ცენტრში შევედი, იმდენი რამ ვიყიდე სამი კალათი ავავსე. გამთენიისას მივედი სახლში, ისე შევედი მგონი არაფერი გაუგია ანდროს. ვისარგებლე , ნაძვის ხე ავაწყვე, შემდეგ სათამაშოებით მოვრთე. ყველგან წვიმები და ნათურები გავაკეთე. იმდენად მომწონს ეს პროცესი დამათენდა კიდეც , ანდრო დამადგა და ისე მიყურებდა მეგონა დაიყვირებდა
-მეჩვენება?- ჯერ მე მიყურებდა ,მერე ირგვლივ მიმოიხედა და ძლივს თქვა სიტყვა
-მომბეზრდა გართობა და დავბრუნდი ...
-ამის გაკეთება ვინ დაგავალა
-მორჩი ახლა ..არაფერი დაშავდება საახალწლო განწყობას თუ შეიქმნი. კარგი რა ანდრო ახალი წელია არ გიყვარს? სულ არ გიყვარს?- მხრებზე დავაწყვე ხელები და წარბები მაღლა ავწკიპე
-ახალ წელს ყოველთვის მე და კატო ვხვდებოდით . ღამის თორმეტზე სახლში ვიყავით ,მისი კოცნით ვხვდებოდი ახალი წლის პირველ წამს. შემდეგ სადღეგრძელოს შევსვამდით და წავიდოდით მეგობრებთან...
-ანუ დავშალო... ესეც მას გახსენებს და გამხიარულების ნაცვლად ცუდად გხდის?
-არააქვს მნიშვნელობა...- კიბეები აიარა და საძინებელში შევიდა. რა სულელი ვარ როგორ ვიფიქრე რომ რამე გაამხიარულებდა, ის ვერასდროს მოშორდება კატოს და დროს რომელსაც ,მასთან ატარებდა. მგონი მშურს კიდეც , გასაგიჟებელია არა? მე მშურს გარდაცვლილი ქალის .ხო მშურს ის იმდენად უყვართ,მე ალბათ არასდროს შევუყვარდები ასე ძლიერად. ალბათ არც მინდა ვინმეს ვუყვარდე,არ ვიმსახურებ .
კიბე გაუაზრებლად ავიარე, ანდროს ოთახში შევედი, აივანზე გავედი და ზურგიდან ავეკარი მარტო მდგომს.
-მაპატიე რა.. ეგოისტი ვარ საერთოდ არ მიფიქრია თუ მოიწყენდი..უბრალოდ იმდენად მიყვარს ეს ყველაფერი ვიფიქრე შენც მოგეწონებოდა. გეფიცები ახლავე დავშლი შენ თუ გინდა ...
-ანასტასია... - შემობრუნდა თვალებში მიყურებდა და იღიმოდა - ხანდახან მგონია რომ შენ არ ხარ, სხვა მესაუბრება . სადაა ჭირვეული, ქედმაღალი ქალი .ასე მარტივად ნებდები? ძლივს ვიპოვე ადამიანი ვინც გარკვეულწილად გავლენას მოახდენდა ჩემზე და რა დროს მტოვებ?
-რა? ვერ გავიგე ...
-ოხ ეს გამომეტყველება შეკრული წარბები.. დაბუშტული ტუჩები ,ნამდვილი ბავში ხარ- ხელი მომხვია და ჩამეხუტა. ვერ მივხვდი რატომ იღიმოდა, არ ვიცოდი რატომ მითხრა ის სიტყვები. უბრალოდ ხელები წელზე მოვხვიე და გავინაბე,მგონი მომენატრა ამ დღეებში-რატომ დაბრუნდი?
-დამესიზმრე,მარტო იყავი ძალიან ცუდად გამოიყურებოდი ,როგორც კი გამეღვძა გამოვვარდი
-შენ ისე ლაპარაკობ სანტას საჩუქარსაც ელოდები ხო?
-არა 13-ის ვიყავი მამა დავინახე როგორ იხსნიდა წვერს და მივხვდი რომ არ არსებობს...
-ღმერთო ჩემო ,რა არსება ხარ გამაგებინე
-ნუ დამცინი - გავებუტე და ხელი მივარტყი- საცივი გიყვარს? მომზადება ვისწავლე,ინდაური ვიყიდოთ და მოვამზადებ
-ჰა? მომესმა?
-არ გიყვარს?
-ვგიდები ,მაგრამ შენ ... შენ გააკეთებ? საოცრება. ჟურნალისტებს მოვიწვევ და ინდაურით ხელში შენი ფოტოებით ავაჭრელებ ყველაფერს
-ჰა ჰა ჰა ვიხუმრეთ?
-წავიდეთ?
-მოდიხარ?
-აბა მარტო მოემზადები ახალი წლისთვის? სულ რაღაც ერთი დღე გვაქვს
-მიჩქმიტე ...მეჩვენება ხო?-დავეწიე და გაოცებულმა შევხედე მანქანის გასაღებს - აქ მანქანაა სადმე?
-აბა რამე რომ დამჭირდეს რა ვქნა.. მართლა განდეგილი ხო არ ვარ - სახლიდან გავიდა. რამდენიმე წამში ეზოში მანაქანა შემოიყვანა. გზაში აჟიტირებული ვიყავი, მაგრამ რა ვიცოდი ჩემთვის უცნობ ტერიტორიაზე თუ აღმოვჩნდებოდი და გამოჩნდ აკიდეც მისი უდიდებულესობა ბაზარი! ცოცხალი ინდაურები, გოჭები და ბაჭიები დავინახე .კიდევ სხვადასხვა ფრინველი, ყველი, ხორცი ...
-ვაიმე რა საშინელებაა,ყველგან ტალახია აქ ვერ გავივლი
-დაბრუნდი? მადლობა ღმერთს
-ანდროო მართლა ვერ გავივლისი-აბა მარტომ ვიყიდო?
-ცოცხალს თუ ყიდულობ ვინ მოამზადებს მაგას
-ნუ ღელავ შენ .კარგი ხო იყავი მე მოვაგვარებ..- წავიდა. შემდეგ ვიღაცებს ესაუბრებოდა, იმათ მანქანაში ჩასვეს ინდაური და გოჭი. ხორცი პარკით მოიტანა და მანქანაში ჩადო,იმედია შემოწმებულია. დავძარით, ნანის მაღაზიასთან შევჩერდით . წამოდიო მითხრა და მეც უკან გავყევი, გაოცებული ვიყავი და სულ ვერ გავიაზრე რა შეუძლება მომხდარიყო . გონს ნანის ხმამ მომიყვანა
-ღმერთო მიშველე ... ანდროს ცოლი ხარ? როგორი კარგი წყვილი ხართ შვილებო
-რა.. რა ცოლი
-რა ქმარი ის არა ..ის ნანი დეიდა ის მე უბრალოდ მასთან ვარ სტუმრად .ჩემი ქმრის მეგობარია
-ქმრის მეგობარი... აჰა ქმრის მეგობარი- ანდრომ გაიმეორა და ისე გაბრაზდა არ ვიცოდი რა მელოდა. ნანი დამშიდდა. დავინახე როგორ შედეს მანქანაში შებრაწული გოჭი და ინდაური . ანუ უკვე გაამზადეს ,რამდენიმე საათი კი დასჭირდა მაგრამ არაუშავს. სახლში დავბრუნდით დავიწყე მზადება, ანდრიკოც შევაგდე სამზარეულოში
-დღეს ახალი წელია და ბარემ სასწაულების დღე იყოს- განაცხადა და თავად დაიწყო ხორცის მზადება.
-მადლობა....
-შენთვის არაფერს ვაკეთებ მერე რა რომ ახალი წელი გიყვარს..უბრალოდ მომინდა და
-ხო რა თქმა უნდა შენ ჩემთვის არაფერს აკეთებ- გავუცინე და ჩავეხუტე ,ლოყაზეც ვაკოცე - მე ყველაფერს ვხედავ და ვიმახსოვრებ
-დაიმახსოვრე, რა ვიცი რაში გამომადგები ... ხუთი თვე და წახვალ
-რა უცებ გავიდა დრო ... თითქოს არაფერი განსაკუთრებული. რა მეგონა ამ ყველაფერს თუ შევეჩვეოდი . საერთოდ შენ თუ ნამდვილი ველური არ იქნებოდი ... პირველად რომ დაგინახე ვიფიქრე ამას ისე გავამწარებ სიცოცხლე მობეზრდება-თქო
-ახლა ცდილობ პირიქით ,სიცოცხლის სურვილი დამიბრუნო ... ბედის ირონიაა
-არაფერს ვცდილობ...შენ თუ რამე გინდა მე რა შუაში ვარ?- ეს თავის გასულელება ვითომ გამოგვდის ორივეს. გაეღიმა და საქმე განაგრძო. ასე ბედნიერი თუ ვიქნებოდი ახალი წლის შეგებებისას მზარეულის ამპლუაში ვერასდროს ვიფიქრებდი,მაგრამ სასწაულები მართლაც ხდება. ჩემი სასწაული ანდრეაა, ჯუჯღუნა, მკაცრი, ზოგჯერ ბოროტი სასწაული. ბევრი ვიცელქე ,ნერვებიც მოვუშალე, ყველაფერი ავურიე ,მაგრამ მაინც გემრიელი გამომივიდა, ერთი ნაწილი ხაჭაპურის დავწვი, ვისწავლე ბოლოს . მოკლედ ასე სწავლება სწავლებაში ნახევარი გავაფუჭე ,მაგრამ მეორე ნახევარი გემრიელი გამოვიდა. საქმით კმაყოფილი და ცოტა დაღლილი ანდრიკოს ჩავეხუტე ,თავი მხარზე დავადე და ოთახს გადავხედე
-მგონი დავასრულეთ...
-დავისვენოთ და თორმეტისთვის მაგიდა გავაწყოთ.
-დავიღალეე- ავწუწუნდი და არ ვშორდებოდი- აუ წავიქცევი იცოდე რო გაიწიო
-ღმერთო როგორი წუწუნა ხარ- ჩაიდუდღნა და მხარზე გამიდო . იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი ქცევა მისგან რომ გაოცებისგან კი არ დავიყვირე ენა ჩამივარდა. კიბე აირბინა და თავის ოთახში დამსვა
-აქ რა მინდა...
-ჩემი საწოლი უფრო რბილია ... არ მესმის იქ როგორ ძლებ
-გინდა გთხოვო სხვა ოთახში გადაყვანა ხო? ამას ელოდი
-ველოდი და იმედები გამიცრუე ... შეეგუე ყველა ჩემს დაგებულ მახეს თავის დახსნის მაგივრად
-ოხ როგორ მინდა დაგახრჩო...
-დღეს არააა -სააბაზანოში შევიდა ტანსაცმელებით დატვირტული და იქედან გამომძახა. მე საწოლზე გადავგორდი,ვიფიქრე რომ გამოვალ მერე შევალთქო ,მაგრამ ისე ტკბილად ჩამეძინა ვისღა ახსოვდა ბანაობა. რომ გამოვფხიზლდი ანდრო გვერდით არ იყო. უკვე გვიანი იყო , გადავწყვიტე მოვწესრიგებულიყავი, საძინებელში დავბრუნდი, ვიბანავე, სადა წითელი კაბა ჩავიცვი ,თმა ლამაზად შევიკარი და მისაღებში გავედი . ადგილზე გავშეშდი ,მაგიდა რომ დავინახე. აქ ელფები იყვნენ თუ ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, ოთახი ნამდვილად მე მოვრთე მაგრამ მაგიდა? ვერ დავიჯერებ რომ ანდროს ნახელავია ... აბა რატომ ალაგებს მაგიდაზე თეფშს?
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?
-მიჩქმიტე
-სად
-რა სად .. სადაა ანდრეა დამიბრუნე ჩემი ჯუჯღუნა თორე იცოდე მოგკლავ
-რა დაგესიზმრა ასეთი
-ოჰ ირონიულიც ყოფილხარ ..ანდრო არაა ასეთი
-რამე ზღაპარი წაიკითხე წუხელ?
-ანდროოო
-მოკლედ რა ვიფიქრე სახლი მორთო , დაბრუნდა მარტო რომ არ ვყოფილიყავი და მაგიდას მაინც გავაწყობ ლამაზად აღარ შევაწუხებ-თქო და ხო დაემართა ისტერიკა ..რა რას აკეთებ- რომ მოვეხვიე ყელზე ისე მოვუჭირე ხელები დავახრჩე-დავიგუდე გოგო
-ვაიმეე აჯუჯღუნდი რაა...როგორ მიყვარს შენი ჯუჯღუნი ვერ წარმოიდგენ საოცრად ხავერდოვანი გიხდება ხმა
-ვიცი !
-თვითდაჯერებული იდიოტი!
-რეალობის აღქმის უნარი არ დამიკარგავს სამწუხაროდ ... მომშორდი ახლა რა გაგიტკბა
-უიმეე ჩემს ჩახუტებაზე ოცნებობენ ...
-ხოდა ვინც ოცნებობს ის ჩაიხუტე შენი ზურიკო აქ არ გყავს?
-ვაიმეე ზურიკო ვის გაახსენდა უნდა დავურეკო ახალ წელს მივულოცავ
-როგორმე არ გამოგეპაროს ,იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია
-ცინიზმი დამღუპველია... შეიძლება მოგახრჩოს - ისეთი საყვარელია მიმიკას რომ იცვის და ტონი დამცინავი უხდება შეუძლია სულ ასეთი იყოს. უკვე 10 საათი იყო, ბუხარი სიმბოლურად ააგიზგიზა, ისეთი სიმყუდროვე იყო ვბედნიერდებოდი. უცებ გამახსენდა რომ ფეიერვერკი არ გვეპოვებოდა და შევიცხადე
-ვაიმეე...რა იდიოტი ვარ როგორ დამავიწყდაააა აუუუ ახალი წელი ფოიერვერკის გარეშე ვის გაუგიააა
-ნუ ღელავ ყველაფერი იქნება
-როგორ ..ვინ მომიტანს აქ აუუუ მაინც დამავიწყდა რაღაც. ..არაფერი ვიცი და ყველაფერი მავიწყდება.
-თვითგვემა გშველის ხოლმე? წავალ მარნიდან ღვინოს ამოვიტან -სულ არ მიუქცევია ყურადღება ჩემი წუწუნისთვის, წაბრძანდა და რამდენიმე წუთი დააგვიანდა . შემდეგ ბოთლებით მოიტანა ღვინო
-ესენი ჩვენ უნდა დავლიოთ? მოვკვდებით
-ლოთს ვგავარ?
-აბა მე უნდა გამომათრო?
-მოისვენე ცოტა ხანს . წავალ მე გამოვიცვლი და მოვალ- ისევ წავიდა. რამდენიმე წუთი ისევ მარტო ვიჯექი მაგიდას დავაკვირდი და ახლაღა შევამჩნიე რომ ორზე მეტი თეფში იდო . შემდეგ მანქანის ხმა , ერთი ,ორი სიგნალის ხმა კიბეზე ანდრო მოდის და გული მიჩერდება.ისეთი სიმპათიურია კლასიკურ შარვალსა და პერანგში რომ თვალები მიბრჭყვიალებს ალბათ. ინსტიქტურად მივყვები უკან და მხოლოდ მაშინ მოვდივარ გონს, საჩუქრებით დახუნძლული მათე, თათა, გიო და კესო რომ დავინახე .
-თქვენ.. აქ კი მაგრამ ..
-ნუ გეშინია ჩანგალზე არ ვართ ანდრიკომ დაგვპატიჟა ძალიან გთხოვთ მარტო ნუ დამტოვებთ ახალი წლის ღამეს იმ ალქაჯთან და მობრძანდითო- თათამ ისე უცებ მითხრა გაბრაზებაც ვერ მოვასწარი. სახლში შელაგდნენ , ანდრო ისე იყო როგორც ყოველთვის . თითქოს არაფერი განსაკუთრებული, შეხვდა თბილად, სახლში შეიპატიჟა, საჩუქრები ნაძვის ხესთან დაალაგებინა და გამომხედა
-არ მოდიხარ?
-გაოგნებულია აცადე, ჩვენც ახლა მოვედით გონს კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ამდენი შეძლო
-კესარიაა ჩემო თოჯინა წამოდი სახლი დავათვალიეროთ- უცებ გააჩერა გიომ და გაიყვანა .
მართლა გაოცებული ვიყავი ,ვერ ვიჯერებდი რომ ანდრომ ეს გააკეთა. ეს იმხელა გადადგმული ნაბიჯი იყო რომ ვიაზრებდი ბედნიერებით ვივსებოდი. თათუს მოვეხვიე, გავიცინე და არც ვაპირებდი დიდხანს მოშორებას
-ეჭვიანი რომ ვარ არ იცის ამან?
-ვაიმე მათე ნუ ბოდავ- ხელი ავიქნიე . უიმე ამ საზიზღარს როგორ უხდება სიცილი, ეს ვის არ დააბოლებს . მოკლედ ამ ძმებს რაღაც საოცრებების ჩადენა შეუძლიათ თავიანთი ღიმილით . ერთი მწვანე თვალებით ანათებს მეორე შავით.
-მაგიდაზე თეფშების დამატება მოგვიწევს ...- ანდრიკომ რაღაც შეტყობინება მიიღო და თავისთვის ჩაილაპარაკა მაგრამ გავიგე. უკან გავყევი მაშინვე .ისე ვიდექი და ვუყურებდი შემომხედა
-რა იყო?
-საერთოდ არაფერი ..შენ ხომ სულ სტუმრებს იღებ და ერთობი რაა გასაოცარი...
-გაიხედე გარეთ კიდევ მოდიან
-ხო? ვინ მოდის? მე არ ვიცნობ სხვას არავისს
-გაიხედე იქნებ რა ხდება...
-კარგი ხო წავალ ,მაგაზე როგორ გეტყვი უარს- ვაიმე ისეთი ბედნიერი ვარ მეტი რომა რ შეიძლება. მოიცა მე ვამბობდი ამას? აი მეტი რა შეიძლება კარს ვაღებ და გაკრეჭილ ლიკუნას და ლაშიკოს ვხედავ . ხტუნვას ვიწყებ, ორივეს ვეხვევი, ვკივი,ვწივი რა ვიცი რას ვაკეთებ. როდის დავმშვიდდი და გავიაზრე რომ ეს ჩემთვის უბედნიერესი ახალი წელი იყო ანდროს გავყევი და მთელი ძალით მოვეხვიე
-მადლობა..არ ვიცი რატომ გააკეთე ვისთვის, რისთვი მაგრამ მადლობა რომ ასეთი გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი იქნება,მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე კარგი
-მიხარია თუ გაგახარე -ფრთხილად მომხვია ხელები მხრებზე და ერთად გავიხედეთ კარისკენ . კესომ გააღო იქ კი ზურა იდგა , რომელსაც ცოტა ხნის წინ შევატყობინე ლიკას აქ ყოფნის ამბავი,მინდოდა გამეხარებინა ჩემი გოგო . ანდროს მოვშორდი და მე შევეგებე სტუმარს
-ამოისუნთქე ადამიანო ..ჯერ არ გინახავს და რა დღეში ხარ- კოცნისას მივაყოლე და ხელი მხარზე დავადე
-ამას არასდროს დაგივიწყებ..რაც გინდა მთხოვე - ჩუმად მითხრა და ლოყაზე მაკოცა
-მოვიფიქრებ რამეს ... წამოდი ახლა კარში დასადგომად მოხვედი?
მისაღებში შევედით, ლიკუნა გოგონებს ესაუბრებოდა ანდრო ბუხართან იდგა და მაშინვე შევნიშნე როგორი გაბრაზებული იყო. ვისი დამსახურებაა? ჩემი სისულელეის, მე ხომ ყოველთვის უნდა ვითამაშო სხვივი გრძნობებით,მთავარია ნერვები მოვუშალო და ვისიამოვნო სხვა რა მადარდებს. ისევ გავაფუჭე ყველაფერი ,ისევ,ისევ და ისევ .
-გაიცანით ჩემი მეგობარი ზურა მანაგაძე..ლიკუნა და ლაშიკო იცნობენ- და ძმას გადავხედე საეჭვოდ რომ უცქერდნენ ზურას. ლაშიკომ ხომ ყველაფერი იცის ლიკუნას შესახებ,მესაიდუმლეები აირან ამათი და-ძმობა საოცრებაა უბრალოდ. ლიკუნას ლოყები შეუფერადდა როცა მოეხვია და გამეღიმა. დრო როგორც კი ვიხელთე და ზურას დატოვება შევძელი ანდროსთან მივედი , უბრალოდ არ შემეძლო ამ თამაშის გაგრძელება . ახალ წელს ვერ შვევხვდებოდი გაბრაზებული,როდესაც მანამ ამხელა მსხვერპლი გაიღო ჩემი ბედნიერებისთვის
-ანდრო...
-გისმენ
-მოკლედ გეტყვი და იცოდე ჩუმად უნდა იყო... ზურას და მე არაფერი გვქონია ზურას ლიკუნა უყვარს და იმ ღამით სულ ჩემ გოგოზე მიყვებოდა. შენი გაბრაზება მინდოდა და იმიტო მოგატყუე ვიცი საზიზღარი ვარ, მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარ ჩემი შეცვლა უკვე აღარ შეიძლება. არ გაბრაზდე რა არ მინდა ახალ წელს გაბრაზებული იყო - ისე უცებ ვუთხარი და ისე გავთავისუფლდი მეგონა ემოციებისგან ტირილს დავიწყებდი, სუნთქვა შემეკრა ყელში ბურთი გამეჩხირა ანდრომ კი არაფერი თქვა ისე დამტოვა
ყველანი ეზოში ვიყავით, ცა სხვადასხვა ფერად იყო განათებული . ირგვლივ მყოფ წყვილებს ვუყურებდი და მეღიმებოდა, ანდროს მზერას წავაწყდი წარბები ისე უცებ შეკრა გამეღიმა ,ტუჩები მოკუმა მეჩვენება თუ ღიმილს იკავებს. მივუახლოვდი და ხელზე მოვეხვიე, ტუჩები ლოყაზე მივაკარი და თავი მხარზე დავადე
-დავივიწყოთ ... - ზურას და ლიკას გავხედე რაღაცაზე საუბრობდნენ მოშორებით იდგნენ ,მაგრამ კარგად გავარჩიე როგორ დაიჭირა ლიკუნა და აკოცა - ოჰოო ყოჩაღ ზურიკო ..ესეიგი მომატყუე რომ მითხარი არ ვიცი ლიკუნა რას გრძნობსო
-ხმამაღლა ფიქრი დაიწყე?
-არ მაცადო ახლა
-ჭირვეულო !
- მოვედი და გაგიბედნიერდა ძმა..მე რო არ ვყოფილიყავი სად გაიცნობდა თათას
-ბედი თუ იყო იპოვნიდა სადმე..ნუ იბრალებ ტყუილად
ვიდექი ეზოში, საქართველოში სადღაც კახეთის მიყრუებულ სოფელში და ისეთი ბედნიერი ვიყავი როგორც არასდროს. ცხოვრებაში პირველად სხვისი სიხარულით ვტკბებოდი, სრულ სიმშვიდეში, საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებდი დროს. ანდრო იყო ჩემთან და მე მასთან, ვგრძნობდი როგორ შეიცვალა ყველაფერი ჩემი ჩაოსვლის პირველი წამიდან ამ დრომდე . მენატრებოდნენ მშობლები ,ისევ ვბრაზობდი , მაგრამ მაინც არ ვნანობდი იქ ყოფნას . ეს იყო დრო ,რომელსაც ვერასდროს დავივიწყებდი...
ემოციებით დატვირთულნი მივუსხედით მაგიდას. მოკლედ გეტყვით , რომ საოცრად გავერთეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემი ურჩხულის სახეცვლილება გახლდათ , მანაც დალია ,ისიც ხუმრობდა, ისიც საუბრობდა, აღარ იჯდა კოპებშეკრული, ისეთი იყო, სულ სხვა ფერი ჰქონდა , ხმაც კი დაუთბა , მისი მწვანეები ისე ანათებდნენ თვალს ვერ ვაშორებდი . მათე გააჯავრა ისეთი რაღაცეები მოყვა მასზე და მერე მისი შემორიგება დასჭირდა. ის ნამდვილად საოცარი ძმაა, არ შეიძლება მათი ერთმანეთისგან შორს ყოფნა . უბრალოდ არ შეიძლება !
-მე მახსოვს ანდრომ რომ პირველად დალია ... -კესომ დაიწყო ანდროს ტუჩთან მიტანილი ჭიქა გაუშესდა, ყბებები დაეჭიმა,ის საზიზღარი კი ამბავს განაგრძობდა .
-კესოო არ გაბედო
-ხო მე ხომ სულ ცოტათი პატარა ვარ მასზე ასე რომ კარგად მახსოვს ის დღე. ბიჭებთან ერთად იყო წასული,რა თქმა უნდა, ესეც იქ ბრძანდებოდა - გიოზე მიგვანიშნა და ეშმაკურად ჩაიცინა- კიდევ ამათი კლასელები ... ყველაზე მოხუცი იშხნელის დაბადების დღე იყო 18 გახდა და წაიყვანა ეს ღლაპები კლუბში ...იქ როგორი არაყი იყო ნამდვილად არ ვიცი , მაგრამ რომ მოიწამლნენ ყველანი და ინტოქსიკაციით იწვნენ მეორე დღეს ერთ პალატაში საცოდავად უნდა გენახათ რამდენი დავცინე
-შენი ბრალი იყო არ წაგიყვანეთ და იმდენი გვწყევლე გვიწია
-რას ვამბობდი? სანამ კატოს გაიცნობდა მანამ მოსწრებული ჰქონდა უკვე ბაბნიკობა. ორი შეყვარებული ჰყავდა თურმე ბიჭს, ისინი ერთმანეთს შეხვედრილან როგორღაც ჯერ ერთმანეთი დაწეწეს. მერე ანდრიკოს მოადგნენ , გაფითრებული იწვა საწოლში საწყლად და რომ დააცხრა ორივე ერთად თავზე ამის სახე უნდა გენახათ. რომ მახსენდება 16 წლის ბიჭი როგორ დღეში ჩააგდეს
-მაშინაც იმდენი იცინა ძლივს გავაჩერეთ ... ანდრო ძლივს გადაურჩა იმათ და ეს იმდენ ხანს დასცინოდა ჭკუიდან გადაიყვანა ბოლოს
-ეგ რომ არ მოგეყოლა ახლა როგორ შეიძლებოდა- ანდროსაც ეღიმებოდა, მაგრამ მაინც წაუჯიჯღინა
-არა ორი შეყვარებული 16 წლის ასაკში არ არის ცუდი .ნუ მე სამი მყავდა , მაგრამ არაუშავს
-ეს გოგო არაა ჩვენი პლანეტიდან ...არ მიაქციოთ ყურადღება
-აბა მე საწყალს ეს ორი ისე მაწამებდა 16 წლის რო ვიყავი შეყვარებული კი არა ბიჭს რომ გამოეხედა ან ერთი სცემდა ან მეორე - კესომ შეგვაცოდა თავი
-თორე მე ხო მაძლევდი ამოსუნთქვის საშუალებას ყველა გოგო დამიფრთხე
-ეს რო წუწუნს იწყებს ვგიჟდები- მათე ახარხარდა და გიორგისგან მიიღო კიდეც თავში ხელი
-ეს ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი რო დაგცინებს -უკვე ისეთი მთვრალები ვიყავით ყველაფერზე გვეცინებოდა, როგრიც სულელური ისტორიაც არ უნდა ყოფილიყო. მათეს თავის გატეხვაზეც კი ვიცინეთ ,საწყალი თურმე ერთი თვე იწვა . მოკლედ ასე ,ბოლოს ყველანი საძინებლებში გადავანაწილე და მეც შევაბოტე ჩემს ოთახში. დავეგდე პირდაპირ და გათიშულს დამეძინა.
დილით ყველა წუწუნებდა, მე კი დავრბოდი პატარა ბავშივით მინერალურით ხელში. თავად მე ანდრიკომ დამიჭირა და დამსვა დივანზე
-დაისვენე მერე ცუდად რო გახდე ესენი კი წავლენ და ჩემი მოსავლელი ხარ
-ისევ საკუთარ თავზე ზრუნავს- დივანზე მივწექი და თვალები დავხუჭე-აბა როდისაა ქორწილი?
-რა ქორწილი
-კარგით ხო მე ვიქნები მეჯვარე არ გეტყვით უარს
-რომელს გვეუბნები - ზურამ გაიცინა და მათეზე მანიშნა
-ორივეს ... რა პრობლემაა
-საქართველოში აღარ ვბრუნდებიო
-მოიცა ლიკუნას აქ იტოვებ?
-გვაცადე ადამიანო ამ საჭირბოროტო თემაზე რატო გვამახვილებინებ ყურადღებას? არ გადაგვიწყვეტია ჯერ
-ოხ ეს პრობლემები... აი ამიტომაა კარგი მარტოობა ... ვბოდავ ახლა მე არ მომაქციოთ ყურადღება მე ვარ გამონაკლისი უბრალოდ - გათიშლი ვიყავი რამდენიმე წამს სანამ არ გავიგე ლიკუნას ხმა“ თოვს“ ისე უცებ წამოვვარდი ლამის გავიშხლართე იატაკზე. ისე მაგრად თოვდა რამდენიმე საათში მიწა დაფარა, მერე კიდევ დაფარა,კიდევ კიდევ კიდევ და ბოლოს იმხელა იყო ჩვენი სტუმრები ჩაიკეტნენ ,ნუ ისედაც ჩაკეტილი იყო გზა .
-მოკლედ ანდრიკო ერთი დღით გაგვიღე სახლის კარი და თუ დავრჩით გაზაფხულამდე
-არც იფიქროთ...
-რა სტუმართმოყვარე ხარ - მათემ გაიცინა და თათა უცებ გაიდო მხარზე- აბა წავიდა გუნდავიიიიიიიიი
-ააააააააა მათეეე არ გაბედოოო მათე ნუ ხარ ბავშვი, მათეეეეე
-გავგრილდეთ ქალბატონო- თოვლში ჩააგდო და ზემოდან მოექცა.
-მეც რომ ჩამაგდოთ არ გინდათ?
-დაგტოვებ იქ - ანდრომ თქვა, მაგრამ ლაშიკომ უკვე გამიტაცა . დაგდება და თოვლის სროლა ერთი იყო,იქეთ ავავსე. მერე ეზოში დავრბოდით , გუნდების წვიმა წამოვიდა, თავზე გვათოვდა, სულ დამავიწყდა მაისურით რო ვიყავი ისე ავხურდი ამ სირბილში და კისკისსში. რომ გავჩერდით მერე ამიტანა კანკალმა
-ამას მე არ დავიტოვებ. როგორც გაყინეთ ისე გამოაჯანმრთელეთ
-პატარა ბავშვი ხო არ ვარ მივხედავ თავს
-ტყეში რო დაიკარგე მაშინ არ იყავი დიდი გოგო?
-სულ უნდა მაყვედრო ახლა? ახალი წელია გაერთე - გვერდი ავუარე და ოთახში შევვარდი. ცხელმა შხაპმა მიშველა. გოგონებს ჩემი ტანსაცმელი დავურიგე, ანდრომაც უწილადა ბიჭებს, მხოლოდ მათე იყო წელს ზემოთ შიშველი
-არ მერგება ანდროს ზედები, პატარაა ეს
-უფრო სწორად შენ ხარ გოლიათი- ანდრიკო არ ჩამორჩა
-ვერ ეგუება პატარა როა
-აბაა მაგაზე დარდი მკლავს
-მათე 16-ის რო გახდა უკვე ყველაზე დიდი იყო ოჯახში და ანდრო იცინოდა იმხელაა ვერ ვეჩხუბებიო ... სხვათაშორის დედამ დარეკა მე და ვახო ბაკურიანში მიდივართ და ხომ არ გადმოინაცვლებთ აქეთ სანამ ჩაიკეტება გზებიო
-მე რატო მიყურებთ? გგონიათ რადგან აქ ხართ დავბრუნდები?
-არა რას ამბობ- შეიცხადეს ერთად -ჩვენ წავალთ ...
-მე ვერ წამოვალ - თათამ მაშინვე განაცხადა - მაპატიე ,მაგრამ მაიას და ვახოს მზერების და სიტყვების ატანა არ შემიძლია ამ ახალ წელს მინდა მშვიდად ვიყო .
-რა უცებ ნებდება ეს. მაიამ როგორ უნდა გაჯობოს ნუ გამაგიჟე - კესო აშკარად თათას მხარეს იყო
-აი მესმის მული
-ეს თვითონაა საშიში გირჩევ არ გააბრაზო თორემ მერე ეძებე პოლიტიკური თავშესაფარი - გიორგიმ თქვა და კესო რომ გაიბუტა მაშინვე მოეხვია-კარგი ხო ყველამ ვიცით შენ როგორი თბილი გოგო ხარ
-აფერისტო ..რამე რეალური მოგეფიქრებინა
-რატოა აფერისტი მაგასთან ხო ხარ ტკბილი და თბილი
-უიმე ჩემი თოჯინა..ამ ბოლო დროს რა მშვიდი და თბილი გახდი მართლა, რამე ხო არ გვჭირს ყველას ჰა? - გიოს ხელები ჰოქნდა მოხვეული და ისე ელაპარაკებოდა როგორც პატარა ბავშვს. ისეთი საყვარლები იყვნენ სულ არ მახსოვდა კესო როგორი ჯმუხია ხოლმე. ცხვირის წვერზე აკოცა გიომ და ჩაეხუტა ქალბატონს
-საიდან მოიტანე.. მე სულ ასეთი ვარ
-ჩემთან კი და საზოგადოდ არა- ყელში აკოცა და ცხვირი გაუხახუნა-ჩემი გემრიელი ქალი
-რაღაც დამწვრის სუნია თუ მეჩვენება
-ჯანდაბა დამავიწყდა ვაიმეეე როგორ დამავიწყდა - გიჟივით გავვარდი სამზარეულოში, სანამ ვიგუნდავე, მერე გამოვიცვალე წვნიანი მედგა დაბალ ცეცხლზე გასათბობად და მთლიანად დაიწვა,ისე დაიწვა რომ ხორცი საერთოდ აღარ იყო, ქვაბიც ნაგვის ურნაში მოხვდა . ისეთი კვამლი იყო დავბრმავდი -არა რა არ დადგება ჩემგან ოჯახის ქალი
-ჩვენ როგორ ვერ ვიგრძენით...
-კიდევ კარგი არ გადამიწვი სახლი თორე მომიწევდა ქოხში ცხოვრება
-იმას კი არ იტყვის დავბრუნდებიო..
-ეგ რო ვთქვა ახლავე დამიწვავს მაია სახლს
-არ გამიკვირდება ეგეც რომ გააკეთონ - კესომ ჩაილაპარაკა და სახედამანჭული გავიდა- გული მერევა რა საშინელი სუნია ..
ფანჯრები გავაღე,ქვაბი გადავაგდე, გაზქურა გავწმინდე და ოთახი დავტოვე. იმედია მალე გავა კვამლი. კედლებიც გასაწმენდი იქნება ,ჯანდაბა როგორ ვერ ვიტან წმენდას, ხელები მტკივდება ,ფრჩხილები მტყდება,ლაქზე აღარაფერს ვამბობ.
მისაღებში ვისხედით, ყავას და ტკბილეულს მივირთმევდით.ანდრო მხოლოდ ტორტს აგემოვნებდა ,გიჟდება ეს ბიჭი ნამცხვრებზე. სხვა არაფერი უყვარს, არა შავი შოკოლადი უყვარს ძალიან. მშვიდად ვსაუბრობდით ,ტელევიზორში საახალწლო ფილმები გადიოდა . ერთ-ერთს ვუყურეთ . მე მაინც საშობაო გრინჩი მიყვარს ,მიყვარს სულ არ ვამჟღავნებ არავისთან მაგრამ აბა ვინმემ გადართოს . კიდევ კარგი ახლა არ იყო თორემ ამათ სიცილს ვინ გაუძლებდა. თოვა შეწყდა, მზემაც გამოანათა და ასე დასრულდა ჩვენი იდილია. ყველანი წავიდნენ და დავრჩით ისევ ორნი. თუმცა არ მაქვს პრეტენზია. კიდევ ემოციების ქვეშ ვიყავი , თან დაღლილიც ,მივწექი ჩემს „ქვის“ საწოლზე და დავიძინე.
შემდეგ რა მოხდა? შემდეგ არც არაფერი. როცა მგონია რომ შეიცვლება კვლავ სტაბილურ მდგომარეობაში ბრუნდება. ისევ ისე გრძელდება, ზოგჯერ ისე მიყვირის და მეჩხუბება მინდა დავახრჩო. თუ შემატყობს რომ ცუდად ვარ ისეთი თბილი და მზრუნველია მინდება ჩავეხუტო და არ გამიშვას. ზოგჯერ კი ჩაიკეტება კაბინეტში და მთელი კვირა ვერ ვხედავ. როგორც კი გაბევრდა თოვლი ,იმდენად რომ თოვლის ბაბუს გაკეთებას შევძლებდი. გგონიათ ჭკუა დამიშლიდა? მივყევი და ვერც კი გავიაზრე როგორ გავაკეთე ბოლო შტრიხი ცოცხი ხელში. სახლის წინ იდგა უზარმაზარი თოვლის ბაბუა და თავს იწონებდა. ფოტოც გადავიღე და ავტვირთე ,შემდეგ მეგობრები გამომეხმაურნენ და მათ ვწერდი.მოკლედ ის დღე კარგად გავატარე. ანდრომ საღამოს შეამჩნია და დამცინოდა . თუმცა მერე შემაქო ,კარგი ნამუშევარიაო მითხრა გასვლის წინ. იანვარი მიიწურა, იანვრის სიცივეს თებერვლის მიჰყვა და დადგა მარტიც. მარტში ისეთი საშინელი ამინდები იყო ამ გაუთავებელ წვიმას ისევ თოვლი მერჩივნა. მოღრუბლული ვიყავი ზეცის მსგავსად და საერთოდ რას ვაკეთებდი კაცმა არ იცის. ანდრო კი როგორც სჩანს საერთოდ პოულობდა ან უბრალოდ გაზაფხული უყვარდა, ზედმეტად ბედნიერი მეჩვენებოდა. ტყეში სიარული დაიწყო, ყველაფერი აყვავდა შუა რიცხვებში და ისეთი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ ყველაფერი მავიწყდებოდა. ჩემი გვრიტები მეხმიანებოდნენ რა თქმა უნდა. ყველაფერი კარგად იყო , ლიკუნა და ზურიკო ხან მანძილის გამო შორდებოდნენ ხან ერთად იყვნენ, ზოგჯერ ამერიკაში , ხანაც საქართველოში ჩამოიტყუებდა. მისმა ძმამ რომ გაიგო ეს ამბავი მეგონა მოკლავდა. ზურა აღმოჩნდა მართალი,რომ ამბობდა არც ეგეთი ხისთავიანიაო,თურმე ხვდებოდა ყველაფერს. თათას შვებულება აქვს , საკუთარ სურვილზეა უნდა იმშავებს უნდა არა . ახლა არ უნდა წასვლა და მათეს ეხმარება. შესაბამისად თამაში განაგრძო, როცა ის არ იყო მის ნაცვლად კარგად გამოცდილი, საკუთარი საქმის პროფესიონალი თათა აგვარებდა ყველაფერს. თან თამაშებსაც ესწრებოდა . ყველაფერი იმდენად კარგად მიდიოდა გაოცებული იყო ყველა, კომპანიის ბიუჯეტიც გაიზარდა, თათამ კალათბურთი ისწავლა , მათემ ბიზნეს ხრიკები ორივემ სიყვარული იპოვნა და სხვა რა უნდოდათ. ყველაზე მთავარი დამავიწყდა ქალბატონი ყინულის დედოფალი ფეხმძმედაა უკვე სამი თვის და პატარა პრინცესას ელოდება . არ მეგონა კიდევ თუ დაბრუნდებოდა ანდრო თბილისში , იმ დღემდე სანამ გიორგიმ არ დარეკა კესოა ძალიან ცუდად და გინეკოლოგი მჭირდებაო. აზრზე ვერ მოვედი ისე უცებ გავარდა, მეც გავყევი და მგონი ოც წუთში კლინიკაში ვიყავით, ორ წამში პალატაში და გონდაკარგულ კესოს გაფითრებული უყურებდა. ყველა გამოგვიშვა ,მხოლოდ ექთანი დაიტოვა .გიორგის რომ ვუყურებდი არ ვიცოდი რა უნდა მექნა , ისიც იგვიანებდა . როგორც იქნა გამოაღწია , ისეტი სახით იდგა და უყურებდა გიორგის მეგონა რაღაც საშინელებას ეტყოდა
-გასვიანო ამოღერღე რა ხდება თორემ ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე- იმხელა სასოწარკვეთილება ჩადა გიორგის ხმაში,გული შემეკუმშა, აცრემლიანებული თვალებით ვუყურებდი ანდროს და ვლოცულობდი ცუდი არაფერი ეთქვა .ის საზიზღარი კი დუმდა .
-არ ვიცი როგორ გაუძლებ... ამ ყველაფერს როგორ გადაიტან . გეყოფა კი ნებისყოფა? შეძლებ ორი კესოს ატანას? არ ვიცი შენს ადგილას ალბათ გავგიჟდებოდი .თუმცა ისედაც ვგიჟდები ,მალე ბიძა გავხდები- ჯერ ხომ დაიწყო და დადგა დრამა ,მერე სიხარულისგან აუბრჭყვიალდა თვალები და გაბადრულმა უთხრა ბოლო სიტყვები . გიორგი არ ვიცი და მე ბედნიერებისგან დავხტოდი , თან ვტიროდი
-მამა გავხდები? კესო ფეხმძიმედააა ? დედა გახდება... ბავშვი პატარა ვაიმე მამა გავხდები- ბოლოს ისე იღრიალა ყურები მეტკინა . ანდროს მოეხვია
ახლა გაგიკვირდებათ ფეხმძმობის გამო ჩამოიყვანა ანდროო? მაგრამ რთული მდგომარეობა იყო. ქალბატონი მუშაობდა , არ ისვენებდა, საერთოდ არ მიაქცია თავის მდგომარეობას ყურადღება და ისე ცუდად გახდა ყველაფერს იფიქრებდნენ . გიორგი ვერც აზროვნებდა ისე იყო თითქოს მედიცინასთან შეხება არ ჰქონია არასდროს. მოკლედ ძალიან კარგი იყო ანდრიკომ რომ შეატყობინა პირველმა ეს სასიხარულო ამბავი. თქვენ უნდა გენახათ თავად კესო რომ გამოფხიზლდა ,გიორგიმ კოცნა რომ დაუწყო და ერთი სიტყვაც ვერ გაიგო
-დამშვიდდი ერთ წამს და გამაგებინე რატომ არ ვარ სასამართლოზე
-გონება დაკარგე, ცუდად გახდი ძალიან ცუდად . შენ გგავს ჩვენი შვილი. ძალიან კარგი ნახე როგორია შენი გაძლება ...
-ვინ მგავს?
-მანდ ბავშვია ... ჩვენი შემოქმედების ნაყოფი ხო და კიდევ სამსახურს თავს დაანებებ , წოლითი რეჟიმი დაგინიშნა ბატონმა ანდრეამ და ვერ დაარღვევ. კიდევ ძალიან მიყვარხარ...უსაზღვროდ და ერთი სული მაქვს როდის დავინახავ ჩვენს პატარას- ყველაფერს ვიფიქრებდი,მეგონა იყვირებდა, სიცილს დაიწყებდა, გაგიჟდებოდა იბორიალებდა. ის კი გიორგის უყურებდა მის ხელზე თავისი ჰქონდა ჩაკიდებული და მუცელზე იბჯენდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა. საერთოდ მეგონა ამას ტირილი არ შეეძლო,თურმე შეძლებია. გიომ გულში ჩაიკრა და ცრემლები კოცნით ამოუშრო. ანდრო იდგა კედელს მიყრდნობილი და გაღიმებული უყურებდა წყვილს, მაგრამ ამ ღიმილშიც ჩანდა სევდის ნაპერწკალი, რომელიც ალბათ ისევ კატოს გამო იყო.
მოკლედ ასე იყო ეს ამბავი, შემდეგ კესო ისე შეიცვალა ყველანი გაოცებულები ვიყავით. სამსახურს რომ შეეშვა ეგ საერთოდ საოცრება იყო, სახლში იყო სანამ წოლითი რეჟიმი ჰქონდა, გიოც რა თქმა უნდა გვერდიდან არ შორდებოდა. ხშირად ვესაუბრებოდით. ანდრომ ყველაფერი იცოდა მისი მდგომარეობის შესახებ. ისეთი ბედნიერი იყო მასთან საუბრის შემდეგ გული მითბებოდა. წარმოიდგინეთ, მშვიდი კესო, არც ტოქსიკოზი ჰქონდა, არც რაიმე გამორჩეული სურვილები, იყო უწყინარი , სათუთი ქალი . ხუმრობდა კიდეც ვაჟბატონი, ყველა ქმარი სურვილებს ფეხმძმობაში ასრულებს ჩვენთან პირიქითაა აქამდე სულ რაღაცას მთხოვდა ახლა კიდე ისეთი მშვიდია ბავშვი მე მგავსო.
.....
დრო გადიოდა მინდოდა რაღაც სამახსოვროდ დამეტოვებინა ანდროსთან . ამიტომ ბავშვობა გავიხსენე და დავიწყე ხატვა. განაპირა ოთახი ავარჩიე, ანდრო იქ არ შედიოდა, კედელიც შეღებილი იყო და მარტივად შევძლებდი ხატვას. მისი ერთ-ერთი ფოტო ავიღე,მალულად ვუღებდი და ყველაზე მეტად რომელიც მომწონდა ის დავხატე. თვალებზე ყველაზე დიდხანს გავჩერდი . როგორ უნდა გადმომეცა მისი თვალების ელვარება წარმოდგენა არ მქონდა ერთ დღესაც მუზა მოვიდა, გრძნობებით ავივსე და გამომივიდა. საკუთარი თავით კმაყოფილი ვუყურებდი მის სახეს . წარწერა იყო საჭირო , დიდხანს არ მიფიქრია, წვრილი ასოებით დავწერე „ შენ ჭირვეულს უყვარხარ“ . იმ დღეს დავფარფატებდი ,თუმცა რაღა დღეს უკვე საღამო იყო .ანდრო დერეფანში შემეჩეხა
-სად იყავი გეძახი რამდენი ხანია.
-ჩამეძინა უბრალოდ
-ასეთი რა დაგესიზმრა თვალები გიბრწყინავს
-შენ.. შენ დამესიზმრე
-მე? ნამდვილად?
-ხო ისეთი მხიარული იყავი მეც გავხალისდდი, თუ არ დამაბრუნებ რეალობაში მადლობელი ვიქნები. - სწრაფად ავუარე გვერდი და ოთახში შევიკეტე
-ჩემი რეალური სიხარული თუ გინდა ნახო რაღაც უნდა გააკეთო
-განა შესაძლებელია ჩემი ურჩხულის გამხიარულება?
- ძალიან მინდა შოკოლადის კექსი
-სურვილს რა სჯობს , უნდა იყიდო და მიირთვა
-გადასარევია . აქ იცი საკონდიტრო სადმე ახლოს?
-კი როგორ არა .ციყვს აქვს გახსნილი - ირონიულად გავუღიმე და თავი ისე დავიჭირე თითქოს არ ვაპირებდი მომზადებას
-არ გამიკეთებ? - ისეთი თვალებით მიყურებდა, როგორი ძალაგამოცლილიც არ უნდა ვყოფილიყავი მაინც მოვუმზადებდი. ისე მომინდა ჩავხუტებოდი ...
-თუ ფილმს ვნახავთ და ბატიბუტს შენ გააკეთებ კი
-კარგიი ... შენ თუ კექსს გააკეთებ პოპკორნი ჩემზეა . იცოდე ბევრი კაკაო ჩაყარე და შოკოლადიც შეურიე - ისე გაუბრწყინდა თვალები როგორც პატარა ბავშვს.მოკლედ ამის ტკბილეულისადმი დამოკიდებულება მაგიჟებს.
თმა შევიკარი, მოვწესრიგდი , წინსაფარი გავიკეთე, სიმღერა ჩავრთე და დავიწყე მზადება. ცეკვაში ისე გავერთე ბოლოს ლამის დავწვი ,მაგრამ გადავრჩი. უგემრიელესი გამოვიდა . ზემოდან მოვრთე და თეფშზე გადავიტანე.
-მმ რა სუნიააა...
-ხელი არ ახლო- უცებ დავარტყი საწმენდი და მანაც ინსტიქტურად გასწია ხელი და დამიბრღვირა
-თუ არ მაჭმევდი რას აკეთებდი
-ცხელი რომაა ხვდები? ეგრე გემო არ ექნება. ცხელი ნამცხვრის ჭამა არ გამიგია მე
-ნუ ღელავ შენ. აიტანს ჩემი კუჭი, მაგრამ თუ არ ვჭამე შეიძლება მოვკვდე სურვილისგან- ოხ როგორ ვერ ვიტან ტუჩებს რომ იწვალებს, უფრო უწითლდება , მგონია რომ ეს რბილი ბაგეები უხეშდება და სურვილისგან ვკვდები მართლა.
-ჯანდაბა გეყოფა!
-რა მეყოფა-მართლა ჯანდაბა ! როგორ მომივიდა ეს , ნუთუ ხმამაღლა ვთქვი . უცებ გაჩერდა და გაკვირვებულმა გამომხედა
-რა და .. რა გეყოფა და წუწუნი, ვერ გავიგე რატომ მიშლი ნერვებს , არ შეჭამ გაციებამდე და მორჩა - ავაცალე თეფში და სხვაგან გადავდე. საჭირო ხილი ავიღე, დანა და წვენსაწურს მივუჩოჩდი
-ღმერთო ჩემო, შემიწირავს ეს ქალი ! - ხელები აიქნია და ბურტყუნით წავიდა. ისეთი საყვარელია ამ დროს შეიძლება შეიშალო ადამიანიი. მე კი მის სამზერლად სულ რაღაც ერთი თვე მრჩება . ხუთი კვირა ,უფრო ზუსტად და შეიძლება მოვკვდე. ფიქრებში წასულს სულ დამავიწყდა უკვე რომ დავანაკუწე ბანანი და მის ნაცვლად თითი გავიჭერი. ტკივილისგან წამოვიკივლე, ხელზე რომ დავიხედე სისხლი მდიოდა . როგორც მჩვევია ტკივილისას ცუდად გავხდი, პანიკაში ჩავვადი და რას ვკიოდი , ტირილთან ერთად არ ვიცი. მხოლოდ ის მახსოვს ანდრო ორ წამში ჩემთან იყო , ხელი დამიჭირა და სასწრაფოდ მომახვია ნაჭერი . მერე ჩემს გაჩერებას ცდილობდა, ბოლოს დაიღალა
-გაჩერდი ბოლოს და ბოლოს- დაიყვირა და ისე ჩამეხუტა სული განვუტევე. მისი სურნელის ასე ერთბაშად შეგრძნებამ გონება გამითიშა, აღარც ტკივილი მახსოვდა, აღარც სისხლი და საერთოდ არაფერი. მხოლოდ მისი თითებს ვგრძნობდი ჩემს თმებში რომ დასრიალებდნენ და ტუჩებს ნაზად რომ მეხებოდა თავზე. - დამშვიდდი , ყველაფერი კარგადაა.შემომხედე- ნიკაპზე მომიჭირა ოდნავ და თავი ამაწევინა - დაგისივდა თვალები- ცრემლები ისე ნაზად მომწმინდა თვალები მიმელულა ,მინდოდა თითები არ მოეშორებინა ინსტიქტურად დავუჭირე ხელი და მისი ხელისგული ლოყაზე მივიბჯინე . შემდეგ ტუჩები მივაწებე , ვიცოდი გაკვირვებული მიყურებდა, არ მინდოდა თვალების გახელა. მის თითებში ჩემი ავხლართე ხელი ქვემოთ ჩამოვუშვი და ისევ ჩავეხუტე . მისი გულისცემა მესმოდა, ზოგჯერ ისე აუჩქარდებოდა მეგონა გაუსკდებოდა, ზოგჯერ კი საერთოდ არაფერი მესმოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე, იქნებ სულაც რამდენიმე წამი ,მე კი საუკუნედ მეჩვენებოდა . იმდენად მომწონდა ასე ყოფნა არასდროს მოვშორდებოდი, არც თავს მივცემდი გამოფხიზლების საშუალებას,მაგრამ ანდრო აშკარად შევაწუხე. სკამზე დამსვა და ძალიან მშვიდად მოიტანა ბინტი, პირტი და დამიმუშავა ნორმალურად ჭრილობა. ვერაფერს ვგრძნობდი ,ვუყურებდი თვალის მოუშორებლად მას კი ერთხელაც არ შემოუხედავს , ჩვეული ურეაქციობით აკეთებდა საქმეს. მისთვის სულერთია ეს ყველაფერი, რამდენჯერ ვყოფილვარ მის მდგომარეობაში,როცა გიჟდებოდნენ ჩემზე ათას სისულელეს აკეთებდნენ ,განსაკუთრებით თინეიჯერობისას მე კი ოდნავადაც არ მადარდებდა, გულამდე ვერ აღწევდა მათი მოქმედება . ისიც ასე იყო , მის გულს მე ვერასდროს მივაღწევ, იქ დამკვიდრებაზე ფიქრიც კი აუხდენელი ოცნებაა. ფიქრებს ,ცრემლები მოჰყვა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე ეს ანდრომ რომ ამომხედა
-გტკივა? რატომ ტირი ტასო .. ტასო ამოიღე ხმა თუ გტკენს მოგხსნი ან უფრო მსუბუქად გავაკეთებ- დაბნეული იყო . ერთადერთი ჩემი ცრემლები მოქმედებდა მასზე , ვიცოდი გული სტკიოდა როცა ვტიროდი , ხელი გამოვტაცე და გავიქეცი. თვალები უკვე მებინდებოდა, ვეღარაფერს ვხედავდი,უბრალოდ მივდიოდი. ტყეში შევედი , გვიანი იყო ცრემლებს მუჭებით ვიწმინდავდი რამე რომ დამენახა , ფეხი წამოვკარი ხის ფესვს და დავეცი. ფიზიკურ ტკივილს ვერ ვგრძნობდი ,სული მტკიოდა და მეგონა ვიღაც უზარმაზარ დანას ატრიალებდა ჩემში და შიგნეულს მიჯიჯგნიდა. მიწას დავუშინე ხელები და ისეთი ხმების გამოცემა დავიწყე ალბათ დაჭრილ ნადირს ვგავდი. მუხლებზე დაცემული, გადაყვლეფილი ხელებითა და ფეხებით ,დასიებული თვალებით შუა ტყეში ვეგდე. ზემოთ ავიხედე ხეებს თვალი ავაყოლე ,ყველაფერი დატრიალდა შემდეგ დაბნელდა და გავითიშე. გონს სპირტის მძაფრმა სუნმა და ცხვირის წვის შეგრძნებამ მომიყვანა. თვალები გავახილე და ანდროს აბრიალებულ მწვანეებს წავაწყდი . საწოლზე ვიწექი, ჩემი ფეხი მუხლზე ედო და მიწმენდდა, ისე მაჭერდა მგონი ბრაზს ანთხევდა
-გამოფხიზლდი? რა დიდი ბედნიერებაა ! დაასრულე ისტერიკა? - ისე დააწვა ჭრილობას დავიყვირე, მაგრამ ფეხი ვერ დავიხსენი- მოისვენე !
-ისტერიკის უფლებაც არ მაქ ესეიგი, შენ რა გაწუხებს ხომ წავედი ვერ დამანებე თავი? რატომ წამომყევი ვეგდებოდი იქ და ბოლოს გამოვფხიზლდებოდი ! აქ ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ კიდევ კარგ მდგომარეობაში მაქვს ფსიქიკა
-მერე ვინ გთხოვს დარჩენას, ჩაალაგე ბარგი და წაბრძანდი-თქო რამდენი ხნის წინ გითხარი ,მაგრამ არ გამოიყენე შანსი. შენ ხომ ჯიუტი მაგარი გოგოს როლს თამაშობ“სიტყვას არ გადავალ“ შენც არ მყავდე კანონიერი ქურდი . გითხარი წადი და ჩავთვალოთ რომ მთელი წელი აქ იყავი-თქო ,რატომ არ წახვედი
-წავედი . ტყეში რომ დავიკარგე მაშინ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ერთმა ბიჭმა მითხრა არსად გიშვებ შენს გამო ტყუილს არ ვიტყვი იმდენად უმნიშვნელო არსება ხარ ჩემთვისო და დავრჩი . მაგრამ ამ ველურს ათასჯერ ეცვლება აზრი და უნდა თავის ჭკუაზე მათამაშოს როცა რა განწყობაზე იქნება და ახლა მეუბნება რომ ტირილის უფლებაც არ მაქვს -კიდევ ერთხელ გამახსენდა ყველაფერი ,თავიდან დატრიალდა ემოციები
-მართალია საერთოდ არ მაინტერესებს რა დაგემართება, ისე უბრალოდ წამოვედი იმ ღამით ტყეში მთელი ღამე დაგეძებდი, მერე ლამის ხელით ჩაგიყვანე საავადმყოფომდე, ადამიანს არ ვგავდი , თბილისში დავრჩი .ლამის მოვკალი ექიმები მალე რომ ემოქმედათ და რამე არ დაგმართნოდა. სახლში დავბრუნდი იქ სადაც ყოფნა სულს მიხუთავდა . ორი კვირა შენს ხუშტურებს ვიტანდი,ყველაფერს ვაკეთებდი ,გივლიდი და ფეხებზე მართალია. გაგათავისუფლე, ახალი წელიც კი ავღნიშნე პირველად კატოს გარეშე იმიტომ რომ გამეხარებინე და თვალებამღვრეული არ მენახე . არ შეცვლილიყავი, პატიება არ გეთხოვა და ჩვეულებრივი არ გამხდარიყავი
-შენ თვითონ მითხარი...- ვუყურებდი და ისევ სლუკუნს ვიწყებდი პატარა ბავშვივით. ტუჩები დამებრიცა ,თვალები ამემღვრა ,სახე მომექუფრა და ცხვირი დარწმუნებული ვარ სულ ამიწითლდდა
-რა მნიშვნელობა აქვს რა გითხარი ტასო ... მე არასდროს ვამბობ . მე ვაკეთებ !- ბოლო სიტყვები თითქოს წყენით თქვა , ხელი გამიშვა ,ბამბები დაყარა საწოლზე და წავიდა. მე კი ვიჯექი საწოლის კუთხეში ,პატარა შემცივნული ბეღურასავით და ვტიროდი . შემდეგ იგივე ფორმაში დავწექი და ბოლოს ისევ გავითიშე , ტვინმა ვეღარ გაუძლო, ამას ალბათ ჩაძინება ერქვა ვიდრე გონის დაკარგვა. გავიგე როგორ შემოვიდა, სახეზე დაწებებული თმები უკან გადამიწია, ძალიან ფრთხილად მოქმედებდა. საბანი გადამაფარა რამდენიმე წამს მიყურებდა, მეგონა შუბლზე მაკოცებდა, მაგრამ არა ,უბრალოდ წავიდა.
დილით წვიმის ხმამ გამაღვიძა, გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდი იყო. ისევ წვიმა, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.თავი მისკდებოდა, კუნთები მტკიოდა, კანი ისე ცუდად გამოიყურებოდა სახე მომეღრიცა. თითების მოძრაობისას მტკივა და იმდენად შემაწუხებელია ჭკუიდან ვიშლები. ასე დამემართება ალბათ სულ თავის კონტროლს თუ ვერ მოვახერხებ. სასაცილოა , აქამდე რაც არ უნდა ეთქვათ, როგორც არ უნდა მომქცეოდნენ რეაქცია არ მქონდა. ერთ ყურში შედიოდა მეორედან გამოდიოდა. ახლა კი ურეაქციობამ გამაგიჟა. წამოვდექი ,ისე შემაქანა წონასწორობა ვერ დავიცავი და ისევ საწოლზე დავჯექი
-დამშვიდდით ჭირვეულო? შეიძლება შემოვიდე თუ ამჯერად ყვირილს არ დავჯერდებით და სხვადასხვა საგნები დავუშინოთ ერთმანეთს-უბრალოდ მაგიჟებს! როგორ შეიძლება წუხანდელის შემდეგ ასე მშვიდად დგომა და ირონიული მზერით ჩემი დაჯილდოვება.მინდა მივიდე და მოვახრჩო. გაბრაზებულმა ავხედე - ხარი ხართან რომ დააბაო... ისე მიბღვერ მგონია საკუთარ თავს ვხედავ
-ხუმრობის ხასიათზე მოსულხარ... გილოცავ. კატოს გარეშე ხუმრობა როგორ შეძელი !- არც კი ვიცი რატომ დავგესლე, ფეხზე წამოვდექი ,კარში გაქვავებულს გვერდი ავუარე და იქ დავტოვე. გამოვიცვალე, ჭრილობები დავიმუშავე და საქმეს შევუდექი. მშვიდად ვაკეთებდი ყველაფერს, ველოდი რომ მოვიდოდა მაგრამ არ ჩანდა. კარის ხმა რომ გავიგე მას შემდეგ არ ჩანს. არ შემოსულა ნეტავ? გარეთ ქარიშხალია და სახლში არ არის? მოკლედ ეს ამინდი და ტყე ან ერთს შეგვიწირავს, გაბრაზებულ გულზე, ან მეორეს. ეზოს ბოლოსკენ სირბილით წავედი და იქ მდგომ ანდროს ხელი დავავლე.
-ანდრო წამოდი!
-შენს ბრძანებას უნდა დავემორჩილო? !
-ისევ ნუ დავიწყებთ ,გთხოვ . - გავჩერდი ,უკვე მთლიანად სველი ვიყავი ხელი გავუწოდე - წამოდი სახლში ვისაუზმოთ. ჩხუბისთვის დრო აღარ გვაქ ერთი თვეღა დარჩა ანდრო. - თვალებში მიყურებდა, მერე ხელი ჩამავლო და სახლისკენ გაიქცა,მეც მივყვებოდი როგორც კი მივაღწიეთ კარს ავეკარით.ღრმად ვსუნთქავდი,შეუჩერებლად მოდიოდა სახეზე წვეთები
-გამოვიცვალოთ და ვისაუზმოთ - გასცა ბრძანება და მეც შევასრულე.
რამდენიმე წუთში მაგიდასთან ვისხედით და ვსაუზმობდით.
-კექსი? -უცებ გამახსენდა და წამოვვარდი.
-მე ახალი მიყვარს ,ჯერ კიდევ თბილი შენ კიდე გამაციებინე გუშინ
-პატარა ბავშვივით ნუ წუწუნებ ამხელა კაცი და გასინჯე
-კექსმა გადაგარჩინა!- დიდი ნაჭერი გადაიღო და ისე ჩაკბიჩა ნეტარებაში იყო. ისე საყვარლად აცმაცუნებდა ტუჩებს , ვიჯექი და ვუყურებდი. სანამ არ დაასრულა და წვენიც არ დააყოლა არაფერი უთქვამს-ვინმეს შემორიგება თუ მოგინდება ეს გაუკეთე და იცოდე დაკერავ ყველაფერზე ,რაც გინდა თხოვე
-ანუ რაც მინდა გთხოვო?
-ჩემთან ვალში იყავი ... შესაბამისად ნერვების მოშლის საფასურს კიდევ ერთი ნაჭრით გადამიხდი.წვენიც გემრიელია, შენი რეცეპტია?
-რა თქმა უნდა-ყელი მოვიღერე და ამაყად გავიჯგიმე.
-„რა თქმა უნდა“- ხმა დაიწვრილა და ჩემსავით გაიჯგიმა -რა გეშველება მე არ ვიცი!
-შენ რა გეშველება თორე მე არაფერი მაქ საშველი - ენა გამოვუყავი და სამზარეულოსკენ წავედი.
მთელი დღე წვიმდა, ნერვებმა მიმტყუნეს, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებია, მგონი მეორედ დავყევი სახლს და მტვრის ნაწილაკებს დავუწყე დევნა მიკროსკოპით. თაროზე მივაგენი ნარდს.გაგეცინებათ მაგრამ ჩემი საყვარელი ბებიკო სხვა დანარჩენთან ერთად თამაშს მასწავლიდა. რაც გარდაიცვალა მას შემდეგ აღარ მითამაშია მაგრამ გავიხსენებ. თან წვიმს და დავჯდები და ვითამაშებ რა დაშავდება. ისე ყველაფერი რაც საქართველოს და ქართველების შესახებ ვიცი ბებოს დამსახურებაა, თუ რამე მეხერხება ამქვეყნად დალევის გარდა ყველაფერი ბებოს ჩიჩინის შედეგია.
-ანდროოო- საფეხურები სიე ჩავირბინე ლამის დავგორდი. მისაღებში შევვარდი და წინ დავუდექი ტელევიზორს. გაბრაზებულმა აომხედა
-რა გინდა?
-ვითამაშოთ რა
-ნარდი? შენ ეგ იცი საერთოდ რა არის? ჭადრაკი არაა
-აუუ ვიცი და განახებ რომ დაგამარცხებ
-ვინ შენ? მე? ნარდის მეფე ვარ გოგო- ვაიმეე ეს რა ხდება ხალხო, ანკესს წამოეგო? ტელევიზორი გამორთო და წამოიწია-დადე აბა მიდი. რომ გაგანადგურებ იცოდე ხმა არ გავიგო შენი- გავშალე და დალაგება დავიწყე. ისე მიყურებდა ,მგონი ეგონა რომ არ ვიცოდი თამაში. მოიცა? მიყურებს და მერე ალაგებს? არ იცის თამაში, დარწმუნებული ვარ. ვაიმეე ახლა მინდა ავხარხარდე, მაგრამ ჯერ არა,ვნახოთ როდემდე გაძლებს. პირველად მე გავაგორე კამათელი 6 მოვიდა. მანაც გააგორა და საერთოდ გადავარდა კამათელი.ღმერთო რა მოუხერხებელია.
-სად წაიღე ადამიანო..
-აბა მე რა ვიცი. სამწუხაროდ დაიკარგა და ერთით ხო ვერ ვითამაშებთ. გაიწიე ისევ ვუყურებ რამეს- ასე ხომ? შენ გგონია ასე მარტივად დავნებდები? დავიწყეძებნა სად არ შევძვერი და ბოლოს კარადის გვერდით ვიპოვნე .
-ვიპოვეეე-ისე დავიკივლე შეხტა. მე ვიწყებ- ავიღე ორივე კამათელი და გავაგორე. უყურებდა და ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა. გამიმართლა შაში ბეში მოვიდა . ერთი კენჭი გამოვიყვანე მისი ტეროტორიიდან. გადათვლა არც დამჭირდა, ის კიდე აკვირდბეოდა თითოეულ ხაზს -ესეც ასეე. შენი ჯერია
-აა ხო - გამომართვა და გააგორა სე იაქე მოვიდა არაჩვეულებრივად შეეძლო გამოყენება . მაგრამ რა იცოდა , ერთი საათი რომ უყურებდა უბრალოდ აიღო კენჭი და ოთხი გადათვალა თან უკუღმა
-შემთხვევით უკუღმა ხომ არ თამაშობ?- თავს როგორ ვიკავებდი არ ვიცი, მაგრამ აშკარად შევძელი
-რატომ
-სხვა მიმართულებით უნდა წავიღოთ კენჭები, რა გჭირს? ლომი არ ხარ ნარდის? თუ როგორ?
-დამაბნიე იმდენი იყიყინე
-ვინ მე? კარგი გავაგრძელოთ ითამაშე წესიერად ეგ არ ითვლება. -აიღო და გადადო .- ისე სურვილზე რომ ვითამაშოთ? ვინც მოიგებს ერთ სურვილს შეასრულებინებს მეორეს
-არა!
-რატომ შეგეშინდა? ...კარგი რა აღიარე რო არ იცი - ვერ მოვითმინე და ავხარხარდი
-მეგონა შენ არ იცოდი.რას წამოვიდგენდი ნარდის თამაში თუ გეცოდინებოდა . ახლა მაინც შემეშვი..
-გასწავლი და ვითამაშოთ რა..არ გბეზრდება ამ გადაცემების ყურება?
-არა!
-აღარ გაგიკეთებ ნამცხვარს
-ნუ გააკეთებ ...ბავშვო
-ერთადერთი კაცი დედამიწაზე ვინც ბავშვს მეძახის
-ანუ ნამდვილ ტასოს არავინ იცნობს
-ხმამაღალი განაცხადია ზედმეტადაც კი - უცებ ავაცალე გაბრაზებულმა ნარდი
-კაი ხო მასწავლე...ბუტია ბავშვი- გაიცინა და დაწყობა დაიწყო. მეც მოვედი ისევ ხასიათზე და დავიწყე ახსნა,იმდენად მაგარ რიცხვებს სვამდა მომიგო . მერე ნერვებს მაგლეჯდდა და გამაბრაზა,დანებება მინდოდა, მაგრამ არ დამაცადა.ხან ის იგებდა ხან მე, იმდენი ვიცინე სახელებს რო ვერ იმახსოვრებდა. მოკლედ კარგად გავერთე. ბოლოს დავიღალეთ,სათვალავიც აგვერია და დავიშალეთ.
ღამით ელვაც იყო, ჭექა-ქუხილიც და საერთოდ ელექტროენერგია ბოლოს მაინც გაითიშა. ვერ დავიძინე, ჩემს ოთახში ხო უკუნითი სიბნელეა. ტელეფონი ავიღე და ანდროსთან ავედი. ისე მივუწექი გვერდით არც შეტოკებულა, მისმა სიმხურვალემ მაშინვე დამწვა. გაყინული ხელები შემოვხვიე და მკერდზე დავადე თავი.ისე ტკბილად ეძინა არც გაუღვიძია, ხელები მომხვია და ნახევარი ტანით ზემოდან მომექცა, ჩემს ყელში ჰქონდა სახე ჩამალული,ღრმად სუნთქავდა, იწვის მგონი. არა სიცხე არ აქვს, მაგრამ არც მშვიდად ძილი ჰქვია ამას, აუცილებლად გაიღვიძებდა და არც ასე მომხვევდა ხელს. რამდენიმე წამი ვაკვირდებოდი, მიმიკებს იცვლიდა, ჯერ თითქოს იღიმოდა, კმაყოფილება ეხატა სახეზე,შემდეგ მოდუნდა, რამენიმე წამში საპირისპიროდ შეიცვალა, ხელი ისე მომიჭირა თითქოს ჩემი დაჭერა უნდოდა ,კლდიდან ან რა ვიცი საიდანღაც ვვარდებოდი და მიჭერდა.
-ანდრო .. ანდრო მტკენ .გაიღვიძე - შევანჯღრიე და როგორც იქნა გამოფხიზლდა. ზემოდან დამყურებდა
-რა გინდა აქ- ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული, დაბინდული ჰქონდა თვალები
-ცუდი სიზმარი ნახე?
-კარგი იქნება ასე თუ არ შემოხვალ,სიზმრებს დიდი ხანია ვერ ვაკონტროლებ და არ მინდა რამე დაგიშავო - თითქოს გაბრაზდა, მაგრამ მაინც მღელვარება ეტყობოდა ხმაში
-ეს აქამდე ...
-აქამდე რატომ არ გადმოგიყვანე ამ სართულზე
-შენს გვერდით როცა დავიძინე არასდროს...
-მაშინ არ მესიზმრებოდა
-ხო ახლა რომ მოვედი აშკარად უკვე დაწყებული იყო შენი კოშმარი
-აქ რა გინდა მაინც არ მითხარი
-შემცივდა,ყველაფერი ჩაბნელდა, წვიმს , ქუხილია და ვერ ვიძინებ
-მაინდამაინც უნდა დამახრჩო მერე?
-ჯერ ეს ერთი შენ თვითონ ჩამეხუტე და ლამის დამახრჩე ,მერე მეორე მადლობა მითხარი რო ძილის საშუალებას გაძლევ- გაბუტული მოვშორდი და ზურგი ვაქციე. რამდენიმე წუთი მიყურებდა, ვიცი გაიცინა. ხელი მომხვია მუცელზე და ძლიერად ამიკრა სხეულზე.
-დავიძინოთ ,თორე ხვალ ცუდ ხასიათზე ვიქნები- ჩემს ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და მისი სიახლოვე მწვავადა. წესით არ უნდა დამძნებოდა, რაღაც უნდა მეღონა , რაღაც გამეკეთებინა , მაგრამ არა ფანტაზიებიც აღარ მაქვს გარყვნილი . დავბერდი მგონი, რა ჯანდაბაა ვერ გავიგე.
დილით მის გვერდით გაღვიძება იმდენად სასიამოვნოა რაც შეიძლება გვიან მინდა გაიღვიძოს, მაგრამ სად მაქ ამის ბედნიერება. რამდენიმე წუთი ვუმზერ მძინარეს , ვტკბები მისი სიმშვიდით და შემდეგ უცებ ახელს თვალებს,იბრუნებს ჩვეულ გამომეტყველებას და ჩემი ზღაპარიც სრულდება.
იმ დღის შემდეგ კარგი ამინდები იყო და ამოვისუნთქე. ტყეში დავდიოდით, თითქმის მთელი დღე იქ ვიყავით.. მდინარესთან ვსხდებოდით , ან უბრალოდ ვსეირნობდით და ვსაუბრობდით.ბევრი ისეთი ამბავი მოვუყევი ჩემს შესახებ გააზრებაც ვერ მოვახერხე,საიდუმლოს რომ ვუმხელდი. ერთხელ გამაბრაზა და კრემიანი ნამცხვარი ‘მივახატე“ სახეზე. იმდენი ცხოვრებაში არ მირბენია .ლამის მთელი ტყე შემოვირბინე, მემუქრებოდა მოგკლავო და მეც ვითომ მართლა მომკლავდა შეშინებული გავრბოდი .ჯერ დამფრთხალი მერე ვკისკისებდი, ტყე იხმიანებდა ჩემს ხმას და ყველგან ისმოდა. ბოლოს დამიჭირა და მინდორზე დავვარდით ორივე. მეგონა რაღაც სასწაულს გააკეთებდა ისე მიყურებდა, ხელები წელთან რომ გადაიტანა სიცილი ამიტყდა, ლამის დავიგუდე . ამას ვერ წარმოვიდგენდი, მერე ვიგრიხებოდი და ვევედრებოდი გაჩერებულიყო . ალბათ ყველაზე უშნო ვიყავი იმ დროს . ბოლოს დაიღალა სიცილით და ჩემი წამებით ისევ დამიჭირა და ჩამეხუტა . იმდენ უცხო გრძნობას განვიცდიდი, იმდენი ფერი იყო მასთან რომ არც კი ვიცი როგორ აღვწერო . ის დღეები სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემ გონებაში.
მოვიდა ერთ დროს ნანატრი გაზაფხულის დასასრული. უკანასკნელი დღე ჩემი საქართველოში ცხოვრებისა. როგორ შეიცვალა ყველაფერი, ჩამოსვლის წამებიდან დღეებს ვითვლიდი, ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი , დავუბრუნდებოდი ჩემს ჩვეულ ცხოვრებას ახლა კი ,როდესაც დრო მოვიდა მე უბედური ვარ. ბარგს ვალაგებ , თანვე ვიხსენებ თითოეულ დღეს და მტკივა, ანდროსგან შორს ყოფნას ვერ წარმოვიდგენ. მისი მზერა, ხმა, სიარულიც კი მომენატრება. უცებ ვფიქრობ რა იქნება დარჩენა რომ მთხოვოს, დავრჩები?! რომ მითხრას კატოს დავიწყებაში დამეხმარეო, შენს შეყვარებას ვეცდებიო მე რას ვგრძნობ... მე მიყვარს? არ ვიცი . დარწმუნებული რომ ვიყო შევძლებდი, რომ გამოგვივიდოდა ვიბრძოლებდი , მისთვის და ჩემთვის, მაგრამ არ შემიძლია. მასში არსებულ კატოს ისე მძლავრად აქვს ფესვები გადგმული მე ვერ დავამარცხებ. ყველაფერს ავურევ , ცხოვრებას უარესად გავურთულებ და მეც ჭაობში აღმოვჩნდები.
მთელი დღე არ ჩანდა, ჩემი ბარგი უკვე მზად იყო ფრენამდე რამდენიმე საათი რჩებოდა მე კი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველა კუთხეს უნდა გამოვმშვიდობებოდი. ეს სახლი იმ მოგონებებს ინახავდა ცხოვრებაში რომ ვეღარ გავიმეორებდი, ასეთი ანასტასია სხვაგან ვერ ვიქნებოდი, ანდრო არ იქნებოდა და მე სხვას არასდროს დავემორჩილები.
ვიცოდი ქოხში იქნებოდა. ტყეში მაქსიმალურად ნელა მივდიოდი, მინდოდა დრო გამეყვანა. იმდენად ვიყავი აღელვებული შესაძლოა ცრემლებიც ვერ შემეკავებინა და ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა. არ უნდა სცოდნოდა როგორ მტკიოდა მისგან წასვლა , ისე უნდა დავმშვიდობებოდი როგორც დავიწყე. ქოხში შევედი, ვიცოდი სადღაც ახლოს იყო , მაგრამ არ ჩანდა. აშკარა იყო არ უნდოდა ჩემთან საუბარი, კიდევ უფრო მეტკინა მისი დუმილი. უკან დავბრუნდი , სახლთან მანქანა მელოდა , ჩემოდნები საბარგულში იყო მე კი ვიდექი და ველოდი. იმედი საბოლოოდ რომ გადამეწურა შემდეგ ვიგრძენი მისი სუნთქვა . იმ წამს ზუსტად ვიცოდი , მასაც არ უნდოდა ჩემი გაშვება
-გათავისუფლებ ანდრო ... დღეიდან აღარავინ ითამაშებს შენს ნერვებზე, არავინ გამოგიყვანს მდგომარეობიდან -ჩურჩულით ვუთხარი, ხმა დამკარგვოდა. ყელში გაჩხერილ ბურთს ვერ მოვერიე და ცრემლები წამომივიდა. არაფერს ამბობდა, თავისკენ შემაბრუნა , ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შემდეგ შუბლზე ვიგრძენი მისი მხურვალე ტუჩების შეხება
-კარგად ჭირვეულო ... თავს გაუფრთხილდი - ისე თქვა ისევ მეხებოდა მისი ბაგეები კანზე ,რამდენიმე წამში კი უკვე ჩემგან ზურგით იყო და სახლისკენ მიდიოდა. თითქოს მტკიცედ მიაბიჯებდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ მისთვისაც არ იყო მარტივი. მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ, შემდეგ ისევ უკან დავბრუნდი სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და მძღოლს ვუბრძანე რაც შეიძლება ჩქარა წასულიყო. კიდევ რამდენიმე წუთი ძგერდა ჩემი გული გამალებით. შემდეგ სახლი აღარ ჩანდა, ყველაფერი გაუფერულდა, გაჩერდა თითქოს. დასასრულს ვგრძნობდი, ეს ნამდვილად იყო ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპის დასასრული. აეროპორტში მათე, გიო, კესო და თათა დამხვდნენ. მაქსიმალურად ვცდილობდი ბედნიერი ქალის ნიღაბი მომერგო, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივიდა. თვითმფრინავში დაჯდომისთანავე დავლიე წამალი და რამდენიმე საათი გათიშული გონებით გავატარე. არ ვიცოდი მას შემდეგაც ასეთი სიზმრებისგან ცარიელი ძილი თუ მელოდა, მაგრამ ხანგრძლივი ფრენის დრო როგორღაც გავიყვანე.
ჩავფრინდი და იმ წამსვე ვიგრძენი ჩვეული ქაოსი. მთელი აეროპორტი ჩემი მეგობრებით, ჟურნალისტებით და დაცვის ბიჭებით იყო სავსე. დერეფანი გააკეთეს და როგორღაც გავაღწიე. განცხადების გაკეთების არც სურვილი მქონდა და არც ძალა. როგორც იქნა მივაღწიე მანქანამდე და მძღოლს ვთხოვე პირდაპირ სახლში წავეყვანე. მშობლების ნახვამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გამახარა, არ ვიმჩნევდი , მაგრამ დიდხანს მინდოდა ჩავხუტებოდი , ყველაფერი დამევიწყებინა , გამექრო და თავი ისევ პატარა ბავშვად წარმომედგინა. რეალობა სხვა იყო, მე ზედმეტად დიდი, გაბრაზებული, ნაწყენი და იმედგაცრუებული ვიყავი
-აღიარეთ რომ არ გეგონათ ამდენხანს თუ გავუძლებდი
-ტასო , დე ვიცი ბრაზობ,მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს
-იცით მაინც ვის მირიგებდით? კაცს რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი გარდაცვლილი ცოლი, რომლის გამოც სამყაროზე თქვა უარი, ცხოვრებაზე და თქვენ მე მასთან როგორ დამაკავშირეთ... რა მოხდა ასეთი , რა მიზეზი გქონდათ ასეთი ანდროს მშობლებთან გარიგება რომ დადეთ . არ გინდათ გთხოვთ, ეს გაკვირვებული სახეები ნუ მეტყვით რომ საქმის სასწავლებლად გამიშვით იქ, ლაგება და საჭმლის მზადება რომ მესწავლა სიღარიბესთან ადაპტირებისთვის- მგონი ზედმეტად უემოციო გამომეტყველება მქონდა, დაღლილი ვიყავი , არ მქონდა ემოციები არც დროის დაკრგვა მინდოდა იმ დღესვე უნდა მეთქვა ყველაფერი
-ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია... გაკოტრებამდე სულ ცოტაღა დარჩა და მართლა დაგჭირდება ყველა საქმის ცოდნა ,როდესაც აღარ გვეყოლება მოსამსახურეები შენ მოგიხდება საკუთარ თავზე ზრუნვა- გიგი ისე ცუდად გამოიყურებოდა ,თითქოს ამ ერთ წელში კიდევ 10 წლით დაბერდა
-ძალიან კარგი, რადგან არ იშლით ყველაფერს მე მივხედავ. სიმართლეს მეტყვით, რა შეცდომა დაუშვით ასეთი , რა მოხდა შენი მილიონები რომ ქრება და დამსახურებულ პენსიაზეც გადი ... ეს ხომაა თქვენი,ორივეს ოცნება
-დარწმუნებული ხარ ,რომ მზად ხარ ?
-ახლა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქმე მჭირდება ,რომელიც მთელს ენერგიას გამომაცლის და ყველაფერს დამავიწყებს მათ შორის თქვენს ქცევასაც- დიდი ხნის შემდეგ ისევ დავისხი საყვარელი სასმელი , სავარძელზე ჩამოვჯექი და მოსმენა დავიწყე . საკუთარი თავი გამაოგნებდა იმ დროს ამ ყველაფერზე დაფიქრება რომ შემძლებოდა. უბრალოდ ვაკეთებდი იმას რაც ჩემი მიზნისთვის იყო საჭირო
-ოთხი წლის წინ დავიწყეთ საქმე , რომლის დიდი წილიც ჩვენ გვქონდა . სამედიცინო ქალაქის მშენებლობა , ყველაზე გრანდიოზული ,მასშტაბური და ძვირადღირებული საქმე წამოვიწყეთ ... მართალია თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა . მშენებლობა ,რა თქმა უნდა, ხარისხიანად მიმდინარეობდა , ჩვენ ვაშენებდით მეწილე თანხას იხდიდა . შენობებმა , რაც არქიტექტურას ეხებოდა მოლოდინი გაამართლა. ინვენტარიზაციაც დავიწყეთ ჩვენივე ავეჯის სახლებიდან ... ყველაფერი ისე მიდიოდა ,როგორც ვგეგმავდით . კონტრაქტის მიხედვით ექიმები , პერსონალი , სამედიცინო აღჭურვილობა ყველაფერი დანარჩენ ორ პარტნიორს უნდა მოეგვარებინა. ერთ-ერთი მათგანი მოულოდნელად გაკოტრდა, კონტრაქტი მისმა ადვოკატმა გამოიყენა და მისთვის მილიონების გადახდა მოგვიხდა ზედმეტად ბევრი ფული ჩავდეთ,საკონტროლო პაკეტი ჩვენია შესაბამისად ჩვენ მეტი თანხის გადახდა გვიწევს
-ვინ არის მეორე პარტნიორი ვიცნობ?
-არ გაგიჟდე გთხოვ...
-ანა ვინ არის? ქართველია?
-ხო , ჯაყელი
-და მეორე?
-ანდროს ოჯახია ...
კიდევ ერთი შოკი იმ დღისთვის. ზედმეტად ცუდი ორი დღე მქონდა. დავტოვე ანდრო და დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. ბიზნეს სამყარო, თავისი ბინძური საქმეებითა და მთელი დიდებით ჩემს წინაშე აღმოჩნდა. ჯაყელი არასდროს მომწონდა, არც მამა და არც შვილი მეხატებოდა გულზე ახლა კი მასთან თანამშრომლობა მომიხდებოდა ყველა უბედურებასთან ერთად.
სახლი როგორღაც დავტოვე, ჩემი დაბრუნების აღსანიშნად წვეულება დაგეგმეს და მეც შანსი გამოვიყენე.რატომღაც იმედი მქონდა,რომ მიშველიდა საყვარელი გარემო, ხმაური, ხალხმრავლობა, ნაცნობი სახეები, სასმელი, ცეკვა და თავისუფლება. მივაღწიე დანიშნულების ადგილს, განათებებმა თვალი მომჭრა, სიმღერის ხმამ მაშინვე იმოქმედა, მაგრამ არა დადებითად. იმდენი ადამიანი მოვიდა, თითქოს მაშინ გავიაზრე რამდენი ნაცნობი მყავდა, ადამიანები,რომელთაც რეალურად არ ვადარდებდი , მათი აფსოლიტური უმრავლესობა გაქრებოდა ჩემს ქონებასთან და დიდებასთან ერთად. ყველაფერი ისეთი ყალბი იყო, ერთი პოპულარული გოგოს ცხოვრება დავინახე . ნაცნობ ბარმენს მივესალმე, მანაც ჩემი საყვარელი სასმელი გამომიწოდა და დავიწყე დალევა. ეს ნამდვილად მჭირდებოდა, თორემ ყველაფრისგან გაქცევა მინდოდა გასაქცევი კი არსად მქონდა. მოცეკვავეების ჯგუფს შევერიე, მარტო ვცეკვავდი .თვალები დავხუჭე , ამჯერად ვისკის მივირთმევდი ,სხეულს ნაზად ვარხევდი მელოდიას არც ვუსმენდი ,უბრალოდ მოდუნებას ვცდილობდი. შემდეგ მარწუხივით შემომეხვია მუცელზე ხელი და ნაცნობმა- უცნობმა სხეულზე ამიკრა , კოცნამ არ დააყოვნა . ჰარი , მისი ვნებიანი მზერა და ხელები ,რომლებიც მთელს სხეულზე ურცხვად მოძრაობდნენ მე კი სიამოვნებას ვერ განვიცდიდი. ეს არ იყო ის რაც მინდოდა, რაც დამეხმარებოდა
-მენატრებოდი ... - ძველი დრო რომ ყოფილიყო დავლევდით,ვიცეკვებდით და მის ბინაში ამოვყოფდით თავს ,უკვე ასე კარგად რომ ვიცოდი თითოეული კუთხე-კუნჭული. გამოპარვის გზებს მოვნახავდი მეორე დილით და გავუჩინარდებოდი მომდევნო შემთხვევით შეხვედრამდე. თავს ვაიძულებ მის გვერდით ყოფნას , ვსვამთ , ის ისევ მეფერება, ცდილობს ამიყოლიოს , მეც მინდა რომ ისევ დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ არა , თითოეული ჭიქის შემდეგ უფრო ცუდად მხდის მისი შეხება,მაღიზიანებს ისიც და ყველაფერი რაც ირგვლივაა. გავექეცი ყველას და ყველაფერს, დავტოვე ერთ დროს საყვარელი სივრცე . დავუბრუნდი სახლს, რომელიც ასევე სულს მიხუთავდა, მხოლოდ საკუთარ საძინებელში შევძელი მარტო დარჩენა და სიმშვიდის პატარა წერტილის პოვნა. შხაპი მივიღე, ტანიდან ჩამოვიეცხე ერთმანეთში არეული ძვირადღირებული სუნამოების სუნი, ჰარის შეხების კვალიც მოვიშორე და საწოლზე ძალაგამოცლი დავეშვი. ასეთი გამოფიტული მანამდე არასდროს ვყოფილვარ , მაგრამ მაინც არ დამეძინა. თვალების დახუწვისთანავე ანდროს სახე დავინახე. სიგიჟემდე მომინა მისი ჩახუტება, მისი სურნელის შეგრძნება და მასთან ახლოს, მის მკლავებში დაძინება. მონატრება , ყველაზე წყეულ გრძნობად შევრაცხე იმ ღამით ...
.........
საქმეზე გადართვა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. ასე მოვიშორებდი თავს დამტყდარ ფიქრებს, გავაქარწ....ბდი მონატრებას და თან ბრძოლას გამოვუცხადებდი კრიზსს რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდებოდა თავს . გონების მობილიზება ისე მჭირდებოდა ,როგორც არასდროს . კომპანიაში ცვლილებები იყო საჭირო , უნდა შემექმნა ახალი სანდო გუნდი რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი . არ იყო მარტივი ასობით ადამიანს შორის გადარჩევის ჩატარება და ახალი კადრების პოვნა . ყველა და ყველაფერი თავიდან შევისწავლე გავიცანი ახალი ადამიანები, მოკავშირეები,რომლებიც ზურგს გამიმაგრებდნენ და დავიწყე აქტიური ბრძოლა მტრის წინააღმდეგ.
რთული მისახვედრი არ იყო, რომ მამას ადვოკატმა უღალატა. სტანდარტული ბიზნესვუმენის როლს ვერ მოვირგებდი , მე მე ვიყავი და ვერაფერი შეცვლიდა ჩემში არსებულ სიგიჟის მოყვარულ ქალს,სწორედ მე ვიყავი კოზირი, რომლის პროგნოზირებას ვერავინ შეძლებდა. ჩემი წესებით თამაში დავიწყე , ბრძოლა გამარჯვებისთვის.
კლუბში ვიყავი , კოქტეილის ჭიქებს ვცლიდი, ვცეკვავდი და თან გეგმებს ვაწყობდი. გონება გამინათდდა ერთ-ერთი ნაცნობი პაპარაცი რომ შევნიშნე
-შეგიძლია გამომყვე? საქმე მაქვს, მნიშვნელოვანი
-რა თქმა უნდა- გაოგნებული მიყურებდა და უკან მომყვებოდა . მანქანისთან რომ მივედი ანერვიულდა, იფიქრა წარსულის გამო სამაგიეროს გადახდას თუ ვაპირებდი. უნდა ვაღიარო ბევრჯერ გამამწარა და ღირსი იყო, მაგრამ მის პროფესიონალიზმს ვერ ვუგულებელვყოფდი, მჭირდებოდა - სადმე მივდივართ?
-ნუ ღელავ , უბრალოდ კონფიდენციალურია და არ მინდა ვინმემ გაიგოს . დაჯექი, მალე დაგაბრუნებ დამიჯერე შენთვისაც საინტერესო შემოთავაზება მაქვს
-მიხარია რომ დაბრუნდი - მანქანაში ჩაჯდა და ღვედი გაღიმებულმა შეიკრა. მყუდრო ადგილას წავედი,სადაც ვერავინ შეგვაწუხებდა და ვერც გაიგებდა საუბრის შესახებ
-საქმე მინდა შემოგთავაზო , თუ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც საჭიროა მასალის გამოყენების უფლებასაც მოგცემ , ექსკლუზიურად- ეს ის სიტყვა იყო ,რომელიც სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა, ჯადოსნური სიტყვა
-გააჩნია რა საქმეა და თუ მოჰყვება დიდი გამოხმაურება- ვიცოდი უკვე თანახმა იყო, მაგრამ თავს იკავებდა
-ჯერ შენ უნდა გაარკვიო ყველაფერი ... თუ გაიგებ ერთი პიროვნების ცხოვრების ყველა დეტალს და ფოტოებზე აღბეჭდავ მე ამ ყველაფერს გამოვიყენებ . დამატებით ინფორმაციასთან ერთად და პირველს შენ მოგაწვდი . დამიჯერე შენი რეიტინგი საოცრად გაიზრდება . ანაზღაურებაც დიდი გექნება ამ საქმისთვის. ჩემი გულუხვობის შესახებ იცი
-ვის ეხება საქმე?
-ჩემი კომპანიის ადვოკატს
-მართლა? საინტერესოა. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ მაგ მელიის წინააღმდეგ . ერთხელ გამიქრო დოკუმენტები როცა მაგის საქმეებზე დაწერას ვაპირებდი - აი ეს კი ნამდვილად გამაოგნებელი ამბავი იყო . ჩემი ინტუიცია ისევ არ შეცდა და სწორ ადამიანთან მივედი
-როგორ გაგიქრო
-მივიტანე დასაბეჭდად და აღარ გამოაქვეყნეს
-და ის ყველაფერი ისევ გაქვს?
-რა თქმა უნდა მაქვს . მოგაწვდი აუცილებლად. საქმეს ხვალიდან დავიწყებ
-გენდობი და შენი იმედი მაქვს . იცოდე რომ არც ერთ შემთხვევაში წააგებ. თან პირადი მოტივიც გქონია
-მოკლედ შევთანხმდით- ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი შევაგებე. ვიცოდი ყველაფერი გამოვიდოდა და კიდევ უფრო მემატებოდა აზარტი.

მეორე დღე ნამდვილად დაძაბული იყო , ცნობებს ველოდი ჟურნალისტისგან. თან იმ საოცარი პროექტის ყველა დეტალს ვიკვლევდი მთელი ჯგუფი მყავდა შეკრებილი. გასაოცარი იყო ,მაგრამ ერთი დარღვევაც ვერ ვიპოვნე . ჩემი მთავარი მოტივაცია სწორედ ის ხალხი გახდა განახევრებული ხელფასის მიუხედავად მაინც თავდაუზოგავად რომ მუშაობდნენ, გვერდიდან არ მშორდებოდნენ და ერთგულად აგრძელებდნენ საქმეს. ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი რატომ უყვარდა მამას იქ ,მათთან ერთად ყოფნა, რატომ აფასებდა თითოეულ მათგანს . არ შეიძლებოდა დამარცხება, უბრალოდ უფლება არ მქონდა ამდენი ადამიანისთვის წამერთმია სამუშაო , საქმე რომელიც უცხო ქვეყანაში იპოვნეს , ადგილი რომელიც საკუთარ სახლად აქციეს . საქართველოს ნაწილი იყო იქ , იმ კედლებში და მე ის ყოველ დღე უფრო მეტად მიყვარდებოდა.
ჩემი მთავარი იარაღი ახალი ადვოკატი გახდა. კაცი ,რომლის გამოჩენამ საერთოდ დამავიწყდა ყველაფერი . კაბინეტის კარი რომ გააღო და შემოვიდა საერთოდ ვერ ვიფიქრებდი,რომ იურისტს ვუყურებდი
-ქალბატონო ანასტასია- ხელი გამომიწოდა და ქართულად მომმართა მე კი ისევ მის შავ მოციმციმე თვალებში დავცურავდი - რეზი ბაქრაძე
-ადვოკატი ხომ? - ძლივს გავუღიმე- სასიამოვნოა . მობრძანდით
-შეიძლება ქალბატონო?- ოთომ,ჩემმა ეკონომისტმა შემოყო თავი ოთახში და ჩვეულებისამებრ ყურებამდე გაღიმებული მოვიდა
-მობრძანდი
-უკაცრავად იდილიას თუ გირღვევთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ რომ დიდი თხოვნის შემდეგ დავითანხმე ბატონი რევაზი,როგორც მიხვდით ალბათ უკვე. საქმის ვითარებაც გავაცანი და ამაზე თანახმაა მოკლედ ხელშეკრულებას გააფორმებთ და ეგაა .დანარჩენზე ქალბატონო ,ჩვენო დედოფალი არ შეგაწუხებთ . ახლა წავედი ცოლი მელოდება სახლში ანანასი უნდა მიმეტანა - უცებ მოგვახსენა საქმის ვითარება , ორივე გაგვაცინა და წავიდა
-მართალი იყო ...ყველაფერი ვიცი და ხელშეკრულების პირობებზე ვისაუბროთ
-დაბრძანდით გთხოვთ- სავარძელზე მივუთითე და ისიც მოთავსდდა -ჯერ ჯერობით ერთ წლიან კონტრაქტს გავაფორმებთ , შესაძლოა გავკოტრდეთ და შესაბამისად გათავისუფლდებით და თანხასაც გადაგიხდით ამ შემთხვევაში საკომპენსაციოს
-არაა საჭირო ზედმეტი პირობების დამატება . ვიცი რაზეც ვთანხმდები უბრალოდ ხელშეკრულება გავაფორმოთ და დავიწყებ მუშაობას - გამიკვირდა, ვერ ვხვდებოდი რატომ თანხმდებოდა ამ საშინელ შემოთავაზებას , მაგრამ ვგრძნობდი მისგან მუხტს, რომელიც თამაშს მომაგებინებდა
ერთ კვირაში უკვე ახალ ადვოკატთან ერთად ვმუშაობდი,არავინ იცოდა მისი სტატუსი. ზოგს საყვარელიც კი ეგონა ,შემოვიდოდა კაბინეტში ჩემთან და საათბით არ გავდიოდით. ჟურნალისტი მასალებს აგროვებდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,უკვე ვიცოდით მისი დღის განრიგი, არაფერი იცვლებოდა ერთადერთი გარეუბანში საეჭვო ბინა იყო სადაც ყოველ მეორე დღეს დადიოდა,. დავავალე გაერკვია იქ ვინ იყო და საყვარელიც ვიპოვნეთ. ქალი კი მომაკვდინებელ იარაღად შეიძლება გამოიყენო . ერთი საუბარი ,რამდენიმე ათასი და ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა რაც იცოდა და მოესმინა მასთან ყოფნისას. ბატონ მაიკლს ვხვდებოდი, ეჭვი რომ არ შეეტანა და ვესაუბრებოდი სხვადასხვა საქმეზე. თამაში ჩემი საქმეა და მთავარი ნაწილი დავიწყე კიდეც. სასწრაფოდ დავიბარე და ისიც გამოჩნდა
-გისმენთ ქალბატონო
-მინდა სარჩელი შეიტანო ბრაიან სმითის წინააღმდეგ...- გამომეტყველება ეცვალა, მაგრამ მალევე დაფარა, თითებს კი საუბრის ბოლომდე ნერვიულად იმტვრევდა
-რატომ ქალბატონო?
-მინდა უკან დავიბრუნო ის თანხა რაც გადავეცით და დოკუმენტის გაყალბებისთვის ვუჩივლოთ
-კი, მაგრამ დოკუმენტი თავად შევადგინე - ისე მოულოდნელი იყო ჩემგან ამ ნაბიჯის გადადგმა თავად თქვა ის რასაც ველოდი და რაც მჭირდებოდა დოკუმენტად. არც კი მივაქციე ყურადღება მის ნათქვამს, მე ხომ ქარაფშუტა გოგო ვგონივარ და აქამდე ლაღად „მატყუებდა“. ისე ვერთობოდი ამ მძიმე სიტუაციაშიც კი,რომ შემდეგ საკუთარი თავის მიკვირდა
-მოკლედ ასე არაფერი მაინტერესებს მოამზადებ ყველაფერს და დაიწყებ საქმეს
-ეს ქალბატონო გაანადგურებს ჩვენს მდგომარეობას...რომ წავაგოთ ..
-ხოდა მოიგე ! თავისუფალი ხარ . შეეცადე მალე მოაგროვო ყველაფერი და დაიწყო საქმე .ახლა კი მეჩქარება წვეულებაზე ვაგვიანებ .- ისე ვთქვი თავადაც ერთი იდიოტი მეგონა თავი. წაბრძანდა , მე კი ჟურნალისტს დავურეკე და ვთხოვე ყურადღებით დაეფიქსირებინა ყველა დეტალი. კიდევ კარგი მოვასწარი მის მობილურში მოსასმენის ჩადება და ყველა საუბარს ვიწერდით. ამ საქმეს რეზი აგვარებდა. უკვე ყველაფერი გვქონდა,ბოლო დეტალი გვჭირდებოდა საუბრის მოსმენა რაც მოგვარებული იყო . მთავარია ისე ემოქმედათ რომ ვერავინ შეემჩნია. ვეღარ ვითმენდი, ოთოსთან და რეზისთან ერთად ვიჯექი კაბინეტში. მონიტორზე ვუყურებდით მისი გადაადგილების მარშრუტს. სადღაც ნანგრევებთან გაჩერდა. ძალიან კარგი მანქანაზე დამონტაჟებული კამერაც ჩავრთეთ და გამოჩნდა კიდეც გამოსახულება . კარგი მოვიფიქრე ამის დამონტაჟება ,ყოველი შემთხვევისთვის იქნებ გამოგვადგეს-თქო და აი. მართლაც თავად ბრაიანს შეხვდა , გაცხარებულები საუბრობდნენ.ხმა არ გვესმოდა შემდეგ გადმომცემდნენ ამ ჩანაწერს, ბრაიანს დაარტყა და წამოვიდა. რამდენიმე წუთში მეორე ადვოკატი გამოჩნდა ,ისიც გაგიჟდა. ბრაიანი საშინელ მდგომარეობაში იყო, ეს ორი აშკარად ავიწროვებდა. ამ მგლებს ის ვერ დაამარცხებდა,უკვე დასუსტებული იყო .
-ესეც ასე... ხვალვე შევიტან სარჩელს. პირველივე სხდომაზე მოვიგებთ. ბატონი მაიკლი კი საერთოდ დაემშვიდობება თავის ქონებას, სამსახურს და ყველაფერს რაც კი გააჩნია .
-ყოჩაღ ქალბატონო ,მართლაც რომ ეშმაკუნა ხარ
-ოთო!
-კარგი ხო-გაიბუსხა და მერე გაიცინა- მაგრები ხართ რა .. ახლა შრომა გვჭირდება მხოლოდ და ყველაფერი გამოსწორდება. იმედია ბავშვის დაბადებამდე მოახერხებთ თორემ მომიწევს ცოლის მიტოვება .
-გაგათავისუფლებ ნუ ღელავ.. ოღონდ ის ფული მივიღო ჯერ და ჯანდაბას შენი თავი
-ყველაზე მაგარი ბოსი ხარ ბოს - გაღიმებულმა მითხრა და გაგვეცალა-რეზიკოო არ იცუღლუტოთ- მაინდამაინც კარში გასვლის შემდეგ რატომ დაიძახა ვერ მივხვდი , მაგრამ უბრალოდ ხუმრობა აშკარად არ იყო. ამ რეზის კიდე ემოციას ვერ შეამჩნევ იშვიათი გამონაკლისების გარდა. მგონი ანდროსთან დიდი მსგავსების გამო მომწონდა მასთან ახლოს ყოფნა, თითქოს თავს ვინუგეშებდი და მონატრებას ვიქარწ....ბდი .

ჩემი ანდრო , საქართველო და ადამიანები ,რომლებიც მთელი არსებით მენატრებოდნენ. ყველასთან ვსაუბრობდი, ვიგებდი ამბებს მათ შესახებ , არაფერს ვტოვებდი მათთან ურთიერთობა ნამდვილად შვება იყო , რეალური ადამიანები იმ ყალბ გარემოში რომელშიც ვცხოვრობდი. ჩემს ირგვლივ არსებული ფარსი ნათლად დავინახე აღარ ვაიგნორებდი ყალბ მეგობრებს, არც თაყვანისმცემლებს ვეფლლირტავებოდი დროის გაყვანისთვის. ყველაფერი გავაქრე რაც მანამდეც მაღიზიანებდა, ისეც ვახერხებდი გართობას, საქმე ადრენალინს არ მაკლებდა , კლუბი, სიმღერა, ცეკვა და ცოტა სასმელი საღამოს გატარებაში მეხმარებოდა . ანდროზე ფიქრები კი ყოველთვის მოდიოდნენ. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, არც მათ იცოდნენ. ისევ ჩაიკეტა, საკუთარ ნაჭუჭს დაუბრუნდა ,რომელიც თითქმის დავურღვიე. ისე მინდოდა მასთან წასვლა, ყველაფრის დატოვება და გაქცევა იქ , იმ მივარდნილ ადგილას , ტყეში , ცივილიზაციისგან შორს , ანდროსთან.
პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და ვერ გავექცეოდი, დარჩენა მევალებოდა და მივიყვანე კიდეც ბოლომდე დაწყებული საქმე. რთული გზა გავიარეთ, მაგრამ მაინც მივაღწიეთ სასურველ მიზანს. ჩემგან განსხვავებით რეზი საერთოდ არ ღელავდა. როცა სასამართლოს შევედით შენობაში და სხდომა დაიწყო მივხვდი რომ საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. ამ ორ გაიძვერასაც კი აჯობა ,როცა სიტუაცია დაიძაბა და ისეთი პროვოკაცია წამოიწყეს უკვე გული მიჩერდებოდა. გავიმარჯვეთ, სამივე საქმე მოვიგეთ . თემურ ჯაყელი ვაჟიშვილთან ერთად დარბაზში იმყოფებოდა. საქმე ხომ მათ ადვოკატს ეხებოდა, ბოლომდე დარწმუნებულები იყვნენ რომ არ უღალატებდათ ოჯახის მეგობარი .განადგურებული ჩანდა ორივე როცა საქმე დასრულდა. რატი ასეთი არასდროს მინახავს, იმედგაცრუებული და სიტყვებდაკარგული. დარბაზი დატოვა და გაქრა. თემურმა კი მადლობა გადამიხადა .
საღამოს ყველანი რესტორანში ვიყავით ,მთელი „ოჯახი“ ავღნიშნავდით . ყველა გაოცებული და გახარებული იყო,. არავინ ელოდა ჩემს ასეთ გამარჯვებას. იმ საღამოსვე აიტვირთა ინტერნეტში ყველაფერი ბატონი მაიკლის შესახებ. ტელევიზიითა და ჟურნალ -გაზეთებით გადმოსცემდნენ ჩემს წარმატებას და როგორც შევთანხმდით ჟურნალისტი ჰენრი მასალასთან და წარმატებასთან ერთად საკმაოდ დიდი გასამრჯელოთი დავასაჩუქრე. ყველას დავუფასე გაწეული შრომა და დავიწყე ფიქრი მთავარ წამოწყებაზე „ სამედიცინო ქალაქი“ , მისი წარმატება იქნებოდა ჩემი ბიუჯეტის სიმყარის გარანტი .

„სამედიცინო ქალაქი“- პროექტი ,რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდა. პირველი და უდიდესი გამოწვევა, საქმე რომელსაც შევალიე უთვალავი საათი, ენერგია, ცოდნა, ძალისხმევა . არ ვიცოდი რატომ ვიყავი ასეთი მონდომებული, ჩემებისთვის რომ დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები, კომპანიონებისთვის, რომლებიც ისევ ეჭვისთვალით მიყურებდნენ თუ საკუთარი თავისთვის. მაინც მგონია, რომ ამ დროს საკუთარ თავს ვებრძოდი, ეს იყო ყველაზე დიდი მეტამორფოზა რაც კი რამ განმიცდია. იმდენი თვისება შევიძინე და დავკარგე,თავი გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონა მეგონა. სარკეში ისევ მიმზიდველ, გამომწვევ, სასურველ ქალს ვხედავდი ,რომელსაც შეეძლო ცხოვრებით ტკბობა, მაგრამ აღარ აკმაყოფილებდა ის რაც ხელთ ჰქონდა. ვერ ვიღებდი სიამოვნებას ცეკვით, როდესაც არ მეხვეოდნენ ანდროს ხელები. სიცარიელე იყო სახლში სადაც არ მელოდა ჩემი ცხოვრების სიყვარული. უფერული ხდებოდა ყველა’ფერი და იძენდა ანდროს ფერს. მისგან შორს გატარებულ ყოველ წუთს უფრო მეტად მიყვარდებოდა , ასეთი რამ მანამდე არც კი წარმომედგინა და ახლა,როცა ზრვარგადასულად მენატრებოდა ვხვდებოდი ცხოვრების მთავარ წყაროს სიყვარული წარმოადგენდა.
ყველგან სიყვარული იყო სადაც ბედნიერ, ნათელ სახეებს ვხედავდი, სადაც სიცოცხლე უხაროდათ და სადაც ყოველი წუთით ტკბებოდნენ. მუშაობის პროცესში იმდენი სიყვარულის ისტორია იწერებოდა, ვბედნიერდებოდი . ვერთობოდი, ვიცინოდი, ოინებს ვუწყობდი, ვაგიჟებდი რეზის, ოთოს და ჯაყელსაც კი. აი იმ ჯაყელს მთელი ცხოვრება რომ ეგონა მე ვუყვარდი და სინამდვილეში ვერ ხედავდა ნამდვილ სიყვარულს. მაინც რამდენი ფერი ჰქონდა , როგორი განსხვავებული იყო ყველა ადამიანში . ჩემთან სულ სხვა ფერი ჰქონდა , დავიფიცებდი საზომი რომ არსებულიყო ყველა მათგანზე მეტად მეყვარებოდა საერთოდ დავამტვრევდი სიყვარულის განმსაზღვრელ აპარატს. სასაცილო ვარ ხომ? იმ დროს მეტირებოდა, დღეებს საქმეში გართული ვატარებდი, ვიცინოდი უფრო მეტს და ყველა შეჰნატროდა ჩემს ცხოვრებას, შორიდაან იდეალურს . ღამით ტირილი ვისწავლე, მონატრებისგან შევიშალე , უძლურება მაგიჟებდა და ცრემლებით ვებრძოდი ,სხვა იარაღი არ მქონდა. ვერ ვცვლიდი ფაქტს,რომ მე მიყვარდა და მასთან დაბრუნებულს არაფერი დამხვდებოდა. ანდრო არ გრძნობდა იგივეს მე კი ვერ ვებრძოდი გარდაცვლილი ქალის აჩრდილს, ყოველ ჯერზე როცა გავიღვიძებდი და წასვლას გადავწყვეტდდი ვჩერდებოდი.
დრო ისევ უკითხავად მიდიოდა, ჩემი კარიერის პირველი დიდი საქმის დასრულებამდე სულ ცოტა რჩებოდა მე კი მთავარი მმართველი ისევ არ მყავდა შერჩეული. დავიწყე გასაუბრება, რომელიც იმდენ ხანს გაგრძელდა ,რომ უკვე მოთმინებას ვკარგავდი, არავინ იყო ამ საქმისთვის შესაფერისი, ვიღაც ისეთს ვეძებდი ვისი დანახვისთანავეც ვიგრძნობდი ,რომ ის იყო ამ თანამდებობისთვის .
დღის ბოლოს იმდენად დავიქანცე, რომ ყველა დარჩენილ კანდიდატს ერთდროულად მივმართე -მოკლედ ასე ... ვისაც წარმოდგენა არ გაქვთ როგორ უნდა მართოთ სამედიცინო ქალაქი და დაქვემდებარებაში გყავდეთ ათასობით ადამიანი ,შეგიძლიათ ახლავე დაგვტოვოთ
-და ვისაც შენი მართვის გამოცდილებაც აქვს ?- ზურგს უკან მომესმა ხმა, ერთიანად გავიყინე, სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა, მერე ერთიანად მიაწვა თავს და გულიც ისე ჩქარა ფეთქავდა მეგონა გამისკდებოდა. მისი ხმა, ეს ხმა ,ეს ტონალობა შეუძლებელია სხვაში ამრეოდა. ცენტრში ვიდექი, ზემოდან დამყურებდნენ თანამშრომლები, ზოგი კიბეზე იდგა, ზოგიც წინ.ყველა გაოცებული მიყურებდა . უკან ნელა შევბრუნდი , თვალები რომ გავახილე და დავინახე ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. წამში მასთან გავჩნდი და მთელი ძალით მოვეხვიე. მისი სურნელი, მისი სიმხურვალე, იმის შეგრძნება რომ ისევ მეხვეოდა, ვგრძნობდი ბედნიერებით როგორ ვივსებოდი,თითოეული უჯრედი გაასმაგებული ძალით მუშაობდა, იმ ენერგიით ვივსებოდი მხოლოდ მას რომ მოჰქონდა და სხვას არაფერს.
-ანდრო ,ნუთუ მართლა შენ ხარ - ცრემლებით მქონდა თვალები დაბინდული , სახეზე ვერეფებოდი და გაბრწყინებული სახით ვუყურებდი ისიც მიღიმოდა, ჩემს წელზე მოხვეულ ხელებს წამითაც არ ანაცვლებდა, ახლოს ვყავდი და არ მიშვებდა
-ჭირვეულო ... შენ ყველაფერი გამოგივიდა. მითებმა შენზე ჩემამდეც მოაღწია - სახეზე შემახო თითები, თმა გადამიწია და ლოყაზე მაკოცა. თავი სიზმარში მეგონა, ყველაზე ტკბილ,თბილ და ბედნიერ სიზმარში რომლის დასრულებაც არ მინდოდა. ვერ ვუძლებდი მის მომღიმარ თვალებს, თავი ისევ მკერდზე მივადე და მივხვდი, მისი გულიც ისეთივე ტემპით ძგერდა როგორიც ჩემი - ასე უნდა ვიდგეთ და ყველა გვიყურებდეს? შენს კაბინეტს არ მაჩვენებ?- ჩემს ყურთან საუბრობდა და ძალას ისე მართმევდა მეგონა ხელს თუ გამიშვებდა დავეცემოდი
-წავიდეთ - მიმართულება ვაჩვენე , მკლავზე შემოვეხვიე და ისე მივაღწიე კაბინეტამდე. კარი რომ მივხურე სივრცე მეპატარავა, თითქოს ყელში მიჭერდნენ ვუყურებდი უკვე სავარძელში მჯდომს და თავი სულელი ბავშვი მეგონა - შენ აქ ხარ ?
-ასეთი წარმოუდგენელი რა არის ... ამერიკაში ჩემი ვიზიტი თუ შენთან
-ორივე ... შენ საოცრად გამოიყურები - ვსაუბრობდი და თანვე ვიაზრებდი ,რომ ასეთი სიცოცხლით სავსე მანამდე არ მინახავს. ისე უხდებოდა სპორტულ-კლასიკური სტლი, მოვლილი თმა და წვერი , რომლის ფონზეც კიდევ უფრო მიმზიდველი და სასურველი ჩანდნენ მისი მსხვილი ტუჩები . მოზრდილი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი , ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული , ხელისგული მუხლის თავზე ედო და ისე მიყურებდა მეგონა ის იყო ბოსი და არა მე . დრო იყო ძალა მომეკრიბა, მეჩვენებინა, რომ იქ მე ვიყავი წამყვანი ,დომინანტი ფიგურა და თავად მხოლოდ სტუმარი გახლდათ-კეთილი იყოს შენი ჩამობრძანება ჩემს სამფლობელოში ... ვფიქრობ ისე დაგხვდე როგორც შენ ,თუ ნამდვილი სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინო - ჩემს სავარძლამდე მივაღწიე ,ძლივს საყრდენი ვიპოვნე და მოვირგე ქალბატონის იერი . ნეტავ გენახათ როგორი ირონიული სიცილით უპასუხა ამ ჩემს ქმედებას, ვერ ვიტანდი ...ვის ვატყუებ ისე მიყვარდა მინდოდა მივვარდნოდი და მის ჩამოსხმულ ფეხებთან დავვარდნილიყავი
-მე ,როგორც შენი კომპანიონი პირველ რიგში საქმით დავიწყებ და გასაუბრებას დასრულებულად გამოვაცხადებ . უკვე არსებობს მმართველის შეუცვლელი კანდიდატი, რომელიც დიდი სიამოვნებითა და მთელი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს ამ დიდ საქმეს. მინდა აქვე გაოგნება გამოვხატო შენი მიღწევების მიმართ, ფრენის დროს ვკითხულობდი სტატიებს და ყველაფერი ვიცი
-საქმეს დაუბრუნდი ... უფრო სწორად გინდა ბიზნესში ჩაერთო და შენი ოჯახის წარმომადგენელი იყო? - კარგად ვერ ვიაზრებდი რას მეუბნებოდა, ისე მიყურებდა და მეუბნებოდა კომპლიმენტს მგონი სახეზეც წამოვწითლდი,შიგნიდან რომ მეკიდა ცეცხლი ეს ალბათ ცხადზე უცხადესია- ვინ გინდა,რომ იყოს „სამედიცინო ქალაქის“ მმართველი?
-ბიზნესი ჩემი საქმე არ არის, ექიმობასაც ვერ დავუბრუნდები და ვერც შორს შევძლებ ყოფნას ამიტომაც მე ვარ კაცი ,რომელსაც ამდენხანს ელოდი - გეფიცებით , დამიჯერეთ ის ამ წინადადებას ისე მეუბნებოდა კლინიკების მართვას კი არა მთლიანად ჩემ ცხოვრებას გულისხმობდა და ორივემ შესანიშნავად ვიცოდით,რომ მართალი იყო , მაგრამ მე მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი ,რომ ის იქ შესაძლოა ჩემს გამო ყოფილიყო . სიგიჟემდე მიხაროდა ის ფაქტი,რომ ჩემმა ანდრომ ტყვეობას თავი დააღწია, საკუთარ თავს მოერია და ცხოვრებას დაუბრუნდა
-შესანიშნავია ...ლოდინად ნამდვილად ღირხარ. დარწმუნებული ვარ გვირგვინი იქნები მთელი საქმის წარმატებაში . წინ დიდი, დამღლელი, შრომატევადი და გრძელი საქმეები გელის
-დასასვენებლად ბევრი დრო მქონდა
-შენ აქ გადმოდიხარ საცხოვრებლად ... - დავასკვენი და ბედნიერების მორიგი ღიმილიც გამომესახა სახეზე
-ახალ ქვეყანაში, ახალი საქმე ცხოვრების თავიდან დასაწყებად კარგი არჩევანი მგონია
-შესანიშნავი არჩევანია ... მე არ ვიცი რა ვთქვა. რა შემიძლია შენთვის გავაკეთო, როგორც მასპინძელმა - აღელვებული ვაგრძელებდი საუბარს ის კი ზედმეტად მშვიდად მიყურებდა, მშვიდად და დაკვირვებით . ვერ ვხვდებოდი რატომ არ მაშორებდა მზერას სანამ კაბინეტის კარი რეზიმ არ შემოაღო და მასზე არ გადაიტანა ყურადღება
-ტას გარეთ დიდი აჟიოტაჟია და ამჯერად რა სიგიჟის ჩადენას აპირებ ? - ანდროს არ იცნობდა სავარაუდოდ ისიც გასაუბრებაზე მყოფი მორიგი კანდიდატი ეგონა და ქართულად მესაუბრებოდა
-რევაზ ,გაიცანი ბატონი ანდრო გასვიანი „სამედიცინო ქალაქის“ გენერალური დირექტორი ,მმართველი და ასევე ჩვენი კომპანიონი
-მეგონა გასვიანების მთელ ოჯახს ვიცნობდი ... სასიამოვნოა - რეზიკომ ხელი გაუწოდა, უღიმოდა თბილად შეხვდა ის კი ისე უღრენდა ვერ გავიგე რა სჭირდა- მე იურისტი
-ვიცი, ბევრს წერენ თქვენზე . სამწუხაროდ მეტს თქვენი რომანის გამო ვიდრე საქმიანობის - ამას რომ ამბობდა ისე გადმომხედა თითქოს დანაშაულის გამო დასჯას მიპირებდა
-ტასოს პოპულარობა ყვითელ პრესაში მოუშორებელი პრობლემაა ...
-ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდი,დაღლილი ვარ და უინტერესო დიალოგებისთვის დრო და ენერგია არ მაქვს . არ წამიყვან სახლში ?- ისე შემობარგდა ჩემს სახლში არც კი უკითხავს , საკუთარ თავს არ ჰგავდა და ისედაც ცაში აფრენილს საერთოდ მაცლიდა მიწას ფეხ ქვეშ-არ მეგონა ქართველ კაცები თუ მოგწონდა... შენ კი ჩამოსვლისთანავე დაიწყე სამსახურეობრივი რომანი. დროს არასდროს კარგავ?- მივდიოდით და მეჩხუბებოდა, ჩუმად ლაპარაკობდა,მაგრამ ისეთი სახით მომყვებოდა გვერდით და ხელსაც ისე მიჭერდა წელზე რომ თავიც ვერ გავიმართლე- იმედია ბინის პოვნამდე გამიღებ სახლის კარს -ზემოდან დამხედა და პასუხს დაელოდა
-რა თქმა უნდა ...სიამოვნებით
- მომდვენო 24 საათში მაჩვენებ რას შეჰნატროდი ასე ძალიან ჩემთან ცხოვრების დროს...
-მე ... რა უნდა გაჩვენო
-როგორ ცხოვრობ , რა დაკარგე ჩემთან ყოფნის დროს და რას დაუბრუნდი - მიხსნის და მძღოლსაც მოჰყავს მანქანა- მძღოლი , შესანიშნავია ... -თვალები აატრიალა და კარი თავად გამიღო . რაღაც გეგმა,რომ ჰქონდა აშკარა იყო ,მაგრამ მე ვერაფერს ვხვდებოდი არც მინდოდა ბევრი ფიქრი მხოლოდ მის გვერდით ყოფნა და ამით ტკბობა მაინტერესებდა.
სახლში დაცვა გვყავდა, მოსამსახურეები შეგვეგებნენ, ოთახი წამებში მოუმზადეს და რომ ავედით უკვე ტანსაცმელიც ამოლაგებული ჰქონდათ . ვახშამიც მზად იყო, ნებისმიერი რამ შემეძლო მეთხოვა და გაუჩენელს გამიჩენდნენ ამაში კი უცნაური არაფერი იყო, ეს გახლდათ ჩემი ყოველდღიურობა .
-დაისვენე ... მოწესრიგდი და ვახშამზე ჩამოდი . თუ გინდა აქ ამოგიტანენ და აივანზე დავსხდეთ
-გამოვიცვლი და ჩამოვალ - იქვე დაიწყო პერანგის ღილების გახსნა მე კი მივხვდი როგორ ცხელოდა სახლში. გაბრუებულმა დავტოვე მისი ოთახი და სუფრის გამზადება ვთხოვე , არც მიფიქრია კერძებზე , სავარძელზე დავჯექი და ფეხი ფეხზე გადადებული ველოდი . ვერ მივხვდი როდის ჩამოვიდა, რომ შევამჩნიე კედელს მიყრდნობილი იდგა და მოსამსახურეებს ადევნებდა თვალს . მზარეულმა მანიშნა ,რომ მზად იყო და მეც მაგიდისკენ გავემართე. სკამი ანდრომ გამოსწია და ჩემს დაჯდომას დაელოდა, სიტყვა არ უთქვამს ისე ივახშმა ღვინოც დამისხა ,თავადაც გაივსო ჭიქა და რამდენიმე ყლუპი რომ მოსვა შემდეგ განაგრძო საუბარი
-საღამოს სად ატარებ ხოლმე?
-დღეს უბრალოდ გავისეირნოთ თუ დაღლილი არ ხარ და ხვალ გაჩვენებ ჩემ საყვარელ წვეულებას ... შენთვის მოვამზადებ
-დაკავებული ქალი ხარ, ამდენ დროს არ მივითვისებ
-მე მხოლოდ იდეები მჭირდება, დროს სხვები ხარჯავენ - ინსტიქტურად ვუთხარი ფრაზა რომელსაც ხშირად ვიყენებდი და არც მიფიქრია ამაზე
არ ვიცოდი რა უნდა მეჩვენებინა,არაფერი მინდოდა და მაინტერესებდა არც მახსენდებოდა როცა ის ჩემს გვერდით იყო. უბრალოდ ავტოფარეხში ჩავედი, სპორტული მანქანის გასაღები ავიღე და საჭესთან დავიკავე ადგილი. დაცვის მანქნაა უკან გამომყვა რაზეც ყურადღება არ გამიმახვილებია, დაშვებულზე მეტი სიჩქარით ვმართავდი ბევრს ვესაუბრებოდი, ვუყვებოდი სად რა ხდებოდა, რომელ შენობაში რას აკეთებდნენ , ჩემ საყვარელ ადგილებს შორიდან ვაჩვენებდი და ვიხსენებდი ამბებს ,რომლებიც წარსულში გადამხდენია. არაფერს ამბობდა, თვალს არ მაშორებდა, მისმენდა და სულს მიხუთავდა.
სახლში გვიან დავბრუნდით , საძინებელთან დავემშვიდობე და ჩემს ოთახში შევიკეტე . სასწრაფოდ მჭირდებოდა შხაპი და ძილი,თორემ ვგრძნობდი,რომ ვერ გავუძლებდი,შემშლიდა თუ ასე გააგრძელებდა . ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა, არა გატყუებთ მისი ჩამოსვლა და იქ ყოფნა საერთოდ არ წარმომედგინა ის კი ჩემს გვერდით საძინებელში იწვა და საერთოდ ჩემს საყვარელ ქალაქში გადმოცხოვრებას აპირებდა. აღარ მომენატრებოდა, ახლოს იქნებოდა, ნებისმიერ დროს ვნახავდი და მაინც ბედნეირების განცდა გაურკვევლობის გამო ჩემთან მოსვლას იგვიანებდა .
სააბაზანოდან გამოხულს საწოლში კომფორტულად მოკალათებულიი და ჩემს ბალიშზე შემოხვეული დამხვდა ნამდვილად მოჩვენებად ჩავთვალე . თავიდან რეაქციაც არ მქონია ისე ვუყურებდი
-სინათლე ჩააქრე ისედაც აუტანელი ხმაურია და ყველაფერი განათებულია ... დავიღალე
-შენ აქ აპირებ დაძინებას?
-მიზეზს ნუ მომაძებნინებ... უცხო სახლების მეშინია, სხვის საწოლში ვერ ვიძიენებ ან იქ ცუდი აურაა რომელიც გინდა აირჩიე, შუქი ჩააქრე მოდი და დავიძინოთ - საწოლის ცარიელ მხარეზე მანიშნა და დამელოდა სანამ მის მითითებებს შევასრულებდი. ვოცნებობდი მის გვერდით ყოფნაზე და უარს ვეტყოდი? მარიონეტივით ვემორჩილებოდი, ლამის ხმამაღლა დავიკვნესე ხელი ხომ მომხვია და შიშველ გულ-მკერდზე მიმიკრო . ისე მიყურებდა წამით ვიფიქრე მაკოცებს-თქო , ტუჩებს გვერდი აუარა და ყბაზე მაკოცა . უცნაირი ხმა ჰქონდა , მზერაც და საერთოდ არ ჰგავდა საკუთარ თავს , მაგრამ არ მადარდებდა . მოვეხვიე, გავინაბე და დაველოდე ძილს , სიზმარი რეალობად მექცა და სიზმრად რაღა უნდა მენახა .
დაღლილობამ იმოქმედა და გავითიშე, მაგრამ რამდენიმე საათში გამეღვიძა . სუნთქვაც შევწყვიტე, გაშეშებული ვიწექი , ვუყურებდი ჩემს გვერდით მშვიდად მძინარე ჩემ ოცნების კაცს , ჩემს ერთადერთს და ვხვდებოდი ბედნიერი რატომ არ ვიყავი, არ მყოფნიდა. ახლოს იყო მე კი ვკვდებოდი ტკივილისგან , გულს მიჩერებდა ის ფაქტი,რომ ვერ ვეხებოდი ისე როგორც მინდოდა, რომც შევხებოდი ესეც არ მეყოფოდა. მთლიანად მინდოდა ჩემი ყოფილიყო და არ იყო , ეს ფაქტი კი ბოლოს მიღებდა. მინდოდა გავქცეულიყავი, ამჯერად მე დამეტოვებინა და მისგან შორს გადავკარგულიყავი , მაგრამ არ შემეძლო მაზოხისტურად შემეძლო ახლოს ყოფნა , სიშორით განცდილი ტკივილის ატანა და მისი ცქერით ტკბობა ყოველგვარი მოლოდინების გარეშე. მთლიანად მისი გავხდი , ის კი სულ ოდნავადაც არ იყო ჩემი .
იღვიძებდა, მე სულელმა თვალები დავხუჭე მინდოდა მომეტყუებინა და იმას კი ვერ მივხვდი სახე ცრემლებით რომ მქონდა დასველებული. ჯერ თითები შემეხო, შემდეგ ტუჩები და მე პატარა ბავშვივით ავზლუქუნდი. მეხუტებოდა, მეფერებოდა ,ჩემთან იყო მე კი ყველა ემოცია ერთად მიტევდა, უმისოდ გატარებული თვეები, მონატრება, ბრაზი, ტკივილი, წყენა, ჩემი ცხოვრების მიმართ გაჩენილი უკმაყოფილება , იმდენი რამ დამატყდა თავს, რომ ბოლოს ვეღარ ვსუნთქავდი
-ანასტასია ! - ისე მიღრიალა გავქვავდი . მიყურებდა, ჩემი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და მერე ხმამაღლა ხარხარებდა. გეფიცებით არანორმალურივით იცინოდა- გიჟი ხარ , რაც აქამდე არ გიტირია ახლა გაგეხსნა საცრემლე არხები და გინდა პატარა ტბაში ჩამახრჩო ? ასე მიხდი სამაგიეროს ?
-ხომ მითხარი მაჩვენე რას აკეთებდიო, ხოდა დატკბი ... სრულიად ვშიშვლდები შენს წინაშე
-იმედია პირდაპირი მნიშვნელობითაც არ აპირებ
-ვაპირებ...24 საათი ხომ მომეცი ,საღამომდე მაქვს ყველაფრის უფლება შენ კი ვერსად გაიქცევი სანამ ჩემს ტყავში არ შემოხვალ და არ დამინახავ ზუსტად ისეთს როგორიც ვარ ვერ მოვისვენებ- არ ვიციი რამ გამაგიჟა, მაგრამ ფაქტია სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. მის წინ გადავიძრე პენუარი, საცვლისამარა გავემართე გარდერობისაკენ და დავიწყე დღე,რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების კიდევ ერთ მასშტაბური აფეთქება მოახდინა.
ყველაფერი გავაკეთე იმ დღეს რაც კი რამ მიცდია 27 წლის განმავლობაში, ყველა სისულელე გავიხსენე რაც ჩემნაირ განებივრებულ ,ჭირვეულ ქალს შეეძლო გაეკეთებინა . საღამოს კი წვეულებაზე აღმოვჩნდით , სპეციალურად ამ დღისთვის შეძენილი ათობით კაბიდან ის ერთი ავარჩიე რომელშიც ყველაზე სექსუალური ვიქნებოდი და ანდროსთან ერთად გადავინაცვლე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში. ხმაურით შემხვდნენ მეგობრები, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფები ცეკვავდნენ, ჭორაობდნენ , ერთმანეთში არეულები ერთობოდნენ და მე უკვე ამ ყველაფერს ვერ ვიტანდი , მაგრამ ეს იყო იმ ცხოვრების უცვლელი ნაწილი ,რომელიც ანდროსთან მოხვედრამდე მქონდა.
-მგონი 24 საათს გადავაჭარბე , არა?
-ყველაფერი მაჩვენე რაც ჩემთან არ გქონდა?
-ვფიქრობ კი, მაგრამ ეს არაა - საუბრის გაგრძელება არ დამცალდა. ის მოხდა რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი , ჰარი გამოჩნდა . ფხიზელი არ იყო , არაფერი ესმოდა და ანდროს იქ ყოფნას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. გონს ვერ მოვედი ისე ჩამავლო ხელი, ყველა გააჩუმა , მუხლებზე დადგა და გრძნობებში გამომიტყდა. ხელში ბეჭედი ეჭირა , ამღვრეული, მთვრალი მზერით მიყურებდა ,პასუხს ელოდა მე კი ჯერ არ განცდილი ბრაზი ისე მომაწვა თავში, რომ თავი ვერ გავაკონტროლე ,ყველას ვაჩვენე ჩემი კიდევ ერთი მხარე
-მე და შენ შესანიშნავად ვიცით, რომ შენს გრძნობას სიყვარულთან კავშირი არ აქვს. ერთად მშვენივრად ვერთობოდით, ჩემი გავლენებით სარგებლობდი , მოგწონდა ყველაფერი რაც ჩემთან გქონდა ახლა აღარ გაქვს, არ მოგწონს უფულო საყვარელი და გგონია ცოლად გამოგყვები? ვწუხვარ, ძვირფასო . აქ შეკრებილთა 98% ცოლობას მთხოვდა აქვე და ახლავე რომელიმე თქვენთაგანი,რომ მინდოდეს , მაგრამ მე არცერთი მჭირდებით . ჩვენ ერთმანეთთან მხოლოდ ეს გვაკავშირებს, გართობა ...სხვა არაფერი

ჩემს სიტყვებს მოჰყვა პასუხი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები რომელსაც მე სიცილით ვხვდებოდი, მაგრამ ვერ გავითვალისწინე ჩემს ზურგს უკან მდგომი ანდრო, რომელსაც მთელი დღით ნაგროვები მოთმინება იქ იმ წამს ამოეწურა და მერე ვხედავდი როგორ უმოწყალოდ სცემდა გონის დაკარგვამდე მისულ ბიჭს. ვერ აჩერებდნენ, მეც ვიდექი და გაშეშებული ვუყურებდი მანამ სანამ თავად არ გაჩერდა, გაცოფებული გამომეტყველებით არ მომიახლოვდა ,ხელი არ ჩამავლო და უმისამართოდ არ მომაშორა იქაურობას.
უკან დავტოვეთ ყველა , მიდიოდა და მეც მივყვებოდი. არ მიყურებდა, მაჯაზე მიჭერდა თითებს და ისე ღრმად სუნთქავდა თითქოს მთელი დედამიწის ჰაერს ისრუტავდა. მანქანაში ჩავსხედით, ის საჭესთან იჯდა და მე გზასაც ვერ ვუყურებდი, მხოლოდ მის პროფილს ,რომელსაც ბრაზი სულ უფრო მეტად ეტყობოდა. დღემდე არ ვიცი მაინცადამაინც იმ ადგილას როგორ მიმიყვანა, როგორ დაიმახსოვრა ჩემი საყვარელი სკვერი ამ უზარმაზარ ქალაქში ,მაგრამ ფაქტია იქ ვიყავით და იმ დროს ირგვლივ არავინ იყო .
-დაიწყე გისმენ
-რა უნდა დავიწყო
-მითხარი ყველაფერი რის გამოც გიყვარს შენი ცხოვრება ... იქნებ მე კარგად ვერ დავინახე და ვერ გავიაზრე
-შესანიშნავად დაინახე და გაიაზრე ყველაფერი. მე ასე ვიცხოვრე და ვერაფერს შევცვლი , ესაა ჩემი წარსული რამაც გამაძლებინა ამ ადგილას ,სხვანაირად ვერ გადავრჩებოდი და არც ვნანობ
-რას არ ნანობ ამ უფუნქციო ცხოვრებას? ავადმყოფებსა და მოძალადეებს შორის . გამყიდველებს, მოღალატეებს , ნაბიჭვრებს უნდა მისცე ნება რომ გამოგიყენონ? ესაა ამ ქალაქის ხიბლი? ამ ქვეყნის თავისუფლების ხარისხი? ამაში გინდა დამარწმუნო, ეს გენატრებოდა? ეს სიყალბე ? ეს უმაქნისობა? თითქოს უნარშეზღუდული ხარ, წყალსაც კი არ ისხავ , ისიც კი სხვას მოაქვს. თუ მოგინდება ტანსაცმელსაც კი სხვა ჩაგაცმევს დილით, ხელების გამოძრავება რომ დაგეზაროს რომელიმე მოსამსახურე გაგიხეხს ზურგს და დაგაყენებს დუშის ქვეშ. თითსაც არ ატკაცუნებ ისე ჩნდება ყველაფერი შენს წინ ... ასე აპირებ ცხოვრებას ? ერთ დღეს მართლა რომ გაკოტრდეთ მერე რა მოხდება , რა გეშველება ამაზე გიფიქრია?
-ამისთვის დატოვე შენი განდეგილის ცხოვრება და ჩამოხვედი აქ,რომ გეჩვენებინა რამდენად არასწოორია ჩემი ყოფა? ყველაფერი შესანიშნავად ვიცი, გმადლობთ . საჭირო არ არის აღშფოთება ... მე შენთან ყოფნამ ისედაც ამომიტრიალა ცხოვრება და ახლა სულ სხვა ავადმყოფობით ვარ ავად . დამოკიდებული ვარ, ნებისმიერ ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე თუ რაიმე სხვა მავნე ჩვევაზე უფრო მძიმე, მტკივნეული ,მოუშორებელი საწამლავით ვარ ავად და ხოო, ნეტავ ისევ ძველებურად შემეძლოს ამ ტყუილში ცხოვრების გაგრძელება. გავთხოვდებოდი და ვიქნებოდი ყალბი ბედნიერებით ბედნიერი, დავტყბებოდით იმით რაც მაქვს , მაგრამ არაა ვერავის და ვეღარაფერს ვიტან . გულს მირევს ყველას შეხება , სიახლოვე, ხმა , მზერა იმიტომ რომ ყველგან შენ ხარ. შემოძვერი ჩემს მთელს არსებაში, გაბატონდი, კომფორტულად მოეწყვე და შემშალე ! მეუბნები,რომ ეს ყველაფერი მწამლავს? არა ეს შენ მანადგურებ , შენ ხარ ჩემი სასიკვდილო იარაღი და სხვა არაფერი ... არ მჯერა, ნუთუ მართლა ვამბობ ამ ყველაფერს და საერთოდ ,ნუთუ მართლა მიყვარხარ - კიდევ ბევრი რამ ვთქვი იმ რამდენიმე წამში ის კი ჩემი გაგიჟების პარალელურად მშვიდდებოდა . ბოლოს მომღიმარი, კმაყოფილი სახით მიყურებდა და გამარჯვებულის იერი არ შორდებოდა
-ჭირვეულო, ნუთუ მართლა გიყვარვარ
-27 წლიანი უდარდელი ცხოვრების შემდეგ შენი სიყვარულით ვისჯები . ცალმხრივი, უიმედო, უშანსო სიყვარულის ტვირთი უნდა ვათრიო მხრებით მთელი დარჩენილი ცხოვრება? არა , აუცილებლად გადაგიყვარებ... როგორ გაუაზრებლად და მოულოდნელადაც შემიყვარდი ისე მოგიშორებ თავიდან !
-ვერ შეძლებ , ეგ არასდროს მოხდება ... ჩემგან თავს ვერასდროს დაიხსნი - მომიახლოვდა, არ მეხებოდა ,მაგრამ ისე იყურებდა სულშიც კი მიძვრებოდა. ის მზერა, მისი გამომეტყველება და თითოეული ბგერა წარუშლელად დარჩა ჩემს მეხსიერებაში - მე შენ მჭირდები ცხოვრების გასაგრძელებლად. შენთვის დავიწყე თავიდან და შენთვის იქნება ყველა დღე ,ბოლო ამოსუნთქვამდე ... ერთად უნდა დავიწყოთ ახალი ,სწორი ცხოვრება აქ ან სადმე ნებისმიერ სხვა კონტინენტზე - მის შეხებას ვგრძნობდი, წელზე შემოხვეულ მკლავს, თმაში შეცურებულ თითებს და ტუჩებს ,მის მხურვალე ტუჩებს . არაამქვეყნიური იყო მთლიანად და ამიტომ მოახერხა ჩემი მთელი ცხოვრების ამოყირავება და მეც არ ვიყავი ჩვეულებრივი,რადგან მისი დაბრუნება შევძელი .
-ნუთუ მართლა გიყვარვარ
-ნუ დაიჯერებ, დასამტკიცებლად მთელი ცხოვრება გვექნება
......................
-ქალბატონო ანასტასია კიდევ რით შემიძლია გემსახუროთ? სამსახურში ხომ ჩემი,როგორც ბოსის ბოსი ხართ სახლშიც ყველა კუთხე-კუნჭული თქვენს კომფორტს მოერგო, ყველა ღამე მთელი წელია მიისაკუთრე ჩემთან გატარებული დროის კომპენსაცია აღარ მოხერხდა?- მზის ამოსვლას სახლის ვერანდაზე მდგომები ვუყურებდით. მთლიანად მისით მოცული თავს უწონადო მდგომარეობაში ვგრძნობდი, ჩვენს სამყაროში მხოლოდ მე და ის ვიყავით . განაბული შევიგრძნობდი შიშველ სხეულზე მისი თითების მოძრაობას , გამაბრუებლად მოქმედებდა ჩუმად ნათქვამი მისი სიტყვები
-ხვდები აზროვნების უნარი რომ აღარ მაქვს და სარგებლობ?- მზერა გავუსწორე და ვეცადე გამეგო რა უნდოდა- ერთი წელი გავიდა ... ცოდვები გამოისყიდე . ახლა ნამდვილად შეგვიძლია სუფთა ფურცლიდან დაწყება
-ამ სახლის კედელზე მინდა ნახატი წარწერით „ნუთუ მართლა გიყვარვარ“
-შენ რა ... იმ ოთახში იყავი და იმიტომ ჩამოხვედი?- მთელი წელი ვფიქრობდი უნდა დამესვა ეს კითხვა თუ არა, არ ვიცოდი რისი მოსმენა მინდოდა
-მე შენი წასვლის შემდეგ უფსკრულში ვიყავი . ნახატს რომ გადავაწყდი თვალები ისე დამებინდა დიდხანს არ დამინახავს წარწერა . ისე მენატრებოდი ჭკუიდან გადავედი...
-შენთვის ხომ მონატრება უცხო არ იყო ...წლებია ცოლი გენატრება- მზერა ისევ ამოავალი მზის კადრს გავუსწორე . სიჩუმეში მხოლოდ ჩემი გულისცემის ხმა ისმოდა და ეს ხმაური უკვე სულს მიხუთავდა
-შენი მონატრება არაფერს ჰგავს, შენთან ყველა გრძნობის სხვა განცდა მაქვს ... არავის გავხარ და შენთან ყოფნის ეს ორი წელიც სრულიად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან და საერთოდ მთელი ჩემი განვლილი ცხოვრებისგან -ისეთი მშვიდი იყო, იმდენად მართალი და თავდაჯერებული საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული. ალბათ ეს დრო ორივეს გვჭირდებოდა დაჯერებისთვის, ემოციების დალაგებისთვის
-წამოდი , დავხატოთ - მზის ამოსვლასთან ერთად ხატვაც დავასრულე . წარწერაც გავაკეთე და მთლიანად საღებავებით გაფერადებულ ჩემ სიყვარულს მოვეხვიე . წითელად შეფერილი ფუნჯი აიღო და მშვიდად გადაუსვა ჩემი დაწერილი წინადადების პირველ სიტყვას
-მართლა მიყვარხარ ! - გაიცინა და კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა.
-შეუძლებელია არ გიყვარდე - მისგან შორს ყოფნა არ შემეძლო, მივეჯაჭვე , დავუჯერე და მას შემდეგ აღარასდროს შემპარვია ეჭვი მის ჩემდამი გრძნობებში. ჩვენი ცხოვრების არცერთი დღე ჰგავდა ერთმანეთს არც ჩვენ ვგავდით საკუთარ თავს და ალბათ ეს იყო უსასრულობის გარანტი

ამ გაზვიადებული, ზღაპრულად დანახული უდიდესი ამბის ბოლოს მინდა ვთქვა ერთი რეალური დასკვნა,რომელიც ნებისმიერ თქვენგანს შესაძლოა შეემთქვას - გამოჩნდეს ადამიანი ,რომელიც თვალებს აგიხელთ, რეალობას გაჩვენებთ და გაპოვნინებთ თქვენი სიმშვიდის ნამდვილ მიზეზს. ცვლილებები ყოველთვის დროულია , ასაკი და ვადა არ გააჩნია თუნდაც ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო საათებს ითვლიდეთ შანსის გამოყენება ყოველთვის ღირს . მე ჩემი შანსი გამოვიყენე, თავდავიწყებით შევიყვარე და სიგიჟის ახალი ელფერები შევიძინე.
დაწერე შენი ისტორია , აღმოაჩინე სიყვარულის უცნობი ფერთა გამა
..............

2016 წელი.



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

თვალებს არ ვუჯურებ! ნუთუ? ზუსტად სამი დღის წინ გადავხედე ამ ისტორიას დანარჩენებთან ერთად და რა მეგონა მთავარ გვერდზე, ახალ დადებულს თუ წავაწყდებოდი? გაშტერებული ვუყურე მეთქი, ხომ არაფერი მელანდება-თქო. ავტორის სახელიც გადავიკითხე ბევრჯერ, გეფიცები არ ვაზვიადებ. ჩემი ანდრო და ტასუნა.❤ თუმცა რაღაცეები შეცვლილია, ვგონებ. წავედი, გადავხედო.❤❤❤

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თიკო
თვალებს არ ვუჯურებ! ნუთუ? ზუსტად სამი დღის წინ გადავხედე ამ ისტორიას დანარჩენებთან ერთად და რა მეგონა მთავარ გვერდზე, ახალ დადებულს თუ წავაწყდებოდი? გაშტერებული ვუყურე მეთქი, ხომ არაფერი მელანდება-თქო. ავტორის სახელიც გადავიკითხე ბევრჯერ, გეფიცები არ ვაზვიადებ. ჩემი ანდრო და ტასუნა.❤ თუმცა რაღაცეები შეცვლილია, ვგონებ. წავედი, გადავხედო.❤❤❤

კი შეცვლილია იმედია მოგეწონება ♡♡♡♡

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ვაიმე ძალიან მომეწონა შეცვლილი ვარიანთიც. იმდენი ვიტირე. ყოველ ჯერზე ასე მემართება. აუუუ. ანდრო და ტასუნაა. კარგია ასეთი სიყვარული ანდროს რომ ჰქონდა კატოს მიმართ. მაგრამ ძალიან გადაუვიდა ეგოისტობაში. აი მარიამ.შენი ისტორიების დინამიკაზე ვგიჟდები. ისე იკითხება სწრაფად. გარკვეულად და სიმღერასა ვით. იმედია ახალი ისტორიით მალედაგვიბრუნდები. აუ დადერა ღალატო

 


№4  offline წევრი ლილილი

ორივე პერსონაჟი იმდენად გამაღიზიანებელია რომ ვერ წავიკითხე ბოლომდე, განსაკუთრებით გოგო პერსონაჟი(პირდაპირ ნერვებზე მიკაკუნებდა).
არ შეეფერება მათი საქციელი,დიალოგები, მოქმედებები ასაკს. რაც არ უნდა მოიმიზეზონ ყოველთვის რომელიღაც ასაკში რაღაც დოზით ვყალიბდებით და ძალიან არაბუნებრივი აღმოჩნდა ჩემთვის.
ზედმეტად ზღაპრული მომეჩვენა,როგორც ჩანს წლების წინ დაწერილი შეასწორე თუ რაღაც ასეთი, ზემდეტად ბავშვურია.
ველი შემდეგ ახალ ისტორიას.

 


№5 სტუმარი სტუმარი Maiko

ვგიჟდები ტასოზე და ანდროზე
ბურთი ყელში მებჯინება
მტკივა
განვიცდი
მიყვარს
ვაფრენ შენზე მარიამ
მიყვაარხააარ
მე არ ვარ კარგად
ემოციების ზღვა მაქვს
აი ცრემლები მომდის
ყოველთვის უნდა წეროოოო!!!!
საოცრება ხარ

საოცარი წყვილია
მიყვააარს ღმეეერთოოოო
ჟრუანტელი მივლისს

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
ვაიმე ძალიან მომეწონა შეცვლილი ვარიანთიც. იმდენი ვიტირე. ყოველ ჯერზე ასე მემართება. აუუუ. ანდრო და ტასუნაა. კარგია ასეთი სიყვარული ანდროს რომ ჰქონდა კატოს მიმართ. მაგრამ ძალიან გადაუვიდა ეგოისტობაში. აი მარიამ.შენი ისტორიების დინამიკაზე ვგიჟდები. ისე იკითხება სწრაფად. გარკვეულად და სიმღერასა ვით. იმედია ახალი ისტორიით მალედაგვიბრუნდები. აუ დადერა ღალატო

ღალატი სულ არ მახსოვდა აქამდე
თუ დავარედაქტირე დავდებ აუცილებლად
მადლობა აზრის გაზიღებისთვის ♡♡♡♡

სტუმარი Maiko
ვგიჟდები ტასოზე და ანდროზე
ბურთი ყელში მებჯინება
მტკივა
განვიცდი
მიყვარს
ვაფრენ შენზე მარიამ
მიყვაარხააარ
მე არ ვარ კარგად
ემოციების ზღვა მაქვს
აი ცრემლები მომდის
ყოველთვის უნდა წეროოოო!!!!
საოცრება ხარ

საოცარი წყვილია
მიყვააარს ღმეეერთოოოო
ჟრუანტელი მივლისს


ამდენ ემოციას ნამდვილად არ ველოდი ამ ისტორიისგან
ნუ კაცია და ბუნებაო და აჰაა
როგორც ჩანს თქვენ ასე მძაფრად აღიქვით
კი სწრაფად იკითხება ფილოსოფიური ჩართვებისა და სიღრმეების გარეშე ისტორიებია ადრე რასაც ვწერდი

ლილილი
ორივე პერსონაჟი იმდენად გამაღიზიანებელია რომ ვერ წავიკითხე ბოლომდე, განსაკუთრებით გოგო პერსონაჟი(პირდაპირ ნერვებზე მიკაკუნებდა).
არ შეეფერება მათი საქციელი,დიალოგები, მოქმედებები ასაკს. რაც არ უნდა მოიმიზეზონ ყოველთვის რომელიღაც ასაკში რაღაც დოზით ვყალიბდებით და ძალიან არაბუნებრივი აღმოჩნდა ჩემთვის.
ზედმეტად ზღაპრული მომეჩვენა,როგორც ჩანს წლების წინ დაწერილი შეასწორე თუ რაღაც ასეთი, ზემდეტად ბავშვურია.
ველი შემდეგ ახალ ისტორიას.

ამ ისტორიაში ბევრი არარეალური რამეა , მაგრამ ამ განვითარებისა და ქცევის მხარეს რაც შეეხება ბევრი მინახავს მსგავსი .
კი ძველი ისტორიაა და ისე დავტოვე როგორც იყო ცოტა შევცვალე ბოლოს .
ახალი ისტორია ისეთი იქნება თუ ეს დავასრულე ახლა რასაც ვწერ აქედან ნახტომი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება .

 


№7 სტუმარი სტუმარი მაია

შენი ისტორიები ძალიან მიყვარს.ეს ისტორიაც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხავ.მაგრამ bad boys and good girls როდის დადებ? რამდენი ხანია კიდევ მინდა წაკითხვა.მალე დადე რა

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაია
შენი ისტორიები ძალიან მიყვარს.ეს ისტორიაც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხავ.მაგრამ bad boys and good girls როდის დადებ? რამდენი ხანია კიდევ მინდა წაკითხვა.მალე დადე რა

მალე ვერ დავდებ დიდია და რედაქტირება საშინლად დამღლელი პროცესია

 


№9  offline წევრი ნანა73

კითხვა მხოლოდ იმიტომ დავიწყე შენი რომ იყო.
ძალიან მალე ეჭვი გამიჩნდა - მართლა შენი იყო?
გადავამოწმე კიდეც...
ეტყობა წლების წინ დაწერილი რომ არის.
სიმართლე გითხრა დამღალა.
კიდევ ერთხელ უნდა გითხრა რამდენად დიდი ხარ იმ დროიდან.
ველი ახალს მოუთმენლად!
❤️❤️❤️

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
კითხვა მხოლოდ იმიტომ დავიწყე შენი რომ იყო.
ძალიან მალე ეჭვი გამიჩნდა - მართლა შენი იყო?
გადავამოწმე კიდეც...
ეტყობა წლების წინ დაწერილი რომ არის.
სიმართლე გითხრა დამღალა.
კიდევ ერთხელ უნდა გითხრა რამდენად დიდი ხარ იმ დროიდან.
ველი ახალს მოუთმენლად!
❤️❤️❤️


ძველი ისტორიების მიტოვებას მაინც არ ვაპირებ ყველა უნდა დავარედაქტირო როგორც შესაძლებელია .
ვეცდები მომდევნო ახალი იყოს და შემდეგ განვაგრძობ რედაქტირებებს

 


№11  offline წევრი რუსკიმარუსია

ძველი და კარგად ნაცნობი ისტორია❤ თავიდან მეგონა, რომ მეორე ნაწილი დაწერა თქო. ბევრი რამ შეგიცვლია, მაგრამ დასასრული ისეთივე ტკბილია როგორიც იყო❤
ახლა, რომ წავიკითხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორ გაიზარდე როგორც მწერალი და როგორც პიროვნება❤

ვოდები ახალ ისტორიას❤

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
ძველი და კარგად ნაცნობი ისტორია❤ თავიდან მეგონა, რომ მეორე ნაწილი დაწერა თქო. ბევრი რამ შეგიცვლია, მაგრამ დასასრული ისეთივე ტკბილია როგორიც იყო❤
ახლა, რომ წავიკითხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორ გაიზარდე როგორც მწერალი და როგორც პიროვნება❤

ვოდები ახალ ისტორიას❤


რომ ვარედაქტირებდდი ჯერ კიდევ შარშან დავიწყე და ბოლომდე ვერ მივიყვანე ისე დამღალა, მაგრამ ვერ გავიმეტე გასაქრობად და ამიტომაც დავასრულე და დავდე.
კიდევ ვაპირებ ძველი ნაწერების სულ ოდნავ შეცვლას და სრულად ატვირთვას წარსულის დავიწყება არ მაწყობს:დ
ახალი იქნება აგვისტოში აუცილებლად ♡♡

 


№13  offline წევრი რუსკიმარუსია

sameone crazy girl
რუსკიმარუსია
ძველი და კარგად ნაცნობი ისტორია❤ თავიდან მეგონა, რომ მეორე ნაწილი დაწერა თქო. ბევრი რამ შეგიცვლია, მაგრამ დასასრული ისეთივე ტკბილია როგორიც იყო❤
ახლა, რომ წავიკითხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორ გაიზარდე როგორც მწერალი და როგორც პიროვნება❤

ვოდები ახალ ისტორიას❤


რომ ვარედაქტირებდდი ჯერ კიდევ შარშან დავიწყე და ბოლომდე ვერ მივიყვანე ისე დამღალა, მაგრამ ვერ გავიმეტე გასაქრობად და ამიტომაც დავასრულე და დავდე.
კიდევ ვაპირებ ძველი ნაწერების სულ ოდნავ შეცვლას და სრულად ატვირთვას წარსულის დავიწყება არ მაწყობს:დ
ახალი იქნება აგვისტოში აუცილებლად ♡♡

ყველაზე მეტად ცუდი ბიჭების და კარგი გოგოების ისტორია მაინტერესებს :დ მაგდენი პერსონაჟი არცერთ სხვა ისტორიაში არ გყოლია :დ
ახალს მოუთმენლად ველი❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რა კარგი იყოო წარმატებებიი<3 რა მეშველებოდა შენი ისტორიების გარეშე არვიციიი

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
ვაიმე რა კარგი იყოო წარმატებებიი<3 რა მეშველებოდა შენი ისტორიების გარეშე არვიციიი

♡♡♡♡
მადლობაა
გეშველებოდა მწერლები იმდენია

 


№16 სტუმარი ეკა

პირველად წავიკითხე და საოცრება იყოო❤

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

ეკა
პირველად წავიკითხე და საოცრება იყოო❤

მიხარია ♡♡♡♡

 


№18 სტუმარი სტუმარი Nona

Saocari iyoo

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Nona
Saocari iyoo

♡♡♡♡♡

 


№20 სტუმარი ლიზა(ი) ჭანტურია

მადლობა, ყველა განცდილი ემოციისთვის! innocent
წერე ყოველთვის, შენი გამორჩეული პერსონაჟებითურთ heart_eyes

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

ლიზა(ი) ჭანტურია
მადლობა, ყველა განცდილი ემოციისთვის! innocent
წერე ყოველთვის, შენი გამორჩეული პერსონაჟებითურთ heart_eyes

heart_eyes
მადლობა თქვენ

 


№22 სტუმარი მაქსიმე

თან რაღაცნაირი ბავშვური, მაგრამ ამავე დროს ძალიან მწარე და ემოციური.
ძველი ჭრილობები გამეხსნა, მყავდა საცოლე, რომელიც ორი წლის წინ გარდამეცვალა,შეუძლებელია ოდესმე დამავიწყდეს.
ამ ნოველამ მონატრება და ტკივილი უფრო მეტად გამიმწვავა.
კარგით, არ მინდა დაგანაღვლიანოთ და ჩემი მწუხარება შემოგახვიოთ, მართლა კარგი იყო, მაგრამ ჩემთვის მტკივნეული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent