შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილების ღმერთი ( II თავი)


30-07-2021, 14:17
ავტორი dramalover
ნანახია 983

თავი მეორე:
გამრთელების ხელოვნება

-მადლობა- დაბალ ხმაზე ამბობს.
უნივერსიტეტის ეზოში ვსხედვართ ხის სკამზე.
ვუღიმი.
-სამადლობელი არაფერია.
თავს სწევს და ჭორფლიან ხორბლისფერ სახეზე მზის სხივი ეცემა. შეუდარებელი კანი აქვს, თითქმის გამჭირვალე.
-ასე ფიქრობ?- ტუჩები ებრიცება -სინამდვილეში საოცარი გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინე.- ჩერდება და მერე ამატებს- აქ ეგეთები საერთოდ არ არიან.
თვალს ვარიდებ. ჩუმად ვარ. რა იცის, რატომ მოვიქეცი ასე. რა იცის, რომ გამბედაობა უკვე ჩვევად მექცა, მხოლოდ იმიტომ, რომ გადავრჩე. რა იცის რომ სიმამაცე უკვე ჩემი ინსტიქტია და არა არჩევანი. რა იცის, რომ სისუსტის გამოჩენის სიმდიდრე არ გამაჩნია. მან არ იცის, რომ შეიძლება ყველას მსგავსი ვყოფილიყავი, რომ არა...
მწარედ მეღიმება. გულში რაღაც მწყდება. სისუსტის უფლება არ მაქვს...
-ლიდა მქვია. - ამბობს. ცოტა ხანში, როცა ხვდება, რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ამატებს- რატომ იღიმები.
უცებ ვაცნობიერებ, რომ უკვე დიდი ხანია ვიღიმი, უფრო სწორად ტუჩები მომბრეცვია. მოგონებებს თავიდან ვიშორებ და დაბნეული ვეკითხები.
-რაა?
-გკითხე, რატომ იღიმები-მეთქი, მანამდე კი გითხარი, რომ ლიდა მქვია.- იცინის.
-ა, ხო - აზრზე მოვდივარ, ჩემს თავს კი გონებაში შევუძახებ: „პოტენციური მეგობარი სულელო, აზრზე მოდი, სანამ შანსს დაკარგავ.“ - ლიდა ლამაზი სახელია. ჩემს მეზობელს ერქვა, ბებერი ქალი იყო უცნაური ჩვევებით...- უცებ ვაცნობიერებ რას ვამბობ და სულელივით ვწყვეტ წინადადებას, გაშტერებული ველოდები ლიდას რეაქციას.
ლიდა თავს უკან წევს და გულიანად ხარხარებს. გრძელ, ნატიფ ხელებს აქეთ-იქით ასავსავებს. მის შემხედვარეს მეც მეცინება. ცოტა ხანში ორივე სიცილის წრედზე ვტრიალებთ-როგორც კი ვწყნარდებით, ერთმანეთის შემხედვარეებს თავიდან გვიტყდება სიცილი. ერთმანეთს ვეჯახებით, აქეთ-იქით უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებთ, ლიდა როგორღაც ახერხებს ფრაგმენტების წარმოთქმას:
-მეზობელიო...ბე...ბე...ბებერი მე... ბებერი მეზობელიო... თან...თან მანამდე.... ლა..ლა... ..ლამაზიაო...ცუ... ცუდად ვარ....
ბოლოს როგორც იქნა დავწყნარდით. თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდდით, როცა შევამჩნიე, უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელი კარიდან დემნა, ლუკა, კიდევ ერთი ბიჭი და ორი გოგო გამოვიდნენ. ლიდამ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და როცა ისინი დაინახა, ერთიანად გაშეშდა, სრუტუნიც შეწყვიტა და მხიარული ბუტბუტიც. მის რეაქციაზე საშინლად გავბრაზდი, მაგრამ არა ლიდაზე, არამედ მათზე.
ვხედავ, აშკარად აქეთ იყურებიან. ლუკა ჩვენკენ უხვევს, მაგრამ დემნა აჩერებს- მკლავში კიდებს ხელს და თავისკენ აბრუნებს. რაღაცაზე კამათობენ. ლუკა ხელს აშვებინებს და ჩვენკენ აგრძელებს გზას. მუცელში გვრემას ვგრძნობ. არ მეგონა მეორედ ჩხუბი ასე მალე თუ მომიწევდა. დანარჩენები ეზოს გასასვლელისკენ მიდიან. ლუკას ჩვენამდე რამდენიმე მეტრი რჩება. ვზივარ და მშვიდად ველოდები. რაც არ უნდა გააკეთოს, პასუხი მაინც მექნება. უცებ ვამჩნევ,გასასვლელში დემნას არჩი ეჩეხება.
-ჯანდაბა. - თავს ვერ ვიკავებ, იმიტომ რომ ვხვდები არჩის შეუძლია სიტუაციის კონტროლი დამაკარგვინოს. მე კი ეს არ მაწყობს. საშინლად არ მაწყობს.
ვხედავ, როგორ მრავალმნიშვნელოვნად უვლიან გვერდს დემნა და არჩი ერთმანეთს. ლუკა უკვე თავზე გვადგას.
-აქედან დაახვიე - უცერემონიოდ ვუცხადებ, ისე რომ არჩის თვალს არ ვაშორებ. თან ვლოცულობ, რომ ვერ დამინახოს.
ლუკაც, ასევე უცერემონიოდ, ყბაში ხელს უხეშად მავლებს. ლიდას კივილი ხდება. უნივერსიტეტის საფეხურებზე ამავალი არჩი მოკლე კივილის ხმაზე ჩვენკენ იხედება. ჯანდაბა! ტანს ატრიალებს და როგორც კი რწმუნდება, რომ თვალები არ ატყუებს მოწყვეტით მოდის ჩვენკენ.
ლუკა მაიძულებს შევხედო. ჩემს სახესთან იხრება. ვერ ვეწინააღმდეგები. ხელსაც კი ვერ ვიქნევ მის მოსაშორებლად. მისი ქმედება რაღაცას მახსენებს. რაღაცას ჩემი ახლო წარსულიდან. რაღაცას რაც ცუდად მხდის, მასუსტებს. მგონია რომ ფეხქვეშ მიწა მეცლება.
-იცოდე, რომ ყველა სიტყვისთვის გაზღვევინებ. ისე გაწამებ, რომ ჩემთან მოხვალ და შებრალებას მთხოვ. იმედია ჭკუას ისწავლი და ასე სულელურად აღარასდროს მოიქცევი.- სუნთქვა მეკვრის. უკვე ცუდად ვარ... მოგონებები გარშემო შავი ჩრდილივით მეხვევა და თვალთახედვას მიბინდავს.
ლუკა ხელს ნიკაპიდან მიშვებს და სწორდება. როგორღაც ჩასუნთქვას ვახერხებ. ხელებს ხის სკამს ვაყრდნობ. სახეს ვქინდრავ და მიწას ჩავცქერი. ვცდილობ ვისუნთქო. მოგონებების ძაფი წყდება.
-ვხედავ გაიგე...კარგი გოგო ხა...-სიტყვა შუაზე უწყდება.
არჩი...
დარტყმის და გინების ხმა მესმის. კივილი...ვიღაც ხელებს მხვევს.
-მია... კარგად ხარ?- მეძახის ლიდა აკანკალებული ხმით.- მია გთხოვ ნუ მაშინებ... დარტყმის ხმა ისევ გრძელდება. მინდა ვუთხრა გაჩერდეს, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვა სამყაროდან მესმის და ვხედავ. ლიდას წყლის ბოთლი ხელის კანკალით მოაქვს ჩემს პირთან. ვსვამ, მცდება, ვახველებ. ხმები ჩერდება.
-გაუშვი- მესმის არჩის ხმა. მაღლა ვიხედები. ლიდას მკაცრად უყურებს- კარგი დროსია დახმარება - სისინებს და ადგომაში მეხმარება.
- მე...მე...- ხმა უწყდება ლიდას. მინდა არჩის ვუთხრა, რომ ის არაფერ შუაშია, რომ ის კარგი გოგოა, მაგრამ სიტყვებს თავს ისევ ვერ ვუყრი.
არჩი ჩემს მკლავს კისერზე იხვევს, თავის მკლავს კი წელზე მხვევს. მივდივართ.
-მია?
ხმაურიანად ვსუნთქავ.
-მია, რა გჭირს? - ნაზად მეკითხება.
მისკენ ვატრიალებ თავს და თვალებს ვხუჭავ.
-სახლში წამიყვანე - ჩახრეწილი ხმით ამასღა ვეუბნები.
არჩი დუმდება.
-რა ქნა? - ბრაზს აყოლებს სიტყვებს. თავისი მანქანის კარებს აღებს და ფრთხილად მსვამს.
ხმას არ ვიღებ, თავს სავარძელს ვაყრდნობ და თვალებს ვხუჭავ. გულში გაჩენილ მტკივნეულ ნაპრალს ვებრძვი, რომელიც მაიძულებს ვიტირო. არა, ამას არ ვიზამ. არ შემიძლია.
კარები არ დახურულა.
-რა გიქნა მია...- არჩის ხმა უწყდება. არ მინდა ვანერვიულო. ძალიან არ მინდა. მაგრამ ის უფრო არ მინდა მის წინ ვიტირო.
კარი ხმაურიანად იკეტება. როგროც კი გვერდით სავარძელში ჯდება, მაშინვე ვგრძნობ მის შეკავებულ ველურ ბრაზს.
-ახსნა მაინც მოგიწევს... გირჩევნია მოიფიქრო, როგორ მითხრა. - კბილებში სცრის და მანქანას ქოქავს.
ვიცი, ჰგონია, რომ ლუკამ რაღაც საშინელება ჩაიდინა. ამიტომ ვხვდები, უფრო გამიჭირდება ახსნა. როცა ვეტყვი რომ ასე მხოლოდ იმიტომ იმოქმედა ჩემზე, რომ მან ნიკაპში ხელი წამავლო. მომიწევს ვუთხრა, რომ იმ დამპალი ნაბიჭ’ვარივით მელაპარაკა. მომიწევს ავუხსნა, რატომ წამოვედი სახლიდან. მომიწევს ყელაფერი მოვუყვე. მე კი ეს არ მინდა. ძალიან არ მინდა. ამაზე არასდროს მისაუბრია. ჭრილობა ღია მაქვს. არ ვიცი, ამაზე როგორ ვილაპარაკო, მაგრამ ვიცი, როგორც კი ლაპარაკს დავიწყებ, ავტირდები.
მე კი სხვებთან არასდროს ვტირი.
ვერ ავიტან ჩემი ცრემლები დაინახოს.
რაც ახლა მოხდა, ისიც უკვე საშინლად დამამცირებელია.
მანქანა ჩერდება. უკვე მზად ვარ თვალები გავახილო, ჭრილობები საგულდაგულოდ გადავმალე, მათ დასაცავად კი ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
არჩი თავისი ყავისფერი თვალებით მიყურებს. ჩემს სახეს აკვირდებოდა, თითქოს მასში რამეს ამოიკითხავდა.
-მია, მითხარი რომ ტყუილად ვცემე ის ნაბიჭ’ვარი, თორე უკვე ლამისაა გავბრუნდე და დავუმატო.
ვუღიმი, კარებს ვაღებ და მანქანიდან სწრაფად გადავდივარ, სანამ კარებს დავხურავ, სიცილით ვეუბნები:
-ხო არჩი, სულ ტყუილად სცემე.
არჩი გაოგნებული მიყურებს მიხურული კარიდან. უცებ ფხიზლდება. მანქანიდან ელვის სისწრაფით გადმოდის და ყვირის:
-რაა?! - ერთ სიტყვაში მთელ აღშფოთებას ატევს.
მე კი მისი სახის შემხედვარე უკვე ვხარხარებ.
წამში ჩემს გვერდით დგას და მაჯით მანჯღრევს.
-შეიშალე?
-კარგი გამიშვი, კარგად ვარ- მაჯას შეურაცხყოფილი ვართმევ და ვუბღვერ.
-რა კარგად ხარ, გოგო!-ყვირის გაცოფებული.
-ახლა შეშლილს შენ უფრო გავხარ- ნიშნისმოგებით ვეუბნები და კორპუსის შესასვლელისკენ მივდივარ.
-ტყუილად სცემე აბა რა ქენი. რა ქნა ისეთი? გოიმურად უნდოდა ჩემი შეშინება, რომ მეორედ მთელი უნივერსიტეტის თვალწინ აღარ დავამცირო. -უკნიდან ვეუბნები.
-რა აღარ უნდა ქნა?- მეწევა ერთიანად დაბნეული და გაბრაზებული არჩი.- მია რა ჩაიდინე?- მკლავში ხელს მტაცებს.
ხელს მაშინვე ვითავისუფლებ და სადარბაზოში შევდივარ.
-კაფეტერიაში პატარა შელაპარაკება მოგვიხდა.
-რაა? როდის მოასწარი? მეც იქ არ ვიყავი? მარტო ვეღარ უნდა დაგტოვო?
-რამდენ კითხვას სვამ შევწუხდი.- ვიჭყანები.
ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ და ველოდებით.
-მია, უკვე მდგომარეობიდან გამოგყავარ! წესიერად ამიხსენი რა მოხდა, ან უნივერსიტეტის ეზოში რა მოგივიდა, მერე ეგრე სწრაფად რატომ გამოიდარე.-კბილებს ერთმანეთზე აჭერს, რომ მშვიდად თქვას.
-გეტყვი. სახლში შევიდეთ.
-აბა რას იზამ.-უხეშად მეუბნება და ლიფტში პირველი შედის გაბრაზების ნიშნად.
ლიფტიდან ჩუმად გამოვდივართ. კარებს გასაღებს არგებს და ატრიალებს.
ლაპარაკის ხასიათზე სულაც არ ვარ. არც თავის მოჩვენების. მინდა, რომ დავწვე და დავიძინო. ზანტად ვიხდი ფეხსაცმელს. არჩის სხეული მოუთმენლობას ასხივებს. დივანზე დაღლილი ვეხეთქები. რაც მალე, მით უკეთესი. მაგრამ დაწყება ისეთი რთულია...
-რის ფასად მომცემ საშუალებას, ახლა დავიძინო და ხვალ მოგიყვე ყველაფერი.
ვეკითხები არჩის მობეზრებული ხმით, რომელიც ჩემ წინ დივანზე წელში გამართული ზის და მელოდება. აბსოლუტური კონტრასტი. მე ნახევრად მიწოლილი დაღლილი მზერით შევყურებ.
ვხედავ როგორ კარგავს კონტროლს.
-ეს უბრალოდ შეთავაზებაა, რომელიც შეგიძლია მიიღო ან არა. სწრაფად ვამატებ მანამ, სანამ თავზე რამე არ დამალეწა.
-არაფრის ფასად -კატეგორიული ტონით მიჭრის.- ხუთ საათზე არავინ იძინებს. თავის დაძვრომას ნუ ცდილობ. გელოდები.
ვოხრავ. დივნიდან ხერხემალს ვითრევ და ნიშნისმოგებით ვეუბნები.
-მაშინ ყავა გამიკეთე ახლა, მერე კიდევ საჭმელი.
-კარგი-ღიმილით მეთანხმება.
დგება და ხელა მიწვდის.
-ვიფიქრე ცოტა ხანი დავისვენებ-მეთქი.-უკმაყოფილოდ ვკიდებ ხელს. მაყენებს.
-არც იფიქრო.
- ტირილი რომ დავიწყო შემეშვები?- ვეღრიჭები და სამზარეულოს მაგიდასთან ვჯდები. ეჭვიან მზერას მტყორცნის და ფუსფუსს იწყებს. თან დუდუნებს.
-ეჭვებს ნუ მიჩინ ლეა.
ვოხრავ.
-კაფეტერიდან რომ გახვედი, მეც გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ დავინახე იმ გოგოს რვეული, ჩემს გვერდით რომ იჯდა, ლუკას ეჭირა და სახალხოდ დასცინოდა. ვერ მოვითმინე და მუშტი დავადე.
არჩი წარბაწეული ბრუნდება. ტუჩის კუთხე ეტეხება, მაგრამ ცდილობს არ გაიცინოს.
-მერე ვითომ ჩემი გამასხარავებაც მოუნდა და რვეული წამართვა. სულელი. რას დამაკლებდა, ნახატები ჩემი სიამაყეა. გაღიზიანდა და ლანძღვაზე გადავიდა, მე ერთი ორი მწარე ვუთხარი, ხალხიც გავლანძღე და წამოვედი. გარეთ რიმ ვისხედით ლუკა მოვიდა და მითხრა ასე აღარასდროს მომექცეო. - მხრებს ვიჩეჩ.
არჩი სამზარეულოს ზედაპირს ეყრდნობა, ხელები უკან აქვს შელაგებული, სიცილის შეკავებას ძლივს ახერხებს.
-მაგარი სანახაობა გამომიტოვებია.
-ხო...-თავს ვუქნევ. ტრიალდება-მაგრამ იქ რომ ყოფილიყავი, სანახაობა არ იქნებოდა, ლუკას მაშინვე სცემდი, ხელიდან რვეული რომ წამგლიჯა.
ზურგს უკან იცინის. ყავას ასხამს ორ ჭიქაში, წინ მიდებს და ჩემს წინ ჯდება. თვალებს არ მაშორებს. ვსვამ.
-მია, არ გინდა მოთხრა , რა მოგივიდა?- მეკითხება მშვიდად.
ვუღიმი.
-როგორ არა, წნევა დამივარდა და ცუდად გავხდი. ეს იყოს და ეს.
იმედგაცრუებული სკამზე გადაწვა. სახეზე უკმაყოფილება აწერია.
-იტყუები.
-არ ვიტყუები, რა გინდა, ვერ ვხვდები. რა გინდა რომ ვთქვა?- ხმას ვუწევ გაღიზიანებული.
ჩემკენ იწევს და იდაყვებს მაგიდაზე აწყობს. თვალებში მიყურებს. მზერას მტკიცედ ვუსწორებ.
-წნევის დავარდნით 15 წუთი შოკურ მდგომარეობაში არავინ არის. - დაბალი, მაგრამ მტკიცე ტონი აქვს.
-თავბრუ მეხვეოდა, ტანი დაბუჟებული მქონდა და ლაპარაკის თავი არ მქონდა. რა გიკვირს ვერ გავიგე?- ხმას უფრო და უფრო ვუწევ.
- არა მიკვირს?-ისიც უწევს ხმას- შენი აზრით სულელი ვარ? სანამ პასუხები არ მოიფიქრე, კითხვებზე პასუხებს არ მცემდი! ახლა კი დამდე პატივი და გამოიჩინე ცოტაოდენი გულახდილობა შენი მეგობრის მიმართ. მითხარი...
-რა? რა გითხრა?!-უკვე ვყვირი.- რისი მოსმენა გინდა?! თუ გინდა რაღაც არაჩვეულებრივი ამბავი მოგიყვე, იმედი უნდა გაგიცრუო. სამწუხაროდ ეგეთი საინტერესო ტიპი არ ვარ , გაიგეე?!
არჩი იცინის და სკამიდან დგება.
-მატყუებ... უტიფრად მატყუებ. მაგას ვგრძნობ.
ვჩერდები და სკამს ვეყრდნობი. დამნაშავის სიფათი ნელ-ნელა იჟღინთება ჩემს სახეზე.
არჩი მაშინვე ამჩნევს ჩემს სახეზე ცვლილებას და უფრო მაწვება.
-მია, მე შენი მეგობარი ვარ. ჩემთან რაღაცის დამალვა არ გჭირდება გესმის?
ოთახში სიჩუმე ისადგურებს. მზერას ვარიდებ .
-და თუ უბრალოდ ამაზე საუბარი არ მინდა?
ჩემი ხმა ძალიან სევდიანად ჟღერს.
დუმილი.
-ეს შენი წარსულის გამოა ხომ ასეა?- მისი სიტყვები ზედმეტად ხმამაღალია. სწრაფად გადამაქვს მზერა მის სახეზე. უცნაურად გამოიყურება, ვერ ვხვდები განმსჯის თუ თანამიგრძნობს.
სკამიდან მოწყვეტით ვდგები და სანამ ჩემს აცრემლებულ თვალებს დაინახავს ოთახში დიდი და თავხედი ნაბიჯებით შევდივარ. ზურგს უკან კარი ხმაურიანად იკეტება. რამდენიმე წამი კედლები ზანზარებს. სახეზე აკანკალებულ ხელებს ვიფარებ. ორი წვეთი ცრემლი ლოყებს მიუყვება.
მგონი ზედმეტად ემოციური ვარ. მგონი უნდა შემეძლოს ცხოვრება აწმყოში. მგონი დროა გავიზარდო. დროა ვისწავლო როგორ დავთრგუნო ემოციები. ყოველ ჯერზე როცა წარსულის გახსენება მომიწევს პანიკაში არ უნდა ვვარდებოდე. სულელივით ნუ იქცევი მია. არ გაქვს უფლება იტირო. არ გაძლევ უფლებას იყო სუსტი. გამოფხიზლდი! გამოფხიზლდი! ეს დღე შენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. როგორ შეძლებ გამარჯვებას თუ ერთი პატარა მოძრაობა თავდაცვის უნარს დაგაკარგვინებს?! თუ ლუკასნაირი იდიოტები შენს სისუსტეს შეამჩნევენ, ჩათვალე რომ მათი საჭმელი გახდები. დაუნდობლად გადაგივლიან. გამოფხიზლდი! ეს დღე შენთვის გაკვეთილია. მეორედ ასე აღარ მოიქცევი. საკუთარ შეცდომებზე რომ არ ვისწავლო, მაშინ ვერასდროს წავიწევ წინ. საკუთარი თავის უფრო ძლიერი ვერსია მჭირდება!

ცრემლებს გულგრილად ვიწმენდ, სარკეში ვიყურები, ჩაწითლებული თვალები ჩემს წამიერ სისუსტეს გათქვამს.
-მია-მესმის ხმა გარედან.
-წადი უნდა დავიძინო.
-მია ბოდიში...
ხმას არ ვცემ. საკუთარი თვალების ანარეკლს მტკიცედ ვაშტერდები.
-მია მართლა არ მინდოდა...-არჩი ლაპარაკს არ წყვეტს. მე კი მისი არცერთი სიტყვა არ მესმის.

მეორედ სანამ შეგეხება მანამდე მოუგრეხ კისერს!
მეორედ სანამ გაბედავს ამაზე სიტყვის წამოჭრას, მანამდე გაეცლები!
მეორედ აღარავის მისცემ ნებას სუსტ წერტილში დაგარტყას!

-მია გესმის?- კარებისკენ ვიხედები. ახლა ყინულზე ცივი ვარ და შავ ფერზე ბნელი.
-წადი-მეთქი, ვერ გაიგე?-ველოდები როდის გაეცლება ჩემს ოთახს.
შემდეგ სამუშაო მაგიდასთან ვჯდები და ხატვას ვიწყებ...



№1  offline წევრი dramalover

თუ დაწერთ რას ფიქრობთ ძალიან გამახარებთ მართლა.❤
თქვენი ერთი კომენტარი ჩემთვის სტიმულია.
სიყვარულით #moonlover ❤

 


№2 სტუმარი ანუ

აუ ძალიან მომწოონს ^-^
მია პირველივე თავიდან მომწონდა მაგრამ ახლა არჩიზეც ვგიჟდები ^-^ მომწონს მათი მეგობრობა მაგრამ არ მომწონს ამ მეგობრობის მიუხედავად მია მაინც რომ მალავს რაღაცებს.

ისე ძალიან ინტრიგაში ვარ მიას წარსულით, იმედია მალე გაირკვევა ^-^
ველი ახალ თავს ^-^

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან მაინტერესებს რა შეემთხვა წარსულში. ვინმემ იძალადა. ალბათ ახლობელმა. მომწონს ძალიან

 


№4  offline მოდერი Mary Drey

პირველი თავი წავიკითხე.
დავბრუნდები.
ერთიანად გეტყვი ყველაფერს. ^-^

 


№5  offline წევრი dramalover

ანუ
აუ ძალიან მომწოონს ^-^
მია პირველივე თავიდან მომწონდა მაგრამ ახლა არჩიზეც ვგიჟდები ^-^ მომწონს მათი მეგობრობა მაგრამ არ მომწონს ამ მეგობრობის მიუხედავად მია მაინც რომ მალავს რაღაცებს.

ისე ძალიან ინტრიგაში ვარ მიას წარსულით, იმედია მალე გაირკვევა ^-^
ველი ახალ თავს ^-^


ვაიმეე ძაან გამახარეე ისევ რომ აქ ხარ ^-^
კარგია თუ თქვენამდე ისე მოვიტანე მათი მეგობრობა როგორც მქონდა გათვლილი.მია ამ ურთიერთობაში გულწრფელია ყველაფრის მიუხედავად.

კიდევ ვიღაცებს შეგაყვარებთ ^-^
დრო და დრო წარსულის შტრიხებასც შემოვიტან.

ვეცდები ძალაინ მალე დავდო შემდეგი თავი❤
იმედია ისევ აქ დამხვდები❤
სიყვარულით #moonlover.

Qeti qimucadze
ძალიან მაინტერესებს რა შეემთხვა წარსულში. ვინმემ იძალადა. ალბათ ახლობელმა. მომწონს ძალიან


მადლობა დიდი რომ აქ ხარ❤

Mary Drey
პირველი თავი წავიკითხე.
დავბრუნდები.
ერთიანად გეტყვი ყველაფერს. ^-^


დრეეეეიიი^-^
გელოდები საშინელი მოუთმენლობით❤

 


№6  offline მოდერი Mary Drey

საინტერესოა, მაგრამ ამ თავის დიალოგები ცოტა მოსაბეზრებელი და გაწელილი იყო ჩემთვის.

მომენატრე.
ბევრს ვეღარ ვსაუბრობ.
ჩემი ჩემეული კომენტარებიც ქრება ნელ-ნელა.
მიხვდები.
ბოდიში.
მიყვარხარ.
მენატრებოდი.
ველოდები ახალ თავს.

 


№7  offline წევრი dramalover

Mary Drey
საინტერესოა, მაგრამ ამ თავის დიალოგები ცოტა მოსაბეზრებელი და გაწელილი იყო ჩემთვის.

მომენატრე.
ბევრს ვეღარ ვსაუბრობ.
ჩემი ჩემეული კომენტარებიც ქრება ნელ-ნელა.
მიხვდები.
ბოდიში.
მიყვარხარ.
მენატრებოდი.
ველოდები ახალ თავს.


დრეეეიიიიი :(
შენი კომენტარი რომ ვნახე თავი სახლში მეგონა.
ბოდიშს ნუ მიხდი.
აქ რომ ხარ ეგეც საკმარისია❤
მეც ძალიან მიყვარხარ.
ყველა იცვლება.
მაგრამ მიზეზი მაღელვებს.
შენი #moonlover

 


№8 სტუმარი ატბ

როდის დადებ შემდეგს?

 


№9  offline წევრი dramalover

ატბ
როდის დადებ შემდეგს?

ხვალ

 


№10 სტუმარი ატბ

dramalover
ატბ
როდის დადებ შემდეგს?

ხვალ

რომელ "ხვალ"?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent