სიყვარული გრძნობების გარეშე 2 თავი
თორნიკეს მცდელობა ამაო არ აღმოჩნდა, როგორღაც შეძლო მოცურებული მანქანის დამორჩილება და ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას მსუბუქად დაიჯახა, რის გამოც წინასწორობა დაკარგულ მარიანას ფეხი გადაუბრუნდა და ძირს დავარდა. მომხდარის გამო დაბნეულმა და აღელვებულმა ბიჭმა საკუთარ თავზე და მანქანაზე კონტროლი ერთდროულად დაკარგა და ინერციით, გაუქმებული განათების ბიძს შეასკდა, შეჯახების ხმამ და ძალამ ისე გააბრუა რომ კარგა ხანს ვერ შეძლო აზრზე მოსვლა, იმის მიუხედავად რომ რეალურად დაზიანება არაფერი მიუღია, რადგან ღვედის გაკეთება ჩვევად ჰქონდა და ამჯერადაც ეკეთა, როცა როგორღაც გონს მოვიდა და სხეულის დამორჩილება შეძლო, მაშინვე მანქანიდან გადავიდა შეშინებული და მარიანასკენ წავიდა ალელვებული, რომელიც ნატკენი ფეხის გამო წამოდომას ვერ ახერხებდა -კარგად ხარ?-თავზე წამოადგა თორნიკე დამფრთხალ გოგონას -შენი აზრით?-ძალიან გაბრაზებული სახით ახედა მარიანამ დაძაბულ ბიჭს რომელიც დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში და როგორც კი გააცნობიერა რომ ეს სწორედ ის გოგონა ვინც აივნიდან დაინახა კმაყოფილების უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, რის გამოც გოგონა უარესად გაბრაზდა და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას -სასწრაფოში დავრეკავ-ხმა დაბალი ტონით თქვა აღელვებულმა ბიჭმა, როცა როგორც იქნა მოახერხა მოცემული სიტუაციიის სიმძიმეს და ხარისხის ადეკვატური შეფასება და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან -არაა საჭირო -იუარა გოგონამ და გაუაზერებლად ქვემოთ დაქაჩა ზემოთ აცურებული მოკლე კაბის კიდე, თორნიკეს მის ქცევაზე ირონიულად გაეღიმა და მასთან ახლოს ჩაიმუხლა -დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ?-ჩაეკითხა ინტერესით და იმდენად მიუახლოვა სახე დაძაბულ გოგონას, რომ ყელზე ცხელი სუნთქვა შეაფრქვია, დამფრთხალმა მარიანამ მაშინვე თავი ასწია და შეშენებული ჩააცქერდა, ამღვერეულ ჭაობისფერ სფეროებში, მწვანე არეული თვალებით- მგონი ფეხი ძალიან გაქვს ნატკენი- მის ნერვებზე თამაშს განაგრძობდა ირონიულად მომღიმარი ბიჭი და ისე რომ წამით თავლი არ მოუშორებია გოგონას ალეწილი სახისთვის ხელი შეშველ მუხლზე დაადო და ნელი, ნაზი მოძრაობით ჩაასრიალა მის გაყინულ და ნაზ კანზე, ნატკენ კოჭთან -თავს ზედმეტის უფლებას აძლევ-გაბრაზდა მარიანა ოდნავ გვერდზე გაიწია და ფეხზე წვალებით წამოდგა -მგონი შეგაშინე?! -თავი დამანებე თუ შეიძლება -მე უბრალოდ შენი დახმარება მინდოდა -უტიფრად იმართლა თავი თორნიკემ და გამომწვევი მზერით ახედა თავზე წამომდგარ გოგონას, რომელიც როგორც კი ნატკენ ფეხს ძალა დაატანა გაუსაზლისმა ტკივილმა სახე დაუბრიცა, მაგრამ ამის მიუხედავად მქინც ამაყად დააცქერდს ზემოდან ცინიკურად მომღიმარ ბიჭს და ბრაზნარევი ტონით უთხრა -დახმარება არ მჭირდება! -მგონი ცდები-განარჯვებულის იერი ფეხზე წამოდგა თორნიკე და ზემოდან დააცქერდა ტკივილისგან შეწუხებულ გოგონას რომელსაც აშკარად უჭირდა უკვე ფეხზე დგომა -მანქანაში ჩაჯექი სახლში წაგიყვან-უმალ დასერიოზულდა თორნიკე მარიანას ალეწილ სახეს რომ ჰკიდა თვალი და ჯერ კიდევ განათების მოძზე ჩახუტებულ, თავის დამტვრეულ მანქანაზე მიუთითა, გოგონამ მანქანისკენ გაიხედა უემოციო სახით, შემდეგ თავზე წამომდგარ მთელი თავით მაღალ ბიჭს ახედა და ირონიულმა ღიმილმა რომ გადაურბინა სახეზე, თორნიკე საშინლად გაბრაზდა-დაიქოქება-იხტიბარი არ გაიტეხა და დამაჯერებლად უთხრა- სხვა გზა მაინც არ გაქვს-ბოლო სიტყვები, მკაფიოდ, გარკვევით და დარწმუნებით უთხრა და ამჯერად მარიანას წაშლილ სახეზე თვითონ გაეცინა ირონიულად -შენი წაყვანა არ მჭირდება, როგორმე მოვახერხებ სახლში დაბრუნებას-ზურგი აქცია და წინ წასვლა სცადა -მაქსიმუმ 10 ნაბიჯი გადადგა, მერე აუტანელი ტკივილი გაჩერებას გაიძულებს და ბოლოს მაინც იმის გაკეთება მოგიწევს რაც მე მინდა -ცინიკური ტონით უთხრა ბიჭმა და მარიანას ნაბიჯების დათვლა დაიწყო რადგან გოგონა ტკივილს არ ემორჩილებოდა და ჯიუტად განაგრძობდა წინ სვლას -რვა-დაუძახა თორნიკემ როცა მარიანა ერთ ადგილს მიეყინა ტკივილისგან გაწამებული -შეგიძლია რომ თავი დამანებო?-მიკენ მიიხედა გაცეცხლებულმა გოგონამ -არ შემიძლია-ნელა მიუახლოვდა ცინიკურად მომღიმარი ბიჭი და თვალებში ჩააცქერდა -ღმერთო-თვალები აატრიალა მარიანამ და როგორღაც მოახერხა გზის მეორე მხარეს გადასვლა, იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონის ჩართვა სცადა მაგარამ ამაოდ -იმედია ახლა მაინც მიიღებ ჩემს დახმარებას?!- თორნიკეს ხმამ შეაკრთო დაბნეული გოგონა, რომელმაც მიღუშული სახით ახედა თავზე წამომდგარი ბიჭს, რომლის სახეზეც აშკარა თვითკმაყოფილება ისახებოდა -როგორმე მოვახერხებ და მივხედავ თავს შენი დახმარების გარეშე! -არამგონია, ამ მდგომარეობაში ამაღამ, ჩემი დახმარების გარეშე, სახლში მისვლა შეძლო -ეგ ჩემი პრობლემაა და არა შენი -ჰო მაგრამ შენ ჩემს გამო ხარ ასეთ მდგომარეობაში ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი რომ დაგეხმარო-უცებ დასერიოზულდა თორნიკე -შენს დახმარებას არ მივიღებ გასაგებია? იმიტომ რომ სწორედ შენს გამო ვარ ასეთ სულელრ მდგომარეობაში!-წყობრიდან გამოვიდა მარიანა -ჰო ასეა, მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა, განზრახ ხომ არ დაგჯახებივარ? -სწორედაც რომ განზრახ დამეჯახე იმიტომ, რომ მანქანას გიჟივით ატარებდი და თან მთვრალი! -მოკლეთ! მე ახლა მანქანას მოვიყვან შენ კი ჩაჯდები და სახლში წაგიყვან!-გასცა ბრძანება გაღიზიანებულმა ბიჭმა და მიტრიალდა -შენს მანქანაში არ ჩავჯდები გასაგებია?-მიაყვირა მიმავალ ბიჭს გოგონამ -ნახავ თუ არ ჩაჯდები!-სულ ერთი წამით მოიხედა ცინიკურად მომღიმარმა ბიჭმა გაცეცხლებული გოგონასკენ და გზა გადაჭრა. მარიანა შეკრთა როცა მის წინ შავი ემელის ჯიპი გაჩერდა, საშინლად დაიბნა როცა წინა და უკანა მინები ერთდროულად ჩასწიეს იქ მსხდომებმა, უარესი დაემართა როცა გამოელაპრაკნენ -დახმარება ხომ არ გჭირდება?-ჰკითხა მანქანის მძღოლმა თავშეკავებული ირონიით -არა მადლობა-სწრაფად უპასუხა დამფრთხალმა გოგონამ, თან სცადა რომ თავაზიანი ყოფილიყო -მგონი დახმარება გჭირდება-არ მოეშვა საჭესთან მჯდომი, მარიანამ სულ ერთი წამით შეხედა სასმლიგან თვალებჩაწითლებულ ბიჭებს და თავისდაუნებურად დაძაბული მზერა თორნიკესკენ გაექცა რომელიც უკვე მანქანას ატრიალებდა და რაღაცნაირად თითქოს დამშვიდდა. თორნიკე საშინლად გაღიზიანდა როცა დაინახა ფეხზე წამომდგარი მარიანა ვიღაც უცხო ტიპებს როგორი შეშინებული და დაძაბული ელაპარაკებოდ არღაცას, თან გაუაზრებლად უკან-უკან როგორ დგავდა ნაბინებს, ამიტომ მანქანა მათ წინ დემოსტრაციულად გააჩერა და გადავიდა -რამე დაკარგეთ ბიჭებო?-მღძოლს წამოადგა თავზე -შეიძლება ასეც ითქვას-უკან მჯომმა მარიანას გახედა გამომწვევი მზერით, ინტიქტურად თორნიკემაც იქით გაიხედა და გაეღიმა დამფრთხალი მარიანა რომ დაინახა იქვე კედელთან მიყუჟული რომელიც ორივე ხელით ცდილობდა ქარისგან აფრიალებული კაბის დაჭერას -მისამართი შეგეგშალათ ბიჭებო და მგონი დროა აქედან დაახვ.ოთ!-მაშინვე წყობრიდან გამოვიდა ბიჭი -შენ ვინ ხარ რომ გვიწყვეტ რა გავაკეთოთ?-მძღოლმა კარის გაღება გადაწყვიტა და გადასვლა მაგრამ უკან და გვერდით მჯდომმა არ გაუშვეს -შენი გოგოა?-უკან მჯდომმა ინტერესით ჰკითხა გაღიზიანებულ თორნიკეს და დაძაბულინ მზერა მარიანაზე გადაიტანა -წესიერად ილაპარაკე!-წამოენთო თორნიკე -რო არა?-უკან მჯდომი პირველი გადავიდა მანქანიდან -შე ნაბ.ჭვარო-თორნიკე მიხვდა რომ ეს საქმე, სამ მთვრალ და გონება დახშულ ბიჭთან ჩხუბის გარეშე არ მოგვარდებოდა ამიტომ მარტივად აჰყვა მათ გამოწვევას. შეშინებული მარიანა დაძაბული ადევნებდა თვალს ბიჭების ხელჩართულ ჩხუბს და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა არა თუ რამის გაკეთებას, ყველაფერი იმით დამთავრდა რომ თორნიკემ ცხვირი გაუტეხა უკან მჯდომს, რაცას მისი ისტერიული ყვირილი მოჰყვა, რის გამოც მეგობრებმა მანქნაში ძალით ჩატენეს და წაიყვანეს. -კარგად ხარ?-როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება მარიანამ და ნელა მიუახლოვდა ზურგით მდგომ ბიჭს რომელიც მძიმედ სუნთქვადა -უკეთესადაც ვყოფილვარ-მომღიმარი სახით მიტრიალდა თორნიკე მისკენ -ავადმყოფები-ზიზღით თქვა გოგონამ და ცივი მზერა გაუშტერა ბიჭის გახეთქილ ტუჩს, რომლიდანაც ცხელი სისხლის უხვი ნაკადი სწრაფად მოედინებოდა -ახლა მაინც მენდობი და ჩაჯდები ჩემს მანქანაში? -არა შენს დამტვრეულ მანქანში მაინც არ ჩავჯდები- გაეცინა გოგონას -რატომ? -ინტერესით ჰკითხა თორნიკემ და მაჯით მოიწმინდა სისხლიანი ტუჩები, მარიანამ რომ ვერაფერი უპააუხა გაბრაზდა -ჩემი გეშინია? ესაა მიზეზი იმისა რომ მე და შენ თავსხმა წვიმაში ვდგავართ და ისევ ამ სისულეეებზე ვლაპარაკობთ -უბრალოდ ჟინჟღლავს-შეუსწორა მარიანამ და თორნიკეს გიჟივით სიცილი რომ აუყტდა თვითონაც გაეცინა -რააა? -რაც გაიგე -მიდი რა კიდევ ერთხელ თქვი ეგ ჟინჟღლა თუ რაღაც -სასაცილო სულაც არაა! -კარგი მოვრჩეთ ახლა, ჩაჯექი სახლში მიგიყვან-მანქნის კარი გაუღო თორნიკემ, გოგონამ უნდობლად შეხედა- შენს მოტაცებას არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით- ჩასჩურჩულა ყურთან ახლოს და საჭეს მიუჯდა. იმის გამო რომ მარიანას არჩევანის თავისუფლება მისცა, ის ყოყმანის გარეშე ჩაჯდა მანქანაში. -სად ცხოვრობ? -ცენტრში -გასაგებია-თორნიკეს გაეღიმა და აღარფერი უკითხია აღელვებული გოგონასთვის, რომელიც გაუაზრებლად მაინც დაძაბული ადევნებდა თვალს მის ყოველ მძრაობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.