შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 22 თავი

7-03-2021, 14:59
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 990

გაღიზიანებული თორნიკე დიდხასნ უყურებდა თვალებში სახე ალეწილ გოგონას, რომელიც განზრახ, ჯიუტად, უფროდაუფრო უახლოვდებოდა მის სახეს
-ესე იგი გჭირდებოდი?-დაუჩურჩულა მარიამს, აღელვებულმა ბიჭმა ზედ ტუჩებთან
-ახლაც მჭირდები-უთხრა სუნთქვა არეულმა გოგონამ, თან ისე რომ მისი წითელი ვნებიანი ტუჩები, ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო თორნიკეს ცივ გაცრეცილ ტუჩებს, რის გამოც თორნიკეს მაშინვე სუნთქვა გაუხშირდა და გულმა აჩქარებით დაიწყო ცემა, ცხელმა სისხლმა კი გიჟური დენა ძარღვებში, საშინლად გააბრუა მარიამის სიახლოვემ, მისმა სურნელმა და შეხებამ, ამიტომ მაშინვე დაკარგა თავი და წელზე შემოაჭდო ხელები, უფრო მეტად მიიკრო სიფრიფანა სხეული და თვალებში ჩააცქერდა, ამღვრეული ჩამუქებული მწვანე სფეროებით, მარიამს ირონიული ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში, როცა გააცნობიერა თუ როგორ მოქმედებდა მისი სიახლოვე თორნიკეზე და მზერა გაუსწორა ბიჭის დანისლულ მწვანე სფეროებს
-მარიამ-დაუღრინა თორნიკემ ზედ ტუჩებთან, მოულოდნელად ხელი გაუშვა და უკან დაიხია, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია გოგონას სახისთვის რომელზეც აშკარა თვითკმაყოფილება იკითხებოდა ირონიის გარდა, თორნიკე საშინლად გააღიზიანა იმის გააზრებამ რომ მარიამი კარგად აცნობიერებდა თუ როგორ საშინლად მოქმედებდა მისი სიახლოვე და შეხება
ბიჭზე -გრძნოობ არა? -ჰკითხა თორნიკემ ჩავარდნილი ხმით და სიგარეტის ჩამწვარი ნამწვი მოისროლა
-რას?-ჰკითხა მარიამმა მომღიმარი სახით
-მარიამ-აღმოხდა სახე ალეწილ ბიჭს მისი სახელი და წამში დაფარა მათშორის არსებული მანძილი, ცივი თითები მარიამის თმას ჩამოაყოლა თან ისე რომ მის სახეს ეხებოდა სულ ოდნავ-იმას რომ ჩემზე საშინლად მოქმედებს შენი სიახლოვე და შეხება-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და გოგონას არეული თვალებიდან მზერა მის წითელ ტუჩებზე გადაიტანა
-თორნიკე-დაიჩურჩულა გოგონამ მისი სახელი და ხელის ზურგი მის გაფითრებულ ლოყას ჩამოაყოლა
-მარიამ არ გინდა-დაუღრინა ბიჭმა და მისი თითები ხელში მოიქცია, სახიდან მოიშორა, თან ძლიერად მოუჭორა თითები მის ცივ ხელს და დაბლა დააშვებინა -ნუ მეთამაშები-უთხრა გაღიზიანებული ტონით და ხელი გაუშვა
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ-უთხრა მარიამმა გამომწვევი ტონით და ისე მიუახლოვა სახე სუნთქვა არეულ ბიჭს რომ თორნიკეს სუნთქვა შეეკრა
-იმას, რომ მე მხოლოდ იმისთვის გჭირდები, რომ თავი უფრო სასურველ ქალად იგრძნო... მოგწონს იმის გააზრება და შეგრძნება რომ შენი შეხებაც კი მაგიჟებს-დაუღრინა ბიჭმა და მკლავებში მოიმწყვდია სახე ალეწილი გოგონა
-თორნიკე-აღმოხდა სუნთქვა არეულ გოგონას და როცა გააჟრჟოლა ბიჭმა მაშინვე ხელი გაუშვა
-შედი გაცივდები-უთხრა ჩავარდნილი ხმით და გვერდზე მიტრიალდა, მარიამს უნებურად მზერა მის პროფილზე მიეყინა და ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ შეძლო -მარიამ-უთხრა თორნიკემ ისე რომ მისკენ არ გაუხედია -შიგნით შედი-თან სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მეორე ღერს მოუკიდა
-თორნიკე მინდა რომ შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოხვიდე-უთხრა ჩავარდნილი ხმით გოგონამ, რადგან ამ ყველაფერმა უნებურად მაინც დაძაბა
-შემდეგი სხდომა აღარ იქნება შენი ლაშა მანამდე გამოვა-დაუღრინა ბიჭმა და მარიამს მიაჩერდა არეული თვალებით
-ჩემი არაა!-გაბრაზდა მარიამი და ანთებული სიგარეტის ღერი თითებიდან ააცალა, თორნიკე მისმა ქცევამ აშკარად დააბნია და გაოცებულს გაეცინა
-მარიამ რის მიღწევას ცდილობ?-გაბრაზდა თორნიკე და მისკენ მიტრიალდა, თან თვალებში ჩააცქერდა
-არაფრის-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები გოგონამ და მზერა აარიდა მის დანისლულ სფეროებს
-შიგნით შედი-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა და ნახევრად ჩამწვარი ღერი ახლა თავად ააცალა თითებიდან, მარიამი უსიტყვოდ შეტრიალდა და შიგნით შევიდა, მარიანას გვერდზე დაჯდა და ალექსანდრეს მიაჩერდა რომელიც მოღუშული სახით იჯდა და თვალს არ აშორებდა ცოლს
-მარიამ მოხდა რამე?-ჰკითხა დაბნეუმა მარიანამ სახე ეწილ გოგონას
-არა არაფერი-გაუღიმა მარიამმა დას და ღვინის ჭიქა აიღო ხელში და ტუჩებთან მიიტანა თან თორნიკეს გახედა რომელიც გვერდით მდგარ მაგიდასთან დაჯდა მის პირდაპირ, მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთა და ორივე დაიძაბა, მაგრამ განზრახ ჯიუტად არცერთმა არ აარიდა მზერა ერთმანეთის ამღვრეულ თვალებს, მარიამმა ჭიქა ნელ-ნელა დაცალა თან ისე, რომ თორნიკეს მომღიმარი სახისთვის თვალ არ მოუშორებია, ამასობაში თორნიკემაც მოასწრო ორი ჭიქის გამოცლა, თან დროდადრო მარიამისკენ აპარებდა ამღვრეულ თვალებს, ლექსანდრემ მარიამს კვლავ სასმლით შეუვსო ისევ ჭიქა და მარიამმა ამჯერად ერთი მოყუდებით დაცალა ჭიქა და იგრძნო ნელ-ნელა როგორ გავიდა სისხლში შავი ღვინო, ცოტა ხნის შემდეგ ალექსანდრესთან და გიორგისთნ ერთად უაზრო სადღეგრძელოების გამო დაცალა კიდევ ორი ჭიქა და გაბრუვდა, ისევ თორნიკეს გახედა რომელიც მასზე უარეს მდგომარეობაში იყო, მარიამი ძალიან დაღალა ამ დაძაბულობამ, ხმაურმა და აივანზე გავიდა ისევ, თორნიკეს ბევრი არ უფიქრია, მაგიდაზე დადებულ სიგარეტს და სანთებელას წამოავლო ხელი და თავადაც აივანზე გავიდა, ზურგით მდგომ გოგონას მიუახლოვდა და ცივი მზერა გაუშტერა მის თმას რომელსაც სექტემბრის ცივი ქარი უნებართვოდ უწეწავდა
-მარიამ -თორნიკე მიუახლოვდა დაძაბულ გოგონას ცივი თითები მის მხარს შეახო და ნელ-ნელა გააყოლა ლავიწის ძვალს, მარიამი მაშინვე მისკენ შეტრიალდა და სუნთქვა შეეკრა როცა თორნიკეს ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვია, მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე და კიდევ უფრო მიუახლოვა
სახე -ასე ნუ იქცევი-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა და წარბი აწკიპა
-როგორ ვიქცევი?-ჰკითხა გამომწვევი ტონით და გაეღიმა
-მარიამ-დაუღრინა თორნიკემ როცა მარიამმა ცივი თითები მის ტუჩებს შეახო
-ასე რატომ გეშინია-დაუჩურჩულა გოგონამ და თლილი თითები მის ყელს ჩამოაყოლა პერანგის კიდემდე
-ასე განზრახ იქცევი არა?-დაუჩურჩულა ყურში თორნიკემ -ჩემი გაგიჟება გინდა არა?-თვალებში ჩააცქერდა და გაეღიმა
-შეიძლება ასეც ითქვას -არ უარყო მარიამმა მისი ნათქვამი და ბიჭმა წარბები რომ შეკრა სიცილი აუტყდა
-მოგწონს არა ჩემი წვალება?-გაღიზიანდა ბიჭი
-ჰო და თან ძალიან -გაეცინა ისევ მარიამს და თლილი თითები თმაში შეუცურა, სახე ზედმეტად მიუახლოვა და მის ტუჩებს შეეხო სულ ოდნავ, თორნიკე საშინლად გააღიზიანა გოგონას გამოწვევამ და მაშინვე მკალვებში მოიმწყვდია, ჯერ თვალებში ჩააცქერდა შემდეგ კი მის ვნებიან წითელ ტუჩებს მიაჩერდა, იგრძნო როგორ აუდუღდა სისხლი ძარღვებში და მაშინვე მიაწება ცხელი ტუჩები გოგონას ტუჩებს, მარიამი იმის მიუხედავად რომ განზრახ აღიზიანებდა და იწვევდა, მაინც არ ელოდა მისგან ამგვარ ქცევას და ცოტა დააბნია თორნიკეს თავშეუკავებლობამ და მოულოდნელმა კოცნამ, თუმცა არ შეეწინააღმდეგა და პირიქით როცა აზრზე მოსვლა შეძლო და პირველი გაოცები ტალღამ გადაუარა, მის კოცნას კოცნით უპასუხა, როცა თორნიკეს მოწოლილი გიჟური ვნება ოდნავ დაცხრა გოგონას ტუჩებს მოწყდა და თვალებში ჩააცქერდა დაბნეული, ეშინოდა ძალიან ეშინოდა ამ თვალებში ზიზღი და იმედგაცრუება არ დაენახა
-მარიამ-თორნიკემ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ
გოგონას -შენზე უარის თქმა არ შემიძლია, მაგრამ არ მინდა დაგკარგო-უთხრა სუნთქვა არეულმა და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები, მარიამი იმდენ რამეს განიცდიდა ახლა ამ წამს ერთდროულად, რომ თავადაც ვერ გაერკვა საკუთარ გრძნობებში და თორნიკესთვის სათქმელი სიტყვები ვერ იპოვა, თორნიკე მიხვდა რომ მისმა კოცნამ ზედმეტად იმოქმედა გოგონაზე, ამიტომ არაფერი აღარ უთხრა და მოღუშული სახით მასთან ერთად ქორწილის მოსაბეზრებელ სუფრას დაუბრუნდა.
ჩხუბი და აყალ-მაყალი რომ ატყდა, სტუმრებმა სასწრაფოდ იწყეს სახᲚში წასვლა და იქ მხოლოდ საქმის გამრჩევი მთვრალი საზოგადოება დარჩა, რომელთაც საკუთარი სიმართლის დამტკიცება სურდათ მუშტი კრივით, რის გამოც კახამ ცოლშვილი და რძალი სახლში გაუშვა ზურას მანქანით და თავად ადგილზე დარჩა აბობოქრებული ნაღები საზოგადოების დასაშოშმინებლად
-თორნიკე მარიამი და ანა წაიყვანე და წადით ამ არანორმალურებს მე ბექა და ლადო მივხედავთ-უთხრა კახამ დაბნეულ ბიჭს
-ჯობია აქ დარჩეს და დაგეხმაროთ ამ არანორმალურების დაშოშმინებაში -შეეწინაადეგა მარიამი კახას
-არა! მინდა ვიცოდე რომ სახლში მშვიდობით დაბრუნდით!- იუარა კახამ და მათკენ გამოფრენილი სკამი ძლივს დაიჭირა -თორნიკე დროზე წადით შვილო-გაბრაზდა კახა და გოგონები ფაქტიურად ძალით გამოყარა რესტორნიდან
-როგორ მიყვარს ეს უცვლელი ტრადიცია-გაეცინა ანას -მე თუ მკითხავთ არასოდეს არ უნდა შეიცვალოს, ქართულ ქორწილს ხიბლს მატებს
-უიმე რაებს ბოდიალობ-გაეცინ მარიამს და ძლივს გამოჭერილ ტაქსიში ჩასვა და, გვერდით მიუჯდა და ტაქსისტის გვერდზე მოღუშული სახით მჯდომ თორნიკეს გახედა, რომელიც ხმას არ იღებდა მთელი გზა, როცა სახლის კარზე დააკაკუნა ანამ და სოფომ კარი გამოაღო გაოცდა მარიამი რომ დაინახა
-შეიძლება?-ჰკითხა მარიამმა გამომწვევი ტონით და დაუპატიჟებლად შევიდა სახლში, პირდაღებულ სოფოს Გვერდზე ჩაუარა და მისაღებში შევიდა ანასთან ერთად, გეგა რომელიც ღვინის ჭიქით ხელში სავარძელში იჯდა მოღუშული სახით თავზე წამოადგა მარიანა
-მარიამ?-აშკარად გაოცდა კაცი რადგან მარიამს მათ სახლში ფეხი არასოდეს შეუდგამს
-ჰო მარიამი ვარ-გაბრაზდა გოგონა
-ანას დასაცავად მოხვედი? -გაეცინა კაცს-ნუ გეშინია არ დავსჯი იმ კახპას ქორწილში რომ წამოვიდა -ახედა კახამ მარიამს და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ერთი მოყუდებით დაცალა
-შენს შვილზე ასე ლაპარაკი როგორ
შეგიძლია?-აფეთქდა მარიამი
-მე შვილინსახელად მარიანანარ მყყავს-დაუღრინა გეგამ -პრველივე შესაძლებლობისთანავე ლოგინში ჩაუწვა იმ ნაბიჭვ.რს-ზიზღით დაბრიცა ტუჩები გეგამ და ჭიქა სასმლით შეივსო-რესტორნიდან მასთან ერთად გაიპარა და კახპასავით მაშინვე ჩაუწვა
-და შეენ მამა?-ჰკითხა მარიამმა და გაოგნებულმა კაცმა შვილს ახედა თვრამეტი წლის მანძილზე პირველად ესმოდა მისგან სიტყვა მამა რადგან სახლიდან წასვლის მერე მარიამს მისთვის მამა აღარასოდეს დაუძახია, უცნაური გრძნობა დაეუფლა კაცს -შენ მასზე უკეთესი რით ხარ? თითს პატარა დაბნეული, გრძნობებს აყოლილი გოგონასკენ რომ იშვერ მასზე უკეთესი რით ხარ შენ? ან შენი
ცოლი? -უთხრა მარიამმა ბრაზნარევი ტონით და ამღვრეული მწვანე სფეროები გეგადან სოფოზე გადაიტანა -იქნებ ცდილობთ რომ თქვენი დაშვებული შეცდომები... ამ პატარა გოგონების სწორი ქცევებით გამოისყიდოთ?
-მარიამ ეს შენ არ გეხება-დაუღრინა სოფომ მარიამს
-მართლა?-აფეთქდა მარიამი-მე რატომ არ მეხება? იმიტომ რომ მხოლოდ მე შემიძლია სიმართლე სახეში მოგახალოთ და დაგანახოთ თქვენი ნამდვილი სახეები არა? მხოლოდ მე შემწევს ძალა დაგიპირისპირდეთ და გითხრათ რომ ცუდი მშობლები ხართ!
-მარიანამ გააზრებულად დაუშვა შეცდომა -უყვირა სოფომ
-შენ არ დაუშვი გააზრებული შეცდომა ცოლიან კაცს რომ ...-დაიწყო მარიამმა და გაჩუმდა -ღმერთო ჩემო როგორ შეგიძლიათ სხვისი დადანაშაულება მაშინ როცა თქვენ მასზე დიდი, გააზრებული და საშინელი შეცდომა დაუშვით? მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ის ჯერ მხოლოდ თვრამეტისაა შეგიძლიათ დაადანაშაულოთ და რადგან თქვენ დამოუკიდებელი და შემდგარი ადამიანები იყავით უფლება გქონდათ ასე მოქცეულიყავით?
-აქ რისთვის როხვედი მარიამ?-სოფო მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა აღელვებულ გოგონას
-იმისთვის რომ გითხრათ თქვენ ისევ შეცდომას უშვებთ, რადგან ხელს კრავთ თქვენს შვილს და ბედის ანაბარას, მარტოს სტოვებთ სრულიად უცხო და უცნობი ადამიანების ღირსების და ადამიანობის ინაბარა!
-წადი-უთხრა სოფომ ბრაზნარევი ტონით
-რა თქმა უნდა წავალ-გაეცინა მარიამს -ძალიან გამიმართლა რომ თქვენ ორის შვილი არ ვარ
-მარიამ-გეგამ ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო და ფეხზე წამოდგა, მარიამს მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -გააზრებულად თუ გაუაზრებლად მარიანამ ნაბიჯი გადადგა წინ... თუმცა რაც მთავარია ეს თავისი სურვილით გააკეთა და შეცდომა დაუშვა... დაშვებულ შეცდომებზე პასუხი კი მარტომ უნდა აგოს! რადგან ყველა ქმედებას მოჰყვება შედეგი! ჰოდა ახლა პასუხი უნდა აგოს
-რაზე უნდა აგოს პასუხი? იმაზე რომ შეუყვარდა?
-იმაზე რომ კახპასაᲕით გაეკიდა და პირველივე შესაძებლობისთანავე ფაქტიურად უცნობ ბიჭს ჩაუწვა
-კარგი მე წავალ-თქვა ამრიამმა და
შეტრიალდა -რა გასაკვირია, როცა მშობელი ასე იმეტებს შვილს, რომ მერე ცხოვრება და მრისხანე საზოგადოება ბოლომდე ცდილობს მის განადგურებას, დაჩოქებას და ბოლომდე მიწასთან გასწორებას-დაიჩურჩულა და სწრაფად გავიდა სახლიდან, ტაქსიში ჩაჯდა და მოწოლილ ცრემლებს მთი ძალით შეეწინააღმდეგა
-მოხდა რამე?-უკან მიიხედა თორნიკემ
-არაფერი-თქვა მარიამმა მომღიმარი სახით და თავი დახარა.
შინ დაბრუნებული თამუნა და ანანო ძალიან დაძაბულები იყვნენ მარიანას და ალექსანდრეს შემხედვარე, ამიტომ საკუთარ ოთახეᲑში შეიკეტნენ, რადგან არ იცოდნენ ამ სიტუაციაში ჩარევა რამდენად სწორი და ლოგიკური იყო, მარიანამ ალექსანდრეს შეხედა, რომელიც დაძაბული იდგა მისაღები ოთახის კართან და არეული თვალებით ყურებდა ცოლს, მარიანამ მზერა აარიდა ქმარს და მიტრიალდა, ძალა მოიკრიბა და საძინებლის კარს მიუახლობდა, სახელურს ხელი წაატანა აღელვებულმა გოგონამ და ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს გაიყინა, იმის ძალაც ვეღარ იპოვა საკუთარ თავში რომ სახელური დაექაჩა დაკარი გაეღო, ასე იდგა კარგა ხანს და ცდილობდა აზრზე მოსულიყო, ცდილობდა ძალა ეპოვა საკუთარ თავში მაგრამ თითქოს გაიყინა მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა ალექსანდრე ზურგიდან აეკრო, ძალიან შეეშინდა, დამფრთხალი მისკენ მიტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს, ალექსანდრე უემოციო სახით უყურებდა სახე გაფითრებულ გოგონას, რომელიც სუნთქვა არეული ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ცარიელი ცივი მზერით ვთალს არ აშორებდა ზედმეტად ახლოს მდგომი ქმარს, ნელ-ნელა გულისცემა აუჩქრადა და სუნთქვა გაუხშირდა მისი სიახლოვით გაბრუებულს, ასე იდგნენ კარგა ხანს და შეკრთა მარიანა როცა ალექსანდრემ კარის სახელური უხეშად დაქაჩა და საძინებლის კარი ხმაურით შეაღო, მოულოდნელად ალექსანდრე მოტრიალდა, მარიანა საშინლად დაიძაბა და თვალი გააყოლა ბიჭს რომელიც კარადისაკენ წავიდა, ალექსანდრემ ვისკის ბოთლი და ჭიქა გამოიღო დაისხა და ტუჩებთან მიიტანა თან შეშინებულ ცოლს გახედა, რომელიც ერთადგილას მიყინულივით იდგა და თვალს წამითაც კი არ აშორებდა ქმარს, ალექსანდრემ ისე დაცალა ჭიქა რომ მარიანასთვის თვალი არ მოუშორებია, გოგონაზე ამ ყველაფერმა საშინლად იმოქმედა და საძინებელში შევიდა, კარი გამეტებით მოაჯახუნა და ფანჯარასთან მივიდა, ღრუბლებიდან გამონათებულ მთვარეს გაუშტერა მზერა და უცნაური გრძნობა დაეუფლა, სინანულის და იმედგაცრეუების საშინელმა, ბობოქარმა ტალღამ გადაუარა და ცხვირი აეწვა, ცრემლები მოეძალა და იმის მიუხედავად რომ ძალიან ცდილობდა მოწოლილ ცრემლებს შეწინააღმდეგებოდა არაფერი გამოუვიდა და მაინც გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე ერთი წვეთი ცრემლი, საშინელი სიცარელის განცდა დაეუფლა, ახლა ამ წამებში, საქორწილო კაბის ელვა შესაკრავს წაეტანა მაგრამ ვერ გახსნა, უნდოდა სასწრაფოდ გაეხადა ეს საშინელი კაბა, უნდოდა განთაᲕისუფლებულიყო ამ ყველაფერისგან, მაგრამ ვერაფრით გახსნა ზურგს უკან პატარა ელვა შესაკრავი რადგან ხელები აუკანკალდა , ამიტომ შეეშვა და ბეჭდები მოიხსნა, კომოდზე დაყარა და ზიზღით მიაჩერდა უცნობი ადამინებისგან ნაჩუქარ ძვირადღირებულ სამკაულებს, შემდეგ თმები დაიშალა და თმის სამაგრებიც უწესრიგოდ დაყარა კომოდზე, ისევ კაბის ელვა შესაკრავს წაეტანა მაგრამ გაჭედილი იყო და ვერაფრით მოახერხა მისი გახსნა რომ კაბა გაეხადა
-თუ გინდა დაგეხმარები-მოესმა ალექსანდრეს ხმა ზურგს უკნიდან და დაფეთებული მისკენ მიტრიალდა, კარის გაღების ხმა ვერ გაიგო და საშინლად დაიბნა, ვერ მიხვდა როდის შევიდა ის ოთახში და რამდენ ხანს უყურებდა, მარიანა ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა მაგრამ ვერაფრით მოახერხა ეს ამიტომ ელვა შესაკრავის წვალება განაგრძო რომ ყურადღება ალექსანდრედან სხვა რამეზე გადაეტანა და ის შიში დაეძლია რასაც ახლა ამ წამებში გრძნობდა მასთან მარტო დარჩენილი, ალექსანდრე მოღუშული სახით მიაჩერდა ცოლს და დაძაბული ადევნებდა თავალ მის თითოეულ მოძრაობას, ფიქრობდა...ახლა ამ წამებში ბევრ რამეზე ფიქრობდა და ვერ იღებდა გადაწყვეტილებას... ვერ წყვეტდა როგორ მოქცეულიყო... რა გაეკეთებინა... წასულიყო თუ დარჩენილიყო, მიახლოვებოდა თუ არა, როცა მარიანას შეხედა ისევ და გოგონამაც თვალი გაუსწორა მის ნაცრისფერ ჩამქრალ სფეროებს ფოქრი შეწყვიტა და გაუაზრებლად მსკენ გადადგა ნაბიჯი, რასაც ინსტიქტურად მარიანას უკან დახევა მოჰყვა, ამან ძალიან Გააღიზიანა ბიჭი იმდენად, რომ ბრაზისა და მრისხანებგან გაგიჟებულმა ხელები მომუშტა რომ როგორმე თავს მორეოდა და მოწოლილი გიჟური ემოციები დაეოკებინა
-მარიანა-დაუღრინა სახე ალეწილ გოგონას რომწლაც მისი წინ გადადგმული ნაბიჯის შესაბამისად კვლავ უკან დაიხია, ალექსანდრე ძალიან გაბრაზდა მაგრამ Მაინც იპოვა საკუთარ თავში ძალა და გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა დაძაბულობისგან დამძიმებული ჰაერი და თვალები დახუჭა რამდებიმე წამის განმავლობაში, შემდეგ გაახილა და დამფრთხალ ცოლს მიაჩერდა ჩაწითლებული თვალებით, მარიანას სუნთქვა შეეკრა მისი სახის შემხედვარეს და მის გამომწვევ მზერას გაექცა, სწორედ ამ დროს მათ შორის არსებული მანძილი ალექსანდრემ წამებში დაფარა და მაკავებში მოიმწყვდია შეშინებული გოგონა, რომელმაც ვერცკი გააცნობიერა როდის და როგორ მოხდა ეს, ისე დაიბნა, აირია, შეეშინდა მისი ქცევების გამო რომ სუნთქვა შეეკრა და გულისცემა შეუწყდა -მარიანა-დაუჩურჩულა ალექსანდრემ ზედ ტუჩებთან და ოდნავ სულ ოდნავ შეახო ცივი ტუჩები გოგონას მთრთოლარე ტუჩებს, მარიანა მაშინვე გაექცა მის ტუჩებს და თავი გვერდზე მიატრიალა სუნთავა აჩქარებულმა -მარიანა-გაბრაზდა ალექსანდრე ნიკაპზე ხელი წაავლო და თავისკენ შეატრიალებინა თავი, მაგრამ მარიანა მაინც ახერხებდა გაჰქცეოდა მის თვალებს -Გთხოვ თვალებში შემომხედე -უთხრა ჩურჩულით და მარიანამ ინსტიქტურად მზერა გაუსწორა
ქმარის არეულ თვალებს -გიყვარვარ?-ჰკითხა სრულიად მოულოდნელად და მარიანამ გაოცებისგან ლამის პირი დააღო, ახლა ამ წამს ყველაფერს ელოდა მისგან გარდა ამ კითხვისა, იმდენად მოულოდნელად დაუსვა ეს კითხვა რომ საშინლად დაიბნა და დაიძაბა -მიპასუხე-დაუღრინა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და სახე კიდევ უფრო მიუახლოვა ათრთოლებულ გოგონას, მარიამს ცხვირი აეწვა მისი ალკოჰოლის სიგარეტის და სუნამოს მძაფრი ნაზავის გამო და სუნთქვა შეეკრა, საშინლად არ ესმიამოვნა ეს მძაფრი სუნი და მისი ფიქრი მხოლოდ ამ სურნელმა წაიღო რადგან საშინლად გააბრუა -მარიანა მიპასუხე -დაუღრინა ბიჭმა
-ალექსანდრე გთხოვ-ახედა საცოდავად გოგონამ
-კითხვაზე მიპასუხე-უთხრა მშვიდი ტონით ბიჭმა
-გთხოვ ხელი გამიშვი-უთხრა ჩავარდნილი ხმით გოგონამ,რადგან გრძნობებს აყოლილი ბიჭი ვეღარ აცნობიერებდა რომ ძალიან ძლიერად ჰყავდა მკავებში მომწყვდეული სიფრიფანა სხეული, ალექსანდრე თვალებში ჩააცქერდა ცოლს და მის თვალებზე მომდგარი ცრემლები რომ შენიშნა საშინლად გაღიზიანდა და ხელები ცივად გაუშვა, მაგრამ მაშინვე კედელს მიაბჯინა და ხელებშორის მოიმწყვდია ცოლი, რადგან მარიამმა მიტრიალება და გვერდის აქცევა სცადა მისთვის, მარიანა შეშინებული თვალებით მიაჩერდა ქმარს და სუნთქვა შეეკრა
-მარიამა ჩემი გეშინია?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით ბიჭმა და მაშინვე გულისცემა აიჩქრადა გოგონას პასუხოს მოლოდინში
-არ ვიცი-უთხრა ჩავარდნილი ხმით გოგონამ და ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-ამის დედასაც შევ.ცი-დაიღრინა ბიჭმა და კედელს ხელი უხეშად დაარტყა, მარიანა შიშისგან ადგილზე შეხტა -მე შენ მიყვარხარ... მიყვარხარ გესმის ეეს? მე შენ არასდროს არ გატკენ გულს... მე შენი ...სუვილის საწინაადეგოᲓ არასოდეს შეგეხები გესმის?

№1 სტუმარი ეკა

აუუუ უმაგრესია... ძაან მომეწონა ❤❤❤

№2 სტუმარი Lana

23 თავს როდის დადებთ?

№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ღმერთო რა ავადმყოფი ხალხია. ვფიქრობ, ძალიან ძალიან ბევრს ვფიქრობ. წარმოვიდგენ მარიამის და მარიანას ადგილზე თავს და ასეთ დასკვნამდე მივდივარ. ამრიანას ადგილას არც ერთ შემთხვევაში, ფეხებშიც რომ ჩამვარდნოდა თხოვნით გეგა და სოფო, არ ვაპატიებდი იმას რაც გააკეთეს. მამა რომ შვილს კახპას დაუძახებს, თან ისეთი ქალის შვილს, თან მისი ცოლი რომ ჰქვია და კახპაზე უარესი იყო წლების უკან იქ დავამთავრებდი ყველაფერს. წარმოუდგენლად რთული იქნებოდა მაგრამ შევძლებდი. გეგა და სოფო არიან მაგალითნი, თუ როგორები არ უნდა იყვენენ მშობლები, თან ძალიან ნათელი მაგალითნი. მარიამის ადგილას რომ ვიყო მთელი წლების ნაგროვებ ბოღმას ამოვანთხევდი. მიწასთან გავასწორებდი ე.წ მამიკოს და მის ცოლს, რომლის გამოც წლების წინ ეს ყველაფერი მოხდა. მე გეგას და სოფოს არ დავადანაშაულებდი იმაში რომ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ კაცი რომ სამი წლის განმავლობაში თავისი შვილის დედას და ცოლს უღალატებს და საბოლოოდ მაშინ დაშორდება როცა მისი კახპა საყვარელი ორსულად აღმოჩნდება, მაედან ჩანს უკვე გეგას კაცობაც და არაკაცობაც. ძალიან ვარ გაბრაზებული. მარიამზე არც ვლაპარაკობ. როგორც ყველა დანარჩენი ეგეც სულელი, თავხედი ქარაფშუტა გოგოა. რომელიც იმის გამო რომ სიყვარული უაზრო აკვიატებაში შეეშალა და ბევრი იმედგაცრუების გამო კაცებს აღარ ენდობა, თორნიკესთან იწყებს თამაშს. კაცთან რომელსაც ყველაფერზე მეტად უყვარს ეს სულელი გოგო. და ეს გოგო რას აკეთებს?! თავს არასასურველ და ჩამოუყალიბელ ქალად თვლის, რონელიც არავის სურს და ძალით და სრული სისულელეებით ეტენება ერთადერთ გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სიგიჟდე უყვარა ის, რადგან თვლის რომ მასთან მაინც იქნება ის ვინც უნდა რომ იყოს და ის ვინც მნიშვნელობას შეიძენს ვიღაცის თვალში და ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ვიღაცას წრფელად ეყვარება. მარიანას ხომ საერთოდ ვერ ვუგებ. რა ვერ გაერკვა ეგ გოგო. წინა თავში ამბობდა მიყვარსო და ახლა მოძალადე, საზიზღარ და ხალხის აზრს დამონებულ ადამიანად თვლის თავის ,,საყვარელ მამაკაცს"?! რამდენი აკლიათ ამათ. მარიამიც და მარიანაც ღირსები არიან დატოვონ ალექსანდრემ და თორნიკემ. სასტიკი ვარ მაგრამ მერე მაინც ისწავლიან ჭკუას. მართალია ადამიანს მანამ არ აფასებ სანამ არ დაკარგავ. იმის საშიშროების წინაშე რომ დადგნენ რომ მარტონი რჩებიან, იქნება მერე მაინც დაარტყათ თავში და თქვან: უიი, როგორ შევცდით!
P.S დიდი ბოდიში ცენზურის დარღვევისთვის. რაც შეეხება მოვლენების განვითარებას; უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. კარგად გადმოსცემ ყველაფერს, უბრალოდ ძაკიან გამაბრაზეს და გული მოვიფხანე D:
წარმატებები! ❤❤❤❤❤

№4 სტუმარი სტუმარი Alice

ნეტავ ისე არ დასრულდეს ეს ისტორია, რომ ან მარიამა ან მარიამის დედამ საკადრისი და ვრცელი პასუხით მიწასთან არ გაასწოროს გეგაც და განსაკუთრებით სოფო. აი ისე მინდა გულის მოსაფხანი მონოლოგი წავიკითხო სოფოზე მიძღვნილი. ეს ქალი როგორ ვერ უნდა მოსვას ვინმემ თავის ადგილას?! მარიამის იქ მისვლა უნდა გამოგეყენებინა ჩემი აზრით, ამ თავში უნდა მიეხალა ყველაფერი...

№5  offline მოდერი ნეაკო

ეკა
აუუუ უმაგრესია... ძაან მომეწონა ❤❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია❤

Lana
23 თავს როდის დადებთ?

ხვალ დავდებ შემდეგ თავს ან დასასრულს ❤

სტუმარი თიკო

მადლობა აზრის გაზიარებისთვის, სწორედ ამიტომ ავღწერ გეგას და სოფოს დამოკიდებულებას მარიანასთან მიმართებაში ასე აგრესიულად რომ რეალურად ბევრი მშობელია მათნაირი, საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავენ და შვილებისგან ითხოვენ იდეალურ ქცევას, ცდილობენ შვილებისგან შექმანან ის ვინც თავად ვერ გახდნენ მაშინ როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდათ.
მარიამს რაც შეეხება მალე გაერკვევა საკუთარ თავში და გააცნობიერებს რეალურად რა სურს თორნიკესგან .
გეგას და სოფოსაც თავის ადგილს მიუჩენენ დები ❤

№6 სტუმარი მანგო

სტუმარი თიკო
ღმერთო რა ავადმყოფი ხალხია. ვფიქრობ, ძალიან ძალიან ბევრს ვფიქრობ. წარმოვიდგენ მარიამის და მარიანას ადგილზე თავს და ასეთ დასკვნამდე მივდივარ. ამრიანას ადგილას არც ერთ შემთხვევაში, ფეხებშიც რომ ჩამვარდნოდა თხოვნით გეგა და სოფო, არ ვაპატიებდი იმას რაც გააკეთეს. მამა რომ შვილს კახპას დაუძახებს, თან ისეთი ქალის შვილს, თან მისი ცოლი რომ ჰქვია და კახპაზე უარესი იყო წლების უკან იქ დავამთავრებდი ყველაფერს. წარმოუდგენლად რთული იქნებოდა მაგრამ შევძლებდი. გეგა და სოფო არიან მაგალითნი, თუ როგორები არ უნდა იყვენენ მშობლები, თან ძალიან ნათელი მაგალითნი. მარიამის ადგილას რომ ვიყო მთელი წლების ნაგროვებ ბოღმას ამოვანთხევდი. მიწასთან გავასწორებდი ე.წ მამიკოს და მის ცოლს, რომლის გამოც წლების წინ ეს ყველაფერი მოხდა. მე გეგას და სოფოს არ დავადანაშაულებდი იმაში რომ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ კაცი რომ სამი წლის განმავლობაში თავისი შვილის დედას და ცოლს უღალატებს და საბოლოოდ მაშინ დაშორდება როცა მისი კახპა საყვარელი ორსულად აღმოჩნდება, მაედან ჩანს უკვე გეგას კაცობაც და არაკაცობაც. ძალიან ვარ გაბრაზებული. მარიამზე არც ვლაპარაკობ. როგორც ყველა დანარჩენი ეგეც სულელი, თავხედი ქარაფშუტა გოგოა. რომელიც იმის გამო რომ სიყვარული უაზრო აკვიატებაში შეეშალა და ბევრი იმედგაცრუების გამო კაცებს აღარ ენდობა, თორნიკესთან იწყებს თამაშს. კაცთან რომელსაც ყველაფერზე მეტად უყვარს ეს სულელი გოგო. და ეს გოგო რას აკეთებს?! თავს არასასურველ და ჩამოუყალიბელ ქალად თვლის, რონელიც არავის სურს და ძალით და სრული სისულელეებით ეტენება ერთადერთ გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სიგიჟდე უყვარა ის, რადგან თვლის რომ მასთან მაინც იქნება ის ვინც უნდა რომ იყოს და ის ვინც მნიშვნელობას შეიძენს ვიღაცის თვალში და ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ვიღაცას წრფელად ეყვარება. მარიანას ხომ საერთოდ ვერ ვუგებ. რა ვერ გაერკვა ეგ გოგო. წინა თავში ამბობდა მიყვარსო და ახლა მოძალადე, საზიზღარ და ხალხის აზრს დამონებულ ადამიანად თვლის თავის ,,საყვარელ მამაკაცს"?! რამდენი აკლიათ ამათ. მარიამიც და მარიანაც ღირსები არიან დატოვონ ალექსანდრემ და თორნიკემ. სასტიკი ვარ მაგრამ მერე მაინც ისწავლიან ჭკუას. მართალია ადამიანს მანამ არ აფასებ სანამ არ დაკარგავ. იმის საშიშროების წინაშე რომ დადგნენ რომ მარტონი რჩებიან, იქნება მერე მაინც დაარტყათ თავში და თქვან: უიი, როგორ შევცდით!
P.S დიდი ბოდიში ცენზურის დარღვევისთვის. რაც შეეხება მოვლენების განვითარებას; უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. კარგად გადმოსცემ ყველაფერს, უბრალოდ ძაკიან გამაბრაზეს და გული მოვიფხანე D:
წარმატებები! ❤❤❤❤❤

გეთანხმები ზუსტად ! :დ

№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Alice
ნეტავ ისე არ დასრულდეს ეს ისტორია, რომ ან მარიამა ან მარიამის დედამ საკადრისი და ვრცელი პასუხით მიწასთან არ გაასწოროს გეგაც და განსაკუთრებით სოფო. აი ისე მინდა გულის მოსაფხანი მონოლოგი წავიკითხო სოფოზე მიძღვნილი. ეს ქალი როგორ ვერ უნდა მოსვას ვინმემ თავის ადგილას?! მარიამის იქ მისვლა უნდა გამოგეყენებინა ჩემი აზრით, ამ თავში უნდა მიეხალა ყველაფერი...

როცა ადამინი ვერ ხედავს საკუთარ შეცდომას აზერი არ აქვს მასთან ლაპარაკს, ასეა სოფოს და გეგას საქმეც, მაგრამ დები თავის სათქმელს ეტყვიან

№8 სტუმარი სტუმარი Alice

ნეაკო

ახლა გადავხედე ჩემს კომენტარს და შემრცხვა. წავიკითხე თუ არა დავწერე და როგორი გამწარებული ვყუფილვარ :დ

№9 სტუმარი სტუმარი მარი

სერიოზულად ვერ გავიგე მარიანას რა ჯანდაბის ეშინია, ძაან ნერვებს მიშლის ეს უაზრო წიოკი " და ვაიმე დედიკო მᲘშვლე" სახე..
თითქოს პირველ ჯერზე ალექსანდრემ რამე დააძალა და ახლა უფრთხის ისე როგორც მოძალადეს... შტერი გოგო.
ტვინი გაანძრიოს ცოტა -_-

№10  offline წევრი Life is beautiful

confused დამაწყდა ნერვი.. არანორმანულობაა მართლა შვილის ასე მოხსენიება
შიძლება გაბრაზდე მარა... შვილია ხო?
მარა მგონია რომ ამ ორმა სიყვარული არ იციან.. და რაც მთავარია
ზე პიკი ეგოისტები არიან.. ამაზრზენები!
ერთი სული მაქვს მართლა დაადგეთ ამათ საშველი... თორე მალე გავრეკავ..
blush გელი.. ♥️ მართალია წინეებზე კომენტარები არ დამიწერია მარა თვალ ყურს გადევნებ wink

№11 სტუმარი ინა

აუ ნეაკო რა კარგი იყო ❤️❤️❤️❤️ ყოჩაღ ❤️❤️❤️

№12  offline მოდერი ნეაკო

ინა
აუ ნეაკო რა კარგი იყო ❤️❤️❤️❤️ ყოჩაღ ❤️❤️❤️

მიხარია რომ მოგეწონათ

Life is beautiful
confused დამაწყდა ნერვი.. არანორმანულობაა მართლა შვილის ასე მოხსენიება
შიძლება გაბრაზდე მარა... შვილია ხო?
მარა მგონია რომ ამ ორმა სიყვარული არ იციან.. და რაც მთავარია
ზე პიკი ეგოისტები არიან.. ამაზრზენები!
ერთი სული მაქვს მართლა დაადგეთ ამათ საშველი... თორე მალე გავრეკავ..
blush გელი.. ♥️ მართალია წინეებზე კომენტარები არ დამიწერია მარა თვალ ყურს გადევნებ wink

ამ ორს მალე ეშველება, მაგრამ გეგა სოფოს არაფერი :D

სტუმარი მარი
სერიოზულად ვერ გავიგე მარიანას რა ჯანდაბის ეშინია, ძაან ნერვებს მიშლის ეს უაზრო წიოკი " და ვაიმე დედიკო მᲘშვლე" სახე..
თითქოს პირველ ჯერზე ალექსანდრემ რამე დააძალა და ახლა უფრთხის ისე როგორც მოძალადეს... შტერი გოგო.
ტვინი გაანძრიოს ცოტა -_-

მალე ალექსანდრე მოყვანს აზრზე :)

სტუმარი Alice
ნეაკო
სტუმარი Alice
ნეტავ ისე არ დასრულდეს ეს ისტორია, რომ ან მარიამა ან მარიამის დედამ საკადრისი და ვრცელი პასუხით მიწასთან არ გაასწოროს გეგაც და განსაკუთრებით სოფო. აი ისე მინდა გულის მოსაფხანი მონოლოგი წავიკითხო სოფოზე მიძღვნილი. ეს ქალი როგორ ვერ უნდა მოსვას ვინმემ თავის ადგილას?! მარიამის იქ მისვლა უნდა გამოგეყენებინა ჩემი აზრით, ამ თავში უნდა მიეხალა ყველაფერი...

როცა ადამინი ვერ ხედავს საკუთარ შეცდომას აზერი არ აქვს მასთან ლაპარაკს, ასეა სოფოს და გეგას საქმეც, მაგრამ დები თავის სათქმელს ეტყვიან

ახლა გადავხედე ჩემს კომენტარს და შემრცხვა. წავიკითხე თუ არა დავწერე და როგორი გამწარებული ვყუფილვარ :დ

ძალიან გაგაბრაზე ხო? :D

№13  offline წევრი Life is beautiful

არ ვიცი ვინ როგორ გაბრაზდა მარა... ეს ქალი მეაუტალება.. :'(

№14 სტუმარი ინა

ნეაკო შემდეგ თავს როდის დადებ? ❤️❤️❤️

№15  offline მოდერი ნეაკო

Life is beautiful
არ ვიცი ვინ როგორ გაბრაზდა მარა... ეს ქალი მეაუტალება.. :'(

აუტანელია და მაგიტომ :D

ინა
ნეაკო შემდეგ თავს როდის დადებ? ❤️❤️❤️

ხვალ დავდებ ბოლო თავს ან ბოლოს წინას

№16 სტუმარი სტუმარი Alice

ნეაკო
ინა
აუ ნეაკო რა კარგი იყო ❤️❤️❤️❤️ ყოჩაღ ❤️❤️❤️

მიხარია რომ მოგეწონათ

Life is beautiful
confused დამაწყდა ნერვი.. არანორმანულობაა მართლა შვილის ასე მოხსენიება
შიძლება გაბრაზდე მარა... შვილია ხო?
მარა მგონია რომ ამ ორმა სიყვარული არ იციან.. და რაც მთავარია
ზე პიკი ეგოისტები არიან.. ამაზრზენები!
ერთი სული მაქვს მართლა დაადგეთ ამათ საშველი... თორე მალე გავრეკავ..
blush გელი.. ♥️ მართალია წინეებზე კომენტარები არ დამიწერია მარა თვალ ყურს გადევნებ wink

ამ ორს მალე ეშველება, მაგრამ გეგა სოფოს არაფერი :D

სტუმარი მარი
სერიოზულად ვერ გავიგე მარიანას რა ჯანდაბის ეშინია, ძაან ნერვებს მიშლის ეს უაზრო წიოკი " და ვაიმე დედიკო მᲘშვლე" სახე..
თითქოს პირველ ჯერზე ალექსანდრემ რამე დააძალა და ახლა უფრთხის ისე როგორც მოძალადეს... შტერი გოგო.
ტვინი გაანძრიოს ცოტა -_-

მალე ალექსანდრე მოყვანს აზრზე :)

სტუმარი Alice
ნეაკო
სტუმარი Alice
ნეტავ ისე არ დასრულდეს ეს ისტორია, რომ ან მარიამა ან მარიამის დედამ საკადრისი და ვრცელი პასუხით მიწასთან არ გაასწოროს გეგაც და განსაკუთრებით სოფო. აი ისე მინდა გულის მოსაფხანი მონოლოგი წავიკითხო სოფოზე მიძღვნილი. ეს ქალი როგორ ვერ უნდა მოსვას ვინმემ თავის ადგილას?! მარიამის იქ მისვლა უნდა გამოგეყენებინა ჩემი აზრით, ამ თავში უნდა მიეხალა ყველაფერი...

როცა ადამინი ვერ ხედავს საკუთარ შეცდომას აზერი არ აქვს მასთან ლაპარაკს, ასეა სოფოს და გეგას საქმეც, მაგრამ დები თავის სათქმელს ეტყვიან

ახლა გადავხედე ჩემს კომენტარს და შემრცხვა. წავიკითხე თუ არა დავწერე და როგორი გამწარებული ვყუფილვარ :დ

ძალიან გაგაბრაზე ხო? :D

შენ არა, შენმა პერსონაჟებმა. :დ

№17  offline მოდერი ნეაკო

:D ცოტავ კიდევ აურევენ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent