შემიყვარე... /2/
თეთრი შორტით და ტოპი მაისურით გავედი სახლიდან, ძალიან პუნქტუალურის შთაბეჭდილება დამიტოვა როდესაც ზუსტად დათქმულ დროს მოაყენა მანქანა სადარბაზოსთან, გადმოვიდა გადამკოცნა და ჩასაჯდომად კარიც გამიღო. -განგსტერის კვალობაზე, ზედმეტად რბილი მეჩვენები...-ვუთხარი და ღვედი გადავიჭირე. -ვწუხვარ ერთი ჭრილობის გამო, რომ ჩემზე ასეთი ცუდი წარმოდგენა შეგექმნა.-მოღუშული სახით შემომხედა და მძღოლის ადგილი დაიკავა. მზერა საქარე მინისთვის არ მოუცილებია, ხმასაც არ იღებდა, რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სიტყვები ეწყინა და თავს ვიდანაშაულებდი გრძელი და დაუფიქრებელი წინადადების თქმისთვის, არადა დარწმუნებულუ ვამბობდი რასაც ვამბობდი. ლევანი ექიმი ტელეფონზე სულ ეჩხუბებოდა როცა ურეკავდა, ყოველთვის უვარგისს უწოდებდა და ამბობდა სულ შარშიაო. საკმაოდ ლამაზი ღამე იყო, მთვარეს სავსე ფორმა დაკარგული ქონდა, ლამპიონებით განათებულ თითქმის ცარიელ ქუჩებში ღამის 12 საათზე მანქანით მივდიოდით და საშინელი, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო სიმშვიდე იყო, თუმცა სიტუაციის შეუფერებელი, ამიტომაც გადავწყვიტე საუბარი წამომეწყო. -მოდი ყავა ვიყიდოთ და ფეხით ვისეირნოთ მტკვრის სანაპიროზე.-მისკენ გავიხედე და მანაც გამომხედა. -როგორც გინდა-საჭე მოატრიალა და უახლოს კაფესთან გააჩერა. მანქანის კარები გააღო გადავიდა და მალე მობრუნდა-დამავიწყდა მეკითხა როგორ ყავას სვავ-უემოციო სახით მკითხა და პასუხის მოლოდინში მანქანის კარებზე თითები აათამაშა. -მე უშაქრო ლატეს ვსვავ ყოველთვის. 5 წუთიც არ გასულა, რომ მანიშნა მანქანიდან გადმოვსულიყავი. ყავა გამომიწოდა და უსასრულო გზის გავლა დავიწყეთ. -კარგი, თუ ის არ ხარ ვინც მგონიხარ მომიყევი რამე შენზე.-სიტუაციის განმუხტვა ვცადე და ყავა მოვსვი. -არაფერია მოსაყოლი. -რატომ იყავი დაჭრილი?-გავბედე და ბოლოს და ბოლოს ვკითხე. -ერთ უმადურს გადავეფარე, შედეგი კი თავად ნახე...-მტკვარს გახედა და სიტყვაც არ მათქმევინა ლაპარაკი ისე დაიწყო.-ისე რა უცნაურია არა? -რა არის უცნაური?-ხიდის მოაჯირს დააყრდნო ხელები და მეც მას გვერდით დავდექი. -თითქმის არასდროს არ ხმაურობს მტკვარი. ამდენი ადამიანი იმსხვერპლა და მეტის და მეტის მოლოდინშია სულ. -მართლაც ბევრი უმსხვერპლია.-გულწრფელად დავუფიქრდი მის სიტყვებს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი საით მიყავდა საუბარი. მაისის საღამოს იყო, უჩვეულოდ აცივდა და მთელ ტანში დრო და დრო ჟრუანტელი მივლიდა ხოლმე, თორნიკემ ჯერ ჯერობით ვერ შეამჩნია რადგან ჩემსკენ არცერთხელ გამოუხედავს, გაყურებდა გზას და არც კი მელაპაარკებოდა. -თუ ასე უნდა ვიყოთ სახლში წამიყვანე-ამოვღერე და სვლა შევაჩერე. -როგორ ასე?-ირონიულად გაიღიმა და ჩემს წინ დადგა. -ჩუმად-მკაცრად მივუგე და მისი სიახლოვე დავაიგნორე. -ლამაზი ხარ-თმა ყურს უკან გადამიწია და თვალებში ჩამაცქერდა. ხმა არ ამომიღია, ძალიან ახლოს იყო და რატომღაც ეს სიახლოვე ძალიან მაბნევდა. წინ მოიწია უფრო, უკვე მივუხვდი ჩანაფიქრს და ნაბიჯით უკან დავიხიე. -სახლში წავიდეთ!-უკან სწარფი ნაბიჯებით გავბრუნდი. მანქანამდე ისე მივედით არ გვილაპარაკია, არც გზაში ამოუღია ხმა, მხოლოდ მაშინ დამემშვიდობა როდესაც სახლთან მიმიყვანა და მაშინვე წავიდა როგორც კი სადარბაზოში შევედი. უცნაური გრძნობა დამეუფლა, რატომღაც ეს ადამიანი ჩემზე მოქმედებდა, სულელი ხომ არ ვარ დღეს გავიცანი თანაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში, რას ვაკეთებ? ამ ფიქრებში სახლს მივადექი, კარები ჩუმად გავაღე, ქეთის ჩემ საწოლში ჩასძინებოდა, მის გვერდით დავწექი და მალევე ჩემი გონებაც ძილს მიეცა. მზის სხივებმა თვალი მომჭრა და ჩემი გამოფხიზლება შესძლო, ქეთი უკვე ამდგარიყო. სამზარეულოში გავედი და ბართან მჯდომ მეგობარს ლოყაზე ვაკოცე. -გინდა ყავა? -გავიკეთებ იყოს-კარადა გავაღე და ყავის ყუთი გამოვიღე. -ანა, რა უფრო რთული იყო? -რას გულისხმობ?-ინტერესიანო თვალებით გავხედე და ბართან მივედი. -ბექასთან დაშორების დროს. -ჩემი ღირსება.-უემოციოდ მივუგე და ყავა ჭიქაში დავასხი.-ყველაზე რთული იყო იმის მიხვედრა, რომ არ ვუყვარდი, არც არასდროს ვყვარებივარ და ეს ყველაფერი ვალდებულებებს მოიცავდა.-დავამთავრე თუ არა წინადადება თვალები ცრემლებით ამევსო და ოთახში გავიქეცი. რთული იყო, მართლა რთული იყო, რომ ყოველთვის როცა ის მახსენდებოდა, ტირილი მინდებოდა და სხვა არაფრის გაკეთება შემეძლო გარდა წოლის და ცრემლის ღვრისა. გულს მტკენდა სახელი ბექა, გულს მტკენდა წარსული რომელიც მასთან მაკავშირებდა, გულს მტკენდა ყველა ის კითხვა რასაც ხალხი მისვავდა. ფსიქოლოგიურად განადგურებული ვიყავი, უფრო ვნადგურდებოდი როდესაც მიწევდაა, რომ ყოველდღე მის წინ თავაწეულს მევლო და თავი ისე დამეჭირა ვითომც არაფერი. როდესაც 12 საათი მოახლოვდა ჩავიცვი და კლინიკაში წავედი. საკმაოდ ხმაური იყო რადგან ბევრი ადამიანი იდგა რიგში, აცრების დღე იყო და ბავშვების ჭიჭყინს მიჰქონდა მთელი საავადმყოფო. უკვე ვხვდებოდი წინ როგორი რთული დღეც მელოდა, რადგან მეორე სართულზე სადაც ქირურგიული ცენნტრია, მოსაცდელ სკამებზე უამრავი ხალხი იჯდა, ალბათ მომიწევდა დღეს ორო ან სამ ოოპერაციას დავსწრებოდი, ხოლო თუ ეს ნაცნობი ოპერაცია იყო შესაძლოა მოენდოთ კიდევაც ჩემთვის. -ანა ძლივს გიპოვე-ქოშინით მოდის ჩემსკენ ექიმი ლევანი და ხალათს მაწვდის.-ხედავ ამ ხალხს? აქედან სამი ჩემი პაციენტია, დღეს სამ ოპერაციას გავაკთებ, ელენთის ამოჭრას და კუჭის ოპერაციას მე გავაკეთებ და შენ დაესწრები. -და მესამე? -მესამეს ჩემი დაკვირვების ქვეშ შენ განდობ. -რა უნდა გავაკეთო?-ნეერვიულობამ ამიტანა და ვიგრძენი ხელის გულები, როგორ გამიოფლიანდა. -ბრმა ნაწლავი, აპენდიციტი უნდა ამოჭრა. საკმაოდ სარისკოა მაგრამ ადრეც გაგიკეთებია ამიტომ განდობ, პაციენტი პალატაშია და ოპერაცია სამ საათზეა, ინფორმაცია მაქვს რომ სითხე ჟონავს, თუმცა სწრაფი დენა არ აქვს ამიტომ ჯერ კიდევ დააკვირვების ქვეშაა. წარმატებები. ექიმი ლევანი გაიქცა და შუა ფოიეში გაშეშებული დამტოვა, ძალიან ვნერვიულობდი ყოველთვის როცა ოპერაციას მე ვაკეთებდი, ძალიან სარისკო იყო, თუმცა უამრავი მადლობის და სიყვარული მიღება დამთავრების შემდეგ, ერთი დიდი შვება იყო. -პრივეტ დარია-რეგისტრატორის მაგიდას დავეყრდენი და ნაწყენ მეგობარს გადავხედე. -პრივეტ.-იაზვურად მომიგო და კომპიუტერს ჩააჩერდა. -დღეს ოპერაცია მაქვს-დარიამ ამომხედა და გამიღიმა, იცოდა როგორი რთული ასატანი იყო ჩემთვის მსგავსი მომენტები, ამიტომ აღარ დააყოვნა, ჩემსკენ გამოვიდა და კაფეტერიისკენ წამიყვანა. -გაბრაზებული კი ვარ, მაგრამ შენ ნერვიულობას მირჩევნია შეგირიგდე.-გადამეხვია და ორი ყავა შეუკვეთა.- იცი დღეს და გუშინ ბექა არ მოსულა. -შევამჩნიე არცერთხელ შემხვედრია.-მივუგე მეგობარს და ყავა მოვსვი. -იქნებ მოკვდა?-კისკით იკითხა დარიამ, მეც გამეცინა, სიმართლე გითხრათ ძალიან მიინდოდა მისი სიკვდილი, მთელი გულით! -შენ პირს შაქარი-ვიცინოდით და მთელი კაფეტერია ჩვენ გვიყურებდა. ორ ოპერაციას დავესწარი, რომლებიც ექიმმა ლევანიმ ჩაატარა, უადვილესი იყო და ბევრი რამეც ვისწავლე. სამი საათი, რომ მოახლოვდა ოთახში შევედი, ხელები დავიბანე, ყველანაირად მოვემზადე ოპერაციისთვის და რიამინაციაში შევედი. -არ ინერვიულო მე შენს გვერდით ვარ-მამხნევებს ექიმი ლევანი და ხელში სკალპელს მაჩეჩებს, როდესაც საოპერაციო ადგილი გავხსენი, საშინელი რამ დავინახე, გამოდენილი სითხე მთლიანად მოსდებოდა არეს. -გავწმინდოთ!-გავეცი ბრძანება და როდესაც ადგილუ ჩირქისგან თავისუფალი იყო ჩემს საქმეს შევუდექი, მთლიანად ადამიანზე კონცენტრირებული გავხდი, ყველა ნერვიულობა დამავიწყდა, იმდენა სწრაფად და დაკვირვებით ვანხორციელებდი თითოეულ მოქმედებას, რომ ექიმ ლევანს ერთხელაც არ მოუცია შენიშვნა. ოპერაცია წარმატებით დავასრულე და შვებით გავედი გარეთ. -რა თქმა უნდა, ესეც არაჩვეულებრივი იყო ხო?-მომაფრინდა დარია. -ზუსტადაც, ლევან ერთხელაც არ მოუცია შენიშვნა-ბედნიერი სახით ვუთხარი მეგობარს და გადავეხვიე. -ჩემი მეგობარი ნიჭიერია, რას ქვია შენიშვნები მოგცენ? -კარგი რა-თმა სახეზე ჩამოვუშალე და გამოსაცვლელ ოთახში შევედი. მთელ 2 საათი საოპერაციოში ყოფნამ საშინლად დამღალა, როგორც ფიზიკურად ისე გონებრივად. ახლა მხოლოდ სახლში წასვლა და ძილი მინდოდა მაგრამ ვინ გაცდის?! ქეთის მთელი 2 საათი ტელეფონი აუფეთქებია, გასახდელში გამორთულ მდგონარეობაში დავტოვე. როდესაც მესიჯიც ვნახე "სასწრაფოდ დამირეკ ალქაჯო" გამეცინა და მეგობრის ნომერი მოვძებნე. -გოგო ტელეფონს რატონ არ პასუხობს, გიჟი ხარ? -ოპერაციაზე ვიყავი შესული, რანაირად მეპასუხა გასახდელში დავტოვე. -უი-გაეცინა და განაგრძო-კაი დავიკიდოთ, მოკლედ კარაოკე ბარში მივდივართ დღეს უნდა დავლიოთ. -კაი დავლიოთ, გამომიარე და წავიდეთ, დარიას ვეტყვი და მანქანით გავალთ. -უიუი დარია უნდა გამეცნო, ეგ სულ გადამავიწყდა.-ამერიკაში ყოფნისას ძალიან ეჭვიანობდა დარიაზე ამიტომაც დავპირდი, რომ როგორც კი საშუალება გაჩნდებოდა, ერთმანეთს გავეცნობით. -ხოდა გაიცნობ.-ტელეფონი გავთიშე და გასახდელიდან პორდაპირ დარიასთან მივედი. დერეფანში მიმავალს, ლევანის ხმამ გამაჩერა. -ანა ძვირფასო, ერთი წუთით მოდი!-მეც მივედი და თვალებში შევაჩერდი.-ძალიან რომ არ მჭირდებოდეს არ გთხოვდი, მაგრამ სასწრაფოა. -ექიმო იტყვით?-მეგონა ისევ თორნიკეს მოუვიდა რამე ამიტომ ავნერვიულდი, მითუმეტეს რომ მთელი დღე არც დაურეკია და წუხელაც განაწყენებული იყო ჩემზე. -ბექა თავის კაბინეტშია, ვურეკავ არ მპასუხობს და დაუძახე ჩემთან შემოვიდეს-ამღვრეული თვალებით შემომხედა, მივხვდი როგორ უმძიმდა ჩემთვის ამის თხოვნა. გადავწყვიტე რომ უნდა შევგუებოდი, ამიტომ ექიმს გავუღიმე და თავი დავუქნიე. ბექას კაბინეტისკენ წავედი და კარიდაკაკუნების გარეშე შევაღე. ტელეფონი სავარძელზე ეგდო და თვითონ ბექა, მაგიდაზე გადაწვენილი ექთნის ფეხებ შუა იყო მოქცეული. ჩემს დანახვაზე სასწრაფოდ მოწყდა მის ტუჩებს და შარვალის აწევა დაიწყო. კარები გავიჯახუნე და კედელს მივეყრდენი, სიტუაციის განალიზება დავიწყე რადგან სრულიად შოკში ვიყავი, ცრემლები მომეძალა, რომ გამახსენდა ერთ დროს იგივე სიტუაციაში მეც რომ ვიყავი... -ანა!-თვალებში არ მიყურებდა და ჩემს სახელს იძახდა. -ექიმი ლევანის კაბინეტში შედი, გიბარებს.-თავი ამაყად ზემოთ ავწიე და სრულიად უემოციო სახით გავუარე, ვეცადე არ დაენახა ის ნოსტალგიური გრძნობა რომლებმაც ტანში დამიარეს. დარიასთან მივედი და მის წინ დავჯექი. -კარგად ხარ? ფერი არ გადევს.-ჭიქაში წყალი ჩამოასხა და გამომიწოდა. -ძლივს ვიკავებ თავს რომ არ ამეტიროს!-წყალი მოვსვი და დარიას გავხედე.-დროა შევეგუო იმას რომ ბექა სი.ია და მის გამო არ ღირს ნერვიულობა. -ახლა რაღა მოხდა, დაიცა ნახე? მთელი დღეა ვერ დავინახე. -ვნახე, ვნახე... ლევანიმ გამაგზავნა დაუძახეო. კარი რომ გავაღე კაბინეტის, მაგიდაზე გადაწვენილი ყავდა ქრისტინე. პირზე ხელი აიფარა და გაოცებული თვალებით მიყურებდა. -ტიპი რა ნაბი.ვარია აზზრზე ხარ?-ჭიქა გამომართვა და თვითონაც მოსვა წყალი. -დავიკიდოთ, აღარ მაინტერესებს-გავუღიმე და საქმეზე გადავედი.-რომელზე ამთავრებ? -დავამთავრე მე უბრალოდ 7მდე 10 წუთი დარჩა და კომპიუტერს ვერ ვთიშავ ჯერ, რაიყო? -ქეთი ჩამოვიდა და უნდა, რომ გაგიცნოს, მეგობრებთან ერთად კარაოკეში მიდის და ჩვენც უნდა, რომ წავყვეთ. -დავლევთ?-ბედნიერი სახით მეკითხება და ნივთების შეგროვებას იწყებს. -კი ბევრს! ქეთი შემოსასვლელში გველოდებოდა და როდესაც დაგვინახა, ჩვენსკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა. -ახლა იტყვის დავიღალეო ნახე არადა სულ 5 წუთი იქნება რაც იქ დგას.-გადავუჩურჩულე დარიას და ქეთის გავხედე. -აუ დავიღალეე... 5 წუთია რაც მოვედი და უკვე თავი მტკივა, თქვენ მთელი დღე როგორ ძლებთ?-მის ნათქვამზე გაგვეცინა და გაოცებული სახით მოგვჩერებოდა, მერე ტანზე დაიხედა ხომ არაფერი მჭირსო და როდესაც სიცილი, შევწყვიტეთ, ქეთის გაბრაზებულ სახეს გავხედე. -კარგი არ გაბრაზდე...-მხარზე ჩამოვუსვი ხელი და მივხვდი რომ ჩვენ არ გვიყურებდა, მის მზერას გავაყოლე თვალი და შევამჩნიე გამოსასვლელში ბექა რომელიც შარვლის ტოტებს ისწორებდა. -ახლა ამას ნახე!-შეჩერება ვერ მოვასწარი ისე დამისხლტდა ხელიდან. -ახლა სეირს ვნახავთ?-გაეღიმა დარიას. -მერედა როგორს-გავუღიმე მეც და საბრძოლო არეს გავხედე. ქეთი ბექას წინ გაჯგიმულიყო და ხელები გადაეჯვარედინებინა. -ქეთი როგორ ხარ?-გულისამრევი ღიმილით კითხა ჩემს მეგობარს. ქეთის პასუხი ვეღარ მოვისმინე ჩემი ყურადღება თორნიკემ მიიპყრო, რომლემაც გვერდზე სრულიად უემოციო სახით ჩამიარა, გამარჯობაც კიარ მითხრა, თვალი გავაყოლე და მხოლოდ მაშინ შეეფეთა ჩვენი მზერა ერთმანეთს, როდესაც კლინიკაში შედიოდა, ალბათ ეგონა აღარ გამომხედავდაო, რადგან მზერა მალევე ამარიდა და კარებს მოეფარა. -როგორ გაბედე?-კივილი გავიგონე და ახლა დარიას გავხედე რომელიც ქეთის ძლივს იჭერდა და თან სიცილით კვდებოდა. მართლა სასაცილო იყო, მის ცემას აპირებდა მგონი, დარიამ ძლივს გამოათრია და მანიშნა მანქანისკენ წავსულიყავი. -გპირდები მეორედ მართლა ვცემ-მითხრა ქეთიმ და მანქანის უკანა სავარძელი დაიკავა. -შენ მეგობარს პრობლები აქვს ფსიქიკასთან-კისკისებდა დარია და მანქანაში ჯდებოდა. კარაოკეში კარგად გავერთეთ ბევრიც დავლიეთ, მთვრალზე თორნიკეზე ფიქრები უფრო მომაწვა და სევდამ დამიარა როცა მისი უემოციო მზერა გამახსენდა. რატომ ვფიქრობდი ამდენს ამ ბიჭზე? სასმლისგან გაბრუებული, მეგობრებს არც დაველოდე გარეთ ჰაერზე გავედი, კარაოკის მიმდებარე ბილიკს გავუყევი, მალევე ვაპირებდი უკან დაბრუნებას. ერთ ერთი პატარა შენობა დავინახე ალბათ ავტოფარეხი იყო, შუქი გამოდიოდა და რამდენჯერნე ტკივილისგან გამოწვეული ხმაც გავიგონე. ახლოს მივედი მთვრალზე მიჭირდა გაანალიზე რას ვაკეთებდი. პატარა სარკმელში შევიხედე და დავინახე 4 ბიჭი და ერთ ერთი სკამზე იჯდა და სახე მთლიანად დალურჯებული ჰქონდა, 3ბიჭს შორის რომელიც ალბაათ მოძალადეები იყვნენ, თორნიკე ამოვიცანი, გული შემეკუმშა, გაოცებისგან თავგზა აბნეულს ფეხი დამიცდა და ძირს დავვარდი. ხმის გაგებისას გარეთ თორნიკემ გამოიხედა, როდესაც დამინახა თვალები გაუფართოვდა, მე სასწრაფოდ წამოვვარდი, ძალიან გგამიჭირდა თავის დაჭერა, მაგრამ ძალა მეყო რომ იმ საშინელი ადგილიდან გავქცეულიყავი. მივრბოდი და უკან თორნიკე მომდევდა, რომელიც დრო და დრო ჩემს სახელს გაიძახოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.