შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე... /3/


2-08-2021, 00:05
ავტორი Anittaa
ნანახია 9 943

დიდხანს მივრბოდი... მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა რაც შეიძლებოდა შორს გავქცეულიყავი, ვერც კი შევნიშნე, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადგილას აღმოვჩნდი, თორნოკეც არ დაღლილა მომსდევდა და კვლავ ჩემს სახელა გაიძახოდა. გზატკეცილს კარგა ხნის გაცილებული ვიყავი, ჩემს წინ ტბა იყო, რომელიც მარჯვენა მხარეს იყო წაგრძელებული, მეორე მხარეს დიდი ბალახები. ადგილზე ვიყავი გაშეშებული და გასასვლელის ძიებაში გართული როდესაც, მკლავზე ცივი შეხება ვიგრძენი და უეცრად შევკრთი.
-გამიშვი!-დავუყვირე და მთელი ძალა დავატანე, რომ ხელიდან დავსხლომტომოდი.
-თორემ რა? იყვირებ? შენ ხმას მაიმც ვერავინ გაიგებს!-ცივი უხასიათო ხმით მითხრა და მკლავზე ხელი გამიშვა.
გასაქცევად მოვემზადე, ცივი ხელები მუცელზ შემომჭიდა და სხეულზე უკნიდან ამიკრა.
-დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებ...-ყურში ჩამჩურჩულა და მისკენ შემატრიალა.
-რატომ მომსდევდი მაშინ, თუ ჩემთვის არაფრის დაშავებას აპირებ?-თვალებში ჩავხედე და ვცდილობდი რაიმე ამომეკითხა.
-იმიტომ რომ მეგონა პოლიციაში გაიქცეოდი.
-კი ვაპირებდი!-ზიზღნარევი ხმით მივუგე და მზერა ავარიდე.
-ახლა რომ გაგიშვებ, პოლიციაში წახვალ?-დამჩურჩულა ზედ ტუჩებთან და კისრისკენ დაიხარა, ნაზად მაკოცა და ამომხედა.
მისი ქცევებისგან გაბრუებული ხმას ვერ ვიღებდი, ვუყურებდი და მხოლოდ მაშინ მოვედი აზზრე როცა კითხვა გამიმეორა.
-ანა ჩამიშვებ?-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-მეტიც, ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ ამოლპე, საკუთარი თვალით ვნახე რაც გაუკეთეთ იმ ბიჭს, ღმერთო!-სახეზე ხელები ავიფარე და მომდგარ ცრემლებს უფლება არ მივეცი გადმოდენილიყვნენ.
-მე ვიცი, რომ პირველივე დღიდან შენს გონებაში ვარ... იმ წამიდან როცა ლამაზი გიწოდე-ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ არამგონია მისთვის მიმეცა უფლება დაენახა ჩემი გრძნობები.
-რეებს ბოდავ?-გულზე ხელები დავარტყი და გავაგრძელე მცდელობა რომ გავთავისუფლებულიყავი.
-ეჰ მართალია, ეს რომ სიმართლე იყოს, იმ წამს ხო პოლიციაში არ გაიქცეოდი და ახსნას მომთხოვდი.-თვალებში ჩამაჩერდა და თითქოს რაღაცას ელოდა ისე მიყურებდა.
-პასუხ აგებ თორნიკე შენგელიავ, ის რომ მამაშენს დიდ პატივს ვცემ, საერთოდ ფეხებზე დავიკიდებ, იმ ბიჭისთვის პასუხს აგებ, მისი ყოველი წვეთი სისხლისთვის!-დავემუქრე და სიძულვილით გავუსწორე თვალი თვალს.
-აი მე კი გპირდები, რომ ისე შეგიყვარდები, ისე დაგტანჯავს ჩემზე ფიქრები და ისე იდარდებ ჩემზე, რომ სასამართლოზე ჩვენებას ჩემს სასიკეთოდ მისცემ!-ხელები გამიშვა და უკან მოუხედავად განაგრძო გზა.
დაბნეული ვიდექი შუაგულ მინდორში, ყურში ჭრიჭინების და ბაყაყების ხმები ჩამესმოდა. მის სიტყვებზე ფიქრებში გაბრუებული ვიდექი და მგონი აღარც ვსუნთქავდი. ძალიან ბნელოდა, ქეთი და ანი ვერ დამიკავშირდებოდნენ რადგან ტელეფონი სირბილის დროს ამომივარდა, გზასაც ვერ გავიგნებდი. არ მეშინოდა იქ ყოფნის, ამიტომ ვარჩიე გათენებას დავლოდებოდი. ხის ძირში ჩამოვჯექი და ფიქრებში ჩამეთვლიმა.

მზის სხივები რომლებიც სახეზე დამთამაშებდნენ, ძილს მიფრთხოდნენ, რატომღაც იმედი მქონდა, რომ საწოლში გავიღვიძებდი, მაგრამ ამაოდ. როდესაც გაავაანალიზე სად ვიყავი, სწრაფად წამოვდექი და გზატკეცილისკენ გზას გავუყევი. გზის ნაპირას დაგდებული ტელეფონი ამოვიცანი, ჩავრთე არც გამოტოვებული ზარები და ესემესები არ მინახავს, ალბათ ისე დათვრნენ დაავავიწყდი კიდევაც. დილის 8 საათი იყო, კარაოკე ბარს როდესაც მივადექი, დარიას მანქანა ისევ იქ ეყენა, რა თქმა უნდა სახლში ტაქსით წავიდოდნენ. მეც აღარ დავაყოვნე და ტაქსი გამოვიძახე, პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მივედი. როდესაც ასეთ მდგომარეობაში დამინახეს, პირდაპირ დასაკითხ ოთახში გამაგზავნეს. ცარიელ მკრთალ შუქზე განათებულ ოთახში, სადაც მხოლოდ ორი სკამი და მაგიდა იდგა  მარტო ვიყავი.
-გამარჯობა-ჩახველებით მომესალმა შუახნის საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ხელი ჩამომართვა და ბლოკნოტი და კალამი მაგიდაზე დადო.
-გამარჯობა-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და ოთახს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი.
-მოდი ყველაფერი მოყევი თავიდან, დეტალებიც კი, საშინლად გოიყურები ვინმემ რამე დაგიშავა?
-არა ბატონო, მე მინდა ვუჩივლო...-ხმა ჩამიწყდა.
-უჩივლო ვის და რატომ?
-ვუჩივლო თორნიკე შენგელიას, და მის 2 მეგობარს რომელთა სახელებიც ჩემთვის უცნობია ძალადობისათვის ბიჭზე.
-კარგი დამელოდე...-გამომძიებელი ცოტახნით დაიკარგა და უკან ქალთან ერთად დაბრუნდა.-მინდა რომ აუღწერო როგორ გამოიყურებოდა ბიჭი რომლზეც ძალადობდნენ და ის 2 მეგობარიც... თორნიკე შენგელიას კი ბაზაში გადავამოწმებთ.
ოთახში მხოლოდ მე და მხატვარი დავრჩით, დავიწყე გახსენება, როგორ გამოიყურებოდა ის უბედური ადამიანი, დეტალურად ავუღწერე სამივე. ქალი იმ ნახატს დიდხანს უყურებდა რომელზეც გამოსახული იყო დალურჯებული ბიჭი. შემდეგ მე შემომხედა და მალევე გამომძიებელი დაიბარა. ნახატი აჩვენა და დიდხანს დაშტერებოდნენ
-ეს ბიჭი 2 დღეა დაკარგულია, ზუსტად იცი რომ ისაა?-ნახატი გამომიწოდა და თავი დავუქნიე.
ამის შემდეგ ყველაფერი თავიდან და დეტალურად გამომკითხა.
-ასე პირდაპირ ვერც დავიჭერთ მტკიცებულება არ გვაქვს, უბრალოდ საქმე ავღძრათ და სასამართლოს გადავცეთ, იმათ დაველოდოთ რას იტყვიან.

სახლში დაბრუნებისას ქეთი არ დამხვდა აღარც დამირეკავს არ მქონდა ამის თავი, დაღლილი ვიყავი და ძილი მინდოდა. საწოლზე დავწექი და უკვე ვთვლემდი როდესაც ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, ექიმი ლევანი მირეკავდა ალბათ აინტერესებდა სამსახურში რატომ არ მივედი.
-დიახ ექიმო-დაღლილი ხმით ვუპასუხ ტელეფონს.
-ანა ხო მშვიდობაა რატომ არ მოხვედი, რადგან ტელეფონს უპასუხე ანუ დეპრესიას არ შემოუტევია.-ანრევიულებული ტემპ კიდევ უფრო ძაბავდა.
-ნუ ნერვიულობთ, უბრალოდ გუშინ დავლიე მერე კი...-უცებ ხმა ჩამიწყდა, გამახსენდა თორნიკე მისი შვილი, რომ იყო, პოლიციაში ჩივილისას ეს გულიდან სულ ამომმვარდა, მუქარისას ხშირად გავიმეორო რომ არ მაინტერესებდა პატივსიცემა მამაისისადმი მაგრამ ვტყუოდი... ღმერთო რა ჩავიდინე, ჩემი საყვარელი ადამიანის შვილს რა გავუკეთე... მოძალული ცრემლები შევიკავე.
-ანა კარგად ხარ?-ფიქრებიდან ექიმის ხმას გამოვყავარ.
-დიახ ექიმო კარგად ვარ, უბრალოდ საშინელი ნაბახუსევი მაქვს.
-ოჰ გასაგებია, დაისვენე მაშინ და მალე დაგვიბრუნდი.-დარწმუნებული ვიყავი ამ სიტყვებს როგორი კეთილი ღიმილითაც ამბობდა. გული მიკვდებოდა იმის გამო რაც გავაკეთე, ექიმი ლევანიც რომ დაიტანჯებოდა.
ასე ფიქრებში ჩამეძინა, როგორც ჩანს კარგა ხანსაც მეძინა რადგან უკვე შებინდებული იყო, როდესაც ქეთი დამახტა თავზე.
-შე ავადმყოფო ასეთი ნაბახუსევით დილაუთენია სამსახურში წახვედი?-მეუბნება ქეთი და თმას ყურსუკან იწევს. თავი გავუქნიე და ყველაფერი მოვუყევი, უამარავი კითხვა დასვა, უდიდესი ისტერიკა გამართა და ბოლოს რომ დაწყნარდა სავარძელში დაჯდა და მკვლელის თვალებით მიყურებდა, ჩუმად იყო... ჩუმად ვიყავი მეც.
-არა ნუ დებილი ხარ!-წამოხტა ისევ და აქეთ იქით დაიწყო სიარული.-აზზრე ხარ რა შარში გაყავი თავი? თან ამბობ ვერ იჭერენო, რომ გაიგებენ უჩივლე, რას გიზავენ წარმოგიდგენია?
-მაგაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ იმ ადამიანს ვუცრუებ იმედს ვინც მთელი რთული მომენტები მგულშემატკივრობდა და მამხნევებდა.-თავი ბალიშში ჩავრგე და ქეთის წიკვინს ვუსმენდი.
-თუნდაც, ხედავ თავი რა დღეში ჩაიგდე? ის სი.ი არ გყოფნიდა?? გიჟი ხარ შვილო გი ჟი.
ქეთის წიკვინი კარებზე ზარის ხმამ შეაწყვეტინა, ოთახიდან გავარდა და კარი გააღო. გარედან შემომძახა სტუმარი გყავსო და ოთახში არ შემოსულა. ოთახის კარების დაკეტვის ხმა გავიგე და უკან მივიხედე.
-აქ რას აკეთებ?-ლოგინიდან წამოვხტი როდესაც თავზე წამომდგარი თორნიკე დავინახე.
-ანუ მაინც მიჩივლე?-გამომწვევი ხმით მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა, ნაბიჯით უკან დავიხიე და ვუკივლე.
-იცოდე ხელი არ დამაკარო თორე უარეს დღეში ჩაგაგდებ!
-ნუ ღელავ არაფრის დაშავებას ვაპირებ...-ლოგინზე ჩამოჯდა და მიყურებდა.
-იმ ბიჭზე მითხრეს 2 დღეა უშედეგოდ ვეძებთო, რა ცუდ დღეში ხარ იცი?
-მე კი და მარტო მე არა... ჩემმა ძმაკაცებმა რომ გაიგონ შენ უჩივლე იცი, რომ შეიძლება ცუდ ხერხებს მიმართონ რომ საჩივარი გამოგატანინონ?-ტანში ჟრუანტელმა დამიარა და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
-შენ არ გითქვამს?
-არა!-თავი უარის ნიშნად გააქნია და თვალებში შემომხედა.
-და რა შენ იგივეს არ გააკეთებ? არ მთხოვ, რომ საჩივარი გამოვიტანო?
-არა არ გთხოვ...-ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა, მეც ავდექი და გვერდის ავლა მინდოდა მაგრამ შემაჩერა.-არ დაგაძალებ რომ საჩივარი გამოიტანო, ამას შენი ნებით გააკეთებ, მაშინ როდესაც მზად იქნები-ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო და ჩემი სურნელი შეისუნთქა, მერე ლოყაზე მაკოცა და თვალებში შემომხედა.
-უნდა დაისაჯო...-ჩამწყდარი ხმით მივუგე და ვეცადე არ დავნნებებოდი საკუთარ სურვილებს.
-დავისჯები, მაგრამ შენ მეტად დაისჯები...
-შენს მეგობრებს ჩემს თავს მოაკვლევინებ?-ირონიულად ჩავიცინე.
-არაა... მე მოგკლავ, ოღონდ ირიბი მნიშვნელობით, ჩემი სიყვარული მოგკლავს, სურვილი მოგკლავს ჩემი, მონატრება და დარდი!
ისევ იგივე სიტყვებით დამემშვიდობა და ოთახი დატოვა, აზზრე მოსული დავედევნე თუმცა უკვე წასული დამხვდა.
-ვინ იყო?-სამზარეულოში ქეთი ყავით ხელში დამხვდა.
-მას რატომ არ კითხე ეს სანამ შემოუშვებდი?-ყავას ვართმევ და ვსვავ.
-ვკითხე და ანას მეგობარი ვარ მითხრა სალაპარაკო გვაქვსო...
-და იდიოტო დაუჯერე...
-რა მოხდა, ვინ იყო? რა სალაპარაკო გქონდათ?
-თორნიკე, თორნიკე იყო.-ოთახში გავედი და კარები ჩავკეტე. დამალული სიგარეტის კოლოფი მოვძებნე რომელიც სახლში სულ მქონდა, რადგან ნერვიულობის დროს ჩემთვის საუკეთესო წამალ წარმოადგენდა. ზედიზედ ალბათ 4 ღერი მოვწიე და თან ფანჯარაში, ღამის თბილისს ვუყურებდი.

დილით სამსახურისთვის გავემზადე, ქეთი არ გამიღვიძებია სახლიდან ისე გავედი, საუზმე ვერ მოვასწარი ამიტომ გზად ფუნთუშა და ყავა ვიყიდე რომ გული არ წამსვლოდა. კლინიკაში შესული არ ვიყავი მაკა რომ მოვიდა ჩემთან და გადამკოცნა.
-კლინიკის დირექტორი მოვიდა!-უცნაური ხმით მომახარა, რადგან იშვიათად მოდიოდა და როდესაც მოდიოდა სულ კარგი საქმისთვის.
-და რა მოხდა?
-არვიცი, უიი დაიბარა ანა თოიძე შემოვიდეს კაბინეტშიო.
-დაიცადე მარტო მე დამიბარა?-გაკვირვებით შევუბრუნე კითხვა მაკას.
-ხო რავი.
მესამე სართულზე დირექტორის კაბინეტისკენ წავედი, კარებზე ნაზად დავაკაკუნე და თანხმობის ხმის გაგონებაში ლოდინი დავიწყე.
-შემოდით!-გაისმა დირეექტორის ხმა და კარები შევაღე.
-გამარჯობა ქალბატონო მზია, მე ანა თოიძე ვარ.
-დიახ ანა, შემოდი და დაბრძანდი.
დირექტორის მაგიდის წინ სკამზე ჩამოვჯექი და ნერვიულობისგან ძალიან ვიძაბებოდი.
-შენ რეზიდენტი ხარ ჩვენს კლინიკაში უკვე 1 წელია, მართალი ვარ?
-დიახ, ქირურგი ლევანი შენგელიას რეზიდენტი ვარ.
-დიახ.-კონვერტი ამოიღო უჯრიდან და წინ დამიდო.-ეს თქვენი ხელფასია, რომელიც თვიურა იმაზე მეტი იყო ყოველთვის ვიდრე სხვა რეზიდენტებისთვისაა განკუთვნილი, გასაგებია კარგად მუშაობდით, მაგრამ უამრავი მნიშვნელოვანი ოპერაცია გამოტოვეთ, ვწუხვარ მაგრამ უამრავი გაცდენის გამო უნდა დატოვოთ სამსახური, რადგან უფრო პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე რეზიდენტი რჩება ამ ყველაფრის გარეშე, რასაც თქვენ ვერ აფასებთ.-თვალთ დამიბნელდა და გულში საშინელმა სევდამ დამიარა, რატომ ხდება ყველა უბედურება ჩემ თავს...
-რთული თვეები მქონდა, იქნებ შანსი მომცეთ, გთხოვთ და გპირდებით ერთი დღეც არ გავაცცდენ... გთხოვთ ჩემი პროფესია ჩემთვის ყველაფერია.-ტირილნარევი ხმით ვემუდარებოდი დირექტორს რომელსაც ჩემი თხოვნა აშკარად ფეხებზე ეკიდა.
-ვწუხვარ მაგრამ ეს მე არ მეხება, რაც შეეხება პროფესიას, სასწავლებელში კარგ რეკომენდაციას დაგიწერთ და იქ განაგრძობთ ისევ სწავლას.
-მაგრამ ქალბატონო მზია, მე ხომ რეზიდენტურაზე იმიტომ შემოვიტანე განცხადება, რომ სასწავლებელში მხოლოდ თეორიას გავდიოდით და პრაქტიკა მჭირდებოდა.-თავს ვერ ვიკავებდი და ვტოროდი.
-დატოვეთ კაბინეტი, დაემშვიდობეთ კოლექტივს და წაბრძანდით.
რაღა მექნა დამცირებულმა და სასოწარკვეთილმა დავტოვე კლინიკის შენობა. არავის დავმშვიდობებივარ, მითუმეტეს ექიმ ლევანს, რომ უფრო რთული გადასატანი არ ყოფილიყო ყოველივე ეს.

სახლისკენ მიმავალ გზაზე ბარში შევედი. კონიაკი შევუკვეთე და დავლიე, მერე კიდე შევუკვეთე.
-კარგად ხარ ანა?-მეკითხება ბარმენი გიორგი, რომელიც ჩემს მსგავს მდგომარეობას შეჩვეული იყო.
-სამსახურიდან გამომიშვეს, ისევ სასწავლებელში ვბრუნდები.
გიორგიმ ამოიხვნეშა რაღაც იასამნისფერი სასმელი გამომიწოდა და ბარს ჩამოეყრდნო.
-მოდი სანამ კარგად დათვრები რათა დამშვიდდე, მანამდე გეტყვი რაღაცას რომ მერე  არ დაგავიწყდეს.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და თვალებში შევაცქერდი.
-ცხოვრება სავსეა დაბრკოლებებით. ძალიან ბევრი წინაღობა შეიძლება შეგხვდეს, ძალიან ბევრჯერ გაგიცრუვდეს იმედი, მაგრამ არ უნდა დანებდე. უნდა ისწავლო ამ პრობლემებთან გამკლავება და არ უნდა დანებდე მაშინ, როცა იმედი გაგიცრუვდება. პირიქით იყავი მოტივირებული, ადექი და თვალებში ჩახედე ყველა იმ პრობლემას რომელიც გაქვს, პირისპირ შეხვდი და თავი არ დააჩაგვრინო!!! მიუხედავად ყველა პრობლემისა ადექი საწოლიდან, გადი გარეთ და განაგრძე ცხოვრება, თორემ ერთ დღესაც ისე გაგიტანენ სახლიდან, რომ ვერავინ გაიგებს და არც არავის ეცოდინება ვინხარ.-სასმელი ხელში მომაჩეჩა და მომლოდინე კლიენტთან მივიდა.

გიორგის სიტყვებმა ფიქრებში გადამისროლა. მართალია, უამრავი დაბრკოლება მქონდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით ბევრი ბოლო სამ თვეში, ბევრი ვინერვიულე კი, მაგრამ ამ ნერვიულობით რა? საქმე მოგვარდა? არა პირიქით საკუთარი თავი გავაგიჟე. მართალი იყო ქეთი გიჟი ვარ, ამ სიგიჟეს მუდმივად ბექას და ყველაფერ იმას ვაბრალებდი რაც მანერვიულებდა. მაგრამ არა! საკუთარი თავი გიჟად თვითონვე ვაქციე! დროა ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო. ამის დრო დადგა.
-გიორგი!-დავუძახე ბარმენს და როდესაც ჩემთან მოვიდა ლოყაზე ვაკოცე სასმელი დავუბრუნე და ფეხზე წამოვდექი.-მადლობა ამისთვის!
-ვიცოდი რომ გაჭრიდა, ბევრჯერ მინდოდა ეს სიტყვები შენთვის მეთქვა, მაგრამ თავს უფლებას ვერ ვაძლევდი ჩავრეულიყავი შენს საქმეში. მაგრამ უკვე დრო იყო რადგან საკუთარ თავს ანადგურებდი.
ამ უსაყვარლესს ადამიანს გავუღიმე და ბედნიერი გამოვედი ბარიდან. ტელეფონი ავიღე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დავრეკე. ტელეფონში ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა.
-გამარჯობა ჩემო ძვირფასო-მომესალმა ჯეკო.
-უნივერსიტეტში ვაპირებ დაბრუნებას, მოაგვარებ?
-რათქმაუნდა, გელოდებით!-ბედნიერი ხმით მომიგო და ყურმილი დავუკიდე.
სახლში მისულს ქეთი და დარია დამხვდნენ. დარიას უკვე გაეტლიკა ენა და მოეხსენებინა ყველაფერი ქეთისთვის, ქეთისაც არ დაეყოვნებინა და მოეთხრო მისთვის თორნიკეს ამბები. გაუკვირდათ ორივეს ასეთი ბედნიერი რომ დამინახეს, რადგან კარგად იცოდნენ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის იქ მუშაობა.
-კარგი ვიცი, ფულს მამაშენი გიგზავნის არაფერი მოგაკლდება სამსახურის დაკარგვით და შეიძლება მაგიტომ არ ნერვიულობ მაგაარამ... ანი თოიძე ხარ! ადამიანი რომლისთვისაც იქ მუშაობა ფულთან არანაირ კავშირში იყო!-მიყვირს ქეთი და ჩემგან ახსნა განმარტებას ითხოვს.
მეგობრებს გული გადავუშალე და ყველაფერი მოვიყევი, მოვიყევი როგორი მოტივაცია მჭირდებოდა თურმე ამდენი ხნის მანძილზე რომ აზზრზე მოვსულიყავი. ოთახში შევედი და კარადიდან ტანსაცმელი გადმოვყარე, გულმოდგინედ ვარჩევდი და ყველაფერი რაც ჩემთვის დეპრესიის პერიოდთან ასოცირდებოდა დიდ ჩანთაში ჩავყარე და კიბეებზე დავეშვი, ქეთი და დარია კი პირღია დავტოვე სახლში. ნაგვის ურნასთან დავტოვე ჩანთა და სახლისკენ მოვდიოდი, როდესაც ჩემს გვერდით თორნიკეს შავი ბეემვე გაჩეერდა.
-აქ რატომ მოხვედი?-არც ისე დაძაბული მაგრამ ინტერესიანი ხმით ვკითხე ფანჯრიდან მოზიმარ თორნიკეს.
-ჩაჯექი გთხოვ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent