შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 42)


3-08-2021, 12:01
ავტორი Impermeable
ნანახია 1 772

თავი 42

„ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება; სხვანაირად: ორი სხეულის ურთიერთქმედება ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ“.

ნიუტონის მესამე კანონი


ლეა

ცეცხლისფერი ბურთი ისევ ელვარებდა ბაღდადის თავზე; ჰაერში გაფანტულ ქვიშის ოხშივარს თითოეულ ჭუჭრუტანაში აძვრენდა აღმოსავლეთის წითელი ქარი, თითქოს თმაგაწეწილი ქალი კარდაკარ დაწიოდა. ორი თვეა ბაღდადს გადმოვცხოვრდით და დღემდე ვერ შევგუებივარ ქვიშანარევ დამძიმებულ ჰაერს, თვალებს რომ მიწვავს, ალბათ, თავის დროზე სწორედ ამ ქართაგან დასაცავად ატარებდნენ გრძელ ტანისამოსს და სახესაც აიფარებდნენ ხოლმე, შემდეგ კი ერთი შეხედვით უსაფრთხო მობილობისთვის გამიზნულმა ქმედებამ განსხეულება რელიგიურ რიტუალურ აკრძალვებში ჰპოვა ბურქის, როგორც ქალის სამოსის დაკანონების გზით, რითაც მთლიანად მოიპოვა მონოპოლია ქალის სხეულზე. და დღეს, ბაღდადში, ყველაზე ემანსიპირებული ქალებიც კი ვერ ბედავენ დაუფარავად გარეთ გასვლას, დღეს შარიათი, ბაღდადის ქვიშისფერ საბურველით მოსილი, თხელი თეთრი აბრეშუმის ქსოვილით ფარავდა ჩემს სხეულს და შინაგან ბობოქარ ლეას, ერთი სული ჰქონდა, თავისივე ხელით შემოეგლიჯა და პროტესტის ნიშნად ლამის დედიშობილა გაქცეულიყო დამშეულ ბრბოში.

თუ გინდა მუდმივად კონტრასტების ქარბობალაში ცხოვრობდე, აღმოსავლეთში უნდა გადმოცხოვრდე. მაშინ, როდესაც მანკიერი ტრადიცია-ჩვეულებების მარწუხები ბურქით მოსავს ქალებს, ალტერნატიულ სივრცეებს ქმნის ჰამამის მსგავსი დაწესებულებები და ქალთა სივრცეები. აქ უკვე მეორე უკიდურესობა იჩენს თავს, როცა ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ქალებიც კი შეიძლება დედიშობილა დატანტალებდნენ და სირცხვილის ნატამალს არ გრძობდნენ, თან უამრავ საჭირ-ბოროტო საკითხებს წამოჭრიდნენ ადგილობრივი ასინეთები. ნამდვილი კოგნიტური დისონანსი მქონდა, როცა პირველად ამგვარ სივრცეში დავუდის ცოლის სტატუსით აღმოვჩნდი, ბურქის ქვეშ ისეთ სექსუალურ მაქმანებიან თეთრეულებს მალავდნენ, ჩემი სპორტული კოტონის ორეულის დანახვისას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდათ, ეგრე ქმარს როგორ შეინარჩუნებო, რაზეც ჩემმა გულიანმა ხარხარმა კიდევ უფრო დიდი დაბნეულობა გამოიწვია და სწორედ ამ დროს გამიელვა თავში გენიალურმა აზრმა, გადავწყვიტე ჩემს თანამშრომლებთან ერთად სწორედ ჰამამებიდან დაგვეწყო ქალთა უფლებებზე ჯერ კულუარული საუბრები, შემდეგ კი ამ უფლებების დაცვა. მართლაც, ორიოდ კვირაში უკვე მთელმა ბაღდადმა იცოდა ჩვენი საქმიანობის შესახებ და დღე არ გავიდოდა 20-30 შეტყობინება არ შემოსულიყო. მეც ისე გადავეშვი ამ საოცრად ექსტრემალურ და ადრენალინის მომაზღვავებელ საქმიანობაში, რომ მხოლოდ დავუდის წუწუნიღა მახვედრებდა, რომ დროს საერთოდ ვეღარ ვუთმობდი. დარცხვენილი დანაშაულის გამოსწორების მიზნით ერთს წავუცეკვებდი ცეცხლოვან მუცლის ცეკვას, სანამ ვნების ჭინკები არ გადმოიფრქვეოდა ჩემთვის ესოდენ მომნუსხველი ზურმუხტისფერი თვალებიდან და გიჟური სექსისგან არაქათგამოცლილი ისევ მისგან ვითხოვდი ფერებასა და ზრუნვას, რომ ძალები აღმედგინა. მართალია, ჩემი საქმიანობა დავუდის ოჯახის წევრებს დიდად თვალში არ მოსდიოდათ, მაგრამ დავუდის ხათრით ვერც ვერაფერს აბობდნენ. ბატონი ალისგან ვგრძნობდი პატივისცემას, და მეც ვცდილობდი სანაცვლოდ ყურადღება არ დამეშურებინა, რასაც ვერ ვიტყვი დავუდის დედინაცვალზე. იყო რაღაც, რაც ამ ქალის პირფერობის ნიღაბს მიღმა საგულდაგულოდ იფუთებოდა, მერიემიც ჩემს აზრზე იყო. უცხო გარემოში ერთგული მეგობარი უდაბნოში ოაზისს ჰგავს, წყურვილით დამაშვრალს რომ სასიცოცხლო ენერგიებით აგავსებს. ზუსტად ასეთი იყო ჩემთვის მერიემი, სწორედ ის მეხმარებოდა განსხვავებულ კულტურულ გარემოში ადაპტაციაში, მიხსნიდა თითოეული წესის, რიტუალის მნიშვნელობას და მეც ვცდილობდი, ზედმიწევნით მიყოლით ჩემი საქმიანობით გამოწვეული დისკომფორტი დამებალანსებინა. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ აშშ-ს საელჩოში ვახშამზე მიწვეულებს საიდი არ გადამეყარა. საელჩოს მიერ გამართული წვეულებები იმ მცირეთაგანი იყო, სადაც ქალებს და კაცებს განცალკავებით ყოფნა არ გვიწევდა და ადგილობრივნიც კი ზეთანამედროვეობის და “დასავლურობის” დემონსტრირებას ახდენდნენ. ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა დავუდს სხეული საიდის დანახვისას, რომელიც განგებ ურცხვად მიმზერდა. ხელი ხელზე ჩავჭიდე და დავუჩურჩულე.

- დავუდ, დამშვიდდი. ესკალაციას ცდილობს, არ აყვე. - ყურში ვუჩურჩულებდი იმ მიმართვებს, რომელიც ჩემგან უყვარდა, რომ როგორმე დამემშვიდებინა და ყურადღება გადაეტანა. მართლაც, თითქოს მშვენივრად ვაიგნორებდით არასასურველ მზერას, სანამ დავუდის ბიზნესპარტნიორმა თავაზიანათ არ თხოვა დავუდს ორი წუთით გაყოლა.
- აქ იყავი. ბევრი ხალხია და ვერაფერს დაგიშავებს, ვერც ძალიან ახლოს მოვა ეტიკეტის გამო. ეხლავე დავბრუნდები. - თბილად გამიღიმა დავუდმა და დერეფანს მიღმა გაუჩინარდა.

დამტოვა თუ არა, ოფიციანტი შამპანიურის ფუჟერით ხელში მომიახლოვდა და საიდისკენ მანიშნა, რომ ამ ბატონისგან იყო მოძღვნილი. ხელის ხლებას არ ვაპირებდი, მაგრამ ახალგაზრდა ოფიციანტმა შემვედრა, თუ არ ავიღებდი, კარგს არაფერს დამართებდნენ. ისეთი შეშინებული თვალები ჰქონდა, მივხვდი, აშკარად დაემუქრნენ. ღიმილით გამოვართვი ფუჟერი პატარა ბარათთან ერთად და მოჩვენებითი პირფერობით გავუღიმე საიდს, რომელიც თვალებით მბურღავდა. ესეთი ირონიული მზერა არსად მინახავს. თითქოს თვალებით მაშიშვლებდა. ერთდროულად მომნუსხველი და ბოროტი მზერა განსხეულებულ ლუციფერს ამსგავსებდა. ზურგით დავდექი და ბარათი ისე გავხსენი.


- “საოცრად სექსუალური და მადისამძღვრელი ხართ ლეა. თქვენი სხეულის ხილვა ყველაზე ფარულ ფანტაზიებს აშიშვლებს ჩემში, რა სამწუხაროა, რომ ჩემზე უარი თქვით, მაგრამ პატივს ვცემ თქვენს გადაწყვეტილებას. თუმცა, თუ გსურთ მშვიდი და ჰარმონიული ოჯახის შენარჩუნება და იმ საქმიანობის გაგრძელება, რასაც აქ მისდევთ, თქვენგან ერთ ღამეს ვითხოვ. ერთ კვირაში მარტო დარჩებით და გელოდებით. არმოსვლის შემთხვევაში შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იქნებით”.

ვიგრძენი, როგორ დამასხა ერთიანად ცივმა ოფლმა და ამაკანკალა. ეგრევე საპირფარეშოში გავიქეცი, თან უკან ვიხედებოდი, მეშინოდა, ვინმე არ გამომყოლოდა და ბარათი უნიტაზში ჩავრეცხე. სარკესთან აფორიაქებული და წაშლილი სახის დალაგებას შევეცადე და დარბაზში დაბრუნებისას შეშფოთებული დავუდიც შემომეგება.

- ლეა, ხომ გითხარი აქედან არსად წახვიდეთქო. - ხმაში სიმკაცრე ერეოდა, თუმცა ჩემი აკანკალებული ხელის შეხებისას, შეშფოთებულმა გააგრძელა.- კარგად ხარ, ხომ არაფერი გითხრეს?

-აქედან წავიდეთ გთხოვ.- სიმწრით ამოვთქვი და ნაჩქარევად დავემშვიდობეთ დამსწრე საზოგადოებას.

მივედი თუ არა კანკალმა უფრო მეტად ამიტანა. სიცხე მქონდა. დავუდი გაოცებული იყო, ასე რამ გაგაცივა შუაგულ ბაღდადშიო, ხან ჰაჰამში გადახურებას დააბრალა, ხან რას. მთელი ღამე სასთუმალთან მეჯდა და გვერდიდან არ მომშორებია. მხოლოდ მე ვიცოდი, რა იყო მიზეზი ცუდად ყოფნისა. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა უდაბნოს ქარიშხალი, რომლიდან ცოცხლად დარჩენაც ბუნდოვნად მეჩვენებოდა.

ერთ კვირაში დავუდს 2 დღით სასწრაფოდ მოუწია დუბაიში გამგზავრება. ეგრევე საიდის წერილი გამახსენდა, ამიტომ გული შევუღონე და სანამ არ ავეკიდე, არ მოვეშვი. აქ დარჩენა ხარაკირის ტოლფასი იყო. ბევრი მევედრა დავუდი, 2 დღის გამო ნუ წამოხვალ მთელი დღეები ნომერში მოგიწევს გამოკეტვაო, მაგრამ ეს ყველაზე უმნიშვნელო იყო. დუბაიდან დავბრუნდით თუ არა ეგრევე ორგანიზაციაში წავედი. თათბირის შემდეგ ასისტენტმა ფაქსიმილია და ფოსტის წერილების დასტა შემოიტანა. ამჟამად მე გადავარჩიე, თითქოს გული მიგრძნობდა, რომ ჩემი გაქცევა უპასუხოდ არ დარჩებოდა. აი ისიც, სასიყვარულო ბარათის ვიზუალის მქონე წერილი. სასწრაფოდ კარი გადავკეტე და ხელის კანკალით გავხსენი.

„ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება; სხვანაირად: ორი სხეულის ურთიერთქმედება ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ“.

-იდიოტი, თამაში გადაწყვიტა, დამპალი . ისევ გაიპო გული ორად. ერთი ნახევარი დავუდისთვის ყველაფრის თქმას მოითხოვდა, მეორე კი აცნობიერებდა, თვითგანადგურების მექანიზმის ძალას და იმის შიშით, დავუდს არაფერი დაშავებოდა, თევზივით პირში წყლის დაგუბებას არჩევდა. ბარათი საჩქაროდ დავწვი და მოჩვენებითი სიმშვიდით სამუშაოს შევუდექი.

საბედნიეროდ მთელი კვირა სიჩუმე იყო. თუმცა ეს სწორედ ის სიჩუმე გახლდათ, ქარიშხლის წინ რომ დაისადგურებს დედამიწაზე. კვირა იმაზე დაძაბული გამოდგა, ვიდრე წარმომედგინა. ცნობადობის ზრდასთან ერთად მტერთა ნაკადიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, ეს კი ბრძოლის ჟინს კიდევ უფრო გვიზრდიდა. თანამშრომლებს დაცვა ავუყვანეთ, უკვე საშიში ხდებოდა მარტო გადაადგილებაც და ჯგუფურად მივდიოდით ხოლმე გამოძახების ალაგს. სადაც სიტყვა და კანონი არ ჭრიდა, დავუდის და ბატონი ალის სტატუსი მეხმარებოდა, ხან დაყვავებით, ხან ეშმაკობით, ხან დამუქრებით ვცდილობდი გოგონებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას. ისე ვიღლებოდი სექსის თავიც კი აღარ მქონდა და დავუდის მკლავებში ჩაფლული საღამოობით მანამ ვუცქერდი ზურმუხტისებრ მზერას, სანამ რულის ფარდა არ ჩამოეშვებოდა.

***


ჰამერი უმოწყალოდ სერავდა ჰაერში გაფანტულ ქვიშის მტვრილს ნაწილაკებს. ქვიშის ნისლი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო წელიწადის ამ დროს. ფიქრებით დამძიმებული ჩიხიდან გამოსავალს ამაოდ ვეძებდი.

- ისევ რევოლუციის სქემას აწყობ გონებაში? - ფიქრებიდან დავუდის ხავერდოვანმა ხმამ გამომიყვანა და ახლა გავაცნობიერე, როგორ დამჭიმვოდა სხეული ერთიანად დაძაბულობისგან.
- ბატონი ალის რისხვას თუ გადავურჩებით, რევოლუციასაც მოვაწყობ და ოპეკის თავმჯდომარე ქვეყანადაც გავხდი ერაყს.
- ამჟამად ცოტა გადააჭარბე, ლეა, ხო ხვდები, უფლება არ გაქვს, მისი სახელით ისარგებლო.
- აბა რა მექნა, შენს შესახებ არ სმენოდათ, სხვანაირად როგორ გადამეფიქრებინა რომ 14 წლის გოგო 48 წლის კაცისთვის არ გაეყოლებინათ. სანამ არ დავემუქრე, ბატონი ალის სახელით აქედან გაგასახლებთმეთქი, არაფერმა გაჭრა.
- მესმის ლეა, მაგრამ შეგეძლო მე მაინც გაგეფრთხილებინე, რომ სხვანაირად ამეხსნა მამაჩემისთვის. ეს ქამელეონები მხოლოდ ჩემზე მოქმედებს, ასე მარტივად ვერ დაიყოლიებ.

ავტომობილი გაჩერდა თუ არა დავუდი შინისაკენ გამიძღვა. ეგრევე დავუდის დედინაცვალი შემოგვეგება მოჩვენებითი პირფერობით.

-გირჩევნია, ბატონ ალის არ დაენახო, გაცოფებულია. - ვერც კი შევამჩნიე, ისე ოსტატურად გამიყვანა ქალების მომსასვენებლისკენ (ასე ვეძახდით ოთახს, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი, სადაც თავშესაქცევად შარბათს, მაროკოულ ყავას ან ჩაის შეექცეოდნენ და თან ახლო აღმოსავლეთის უახლეს ჭორებს უცვლიდნენ ერთურთს.). სტუმრების ოთახიდან მამაკაცების საუბარი ისმოდა, როგორც ჩანს ბატონ ალის სტუმრები ჰყავდა. მოსასვენებელში შესვლისთანავე ელდა მეცა. ლაილა და მისი და თავმომწონე მედიდურობით მიმზერდნენ. სტუმრებს თავაზიანად მივესალმე და მაშინვე მერიემს ვანიშნე, გასვლისთანავე გამომყოლოდა.

-სალამ ალეიქუმ.
- ალეიქუმ ალ სალამ. ლეა, ჰაბიბი, გავიგეთ, რაც მოხდა. ძალიან ვწუხვართ. იმედია შარიათს არ გადაგცემენ და შენს გურჯისტანში წასვლას გაკმარებენ.
- არ ინერვიულოთ, დაო ლაილა, შესანიშნავად ვგრძნობ თავს, რომ აქაურ გოგონებს ძალადობრივი მარწუხებისგან ვიცავ, სამწუხაროდ, უფრო ადრე რომ გამოვჩენილიყავი არაბულ სამყაროში, ზოგიერთებსაც დავიცავდი არასასურველი ქორწინებისგან. - აქ ლაილას ირონიულად წავკბინე. გამახსენდა, ბავშვობიდანვე დავუდზე დაქორწინება რომ ჰქონდა გამიზნული და სადულაჰის ცოლობას გამოკრა ხელი. ქალებთან მოჩვენებითი ღიმილით მცირეოდენი ხანი დავყავი და დაღლილობის მომიზეზებით არასასურველ აუდიტორიას გავერიდე.

- აქ რა ჯანდაბა ხდება? - აღშფოთება ვერ დავმალე, როგორც კი მერიემთან ერთად ოთახში განვმარტოვდი.
- ორი დღეა ბატონი ალი განრისხებულია, რაც ეგ ამბავი გაიგო. ორსულად არ ხარ და მემკვიდრის გაჩენის საჭიროებაც ართულებს მდგომარეობას.
- მაგათ შიგ ხომ არ აქვთ? ჯერ სამი თვის დაოჯახებული ვარ, მინიმუმ ერთი წელი არაფერს ვაპირებდი, რა მემკვიდრე, გაგიჟდნენ?
- ლეა, რა სიტყვებს იძახი? ეგ რომ გაგიგონ, ხო იცი ჰარამია. ამ ამბავმა სადულაჰის და ლაილას ყურამდეც მიაღწია. როგორც ჩანს, სიტუაციით სარგებლობა გადაწყვიტეს და აპირებენ, შენი აქ დარჩენის უფლების მიცემის სანაცვლოდ დავუდი დაითანხმონ, მეორე ცოლად ლაილას და შეირთოს.

ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და ყურებში გაბმული წუილის ხმა გაბატონდა. მერიემის სახე რომელიც კიდევ რაღაცას მეუბნებოდა, ქვიშაში გაიდღაბნა და მომჟავო გემომ მიმახვედრა, რომ სიმწრისგან ტუჩები დავიჭამე.

- ვერ ეღირსებიან, ჩემი ხელით მოვკლავ. - ალაგ ალაგ ვისროდი სიტყვებს და ოთახიდან გასვლას ვლამობდი, რის საშუალებასაც ჩემზე მაღალი და ღონიერი მერიემის მკლავები არ მაძლევდა.

- დამშვიდდი, ლეა, ხო იცი დავუდი არ დაუშვებს, გამოსავალს იპოვის. ღრმად ისუნთქე, მათაც ეგ უნდათ, რომ სუსტი გნახონ, ახლა ძლიერი უნდა იყო და ცივი გონებით განსაჯო, ვიცი ძნელია, მაგრამ ეცადე, დამშვიდდე

- აღარასოდეს მითხრათ, რომ დავმშვიდდე. შენც, დავუდიც, ყველა კეთილისმსურველიც მხოლოდ და მხოლოდ მომიწოდებს, რომ დავმშვიდდე, რაც სხვა არაფერია, თუ არა უსიტყვო მორჩილება. სამი თვეა ვცდილობ, ყველას გავუგო, ყველაფერს მოვერგო, ყველას პატივისცემა დავიმსახურო, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ჩემი უმექმოდობის გამო ბავშვები დაიჩაგრონ და ქორწინების უღელში მამის და ბაბუისტოლა კაცებთან შეაბან.
მესმის, ლეა, ჩემზე უკეთ ვის ესმის, მეც ხომ ეგეთი მსხვერპლი ვიყავი. მე თუ დავუდმა მიხსნა, შენ მითუმეტეს არ გაგწირავს. უბრალოდ გაჩუმდი და მოითმინე, ცოტაც გაუძელი და შენი სისუსტე არავის ანახო, თორემ არ დაგინდობენ, გადაგივლიან.
მოლოდინის წუთები და საათები უსასრულობაში შთაინთქა. ნელ-ნელა იკარგებოდა ფერები გარშემო, სასოწარკვეთა ხმლით ჩეხავდა ოპტიმიზმს მითუფრო, რომ შუაღამეს ისე გადავიდა, რომ დავუდი ოთახში არ გამოჩენილა. უკვე ყველაფერი ნათელი იყო. გათენებას სავარძელში მომლოდინემ დაველოდე, და ინათა, თუ არა სახლიდან ორგანიზაციაში წასვლა დავაპირე. თუმცა ჩემდა გასაოცრად, კარი ჩაკეტილი დამხვდა.
ქალბატონო, ვერ გაგიშვებთ, ბრძანებაა. - დამნაშავეს მზერით შემევედრა მსახური.
ეს უკვე მეტისმეტია, გაგულისებულმა არად დაგიდევით ბატონი ალის სახლში გამეფებული დრომორჭმული წესები და სტუმრების ოთახში შევვარდი. ჩემს დანახვაზე ბატონ ალის ჩაის ლამბაქი გაუვარდა ხელიდან, არანაკლებ დაბნეული ჩანდა სადულაჰი და დავუდიც. ჩამქრალ ამოღამებულ მზერაზე უკვე ნათლად იკითხებოდა ბჭობის განაჩენი.

- როგორ ბედავ აქ შემოჭრას, დავუდ ახლავე გაიყვანე შენი ცოლი და ჩვენი წესები აუხსენი.
- ბატონო ალი, ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უფლება არ გაქვთ, ჩემს მეუღლეს რაიმე დააძალოთ. არც ჩემი გადაადგილების შეზღუდვის უფლება გაქვთ. ვაღიარებ, რომ დავაშავე, რომ თქვენი სახელი გამოვიყენე კეთილი მიზნებისთვის, რისთვისაც შენდობას ვითხოვ, მაგრამ თქვენი ალაჰიც არ იქნება მოწყალე, თუ ბავშვებს ტანჯვისთვის გავიმეტებთ. დაუშვებდით, ნილაის გათხოვებას მამისტოლა კაცზე?
- ლეა, ალაჰის გულისთვის, გაჩუმდი და წამომყევი, გთხოვ. - დავუდმა ხელით კარისკენ მიმანიშნა.
- ეს გურჯი ახლავე გაიყვანეთ აქედან და აღარ გაბედოს ჩემი ნებართვის გარეშე აქ ფეხის დადგმა. - ტანში გამცრა ალის ხმამ.
იმედია ძალით არ გამიყვანთ, ჩემით გავალ. -( თავხედი)الوقاحة

ჩემს ყურს მაინც მოაღწია ბატონი ალის ჩალაპარაკებამ, სანამ დავუდი ჩვენი ოთახისკენ წამიყვანდა. შევედით, თუ არა პანიკურად გულ-მკერდზე მუშტების ცემა დავუწყე.
- ესაა შენი სიყვარული? ესაა სამარის კარამდე ერთგულება? პირი არ გქონდა გუშინ ჩემამდე მოსულიყავი და თავადვე გეღიარებინა, რა სუსტიც ხარ. ეს მე ვარ სულელი, შენი რომ დავიჯერე და ოცნება რეალობად წარმოვაჩინე. მართალი იყო ალესანდრო, ჯერ კიდევ აღმოსავლური ზღაპრის საბურველშივე მოსილმა გავყავი თავი საკუთარი ხელით გაკეთებულ ყულფში.
-ლეა, მორჩი ისტერიკას. დამაცადე, აგიხსნა და ალესანდროს ხსენება აღარ გაბედო.
-არაფრის ახსნა არაა საჭირო, არ მაინტერესებს. თუ ოდნავ მაინც გსურს ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნება, აქედან გამიყვანე, ორგანიზაციაში დღეს უამრავი საქმე მაქვს და ოჯახური ისტერიკების არც დრო მაქვს, არც სურვილი.
-შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, ხომ ვითარების სერიოზულობას? მე კბილებით ვცდილობ ჩვენი სიყვარული დავიცვა, რომელიც საფრთხეში სწორედ შენმა მაგ ორგანიზაციაში საქმიანობამ ჩააგდო.- ამჟამად დავუდიც ყვირილზე გადმოვიდა - მთელი ღამეა არგუმენტებს ვეძებ და არ ვაძლევ უფლებას შენით მევაჭრონ. დროებით, დაივიწყე ორგანიზაცია, სანამ ყველაფერი დამშვიდდება.
-არ მჯერა, რომ ამას შენ ამბობ. მეტისმეტად კარგად მიცნობ, საიმისოდ, რომ ამ საცოდავი უსუსური არგუმენტებით გამაჩერო. მოვითხოვ, ახლავე აქედან გამიყვანო.
-ლეა, დაფიქრდი, რას აკეთებ და მოსალოდნელი შედეგებიც გაითვალისწინე.
-უკანასკნელად გეუბნები, აქედან გამიყვანე.
-მე გაგაფრთხილე.
მდუმარედ გავიარეთ ვიწრო დერეფანი. გონებაში ამომიტივტივდა საიდის მუქარა და გაფრთხილება :

„ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება; სხვანაირად: ორი სხეულის ურთიერთქმედება ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ“.



№1  offline წევრი salomea1992

ვაიმე ეს რა იყო, სიტყვები არ მყოფნის. რომ მეგონა, ვსიო ეღირსად მშვიდად და ბედნიერად ცხოვრებათქო ეს პრობლემები საიდან გამოხტა. იმედია, დავუდი არ დააღალატებს ლეას და ყველა წინაღობას დაძლევენ. heart_eyes ისე ცოტა მალ-მალე დადე, თორემ წინა თავების ხელახლა წაკითხვა მომიხდა, რომ გამეხსენებინა რა ხდებოდა grimacing

 


№2  offline წევრი Impermeable

salomea1992
ვაიმე ეს რა იყო, სიტყვები არ მყოფნის. რომ მეგონა, ვსიო ეღირსად მშვიდად და ბედნიერად ცხოვრებათქო ეს პრობლემები საიდან გამოხტა. იმედია, დავუდი არ დააღალატებს ლეას და ყველა წინაღობას დაძლევენ. heart_eyes ისე ცოტა მალ-მალე დადე, თორემ წინა თავების ხელახლა წაკითხვა მომიხდა, რომ გამეხსენებინა რა ხდებოდა grimacing

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წინა თავზე დავაკომენტარე მიზეზი, რის გამოც ვერ ვაგრძელებდი ნაწარმოებს. დიდი იმედი მაქვს, მსგავსი გამოწვევა აღარ მექნება, მადლობა არდავიწყებისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ლელას აქვს არაჩვეულებრივად საინტერესო ცხოვრება მშურს მისი. მიმაჩნია რომ ჯობია გრძნობების ქარტეხილები გამოიარო. ვიდრე სტაბილურად მშვიდი ცხოვრება გქონდეს. იმედი მაქვს დავიდი გაუძლებს ამ გამოცდას მან იცოდა რომ ლეა დაუმორჩილებელი იყო. ვნახოთ. იმედია ასე არ დააგვიანებ. ისე გამოხარდიიიიი

 


№4  offline წევრი Impermeable

Qeti qimucadze
ლელას აქვს არაჩვეულებრივად საინტერესო ცხოვრება მშურს მისი. მიმაჩნია რომ ჯობია გრძნობების ქარტეხილები გამოიარო. ვიდრე სტაბილურად მშვიდი ცხოვრება გქონდეს. იმედი მაქვს დავიდი გაუძლებს ამ გამოცდას მან იცოდა რომ ლეა დაუმორჩილებელი იყო. ვნახოთ. იმედია ასე არ დააგვიანებ. ისე გამოხარდიიიიი

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის. heart_eyes ორივეს ერთმანეთში სწორედ ეს ბობოქარი მეამბოხე სული შეუყვარდათ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას heart_eyes პ.ს. აღარ დავაგვიანებ heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომწონს ეს წყვილი ლეა და დავიდი დაუმორჩილებელი სულის პატრონები ქარბორბალასავით არიან დაიცავენ იმედია თავიანთ სიყვარულს ალის კი ზედმეტი მოსდის,ლეა გაუმკლავდება საიდის შანტაჟს,იმედი მალე ვიხილავთ შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️♥️♥️ მიყვარს ეს ნაწარმოები♥️♥️♥️

 


№6  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომწონს ეს წყვილი ლეა და დავიდი დაუმორჩილებელი სულის პატრონები ქარბორბალასავით არიან დაიცავენ იმედია თავიანთ სიყვარულს ალის კი ზედმეტი მოსდის,ლეა გაუმკლავდება საიდის შანტაჟს,იმედი მალე ვიხილავთ შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️♥️♥️ მიყვარს ეს ნაწარმოები♥️♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა ♥️♥️ მეც იმდენად შემიყვარდა ეს წყვილი, იმდენად განვიცდი ამათ ქარტეხილებს, რომ ძალიან გამიჭირდება მათთან გამომშვიდობება. ნაწარმოები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, თუმცა წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული და ემოციებით სავსე თავებია ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent