შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 40) +18


21-05-2021, 22:28
ავტორი Impermeable
ნანახია 2 799

თავი 40

ليلة الزفاف ლაილათ ალ ზიფაფ

(ქორწილის ღამე)

ლეა

ისედაც ემოციების ზღვაში სიმწრით მოსულ რულს ვებღაუჭებოდი, რომ დილიდანვე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავზე დამახტნენ ნილაი, თინა და მერიემი. ამაოდ ვეცადე ძილის შებრუნებას, ხოლო მას შემდეგ, რაც ნილაიმ საწოლზე ხტუნვა და არაბული ყიჟინა დასცხო, იძულებული გავხდი, ფანჯრიდან ეშმაკურად მოთამაშე სხივებსაც დავნებებოდი და თვალები გამეხილა.

- აბა ვინ არის ჩვენი პატარძალიო? ვინ არის დაუდ ფაშას ერთადერთი მემკვიდრის ასევე ერთადერთი გულთამპყრობელი? - გაილექსა მერიემი ინგლისურად.
-თქვენ ხომ ხალხი არ ხართ, პატარძალს მაინც მაცადეთ ძილი.
-რა დროს ძილია, როცა ახლო აღმოსავლეთის უფლისწული გიხმობს თავისთან. - არ ჩამორჩა თინაც.
- შენ რაღამ აგაცანცარა ამხელა ფემინისტი ქალი. - წყრომით შევხედე თინას და ხელები გაბუტვის ნიშნად გადავაჯვარედინე.

ხუმრობა-ხუმრობაში უცებ გამომაფხიზლეს გოგოებმა და გეზი ეგრევე ჰამამისკენ ავიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბაღდადის ყველაზე პრესტიჟული ჰამამი მთლიანად ჩვენს განკარგულებაში იყო, ახლოსაც ვერ მივიდოდა დაჰაბისეულ ჰამამის მასშტაბურობასა და ემოციურ მიჯაჭვულობასთან, თუმცა თავის როლს მაინც შესანიშნავად გაართვა თავი და სასიცოცხლო ენერგიებითაც აღმავსო. შუა აღმოსავლეთის ნებისმიერი ქალაქი, მეჩეთთან ერთად, ყოველთვის თავს იწონებდა ჰამამითაც, შესაბამისად, ადგილობრივი მმართველები არ იშურებდნენ ოქრო-ვეცხლს ჰამამების, გამორჩეული არქტიტექტურული ნიმუშების მშენებლობისთვის. ცხელ კლიმატურ პირობებში ცხოვრების მკაცრი პირობები მოითხოვს გაძლიერებულ პირად ჰიგიენას, რის გამოც აბანოები და ჰამამი ყოველთვის პოპულარული იყო.

ბაღდადის ჰამამი შედგებოდა საგარდერობო, ორთქლის და სხვადასხვა ტემპერატურის მქონე რამდენიმე პატარა ოთახისგან შიდა ტერასული აივნებით, საიდანაც გადმოხედვისას ჰამამი პალმის ფორმას იღებდა: პალმის ფუძეს წარმოადგენდა მოსამზადებელი განყოფილება, სადაც სტუმრები ამზადებენ ორთქლის ოთახს, თავად პალმას კი ორთქლის ოთახი ქმნიდა, რომლის ცენტრშიც თავს იწონებდა გაცხელებული მარმარილოს დიდი ქვა-საწოლი, ხოლო პალმის ტანის პატარ-პატარა ამობურცვები მცირე ოთახები იყო, სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმით.
უკვე გასახდელშიც კი შენარჩუნებულია გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი ისე, რომ სხეული სითბოს შეგუებას იწყებს. მომდევნო ოთხ ოთახში ტემპერატურა უფრო და უფრო იზრდება, მაგრამ ტემპერატურის თანდათანობითი ზრდის ეფექტი საშუალებას აძლევს სხეულს, მიეჩვიოს და არ ჰქონდეს მკვეთრი კონტრასტული ეფექტი. ორთქლის ოთახის შემდეგ იწყება სხეულის გაგრილება. ეს პროცესი ასევე ხდება თანდათანობით აუზებში თბილი, გრილი და ცივი წყლით. ვარდის ფურცლებით მოფენილ სამასაჟო მარმარილოს მაგიდაზე სიამოვნებით ჩავიძირე ჩემთვის ესოდენ საყვარელ აღმოსავლურ არომატებში და არც არც მატონიზირებელ ვარდის ჩაიზე მითქვამს უარი.
და რა არის საპატარძლო ჰამამი ხელისმომკიდეების გარეშე? თინა ჩვეულებრივად შოკში იყო - ეს რა კარგი რაღაც ყოფილა, ახლა მესმის ასე რამ გაგაგიჟა აღმოსავლეთზეო.
ჰამამი - მდიდარი აღმოსავლური კულტურის ნაწილი, ხელოვნების ნიმუში, უნიკალური სტრუქტურა თავისი რიტუალური მახასიათებლებით და ტრადიციებით, რაც საშუალებას მოგცემთ, მოკლე დროში შეიყვაროთ და გაისიგრძეგანოთ აღმოსავლეთის ცხოვრება და იდუმალი მსოფლმხედველობა, სწორედ ეს ჰამამი იყო მოზიარე ოთხი ახლადგამოჩეკილი მეგობრების ოცნებებისა. ბედნიერებისთვის მეტი რა მინდოდა? ნილაი, მიუხედავად თავისი პატარა ასაკისა, ისეთ საოცარ ქარიზმას აფრქვევდა, შეუძლებელი იყო გულთან არ მიგეშვა. მერიემმა და თინამაც შესანიშნავად გამონახეს საერთო ენა. ნაშუადღევს დავტოვეთ ჰამამი და პირდაპირ დავიწყეთ ცერემონიისთვის სამზადისი.

როგორც კი აღმოსავლეთის მზემ ქვიშისფერ შენობებს მიღმა დაიწყო ჩასვლა და იშთარმა ცის კაბადონზე ამოსვლა, ქორწინების ერაყული 7 საქორწინო რიტუალიდან მეექვსეს - ცერემონიის ჯერი დადგა. ისლამური კალენდრით მთვარის მეათე თვეს, შავალლის شَوَّال‎ მეშვიდე დღეს, ცერემონიისთვის სწორედაც რომ ყველაზე შესაფერისი დრო იყო. ცერემონია აუცილებლად მზის ჩასვლისას უნდა დაწყებულიყო, რითაც მზე თავის ადგილს უთმობდა პატარძალს.

ფანჯრიდან გავიხედე. სასახლესთან ჯავშნიანი ავტომობილების რიგი დადგა. უსაფრთხოების ზომები გაათმაგებულიყო. ბოლოდროინდელი ტერაქტების ფონზე მგონი პირველად მასპინძლობდა ბაღდადი მასშტაბურ საქორწინო წვეულებას. ანთებულ კელაპტრების ხეივანში მამაკაცები ესკორტს უწევდნენ მორთულ-მოკაზმულ ქალებს, ხოლო ბავშვებს კი ზეთისხილის ტოტები მოჰქონდათ. ღრმად ჩავისუნთქე და ბოლოჯერ მოვავლე თვალი საკუთარ გამოსახულებას სარკეში, ამ სტილის ოქრომკერდით ნაქარგი თეთრი კაბა მხოლოდ ღრმა ბავშვობაში მქონდა ტელევიზიის ეკრანზე ნანახი, როდესაც ბრაზილიური სერიალი “კლონი” გადიოდა, აღტკინებული შევსცქეროდი ხოლმე თითოეულ დეტალს.
და როდესაც ტრადიციული მუსიკის "ზაფას" ხმა გაისმა, გასასვლელისკენ გავემართე, სადაც კობა გაბადრული სახით შემომეგება და ამაღლებულ კვარცხლბეკზე მდგომი დავუდისკენ წამიყვანა, ​​საოცრად უხდებოდა თეთრი სამოსელი და არაბული თავსაბურავიც კი. მეზმარისა და დაფდაფების ფონზე აკიაფებული დავუდის ზურმუხტისფერი თვალები აღფრთოვანებით მეგებობოდა, თითქოს ყველა ანთებულ კელაპტარს ერთბაშად ირეკლავსო. როგორც კი მივუახლოვდი, "კოშაზე", ტახტრევანზე გვერდიგვერდ დავსხედით. მხოლოდ ერთხელ შევავლეთ ერთმანეთს მონატრებული მზერა და სწრაფადვე გავსწორდით, სანამ რელიგიური აიათების კითხვას არ მორჩებოდნენ, ერთმანეთისკენ არ უნდა გაგვეხედა. და აი, დადგა აღთქმების გაცვლის დრო. მუსლიმთა ქორწილში აღთქმებს იმამი ხელმძღვანელობს და ყურადღებას ამახვილებს ერთმანეთის ერთგულებასა და სამარდჟამო ფიცზე. როგორც კი დავუდის ხავერდოვანი ქაბულ (თანახმა ვარ) გაისმა, თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი მომეშვა. ამჟამად იმამი მე მომიბრუნდა იმავე კითხვით. როგორ მინდოდა მაშინვე ამომეთქვა თანხმობა, ენას კბილებს ვაჭერდი, რადგანაც მერიემის შეგონება კარგად მახსოვდა, მხოლოდ სამჯერ კითხვის გამეორების შემდეგ უნდა დავთანხმებოდი. კითხვებს შორის პაუზებისას დროის გასაყვანად და აღელვების ჩასახშობად დამსწრე საზოგადოებას ვავლებდი თვალს. და როდესაც იმამმა მესამეჯერ დასვა კითხვა და ბოლო პაუზა ჩამოწვა, დამსწრეთა შორის წამით გადავწყდი არაბულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცის ნუშისებრი შავი თვალების დაჟინებულ, ირონიაშერეულ მზერას. მაშინვე ავარიდე თვალი და თანხმობა განვაცხადე, რასაც არაბული ოვაციები და ტაში მოჰყვა დაფდაფების ფონზე, თუმცა კი ჯერ კიდევ თვალწინ მედა ცბიერი ყორნისფერი თვალების უნდობი მზერა. დავუდმა მანიშნა, რომ გამოცვლის დრო იყო, ამით ცერემონიის ტრადიციულ ნაწილს მოვრჩით, მეც, ამჟამად უკვე თანამედროვე საქორწინო კაბაში გამოწყობილი, მენდელსონის ვალსის ფონზე, კობასთან ხელკავით გავემართე ოფიციალური ხელმოწერისთვის. თეთრ კაბებსა და შეჰზადეს (უფლისწულის) არაბულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები კალათებიდან ყვავილებს გვიფენდნენ და გზას გვიკვალავდნენ. ხელმოწერის ცერემონიამაც შესანიშნავად ჩაიარა და როგორც იქნა, ერთმანეთის კოცნის საშუალებაც მოგვეცა. ჩემდა გასაკვირად, დავუდმა არად ჩააგდო სტუმრების კონსერვატორული ნაწილის შესაძლო აღშფოთება და ბაგეებზე ხანგრძლივი კოცნით დავაგვირგვინეთ ერთმანეთთან დაკავშირება. შუაღამემდე ერთმანეთს ენაცვლებოდა არაბული და კლასიკური, ქართული და ევროპული მელოდიები. ოვაციების განსაკუთრებული ტალღა ჩემს მიერ შესრულებულ ჯეირანს მოჰყვა ისე, რომ თვით მუცლით მოცეკვავე ქალებისა და დერვიშების მომაჯადოებელი შოუც კი გადაფარა. ამას თან დაერთო დავუდის სიურპრიზიც, როცა დაისით გამომიცეკვა, შოკში ვიყავი, მოყვარულის კვალობაზეც კი მშვენივრად ფლობდა გასმის ტექნიკას. როგორც მოსალდონელი იყო, სანამ არაბი გოგონები გაერკვეოდნენ თაიგულის დაჭერის ხელოვნებაში, თინა შესაშური კალათბურთლისდარი ნახტომის მეშვეობით ღირსეულად დაეუფლა დედოფლის თაიგულს და აწითლებულმა მორცხვად გახედა კობას. საღამოს კულმინაცია კი ცეცხლოვანი ტანგო იყო, რომლის დროსაც დავუდის მოთარეშე ხელებმა და მომაჯადოებელმა მზერამ ლამის იქვე დამადნო. ერთი სული მქონდა, ყველაფერი მალე დასრულებულიყო და სანუკვარი ღამე დამდგარიყო. ის ის იყო, მორიგ ვალსს ვასრულებდით და კავალერობას დავუდის ამერიკელი პარტნიორი მიწევდა, როცა უეცრად წყვილები გაიცვალა და წელზე ცივი სუსხის შეგრძნებამ ერთიანად დამბურძგლა ტანში. ჩემს წინაშე არაბულ სამოსში გამოწყობილი ის ნუშისებრ შავთვალა მამაკაცი იდგა და ხელი წელზე მარწუხივით შემოეხვია ისე რომ, ვერ გაიგებდით მეცეკვებოდა, თუ მიჭერდა. ჩემს დამფრთხალ მზერაზე ირონიულად გაეღიმა და ინგლისურად ჩამჩურჩულა:

- შესანიშნავად გამოიყურებით ლეა, ახლა უფრო სექსუალური ხართ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ.

- როგორ ბედავთ, ვინ ბრძანდებით, გიცნობთ? - აკანკალებულ ხმაში, ვეცადე სიმტკიცე შემეტანა და თვალებით დავუდს დავუწყე ძებნა.

- მე უბრალოდ კომპლიმენტი გითხარით, ძვირფასო ლეა, თქვენი განაწყენება აზრადაც არ მომსვლია, მაპატიეთ გეთაყვა.

უხერხულად გავიღიმე და ვეცადე სხეულებს შორის დისტანცია დამეცვა, როცა უცებ დამატრიალა, და გვერდზე, ცალ მკლავზე გადამიწვინა. კიდევ ერთხელ შემომაფეთა თავისი ყორნისფერი თვალები, თითქოს ჩემს სულში ჩაღწევას და იქედან რაიმე ღირებულის წართმევას მიპირებსო.

- ნება მომეცით, გაგეცნოთ, მე საიდი ვარ, დავუდის მეგობარი, და ნახევრად გურჯი.
ნუთუ ეს ის საიდია, რომლის მოტაცებისგანაც თავის დროზე დავუდმა მიხსნა? ჩვენს ქორწილში რას აკეთებს? ტვინში განგაშის ღილაკი ჩამერთო, და მორიდებით დავიხსენი თავი მისი მარწუხებად შემოხვეული ხელებისგან.

- სასიამოვნოა, ბატონო საიდ. თუ არ მიწყენთ, დავასრულოთ, ძალიან დავიღალე.

- ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, ლეა. რა გაეწყობა, ამჟამად გაგიშვებთ. - თვალი ჩამიკრა და მეც ელდანაკრავივით შემოვბრუნდი და ჩვენკენ მომავალ დავუდს შევეგებე, რომელსაც მრისხანებისგან ყელზე ძარღვები დაბერვოდა, მუშტები შეეკრა და ისეთი მზერა ჰქონდა, ვგრძნობდი, ისევ მე თუ შემეძლო მისი შეჩერება მოსალოდნელი უბედურებისგან, ყურში გაბმულ წუილად ჩამესმოდა დამცინავი ტონით ნათქვამი სიტყვები "ამჟამად გაგიშვებთ".

-დავუდ, სად დამეკარგე, თვალებით გეძებდი, თავი გულმკერდზე მივადე და ლამის ძალით შემოვაბრუნე. - ძალიან დავიღალე, გთხოვ, ცოტა ხნით დავსხდეთ.
- ლეა, ამ კაცთან რა გინდოდა, რამე ხო არ დაგიშავა, მე მაგის..
- დამშვიდდი, დავუდ, ყველაფერი რიგზეა. მერე ვისაუბროთ. უბრალოდ ვიცეკვეთ და როგორც კი გამეცნო, ეგრევე წამოვედი. ოღონდ დღევანდელ დღეს ნუ გააფუჭებ გთხოვ, სხვა დროსაც შეძლებ პასუხის გაცემას, თუ ოდნავ გიყვარვარ, დღევანდელი დღე მე მაჩუქე.
- როგორ გაბედა შენთან მოახლოება, ჩემი ხელით ჩავაძაღლებ მაგ დამპალს.

ხელი ხელზე ჩავჭიდე, თითქოს ამით ვაგრძნობინე, არსად არ გაგიშვებმეთქი და მართლაც, ასე ხელჩაჭიდებულმა გავაცილეთ სტუმრების ბოლო ნაკადები. ხელისგულთა სითბოს ურთიერთგაცვლამ ნელ-ნელა შემოიტანა სიმშვიდე აბობოქრებულ გულებში და ჩვენც ვეცადეთ, უარყოფითი ემოციები სასახლეს გარეთ დაგვეტოვებინა.

გადავწყვიტეთ, პირველი ღამე ყველასგან შორს, ჩვენს ბუდეში, ფლამინგოსფერ სახლში გაგვეტარებინა. როგორც კი კიბეებს მივუახლოვდით დავუდმა ხელში ამიტაცა და ისე ამიყვანა თავისი ოთახისკენ. შევედით თუ არა მაშინვე ყელზე ჩამოვეკიდე და კოცნა დავაპირე, როდესაც ნაზად ჩამოსწია ჩემი ხელები. მერიემისგან ვიცოდი, რომ მუსლიმი კაცი პირველ ღამეს წმინდა სიტყვა “ბისმილლაჰ”-ს წარმოთქვამს. დავუდმაც ხელის გული შუბლზე ნაზად დამადო და არაბულად წარმოთქვა სპეციალური ლოცვა, მერე კი მეც რომ გამეგო, გატეხილი ქართულით გააგრძელა:

-ალაჰ, დამლოცე და დალოცე ჩემი სიყვარული ლეასადმი, დაე, ჩემმა სიყვარულმა აანთოს მის გულში ჩაუქრობელი კელაპტარი, ჰარმონია და სიმშვიდე მოგვმადლე. დაე, ალაჰმა და შენმა ღმერთმა აკურთხონ ჩვენი კავშირი, ჩვენი ქორწინება. ვფიცავ, ლეა, დღეიდან შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი ქალი, რომელიც მეყვარება დღემდე სამუდამოდ დაძინებისა, და მის შემდეგაც. მიყვარხარ, ლეა.

გაოცებული ვიყავი დავუდის მოთმინების უნარით, მისი დამოკიდებულებითა და პატივისცემით, მხოლოდ მას შეეძლო, ქორწინების პირველი ღამის ასეთ ღვთაებრივ ზღაპრულ საბურველში გახვევა, ისე, რომ ს*ქსი არა დასაწყისად არამედ პრელუდიური რიტუალებად ჩაშლილი გახანგრძლივებული სიამოვნების სასიამოვნო კულმინაციად ექცია.

თავისივე მომნუსხველი ღიმილით მომიახლოვდა და თმიდან ზურმუხტისპეპლიანი თმის სარჭი ნაზად მომაშორა. ქნარი თითები ნიკაპქვეშ შემახო თუ არა, უნებურად ჩავხედე ჩემთვის სანუკვარ ზღვისფერ თვალებში და აქამდე სრულად უცნობი ემოციათა სამყაროს ვეზიარე. აზვირთებული სურვილი ოცნებების ხორცშესხმისთვის თანხმობას ჩემგან ელოდა, მისი თითოეული თავშეკავებული და მოზომილი შეხება კიდევ უფრო ახელებდა ჩემში შინაგან ევას და მზად ვიყავი აფროდიტეს დარად ზღვის ქაფად ვქცეულიყავი და ისე შევრწყმოდი ზღვას, რომელიც ასე ძალუმად მიზიდავდა მისკენ. ნაზი ამბორით თითქოს პირველად სწავლობდა ჩემი სხეულის ნაკვთებს, თან ნელ-ნელა ოსტატურად მათავისუფლებდა საქორწინო კაბის სრულიად უსარგებლო მარწუხებიდან. სურვილისგან ათრთოლებულ თითებს დანიშნულებას აშკარად ვერ ვუსრულებდი, და როდესაც მის პერანგზე არსებული ღილების გახსნის უსუსურმა მცდელობებმა ამაოდ ჩაიარა, ერთიანად გავწყვიტე საკინძეები საყვარელი მამაკაცის ხორბლისფერი ფართო ტორსი საფერებლად გავათავისუფლე. მეც საპასუხო კოცნებით დავუყევი საყვარელი კაცის ფართო გულ-მკერდს და ის ის იყო, ხელი საქამრისკენ გავაცურე, რომ ხელში ამიტაცა და საწოლზე წამომაჯინა.

- მცირეოდენი მოთმინებაც, ქალბატონო ლეა, ბოლო რიტუალიღა დაგვრჩა.

- ძალიან არ მინდა ამ წამების გაფუჭება, მაგრამ ისე მინდიხარ, სულ ფეხებზე ეს რიტუალები გთხოვ, ნუღარ მაწამებ. - ლამის მუდარად დავიღვარე.

ჩვეული მომაჯადოებელი სიმშვიდით აიღო ტუმბოდან ვერცხლის სინი მაღალყელიანი ვერცხლის ლამპრითურთ.

- ახლა არ მითხრა, რომ ჯინი ხარ და ლამპარში უნდა დაგაბრუნო. აი, თურმე რატომ ხარ თვით სრულყოფილება, კაცი აპოლონი, და კაცი ღმერთკაცი.

ჩემს უკბილო ხუმრობაზე მომნუსხველად ჩაიღიმა და ახლაღა შევამჩნიე იქვე ვერცხლის ვარცლი თეთრი აბრეშუმის ქსოვილითურთ.

- ეს რა არის? - გაოცებულმა ვიკითხე.

ჩემს კითხვაზე პასუხად აიღო ჩემი ტერფი და ზედ ჩემ მიერ ლამპრად შერაცხული დოქიდან ნელ-ნელა დაიწყო წყლის დასხმა და შემდეგ თეთრი აბრეშუმის ქსოვილით შემშრალება.

- ეს ფეხთბანვის რიტუალია, ლეა, რიტუალი, რომლითაც ჩემს სამუდამო ერთგულებას, მორჩილებასა და ნდობას აღგითქვამ. - შემდეგ კი კოცნით აუყვა ფეხს თეძომდე და საწოლზე გადამაწვინა. მერე კი შეუძლებელია იპოვო ეპითეტი ან მეტაფორა, რომელიც ზედმიწევნით ასახავს იმ შეგრძნებებს, იმ ემოციების ზეიმს, რაც დავუდთან ს*ქსისას განვიცადე. დამპირდა და პირობა შეასრულა. მან გამიღო სამოთხის შვიდივე კარი, მაზიარა აქამდე განუცდელ სიამოვნების მწვერვალებს და მთლიანად ჩამითრია ზურმუხტისფერი ზღვის ყველაზე ღრმა ნაპრალებში. პირველად მქონდა ს*ქსი ისე, რომ თვალები არ მომიხუჭავს, პირიქით, როგორ შემეძლო უარი მეთქვა საყვარელი მამაკაცის სახეზე გამოსახული ნეტარების სხვადასხვა ელფერის შეცნობაზე, ერთმანეთის თვალებში არეკლილ ათასფერ ემოციებზე, ძლიერ ბიძგების შედეგად ჩემს სახის ნაკვთის ოდნავ თრთოლვაზეც კი წამის მეასედში რომ ეპარებოდა მზრუნველობა მზერაში, და მხოლოდ სამაგიერო თანხმობის მზერის მერე აგრძელებდა ღრმა შეღწევებს. ეს იყო ის, რისთვისაც თუნდაც ათჯერ გადავივლიდი ურთიერთდათმენის უფსკრულებს, რითაც სავსე იყო ჩვენი ხანმოკლე, თუმცა ბობოქარი ვნებებით სავსე ყოფიერება.

ქვიშისფერ ქალაქს ვინ იცის, მერამდენედ დაჰხედა ზემოდან ინანას ვარსკვლავმა. ისევ უძრავად იდგნენ ფერებდაკარგული ბებერი ნაგებობები, ათასწლოვანი სისხლდანთხევისგან ამღვრეული ტიგროსი მდორედ სერავდა შუაში ბაბილონური წარსულის აჩრდილის მოტრფიალე ბაღდადს, სწორედ ეს ქალაქი იყო ოდითგანვე ქალღმერთ ინანას მფარველობის ქვეშ, სწორედ აქ ისახებოდა ამქვეყნიური სიყვარულის პირველი ოდები, სწორედ ინანა იქცა შთაგონებად ყველა შემდგომი სიყვარულის ქალღმერთისა ბერძნულ თუ რომაულ მითოსში, გარდაისახა აფროდიტესა და ვენერაში. და დღეს, როდესაც ინანას სახელი წარსულის ლეგენდად იქცა, ვენერას ცისკრის ვარკვლავად სახეცვლილი ეცნობა ქვეყნიერებას, და ამ, ომით გატანჯულ, სიყვარულისგან დაცლილ ქალაქში, ინანას მკრთალ შუქთა ჩრდილქვეშ დაკვირვებული თვალი უმალ შეამჩნევდა ფლამინგოსფერი სახლის სარკმლის მიღმა უზარმაზარ საწოლზე ერთმანეთში გადახლართული ორი შიშველი სხეულს, ერთ მთლიანობად ქცეულს, რომელთაც ზედვე შერჩენოდათ სულ ცოტახნისოდენ განცდილი სიყვარულით ტკბობისა და ბობოქარი ვნების დაღი.



№1 სტუმარი სტუმარი სალო

როგორც იქნა რახან ამათ ერთად ყოფნა ეღირსათ ამაღამ მშვიდად დავიძინებ ???? ეს ხუმრობით, ისე კი, როგორც ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი თავი იყო :*

 


№2  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
როგორც იქნა რახან ამათ ერთად ყოფნა ეღირსათ ამაღამ მშვიდად დავიძინებ ???? ეს ხუმრობით, ისე კი, როგორც ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი თავი იყო :*

მადლობა შეფასებისთვის heart_eyes

 


№3 სტუმარი ნა ნოო

ძალიან კარგი იყო მაგრამ დასრულდა ?

 


№4  offline წევრი Impermeable

ნა ნოო
ძალიან კარგი იყო მაგრამ დასრულდა ?

არ დასრულებულა წინ კიდევ რამდენიმე თავია heart_eyes

 


№5 სტუმარი ნა ნოო

Impermeable
ნა ნოო
ძალიან კარგი იყო მაგრამ დასრულდა ?

არ დასრულებულა წინ კიდევ რამდენიმე თავია heart_eyes

აუ რაკარგია მალეე დადეთ

 


№6  offline წევრი Impermeable

ნა ნოო
Impermeable
ნა ნოო
ძალიან კარგი იყო მაგრამ დასრულდა ?

არ დასრულებულა წინ კიდევ რამდენიმე თავია heart_eyes

აუ რაკარგია მალეე დადეთ

ამ კვირაში დავდებ მომდევნო თავსაც heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიქნ კარგია მაგრამ რატო აღარ აგრძელებთ? Ველოდები შემდეგ თქვებს

 


№8  offline წევრი Impermeable

სტუმარი გვანცა
ძალიქნ კარგია მაგრამ რატო აღარ აგრძელებთ? Ველოდები შემდეგ თქვებს

პირადი პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ატვირთვა ბოდიშს გიხდით. ამ კვირაში აუცილებლად დაიდება ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent